Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ავტომობილები > საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვება


Posted by: riddler 18 Apr 2024, 02:43
ავარიისას პატრულის გამოძახების გარეშე
რომ მოურიგდეს ორივე მხარე, შეთანხმდეთ ანაზღაურებაზე და სხვა
შემდგომ დატოვონ ავარიის ადგილი

ამის შემდეგ, ვთქვათ მეორე მხარე აღარ გამოდის კონტაქტზე

გქონიათ მსგავსი შემთხვევა? რა მეთოდი არსებობს სიტუაციის შემოსაბრუნებლად?
რომ განაცხადო დაგვიანებით რამდენად ლოგიკური გზაა? (თუ არ ვცდები ჯარიმდება ორივე მხარე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის, კიდე რამდენად რეალურია რომ შეგიჩერონ მართვის უფლება)

QUOTE

აქ როგორც წერია https://matsne.gov.ge/ka/document/view/2169389?publication=0

1. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება ან საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე სატრანსპორტო საშუალების შემთხვევის ადგილიდან გადაადგილება, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას 250 ლარის ოდენობით.


ამის გარდა ასევე  https://parliament.ge/media/news/satransporto-sashualebis-martvis-darghvevebze-sakanonmdeblo-regulatsiebi-mkatsrdeba

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის მონაწილე მძღოლის მიერ შემთხვევის ადგილის მიტოვება. აღნიშნული გამოიწვევს მართვის უფლების შეჩერებას 3 წლის ვადით, ხოლო მართვის უფლების არმქონე პირისთვის − დაჯარიმებას 1 500 ლარის ოდენობით.

Posted by: idallgo 18 Apr 2024, 09:56
riddler


დაზღვევა გქონდათ ან ერთს ან მეორეს?

30 დაზღვევა boli.gif

Posted by: riddler 18 Apr 2024, 17:32
idallgo

არცერთს.

მაგრამ დაზარალებულს რომ ქონოდა? დაზღვევასაც ხო ვერ დაუფიქსირებ დაგვიანებით?

Posted by: Gogla1990 18 Apr 2024, 19:52
riddler
QUOTE
რა მეთოდი არსებობს სიტუაციის შემოსაბრუნებლად?

თუ არც ფოტო/ვიდეო მასალაა და არც მეორე მხარის აღიარებითი ჩვენება, მაშინ კანონიერი არანაირი მეთოდი არ არსებობს
ვის და როგორ გინდათ უმტკიცოთ რომ იმის ბრალი იყო რამე? ეგრე ნებისმიერს დავადებ ხელს მანქანა გამიფუჭათქო smile.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)