Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > Georgianisation > ქართული spell check libreoffice


Posted by: ვახტანგი 19 Apr 2017, 11:12
gigi.gif

არის?



















..............................................

Posted by: ghambo87 19 May 2017, 13:01
ამას გადახედე
https://github.com/gamag/ka_GE.spell

Posted by: ვახტანგი 20 May 2017, 18:33
ghambo87
მადლობა დიდი

მაგრამ მემგონი არ მუშაობს ანუ სწორ ვარიანტებს არ მთავაზობს ლიბრეში user.gif
* * *
მოზილაში მუშაობს up.gif

Posted by: Accident 21 May 2017, 05:38
ghambo87
QUOTE
ამას გადახედე
https://github.com/gamag/ka_GE.spell

up.gif



Posted by: WP-Rex 21 May 2017, 09:48
კარგია, მაგრამ ეს როგორ უნდა დავაყენო?

Posted by: ვახტანგი 21 May 2017, 12:03

WP-Rex
წერია იქ

სიტყვაზე მოზილა გადმოწერე და მოცემული ფაილი ჩააგდე მოზილაში

Posted by: ვახტანგი 23 May 2017, 02:01
ამუშავდა ლიბრეშიც


მადლობა ავტორს

Posted by: iBoss 13 Jul 2017, 16:40
ვახტანგი
ghambo87

ვერ მივხვდი მოზილას ამ ფოლდერში dictionaries რა ჩავაგდო? მთელი ამოარქივებული ფოლდერი?

რაც გადმოვწერე არქივი მაგაში ბევრი ფაილია და დანარჩენი ფაილები სად უნდა იყოს ამის აგრდა ka_GE.spell.oxt

Posted by: Accident 14 Jul 2017, 03:56
Iboss

Firefox-ში უნდა ჩააგდო dictionaries საქაღალდეში რომ XPI გაფართოების ფაილია ეგ.
ზოგადად, xpi ფაილები არის Firefox-ის Addon-ები.


ანუ, ეგ ფაილი უნდა აიღო და მაუსით გადაათრიო გახსნილ ბრაუზერში.
თავადვე მოგთხოვს დათანხმებას და მერე სადმე რომ დაწერ ქართულად, იქვე მარჯვენა კლიკით აირჩევ speckchecker-ში აირჩევ ქართულს, ან Georgian-ს.


აგერ, ვიდეო ინსტრუქცია

http://i.imgur.com/JjeN4gq.gifv

Posted by: iBoss 14 Jul 2017, 09:03
Accident
მადლობა მადლობა დავაყენე

შენი აზრით რამდენად სწორ ვარიანტებს გთავაზობს? რაღაც სიტყვებზე ძაან უაზრობებს მიწერს ან აწითლებს, უცებ რაც ვნახე:

ავუხვიე, შევუკარი, როცა, ვწმენდდი, ვამშვიდებდი, მიწერს, აწითლებს

მგონი ერთადერთი პლიუსი ის აქვს თუ რამეს არასწორად წერ გააწითლებს და ისევ შენ გაასწორებ..
----

შენს ტექსტში: დათანხმებას აწითლებს და გთავაზობს დათანხმება ს, ს-ს ადგილის გამოტოვებით biggrin.gif

Posted by: Accident 14 Jul 2017, 14:06
Iboss
მარჯვენა კლიკით, შეგიძლია ლექსიკონში დაამატო თუ სწორ ვარიანტს, გიწითლებს

Posted by: iBoss 14 Jul 2017, 17:04
Accident
ქართული თუ ჩავრთე ინგლისური არ მუშაობს ხომ?

Posted by: _Moxuci_ 16 Jul 2017, 19:06
Opera-ზე არ მუშაობს? სხვა ბრაუზერებზეც კარგი იქნებოდა.

Firefox-ში და libreoffice-ში დავამატე.

ავტორს მადლობა!

Posted by: Accident 16 Jul 2017, 21:14
_Moxuci_
მუშაობს, ოღონდ თავად მოგიწევს ხელით დამატება.
ან შეგიძლია, სხვა რომელიმე ენის ფაილები ჩაანაცვლო

Posted by: _Moxuci_ 18 Jul 2017, 10:16
Accident
QUOTE
მუშაობს, ოღონდ თავად მოგიწევს ხელით დამატება.
ან შეგიძლია, სხვა რომელიმე ენის ფაილები ჩაანაცვლო

რას გულისხმობ?



ოპერა რატომ იჩაგრება ხოლმე? :დ ყველაფერი ძირითადად ქრომზე ან მოზილაზე კეთდება

Posted by: Accident 18 Jul 2017, 10:47
_Moxuci_
დაჩაგვრა რა შუაში, Firefox არის ღია პროექტი, რომელზეც კომპონენტების დამატება ადვილი.
ეგ ლექსიკონიც, უბრალოდ Extension-ის სახით ემატება.

Opera-ს კი მასე მარტივად არ ემატება - უნდა დაუკავშირდეს, სთხოვო ჩამატონ ქართული, შეთანხმო ლიცენზიები და მერე დაელოდო იმ ვერსიის გამოშვებას, როცა უნდა ჩაემატოს ეგ შეთანხმებული პროექტი.



QUOTE
რას გულისხმობ?

ანუ, Opera-ს ხომ აქვს სხვა ენებზე spell checker. ხოდა იმ ენის ფაილები ჩაანაცვლე მაგ ქართულით.
ან ცალკე შექმენი იმათ მსგავსად და დაარქვი "ქართული ენა".

Posted by: _Moxuci_ 18 Jul 2017, 12:03
Accident
იმ შუაშია, რომ როდესაც კონკრეტული სერვისი/ფუნქცია ხელმისაწვდომია ერთ ბრაუზერზე, მაგრამ გარკვეული მიზეზის გამო მიუწვდომელი ან ძნელად მისაწვდომია მეორეზე, მაშინ ამ უკანასკნელის ( ჩვენ შემთხვევაში opera-ს ) მომხმარებლები ვიჩაგრებით.

ბრალს არავის ვდებ ამაში, უბრალოდ მიზეზი მაინტერესებდა რაკი მიმაჩნია, რომ როგორც ბრაუზერი firefox სულაც არ სჯობს opera-ს.

პირიქით არის რაღაცები, რაშიც opera-ს აშკარა უპირატესობა აქვს ( ყოველ შემთხვევაში პირადად ჩემთვის )

მაგ. სიმსუბუქე, უფასო და ულიმიტო VPN, ტურბო რეჟიმი და ა.შ.

firefox რომ open-source არის აღარ მახსოვდა...




Posted by: Accident 18 Jul 2017, 13:15
_Moxuci_
ხოდა დაჩაგვრა არის, როცა რაღაცის გაკეთება თანაბრადაა შესაძლებელია ყველა პროდუქტზე, მაგრამ სუბიექტური მიზეზების გამო არ კეთდება. მაგალითად, ავტორს არ მოსწონს, ან მიაჩნია რომ ცოტა მომხმარებელი ჰყავს იმ პროდუქტს და ა.შ.

ამ შემთხვევაში კი, ობიექტური მიზეზებია, რადგან ავტორს კონკრეტულად Firefox-ისთვის კი არ გაუკეთებია, ზოგადად გააკეთა ლექსიკონის ნაკრები, რომლის სტანდარტიც შეესაბამება ღია პროგრამებს, ერთ-ერთი მასეთი პროგრამა კი Firefox-იცაა.


ის რომ Opera-ზე ძნელად მისაწვდომია, ეგ სწორედ იქიდან გამომდინარეობს, რომ მაგ კომპონენტში სჯობს Firefox.

Posted by: My_Business 18 Jul 2017, 14:31
არაფერი არ შემიცვლია, ორთოგრაფიული შემოწმება ქართულ ტექსტზე ისედაც იყო ჩემთან. ალბათ ის ამბავია, რომ საოფისე პროგრამებს იშვიათად ვიყენებ და არ ვაქცევდი ყურადღებას. ეტყობა რომელიღაც განახლებაში ჩაამატეს.

Posted by: _Moxuci_ 18 Jul 2017, 15:14
Accident
ჰო, მართალი ხარ.



Posted by: შაქროII 9 Aug 2017, 15:27
ჰანსპელ ლექსიკონებს რომელი პროგრამებიც იყენებენ ყველგან იმუშავებს....
ჩემტან ტეხსტუდიოში მუშაობს....

Posted by: Accident 10 Aug 2017, 00:17
QUOTE
იყენებენ ყველგან იმუშავებს..

ხო, უბრალოდ Firefox-ში პირდაპირ ემატება addon-ად და opera-ში არსებული dictionaries-ების მსგავსად უნდა ჩაემატოს.
მაგრამ, ნორმალურად მაინც არ მუშაობს, მთლიან ტექსტს ვერ ამუშავებს, შეიძლება თავად ოპერას აქვს რამე შეზღუდვა.

Posted by: nick_el_son 10 Sep 2020, 13:23
QUOTE
ამას გადახედე
https://github.com/gamag/ka_GE.spell

2 წლის წინ არის ბოლოს დარედაქტირებული ეგ .dic ფაილი.


და ძლიან, ძალიან ბევრი სიტყვა აშკარად ჩასამატებელია... sad.gif


ნუთუ არ შეიძლება რაიმენაირად მაიკროსოფტის ქართული სპელჩეკერიდან გადაკოპირება?
იქ გაცილებით კარგი ბაზაა სიტყვების.

.LEX_1079 ფაილი აქვს სმაკროსოფტს, მაგრამ ბინარული, proprietary ფორმატია და ვერ ვხსნი მარტივად რომ ამოვიღო სიტყვები..


Posted by: ლაშა117 14 Sep 2020, 09:52
სალამი smile.gif

offline spell checker-ი არსებობს რამე ქართულზე?

Posted by: decembre 14 Sep 2020, 20:17
ლაშა117
https://www.openoffice.org/
https://extensions.openoffice.org/en/project/kartuli-ortograpiuli-leksikoni-georgian-spell-checking-dictionary

Posted by: illmatic 19 Sep 2020, 10:12
ვორდის მომხმარებლებისთვის არის რამე საშველი?

Posted by: AirDidgori 5 Oct 2020, 09:02
illmatic
მაიკროსოფტის ოფიციალური სპელჩეკერი საკმაოდ კარგი რით არ მოგწონთ?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)