#56662441 · 8 Aug 2020, 20:26 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ჰერცოგი_ალბა
QUOTE | და რა უნდა ექნა ამ ერთ ბერიას? |
"პროგრამა მინიმუმი" იყო გეგმიური ეკონომიკის გაუქმება, პარტიის ზეგავლენის მოშორება ეკონომიკაზე და შსს-ზე (და სავარაუდოთ სხვა სფეროებზეც), საყოფაცხოვრებო საქონლის წარმოების გაუმჯობესება. გარდა ამისა, მას უნდოდა, რომ რესპუბლიკების მმართველ აპარატში ყოფილიყვნენ იქაური ერის წარმომადგენლები. წინააღმდეგი იყო აღლუმებზე პარტმუშაკების პორტრეტებით ყოფილიყო გამოსვლა. გერმანიის გაერთიანების მომხრე იყო, რადგან გდრ-ზე უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა და ამის გარდა, ეგ ქმედება ბურჟუაზიული სახელმწიფოების თვალში სსრკ-ს დადებითად წარმოაჩენდა. კიდევ ბევრი რამ უნდოდა, მაგრამ ეგ არ კმარა ? ამიტომაც მოკლეს იმ რეტროგრადებმა, თორე ვინც მოკლა, მათაც არანაკლებ ჰქონდათ ხელები სისხლში გასვრილი და არანაკლები ნაძირლები იყვნენ. თან "სასამართლო" რომ მოაწყეს, მაგის ოქმები რომ შეისწავლო, უკვე გასაგები ხდება, რომ იმას ტენიდნენ, რაც არ გაუკეთებია. სამშობლოს ღალატი შეტენეს და შპიონობა. სასაცილოა.
--------------------
Was mich nicht umbringt, macht mich stärker.
|