დასავლეთის ქვეყნები კოვიდრეგულაციებს ამსუბუქებენ ან სრულად აჩერებენ, როგორც მაგალითად შვეიცარია და ხალხი ცოტა აცანცარდა. რა გაცანცარებთ? სჯობს ღრმად ჩაისუნთქოთ და ამოუსუნთქოთ და მეფ-ეს მიაპყროთ თქვენი გაფანტული ყურადღება. გასული წლის მშვენიერი ამბები "დიდი გადატვირთვის" და ამა წლის კონტექსტიდან გამომდინარე:
მეფ- ემ (WEF) და რუსეთის სბერბანკმა (ესენიც როგორ მიყვარს
) 2021 წლის ივლისში ზედიზედ მესამედ უმასპინძლეს ყოველწლიურ კიბერპოლიგონის წვრთნებს. მონაწილეობა მიიღო 200 IT გუნდმა საერთაშორისო კომპანიებიდან და ინსტიტუტებიდან, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე მათგანმა შეძლო იმიტირებული ჰაკერული თავდასხმის თავიდან აცილება. როგორც თქვეს, ერთი რეალური თავდასხმაც კი იყოო და ცხადია ისიც მოიგერიეს. კონფერენციის საჯარო ნაწილში WEF-ის დამფუძნებელმა კლაუს შვაბმა (ვენაცვალე ამას ) სამყაროს სასურველი ციფრული კონტროლის გეგმა წარმოადგინა. Cyber Polygon - ესაა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტექნიკური სავარჯიშო სწავლება კორპორატიული გუნდებისთვის, აღნიშნა კლაუსმა. მანვე, ჯერ კიდევ 2020 წლის გახსნაზე, დრამატულად გააფრთხილა მსოფლიო, რომ მოსალოდნელია ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა. თუ ჰაკერული თავდასხმა კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე (როგორიცაა ელექტროენერგია, წყალი და საკვების მომარაგება) წარმატებული იქნება, ეს მთელი საზოგადოების პარალიზებას გამოიწვევსო. კორონას კრიზისი მოგვენატრებაო - იწინასწარმეტყველა ჩვნემა კლაუსმა ჯერ კიდევ მაშინ და კიდევ ერთხელ აღნიშნა,რომ გლობალური გადატვირთვა ე.წ. - "დიდი გადატვირთვა" ფრიად რეალურად გველოდებაო.
გარდა ამისა, ორგანიზატორებმა ჯერ კიდევ მაშინ განაცხადეს, რომ კიბერ პოლიგონის 2021 წლის ვარჯიში იქნებოდა ეკონომიკური სექტორების ციფრული მიწოდების ჯაჭვზე თავდასხმის სიმულაცია. აააანუ ზუსტად ისეთი სიმულაცია გათამაშდებაო, როგორც Event 201 -ზე გათამაშდა მეფ-ისა და ბილ და მელინდა გეითსების (ახ, მაშინ ჯერ კიდევ რომ ერთსულ და ერთხორც იყვნენ) ფონდის მიერ, რომელმაც მოახდინა კორონა პანდემიის სიმულაცია 2019 წლის ოქტომბერში, პანდემიამდე სულ სამი თვით ადრე. მოკლედ, ნათელმხილველებით და წინასწარმეტყველებებით არის სავსე ჩემი რჩეულების კლუბი.
კიბერ პოლიგონის მსგავსი ინიციატივები მეფე-ემ კიბერუსაფრთხოების ცენტრში 2018 წლიდან გააერთიანა. მიზანი ისაა, რომ პოლიტიკოსებმა და სამართალდამცავებმა არა მხოლოდ გაიზიარონ პასუხისმგებლობა კერძო კორპორაციების ციფრულ უსაფრთხოებაზე, არამედ სამუდამოდ დანერგონ მეფ-ის პროგრამები სამოქალაქო და სახელმწიფო წარმომადგენლებში
ცხადია, ცხადია, რომ ეს საზიზღარი ჰაკერობა გლობალური პრობლემაა, რომელმაც შეიძლება სახელმწიფოები დაანგრიოს ყოვლისმომცველი დიგიტალიზაციის გამო. საბოლოო ჯამში, მთავრობებს და ხელისუფლებას ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლა, ბუნებრივია, მხოლოდ მეფ-ესთან თანამშრომლობით შეუძლიათ, რადგან მხოლოდ მეფ-ეს აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ ციფრული მეთვალყურეობა ცხოვრების ყველა სფეროში დანერგოს. მე რომ მკითხოთ, ასევე მხოლოდ მეფ-ეს აქვს იმდენი შესაძლებლობა, რომ მსოფლიოში საუკეთესო ჰაკერები შეკრიბოს, გამოზარდოს და ჩააყენოს მსოფლიოს კეთილდღეობის სამსახურში. ერთი ჰაკერიც კი არ გამოეპარება. ნუ, მორფეუსები კიდევ ცარიელი ლეგენდაა, მეფ-ის დანერგილი, რომ იცოდეთ.
ახლა ისევ ჩვენს საყვარელ რუსებს დავუბრუნდეთ: ვინ თამაშობს კიბერ პოლიგონში წამყვან როლს? ვინ და სბერბანკი. სწორედ სბერბანკის IT უსაფრთხოების სერვისის პროვაიდერი BI.Zone ამარაგებს კიბერ პოლიგონს სპეციალისტებით და ყოველწლიური ღონისძიების საჯარო ნაწილი მსოფლიოს სწორედ ამ ბანკის IT შენობიდან, ანუ მოსკოვიდან გადაეცემა მედიების საშუალებით. გარდა ამისა, სბერბანკის ბოსი ჰერმან გრეფი, მეფ-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, კონფერენციაზე სისტემატურად პატიჟობს რუს მაღალჩინოსნებს, როგორიცაა მაგალითად პრემიერ- მინისტრი მიხაილ მიშუსტინი.
ეს ღონისძიება ორი დამოუკიდებელი ელემენტისგან შედგება: საჯარო ნაწილში განცხადებებს აკეთებენ და ერთმანეთთან მოლაპარაკებას აწარმოებენ კორპორატიული და სახელმწიფო წარმომადგენლები. როგორც წესი, ეს მოლაპარაკებები უკიდურესად ჰარმონიულია, რადგან ყველა, ვინც ჩართულის მეფ-ის სამსახურში, ერთმანეთთან შეხმატკბილებულად სუნთქავს. ღონისძიების მეორე ნაწილი არის ორდღიანი ვარჯიში ციფრულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და უკიდურესად შეზღუდული მაყურებლებით. BI.Zone-ს მონაწილეები რაუნდებს შორის პირდაპირ ეთერში მხოლოდ რამდენიმე წუთის განმავლობაში აშუქებენ ვარჯიშის მიმდინარეობას. საბოლოო წერილობითი ანგარიშიც ფრიად სიტყვაძუნწია.
წლების განმავლობაში ფორმატში მონაწილეთა რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. საბოლოო ანგარიშის მიხედვით, შეზღუდული ადგილებისთვის გასულ წელს 1200-ზე მეტი IT გუნდი დარეგისტრირდა. მომდევნო ღონისძიებაზე, 2022 წლის ზაფხულში, ადგილები უკვე შეუზღუდავი იქნება. რა სასიხარულო ამბავია
გასულ წელს გუნდების უმეტესობა იყო რუსეთიდან, აშშ-დან, დიდი ბრიტანეთიდან და ყაზახეთიდან - ამ ქვეყნებიდან თითომ ათზე მეტი ადგილი დაიკავა ( დიახ, ყაზახეთი თქვენ ხელწამოსაკრავი ძალა ნუ გეგონებათ). ასევე მონაწილეობა მიიღო 5-დან ათამდე კომპანიამ შვეიცარიიდან და გერმანიიდან. ამათგან მხოლოდ Deutsche Bank-ი დასახელდა საჯაროდ.
შარშან, მისასალმებელ სიტყვაში, კლაუსმა მთავრობები და პოლიტიკოსები დაამუნათა. კიბერუსაფრთხოება სახელმწიფოებმა და კორპორაციებმა ერთობლივად უნდა უზრუნველყონო, აიღეთ თქვენს თავზე ამაზე პასუხისმგებლობაო. ტექნიკურ ექსპერტიზას ხშირად მხოლოდ კერძო სექტორი კისრულობსო, და როდემდეო? აშკარაა, რომ ხელისუფლებასა და კორპორაციებს შორის საჭიროა მეტი თანამშრომლობაო ( „Public-private Partnership“ ) - ესაა ჩვენი ძირითადი მოთხოვნა ცხოვრების ყველა ძირითად სფეროშიო. მერე თავისი საყვარელი Corona-ს ლექსიკით ილაპარაკა ჰაკერული თავდასხმებზე: ვირუსის საწინააღმდეგოდ ნიღბები საკმარისი არ არის, საჭიროა ვაქცინაციაო. ასევე IT უსაფრთხოება უნდა გადავიდეს მარტივი დაცვიდან იმუნიზირებაზეო. დიახ, „ციფრული ანტისხეულები“ გვჭირდება სისტემაშიო. ეს ციფრული ანტისხეულები რას ნიშნავს, ეს არ დააკონკრეტა, მაგრამ ალბათ ვინმე გერმანელი თურქები და დიგიტალური სამყაროს ფაიზერები უკვე მუშაობენ დიგიტალურ აცრებზე, ასევე რუსებიც, რომელთაც თქვენ სპუტნიკს უწუნებთ
ევგენი კასპერსკი, რუსული პროგრამული კომპანია Kaspersky Lab-ის ხელმძღვანელი
ასევე იყენებს კორონაპანდემიის ლექსიკას. კორონა პანდემია რომ არა, მართლაც ძალიან გაჭირდებოდა, დიგიტალური სისტემების საჭიროებების ახსნა უბრალო მოკვდავთათვის. კასპერსკიმ კიბერ პოლიგონს მოახსენა, რომ მისი კომპანია ავითარებს "კიბერ იმუნიტეტის" სტრატეგიას. IT სისტემის თითოეული მოდული არის სხვებისგან "იზოლირებული" და მოცემულია სისტემაში "სანდო ქცევის"(„trusted behaviour“) მკაფიო განმარტება.მისი ციფრული უსაფრთხოების სისტემა ამჟამად ვითარდება სამრეწველო სისტემებისთვის და ყოველდღიური ინტერნეტისთვის. ის, რაც კარანტინისა და კორონარეგულაციების ციფრულ განხორციელებას ჰგავს, არის კრიტიკული ინფრასტრუქტურის მომავალი კონცეფცია. მას შეუძლია თავიდან აიცილოს მიწოდების ჯაჭვზე შეტევებიო, ამბობს კასპერსკი, რადგან ინფიცირებული ნაწილი სხვა ნაწილებს ვეღარ დააინფიცირებსო. ორწლიანი კორონა-პანდემური ვარჯიშის შემდეგ, მე მგონი, აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებია, თუ რას გულისხმობს ჩვენი ჟენია. ჟენია კი არა გენიაა, მართლაც რომ
ახ, რატომ, რატომ არ მაქვს უფრო მეტი წერის დრო, რომ გაგახაროთ მაიკროსოფტის „Zero Trust“ ("ნულოვანი ნდობა")-ისა და ალექსეი ზაბოტკინის, რუსეთის ცენტრალური ბანკის აღმასრულებელი დირექტორის, ციფრული რუბლის კონცეფციებით. ეს უკანასკნელი იდენტიფიცირებადი ერთეულების სახით უნდა წარმოვიდგინოთ, მარტივი ენით რომ ვთქვათ: ციფრული ცენტრალური ბანკის ფულით შესაძლებელია ყველა გადახდის პროცესის ოფიციალური დოკუმენტაცია და მონიტორინგი!
ან ID2020 ინიციატივა რად ღირს! ამ ინიციატივას, რომელსაც მართავს Microsoft-ი და ვაქცინაციის ალიანსი Gavi და რომელიც ეფუძნება გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებს (SDG), სურს მსოფლიოს ყველა მოქალაქეს ჰქონდეს ბიომეტრიული ციფრული იდენტობა 2030 წლისთვის. მეფ-ის მრავალი პროექტი, ბიზნეს გეგემები და სუპერმდიდრებისა და მათი ფონდები და ასევე კიბერ პოლიგონზე განხილული თითქმის ყველა ასპექტი, ჰაკერებისგან დაცვიდან დაწყებული და ციფრული ცენტრალური ბანკის ვალუტით დამთავრებული, ამ მიზნისკენ მიდის.
ახ, როგორი სიხარულით ველი კიბერ პოლიგონზე კიბერპანდემიის წარმატებულ სიმულაციას ამა წლის ზაფხულში.
მერე ცოტა კიდევ უნდა მოვითმინოთ, იმედია მხოლოდ რამდენიმე თვე, და ვნახავთ, რომ კიბერპანდემიას და დიდი გადატვირთვას ვერაფერი ვეღარ დაუდგება წინ.
This post has been edited by anthro on 17 Feb 2022, 17:05