Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > რაგბი > რაგბის კომენტატორები (+ობოლაძე)


Posted by: TOMMY11 21 Nov 2017, 22:29
რამე პეტიცია რო ავაგოროთ წამყვანების ცვლილებაზე არ შეიძლება? ტიპები ყველაფერზე ლაპრაკობენ თამაშის გარდა და თუ ილაპრაკა (კომპეტენცია ცალკე თემაა) კიდე და რო გაიჭინთება, სანამ ამოისუნთქავს ჩემი მემართება. მარტო მე ვარ ესეთ დღეში??? ://

უყურებ უცხოურ თამაშს და მოსმენა გსიამოვნებს, ისე რო კომენტატორს ვერ გრძნობ იმდენად მაგრად მიყავს რო თამაშის ნაწილია ტიპი, ესენი სად იშოვეს ტო.

კაროჩე ან გამოსწორდნენ ან შეიცვალონ რა. თუ მარტო მე მაწუხებს ხელები ამიწევია, მარა თუ მასობრივი პრობლემაა ხმა მივაწვდინოთ სადმე რა.

Posted by: GIORGI112 21 Nov 2017, 22:50
ნიაზა არის ტანჯვააააააა
უელსი საქართველოზე ტიპი ვერ მიხვდა შერკინებას რომ თავი აარიდეს. 15 წუთის მერე ქრონიკის ჩართვაშიც გონზე არ იყო

Posted by: Homo Erotikus 21 Nov 2017, 23:08
თუ არ მოგწონთ სტადიონზე უნდა უყუროთ, წასულიყავით კარდიფში, რა ძალა გადგათ სახლში რომ დარჩით?

Posted by: barcabarcabarca 21 Nov 2017, 23:09
TOMMY11
მომავალ წელს იმედზე იქნება თუ არა გადაწყვეტილია უკვე?
ამ შაბათს კიდევ სტადიონზე წამო wink.gif

(ბოდიში ფამილარობისთვის)

Posted by: wolfmax 21 Nov 2017, 23:25
ობოლაძემ--"სანამ მსაჯი ლაპარაკობს,მე სპონსორებს ჩამოგითვლითო".....
არადა ის "საბედისწერო" შერკინება რომ უნდა დამდგარიყო მაშინ თქვა. ყველაზე საინტერესო მომენტში არ მოგვასმენინა მსაჯის ხმა.

ნიაზა--ყველა ''სიკეთესთან" ერთად, მოთამაშეებსაც ვერ არჩევს. ხშირად ეშლება.....
თან ეს "ოხოხოია"......ოხ ღმერთო ჩემოთი რო ჩაანაცვლა smile.gif

Posted by: Pistons04 22 Nov 2017, 00:59
ნიაზ შე წებოთი ნაკაიფარო წადი ნუ ტანჯავ ხალხს
მე უცხოურ სტრიმზე ვუყურე უელსთან

Posted by: GIORGI112 22 Nov 2017, 01:59
მე საშინაო მატჩებს სულ სტადიონზე ვუყურებ, გასვლითებს კი ისეთ გარემოში კომეტატორის ხმა რომ არ ისმის wink.gif მაგრამ მაინც biggrin.gif user posted image

Posted by: Booom 22 Nov 2017, 02:34
ამაშუკელი არის ძალიან მაგარი მაგ საქმეში!
ობოლაძე ძალიან შორსაა რაგბიდან და მე პირადად არც სხვა სპორტის კომენტატორად არ მომწონს! აი რაღაც უბნის ბირჟის დონეზე განიხილავს ხოლმე თემას.
სილქის კომენტატორი ობოლაძესთან შედარებით ახლოსაა რაგბთან მაგრამ ზედმეტი გამონათქვამებით აი გულს აწვრილებს ხოლმე პირდაპირ რა..
ნიაზას რაღაც მხრივ ვუმუღამებ მაგრამ ძალიან უყურადღებოა თამაშის მიმდინარეობისას..არ ვიცი შეიძლება ზედმეტი ემოციურობის ბრალია biggrin.gif
მოკლედ მე პირადარ ამაშუკელს ვაღიარებ..კომენტატორი მაყურებელზე მეტად ხო მაინც უნდა ერკვეოდეს და ხედავდეს მოედანზე რა ხდება არაა???

Posted by: GIORGI112 22 Nov 2017, 02:43
Booom
ამაშუკელი კლასნია... საუკეთესოა ეგ ნაღდად

Posted by: Booom 22 Nov 2017, 02:48
GIORGI112
ნამდვილად.
ხო ახალგაზრდაა და გამოცდილებაც ნაკლები აქვს კომენტატორობის მაგრამ როცა გესმის საკითხი და ცოტა ინტელექტიც გაქვს სულ სხვაა.
აბა ობოლაძე ლამისაა საკომენტატორო ჯიხურიდან გაასვენონ და მაინც იგივეა რაც იყო. ნეტა ვინმე მაინც არ აძლევ შენიშვნას ან თვითონ თუ უძლებს რო უყუროს თავის წაყვანილ თამაშებს? biggrin.gif

Posted by: Qolga 22 Nov 2017, 02:55
არა, ობოლაძის გაკრიტიკებაც არ შეიძლება. ნამეტანი ეტყობოდა, რომ ერიდებოდა თამაშის წაყვანა. რამოდენიმეჯერ თქვა კიდეც, ეს ალბათ ასეო, თქვენ ასე იტყოდითო, ასე იქნება სწორიო. მოკლედ, იცოდა რომ არ იქნებოდა მოწოდების სიმაღლეზე და ძირითადად ისეთი კომენტარებით შემოიფარგლებოდა, თითქოს ჩემთან და ჩემს მეგობრებთან ერთად იჯდა ოთახში და გველაპარაკებოდა ))

Posted by: Booom 22 Nov 2017, 03:07
მე ზოგადად ვაკრიტიკებ თორე უელსთან თამაშზე აი უბანში ბავშვს რო ბურთი აქ და მარტო მაგიტომ ათამაშებენ რო ბურთია მაგისი ეგრე იყო ზუსტად biggrin.gif

Posted by: FullbackAce 22 Nov 2017, 03:18
არ მაქ პრობლემა არცერთთან. საქართველოში კომენტატორებზე გინება გართობაა ჩვეულებრივი. ერთადერთი მინაშვილის წაყვანილი მიშლიდა ნერვებს, დანარჩენს არაუშავს.

ობოლაძემ რო წაიყვანა რაღაც პონტში კარგიც არის, ერთი პერიოდი ფეხბურთის კომენტატორების სახე იყო და ეხლა რაგბი რო წაიყვანა რაგბის პროგრესზე მეტყველებს. თუ მოინდომებს და გაერკვევა წესებს ნორმალურად წაყვანაც შეუძლია.

ნიაზას წაყვანილსაც არაუშავს, ერთი ის უთხარით ვინმემ რო მსაჯს მოგვასმენინოს, დანარჩენი წაიყვანოს ემოციურად სულ მკიდია.

ეს სპონსორები კიდე საჭიროა და დაავალეს თორე მაგრა ევასება ეხლა ობოლაძეს სპონსორების გამოცხადება ყოველ 5 წუთში.

მე საერთოდ ის მიხარია რო რაგბის რეპორტაჟებში ფულს იხდის ტელევიზია და იმდენს ნუ ვიზავთ რომ მეტი აღარ მოუნდეთ ყიდვა. ფული გადაიხადონ და ჯანდაბას სულ ჩავუწევ ხმას.

Posted by: _R@uL_ 22 Nov 2017, 09:10
მე პირადად ნიაზას წაყვანილზე მაგრად ვკაიფობ ხოლმე და მომწონს...თავისებურ ეშხს აძლევს!


აი დიმა ვაფშე რა შუაში იყო ვერ მივხვდი....და ეტყობოდა კიდეც რომ მაგარი არაკომპეტენტური იყო

Posted by: computermania 22 Nov 2017, 09:39
QUOTE (_R@uL_ @ 22 Nov 2017, 09:10 )
მე პირადად ნიაზას წაყვანილზე მაგრად ვკაიფობ ხოლმე და მომწონს...თავისებურ ეშხს აძლევს!


აი დიმა ვაფშე რა შუაში იყო ვერ მივხვდი....და ეტყობოდა კიდეც რომ მაგარი არაკომპეტენტური იყო

+ 1

Posted by: lepori 22 Nov 2017, 11:47
მე როგორც მივხვდი დიმა შემთხვევით მოხვდა, მეორე კომენტატორი გაემაზათ და ნიაზას მარტო მიშვებას ისევ დიმა გააყოლეს.


ისეკი, რავარც ფულბეკიაცე იტყოდა, მთავარია ვიღაცა ფულს იხდის რაგბში yes.gif

Posted by: Amadeo 22 Nov 2017, 15:50
დიმას საერთოდ არ უნდოდა წაყვანა, მაგრამ რადგან ახლა იმედშია სპორტის შეფი, მოთხოვეს

შესცენებაზე ველაპარაკე და მეორედ აღარ მივქარავო, იმენა ოფლში ვიწურებიო, რამე სისულელე არ ვთქვაო smile.gif

მაგისი საქმე იყო ნიაზას „პადიგროვკა“ და სპონსორების გამოცხადება...

აი, ნიაზას კი მეტი კომპეტენცია და ყურადღება მართებს

ნიაზას და ბატონი ზაალის დუეტი მომწონს მე მაგალითად - ექშენის და კომპეტენციის ნაზავია!

QUOTE
ისეკი, რავარც ფულბეკიაცე იტყოდა, მთავარია ვიღაცა ფულს იხდის რაგბში

Posted by: giorgi219 22 Nov 2017, 16:21
ნიაზა არის რაღაც საზიზღრობა და გულის ამრევი კომენტრაქტორი. შეგაჯავრებს რაგბის ყურებას.

Posted by: emre 22 Nov 2017, 20:02
გასაგებია ობოლაძე ფეხბურთის კომენტატორია და რაგბში არაკომპეტენტურია ...
მაგრამ სპორტული კომენტატორი რომ ხარ ელემენტარული წესები მაინც ხო უნდა გესმოდეს
ამის დედა ვატირე, კრიკეტი რომ კრიკეტია იმის წესები ვიცი facepalm.gif

Posted by: ლუკასა და ნიკოს მამა 22 Nov 2017, 20:35
emre
QUOTE
კრიკეტი რომ კრიკეტია იმის წესები ვიცი

sa.gif კოლეგა!
მე კი ტერმინოლოგიაც შევუდგინე წინა ათას’წლეულის ბოლოს

user posted image

user posted image

Posted by: Pistons04 22 Nov 2017, 20:46
QUOTE
ექშენი

უფრო მასხარაა ვიდრე შოუმენი...
შოუმენი თუ გვინდა აგერ დუტა და სასტავი ბრდღვნის ყველაფერს

ტინგიცი და სულელი კომენტატორის წაყვანილი ყველაზე მაგარი თამაშის დედა ვატირე.

Posted by: TOMMY11 22 Nov 2017, 23:32
საინტერესოა რო ვიღაცეებს გევასებათ, ნაღდად ვერ წარმოვიდგენდი, მარა პატივს ვცემ თქვენ აზრს.

პროსტა ტიპები 80 წუთიდან 60 წუთი ლაპრაკობენ სხვა თემაზე, ვაფშე სხვაზეე. იმაზე კი არა ბურთი ვინ ვის გადააწოდა, რა მოხდა, რა შეიძლება მოხდეს და ა.შ და 20 წუთი გძაბავს, იმ პონტში რო შეტევა კიდე 2-3 წუთი რო გაგრძელდეს დაიხრჩობა ეგ ჩემისა...

თბილისში რაგბის თამაში არ მაქვს გამოტოვებული რაც ფეხზე დავდივარ მგონი, მარა სტრიმებით რატო უნდა ვუყურებდე??? ლაპრაკი და წესების ცოდნაც ფიზიკა მათემატიკა ხო არ არი, 3 კაცი რო არ იძებნება საქარათველოში??? ან წადი რა ბიძია, სხვას მაინც უყურე რას როგორ აკეთებს და ისე ქენი შენც რა.

დიმას კიდე იმიტო აქ მოსათხოვი რო მაგან დანერგა ფეხბურთელის ბიძაშვილ-მამიდაშვილებზე და ვინ რა განაცხადა და 1000 Y(*ბაზე ლაპარაკი თამაშის დროს.


Posted by: BlaBla 23 Nov 2017, 04:31
ძაან ჩაგრავთ მამრიკიშვილს რაღაც
ეგეთი ცუდი ნაღდად არ არის


QUOTE
ნიაზას და ბატონი ზაალის დუეტი მომწონს მე მაგალითად

რა იქნება ეს დუეტი რო აღადგინონ?
2011 წლის მსოფლიოზე უკომენტატორეს ერთად რამდენიმე თამაშს როგორც მახსოვს და ძალიან მაგარი იყო

Posted by: ika_valencia 23 Nov 2017, 05:53
კი ბატონო ზოგჯერ ეშლება ნიაზს მორაგბეები და რაღაც დეტალები, მაგრამ ისეთ ტემპში მიყავს და ისე მხიარულად, რომ ჩემთვის მეორეხარისხოვანი ხდება ეგ. ძალიან სახალისოა ჩემთვის ნიაზის წაყვანილი რეპორტაჟები და ჩემი აზრით, კომენტატორს უნდა შეეძლოს მაყურებლების გახალისება. მოკლედ, მე პირადად ნიაზის მიერ წაყვანილი ბევრი რეპორტაჟი მინდა!

Posted by: thug 23 Nov 2017, 06:56
ნიაზის კრებული არაა რამე სახალისო კომენტარების? biggrin.gif


Posted by: OldRuger 23 Nov 2017, 12:25
მე რაც მომისმენია ამაშუკელს როცა მიყავს ერთი მომენტი არ რჩება გაუგებარი თამაშში . წინა 6 ერზე , იტალია-ინგლისზე ეგ რომ არ მჯდარიყო კაცმა არ იცის რეებს მოიგონებდნენ სხვები biggrin.gif

ნიაზს უფრო სხვა თამაშები მოუხდება 6 ერი და მსგავსი , სადაც შოუმენობა შეუძლია.

ნუ დიმა გასაგებია უყვარს რაგბი და სცადა და რა გამოუვა არ ვიცი მომავალში.

რაგბი ტვზე არ ყავთ ცუდი ბიჭები ისე.

Posted by: ferrari1000 23 Nov 2017, 12:34
ამაშუკელი და ჩალათაშვილის წყვილი up.gif

Posted by: OldRuger 23 Nov 2017, 12:41
https://www.youtube.com/watch?v=lNvR0BD5U3w biggrin.gif

Posted by: shaknike 23 Nov 2017, 14:39
მე პირადად თამაშის მსვლელობისას მთლიანად კონცენტრირებული ვარ მოედანზე...
კომენტატორების ნაამბობის შინაარსი ბუნდოვნად ფონურ რეჟიმში მიდის, გარდა იმისა როცა რამეს
ვერ გავიგებ და სპეციალურად მივუგდებ ყურს უკვე მაგათ...

ხოდა იმას ვამბობდი რო ამ დროს მთავარია კომენტატორის ხმის ტემბრმა, დიქციამ არ შემაწუხოს smile.gif
აი ნიაზას ემოციები მომენტ ის გაჭინთვებიც კრიტიკულ მომენტებში givi.gif ემთხვევა ჩემ ემოციებს და საკაიფოდ მიდის რა yes.gif

სახუმარო ფრაზებსაც რო მოარტყამს ხოლმე ეგეც ასწორებს up.gif

უბრალოდ მსოფლიო ჩემპზე გავბარზდი მაგრად წინასაბრძოლო რიტუალების დროს რომ არ ჩერდებოდა
და მიერეკებოდა თავისთვის რაღაცეებს.

უბრალოდ მცოდნე, ყურადღებიანი, მსაჯის გადმომთარგმნი უნდა შეუწყვილონ და ეგ არი რა

აი მინაშვილის ხმაზე ვიყავი/ვარ აცრილი და გაგონება არ მინდა მაგისი რა

Posted by: ქაშიბაძე 23 Nov 2017, 14:40
რა პეტიცია რის პეტიცია

აი იმენა რაგბის კომენტატორად ნიაზა N1 მსოფლიოში

Posted by: Perfectum 23 Nov 2017, 18:04
შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მარა ნიაზი დღესდღეისობით ყველაზე კარგი ქართველი კომენტატორია yes.gif

Posted by: Pistons04 24 Nov 2017, 01:56
QUOTE
შეიძლება არაპოპულარულ რაღაცას ვამბობ, მარა ნიაზი დღესდღეისობით ყველაზე კარგი ქართველი კომენტატორია yes.gif

ყველაზე სახალისო (ისიც ზოგისთვის) შეიძლება მაგრამ ყველაზე კარგი ნამდვილად არ არის

Posted by: konformist 24 Nov 2017, 03:56
ნიაზას "წაყვანილი" მოგვწონს ვისაც რაგბში ინჩი-ბინჩი ნოუ, ანუ უმრავლესობას

წარმომიდგენია "მშრალად" წაყვანილი, სათამაშო ტექნიკური დეტალებით... აპა პა


Posted by: computermania 24 Nov 2017, 10:11
QUOTE (konformist @ 24 Nov 2017, 03:56 )
ნიაზას "წაყვანილი" მოგვწონს ვისაც რაგბში ინჩი-ბინჩი ნოუ, ანუ უმრავლესობას

წარმომიდგენია "მშრალად" წაყვანილი, სათამაშო ტექნიკური დეტალებით... აპა პა

მე პირადად 2015 წლის მსოფლიოს ყველა თამაში ვნახე რომელიც ნიაზას მიყავდა .. დამწყები მაყურებლისთვის ძალიან საინტერსო და სახალისო მოსასმენია ნიაზის წაყვანალი (ეს ჩემი სუბიექტური აზრით)

Posted by: Dr NULL 24 Nov 2017, 11:13
konformist
QUOTE
ნიაზას "წაყვანილი" მოგვწონს ვისაც რაგბში ინჩი-ბინჩი ნოუ, ანუ უმრავლესობას
წარმომიდგენია "მშრალად" წაყვანილი, სათამაშო ტექნიკური დეტალებით... აპა პა

ზუსტად მანდაა პრობლემა smile.gif როდესაც არ იცი რაგბის წესები (გულშემატკივარმა) გხიბლავს ემოციური წაყვანილი, მაგრამ უჯერებ კომენტატორს. მან კი რაგბის წესები "დავიწყებული" აქვს. ტენდენციურია, ან არ უყურებს დაკვირვებით თუ რა ხდება მოედანზე. მსაჯის განმარტებას არ უსმენს და არც შენ გასმენინებს, არა და რაგბში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაგბში მსაჯი განმარტავს რისთვის დააჯარიმა კონკრეტულად. რას მოითხოვს მორაგბისგან და რას მოიმოქმედებს მსგავსი დარღვევის განმეორებისას. ასევე, ხშირად განმარტავს რატომ მიირო ესა თუ ის გადაწყვეტილება. როდესაც ეს ყველაფერი არ გესმის, კომენტატორი კი ტენდენციურია, გიჩნდება გრძნობა რომ გჩაგრავენ, უსამართლოდ გექცევიან. ესეც არაა გამორიცხული, მაგრამ არა იმ დონიტ, რაც ასეთი კომენტირების დროს ხდება. როდესაც არ გესმის მსაჯის ხმა და არც კომენტატორი არ გიხსნის წესებს, ამ წესებსაც ძნელად აღითქვამ, რაგვის წესები მარტივი არაა. შესაბამისად, ვერ გრძნობ თამაშს სათანადოდ, ვერ აფასებ ძალთა თანაფარდობას. გამოცდილი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მსაჯის მოსმენა.
ეს არის მთავარი პრობლემა, თორემ "ოხ-ოხ-ო", "გიტლერი", "მოლოკო" და ეგეტებს გავატარებდით smile.gif

Posted by: lankasteri 24 Nov 2017, 12:28
QUOTE (Dr NULL @ 24 Nov 2017, 11:13 )
ტენდენციურია, ან არ უყურებს დაკვირვებით თუ რა ხდება მოედანზე. მსაჯის განმარტებას არ უსმენს და არც შენ გასმენინებს, არა და რაგბში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რაგბში მსაჯი განმარტავს რისთვის დააჯარიმა კონკრეტულად. რას მოითხოვს მორაგბისგან და რას მოიმოქმედებს მსგავსი დარღვევის განმეორებისას. ასევე, ხშირად განმარტავს რატომ მიირო ესა თუ ის გადაწყვეტილება. როდესაც ეს ყველაფერი არ გესმის, კომენტატორი კი ტენდენციურია, გიჩნდება გრძნობა რომ გჩაგრავენ, უსამართლოდ გექცევიან. ესეც არაა გამორიცხული, მაგრამ არა იმ დონიტ, რაც ასეთი კომენტირების დროს ხდება. როდესაც არ გესმის მსაჯის ხმა და არც კომენტატორი არ გიხსნის წესებს, ამ წესებსაც ძნელად აღითქვამ, რაგვის წესები მარტივი არაა. შესაბამისად, ვერ გრძნობ თამაშს სათანადოდ, ვერ აფასებ ძალთა თანაფარდობას. გამოცდილი გულშემატკივრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია მსაჯის მოსმენა.
ეს არის მთავარი პრობლემა, თორემ "ოხ-ოხ-ო", "გიტლერი", "მოლოკო" და ეგეტებს გავატარებდით smile.gif

ეგ ნიაზის კი არა, ქართველი კომენტატორების უმრავლესობის პრობლემაა და ფორუმზე რასაც ვკითხულობ, არც გულშემატკივარი აკლებს (თუმცა კომენტატორს მეტი მოეთხოვება).
ამათ რომ ჰკითხო, მთელი მსოფლიო ერთ მუშტადაა გაერთიანებული, ოღონდ ქართველები სპორტში დაგვჩაგრონ yes.gif

Posted by: Dr NULL 24 Nov 2017, 12:47
lankasteri
QUOTE
არც გულშემატკივარი აკლებს

ეგ არასდროს არ აკლებს biggrin.gif მაგრამ, თუ არ აუხსნიან წესებს და მსაჯის ნათქვამს კომენტატორები, ვერც ვერასდროს მიხვდება თავად. ფეხბურთი ბევრად უფრო მარტივია წესების თვალსაზრისით. თუნდაც თამაშგარის წესი ავიღოთ მაგალითად smile.gif

Posted by: Isi_Folau 24 Nov 2017, 13:03
ლუკა და ნიაზა ერთად იქნება ძაანმაი ჩემიაზრით.

Posted by: lepori 24 Nov 2017, 13:13
lankasteri
QUOTE
ეგ ნიაზის კი არა, ქართველი კომენტატორების უმრავლესობის პრობლემაა

არამგონია რაგბში მასე იყოს
ჭოჭუაც კაია, ამუშუკელიც და წულიკიძეც..
ბოლო ბოლო ზაალ გიგინეიშვილის წაყვანილი გვინახავს

ნიაზს და ჩალათაშვილს თუ გაექცევათ ხოლმე სიტყვა

ზურაბიშვილი და მსგავსი დილეტანტები რო ეტანებიან, ეგ ცალკე საკითხია

Posted by: Dr NULL 24 Nov 2017, 13:24
QUOTE
ზაალ გიგინეიშვილის წაყვანილი გვინახავს

ბატონ ზაალის წაყვანილ რეპორტაჟებით ვისწავლე და შევიყვარე რაგბი smile.gif

Posted by: WP-Rex 24 Nov 2017, 16:15
ჭოჭუა და წულიკიძე არიან ჩემი ფავორიტები.
ბიძია-ბაბუაც მაგარია. გემრიელი ლაპარაკი იცის.

Posted by: defender90 24 Nov 2017, 17:08
ამაშუკელი პირველია ულაპარაკოდ,
გაურკვეველ მაყურებელს უხსნის რაგბის წესებს და ნიუანსებს ,
როცა მსაჯი ლაპარაკობს უსმენს,თარგმნის და თავის კომენტარს უკეთებს,
პროფესიონალურად მიყავს მოკლედ.
ღადავის ხზასიათზე თუ ვართ და ემოციები გვინდა,მაშინ ნიაზაა პირველი yes.gif
ამაშუკელი და ზაალი იქნება ჩემის აზრით მაგარი yes.gif

Posted by: ferrari1000 24 Nov 2017, 17:22
QUOTE (defender90 @ 24 Nov 2017, 17:08 )
ამაშუკელი და ზაალი იქნება ჩემის აზრით მაგარი yes.gif

მგონია რომ ვაფშე ვერ შეეწყობიან, ან ჩხუბი მოუვათ. რაგბი ტვ-ის კომენტატორების უმრავლესობა + ჭოჭუა up.gif

Posted by: amro 24 Nov 2017, 17:26
თემურ ჯაფარიძის წაყვანილი დაგავიწყდათ??? biggrin.gif

Posted by: GioNage 24 Nov 2017, 18:27
ბატონია ნიაზის და ბატონი ზაალის ერთად წაყვანილი რეპორტაჟი არის საუკეთესო რეპორტაჟი რაც ქართულ სპორტში მინახავს.

Posted by: Socrates8 24 Nov 2017, 18:31
QUOTE
ბატონია ნიაზის და ბატონი ზაალის ერთად წაყვანილი რეპორტაჟი არის საუკეთესო რეპორტაჟი რაც ქართულ სპორტში მინახავს.


+1

ცოდნა და ემოცია smile.gif და ერთმანეთისგან განსხვავებული იუმორი ძალიან კარგ ბალანსს ქმნის.

Posted by: burke 24 Nov 2017, 19:55
ამ ბიჭებს მიყავთ თამაში ძალიან კარგად
ოღონ ვინ არიან არ ვიცი

https://www.youtube.com/watch?v=ww3kUudJoDA

Posted by: OldRuger 24 Nov 2017, 20:02
burke
კარგები არიან , მაგრამ ცოტა დუნედ მიჰყავთ ჩემი აზრით. ჭოჭუა უნდა იყოს მგონი ერთი.

Posted by: ELguja90 24 Nov 2017, 21:00
QUOTE
ბატონია ნიაზის და ბატონი ზაალის ერთად წაყვანილი რეპორტაჟი არის საუკეთესო რეპორტაჟი რაც ქართულ სპორტში მინახავს.

up.gif

Posted by: dishosdzisdze 24 Nov 2017, 21:43
QUOTE
ბატონ ზაალის წაყვანილ რეპორტაჟებით ვისწავლე და შევიყვარე რაგბი

yes.gif up.gif
რეგბის(მაშინ ასე ,,ერქვა'') ჯერ კიდევ იქიდან ვუყურებ ,,ლოკომოტივი'' სანამ გა-,,ელმავალ''-დებოდა და ,,სახმშენი'' ანუ ,,მშენებელი'' იჩემპიონებდა ...
ჭეშმარიტი დაინფიცირება რაგბით ბატონი ზაალის წაყვანილი რეპორტაჟების შემდეგ გამოვლინდა ...
უდიდესი მნიშვნელობა აქვს ვინ წაიყვანს რეპორტაჟს!
ჩემი ხმა ზაალის და ლუკას დუეტს! old.gif

Posted by: ramazi-rugby 25 Nov 2017, 01:54
dishosdzisdze
რეგბის (ასე იყო მაშინ)იქედან ვუყურებ
ვარკეთილში ჯერ ძროხებს რომ გადავდენიდით მოედნიდან
და მერე იწყებოდა თამაში
სასოფლოზე უფრო ადვილად იყო ხოლმე.


ზალიკოს გარეშე რაგბის წარმოდგენა ჩემთვის დღემდე გაუგებარია
მასზე დიდი ავტორიტეტი ქართულ რაგბში საუკუნე არ იარსებებს

Posted by: GIORGI112 25 Nov 2017, 02:19
ჩემთვის საუკეთესო ნიკა ამაშუკელია...

და კომეტატორმა რაგბის უნდა უყუროს და არ თქვას უი არ ვუყურებდი რა ხდებოდაო.

Posted by: shaknike 26 Nov 2017, 02:39
დღეს რომ იყო ახალია?
სანდრო ინაშვილი მგონი.. როგორ მოგეწონათ?

საკაიფოდ ხსნიდა სათამაშო სიტუაციებს და მსაჯის მოქმედებებსაც ხშირად წინასწარ კითხულობდა... up.gif


Posted by: OldRuger 26 Nov 2017, 08:47
გუშინ ირლანდია-არგენტინაზე ამაშუკელის და ჩალათაშვილის წაყვანილით ძალიან ვისიამოვნე up.gif up.gif up.gif

მართლა პროფესიონალურად იყო ყველაფერი.


Posted by: Qolga 28 Nov 2017, 01:12
ნიაზის და სეტანტას კომენტატორის დუეტზე რას იტყვით? სიმსივეა მგონი. გართობა თუ გინდათ, ეგ იქნება რაც იქნება :დ

Posted by: no borders 28 Nov 2017, 04:01
ვისაც არ გვეცინება ნიაზას იუმორზე რა ვქნათ? სხვა რა პლიუსები შეიძლება ვეძებოთ მის რეპორტაჟებში?

Posted by: Gio_G83 28 Nov 2017, 13:25
QUOTE
ნიაზის და სეტანტას კომენტატორის დუეტზე რას იტყვით? სიმსივეა მგონი. გართობა თუ გინდათ, ეგ იქნება რაც იქნება :დ


რაგბის ყურება არ გდომებია და ისე დასვი ეს ორი და უსმინე, მაგრამ რას გაიგებ?

ლუკა, ზაალი, ორი ნიკა
სხვა ნაკლებად

ოდესღაც საინტერესოდ გამოჩნდა ბარბაქაძე თუ გახსოვთ, მაგრამ სადღაც გაქრა

Posted by: Gadareulli_uzomod 28 Nov 2017, 17:58
მე პირადად ხმას ვუთიშავsmile.gif ერთხელადაც არ გამღიმებია და რაზე გეცინებათ მართლა ვერ ვხვდები biggrin.gif

Posted by: dendo 7 Dec 2017, 15:29
ადრე იყო კარგი დუეტი ახლა ერთი რომ შემორჩა მხოლოდsmile.gif))

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)