s-n-r1 ცილინდრიანი ძრავი, ყოველთვის გამოირჩევა სიხისტით (რაც მეტია ცილინდრების რაოდენობა, მით მეტია აქსელერაციის დინამიურობა), მაგრამ არა ისეთით როგორიც თქვენი აღწერით წარმოვიდგინე
სკუტერები/მოპედები და მცირე ლიტრაჟიანი მოტოციკლებიც, ძირითადად ცალ ცილინდრიანები არიან, რომელზეც დამწყებები ითვისებენ მართვის ტექნიკას.
შესაბამისად, დაწმყებს რომ მსგავსი დისკომფორტი შეუქმნას, ალბათ აღარც გაეკარება მოტოციკლს.
250 კუბიანი ენდურო, "სათამაშო" კლასში არ გადის და საკმაოდ უხეშები არიან, მაგრამ მსგავსი უარყოფითი ემოცია ნამდვილად არ უნდა დაეტოვებინა, თუ მოტოციკლი გამართული იყო და თქვენც მეტ-ნაკლებად სწორად იყენებდით აქსელერატორს.
ან მოტოციკლი იყო გაუმართავი, ან თქვენი მექანიკური მოქმედება ვერ მოდიოდა სინთეზში მოტოციკლის წონასა და სიმძლავრესთან, ეგ ყველაფერი დროის და პრაქტიკის ამბავია, გული არ დაიწყვიტოთ, მეტი დრო დაუთმეთ და გამოცდილება თავისას იზავს. საბოლოოდ კი საკუთარი ორგანოსავით შეისისხლხორცებთ
წარმატებები მისურვებია