დამბალხაჭო გავსინჯე... კარგი ყოფილა
...
ვიზოგე და ვიზოგე
) ...
_ _ _
ფშაველი ელდარა პაპა (ფილაური) ასე ყვება დამბალ ხაჭოზე:
- დამბალხაჭოს მომზადება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა...- შრომატევადი კია, მაგრამ შემოსავლიანია. დღეს მწყემსს ისე არაფერი უღირდება როგორც დამბალი ხაჭოს კეთება. მისი მომზადების პროცესი ცოტა გაწელილია. ახალ ჩამოწველილ რძეს ცოტა ხანი ვაჩერებ, რამდენიმე დღის მერე ეს მასა მაწონივით ხდება, დედდება, რის მერეც იდღვიბება, მიღებულ მასას ვაცხელებ და შრატისგან ვაცალკევებ. დარჩენილი მასა უკვე ხაჭოა, რომელსაც სითხისგან დასაწრეტად მარლის პარკში ვათავსებ, მოკლე ხანში ის თავისით იწურება. უკვე მშრალ ხაჭოს 15-20 წუთი ვზელ, რის მერეც კეთდება ხაჭკვერები. გაკეთებულ კვერებს ხის წნელზე ვალაგებ. კარგ ამინდში მალე შრება შეიძლება, რამდენიმე დღეშიც, ცუდი ამინდები თუ დაემთხვა, ერთი თვეც სჭირდება... ჩვენი წინაპრები უკვე გამომშრალ
კვერებს თიხის ჭურჭელში ათავსებდნენ და ასე ალბობდნენ, მე ემალის ჭურჭელში ვინახავ, აქ უფრო სწრაფად ლბება.
- დამბალი ხაჭო ფშავისთვის დამახასიათებელი საკვებია და მისი გამოგონებაც, ბუნებრივია, ამ კუთხეს უკავშირდება. თუ გსმენიათ რაიმე მისი წარმომავლობის თაობაზე?- ბევრი თქმულება არსებობს, მაგრამ რომელი უნდა დაიჯერო, აბა, რა ვიცი. ერთი ის კი ვიცი, რომ სინოყივრის და კალორიულობის გამო ომში ატანდნენ მებრძოლებს, ადვილად წასაღებიც იყო და დიდი ხანიც ინახებოდა. ობი, რომელიც კვერებს ეკიდება სასარგებლოა, გამიგია, ტუბერკულიოზიან ადამიანს აჭმევდნენ და იკურნებოდაო. პენიცილინს შეიცავს, რომელიც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. ბუნებისგან მომადლებული ანტიბიოტიკია, იმიტომაც იყვნენ ჩვენი წინაპრები ჯანმრთელები, ყველაფერი ნატურალური ჰქონდათ, აბა, დღევანდელს კი არ ჰგავადა...
ელდარი პაპამ თავისივე გაკეთებული რძის სადღვებავის სანახავად იქვე, ხევში ჩაგვიყვანა. წყალში ჩადგმული ჩხუტი, იგივე სადღვებავი, თუშ მწყემსებთან უნახია და მასაც გაუკეთებია. როგორც ის ამბობს, ამ მარტივად გაკეთებულმა მოწყობილობამ საქმე შეუმსუბუქა.
- თუშებთან ვნახე ასე გაკეთებული სადღვები. მომეწონა და მეც გავაკეთე. ჩხუტი წყალში დავამაგრე გვერდით რკინისგან დამზადებული წისქვილის ბორბალი აქვს. ბორბალზე ფიცარია დამაგრებული, რომელიც ჩხუტში გადის და წყლის მასის მიშვებისას წისქვილის ბორბალს ატრიალებს, რძის მასა ტრიალდება და იდღვიბება. საღამოს გავამზადებ, ჩავასხამ რძეს და დილას უკვე შედღვებილი მხვდება. როცა ბუნება შრომის შესამსუბუქებლად თავის რესურსს გთავაზობს, რატომ არ უნდა გამოიყენო?! მთავარია ბუნება არ დააზარალო ...
_ _ _
ვფიქრობ თემას გადავუხვიე..
ამის მერე აქ მაშინ შემოგეხმიანებით, როცა რამეს გავაკეთებ
ბოდიში
This post has been edited by Tio on 9 Jun 2017, 23:04
მიმაგრებული სურათი
მითხარი...