ორი კატეგორია გამოიკვეთა
მეტს ველოდებოდი და ამიტომ 7.2/10 დან
და როცა მეტს ველოდებით ყოველთვის ჩვენი პრობლემაა და არა ფილმის, იმიტომ რომ ჩვენვე ვიქმნით ზედმეტ მოლოდინებს და მერე უკვე ვეღარ გვსიამოვნებს იმიტომ რომ რაღაც სასწაულს ველოდებოდით.
მე ვაბშე არცერთ ფილმზე არ ვიქმნი სასწაულ მოლოდინს და შესაბამისად ბევრი ფილმისგან ვიღებ სიამოვნებას
რაც შეეხება ამ ფილმს ძალიან სახასიათო ფილმი იყო, თან წყნარი ნუდნი და მომენტებში ძალიან ფეთქებადი.
სხვათაშორის ასეთი ფილმები ყველაზე მეტად მიყვარს, სადაც ტრანსფორმერის ეფექტები და მფრინავი ხომალდები არ იჩითება.
ყველაზე კარგი და ცხოვრებისეული მომენტი დედა-შვილის ბოლო დიალოგი იყო. როდესაც იჩხუბეს და ერთმანეთს ის უსურვეს რაც მოხდა და ეგრეა რეალობაშიც რომ ნებისმიერი წამი შეიძლება ბოლო იყოს და ისე უნდა იცხოვრო როგორც ბოლო რადგან შემდეგში მთელი ცხოვრება სანანებლად არ გქონდეს.
სამსახიობო შესრულება ძალიან მაღალ დონეზე იყო და ეგ მსახიობების კიარა ფილმის პლიუსია, რადგან შეიძლება 4 დენირო და 8 დიკაპრიო ჩასვა და ფილმს ვერ მოერგოს ან სცენარს და ა.შ
და იდეა რომლის გარშემოც აეწყო ფილმი რომ აგრესია იწვევს აგრესიას და მთლიანი ერთი წრეა ეგეც კარგად იყო გადმოცემული ფილმში
საერთო ჯამში მართლა ძალიან კარგი ფილმი იყო, ძალიან კარგი იდეით, ძალიან კარგი მსახიობებით, ძალიან კარგი ქრონომეტრაჟით, საერთოდ არ იყო გაწელილი, ყველაფერი იქ მთავრდებოდა სადაც საჭირო იყო
და ბოლოშიც როცა არ მოკლავენ რათქმაუნდა იმიტომ რომ ორივე დაიღალა იმით რა შედეგიც მიიღეს მათი ქმედებებით
შეიძლება მოგვეჩვენოს რომ სადაც ამდენი იქ ძალიან სწორი იქნებოდა რომ ბოლო საქმეც დაესრულებინათ, მაგრამ ის სიტუაციები რაც პერსონაჟებმა გაიარეს ბოლოში ხუთიანზე დამთავრდა.
სემის შესრულება იყო სასწაულად კარგი და რათქმაუნდა თუ რამე არსებობს ოსკარი ხელში აქვს.
ფრენსისის შესრულებაზე არაფერს ვამბობ, ყველაფერი ხუთიანზე ქონდა, არცერთი ზედმეტი მიმიკა და ზედმეტი მოძრაობა, საუკეთესო როლი დადო
და ვუდი <3 ვუდი საყვარელი კაცია და ყველა ოსკარს მივცემდი ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პროსტ აქ არ ქონდა დიდი და მთავარი როლი შესაბამისად წარდგენით დაკმაყოფილდეს
პს. სასაცილო ის არის ლალა ლენდზე რომ ღადაობენ. რადგან სახალხოდ ბევრს მოეწონა და ისეთ ფილმებზე აფეტიშებენ 7 კაცს რომ აქვს ნანახი რეჟისორის ჩათვლით იმიტომ რომ 7 კაცს აქვს ნანახი და "პაპსა" არ არის <3
This post has been edited by Grandmama on 20 Feb 2018, 19:38
Where Something Good Is Always Cooking.