რეჟისორები: ენტონი რუსო,
ჯო რუსომთავარ როლებში: რობერტ დაუნი უმცროსი,
ქრის ევანსი,
ჯოშ ბროლინი,
ქრის ჰემსვორთი,
სკარლეტ იოჰანსონი,
ქრის პრატი,
ბენედიქტ ქამბერბეჩი,
მარკ რუფალო ი დრუგიე
პრემიერა: 2018 წლის 4 მაისი
მრავალწლიანი მომზადების შემდეგ, ტიტანი თანოსი ახერხებს ხელში ჩაიგდოს 6 უსასრულობის ქვა და გააერთიანოს ისინი უმძლავრეს არტეფაქტში - უსასრულობის ხელთათმანში.
ფილმში შურისმაძიებლების ძირითადი შემადგენლობის გარდა ვიხილავთ გალაქტიკის მცველებს და მარველის სხვა ფილმების მთავარ გმირებსაც, მაგალითად ადამიან-ობობასა, დოქტორ სტრეინჯს და შავ პანტერას.
როგორც მოგეხსენებათ უკვე გამოსულ ფილმებში წარმოდგენილი იყო 5 უსასრულობის ქვა:
კოსმოსის (სივრცის) ქვა - მოთავსებულია ტესერაქტში. გამოჩნდა კაპიტანი ამერიკის, თორის და შურისმაძიებლების პირველ ფილმებში. მისი ხელში ჩაგდება სურდა ნაცისტურ ორგანიზაცია ჰიდრას. ის გამოიყენა ლოკიმ შურისმაძიებლების პირველ ფილმში პორტალის გასახსნელად და ჩიტაურის არმიის დედამიწაზე მოსაყვანად. ინახებოდა ასგარდში, ოდინის საცავში. ახლანდელი ადგილმდებარეობა უცნობია
რეალობის ქვა კინოსამყაროში წარმოდგენილი იყო ეთერის სახით. გამოჩნდა თორის მეორე ფილმში. მისი დახმარებით ბნელ ელფ მალეკიტს სურდა ცხრა სამყაროს (ალფჰეიმი, ასგარდი, ვანაჰეიმი, იოთენჰეიმი, მიდგარდი, ნიდაველირი, სვარტალფჰეიმი, ნიფლეჰეიმი, მუსპელჰეიმი) განადგურება. ამჟამად ინახება კოლექციონერის კოლექციაში (ცელესტიალის თავში)
ძალის ქვა გალაქტიკის მცველების პირველი ფილმის მაკგაფინი. ამჟამად მას იცავს ნოვას კორპუსი პლანეტა ქსანდარზე
გონების ქვა გონების ქვა მოთავსებული იყო ლოკის სკიპტრაში. მისი დახმარებით ლოკი უქვემდებარებდა ადამიანებს თავის გავლენას შურისმაძიებლების პირველ ფილმში. ალტრონის ერაში გონების ქვის დახმარებით და ტონი სტარკის გამოგონებული ხელოვნური ინტელექტით (ჯარვისი) შეიქმნა სუპერგმირი Vision. ამჟამად გონების ქვა არის Vision-ის შუბლში
დროის ქვა მოთავსებულია აგამოტოს თვალში. მისი დახმარებით დოქტორი სტრეინჯი თავის ფილმში ახდენდა დროით მანიპულირებას. ამჟამად ინახება სანქტუმ სანქტორუმში (ნიუ-იორკი), დოქტორი სტრეინჯის მეთვალყურეობის ქვეშ
მე-6,
სულის ქვა - ჯერ-ჯერობით არ გამოჩენილა კინოსამყაროში. სავარაუდოდ ინახება ვაკანდაში, შავი პანტერის მშობლიურ ქვეყანაში.
ამ ქვების სპეციალურ არტეფაქტში - უსასრულობის ხელთათმანში გაერთიანება შეიძლება, რის შემდეგადაც მის მფლობელს შეეძლება მათი ძალების გამოყენება.
პირველი ტრეილერი:
წინა ფილმების თემები:
შურისმაძიებლები / The Avengers შურისმაძიებლები 2 / Avengers: Age of Ultronკინოსამყაროს თემა:
Marvel™ - VOL3ფილმი imdb-ზე
You see, in this world there's two kinds of people, my friend: those with loaded gun and those who dig. You — dig
☩ Дорога возникает под шагами идущего ☩
Anything is possible
--------
Dallas Mavericks
FC Liverpool
--------