იქნებ, დამეხმაროთ. რა აღარ ვცადე. მქონდა ძველი HP პრინტერი და სასწრაფოდ დამჭირდა ამობეჭდვა.
მაქვს Asus ზენბუკი, მეგონა, უპრობლემოდ კაბელს შევაერთებდი და ამობეჭდავდა, მაგრამ არა
საშინელებას აკეთებს. ერთ აბზაცს ერთ გვერდზე ასსამმაგ-აოთხმაგებს და ვერაფრით გავიგე, რა ვუშველო.
ყველანაირ სეთინგში შევედი
ყველგან letter მივუთითე და მაინც იგივეს აკეთებს.
ტექსტ გვერდსაც კი იგივენაირად ბეჭდავს.
იქნებ, მიშველოთ და დამაკვალიანოთ, რა ჯანდაბა შეიძლება ვუშველო.
წინასწარ დიდი მადლობა.