forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ფოსტა  · ჩატი
Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> საქართველოს ავიაცია, VI - ნაწილი
benito777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10402
წევრი No.: 113960
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 7 Apr 2015, 14:44  #44253329      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
სამოქალაქო ავიაციის განვითარების მოკლე ისტორია


საქართველოს სამოქალაქო ავიაციამ დამოუკიდებლად 1993 წელს დაიწყო ფუნქციონირება. პირველი საერთაშორისო რეისი ისრაელში განხორციელდა. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სტრუქტურა ცენტრალიზებული საბჭოთა სისტემიდან შეიცვალა მსოფლიო პრაქტიკაში არსებული სტრუქტურის მსგავსად - შეიქმნა ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ოპერატორები და მათი უსაფრთხო ფუნქციონირების ზედამხედველი სახელმწიფო ორგანო - საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტი. დარგის ეკონომიკური მართვა და რეგულირება თანდათან ექვემდებარებოდა საბაზრო ეკონომიკის პრინციპებს, კერძოდ საკუთრების ფორმის თავისუფალი შერჩევის შესაძლებლობას; ფასწარმოქმნის თავისუფლებას; კონკურენტული გარემოს შექმნას. სამოქალაქო ავიაციის სისტემის ორგანიზაციული და ეკონომიკური რეფორმა ხორციელდებოდა ოთხი მიმართულებით: ორგანიზაციული სტრუქტურის სრულყოფა, საკანონმდებლო-ნორმატიული ბაზის შექმნა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განახლება და ახალი ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელება. საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის შესაქმნელად დაიწერა ჯერ საქართველოს საჰაერო დეკრეტი, რომლის შემდეგაც მიღებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის მთავარი კანონი - საქართველოს საჰაერო კოდექსი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. განხორციელდა «საქაერონავიგაციის» რეორგანიზაცია, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების დონეზე უზრუნველყოფს საჰაერო ხომალდების მომსახურებას.

1994 წელს საქართველო გახდა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) სრულუფლებიანი წევრი, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო ავიაცია ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებისა და რეკომენდებული პრაქტიკის შესაბამისად. საქართველოში მსოფლიოს საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებისა და მრავალი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლების უმაღლესი წარმომადგენლების მონაწილეობით ჩატარდა ორი საერთაშორისო კონფერენცია.

საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 23 ივლისის 287 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია.

2005 წლის 13 აპრილს - საქართველო გახდა ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენციის წევრი (ECAC). საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 12 ოქტომბრის 599 ბრძანებულებით შეიქმნა დამოუკიდებელი ეროვნული მარეგულირებელი ორგანო, საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს ტრანსპორტის მარეგულირებელი ეროვნული კომისია.

2007 წლის იანვარში საქართველო გახდა GAA-ს (გაერთიანებული საავიაციო ხელისუფლებები) წევრობის კანდიდატი. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2007 წლის 12 აპრილის ბრძანებით შეიქმნა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - ერთიანი სატრანსპორტო ადმინისტრაცია.

2007 წლის თებერვალში გაიხსნა «თბილისის საერთაშორისო აეროპორტის» ახალი შენობა, საიდანაც რეგულარული რეისები სრულდება ევროპისა და აზიის 30-ზე მეტი ქვეყნის მიმართულებით. 2007 წლის 26 მაისს გაიხსნა ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც სრულდება რეგულარული გადაყვანა-გადაზიდვები სტამბოლის მიმართულებით. უახლოეს მომავალში დაიწყება რეგულარული რეისები თბილისის მიმართულებით და ასევე დაგეგმილია ევროპა-აზიის მიმართულებებითაც. მსოფლიოს 24-მდე ქვეყანასთან დადებულია მთავრობათაშორისი შეთანხმებები/ხელშეკრულებები საჰაერო მიმოსვლის შესახებ, რაც წარმოადგენს რეგულარული საერთაშორისო ფრენების სამართლებრივ საფუძველს.

საქართველოს მთავრობის მიერ არჩეული პოლიტიკური ლიბერალიზაციის კუთხით შემუშავდა საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ახალი მოდელი, რომლის შესაბამისადაც გაფორმდა შეთანხმებები შემდეგ ქვეყნებთან: თურქეთი (ძალაშია), უკრაინა (რატიფიცირებულია), დიდი ბრიტანეთი (პარაფირებულია), ჩეხეთი (პარაფირებულია) და ჩინეთი (ექსპერტების დონეზეა). ზემოაღნიშნული მოდელის შესაბამისად მიმდინარეობს მუშაობა არსებულ და სამომავლოდ გასაფორმებელ შეთანხმებებზე.


თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა 2007 წელს.აეროპორტს მართავს Tav Georgia. წარმოადგენს hub-ს აირზენასთვის, eurex airlines, sky georgia-თვის.

2008(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს აეროპორტმა გაატარა 615242 მგზავრი, 2009(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს კი
594179 მგზავრი, 2010(მხოლოდ 10 თვის მონაცემები) წელს კი
693988 მგზავრი.


2010 წელს აეროპორტმა მთლიანად გაატარა დაახლოებით 820 000 მგზავრი.

2011 წელს შემოვა ახალი ავიაკომპანიები alitalia,el al, ata airlines(დღეს შეასრულა პირველი რეისი.), meridian fly, wizz air(დაზუზსტებული არ არის),ryan air(დაზუსტებული არ არის), qatar airways . და სხვ.

ასევე დაგეგმილია ახალი ასაფრენ-დასფრენი ბილიკის მშენებლობა.
თბილისის აეროპორტში ახალი ბილიკი აშენდება


მთავრობა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა. ვერა ქობალიას თქმით, აეროპორტის არსებულ ასაფრენ-დასაფრენ ბილიკს რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამიტომ გადაწყდა პარალელურ რეჟიმში ახალი ბილიკის მშენებლობა დაიწყოს.

მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს და საბოლოო თანხა, თუ რა დაჯდება პროექტი, უცნობია. თუმცა, ვერა ქობალიას განცხადებით, პროექტის დასაფინანსებლად საქართველოს გარკვეულ თანხას საფრანგეთის მთავრობა გამოუყოფს. თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა 2011 წლის დასაწყისიდან უნდა დაეწყოთ.!

(ტექსტი დაკოპირებულია III - ნაწილიდან რომლის ავტორია gio-giorgi )

ეს გუშინ გადაღებული ფოტოები:

user posted imageBoeing-747 by Geo Max, on Flickr

user posted imageQatar airways by Geo Max, on Flickr
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7123
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 7 Apr 2015, 15:02  #44253487      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
benito777
up.gif
მომილოცავს ახალი თემა

ცოტა სიახლეებიც დავამატოთ smile.gif
აირზენა თბილისის ოლიმპიური ფესტივალის ოფიციალური გადამყვანი გახდა.
http://tbilisi2015.com/ge/page/georgian-ai...al-tbilisi-2015
ალიტალიამ განაახლა პირდაპირი ფრენები რომი-თბილისი, კვირაში 5 ჯერ. (შარშან 4 ჯერ)
ასევე ზაფხულის სეზონზე იზრდება სხვა რეისების სიხშირეები:
http://www.tbilisiairport.com/en-EN/pressr...ail.aspx?pid=69
20 აპრილიდან უქმდება ქუთაისი-კიევის რეისი, ზოგადად ფუნქციონირებას წყვეტს ვიზ ეარ უკრაინა.
https://wizzair.com/en-GB/breaking_news/Ukraine_closure


--------------------
Старый друг лучше новых двух... знает как испортить настроение

Пиво бывает двух видов: халявное и за свои деньги
benito777
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10402
წევრი No.: 113960
რეგისტრ.: 15-April 10

გამოგზავნილია: 7 Apr 2015, 23:50  #44258245      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
vatman

რაღაც არავინ არ პოსტავს ამ თემაში

აღარ არის აქტუალური თუ რა ხდება ? biggrin.gif


თან რამოდენიმე თვე იყო გასული არავინ გახსნა ახალი თემა
Kublicha
ip conflict


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32590
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 00:13  #44258514      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
კოპიტნარიდან სად რა დაფრინავს სია დადეთ რა ვინმემ


--------------------
Boul ma sene, boul ma guiss madi re nga fokni mane
Khamouma li neka thi sama souf ak thi guinaw
Beugouma kouma khol oaldine yaw li neka si yaw
mo ne si man, li ne si mane moye dilene diapale
polaris
Die ideale spur


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6378
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 01:29  #44259257      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
გილოცავთ ახალ თემას. სამწუხაროდ ამ თემაში შინაარსიანს ვერაფერს დავპოსტავ, ნუ დიდი-დიდი აეროპორტიდან რითი უნდა მივიდეს ხალხი ცენტრამდე ის დავწერო. თვითმფრინავების შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ ფრენა შეუძლიათ.


--------------------
Real SAABs don't leak. They just mark their territory.
Kublicha
ip conflict


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32590
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 01:47  #44259360      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
polaris
შენგან მიკვირს. ასე მგონია რასაც ძრავი აქვს და გადაადგილებას ასრულებს ყველაფერი ზედმიწევნით იცი
polaris
Die ideale spur


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6378
წევრი No.: 23277
რეგისტრ.: 15-September 06

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 02:05  #44259449      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kublicha
QUOTE
შენგან მიკვირს. ასე მგონია რასაც ძრავი აქვს და გადაადგილებას ასრულებს ყველაფერი ზედმიწევნით იცი


არა, როგორც იტყვიან, ვინც ცოცვისთვისაა დაბადებული, ის ვერ იფრენს - ჩემზეა biggrin.gif ნუ, ზოგადად ტურბინის მუშაობის პრინციპი და ფრთის პროფილი, ანუ რა ქმნის ამწევ ძალას, თეორიულად ვიცი. სულ ეგაა. ჰო, კიდევ ვიცი, რომ არსებობს შვედური საავიაციო კომპანია - Svenska Aeroplan Aktiebolag biggrin.gif

Tocadero
Star Hunter


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6378
წევრი No.: 14828
რეგისტრ.: 24-November 05

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 09:14  #44260046      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ქვეყანა კი არა ზემო კობახჩოს გუბერნია ვართ .....................................................


--------------------
Over the Sun's Surface
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7123
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 10:01  #44260209      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kublicha
QUOTE
კოპიტნარიდან სად რა დაფრინავს სია დადეთ რა ვინმემ

Wizz Air: ვარშავა, კატოვიცე, ვილნიუსი, კიევი(20 აპრილამდე)
აირზენა:მოსკოვი, თბილისი
Уральские авиалинии: მოსკოვი
Белавиа: მინსკი

და მალე სავარაუდოდ პეგასუსი იფრენს სტამბულში. "გასას" ქუთაისის აეროპორტში ვაკანსიები ჰქონდა გამოცხადებული

benito777
QUOTE
რაღაც არავინ არ პოსტავს ამ თემაში

აღარ არის აქტუალური თუ რა ხდება ?

მგონი ქართული ავიაციის მდგომარეობას შეეფერება აქ აქტივობა user.gif
NVIDIA MAN
ქართველი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12861
წევრი No.: 110278
რეგისტრ.: 24-January 10

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 22:28  #44266238      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
დღეს თბილისის აეროპორტში მივდივარ მამაჩემს უნდა დავხვდე.
ვნახავ რამე სიახლე თუ არის


--------------------
"If one day the speed kills me, do not cry because I was smiling" - Paul Walker
MISHAB
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 453
წევრი No.: 46352
რეგისტრ.: 10-November 07

გამოგზავნილია: 8 Apr 2015, 22:37  #44266363      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
19 მაისიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში კიდევ ერთი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Pegasus Airlines იფრენს.
✔მგზავრებს ქუთაისი-სტამბოლის ავიარეისით სარგებლობა კვირაში სამჯერ - სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს შეეძლებათ.
✔ავიაკომპანია პეგასუსი მომხმარებლებს სტამბოლის საბია გოგჩენის აეროპორტიდან ავიარეისებს დაახლოებით 100 სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
✔ქუთაისიდან სტამბოლის მიმართულებით ავიაბილეთების ფასი 29.99 ევროდან იწყება. მათი შეძენა მსურველებს დღეიდან პეგასუსის ვებგვერდზე შეუძლიათ.
Kublicha
ip conflict


********
ჯგუფი: Members
წერილები: 32590
წევრი No.: 10108
რეგისტრ.: 11-May 05

გამოგზავნილია: 9 Apr 2015, 00:11  #44267571      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
29.99

დავაითთქო რა.
ეგრე რეკლამებზე თბილისი სტამბოლიც 55 ევრო უწერიათ, მაგრამ მიდი აბა იმგზავრე. მინიმუმ 150 გინდა


polaris
QUOTE
არა, როგორც იტყვიან, ვინც ცოცვისთვისაა დაბადებული, ის ვერ იფრენს - ჩემზეა

ნუ იტყვი ეგრე დაბეჯითებით.
ტექნიკით გატაცებული ხალხის თვისებაა (საკუთარ მაგალითზე) მალე ითვისებენ და ინტერესდებიან ახალი სფეროებით.

აბა ჩემგან წარმოიდგენდით, რომ ჰალმშტადი - გოტენბურგის მატარებლის აუჩქარებელ ონბორდ ვიდეოს ვუყურებდი თავიდან ბოლომდე? მეძინებოდა თვალები იმდენად მონოტონურ სურათს ხედავდა რელსების, მთქნარება დავიწყე, მაგრამ მაინც ბოლომდე ვუყურე.
სამაგიეროდ მივხვდი, რომ საქართველოში რკინიგზა არ გვაქვს. ორი ცალი რკინა რომ დევს პარალელურად და ზედ მატარებელი დადის, ეგ არ ნიშნავს რომ რკინიგზა გვქონია
vatman
პროფესიონალი მგზავრი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7123
წევრი No.: 37933
რეგისტრ.: 9-July 07

გამოგზავნილია: 9 Apr 2015, 11:14  #44269627      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
Kublicha
QUOTE
დავაითთქო რა.
ეგრე რეკლამებზე თბილისი სტამბოლიც 55 ევრო უწერიათ, მაგრამ მიდი აბა იმგზავრე. მინიმუმ 150 გინდა

ნწუ, უნდა იცოდე როდის იყიდო biggrin.gif

user posted image
lato123
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 67
წევრი No.: 195407
რეგისტრ.: 18-December 14

გამოგზავნილია: 9 Apr 2015, 13:20  #44270500      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2 ოქტომბრიდან ETIHAD შემოდის, A320-ით იფრენს აბუ დაბის მიმართულებით
FBiography
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 43
წევრი No.: 200787
რეგისტრ.: 9-April 15

გამოგზავნილია: 9 Apr 2015, 13:24  #44270535      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
ავია ბილეთების შეძენით თუკი ვინმეა დაინტერესებული შემეხმიანეთ პმ-ში ძალიან კარგ ფასებში გაგიჩითავთ ბილეთებს...


--------------------
ქართველი ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიები

www.FBiography.com
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (52) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0208 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]