Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფორუმის შესახებ > ინფორმაციული უსაფრთხოების / კიბერ უსაფრთხოების განყოფილება


Posted by: samuraisxmali 8 Mar 2018, 02:29
კიბერ შეტევების კატასტროფული ზრდიდან გამომდინარე, იზრდება მოთხოვნა ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებზე. თითქმის ყველა ცნობილ კომპანიაში თუ ბანკში არის ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტების ნაკლებობა.

კარგი იქნება ტექნიკურ კონფერენციაში გაიხსნას "ინფორმაციული უსაფრთხოება / კიბერ უსაფრთხოება" განყოფილება.

ჯერ ერთი ინფორმაციული უსაფრთხოების სპეციალისტებს შეეძლებათ ერთმანეთს გაუზიარონ ინფორმაცია, და მეორეც, რიგით მომხმარებლებს წარმოდგენა შეექმნებათ ინფორმაციულ უსაფრთხოებაზე და გაიზრდება დაინტერესება ამ სფეროთი. რაც თავის მხრივ ყველას წაადგება.

ამხელა ფორუმზე ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება როგორ არ უნდა იყოს.

ხალხს ჰაკერი და ინფოსეკი ვერ გაურჩევია ერთმანეთისგან, დაახლოებით ისეთი სიტუაციაა ვინდოუსის გადამყენებელს პროგრამისტს რომ ეძახდნენ.

Posted by: _Moxuci_ 8 Mar 2018, 02:36
მშვენიერი ინიციატივაა up.gif

მხოლოდ მივესალმები ამ წამოწყებას და წარმატებას გისურვებ!

საჭიროებასა და აუცილებლობაზე რა თქმა უნდა ორი აზრი არაა და ან აქამდე რატომ არ შეიქმნა მსგავსი რამ საინტერესოა

Posted by: barcafanme 8 Mar 2018, 02:41
+1

Posted by: Roofus 8 Mar 2018, 03:26
კატების განყოფილებაც გააკეთეთ რა user.gif
სურათები რომ ჩავყაროთ user.gif

Posted by: AUTOCRAT 8 Mar 2018, 04:10
+1 yes.gif

Posted by: t-90 8 Mar 2018, 06:13
არ იქნებოდა ურიგო.


------------

Posted by: N1K4 8 Mar 2018, 08:55
+1
მშვენიერი იდეაა

პ.ს. ეს ზედმეტი 30 სიმბოლო..... sleep.gif

Posted by: ქართლი 8 Mar 2018, 10:30
+1
...............................................................

Posted by: ბიჭური 8 Mar 2018, 10:44
+1 მე ვიქნები სიამოვნებით მოდერატორი wink.gif

აჰაჰაჰჰა

Posted by: Alkard 8 Mar 2018, 12:39
აქამდე უნდა შექმნილიყო ეს აქ მივესალმები ინიციატივას... +1

Posted by: გიო 8 Mar 2018, 14:08
+1 მომხრე ვარ.
30 რანსომვეარის დეკრიპტორი

Posted by: miShiko123123123 8 Mar 2018, 14:43
რათქმაუნდა საჭიროა

აქამდეც უნდა შექმნილიყო


მოკლედ კარგი აზრია გეთანხმებით და ხალხსაც უნდა.

როგორც ბატონი ტიმი ამბობს ფორუმი ყველა მომხმარებლის საკუთრებააო და დაგვიკმაყოფილოს ახლა მოთხოვნა biggrin.gif Tim

Posted by: გიორგი XII 8 Mar 2018, 14:51
თავიდან ბოლომდე მიშა ბიძინას და სექტებს ვერ ცდება ეს ფორუმი.


ინფორმაციული უსაფრთხოებაო gigi.gif


Posted by: samuraisxmali 8 Mar 2018, 16:14
არა-ს ვინც აძლევთ ხმას, კარგი იქნება მოკლე არგუმენტაციაც რომ დაწეროთ, რადგან ფაქტია რომ ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ უკან ვართ და ცნობადობის ამაღლება და ცოდნის გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია.


Posted by: Roofus 8 Mar 2018, 19:20
samuraisxmali
QUOTE
არა-ს ვინც აძლევთ ხმას, კარგი იქნება მოკლე არგუმენტაციაც რომ დაწეროთ, რადგან ფაქტია რომ ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ უკან ვართ და ცნობადობის ამაღლება და ცოდნის გაზიარება უაღრესად მნიშვნელოვანია.

საწყენად არ ვამბობ მაგრამ მონოლოგები თუ გინდა ბლოგზეც შეგიძლია გააკეთო. არამგონია სერიოზული დისკუსია შეძლო ვინმესთან , განსაკუთრებით როცა ინფორმაციული უსაფრთხოების თემა წლიდან წლამდე დრამატულად იცვლება.
ყველაფერს თავის ეპოქა აქვს და ყველა ეპოქას თავისი მუშტარი. იგივე CCNA და რაღაც მარაზმები და მსგავს თემებზე წიგნების და ნაშრომების წერა.
კი დასაშვებია არის ასეთი საინტერესო თემა მაგრამ არამგონია შენ შეძლო ბევრი მომხარებელი იპოვნო რომელიც კვალიფიციურ , დალაგებულ დისკუსიაში შემოვა შენთან.
გამეორდება რაც პროგრამირების განყოფილებაშია...

"ფბ როგორ გავტეხო"
"ფბ გამატეხინეთ"
"ფბ გამიტეხეს"
"დამეხმარეთ ფბ"

მსგავსი თემებზე თუ გეხალისება დისკუსია კიბატონო... გააკეთეთ განყოფილება.

ინფორმაციის დაცვის და უსაფრთხოების თემა მარტივად შეიძლება პროგრამირებაში განიხილოთ... არავინ ხელს არ გიშლით... იმედია.

QUOTE
ცნობადობის ამაღლება

ეს ამიხსენი რას ნიშნავს პლზ ვერ გავიგე... ცნობადობის ამაღლება ანუ?
QUOTE
უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ უკან ვართ

ვისთან შედარებით და სად და რა განხრით ბარემ ეგეც დაწერე...
ანუ რა აუცილებლობას ხედავ სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში და რა კონტენტს ელი იქ?

Posted by: samuraisxmali 8 Mar 2018, 22:37
Roofus
შენი პოსტიდან ჩანს რომ არ იცი რა არის ინფორმაციული უსაფრთხოება. ინფორმაციული უსაფრთხოება როგორ შეიძლება პროგრამირებაში განიხილო... რა შუაშია პროგრამირება მაგალითად მეილის უსაფრთხოებასთან.


მე მაქვს დავუშვათ კითხვა, რითი შეიძლება მივიღო ინფორმაცია 20 000 კომპიუტერზე არსებული Firmware-ს ან დრაივერების ვერსიის შესახებ. პროგრამირებაში ვინ უპასუხებს მაგას?

Posted by: WaTa 8 Mar 2018, 23:00
თემას ვარესფექთებ!
მინდა ავღნიშნო რომ მეგონა აქამდეც არსებობდა!
რეალურად ფორუმზე ცალკეულად გამოყოფილი მსგავსი თემა აუცილებელია არათუ უბრალოდ საჭირო!

პროგრამირება მხოლოდ პატარა ვარსკვლავია უსაფრთხოების ცაზე, ასე რომ საერთოდ არ ეხება მაგ თემას, რაც შეეხება ცნობიერების ამაღლებას, ზუსტად მაგი იგულისხმება რომ მეტი ესმოდეს ადამიანებს, თორემ "შენ ხომ პროგრამისტი ხარ, გადამიყენე რა ვინდოუსი" ფრაზები აქაც არ აგვცდება მალე smile.gif))

Posted by: Roofus 9 Mar 2018, 00:00
QUOTE
შენი პოსტიდან ჩანს რომ არ იცი რა არის ინფორმაციული უსაფრთხოება.

დარწმუნებული ვარ შენზე დიდი ხანია ვიცი მარტო სიტყვა "ინფორმაციული" რას ნიშნავს. "ინფორმაციულ უსაფრთხოება"-ზე აღარ ვლაპარაკობ.
QUOTE
დავუშვათ

დაუშვათ*

QUOTE
რითი შეიძლება მივიღო ინფორმაცია 20 000 კომპიუტერზე არსებული Firmware-ს ან დრაივერების ვერსიის შესახებ.

გიცდია კითხვა?
რათქმაუნდა კითხვას თუ ვერ ჩამოაყალიბებ ნორმალურად ვერსად ვერ გიპასუხებენ.


არანაირად არ ვარ არც წინააღმდეგი და არც მომხრე.
ისედაც ვხედავ ეს ფორუმი ბოლო დღეებს ითვლის yes.gif
გინდა გრენდაიზერის განყოფილება გააკეთეთ user.gif ჩემთვის აბსოლუტურად სულერთია.
მაინც ყველგან თედოუსა მოვა და თემას გახსნის.
* * *
samuraisxmali
შენ როცა აქ დარეგისტრირდი... მე უკვე 7 წელი რეგისტრირებული ვიყავი. 7 კარლ. ნუ ან ალტერი თუა არ ვიცი... ჩემი ალტერი მგონი... 2008-ში დავარეგისტრირე.
ინფორმაციული ტექნოლოგია არ მცოდნია რა არის და ცნობადობის ამაღლება.

კითხვებზე რატომ არ მიპასუხე... გაგიჭირდა?

კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტული პასუხი გამეცი ჯობია.
"დაუშვათ" პასუხი არაა. წინა პოსტში კონკრეტული კითხვები დაგისვი და თუ შეიძლება მიპასუხე გასაგებ ქართულ ენაზე.
* * *
ეგ გზა უკვე გავლილი მაქვს და გამოვლილი.
დეზასამბლერები, კეილოგერები, ვირუსები, ჩერვები... პრაშივკები, დრაივერები, ჰაკინგი, კრეკინგი, ექსპლოიტები.
შენთვის რაც ეხლა აღმოჩენაა და გინდა ფორუმის განყოფილება და ცხოვრება მიუძღვნა ჩემთვის უკვე წაკითხული წიგნია. წინა პოსტში დაგიწერე რატომ და როგორ და რანაირად.

Posted by: ShamanZzz 9 Mar 2018, 00:26
samuraisxmali
აჰა ესეც ჩემი ალტერი 05-იანი ყოფილა. lol.gif

Posted by: გიო 9 Mar 2018, 00:46
კაი, მეგობრებო სანამ ამ თემაში ქოცებად და ნაცებად დავიყოფით, შევთანხმდეთ რომ ინფორმაციული უსაფრთხოება არც www -ა არც კომუნიკაციები და არც პროგრამირება. უფრო სწორედ ცოტ ცოტა ყველაა, ამიტომ ამ ნორჩ და ფაქიზ ინფორმატიკულ/ორგანიზაციულ მიმდინარეობას ნამდვილად ჭირდება ცალკე განყოფილება/ჯგუფი ნორმალური ფორუმის პირობებში

რაც შეეხება განყოფილების აოხრებას და "პოლიტიკის" განყოფილების მიმსგავსებას, ეს უფრო მოდერის ხეირიანობის/უხეირობის საზომია. პირადად მე (ალბათ ასაკის ბრალია) ფორმუმის კითხვა უფრო მირჩევნია ვიდრე სოციელური ქსელის ჯგუფების - უფრო მეაკადემიურება.


კარგია, რომ მეტნაკლებად Poll ში ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ახლა ასევე კარგი იქნება ღრმადპატივცემულ ტიმსაც თუ მივწერთ რომ განყოფილების შექმნით ვართ დაინტერესებული და მოდერატორობის მსურველები ან/და თემის ავტორი თავისეულ ხედვასაც გააცნობენ.

ზეც ით

ერთიორსაც ვიტყვი ჩემს ფორუმულ ფესვებზე:
ეს ჩემი მეორე ნიკია (როგორცკი იუნიკოდით დარეგისტირების პონტი გაიჩითა მაშინვე მივარჭე smile.gif ), მანამდე 3 წელი სხვა ნიკით ვსარგებლობდი

Posted by: Roofus 9 Mar 2018, 00:57
ბარემ ისიც დაწერეთ modCP გინდათ თუ განყოფილება.
უკვე სხვა განყოფილების მოდერატორი შეიძლება იყოს ახალი განყოფილების მოდერი.

კონკრეტული მოტივები იქნებოდა საინტერესო boli.gif

რათქმაუნდა თქვენთივს სხვა განყოფილების მოდერი არ იქნება ავტორიტეტული პირი და თქვენში უნდა აირჩეს მოდერატორი facepalm.gif

"თქვენში" მომხრეებს ვგულისხმობ popcorn.gif

Posted by: samuraisxmali 9 Mar 2018, 01:40
Roofus
7 კი არა 50 წლის დარეგისტრირებულიც რომ იყო, ჯერ ერთი ინფორმაციული უსაფრთხოების განყოფილება კატების სურათების დასადებ განყოფილებას შეადარე, მერე კითხულობ რა უნდა დაიწეროს ინფრომაციული უსაფრთხოების განყოფილებაში, მერე პროგრამირებას და ინფორმაციულ უსაფრთხოებას ვერ არჩევ ერთმანეთისგან, შემდეგ კი უბრალოდ აღარ იცი რა ქნა და გრამატიკის შესწორებაზე გადადიხარ.

მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გრამატიკაში საკმაოდ მაღალი ქულა მქონდა და დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ სწორი ფორმაა დავუშვათ (ჩვენ, ის) და არა დაუშვათ (ჩვენ, ის). როგორც ხედავ წლოვანებას აზრი არ აქვს, მთავარი ცოდნაა.

ახლა კი კარგი იქნება გრამატიკას თუ შეეშვები, ასევე სიტყვების ეტიმოლოგიას, ასაკს და ბოლოს თემის გაოფებას.

Posted by: Roofus 9 Mar 2018, 03:05
samuraisxmali
QUOTE
ახლა კი კარგი იქნება გრამატიკას თუ შეეშვები, ასევე სიტყვების ეტიმოლოგიას, ასაკს და ბოლოს თემის გაოფებას.

კონკრეტულ კითხვებზე ვერ მპასუხობ. შენ აოფებ მე კი არა.
QUOTE
მაგრამ პრობლემა ისაა, რომ გრამატიკაში საკმაოდ მაღალი ქულა მქონდა

ამიტომ ვართ #რაკში boli.gif
QUOTE
როგორც ხედავ წლოვანებას აზრი არ აქვს, მთავარი ცოდნაა.

ე.ი. მაქედან დაასკვენი რომ იცი რაღაც და მართალი ხარ? მალადეც შენ... და თან მეუბნები რომ მაგას უნდა ვხედავდე... ბიტკოინ მისამართი დამიწერე , ჩაგირიცხავ.
QUOTE
მერე პროგრამირებას და ინფორმაციულ უსაფრთხოებას ვერ არჩევ ერთმანეთისგან

ინფორმაციულ უსაფრთხოებას როგორ უზრუნველყოფ? ბატუტით?
QUOTE
მერე კითხულობ რა უნდა დაიწეროს ინფრომაციული უსაფრთხოების განყოფილებაში

ვკითხულობ და პასუხი ვერ მივიღე.
QUOTE
შემდეგ კი უბრალოდ აღარ იცი რა ქნა და გრამატიკის შესწორებაზე გადადიხარ

არაფერზე არ გადავდივარ. ყურში მომხვდა... უბრალოდ და"ვ"უშვათ. მარტო იშვიათი სოფლელებისგან გამიგია.
შეიძლება გრამატიკულად სწორია (რაშიც ეჭვი მეპარება) , (მძიმე ნახე რა მაგრად ჩავსვი biggrin.gif) მაგრამ მე არ დავწერ სავარაუდოდ მასე. არცარასდროს boli.gif


ხოდა ბარემ გადმოგიკოპირებ რაც შეგეკითხე კიდევ ერთხელ

QUOTE
ეს ამიხსენი რას ნიშნავს პლზ ვერ გავიგე... ცნობადობის ამაღლება ანუ?

QUOTE

"უსაფრთხოების კუთხით საკმაოდ უკან ვართ"

ვისთან შედარებით და სად და რა განხრით ბარემ ეგეც დაწერე...


QUOTE
ანუ რა აუცილებლობას ხედავ სპეციალურად გამოყოფილ განყოფილებაში და რა კონტენტს ელი იქ?

QUOTE
კი დასაშვებია არის ასეთი საინტერესო თემა მაგრამ არამგონია შენ შეძლო ბევრი მომხარებელი იპოვნო რომელიც კვალიფიციურ , დალაგებულ დისკუსიაში შემოვა შენთან.


p.s. არგუმენტები თუ არ გაქვს ნუ მოდიხარ ინიციატივით.

p.p.s. საერთოდ ადამიანი რაიმეს როცა აკეთებს , თუ ის მართლა უნდა და ჭირდება - რაღაც ხედვა აქვს. მაგ. ელონ მასკი.
... და თუ ის არ აქვს ე.ი. უბრალოდ ტვინს #ყნავს. old.gif

Posted by: Hyperzet 9 Mar 2018, 16:25
Roofus
Warning:

მესმის, რომ თქვენი  მოსაზრებები გაქვთ,  მაგრამ
ძალიან გთხოვთ,  "ტვინის  ტ#ვნის"  და  "შე  სოფლელო"-ს  გარეშე.
იმედია, სათქმელს  მიმიხვდით.  smile.gif



Posted by: Roofus 9 Mar 2018, 16:30
Hyperzet
ოკ smile.gif
უკაცრავად smile.gif

Posted by: Link 9 Mar 2018, 19:22
QUOTE
დაუშვათ*

hm.

დაუშვი შენ
დავუშვებ მე wink.gif
დაუშვებს ის
დავუშვათ ჩვენ yes.gif

ნუ ახლა , სწორად ლაპარაკი თუ სოფლელობაა ხო yes.gif givi.gif

Posted by: Roofus 9 Mar 2018, 20:04
Link
კონტექსტს არ გააჩნია? და"ვ"საშვებია ... მაშვინ boli.gif
ხო რავიცი... მე არ ვწერ "დავუშვათ" უკაცრ.
QUOTE
სწორად ლაპარაკი თუ სოფლელობაა ხო

ტოტალური სიცრუის დროს სიმართლის თქმა ექსტრემიზმია boli.gif
დასაშვებია სოფლელოფობია მაქვს user.gif yes.gif

givi.gif

http://children.wanex.net/mcerloba/gramatika/piri.htm

პირველი პირის მრავლობითში "ვ" user.gif

ok
შევცდი user.gif მადლობა რომ შემისწორეთ.
popcorn.gif

Posted by: robox 9 Mar 2018, 21:08
Roofus
QUOTE
ეგ გზა უკვე გავლილი მაქვს და გამოვლილი.
დეზასამბლერები, კეილოგერები, ვირუსები, ჩერვები... პრაშივკები, დრაივერები, ჰაკინგი, კრეკინგი, ექსპლოიტები.
შენთვის რაც ეხლა აღმოჩენაა და გინდა ფორუმის განყოფილება და ცხოვრება მიუძღვნა ჩემთვის უკვე წაკითხული წიგნია. წინა პოსტში დაგიწერე რატომ და როგორ და რანაირად.



და მაინც js მოგწონს?

Posted by: Roofus 9 Mar 2018, 21:12
robox
QUOTE
და მაინც js მოგწონს?

LISP Haskell GO
და js რომ არ მომწონდეს მიზეზს ვერ ვხედავ.

Posted by: robox 9 Mar 2018, 21:16
QUOTE (Roofus @ 9 Mar 2018, 21:12 )
robox
QUOTE
და მაინც js მოგწონს?

LISP Haskell GO
და js რომ არ მომწონდეს მიზეზს ვერ ვხედავ.

რავი ეგენი რო საფუძვლიანად შემესწავლა თავის დროზე,js ისკენ რა გამახედებდა

Posted by: Roofus 9 Mar 2018, 21:36
robox
1 ენაზე თუ წერ ძალიან შეზღუდული ხედვა გაქვს boli.gif
სტრაუსტრუპს თუ დაუჯერებთ 5-იც ძალიან ცოტაა...
7-11 უნდა ვარირებდეს საშვალოდ... იმ ენების რაოდენობა რომელიც იცი.
Go და Haskell არ ვიცი ჯერ. მომწონს...

Posted by: _Moxuci_ 10 Mar 2018, 00:12
Roofus
QUOTE
რათქმაუნდა კითხვას თუ ვერ ჩამოაყალიბებ ნორმალურად ვერსად ვერ გიპასუხებენ.

რა თქმა უნდა ცალ-ცალკე იწერება user.gif


Posted by: Roofus 10 Mar 2018, 00:39
_Moxuci_
https://forum.ge/?f=25&showtopic=34210620&st=0

აქ ვიდაოთ მაგაზე.

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)