სერია A-ს ვერცხლის პრიზიორი(17)
1937/38 1945/46 1946/47 1952/53 1953/54
1962/63 1973/74 1975/76 1979/80 1982/83
1986/87 1991/92 1993/94 1995/96 1999/00
2000/01 2008/09
სერია A-ს ბრინჯაოს პრიზიორი (9)
1929/30 1939/40 1942/43 1950/51 1967/68
1969/70 1978/79 1989/90 2003/04
იტალიის თასის ფინალისტი (4)
1972/73 1991/92 2003/04 2011/12
ჩემპიონთა ლიგის ფინალისტი (6)
1972/73 1982/83 1996/97 1997/98 2002/03 2014/15
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისტი(3)
1967/68 1977/78 1998/99
უეფას თასის ფინალისტი(3)
1964/65 1970/71 1994/95
უეფას თასის ნახევარფინალისტი(1)
1974/75
თასების თასის ნახევარფინალისტი(2)
1979/80 1990/91
1897 წელს ტურინის ლიცეუმის “დე აზელიოს” რამდენიმე ფეხბურთზე შეყვარებულმა სტუდენტმა,დროის მოკვლისა და გართობის მიზნით,თავიანთი გუნდის შექმნა გადაწყვიტა. ახალაგაზრდებმა საწადელი 1897 წლის 1 ნოემბერს აისრულეს.ისინი დე უმბერტოს ქუჩაზე შეიკრიბნენ და ოფიციალურად დაარსეს საფეხბურთო კლუბი ტურინის “იუვენტუსი”.
კლუბის სახელი მისი დამაარსებლების ასაკიდან მომდინარეობს-ლათინურად იუვენტუსი ახალგაზრდობას ნიშნავს.საინტერესოა,რომ ტურინელებს აბსოლუტურად საპირისპი=რო მნიშვნელობის მქონე მეტსახელი,სწორედ აქედან გამომდინარე აქვთ. საქმე ის არის,რომ შემდგომში სტაბილურად მოთამაშე და არაერთი ტიტულის მომგებ “იუვენტუსს” რამდენიმე პიროვნებამ ხუმრობით უწოდა არა ახალგაზრდა გუნდი,არამედ უკ-ვე დაბერებული ქლაბატონი ანუ “ბებერი ქალბატონი” და…
“იუვენტუსის” პირველი პრეზიდენტი ეუჟენიო კანფარი იყო,ხოლო კლუბი “არმის” მოედანზე მდებარე სტადიონზე ბურთაობდა.”იუვეს” თავდაპირველი ფორმა კი ვარდისფერი გახ-ლდათ(ამ ფორმით კლუბი 2003-04 წლების სეზონიდან გასვლით მატჩებს ატარებს),მაგრამ იგი მალევე,სხვათა შორის შემთხვევითობის გამო შავ-თერთრ მაისურაზე შეიცვალა. ამასთან დაკავშირებით ლეგენდაც არსებობს.მის თანახმად 1903 წელს ტურინელებმა გახუნებული და დასვრილი ფორმების გამოცვლა გადაწყვიტეს და რამდენიმე მაისურა ინგლი-სის ქალაქ ნოტინგემში ნიმუშად გაგზავნეს.იქაურმა კლერკმა ჭუჭყიანი და გაცრეცი=ლი მაისურები კარგად ვერ გაარჩია და ისინი შავ-თეთრ კომბინეზონს მიამსგავსა. კლერკმა გადაწყვიტა,რომ “იუვენტუსის” ფორმები ნოტინგემის “ნოთს ქაუნთის” იდენტური იყო და იტალიაში შავ-თეთრი მაისურები გაგზავნა,რამაც რა თქმა უნდა ძალიან გააკ-ვირვა ტურინელები,მაგრამ მათ სხვა გზა აღარ რჩებოდათ და იძულებულნი იყვნენ ბედს შეგ-უებოდნენ.ამ ისტორიის შემდეგ კი ეს,მართლაც ლეგენდარული კლუბი დღემდე შეცდომით გამოგზავნილი ფორმით თამაშობს.
1898 წელს “იუვეს” პრეზიდენტი უკვე ენრიკო კანფარი გახდა.კლუბმა პირველ წარმატებებს სწორედ მის ხელში მიაღწია.თავიდან “იუვენტუსს” ტურინში და ქალაქის ახლომახლო მასზე ადრე დაარსებულ,უფრო გამოცდილ გუნდებთან უწევდა ჭიდილი და მათ დამარცხებას ცდილობდა.ამ ამოცნას კლუბმა მალევე გაართვა თავი.1900 წელს კი “ბებერმა ქალბატონმა” იტალიის ჩემპიონატში პირველად,მაგრამ წარუმატებლად ითამაშა.
1901 წელს გუნდი დატოვა ენრიკო კანფარიმ,რომელიც შემდგომში პირველი მსოფლიო ომის დროს გარდაიცვალა.საკმაოდ მოკლე პერიოდში “იუვემ” კიდევ ორი პრეზიდენტი გა-მოიცვალა.ხოლო 1905 წელს კლუბის მართვა ალფრედო დიკს მიანდეს. მართალია პოსტზე დიდ ხანს არც დიკი დარჩენილა(მხოლოდ ერთი წელი),მაგრამ სწორედ მისი პრეზიდენტობის დროს მოიპოვა “იუვენტუსმა” პირველი და ნანატრი ტიტული.1905 წელს ტურინელებმა იტალიის ჩემპიონატი მოიგეს. მიუხედავად სწრაფი განვითრებისა “იუვენტუსი” მაინც საკმაო ხანს იყო სხვა გუნდების ჩრდილში.იმ პერიოდში იტალიურ ფეხბურთში ამინდს “ჯენოა”,”პრო ვერჩელი” და კიდევ რამდენიმე კლუბი ქმნიდა.ტურინელთა მდგომარეობას ისიც ართულებდა,რომ “კასალე” და “პრო ვერჩელი” განსაკუთრებულად მტრულად იყვნენ განწყობილნი “იუვეს” მიმართ. თუმცა პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.ამ მხრივ,მნიშვნელოვანი იყო 1919-20 წლების სეზონი,როდესაც კლუბი პრეზიდენტი ჩინებული პოეტი კორადინო კო-რადინი გახლდათ.სწორედ ამ უკანასკნელის მიერ შექმნილ ჰიმნს ასრულებდა “იუვენტუსი” 1960 წლამდე.
იმ დროინდელ “იუვენტუსში” თამაშობდნენ გამორჩეული ფეხბურთელებიც.მშვენიერი გოლკიპერი ჯაკონესა,ასევე მცველები-ბრუნო და ნოვო.ეს მოთამაშეები იყვნენ პირველები, რომლებიც “იუვედან” იტალიის ნაკრებში მიიწვიეს.
1923 წელს კლუბში მოვიდა პირველი სერიოზული მწვრთნელი-უნგრელი ჯენო კეროლი. სწორედ ამ უკანასკნელმა მოიყვანა “იუვენტუსში” ლეგენდარული გოლკიპერი ჯანპიერო კომბი.აგრეთვე,ჩინებული მოთამაშეები-მუნარეტი,როზეტა,გრაბი და ბიგატო.კეროლმა გუ-ნდში რამდენიმე საკმაოდ ძლიერ უცხოელსაც უხმო. იქიდან გამომდინარე,რომ კლუბი დღითი დღე იხვეჭდა პოპულარობას და უფრო მეტ გუ-ლშემატკივარს იძენდა,საჭირო გახდა შედარებით დიდ სტადიონზე გადასვლა.”იუვენტუსის” ხელმძღვანელებმაც არ დაახანეს და გუნდი მარსილიას ქუჩაზე მდებარე მოედანზე გადაიყ-ვანეს.
შემდეგ წელს კი კლუბის პრეზიდენტი ცნობილი იტალიური ფირმის “ფიატის” დამაარსე-ბლის შვილი ედუარდო ანიელი გახდა.სწორედ 1924 წლიდან დაიდო სათავე ანიელების ერამ “იუვენტუსის” ისტორიაში,რომელიც დღემდე გრძელდება და ალბათ კიდევ დიდ ხანს გასტა-ნს. 1925-26 წლების სეზონში “იუვენტუსი” მეორედ გახდა იტალიის ჩემპიონი,რასაც ოთხწ-ლიანი პაუზა და დიდი ეპოქის დაწყება მოჰყვა.
1930 წელს იტალიაში პროფესიონალური ლიგა სერია A შეიქმნა,რომლის დაარსებიდანაც დღემდე “იუვენტუსი”(ასევე სერია A-ს პირველი ჩემპიონი მილანის “ინტერი”)ქვედა დივიზიონში არ გავარდნილა.
30-იანი წლების დასაწყისში გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა.გამოცდილ კომბის,ორსი,მონტი,კალიგარისი,ჩეზარინი,ფერარი,ბერტოლინი,ბორელი და კიდევ რამდენიმე გამორჩეული მოთამაშე დაემატა.მათი უმეტესობა “იუვეში” კლუბის ახალმა მწვრთნელა კარლო კარკანომ მოიყვანა. აღსანიშნავია,რომ 1934 წლის მუნდიალზე იტალია ძირითადად “იუვენტუსის” ფეხბურთე-ლებით იყო დაკომპლექტებული.ხოლო 1938 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე “სკუადრა აძურა-ში” ტურინელთა მხოლოდ ორი წარმომადგენელი გახლდათ.
1931/32/33/34/35 წლებში “იუვენტუსმა” ზედიზედ ხუთჯერ მოიგო სერია A.ამ ტრიუმფებს შორის კი,1933 წელს ტურინში მსოფლიოს ახალგაზრდულ თამაშებთან დაკავშირებით ახალი სტადიონი “სტადიო კომუნალე” ააგეს და “ბებრი ქალბატონიც” მასზე გადაბარგდა და “წითელ ვარსკვლავზე” გადასვლამდე სწო- რედ იქ ბურთაობდა(“ტორინოსთან” ერთად).იმ პერიოდში მიიღო კლუბმა პირველი საერთაშორისო გამოცდილებაც.”იუვე” სხვა ქვეყნების კლუბებს არცთუ ისე წარუმატებლად შეეჭიდა.
ზედიზედ მეხუთე სკუდეტოს მოგების შემდეგ 1935 წლის 15 ივლისს ყველასათვის სამწუ-ხაროდ ედუარდო ანიელი ავიაკატასტროფაში დაიღუპა.ამას იტალიის ჩემპიონატში თხუთმე-ტწლიანი პაუზა მოჰყვა.”იუვენტუსმა” იქამდე ვეღარ შეძლო სერია A-ს მოგება სანამ კლუბის სათავეში ანიელების ოჯახის კიდევ ერთი წარმომადგენელი არ მოვიდა. იქამდე კი ტურინელები იტალიის თასის მოგებით დაკმაყოფილდნენ.30-იანი წლების მიწურულს კლუბში ალფრედო ფონი და პიეტრო რავა გამოირჩეოდნენ.1938 წელს ისინი “სკუა-დრა აძურასთან” ერთად მსოფლიო ჩემპიონებიც გახდნენ.თუმცა მუნდიალამდე ცოტა ხნით ადრე,მათი ძალისხმევით “იუვენტუსმა” პირველად შეძლო ქვეყნის თასის მოპოვება.
1942 წელს “ბებერმა ქალბატონმა” ეს მიღწევა გაიმეორა.აქედან ხუთ წელიწადში კი კლუბის პრეზიდენტად ჯოვანი ანიელი დაინიშნა და როგორც უკვე აღვნიშნეთ მისი მმართ-ველობის პერიოდში “იუვენტუსმა” 15-წლიანი ნავსი გატეხა და კვლავ მოახერხა სკუდეტოს მოგება. მაშინდელი “იუვენტუსის” უდვაო ლიდერი ლეგენდარული ჯანპიერო ბონიპერტი გახლდათ.როგორც იცით ეს უკანასკნელი ჩატარებული მატჩებისა(444)და გატანილი გოლებს (177)მხრივ დღემდე კლუბის რეკორდსმენად რჩება.ასევე გამოირჩეოდა კარლო პაროლა და “იუვეს“ დანიელი ლეგიონერები-კარლ პრაესტი და ჯონ ჰენსენი.
1950 წელს,როგორც უკვე აღვნიშნეთ საკმაოდ გრძელი შესვენების შემდეგ “იუვენტუსი” კვლავ იტალიის ჩემპიონი ხდება.აღსანიშნავია,რომ იქამდე სერია A-ს ზედიზედ ხუთი გათამაშება ტურინის “ტორინოს” ჰქონდა მოგებული.
“იუვენტუსმა” თავისი მეცხრე სკუდეტო 1952 წელს მოიპოვა და ამ მაჩვენებლით გაუტოლ-და გენუის “ჯენოას”.
1954 წელს გუნდი დატოვა ჯოვანი ანიელიმ.ერთი წლის შემდეგ კი “იუვეს” პრეზიდენ-ტი ამ უკანასკნელის უმცროსი ძმა უმბერტო გახდა.ამას მოჰყვა კლუბის რიგებში ორი ბრწყი-ნვალე ფეხბურთელის-ომარ სივორისა და ჯონ ჩარლზის გამოჩენა. “ბებერმა ქალბატონმა” 1958 წელს მეათედ გაჩემპიონება მოახერხა და შეიძლება ითქვას უკვე ოფიციალურად იქცა იტალიის უძლიერეს კლუბად.ამის შემდეგ “იუვენტუსის” მაისუ-რებზე პირველი ვარსკვლავი გაჩნდა(როგორც იცით სერია A-ს ათჯერ მოგება ერთ ვარსკვ-ლავად ფასობს).
1959 წელს “იუვე” მესამედ დაეუფლა ქვეყნის თასს.შემდეგ წელს კი ტურინელებმა პირვე- ლი დუბლიც გაახერხეს(ანუ მოიგეს იტალიის თასიც და ჩემპიონატიც).
1961 წელს “იუვენტუსმა” მეთორმეტე სკუდეტო მოიპოვა.ხოლო შემდეგ წელს პრეზიდენ-ტის პოსტიდან გააცილა კიდევ ერთი ანიელი.
მორიგი ტიტული ტურინელებმა მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ მოიპოვეს.1965 წელს “იუვე-ნტუსმა” მეხუთედ მოიგო იტალიის თასი და პირველ მეტ-ნაკლებად სერიოზულ წარმატებას მიაღწია ევროსარბიელზე.
“ბებერი ქალბატონი” უეფას(მაშინ ბაზრობათა)თასის ფინალში გავიდა.სპეციალისტები ფავორიტად სწორედ “იუვეს” მიიჩნევდნენ და მათ აზრს მნიშვნელოვნად ამყარებდა ისიც, რომ ფინალი ტურინში “სტადიო კომუნალეზე” გახლდათ.
თუმცა პროგნოზები არ გამართლდა.ფლორიან ალბერტის თამადობით,ბრწყინვალედ მოთა- მაშე “ფერენცვაროშმა” მინიმალური სხვაობით 1:0 მოუგო“ბებერ ქალბატონს”.შეიძლება ითქ- ვას,რომ სწორედ ამ მატჩში შეეყარათ ტურინელებს დღემდე “უკურნებელი სენი” ფინალებში ძალიან მძიმე და ხშირად წარუმატებელი თამაში(განსაკუთრებით მაშინ,როდესაც “იუვეს” ფავორიტად ასახელებენ).
1967 წელს “იუვენტუსმა” მორიგი სკუდეტო მოიპოვა.აქედან ოთხ წელიწადში კი კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი მთავარი მოვლენა მოხდა-გულშემატკივრების თხოვნით და რასაკვირ-ველია თავად კლუბის მმართველთა გადაწყვეტილებით “ბებერი ქალბატონის” სათავეში ჯან-პიერო ბონიპერტი მოვიდა.ამ უკანაკნელს “იუვესთვის” ისედაც მთელი კარიერა ჰქონდა მიძღ-ვნილი და კლუბის ისტორიაში უკვე ლეგენდად იყო შესული,მაგრამ პრეზიდენტის პოსტზე გატარებულმა ცხრამეტმა წელმა კლუბისადმი მისი ამაგი გააასმაგა. მაშინდელ “იუვეში” ბეტეგა(კლუბის ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტი),კაპელო,ჰალერი, კაუზიო,ფურინო და ანასტაზი უნდა გამოვარჩიოთ.შემდგომში მათ კაბრინი,შირეა,ჯენტილე,ტარდელი,როსი,ძოფი,პლატინი,ბონეკი,ლაუდროპი,რაში და კიდევ არაერთი ჩინებული ფეხბუ-რთელი დაემატა.იმ 15-წლიან “ოქროს ხანაში”,როდესაც “იუვენტუსმა” თავისი სიძლიერე იტა- ლიის ფარგლებს გარეთაც გამოაჩინა და მოიგო ყველა ტიტული,რომელიც ევროპული კლუბი- სთვის ხელმისაწვდომი იყო,გუნდს მხოლოდ სამი მწვრთნელი ჰყავდა.თუმცა არაოფიციალურად გარკვული დროის მანძილზე ამ პოსტს მშვენივრად ითავსებდა ჯანპიერო ბონიპერტიც. განსაკუთრებულად ჯოვანი ტრაპატონის მუშაობა უნდა აღვნიშნოთ,მაგრამ არაფრით არ შეიძლება გარჯა არ დავუფასოთ ჩესტმირ ვიჩპალეკსა და კარლო პაროლას.
1971 წელს “იუვენტუსი” მეორედ გავიდა უეფას თასის ფინალში,მაგრამ მისი მოგება ვე- რც მაშინ შეძლო.ამჯერად გადამწყვეტი,მეტოქის ანუ ინგლისური “ლიდსის” მოედანზე გა- ტანილი ნაკლები გოლი გამოდგა.ტურინში მატჩი 2:2 დამთავრდა,ხოლო “ელანდ როუდზე” გუნდებმა თითო ბურთით ნაკლები შეუგდეს ერთმანეთს,რამაც “ლიდსი” გააჩემპიონა.
1972 წელს “ბებერმა ქალბატონმა” მეთოთხმეტედ შეძლო გაჩემპიონება.შემდეგ წელს კი ტურინელებმა კიდევ ერთი სკუდეტოს მოგების გარდა პირველად გააღწიეს ჩემპიონთა თასის ფინალში,სადაც მათ კვლავ იმედგაცრუება ელოდათ.მორიგ გადაულახავ ზღუდედ ამსტერდა- მის “აიაქსი” მოგვევლინა.ჰოლანდიელებმა ჯონი რეპის მე-4 წუთზე გატანილი ერთადერთი გოლის წყალობით იმარჯვეს.
1975,1977 და 1978 წლებში “იუვე” კიდევ სამ სკუდეტოს იგებს.1979 წელს კი მეექვსედ ეუ- ფლება ქვეყნის თასს. გარდა ამისა,1977 წელს ტურინელები ბოლოს და ბოლოს ახერხებენ ევროსარბიელზე პირველი ტიტულის უეფას თასის მოპოვებას. “იუვე” ორმატჩიან დუელში მეტოქის მინდორზე გა- ტანილი გოლის წყალობით ამარცხებს ბილბაოს “ატლეტიკს”(1:0,1:2).
80-იანი წლები “იუვენტუსისთვის” გაცილებით უფრო წარმატებული გამოდგა.1981 და 1982 წლებში “ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონი ხდება.ამის შემდეგ ტურინელთა მაისურებზე მეორე ვარსკვლავი ჩნდება.1983 წელს კლუბი ქვეყნის თასს,ხოლო 1984 და 1986 წლებში “იუვე” კიდევ ორჯერ იგებს სერია A-ს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ ტურინელებმა წარმატებით იასპარეზეს ევროტურნირებზეც. 1983 წელს გუნდი მეორედ გავიდა ჩემპიონთა თასის ფინალში,მაგრამ გერმანულ “ჰამბურგს” ვერ აჯობა.”იუვე” კვლავ დებიუტში გაშვებული ერთადერთი გოლით დამარცხდა.
1984 წელს “იუვენტუსმა” თასების თასი მოიპოვა.ფინალში ტურინელებმა 2:1 მოუგეს “პორტუს”.ამის შემდეგ კი “ბებერმა ქალბატონმა” ბონეკის დუბლით “ლივერპული” დაამარ-ცხა და ევროპის სუპერთასსაც დაეპატრონა(ეს მატჩი 1985 წელს გაიმართა).
1985 წელს “იუვენტუსი” იმავე “ლივერპულს” უკვე ჩემპიონთა თასის ფინალში დაუპირის-პირდა და მატჩის 56-ე წუთზე პლატინის ერთადერთი გოლით სანუკვარი გამარჯვებაც მოი- პოვა.თუმცა ამ შეხვედრას წინ უსწრებდა ყველასათვის ცნობილ ტრაგედია.თამაშის დაწყებამდე ერთი საათით ადრე ინგლისელმა გულშემატკივრებმა მაინც ვერ მოთოკეს თავი და ხასია- თი გამოავლინეს.მათ მიერ პროვოცირებულ უწესრიგობას “ეიზელის” სტადიონის ერთ-ერთმა იარუსმა ვერ გაუძლო და ჩამოინგრა.ამის შედეგად 39 გულშემატკივარი დაიღუპა,ხოლო 400-ზე მეტმა ქომაგმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო. მიუხედავად ამისა მატჩი მაინც ჩატარდა და როგორც უკვე აღინიშნა “ბებერი ქალბატო-ნის” გამარჯვებით დასრულდა.ამ წარატებას “იუვენტუსმა” საკონტინენტთაშორისო თასიც დაურთო.ტურინელებმა “არგენტინოს ხუნიორსს” თერთმეტმეტრიანების სერიაში ანგარიშით 4:2 სძლიეს(ძირითად დროში გუნდებმა 2:2 ითამაშეს).ამის შემდეგ “იუვე” იქცა პირველ კლუ- ბად ევროპაში,რომელმაც მოიგო ყველა დიდი საკლუბო ტიტული,რომლის მოპოვებაც შესაძლებელი გახლდათ იმ დროისთვის.
აღსანიშნავია,რომ 1987 წელს “იუვენტუსში” გატარებული ხუთი სეზონის შემდეგ კარიერა დაასრულა მიშელ პლატინიმ,რაც აშკარად მცირე ჩავარდნით აისახა კლუბზე.
1990 წლის თებერვალში პოსტი დატოვა ჯანპიერო ბონიპერტიმ,რომელიც დღემდე კლუბის საპატიო პრეზიდენტია.მის ნაცვლად კი კლუბის სათავეში ვიტორიო კიუზანო მოვიდა და შეი- ძლება ითქვას ღირსეულად გააგრძელა მისი წინამორბედის საქმიანობა. იმავე წელს დინო ძოფის გაწვრთნილმა ტურინელებმა მერვედ მოიპოვეს იტალიის თასი,პრველად სუპერთასი და მეორედ უეფას თასი.რომლის ორმატჩიან ფინალშიც “იუვემ” უპრობ-ლემოდ სძლია ფლორენციის “ფიორენტინას” 3:1,0:0.
იტალიაში გამართული მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ კი,“იუვენტუსმა” სპეციალურად მუნდიალისთვის აგებულ “დელე ალპიზე” დაიდო ბინა.თუმცა შემდგომში ეს ლამის სანანებე-ლი გაუხდა.ყველაფერი იქამდეც კი მივიდა,რომ ერთი პირობა ალაპარაკდნენ-იქნებ ჯობდეს “ბებერი ქალბატონი” რომელიმე სხვა ქალაქში გადაბარგდესო.
საქმე ის არის,რომ როგორც შემდგომში გაირკვა “დელ ალპის” ტრიბუნები სტადიონიდან ზედმეტად მოშორებით არის და თან მოედანი ქალაქის ბოლოშია,სადაც მისვლა საკმაოდ ძნელია.ყველაფერს ბურუსიც ემატება,რომელიც ტურინის და განსაკუთრებით იმ უბნის,სადაც მოედანი მდებარეობს,ხშირი სტუმარია.ზედა იარუსებზე მსხდომი ქომაგები წესიერად ვერ ადევნე-ბენ თამაშს თვალყურს.ამიტომ მათი დიდი ნაწილი ძალიან ხშირად სახლში დარჩენას და მატ-ჩის ტელევიზორით ყურებას ამჯობინებს.ეს განსაკუთრებით ევროტურნირზე ხდება, როდესაც ტურინს ასე თუ ისე საშუალო დონის კლუბი სტუმრობს ხოლმე(ამის ერთ-ერთი მიზეზი გულ- შემატკივრების მიერ სერია A-სთვის უფრო დიდი მნიშვნელობის მინიჭებაც გახლავთ).
ასეა თუ ისე “ბებერი ქლბატონი” საშინაო მატჩებში თითქმის ყოველთვის განიცდის გულ-შემატკივრების ნაკლებობას,რაც საკმაოდ ცუდი ჩვეულებაა.ამას კიდევ ერთი და ალბათ თქ- ვენთვის კარგად ცნობილი მიზეზი აქვს.სხვადასხვა გამოკითხვებში “იუვე” ხშირად მსოფლიოს ყველაზე პოპულარულ კლუბად სახელდება ხოლმე და თითქმის ყოველთვის სამეულს მაინც არ სცილდება.მართალია კლუბს მთელი იტალიის მასშტაბით გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი ჰყავს,ვიდრე ვთქვათ “მილანსა” და “ინტერს” ერთად,მაგრამ რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს უშუალოდ ტურინში “ტორინოს” უფრო ბევრი ადამიანი ქომაგობს. აღსანიშნავია,რომ ამჟამდ “იუვეს” ხელმძღვანელები ახალი სტადიონის აშენებაზე ფიქრო-ბენ და ამისთვის გარკვეული თანხებიც არის გამოყოფილი.იგეგმება “დელე ალპის” რეკონსტ-რუქციაც.
1991 წელს გუნდში კიდევ სამი სეზონით დაბრუნდა ჯოვანი ტრაპატონი,მაგრამ მისი “მეორედ მოსვლა” განსაკუთრებულად წარმატებული არ გამოდგა-მხოლოდ უეფას თასი.1993 წელს “იუვენტუსმა” ძალიან იოლად დაამარცხა დორტმუნდის “ბორუსია” 3:0,3:1 და მესამედ (ჯერჯერობით უკანასკნელად)მოიპოვა ეს ტიტული. იმ დროს გუნდში ბრწყინვალე ფეხბურთელების მორიგი ტალღა თამაშობდა.ანდრეას მოილერი,დინო ბაჯო,რობერტო ბაჯო,ჯანლუკა ვიალი,ანჯელო პერუცი,პაოლო დი კანიო,ფაბრიციო რავანელი,იურგენ კოლერი და ა.შ.
90-იანი წლების შუაწელს კლუბი სერიოზულად გადახალისდა.მის სათავეში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე ახალი სახეები ბეტეგა,ჯირაუდო და მოჯი დანიშნეს.1994 წე- ლს გუნდში ახალი მწვრთნელი მარჩელო ლიპი მოვიდა და საფუძველი ჩაეყარა კიდევ ერთ “ოქროს ეპოქას”. გუნდში თანდათანობით ახალი ფეხბურთელებიც გამოჩნდნე.დელ პიერო,იუგოვიჩი,კონტე,ფერარა,პაულო სოუზა,დი ლივიო,დეშანი,ვიერი,ზიდანი,ბოკშიჩი,ტაკინარდი,დავიდსი,ძამბროტა,ინძაგი და ა.შ.
ლიპიმ პირველივე სეზონში მიაღწია წარმატებას.მისმა დამოძღვრილმა “იუვენტუსმა” 1995 წელს ცხრაწლიანი პაუზა შეწყვიტა და კიდევ ერთხელ,ოცდამესაედ მოიპოვა სკუდეტო.”იუვემ” მეცხრედ(და ჯერჯერობით უკანასკნელად)მოიგო ქვეყნის თასიც და ისტორიაში მეორედ შეძლო დუბლის შესრულება.იმავე წელს ტურინელებმა მესამედ წააგეს უეფას თასის ფინალი.ორმატჩიან დუელში “პარმამ” მინიმალური სხვაობით 1:0,1:1 იმარჯვა.
1996 წელს “იუვენტუსმა” ყველაზე მეტი ოთხი ტიტული მოიპოვა.იტალიის მასშტაბით ტუ- რინელები ქვეყნის სუპერთასის(პირველად)მოგებით შემოიფარგლნენ სამაგიეროდ კლუბმა ტრიუმფალურად იასპარეზა ევროსარბიელზე.
“ბებერმა ქალბატონმა” რომში სტადიო ოლიმპიკოზე პენალტების სერიაში სძლია(ძირითა-დი დრო 1:1)ამსტერდამის “აიაქსს” და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული გახდა.”იუვემ” ამას საკონტინენტთაშორისო თასიც მიაყოლა.ტურინელებმა “რივერ პლეიტს” დელ პიეროს მიერ მატჩის მიწურულს გატანილი გოლით მოუგეს. ბოლოს კი ევროპის სუპერთასისთვის ორმატჩიან ბრძოლაში “იუვენტუსმა” “პსჟ” გაანად-გურა.მართალია შეხვედრები 1997 წლის დასაწყისში გაიმართა,მაგრამ ეს ტიტული ტურინე-ლებს ოფიციალურად 1996 წელს მოგებულად ეთვლებათ.”პარკ დე პრენსზე” “ბებრმა ქალბა-ტონმა” დამამცირებელი ანგარიშით 1:6 დაამარცხა ფრანგები.შინ კი “იუვემ” შედარებით მოკრძალებულად 3:1 იმარჯვა.
1997 წელს ტურინელებმა ქვეყნის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგეს.1998 წელს “ბებერი ქალბატონი” კვლავ იტალიის ჩემპიონია.იმავე წლებში გუნდი გადის ჩემპიონთა ლიგის ფინალ- ში,ორივე მატჩში ითვლება ფავორიტად,მაგრამ ვერც ერთში ვერ ახერხებს გამარჯვების მო- პოვებას.პირველ შემთხვევაში “იუვენტუსი” დორტმუნდის “ბორუსიასთან” მარცხდება 1:3,ხო- ლო მეორეში მადრიდის “რეალთან” 0:1.
1999 წელს ალესანდრო დელ პიერო “უდინეზესთან” მატჩში მძიმე ტრავმას იღებს და დაახლოებით ერთი წლით შორდება ფეხბურთს,ხოლო მინდორზე დაბრუნებულს საკმაოდ დიდი დრო სჭირდება ფორმის თუნდაც სანახევროდ აღსადგენად.ამან გამოაჩინა,რომ გუნდი ძირი- თადად ერთ მოთამაშეზე იყო აწყობილი და “იუვენტუსი” ორწლიან კრიზისში ჩავარდა.
მარჩელო ლიპიმ პოსტი იმავე 1999 წელს დატოვა.მის ნაცვლად კი გუნდში სამი სეზონით მოვიდა კარლო ანჩელოტი.მისი თავკაცობით 2000 და 2001 წლებში “იუვენტუსმა” ბოლო ტუ-რებში ძალიან მოულოდნელად და უაზროდ დაკარგა იტალიის ჩემპიონობა.გარდა ამისა ტუ-რინელები სამარცხვინოდ გამოდიოდნენ ჩემპიონთა ლიგაში,რამაც ანჩელოტის დათხოვნა გამოიწვია.
2001 წელს გუნდი კვლავ მარჩელო ლიპიმ ჩაიბარა და დაბრუნება 2002 წელს სკუდეტოსა და ქვეყნის სუპერთასის მოპოვებით აღნიშნა.შედეგიანი გამოდგა 2003 წელიც,”იუვენტუსმა” იგივე ტურნირები-იტალიის ჩემპიონატი და სუპერთასი მოიგო.გარდა ამისა ტურინელებმა ჩი-ნებულად ითამაშეს ჩემპიონთა ლიგაში,მაგრამ ფინალი მათთვის კვლავ გადაულახავ ბარიერად იქცა.
ნახევარფინალში მადრიდის “რეალთან” ბრწყინვალე გამარჯვების შემდეგ(3:1,1:2),კარლო ანჩელოტის დამოძღვრილ “მილანთან” მატჩში “იუვენტუსი” ისევ ფავორიტად ითვლებოდა,მა გრამ ფორტუნამ ჩემპიონობა მილანელებს არგუნა.რომლებმაც თანაბარი და უგოლო შეხვედრა პენალტების სერიაში მოიგეს.
ბოლო დროინდელი წარმატებები,კლუბის ძველ ლიდერებთან ერთად შედარებით ახალ სა-ხეებს-ნედვედს,კამორანეზის,ბუფონს,ტურამს,ტრეზეგეს და კიდევ რამდენიმე მოთამაშეს უკავშირდება.
2003-04 წლების სეზონი “იუვენტუსმა” ნამდვილად ჩააგდო და ალბათ კლუბს მორიგი რთული პერიოდის გადატანა მოუწევს.ტურინელებს ქომაგების დამშვიდება იტალიის თასის მეათედ მოგებით შეეძლოთ,მაგრამ რომის “ლაციოსთან” ვერაფერი გააწყვეს 2:2,0:2.
ამ სეზონის ბოლოს გუნდი დატოვა მარჩელო ლიპიმ,მაგრამ მასთან არ შეიძლება რაიმე პრეტენზია არსებობდეს.ლიპის დამსახურება “იუვენტუსისადმი” ძალიან დიდია და იგი კლუ-ბის ისტორიაში ჯოვანი ტრაპატონისან ერთად ტურინელთა ყველა დროის საუკეთესო მწვრ-თნელის სახელით არის შესული.
ეს არის ძალიან მცირე მიმოხილვა იმ ლეგენდარული კლუბისა,რომელსაც ტურინის “იუ-ვენტუსი” ჰქვია.ფაქტია,რომ სასაუბრო და განსახილველი კიდევ ბევრი გვექნება.უახლოეს მომავალში “ბებერი ქალბატონის” მაისურზე მესამე ვარსკვლავის გაჩენა და იმედია კიდევ უამრავი წარმატება გველის.
დღეს როგორც უკვე აღინიშნა ამჟამად კლუბში ისევ პრობლემებია და იგი აშკარად მოითხოვს გადახალისებას.ძალიან მობერებულია დაცვის ხაზი ფერარა,იულიანო,მონტერო,ბირინდელი. ვეღარც ტურამი,ტუდორი და ლეგროტალიე(განსაკუთრე=ბით ეს უკანასკნელი)გამოიყურე-ბიან საიმედოდ.აუცილებელია როგორც მინიმუმ ერთი მაღალი კლასის ფორვარდის შეძენა. შედარებით ნორმალური მდგომარეობა არის ნახევარდაცვაში.თუმცა სტეფან აპია ჯერჯერო-ბით ვერ ახერხებს ედგარ დავიდსის ფუნქციების შეთავსებას.ხოლო ორი ბრწყინვალე სეზონის შემდეგ საგრძნობლად უკლო თამაშს პაველ ნედვედმა,რაც სირთულეების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თუ ჩეხის ასაკსაც გავითვალისწინებთ უპრიანი იქნება ხელმძღვანელობამ მის შემც- ვლელზეც დაიწყოს ფიქრი.
ბოლოსიტყვა
“იუვენტუსი” არის კლუბი,რომელსაც მსოფლიოში უდავაოდ უძლიერესი ჩემპიონატი სე-რია A,ყველაზე მეტჯერ ჯერჯერობით 30-ჯერ აქვს მოგებული და უახლოეს მდევარს “მილანს” 12 სკუდეტოთი უსწრებს.”იუვენტუსი” არის კლუბი,რომელმაც ყველა ძირითადი და არსე-ბული საკლუბო ტიტული პირველმა მოიგო ევროპაში(ჩემპიონთა ლიგა,უეფას თასი,თასების თასი,საკონტინენტთაშორისო თასი,ევროპის სუპერთასი,ქვეყნის ჩემპიონატი და თასი.შემდეგ კი ქვეყნის სუპერთასი უკვე “აიაქსთან” ერთად ანუ შემდეგ უკვე ამსტერდამელებიც დაეუფ- ლნენ ყველა ამ ტიტულს).”იუვენტუსი” არის კლუბი რომლის ყველაზე მეტ(8 ფეხბურთელს) აქვს მიღებული “ოქროს ბურთი”.”იუვენტუსი” არის კლუბი რომლის ყველაზე მეტი ფეხბურთელი მოხვდა უეფას ბოლო 50 წლის 50 საუკეთესო მოთამაშეში.”იუვენტუსი” არის კლუბი, რომელსაც ევროტურნირებზე,გარდა არაერთი მოპოვებულიმ ტიტულისა ყველაზე მეტი ფინალი აქვს წაგებული(6 ჩემპიონთა ლიგის და 3 უეფას თასის).ხოლო თუ ვინმეს გონია,რომ ფინა- ლების წაგება მხოლოდ უიღბლოების ხვედრია და ეს არანაირ მიღწევას არ წარმოადგენს,მაშინ ჯობია ფეხბურთის სიყვარულზე და მის ცოდნაზე ნუღარ გვექნება პრეტენზია.”იუვენტუსი” არის კლუბი რომელსაც გააჩნია განსაკუთრებული,თავისებური მებრძოლი სული და მისთვის დაუმარცხებელი არასდროს არავინ არ არის.კიდევ არაერთი საქებარი სიტყვის თქმა შეიძ-ლება “ბებერ ქალბატონზე”,მაგრამ ვფიქრობ ესეც საკმარისია იმის სათქმელად,რომ “იუვენტუსი” არის ლეგენდარული კლუბი.
იუვენტუსის 50 ლეგენდა რომელეთა სახელები და გვარები ყველა იუვენტინომ უნდა იცოდეს :
1. პიეტრო ანასტასი------------------26. კლაუდიო ჯენტილე
2. რობერტო ბაჯო--------------------27. ჯონ ჰანსენი
3. რომეო ბენეტი---------------------28. პაოლო მონტერო
4. რობერტო ბეტეგა-----------------29. პაველ ნედვედი
5. კარლო ბიჯატო--------------------30. რაიმუნდო ორსი
6. ჯამპიერო ბონიპერტი------------31. კარლო პაროლა
7. ფელიჩე ბორელი-----------------32. ანჯელო პერუცი
8. სერჟიო ბრიო----------------------33. ჯანლუკა პესოტო
9. ჯანლუიჯი ბუფონი----------------34. მიშელ პლატინი
10. ანტონიო კაბრინი---------------35. პიეტრო რავა
11. უმბერტო კალიგარისი---------36. ფაბრიციო რავანელი
12. მაურო კამორანეზი-------------37. ვირჯიანო როსეტა
13. ფაბიო კაპელო------------------38. პაოლო როსი
14. ფრანკო კაუზიო-----------------39. სანდრო სალვადორე
15. ჯონ ჩარლზი---------------------40. გაეტანო შირეა
16. ჯანპიერო კომბი-----------------41. ლუჩიდიო სენტიმენტი
17. ანტონიო კონტე-----------------42. ომარ სივორი
18. ანტონელო კოკურედუ---------43. ალესიო ტაკინარდი
19. ედგარ დავიდსი-----------------44. სტეფანო ტაკონი
20. ალესანდრო დელ პიერო-----45. მარკო ტარდელი
21. ლუის დე სოლ-------------------46. მორენო ტორიჩელი
22. დიდიე დეშამი-------------------47. დავიდ ტრეზეგე
23. ანჯელო დი ლივიო------------48. ჯანლუკა ვიალი
24. ჩირო ფერარა------------------49. ზინედინ ზიდანი
25. ჯუზეპე ფურინო-----------------50. დინო ძოფი