ფბ-დან, "მართლმადიდებლობის დაუძინებელ მტრობაზე:
მითების & ზღაპრების მოყვარულთათვის.. )
მოკლედ ეს კაცი გარდაიცვალა და როგორ შეიძლებოდა განათლებულ, ნაკითხ და ანალიტიკური გონების მქონე საშუალო სტატისტიკურ გრუზინს .. არ გაეხსენებინა კიდევ ერთი ცნობილი მითი, რომელიც ზბიგნევ კაზიმეჟ ბზეჟინსკის მიწერეს .. რუსებმა.
მოკლედ მითის არსი ასეთია. ბზეჟინსკის თითქოსდა რამდენჯერმე გაუჟღერებია და კიდევ რამოდენიმე თავის ნაშრომში დაუწერია ასეთი ფრაზა - "საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამერიკისთვის მთავარი მტერი დარჩა.. მართლმადიდებელი ეკლესია"-ო... (იიშ ! )
აი გიჟივით და მანიაკალური სიჯიუტით , რომ ჩაუჯდე და ინტერნეტი და ბიბლიოთეკები, რომ გადაქექო, ბზეჟინსკის ყველა სტატია, ინტერვიუ და წინგნი რომ ასო ასო წაიკითხო, მსგავს სიდებილეს ვერსად ვერ ნახავ.
სამაგიეროდ ინტერნეტში ძებნისას პირველი რაც მოგხვდებათ თვალში, ეს არის 100 % რუსული წყაროები. და იმის იქით არაფერი. წერია და მორჩა.. )
წერია რუსულად , წყაროც რუსული და ა.შ
ყველაზე მაგარ ვარიანტში წააწყდებით ინგლისურ ენოვან ვერსიებსაც. ოღონდ ნორმალური და ძალიან ხანმოკლე დაკვირვების შემდეგ მალე დარწმუნდებით, რომ ეს უბრალოდ "იმ რუსული საიტების" ინგლისურენოვანი რესურსებია და მეტი არაფერი..
ახლა ..ვიღაც შიზიკის და მოხალისე აგიტატორის პირადი ბლოგი და ეგეთები არ ითვლება..
ერთადერთი ოფიციალური წყარო, ან ერთადერთი ასე თუ ისე "ოფიციალური" მოწმე ამ ამბისა არის... ნიკიტა მიხალკოვი.
რომელსაც სადღაც 1997 წელს "Независимая газета"-ში აქვს აქვს ასეთი რამ ნათქვამი - "Недавно бывший госсекретарь США Збигнев Бжезинский произнес загадочную фразу: "После разрушения коммунизма единственным врагом Америки осталось русское православие" (
)
გეხვეწებით, კარგად დაუკვირდით ნიკიტა მიხალკოვის ამ ფრაზას
(ახლა (მიხალკოვი რა ფრუქტია და ვინ არის..ჩემზე კარგად იცით)
დავიწყოთ იქიდან , რომ.. ბჟეზინსკი არასოდეს არ ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი.
თუმცა ეს არც არის მთავარი, მაგრამ ეგეც ფაქტია.
მეორეც..
მიხალკოვის ამ ინტერვიუში არც არის მითითებული სად და რა ვითარებაში წარმოთქვა ეს ფრაზა ბჟეზინსკიმ. ნიკიტა უბრალოდ აბრეხვებს და მორჩა.
არსად არ არის დაფიქსირებული რომ ნიკიტა მიხალკოვი და ბჟეზინსკი ასე შინაურულად როდესმე ერთამენთს შეხვედროდენ.
ვთქვათ და შეხვდნენ.. დალიეს ჩაი ან მაჭარი. რატომღაც დიდი ეჭვი მეპარება რომ ბზეჟინსკის ნიკიტა მიხალკოვიშტვის აი ასეთი ფრაზა ეთქვას.
ხო, დათვრა ზბიგნევა..პროჭის გასაღები დაკარგა და მიხალკოვს უთხრა -ты меня уважаешь? я тебя уважаю..и посему только тебе скажу ..как брату моему ..После разрушения коммунизма единственным врагом Америки осталось русское православие"
წარმოგიდგენიათ მსგავსი სცენა ?
ნუ ვისაც შეუძლია ეს გაითავისოს.. მიბრძანდით და ილუსტრირებული "ასავალ დასავალების" კითხვა გააგრძელეთ...
თუმცა ამ ინტევიუში მიხალკოვი არც კი იძახის, რომ ეს ყველაფერი პირადად გაიგონა. ამას არც ამბობს. პროსტო იძახის და მორჩა. народ схавает და რა პრობლემაა
მოკლედ მთელი ეს "კონსპიროლოგია" დაფუძვნებულია ერთი ტიპის ბოდვაზე..
სხვათა შორის იმავე ინტევიუში მიხალკოვი ჯერ იძახის რომ ეს ფრაზა ბზეჯისკიმ სადღაც 1991 წელს თქვა. მერე თავის თავს შეეწინააღმდეგება და იქვე იძახის რო, "არც ისე დიდი ხნის წინ თქვა"-ო.. (ანუ სადღაც 1996 ან 1997 წელს)
რომელიც მერე ეგერ 20 წელია ატაცებული აქვთ მავანს & მავანს..
და სხვათა შორის ერთი პერიოდი ზბიგნევ ბზეჟინსკის ვიკიპედიის რუსულ ენოვან გვერდზე ეგ გამონათქვამი ოფიციალურადაც იყო შეტანილი.
თუმცა შემდეგ რუსული ვიკიპედიის მესვეურები ბოლო ბოლო მიხვდნენ, რომ ძალიან სირობას წერდნენ , რომ ამ არსად ამ ფრაზის პირველ წყარო არ არსებობდა და ეს გამონათქვამი ვიკიპედიიდან თავადვე ამოიღეს. (შეიგიძლიათ შეამოწმოთ)
მოკლედ ..გუგლეთ, ეძებეთ , ჩასვით Orthodox church + Zbigniew Brzezinski, ეძებეთ და ნახავთ რომ ყველაზე მაქსიმუმი ისევ ინგლისურ ენოვან რუსულ წყაროს მიადგებით, რომლებსაც სხვათა შორის თავად რუსებიც აღარ აქცევენ დიდ ყურადღებას..
სამაგიეროდ ეგერ დილიდან ქართულ ფბ-ზე უკვე მეათეჯერ შემხვდა , გულანთებული მამულიშვილების პოსტები სადაც ამ შტერიზმს იმეორებენ..და იმეორებენ
ბაზარი არაა. დაიჯერეთ და არც ბჟეზინსკი იყო ანგელოზი. როგორც არ იყო ანგელოზი თუნდაც ... ბაბუაჩვენი, პაპიდა და ან ვინმე სხვა ნებისმიერი ადამიანი.
მაგრამ ფაქტი ერთია - რასაც ჩაგძახებენ..ეგრევე ყველაფერს იტაცებთ. და არც კი უფიქრდებით ..რას და ვის თამაშში ჩაებმევით ხოლმე..
და ისა..
ოდნავ განათლდით რა..
ადვილია ..
ძალიან ადვილია )
P.S.
არც ისე დიდი ხნის წინ ბზეჟინსკის BBC-მ ინტერვიუ ჩამოართვა (
http://news.bbc.co.uk/hi/russian/talking_p...000/7284161.stm )
სადაც ეს შეკითხვაც დაუსვეს - ვინ არის USA-ს მთავარი მტერი?
რაზეც ბზეჟინსკიმ ასე უპასუხა -აშშ -ს არ ყავს "ნომერი ერთი" მტერი. არიან ქვეყნები, რომლებიც მტრულად არიან განწყობილები აშშ-ს მიმართ და აქედან გამომდინარე აშშ-საც მათთან მტრული დამოკიდებულება აქვს. ისე, სხვათა შორის .. ყველა იმ ქვეყანას , რომლებთანაც აღნიშნული პრობლემები გაგვიჩნდა, თავად რუსეთიც ანალოგიურად საკუთარი თავის პრობლემად აღითქვამს და ამ ქვეყნებს კი საკუთარივე უსაფრთხოების პოტენციურ საფრთხედაც, ასე რომ... "
P.S.1
და თხოვნა
ახლა აქ გრამატიკის შესწორება და ეგეთები არ დამიწყოთ რა. ბევრს უყვარს ხოლმე
ეს უბრალოდ პოსტია
ეგეთები ძაან პროფი & მცოდნე ჟურნალისტები და ექსპერტ - analიტიკოსები რომ გყავთ..აი იმათ მოკითხეთ ხოლმე
ბიძინა ასეთი უბრალო ხალხიდან არის გამოსული, ამიტომ მას უფრო კარგად ესმის მათი (C) miss-marple
დიახ, ათასობით ნაბიჯს დასავლეთისკენ ვერაფერი გადაწონის (C) შავლეგა