Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > მშობლების კლუბი > დუკანის ცილოვანი დიეტა


Posted by: ათულია 14 Jun 2016, 15:32
ყველაფერი ამ პოპულარული დიეტის შესახებ
http://radikal.ru/big/12c6ba83b9fe46c7963dd77ad98323e4

პირველი ფაზა - შეტევა:
ყველაზე რთული ეტაპი – დაშვებულია მხოლოდ 72 სახის პროდუქტი:

უნდა შეასრულოთ ყველაფერი წესების მიხედვით და არ გადაუხვიოთ დაწყებულ გზას. დასაწყის ეტაპზე არაა გამორიცხული დისკომფორტი განსხვავებული საკვების და რაციონის გამო. პირველი ფაზის დროს იკლებთ 2-დან 6კგ.-მდე. პირში სიმშრალის შეგრძნება და არც თუ ისე სასიამოვნო სუნი დუკანის დიეტის თანამდევი ნიშნებია.

პირველი ფაზის ხანგრძლივობას ადამიანი ინდივიდუალურად განსაზღვრავს, ეს დამოკიდებულია მიზანზე, საწყის წონაზე და ორგანიზმის უნარზე რამდენად სწრაფად შეუძლია გადაერთოს კვების რაციონის ცვლილებებზე. უნდა გესმოდეთ, რომ არავითარ შემთხვევაში არაა აუცილებელი საკუთარი თავის წამება. არა აქვს მნიშვნელობა რამდენად შორს ხართ წასული სიმსუქნეში, შედეგს წვალების გარეშეც მიაღწევთ, უბრალოდ ფაზის ხანგრძლივობა შედარებით გაიზრდება.

პირველი ფაზის ხანგრძლივობა:

10-20 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 3-5 დღე;

20-30 ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 5-7 დღე;

30-ზე ზედმეტი კგ – პირველი ფაზის ხანგრძლივობაა 7-10 დღე;

ყურადღება: დუკანის დიეტის პირველი ფაზა არ შეიძლება გაგრძელდეს 10 დღეზე მეტი. რეკომენდირებული ვადის გაზრდამ შეიძლება სერიოზული გართულებები გამოიწვიოს და ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს.

პირველი ფაზის მენიუ:

„შეტევის“ ფაზაში უპირატესად ჭარბობს ცილოვანი საკვები. დუკანი რეკომენდაციას უწევს ქათმის და წიწილის ხორცს (აუცილებლად კანის გარეშე), მჭლე ლორი, ხბოს ღვიძლი, ნებისმიერი სახის თევზი (მოხარშული, შებოლილი, გრილზე მომზადებული, მაგრამ არა შემწვარი) და ზღვის პროდუქტებს. შემწვარი საკვები მთლიანად აკრძალულია. ხორცის კერძების გარდა შეიძლება მოხარშული კვერცხის (დღეში 2ც.) და უცხიმო რძის პროდუქტების მიღება. შეგიძლიათ საჭმელს საკმაზები, სანელებლები, მარილი დაამატოთ მცირე რაოდენობით, ისე რომ კერძი გემრიელი და არომატული იყოს. მთავარია არ გამოიყენოთ გემოს არომატიზატორები.

აუცილებელია:

– დუკანი ავალდებულებს ყოველდღიურად 1,5 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამას – ეს წესი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგავიწყდეთ! (ქატო შეგიძლიათ მიიღოთ უცხიმო კეფირთან ან იოგურტთან ერთად, ან რძის ფაფის სახით)

– ყოველდღიურად 20 წუთიანი ფეხით გასეირნება ან სპორტით დაკავება

– დღეში არანაკლებ 2 ლიტრი სითხის მიღება (ყავა და ჩაი შედის ამ რაოდენობაში)

რაციონიდან ამოიღეთ:

– სუფთა სახის შაქარი. დაშვებულია მხოლოდ შაქრის შემცვლელი ძალიან მცირე დოზით.

– მოხარშული: ბატის, იხვის, ღორის, ცხვრის ხორცი; ხბოს და კურდღლის ცხიმიანი ნაწილის ხორცი. აკრძლულია ყველა ამ სახეობის ხორცი მცირე რაოდენობითაც კი.



მეორე ფაზა - მონაცვლეობა:
მეორე ფაზაში გადადიან ისინი, ვინც პირველი ფაზის დაცვის შემდეგ ჯერ კიდევ ვერ მიაღწია შედეგს. გააგრძელებთ თუ არა, ამას თქვენ წყვეტთ, რადგან თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენს ჯანმრთელობაზე და თქვენ უნდა იფიქროთ ფრანგი ექიმის დიეტის გაგრძელების მიზანშეწონილობაზე.

ამ ეტაპზე წინა ფაზის დაშვებულ 72 პროდუქტს ემატება 28 პროდუქტი ხილის და ბოსტნეულის სახით (იხ. თემაში):

მეორე ფაზა გრძელდება იქამდე, სანამ არ მიაღწევთ თქვენს ოპტიმალურ წონას (საშუალოდ 2-დან 6-თვემდე). ამ ფაზის დროს უნდა მოხდეს ცილოვანი საკვების და ბოსტნეულის მონაცვლეობა. საკვები რეჟიმების მონაცვლეობა დასაკლები წონის რაოდენობაზე დამოკიდებული:

– 10კგ.-ზე – ცილები – ცილები/ბოსტნეული 1/1 დღე (1 დღე ცილები, მეორე დღე ცილები/ბოსტნეული; შეიძლება 3/3 ან 5/5 ვარიანტი)

– 10კგ.-ზე მეტი – 5/5 დღის მონაცვლეობა

მეორე ფაზის მენიუ:

ნუ დაივიწყებთ, რომ დუკანის დიეტის ძირითად პროდუქტს შვრიის ქატო წარმოადგენს. ამ ფაზის დროს ყოველ დღე უნდა ჭამოთ 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. ქატოს შეგიძლიათ დაუმატოთ ნებისმიერი ბოსტნეული, გარდა სახამებლის შემცველის (ავოკადო, ოსპი, პარკოსნები, ბარდა, კარტოფილი). დაშვებული პროდუქტების სურვილისამებრ მომზადება შეგიძლიათ: მოხარშვა, გამოცხობა, გამოშრობა (არა შეწვა). ბრინჯის და სხვა მარცვლოვანი ღერღილის ჭამა ასევე აკრძალულია, რადგან ისინი დიდი რაოდენობით სახამებელს შეიცავენ.

მეორე ფაზის დროს დაშვებულია სხვადასხვა სახის საკმაზების და სპეციების გამოყენება, თუმცა ზომიერად. როცა შედეგი დაგაკმაყოფილებთ, გადადიხართ მესამე ეტაპზე.

აუცილებელია:

– დღეში 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს მიღება;

– შეკრულობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 სუფრის კოვზი ხორბლის ქატოს გამოყენება;

– შეეცადეთ რძის პროდუქტების ნორმას 1კგ-ს არ გადააჭარბოთ;

– სვით დღეში მინიმუმ 2 ლიტრი წყალი;

– ყოველდღიური გასეირნება გაზარდეთ 30 წუთამდე.



მესამე ფაზა - განმტკიცება:
სახელის მიხედვით ძნელი მისახვედრი არაა, რომ დიეტის ეს ეტაპი მიღწეული შედეგის განსამტკიცებლადაა საჭირო.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაკლებულ კილოგრამებზე. თითოეულ დაკლებულ კილოგრამზე არანაკლებ 10 დღე უნდა დახარჯოთ გასამყარებლად. ანუ თუ დაიკლეთ 7კგ., განსამტკიცებლად 70 დღე დაგჭრდებათ.

ამ გრაფიკს მკაცრად უნდა მისდიოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში არა მარტო ვერ განამტკიცებთ მიღწეულ შედეგს, არამედ მოკლე დროში დაუბრუნდებით იმ წონას, საიდანაც დაიწყეთ.

მესამე ფაზის მენიუ:

– დაშვებულია პირველი ფაზის ყველა პროდუქტის გამოყენება;

– დაშვებულია მეორე ფაზის ყველა ბოსტნეულის გამოყენება;

– აუცილებელია ყოველ დღე ხილის ერთი პორცია (200გრ.) სალათის მიღება (აკრძლულია ყურძენი, ბანანი, ბალი);

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს ორი ნაჭრი პურის მიღება;

– დაშვებულია დღეში არაუმეტეს 40გრ. მწიფე ყველის გამოყენება;

– აუცილებელია სახამებლის შემცველი პროდუქტების გამოყენება (კარტოფილი, ბრინჯი, ბარდა, ლობიო, მაკარონის ნაწარმი), მაგრამ არა უმეტეს ორჯერ კვირაში;

– ყოველდღიური ფეხით სეირნობა არ უნდა იყოს 25 წუთზე ნაკლები.

ყურადღება: შვრიის ქატოს რაოდენობა გაზარდეთ 2,5 სუფრის კოვზამდე დღეში.

მესამე ფაზის პერიოდში არაუმეტეს კვირაში ერთი დღისა, შეგიძლიათ მოიწყოთ სადღესასწაულო დღე – ეს ნიშნავს, რომ ამ დღეს შეგიძლიათ შეჭამოთ რაც თქვენ გესიამოვნებათ, მაგრამ მხოლოდ კვირაში ერთხელ!

მეოთხე ფაზა - სტაბილიზაცია:
ყველაზე სასიამოვნო და ნანატრი ფაზა. სტაბილიზაციის პერიოდში მხოლოდ ორი წესი უნდა დაიცვათ:

– აუცილებელია დღეში არანაკლებ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატოს ჭამა;

– კვირაში ერთხელ პროტეინის (ცილების) დღე მოაწყეთ.

დანარჩენ დროს არცერთ პროდუქტში არ ხართ შეზღუდული.

ამ ეტაპიდან დუკანი უფრო აქტიურ ფიზიკურ დატვირთვას უწევს რეკომენდაციას. რაც უფრო მეტი აქტიურობა, მით უკეთესი. ეს საშუალებას მოგცემთ ნაკლებად შეიზღუდოთ კვებაში.


* * *
http://www.dukan.ru/raschet-pravilnogo-vesa-dukan

ესეც გამომთვლელი

Posted by: QISA 15 Jun 2016, 01:33
1 თვეა დავიწყე.
......................

Posted by: ათულია 15 Jun 2016, 09:17
QISA
ყოველი ორშაბათიდან მე :/


იმედია ეს ორშაბათი იქნება "ორშაბათი"

Posted by: QISA 21 Jun 2016, 16:45
ათულია
აბაა დაიწყე?
რას შვები?
..........

Posted by: ათულია 21 Jun 2016, 16:53
QISA



დავიწყე დავიწყე smile.gif)

Posted by: ლაციო 21 Jun 2016, 17:43
გაქვთ ვინმეს შედეგი?

Posted by: ათულია 21 Jun 2016, 17:52
ლაციო
კი ჩემს სამეგობროს

განახევრდა ხალხი

Posted by: ლაციო 21 Jun 2016, 18:23
QUOTE
განახევრდა ხალხი

სამეგობრო განახევრდა? user.gif

Posted by: sofia1234 21 Jun 2016, 18:32
ლაქტაციის დამთავრებას ველოდები, სექტემბერიდან შემოიერთდებით :დ

Posted by: QISA 21 Jun 2016, 19:24
1 თვეში -6 კგ.
1/1 ზე ვაკეთებდი და 3/3 ზე ან 5/5 ზე უნდა თურმე თუ 10 კილოზე მეტი გინდა დაიკლო.
დავიწყე 3/3 ზე ორშაბათს.

Posted by: lavie882 2 Jul 2016, 03:59
მე ვაკეთებ დუკანის 7 დღიანის 7 steps , 12 დღეში - 7.5

Posted by: tin10nio 2 Jul 2016, 08:30
მე ვაკეთებ,მეორე ფაზაზე ვარ. ჰორმონალური ცვლილება მაქვს ფარისებრზე და ძალიან ძნელად ვიკლებ.ლამმის გული გამისკდეს. არადა ,ისე ადვილად ვიკლებდი.
ლამის დავჯდე და ვიტირო,რატომ მივიყვანე საქმე აქამდე თქო.
არ გამახარა საერთოდ ამ დაკლებულმა წონამ,არც სტიმული მომცა.
შეტევაშიი 2,700 დავიკელი ეხლა არ ვიწონები ჯერ sad.gif ხუთი -ხუთზე მინდდა ვცადო!

ცილის დღეს საერთოდ არ მშია და ცილა-ბოსტნეულზე ლამის გადავჭამო ყველაფერი. :/

Posted by: QISA 20 Jul 2016, 02:16
გოგოებო როგორ ხართ?
ვის რა შედეგი გაქვთ?

Posted by: mashusha 20 Jul 2016, 10:51
შემოგიერტდებით
მეორე ფეხმძიმობის პირველ ორ თვეში 5 კილომდე მოვიმატე. აბორტი დამჭირდა, რასაც ვიტამინები და სხვა სახის მკურნალობა დაერთო, რის გამოც, კიდევ მოვიმატე sad.gif

რაც აქ წავიკითხე შთაბეწდილება დამრცა, რომ დასაშვებია ყველაფერი მოხრაშული + ბევრი წყალი

ტქვენს მენიუს ვერ დამიწერთ?

Posted by: ქინქლა 20 Jul 2016, 12:36
გამარჯობათ გოგოებო bis.gif აქაც დიეტების ბუმი ყოფილა, წარმატებებს გისურვებთ ყველას.
დუნკანის დიეტით არა მაგრამ ნატა გაგუას დიეტით უკვე 25 კგ დავიკელი 15 აპრილიდან დღემდე.
დავყარე გათხოვება+ორი ორსულობით აკრეფილი წონა და ეხლა საბოლოო შედეგის მისაღწევად კიდევ -10 კგ მჭირდება, ვაგრძელებ კიდევ 1 თვე.

ფორმაში ჩადგომაზე დიდი სიამოვნება არაფერი ყოფილა <3

Posted by: ingiloo 20 Jul 2016, 12:39
ქინქლა
QUOTE
25 კგ დავიკელი

wow.gif

აი ფორუმზე დაბრუნება ამას ქვიაა biggrin.gif

ყოჩაღ! up.gif

Posted by: ქინქლა 20 Jul 2016, 12:42
ingiloo
QUOTE
აი ფორუმზე დაბრუნება ამას ქვიაა 

ყოჩაღ!



lol.gif lol.gif lol.gif ხოო ამას ვუმიზნებდი
2kiss.gif მომენატრეთ ძალიან მაგრამ ვეღარ ვახერხებ აქტიურ პოსტვას. შიგადაშიგ გათვალიერებთ ხოლმე

Posted by: ათულია 20 Jul 2016, 16:47
ქინქლა




ველქომ ბექsmile.gif

Posted by: mashusha 21 Jul 2016, 14:58
გოგოებო, დადეთ რა ტქვენი მენიუ!


Posted by: Yin&Yang 21 Jul 2016, 15:19
mashusha
დუკანს აპირებ ? დაგუგლე და იქ წერია რისი მიღება შეგიძლია. პირველი 5-7 დღე მხოლოდ ცილები ( ღორის ხორცი და ცხიმიანი აკრძალულია), ამის მერე მეორე ფაზაში მონაცვლეობით ხან მარტო ცილებს ჭამ, ხან ცილებს + ბოსტნეული, გარდა კარტოფილისა მგონი. პლიუს ყოველ დღე 1-2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო. წინა გვერდზე ყოფილა დაწვირლებით ყველაფერი დაწერილი.

თუ იცი რომ პურის და ხილის გარეშე ვერ გაძლებ, მაშინ დუკანი არ გამოგადგება. მე მაგის გამო არ დავიწყე, უგულავას ვაკეთებ პერიოდულად და ამ შვრიის ქატოსაც ვჭამ დილით უზმოზე.
შედეგი ყველა დიეტით გექნება, მთავარია ზომა-წონა დაიცვა biggrin.gif თუ ბევრი არ გაქვს დასაკლები, უბრალოდ ცხიმიანი-ტკბილი-ცომი შეზღუდე, წყალი სვი, ტკბილი ხილიც შეზღუდე, საღამოს 8 საათის მერე არ ჭამო და დაიკლებ ნელ-ნელა. თუ ბევრი გაქვს დასაკლები მაშინ კალორიებსაც უნდა დააკვირდე, 1200 კალორია მიიღო დღეში.
* * *
ქინქლა
QUOTE
დუნკანის დიეტით არა მაგრამ ნატა გაგუას დიეტით უკვე 25 კგ დავიკელი 15 აპრილიდან დღემდე.
დავყარე გათხოვება+ორი ორსულობით აკრეფილი წონა და ეხლა საბოლოო შედეგის მისაღწევად კიდევ -10 კგ მჭირდება, ვაგრძელებ კიდევ 1 თვე.

ნამდვილად მოსალოცი ამბავია tuk.gif დაახლოებით ხომ ვერ დაგვიწერ შენს მენიუს ? 3 თვეში 25 კილოგრამი სერიოზული შედეგია. დაცვა ძალიან გაგიჭირდა ?

Posted by: ქინქლა 21 Jul 2016, 17:52
კი მეც არ ველოდი ასეთ შედეგს, უკვე ჩაქნეული მქონდა ხელი ყველანაირ დიეტაზე და წონის დაკლებაზე. გავს დუნკანის დიეტას - აკრძალულია ბევრი ბოსტნეული (კარტოფილიც ) და ხილი, ბურღულეულიც. დღეში ვჭამ 4ჯერ. 7 დღიანი დიეტაა და მერე უკან ბრუნდები და ასე ვატრიალებ ამ ორკვირიან ციკლს აპრილის მერე. მინიმუმ 2 ლიტრი წყალი აქაც ნორმა. ვახშამსა და საუზმეს შორის მინიმუმ 12 საათი უნდა იყოს შუალედი. ჩემი ძირითადი რაციონია მოხარშული ქათმის ფილე და კიტრი/პამიდორი (80 გრამი ხორცი 200 გრამი ბოსტნეული). დილით შვრიის ფაფა 100 გრამი + 50 გრამამდე ნაკლებმარილიანი ყველი. დღეში 2 ჭიქა ყავა შეიძლება მხოლოდ ყავისფერი შაქრით ან თაფლით (2 კოვზი დღეში).

Posted by: nino_sh 21 Jul 2016, 17:57
ქინქლა
დილით
QUOTE
შვრიის ფაფა 100 გრამი + 50 გრამამდე ნაკლებმარილიანი ყველი


შუადღეს
QUOTE
ქათმის ფილე და კიტრი/პამიდორი (80 გრამი ხორცი 200 გრამი ბოსტნეული).


ყოველ დღე შეიძლება 200 გრ ბოსტნეული?
და საღამოს არაფერს არ ჭამ?
შეგიძლია უფრო დაწვრილებით დადო ეგ 7 დღიანი მენიუ?

Posted by: QISA 21 Jul 2016, 20:40
დუკანის ის მომწონს რომ გრამობით არ ჭამ, რამდენიც შეგიძლია იმდენი.
პური ჩემი სისუსტეა, და ვაცხობ დუკანის პროდუქტებით, ისეთი მაგარია ვერ აგიღწერთ, ჩემი ქმარი მიჭამს სულ, ასეთი გემრიელი რატო გამოდისო, მეც რომ გამომიცხო ძვირი გამოვაო? lol.gif lol.gif

Posted by: Yin&Yang 21 Jul 2016, 21:25
QISA
როცა მოიცლი დაწერე რა დუკანის პურის რეცეპტი.
მცენარეული ცხიმი ( ზეთი ) დაშვებულია პირველ და მეორე ფაზაში ?

Posted by: QISA 21 Jul 2016, 21:43
Yin&Yang
ზეთი როგორც მე ვიცი არ შეიძლება.
http://www.radikal.ru
ესაა პური დუკანის რეცეპტით .
მე არ მომეწონა და თვითონ რაღაც მოვიფიქრე.
2 კვერცხი+მარილი+ მაწონი ცოტა სოდით+ 2 ს/კ შვრიის ქატო+2 ს/კ ხორბლის ქატო+2 ს/კ სიმინდის სახამებელი+ 2 ს/კ შვრიის ფქვილი(მე ვიყიდე შვრიის ფქვილი, ზოგი შვრიის ქატოს ფქვავს , მე საფქვავი არ მაქვს), კარგად ავურიოთ და გამოვაცხოთ.
http://www.radikal.ru
ამაში ვაცხობ, 6 ცალი გამოდის, 2 დღე მყოფნის. ზუსტად ასევე ვაკეთებ ტკბილსაც, ვუმატებ დიაბეტიკების შაქარს გემოვნებით.
ორივე ძალიან გემრიელია.
პურის სურათებს გაჩვენებ ცოტა ხანში.

Posted by: Yin&Yang 21 Jul 2016, 21:51
QISA
დიდი მადლობა.
QUOTE
2 კვერცხი+მარილი+ მაწონი ცოტა სოდით+ 2 ს/კ შვრიის ქატო+2 ს/კ ხორბლის ქატო+2 ს/კ სიმინდის სახამებელი+ 2 ს/კ შვრიის ფქვილი(მე ვიყიდე შვრიის ფქვილი, ზოგი შვრიის ქატოს ფქვავს , მე საფქვავი არ მაქვს), კარგად ავურიოთ და გამოვაცხოთ.

დანარჩენი ინგრედიენტების ძებნის თავი არ მაქვს და მარტო შვრიის ქატოს გამოვიყენებ 8 სუფრის კოვზს. biggrin.gif იმედია გამოვა. მაწონი რამდენი დაახლოებით ?

Posted by: QISA 21 Jul 2016, 22:58
2-3 სუფრის კოვზი, 180 გრადუსზე, დრო არ ვიცი, შეატყობ.

Posted by: nino_sh 22 Jul 2016, 10:02
QISA
შვრიის ფქვილი სად იყიდე?
და სიმინდის სახამებელი სად იიდება

*****
2 კვირაზე მეტია დუკანს ვაკეთებ. 5 დღიანი შეტევიანად და 2.5-3 ქეციანი კილო ძლივს დავიკელი სადაა სამართალიიი
არ დამირღვევია თან არც თავი გამინებივრებია კოკაკოლით ან გამომცხვარი ალადებით და ა.შ. (დრო არ მაქვს მაგდენი). არც დამატკბობელი არ მიმიღია

დროა ენდოკრინოლოგს ჩავეხუტო რაღაც მჭირს ფაქტია

Posted by: Blankos_Qvrivi 22 Jul 2016, 10:11
nino_sh

QUOTE
2 კვირაზე მეტია დუკანს ვაკეთებ. 5 დღიანი შეტევიანად და 2.5-3 ქეციანი კილო ძლივს დავიკელი სადაა სამართალიიი


მეტი რაღა გინდა?

Posted by: ქინქლა 22 Jul 2016, 10:13
nino_sh
QUOTE
ყოველ დღე შეიძლება 200 გრ ბოსტნეული?
და საღამოს არაფერს არ ჭამ?
შეგიძლია უფრო დაწვრილებით დადო ეგ 7 დღიანი მენიუ?


დილით 8 საათზე გერკულესი და პლუს ან ხაჭო ან ყველი 50 გრამი. 3-4 საათში ხილი 200 გრამი (რაც აკრძალული არაა მე ვჭამ ხოლმე ვაშლს ან ვაშლატამს). 3-4 საათში ან 80 გრამი მოხარშული ხორცი და 200 გრამი კიტრი პამიდორი, ან 50 გრამი ყველი+50 გრამი ხაჭო და 200 გრამი ბოსტნეული. მერე 3-4 საათში ვახშამი იგივე რაც სადილზე ან მცირე განსხვავებით. ყოველ დღე განსხვავებული მენიუა. არის ბევრი აკრძალული ხილი და ბოსტნეული. გამომდის დღეში 4 კვება მინიმუმ 3 საათიანი შუალედებით. კოკაკოლა და გაზიანი მინერალური წყალიც კი აკრძალულია. არანაირი ალკოჰოლი.

სამწუხაროდ ელექტრონული ვერსია არ მაქვს დიეტის და სამწუხაროდ ვერ ავკრეფ აქ 6-7 თაბახის გვერდს. ამას გარდა ეს არის ინდივიდუალური რაციონი, დიეტოლოგი თითოეულ ადამიანს უნიშნავს შესაბამისი გამოკვლევების მიხედვით და რაც ჩემთვის ეფექტურია შეიძლება სხვისთვის არაფექტური აღმოჩნდეს

Posted by: ingiloo 22 Jul 2016, 10:18
ქინქლა
QUOTE
ხოო ამას ვუმიზნებდი

up.gif givi.gif

QUOTE
მომენატრეთ ძალიან მაგრამ ვეღარ ვახერხებ აქტიურ პოსტვას. შიგადაშიგ გათვალიერებთ ხოლმე

აკლიხარ დესპებს yes.gif

Posted by: nino_sh 22 Jul 2016, 10:24
Blankos_Qvrivi
გოგო ხალხი შეტევაში იკლებს მგონი მინიმუმ 5 კილოს და მე შეტევა დანარჩენი დღეებში ძლივს დავიკელი რაც დავიკელი აი ვწვალობ რა მართლა

ქინქლა
მაგარია ძალიან ამაზეც მადლობა
25 კილოს დაკლება ხუმრობა არაა. გილოცავ :*

Posted by: Blankos_Qvrivi 22 Jul 2016, 10:32
nino_sh

QUOTE
გოგო ხალხი შეტევაში იკლებს მგონი მინიმუმ 5 კილოს და მე შეტევა დანარჩენი დღეებში ძლივს დავიკელი რაც დავიკელი აი ვწვალობ რა მართლა


მერე ყველა ერთნაირი ხო არ არის ? არც შენი შედეგი არ არის ცუდი და ვიღაცამ ორ დღეში 20 კილო დაიკლო და შენ ვერა , მაგაზე რატო იშლი ნერვებს ? biggrin.gif გააგრძელე და ნახავ შენც შედეგს .


მე ისეთი განცდა მაქვს რო დიეტაზე რო დამსვა გრამს ვერ მოვიკლებ biggrin.gif

Posted by: nino_sh 22 Jul 2016, 12:56
Blankos_Qvrivi
QUOTE
მე ისეთი განცდა მაქვს რო დიეტაზე რო დამსვა გრამს ვერ მოვიკლებ   

biggrin.gif biggrin.gif

Posted by: QISA 22 Jul 2016, 13:18
nino_sh
ნიუ იორკში ვარ, მანდ არ ვიცი.

Posted by: irinol-ka 23 Jul 2016, 11:27
მეც დუკანზე ვარ გოგოებო და ზუსტად ორ თვეში -15 კგ ვარ smile.gif

Posted by: Ezekia 31 Jul 2016, 18:57
გამარჯობა, გოგოებო.


დავიწყე დღეს და გამიჭირდა, ხოიცი...


როგორ გადაიტანეთ შეტევა?

ცოტა ბევრი წერეთ რა პირადი გამოცდილებები, გული დავიმშვიდო ))

Posted by: keme-keme 31 Jul 2016, 22:03
მეც დღეს დავიწყე,საერთოდ არ გამჭირვებია, თუმცა ბევრს ვერ ვჭამ, სექტემბრის ბოლოს დამიწერა 8 კილოს დაკლება ბტ დუკანმა.

Posted by: Ezekia 31 Jul 2016, 23:04
keme-keme

მართლა?
მე ვჭამე ერთი უცხიმო ხაჭო, ერთი მაწონი მილკო 1%, ორი კვერცხი და ჩაი და ყავა უშაქროდ, და წყალი, და ქატო.

უპურობა მიჭირს((



Posted by: keme-keme 1 Aug 2016, 15:29
არის პურის რეცეპტები, მეორე ფაზიდან გამოიცხვე

Posted by: mivarus 7 Sep 2016, 19:55
გოგოებო, გთხოვთ გააზიაროთ თქვენი შედეგები. მე ხვალიდან გადავდივარ მეორე ფაზაში და საინტერესოა, თქვენ თუ ხართ კმაყოფილები?

Posted by: tin10nio 29 Sep 2016, 21:02
ხართ ვინმე ?
დავიწყე არის-აღსრულდა!
ოთხ დღეში -4:)

Posted by: umbr_ella 10 Oct 2016, 11:31
მე საფეხურები რომაა, 1 კვირიანი, ის გავაკეთე ოღონდ ბოლო დღეს ტორტი და ნაყინი არ მიჭამია და 2 კვირა გავაკეთე და 8 კილო დავიკელი.
ხანგრძლივი არ გამიკეთებია, 10 კილო მინდოდა დამეკლო. დავიკელი, ვჭამ მას მერე ყველაფერს და არ ვიმატებ smile.gif მომწონს. ტკბილის მოთხოვნილება მქონდა და ნამცხვარს ვაკეთებდი ქატოსგან smile.gif
ახლა მინდა კიდე 1 კვირიანის გაკეთება, მაინც, 2 კილო მაქ დასაკლები მარა მაინც მინდა გავაკეთო, ოღონდ როდიდან არ ვიცი smile.gif

Posted by: mashusha 10 Oct 2016, 12:01
tin10nio


დაწერე რა მენიუ

Posted by: ^Nos_ka 10 Oct 2016, 13:21
QISA
QUOTE
1/1 ზე ვაკეთებდი და 3/3 ზე ან 5/5 ზე უნდა თურმე თუ 10 კილოზე მეტი გინდა დაიკლო.
დავიწყე 3/3 ზე ორშაბათს.

ეს მეორე ფაზაში, ხომ?
დღეს დავიწყე და ვნახოთ რა შედეგი ემქნება.
10 დღე ვაპირებ გავაკეთო.

P.ს ვინმემ ხომ არ იცის, მწყერის კვერცხი სად ვიშოვო?
ქათმის არ მინდა. თავის დროზე ქოლესტერინთან დაკავშორებული პრობლემები შემიქმნა.
თქვენც მოერიდეთ, კვირაში მაქსიმუმ 2-3 მიირთვით.

Posted by: ninia84 10 Oct 2016, 15:48
^Nos_ka
ნიკორაში იყო ჩემს ახალგაზრდობაში smile.gif)))) ეხლა რა ხდება არ ვიცი. ნახეთ, შეიძლება იყოს კიდევ

Posted by: მანანიკო 10 Oct 2016, 16:30
umbr_ella

გილოცავ! :დ bis.gif

მე 20 მაქვს დასაკლები და ღირს ცდად ხო? ის ფაზები და ამბები მეზარება და ვერც თავს ვაბამ vis.gif



Posted by: tin10nio 10 Oct 2016, 17:25
mashusha
ფეისბუქ გვერდზე მიგიწვევ მე შენ და გასწავლი smile.gif

Posted by: მანანიკო 10 Oct 2016, 17:28
tin10nio

მაწვნის სუპი გააკეთე? baby.gif

Posted by: ingiloo 10 Oct 2016, 18:08
^Nos_ka
QUOTE
ვინმემ ხომ არ იცის, მწყერის კვერცხი სად ვიშოვო?

ნიკორას მაღაზიებშია.

Posted by: tin10nio 10 Oct 2016, 21:12
mananiko81
კეეეე რა მააგარია დუკანზე მაწვნის კერძი მაგრად მიდის :-D

Posted by: მანანიკო 10 Oct 2016, 21:24
umbr_ella


კიდევ რა მაინტერესებს, რამდენ ხანში დაიკელი ეგ 10 კილო ? იმედია 2 კვირაში არა biggrin.gif და არც ერთ თვეში..

Posted by: umbr_ella 11 Oct 2016, 11:41
mananiko81
2 კვირაში კი, ცუდია?
20 კილო მქონდა დასაკლები, წამლების გამო მოვიმატე და გამიჭირდა ძაან დაკლება. რა 20, მეტიც მქონდა. 52 ვიყავი სულ და 80 ისე გავხდი ვერ გავიგე sad.gif

ბორშის დიეტა გავაკეთე 2 კვირა. 13 კილო დავიკელი. მერე კიდე თამაშობდა წონა და ამ დიეტამ "მიშველა"

Posted by: მანანიკო 11 Oct 2016, 11:48
umbr_ella

ცუდი რაა, უბრალოდ რაც უფრო ნელნელა იკლებ მით მეტად ინარჩუნებ, ეხლა ხანგრძლივად უნდა ეცადო ისეEტი არაფერი ჭამო, რომ მოიმატო , არამედ პირიქით შეინარჩუნო. თუ საერთოად არ გაწუხებდა ჭარბი წონა და რაღAც მიზეზით მოიმატე(ამ შემთხვევაში წამლის გამო) სავარაუდოდ ადვილად შეინარჩუნებ.

ყველას დაკლებული კილოგრამები ისე მიხარია bis.gif biggrin.gif


რამდენიმე დღეში იმედია მეც შევუდგები..

Posted by: umbr_ella 11 Oct 2016, 12:03
mananiko81
მე რაც დავიკელი, აღარ მომიმატებია. + კარგი ექიმის ხელში ვარ და რომც არ ყოფილიყავი დიეტაზე მაინც დაიკლებიო smile.gif

მაგრამ დუკანი იმითი მომწონს, რომ ნაირ ნაირ საჭმელებს ვაკეთებდი და გემრიელობებს smile.gif ვჭამდი და ვიკლებდი smile.gif

Posted by: I_can_see_your_house_from_here 11 Oct 2016, 22:45
ერთი თვეა დაახლოებით დუკანს ვაკეთებ.. 7 კილომდე დავიკელი მაგრამ მერღვევინება
* * *
თუ რამეა ტორტსაც ვჭამ და ხაჭაპურსაც.. ასეთ შემთხვევებში რას შვებით ხოლმე მოდუკანეებო ?

Posted by: John Jolie 12 Oct 2016, 12:19
შვრიის ქატო რა არის, ჰერკულესი?
უცხიმო რძე და კეფირი იყიდება სამდე?


და ეს დიეტა კუჭში კრავს ხო სავარაუდოდ (მე მაპატიეთ ამ კითხვისთვის)...
* * *
ქინქლა

გაგუა სად მოღვაწეობს და საშუაოდ რა ჯდება მასთან ვიზიტი და ანალიზები?

Posted by: Yin&Yang 24 Oct 2016, 15:56
ტემპერატურა 35 გრადუსი მაქვს და პულსი 58-60 - ნივთიერებათა ცვლა დაბალ "პარზეა" ძალიან biggrin.gif მაინც იმედი მაქვს ამ დუკანის და ვაკეთებ თვენახევარია.

Posted by: nia4u 24 Oct 2016, 22:14
John Jolie
QUOTE
შვრიის ქატო რა არის, ჰერკულესი?
უცხიმო რძე და კეფირი იყიდება სამდე?
და ეს დიეტა კუჭში კრავს ხო სავარაუდოდ (მე მაპატიეთ ამ კითხვისთვის)...


ქატო ჰერკულესი არ არის.
ქატო ზოგადად არის მარცვლეულის ქერქი,
ყველანაირი მარცვლეულის შეიძლება იყოს - ხორბლის, ქერის, ბრინჯისაც კი,
და მათ შორის შვრიისაც.
ცალკე იყიდება, აფთთიაქებშიც არის და სასურსათოებშიც.
სწორედ, უზმოზე ქატოს მიღება აგვარებს შეკრულობის პრობლემას smile.gif

Posted by: Yin&Yang 24 Oct 2016, 22:37
nia4u
შვრიის ფანტელები ხომ იგივე ჰერკულესია. იმიტომ იკითხა ალბათ.
QUOTE
სწორედ, უზმოზე ქატოს მიღება აგვარებს შეკრულობის პრობლემას smile.gif

დუკანს ძალიან ახასიათებს შეკრულობა, შვრიის ქატო ვერ აგვარებს სამწუხაროდ. სელის თესლს და ხორბლის ქატოს იყენებენ აქტიურად ამ დიეტის დროს.

Posted by: nia4u 25 Oct 2016, 18:04
Yin&Yang
QUOTE
შვრიის ფანტელები ხომ იგივე ჰერკულესია. იმიტომ იკითხა ალბათ.

ჰოდა, მეც იმიტომ გამოვეხმაურე, რომ შვრიის ფანტელი ანუ ჰერკულესი სხვა რამეა და შვრიის ქატო - სხვა რამეა smile.gif

Posted by: ვივიანა 28 Oct 2016, 17:26
ორშაბათს ვიწყებ , გადავწყვიტე.
2 თვეს მაინც დავიცავ ^^

Posted by: one_day- 2 Nov 2016, 17:56
გამარჯობა, მეორე ეტაპში ცოტა ზეითუნის ზეთი შეიძლება ნეტა?

Posted by: Yin&Yang 2 Nov 2016, 18:54
one_day-
კი, დღეში 1 ჩაის კოვზი.

ადრე არ გამომიყენებია არასდროს და ამ დიეტისთვის ვიყიდე, ესპანური ზეითუნის ზეთი აწერია. არის აშკარად მწარე და უცნაური სუნი აქვს ( საღებავის გამხსნელის სუნს მივამსგავსე biggrin.gif ). ასე უნდა იყოს ნეტავ. რაიმეს შეწვის დროს ნეიტრალდება კიდევ კარგი.

Posted by: ZOR-666 25 Nov 2016, 23:42
ეს დიეტა მამაკაცებზეც მუშაობს???????????

Posted by: nia4u 28 Nov 2016, 01:31
ZOR-666
QUOTE
ეს დიეტა მამაკაცებზეც მუშაობს???????????

კი smile.gif უფრო ეფექტურადაც კი... yes.gif

თიკა ფაცაციას ინტერვიუ ექიმ პიერ დუკანთან
http://rustavi2.com/ka/video/20586?v=2
საინტერესო და გახსნილი ადამიანი ჩანს...
თუ გიჭირთ დიეტის დაცვა და გვერდით მდგომი გჭირდებათ, ფეისბუქზე მომწერეთოოო smile.gif

Posted by: თამროთამარა 19 Dec 2016, 05:39
ჩემ გარშემო ვინც კი გააკეთა ეს დიეტა ყველამ დაიკლო "საკაიფოდ".
მე 7-10 დღე გავაკეთებ-დავიკლებ, მოვიმატებ მერე ისევ sad.gif

Posted by: totti111var 22 Dec 2016, 18:32
გამარჯობათ ვარჯიშის გვერდი გავაკეთე ბევრი საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია დაიდეება

ჩემი და ჩემი მოსწავლების შესრულებით დაიდება ვარჯიშები

ასევე თუ დაგჭირდებათ პირადი ინსტრუქტორი მომწერეთ პირადში

მოიწონეთ გვერდი არ დაიზაროთ

love.gif

https://www.facebook.com/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%94-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-1595399577434769/

Posted by: farnaoz 20 Mar 2017, 16:50
დუკანის დიეტა საქართველოსთვის - რეალური ადამიანების პირადი გამოცდილება, რჩევები, სრული ინფორმაცია დიეტის შესახებ
https://www.facebook.com/groups/490483538007889/

Posted by: charliXL 23 Apr 2017, 18:51
რატომ ჩაკვდა ეს თემა? ყოველი მეორე დუკანის დიეტას იცავს მაინც, მათ შორის მეც ვიცავდი და სწორედ ამასთან დაკავშირებით მაქვს კითხვა იქნებ შემეხმიანით შეტევაში დავიკელი 3 კილომდე ხოლო დანარჩენი 1 თვე გავმწარდი ვეჭიდავებოდი 1 კილოს, მერე მუშაობა დავიწყე ფეხები დამისივდა და შევეშვი.
1 თვე 1 კილოს რომ ეჭიდავები ნორმალურია?

Posted by: tweety86 1 May 2017, 14:45
ყველა იკლებს წონაში და რას ჭამთ შეგიძლიათ დაწეროთ?
2 კილოგრამი მინდა დავიკლო და ფაქტიურად შიმშილი გამომდის

რძის პროდუქტები, ხორცი კიდე?
თევზს მოხარშულს ვერ ვიტან და დამარილებულს ცალკე ვერ ვჭამ

Posted by: Ninito_ 1 May 2017, 14:57
tweety86
2 კილოს დასაკლები დიეტა არაა ეს, მართლა
რომ დათვალო საიტზე მაგ 2 კილოს დაკლებას გაგიწერს 2 თვეზე, როცა რეალურად თუნდაც კალორიებით 1 -2 კვირაში დაიკლებ. ისე კი ბოლო ზედმეტი კილოგრამების დაკლება არის ყველაზე რთული

Posted by: tweety86 1 May 2017, 15:04
Ninito_
მადლობა

1-2 კვირა ძალიან ბევრია ჩემთვის biggrin.gif თან ყოველთვის არ მაქვს გრამობით რომ ვწონო მაგის საშუალება.
მგონია ჯობია სხვა რამე მოვიფიქრო მართლაც

ვარჯიში, ცურვა იდეალურია მაგრამ დრო არ მაქვს

მოკლედ ნურც გაფრინდები, ნურც მოფრინდები ამბავში ვარ

Posted by: John Jolie 1 May 2017, 17:56
5-5 დღე მარტო ცილოვანი რომ ჭამოს ადმიანმა 6 თვე, შეკრულობისგან ბუასილს აიკიდებს

რამე ხერხი არააა ამის თავიდან ასაცილებლად? ხორბლის ქატო რას უშვეილლს ოღონდაც

Posted by: nia4u 2 May 2017, 00:52
tweety86
მგონია, რომ შენ კვირაში ორი დღე განტვირთვაც გეყოფა...
John Jolie
QUOTE
5-5 დღე მარტო ცილოვანი რომ ჭამოს ადმიანმა 6 თვე, შეკრულობისგან ბუასილს აიკიდებს

რამე ხერხი არააა ამის თავიდან ასაცილებლად? ხორბლის ქატო რას უშვეილლს ოღონდაც

სწორედ ეგ დატვირთვა აქვს დუკანის დიეტაში ქატოს, რომ შეკრულობის პრობლემა მოიხსნას...
ოღონდ შვრიის ქატო და არა ხორბლის.

Posted by: John Jolie 2 May 2017, 13:38
nia4u
მადლობა და შვრიის ქატოს რუსულად და ინგლისურად რა ქვია, მაღაზიაში რომ ავიღო
ნორდიკს აქვს?

Posted by: nia4u 2 May 2017, 16:15
John Jolie
ოტრუბი არის ქატო რუსულად,
შესაბამისად, შვრიის ქატო არის ოვსიანიე ოტრუბი.
აფთიაქებში მინახავს, მაგრამ ნორდიკის იყო თუ სხვა ფირმის არ მახსოვს...
მარკეტებშიც შემხვედრია რუსული წარმოების,
ასევე მგონი "მარგ"-ს აქვს, ქართული წარმოების...
ინგლისური დასახელება არ ვიცი...
smile.gif

Posted by: Batuka 8 May 2017, 15:40
QUOTE
რამე ხერხი არააა ამის თავიდან ასაცილებლად? ხორბლის ქატო რას უშვეილლს ოღონდაც


ხორბლის ქატო პირველია შეკრულობისთვის და ამ დიეტაში მემგონი შვრიის ქატო უნდა... ისე კი ხორბლის რომ ვჭამო რა რო?

Posted by: taktakuna 10 May 2017, 15:11
ბაიას აქვს შვრიის ქატო 450 გრამიანი 4 ლარამდე ღირს.

Posted by: iratta_26 10 May 2017, 15:58
მე ფარმადეპოში ვიყიდე შვრიის ქატო, დიდ კოლოფშია 8 ლარი ღირდა მგონი.

Posted by: Batuka 30 May 2017, 11:42
QUOTE
მე ფარმადეპოში ვიყიდე შვრიის ქატო, დიდ კოლოფშია 8 ლარი ღირდა მგონი.


5 თუ 6 მდე ღირს ავერსში

Posted by: kozeta123 30 May 2017, 22:55
შვიდი დღე რასაც ქვია დავიცავი დუკანი არაფერი არ დამირღვევია მერე ბავშვის ნათლობა მქონდა ხოდა ორი დღე მომიწია დარღვევა და ეხლა ისე გამიჭირდა დაბრუნება ისევ შეტევის ფაზა ხორცზე უკვე ცუდად ვხდები არადა 6 კილო დავიკელი sad.gif

Posted by: Evaeva 2 Jun 2017, 23:41
ერთი თვე არაა ჯერ მინუს 5.ნელა მიდის კლება მაგრამ არ ვნებდები 1-1ზე ვაკეთებ ვნახოდ,ცოტა ჰორმონული დისბალანსი მაქვს და ალბაღ მაგიტომ

Posted by: maiakh 3 Jun 2017, 01:02
5 კვირაში 10 კილო დავიკელი, მერე განტვირთვაზე გადავედი და კიდევ 2 კილო მოვიკელი, მაისში ავუშვი აფრები და 1 კილო მოვიმატე. კუჭი ამატკია დუკანის დიეტამ და მაგიტო შევწყვიტე. ეხლა ორშაბათიდან ისევ დუკანს ვაპირებ, იმედია კუჭი არ მაგინებს, კიდევ მინდა 10 კილო 5 კვირაში, იმედია დავიკლებ.

Posted by: nia4u 20 Jun 2017, 19:04
ფეისბუქზე იდო biggrin.gif


////////////////////////////////////////////////////

Posted by: თამროთამარა 20 Jun 2017, 19:30
lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: iratta_26 20 Jun 2017, 19:48
nia4u
წეროების თემაში დადე ეს lol.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif ან აქამდე გაგვეგო.

Posted by: nia4u 20 Jun 2017, 19:49
iratta_26
QUOTE
წეროების თემაში დადე ეს          ან აქამდე გაგვეგო.

აბააა, ეგ თუ მიშველიდა, რა ვიცოდი...
lol.gif

Posted by: iratta_26 20 Jun 2017, 19:53
nia4u
რას ვწვალობდი ამდენ ხანს, რა ფული ვყარე. თურმე დადექი რა ამ ოხერ დიეტაზე biggrin.gif

Posted by: nopiahopi 21 Jun 2017, 00:46
taktakuna
QUOTE
ბაიას აქვს შვრიის ქატო

მაგ ბაიას პროდუქცია მაინტერესებს და სად იყიდება? რამდენიმე ადგილას ვიკითხე და არ გვაქვსო

Posted by: fly30 21 Jun 2017, 00:54
sopiasopi
გუდვილს აქვს ნამდვილად

Posted by: Nutsa2015 21 Jun 2017, 17:01
ანუ უკეთ რომ გაამრკვიოთ, 10 კგ ს დაკლება რომ მინდა 1 ფაზას ვაკეთებ 4 დღე. მეორე ფაზას მანამ სანამ არ დავიკლებ და ეს შეიძლება გაგრძელდეს 2 თვეც? და მესამე ფაზა შენარჩუინება თითო დაკლებულ კგ ზე 10 დღე? ანუ უსასრულოა ეს დიეტა?

Posted by: nia4u 23 Jun 2017, 01:13
Nutsa2015
QUOTE
ანუ უსასრულოა ეს დიეტა?

პრინციპში - კი....
"ცხოვრების წესია"...


ფრესკოს მესიჯი მომივიდა, ნორდიკის ქატო - 6 ლარიო...

Posted by: Kikunaa 26 Jun 2017, 16:27
QUOTE
taktakuna
QUOTE
ბაიას აქვს შვრიის ქატო

მაგ ბაიას პროდუქცია მაინტერესებს და სად იყიდება? რამდენიმე ადგილას ვიკითხე და არ გვაქვსო


ავერსის აფთიაქებშიც არის ,,ბაიას" შვრიის ქატო. მე ,,ნორდიკზე" მეტად ,,ბაიას" ქატო მომეწონა.

Posted by: MELO_MELO 26 Jun 2017, 16:36
დღიური რაციონი დაწერეთ რა გამოცდილებმა.. რეები იჭმევა ვნახდ, ოდენობები ვერ ვნახე ვერსად

Posted by: L_i_L_i 10 Jul 2017, 02:18
ყველაზე მეტად ის მაინტერესებს ტკბილს რომ არანაირად იღებ და გლუკოზა სისხლში ასე ეცემა როგრო იტანს ორგანიზმი?

Posted by: bacho71 13 Jul 2017, 20:24
biggrin.gif
..................................................................................

Posted by: Nutsa2015 14 Jul 2017, 09:40
მე და ჩემი მეუღლე ვიცავთ დუკანის დიეტას. მე 7 დღიანი დიეტა რომელიც არის მუფრო მარტივი მაგას უკვე 3 კვირაა. 3 კგ დავიკელი და მას მერე ძვრა არაა. ჩემმა მეუღლემ 5 დღე შეტევა გააკეთა და მეორე ფაზაზეა უკვე 2 კვირაა და 4 კგ ს მეტი ძვრა არა აქვს. მეორე ფაზაში ძნელად იკლებ თუ რა ხდებააა

Posted by: bacho71 14 Jul 2017, 20:51
ვინაა ეს დუკანი შეგიძლიათ ამიხსნათ?
ან რანაირად ახერხებს იმას რომ ყველა ადამიანის მეტაბოლიზმი, შიდა და გარე ცხიმი, წყლის რაოდენობა, კუნთის რაოდენობა ძვლის მასა, კუნთოვანი მასა და ასე შემდეგ საიდან იცის?
როგორ ახერხებს რომ ყველას არგებს ამ დიეტას?
რა სისულელეები წერია ვერ მივხვდი საერთოდ რა შეტევის ფაზა და გარდასახვა, კუთხურის მოწოდება და ასე შემდეგ რას ნიშნავს biggrin.gif საფეხბუთო ნაკრებია? biggrin.gif

ადამიანმა თუ არ იცი საკუთარი ორგანიზმის შესახებ რა მდგომარეობაში გაქვს საიდან ან რა გარანტიით და რისკის ფასად იწყებ დიეტას რომელიც არ იცი შენ ორგანიზმს რას მოუტანს.



ხალხნოოო, არანაირი დიეტა გინდა დუკანის იყოს და გინდაც ენბიეის ვარსკვლავის ტიმ დანკანის არ არის ეფექტური სანამ სწორ კვებას არ მიეჩვევით.

Posted by: citygirl 8 Aug 2017, 01:48
ერთი რამე ვერ გავიგე. ვთქვათ თავიდან ამ შეტევას ვაკეთებ 3-4 დღე, მერე მეორე ფაზას რამდენ ხანს ვაკეთებ? სანამ სასურველ წონას არ მივ აღწევ? და მერე გადავდივარ შენარცუნების მესამე ეტაპზე?

გთხოვთ მითხაირტ სწორად გავიგე თუ არა smile.gif მადლობა წინასწარ

Posted by: lilu777 15 Aug 2017, 19:42
დუკანის დიეტაზე ყველი შეიძლება მეორე ფაზის დროს?

Posted by: sopo_sopooo 20 Aug 2017, 07:32
lilu777
2% მდე ცხიმიანობის რომელიც მე პირადად ვერსად ვიშოვე. ერთადერთი პრეზიდენტსცაქვს და ყველის გემო ნამდვილად არ აქვს, უფრო ხაჭოს გავს
user posted image

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)