ავტობანის მშენებლობა 2006 წლის 15 მარტს დაიწყო.
პირობითად ავტობანი დაყოფილია რამდენიმე მონაკვეთად, რომელთა ნაწილი დასრულებულია, ნაწილი მშენებლობის პროცესშია, ნაწილი დაპროექტების და ნაწილი მხოლოდ პერსპექტივაშია.
-
რუსთავი - წითელი ხიდი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 35 კმ. მიმდინარეობს პროექტირება):
-
ნატახტარი - თბილისის შემოვლითი გზა (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 55 კმ. გამოცხადებულია ტენდერი პროექტირებაზე. პროექტირების ვადები 2017 – 2018 წლებია.):
-
ნატახტარი - რუისი (დასრულებულია):
-
აგარა - ზემო ოსიაური (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ. მიმდინარეობს მშენებლობა. დასრულებული 7 კილომეტრიანი მონაკვეთი სოფელ აგარებამდე. დანარჩენი 5 კმ დასრულდება 2016 წლის ბოლომდე. კონტრაქტორი "ბლექ სი გრუპი".):
-
ზემო ოსიაური - რიკოთი (დაპროექტებულია. დაწყებისა და დასრულების ვადები უცნობია):
-
ჩუმათელეთი - არგვეთა (იგივე რიკოთის უღელტეხილი, ყველაზე რთული მონაკვეთი. უახლოეს მომავალში დაიწყება დაპროექტება.
1. პირველ ნაწილზე, ჩუმათელეთი–ხევის 12 კმ.-იანი მონაკვეთის საპროექტო სამუშაოებს, ერთობლივი საწარმო აეკომი და თემელსუ შეასრულებს. პროექტირება წლის ბოლოს დაიწყება და 2017 წელს დასრულდება. მშენებლობა, სავარაუდოდ, 2017 წლის ნოემბერიდან – 2019 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება. პროექტი მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ფინანსდება და მისი სავარაუდო ღირებულება 120 მლნ აშშ დოლარია
2. ხევი-არგვეთას მონაკვეთის სიგრძე 42 კმ-ია. აღნიშნული მონაკვეთის პროქტირება, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, მიმდინარე წლის ბოლოს დაიწყება, ხოლო სამშენებლო სამუშაოები 2018 წლის თებერვლიდან – 2020 წლის დეკემბრამდე გასტანს. პროექტის სავარაუდო ღირებულება- 700 მლნ. აშშ დოლარია. ამ დროისათვის დეტალური პროექტირების სატენდერო პროცედურები მიმდინარეობს.):
-
ზესტაფონი - ქუთაისის შემოვლითი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 15.2 კმ. მიმდინარეობს მშენებლობა. კონტრაქტორი იყო "ტოდინი". იტალიელები პროექტიდან გავიდნენ. მშნებლობას "აკორდი" და კიდევ რამოდენიმე კომპანია აწარმოებს. შეიძლება ითქვას დასკვნით ფაზაში ვართ და მაქსიმუმ გაზაფხულზე გაიხსნება):
-
ქუთაისის შემოვლითი - სამტრედია (დასრულებულია):
-
სამტრედია - გრიგოლეთი (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 52 კმ. დაყოფილია 4 ლოტად:
I ლოტის მშენებლობას ახორციელებს უკრაინული კომპანია "ალტკომი" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 11.5 კმ. სამუშაოები 2017 წელს დასრულდება.
II ლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "სინოჰიდრო" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 18.5 კმ. სამუშაოები 2018 წელს დასრულდება.
III ლოტზე გამოცხადებულია ტენდერი სამშენებლო სამუშაოებზე - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 12 კმ
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1477551041.
IVლოტის მშენებლობას ახორციელებს კომპანია "China Railway 23rd" - სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 9.5 კმ.):
-
გრიგოლეთი - ფოთი (დასაპროექტებელია).
-
გრიგოლეთი - ქობულეთის შემოვლითი E70 (დასაპროექტებელია):
-
ქობულეთის შემოვლითი გზა E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. დაყოფილია 2 ლოტად:
ლოტი 1 - ჩოლოქი-სარფის გზის ახალი მიმართულება 12,4 კმ და ჩაქვი-მახინჯაურის გზის არსებული მიმართულება 2,3 კმ - სულ 13,7 კმ.
ლოტი 2 - ქობულეთის შემოვლითი გზის კმ12-კმ31 მონაკვეთი - 18.9 კმ.
I ლოტი დასრულებულია. მეორე ლოტი დასრულდება 2017 წლის დასაწყისში):
-
ბათუმის შემოვლითი გზა - სარფი E70 (სამშენებლო მონაკვეთის სიგრძე - 33,6 კმ. გამოცხადებულია სამშენებლო სამუშაოების ტენდერი პირველ ლოტზე, ბათუმის შემოვლითი - 14 კმ. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია.)
http://www.georoad.ge/?lang=geo&act=news&f...&uid=1477482075 :
ამჟამად რეალურად დასრულებული მონაკვეთები:
-
-
მთლიანი რუკა:
მეტი ინფორმაცია:
http://georoad.ge/ ამჟამინდელმა მთავრობამ თავის წინასაარჩევნო პროგრამაში დიდი ადგილი დაუთმო ქვეყნის სივრცითი მოწყობის პროექტს, რომლის უდიდესი წილი სწორედ ავტობანზე და მისი შენაკადი მაგისტრალებისა და გზების მშენებლობაზე მოდის. გეგმის მიხედვით ეს გრანდიოზული პროექტები (რიკოთის ჩათვლით) 2020 წლისათვის მთლიანად უნდა დასრულდეს. უფრო დეტალურად:
http://gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=434&info_id=57765* * *
წინა თემების ბმულები:
ავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძეავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IIIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - IVავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - Vავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VIავტობანი თბილისი-სენაკი-ლესელიძე - VII* * *
წინა თემის ტოპ მპოსტავები:
ZEUS 154
nforumi 146
Tocadero 115
ნიკა 103
GEORGEXIII 77
donmixo777 60
Kidnapped Kid 57
Kotola 43
wit-georgia1 41
internazionale 39
* * *
აბა სულ კარგი ამბები გვქონოდეს ახალ თემაში. მემგონი შემდეგი წელი ფრიად დატვირთული იქნება
This post has been edited by ZEUS on 20 Nov 2016, 22:48