forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (372) « პირველი ... 370 371 [372]   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> იურიდიული კონსულტაცია, ნაწილი VIII
wish1234
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 495
წევრი No.: 157675
რეგისტრ.: 21-December 12

გამოგზავნილია: 14 Feb 2019, 14:06  #54222051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
I LOVE COFFEE

QUOTE
თუ არბიტრაჟის გადაწყვეტილება არსებობს მიიტანე და დაუბრუნებენ საქმეს აპლიკანტს.


არ არსებობს არბიტრაჟზე რამოხდა წარმოდგენა არ მაქვს ვიცი რო მიჩივლეს მანდ არცე შესაგებელი შემიტანია არაფერი ისე მივედი რა სასამართლოს გამართვის დრო და ადგილი ეწერა ხოდა არ გამართულა რა ეგ სასამართლო ნუ ყოველშემთხვევაში ჩემთვის არავის არაფერი არ უთქვამს


Правовед

ვიყავი აღსრულებაში მისული საბუთები გამოვთხოვე და მანდ არც არის ეგ არბიტრაჟი ნახსენები
არის სესხის ხელშეკრულება რომელიც თარიღდება 2015 წლის იანვრით და სესხის გადაცემის ნოტარიულად დამოწმებული საბუთი რომელიც 2017 წლით თარიღდება მეტი არანაირი საბუთი წარდგენილი არ ააქვთ ხოდა გამოდის რო ხანდაზმულია ხო?


--------------------
შე
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1129
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 14 Feb 2019, 14:34  #54222198      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wish1234
თქვენ კი ნუ უკეთებთ ინტერპრეტაციებს -
QUOTE
სესხის გადაცემის ნოტარიულად დამოწმებული საბუთი
, არამედ ჩაწერეთ ისე, როგორც არის დასათაურებული დოკუმენტი და თარიღიც - ამა და ამ წლის, ამა და ამ რიცხვისა და თვის სესხის გადაცემის "?" - თან არა მგონია "საბუთი" ეწეროს ...ამა და ამ წლის, ამა და ამ რიცხვისა და თვის სესხის ხელშეკრულება ... თან მიაყოლეთ, თქვენი ხელმოწერის ნამდვილობის შესახებ ... აღწერეთ მოვლენები ჩვეულებრივად, არ არის რაიმე "იურიდიული ტონის" მიბაძვა საჭირო ... ვწვალდები ამ ალბათობებით და ვარაუდებით ...

This post has been edited by Правовед on 14 Feb 2019, 14:38
wish1234
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 495
წევრი No.: 157675
რეგისტრ.: 21-December 12

გამოგზავნილია: 14 Feb 2019, 15:13  #54222416      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед

არ მაქვს თან ახლა ეგ საბუთები მაგრამ მაგას რა მნიშვნელობა აქვს უცებ აგიხსნი რა რისი დაზუსტებაც მინდოდა

სესხის ხელშეკრულება დაიდო 2015 წლის 13 იანვარს დღე როცა სესხი ავიღე
აღსრულებას გამარტივებული წარმოებისთვის მიმართეს 2018 წლის 1 მაისს ( მე ჩამაბარეს 2019 წლის 6 თებერვალს ეგ უწყება თუ რაცაა )

2015 წლის 13 იანვრიდან 2018 წლის 1 მაისამდე 3 წელზე მეტია გასული რაც გულისხმობ იმას რომ სესხი ხანდაზმულია

QUOTE
QUOTE
სესხის გადაცემის ნოტარიულად დამოწმებული საბუთი
არამედ ჩაწერეთ ისე, როგორც არის დასათაურებული დოკუმენტი და თარიღიც - ამა და ამ წლის, ამა და ამ რიცხვისა და თვის სესხის გადაცემის "?" - თან არა მგონია "საბუთი" ეწეროს ... ვწვალდები ამ ალბათობებით და ვარაუდებით ...


კომპანია "იქსმა" 2017 წელს 2 თებერვალს კომპანია "იგრეკს" გადასცა აღნიშნული სესხი და საქმესთან დაკავშირებული ყველა დოკუმენტი, რაც ნოტარიულად დაამოწმეს, რომ განხორციელდა აღნიშნული ქმედება მე როგორც მსესხებელს ეს რაში მაინტერესებს იქსი მომთხოვს თანხას თუ იგრეკი ანუ ეს მოქმედება ამ ორი კომპანიის მხრიდან იმ მოქმედებად ვერ ჩაითვლება რის საფუძველზეც შეიძლება რომ სესხი ხანდაზმული არ იყოს აქედან გამომდინარე რა მნიშვნელობა აქვს როდის გადასცა



კიდე იყო ბანკის რეკვიზიტები და საჯარო რეესტრიდან ცნობები კომპანიებზე , ვსიო.

This post has been edited by wish1234 on 14 Feb 2019, 15:14
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1129
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 14 Feb 2019, 15:30  #54222525      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wish1234
სესხის ხალშეკრულებაში რა წერია, როდის უნდა დააბრუნოთ სესხი? ხო გთხოვეთ მოგეყოლათ ... მნიშვნელოვანია ეს - ვალდებულების შესრულების თარიღი - აქედან უნდა აითვალოს ხანდაზმულობა ... დავიჯერო, ვერ ხვდებით, "სესხის გადაცემის საბუთი" ასეთი შემოკლებული ფორმით ვერაფრით ვერ გაიგებს მსმენელი? თქვენ თუ არ მიუთითეთ, რომ გამსესხებლის მიერ სხვისთვის სესხის დაბრუნების მოთხოვნის გადაცემაზეა ლაპარაკი ... გვერდით ხომ არ გიზით პასუხის გამცემი, უცბათ ჩაგეკითხოთ? ამის გათვალისწინებას გთხოვთ ყველას!

This post has been edited by Правовед on 14 Feb 2019, 15:38
wish1234
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 495
წევრი No.: 157675
რეგისტრ.: 21-December 12

გამოგზავნილია: 14 Feb 2019, 17:14  #54223158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед

QUOTE
სესხის ხალშეკრულებაში რა წერია, როდის უნდა დააბრუნოთ სესხი? ხო გთხოვეთ მოგეყოლათ ... მნიშვნელოვანია ეს - ვალდებულების შესრულების თარიღი - აქედან უნდა აითვალოს ხანდაზმულობა ... დავიჯერო, ვერ ხვდებით,

QUOTE
დავიჯერო, ვერ ხვდებით,


კიდე დამამცირე ხოლმე biggrin.gif

კი კი ვხვდები, არ მჯერა ეხა რო ვკითხულობ რო სესხის გაცემის დღიდან დავიწყე ათვლა

QUOTE
გვერდით ხომ არ გიზით პასუხის გამცემი

QUOTE
ამის გათვალისწინებას გთხოვთ ყველას!

love.gif

2015 წლის 14 თებერვალს უნდა დამებრუნებინა სესხი, იმავე წლის 15 თებერვლიდან დაიწყო ხანდაზმულობის ვადის ათვლა
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1129
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 14 Feb 2019, 17:40  #54223320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
wish1234
კლიენტებთან, სტუდენტებთან, პროკურორებთან, უპატიოსნესებთან, აკადემიკოსებთან, წერა-კითხვის უცოდინრობებთან, დამნაშავეებთან, უდანაშაულოებთან, გაჭირვებულებთან, ზღაპრულად მდიდრებთან, მოსამართლეებთან და რა ვიცი კიდევ რა ჯურისა და რწმენის ხალხთან არ მქონია ურთიერთობა! ერთხელაც არ მომსვლია თავში ვინმეს დამცირება!!!

ამ შეხსენებებსაც იმიტომ ვაკეთებ და ვირჩევ შედარებით დისციპლინარულ ტონს, რომ არ შეცდეს ადამიანი და არ შეექმნას მცდარი წარმოდგენები.
ქართველების უკადრისობაც შევამჩნიე და ამპარტავნობაც, როდესაც ცდილობენ არ ჩამოგივარდნენ "ქედმაღლობაში" ... ამასობაში, მე ყურადღებასაც კი არ ვაქცევ არც ამ მიხვრა-მოხვრებს და არც რევერანსებს - მხოლოდ ერთი საქმიანი მიმართულებით მოძრაობს გონება - გაანალიზოს არსებული სიტუაცია და გამოიტანოს სწორი, გამართული, საფუძვლიანი და კანონისმიერი დასკვნები (სუბსუმციას და რელაციას ეძახიან იურისტები) ... ისიც დავინახე, რომ ორაზროვნად ელაპარაკება ყველა ერთმანეთს - გულახდილობა, პირდაპირობა, ალალი, დაუგრუზავი კომუნიკაცია ფაქტიურად ამორიცხული აქვთ ქართველებს -

მე გიხდით უღრმესს ბოდიშს! შეეცადეთ მაპატიოთ! გარწმუნებთ, შემდგომში აღარ შეწუხდებით ჩემი კომენტარებით!

This post has been edited by Правовед on 14 Feb 2019, 17:42
wish1234
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 495
წევრი No.: 157675
რეგისტრ.: 21-December 12

გამოგზავნილია: 14 Feb 2019, 22:07  #54224556      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Правовед
QUOTE
კლიენტებთან, სტუდენტებთან, პროკურორებთან, უპატიოსნესებთან, აკადემიკოსებთან, წერა-კითხვის უცოდინრობებთან, დამნაშავეებთან, უდანაშაულოებთან, გაჭირვებულებთან, ზღაპრულად მდიდრებთან, მოსამართლეებთან და რა ვიცი კიდევ რა ჯურისა და რწმენის ხალხთან არ მქონია ურთიერთობა! ერთხელაც არ მომსვლია თავში ვინმეს დამცირება!!!

ამ შეხსენებებსაც იმიტომ ვაკეთებ და ვირჩევ შედარებით დისციპლინარულ ტონს, რომ არ შეცდეს ადამიანი და არ შეექმნას მცდარი წარმოდგენები.
ქართველების უკადრისობაც შევამჩნიე და ამპარტავნობაც, როდესაც ცდილობენ არ ჩამოგივარდნენ "ქედმაღლობაში" ... ამასობაში, მე ყურადღებასაც კი არ ვაქცევ არც ამ მიხვრა-მოხვრებს და არც რევერანსებს - მხოლოდ ერთი საქმიანი მიმართულებით მოძრაობს გონება - გაანალიზოს არსებული სიტუაცია და გამოიტანოს სწორი, გამართული, საფუძვლიანი და კანონისმიერი დასკვნები (სუბსუმციას და რელაციას ეძახიან იურისტები) ... ისიც დავინახე, რომ ორაზროვნად ელაპარაკება ყველა ერთმანეთს - გულახდილობა, პირდაპირობა, ალალი, დაუგრუზავი კომუნიკაცია ფაქტიურად ამორიცხული აქვთ ქართველებს -

მე გიხდით უღრმესს ბოდიშს! შეეცადეთ მაპატიოთ! გარწმუნებთ, შემდგომში აღარ შეწუხდებით ჩემი კომენტარებით!


ადამიანი ისეთი სოც არსებაა რა ყველას და ყველაფერს თავს რო აწონებს, ინსტინქტია აღიარება უნდა და ქმნის სახეს რომელიც საზოგადოებისთვის მისაღებია იცავს იმ წესებსა და ნორმებს რაც მისი აზრით კარგად წარმოაჩენს


QUOTE
ქართველების უკადრისობაც შევამჩნიე და ამპარტავნობაც, როდესაც ცდილობენ არ ჩამოგივარდნენ "ქედმაღლობაში" ... ამასობაში, მე ყურადღებასაც კი არ ვაქცევ არც ამ მიხვრა-მოხვრებს და არც რევერანსებს - მხოლოდ ერთი საქმიანი მიმართულებით მოძრაობს გონება - გაანალიზოს არსებული სიტუაცია და გამოიტანოს სწორი, გამართული, საფუძვლიანი და კანონისმიერი დასკვნები (სუბსუმციას და რელაციას ეძახიან იურისტები)


QUOTE
როდესაც ცდილობენ არ ჩამოგივარდნენ "ქედმაღლობაში


ანუ შენი ქედმაღლობა ქედმაღლობა არ არის და სხვისი ქედმაღლობა ქედმაღლობაა?
ადამიანი რომელიც არ გიცნობს არ უნდა დაინახოს ის "მიხვრა-მოხვრა" შენში რასაც შენ ხედავ მსში იმიტომ რომ შენ საკითხი გესმის და ეხმარები, მადლობელი უნდა იყოს და თუ დაამცირებენ პრობლემა თავის თავში ეძებოს იმიტომ რომ ამპარტავანია და სინამდვილეში არ დაუმცირებიათ გავიგე bis.gif

QUOTE
ქართველების უკადრისობაც შევამჩნიე და ამპარტავნობაც

QUOTE
გულახდილობა, პირდაპირობა, ალალი, დაუგრუზავი კომუნიკაცია ფაქტიურად ამორიცხული აქვთ ქართველებს

QUOTE
ქართველებს


ეს რასიზმია ამას სხვა რა დავარქვა


QUOTE
ამპარტავნობა


ისე ტონი კი გაქვს ეგეთი ნიშნის მოგებით საუბრობ არ ვიცი პროფესია გაქვს შეიძლება ეგეთი

QUOTE
მე გიხდით უღრმესს ბოდიშს! შეეცადეთ მაპატიოთ! გარწმუნებთ, შემდგომში აღარ შეწუხდებით ჩემი კომენტარებით!



დამცირებაზე ხუმრობით დავწერე გავხალისდი კიდეც მეგონა შენც გახალისდებოდი
ხშირად კონკრეტული პროფესიის წარმომადგენლებს ამბივალენტური დამოკიდებულებები უყალიბდებათ ხოლმე მაგ: ექიმს პაციენტის მიმართ რომელმაც საკითხის არ ცოდნის გამო შეიძლება ძაან დიდი სისულელე თქვას უფრო ამ მოცემულობიდან ამოვედი იმ სიტუაციაში
შენ კიდე სუ ამპარტავანი მეძახე და ქედმაღალი

ის საკითხი კიდე სესხზე ხანდაზმულობის ვადის ათვლა ნაკისრი ვალდებულების ვერ შესრულების დღიდან რო უნდა დამეწყო, იმიტომ ვიცოდი, რომ აქამდეც მიჩივლეს ოღონდ სასამართლოში და შესაგებელის დასაწერად ადვოკატთან რო ვიყავი იმან ამიხსნა დაწვრილებით რა და როგორ იყო

იმედი მაქვს ფაქტებს დააკავშირებ და შეიცვლი აზრს

თუ არადა მეც მაპატიე და დავიშალოთ
ilia132
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1555
წევრი No.: 113891
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 15 Feb 2019, 11:41  #54226495      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Miss_Marple
დიდი მადლობა მოწოდებული ინფორმაციებისთვის. იმედია სასტუმროებზე რამე განსხვავება არ იქნება დაბეგვრის კუთხით
skubi.dubi.du
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 47
წევრი No.: 237745
რეგისტრ.: 3-November 17

გამოგზავნილია: 16 Feb 2019, 23:50  #54234370      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გამარჯობათ, მოკლედ რამოდენიმე მიკროსაფინანსოში მქონდა ვალი, ზოგის გადავადებისთვის იმაზე მეტი მაქ შეტანილი ვიდრე ძირი და პროცენტი, როცა უმუშვერად დავრჩი ვეღარ გადავიხადე და მოგეხსენებათ მათი აჯრიმები 350 ლარზე 2 ონალინ სესხი 7000 და 8500 ლარს მთხოვენ, მოკლედ გავიდა ხანი და ყველა სესხი რაც მქონდა გავიდა ხანდაზმულობაში გუშინ დავრეგისტრირდი კრედიტინფოში შევედი და ასე დამხვდა 4 აქტიური სესხი და 5 დახურული, აქტიურ სესხებს აწერია რომ განახლება მოხდა 2018 წლის დეკემბერში და 1ზე ამა წლის თებერვალში სურათსაც დაგიდებთ smile.gif ეს რას ნიშნავს იქნებ გამარკვიოთ smile.gif

მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
Capture.PNG
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1129
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 17 Feb 2019, 03:55  #54235220      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
skubi.dubi.du
აახლომ და იყონ _ მთავარია, თქვენ არ დაეთანხმოთ არაფერზე! არ აღიაროთ! არ მისცეთ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის შანსი!
რას ნიშნავს ცხრილში მითითებული მონაცემები - ეგ თვითონ იციან კრედიტინფოში, თუ გამოჩნდა ვინმე აგიხსნით. საზოგადოთ, ეს ორგანიზაციაც, იმ მონაცემებით ხელმძღვანელობს, რასაც აწვდიად საკრედიტო დაწესებულებები, თვითონ არაფერს არ "ადგენენ" და არ ანგარიშობენ ...
aleqsandra11
Junior Member


**
ჯგუფი: Registered
წერილები: 26
წევრი No.: 175404
რეგისტრ.: 24-October 13

გამოგზავნილია: 18 Feb 2019, 00:48  #54239422      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მოგესალმებით, რამდენიმე კითხვა მაქვს განქორწინებისას ქონებრივ დავასთან დაკავშირებით, მიმდინარეობს სასამართლო დავა ჩემი მეუღლის პირვლ ქორწინებაში ქონების გაყოფაზე.
ყოფილი მეუღლე ითხოვს კომლის შემადგენლობის საფუძველზე დედამთილის სახლიდან წილს, თუმცა კომლზე ქონება არ ფიქსირდება.
ითხოვს მიწის ნაკვეთიდან წილს, რომელიც მეუღლემ იყიდა ოფიციალური განქორწინებიდან 1 თვეში, სესხის საშუალებით და კერძო ვალით, აქვს სესხის ამონაწერიც და მოწმეც, რომლისგანაც ისესხა თანხა.
საზღვარგარეთიდან აქვთ შემოტანილი სამშენებლო მასალა, რომლის თითქმის მთლიანი ნაწილი გაყიდულია ქორწინების პერიოდშივე, საიდანაც ნაწილის საბუთები არსებობს , თუმცა ყველა გაყიდვებისა არა.
და მაინტერესებს პროფესიული საქმიანობისათვის საჭირო ნივთებად თუ შეიძლება ჩაითვალოს სამშენებლო მასალა, როგორიცაა ყალიბი, ხელსაწყო, რითიც მუშაობს ჩემი მეუღლე.
სრულწლოვანი შვილების ფაქტორი თუ გაითვალისწინება ქონების გაყოფისას.
საზღვარფარეთ ცხოვრებისას ქორწინების პერიოდში აღებული ჰქონდათ სესხი, ვერ გადაიხადეს და განქორწილების შემდეგ ყოფილ ცოლს მიუვიდა წერილი სასამართლოდან , ყოფილი ქმარი უგზავნიდა თანხას ამ სესხია დასაფარად, თუმცა აღმოჩნდა, რომ მხოლოდ სამი თვე გადაიხადა, ხოლო დანარჩენს აღარ იხდიდა.რა მექანიზმი არსებობს ამ შემთხვევაში ქმრის სასარგებლოდ?
მე და ჩემი მეუღლე ველოდებით უახლოეს მომავალში ტყუპებს, რაც საკმაოდ დიდ ხარჯებთან იქნება დაკავშირებული, მათი აღზრდა და გაზრდა, ამავე დროს ჩვენი ბინა დატვირთულია იპოთეკით, სასამართლო რა თანხასაც დააკისრებს , მოგვიწევს სესხის აღება ისევ, ეჭვი მეპარება შევძლოთ გადახდა, თუ არსებობს რაიმე შეღავათი ამ შემთხვევაში.
Правовед
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1129
წევრი No.: 226219
რეგისტრ.: 21-November 16

გამოგზავნილია: 18 Feb 2019, 01:29  #54239565      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
aleqsandra11
ამ შეკითხვებს პასუხი რომ გაეცეს, ერთი ათი ამდენი (გარემოებები ყველა სიტუაციისთვის) მაინც უნდა იყოს ჩაწერილი შეკითხვაში. მაგრამ ორიენტირებისთვის მოკლედ შეიძლება გაეცეს მიახლოებითი პასუხები.

დედამთილის სახლიდან წილს ვერაფრით და ვერავინ ვერ მოითხოვს. ყურადღება მიაქციეთ, როცა უძრავ ქონებაზე რაიმე შეკითხვას სვამთ, აუცილებელი ფაქტია, ვინ არის მესაკუთრედ დარეგისტრირებული, ანუ უბრალოდ რომ ვთქვად, "ვის სახელზეა გაფორმებული". დედამთილს ვერ შეედავება, თუ იგია მესაკუთრე.
ასევე ვერ შეედავება ყოფილი თქვენს მეუღლეს რაიმე წილში მიწაზე, თუ ასევე ის არის მესაკუთრედ აღრიცხული და ამ საკუთრების დარეგისტრირება მოხდა განქორწინების შემდგომ. თუ რაიმე თახებზე აქვს პრეტენზია, ანუ თვლის, რომ მისი კუთვნილი ფულითაც მოხდა მიწის ყიდვა, ყოფილ ცოლს შეუძლია მხოლოდ ამ თანხებზე შეედავოს. სამშენებლო მასალა, და, ასევე ინსტრუმენტები პირად ქონებად უნდა ჩაითვალოს თუ არა, ესეც მათ ღირებულებასა და შეძენის გარემოებებზეა დამოკიდებული - სჯობია დაზუსტდეს ეს შეკითხვა ცალკე.
ის ფაქტი, რომ ყოფილი მეუღლე უგზავნიდა თანხებს მეუღლეს და ის არ ფარავდა ვალს, კრედიტორის მოთხოვნაზე არავითარ გავლენას არ ახდენს - მთავარია თუ ვალი აღებული აქვთ ორივეს (ანუ ორივეზეა "გაფორმებული"), პასუხს ორივე აგებს და არა აქვს მნიშვნელობა სხვა, მოვალეებს შორის რაიმე ურთიერთობებს - პასუხისგება კრედიტზე მოუწევს ორივეს.
ღმერთმა ყველაფერი კარგად მოგიწყოთ და ბედნიერებაში გაგაზრდევინოთ შვილები, მაგრამ სასესხო ურთიერთობებზე ამ ფაქტს რაიმე ვალდებულებითი (კანონში გაწერილი) გავლენა არა აქვს - მთლიანად არის კრედიტორის კეთილ ნებაზე დამოკიდებული. როგორც წესი, სასამართლო ითვალისწინებს ქონებრივ მდგომარეობას და სანქციების ნაწილში (პირგასამტეხლო, ჯარიმები) ამცირებს მათ ოდენობას.

წარმატებები!

This post has been edited by Правовед on 18 Feb 2019, 01:31
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (372) « პირველი ... 370 371 [372]  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.1419 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]