საინტერესოა, ამ სიმღერაზე მუშაობის პროცესში რაზე ფიქრობდნენ
ვითომ იმაზე, თუ როგორ შეექმნათ ისეთი ცუდი სიმღერა, რომელიც ამ მხრივ უპირობო ლიდერი იქნებოდა modest mouse-ის მთელ დისკოგრაფიაში?
მგონი.
და თუ ასეა, გამოუვიდათ.
ეს 2015 წლის ალბომი არც სასიამოვნო მოსასმენი ყოფილა და არც რაიმე ღირებული იყო მასში.
ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რარიტეტული კლეობა იყო.
ეს უკვე სამი სიტყვაა, მაგრამ ამას არაუშავს, მგონი.
დიაგრამის სახით რომ გამოვსახო, აი, ამის თქმა მსურს:
საერთოდ, ჩემი აზრით, თავდაპირველი სამი ალბომია მათი შემოქმედების მწვერვალი, თუ შეიძლება, რომ შემოქმედებას საერთოდ მწვერვალი ჰქონდეს.
თან იმდენად კარგია სამივე ალბომი, რომ მხოლოდ მათი მიზეზითაც კი შევიყვანდი modest mouse-ს ჩემს all time favorite მუსიკალური ბენდების ათეულში.
"This Is a Long Drive for..." კი საერთოდ განსაკუთრებულად გენიალური ნამუშევარია.
თუნდაც ამ სიმღერის გამო.