მოგესალმებით. თქვენი დახმარება მჭირდება.
4 დღის უკან შევჭამე 3 ცალი პატარა ზომის კარალიოკი 180 გრამი ხაჭოს შემდეგ. დამეწყო საშინელი დიარეა და სიცხეც მომცა. 40 გრადუსი მქონდა პირველი ორი დღე, მესამე დღეს 38 და ახლა აღარ მაქვს, მაგრამ დიარეა ისევ მაქვს საშინელი, ვერ ვჭამ საჭმელს ნორმალურად, სუხარს, პიურეს და ეგეთ რამეებს მარტო, მაგასაც გაჭირვებით.
ინტერნეტში ვნახე, რომ კარალიოკი და რძის პროდუქტი ძალიან ცუდი კომბინაციაა, მაგრამ კონკრეტულად რა შედეგებს იწვევს ვერ ვნახე უცხოურ საიტებზე. ერთგან ვნახე მხოლოდ, რომ სადღაც ორი პატარა ბავშვი დაღუპულა კარალიოკის და რძის მიღებით. ქართულ საიტზე ვნახე ერთგან მხოლოდ, რომ 2 ცალ ხურმას და რძის ნაწარმს თუ შეჭამ საოპერაციოში ამოყოფ თავსო.
მოკლედ, ვნერვიულობ და იქნებ დამეხმაროთ. მოვკვდები , საოპერაციოში ამოვყოფ თავს თუ რა ბედი მეწევა.
ადრეც ვყოფილვარ მოწამლული, რამდენიმე დღე გამიგრძელდა და იგივე სიტუაციას უნდა ველოდო თუ მდგომარეობა კრიტიკულია?