აუ, პლასტიკურ ქირურგიაზე, სახე-სხეულის კორექციაზე და ამ შემთხვევაში ქალის სექსუალურობაზე რომ დავიწყო, იქვე უნდა გადავწვდე 3-4 სფეროს,
შემდეგ შევალ ეშხში და ამოუწურავი იქნება ჩემი სათქმელი, იმიტომ რომ, მიყვარს ეს თემა და შთამაგონებს.
ამიტომ, ტყუილად რომ არ დავიღალო და დროც არ დავკარგო, ჩემს აზრს ძაან ზერელედ დავწერ. ან და, იყოს, მეზარება ესეც.
თუმცა, ავტორ, შენი პოსტის სათქმელი თუ შეკითხვა, აბსოლუტურად გასაგებია.
იმედია, შემოვლენ გოგოები(შემოვლენ ბიჭები და დაწერენ მოტივზე) და საინტერესო აზრები გაიცვლ-გამოიცვლება.
მე მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორც სამყარომ დამბადა 27 წლის უკან, მადლობა მას!
რაღაცეები ჩემით დავაზიანე, რადგან ადრე ობიექტურად არ ვაფასებდი.
არ მქონდა აღქმა საკუთარი რეალური ფიზ.მონაცემების, გამრუდებული მქონდა ანუ ეს მჭირდა ---->
https://www.google.ge/search?q=body+dysmorp...0&bih=794&dpr=1ახლა უკვე ობიექტურად ვაფასებ, ვუვლი და პირვანდელ, ბუნებრივ მოცემულობას უნდა დავუბრუნდე, 16 წლის ასაკში რომ ვიყავი.
არც მეტი მინდა, არც ნაკლები, ჩემთვის ჩემი ბუნებრივი ფიზიკური სხეული და ნაკვთები ყველაზე საყვარელი, ახლობელი და მისაღებია.
ფჰ-ფჰ-ფჰ,
ხეზე 3-ჯერ დაკაკუნება,
გიშრის თვალი,
ჯვარი მწერია
ფუსიგაგა-ფუსიგაგა
და ასეთები...
მაინც რა ვიცი, თვალი არ მეცეს და ხელი არ შემეშალოს საწყისებთან დაბრუნებაში...
ჰჰჰჰჰჰაბრახუნებეენ ჩემთანააააც...?!
ოღონდ, ჩემი თავი გადავამოწმე, ხომ არ არის ეს აკვიატება ან რამე სახის კომპლექსი? რომელიც დისჰარმონიას უფრო შემომიტანს და თან ფუჭი იქნება.
ნწ... არანაირი არაფერი ასეთი (ამას არ განვავრცობ, თუ რა და როგორ ვიგულისხმე, შორს წავალ ძაან და სულ გადავა საცხან იქეთ, ღელე-ღელე)
პ.ს. თუმცა, თუ ეს კონკრეტული თემა განევრცობა და ჩემი სათქმელიც დაიწერება, შემოვალ დიალოგში და დაწერილს განვავრცობ, ჩემით დაწყება მეზარება.
ისე, სურვილი მაქვს ჩემი გამოცდილება-ცოდნა-ხედვა ისეთნაირად მივიტანო სხვა ქალებთან, რომ დავეხმარო მათ გარკვეული კუთხით.
და ჩემს თავსაც დავეხმარო ამით, რადგან ცოტა სხვებზე ზედმეტად სულელად გამაჩინა სამყარომ და ჭკუას ძაან ძნელად ვსწავლობ, დამარცვლით, კითხვით და ა.შ.
ახლა ცოტათი ნასწავლი მაქვს, ყოველ თემთხვევაში იმ დონეზე ვისწავლე, რომ ზარალში აღარ წავიყვან თავს და ყველაფერს ავუნაზღაურებ, რაც დავაკელი.
პ.პ.ს ამ პოსტის წერისას ბევრჯერ გამეცინა, რადგან ასეთნაირადაც მიწერია,
მაგრამ სერიოზულადაც ესეთია ჩემი გემოს რეცეპტორები, პრაქტიკაშიც სახალისოა და არც ენერგიას მაცლის, პირიქით, მახალისებს.
ისეთი თავისთავადი, მშვიდი და ძალდაუტანებელია ყოველაფერი, მეეჭვება რომ ნამდვილი არაა ან აცდენაში ვარ.
ან უბრალოდ, ჩაიარა ეკლიანმა გზებმა? არ დადგა დრო?
ალბათ, ახლა სხვა გზები შემხვდება, იმედია შემხვდება(შევიხვედრებ), თორემ მომიბლაგვდა ცნობიერება ამ სიმარტივეში და სიპრიმიტიულეში.
This post has been edited by Estrella on 20 Feb 2018, 23:26
Slow down a little.