forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (92) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2019 (არგენტინა), ჩვენთვის ზედიზედ მეოთხე - პოზიციების გასამყარებლად
 
წელს ჩემპიონად მოგვევილინება...
საფრანგეთი [ 10 ]  [9.26%]
სამხრეთ აფრიკა [ 28 ]  [25.93%]
ინგლისი [ 5 ]  [4.63%]
ახალი ზელანდია [ 35 ]  [32.41%]
ავსტრალია [ 10 ]  [9.26%]
უელსი [ 0 ]  [0.00%]
საქართველო [ 14 ]  [12.96%]
არგენტინა [ 4 ]  [3.70%]
იტალია [ 0 ]  [0.00%]
ირლანდია [ 1 ]  [0.93%]
შოტლანდია [ 0 ]  [0.00%]
ფიჯი [ 1 ]  [0.93%]
Total Votes: 108
Guests cannot vote 
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2845
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

  გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 00:13  #54757189      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წინა თემით გავხურდით, მოვითელეთ, ძალები მოვიკრიბეთ და...
სრული მზადყოფნაა ივერთ უბანში!

ესე ამბავი ბჭობისა და მუსაიფისა...
20 წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი-2019 World Rugby

ოფიციალური კი არადა პირველწყაროდ წოდებული - რუ...
https://www.world.rugby/u20/news

გავიკებული "ონრანიშ ჭყარი"
https://en.wikipedia.org/wiki/2019_World_Ru...20_Championship

***
***
***

ის, რომ გასულ წელს ამომავალი მზის ქვეყანაში საკურამ ვერ იყვავილა და სამაგიეროდ პოლინეზიელი პალმებიანი კუნძულის მებრძოლნი აჯანყდნენ მოგვცა ელიტარული თორმეტეული (ბარემ ჯგუფებად, ანდაც ქვეჯგუფებად, თუგინდ პულებად):

"ა"
საფრანგეთი
არგენტინა
უელსი
ფიჯი

"ბ"
ინგლისი
ავსტრალია
იტალია
ირლანდია

"გ" ანუ "ც"
სამხრეთ აფრიკა
ახალი ზელანდია
[B]საქართველო[B]
შოტლანდია

მასპინძელი არგენტინაა, ქალაქი როსარიო სან ტაფეს რეგიონიდან...
ორიოდ საუკნის ისტორიით, არგენტნის ჩრდილო დასავლეთ მხარეს, ურუგვაის მახლობლად... მოსახლეობითა და ფართOბით თბილისის მსგავსი...

მცირე ექსკურსს რაც შეეხება - რაც ეს 12 გუნდა ფორმატი შეიქმნა (2008 წლიდან) ანუ 11 მცდელობიდან:
6 - ჯერ "სულ შავებმა" იმარჯვეს, ამას თითო ვერცხლი და ბრინჯაო დავუმატეს და ორჯერაც 1/2 ფინალს გამოჰკრეს ხელი...
3 - ჯერ ვარდებმა იზეიმეს, ამას გარდა ფინალში კიდევ 6 ჯერ მოეცარათ ხელი... ნახევარ ფიანლში კი თუ გადიოდნენ ერთხელ დამარცხებულან...
თითო ჯერ ქურციკებმა და მამლებმა იყოჩ(აღ)ეს ამათგან:
აფრიკამ ერთი ფინალიც დათმო, ისე რომ 8 ნახერავფიალური ბატალიიდან ერთხელ გაწბილდნენ და დანარჩენი 7 მცდელობიდან ბრინჯაო დაიბევეს...
მამლებმა კი ფინალში გასულ წლეს გააღწიეს, როცა იმასპინძლეს და თასიც დაიტოვეს, თუმცა ეს მათი პირველი ფინალი იყო, მანამდე კი 3 ნახევარფინალიდან სამივეჯერ მეტოქეებს შეახვედრეს ბრინჯა...

ჩვენ...
ჩვენ - 2015 ში ალაფა ერთი ამოსუნთქვით განვვლეთ და 2016, 2017, 2018 და უკვე 2019 ელიტის უცვლელი წევრები ვართ...
2017-ში მასპინძლობაც მოვასწარით ქუთაისსა და თბილისში...
ორჯერ მე-10 ადგილის მერე შარშან მე-9 ადგილსაც შევწვდით, თUმცა რომ არა იტალიურ-არგენტინული სპექტაკლი ტანგოს ელემენტებით იქნებ საუკეთესო "რვეულშიც" შეგვეღწია":
5 მატჩიდან მოვიგეთ რა 3 რკენა მათშორის ჯგუფში (ირლანდია) და პლეიოფებში - იპაონია და შოტლანდია...

მიზნები და ზრახვები წლეულს...
მიზანი ნათელი, დიადი - ელიტაში დარჩენა
(მითუმეტეს რომ თუ იტალია ამასპინძლეს გაის ამდროს 10-ე ადგილს ქვემოთ შეიძლება შეთქმულებამ გვიმსხვერპლოს...)
ზრახვა კი ამბიციური, მაგრამ არა ფანტასტიკს სფეროდან: ზედა 'რვეულში' შეღწევა საგაისოდ და იმის იქით უკეთესი განთესვის მოსაპოვებლად...

სამზადისი...
2018 ის სექტებრის ბოლოს დავირაზმეთ, მას მერე მთელი 48 გვერდიანი თემა გაცვდა და ამიტომ პირდაპირ საროსარიო რაზმზე გადავალ:

მშობლიური ვერსიითა და წყაროთი ნაზარდი -
http://site.rugby.ge/ka-GE/U20/
(დასურათებული)

ოკეანე დალეულები
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?news...llerModID=17364
(მიმოხილვითურთ)

***
***
***
ამასობაში ივნისის 04 -იც თენდება და 20:00 ზე პირველი რკენა გვაქვს შავებთან, რაზმიც როგორც იტყვიან ზედ წკიპზე გამოცხადდა:

http://site.rugby.ge/ka-GE/news-view/?news...%83%90%E1%83%9C

განრიგს რაც შეეხება:
04/06 - სამშაბათი - 20:00 - საქართველო : ახალი ზელანდია
08/06 - შაბათი - 17:30 - საქართველო : სამხრეთ აფრიკა
12/06 - ოთხშაბათი - 17:30 - საქართველო : შოტლანდია
---
17/06 - ორშაბათი (დრო არ დადგენილა) ნახევარ ფინალური პლეიოფები
და
22/06 - შაბათი (დრო არ დადგენილა) ფინალები!


რამდენიმე მნიშვნელოვანი და მათშორის სასიამოვნო დეტალიც:

მწვრთნელთა შტაბი:
ილია მაისურაძე, ლადო კილასონია, ზურა ამონაშვილი - 'ტრიუმვირატად' (ჩემსმიერ შერაცხული) წოდებული - რომელიც დაღვინდა იქამდე, რომ იცის რა, სად და როგორ...
მათ დაატებული ერთი ხუთიოდ საკუთარი საქმის ერთგული შტაბელი (2-3 ვიცი და ის 3-2 არ მინდა გამომრჩეს)...
+ სასიამოვნო ამბავი: პირველად ქართველი მსაჯი ოცწლამდელების მსოფლიოზე: ნიკა ამაშუკელი, მასაც ნაკრებივით წარმატბა!

აბა,
ნაკურთხია!

შემოვჰკრად დაფსა და ნაღარას, ბუკი არ დავადუმოთ და...

რაც U18/U20 ზე თემები გამიხსნია არ შევრცხვენილვართ და პროგრესიც კი გვქონია და დაე (ან დეე) წელსაც იგივ ჰქმნილიყოს...

...წინ ქართველოებოო...
ფრაზა კი გვაკლია, მაგრამ არასდროს დაგვავიწყდება და...


ტვ და ამბები:
აშუქებს რაგბი ტვ
ინტერნეტით ლაივ.ჯი_ო
და
რათქმაუნდა - worldrugbytv
https://www.world.rugby/worldrugbytv/video

This post has been edited by Gio_G83 on 4 Jun 2019, 00:20


--------------------
Rugby is a Hooligans Game Played by Gentlemen...
The Previous Nick_Name: GiorgiG83
borjgali1964
borjgali1964


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16891
წევრი No.: 54504
რეგისტრ.: 27-February 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 00:26  #54757256      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯვარი აქაურობას !
===
ვახსენოთ ღმერთი და წარმატებები ვუსურვოთ ბიჭებს ..


--------------------
აღსდექ კუმეო !
თუ თვლი,რომ მარია შარაპოვა უფრო ლამაზია,ვიდრე ვენუს ვილიამსი - რუსეთუმე ხარ
წოსიკა დამიბრუნეთ, თქვე ფარჩაკებო!!@მე
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14649
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 00:27  #54757261      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ჯვარი აქაურობას !


როგორც ცხონებული ჩვენი თანაიუზერი იტყოდა: წინ ქართველებო !!!


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
iverieli
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6718
წევრი No.: 54332
რეგისტრ.: 25-February 08

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 00:39  #54757315      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
წარმატებები ჩვენს ვაჟკაცებს. კიდე უკეთსი შედეგი ვაჩვენოთ ვიდრე წინა მსოფლიოზე.

წინ ქართველებო !!!!!!


--------------------
ვარ ვინმე უცხო, ყარიბი,
ამა სიტყვისა მხმობელი,
ამა მუხთლისა სოფლისა
მაგინებელი, მგმობელი,
მონა ვარ მისი მუდამჟამ
და მისი შემამკობელი
Gio_G83
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2845
წევრი No.: 230352
რეგისტრ.: 22-March 17

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 00:46  #54757342      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
http://site.rugby.ge/ka-ge/news-view/?news...llerModID=17364

შემადგენლობა სახვალიოდ...

user posted image

რა შეიძლება ითქვას?...
(რიტორიკული კითხვაა, მაგრამ...)

- ოპტიმალური არ ეთმის
- ბურჯები მეტნაკლებად ყველა ერთი დონისაა, აი პირველ ხაზში კვაჭი კი, ლიდერს ვასვენებთ...
- მეორე ხაზშიც ალბათ იაშაღაღვილი აკლია ოპტიმალურ ფორმაციას
- მესამეში კი რომელი სამეული იქნება ძირითადი ძალა პირველი ორი თამაში გვიჩვენებს...
- ღერძი მგონი ყველაზე იმედის მომცემი ტანდემია - პერსპექტიული ალანია და გამოცდილი აბჟანდაძე
- ცენტრშიც მივეჩვით პოტენციურად უცვლელ ტანდემს, სადაც ამჯრად ადგილი ცინცაძეს ხვდა - ანუ 10/12 რომლითაც შეტევითი პოტენციალი წესით უნდა იმატბს ვდრე დაცვითი (თუმცა ლომიძე ამ ეტაპზე ორივე ამოცანისას უფრო კვალიფიციურია [ჩემი აზრით])
- გარემარბებს რაც შეეხება: მარჯანიშვილი და მისი სისწრაფე ვიცით, ქავთარაძის ყველას გვეიმედება, ერთი ჭიჭინაძის ფილბექობის ფეხჩუბიობის ხარისხს ვიწუნებთ, მაგრამ ვნახოთ...

მარქაფამ აშკარად უნდა გააძლიეროს თამაში, თუმც შეცვლებსაც გააჩნია - მე პრაგმატიზმისა და გახურების პერიპეტიების ნაზავს დავარქმევდი ხვალინდლ რკენას, შემადგენლობიდან გამომდინარე, მიზანი შოტლანდიაა, გზად კიდვ ერთი როტაციით აფრიკასთან (ალბათ) უკვე მარქაფა დამწყებების შეტრიალებით (+/- 1-2 ცვლილება მუდამ ბუნებრივია)
* * *
რას უნდა ველოდოთ ჩვენი რაზმისგან..?

(კიდევ უფრო რიტორიკული კითხვა - ამ ტემპიით 2/3 ჭიქაში შექსპირს გადავწერ...)
rolleyes.gif boli.gif idea.gif
bernasconi1234
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1566
წევრი No.: 241152
რეგისტრ.: 5-March 18

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 09:24  #54757966      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image


წარმატებები ბიჭებს
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1641
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 09:43  #54758033      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ამინდი როსარიოსა და სანტა ფეში მეტნაკლებად ერთნაირია.

ტემპერატურა 16°-17°, ტენიანობა ვერ ვნახე, მაგრამ არგენტინაში, როგორც წესი ტენიანობა მაღალი არ არის.

ქარი - 6 მილი/წმ. თუ, სტადიონი ქარისგან დაცული არ არის, მაშინ ეს თამაშზე საკმაო გავლენას იქონიებს.

ნებიემიერ შემთხვევაში - წინ ქართველებო!!!

This post has been edited by BigG on 4 Jun 2019, 09:52
zaal1969
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3636
წევრი No.: 137153
რეგისტრ.: 19-October 11

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 09:52  #54758073      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
https://www.world.rugby/
აქ 23 კაციანი განაცხადია ანუ 8 მარქაფა
ferrari1000
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 665
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 10:37  #54758265      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Gio_G83
კარკაძეს სკამზე ყოფნა ნამდვილად არ გამკვირვებია, ტრავმა შედარებით ახალი მორჩენილი აქვს და ნიორაძემ მემგონი ბევრად მეტი დრო გაატარა გუნდთან შეკრებაზე. აუტის აგდების დროს კიდე შეთამაშება ბევრს ნიშნავს.
bernasconi1234
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1566
წევრი No.: 241152
რეგისტრ.: 5-March 18

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 10:42  #54758293      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არამგონია თავი შეირცხვინონ დღეს კაი ჯახი იქნება biggrin.gif
Lotkinski
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3702
წევრი No.: 162043
რეგისტრ.: 19-February 13

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 10:46  #54758312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · aim
კაპიტნების სურათზე ფრანგი და ახალ ზელანდიელი ძალიან გვანან ერთმანეთს და ვისი მამა ვის დედაში იყო გაიგე ეხლა smile.gif

წარმეტებები ბიჭებს.

წინ ქართველებო!!!


--------------------
ძიუდოს საფუძვლად ორი ძირითადი ფილოსოფიური პრინციპი უდევს:

-ურთიერთდახმარება და ურთიერთგაგება უდიდესი პროგრესის მისაღწევად;
-სხეულისა და სულის ოპტიმალური გამოყენება.

"ძიუდოისტს ტატამზედა მოუგია ესრეთ განა?! თუ ილეთი არ იხმარა, უჩიმატა, სხვა მისთანა"
magogi
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 538
წევრი No.: 245741
რეგისტრ.: 30-September 18

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 10:50  #54758335      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted imageBigG

[img]PFi79i6Di_OpM[/i
მაღალი ტენიანობაა მაგ რეგიონში, ძვალ-რბილში ატანს ისეთი სველი სიცივე იცის
* * *
user posted image

ერთად არ აიტვირთა და მეორეს აქ დავდებ

This post has been edited by magogi on 4 Jun 2019, 10:51
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 14649
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 11:57  #54758696      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
magogi

80% რა ამბავია biggrin.gif

შარშან ფიჯიზე რომ წავაგეთ 72% იყო rolleyes.gif
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 16464
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 12:13  #54758796      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
QUOTE
https://www.world.rugby/
აქ 23 კაციანი განაცხადია ანუ 8 მარქაფა

ეგ ის შემთხვევაა, როცა მარჯვენა ხელმა ვერ იცის, რასა იქმს მარცხენა

:::

დაბლინელი ადმინი წუხელ მიხვდა და
საითზე აღადგინა დოკუმენტების განყოფილება
https://www.world.rugby/u20/media მარჯვენა სვეტი

თან ექვსივე თამაშის სიებიც დროულად დადო

საქ - ზელ >> https://pulse-static-files.s3.amazonaws.com...ch2_NZLvGEO.pdf

ნიკა არის სფრ - ფიჯ რეფი >> https://pulse-static-files.s3.amazonaws.com...ch6_FRAvFIJ.pdf

+ მანდვე დაიდება ამოსაბეჭდი, წუთობრივი ოქმები გვიან ღამით -- ვაგროვებ ხოლმე

++ "აია" ვერაფრით ჩავასწორებინეთ -- მაინც ესე წერენ AIA
პრეზიდენტიც კი გამოვაჯავრე, Amateur Idiots Association გონიხართ-მეთქი

:::

დებულება არსად დევს საითზე -- მაგრამ აქვთ გუნდებს

ჩვენმა კომუნიკაციათა მენეჯერმა გუშინვე მითხრა, რომ
პატივცემული დაბლინი ეტყობა მორიგ ცდას ატარებსო:

ვინცა გყავს ადგილზე და დასჯილ | დაშავებული არაა,
შეგიძლია ჩაწერო სიაში და მათგან 15+8 კაცი გამოიყენო


სწორედ ამას ითხოვდა ჩვენი BigG --
როგორც ბევრად უფრო მოწინავე ფეხბურთის მსოფლიო თასზეა

მსგავსი კითხვა ალბათ ბევრს გაუჩნდებოდა სიების ხილვის შემდეგ მთელს რაგბეთში,
მაგრამ აქ https://www.world.rugby/u20/tournament-info/tournament-rules
აქამდე არაფერი წერია = არადა, სამაგისო ადგილია

მე კიდევ დამატებით მაწუხებს საჭირბოროტო კითხვა:

თუ ცრუ შერკინების ვითარება შეიქმნა,
მაშინ თუ შეგეძლება 24-ე კაცის შეშვება =
ამისთვისაა ზედ’გამოჭრილი ეგ საცდელი წესი

:::

ეხლა რატომ წერია აქ https://www.world.rugby/ მარტო 23 კაცი

ეგ ცოცხალის (ლაივის) თარგი შედგენილია მრავალი წლის წინ
და აქამდე ვერაფრით ჩაამატეს თუნდაც მსაჯ(ებ)ი

ამიტომ იგივე ფინაჩი ვებ-ადმინი ალბათ ვერ მიამატებს კიდევ ხუთ ხაზს
და პოსტ-ფაქტუმ ჩაანაცვლებს 23 კაცში ვიღაცას, თუ ვინმე შევა 24-28’დან,
ან სულაც დაიკიდებს ეგეთ წვრილმანს

ეგ პირი ფინაჩი და მეხაშე რომაა, ჩანს იქიდანაც, რომ დასრულდა
შვიდკაცის მსოფლიო სერია, მაგრამ მშვრთნელთა ფოტოები აქამდე ვერ ჩასვა

ვისაც არ გეზარებათ, გადაამოწმეთ
https://www.world.rugby/sevens-series/stage/1886/teams/

თან აქამდე ვერც იმას მიმხვდარა, რომ როცა 16 გუნდი გყავს,
გვერდზე 4*4-ად უნდა დაალაგო და არა 3*5+1

:::

დებულება მგონი არ წაუკითხავს ფრანგთა მენეჯერს და ჩაწერა მხოლოდ 23
უელსს ეტყობა ჯერ მარტო 27 ბიჭი ჰყავს -- ანაც დაემტვრათ ვიღაც (შინ თუ გაუშვეს?)

:::


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2019 და FB.COM/OVALURI
+ ბორჯღალი 1964 >> გაურკვევლობაში უბედურები
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1641
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 4 Jun 2019, 13:27  #54759198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
magogi

არ მეგონა პატაგონიაში ასეთი სინესტე თუ იყო. 80% ზომიერი ჰავის სარტყლისთვის ძალიან მაღალია. პრინციპში ბათუმში არის ხშირად ეგ მაჩვენებელი წვიმების შემთხვევაში. სიცივე არ მიკვირს - იქ ზამთარია.

თუმცა მორაგბეებს სიცივე არ შეაწუხებთ - ღამით იცის აცივება.

This post has been edited by BigG on 4 Jun 2019, 13:28
3 წევრი ათვალიერებს ამ თემას (3 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (92) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0337 ]   [ 14 queries used ]   [ GZIP Disabled ]