forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (21) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXVI
ladylike
freedom


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 18557
წევრი No.: 49777
რეგისტრ.: 21-December 07

  გამოგზავნილია: 17 Dec 2016, 11:52  #49508913      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები - XXVI


ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები...I

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...II

ლამაზი სიტყვები, წერილები,აზრები, ოცნებები...III

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...IV

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...V

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...VI

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები...VII

ლამაზი სიტყვები,წერილები, აზრები, ოცნებები... VIII

ლამაზი სიტყვები წერილები, აზრები, ოცნებები... IX

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები,ოცნებები... X

ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები... XI

ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები - XII

ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები - XIII

ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები - XIV

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... XV

ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები - XVI

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... XVII

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... XVIII

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... XIX

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები... XX

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები - XXI

ლამაზი სიტყვები, წერილები, ოცნებები, აზრები – XXII

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXIII

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები XXIV

ლამაზი სიტყვები, წერილები, აზრები, ოცნებები - XXV


ახალ თემას გილოცავთ...



user posted image

მე არავინ მყავს
შენზე აღმოსავლეთით


--------------------
ბაააწია...

........................
ხიდზე ვდგავარ და მზის ყვავილებს ღიმილით ვუმზერ...
მათხოვარი ვარ, წინ ქუდივით მიგდია სული...
ჩაყარეთ სითბო...
bekman
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 469
წევრი No.: 204439
რეგისტრ.: 30-June 15

გამოგზავნილია: 17 Dec 2016, 17:32  #49510776      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
პირველად ვფიქსირდები თემის პირველ გვერდზე : დ


--------------------
მოვა სიკვდილი უჩინო-ერთ წამში აგვყრის იარაღს,
ჩვენ რას წავიღებთ იმ ქვეყნად, სხვა არა წაუღია რა.!
nini gogo
Super Crazy Member ++


********
ჯგუფი: Members
წერილები: 20962
წევრი No.: 155446
რეგისტრ.: 24-October 12

გამოგზავნილია: 20 Dec 2016, 23:56  #49536649      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ცა რომ გაიხსნა, ასე მეგონა
ციდან მიწამდე მე გავიხსენი.
ელვით შთაინთქა ზღვა და ბექობი
და შემოვიდა ჩემში სივრცენი.
და მე ვიხილე სვლა მეტეორთა,
მნათობთა მესსა საგანთიადო
და ცხრავე ცაში ვერ ეტეოდა
ვინც ამ პატარა გულში ბინადრობს.



(შოთა ნიშნიანიძე)
საილერი
ქვიშის კარიერის გენერალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6394
წევრი No.: 180974
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 21 Dec 2016, 00:00  #49536693      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


--------------------
Death is nothing, but to live defeated and inglorious is to die daily.

EmiLi
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 95
წევრი No.: 63862
რეგისტრ.: 8-June 08

გამოგზავნილია: 22 Dec 2016, 21:32  #49550753      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა

'

როცა ძალიან მჭირდები
არ შემიძლია გელაპარაკო.
ალბათ ასეთ დროს
უნდა ვიდგე,
შენთან პირსპირ
და სიყვარულით
გიყურებდეს ჩემი თვალები

''




--------------------
ბატონო ღმერთო, მომაწევინეთ ერთი ღერი სიცოცხლე `
wu777ro
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 388
წევრი No.: 203419
რეგისტრ.: 8-June 15

გამოგზავნილია: 22 Dec 2016, 21:59  #49550975      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიხსიიიიიიირ

........................................................
s@likun@
მე-ღიმილები


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13645
წევრი No.: 28195
რეგისტრ.: 11-January 07

გამოგზავნილია: 24 Dec 2016, 01:53  #49560901      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ვებგვერდი
QUOTE (საილერი @ 21 Dec 2016, 00:00 )
http://vocaroo.com/i/s1wgGi8ZYzLs


.

lol.gif

კრგად კითხლობ up.gif



-----------------------------


--------------------
Inside I'm Dancing ^^


lilyhammer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5511
წევრი No.: 143911
რეგისტრ.: 4-March 12

გამოგზავნილია: 24 Dec 2016, 01:55  #49560910      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
საილერი
lol.gif lol.gif lol.gif

სღოლ იმენა საღოლ lol.gif lol.gif up.gif up.gif


--------------------
everybody lies!
MINIMAL
melancholy


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 569
წევრი No.: 95740
რეგისტრ.: 14-July 09

გამოგზავნილია: 24 Dec 2016, 14:02  #49562561      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
შენ ხომ იცი რომ შენამდე მოვალ,
მოვალ, მოგიტან აპრილის იებს
ავიტან ყინვას, წვიმას და თოვას
კარს თუ გამიღებ რა გამაციებს...


--------------------
ასე დღითიდღე იწურება წუთისოფელი:
ხან ვფლობ ყველაფერს, ხან არაფრის არ ვარ მფლობელი...
ანანასი
Crazy Member


*****
ჯგუფი: Users Awaiting Email Confirmatio
წერილები: 3572
წევრი No.: 155293
რეგისტრ.: 18-October 12

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 03:08  #49649133      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სპირტით და სიგარეტით გაბრუებული შევყურებ მთვარეს
ვფიქრობ მთელი დღე კვირა და წლებია
ვერაფერს ვუხერხებ ამ მტანჯველ აზრებს
რომელზე დავიძინო ერთხელ მაინც რომ მივიდე 10ზე სამსახურში როგორც წესია
user.gif
bususuxuna
გამოფორუმებული


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6833
წევრი No.: 117212
რეგისტრ.: 16-June 10

გამოგზავნილია: 7 Jan 2017, 03:15  #49649158      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif


--------------------
უუცელქესი
ukrainka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2071
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 8 Jan 2017, 23:05  #49660438      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მომაშველე სუნთქვა და მხოლოდ შენი ღიმილი...
თორემ შევრჩი სამყაროს აწყვეტილი ღილივით
* * *
ვიღაცა ჩემს სულში,
ხელებს აფათურებს...
ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის...
რაც იყო აქამდე -
სიტყვებით ვანადგურებ...
რაც იყო აქამდე –
წარსულში მიდის...
და მაინც,
წარსულში დარჩენას ვაპირებ...
მე დარდი მაწვალებს,
ვინ იცის, რამხელა...
მე ზღვაში მივცურავ, დავეძებ ნაპირს და
არ მინდა ტკივილის, ხმამაღლა გამხელა...
ვინ მოთვლის დღეები,
რამდენჯერ ავატირე...
ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით...
და როცა ბოლოში, სიკვდილი დავაპირე,
სიცოცხლეს მჩუქნიდა მე შენი ტუჩები..
ცხოვრებას ვეფერები,
აკინძულს ფურცლებად...
წარსულს ვანადგურებ, ასე რომ მაოცებს...
გაკოცებ, დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად...
და ღამეც, მაჩუქებს სიყვარულს საოცარს...
ვიღაცა მეძახის
და უხმოდ მივყვები...
უჩუმრად მეპარება წლები და სიბერე...
არ მყოფნის,
რომ გითხრა, საჭირო სიტყვები
და ჩემთვის მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...




დღეს ჩემი არყოფნა იწყება აქედან,
დავგლიჯე სულ ყველა ნიღაბი მასხარის,
წუხელ შუაღამით ცამ მიწას დახედა
და მიხვდა -
სიცოცხლეს ჰქონია საზღვარი.
მე უნდა დაგტოვოთ,
ძნელია ატანა
ჩემი და გშორდებით,
თუ შეძლებთ გამიგეთ,
ვხედავ,
რომ მიწაზე დამჯდარა სატანა
და ადამიანებს ჭკუასაც არიგებს.
ატანა-სატანა,
სული და გული
და
კიდევ რამდენია,
რაც ყელში ამოდის,
მომბეზრდა ყოველდღე დაწყება ნულიდან,
ჰოდა,
გაიხილე სიკვდილო,
გამოდი.
მორჩა და გათავდა,
ეს არი,
რაც არი,
იქითაც,
აქეთაც,
ცხოვრება მისია,
უჩემო სიცოცხლეს აყარეთ ნაცარი,
მე მაინც ამქვეყნად ვიყავი ნისიად.


* * *
ჩემი უშენობა აღარ შეიძლება,
ისე მაკლიხარ და ისე იგვიანებ,
ორი ნაბიჯი და ალბათ შევიშლები...
მზეო, არ ვყოფილვარ ისე იღბლიანი,
შენ რომ ბავშვობაში ასე მარწმუნებდი,
დილით ფიჭვის წვერზე როცა მოგწყვეტდი და
ქულა წიწილივით პეშვზე გარწყულებდი,
როცა მოდიოდი დედის ლოცვებიდან...
ახლა უმძრახად ვარ თვითონ სიკვდილთანაც,
ისე მოვაბეზრე თავი მონატრებით,
სანამ მოიცლიდეს, ჩემო სიფრიფანა,
სანამ სამუდამოდ მართლა მოგაკლდები,
მოდი, თვალდახუჭულს თვალი ამიხილე,
ვნების შემომინთე ძვლებზე კოცონები,
ისევ ამიშარე, ისევ ამიხირე,
მთებში გადამალე მერე მოწონების
თეთრი ბურუსები. ბოლო კოცნის გემო_
არც კი შევიმჩნიოთ_თვალს რომ გვიწყლიანებს.
მერე ღრუბლებისკენ გავუყვები, ჩემო,
ასე უშენო და ასე სიცხიანი.






გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დარჩება ისევ შემოდგომა, დარჩება ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დამთავრდა, დაიწყო როგორც
ან არ დაიწყო ისე, როგორც საჭიროდ თვლიდი.
დარჩება სახლი, დაკეტილი ფანჯრები, მტვერი
და ფილაქანზე მოფანტული ფოთლები მწკრივად.
ბაღის სიღრმეში ჩაკარგული პატარა სკამი
აივნის ფიცრის ჭრიალი და ნოემბრის წვიმა.
გაივლის წლები, წლებს ვინ ჩივის გავივლით ჩვენც და
დაგვრჩება ისე აქა-იქა წარსულზე ფიქრი,
რომ რაღაც ისე არ დაიწყო , დამთავრდა როგორც
ან არ დამთავრდა ისე, როგორც საჭიროდ ვთვლიდით






სულში მეღიტინება შენი ღიმილი და მეც მაღიმებს



პირდაპირ ჩიტებში ვკოცნი ზეცას და მიხარია…
მე მიხარია შენს თვალებში ჩემი წაკითხვა
და თან მაახრებს ყვავილები,
რომელთაც ყნოსავ…
მე მიხარია სიგიჟემდე შენი ტუჩები,
ჩემი კბილების ნაკვალევი რომ დამჩნევიათ…
ისე მხარებს ჩვენი სკამი,
რომელზეც ვზივართ,
ლამის ვიკივლო
და დავლეწო ყველ სხხვა სკამი…
მე მიხარია შენი ბაგე,
რომელსაც ახებ ჩემს ეკლიან შუბლს..
მიხარია, და თან ისე,
მინდა ვიცეკვო…
ვიეკვო როგორც შევძლებ, ოღონდ ვიცეკვო…
და ვებრალები ალბათ ყველას, ვიცი, შენს გარდა.
რადგან მახარებს მე ამ ქვეყნად ყველაზე ცოტა:
სულ რამდენიმე ლუკმა
შენი სიშიშვლის ცქერის
და ერთი ყლუპი შენთან ყოფნა -
დ ა საყოლებლად…
მე მიხარიხარ…






ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
ტკივილი ცოტახნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.
შემივსე საგულე ცარიელი
და, ნიშნად ხელახლა დაბადების,
სიმხნევე მაღირსე წამიერი,
არა გთხოვ სიწმინდეს სამარემდის.
არა გთხოვ მეუღლის ერთგულებას,
ირწმუნე სათქმელი განდობილი,
მაღირსებ ოცნების შესრულებას?
ცოტასიც დავრჩები მადლობელი.
ჰო, მაგრამ მარტოდენ ბოდვებია
ჩემს შუბლში ძაფებად დაქსაქსული,
სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს
და როგორც ვეება სალამური
ოთახში აკვესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული.
თავზე ცა მემღვრება შავ ზღვასავით,
მეწყება უწყალო განსაცდელი,
გამიგე, შენს გარდა აღარსაით
არ მქონდა, არცა მაქვს გასაქცევი.
ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი.



სადღაც სიახლოვე დაირღვა ტანგოში, ვიღაცამ უსიტყვოდ ვიღაცა დატოვა, მგზავრები დავკარგე და ახლა ვაგონში ყველაფრით, ყველასთვის, ყველაზე მარტო ვარ.........








-ყველას უნდა მთის მწვერვალზე ცხოვრება ,მაგრამ არ იციან რომ ჭეშმარიტი ბედნიერება სწორედ იმაშია თუ როგორ ადიხარ ციცაბო ფერდობზე
-იმას, ვისაც არასდროს დაუშვია შეცდომა, არასდროს უცდია რაიმე ახლის შექმნა.
-გენიალობა იმით განსხვავდება სიბრიყვისაგან, რომ გააჩნია საზღვარი.
-სიტყვა ადამიანის ყველაზე ძლიერი იარაღია.


--------------------
ნიღბად არასდროს არ ვხმარობ ღიმილს, სიმართლეს პირში მივახლი ყველას, ამაყი გული ზოგჯერ თუ ტირის, მაინც არვისგან ვთხოულობ შველას!!!
---------------------------------------------------------------
იყავი უბრალო და გულით ღირებული და არა უგულო და ძვირად ღირებული. ...
საილერი
ქვიშის კარიერის გენერალი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6394
წევრი No.: 180974
რეგისტრ.: 2-February 14

გამოგზავნილია: 8 Jan 2017, 23:48  #49660772      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
ვიღაცა ჩემს სულში,
ხელებს აფათურებს...
ვიღაცა, გაზაფხულს იებად ყიდის...
რაც იყო აქამდე -
სიტყვებით ვანადგურებ...
რაც იყო აქამდე –
წარსულში მიდის...
და მაინც,
წარსულში დარჩენას ვაპირებ...
მე დარდი მაწვალებს,
ვინ იცის, რამხელა...
მე ზღვაში მივცურავ, დავეძებ ნაპირს და
არ მინდა ტკივილის, ხმამაღლა გამხელა...
ვინ მოთვლის დღეები,
რამდენჯერ ავატირე...
ვიარე შენამდე ღამეულ ქუჩებით...
და როცა ბოლოში, სიკვდილი დავაპირე,
სიცოცხლეს მჩუქნიდა მე შენი ტუჩები..
ცხოვრებას ვეფერები,
აკინძულს ფურცლებად...
წარსულს ვანადგურებ, ასე რომ მაოცებს...
გაკოცებ, დაგრჩები დახეთქილ ტუჩებად...
და ღამეც, მაჩუქებს სიყვარულს საოცარს...
ვიღაცა მეძახის
და უხმოდ მივყვები...
უჩუმრად მეპარება წლები და სიბერე...
არ მყოფნის,
რომ გითხრა, საჭირო სიტყვები
და ჩემთვის მოგონილ, სიყვარულს ვიფერებ...
ukrainka
Crazy Member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 2071
წევრი No.: 119106
რეგისტრ.: 2-August 10

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 00:00  #49660877      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
საილერი
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
არ თქვა გიცხოვრია, თუ არ დაგიხატავს, თუნდაც ერთხელ მაინც, ის რაც გულით დაგაქვს




ცხოვრება თეატრია, იცვლება როლები,
ვართ ერთი ეპოქის ბრმა მსახიობები..




იმ დღიდან, ამ დღემდე ... დიდი დრო გასულა ... ვხვდები, რომ მომპარეს ფიქრი და იმედი ... ვინატრე აწმყო, რომ მექცია წარსულად ... და ბოლო წერტილი, შევცვალე მძიმეთი...


ღმერთო, ზოგჯერ ისე გექცეოდი ... ალბათ იფიქრე, რომ არ მჭირდები?...ერთიც მაპატიე, დაღლილ გოგოს...მხარი მომიშვირე, ავტირდები...



გზები გრძელია და ჩემთვის გავუყვები, მინდა ყველა ტაბუ ერთად დავარღვიოთ, ამბობ, - "პოეტები ტოვებთ გალანტურად" - ჰოდა, მე(ც) წავედი, უნდა მაპატიო.. !!




მე მენანება ყოველი წელი,რაც კი უშენოდ წარსულში დარჩა...ზოგჯერ სიცოცხლის დასასრულს ელი და გაზაფხული მოდგება კართან..






უაზრობაა მთელი ცხოვრება, ძიება რაღაც წმინდა გრძნობების,
უაზრობაა ოცნება მაშინ, როცა სიცოცხლეს ემშვიდობები,
უაზრობაა გენატრებოდეს, ვისაც არასდროს მოენატრები,
უაზრობაა გიყვარდეს იგი, ვისაც არასდროს შეუყვარდები.
უაზრობაა მთელი ცხოვრება,ძიება გრძნობის და რაღაც ახლის,
უაზრობაა შინ დაბრუნება და მონატრება ცარიელ სახლის,
უაზრობაა ლოდინი მაშინ, როცა იცი რომ არავინ მოვა,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, როცა იცი რომ სიკვდილის დროა.
უაზრობაა დარდი, ლოდინი, ფუჭი ოცნება და მონატრება,
როცა იცი,რომ ის სხვაზე დარდობს, სხვაზე ფიქრობს და სხვა
ენეტრება,
უაზრობაა სთხოვდე სიყვარულს,ვისაც არა აქვ ამ გრძნობის განცდა,
თუკი შენი და იმისი გზები დასაწყისიდან ერთმანეთს ასცდა.
უაზრობაა სხვაზე თუ დარდობს და შენ კი ისევ იმედით ელი,
როცა მკვდარსაც კი არ გეღირსება, ერთი ამბორი და წყვილი ცრემლი,
უაზრობაა,როდესაც გინდა და მასზე ფიქრებს კვლავ ვერ იშორებ,
უაზრობაა,როცა ახლოს ხარ და თუ მაინც გრძნობ მისგან სიშორეს.
როცა იცი, რომ შენს წინ არიან, რაღა აზრი აქვს იმათის მოცდას,
უაზრობაა, გიყვარდეს იგი, ვინც ზიზღით იღებს შენს ობოლ კოცნას,
უაზრობაა სიცოცხლე მაშინ, თუ სიმარტოვეს ბოლო არ უჩანს,
და თუ იცი, რომ როცა მოკვდები, თვალსაც არავინ არ დაგიხუჭავს.







შორსახარ.
შენამდე მდუმარე ნისლია
და მსუბუქ დალალთა შერხევის ქარები,
ჩვენს ვნებებს ზეწარზე ვერ გადაისვრიან
და მთრთოლვარ თითებით ვერ მოგეკარები.
ვერ გეტყვი,
რომ მინდა მზესავით უღლელი,
ზღვასავით უშრეტი სითბო და ალერსი,
და შენი გაშლილი მკლავების უღელი,
რომ ტვირთი გავწიო ამ სიმხურვალესი.
ვერ ვიგრძნობთ მე და შენ
ღამეულ ავდართა
ნოტიო სიგრილით დახორკლილ სიშიშვლეს
და მზერა - მოწილე ცეცხლთა და ღადართა
უძილო წამწამებს ზეცისკენ მიიშვერს,
იქნება ღრუბლებში მოგაგნო ძვირფასო,
იქნება წვიმა ხარ
ცრემლებად ნაწვეთი?
მოვალ და დაგხატავ, ვით შედევრს პიკასო,
რომ ჩემი ოცნება - ფიქრისგან ნაცვეთი
ათასგვარ ფერებად დაალღვეს იმ ტილოს,
სითეთრით
მაგ სპეტაკ სხეულს რომ ედრება
და შენით დათრობამ ბავშვივით იტიროს,
რომ ვნებად ვერ მოგცა ეს შემოქმედება.
GABRIELA
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 197
წევრი No.: 97372
რეგისტრ.: 7-August 09

გამოგზავნილია: 9 Jan 2017, 00:19  #49661015      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
........................................

This post has been edited by GABRIELA on 9 Jan 2017, 00:20
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (21) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0206 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]