Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > თბილისი > თბილისის მეტრო |
Posted by: Accident 28 Jun 2017, 07:42 |
რიგითმა მგზავრებმა, რომელთაც მეტროპოლიტენი მხოლოდ სამგზავრო, პრაქტიკული კუთხით გაინტერესებთ, შეგიძლიათ აქ დაამთავროთ კითხვა. დანარჩენი ტექსტი ძირითადად განკუთვნილია თბილგანყის მანიაკებისთვის. ისტორია: მეტროპოლიტენის გაყვანის იდეა თბილისში XX საუკუნის 30-იან წლებში გაჩნდა, მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყებისთანავე. მეტროპოლიტენის მშენებლობის განსაკუთრებული მხარდამჭერი იყო იმდროინდელი მთავარი არქიტექტორი ზაქარია ქურდიანი, რომელმაც საქალაქო საბჭოს ნებართვით პირველი მოსამზადებელი სამუშაოები წამოიწყო 1937-1940 წლებში. ვიქტორ გოცირიძის მემუარებში ვკითხულობთ: 1940 წელს თბილისში, ლენინის მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი), იქ, სადაც ახლა ცეკავშირის შენობაა, ვაგზლის მოედანზე - გასტრონომთან, 26 კომისრის რაიონში (ამჟამად ავლაბარი), კინოთეატრის პირდაპირ, გაჩნდა პირველი მწვანედ შეღებილი ღობეები, რომლის იქითაც მიწას ბურღავდნენ, აფეთქებდნენ, სხვა საინჟინრო სამუშაოებს ასრულებდნენ. აქ მეტროს მშენებლობა დაიწყებაო, რაღაც ჩურჩულით ამცნობდნენ ერთმანეთს თბილისელები. ...თუმცა 1941 წელს მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, სამუშაოები არ შეწყვეტილა. არც ღობეები აუღიათ. ...ამიტომ მეტროპოლიტენის ნაცვლად სწრაფი ტემპებით დაიწყო თავშესაფრების მშენებლობა... ...მაშინ ასეულობით ადამიანი სწორედ ამ თავშესაფარში ეძებდა ხსნას. 2001 წელს თბილმეტრომშენის მერ გამოცემულ წიგნში კი ვკითხულობთ: ,,,,,დაწყებული მიწისქვეშა სამუშაოები კვლავ გაგრძელდა, ოღონდ ახლა უკვე როგორც თავშესაფრების კომპლექსების“. ომის შემდეგ მეტროპოლიტენის მშენებლობის საკითხი კვლავ დაისვა 1951 წელს. იმ დროინდელი გაანგარიშებით, 1970 წელს ქალაქის მოსახლეობა 1 მილიონს მიაღწევდა, შესაბამისად საჭირო იყო შორს პერსპექტივაზე გათვლილი სატრანსპორტო სისტემის შექმნა. კონკრეტული ბიძგი მეტროს მშენებლობის საკითხის ადგილიდან დაძვრას მისცა 1951 წელს სტალინის ვიზიტმა ბორჯომში, სადაც მას კანდიდ ჩარკვიანმა წარუდგინა მეტროპოლიტენის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიური დასაბუთება და ზეპირი თანხმობაც მიიღო. 1951 წლის 25 აგვისტოს (სხვა წყაროს მიხედვით 29 სექტემბერს) სსრკ მინისტრთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის მეტროპოლიტენის მშენებლობის დაწყების თაობაზე, ბიუჯეტი განისაზღვრა 823.7 მლნ მანეთით. 1952 წლის იანვარში ჩამოყალიბებული იქნა თბილგვირაბმშენის სამმართველო და მის ხელმძღვანელად დაინიშნა გიორგი ნასიძე, რომელიც 1933-1941 წლებში მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე მუშაობდა, 1941-1952 წლებში კი ამიერკავკასიის რკინიგზის შავი ზღვის სანაპირო გვირაბებისა და ხიდების მშენებლობას ხელმძღვანელობდა. გიორგი ნასიძის პირველ მოადგილედ დაინიშნა ასევე მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობასა და შემდგომში ამიერკავკასიის რკინიგზის სამმართველოს საგზაო სამსახურში მუშაობის გამოცდილების მქონე ვიქტორ გოცირიძე. შეიქმნა ორი სამეურნეო ერთეული: N1 მშენებლობა, რომელსაც დიდუბიდან რუსთაველამდე მონაკვეთის მშენებლობა, და N2 - რომელსაც ევალებოდა რუსთაველიდან 300 არაგველამდე მშენებლობა. სულ შეიქმნა შვიდი შახტი: N 1 - დიდუბეში. ჩვენს მიერ ხელთ არსებული ცნობებით, ეს შახტი მდებარეობდა წერეთლის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე. თავდაპირველი გეგმით ვაგზლის მოედნის შემდეგ მეტრო მიდიოდა წერეთლის გამზირზე, რასაც მოწმობს მკვეთრი მოსახვევი და პატარა ჩიხი ლიანდაგების გარეშე ვაგზლის მოედნის შემდეგ პირველ გვირაბში ნაძალადევის მიმართულებით, ასევე პირველი და საბურთალოს ხაზების შემაერთებელი გვირაბის შეერთება წერეთელი - სადგურის მოედნის გადასარბენთან პირდაპირ ხაზზე, როგორც ჩანს სწორედ ეს უნდა ყოფილიყო თავდაპირველი გადასარბენი, ასევე წერეთელთან გამომავალი ნაძალადევის მეორე დეპოს გვირაბი, რომელიც როგორც ჩანს, პირველი ლიანდაგის თავდაპირველი მშენებლობის ნაშთია. რაც შეეხება თავად შახტას, რომლიდანაც შენდებოდა ს. წერეთლის გამზირი, იგი ატარებს ნომერს 21. დღემდე ჩემი და მოდერატორის კამათის საგანია თუ რომელი ნომერია წერეთელზე პოლიციასთან მდებარე სავენტილაციო შახტი. ჩემი აზრით, ეს არის უკვე გვიანი შახტი N21, ხოლო უსათნოესის აზრით იგი თავდაპირველი, N1 შახტია. არაა გამორიცხული, რომ N21 შახტი სწორედ დაკონსერვებული N1 შახტის საფუძველზე შექმნილიყო და მას ნომერი შეცვლოდა 1970-იანებში საბურთალოს ხაზის მშენებლობისას. ასე რომ, ეს ჯერ კიდევ გამოსაკვლევია. თუმცა, არსებობს ვარაუდი, რომ ეს გეგმა იყო უფრო გვიანი პერიოდის. ამის საფუძველს იძლევა „თბილგვირაბმშენის“ თანამშრომლების მიერ მოწოდებული ინფორმაცია (ჯერჯერობით გადაუმოწმებელი), რომლის მიხედვითაც, თავდაპირველი პროექტით, წერეთელზე მდებარე შახტიდან გაყვანილი იყო ორი გვირაბი, რომელიც მდებარეობდა ზედაპირთან შედარებით ახლოს და ისეთივე დიდი გაბარიტის იყო, როგორიც მარჯანიშვილის და ვაგზლის მოედნის გვირაბებია. ხოლო, ახალი (ამასთან, მცირე გაბარიტის) გვირაბების გასაყვანად, საჭირო გახდა შახტის, კიდევ უფრო მეტად ჩაღრმავება (შესაძლოა, მტკვრის გადაკვეთის მიზნით). ძველი გვირაბები კი, რომელთა სიგრძეც (იმავე წყაროს მიხედვით) 50 მეტრს აღემატება, ხოლო მიმართულება უცნობია, ჩაბეტონდა და დაახლოებით არსებული შახტის შუა სიღრმეზე უნდა მდებარეობდეს. N 2 - ვაგზლის მოედანზე (ამ შახტასთან დაკავშირებით უცნაურობა არის ის, რომ გარკვეული ანონიმური, მაგრამ სრულიად უტყუარი წყაროების მიხედვით, სადგურის მოედანი-1-ის სავენტილაციო შახტის კარს ,,ვშ-1“ აწერია. ყველა სხვა, მათ შორის ნაბეჭდი წყაროს მიხედვით, კი ეს შახტი N2-ია. როგორც ერთმა მოსკოველმა მეტროფანატმა მითხრა, ზოგჯერ ხდება, რომ სავენტილაციო შახტის ნუმერაცია არ ემთხვევა სამშენებლო შახტის ნუმერაციას და ამის მაგალითები მოსკოვში არსებობს, თუმცა არც თუ ისე ბევრი. მოკლედ, შეკითხვები არსებობს და ჯერჯერობით რაიმე კატეგორიული დასკვნისგან თავს შევიკავებ. თავად შახტი ერთ-ერთი შენობის სარდაფში ამოდის და ზედაპირზე არ ჩანს, სამაგიეროდ მისი კოპერი ჩანს ფილმში ,,სხვისი შვილები“); N 3 - მარჯანიშვილზე (ეს იყო პირველი შახტი და მასზე მუშაობა დაიწყო 1952 წლის იანვარში, ისევე როგორც N 2 შახტი, ისიც არ ამოდის ზედაპირზე, უერთდება ერთ-ერთ ნაგებობას. სავენტილაციოდ არ გამოიყენება); N 4 - რუსთაველზე (მისი კოპერის ნახვა შესაძლებელია მთელ რიგ ფოტოებზე. არ ამოდის ზედაპირზე); N 5 - თავისუფლების მოედანზე (ეს შახტა განსხვავდება წინა შახტებიდან იმით, რომ არ ჰქონდა ცალკე მდგარი ჭაური, არამედ ეს იყო საესკალატორო დაღმართი. მწირი ადგილის გამო, ვერ მოხერხდა კოპერის ჩადგმა მიმდებარე ტერიტორიაზე და გადაწყდა სსრკ-ში პირველად, გამოეყენებინათ საესკალატორო დაღმართი სადგურის და მიმდებარე გადასარბენი მონაკვეთების მშენებლობისთვის, რაც წარმატებით განხორციელდა. ასევე, ამ შახტზე გამოყენებული იქნა გრუნტის გაყინვის მეთოდი, რადგან საესკალატორო დაღმართი მცურავ ქანებს ჰკვეთდა); N 6 – ავლაბარში ( ჩანს ზედაპირზე, ზოგჯერ იწვევს გამვლელების შენიშვნებს ,,ეს რა ჯანდაბაა, რომ მოაშორონ, უკეთესი იქნებოდა“); N 7 – 300 არაგველი (აქ უფრო საინტერესოდ არის საქმე. ეს არის ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი სადგური, რომელიც ერთდროულად ორი შახტიდან შენდებოდა: N 7 და N 12. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ პიკანტური ფაქტები უკავშირდება მოცემულ სადგურს, აქ გავჩერდები, რათა უნებურად არ გადავლახო ზღვარი საჯარო ლიტერატურაში მოცემულ ყველასათვის ხელმისაწვდომ ინფორმაციის დაწერასა და საიდუმლო ინფორმაციის გამჟღავნებას შორის. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ არც ერთი ეს შახტი სავენტილაციოდ არ გამოიყენება, ვენტილაცია სხვა სქემით ხორციელდება მოცემულ სადგურზე, ხოლო შახტები... თავად მიხვდით). 1953 წლის 7 სექტემბერში სსრკ მინისტრთა საბჭომ მისი თავჯდომარის გიორგი მალენკოვის ინიციატივით მიიღო თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის ლიკვიდაციის (ანუ შახტების დაშლის და გამომუშავებული სივრცეების ამოვსების), ხოლო კიევსა და ბაქოში - კონსერვაციის შესახებ (მშენებლობა წყდება, მაგრამ ხდება შახტების ვენტილაცია, წყლის ამოტუმბვა და მცირე დაზიანებების შეკეთება, რათა საჭირო დროს შესაძლებელი გახდეს შახტზე მუშაობის განახლება). ამ დროისთვის უკვე გაყვანილი იყო კილომეტრზე მეტი სიგრძის გვირაბები მარჯანიშვილსა და ვაგზლის მოედანს შორის, რაც შეადგენდა 150 მლნ მანეთის ღირებულებას. საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ვასილ მჟავანაძის ძალისხმევით მოხერხდა სსრკ-ს მინისტრთა საბჭოსგან თანხმობის მიღება თბილისში მშენებლობის კონსერვაციაზე (ლიკვიდაციის სანაცვლოდ), უფრო მეტიც, საქართველოს ხელისუფლებამ არაფორმალურად (ფაქტობრივად არალეგალურად) მისცა თანხმობა მეტრომშენებლებს ფარულად გაეგრძელებინათ სამუშაოები როგორც გვირაბების მშენებლობის, ისე პროექტირების კუთხით და პასუხისმგებელი პირების მიამაგრა. ასევე, დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ვიქტორ გოცირიძის ძმის - ილია გოცირიძის მხარდაჭერას, რომელიც სსრკ-ს სატრანსპორტო მშენებლობის მინისტრის პირველი მოადგილე იყო. ამ დროს მშენებლობა ფორმალურად კვლავ კონსერვაციის რეჟიმში რჩებოდა და მშენებლობის ტემპიც შენელდა. N 1 და N 2 სამშენებლო ერთეულები ერთ N 1 მშენებლობად გააერთიანეს. მშენებელთა მნიშვნელოვანი ნაწილი კი სხვა ობიექტებზე გადავიდა, მათ შორის ზესტაფონი - ჭიათურის ფართოლიანდაგიანი მონაკვეთის მშენებლობაზე, რომელსაც იქამდე არსებული ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა უნდა ჩაენაცვლებინა (ამიტომ დგას შორაპანთან კვარცხლბეკზე ვიწროლიანდაგიანი ორთქლმავალი). 1950-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო თავშესაფრების და სხვა თავდაცვითი მიწისქვეშა ნაგებობების მშენებლობის ბუმი, 1955 წელს სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ გამოსცა განკარგულება თბილისში მეტროპოლიტენის მიწისქვეშა გამონამუშევრების თავდაცვითი მიზნების გამოყენების შესახებ და შესაძლებელი გახდა მშენებლობის უკვე ლეგალურად გაგრძელება. 1957 წელს გიორგი ნასიძის ადგილი თბილმეტრომშენში ვიქტორ გოცირიძემ დაიკავა. ამ წლის 16 აპრილს მოხდა თბილისის მეტროში გვირაბების პირველი შეერთება ვაგზლის მოედნიდან მარჯანიშვილამდე. ის ფაქტი, რომ ფორმალურად მიმდინარეობდა არა მეტროპოლიტენის, არამედ თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა, არ აკმაყოფილებდა საქართველოს მთავრობას. მჟავანაძე ცდილობდა დაერწმუნებინა მოსკოვი, რომ თავდაცვითი გვირაბებისთვის გამოყოფილი სახსრებით უფრო მიზანშეწონილი იქნებოდა ორმაგი - სატრანსპორტო და თავდაცვითი დანიშნულების ობიექტის მშენებლობა, რადგან იგი სასარგებლო იქნებოდა არა მხოლოდ საგანგებო ვითარების დროს, არამედ მშვიდობის დროსაც, როგორც მეტროპოლიტენი. 1957 წელს თბილისიდან გაგზავნილი თანხების არამიზნობრივად ხარჯვის შესახებ საჩივრის შედეგად, მოსკოვიდან ჩამოვიდა კომისია, რომელმაც შეისწავლა ყველა შახტი და გამოიტანა დასკვნა იმის თაობაზე, რომ თავდაცვითი სისტემისთვის გამოყოფილი თანხების ნაწილი მეტროპოლიტენის მშენებლობისთვის იხარჯებოდა. მოსკოვში ახსნა-განმარტების მიზნით გაემგზავრნენ საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე გივი ჯავახიშვილი და ვიქტორ გოცირიძე, რომელთაც სსრკ-ს შინაგან საქმეთა მინისტრი დუდარევი დაარწმუნეს, რომ მათ მიერ შემოთავაზებული გეგმის მიხედვით ერთდროულად მეტროსაც მიიღებდნენ და თავშესაფარსაც. ასევე ესტუმრნენ რიგ გავლენიან პირებს და ისინიც დაითანხმეს მომავალი დღის სხდომაზე მხარდაჭერის მიზნით. მეორე დღეს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, გადაწყდა დაევალებინათ სსრკ-ს საგეგმო კომიტეტისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ტრანსპორტის მშენებლობის სამინისტროსთვის და საქართველოს მინისტრთა საბჭოსთვის თბილისში მეტროპოლიტენის მშენებლობის პროექტის შემუშავება. ამ პერიოდში მეტროპოლიტენის მშენებლობა იქნა შეჩერებული და დაიწყო სახვადასხვა დანიშნულების გვირაბების მშენებლობა რესპუბლიკის სახვადასხვა ტერიტორიებზე (რკინიგზის, ავტოტრანსპორტის, ჰიდროტექნიკური) რისთვისაც მეტრომშენის სამმართველო იქნა გარდაქმნილი თბილგვირაბმშენად. 1960 წელს კი წარმოდგენილი პროექტის დამტკიცებს შემდეგ სსრკ-ს მინისტრთა საბჭომ ნება დართო საქართველოს მინისტრთა საბჭოს გაეგრძელებინათ უკვე მეტროპოლიტენის მშენებლობა. სხვა წყაროებით, მეტროპოლიტენის მშენებლობის გაგრძელება მოხდა 1959 წელს. არაა გამორიცხული, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ისევ ვერ შეიკავა თავი და ფარულად გააგრძელა მუშაობა, მითუმეტეს უკვე აშკარა იყო, რომ მალე ახალი პროექტი და გადაწყვეტილებაც წამოწეოდათ. ასევე, შესაძლებელია, რომ სწორედ ახალი პროექტის მომზადების პროცესში შეიცვალა მეტროს ადრინდელი მარშრუტი და წერეთლის გამზირის ნაცვლად, გადაწყდა მეტროს ნაძალადევი - დიდუბის მიმართულებით წაყვანა. წერეთელი - ვაგზლის მოედნის გადასარბენის მშენებლობის საწყისი ეტაპის მემკვიდრეობად კი დარჩა ის მონაკვეთები, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ. შემდეგ, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით: 1962 - შეიქმნა მშენებარე მეტროპოლიტენის დირექცია 1965 8 თებერვალი - საქართველოს მინისტრთა საბჭოს №78 დადგენილებით შეიქმნა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველო. 1966 11 იანვარი - ექსპლოატაციაში ჩაბარდა პირველი რიგის პირველი უბანი (6,3 კმ) ოთხი სადგურით იყო სადგურ ”დიდუბე”-დან სადგურ ”რუსთაველი”-მდე. თბილისის მეტროპოლიტენი ექსპლუატაციაში შევიდა როგორც მეოთხე მეტროს სისტემა საბჭოთა კავშირში (მოსკოვის, ლენინგრადის და კიევის შემდეგ). 1967 მარტი - იყო ორგანიზებული ორლიანდაგიანი მოძრაობა დიდუბე - ელექტროდეპოს მონაკვეთზე მატარებელთა მობრუნებით სადგურ ”დიდუბე”-ში. 1967 ნოემბერი - ხაზის 4 კილომეტრით გაგრძელების შემდეგ სადგურ ”300 არაგველი”-მდე შესაძლებელი გახდა შემადგენლობების მობრუნება ხაზის მეორე ბოლოში, მხოლოდ გადასარბენი გვირაბის მაშინდელი სადგურ ”ოქტომბერი”-ს (ამჟამინდელი ”ნაძალადევი”) მშენებლობის დამთავრების შემდეგ შესაძლო გახდა მთელ ტრასაზე ორლიანდაგიანი მოძრაობის გახსნა. 1971 მაისი - 2,5 კილომეტრიანი უბნის ექსპლოატაციაში გაშვებით სადგურ ”სამგორი”-მდე დამთავრდა მეტროპოლიტენის პირველი რიგის მშენებლობა 11 სადგურით 12,3 კილომეტრი ტრასით. 1979 სექტემბერი - ექსპლოატაციაში შევიდა მეტროპოლიტენის მეორე ხაზი 5,8 კილომეტრი სიგრძით, რომელმაც დააკავშირა სადგურის მოედანი საბურთალოს რაიონს. პირველი გადაწყვეტილებით ეს მეორე ხაზი უნდა აშენებულიყო როგორც განშტოება პირველი ხაზისა. მაგრამ მშენებლობის დამთავრების პერიოდში გადაწყდა აშენებულიყო მეორე გადასასვლელი სადგური ”ვაგზალი-2” რომელსაც დასაწყისში არ ექნებოდა დამოუკიდებელი მიწისზემოთა ამოსასვლელი. 1985 ნოემბერი - ერთდროულად იქნა შეყვანილი ექსპლოატაციაში ორი უბანი ერთი 3,4 კილომეტრის ”დიდუბე”-ის სადგურიდან სადგურ ”თემქა”-მდე (ამჟამინდელი ”გურამიშვილი”) და მეორე 2,0 კმ სადგურ ”სამგორი”-დან სადგურ ”ვარკეთილი”-მდე. 1989 იანვარი - სადგურები „სარაჯიშვილი“ და ”ახმეტელის თეატრი”. 2000 2 აპრილი - გაშვებული იქნა ექსპლუატაციაში ერთი უბანი ”გოცირიძე-ვაჟა-ფშაველა” 1,2 კილომეტრის სიგრძით ერთმხრივი მოძრაობით. მეტროპოლიტენის ხელმძღვანელები იყვნენ ნ. ბერიძე, ო. ხიზანიშვილი, ი. მელქაძე, გ. გაბუნია, ა. ახვლედიანი, ზ. კიკალეიშვილი, დ. ალავიძე, ლ. კოპლატაძე, ამჟამად - ა. ჯაფარიძე. ახმეტელი–ვარკეთილის ხაზის სადგურები ((ხაზის სიგრძეა 19,6 კმ): 1. ახმეტელის თეატრი (7 იანვარი 1989) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 2. სარაჯიშვილი (7 იანვარი 1989) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 3. გურამიშვილი (16 ნოემბერი 1985) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი 4. ღრმაღელე (28 ნოემბერი 1985) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი 5. დიდუბე (11 იანვარი 1966) - მიწისზედა ღია 6. გოცირიძე (11 იანვარი 1966) - მიწისზედა ღია 7. ნაძალადევი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური 8. სადგურის მოედანი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური 9. მარჯანიშვილი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური 10. რუსთაველი (11 იანვარი 1966) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 11. თავისუფლების მოედანი (6 ნოემბერი 1967) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 12. ავლაბარი (6 ნოემბერი 1967) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური 13. 300 არაგველი (6 ნოემბერი 1967) - მიწისქვეშა ღრმა, პილონური 14. ისანი (5 მაისი 1971) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 15. სამგორი (5 მაისი 1971) - მიწისქვეშა ზედაპირული, კოლონური 16. ვარკეთილი (9 ნოემბერი 1985) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი საბურთალოს ხაზის სადგურები (ხაზის სიგრძეა 6,8 კმ): 1. სადგურის მოედანი - 2 (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი 2. წერეთელი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 3. ტექნიკური უნივერსიტეტი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი 4. სამედიცინო უნივერსიტეტი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ზედაპირული, კოლონური 5. დელისი (15 სექტემბერი 1979) - მიწისქვეშა ზედაპირული, ერთთაღოვანი 6. ვაჟა-ფშაველა (2 აპრილი 2000) - მიწისქვეშა ზედაპირული, კოლონური 7. სახელმწიფო უნივერსიტეტი (მშენებარე ) - მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი, გახსნის სავარუდო თარიღია 2017 წელი. ინფრასტრუქტურა თბილისის მეტროპოლიტენის ხაზების საერთო საშუალო საექსპლუატაციო სიგრძეა 26.4 კმ (ორივე გვირაბის). ცალკე აღებული ლიანდაგების მიხედვით გვირაბების საერთო სიგრძეა 53.7 კმ, ღია უბნების 3.6 კმ, ხოლო დეპოების და ჩიხების - 5.2 კმ. მეტროპოლიტენის სისტემაში შედის 26 ქვესადგური, 173 კმ მაღალი ძაბვის და 373 და დაბალი ძაბვის კაბელი, 20 სიგნალიზაციის სარელეო, 224 შუქნიშანი და 10 განვითარებული სადგური ბლოკ საგუშაგოთი, 84 საისრო გადამყვანი, ექსპლუატაციაში მყოფი 28 სავენტილაციო შახტა და 63 ძირითადი განიავების ვენტილატორი. მეტროპოლიტენის მაქსიმალური საპროექტო გამტარუნარიანობაა 36 წყვილ მატარებელზე საათში. ამჟამად გლდანი-ვარკეთილის ხაზზე მოძრაობს ოთხვაგონიანი, ხოლო საბურთალოს ხაზზე სამვაგონიანი შემადგენლობები, თუმცა ორივე ხაზზე სადგურების პლატფორმები შეადგენს 102 მეტრს და დაპროექტებულია მაქსიმუმ ხუთვაგონიანი შემადგენლობების ექსპლუატაციაზე. თბილისში მეტროპოლიტენის ლიანდაგის სიგანეა 1520/1524 მმ. სამუშაო ძაბვა შეადგენს 750-850 ვოლტს დღის სხვადასხვა საათებში (ძირითადად 825 ვოლტს), მგზავრთა ნაკადის მიხედვით. აქვე დავაკოპირებ პოსტს მეტროპოლიტენის ენერგომომარაგების სისტემაზე (ორიგინალი აქ: http://forum.ge/?showtopic=34707276&view=findpost&p=42962369): მეტროპოლიტენი საქალაქო ქსელიდან მოიხმარს 6/10 კილოვოლტ ცვლადი ძაბვის მქონე სამფაზიან დენს, რომელსაც საკუთარი საჭიროებისათვის გარდაქმნის 825 ვოლტ მუდმივ, 380 ვოლტ ცვლად, 220 ვოლტ ცვლად და 127 ვოლტ ცვლად დენს. მეტროპოლიტენის მშენებარე უბნებზე ასევე გამოიყენება არაიზოლირებული 36 ვოლტი დენი დროებითი განათებისთვის. მეტროპოლიტენის მთავარი ენერგომომხმარებელი არის მოძრავი შემადგენლობები, რომელთათვის განკუთვნილი ნომინალური ძაბვა საკონტაქტო რელსში შეადგენს 825 ვოლტს, თუმცა ეს სიდიდე მუდმივი არ არის. დილის, შუადღის და საღამოს გრაფიკისას, როდესაც მგზავრთა ნაკადი დაბალია, საკონტაქტო რელსში ძაბვა 750 ვოლტს შეადგენს, ხოლო პიკის საათებში 850 ვოლტამდე იზრდება. დასაშვები კრიტიკული მნიშვნელობები შეადგენს 550 - 975 ვოლტს, რომლის დროსაც შემადგენლობას მოძრაობა შეუძლია. მოძრავი შემადგენლობების შემდეგ ყველაზე დიდი მომხმარებლები არიან დრენაჟის, ვენტილაციის და საესკალატორო დანადგარები, რომლებიც მოიხმარენ 380 ვოლტ სამფაზიან დენს. ზოგჯერ მცირე ზომის სადრენაჟო დანადგარები მოიხმარენ 220 ვოლტსაც. ავტობლოკირების და სიგნალიზაციის სისტემები მოიხმარეს 380/220/127 ვოლტს, ხოლო რელსებზე ავტობლოკირების ძაბვა შეადგენს 5-12 ვოლტს (ანუ ის, რომ რელსებში ძაბვა არ არის, მთლად სიმართლეს არ შეესაბამება). 127 ვოლტი ცვლადი ძაბვა გამოიყენება გვირაბების და ტექნიკური სათავსოების გასანათებლად, სადგურების გასანათებლად ძირითადად გამოიყენება 220 ვოლტი. მეტროს სისტემების ენერგომომარაგებას უზრუნველყოფს მეტროპოლიტენის ქვესადგურები, რომლებიც თავის მხრივ საქალაქო ქვესადგურებიდან იღებენ 6 ან 10 ათას ვოლტ სამფაზიანი ძაბვას. არსებობს სამი ტიპის ქვესადგურები: წევის, დამადაბლებელი და შერეული (,,სტპ") და ორი ტიპის ენერგომომარაგების სისტემა: ცენტრალიზებული და დეცენტრალიზებული. ცენტრალიზებული ენერგომომარაგების სისტემა გამოიყენებოდა ძირითადად 1970-იან წლებამდე და მისთვის დამახასიათებელია ცალკე მდგომი წევის და დამადაბლებელი ქვესადგურები. წევითი ქვესადგური გარდაქმნის 6/10 კვ ძაბვას 825 ვოლტ მუდმივ ძაბვად და მკვებავი კაბელების საშუალებით უშვებს საკონტაქტო რელსში, ხოლო გამწოვი კაბელების საშუალებით ლიანდაგების გავლით უკან აბრუნებს ქვესადგურში. გამწოვი კაბელები ალბათ ყველას გექნებათ ნანახი - ეს არის რელსებთან შეერთებული სამად დაჯგუფებული სქელი კაბელები. გარდა საკონტაქტო რელსისთვის 825 ვოლტის გადაცემისა, წევის ქვესადგური გადასცემს მეზობელ წევით ქვესადგურს და დამადაბლებელ ქვესადგურს 6/10 ვ ძაბვას. დამადაბლებელი ქვესადგური ღებულობს 6/10 კვტ ძაბვას ორი მეზობელი წევის ქვესადგურიდან და გარდაქმნის 380, 220 და 127 ვოლტ ძაბვად მეტროპოლიტენის ყველა საჭიროებისთვის, გარდა მოძრავი შემადგენლობების წევისა. ცენტრალიზებულ სისტემაში წევითი ქვესადგურები განთავსებულია მიწის ზედაპირზე, ხოლო დამადაბლებელი ქვესადგურები - მიწისქვეშ, როგორც წესი სადგურის ცენტრალური დარბაზის ღერძზე საერთო ბლოკში. წევითი ქვესადგურები განთავსებულია 3,5 - 4,5 კმ-ის დაშორებით ერთმანეთისგან, ხოლო დამადაბლებელი - ყოველ სადგურზე. 1970-იანი წლებიდან ძირითადად შენდება დეცენტრალიზებულ სისტემები, სადაც წევითი და დამადაბლებელი ქვესადგურები განთავსებულია ყოველ სადგურზე მიწისქვეშ საერთო ბლოკში და შეუძლიათ გადასცენ ან მიიღონ მკვებავი 6/10 ვ ძაბვა მეზობელ ქვესადგურებისგან. ასეთ ქვესადგურებს შერეული ქვესადგურები ეწოდება (,,სტპ"). გამომდინარე იქედან, რომ მეტროპოლიტენის ელექტრომომარაგების სისტემა სახელმწიფო საიდუმლოებას განეკუთვნება, რთულია ზუსტი ცნობების მოპოვება თბილისში არსებულ სისტემაზე, თუმცა გარკვეული ცნობების შეჯერების შედეგად საკმაოდ ნათელი სურათის შედგენა მაინც შესაძლებელია. არსებული ქვესადგურების ნუმერაციაში გამოიყენება ანბანის ერთი ასო ,,წ", ,,დ" ან ,,შ" ქვესადგურის ტიპის მიხედვით და მისი რიგითი ნომერი. სხვათა შორის ზოგიერთ სადგურზე ეს ნომრები შეგიძლიათ პირდაპირ წაიკითხოთ ბაქანზე არსებულ კარებზე (სავარაუდოდ უცხო პირთა მიერ მათ გაშიფვრაზე დიდად თავი არ შეუწუხებიათ). მაშ ასე, ესაა ქვესადგურები, რომელთა ნუმერაცია გადამოწმებული და ნამდვილია: 1) ვარკეთილი: შ-14 2) სამგორი: დ-9, წ-4 3) ისანი : დ-8 4) 300 არაგველი: დ-7 5) ავლაბარი : დ-6, წ-3 6) თავისუფლების მოედანი: დ-5 7) რუსთაველი: დ-4 8) მარჯანიშვილი: დ-3, წ-2 9) სადგურის მოედანი-1: დ2 10) ნაძალადევი: დ-1 11) გოცირიძე: შ-1 12) დიდუბე - არ ვიცი 13) ღრმაღელე: შ-10 14) გურამიშვილი: შ-11 15) სარაჯიშვილი: შ-12 16) ახმეტელის თეატრი: შ-13 17) სადგურის მოედანი-2: შ-5 18) წერეთელი: შ-6 19) პოლიტექნიკური : შ-7 20) სამედიცინო: შ-8 21) დელისი: შ-9 22) ვაჟა-ფშაველა - არ ვიცი 23) უნივერსიტეტი - გათვალისწინებულია შერეული ქვესადგურის დარბაზი როგორც ვხედავთ ყველაზე ძველ სადგურებზე (ნაძალადევი - 300 არაგველი) გამოიყენება ცენტრალიზებული სისტემა ცალკე მდგომი წევის და დამადაბლებელი ქვესადგურებით, ხოლო 1970-იანებიდან აშენებულ სადგურებზე - შერეული, მიწისქვეშ განლაგებული ,,სტპ"-ს ტიპის ქვესადგურებით. შეკითხვებია დიდუბის და გოცირიძის მიმართ - დიდუბეზე საერთოდ არ არის აღნიშნული ქვესადგური, ხოლო გოცირიძეზე აღნიშნულია ,,სტპ", იმ დროს, როდესაც პირველი ეტაპის სადგურებია, სადაც მხოლოდ წევის და დამადაბლებელი ქვესადგურები გამოიყენებოდა. ჩემი ვარაუდით, გოცირიძეზე უნდა ყოფილიყო მხოლოდ დამადაბლებელი ქვესადგური, ხოლო დიდუბეზე წევის. ამას ადასტურებს ის, რომ წ-1 არ არსებობს. შესაძლებელია, შემდეგ მოხდა მოდერნიზება და გოცირიძეზე დამადაბლებელი გადააკეთეს შერეული ტიპის ქვესადგურად. ეს არც ისე რთული იქნებოდა, რადგან ქვესადგური მიწის ზედაპირზეა და მის გაფართოებას არაფერი შეუშლიდა ხელს. კიდევ ერთი რაც გაურკვეველია, არის ვაჟას ქვესადგურის ნომერი. ასევე, სატრანსპორტო კომპანიის ყოველწლიურ რეპორტში მოცემულია, რომ არის 10 შერეული, 10 დამადაბლებელი და 4 წევის ქვესადგური, რაც მთლად არ ემთხვევა ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას (მე მაქვს 11 შერეული, 9 დამადაბლებელი და 3 წევის ქვესადგური). გარდა სასადგურე ქვესადგურებისა, არის კვების კიოსკი ა-1322 დეპო გლდანში, კიოსკი დეპო ნაძალადევი-1-ში და ასეთივე გაუქმებული ნაძალადევი-2-ში. გარდა ძირითადი ელექტროკვებისა ქალაქის ქსელიდან, მეტროპოლიტენს გააჩნია ალტერნატიული კვების ორი წყარო: ობიექტი 20 გლდანი-ნაძალადევის რაიონში და ობიექტი 5-1 ისანი-სამგორის რაიონში. ეს ობიექტები წარმოადგენენ მიწისქვეშა დიზელ-ელექტროსადგურებს საკუთარი ქვესადგურებით და მათ საიდუმლო სტრატეგიული ობიექტების სტატუსი გააჩნიათ. ობიექტი 20-ში განლაგებულია ოთხი, ხოლო 5-1-ში სამი მძლავრი დიზელ-გენერატორული დანადგარი საზღვაო დიზელების ბაზაზე, რომლებიც გამართულია საწვავით და მუდმივად მზადაა გასაშვებად საჭიროების შემთხვევაში. ორივე ობიექტს ფუნქციონირება შეუძლია იზოლირებულ რეჟიმში საომარი მოქმედების, სტიქიური უბედურებისა და ატმოსფეროს დაბინძურების დროს. |
Posted by: Accident 28 Jun 2017, 07:50 |
სამოქალაქო თავდაცვითი ფუნქციები მეტროპოლიტენს როგორც უკვე აღვნიშნეთ, გააჩნია არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ თავდაცვითი ფუნქცია. მეტროპოლიტენის თავდაცვითი ფუნქციები თავის მხრივ მრავალფეროვანია და ვარირებს საგანგებო სიტუაციებში მოსახლეობის მიღებისთვის მზადყოფნიდან საიდუმლო სპეცდანიშნულების ობიექტების ქმედითუნარიანობის უზრუნველყოფამდე, რომელთაც მოსახლეობის დაცვასთან შედარებით ნაკლები აქვთ საერთო. საბჭოთა პერიოდში მეტროპოლიტენი ატარებდა ფორტის სტატუსს ოფიციალური (თუმცა არა ყველასთვის ცნობილი) სახელწოდებით ,,ოქტომბრის რევოლუციის სახელობის ფორტი". გასაგები მიზეზებს გამო, არ იქნებოდა მართებული დეტალური ინფორმაციების დაწერა მეტროს არასატრანსპორტო დანიშნულების ობიექტებზე, თუმცა ზოგადად შეიძლება მიმოვიხილოთ ეს ფუნქციები. კონკრეტიკას ხელს უშლის ის გარემოებაც, რომ მთელი რიგი ობიექტების შესახებ ინფორმაცია ან მთლიანად, ან ნაწილობრივ დამახინჯებულია, ასევე ყველაზე საინტერესო ობიექტებს და სისტემების შესახებ ინფორმაცია ფაქტობრივად არ არსებობს (მაგალითად მოვიყვან თუნდაც იმ ფაქტს. რომ მეტროპოლიტენით რამდენიმე წლის განმავლობაში დაინტერესებით და ცნობების შეგროვების მიუხედავად, მხოლოდ გასულ წელს გახდა ჩემთვის ერთ-ერთი უმთავრესი, თუ ყველაზე ძირითადი არა, მასშტაბური სისტემის არსებობა, რომლის არსებობაზე ადრე მინიშნებაც კი არ მქონდა). დავიწყოთ სამოქალაქო თავდაცვით: მეტროპოლიტენს იდეაში (სამწუხაროდ, მაქვს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ დღეს რეალობაშიც ასეა) უნდა შეეძლოს სრული იზოლაცია ზედაპირიდან მცირე პერიოდის განმავლობაში. ამ მიზნით, მეტრო დაყოფილია სამოქალაქო თავდაცვით სექტორებად, რომლებიც ერთმანეთისგან გამოყოფილია ჰერმეტული ჭიშკრებით. საჭიროების შემთხვევაში ეს ზონები ჰერმეტულად იკეტება მათზე განლაგებული სავენტილაციო შახტების და მათი ჰაერით მომარაგება ხდება ფილტრსავენტილაციო ობიექტებიდან, საიდანაც ერთი განლაგებულია ისან-სამგორის, ერთი კი გლდანი-ნაძალადევის რაიონში. ასევე დიდი ალბათობით, გლდანი-ნაძალადევის რაონში არის კიდევ მეორე მსგავსი ობიექტიც. არის გარკვეული ინფორმაცია მსგავსი ობიექტის შესახებ მთაწმინდა-კრწანისის (თუ ძველი თბილისის) რაიონში. ასევე მსგავსი ობიექტი შესაძლებელია არსებობდეს საბურთალოს რაიონში. მოსახლეობის მიღების დროს მეტროპოლიტენებში გათვალისწინებულია ტუალეტები როგორც სადგურებზე, ასევე გვირაბებში. ელექტრომომარაგება, როგორც აღვნიშნეთ ხდება ორი მიწისქვეშა დიზელ-ელექტროსადგურიდან: ობიექტი 5-1 ისანი-სამგორის რაიონში და ობიექტი 20 გლდანი-ნაძალადევის რაიონში. თავდაცვის სისტემების მართვა ხდება საგანგებო სიტუაციისა და სამოქალაქო თავდაცვის მართვის ცენტრი, ე.წ. ობიექტი B-3-დან, რომელიც მდებარეობს დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში. გარდა ამისა, მეტროპოლიტენს აქვს რიგი სარეზერვო გამოსასვლელებისა, რომელნიც უმეტეს შემთხვევაში განლაგებულია სავენტილაციო შახტებში, თუმცა არსებობს ცნობები გარკვეული გამოსასვლელების შესახებ სახელმწიფო ორგანიზაციების მქონე შენობებში. როგორც მინიმუმ, ცნობილია სადგური თავისუფლების მოედნის და ერთ-ერთი სახელმწიფო შენობის კავშირის შესახებ და კარი, რომლიდანაც ხდება კავშირი, მშვენივრად ჩანს სადგურზე. და ბოლოს, არსებობს ცნობები ფართო მასშტაბის მქონე სპეცდანიშნულების საკომუნიკაციო სისტემის შესახებ, რომელიც განლაგებულია მეტროპოლიტენზე ღრმად და აქვს კავშირი მასთან. და იწოდების სიტემაი იგი კონსტანტინოპოლ დიგერთა მიერ. სალიანდაგო განვითარების სქემა (ავტორი ვლადისლავ პრუდნიკოვი): პირველი და მეორე ხაზის და მათთან დაკავშირებული სპეცობიექტების სამშენებლო შახტების ნუმერაცია 1 - სადგური წერეთლის მიმდებარე 2 - სადგური ვაგზლის მოედანი 3 - სადგური მარჯანიშვილი 4 - სადგური რუსთაველი 5 - სადგური ლენინის მოედანი, საესკალატორო 6 - სადგური ავლაბარი 8 - სადგური ნაძალადევის გაუქმებული 10 - სადგური ისანი 11 - სადგური სამგორი 12 - ორთაჭალიდან საგენერატორო 300 არაგველამდე 20 - სპეცობიექტი მუხიანში საგენერატორო 21 - სადგური წერეთელი 22 - გადასარბენი წერეთელი-პოლიტექნიკური 23 - სადგური პოლიტექნიკური 24 - გადასარბენი პოლიტექნიკური-სამედიცინო 25 - სადგური სამედიცინო 25 - სპეცობიექტი მეტრომშენთან 26 - გადასარბენი სამედიცინო-დელისი 27 - სადგური დელისი 29 - სადგური ვაგზლის მოედანი 2 31 - სადგური დიდუბე 32 - სადგური ღრმაღელე 33 - გადასარბენი ღრმაღელე-გურამიშვილი 34 - სადგური გურამიშვილი 35 - გადასარბენი გურამიშვილი-სარაჯიშვილი 36 - სადგური სარაჯიშვილი 37 - გადასარბენი სარაჯიშვილი-ახმეტელი 38 - სადგური ახმეტელი 39 - ზუსტად არაა ცნობილი, შესაძლოა საჰაერო, ნაცვლად 40 -ისა 40 - გადასარბენი ვარკეთილი-სამგორი 41 - სადგური ვარკეთილი 140 - სპეცობიექტი პიონერთა სასახლესთან დეპოები და მოძრავი შემადგენლობა მეტროპოლიტენს ემსახურება ორი დეპო, „ნაძალადევი“ (დეპო #1) და „გლდანი“ (დეპო #2), აქედან პირველი ემსახურება საბურთალოს, მეორე კი გლდანი-ვარკეთილის ხაზს. ამჟამად გლდანის დეპოს ბალანსზეა 78 არამოდერნიზებული 81-717, 81-717.5, 81-714, 81-714.5, Ема502 და 84 მოდერნიზებული 81-717m, 81-714m, Еж3 და Ем-508Т მოდელის ჯამში 162 სამგზავრო ვაგონი, რომლიდანაც სამგზავრო ექსპლუატაციაშია 125 ვაგონი (ჩემი შეფასებით). ნაძალადევის დეპოს ბალანსზე იმყოფება მოდერნიზებული 81-717m და 81-714m მოდელის 33 სამგზავრო ვაგონი, რომლიდანაც ყველა ექსპლუატაციაშია. თბილისის მეტროს ყველაზე ძველი, 1965 – 71 წლებში გამოშვებული Е და Еж ტიპის ვაგონები, ყველა ჩამოწერილია და მათი ნახვა დღეს მხოლოდ გარაჟებად, სათავსოებად და კაფეებად არის შესაძლებელი, მათ შორისაა თბილისის ზღვის მიმდებარე მიწის ნაკვეთში საწყობად გამოყენებული თბილისის მეტროს პირველი ვაგონი, 1965 წელს გამოშვებული E სერიის ვაგონი ნომერი 3308: ვაგონების კაპიტალური რემონტი და მოდერნიზაცია ხორციელდება გლდანის დეპოს ტერიტორიაზე განთავსებულ მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის (ЗРЭПС) თბილისის ფილიალში. ამჟამინდელი მდგომარეობით მოდერნიზებულია 124 ვაგონი. თბილისის ვაგონების გარდა, მოცემულ საწარმოში მიმდინარეობს ერევნის და ბაქოს მეტროპოლიტენების ვაგონების მოდერნიზაცია. ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში მოდერნიზაციის პროგრამა გულისხმობს Еж3, Ем-508Т, 81-717, 81-717.5, 81-714 და 81-714.5 ტიპის ვაგონების კაპიტალური რემონტის მომსახურებებს (ვაგონის და ურიკების დეფექტოსკოპია, ძრავის კოჭების გადახვევა, ყველა მოძრავი ნაწილის და ელექტროგაყვანილობის შემოწმება და შეცვლა საჭიროების შემთხვევაში) და დამატებით ღონისძიებებს, კერძოდ Еж3 შუალედურ და Ем-508Т მოდელის ვაგონებში ხდება მემანქანის კაბინის ლიკვიდაცია და სამართავი და სამუხრუჭო აპარატურის ვაგონის ფასადთან განლაგებულ კარადებში მოქცევა, სათავო ვაგონებზე იჭრება ფასადის პანელი და მის მაგივრად მონტაჟდება ისეთივე პანელი, როგორიც გამოყენებულია ჩეხურ მოდერნიზებულ 81-71M და ჩეხურ-რუსულ 81-553.1/554.1/555.1 ,,Славутич"-ზე ტექსტური დისპლეით. 81-717, 81-717.5, 81-714 და 81-714.5 ტიპის ვაგონებზე მონტაჟდება ვაგონის საბორტე ელექტრომოწყობილობების დამატებითი კვების წყაროს ბლოკი ДИП-02 (რომელიც სპეციფიურ ზუმერივით ხმას გამოსცემს დაძვრისას), იცვლება მემანქანის პულტი, მონტაჟდება ვაგონის კომპიუტერული დიაგნოსტიკის აპარატურა, იცვლება ვაგონის სალონი მეტალოპლასტმასის პანელებით და მონტაჟდება ექსპლუატაციაში უფრო იაფი სკამები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოდერნიზირების პროგრამის წამოწყებისას მაგალითად აღებული იქნა ჩეხური 81-71M, რომელსაც მოდერნიზებული ვაგონების ზოგჯერ ამსგავსებენ მემანქანის კაბინის დიზაინის და შეღებვის ახალი სქემის გამო, თუმცა მათი მსგავსება ამით იწურება. თბილისში მოდერნიზებული ვაგონები ვიზუალური ცვლილებების გარდა წარმოადგენენ ЗРЭПС-ის კაპიტალური რემონტის სტანდარტულ პროექტს მოსკოვის მეტროპოლიტენისათვის, იმ დროს როდესაც პრაღის მეტროსთვის 81-71M ტიპის ვაგონებში Skoda transportation-ის მიერ განხორციელდა გაცილებით უფრო ფართო ცვლილებები. თბილისში მოდერნიზებული ვაგონები იღებენ ინდექსებს 81-717m და 81-714m: წინა თემის აღმოჩენა: Г ტიპის ვაგონი თბილისში: https://forum.ge/?showtopic=34735353&view=findpost&p=44036482 ნომრისგან დარჩენილი ნახვრეტების მიხედვით, სავარაუდოდ 612 (ამ სერიის ვაგონებს ნომრები ჰქონდათ 301-დან 725-ის ჩათვლით. ასევე იყო მოდერნიზირებული ვაგონები М5/УМ5 ნომრებით 801-806) დამატებითი ინფორმაცია https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%92%D0%B0%D0%B3%D0%BE%D0%BD_%D0%BC%D0%B5%D1%82%D1%80%D0%BE_%D1%82%D0%B8%D0%BF%D0%B0_%C2%AB%D0%93%C2%BB პარალელები https://forum.ge/?showtopic=34646589&view=findpost&p=41436369 https://forum.ge/?showtopic=34646589&view=findpost&p=40844378 http://i.imgur.com/ahIC25p.jpg http://i.imgur.com/anLfLRV.jpg http://i.imgur.com/62JKCOL.jpg http://i.imgur.com/ZsNpBpX.jpg მეტროპოლიტენის ინფრასტრუქტურის ტექნიკურ მომსახურებას უზრუნველყოფს მოტოდეპო, რომელიც განთავსებულია დიდუბეში. მის ბალანსზე იმყოფება АГМ, АГМу და ДМ მოდელის ბენზინის ძრავზე მომუშავე ავტომოტრისები და УП-2 მოდელის ორღერძიანი სატვირთო პლატფორმები. ასევე მოტოდეპო ფლობს რამდენიმე სპეციალურ ვაგონს, რომლებიც განთავსებულია ჩამოწერილი ავტომოტრისების, ან 1920-30-იან წლებში გამოშვებულ სარკინიგზო ცისტერნების ბაზაზე: საგაბარიტო ჩარჩო, გვირაბების სარეცხი დანადგარი და ასენიზატორი. სამეურნეო ტექნიკიდან ყველაზე საინტერესო ექსპონატია ლიანდაგმზომი В4 სერიის ვაგონის ბაზაზე. არსებული ვაგონი გამოშვებული იქნა Orenstein & Koppel-ის მიერ 1927 წელს როგორც СI სერიის ვაგონი ბერლინის ფართოპროფილიანი მეტროპოლიტენისთვის. 1945 წელს საბჭოთა კავშირმა 120 ცალი СI, СII, СIII ვაგონი წამოიღო ბერლინის მეტროპოლიტენიდან რეპარაციის სახით მოსკოვის მეტროპოლიტენისთვის, რომელიც ამ პერიოდში ვაგონების დეფიციტს განიცდიდა. 1946-47 წლებში მოხდა ვაგონების შეკეთება და ადაპტაცია მოსკოვის მეტროს ვაგონშემკეთებელ ქარხანაში (დღევანდელი მოსკოვის ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანა). ვაგონებს მიენიჭათ ახალი ნომრები და სერია В: СI ტიპის ვაგონებს მიენიჭათ В1 სერია, СII ტიპის ვაგონებს В2 და СIII ტიპის ვაგონებს В3 სერია. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა 24 СI ტიპის ვაგონი, რომელიც წამოიღო საბჭოთა კავშირმა, ომის დროს იმყოფებოდა ბერლინის მეტროს დატბორილ მონაკვეთში და მათი ელექტრო აღჭურვილობა სრულიად გამოუსადეგარი იყო, ამიტომ მათ მოხსნეს ძრავები და გამოიყენებოდა როგორც მისაბმელი ვაგონები. ექსპლუატაციამ აჩვენა რომ უძრავო ვაგონების ექსპლუატაცია გაუმართლებელი იყო: ძრავიან ვაგონებს არ ჰყოფნიდათ მათი გაწევის სიმძლავრე. ამიტომ 1948-49 წლებში В1 ტიპის ვაგონებზე დააყენეს ტროლეიბუსის ძრავები და მიიღეს В4 სერია. ამავდროულად კიდევ ერთხელ შეიცვალა ვაგონების ნომრები. სათადარიგო ნაწილები უქონლობის გამო В სერიების ვაგონების ექსპლუატაცია ყველაზე ხანმოკლე გამოდგა სხვა სერიებთან შედარებით და მათი ექსპლუატაციის ბოლო წელი იყო 1966, ფილის ხაზზე მოსკოვში. ვაგონების ჩამოწერის შემდეგ ნაწილი დაიჭრა და ნაწილი გადაიგზავნა სხვადასხვა მეტროდეპოებში მათი სამეურნეო მიზნებით გამოყენებისას. ერთ-ერთი ასეთი ვაგონი ნომერი 163 (ყოფილი СI ნომერი 264 და В1 ნომერი 1155) აღმოჩნდა კიევში, სადაც მასზე დააყენეს სალიანდაგმზომო აპარატურა და გამოაგზავნეს თბილისში 1969 წელს. დღეს ის არის ექსპლუატაციაში მყოფი ერთადერთი В ტიპის ვაგონი მსოფლიოში. ის ინახება გლდანის დეპოში და ხაზზე გამოყავს ყოველი თვის ბოლოდან მეორე ხუთშაბათს Ема502 ვაგონებით დაკომპლექტებულ შემადგენლობას 7115-7113-7099-7125 საღამოს 8:45-ზე და მოივლის მთლიანად ორივე ხაზს. ფოტორეპორტაჟი: http://hotels.ltd.ge/blog/%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%99%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98/ http://www.fabi.ge/?p=834 ვიდეოები თბილისის მეტროპოლიტენის მოძრავი შემადგენლობის ბაზა შეგიძლიათ ჩამოტვირთოთ http://allshares.ge/download.php?id=62B21D2476 გეითები მეტროპოლიტენში ვაგონების მისაღებად, ან პირიქით, მათ სხვა ქალაქში გასაგზავნად, მეტროპოლიტენის სისტემა უკავშირდება რკინიგზას ე.წ. გეითის მეშვეობით. როგორც წესი, საბჭოთა მეტროპოლიტენებში იყო ერთი გეითი, თუმცა თბილისი მეტროპოლიტენი ამ კუთხით გამონაკლისს წარმოადგენს და მას ორი, ოდესღაც კი სამი გეითი გააჩნდა. პირველი გეითი, რომელიც გამოიყენება ვაგონების მიღება-გაცემისათვის მეტროპოლიტენის ნაძალადევის (N1) დეპოს აკავშირებს საქართველოს რკინიგზის თბილისის სამგზავრო სალოკომოტივო დეპოსთან: მეორე გეითი აკავშირებს თბილისის მეტროპოლიტენის მოტოდეპოს რკინიგზის სადგურ თბილისი-სატვირთოსთან და გამოიყენება მეტროპოლიტენში სარკინიგზო გზით ტვირთების მისაღებად და მოტრისების სარემონტოდ გასაგზავნად: მესამე გეითი აკავშირებდა მეტროპოლიტენის ნაძალადევის დეპოს მეორე კორპუსს რკინიგზის თბილისის სამგზავრო სალოკომოტივო დეპოსთან. ნაძალადევის დეპოს მეორე კორპუსის მიტოვებასთან დაკავშირებით გეითი ამჟამად დემონტირებულია. ასე გამოიყურებოდა გეითი ლიანდაგის დემონტაჟამდე 2010 წლის მარტში: პერსპექტივები, მიმდინარე და შეჩერებული პროექტები: თბილისის მეტროპოლიტენის განვითარების გეგმის 2000 წლის ვარიანტით, თბილისის მეტროპოლიტენს პერსპექტივაში უნდა ჰქონოდა სამი ხაზი და 43 სადგური. პირველი ხაზი გრძელდებოდა გლდანი-მუხიანი-თემქის მიმართულებით, მეორე ხაზი ვაჟა-ფშაველას პროსპექტის გაგრძელებაზე, მესამე ხაზი კი ერთმანეთთან დააკავშირებდა დიდ დიღომს, დიღომს, ვაკეს, ელიას, მეტრომშენის დასახლებას, ვაზისუბანს, კახეთის გზატკეცილს და მოსკოვის პროსპექტს. არსებულ ხაზებს ერთმანეთთან რამდენიმე კვეთა (გადასაჯდომი სადგური) ექნებოდა. განვითარებული სისტემის მოსახურებისათვის გლდანის და ნაძალადევის დეპოებთან ერთად, მწყობრში შედიოდა დეპო აფრიკის დასახლებაში, ასევე (ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით) კიდევ ერთი დეპო დიღომში არსებული გლდანის დეპოსთან მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. 1999 წლის სქემა: http://i.imgur.com/0MyYU2b.jpg პერსპექტიული განვითარების კიდევ უფრო გაბედული სქემა იყო შემუშავებული 1980-იან წლებში, რომელშიც მართალია არ შედიოდა გლდანში მეორე სადგური, სამაგიეროდ თბილისის ჩრდილოეთით ახალი უბნების ავშნიანის და საჯეირნოს გავლით პირველი ხაზი კრავდა წრეს თბილისის ზღვის გარშემო (იხ. ქვემოთ ,,მესამე (რუსთაველი 2 - ვაზისუბნის) ხაზი"), ხოლო მეორე (საბურთალოს ხაზი) გრძელდებოდა სვანეთის უბნის მიმართულებით: სამწუხაროდ, პერსპექტიული პროექტებიდან უმეტესობის დაწყება ვერ მოხერხდა, ხოლო დაწყებული პროექტები ბოლომდე ვერ იქნა მიყვანილი. ამჟამად ზოგიერთი მათგანი კონსერვაციის რეჟიმშია, ზოგიერთზე კი უარი ითქვა და სამშენებლო ობიექტები მიტოვებული ან ლიკვიდირებულია. სადგური ,,ახმეტელის თეატრის“ მეორე ამოსასვლელი“ მდებარეობს შეშელიძის ქუჩაზე. გვირაბი ჩასულია საპროექტო სიღრმეზე, საჭიროა ქვედა სივრცის ამოღება, სადგურთან შეერთება, ესკალატორის ფილის, ესკალატორის და მისი დამხმარე მოწყობილობების მონტაჟი, კედლების მოპირკეთება და ზედა ვესტიბიულის მოწყობა. ამჟამად სამუშაოები შეჩერებულია, მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=409 სადგური ,,მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელი“ მდებარეობს მარჯანიშვილის და უზნაძის ქუჩის კუთხეში, მაღალსართულიანი კორპუსის ეზოში. საესკალატორო გვირაბი ჩასულია საპროექტო სიღრმეზე, შემდეგ უხვევს მარჯვნივ. გვირაბი უნდა გამოსულიყო სადგური მარჯანიშვილის II ლიანდაგის კედლიდან და კიბის მეშვეობით დაკავშირებოდა სადგურის ქვედა ვესტიბიულს. მოცემულ ესკიზზე ნაჩვენებია სადგურთან შეერთების ერთ-ერთი ვარიანტი (ესკიზი ადრინდელია და მასზე გამოსახული საესკალატორო გვირაბის მიმართულება რეალურად არსებულის საპირისპიროა): ამჟამად გვირაბი თითქმის მიყვანილია სადგურის კედელთან, მაგრამ შეერთება გაჭრილი არაა. გვირაბში დამონტაჟებულია ჰერმეტული კარი, ასევე დასრულებულია ტექნიკური დანიშნულების მქონე დარბაზი. დასამთავრებელია ზედა ვესტიბიული და მასში ქუჩიდან ჩასასვლელები, დასამონტაჟებელია ესკალატორი, სავარაუდოდ შეცვლას ან სერიოზულ რემონტს საჭიროებს ჰერმეტული კარის მამოძრავებელი კოროზირებული მექანიზმი. სამუშაოები შეჩერებულია, გვირაბიდან მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვა. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=1257 საბურთალოს ხაზის და ნაძალადევის დეპოს შემაერთებელი გვირაბი როგორც ცნობილია, ამჟამად საბურთალოს ხაზი ნაძალადევის დეპოს უკავშირდება სადგურ წერეთლის II ლიანდაგის და სადგურის მოედანი 1-ის II ლიანდაგის შემაერთებელი მომსახურე გვირაბით. ამ დროს მატარებელი აკეთებს რთულ მანევრს: დეპოდან გამოსვლისას სადგურ გოცირიძედან იგი ჯერ მიდის სადგურ დიდუბეზე, შემდეგ ცარიელი მიდის სადგურის მოედანი 1-ზე, გადადის წერეთლის II ლიანდაგზე, ბრუნდება უკან სადგურის მოედან 2-ის II ლიანდაგზე და ჩიხში მობრუნებისას გადადის სადგურის მოედან 1-ზე, საიდანაც იწყებს ხაზზე სამგზავრო მოძრაობას. ასევე უკან გასვლისას იგი გადადის წერეთლიდან სადგურის მოედანი 1-ის II ლიანდაგზე, შედის უკუსვლით ჩიხში, უკუსვლით გამოდის სადგურის მოედანი 1-ის I ლიანდაგზე და მიდის სადგურ გოცირიძემდე დეპოს გადასახვევამდე. არსებული მანევრის თავიდან არიდების მიზნით 1980-იან წლებში აიგო სადგურ წერეთლის I ლიანდაგის და ნაძალადევის დეპოს მეორე 40 ვაგონიანი კორპუსის შემაერთებელი გვირაბი. ერთლიანდაგიანი გვირაბის მთლიანი სიგრძე შეადგენს 912 მეტრს, საიდანაც 173 მეტრი დეპოსთან მიწის ზედაპირზე ამომავალი რამპაა. გვირაბი კონსტრუქციულად დასრულებულია, დარჩენილია ჰიდროიზოლაციის, სალიანდაგო ბეტონის ბალიშის, ლიანდაგის, საკონტაქტო რელსის, სიგნალიზაცია-ტელემექანიკის, მუდმივი წყალამკრების სისტემების დამონტაჟება. მიუხედავად იმისა, რომ გვირაბის გათხრისას წყალუხვ ქანებში გამოიყენეს რთული და ძვირადღირებული ტექნოლოგიები, გაუგებარი მიზეზების გამო იგი ექსპლუატაციაში არასდროს არ შესულა. ნაძალადევის დეპოს მეორე კორპუსი, რომელსაც უერთდებოდა გვირაბი ამჟამად გაძარცვულია და მას დეპოს ყოფილ ადმინისტრაციულ შენობაში მცხოვრები დევნილები იყენებენ: არსებული ინფორმაციით ტერიტორია გაყიდულია და თბილისის შემოვლითი რკინიგზის ამოქმედებისა და რკინიგზის ინფრასტრუქტურის ქალაქის ცენტრიდან გადატანის შემთხვევაში მოხდება ნაძალადევის დეპოს ორივე კორპუსის სრული დემონტაჟი, რის შემდეგაც გვირაბი სრულიად უსარგებლო გახდება, საბურთალოს მატარებლებს მოუწევთ კიდევ უფრო რთული მანევრი გლდანი-ვარკეთილის ხაზის მესამედის გავლით, ასევე მეტროპოლიტენი დაკარგავს მის ორივე შემაერთებელ გეითს რკინიგზასთან, რომლითაც გარდა ტვირთების მიღებისა ხდება ერევნის და ბაქოს შემადგენლობების მიღება მოდერნიზაციისთვის. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=1139 სადგური ,,სახელმწიფო უნივერსიტეტი“ ერთთაღოვანი სადგური საბურთალოს ხაზის ბოლოში, სადგურ ,,ვაჟა-ფშაველას“ შემდეგ. სადგურის მშენებლობა 1986 წელს დაიწყო და 1995 უნდა დასრულებულიყო, მაგრამ 90– ანი წლების დასაწყისში განვითარებული მოვლენების გამო ვერ მოხერხდა ამ სადგურის დასრულება. დღესდღეობით მშენებარე უბანზე სამუშაოების 90 % მეტი შესრულებულია. კონკრეტულად კი აგებულია მარცხენა და მარჯვენა გადასარბენი გვირაბები, რომელთა სიგრძე დაახლოებით 960 მეტრს შეადგენს, ტექნოლოგიური სათავსოების ბლოკი, წევითი-დამადაბლებელი ქვესადგურის დარბაზი, დახრილი საესკალატორო გვირაბი. დასამთავრებელია სადგურის ბაქნიანი უბანი, რომელიც საეჭვოდ დაიბზარა, ასაქცევი საკანი და მოსაბრუნებელი ჩიხები, ვესტიბიული და მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასავლელები, შიდა კონსტრუქციების მშენებლობა, სადგურისა და ვესტიბიულის არქიტექტურული გაფორმება. შესასრულებელია დანადგარების და მოწყობილობების სამონტაჟო სამუშაოები: ლიანდაგის დაგება და საკონტაქტო რელსის მოწყობა, ესკალატორებისა და ვენტილატორების მონტაჟი, წყალმომარაგების, წყალმოცილებისა და კანალიზაციის სისტემების მოწყობა, ელექტრომომარაგების, მატარებლების მოძრაობის ავტომატიკისა და ტელემექანიკის, კავშირგაბმულობის, ხანძარუსაფრთხოებისა და სიგნალიზაციის სისტემების მონტაჟი. სადგურ «სახელმწიფო უნივერსიტეტზე» სამუშაოები 2000 წლიდან 2015 წლამდე გაჩერებული იყო და მიმდინარეობდა სადგურისა და გვირაბის კონსერვაცია. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=774 2010 წელს მომზადდა გარემოზე ზემოქმედების (რედაქტირებული 2014 წელს http://mdf.org.ge/storage/assets/file/documents_2014/A17%20GEO.pdf ) და პროექტის ეკონომიკური დასაბუთების ანგარიში, რის საფუძველზეც მიღებული იქნა აზიის განვითარების ბანკის კრედიტი მეტროს სადგურის მშენებლობის დასრულებისთვის. თბილისის მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2013 წელს გამოყო 4,370.7 ათასი ლარი სადგურ უნივერსიტეტის და მიმდებარე გადასარბენი გვირაბების სამშენებლო სამუშაოების დაპროექტება-ადმინისტრირებისათვის. მშენებლობის დასრულებისათვის საჭირო დანარჩენ თანხას (30 მლნ დოლარი) აზიის განვითარების ბანკი გამოყოფს. დასრულდა ესპანური კომპანიის Euroestudio-ს მიერ ადრე შემუშავებული პროექტის ექპერტიზა და განახლება დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის მიერ. 2014 წელს გამოცხადდა პირველი ტენდერი მშენებლობაზე, რომელიც პრეტენდენტთა არასაკმარისი კვალიფიციურობის გამო ვერ შედგა (თბილგვირაბმშენს ტენდერის პირობების მიხედვით, არ შეუძლია მასში მონაწილეობის მიღება). მეორე ტენდერში განაცხადების წარდგინება დასრულდა იანვარში. საბოლოოდ, განმეორებით ტენდერში გაიმარჯვა ესპანურ “GRUPO ESENTIUM” ჰოლდინგში შემავალმა, ესპანურ-იტალიურმა კომპანიამ -„ASSIGNIA KOBRA“ (ტენდერის შედეგები : http://www.mdf.org.ge/storage/assets/file/documents_2014/tenderebi/nina/2015/02,04,2015/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90%20%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%93%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%93%E1%83%94%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%91%20-%20%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%20%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90.pdf ) |
Posted by: Accident 28 Jun 2017, 07:54 |
2015 წლის 28 ივლისს, წლების განმავლობაში დაკონსერვებული 23-ე მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ სამშენებლო სამუშაოები განახლდა! საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით მოახდინა აღნიშნული სადგურის სამშენებლო სამუშაოების განახლება, კერძოდ პირველ ეტაპზე, ესპანური კომპანიის (euroestudios) მიერ მომზადდა დეტალური სამშენებლო-სამონტაჟო პროექტი, რომლის შედგენაშიც აქტიურად იყო ჩართული სატრანსპორტო კომპანიის სტრუქტურული ერთეულები (სალიანდაგო და გვირაბნაგებობათა, სიგნალიზაციის, ელექტრო-მექანიკური და ენერგო სამსახურები). პროექტის განხორციელების ფარგლებში მოხდება, როგორც სადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ კომპლექსის დასრულება, ასევე ამუშავდება „დელისი“ - „ვაჟა-ფშაველას“ მონაკვეთის მეორე გვირაბიც, რაც კომპანიას შესაძლებლობას მისცემს მგზავრებს სრულყოფილად მოემსახუროს და შეამციროს ინტერვალი აღნიშნულ მონაკვეთზე. სამუშაოების ღირებულება 83,000,670.45 ლარს შეადგენს და 2 წელიწადში დასრულდება. პროექტის ფარგლებში გაკეთდება არსებული გვირაბების რესტავრაცია საერთო სიგრძით 2,6 კმ. მშენებლობის ფარგლებში მოეწყობა სადგურის მიწისქვეშა და მიწისზედა შენობები, გაკეთდება მეტროდან ამოსასვლელები ვაჟა-ფშაველას გამზირზე და სანდრო ეულის ქუჩაზე, ჯამში 4 ამოსასვლელი. გაკეთდება სალიანდაგო ხაზები, მოეწყობა ელექტრო ქვესადგური, ესკალატორები, სავენტილაციო და სადრენაჟე სისტემები, ასევე, სიგნალიზაციის მართვისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები. 3D ვიზუალიზაცია ფოტოები მშენებლობიდან » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « მესამე (რუსთაველი 2 - ვაზისუბნის) ხაზი 1980-იანი წლების ბოლოს დაპროექტდა თბილისის მეტროპოლიტენის მესამე ხაზი. ხაზზე უნდა ყოფილიყო მინიმუმ 14 სადგური მოსკოვის პროსპექტიდან დიდ დიღმამდე, აქედან 4 გადასაჯდომი სადგური: ვარკეთილი 2, რუსთაველი 2 და დიდუბე 2 გლდანი-ახმეტელის ხაზთან და სადგური პოლიტექნიკური 2 საბურთალოს ხაზთან. აქედან, პირველ რიგში უნდა აშენებულიყო 5 სადგური 2000 წლამდე, რომლებზეც დაიწყო სამუშაოები: 1. რუსთაველი - 2, მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 2. საარბრიუკენის მოედანი (თავდაპირველად ,,მარქსის მოედანი“, შემდგომში ,,ჩუღურეთის მოედანი“), მიწისქვეშა ღრმა, კოლონური 3. ქვემო ელია (თავდაპირველად ,,ელია“), მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი 4. ზემო ელია(თავდაპირველად ,,მეტრომშენის მოედანი“), მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი (ასევე არსებობს ,,მეტრომშენის მოედნის" კოლონური სადგურის ესკიზიც) 5. ვაზისუბანი, მიწისქვეშა ღრმა, ერთთაღოვანი მშენებლობა შეწყდა 1993 წელს გასაგები მიზეზების გამო, თუმცა გარკვეული თანხები დღემდე გამოიყოფა მისი ცალკეული ობიექტების გამაგრების და წყალსატუმბავი სამუშაოების მიზნით. მშენებლობა დაგეგმილი იყო შემდეგი ობიექტებიდან: შახტა #60 - სადგური რუსთაველი 2 და მოსაბრუნებელი ჩიხები შახტა #61 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს რუსთაველი 2 და საარბრიუკენის მოედანს შორის შახტა #62 - სადგური საარბრიუკენის მოედანი შახტა #63 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს საარბრიუკენის მოედანს და ქვემო ელიას შორის შახტა #64 - სადგური ქვემო ელია შახტა #65 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს ქვემო ელიას და ზემო ელიას შორის შახტა #66 - სადგური ზემო ელია შახტა #67 - გადასარბენი გვირაბი სადგურებს ზემო ელიას და ვაზისუბანს შორის შახტა #68 - სადგური ვაზისუბანი და მოსაბრუნებელი ჩიხები შახტა #69 - მომსახურე ტექნიკური გვირაბი 300 არაგველის ჩიხებიდან სადგურ ზემო ელიამდე ვაგონების გადასაცემად, სანამ აშენდებოდა მესამე დეპო აფრიკის დასახლებაში. მშენებლობა ზოგან თითქმის ვერ დაიწყო, ზოგან კი საკმაოდ ბევრი რამის გაკეთება მოესწრო: შახტა #60: გაითხარა დაახლოებით 300 მეტრამდე სიგრძის წოლხვრელები სადგურის ადგილამდე. მშენებლობა ხდებოდა ბურღვითი მეთოდით. http://www.fabi.ge/?p=1398 შახტა #61: დაწყებული იქნა გადასარბენი გვირაბის მშენებლობა რუსთაველი 2-დან საარბრიუკენის მოედნამდე, რისთვისაც გაითხარა დაახლოებით 100 მეტრამდე წოლხვრელი თავისი სათავსოებით და უშუალოდ გადასარბენი გვირაბი 50 მეტრამდე. გადასარბენ გვირაბში ჩარჩა მწყობრიდან გამოსული გვირაბმჭრელი ფარი ტიუბინგების ერექტორით. თავად გვირაბის მშენებლობა ხდებოდა აფეთქების მეთოდით. რამდენიმე თვის წინ სამშენებლო მოედნის გაყიდვასთან დაკავშირებით მოხდა კოპერის და მიწისზედა დამხმარე კონსტრუქციების დემონტაჟი და შახტის ჭაურის ფიცრებით გადახურვა. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=613 შახტა #62: ნაწილობრივ გათხრილი იყო საესკალატორო გვირაბი სადგურ საარბრიუკენის მოედანზე, თავად სადგურის მშენებლობაც ამ დახრილი გვირაბიდან უნდა გაგრძელებულიყო, მაგრამ 1992 წელს მშენებლობის შეწყვეტის შემდეგ არსებული გვირაბი დაიტბორა, 2011 წელს კი მისი ზედა ნაწილის ტიუბინგები ამოიღეს და გვირაბი ინერტული მასალით ამოავსეს. პროექტით სადგურზე გათვალისწინებული იყო 4 ესკალატორი. შახტა #63: მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სათხრელი სამუშაოები არ დაწყებულა. შახტა #64: ქვემო ელიის სადგურზე დაწყებული იყო სამშენებლო-სავენტილაციო წოლხვრელის მშენებლობა. გვირაბი 2000-იანი წლების შუამდე კონსერვირებული იყო და წყლის ამოქაჩვა ხდებოდა, ამჟამად ყველა მეტალოკონსტრუქცია, წყლის საქაჩების ჩათვლით დემონტირებულია და გვირაბი სრულიად დატბორილია. მისი სიგრძე უცნობია. უმწეო ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=1129 შახტა #65: პეტრე-პავლეს სასაფლაოსთან მდებარე ყოფილი სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე დაიწყებული იქნა ჭაურის მშენებლობა. შახტის საპროექტო სიღრმემდე ჩასვლა ვერ მოესწრო, როდესაც მშენებლობა შეწყდა (გაითხარა 20 მეტრამდე). ამჟამად დატბორილია. კიდევ ერთი უმწეო ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=1227 შახტა #66: სადგური ზემო ელიის (იგივე მეტრომშენის მოედნის) მშენებლობა ერთი ცნობით უნდა დაწყებულიყო მოედანთან ახლოს მდებარე ჭაურიდან, თუმცა მშენებლობა არ დაწყებულა. დაწყებული იყო მოსამზადებელი სამუშაოები დახრილი გვირაბის დასაწყებად, რისთვისაც შემოღობილი იქნა და დაიწყო სამშენებლო ბაზის მშენებლობა მეტრომშენის მოედანზე, მაგრამ უშუალოდ სათხრელი სამუშაოების დაწყება ვერ მოესწრო. სამაგიეროდ მომავალი სადგურიდან დაახლოებით 450 მეტრში დაწყებული იყო წოლხვრელის მშენებლობა, სავარაუდოდ გრუნტის უფრო სწრაფად და იაფად გამოსატანად სადგურის მეორე ბოლოდან. გაითხარა რამდენიმე მეტრი სიგრძის გვირაბი. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=395 შახტა #67: ყველაზე გრძელი მონაკვეთი მესამე ხაზზე გაითხარა ზემო ელიას და ვაზისუბანს შორის: 68 მეტრი სიღრმის ჭაური, 80 მეტრამდე სამშენებლო-სავენტილაციო წოლხვრელი, დაახლოებით 250 მეტრი სიგრძის პირველი ლიანდაგის გადასარბენი და 50 მეტრი მეორე ლიანდაგის გადასარბენი გვირაბი. გადასარბენი გვირაბის ნაწილი აგებულია თუჯის, ნაწილი კი ბეტონის ბლოკებით. პირველი ლიანდაგის გვირაბის გრძელი მონაკვეთი გათხრილია შახტიდან ვაზისუბნის მიმართულებით. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=1168 შახტა #68: ვაზისუბნის სადგური მიწის ზედაპირიდან 63 მეტრის სიღრმეზე უნდა ყოფილიყო ყველაზე ღრმა თბილისის მეტროში. გაითხარა მხოლოდ წოლხვრელები სადგურის ორივე ბოლოში, დაწყებული იქნა საყრდენი კედლების ჩამოსასხმელი წოლხვრელების თხრა თბილისური ერთთაღოვანი სადგურის ტექნოლოგიით და საესკალატორო გვირაბი, რომელსაც 10 მეტრი დააკლდა დასრულებამდე, ამჟამად საესკალატორო გვირაბი დატბორილია, ხოლო სადგურის მშენებლობა მშრალ კონსერვაციაზეა. ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=1085 შახტა #69: ისევე როგორც #63 შახტის შემთხვევაში, მომზადდა ტერიტორია შახტის და სამთო კომპლექსის ასაგებად, მაგრამ სამთო სამუშაოები არ დაწყებულა. სხვა პერსპექტიული გეგმები გლდანი-ვარკეთილის ხაზი გრძელდებოდა გლდანის მხარეს ჯერ გლდანის ზემო მიკრორაიონებისკენ, შემდეგ კი მკვეთრად უხვევდა მუხიანისკენ, რის შემდეგაც მიდიოდა თემქისკენ. თბილგვირაბმშენის (მეტრომშენის) ადრინდელ პერსპექტიულ სქემებში ფიგურირებს ამ ხაზის შემდგომი გაგრძელება თბილისის ზღვისკენ ახალ დასახლება ავშნიანში. მეორე, ვარკეთილის მხრიდან ხაზი ადიოდა ვარკეთილის ზემო მიკრორაიონებში, შემდეგ კი თბილისის ზღვის ჩრდილოეთით პროექტირებად ახალ დასახლება საჯეირნოში. პერსპექტივაში ავშნიანის და საჯეირნოს სადგურები ერთდებოდა და იქმნებოდა წრიული ხაზი თბილისის ზღვის გარშემო. სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა (ან დაიწყო მხოლოდ უმნიშვნელო მასშტაბით) საბურთალოს ხაზი თბილგვირაბმშენის ადრინდელ გეგმებში გრძელდებოდა კუკიისა და სვანეთისუბნის მიმართულებით. სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. სადგური ,,თავისუფლების მოედანზე“ უნდა გაკეთებულიყო მეორე ამოსასვლელი კოლმეურნეობის მოედანზე არსებულ მიწისქვეშა კომპლექსში, რისთვისაც ,,თავისუფლების მოედნის“ სადგურზე პირველი ლიანდაგის თავზე გაკეთდა გადასასვლელი კიბე, ხოლო კოლმეურნეობის მოედანზე მიწისქვეშა გადასასვლელი დაპროექტდა მგზავრთა დიდ ნაკადზე, მეტროს ამოსასვლელის გათვალისწინებით (ფოტორეპორტაჟი: http://www.fabi.ge/?p=2190) სადგური ,,ავლაბარს“ უკეთდებოდა მეორე ამოსასვლელი მტკვრის ქვეშ გვირაბით და ამოდიოდა ბალნეოლოგიურ კურორტთან. არსებული ცნობებით სამშენებლო სამუშაოები არ დაწყებულა. საინტერესოა, რომ მესამე ხაზის მშენებლობის გეგმის თანახმად რუსთაველი-ვაზისუბნის დასრულების შემდეგ იწყებოდა დიდი დიღომი-დიდუბის განშტოების მშენებლობა. გამომდინარე იქიდან, რომ არსებული მონაკვეთი ვერ უერთდებოდა მეტროს არსებულ ხაზს (დიდუბეში ორ სადგური ერთმანეთს ძლიერ განსხვავებულ სიმაღლეებზე კვეთდა), დიღმის მონაკვეთზე ვაგონების საექსპლუატაციოდ აღნიშნულია კიდევ ერთი დეპო ხატოევის კუნძულის მიმდებარე ტერიტორიაზე. ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, იქნებოდა ეს დამოუკიდებელი დეპო თუ დამაკავშირებელი ხაზი გლდანის დეპოსთან, ხოლო თუ ეს იქნებოდა დამოუკიდებელი დეპო, მაშინ რა ბედი ეწეოდა მას მესამე ხაზის სხვადასხვა მონაკვეთების შეერთებისა და აფრიკის დასახლებაში მდებარე დეპოს ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ. ჰუზერული ომები აღსანიშნავია მეტროპოლიტენის განვითარების მიმართულებებთან დაკავშირებით შექმნილი კრიზისი და საომარი მდგომარეობა ფორუმის ტრამალებზე. კერძოდ, გარკვეული პიროვნებების მიერ (მეც მათ მივეტმასნე) იქნა გამოთქმული თბილგვირაბმშენის კანონიკური დებულებების გარკვეული კრიტიკა კერძოდ: 1. შექმნილიყო ოთხი ხაზი სამის ნაცვლად. 2. მესამე ხაზის დიდი დიღომი-დიდუბის მონაკვეთი შევიდოდა მეოთხე ხაზის შემადგენლობაში და გაგრძელდებოდა ორთაჭალისკენ; 3. მესამე ხაზი კი მოსკოვის პროსპექტი - ვაზისუბანი - ვაკის შემდეგ გრძელდებოდა ნუცუბიძისკენ. ეს მოდიფიცირება საშუალებას მოგვცემდა მესამე ხაზის მშენებლობის განახლებისას 60871 წელს სრულად აგვეთვისებინა ვაკე, განსხვავებით თბილგვირაბმშენის გეგმისგან. ჰუზერთა ნაწილმა, რომელმაც ორთოდოქსალური სწავლებისგან განდგომაზე უარი განაცხადა, ამხილა ჩვენი გეგმა იმ კუთხით, რომ: 1. ვაკე კარგავდა ახლო კავშირს საბურთალოს ცენტრთან - პოლიტექნიკურთან; 2. დიდი დიღომი ასევე კარგავდა პირდაპირ კავშირს ქალაქის საქმიან ცენტრთან. ეს ყველაფერი ზრდიდა დატვირთვებს გადასაჯდომ სადგურებზე, ახანგრძლივებდა მგზავრობას და ნაკლებად მოსახერხებელს ხდიდა მგზავრების დიდი ნაწილისთვის. სამაგიეროდ, ვაკის უფრო სრული დაფარვა კი არ იყო კრიტიკულად მნიშვნელოვანი სიკეთე ვაკის ძირითადი მომხმარებლებისათვის - სტუდენტებისთვის, ვითარმედ თქმულ არს სტუდენტი არა ჰპუობდეს ფეხითა სვლას. აი თავად ეს გეგმაც: უნდა ვაღიარო, რომ ბოლო დროს მეც სულ უფრო ვხვდები თბილგვირაბმშენის განზრახვის სიღრმეებს, კერძოდ სიბრალულს დიდი დიღმის მოსახლეობის მიმართ. თანაც თუ ჩვენ გავაკეთებთ სისტრას მიერ დამუშავებულ ტრამვაის გეგმას (იხ. შესაბამის თემაში), მაშინ ვაკე - ორთაჭალის სატრანსპორტო ხერხემალს სწორედ მაღალი მგზავრგამტარუნარიანობის მქონე ტრამვაის მარშრუტი შექმნის და მეტროპოლიტენს უკვე არსებული სამხაზიანი სქემაც ეყოფა. ანუ, მორალურად უკვე მზად ვარ ვაღიარო ჭეშმარიტი სარწმუნეობა და დავუბრუნდე დედა-მეტრომშენის სწავლებას. © Polaris (მცირე ჩასწორებებით) |
Posted by: ტემპერა 28 Jun 2017, 08:32 |
Accident |
Posted by: SwaT-2011 28 Jun 2017, 09:36 |
ფიქს, ფიქს, ფიქს, ფიქს, ფიქს. ამ თემაში ბევრი ახალი სიახლე მოგველოცოს ერთმანეთისთვის |
Posted by: irakli_f1 28 Jun 2017, 09:53 |
დავფიქსირდები მეც, მართალია ძალიან იშვიათად ვპოსტავ, თუმცა ბევრ სასარგებლო ინფორმაციას ვგებულობ |
Posted by: vatman 28 Jun 2017, 10:00 |
მშვენიერი დასაწყისია Accident ისე მეტროპოლიტენი არ სჯობია სათაურში? თორე მეტრო რაღაცნაირად ყურს მიჭრის |
Posted by: GURO_STI 28 Jun 2017, 11:13 |
ეჰ ნეტავ როდის გვეღირსება კიდევ, ახალი სადგურის გახსნა. იქნებ ტრამვაი მაინც გაიყვანონ ახლო მომავალში.. |
Posted by: ტემპერა 28 Jun 2017, 11:25 |
ალეკოს გაკეთებული სიუჟეტი: ესეც მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელის შესახებ |
Posted by: NVIDIA MAN 28 Jun 2017, 11:39 |
კარგად არის გაფორმებული თემა! აბა სულ პოზიტიურ სიახლეებზე გვეწეროს! <3 |
Posted by: ივანიჩ 28 Jun 2017, 12:36 |
დავფიქსირდები ახალ თემაში |
Posted by: პაწა 28 Jun 2017, 13:21 |
თავიდან, საბურთალოს ხაზი პირდაპირ უნდა ყოფილიყო დაკავშირებული პირველ ხაზთან? იყო ამის ტექნიკური შესაძლებლობა? |
Posted by: ფაშისტი 28 Jun 2017, 13:35 |
აუ როგორ მიხარია ხსნარებით რომ რეცხავენ კედლებს.. სულ სხვა იერი აქვს |
Posted by: koshma 28 Jun 2017, 14:59 | ||
ფიქსირ
კი, ეგრე იყო. დღეს როდესაც წერეთლიდან ვაგზლის მიმართულებით მივდივართ, მაგ გადასარბენში არის ССВ (Служебная Соединительная Ветвь), რომელიც თავიდან დაგეგმილი იყო, როგორც ძირითადი გადასარბენი. დღეს ეს ხაზი გამოიყენება საბურთალოს ხაზზე მატარებლების და სპეც ტექნიკის შემოსაყვანად და გასაყვანად. ვაგზალი 1 იქნებოდა ერთადერთი სადგური და მოძრაობა იქნებოდა ისევე, როგორც დელისზეა - ერთი მატარებელი წავიდოდა საბურთალოს მიმართულებით, მეორე ახმეტელის. შემდგომ მიხვდნენ რომ ვაგზალი ამდენ მგზავრს ვერ დაიტევდა და გადაწყდა მეორე სადგურის აშენება, როს გამოც საჭირო გახდა წერეთელი-ვაგზლის გადასარბენზე მკვეთრი მოსახვევის გაკეთება. თუ დააკვირდებით მანდ მატარებელი ანელებს სვლას და კარგად იგრძნობა, რომ მოსახვევში შედის |
Posted by: ტემპერა 28 Jun 2017, 22:55 |
სადგურ „რუსთაველის“ გარე მანიშნებელი ახალი, თანამედროვე დიზაინის აბრით ჩანაცვლდა |
Posted by: პაწა 28 Jun 2017, 23:10 | ||||
"მიხვდნენ რომ ვაგზალი ამდენ მგზავრს ვერ დაიტევდა" - რატომ ვერ უნდა დაეტია? პირიქით, შეიძლება დაეკლო კიდეც. საბურთალოზე მიმავალი ნაკადი საერთოდ არ ჩამოვიდოდა მატარებლიდან. ნუ, მოემატებოდა საბურთალოდან დიდუბის მხარეს მიმავალი და პირიქით, რაც საბოლოო ჯამში იმაზე ნაკლები იქნებოდა, რაც ეხლაა |
Posted by: TramwayMan 28 Jun 2017, 23:36 | ||
პაწა
რა მარტივად გადაწყვიტე რატომ არ შეგეკითხნენ |
Posted by: Accident 28 Jun 2017, 23:41 | ||
პაწა
სამარშრუტო მოძრაობა, ყოველთვის ზრდის მომლოდინე ხალხის რაოდენობას. ახლა, საბურთალოსკენ მიმავლები ცალკე არიან, ხოლო ვარკეთილისკენ და გლდანისკენ ცალკე. თუ ყველა მიმართულება ერთ სადგურში გაივლის, საბურთალოზე ვინც ჩადის, ეგეც მანდ ჩავიდოდა და თან უფრო დიდხანს მოუწევდა ლოდინი, გაჩერება, რადგან პირველივე მოსულ მატარებელში, შეიძლება ვერ ჩამჯდარიყო. მაგალითად, დელისი შეგიძლია აიღო, პიკის საათზე მკვეთრად იზრდება ხალხის რაოდენობა, რადგან ვაჟა-ფშაველაზე და ვაგზალზე წამსვლელები იკრიბებიან ერთად და სანამ ვაჟა-ფშაველას ხალხი არ დაიცლება, იქამდე გადაჭედილი რჩება, ვაგზალზე წამსვლელებით დაცარიელების მერეც კი. ასევე, მატარებლებს შორის ინტერვალის შემცირებაც პრობლემაა, როცა სხვადასხვა მიმართულების შემადგენლობები იკრიბებიან ერთად. ეს ყველაფერი საბოლოოდ მგზავრთა გამტარუნარიანობას ამცირებს. ხოლო გვირაბები რატომაა მასე, ეგ პირველ გვერდზე, მეორე პოსტის დასაწყისში, წერია ეგრე რატომ აშენდა. სამარშრუტო მოძრაობას ისედაც არ გეგმავდნენ, უბრალოდ მაქეთ იყო დაგეგმილი მიმართულება. ორი სადგური, საბჭოეთში ისედაც მიღებული წესი იყო. მეტროში სამარშრუტო მოძრაობას არ აკეთებდნენ. ერჩივნათ მეტი გადაეხადათ მეორე სადგურის მშენებლობაში და დაეყოთ ნაკადები, ვიდრე ერთად დაეტოვებინათ. ევროპა-ამერიკაში კი უმეტესად სამარშრუტო მოძრაობა აქვთ. |
Posted by: Soft_Eject 29 Jun 2017, 00:57 |
მშვენიერი ახალი თემა გამოვიდა ისე მაინც ვერ ვხვდები ვაგონებში რატომ არის ასეთი ცუდი ვენტილაცია ? დავიჯერო ის ჭრილება რაც ვაგონს ააქვს ზემოდან არ ყოფნის გასანიაველბად ? თუ დამატებით ძრავი და გამოწოვია საჭირო ? საშინელი ვენტილაცია აქვს მეტროს პიკი საათებში, ისე მგონი რუსეთში სადაც ბევრად მეტი ხალხია და ტემპერატურია მიწის ქვეშ იგივე როგორც შემადგენლობა რატომ არ არის ასეთი დახუთულობა ? |
Posted by: koshma 29 Jun 2017, 01:27 | ||||
თუ რამე დეტალის დამზადება დაამუღამეს პლასტიკისგან, ყველაფერი ზედ ააფარეს და რა ვენტილაციაზეა საუბარი? მარტო ერთი შემადგენლობა გააკეთეს ადამიანურად 81-717,81-714,81-714,81-717 სადაც გასახსნელი შლუზებია. ნომრები არ მახსოვს, მაგრამ ისაა, სადაც მონიტორები აყენია. * * *
ამოიწურა თემა? |
Posted by: Artgeo 29 Jun 2017, 02:27 | ||
მეც დავფიქსირდები |
Posted by: პაწა 29 Jun 2017, 02:50 | ||||
ვგულისხმობდი, რომ ვარკეთილის მხრიდან მომავალი მატარებელი პირდაპირ გააგრძელებდა საბურთალოსკენ მოძრაობას და ამ შემთხვევაში არ გაიზრდებოდა სადგურის დატვირთვა |
Posted by: ნიკა 29 Jun 2017, 08:41 |
უნივერთან გავიარე ამასწინათ მანქანით და მოძრაობის სქემა დალაგებულა შედარებით. მარცხენა რიგი თურმე მეტრომდე არმისული უხვევს. |
Posted by: koshma 29 Jun 2017, 12:09 | ||
ვინც ვარკეთილიდან გლდანში მიდიოდა, იმას მოუწევდა სადგურზე ჩამოსვლა და შემდეგი მატარებლის დალოდინება, + ამას დაემატებოდა სადგურზე ჩასული მგზავრები, რომლებიც ასევე ვარკეთილში წავიდოდნენ, მათაც მოუწევდათ 1 მატარებლის გაშვება. ერთი სიტყვით სამარშრუტო მოძრაობა შექმნიდა დიდ დისკომფორტს და მგზავრების დაგროვებას ერთ სადგურზე |
Posted by: პაწა 29 Jun 2017, 17:35 | ||
ასე არაა... დაელოდებოდნენ პირდაპირ იმ მატარებელს, რომელიც დიდუბის მიართულებით მიდის. რა აზრი, რომ გაყვე საბურთალოს მატარებელს და სადგურზე გადაჯდე, როდესაც იცი, რომ შემდეგი მატარებელი პირდაპირ დანიშნულების ადგილზე მიგიყვანს |
Posted by: cavalierre 30 Jun 2017, 11:06 |
ზუსტად დილის 6:00-ზე რომ ჩავიდე ახმეტელის მეტროში, 6:20-ზე მიასწრებს ვაგზალზე მისვლას? გახსნისასვე არ ჩავსულვარ მეტროში აქამდე და პირველი მატარებელი როგორ მოძრაობს, მაინტერესებს :| |
Posted by: JSB14BSJ 1 Jul 2017, 00:26 | ||
ნიკა
ხო, ადრე როგორც იყო, ისევე აღადგინეს. სადღაც სამი თვის წინ ეგ გასახვევი ჯერ ამოაშენეს, მერე ჰომო საპიენსებიდან რომელიღაცა მიხვდა, რო როცა იყო, ტყუილად არ იყო და ისევ გაჭრეს, ოღონდ უკვე გაუმჯობესებულია იმ გაგებით, რომ უკვე ცალმხრივია - მხოლოდ ვაჟადან უნივერსიტეტის მიმართულებით მოძრავი მანქანებისთვისაა მარცხნივ შესახვევად და მოსაბრუნებლად. ადრე საერთოდ ორმხრივი იყო. |
Posted by: polaris 1 Jul 2017, 00:55 |
დავფიქსირდები, კაი თემაა <3 <3 <3 * * * მართლა ბოდიში, არ იფიქროთ რომ დავიკიდე, უბრალოდ ვერ ვასწრებ: სამსახური, ლექციები, ლაბორატორია... ვკითხულობ, მაგრამ ვერ ვასწრებ წერას. ჰო ერთი რამ: ვაგზალი 2- წერეთლის I ლიანდაგი სსვ-ზე ზემოდან გადადის, რამაც გარკვეულ შეკითხვებს პასუხი გასცა (მიმხვედრი კი ასევე მიხვდება, რომ все еще есть порох в пороховницах ) |
Posted by: Accident 1 Jul 2017, 03:17 | ||||||
ხო, დელისიდან ვაჟაზე და სადგურზე, აღარ დადიან რიგ-რიგობით. ერთი მატარებელი გადის ჯერ ვაჟაზე და მერე ის მოდის სადგურისკენ. პაწა
კი, გავიგე რაც იგულისხმე, მე სხვა რამე მეწერა. მაგის გარდა, რაც დაწერე, სამარშრუტო მოძრაობა უაყოფითადაც მოქმედებს-მეთქი რაოდენობაზე -იწვევს ლოდინის დროის გაზრდას. ანუ, მგზავრი უფრო მეტხანს ყოვნდება სადგურში, რის გამოც, ბევრი ხალხი გროვდება. ეგეთი სიტუაცია დელისზეა, დღეს. იმის ნაცვლად, რომ სადგურიდან მოსული მატარებელი დროზე გადმოვიდეს აქეთ და ხალხი ჩასვას, მგზავრებს უწევთ ვაჟა-ფშაველადან წამოსული მატარებელის ლოდინი, ვისაც ვაჟა-ზე უნდა წასვლა, ის შემდეგ მატარებელს ელოდება და ა.შ. ასევე, ვაგზალზე, საბურთალოს ცალკე სადგური რომ არ ჰქონდეს, მთავარ სადგურში ის ხალხიც გაჩერდებოდა, ვისაც საბურთალოზე უნდა წასვლა და არა გლანში ან ვარკეთილში. ესეც გაზრდიდან, მაგ სადგურში მყოფთა რაოდენობას. თუმცა, როგორც აღვნიშნე, მაგ სადგურზე განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებიათ კომუნისტებს. მაინცდამაინც ვაგზალი ვერ დაიტევს ხალხსო, არ უთქვამთ. უბრალოდ, ასეთი წესი იყო, რომ ყველა ხაზს, თავის გადასაჯდომი სადგური უნდა ჰქონოდა - მესამე ხაზს ჰქონდა რუსთაველი 2, მეოთხე ხაზს - დიდუბე 2 და ა.შ. polaris
ეგ, ყველას ეგრე წარმოგვედგინა, მაგრამ შენ გვისწორებდი https://forum.ge/?showtopic=34735353&view=findpost&p=46728070 https://forum.ge/?showtopic=34735353&view=findpost&p=46718866 P.S. ეს სტატია, ნანახი გაქვს? https://bpn.ge/finansebi/35366-shshm-pirebisthvis-metrosadgurebshi-mobiluri-platformebi-shemodgomaze-gamochndeba.html |
Posted by: polaris 1 Jul 2017, 12:18 | ||||
Accident
ჰო, რატომღაც მასე მეჩვენებოდა სადგურიდან რომ ვუყურებდი, თითქოს ლიანდაგი მაღლა ადიოდა და ეს ფრიად მაკვირვებდა, პირველად თუ ეს სსვ არის გაყვანილი, ზემოთ რატომ გაუშვესო. ახლა ყველაფერი დალაგდა. ასევე ძალიან კარგად დაჯდა დეპოს გვირაბის მონაკვეთი წერეთელთან: თურმე სანამ მარცხნივ გაუხვევს (რაც ასევე მიკვირდა, სანამ ზუსტად გავიგებდი ტრასირებას), ჯერ მარჯვნივ უხვევს და ვაგზ2-წერეთლის I ლიანდაგს გადასარბენს მიუყვება, რაც სავარაუდოდ მოსაწრეს 1976-მდე. შემდეგ უხვევს მარცხნივ, უკვე 1980-იანების გარძელება.
ჰო, მაგრამ ჩავფარცხეთ, ზედმეტი ვიტლიკინე მანდ და მერე მივხვდი რომ ასეთი დეტალური ინფორმაცია (ფირმა, ქვეყანა, ბიუჯეტი) პროექტის საწყის ეტაპზე შეიძლება უკან შემოგვიბრუნდეს და ვინმეს რაიმე ანტიპიარისთვის გამოეყენებინა. |
Posted by: giat 1 Jul 2017, 12:59 |
ეხლა რომელიღაცა საიტზე წავიკითხე დიდუბე -დიდი დიღომის მიმართულებით სატრანსპორტო Hაბი განვითარდებაო და განსაკუთრებით კი მეტრო და რამოდენიმე მეტროს სადგურიო მართალია თუ არა ეს ინფორმაცია თქვენი აზრი მაინტერესებს ამაზე |
Posted by: polaris 1 Jul 2017, 13:03 |
giat არა, ზეპირი განცხადებაა მხოლოდ. ჯერჯერობით. იმედი მაქვს გადავაფიქრებინებთ. |
Posted by: giat 1 Jul 2017, 13:07 |
polaris ვერ გავიგე რას გულისხმობ იმედი მაქვს გადავაფიქრებინებთო რატომ უნდა გადაიფიქრონ ასეთი კარგი პროექტი თუ სადმე არსებობს და მე მგონი ქალაქისთვის კარგი უნდა იყოს კიდევ ერთი ახალი მეტრო სადგური და სატრანსპორტო Hაბი როგორც ესენი ამბობენ |
Posted by: polaris 1 Jul 2017, 13:18 | ||
giat
1. ღია მეტროზეა საუბარი 2. სამარშრუტო მოძრაობაზე დიდუბიდან |
Posted by: giat 1 Jul 2017, 13:22 |
და რა რითა ცუდი ღია მეტრო მთავარია იყოს და ტრანსპორტი რაც მეტი იქნება ქალაქაში მით კარგი ქალაქელებისათვი და სტუმრებისათვის რა მნიშვნელობა აქვს ღია იქნება და მიწისძედა თუ მიწისქვეშ მთავარია სარგებლობა |
Posted by: polaris 1 Jul 2017, 13:26 | ||
giat
იმით, რომ იმავე ეფექტის მიღწვა შეიძლება ჩქაროსნული ტრამვაის მეშვეობით, ოღონდ უფრო იაფად და განვითარების მეტი შესაძლებლობით. |
Posted by: giat 1 Jul 2017, 13:35 | ||||
იქნებ ეგეცაა ტრანსპორტის სტრატეგიული განვითარების გეგმაში |
Posted by: Accident 1 Jul 2017, 14:37 | ||
polaris
არა, ეგ არ მიგულისხმია, მანდ გვარი იყო საოცარი. თუმცა, ჩასაფარცხად, იდეალურია, ვერც დაგიმტიკებენ, შენ რომ თქვი. giat მეტროს მთავარი უპირატესობა არის ის, რომ 4წუთზე ნაკლები ინტერვალის მიღწევა შეუძლია. ეგ განშტოებები კიდევ, აკარგვინებს ამ უპირატესობებს. თუ მეტროს აკეთებ, მაშინ უნდა გააკეთო მთლიანი ხაზი. დიღომში კიდევ, არანაირი მეტროს საჭიროება არაა, ტრასით უკავშირდება ქალაქს, ჩქაროსნული ტრამვაიც მშვენივრად დააკავშირებს, არსებულ სატრანსპორტო სისტემასთან და მომავალშიც ადვილად გაფართოვდება. |
Posted by: JSB14BSJ 1 Jul 2017, 16:58 | ||||
Accident
ისედაც ასე არ იყო? * * * giat
ახლა სტრატეგიული განვითარების გეგმაში რო კოლექტიური თვითმკვლელობა იყოს, მოვიკლათ? სისულელეა სამარშრუტო და მორიგეობითი მოძრაობა და იმიტომ არ ვარგა. თუ გაკეთებაა, უნდა წესიერად გაკეთდეს. |
Posted by: Accident 1 Jul 2017, 17:21 | ||
JSB14BSJ
არა, რიგ-რიგობით დადიან ხოლმე. ანუ, ერთი მატარებელი რომ ვაჟაზე მიდის, ამასობაში მეორე - ცარიელი - გამოდის ჩიხიდან და ხალხი სადგურზე მიჰყავს. ახლა, მატარებელი რომ ვაჟაზე მიდის, სადგურზე წამსვლელები იმას უნდა დაელოდნონ, როდის დაბრუნდება ვაჟა-ფშაველადან უკან. |
Posted by: Kublicha 1 Jul 2017, 17:35 | ||
polaris
ნამდვილად ეგრეა. თითქმის ყოველდღე ვხედავ როგორ შედის ССВ ში მატარებელი და ნამდვილად მაღლა ადის. ვისაც გაინტერესებთ ყოველდღე გარდა პარასკევის და შაბათ-კვირისა საღამოს ზუსტად 18:25 დაელოდეთ სადგურის მოედანზე, ნაძალადევიდან მომავალ ბაქანთან. |
Posted by: Andy Warhol 1 Jul 2017, 17:57 |
უფ კაია რო დელისზე აღარ მომიხდება ხოლმე გადაჯდომები, პირდაპირ ააჭირს |
Posted by: Accident 1 Jul 2017, 18:56 | ||
Kublicha polaris
სამაგიეროდ, აქედან არ ეტყობოდა, რომ მაღლა მიდიოდა, ანუ წერეთელი-სადგური2 გადასარბენიდან, სადაც უფრო ახლოსაა გადასაკვეთი ის გადასარბენი. ისე, მანდ არ შეუსეირნებიათ, ანონიმებს? |
Posted by: Metal_Head 1 Jul 2017, 20:51 | ||
კარდონები მოაცილეს ? |
Posted by: Fabian 1 Jul 2017, 21:06 | ||
Accident
როგორ არა, კახპები მაგენნი |
Posted by: polaris 1 Jul 2017, 21:22 | ||
Accident
ბოროტი ხმები ამტკიცებენ, შეისერინეს და ნახეს, რომ CCB არც მაღლა ადის, არც დაბლა, არამედ მასზე გადადის რკალურად ვაგზ2-წერეთელიო. |
Posted by: Andy Warhol 1 Jul 2017, 22:04 | ||
Metal_Head
ჯერ არა. ისე სულ გაბოლილია ვაჟას სადგური. ვერ გაიხედები ნისლივით არის. |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Jul 2017, 11:31 | ||
დავფიქსირდები მეც.. მიხარია, რომ არ კვდება ეს თემა ყოველთვის საინტერესოა აქ შემოსვლა. giat
უკვე განვითარებულ ქალაქში მიწისზედა მეტროს აშენება არაა მთლად კარგი იდეა. ამის ფუნქციას მართლაც რომ ჩქაროსნული ტრამვაიც შეასრულებს. ისე კი უზარმაზარი ტერიტორიების გამოყოფაა საჭირო მეტროს ხაზის ინფრასტრუქტურისთვის. გარდა ამისა, სამარშრუტო მოძრაობის მოწყობა ჩვენი სისტემის ფარგლებში - ანუ, როცა სახეზეა მხოლოდ ერთი დამოუკიდებელი დიდი ხაზი, რომელზეც მთელი ქალაქია დამოკიდებული) გამოიწვევს ინტერვალების გაზრდას მინიმუმ 8 წუთამდე თითოეულ ასეთ მარშრუტზე. ამიტომ მგონია, რომ დიდუბე-დიღმის და სამგორი-აეროპორტის განშტოებების მშენებლობის "გეგმები" წინასაარჩევნო PR-ია (ანუ ტყუილი) და მეტი არაფერი. |
Posted by: Accident 4 Jul 2017, 22:47 |
საბურთალოს ხაზზე, ძველ შემადგენლობაში მოვხვდი და ისეთი გადაჭედილი იყო, ლამის სახე მქონდა მინაზე მიდებული. მაგრამ, შიგნით ქარი უბერავდა და თან ციოდა რა და##რებული უნდა იყო, რომ 30 წლის წინანდელი ვაგონის მოდერნიზებით, გაუმჯობესსებულის ნაცვლად, გაუარესებული ვაგონი მიიღო. აგრე იცის ჯაყომა, უფრო ზუსტად, უაზრო პიარმა. |
Posted by: Kublicha 4 Jul 2017, 23:45 | ||
Accident
მეც დღეს ვიმგზავრე მაგით და ისეთი ვისიამოვნე, ისეთი სასიამოვნო სიგრილე და ნიავი იყო. ვლოცავდი მაგის საბურთალოს ხაზზე გაშვებიის გადაწყვეტილების მიმღებს |
Posted by: Universe 5 Jul 2017, 04:37 |
Accident მწვანე თუ ლურჯი ვაგონები ყავისფერი იატაკით? ნათურებიც რომ გადამწვარია ზოგი. მაგრად მიყვარს ეგ მატარებელი ) |
Posted by: Accident 5 Jul 2017, 16:01 |
Kublicha არადა, რომ შევედი, მეგონა ამოვიხრჩობოდი. თან კი არ შევედი, შევტენე ვიღაც ასეთი სიტუაცია იყო მეორე ხაზზე კი, ცარიელ მოდერნიზებულში ჩავჯექი და საერთოდ არ იყო ჰაერი Universe ხო, ერთი დადის |
Posted by: Universe 5 Jul 2017, 19:04 |
Accident სამჯერ ვუყურე და მგონი კიდევ ვნახავ არის რაღაც მომნუსხველი კადრებში. |
Posted by: vatman 5 Jul 2017, 21:54 |
ვა ლურჯ შემადგენლობაზე ელექტრონული მაშრუტი დაამონტაჟეს თურმე.... |
Posted by: BigCrow 5 Jul 2017, 22:33 |
ჩემს ორ კაპეიკსაც შემოვაგდებ ამ თემაში, ბარემ. |
Posted by: Accident 5 Jul 2017, 23:45 |
vatman ე.ი. მოდერნიზაციას აღარ უპირებენ? აქვს მაგას ექსპლუატაციის ვადა დარჩენილი? BigCrow აგერ, საბჭოთა წიყვარულის შესახებ |
Posted by: vatman 6 Jul 2017, 10:51 | ||
Accident
თუ არ ვცდები ექსპლუატაციის ვადა აქვს 35 წელი. კაპ.რემონტი კიდევ უხანგრძლივებს სიცოცხლეს შესაბამისად ყველა ნომერულს თბილისში 2022 წლამდე შეეძლო ევლო... მანდ რა ვაგონებია არ კი ვიცი. ყველაზე ძველები ჩვენთან 87-იანებია |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jul 2017, 11:46 | ||
vatman
მე კი, თუ სწორად მახსოვს, 35-წლიანი ექსპლუატაციის ვადა Е სერიის ვაგონებს ჰქონდათ. ნომერულებს კი - 30 წელი. |
Posted by: gray*wolf 6 Jul 2017, 12:40 | ||
„ურბანული ლაბორატორიის“ ხელმძღვანელი გიორგი ბაბუნაშვილი მეტროს ახალი სადგურის დიზაინს აფასებს და ამბობს, რომ შესაძლებელი იყო უკეთესი, უფრო საინტერესო დიზაინის შექმნა, თუმცა აღნიშნავს, რომ სადგურის მშენებლობა ჯერ არ დასრულებულა და შესაძლებელია, რამე შეიცვალოს. „ჩემი სუბიექტური აღქმაა, მაგრამ მე ამ ფოტოებზე დიზაინი ცოტა იაფფასიანი მეჩვენება, თუმცა სადგური ჯერ კიდევ არ არის დასრულებული და შეიძლება შეიცვალოს, ეს მაინც წინასწარი ვარაუდია. რა თქმა უნდა, საბჭოთა პერიოდის პროექტები უფრო საინტერესო იყო, თუმცა მაშინ ბიუჯეტიც მეტი ჰქონდათ. აღსანიშნავია, რომ თავდაპირველი პროექტი ძალიან საინტერესო იყო. სადგურში იყო შიშველი კედლები, რადგან თავდაპირველი პროექტით, სადგური „უნივერსიტეტი“ უნდა ყოფილიყო „ვაჟა-ფშაველა“, ხოლო „ვაჟა-ფშაველას“ უნდა რქმეოდა „ბახტრიონი“. დღევანდელი „უნივერსიტეტი“ უნდა გაკეთებულიყო „ვაჟა-ფშაველას“ შემოქმედების მოტივებზე. რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა ჩავრჩეთ 80-იან წლებში. მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ შეიცვალა, თუმცა თანამედროვე სადგურიც შეიძლებოდა ყოფილიყო უფრო საინტერესო, ეს ცოტა ერთფეროვანია“- ამბობს გიორგი ბაბუნაშვილი. მისი თქმით, პირველად თბილისის მეტროში იგება უხმაურო ლიანდაგი, რელსები ერთმანეთთან არის შედუღებული და გადასვლისას ხმაურს არ გამოსცემს. „ეს სისტემები ჩვენთვის არის ინოვაციური, გერმანული ესკალატორები, სიგნალიზაციის სისტემები და ა.შ. თუმცა გარკვეულ ტექნიკურ გამოწვევებს უნდა უპასუხოს. ჩვენ გვაქვს საბჭოური სისტემა სხვა სადგურებში; ახალმა და ძველმა შეთანხმებულად უნდა იმუშაოს, ელექტროგაყვანილობის სისტემებმა, შუქნიშნებმა და ა.შ. ამაზე ახლა მიდის მუშაობა. ზაფხულში, როცა სამუშაოები დასრულდება, მატარებლები იმოძრავებს, მაგრამ მგზავრების გარეშე, რადგან უნდა გაიტესტოს ეს სისტემა“,- თქვა გიორგი ბაბუნაშვილმა. მეტროსადგურ უნივერსიტეტის მშენებლობა 1985 წელს დაიწყო. ორი სადგურის მშენებლობა ერთდროულად მიმდინარეობდა - ახლანდელი , „ვაჟა-ფშაველასა“ და „უნივერსიტეტის“. გიორგი ბაბუნაშვილის თქმით, 1993 წელს, ფინანსური კრიზისის გამო, სამშენებლო სამუშაოები შეწყდა და 1997 წელს განახლდა, თუმცა დასრულდა მხოლოდ ერთი სადგური, „ვაჟა-ფშაველა“. „2015 წელს განახლდა სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა, აზიის გამვთარების ბანკისგან მიღებული კრედიტით. მშენებლობისთვის გამოიყო 83 მილიონი ლარი. თავად სადგური 1993 წელს დასრულებული იყო თითქმის 90%-ით. ძირითადი ჰიდროიზოლაცია და ელექტრომოწყობილობები არ იყო გაკეთებული. ბაბუნაშვილი „ლიბერალთან“ საუბარში აღნიშნავს, რომ თავდაპირველად თბილისში 43 სადგურის მშენებლობა იყო დაგეგმილი, რაც ახლა წარმოუდგენელია, რადგან დიდ თანხასთანაა დაკავშირებული ერთი სადგურის მშენებლობაც კი. მისი თქმით, შესაძლებელია დაკონსერვებული ობიექტების ამოქმედება, როგორებიცა მეტრო „ახმეტელისა“ და „მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელები. „მაგ: ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელი, რომელიც თითქმის დამთავრებულია და გახსნის შემთხვევაში, შეუძლია, მნიშვნელოვნად განტვირთოს ახმეტელის მეტროსთან გადატვირთული მოძრაობა. დღეს ახმეტელი არის ყველაზე დატვირთული სადგური. გარდა ამისა, არის მარჯანიშვილის დაუმთავრებელი მეორე ამოსასვლელი, რომლის გახსნაც ასევე შესაძლებელია, ტექნიკურადაც და ფინასნურადაც. უფრო შორს თუ წავალთ, მესამე ხაზიც, „რუსთაველი“ – „ვაზისუბანი“, რომელიც, სავარაუდოდ, სრულად ვერასდროს ამოქმედდება, მაგრამ მისი ერთი ნაწილი, შესაძლებელია, დაუკავშრდეს არსებულ მეტროს ქსელს“,- თქვა გიორგი ბაბუნაშვილმა. http://liberali.ge/news/view/29111/urbanuli-laboratoriis-kvleva--tbilisis-metros-ganvitarebis-perspeqtivebi http://radikal.ru ეს ფოტო რომელ გაზეთშია დაბეჭდილი ? რომელი წლის ნომერშია ?
ბახტრიონი არაა მურმანსკი კიდე ძალიან სწორად ჰქვია დღეს მაგ სადგურს ვაჟა ფშაველა თან ვაჟას ძეგლიც იქვეა |
Posted by: ლუკატარ 7 Jul 2017, 15:41 |
დანარჩენ სადგურებზე რელსების შედუღება არ იგეგმება? |
Posted by: TramwayMan 7 Jul 2017, 15:51 | ||
ლუკატარ
რამე ფენომენია ეს ახალი? შევადუღოთ სადგურებზე რელსები, სადგურიდან სადგურამდე გვირაბებში დავტოვოთ პირაპირები. |
Posted by: Mick-el-Angelo 7 Jul 2017, 17:37 | ||
სხვათაშორის, ამასაც ლოგიკა აქვს ნაკლები ვიბრაცია რომ იყოს ისედაც უკვე ამორტიზირებულ სადგურებზე |
Posted by: JSB14BSJ 7 Jul 2017, 23:18 | ||||
gray*wolf
საინტერესოა, რა ლოგიკით? ბახტრიონის ქუჩის კუთხეში "პოლიტექნიკურს" გაუდიოდა გრიალი და რა პონტია?
ძეგლი ძეგლად, მაგრამ სიმბოლურად შეიძლება გამართლებულიც ყოფილიყო გამზირის ბოლოს მდებარე ბოლო სადგურისთვის ვაჟას დარქმევა. "უნივერსიტეტს", რომელიც თითქმის კილომეტრშია და ძალით თუ ასოცირდება სადგურთან, კი აჯობებდა, მაგრამ "ბახტრიონი" რა ლოგიკით უნდა რქმეოდა ახლანდელ ვაჟას, ვერ ვხვდები. |
Posted by: Accident 7 Jul 2017, 23:44 | ||
JSB14BSJ
იქნებ, უბრალოდ ამის https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%91%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%98_(%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90) ანუ, მაგ გამზირზე ორი სადგური შენდებოდა და რამე ხომ უნდა შეერქმიათ, ორივე ვაჟა-ფშაველა ხომ არ იქნებოდა. პროექტს როცა აკეთებდნენ, შეიძლება არც ძეგლი იყო მაშინ და არც მაღლივი. |
Posted by: ლუკატარ 8 Jul 2017, 07:48 |
TramwayMan ოო ხო მიხვდი რასაც ვგულისხმობდი აი ვარშავაში ჩვენნაირი ვაგონები ჯერ კიდევ აქვთ და რელსებიც შედუღებულია. ბევრად ჩუმად დადის. თუმცა ახალ ვაგონებში ისეთი სიჩუმეა, ტელეფონზე დაბალი ხმით ილაპარაკებ წყნარად, დაჟე სპიკერზეც |
Posted by: JSB14BSJ 8 Jul 2017, 09:33 | ||
Accident
არ ჰგავს მაგ ლოგიკას. მაშინ პოლიტექნიკური ყოფილიყო ბახტრიონი და კამსამოლსკაია - ვაჟა, როგორც გამზირის პირველი სადგური, უფრო ლოგიკური იქნებოდა. კარგი, რას გადავეკიდე |
Posted by: Rapanui 8 Jul 2017, 23:33 |
მემორანდუმი რომ გაფორდმა შტადლერთან, სტატიაში ეწერა: "ქვეყანაში იქნება ქარხანა, რომელიც იმუშავებს მატარებლების წარმოებასა და შეკეთებაზე და რომელშიც იქნება მეტროს მომსახურების ტექნიკაც." "საქართველოს თანამედროვე, მაღალი სტანდარტების მქონე სარკინიგზო ტექნიკა მიეწოდოს, ეს ითვალისწინებს მეტროს ვაგონებს, საძილე ვაგონებს და ორსართულიან ვაგონებს." ანუ ეს ნიშნავს, რომ მაგ ქარხნის აშენების შემთხვევაში, ჩვენს მეტროში საბჭოთა შემადგენლობების ერა დასრულდება? :-) სტატია: http://fortuna.ge/shtadleris-shemosvla-saqartvelos-saeqsporto-potencials-gazrdis/ |
Posted by: iviko18 9 Jul 2017, 01:12 |
სატესტო მატარებლები არ გაუშვიათ ჯერ სადგურ უნივერსიტეტზე? |
Posted by: Kublicha 9 Jul 2017, 14:26 | ||
iviko18
არა. დელისზე რამე განსხვავებული რომ ხდებოდეს მატარებლების მოძრაობაში, არ გამომეპარებოდა. |
Posted by: iviko18 9 Jul 2017, 14:57 | ||
თუ ჯერ არა, მაშინ დღე-დღეზე უნდა გაუშვან. მაქსიმუმ 3 კვირაში გაეშვება სატესტო მატარებლებიო, ივნისის მეორე ნახევარში განაცხადეს. |
Posted by: Kotola 9 Jul 2017, 21:36 |
რა მინდა გკითხოთ. სადმე თუ მოიპოვება რაიმე სტატისტიკური მონაცემები თუ რამდენი მგზავრი გადაჰყავს მეტროს ყოველდღიურად და ყოველწლიურად. მადლობა წინასწარ... |
Posted by: AUTOCRAT 9 Jul 2017, 22:27 |
Kotola პირდაპირ ტტც-ის გვერდზეა მეტროს, ავტობუსის და საბაგიროს ყოველდღიური სტატისტიკა http://ttc.com.ge ყოველწლიური ანგარიშებშია |
Posted by: Kotola 10 Jul 2017, 10:24 |
AUTOCRAT გაიხარე, მადლობა * * * წაშლილია, არაფერი არ დევს მანდ |
Posted by: Baxura 11 Jul 2017, 13:14 | ||
Kotola
მგზავრობის რაოდენობა 10.07.2017 მეტრო - 318 134 ავტობუსი - 312 249 საბაგირო გზა - 7 952 http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1 სულ ბოლოში წერია საიტზე. |
Posted by: forum-ge 11 Jul 2017, 18:35 |
არჩევნები გვიახლოვდება და ახალ-ახალ იდეებს აფრქვევენ მეტროსადგურების გაგრძელების პროექტი ერთ-ერთია, რომელსაც დედაქალაქის განვითარების გენგეგმა გულისხმობს. საუბარია, ორ ახალ მიმართულებაზე. გენგეგმის მიხედვით, მეტროსადგურების ხაზი შესაძლოა ისთ ფოინთი-აეროპორტისა და გლდანის ზოლის მიმართულებით გაგრძელდეს. https://bpn.ge/finansebi/36254-isth-fointhi-aeroportisa-da-gldanis-mimarthulebith-shesadzloa-metrom-imodzraos.html?lang=ka-GE |
Posted by: polaris 12 Jul 2017, 17:45 |
ეს ნანახი გაქვთ ალბათ, მარჯანიშვილის გადახურვის პროექტი: https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=96183&code=1498071188 |
Posted by: JSB14BSJ 13 Jul 2017, 21:22 | ||||
forum-ge
მთაწმინდაზეც აიყვანენ ესენი. მაგრამ ხალხი კი დაბოლდება... polaris
მეორე ამოსასვლელია, ხო? აპირებენ? დაიძრა საქმე? |
Posted by: Accident 13 Jul 2017, 21:47 |
JSB14BSJ ანუ გადახურვაა, კონსერვაცია, რომ ნაგავი წვიმა და ნამქერი არ იყრებოდეს შიგნით |
Posted by: Rapanui 13 Jul 2017, 23:02 |
პოლიტექნიკურის კოპერი (ფოტოები ინტერნეტიდანაა) |
Posted by: koshma 15 Jul 2017, 13:28 |
რაო აბა, რას იძახიან, სატესტოს როდის გავუშვებთო? |
Posted by: Accident 15 Jul 2017, 13:43 |
ეს ზაფხული დროს არის ერთი დიდი კრეტინობა. ხომ ხედავენ რომ არაა ჯერ ბევრი ხალხი გასული ქალაქიდან, პიკის საათში მაინც დაამატონ შემადგენლობები. რადგან ქალღალზე ზაფხულის დრო უწერიათ, ამიტომ ზვრული გადაწყვეტილებების მიღების უნარი უნდა დაკარგონ? სადგურებზე, ხალხის ნახევარი ბაქანზე რჩება, იმიტომ რომ ვერ ეტევა, ხოლო ვინც ეტევა არის გაჭყლეტილი. თუ ტრანსპორტს ხალხი ვერ გადაჰყავს და კომფორტს არ ქმნის, აბა რაღას ზოგავენ და რისთვის ზოგავენ. ცალკე, კიდევ მოვიკითხავ ამ უაზრო მოდერნიზების ინიციატორს, მომგონს და დამპროექტებელს. მეტრშო, სადაც უამრავი ფული და რესურსი იხარჯება ვენტილაციაზე, მისი ეფექტი მეტროს ვაგონებში ვერ აღწევს, უაზრო პლასტმასების მიფარების გამო. |
Posted by: koshma 15 Jul 2017, 17:04 | ||
ცხაური ყველა ვაგონს!!! |
Posted by: Kebo 17 Jul 2017, 12:05 |
მარჯანიშვილის მეტროს დაკონსერვებული ამოსასვლელის რეაბილიტაციას გეგმავს მერიაო და სად არის ეგ ამოსასვლელი? |
Posted by: vatman 17 Jul 2017, 12:20 |
ჟურნალისტი ჩამოხრჩეთ!!! ან თუ ეს ყველაფერი სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს დახვრიტეთ ის თანამშრომელი http://commersant.ge/?m=5&news_id=53753&cat_id=11 მერია "მარჯანიშვილის" დაკონსერვებული ამოსასვლელის რეკონსტრუაციას იწყებს - რომელ მეტროსადგურებს ჩაუტარდება წელს რეაბილიტაცია? თბილისის მერია მეტროსადგურ "მარჯანიშვილის" დაკონსერვებული ამოსასვლელის რეკონსტრუქციას იწყებს. როგორც "კომერსანტს" ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში განუცხადეს, ამ ეტაპზე "მარჯანიშვილის" მეორე ამოსასვლელის დროებითი გადახურვაზე ტენდერი უკვე გამოცხადდა. ამასთან, მათივე ინფორმაციით, წელს გახსნიდან პირველად რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ "გურამიშვილს". მთლიანად მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე წელს მერია 7,6 მილიონ ლარს დახარჯავს. "ჩვენთვის გარდა მუნიციპალური ავტობუსებისა, მნიშვნელოვანია მეტროსადგურების მოდერნიზაცია და ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება. სადგურების მოდერნიზაცია ნიშნავს იმას, რომ უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება უზრუნველყოფილი" - განაცხადა "კომერსანტთან" საუბრისას თბილისის მერმა დავით ნარმანიამ. ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის ინფორმაციით კი უახლოეს პერიოდში დასრულდება „ახმეტელის", „ვარკეთილისა" და „ავლაბრის" რეაბილიტაცია. სამუშაობის საერთო ბიუჯეტი 1,5 მლნ ლარს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, გაამოცხადებულია ტენდერი მეტროსადგურ „ავლაბარში" ზედა ვესტიბიულის გამაგრებითი და კოსმეტიკური სამუშაოების შესასრულებლად; მეტროსადგურ „მარჯანიშვილის" მეორე ამოსასვლელის დროებითი გადახურვაზე; „სამგორის" რეაბილიტაციაზე, რაც გულისხმობს ქვედა და ზედა გვირაბების, ვესტიბიულების, თაღების, ბოძების, პერსონალის ოთახების რემონტს ა.შ. ასევე, ტენდერი უკვე გამოცხადდა მეტროსადგურ „გურამიშვილის" რეაბილიტაციაზე, რაც ასევე მოიცავს ქვედა და ზედა გვირაბების, ვესტიბიულების, თაღების, ბოძების, პერსონალის ოთახების რემონტს და ა.შ. ზემოთჩამოთვლილი სამუშაოებისთვის ჯამურად გამოყოფილია 3,1 მლნ. ლარი. ამასთან, როგორც ტრანსპორტის საქალაქო სამსახურში აცხადებენ, იგეგმება, მეროსადგურების „ნაძალადევისა" და „გოცირიძის" გადახურვა, რისთვისაც 0,5 მლნ ლარია გათვალისწინებული. გარდა ამისა, 2017 წელს ესკალატორების რეაბილიტაციისთვის 2,5 მლნ ლარია გათვალისწინებული. დაგეგმილია ესკალატორების შეკეთება მეტროსადგურებში: „სადგურის მოედანზე", „ ახმეტელში", „ავლაბარში", „სამგორში", „ვარკეთილში", „მარჯანიშვილსა" და „ნაძალადევში". |
Posted by: polaris 19 Jul 2017, 01:03 |
გაერთეთ http://geopressnews.ge/news/1411 |
Posted by: batigoli 19 Jul 2017, 01:24 |
გლდანიდან ისტ პოინტის/აეროპორტის მიმართულებით და გლდანიდან ნატახტარისკენ აპირებენ მეტროს გაყვანას.მივესალმები |
Posted by: ტემპერა 19 Jul 2017, 10:00 |
ახალი მეტრო სადგურები: ვაკეში, დიდ დიღომში, ვაზისუბანსა და აეროპორტში-თბილისის განვითარების გენგეგმა |
Posted by: vatman 19 Jul 2017, 10:04 | ||
იმედია ცხვარიჭამიისკენ და კიკეთისკენაც გაიყვანენ მეტროს |
Posted by: irakli_f1 19 Jul 2017, 10:30 |
აქ ლაპარაკია მიწისზედა მეტროზე, რაც არ არის ისეთი ფანტასტიკის სფეროდან, როგორც მიწისქვეშა მეტროს სადგურების დამატება. |
Posted by: forum-ge 19 Jul 2017, 11:19 | ||
ანუ ტრამვაიზე? |
Posted by: batigoli 19 Jul 2017, 11:37 |
რაც მეტი მეტრო იქნება მით უკეთესი |
Posted by: Kublicha 19 Jul 2017, 11:51 | ||
მუხათწყარო არ გამომიტივით |
Posted by: JSB14BSJ 19 Jul 2017, 14:34 | ||||||
ნაძალადევის გადახურვაო? forum-ge
სხვადასხვა რამეა Kublicha
ლისი, ბევრეთი, მსხალდიდი და კავთისხევიც იქვეა. აღმოსავლეთისკენ - ნორიო, სასადილო და გომბორი. |
Posted by: ტემპერა 19 Jul 2017, 19:55 |
მუხაწყაროსკენ რომ ადიხარ გზაში ერთი კაი სასადილოა ასერული სამზარეულოთი . ალბათ მანდ იქნება გაჩერება |
Posted by: Kublicha 19 Jul 2017, 21:35 | ||
ტემპერა
მანდ გადასაჯდომი სადგური უნდა იყოს, წოდორეთიდან მომავალი ხაზი შეურეთდება მუხართწყარო-მსხალდიდის ხაზს. ისე კაი გემრიელ საჭმელებს აკეთებენ მანდ, ცხვრის ხორცი თუ გიყვართ მაგარი ვეშები აქვთ. რომ არ გავაოფოთ დავუბრუნდები თემას, თვითონ მუხათწყაროშიც ალბათ ორი ხაზია საჭირო, ერთი გორა-მსხალდიდის მიმართულებით და მეორე ქვემო მუხათწყაროში. მათი გადაკვეთაზე, ალბათ უზარმაზარი სადგური გამოვა ყოფილ ტროლეიბუსთან. (ვინც არ იცის მუხათწყაროში ათწლეულების განმავლობაში იყო ტროლეიბუსი, ოღონდ ამას აბსოლუტურად ხუმრობის გარეშე ვამბობ. ) |
Posted by: ტემპერა 19 Jul 2017, 22:50 | ||
Kublicha
ნაჯდომი ვარ |
Posted by: ქაფქიანა 19 Jul 2017, 23:10 |
Kublicha ტემპერა ინფო დადეთ რა, დამაინტერესა. |
Posted by: giat 20 Jul 2017, 05:45 | ||
ალბათ მაგრამ კითხვა-როდის აშენდება ალბათ რამოდენიმე წელი დასჭირდება 4-6წელი მაინც |
Posted by: batigoli 20 Jul 2017, 11:58 |
ამ პროექტს იმხელა მაყუთი დასჭირდება,ვეჭვობ ჩვენს მთავრობას აღმოაჩნდეს |
Posted by: iviko18 21 Jul 2017, 17:26 |
დაიწყო ნეტავ ახალი სადგურის ტესტირება? მოარული ხმები დადის რაღაც ტექნიკური პრობლემებიაო. ვინმემ რაიმე ხომ არ იცით? |
Posted by: iverieli 21 Jul 2017, 17:39 |
რავიცი დიდი ბაქიბუქით აცხადებდნენ რამოდენიმე თვის წინ ივლისში გავხსნითო. დაველოდოთ კიდე 10 დღე |
Posted by: iviko18 21 Jul 2017, 17:48 |
iverieli ივლისში მგზავრებისათვის არ გაიხსნება. უბრალოდ აქამდე უნდა დაწყებულიყო სატესტო მოძრაობა და საეჭვოდ დუმან, თან ხმები გავრცელდა რომ სადგურს გარკვეული ტექნიკური პრობლემები აქვსო და ამიტომ ვიკითხე. |
Posted by: giomelqa12 24 Jul 2017, 02:27 |
თბილისში ჩამოკიდებულ მეტროზე რა აზრის ხართ? |
Posted by: Accident 24 Jul 2017, 03:06 | ||
giomelqa12
უაზრობაა. ყველა პლუსს რაც მისიწქვეშა მეტროს აქვს კარგავს და თან უარყოფითი მხარეებიც აქვს. ჯერ ერთი, რომ უმახინჯესია და ქუჩას ფარავს. მეორე, რომ შენობებთან თუ ჩაივლის, შემაწუხებელი იქნება. ასევე, ბოძები მაინც დაიკავებს ადგილს მიწაზე თან, მიწისქვეშასგან განსხვავებით, შენობებისთვის გვერდის ავლას ვერ მოახერხებს, რაც მთავარი უპირატესობაა. არც რელიეფური ადგილებისთვის გამოდგება, არადა თბილისს სწორედ ასეთია. ამასთან, ჰაერში ტრანსპორტის გამოკიდება არის ორმაგად საშიში, როგორც თავად ტრანსპორტში მყოფთათვის, ასევე ქვემოთ მყოფთათვის ასევე, რთულია გაუთვალისწინებელ შემთხვევებში ხალხის გადმოყვანა ან რემონტი. პლუს ამას ძვირია შენახვა, მოვლა, ვერც ადვილად გაზრდი ქსელს და საბოლოოდ ეფექტიანობა ძალიან მცირდება. ეგ მაქსიმუმ, ტურისტული მიზნით ან პარკებში გამოიყენო, ისიც ისეთ ქვეყანას, რომელსაც თავზე საყრელი ფული აქვს - მაგალითად, ბავშვებისთვის მზიურში ხომ იყო მცირე ზომის ფუნიკულიორი, საბაგირო და ეგეც იგეგმებოდა თავის დროზე. სერიოზულად და სატრანსპორტო მიზნებისთვის კი არაფრად ვარგა, მითუმეტეს დანახარჯების ფონზე. |
Posted by: giat 24 Jul 2017, 08:49 |
და ვაკეში მეტრო მართლა იქნება თუ არსებობს პროექტი და ახალი ინფრასტრუქტურით თუ მაშინდელუ გათვლებით მართლა რომ გაუყვანონ მერე ნახეთ ვაკელების ბაქა-ბუქი ჩემი ცოლის დაქალებივით დღესასწაულს ვაკელობას მოაწყიბენ ყოველ წლიურად |
Posted by: giomelqa12 24 Jul 2017, 12:24 | ||
Accident
რისკები მიწის ქვემოთაც არის |
Posted by: Mick-el-Angelo 24 Jul 2017, 12:58 |
giat giomelqa12 ყველაზე კარგი პროექტი რაც იყო, ეს არის 80-იანების ბოლოს დამტკიცებული მესამე ხაზის პროექტი, რომელიც ფარავდა როგორც ვაკეს და საბურთალოს, ასევე მოსკოვის პროსპექტს აკავშირებდა დიდ დიღომთან. რეალურად მეტროს მშენებლობა თუ ოდესმე ვინმეს მოუვა თავში, ამაზე პრაქტიკულს ვერაფერს მოიფიქრებენ. წვრილმანი ცვლილებებია შესატანი და თუ უნდათ ხვალევე დაიწყონ გათხრა. უკვე აშენებულ უბნებში კი მიწისზედა და მით უმეტეს "ჩამოკიდებული" მეტროს მშენებლობა აბსოლუტური უაზრობაა ხარჯებთან მიმართებით. ამას სჯობს ტრამვაი ან ავტობუსების რამე ექსპრესს მარშრუტები შემოიღონ. |
Posted by: Accident 24 Jul 2017, 17:07 |
giomelqa12 რისკები მიწის ქვემოთაც არის და მიწაზეც, მაგრამ მიწის ზემოთ რისკები იმისგან განსხვავდება, მხოლოდ არსებულ მგზავრებს ექმნება საფრთხე, მის ქვეშ გამავალებსაც ეხება. მითუმეტეს, ჩვენნაირ სეისმურ ზონაში. ანუ, ეგ საფრთხე, აუცილებლად ასრულდება-მეთქი, არ ვამბობ - უბრალოდ, როცა ტრანსპორტის სახეობებს ადარებ, რაღაცით უპირატესი ხომ უნდა იყოს, ხოდა მაგ საკითხშიც კი ორჯერ უარესია, ვიდრე უპირატესი-მეთქი. giat არ იქნება ვაკეში მეტრო, ვაკეში მაქსიმუმ იქნება ჩქაროსნული ტრამვაი, რომელიც იმავე ფუნქციებს შეასრულებს რასაც მეტრო ასრულებს - ანუ მაგისტრალურ ქუჩებზე დიდი რაოდენობის ხალხის გადაყვანა. |
Posted by: JSB14BSJ 24 Jul 2017, 23:37 | ||||
giomelqa12
3 იმდენი მიწის ზემოთაა giat
სასვენ ნიშნებს რომ არ ხმარობ, მკითხველი ვერ ხვდება, კითხვით წინადადებას წერ თუ თხრობითს. ვაკეში მეტრო არ იქნება. ყოველ შემთხვევაში, იქამდე, სანამ კუვეიტივით არ გვექნება ფული. ჯერ მეორე ამოსასვლელები დაამთავრონ ამ ცვედანებმა, მეორე დეპოს მიხედონ და საბურთალოდან დეპოსკენ გადასასვლელი გააკეთონ, რვიანებს რო ახაზინებენ ყოველ დღე დღეში ორჯერ შემადგენლობებს და თელასს რო ამდიდრებენ და ცეცხლსაშიში პლასტმასი ჩამოხსნან ვაგონებიდან და დარბაზებიდან და ვაკეში და გურჯაანში მერე გაიდაქაჩონ. სისულელეა და საწყალი უბირი ხალხის დაბოლება, მეტი არაფერი. რა დროშა მოგვცა მიშამას გაგრძელებაა. |
Posted by: giat 25 Jul 2017, 08:32 |
რატო წაკითხული მაქვს და დიაგრამაც და სქემაც მაქვს ნანახი რომ კომუნისტებს სურდათ-მჟავანაძიდან დაწყებული დს შენდგომ მაგრამ იმ ცნობილმა მოვლენებმა შეუშალეს ხელი და ყველსფერი ყველფრად და ქაღალდზე დარჩა |
Posted by: Accident 25 Jul 2017, 10:47 | ||||
giat
ნანახი ყველას გვაქვს, პირველ პოსტში დევს ყველაფერი
იმიტომ, რომ კილომეტრის გათხრა, 80 მილიონი დოლარი, ხოლო 1 სადგურის აშენება 200 მილიონი დოლარიდან 1მლრდ დოლარამდე ჯდება. ტრამვაის მთლიანი ხაზი კი, მაღლივიდან ორთაჭალამდე, თავის დეპოიანად და შემადგენლობებიანად, 160 მილიონი დოლარი ჯდება. გასაგებია, რატომაც? |
Posted by: giomelqa12 26 Jul 2017, 22:46 | ||
Mick-el-Angelo მეტროს მესამე ხაზი ჯერ მხოლოდ შეგვიძლია ვიოცნებოთAccident
ვაი თუ მეტრო ჩამოწყდა, ვუი თუ მიწა ჩამოიქცა მეტროში |
Posted by: wings 27 Jul 2017, 15:51 |
მე ერთი რამ ვერ გამიგია, იქნებ ამიხსნათ ვინმემ, მესმის რომ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული მაგრამ ასე თუ დავდექით, არაფერი საქმე არ დავიწყეთ, დავაღეთ პირი და ვიძახეთ დიდ თანხებს მოითხოვს და ამიტომ მეტროს გვირაბებს ვერ გავთხრით, არ იქნება სწორი.. ჯერესერთი, მეტროს აქვს ძალიან ხანგრძლივი, გრძელვადიანი ეფექტი იმ თვალსაზრისით რომ თუ მოუვლი გვირაბებს და ა.შ. მეტრო 50 წლის მერეც იქნება და 100 წლის მერეც.. ანუ საშვილიშვილო საქმეა. ეს მარშრუტკები და ავტობუსები გასაგებია გაცილებით იაფია, მაგრამ 5 - 6 წელიწადში ფუჭდება და ჯართი ხდება... ამაზეც უნდა ვიფიქროთ. შეუძლებელი არაფერია, მთავარია იყოს სურვილი...50 წლის წინ თუ 22 მეტროსადგური აშენდა ქართველების ხელით, 50 წლის შემდეგ რა გვჭირს რომ ვერ ააშენონ ქართველებმა რამდენიმე მეტროსადგური მაინც. ჩემი აზრით მინიმუმ 4 სადგურია საჭირო, ესაა ვაზისუბანი, თემქა, მუხიანი, გლდანი... * * * მარჯანიშვილის მე-2 ამოსასვლელი ვერ დაუმთავრებიათ, ეგ ჰომ არ მოითხოვს რაღაც კოლოსალურ თანხებს? აღარაფერს ვამბობ ახმეტელის მეორე ამოსასვლელზე. თანხები უნდა გამოიყოს და პრიორიტეტი მიენიჭოს მეტროს, ვიდრე მარშრუტკებს და ავტობუსებს.. აღარ ეტევა უკვე ამდენი ტრანსპორტი ქუჩებში. რამდენი იხარჯება სრულიად არაფერში, ეს ამოსასვლელები კი მეტად საჭიროა... ჩემი აზრით მთავარია იყოს მათი მხრიდან ნება და სურვილი, თორემ ყველაფრის გაკეთებაა შესაძლებელი. |
Posted by: Accident 27 Jul 2017, 16:09 | ||
wings საქმე ისაა, რომ მეტროს თავისი დანიშნულებაა აქვს. ასე არ კეთდება სადაც გინდა და ყველაფერს არ ანაცვლებს. ის ითხრება იქ, სადაც თანაბრადაა შესაძლებელი სადგურების დამატება და თანაბრადაა ხალხის რაოდენობა განაწილებული, თორემ თუ მანძილს გაზრდი ან უკაცრიელ კილომეტრებზე გადაჭიმავ, ინტერვალიც გაიზრდება და აზრსაც დაკარგავს ეგ სისტემა, რადგან ეფექტიანობა დაუვარდება იმ ჩაყრილ მილიარდებს. მეტროს აკეთებენ მხოლოდ იქ, სადაც კონკრეტულ რაოდენობას აჭარბებს ხალხის მოძრაობა, სადაც მიწისზედა ჩქაროსნული ტრანსპორტი უკვე ვეღარ ახერხებს, ხალხის გადაყვანას, სადაც რეილეფია რთული და ძველი უბნებია ვიწრო ქუჩებში. ჩვენ კიდევ, არ გვაქვს მიწისზედა ჩქაროსნული ტრანსპორტი და საიდან ზომავ რომ სად გვჭირდება მეტრო და სად არა? მარშრუტკებით ზომავ და მანქანებით? ეგენი რა თქმა უნდა ჭარბად იქნება, როცა ნორმალური საზ. ტრანსპორტის სისტემა არ გაქვს. ჩვენ კიდევ, ფართო მაგისტრალური ქუჩებიც გაგვაჩნია, რეილეფიც გვაძლევს შესაძლებლობას და მანქანების რაოდენობის შესამცირებლად, ოპტიმალური ვარიანტია გავიყვანოთ სწორედ ჩქაროსნული მიწისზედა ტრამვაი, რომელსაც ასევე მეტროს რაოდენობის ხალხი გადაჰყავს, ასევე 50 წელი იქნება და მიწისქვეშა მეტროსგან განსხვავებით, რომელიც გზების პარალელურად გადის და მძღოლებს არ აწუხებს, ტრამვაი პირდაპირ განდევნის გზებიდან ჭარბ კერძო მანქანებსა და ტაქსებს. რაც მთავარია, ტრამვაის სრული ხაზი, ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში, თავის დეპოიანად, შემადგენლობებიანად და ინფრასტრუქტურიანად, 200 მილიონ დოლარს არ აჭარბებს, მაშინ როცა მიწისქვეშა მეტროს ორი კილომეტრი ჯდება ეგ ფასი და სადგური კი საერთოდ მილიარდამდე აღწევს და არც ათეული წლები სჭირდება შენებას. ჯერ არ მიგვიღწევია მაგ რაოდენობამდე რომ გზებზე ვერ ვეტეოდეთ და რატომ უნდა ვყაროთ მილიარდები, როცა ასჯერ ნაკლებ თანახად უკეთესს შედეგს მივაღწევთ? ქუჩები იმიტომ ჩანს გადაჭედილი, ტევადი საზ. ტრანსპორტის სისტემა არ გაგვაჩნია, არც ტრამვაი გაქვს, არც ჩქაროსნული ავტობუსები და აბა მარშრუტკები რასაკვირველია გადაჭედავენ ქუჩებს და ვერ გადაიყვანენ ხალხს, ეგეთი ტრანსპორტი არცერთ ნორმალურ ქალაქში არ არსებობს. მოდი ჯერ გავაკეთოთ მაღალიმგზავრთბრუვნის სატრანსპორტო სისტემები, რომელიც სრულად დააკმაყოფილებს ასიათასობით მგზავრს და მერე თუ გამოჩნდება, რომ კონკრეტულ უბნებში საჭიროა უფრო მაღალი დატვირთვის ტრანსპორტი, მერე ვისაუბროთ მეტროზე - უკუღმართად რატომ უნდა მოვიქცეთ?! giomelqa12
##ობაა-მეთქი ეგ სისტემები დაგიწერე არგუმენტირებულად, როგორც გინდა გაიგე. თუ რამე არ მოგწონს, თითოეული არგუმენტი დააციტირე და უარყავი, თუ არადა ტყუილად ნუღარ დამთაგავ. |
Posted by: პაწა 27 Jul 2017, 16:15 |
http://tbilisi.gov.ge/news/3902 აქ რა იბაზრეს, არავინ იცით? |
Posted by: PNG 27 Jul 2017, 19:32 |
სადგურ უნივერსიტეტზე რა ისმის ახალი ? რაღაც ცუდათ მიაჩუმათეს ახალი სადგურის ამბები |
Posted by: Mick-el-Angelo 27 Jul 2017, 19:49 | ||
wings
და კომუნისტების ფულით ეს კი, სამწუხაროდ, მთავარია ამ შემთხვევაში, როგორც ზემოთ უკვე ითქვა. |
Posted by: Accident 27 Jul 2017, 20:10 | ||
PNG
და რა უნდა ისმოდეს ახალი? თქვეს უკვე რომ გაიხსნება შემოდგომაზეო - რომც არ ეთქვათ, ისედაც ნათელი იყო რომ არჩევნებს დაუმიზნებდნენ. მეტი ტვინი არ აქვთ. იქამედე კი იქნება სატესტო სამუშაოები, რომელიც რიგითი მგზავრებისთვის არაა ღია. ზემოთ კი, მოპირკეთება და დასუფთავება მიმდინარეობს ამოსასვლელების. |
Posted by: Berkem Al Atomi 27 Jul 2017, 21:56 | ||
მართალი ხარ - მუქტა ფულის დამსახურებაა ის, რომ საქარტველოში არის მეტრო. ისევე როგორც სხვა მრავალი რამ. |
Posted by: wings 28 Jul 2017, 12:12 | ||||||||
თუ საბურთალოს სჭირდება 4 მეტროსადგური, დავიჯერო გლდანს, ამხელა დასახლებას მხოლოდ 1 მეტროსადგური ახმეტელი ეყოფა? გლდანს, სადაც 200-300 ათასი კაცი ცხოვრობს? ან მუხიანს... კარგი დავუშვათ, მართლა არაა ეგ სახსრები რო გვირაბები გათხარონ, ამოსასვლელები ჰო უკვე გათხრილია, 90-95 % ყოველშემთხვევაში, რაზეც ზემოთ ვისაუბრე, თუნდაც მარჯანიშვილის მე-2 ამოსასვლელი, ან ახმეტელის მეორე ამოსასვლელი ეგენი დაამთავრონ ერთხელ და სამუდამოდ... მაგრამ პრობლემა იცით რაშია? არცერთი მთავრობის დღის წესრიგში არ დგას მეტროპოლიტენი და მისი პროექტები, რომ ყველას ერთ ადგილას ჰკიდია ეს ყველაფერი. .სადაც მეტროს ამოსასვლელები უნდა ყოფილიყო იქ კორპუსები ჩადგეს სასწრაფო წესით, რო მოეჭრათ კარგად თანხები და გაესქელებინათ ჯიბეები. ჯერ მარტო ზოდელავა მაგიტოა დასახვრეტი, მარჯანიშვილის მე-2 ამოსასვლელი რომ ჩაკეტა აქეთ-იქითდან კორპუსებით, მაგრამ ახლა რაღა დროსია... * * *
გინდ კომუნისტების ფული დავარქვათ და გინდ კაპიტალისტების ))))) აშენდა 22 მეტროსადგური, ფაქტი ესაა.... * * *
მუქთა ფული, დამერწმუნე, ჯობს მეტროსადგურის მშენებლობისათვის დაიხარჯოს, რომელსაც მილიონზე გაცილებით მეტი ადამიანი გამოიყენებს, ვიდრე ვიღაცა ჩინოვნიკის ჯიბეში წავიდეს))))) |
Posted by: Rapanui 29 Jul 2017, 21:03 | ||
wings
არადა მაინცდამაინც მეტრო არც სჭირდებოდა. მანდ ლარივით სწორი და განიერი გზაა და ვფიქრობ ტრამვაი საკმარისი იქნებოდა. რაც მაგაზე დრო და ფული დაიხარჯა, ჯობდა მართლაც გლადანში და ვაკეში გაეთხარათ მეტრო :მააშ: |
Posted by: iviko18 29 Jul 2017, 21:17 | ||
ზოდელავას დახვრეტაზე უარესი ამბავი დაემართა რამოდენიმე დღის წინ. |
Posted by: wings 29 Jul 2017, 21:41 | ||||
კი ვიცი ზოდელავას ამბავი, კარგი ამბავი ნამდვილად არაა....თუმცა ეგ ვერ დაფარავს იმ საქმეებს რაც მას აქვს გაკეთებული მერობის დროს. * * *
ტრამვაი კარგი ტრანსპორტია, თუმცა ყველგან ეგეც არაა საჭირო. საჭირო რა, ზოგან კიდევ უფრო გადატვირთავს მოძრაობას. ვფიქრობ ტრამვაი კარგი იქნება პერიფერიებში და არა თბილისის ცენტრში |
Posted by: Accident 29 Jul 2017, 21:58 | ||
wings
სამწუხაროდ მაგ ფრაზიდან ჩანს, რომ სატრანსპორტო სისტემებში საერთოდ ვერ ერკვევით, რადგან მოძრაობას ტევადი საზ. ტრანსპორტი კი არ ტვირთავს - პირიქით, მისი არ არსებობა ტვირთავს. როცა ქუჩაზე მოძრაობს 200 000 ადამიანი და იქ ტრამვაი არ არის - მაშინ, ხალხი იწყებს კერძო მანქანების ყიდვას, მარშრუტკებით გადაადგილებას და ა.შ. ელემენტარული მათემატიკაა, რომ 200 000 კაცის გადაადგილებას, გაცილებით მცირე რაოდენობის ტრამვაი სჭირდება, ვიდრე მანქანა. ამიტომ, ქუჩა იჭედება მაშინ, როცა ეგ ასიათასობით ადამიანი, ამ მცირე ტევადობის მანქანებით ცდილობენ მანდ გავლას. ხოლო, როცა ქუჩაზე ტრამვაი გადის - მას შეუძლია 200-მდე ავტომანქანის ჩანაცვლება - ასე რომ მოსაზრება, რომ თურმე ტრამვაი მოძრაობას ჭედავს და ამიტომ მეტრო უნდა გავთხაროთ - არის მცდარი. მეტროს როგორც მეწერა წინა გვერდზე, თავისი დანიშნულება აქვს და გაჰყავთ იქ, სადაც ტრამვაი ვეღარ ახერხებს ხალხის გადაზიდვას, ან კიდევ იქ, სადაც აუცილებელია რელიეფის და შენობების გადაკვეთა. სადაც ცენტრალური მაგისტრალური ქუჩებია, იქ ყველგან ტრამვაი აქვთ. ეგ კი არა, სულ რომ ვიწრო იყოს ქუჩა, იქიდანაც აგდებენ მანქანებს და ტრამვაის გზა გაჰყავთ. მაგალითები და ქუჩების შედარება, აგერ არის » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: wings 29 Jul 2017, 22:05 |
თქვენ თვლით რომ მაგალითად, აღმაშენებლის გამზირზე რომ გაკეთდეს ტრამვაის რელსები და იაროს ტრამვაიმ უფრო განიტვირთება მოძრაობა? |
Posted by: Accident 29 Jul 2017, 23:56 |
wings მე ვთვლი, რომ აღმაშენებელზე მანქანების ნაცვლად თუ ტრამვაი გაივლის, გაცილებით მეტი ადამიანის გადაყვანა მოხდება საათში, დღეში და წელიწადში, თანაც გაცილებით სწრაფად ვიდრე მანქანებით ხდება დღეს. ასევე გაცილებით ნაკლები ნავთობპროდუქტი, გამონაბოლქვი, სიცხზე, მტვერი და ხმაური იქნება, ვიდრე დღესაა. თუმცა, რაც შეეხება მარშრუტებს, პირველ რიგში უნდა გაკეთდეს იქ, სადაც კვლევა აჩვენებს, რომ დიდი მგზავრთნაკადია. ყველაზე დიდი მგზავრთნაკადი კი საბურთალო-ვაკე-ვერა-რუსთაველზეა, რადგან ხალხის დიდი რაოდენობა, სამუშაოდ, სასწავლებლად და ტურისტული მიზნებით, სწორედ მაგ მონაკვეთზე გადაადგილდება და არც მეტრო აქვთ, ალტერნატივად. ამიტომ, ტრამვაი პირველ რიგში უნდა გაკეთდეს საბურთალოზე-ვაკესა და ვერაზე - სადაც ზუსტად ტრამვაის სტანდარტის ქუჩებია და მანქანების გაყრა არ იქნება საჭირო, ისე მოიმატებს მგზავრთა გადაყვანის ეფექტიანობა. მარჯანიშვილსა და სხვა ქუჩებზე, მომავალში შეიძლება ფიქრი. |
Posted by: PNG 30 Jul 2017, 05:41 | ||||
Accident რავი ტელევიზიები და საინფორმაციოები არაფერს ამბობენ ჩუმად არიან 20 - 22 ივნისის მერე ფოტოეები აღარ გამოქვეყნებულა ახალი სადგურის თბილისის სანტრასპორტო კომპანიამ კარგა დაგვიანებით მომწერა პასუხი ფეისბუქსზე ჩვენ არაფერი ვიცით მიმართეთ ამას და ამ კომპანიასოო |
Posted by: Guro_ 30 Jul 2017, 06:26 |
PNG არჩევნებს ელოდებიან, მოახლოვდება არჩევნები და გახდიან. ტრამვაის და ზოგადად საზ ტრანსპორტს ძალიან სერიოზული ზეგავლენა აქვს ქალაქის ეკონომიკაზე, თუმცა ეს აქტივობები ნაკლებადმომგებიანია პოლიტიკური კუთხით. მაგალითად დღეს თუ გაივლი ქუჩაში 10-იდან 6 გეტყვის რისი ტრამვაიო. მაგრამ სახელმწიფო მაშინაა პატრიოტი, როცა აკეთებს ისეთ საქმეს, რომელიც ქვეყანას წაადგება და არა ისეთს რომელიც არჩევნებს. ჯერ-ჯერობით თბილისს ასეთი მერია არ ყოლია, ფული იფლანგებოდა პრემიებში, დანამატებში, ბიძაშვილის ტენდერებში და უაზრო 50-60 ლარიან ვაუჩერებში, რომლის მიზანი არჩევნებისთბის ხალხის მოქრთამვაა. რატომღაც მგონია რაც მარჯვენარულიანი სპიჩკისკაროპკები გაძვირდა გაიზრდება მოთხოვნა საზ ტრანსპორტზე და შესაბამისად ხალხიც მოითხოვს ტრამვაის. თუმცა ოდნავ მეიმედება ეს, ძალიან ოდნავ |
Posted by: Accident 30 Jul 2017, 07:11 |
PNG ხოდა რა უნდა თქვან? თქვეს უკვე, კარგა ხნის წინ. შემოდგომაზე, სანამ არ გაიხსნება მგზავრებისთვის, იქამდე სათქმელი არაფერი აქვთ. |
Posted by: wings 30 Jul 2017, 11:15 |
მიწისზედა მეტროზე ამბობენ რამეს? როგორც მახსოვს 2000-იანი წლების დასაწყისში იყო ლაპარაკი რომ დიდუბიდან უნდა გადმოსულიყო ხაზი დიდი დიღმისკენ... |
Posted by: site user 1 Aug 2017, 20:34 |
wings როგორც ვიცი დიდი დიღმის მეტროზე ეხლაც ალაპარაკდნენ თბილისის ახალ გენგეგმაში არის რაღაც საინტერესო ცვლილებები მოსალოდნელი |
Posted by: gabro777 1 Aug 2017, 23:39 |
მინი ბაღიც იქნება ახალ მეტროშI ! |
Posted by: Accident 2 Aug 2017, 02:27 |
gabro777 ამ ვიდეოში ჩანს, დიზაინი დაახლოებით https://youtu.be/h4eRYfAXnSI |
Posted by: MONTY 2 Aug 2017, 03:48 | ||
საინტერესოა აპირებენ თუ არა უახლოეს მომავალში დაიწყონ ლიანდაგების განახლება და ასევე საინტერესოა გეგმა თუ აქვთ , ძველი ესკალატორების ჩანაცვლების |
Posted by: nforumi 2 Aug 2017, 09:37 | ||
site user
საინტერესოა. პროექტი არსებობს სადმე? |
Posted by: vatman 2 Aug 2017, 09:57 | ||
nforumi
კომუნისტებმა 30 წლის წინ უკვე იზრუნეს მაგაზე.... |
Posted by: nforumi 2 Aug 2017, 14:52 | ||
vatman
კომუნისტებმა, 30 წლის წინ... |
Posted by: JSB14BSJ 3 Aug 2017, 13:39 | ||||
PNG
რა უნდა თქვან? ტესტირების მორიგმა დღემ ასე და ასე ჩაიარაო? Guro_
კი. თავისი ეფექტი უეჭველად ექნება, რა თქმა უნდა, მაგრამ ხალხის მოთხოვნა ჩვენთან ხო გრამოფონშია - არა იმიტომ რომ მთავრობაა ცუდი ან კარგი, არამედ იმიტომ, რომ თავად ხალხია გრამოფონში. უბრალოდ სასაცილოც ხო არაა, რაც გააკეთეს: ავტობუსები მინიმუმამდე შეამცირეს და მარშრუტები შეკვეცეს და სამარშრუტო ტაქსები გააპრივატიზაციეს იმის მაგივრად, რო საერთოდ გაეუქმებინათ და მთელი რესურსი ავტობუსებს მოხმარებოდა ან სხვა რამეს, თუნდაც ტრამვაის. |
Posted by: Mick-el-Angelo 3 Aug 2017, 16:52 | ||
JSB14BSJ
სასაცილოც არაა, უბრალოდ მარაზმია. სირცხვილია, 2017 წელს, თბილისს - ერთადერთ დიდ ქალაქს ამ ქვეყანაში, არ გააჩნია ნორმალური (კარგზე არც ვოცნებობთ) სატრანსპორტო სისტემა. მთელი სისტემა კი კერძო კომპანიის ხელშია, რომელიც მყრალი მარშრუტკებით და ხშირად არაადეკვატური მძღოლებით ხალხს როგორც საქონელს, ისე ემსახურება და ნებისმიერ პრეტენზიაზე, ფაქტობრივად პასუხი ყველასგან ერთია - არ მოგწონს, ტაქსით იმგზავრეო. ამ "მანებსაც", მათი სასაცილო რაოდენობის მიუხედავად, დარწმუნებული ვარ, სულ არ შემოიყვანდნენ არჩევნები რომ არ იყოს წელს. ეს წამებული "უნივერსიტეტის" სადგურიც იგივე თემაა. |
Posted by: Tedo-ჭოპი 11 Aug 2017, 12:26 |
შშმ პირებისთვის არის ადაპტირებული? |
Posted by: nutria-113 16 Aug 2017, 09:16 |
დღეს ახმეტელზე ახალი ტურნიკეტები ეყენა. გვიან გამახსენდა სურათის გადაღება დადეთ თუ ვინმე მოხვდებით |
Posted by: dundee 16 Aug 2017, 11:13 | ||
დაახლოებით ერთი კვირის უკან დააყენეს. |
Posted by: Fabian 16 Aug 2017, 21:45 | ||
nutria-113
მშვენიერი ტურნიკებია <3 |
Posted by: david1010 16 Aug 2017, 22:09 |
დილით ვარკეთილშიც ახლები დამხვდა, გუშინ ჯერ კიდევ ძველები იყო. |
Posted by: nutria-113 17 Aug 2017, 09:33 | ||
მერე ეთქვა ვინმეს. სავარაუდოდ ნორმალური რიდერებით იქნება და გაუშვებენ ამათ ონლაინში |
Posted by: eleqtro 17 Aug 2017, 14:30 |
უნივერსიტეტის სადგურის პირველი მატარებელი ........................ |
Posted by: Kublicha 17 Aug 2017, 14:58 |
გენაცვლე როგორი ელიავას ჭერია |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 17 Aug 2017, 15:37 | ||
აი რო უყურებ და ხვდები რო გურამას გაკეთებულია |
Posted by: eleqtro 17 Aug 2017, 16:15 | ||
Kublicha
ხის კიბე? |
Posted by: Kublicha 17 Aug 2017, 16:51 | ||
ეგ ჯანდაბას, მანდ ხო არ დატოვებენ, მაგრამ ჭერი? |
Posted by: ლუკატარ 17 Aug 2017, 18:15 |
ის ჩამოკიდებული წითელი სკამები არ იქნება ანუ? |
Posted by: ივანიჩ 17 Aug 2017, 18:31 |
ჩამოკიდებული არა, ჩვეულებრივი, მარტივი სკამები დადგან სადმე, არსად რომ არ დგას... მხოლოდ რამდენიმეგან შეიძლება ჩამოჯდომა |
Posted by: Kublicha 18 Aug 2017, 15:08 |
ესე ჯობია |
Posted by: gray*wolf 19 Aug 2017, 03:09 |
http://funkyimg.com/view/2wwds http://funkyimg.com/view/2wwdx http://funkyimg.com/view/2wwdz ძვლის რაა როგორც იქნა მოვესწარი ამ დღეს მე და თქვენ |
Posted by: SabaGEO 19 Aug 2017, 11:41 |
gray*wolf მგზავრებით სიარულს როდის დაიწყებს? |
Posted by: david1010 19 Aug 2017, 12:07 |
SabaGEO როგორც ადრე თქვეს სასწავლო წლის დაწყებისთვისო და სავარაუდოდ 15 სექტემბერს |
Posted by: ildamusa 19 Aug 2017, 14:42 |
კარგია ზალიან. გილოცავთ ყველას. |
Posted by: BigCrow 19 Aug 2017, 16:29 | ||
SabaGEO
როცა არჩევნებს დაჭირდება საპიაროდ ანუ სექტემბერში მაისის ბოლოს არ ხსნიდნენ იდეაში? |
Posted by: SabaGEO 19 Aug 2017, 17:01 |
david1010 მადლობა გასაგებია |
Posted by: Accident 19 Aug 2017, 17:12 | ||
BigCrow ხო, თუმცა ტესტირებაზე არ იყო ნათქვამი, მაისშივე მიიღებდა მგზავრებს თუ არა...... მერე ზაფხულამდე გადადეს http://fortuna.ge/tbilisshi-akhali-metrosadguris-gakhsna-zafkhulamde-gadaido/ vatman
პირველ გვერდზე გიკითხავს. ხო, რომელიღაც წინა თემას ვათვალიერებდი და იქიდან გადმოვიტანე სათუარი. თურმე, სხვადასხვა ნაწილს, სხვადასხვა სახელი ჰქონია, არ დავაკვირდი. |
Posted by: Rapanui 21 Aug 2017, 17:34 |
თავისუფლებაზე ახალი შესასვლელი და სალარო გაუხსნიათ |
Posted by: gig@@@ 23 Aug 2017, 21:35 |
დღეს გამოვიარე სადგურ უნივერსიტეტთან და გახსნაზე ვკითხე მუშას და ასე მითხრა 15-20 სექტემბრისთვის უნდა გაიხსნასო. |
Posted by: kuchu 23 Aug 2017, 21:35 |
https://bpn.ge/fotogalerea.html?view=image&image=2872&lang=ka-GE |
Posted by: vatman 23 Aug 2017, 22:55 |
ილონას ბიჭი ვინმე გაძუყნა თუ მათხოვრობის სტილი შეცვალა? ბოლოს 2 ჯერ შემხვდა და სულ ბოდიშებით დადის და ისე მათხოვრობს... ახმეტელი თიტქმის დაუმთავრებიათ, ქვემო ვესტიბიული ძველს სჯობია, აი დახრილი გვირაბი დაეტოვებინათ რაც გახსნიდან ჰქონდა. |
Posted by: gig@@@ 23 Aug 2017, 23:00 | ||
ძველია ეგ ფოტოები 2 თვეა მაგ ფოტოებს დებენ აქ. |
Posted by: MeandBeer 24 Aug 2017, 02:22 |
როდის გახსნიან? არჩევნების წინა დღეს ? |
Posted by: gig@@@ 24 Aug 2017, 22:39 | ||
MeandBeer ახალი მეტროსადგურის ამოქმედების სავარაუდო თარიღად 15-20 სექტემბერს ასახელებენ. https://palitranews.ge/video/rodis-gaiskhneba-metrosadguri-universiteti MeandBeer მეტრო უნივერსიტეტის ამოსასვლელთან მდგომმა მუშამ 15-20 სექტემბერი მითხრაა მე პირადათ |
Posted by: kuchu 29 Aug 2017, 11:55 |
ამას მოვკარი თვალი FB-ზე.. ========================= |
Posted by: experto 29 Aug 2017, 19:15 | ||
მე მომწონს |
Posted by: ლუკატარ 29 Aug 2017, 22:31 |
subway surfers ითამაშა ვიღაცამ ჩვენს მეტროში?.. |
Posted by: kuchu 29 Aug 2017, 23:34 |
მეც მომწონს, კოპენჰაგენში S train-ზე სულ გრაფიტებია, დიდად არც ებრძვიან https://c1.staticflickr.com/6/5744/22665404096_f9c53b4dd6_b.jpg |
Posted by: ფაშისტი 31 Aug 2017, 08:34 |
აუ ახმეტელი რა მაგრად გამისწორდააა.. ჯერ ეს არომატი საღებავების თუ რისიც იყო ვერ ვერკვევი, აი ამოსვლა არ მუნდოდა. კედელზე ფილებიც სუფთა, ყოჩაღ რა |
Posted by: ჯი-ნია-ნი 31 Aug 2017, 13:21 |
ახმეტელზე განა როდის დაიწყეს, უკვე გაფუჭდა :/ დღეს შევნიშნე დილით და მომეშალა ნერვები. სადგურის ნიშნებიდან ერთ-ერთი ჩამოვარდნილა, კერძოდ კი დიდუბე და განათებიდან ერთიც გადამწვარი იყო. ასე თუ გააგრძელებენ, ალბათ შესასვლელის კარიც მალე დაგვეცემა თავზე :/ |
Posted by: vatman 31 Aug 2017, 14:56 | ||
ჯი-ნია-ნი
გეშლებათ პატივცემულო, მიზანმიმართულად არის მოხსნილი... ნუ საბოლოო ჯამში ახმეტელი წინანდელს სჯობია, ქვედა ვესტიბიული. ზედა ვესტიბიული: евроремонт, а сделали турки |
Posted by: Accident 31 Aug 2017, 18:14 | ||
და ახალი სურათებია? ადრე იყო, რამდენჯერმე გადაგვიღებეს ვაგონები დეპოში მოხვედრილმა ბალტიისპირელმა დიგერებმა https://forum.ge/?showtopic=34586658&view=findpost&p=38702620 2 წლის წინ, თავად მეტროპოლიტენმა გამოაცხადა კონკურსი, თუმცა შეაჩერა https://bpn.ge/biznesi/15711-thbilisis-metros-vagonebis-mokhatvis-proeqti-shecherda.html?device=desktop&lang=ka-GE |
Posted by: forum-ge 31 Aug 2017, 19:39 |
გუშინწინ სამგორის სადგურზე ახმეტელის მიმართულებით მიმავალი შემადგენლობა ისეთი სიჩქარით შემოვარდა, რომ დამუხრუჭება ვერ მოასწრო და რომ გაჩერდა პირველი ვაგონი მთლიანად შესული იყო გვირაბში. შესაბამისად კარები ვეღარ გააღო, მგზავრები დაიკიდა და გააგრძელა მოძრაობა ისნისკენ. ასეთ შეცდომებზე პასუხს არავის თხოვენ? |
Posted by: vaeli 31 Aug 2017, 19:47 |
ახმეტელი მართლა კარგად გააკეთეს, თვალს სიამოვნებს რომ შედიხარ |
Posted by: ჯი-ნია-ნი 1 Sep 2017, 12:47 |
vatman იმედია ხუმრობთ ხო? პ.ს. შეცდომაში შეგიყვანეთ, ელ.დეპო არის ჩამოვარდნილი : )) |
Posted by: vatman 1 Sep 2017, 13:45 | ||||
ჯი-ნია-ნი
რო ჩამოხსნეს, კარგი საქმე გააკეთეს, უკეთეს ჩამოკიდავენ.
ვიცი უბრალოდ აღარ დავაკონკრეტე წინა პოსტში. |
Posted by: david1010 1 Sep 2017, 14:16 |
ჯი-ნია-ნი გოცირიძე ინგლისურად არასწორად ეწერათ Gociridze. მერე მივწერე სატრანსპორტო კომპანიას და მითხრეს ერთ კვირაში გავასწორებთო და როგორც ჩანს მაგიტომ მოხსნეს |
Posted by: gig@@@ 2 Sep 2017, 14:28 |
თბილისში ახალი მეტროსადგურის გახსნა ოქტომბრის დასაწყისში იგეგმება ამჟამად მეტროს ახალ სადგურში ტესტ-გამოცდა მიმდინარეობს. მისი დამთავრების შემდეგ სადგური 4-5 დღეში გაიხსნება თბილისი, 1 სექტემბერი — Sputnik. თბილისის მეტროპოლიტენის ახალი სადგური საბურთალოს ხაზზე "უნივერსიტეტი", სავარაუდოდ, მაქსიმუმ ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციაზე დაყრდნობით. რიგით 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 22 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის ივლისში განახლდა. პროექტი ხორციელდება აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით. მისი ღირებულება 83 მილიონ ლარზე მეტია. სატესტო რეჟიმი 20 სექტემბრისთვის დასრულდება. ამის შემდეგ სადგური 4-5 დღეში გაიხსნება. ვვარაუდობთ, რომ სადგური სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში გაიხსნება", — განაცხადა ფონდის პრეს-სამსახურის თანამშრომელმა. "უნივერსიტეტის" შესასვლელ-გასასვლელები განთავსდება ვაჟა-ფშაველას პროსპექტსა და სანდრო ეულის ქუჩაზე. საქართველოს დედაქალაქში მეტრო 1966 წლის 11 იანვარს გაიხსნა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში რიგით მეოთხე იყო — მოსკოვის, პეტერბურგისა და კიევის შემდეგ. თბილისის მეტროპოლიტენის ბოლო სადგური 2000 წელს გაიხსნა. ამჟამად თბილისში 22 მეტროსადგური ფუნქციონირებს, რომელიც 2 ხაზზეა განლაგებული — ახმეტელი-ვარკეთილის და საბურთალოს ხაზი. მეტროპოლიტენის ხაზების საერთო სიგრძე 56 კილომე https://sputnik-georgia.com/Tbilisi/20170901/237159620/axali-metrosadguris-gaxsna-oqtombris-dasawyisSi-igegmeba.html 2 კვირის წინ 15 სექტემბერს ამბობდნენ მერე 20 - 25 სექტემბერი ახლა ოქტომბრის დასაწყისში ბარემ არჩევნების მერე გახსენით რით ვერ ეღირსა გახსნა ? |
Posted by: giomelqa12 2 Sep 2017, 14:48 |
ამდენი ველოდეთ და 2 კვირა აქეთ იქით ;დ |
Posted by: gig@@@ 2 Sep 2017, 15:17 | ||
ეგენი კიდო 2 თვეს გადაწევენ და ნოემბერში გახსნიან |
Posted by: giomelqa12 2 Sep 2017, 15:19 | ||
არჩევნებს არ გადააცილებენ |
Posted by: otokarcobra 5 Sep 2017, 00:19 | ||||
არჩევნდები როდის არის, არ გადააცილებენ შანსი არაა |
Posted by: polaris 5 Sep 2017, 10:43 |
20 სექტემბერსო. ამბობენ, ჩვენი ფორუმელების ხელი დაეტყობა რაღაც-რაღაცეებს მაგ სადგურშიო და ისე სად იხსნება ეს ახალი მეტრო, ვინმე ხომ არ იცით? და მაგის გარდა ახალი მეტროების დამატება არ იგეგმება? მე ვფიქრობ თბილისს მეტი მეტროები სჭირდება. ერთი მცხეთაშიც უნდა იყოს, ტურისტული ცენტრია. |
Posted by: vatman 5 Sep 2017, 10:52 | ||
polaris
მოსკოვის პროსტექტის ბოლოში, ავეჯის კომბინატთან. მოსკოვის მერმა უნდა გახსნას, მაგათმა ხო დააფინანსეს მაგის გახსნა მოსკოვის პროსპექტზე |
Posted by: mikheili1985 5 Sep 2017, 10:59 | ||
შენ პირს შაქარი |
Posted by: JSB14BSJ 5 Sep 2017, 16:13 | ||
polaris
ნუცუბიძეზე, მეხუთესა და მეოთხე პლატოებს შორის |
Posted by: Snow93 5 Sep 2017, 20:04 | ||
აეროპორტშიც უნდა იყოს. ღამე რო ჩამოვა ტურისტი ჩვენი დროით 4ზე, სად აქვს იმას ტაქსის თავი |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 5 Sep 2017, 20:21 | ||
ავლაბარსა და 300 არაგველს შორის უნდა ჩაამატონ კიდე 1 სადგური |
Posted by: Kublicha 5 Sep 2017, 20:53 | ||
polaris
რატო, მარშუტკები არ ჯობია? მეტროში სუნია რაღაცნაირი ლაყე კვერცხის. განსაკუთრებით ავლაბრისკენ. |
Posted by: Delvaux 6 Sep 2017, 10:07 |
ახალი სადგური ფაქტიურად უკვე გვქვს. ეხლა რა მაინტერესებს ვაჟას თითქმის ბოლოში თოფურიას და შავიშვილის ქუჩებს შორის სამშენებლო პოლიგონი რომ აქვთ, კოპერი სადაც იდგა, ამ მონაკვეთს არ გაანთავისუფლებენ და ასფალტს არ დააგებენ? იმედია ახსოვთ და გააკეთებენ. |
Posted by: Snow93 6 Sep 2017, 10:42 | ||
წესით და რიგით კოპერები საჰაეროებად გადაკეთდება ხოლმე |
Posted by: AUTOCRAT 6 Sep 2017, 13:52 | ||
მანდ კლასიკურ მეტროს რა უნდა, მეტროსთან ინტეგრირებული სუბურბანული რკინიგზა უნდა იყოს მცხეთაშიც, რუსთავშიც, აეროპორტშიც და ა.შ. |
Posted by: TramwayMan 6 Sep 2017, 15:27 |
აბაჰ ჩაუსხედით |
Posted by: MONTY 10 Sep 2017, 01:31 |
ბავშვს ესკალატორში ფეხი მოყოლია http://1tv.ge/ge/news/view/178179.html პ.ს დამცავი ხო აქვს ყველას დაყენებული ? http://www.picz.ge |
Posted by: gig@@@ 10 Sep 2017, 13:59 | ||
ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოში სანდო ეულის ქუჩაზე სასჯელ აღსრულების სამინისტროს და საპატრიაქოს ტელევიზიასთან. |
Posted by: NewHuman 11 Sep 2017, 01:49 |
დიდ დიღომში მართლა აპირებენ მეტროს გაყვანას ზემოდან?? |
Posted by: Accident 11 Sep 2017, 03:11 |
NewHuman არა. უბრალოდ, გენგეგმა მზადდება და იქ იწერება სარეკომენდაციო ჩანაწერები, სადაც მითითებულია რომ დიდი დიღომი მოწყვეტილია სატრანსპორტო სისტემას და საჭიროა მისი ინტეგრირება. ხოდა გამოსირებული ჟურნალისტები, მაქედან იღებენ ხოლმე ინფოებს და ვითომ ექსკლუზივებს აცხობენ საიტებზე. ეგ რეკომენდაცია, 50 წელი შეიძლება რეკომენდაციად დარჩეს, როგორც საბჭოთა გენგეგმა დარჩა ქაღალდზე. რაც შეეხება თავად საკითხს, მანდ მეტროს გაყვანა არის სრული უაზრობა, რადგან დიდ-დიღომს, პირდაპირ ტრასა აკავშირებს ქალაქთან - ანუ მეტროს ინფრასტრუქტურა, იზოლირებული ლიანდაგები, საკონტაქტო რელსები, ხიდები და ესტაკადები, არანაირ საჭიროებას არ წარმოდგენს. შენობები მანდ არ არის, რომ ზემოდან გადატარება იყოს საჭირო და ტრასაზე არავინ ცხოვრობს, რომ ყოველ კილომეტრში საგური გაკეთდეს. 20 წუთიანი ინტერვალი კი ვის რად უნდა. ეგ რაღა მეტრო გამოვა. მარტივად, ტრამვაით შესაძლებელია დაუკავშირდეს დიდუბეს, რომელიც არც ძვირი დაჯდება და არც დიდი ინფრასტრუქტურული ჩარევა დასჭირდება, ისე მოემსახურება იმავე რაოდენობის ხალხს, რასაც ე.წ. "მიწისზედა მეტრო" მოემსახურებოდა. |
Posted by: vatman 11 Sep 2017, 12:23 |
თბილისის მეტროში ახალი ფორმისა და დიზაინის ვაგონები იმოძრავებს მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა. კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით, შეიცვალა ვაგონების ფერი, გარე და შიდა დიზაინი. ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე დაკვირვების საკინტროლო კამერები. მგზავრებისთვის განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დამტენები. ელექტრო-მოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში ახალი ვაგონები თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დაათვალიერა. მისი განცხადებით, 2017 წლიდან მეტროს მგზავრებს სრულიად ახალი რვა განსხვავებული ფორმისა და დიზაინის ვაგონი მოემსახურება. http://1tv.ge/ge/news/view/178326.html ძველმა ცხვირმა რა დაუშავა |
Posted by: isa_da 11 Sep 2017, 12:48 | ||
ამათმა პატარა კაცის სინდრომმა ხომ წაღო უკვე ტვინი, ეხლა მატარებლის სკამებიც ლურჯად შეღებეს, ნაგვის ყუთები და ავტობუსები არ ეყოთ ჩასწორება: ეხლა ვნახე საბაგიროს თემაში და იქაც ფერი ლურჯით შეუცვლიათ
მართლაც რომ |
Posted by: Kotola 11 Sep 2017, 12:54 | ||
ანუ სულ რაღაც ორი შემადგენლობა. ლურჯი სკამები ძაან თემაა, კიდევ კარგი გარედანაც ლურჯად არ გადაღებეს. ეს ახალი ცხვირები კი ზედმეტი იყო და თან გარეგნულადაც ძველი ჯობია მემგონი |
Posted by: Mick-el-Angelo 11 Sep 2017, 14:14 | ||
და გარედან ისევ თუთიყუშის ფერებში დატოვეს. დაებრუნებინათ ქარხნული ფერი მაშინ, თორე შიგნით ლურჯია, გარეთ წითელია. ერთი ამის დიზაინერი გვანახონ |
Posted by: gig@@@ 11 Sep 2017, 14:22 |
რა გახდა თბილისის მეტროში Wi Fi ინტერნეტის ჩართვა ? პოსტსაბჭოთა ქვეყნებში რუსეთის და უკრაინის მეტროოებში არის უკვე და ბევრ სხვა ევროპულ ქვეყანაში. |
Posted by: experto 11 Sep 2017, 15:44 |
ლურჯი, თეთრი და წითელი = რუსეთის დროშა |
Posted by: da_to 11 Sep 2017, 15:52 | ||
რას გავ ეხლა ეგ ? სულ ლურჯად გადაღებვა ვერ გაბედეს ? |
Posted by: _Sergi_ 11 Sep 2017, 16:25 | ||
რომელ ხაზზე ამატებენ განახლებულ ვაგონებს? |
Posted by: giomelqa12 11 Sep 2017, 16:26 |
gig@@@ რამდენი ხანია უფასო წიფია სადგურებში |
Posted by: SabaGEO 11 Sep 2017, 17:16 | ||
მე მომეწონა უფრო თანამედროვეს გავს |
Posted by: gig@@@ 11 Sep 2017, 17:46 | ||
თუ tbilisi loves you გულისხმობთ ეგ გინდ ყოფილა გინდ არაა და ყველა სადგურში არ იჭერს |
Posted by: GIORGI112 11 Sep 2017, 18:30 |
რა მაიმუნობას აქვს ადგილი... დიდი ვერაფერია მოკლედ ვერც ეს |
Posted by: Rapanui 11 Sep 2017, 19:26 | ||||||
პირიქით, ლურჯია მეტროს ფერი (ასე იყო და...)
ძუელი ცხუირი სააკაშვილოს ჩამოტანილი იყო (თუ გახსოვთ) და იმიტომ. აქამდეც უნა მოეშორებინათ
მეც!!! |
Posted by: Accident 11 Sep 2017, 20:16 | ||
კი, ცხვირი ნამდვილად ჰგამს მიმგვანებას რომ გავცდეთ, ვერა? მინიმუმ, ფული რომ არ ვყაროთ. |
Posted by: Rapanui 11 Sep 2017, 20:41 |
სანამ ექსპლუატაციის ვადა არ გაუვა, ხან ინტერიერს შეცვლიან, ხან ცხვირს, ხან სხვა ფერებში გადაღებავენ მატარებელს, ხან ურიკებს გამოუცვლიან და ა.შ. |
Posted by: SabaGEO 11 Sep 2017, 20:42 | ||
Accident
ვნახოთ იქნებ გაამართლოს და მარტო გარეგნობით არ იყოს თანამედროვე, თან აღსანიშნავია რომ საქართველოში გაკეთდა, იქნებ სხვებმაც მოგვცენ შეკვეთები. |
Posted by: GIORGI112 11 Sep 2017, 20:43 | ||
მოდერნიზაცია ხომ ცოტათი უზრდის საექსპლუატაციო ვადებს ? |
Posted by: Zura_SX 11 Sep 2017, 20:47 |
ვიყიდოთ ახლები ნელნელაა ამდენ ფულის ყრას |
Posted by: Rapanui 11 Sep 2017, 21:07 | ||
SabaGEO
ეგ დრო წავიდა. ადრე ერევანმა და ბაქომ შეუკვეთა თბილისს, მაგრამ ახლა თავად აკეთებენ ეგენიც და სხვებიც. ერევანსკი მოდერნიზანტი (შავ-მწვანე). ნარინჯისფერი კი თბილისურია ბაკინსკი მოდერნიზანტი: |
Posted by: Accident 11 Sep 2017, 21:11 | ||||
Rapanui
ურიკების შეცვლა და ცხვირის შეცვლა ერთია? მანქანაზე, პაკრიშკის გამოცვლა და სალონის გადაკეთება ერთია? მაგას დემაგოგია ჰქვია. ის ურიკა, ყოველთვის უნდა ცვალო, რადგან ზიანდება - აი ცხვირს კი არანაირი შეცვლა არ სჭირდება. მერე, მაგ ცვლიებებს მუშა ხომ არ აკეთებს - იქ პროექტირებაში მიახარჯავენ ფულს, იქ ვიღაცას დიზაინზე მოიწვევნ და ა.შ. ეს არ არის უაზროდ ფულის ყრა? დაზოგონ ეგ თანხა და ლიანდაგების ახალი ტექნოლოგიით დაგებას მოახმარონ, ეგ პიარული სვლები და ცხვირი კი ერთ ადგილას გაიკეთონ. SabaGEO
ჩვენი ვაგონშემკეთებელი, მოსკოვის ზრეპსის ფილიალია და მოდერნიზება იმათი დოკუმენტაციით კეთდება. ახალს ვერაფერს შემატებენ. ეგ დიზაინი კი ვის აინტერესებს. ბაქომ გამოაგზავნა ვაგონები ექსპლუატაციის ვადის გასახანგრძლივებლად, მაგრამ ისე "აღფთოვანდნენ" აქაური ხარისხით, პირდაპირ ყიდვა დაიწყეს სხვა ქვეყნებიდან. |
Posted by: Rapanui 11 Sep 2017, 21:17 | ||||
Accident თუ მეხსიერება არ მღალატობს, მახსოვს რომ ურიკები უბრალოდ კი არ გამოცვალეს, არამედ სხვანაირები, უფრო გამაგრებულები დააყენეს და მაგას ვგულისხმობდი. GIORGI112
ხო მაგრამ მაინც ხომ გაუვა ვადა )) |
Posted by: Fabian 11 Sep 2017, 22:15 | ||
დიზაინერს აშკარად ძველი დროშის ნოსტალგია მიაწვა... |
Posted by: SabaGEO 11 Sep 2017, 23:16 | ||
ეგ არ ვიცოდი, ან საერთოდ რაში სჭირდებათ აქ ფილიაილი? ერთი შეხედვით არც ისე მომგებიანი ჩანს |
Posted by: darlan 11 Sep 2017, 23:48 |
არ მომწონს არც ფერების შეხამება და არც ცხვირის დიზაინი, შიგნიდან არაუშავს, ასეთი ფერის სკამებს თუ აყენებდნენ, ძველი ლურჯი ფერი უნდა დაეტოვებიათ |
Posted by: mikheili1985 11 Sep 2017, 23:50 |
ფერები კი არა კონდიციონერი არსებობს ? |
Posted by: Accident 12 Sep 2017, 09:17 | ||||
SabaGEO
ჩვენ გვჭირდება და მეორეც, კაპიტალური რემონტის შესყიდვის თანხები ათეულ მილიონებამდე ადის და რატომ არაა მომგებიანი, ან რას კარგავენ. ეს ქარხანა, 1996 წელს თბილისის მერიის სატრანსპორტო კომპანიამ (მაშინდელმა თბილისის მეტროპოლიტენის სამმართველომ) და მოსკოვის ეშსქ-მ დააარსეს ერთად. იმათმაც მოიგეს, რომ დამატებითი ბაზარი მიიღეს ჩვენი სახით, თან ისე, რომ განსაკუთრებული ინვესიტირება არ დასჭირვებიათ - შენობა იყო, ხალხი იყო. და ჩვენც მოვიგეთ ის, რომ ადგილზე ხდება მოდერნიზება, ადგილობრივები არიან ჩართული და არ გვიწევს რუსეთში ან უკრაინასა და სხვა ქვეყნებში, შემადგენლობების გაგზავნა. mikheili1985
დავიჯერო, მეტროში რომ ჩადიხარ ვერ გრძნობ, რომ ზაფხულში ყოველთვის გრილა და ზამთარში თბილა? რაც შეეხება უშუალოდ მატარებლებს - იქ კონდიცირება არ არის - მოძრაობისას, სახურავიდან შემოდის ჰაერი და ხდება ვენტილაცია. არამოდერნიზებულ ლურჯ ვაგონებში, ყველაფერი ნორმალურადაა, ჰაერიც კარგად ნიავდება და სიგრილეცაა, რაც არ უნდა გადაჭედილი იყოს. მოდერნიზებულებში კი პლასტიკატები აქვთ აფარებული იქ, საიდანაც უნდა შემოდიოდეს ჰაერი, ამიტომ ვერ ნიავდება კარგად, ცხელა და შეიძლება ამოიხრჩო ზემოდან თუ დახედავ ვაგონს ნახავ, საიდანაც შედის ჰაერი აქ კი ჩანს, საიდან უნდა შემოდიოდეს სალონში ამ ახალში ვითომ ეხსნება, მაგრამ დიდ უკეთესობას ვერ ვამჩნევ. |
Posted by: vatman 12 Sep 2017, 09:47 | ||||
Rapanui
ძველი ცხვირი პლასტიკატის იყო და დაზიანების შემტხვევაში უპრობლემოდ ეცვლებოდა. და ეს ახალი ზედ მისვარკებულია...
ესე იგი თბილისის ძველი მოდერნიზირების (იგივე პრაღაც) გარდა, დანარჩენი პოსტსაბჭოთა ქვეყნები ეჯიბრებიან ერთმანეთში ვინ უფრო მახინჯ დიზაინს გაუკეთებს. ნუ ტაშკენტი უპირობო ლიდერია » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Accident 12 Sep 2017, 10:05 |
polaris კურიოზია რა. არასწორად გცოდნია ეგ ისტორია. http://tbiliselebi.ge/index.php?newsid=268451329 ეს ბოძი საინტერესოა, გამოსადეგი უნდა იყოს, თუმცა ეტლით მოსარგებლეებისთვის შეიძლება პოტენციურად დამატებითი ხელისშემშლელი იყოს. |
Posted by: Mick-el-Angelo 12 Sep 2017, 10:29 | ||
_Sergi_
იმის გათვალისწინებით, რომ 8 ვაგონს ამატებენ, უნდა ვივარაუდოთ, რომ პირველ ხაზზე 2 შემადგენლობა დაემატება, რამდენადაც მე-2 ხაზზე 3-ვაგონიანი შემადგენლობებია. |
Posted by: Fabian 12 Sep 2017, 12:02 |
ექსტერიერის რა მოგახსენოთ, მარა ინტერიერი მომწონს... |
Posted by: _Sergi_ 12 Sep 2017, 14:04 | ||
Mick-el-Angelo
ლოგიკურია, ეგ აღარ გამახსენდა |
Posted by: ქაფქიანა 12 Sep 2017, 14:05 |
ცხვირიც და ფერთა შეხამებაც ექსტერიერზე სიმახინჯეა, ინტერიერი მევასა.... |
Posted by: vatman 12 Sep 2017, 15:19 |
ისე კარებთან კაი დასადები ადგილია ტრაკისთვის |
Posted by: Snow93 13 Sep 2017, 13:40 | ||
პირადად მე ყველაზე მეტად ეგ მომწონს და პირველ რიგში მაგას ვაფასებ |
Posted by: SabaGEO 13 Sep 2017, 14:24 |
Accident ეს პრაღის მეტროა, მანდაცაა ეგეთი ბოძები და არ უშლის ხელს არავის |
Posted by: mywebber 13 Sep 2017, 14:44 |
ეტლისთვის მემგონი სპეციალური ვაგონებია სადაც ბოლოში სკამები არაა. ნუ იმედია რო არც ეგ ბოძები იქნება შემაფერხებელი. ვარკეთილის მეტროში ახალი კარებები დააყენეს და ამოვისუნთქეთ მგონი |
Posted by: mikheili1985 14 Sep 2017, 00:09 | ||
Accident
7წელია არ ჩავსულვარ, სადამ კონდინციონერიან მეტროში არ ჩავჯექი , იქამდე არც ვიცოდი რომ საჭირო იყო, არც მიმიქცევია ყურადღება , ხოდა ლოგიკური კითხვა ჩნდება სხვაგან საჭიროა კონდინციონერი, ჩვენთან რატომ არ არის საჭირო? |
Posted by: Accident 14 Sep 2017, 01:51 | ||||
mikheili1985
რადგან არ მიგიქცევია ყურადღება, ე.ი. არ ყოფილა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.
იმიტომ, რომ სხვაგან, სხვა ეფექტებისთვისაც იყენებენ - მაგალითად მოძრაობისას ხმაურის შესამცირებლად. ჰაერის, ე.წ. ორპირის ქარის მოსპობისთვის და ა.შ. ქვეყნები, რომელთაც აქვთ ბევრი ფული - რასაკვირველია ცდილობენ მაქსიმალური კომფორტის შექმნას, მგზავრებისთვის, თანამედროვე სტანდარდების ამაღლებას და განვითარებას. ხმაურის შესამცირებლად, ახალ ვაგონებს, ჰერმეტულად აკეთებენ - კარებიც უფრო მჭიდროდ ეხურებათ. რასაკვირველია მასეთ შემთხვევაში, ხელოვნურ კონდიცირებას იყენებენ - როცა ჰაერი ღია სივრციდან არ შემოდის, ხმაურიც არ შემოყვება, და არც ქარი იქნება. თუმცა ზოგს ეგ პირიქით, არ მოსწონს ხოლმე, სუნთქვა ჭირსო ხელოვნური კოდიცირების დროსო და სულ ფანჯრების გაღებას ითხოვენ ხოლმე. ანუ, ეგეც ინდივიდუალურია. ჩვენ მეტროში კი მაგ ეფექტებს ვერ მივაღწევთ მხოლოდ ვაგონებში კონდიციონერების დაყენებით, რადგან ხმაურის შესამცირებლად, ჯერ ლიანდაგის დაგების ტექნოლოგია იქნება შესაცვლელი, მერე კი მთლიანად ვაგონები იქნება გამოსაცვლელი, უკეთესი ჰერმეტულობის მიზნით. ასე რომ, უშუალოდ კონდიცირებისთვის, არანაირი განსაკუთრებული საჭიროება არაა. მეტროს კონდიცირება და ვაგონის ჩქარი მოძრაობა გვირაბში, საკმარისად უზრუნველჰყოფს ვაგონში ჰაერის განიავებას და ტემპერატურის კონტროლს. (ის პლასტიკატებია ერთადერთი მოსაშორებელი) |
Posted by: fexburtistelefoni 14 Sep 2017, 11:00 |
მეტროს ზოგიერთი სადგური მტკვრის ქვეშ გადის, არა?Accident |
Posted by: mikheili1985 14 Sep 2017, 11:43 | ||||
Accident
მაგას რა ჯობია , თუ კონდიცირებას არ საჭიროებს.
ვერაა მთლად მყარი არგუმენტი აქაც ხშირად წამიკითხავს რომ ზაფხულში აუტანელია მეტროც , სიცხისგან და იმ არომატისგან , კოდინცირება ძაან შველის მაგ პრობლემას , ოღონდ არ მითხრათ ეგ იმის ბრალია ხალხი დაუბანელი რომ დადისო, გასაგებია ეგ , მარა ვიღაცა დაუბანელი დადის მაგის გამო მე დისკომფორტში რატომ უნდა ვიმგზავრო, მითუმეტეს ტურისტები , არცერთი ტურისტი მეორედ არ ჩავა მაგნაირ მეტროში იმჰო |
Posted by: Accident 14 Sep 2017, 12:02 | ||||
mikheili1985
მგონი ყველა პოსტში მიწერია რისი ბრალიცაა - პლასტიკატები ისე ააკრეს, რომ ჰაერი ვეღარ მოძრაობს-მეთქი. არამოდერნიზებულ შემადგენლობაში მსგავსი პრობლემა არაა. * * * fexburtistelefoni
სადგურს რა უნდა მტკვრის ქვეშ, ამოსასვლელი ნაბერეჟნიზე ხომ არ ექნება. სადგურების დამაკავშირებელი გვირაბები კი გადის მტკვრის ქვეშ, აბა გეპეიდან - წერეთელზე, მარჯანიშვილიდან - რუსთაველზე და თავისუფლებიდან - ავლაბარში, სხვანაირად ვერ გაივლის. |
Posted by: fexburtistelefoni 14 Sep 2017, 12:43 | ||
Accident ჰო ეგ ვიგულისხმე. |
Posted by: levaa 14 Sep 2017, 13:16 |
დელისიდან ვაჟაზე პირდაპირ გააჭრის ხოლმე ხო მგონი? ვაჟას აკეთებენ მეორე ლიანდაგსაც და იმედია პროსტა კოსმეტიკას არ უკეთებენ |
Posted by: mikheili1985 14 Sep 2017, 13:34 | ||
Accident
მესმის , სხვა პოსტშიც გეწერა.მადლობა |
Posted by: Accident 14 Sep 2017, 13:48 | ||
levaa
ვაჟა-ფშაველაზე ორმხრივი მოძრაობა იმიტომ კი არ არის, რომ მეორე ლიანდაგის გაკეთება დაეზარათ, არამედ იმიტომ რომ მატარებელი დელისიდან ვაჟაზე რომ წასულიყო, მეორე ლიანდაგზე ვეღარ გადმოვიდოდა, უკან წამოსასვლელად. სადგური უნივერსიტეტი კი ბოლო სადგური და გააჩნია მოსაბრუნებელი ჩიხები - ერთი ლიანდაგიდან მეორეზე გადმოსასვლელად, ამიტომ ვაჟა-ფშაველაზეც ორმხრივი მოძრაობა აღდგება. |
Posted by: UMTS 15 Sep 2017, 10:07 |
აღარ აპირებენ გახსნას? დაიწყო მგონი სწავლა რას ელოდებიან? |
Posted by: internazionale 15 Sep 2017, 11:37 |
სულ მაინტერესებს, ვაჟა-ფშაველას და ახალ მეტროს სადურ უნივერსიტეტს შორის ვაჟა-ფშაველას ქუჩა რომ გაცალმხრივებულია როდემდე უნდა იყოს ასე, სულ მეგონა რომ მანდ მეტროს ახალი სადგური უნივერსიტეტის მეორე ამოსასვლელი იქნებოდა და ვინმემ ხომ არ იცით რა ხდება აქ რეალურად? |
Posted by: Accident 15 Sep 2017, 14:24 |
internazionale მეტროს აშენებენ ორ ნაწილად - ცალკე სადგურს, ცალკე კიდევ სადგურებს შორის დამაკავშირებელ გვირაბს. შესაბამისად აკეთებენ ორ შახტს - ერთს ერთს კი სადგურებს შორის შუაში. რაზეც შენ ლაპარაკობ, მაქედან შენდებოდა ვაჟა-ფშაველას და უნივერსიტეტის შორის არსებული გვირაბები. სადგურთან არაა ეგ კავშირში. მასე შორს სად გინახავს ამოსასვლელები, შედარე დელისს, გინდაც ტექნიკურ უნივერსიტეტს. * * * UMTS ოქტომბერშიო |
Posted by: UMTS 15 Sep 2017, 18:28 | ||
Accident
იმედია კიდევ არ გადადებენ ვაჟადან სიარული მეზარება სიცხის გამო მარშუტკები დიდი ინტერვალით დადიან და იმდენი ხალხია არც აჩერებენ ისევ მანქანა ვცადე მარა ისეთი საცობებია საღამოს |
Posted by: internazionale 15 Sep 2017, 18:55 | ||
Accident
კი, ეგ მეც გადავზომე და შორია. |
Posted by: ლუკატარ 16 Sep 2017, 13:47 |
Accident თუ იცი, დაანგრევენ მაგ შუა შახტას და გზა აღდება? |
Posted by: JSB14BSJ 16 Sep 2017, 19:28 |
https://imedinews.ge/ge/ekonomika/27668/metrosadgur-universitetis-satesto-mushaoba-inprastruqturis-saministrom-studentebtan-ertad-sheamotsma რამდენი ესკალატორია, 3 თუ 2? |
Posted by: Metal_Head 16 Sep 2017, 22:39 | ||
|
Posted by: SabaGEO 16 Sep 2017, 22:50 |
საინტერესოა, რატომ არის ტექნიკურის და უნივერსტიტეტის სადგურები ესე ღრმა და სამედიცინო, დელისი არა, მიწისძვრა გეგონება მატარებელი როცა გადის |
Posted by: Kublicha 16 Sep 2017, 23:00 | ||
ლუკატარ Metal_Head
შახდა რატომ უნდა დაანგრიონ, შახტა დარჩება და მისი დანიშნულება იქნება სავენტილაციო. რაც შეეხება გზას, სავენტილაციოს ისე გაკეთება თავისუფლად შეიძლება, რომ გზაზე მოძრაობა აღდგეს. არაა აუცილებელი ბუტკისხელა ნაგებობა, როგორც სხვა სავენტილაციოებზეა. პარიზში ზუსტად მულენ რუჟის წინ არის ეგეთი სავენტილაციო გზის გამყოფში არსებულ სკვერში, დაახლიებით 50 სამტიმეტრის სიმაღლის ნაგებობაა. ზედ ხალხი დგება და მეტროდან ამოსული თბილი ჰაერით თბება. |
Posted by: Accident 17 Sep 2017, 01:10 |
ლუკატარ მეტროსთვის მანდ სამშენებლო მოედნის საჭიროება აღარაა. ხოლო, არჩევნების გულისთვის, როგორც ელიავაზე უთხრეს ხალხს, თქვენ გენაცვალეთ ხელს არ გახლებთო, ასევე ეტყვიან თუ არა მანდ მყოფ პროფილაქტიკების მფლობელებსაც, ეგ აღარ ვიცი. JSB14BSJ სამია. მაგრამ ეგ სიახლე არაა, წინა თემებიდანვე იყო ცნობილი, როცა ახალი ვიდეო რენდერი, სადაც ნაჩვენები იყო, რამდენი იქნებოდა. ეგეც და მაგ ესკალატორის დამონტაჟების ამსახველი ვიდეო-სურათებიცაა პირველ პოსტშია. http://www.mrdi.gov.ge/sites/default/files/08_2.jpg SabaGEO იმიტომ, რომ რელიეფი იძლეოდა ამის საშუალებას და დანარჩენი უკვე სახელმწიფოს გადაწყვეტილება იყო, იაფად უნდა გაკეთება თუ არა. სამედიცინო, დელისი და ვაჟა-ფშაველა არის ღია წესით გათხრილი - ანუ მიწა ამოთხარეს, გვირაბი გაიყვანეს და მერე ზემოდან ასფალტი გადააგეს. ამ პოსტებში დევს სურათები, სადაც ჩანს გადათხრილი ვაჟა-ფშაველას გამზირი https://forum.ge/?showtopic=34829946&view=findpost&p=47002676 https://forum.ge/?showtopic=34829946&view=findpost&p=50305192 https://forum.ge/?showtopic=34381014&view=findpost&p=32398219 https://forum.ge/?showtopic=34381014&view=findpost&p=32424848 |
Posted by: VIP Blogger 17 Sep 2017, 02:35 |
ეღირსაა |
Posted by: SabaGEO 17 Sep 2017, 10:34 |
Accident მადლობა |
Posted by: ჩემი_ძმა 17 Sep 2017, 21:47 |
იმენა აქილევსი და კუსავით არის უნივერსიტეტის გახსნის თარიღი რაც უფრო ვუახლოვდებით ცოტატი უფრო შორს იწევს და ვერ ვეწევით ვერაფრით მუშა გააკეთონ და თუ უნდათ 2018-ში გახნსან |
Posted by: system32 18 Sep 2017, 12:03 | ||||
ლუკატარ
მაგაზე მივწერე საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს და გადამამისამართეს მერიაში https://www.facebook.com/pg/mrdi.gov.ge/photos/?tab=album&album_id=1680221408677641 მერიისთვის მე პირადად რაიმის მიწერის სურვილი არ მაქვს ... ჩემი_ძმა
მერიის არჩევნებისთვის წელავენ იმედია სხვა ილუზია არ აქვს არავის |
Posted by: vatman 18 Sep 2017, 15:58 |
ვაჟაზე ბაქნის მეორე მხარეს კედელი მოანგრიეს და ლენტებითა შემოსაზღვრული. ნახევარი ბაქანი სულ ლენტებითაა. ვაჟაზე მიწისქვეშა გადასასვლელშ ჯერ კიდევ რაღაცას ფაფხურობენ- კაკ მინიმუმ ქვიშას ზელავდნენ... |
Posted by: ქაფქიანა 19 Sep 2017, 09:23 | ||
SabaGEO
იმიტომ, რომ სამედიცინოს, დელისის, ვაჟას და უნივერსიტეტის მშენებლობისას შეატყვეს, რომ სსრკ-ს პიზდეცი ეწყებოდა. ამიტომ მაქსიმალურად მიაყარეს, რაც გამოვიდოდა. გამოვიდა კი ეგრე. |
Posted by: Mick-el-Angelo 19 Sep 2017, 09:56 |
ქაფქიანა 1979-ში სსრკ კიდევ შორს იყო პი..ეცისგან უბრალოდ ღია წესითაა აშენებული ხარჯების შემცირების და სხვა მოტივებით. ყველა სადგურს 60 მეტრიან სიღრმეზე არ ააშენებ, მით უმეტეს, როდესაც ამის აუცილებლობა არ არსებობს. |
Posted by: JSB14BSJ 19 Sep 2017, 12:19 | ||
Mick-el-Angelo
ხო, მეც მანდ ვარ. საინტერესოა, რით განისაზღვრება, ღრმა ჩაწოლის უნდა იყოს გადასარბენი და დარბაზი თუ ზედაპირთან ახლოს? |
Posted by: Mick-el-Angelo 19 Sep 2017, 13:10 |
JSB14BSJ იდეაში, ღია წესით აშენება პრიორიტეტულია, რამდენადაც: 1) უფრო იაფია; 2) უფრო სწრაფია. დახურული წესით, ანუ სიღრმეში მეტროსადგურების და გადასარბენების აშენება არავის უნდა, იმიტომ რომ: 1) ძვირია: 2) გაცილებით უფრო მეტი დრო მიაქვს. თუმცა რელიეფის, ზემოთ არსებული შენობების, გრუნტის და სხვა მსგავსი გარემოებების გამო ღია წესით მეტროს აშენება ხანდახან ვერ ხერხდება, შესაბამისად რჩება მხოლოდ დახურული (სიღრმეში) წესით აშენების გზა. თბილისში რთული რელიეფის და გრუნტის გამო, პირველი ხაზის უმეტესი ნაწილი სწორედ დახურული წესითაა აშენებული, თუმცა სადაც რელიეფი ხელს უწყობდა (მაგალითად, სამგორი), ღია წესითაც ააშენეს. იგივე ეხება მეორე ხაზის მონაკვეთსაც, რომელიც პრაქტიკულად სწორ რელიეფზე გადიოდა, იმ პერიოდში არც ისე მჭიდროდ დასახლებულ უბანში. შესაბამისად, გონივრული გადაწყვეტილება იქნა მიღებული და სამედიცინოსა და დელისის სადგურები/გადასარბენები ღია წესით ააშენეს. კიდევ, სსრკ-ის პოლიტიკის სპეციფიკაა გასათვალისწინებელი. ღრმა ჩაწოლის სადგურების მშენებლობის საჭროების ერთ-ერთ გარემოებად ასევე მეტროს სადგურის თავდაცვის ფუნქციაც შეიძლება ყოფილიყო. |
Posted by: ნიკა 19 Sep 2017, 13:29 |
სადაც შესაძლებლობა იყო ღია წესით ააშენეს რადგან უფრო იაფია. ვაჟა-ფშაველადან უნივერსიტეტისკენ უკვე აღარ გამოდიოდა, მაშინ გამზირის შუაში რომ მწვანე ნარგავებია ეგ სულ უნდა მოესპოთ. ამიტომაც მანდ ისევ სიღრმეში ჩასვლა დასჭირდათ. |
Posted by: polaris 19 Sep 2017, 13:31 |
სადაც ტრასირება, რელიეფი, გეოლოგია და კომუნიკაციები იძლევა ამის საშუალებას, ყველგან ღია წესით აკეთებენ. არავინ არ აირჩევს ღრმას როდესაც მცირე ჩაწოლა შესაძლებელია. |
Posted by: SabaGEO 19 Sep 2017, 16:04 | ||||||
ეგ მეც გავიფიქრე მაგრამ შემდეგ გაუგებარია რატომ ღრმავდება უნივერსიტეტი
კარგია რომ მიხვდნენ და არ მოსპეს * * * დღეს ვიყავი ვაჟა-ფშაველაზე და უნივერსიტეტისკენ მიმავალი გვირაბები განათებული იყო |
Posted by: Rapanui 19 Sep 2017, 23:10 | ||||
vatman
პლასტიკატამდეც სულ მისვარკებულით დადიოდნენ ჩვენთანაც და სხვაგანაც და არა ყოფილა ეს პრობლემა. ათასში ერთხელ რომ რამე მოხდეს, თორე ავტობუსი ხო არაა წარამარა ეჯახებოდნენ ერთმანეთს ვაიმძღოლები )) Mick-el-Angelo
იმის გათვალისწინებით, რომ მერმა აღნიშნა, ახალი მატარებლები გამოვლენ "უნივერსიტეტის" გახსნასთან ერთადო, ვფიქრობ, ახალი სადგურის გახსნის დღეს, მერია და ჟურნალისტები რომ მივლენ, ის ახალცხვირიანი ორი შემადგენლობაც იქ იდგება. აბა ძველებს ხომ არ დააყენებენ/შემოაჭენებენ, მაშინ როცა ახლები აქვთ და თავი მოაქვთ )) ისე კი, სადგურთა რიცხოვნობის ზრდასთან დაკავშირებით იქნებ ოთხვაგონიანებზე გადადის მეორე ხაზი ;-) |
Posted by: gig@@@ 20 Sep 2017, 00:39 | ||||
რა სისულელებს წერთ ? რა შუაშია ნაკლები და მეტი ხარჯი ან სსრკ პიზდეცი ? ტექნიკური უნივერსიტეტი იმიტომაა ღრმა რომ მეტრო წერეთელი დან წამოსული მატარებელი მტკვარს კვეთს შესაბამისად ორივე სადგური საკმაოდ ღრმაა ხოლო სამედიცინო და დელისი მეტრო პოლიტექნიკურზე მაღლაა თითქმის 50 მეტრით ხოლო დელისი და სამედიცინო თითქმის ერთ სიმაღლეზეა ასევე ვაჟა ფშაველა ოდნავ მააღლაა დელისზე საერთო ვაჟა ფშაველა 500 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს ზღვის დონიდან ანუ სადგურის ამოსასვლელი არის ზღვის დონიდან 500 მეტრზე ხოლო ახალი სადგური უნივერსიტეტი დაახლოებით 550 მეტრზეა ზღვის დონიდან ანუ საბურთალოს ხაზზე ყველაზე მაღლაა ეს სადგური შესაბამისად უფრო ღრმაა ვიდრე დანარჩენი სამი სადგური ვაჟაზე ანუ ბალანსია დაცული ანუ ლიანდაგი თითქმის სწორია და აღმართი არაა. ვაჟას ბოლო ვაჟას დასაწყისზე რომ უფრო მაღლაა ეგ არ იცოდით ? |
Posted by: rachveli1 20 Sep 2017, 09:38 | ||
+1 იგივე უნდა დამეწერა რაც შენ დაწერე |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Sep 2017, 10:53 | ||
Rapanui
დარჩა რომ ამის რესურსი? ამდენი შუალედური "ნომერული" ვაგონი არც ექნებათ რეზერვში რომც იყოს, მაშინ შუალედს კიდევ გაზრდიან რეალურად მეორე ხაზი დატვირთულია ვაგზალი - პოლიტექნიკურის მონაკვეთზე. არა მგონია "უნივერსიტეტმა" სერიოზულად გაზარდოს მგზავრთანაკადი. ამდენად, 4 ვაგონზე გადასვლა არ იქნება გამართლებული. ამას სჯობს პიკის საათებში დამატებითი შემადგენლობები გაიყვანონ. |
Posted by: gig@@@ 20 Sep 2017, 14:21 |
Mick-el-Angelo მე თუ მკითხავთ საჭიროა ერთხელ დილით იმდენი ხალხი იყოო საბურთალოს ხაზზე ვაგონში ტევა არ იყოო ასე რომ საჭიროა 4 ვაგონიანი შემადგენლობა. |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Sep 2017, 14:26 | ||
gig@@@
ხო და დილით და საღამოს დამატებითი შემადგენლობები გამოუშვან. შუალედი შემცირდება ამ დროს. ეკონომიკურად უფრო გამართლებულია - ხარჯია ნაკლები, რამდენადაც დამატებით შემადგენლობებს ხაზზე გაუშვებ მხოლოდ მაშინ როცა საჭიროა, ზედმეტი მეოთხე ვაგონი კი მთელი დღე უნდა მუშაობდეს და დენს წვავდეს (ექსპლუატაციის მიმდინარე ხარჯს რო შევეშვათ), მაშინაც, როცა არ არსებობს საჭიროება. |
Posted by: ფაშისტი 20 Sep 2017, 15:50 |
საღამოს კატასტროფაა.. ბაქანზე წეწვა გლეჯვა იყო გუშინ, დაამატონ ან შუალედი შეამცირონ, ჩამოვიდა ხალხი რეგიონებიდან და შეივსო ქალაქი |
Posted by: PNG 21 Sep 2017, 01:38 |
ვნახეე ახალი სადგური სახელმწიფო უნივერსიტეტი ვიღაცეებთან ერთად ჩავედით მე ძალიან მომეწონა ძალიან ნათელი სადგურია მეტრო წერეთელს და მსგავს ბნელ სადგურებს არ გავს გახსნით სადღაც მაქსიმუმ 10 დღეში გაიხსნება ანუ 1 ოქტომბერს თუ რაღაც გაუთვალისწინებელი რაღაც არ მოხდა. |
Posted by: Mopirmkrtalo 21 Sep 2017, 20:15 |
სულ რამდენი მეტრო მუშაობს ვინ იცის ? და მემანქანეებს რამდენი აქვთ ხელფასი ? |
Posted by: nutria-113 22 Sep 2017, 09:37 | ||
დღეს დილითაც პრობლემა იყო, ერთი შემადგენლობა 8:17-ზე გავიდა, მეორე 8:28-ზე, მესამე უკვე მალევე მიყვა 2-3წუთში. |
Posted by: Mick-el-Angelo 22 Sep 2017, 09:38 | ||
რამდენი შემადგენლობა? თუ რას გულისხმობ? საქართველოში 1 მეტროპოლიტენია. |
Posted by: Accident 22 Sep 2017, 09:39 | ||||
Mopirmkrtalo
რას ნიშნავს "რამდენი მეტრო"? "მეტრო" არის საქალაქო, ქუჩებისგან იზოლირებული სარკინიგზო სისტემის, ერთიანი სახელწოდება - საქართველოში ერთი მეტრო გვაქვს, დედაქალაქ თბილისში. თავად ტერმინი "მეტროპოლიტენიც" სიტყვა მეტროპოლიისგან - დედაქალაქისგან წარმოდგება, რადგან ძვირადღირებულობისა და სიმჭიდროვის გამო, სწორედ დედაქალაქში იყო მისი არსებობა ყველაზე საჭირო და გამართლებული, ამიტომაც უმეტესად მანდ გაჰყავდათ. თუ მეტროსადგურების რაოდენობას გულისხმობ, დღეს მუშაობს 22 სადგური, 6 საბურთალოზე და 16 გლდანი-ვარკეთილზე. რამდენიმე კვირაში დაემატება 23-ე სადგური (ე.ი. საბურთლოზე მე-7) https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98 თუ შემადგენლობების, ანუ მატარებლების რაოდენობა გაინტერესებს, საბურთალოს ხაზზე მოძრაობს 6-8 შემადგენლობა, ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე კი 17-18 დილით ადრე და ღამისკენ, მკვეთრად ამცირებენ ხოლმე რაოდენობას.
თავად მერიამ აქ დაწერა, გაფიცვის დროს http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=2986 |
Posted by: Kotola 22 Sep 2017, 10:26 | ||
ისე აფხაზეთში, ახალ ათონშიც "გვაქვს" მინიმეტრო https://ka.wikipedia.org/wiki/ახალი_ათონის_მღვიმური_რკინიგზა |
Posted by: wings 22 Sep 2017, 11:19 |
არ მინდა პოლიტიკური განცხადება გამომივიდეს, თუმცა მერის კანდიდატებიდან, ჩემი აზრით, ყველაზე უკეთ ალეკო ელისაშვილი აზროვნებს და ყველაზე უკეთ მას ესმის თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, რასაც ქვია მანქანებისგან და მიკროავტობუსებისგან გადატვირთული ქუჩები, სატრანსპორტო პრობლემა. კაცმა თქვა, სულ 7 შემადგენლობის დამატებაა საჭირო იმისთვის რომ მეტრომ დღეში 110,000 კაცზე მეტი გადაიყვანოსო ვიდრე ახლა გადაყავსო, ეს 26 მილიონი ჯდება, მეტი არა. შესაძლებელია რომ ეს თანხები ყოველწლიურად გაიწეროს ქალაქის ბიუჯეტიდან და არა ერთიანად, თუმცა მე თუ მკითხავთ 26 მილიონი არაა ეხლა ისეთი კოლოსალური თანხა რომ ნების და სურვილის შემთხვევაში ვერ გამოყონ იმისთვის რომ ყველა ძველი ვაგონი განაახლონ, ახლა იმდენ სისულელეში ხარჯავენ ფულს რო..... თვეში გამოდის რომ 3,300,000-ზე მეტ ადამიანს გადაიყვანს მეტრო ვიდრე ახლა გადაყავს, რაც მნიშვნელოვნად განტვირთავს ქალაქის ქუჩებს. ეს მარშრუტკები საერთოდ მოსასპობია, ოღონდ ჩემი აზრით ერთი გამონაკლისი უნდა გაკეთდეს, მოკლე მანძილებზე რომელი მარშრუტკებიც დადის ეგენი უნდა დარჩეს, მაგალითად აი გლდანის მე-6 მე-7 მიკროდან რო ახმეტელამდე მოდის ეგ სხვა თემაა და უნდა დარჩეს და მარა მარშრუტკა რომელიც ნახევარ ქალაქს გადის ყველა მოსაცილებელია... |
Posted by: Mick-el-Angelo 22 Sep 2017, 13:06 | ||||
wings
პოლიტიკურ განცხადებად არც თქვენ მიიღოთ, მაგრამ მგზავრთანაკადის გაზრდა თბილისის მეტროში ნაკლებადაა დაკავშირებული შემადგენლობების რაოდენობასთან. შეიძლება პიკის საათებში ნაკლებად გატენილი იყოს ვაგონები, მაგრამ მნიშვნელოვნად მგზავრთანაკადს ამით ვერ გაზრდი ერთი მარტივი მიზეზის გამო - მეტროს ქსელი თბილისში არასაკმარისადაა განვითარებული და ბევრს უბრალოდ არ აწყობს, იმიტომ რომ ვერ მიგიყვანს იქ სადაც გჭირდება. 1.5 წუთიც რომ გახადონ შუალედი, მაინც, თუ არ გაწყობს - არ ჩახვალ. სადგურების დამატება კი უტოპიაა, ამ თემაში არა ერთხელ ითქვა ეს. ფანტასტიკის სფეროა და შევეშვათ.
7 შემადგენლობის დამატებით, მაგისტრალურ მარშრუტკებსაც ვერ გააქრობ - ესეც ცხადია. მაგისტრალური მარშრუტკების გასაქრობად, მინიმუმ საჭიროა საავტობუსო მარშრუტების ოპტიმიზაცია, მაგისტრალური მარშრუტების აღდგენა, რისთვისაც, რა თქმა უნდა, ახალი ავტობუსების ყიდვაა საჭირო. უკეთეს შემთხვევაში კი, ტრამვაის ხაზების შექმნა, ავტობუსებისგან ქალაქის ცენტრის განტვირთვისთვის. ამ დროს მაგისტრალური ავტობუსები შეიძლება სანაპიროთი გაუშვა, რუსთაველი კი ტრამვაის დაუთმო. ბევრი რამის მოფიქრება შეიძლება, პოლიტიკური ნება იყოს. ამით მართლა გააქრობ მარშრუტკებს და ხალხიც, როცა წესიერი საზოგად. ტრანსპორტი იქნება, ნაკლებად გამოიყენებს პირად ა/მანქანებს. 7 შემადგენლობის დამატებით სატრანსპორტო კოლაპსი თბილისში ვერ აღმოიფხვრება. თუმცა ჯამში, ელისაშვილის პროგრამა აშკარად სჯობს. ამაში გეთანხმები. უბრალოდ 7 შემადგენლობაზე უაზრობაა ყურადღების გამახვილება თუ არ გვეტყვის, როგორ აპირებს დანარჩენი ტრანსპორტის რეაბილიტაციას და შექმნას ამ მეტროსთან მისაყვანად. * * * კიდევ, როგორც მახსოვს, მერიის მიერ "თბილისის მიკროავტობუსის" კონსორციუმთან კონტრაქტები 2031 წლამდეა გაფორმებული. ასე რომ მინიმუმ 2031 წლმადე არა მგონია მნიშვნელოვნად რამე შეიცვალოს |
Posted by: Accident 23 Sep 2017, 03:45 | ||||
Mick-el-Angelo
იმიტომ, რომ მარშრუტკები და ავტობუსები ადუბლირებენ. თუ მარშრუტკები მოიხსნება და ავტობუსები მარშრუტებიც შეიცვლება, რასაც ამბობს, მაშინ გაიზრდება რაოდენობა.
ჩქაროსნული ტრამვაის პირობებში, ავტობუსი მაინც ეიქნება საჭირო. მაგას ისეთივე დაშორება აქვს გაჩერებებს შორის, როგორიც მეტროს. მაგალითად, სამედიცინოს, დელისსა და ვაჟას შორის ავტობუსების გარეშე მოძრაობა, წარმოუდგენელია. *** „ვარკეთილის“ სადგურის სარემონტო სამუშაოები 2016 წლის ბოლოს დაიწყო, განახლდა სადგურის ქვედა და ზედა ვესტიბულების ინტერიერი, გარემონტდა დახრილი გვირაბი, გაიწმინდა იატაკის გრანიტი და მარმარილო. სადგურებში დამონტაჟდა ახალი საოპერატორო ჯიხურები და ტურნიკეტები, დამონტაჟდა მეტროს ნავიგაციის თანამედროვე სისტემა. სრულად მოიხსნა სადგურში დამონტაჟებული პლასტიკატები. ზოგადად ნათელი ფერები და მეტი განათება, მომწონს სადგურებში, მაგრამ იმ ძველ სტილს რას ერჩოდნენ, არ იყო ცუდი გადაწყვეტა, სტოკჰოლმის ვარიანტში მოშიშვლებული ჭერი ძველი ვარიანტიც ორიგინალური იყო პლასტიკატები მოვხსენითო, და კედლები და ჭერი, რა ვერ გაასწორეს, რატოა დაღუნული, ჩაყვითლებული და ლაქებიანი. რატომ უჭირთ ხარისხიანად გაკეთება, ვერ ვხვდები. |
Posted by: severuss 23 Sep 2017, 10:41 |
Accident ვარკეთილის სადგურზე ეგ ფოკუსი რატო ჩაატარეს არ ვიცი. წინა ინტერიერი მართლა კარგი იყო. არც ესაა ცუდი, თუმცა როგორც უკვე აღნიშენ უხარისხოდ არის ნაკეთები. ჭერი დაბრეცილია, იმედია შეასწორებენ... |
Posted by: polaris 23 Sep 2017, 11:05 |
სრული პასუხისმგებლობით შემძლია ვთქვა რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში მეტროსადგურების გათახსირებაში ბადალი არ გვყავს. უბრალოდ ჯერ ის ვერ გადამიწყვეტია, #1 ვარკეთილია თუ წერეთელი. |
Posted by: პაწა 23 Sep 2017, 17:03 | ||
ძალიან მომწონდა წერეთლის ძველი დიზაინი |
Posted by: wings 23 Sep 2017, 19:58 | ||||||
1992 ში დავიბადე თუმცა კარგად მახსოვს თბილისის ტრამვაები, როგორ საცობსაც ქმნიდნენ თუნდაც პერეხადნოისთან ან სხვა ადგილებში. რადგან ავტომანქანის მდღოლები არ უთმობდნენ გზას. როგორ ფიქრობთ ეგ პრობლემა როგორ უნდა გადაიჭრას? ანუ როგორ უნდა იაროს ტრამვაიმ იმ გზაზე, სადაც ისედაც გადაჭედილია მოძრაობა? |
Posted by: aimo 23 Sep 2017, 20:19 |
დღე-დღეზე გაიხსნება სადგური უნივერსიტეტი. წესით ეს კუნძული უნდა აეღოთ და არ იღებენ?? რას უპირეენ არავინ იცით? |
Posted by: Accident 23 Sep 2017, 21:03 | ||
wings
როგორ და ტრამვაის შეუძლია დღეში გადაიყვანოს 200 ათასი დამიანი, მაშინ როცა მანქანებს 20 ათასი. ანუ, ტრამვაი ჩაანაცვლებს არსებულ ავტომობილებს. აგერ ნახე სურათი, რამდენი ავტომობილის და ფართობის ჩანაცვლება შეუძლია ავტობუსს http://lh3.ggpht.com/_9F9_RUESS2E/S7tbclwxiPI/AAAAAAAACmw/uI1bCpNuKNA/s800/picoftheday0012-space-60people.jpg ტრამვაი გაცილებით მეტს ჩაანაცვლებს. რაც შეეხება გზას, ტრამვაის ლიანდაგი არის იზოლირებული დანარჩენი გზისგან მანქანებს არ ექნებათ მანდ ასვლის უფლება. თუ მძღოლი ჩაუჭრის და წინ გადაუდგება, ეგ პრობლემა უნდა მოაგვაროს პატრულმა. თუმცა, მძღოლების დიდი ნაწილი ამას არ გააკეთებს, რადგან ერთი რომ ტრამვაი სარკინიგზო ტრანსპორტია და დიდი ზიანი შეიძლება მიაყენოს ავარიის შემთხვევაში მანქანას, მეორე რომ მძღოლისა და მგზავრებისგან დიდ პროტესტს დაიმსახურებს მათი უფლებების შელახვის გამო. P.S. ტრამვაის თემა ცალკე არის |
Posted by: vatman 23 Sep 2017, 22:07 | ||
ვარკეთილს მართლა დედა უტირეს.. ჯერ უგულავას დროს, მაგრამ სხვა გარემონტებულ სადგურებს სჯობდა ნამდვილად. ამათმა სულ საერთოდ ჩააჯვეს კომპოტში. არადა თავდაპირვებელი მისი იერსახე ძაან მომწონდა polaris
წერეთელს რას ერჩი? მე მაგალითად ეს მომწონს ვიდრე წინა. დიდი არაფერი არ იყო. არადა მაგ სადგურზე კვირაში 5 დღე ვხდებოდი ადრე |
Posted by: Rapanui 24 Sep 2017, 02:41 | |||
aimo
მაინცდამაინც გახსნის დღისთვის თუ არ აიღეს ისე არ გამოვა არაფერი თუ? )) მოგვიანებით აიღებენ. OFFTOPIC:
|
Posted by: Accident 24 Sep 2017, 06:43 | ||
ანუ, საბჭოთა დროსაც ჰქონდათ მეტრო და უცხოური მატარებლები მოძრაობდნენ? თუ არა, მაშინ ალმა-ატა, ახლა გაიხსნა და საბჭოთა არ ეყოლებათ. |
Posted by: Zura_SX 24 Sep 2017, 11:02 | ||||
ისე მართლაც დიზაინით ყველას ჯობდა ვარკეთილი... რაც გააკეთეს მათ შორის .. ეხლა ეტყობა იტალიელმა დიზაინერებმა იმუშავეს და ვენ გოიმი ქართველები მის სილამაზეს ვერ ვწვდებით |
Posted by: Mick-el-Angelo 25 Sep 2017, 09:48 | ||
მმმ.. ძველი ვარკეთილი ნოსტალგია |
Posted by: Turex 25 Sep 2017, 13:28 |
gacherebulia modzraoba .............. |
Posted by: Mick-el-Angelo 25 Sep 2017, 13:47 |
Turex რა მოხდა? არსად არაა ინფო |
Posted by: AUTOCRAT 26 Sep 2017, 02:13 | ||
მიშმოდერნიზებულ შემადგენლობებში არ შეიძლება ვენტილაციის ფარები მოიხსნას და სულ რომ არაფერი, ბოლო მოდერნიზაციის ნაირად მიაგიტლერკაპუტონ? რამე ზეციურ ნიშანს ელოდებიან? მოძრავი საუნაა
ტაბლოზე კი ეწერა 15-25 წუთი, მაგრამ 3-4 წუთში მოდიოდა შემადგენლობა |
Posted by: Rapanui 26 Sep 2017, 02:37 | ||
Accident
ჩვენი "უნივერსიტეტის" სადგურივით, სსრკ-ს დროს დააპროექტეს და დაიწყეს მშენებლობა. კავშირის დაშლის შემდეგ დააკონსერვეს, მაგრამ მერე დაამთავრეს. |
Posted by: Turex 26 Sep 2017, 11:07 |
AUTOCRAT samgorshi idga erti shemadgenloba 20 wuti |
Posted by: Accident 26 Sep 2017, 18:14 | ||
AUTOCRAT
და მართლა მარტო ეგ ქმნის პრობლემას? თუ შიგნითაც კიდევ რამე შეიძლებოდა შეეცვალათ. დავიჯერო, მართლა მარტო ეგ ფარი ქმნის ასეთ სხვაობას, რომ საერთოდ ვეღარ მოძრაობს ჰაერი. ვერც ამ ახლებზე შევამჩნიე დიდი გაუმჯობესება. იმას კი ჯობია, მაგრამ არამოდერნიზებულებს მაინც ჩამოუვარდება. |
Posted by: AUTOCRAT 26 Sep 2017, 19:57 | ||||
Accident
არამგონია აირმიმღები მილი ამოექოლათ. ალბათ დახურული გამოსასვლელის გამო ჰაერიის მოძრაობა მკვეთრად ქვეითდება.
ყველა ფარი როცა აწეულია ქარია შიგნით |
Posted by: iviko18 27 Sep 2017, 11:29 | ||
გაითვალისწინეთ მეგობრებო. http://www.tabula.ge/ge/story/124577-29-seqtembridan-1-oqtombris-chatvlit-metrosadguri-vazha-fshavela-ar-imushavebs
|
Posted by: Mick-el-Angelo 30 Sep 2017, 21:32 |
ეხლა პირველად ვნახე "განახლებული" ვარკეთილი და შოკში ვარ.. ასეთი ნამუშევრისთვის რუსებს კაი სიტყვა აქვთ - ХАЛТУРА. ასეთ განახლებას ხრუშოვის დროინდელი სადგურების მოპირკეთება თუ არ სჯობდა.. |
Posted by: Farenheit 30 Sep 2017, 21:42 |
იხსნება თუ არა? ვეღარ გავიგე კალაძე/ელისაშვილი ჭრის ლენტს თუ ნარმანია? |
Posted by: wings 30 Sep 2017, 23:05 |
29 სექტემბრიდან მგონი პირველ ოქტომბრამდე არ იმუშავებსო ვაჟა ფშაველას სადგურიო..ანუ უნდა ვივარაუდოდ რომ რამდენიმე დღეში გაიხსნება |
Posted by: fexburtistelefoni 30 Sep 2017, 23:39 |
ეს თემა რა ხოდშია. თბილისში რო ცხოვრობ და ისიც მეტროთი დადიხარ ადამიანი, ადექი და ლიანდაგში ჩაუხტი მატარებელს, არ გირჩევნია? მეზიზღება ეს ქალაქი და ეს ტრანსპორტიც. |
Posted by: PNG 1 Oct 2017, 04:31 |
მეტრო უნივერსიტეტის გახსნას და ლენტის გაჭრას არ დაადგა საშველი მოვიდა ოქტომბერი |
Posted by: vaho 1 Oct 2017, 13:29 |
ახალი ხაზი................................................. |
Posted by: gig@@@ 1 Oct 2017, 20:50 | ||
vaho ხო მაგრამ ეგეთი პავაროტი რატოა ? ვაჟას სადგურიდან უნივერსიტეტის სადგურამდე არაა მოსახვევი სულ სწორია |
Posted by: ფაშისტი 1 Oct 2017, 20:50 |
vaho აუ რა ლამაზიააა.. სიამივნებით დავივლიდი და თვალმოუწყვეტლად დავათვალიერებდი. პ.ს. ვინმეს შეუძლია ვარკეთილის ფოტოები დადოს? არავის მოსწონს და ასეთი რა არის მაინტერესებს.. |
Posted by: PULSE 1 Oct 2017, 21:59 | ||
არაა ეგ თბილისის მეტრო |
Posted by: UMTS 1 Oct 2017, 22:10 | ||
ფაშისტი
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/28453/tbilisis-merma-ganakhlebuli-metrosadguri-varketili-gakhsna გაშპაკლეს მეტი ისეთი არაფერი |
Posted by: giomelqa12 1 Oct 2017, 22:48 |
ვინმე თუ პოსტავთ აქ მერიიდან, მოგვეცით უფლება ამ გვირაბების ერთჯერადად დათვალიერების სანამ ექსპლუატაციაში შევა ახალი მონაკვეთი |
Posted by: mywebber 1 Oct 2017, 23:34 |
ფაშისტი გაშპაკლეს და გაათეთრეს და უფრო ნათელია ვიდრე ადრე მეტ არაფერი |
Posted by: Mick-el-Angelo 1 Oct 2017, 23:37 | ||||
mywebber
ნათელია, კი.. საგიჟეთის პალატას ჰგავს ოღონდ.. თან ძალიან უხეშადაა გაშპაკლული * * * vaho
არაა ეს ვაჟა - უნივერსიტეტის გადასარბენი. Wallpapers-ების გადმოწერა გუგლიდან კი ყველას შეუძლია: http://www.dealermarketing.com/welcome-to-the-future-of-transportation-underground-roadway-systems/ |
Posted by: Metal_Head 1 Oct 2017, 23:44 |
1 ოქტომბრის ჩათვლითო და ხვალ ჩვეულებრივად იმუშავებს ვაჟას სადგური? |
Posted by: ლუკატარ 2 Oct 2017, 10:45 |
დამთავრდა სექტემბერი და ოქტომბრის პირველი რიცხვებიც არის უკვე, როდის ამუშავდება ბოლობოლო? |
Posted by: ნიკა 2 Oct 2017, 12:26 |
წელიც თქვეს? თუ არა და გამოდის რომ 2018-ში ან 2019 ან ... |
Posted by: UMTS 2 Oct 2017, 14:03 |
გადაიდო გაურკვეველი ვადით https://on.ge/story/14807-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9F%E1%83%90-%E1%83%A4%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%90-%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%93%E1%83%A6%E1%83%94-%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%95-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 giomelqa12 რომ დანაღმო მერე? |
Posted by: ლუკატარ 2 Oct 2017, 14:51 |
ამათ ახლის გახსნის მაგივრად, რაც იყო, ისიც დაკეტეს |
Posted by: iverieli 2 Oct 2017, 15:03 |
როდემდე იქნება ვაჟას მეტრო დაკეთილი რას უშლიდა ხელს ვაჟას დაკეტვა ემუშავა. მეგონა დღეიდან გაისხნებოდა |
Posted by: Kotola 2 Oct 2017, 15:27 | ||||
მოსაბრუნებელი ჩიხია სავარაუდოდ და მოსახვევიც მაგიტომაა... უი ვნახე რო ვოლფეიფერი ყოფილა უბრალოდ რაღაც |
Posted by: Accident 2 Oct 2017, 15:29 |
iverieli შეშლით როგორ არ შეუშლიდა, პრიმიტიულად რომ ვთქვათ, ხომ უნდა "გადააბან" ვაჟა-ფშაველა ახალ სადგურს. უბრალოდ, ჯობდა ეგ ზაფხულშივე გაეკეთებინათ და არა გაგანია ოქტომბერში, ნახევარი საქართველო რომ თბილისშია |
Posted by: PNG 2 Oct 2017, 18:47 |
მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოები ბოლო ეტაპზე გადადის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, მეტროსადგურ „სახელმწიფო უნივერსიტეტში“ მიმდინარე სამუშაოების ბოლო ეტაპზე გადასვლასთან დაკავშირებით, სადგური „ვაჟა-ფშაველა“ მგზავრებს რამდენიმე დღით ვერ მოემსახურება. მეტროს ახალი სადგურის - „სახელმწიფო უნივერსიტეტის“ პირველი ეტაპის სამუშაოები, რომელიც თავის მხრივ, ახალი და ძველი სისტემების სამონტაჟო-საინჟინრო პროცესების განხორციელებას გულისხმობდა წარმატებით დასრულდა, შესაბამისად, იწყება მოსამზადებელი სამუშაოები, იმისათვის, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ მეტროსადგური ექსპლუატაციაში მიიღოს. ახალი სადგური რამდენიმე დღეში ამოქმედდება. საბურთალოს ხაზზე მატარებლები კვლავ „სადგურის მოედნიდან“ „დელისამდე“ იმოძრავებენ, გადაადგილების შეფერხების თავიდან აცილების მიზნით კი თბილისის მერია მგზავრებს მომდევნო დღეებშიც სპეციალურად დანიშნული ავტობუსებით მოემსახურება, რომლებიც მეტროსადგური „დელისიდან“ ვაჟა-ფშაველას გამზირის გავლით, სანდრო ეულის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისათვის. http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=3129 |
Posted by: giomelqa12 2 Oct 2017, 18:52 |
UMTS დანაღმვა რომ მინდოდეს ახლაც ვერაფერი შემაჩერებდა, ჩვენი მეტროც არ იყოს რა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით იზოლირებული და დაცული |
Posted by: gig@@@ 2 Oct 2017, 19:11 |
ახალი და ძველი სისტემის თანხვედრაში მოყვანა არის ყველაზე რთული რამ ამას შეიძლება დაემატოს გაუთვალისწინებელი პრობლემები. |
Posted by: barcabarcabarca 3 Oct 2017, 08:44 |
დღეს ვაჟა გაიხსნა? სად ვნახო ინფორმაცია, |
Posted by: Accident 3 Oct 2017, 17:31 |
barcabarcabarca ხომ დადეს წინა პოსტში, რომ გადაიდოო https://on.ge/story/14807-მეტრო |
Posted by: თორნიკეე 3 Oct 2017, 18:03 |
ბიჭებო, რაც ვარკეთილი გაარემონტეს თითქოს სულ ჩახუთულობა და უჰაერობაა დაბლა ბაქანზე და რა ხდება ამოლესეს ჰაერის შემომტანი მილებიც? |
Posted by: Zura_SX 3 Oct 2017, 23:40 |
რაც არ უნდა ეძახოთ ამათ მეტრო მართლალამაზი აქვთ... ვარკეთილის მეტროს კი არ გავს კორეის მეტროები თუნდაც ამ სირიბელადების ფოტოებით |
Posted by: darlan 3 Oct 2017, 23:56 | ||
მეც ეს კითხვა მაქვს, როდის გახსნიან ახალ სადგურს |
Posted by: gig@@@ 4 Oct 2017, 04:34 | ||
რა არი ლამაზი ? რას გავს მატარებელი დიდი არაფერი სადგურები აქვთ რუჩკებიანი კარებები და ჩაბნელებული ვაგონები |
Posted by: ZEUS 4 Oct 2017, 09:02 | ||
აღარ ხსნიან? არჩევნები უნდა მოვიდეს მაინცმადამაინც? |
Posted by: UMTS 4 Oct 2017, 10:07 | ||
12 შიო დღეს მუშებმა, ოღონდ თვე არ უთქვამთ |
Posted by: gig@@@ 4 Oct 2017, 17:06 | ||||
UMTS დიდი ალბათობით 12 ოქტომბერი არამგონია 12 ნოემბრამდე და მით უფრო დეკემბრამდე გადაწიონ ვადა უკვე დამთავრებულია სარემონტო სამუშაოებები ახლობელმა მითხრა ყველაფერი მორჩაო პროსტა ტესტირება მიდისო და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კომისია ამოწმებსო ეხლა ყველაფერსო. |
Posted by: lakarana 4 Oct 2017, 17:23 | ||
gig@@@
თუ სიმართლეა ეს ინფორმაციაა ძალიანაც კარგია მიხარიაა, გვეღირსა როგორც იქნა |
Posted by: Kotola 4 Oct 2017, 17:47 |
გილოცავთ, სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტომ დღეს მიიღო ექსპლოატაციაში ახალი სადგური 12 ოქტომბერს გაიხსნება ალბათ... |
Posted by: gig@@@ 4 Oct 2017, 18:39 | ||
სად წაიკითხეთ ? ან იყო ტელევიზიით საინფორმაციოებში გასული იყო სიუჟეტი ? |
Posted by: Zura_SX 4 Oct 2017, 22:16 |
gig@@@ ვაგონი არ მიხსენებია... სადგურები მართლა მაგარი აქვთ საუკეთესო მარმარილოში მოპირკეთებული |
Posted by: darlan 4 Oct 2017, 23:35 | ||
მშვენიერი თარიღია |
Posted by: UMTS 5 Oct 2017, 09:06 | ||
gig@@@
ყველაფერი მორჩენილიაო, მარტო ლენტის გაჭრა უნდაო |
Posted by: Artgeo 5 Oct 2017, 09:39 | ||
UMTS
თვე... წელი გვითხრან |
Posted by: Kotola 5 Oct 2017, 09:59 | ||
არსად არ ყოფილა, სანდო წყაროდან გავიგე, შიგნიდან |
Posted by: JubaGr 5 Oct 2017, 10:11 |
ფუ კაი რა ვინ არის იმის არქიტექტორი (ინტერიერის დიზაინერი) რას გავს პროსტა სამარცხვინოა.............. ევროპიდან დაბრუნებული ქალი რო ყიდულობს ბინას და ვანა-ტუალეტს აკეთებს აი ეგ ვიდი აქ ზუსტად. |
Posted by: sabuk 5 Oct 2017, 10:52 | ||||
ლოლ |
Posted by: პაწა 5 Oct 2017, 12:56 | ||
ვაგონები გერმანულია, გ და დ სერიის, დასავლეთ ბერლინის მეტროდან. გაასაღეს როგორც კორეული და მწარმოებლის დაფა ზუსტად იქ არის სადაც ბელადების ფოტოები კიდია |
Posted by: AUTOCRAT 5 Oct 2017, 15:35 | ||
სადგურები მაგარი პეტერბურგს აქვს თუ აქვს, კორეა აიფონის ჩინური ფეიკივითაა. |
Posted by: JSB14BSJ 5 Oct 2017, 17:27 | ||
|
Posted by: Mick-el-Angelo 5 Oct 2017, 18:19 |
AUTOCRAT პეტერბურგის სადგურების სილამაზის საკითხს ვერავინ შეედავება, მაგრამ პხენიანშიც საბჭოთა სქემით აშენებდნენ სადგურებს, თუ არ ვცდები, საბჭოთა ინჟინრების პროექტის მიხედვით. მოპირკეთებაც სტალინის პერიოდის სადგურების სტილში აქვთ. |
Posted by: pato-7 6 Oct 2017, 21:59 |
ვაჟას მეტრო როდიდან გააგრძელებს მუშაობას? |
Posted by: senpai 6 Oct 2017, 22:04 | ||
ასევე თანამედროვე ვარიანტში ძალიან მომწონს სტოკჰოლმის მეტროს სადგურები. |
Posted by: ლუკატარ 9 Oct 2017, 08:09 |
აბა რა ხდება, გაიხსნება ვაჟა თუ დელისიც იკეტება? |
Posted by: JSB14BSJ 9 Oct 2017, 11:33 |
ლუკატარ ელვარე და ლომფერი იყო ცხრა ოქტომბერი მაგრამ გახსნით 12-ში გახსნიან ორივეს ერთად. დელისი რო დაიკეტოს, მაშინ მთელი საბურთალოს ხაზი უნდა დაიკეტოს |
Posted by: iviko18 10 Oct 2017, 13:01 |
სავარაუდოდ 12-შიც არ გაიხსნება http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/456684-metrosadguri-universiteti-pirvel-mgzavrebs-ramdenime-dgheshi-miighebs.html თბილისის მეტროპოლიტენის 23–ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ პირველ მგზავრებს, სავარაუდოდ, ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში განუცხადეს. როგორც ფონდში აცხადებენ, მეტროსადგურ „უნივერსიტეტში“ ყველა სახის სამშენებლო სამუშაოები დასრულებულია. გარკვეული პერიოდის განმავლობაში სადგური სატესტო რეჟიმში მუშაობდა და ეს პროცესიც უკვე დასრულდა. მეტროპოლიტენის ტესტირებისთვის ადგილზე უცხოელი სპეციალისტები იმყოფებოდნენ. ამჟამად ახალი მეტროსადგურის თბილისის სატრანსპორტო კომპანიისთვის გადაცემის პროცედურები მიმდინარეობს და ახალი მეტროსადგური მგზავრებს ოქტომბრის შუა რიცხვებში მიიღებს. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ ამოქმედება საბურთალოს რაიონში მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებისა და საცობების შემცირებას შეუწყობს ხელს. მეტროსადგურს ოთხი ამოსასვლელი ექნება და უახლესი ტექნიკით იქნება აღჭურვილი. მეტროსადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობა 2015 წელს დაიწყო და დაახლოებით, 84 მლნ ლარი დაიხარჯა. მშენებლობა დაახლოებით 20 წლის განმავლობაში დაკონსერვებული იყო. როგორც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, სამუშაოები აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებულმა, ესპანურმა კომპანიამ „COBRA ASSIGNIA“ (კობრა ასიგნიამ) განახორციელა. მეტროსადგურის დიზაინიც ასევე ესპანურ კომპანიას ეკუთვნის. მანდამაინც არჩევნებამდე უნდა გაწელონ |
Posted by: JSB14BSJ 10 Oct 2017, 14:25 |
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/30807/metrosadguri-universiteti-mgzavrebs-oqtombridan-moemsakhureba ახლა შუა რიცხვებიო |
Posted by: gig@@@ 11 Oct 2017, 00:20 |
ვაჟაზე მატარებლების მოძრაობა აღდგა ? |
Posted by: whiskey 11 Oct 2017, 02:09 | ||
არა |
Posted by: UMTS 11 Oct 2017, 14:44 | ||
მოვა კალაძე და გახსნის |
Posted by: cpufan 11 Oct 2017, 19:18 |
ებიჯო გახსნან მოიტყნა ტვინი რა უნიდან სადმე გასვლა რო მინდა პროპკებში ვიტანჯები |
Posted by: Fabian 11 Oct 2017, 23:00 |
გურამიშვილის სადგურზე "ქოლგის" დემონტაჟი დაიწყეს, საზარელი სანახაობაა ის რაც ქოლგის უკან იმალებოდა. |
Posted by: ZEUS 12 Oct 2017, 10:43 |
ორშაბათს გახსნიან . |
Posted by: ლუკატარ 12 Oct 2017, 11:36 |
ZEUS მეც მასე მგონია, მაგრამ რომელ ორშაბათს, ეგაა საკითხავი |
Posted by: UMTS 12 Oct 2017, 11:45 |
მეტრო უნივერსიტეტი არჩევნებამდე 5 დღით ადრე გაიხსნება |
Posted by: Fabian 12 Oct 2017, 12:03 |
გურამიშვილი |
Posted by: Mick-el-Angelo 12 Oct 2017, 13:05 | ||||
Fabian
ისედაც მსგავს დიზაინში იყო გადაწყვეტილი ბოლო 10-15 წელია ისე, რა ხდება, რემონტს იწყებენ, თუ როგორც იქნა, ჭერმა თავისით დაიწყო დაშლა? * * *
გასაგებია. კიდევ ერთი ვარკეთილი/წერეთელი გვექნება ანუ |
Posted by: Kotola 12 Oct 2017, 15:47 |
http://1tv.ge/ge/news/view/183453.html მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ 16 ოქტომბერს გაიხსნება. ინფორმაცია პირველ არხს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში დაუდასტურეს. მეტროსადგური „უნივერსიტეტის“ გახსნაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მიიღებენ მონაწილეობას, მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას 16 ოქტომებრს, საღამოს საათებიდან შეძლებს. თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება. მეტრო "უნივერსიტეტის" განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია. |
Posted by: ZEUS 12 Oct 2017, 18:02 |
აჰა. გული მიგრძნობდა და ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი |
Posted by: JSB14BSJ 12 Oct 2017, 19:34 |
ეს დააბით, თორე მოვა https://imedinews.ge/ge/archevnebi/31199/gugava-mtskhetidan-rustavamde-metro-unda-gaketdes |
Posted by: nforumi 13 Oct 2017, 10:15 | ||
JSB14BSJ
ერთ-ორ წელიწადში კი არა, საბოლოო ჯამშიო კაცო... მე უფრო მეტ სისულელეს ველოდი. |
Posted by: JSB14BSJ 13 Oct 2017, 12:33 | ||
nforumi
ეს როგორ გამოითვლება გაბრწყინებამდე რამდენი დღით ადრე თუ გაბრწყინების შემდეგ? 10 წელიწადზე მეტია, რაც მეტროს თემას ვკითხულობ და ლამის ყველა ნაწილში დევს ხარჯების ხაზოვანი და პროპორციული გამოთვლები - 1კმ-ზე და დარბაზზე თავის ყველაფრით. რასაც ეგ ანტილოპა ამბობს, მაგას ბერნის და ციურიხის ბიუჯეტი უნდა და არა თბილისის ქვაბულის. იდეალში ყველაზე ძალიან რაც მომეწონა, აქ ბიჭებმა გააკეთეს ადრე, თუ არ ვცდები, 4-ხაზიანი მოდელი მგონი ეგეც მცხეთიდან რუსთავამდე მოიცავდა ყველაფერს, თბილისის ზღვა წრეში იყო მოქცეული და ნუცუბიძის პლატოზეც მეტროს გაუდიოდა გრიალი. ვეძებ და ვეღარ ვპოულობ. ხო არ გახსოვთ, სადაა? Fabian Accident polaris |
Posted by: nforumi 13 Oct 2017, 12:55 | ||
JSB14BSJ
მაგალითად 50 წლიანი განვითარების გეგმა რომ დაიდოს და იქ გაიწეროს? მე ვფიქრობ რომ გაკეთების გზები მოიძებნება, თუ როგორმე მოვახერხებთ განკერძოებას. |
Posted by: girvan_88 13 Oct 2017, 15:07 |
დღეს მოვიდნენ ვიღაცეები, რაღაცეებს ფაცი-ფუცობდნენ |
Posted by: ნიკა 13 Oct 2017, 15:32 | ||
girvan_88
სად? |
Posted by: girvan_88 13 Oct 2017, 16:10 |
გასახსნელ მეტროსთან, შავი ჯიპებით და შარვალ-კოსტუმებით, სათვალეებითაც |
Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2017, 16:18 |
ავლაბარზე ძველი პლასტიკატები, მაჩვენებლები და ა.შ მოუხსნიათ |
Posted by: levaa 13 Oct 2017, 16:19 |
Fabian დაგვიდე გურამიშვილის სურათები აბა რა იმალებოდა ეგეთი ქოლგის უკან |
Posted by: JSB14BSJ 13 Oct 2017, 16:36 | ||
nforumi
ვისგან/რისგან? |
Posted by: Bent 13 Oct 2017, 16:48 |
16 იხსნება ხოო?????????????????? |
Posted by: nforumi 13 Oct 2017, 17:51 | ||
JSB14BSJ
სახელმწიფოსგან. პატრონი თუ ეყოლება, განვითარების შანსიც იქნება. |
Posted by: forum-ge 13 Oct 2017, 18:14 | ||
კერძო რომ იქნება, მგზავრობის ფასიც ექნება 2-3 ლარი, სხვანაირად წაგებაში წავა. ასეთი ფასებით კი მეტროთი არავინ იმგზავრებს |
Posted by: JSB14BSJ 13 Oct 2017, 21:09 |
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/31298/metrosadguri-universiteti-orshabats-gaikhsneba-potokolaji |
Posted by: Metal_Head 13 Oct 2017, 21:22 |
საქართველოს რუკააა? ვთფქ? |
Posted by: la reine 13 Oct 2017, 21:37 |
Metal_Head უნივერსიტეტის ჩასასვლელია? აუ დავიტანჯეთ...დროზე ქნან რაა.. ვაჟაც დაკეტილია რამდენი დღეა. რით ვერ დაასრულეს:/ |
Posted by: qariana 13 Oct 2017, 21:40 |
სალამი აქ მპოსტავებს რამდენიმე დღის წინ მეტროში ეტლიანი ტიპი ვნახე და გამიკვირდა როგორ მოახერხა მარტო ჩამოსვლა თან არავინ ახლდა. მინდოდა მეკითხა, მაგრამ არ მინდოდა უხერხულობა შექმნოდა. ხოოდა როგორ ხდება ეგ ამბავი ხომ არ იცით ვინმემ? |
Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2017, 21:54 |
qariana https://youtu.be/Zs17laoAKTs?t=2m30s |
Posted by: qariana 13 Oct 2017, 22:05 |
AUTOCRAT ყოჩაღ მაგ ტიპს მაგრამ დამოუკიდებლად მაინც სარისკო ამბავია. მარტივად შეიძლება ცხვირ-პირი დაილეწოს ადამიანმა. მეტროს პერსონალს არ აქვს რამე დირექტივა ასეთ ხალხს რომ დაეხმაროს ჩასვლა-ამოსვლაში? ან განვითარებულ ქყვეყნებს რა პრაქტიკა აქვთ? |
Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2017, 22:22 | ||
qariana
http://www.syner.cz/wp-content/blogs.dir/2/files/stanice-metra-narodni/metro_narodni_praha_vytah_6.jpg, ესკალატორის პარალელური https://assets.londonist.com/uploads/2015/10/i875/greenford.jpg, ესკალატორთან/კიბესთან ინტეგრირებული http://l7.alamy.com/zooms/01c9b664aa43460b990907e77646b0a8/shanghai-14th-apr-2014-a-man-enters-a-metro-station-with-the-assistance-dydd00.jpg. |
Posted by: ZEUS 13 Oct 2017, 23:01 | ||
მუნიპალური განვითარების ფონდის ლოგოა. |
Posted by: qariana 13 Oct 2017, 23:06 |
AUTOCRAT სადაც 20 წელი 1 მეტრო სადგურს აშენებდნენ ნეტა მაგათ ოდესმე დაამონტაჟებენ? ყველა მეტროსადგურს ალბათ ამ საუკუნის ბოლოს დაფარავს ეს ღატაკი ქვეყანა მაგრამ საკვანძო ადგილეში რო მაინც დაიწყონ გააკეთება არ უფიქრიათ?ვაჟას მეტრო ხო ეხლა გააკეთეს დაამონტაჟეს მად მაინც ნეტა? |
Posted by: AUTOCRAT 13 Oct 2017, 23:49 |
qariana თუ გავითვალისწინებთ გუშინ დაგებულ პეკინზე პანდუსები დაავიწყდათ და ეხლა დაგებულს ყრიან პანდუსის გასაკეთებლად, მეშინია ნებისმიერი ლიფტის მონტაჟს მთლიანი სადგური არ შეწირონ ისე 100 ათას $-ად შეიძლება ყველა სადგური აღიჭურვოს ეტლის ამწით. კაბინიანი ლიფტის მონტაჟი არსებულ საბჭოთა სადგურებზე რა თქმა უნდა ბევრად რთული და ძვირადღირებულია. |
Posted by: მენდოსა 14 Oct 2017, 01:06 |
ძალიან კარგი თემაა, თუ იიცთ ოდესმე გეგმაში ვაკეში მეტროს გაყვანა თუ იყო ? |
Posted by: Rapanui 14 Oct 2017, 06:29 | ||
ეს ფოტოები დაათვალიერეთ? მეტროსადგური უნივერსიტეტი ორშაბათს გაიხსნება (ფოტო) http://commersant.ge/?view=post&id=133021&lang_id=ge მენდოსა
|
Posted by: nforumi 14 Oct 2017, 09:54 | ||
forum-ge
წინასწარ ვერავინ იტყვის რა იქნება ფასი. პურზეც ამბობდნენ 90-იანებში, ავარდებაო ფასი, მაგრამ თითქმის არ გაძვირებულა და დეფიციტის პრობლემაც მოგვარდა. წამგებიანი არ უნდა იყოს არავითარ შემთხვევაში. ნებისმიერი წამგებიანი საქმე მუდმივად კრიზისული იქნება. |
Posted by: Kublicha 14 Oct 2017, 11:49 | ||
პურის ფასი ვერ ავარდება, იმიტომ რომ არის კონკურნცია. გააძვირებ? სხვა გამოაცხობს იაფად და ის გაიყიდება. მეტროს შემთხვევაში, როგორ წარმოგიდგენიათ მეორე და მესამე და მეოთრე ალტერნატიული "მეტროები უნდა აშენდეს" რომ კონკურენციამ დაარეგულიროს ფასი? |
Posted by: nforumi 14 Oct 2017, 15:54 | ||
Kublicha
მეტრო არ არის ტრანსპორტის ერთადერთი სახეობა - ეს ერთი. ასევე, არ არის აუცილებელი მთელ სისტემას ერთიანი პატრონი ყავდეს. ეს ცოტა რთულია, მაგრამ შესაძლებელია ასე გაკეთებაც. ორი არჩევანი გვაქვს: ან მუდმივად ვიწუწუნოთ მოუგვარებელ პრობლემებზე, ან მოვუნახოთ პატრონი. |
Posted by: Accident 14 Oct 2017, 16:06 | ||||
nforumi
და საიდან მოგაქვს რომ წამგებიანია? მეტრო უზრუნველყოფს უამრავი ადამიანის სავაჭრო ობიექტებამდე მიყვანას, უამრავი ტურისტის გადაყვანას, უამრავი მოსწავლის გადაყვანას, უამრავი სტუდენტის გადაყვანას, უამრავი ადამიანის, სამსახურებამდე მიყვანას და ა.შ. ეს ყველაფერი კი ზრდის ეკონომიკურ აქტივობას და იძლევა ისეთი მასშტაბის მოგებას და გაცილებით მეტი ზრდის შესაძლებლობასაც, რასაც კერძოობის შემთხვევაში ვერასდროს მივაღწევდით. მეტრო როგორც ბიზნესი შეიძლება წამგებიანია, მაგრამ როგორც ეკონომიკისთვის მამოძრავებელ ძალას, ქვეყნისთვის მოგება მოაქვს. თუ როგორც ბიზნესი, მომგებიანი გახდება, მაშინ უკვე ეკონომიკისთვის გახდება. წამგებიანი. რამე გაუგებარია ამ მსჯელობაში? სწორედ ამ ლოგიკითაა განვითარებული ქვეყნების უმეტესობაში დოტაციური საზ. ტრანსპორტი და ჯერ კრიზისი არავის დაწყებია. იმიტომ, რომ იმ დოტაციას, ის მოგება ანაზღაურებს, რაც მაგ "წამგებიან" საზ. ტრანსპორტს მოაქვს.
სამაგიეროდ უნიკალური სახეობაა, რომელსაც სხვა ვერანაირი ტრანსპორტი ვერ ჩაანაცვლებს. არ აქვს პირდაპირი ალტერნატივა. ვერცერთი სხვა ტრანსპორტი ვერ გადაიყვანს იმავე დანახარჯებით იმავე რაოდენობის ადამიანს ისეთ დროში, როგორც მაგ სისტემას გადაჰყავს. გზის ფართობსაც კი არ იყენებს, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ. |
Posted by: AUTOCRAT 14 Oct 2017, 16:09 | ||
nforumi
ერთადერთია. რადგან მიწისზედა ტრანსპორტი არ იმეორებს მიწისქვეშა ტრანსპორტის მარშრუტს და პოტენციალს. კონკურენცია კი ნიშნავს იმავე სერვისის შეთავაზებას. მეტროს, რკინიგზას ვერასოდეს ეყოლება კონკურენტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის დარგში. ეს აქსიომაა. კერძო სექტორს აქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამერიკაში, და ყველაზე მოუხერხებელი დაარაგანვითარებულია. ამის საპირწონედ არის ევროპის და ჩინეთის მაგალითი, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სახელმწიფო საკუთრებაშია და მსოფლიო სტანდარტს ისინი აწესებენ. კერძოს მაგალითი მარშრუტკებია. ძალიან მოგწონს? |
Posted by: Kublicha 14 Oct 2017, 17:00 | ||
nforumi
ეგ იქნება ზუსტად ფატალური შეცდომა, სხვა ტრანსპორტი (ანუ მიწისზედა) განავითარო ისე, რომ მეტროს გაუწიოს კონკურენცია და მეტროს მგზავრები წაართვას. თუნდაც მოგებაზე მუშაობდეს |
Posted by: qariana 14 Oct 2017, 19:34 | ||
100 000 არაფერი ისეთი თანხა არ არის იმდენ უაზრობაში ხარჯავენ ხოლმე |
Posted by: nforumi 15 Oct 2017, 12:10 | ||||||||||||||||
Accident
ძალიან კარგი თუ არ არის წამგებიანი.
თუ საერთო ჯამში მომგებიანია, უნდა მოიძებნოს შესაბამისი ფინანსური არხები და გადაიხადოს იმან, ვინც სარგებელს ნახულობს და არა სხვებმა.
კერძოობის შემთხვევაში შესაძლებელია უფრო შედეგიანი და გამართული სქემების მოძებნა (თუმცა გადასვლის პერიოდი მტკივნეული იქნება, ნამდვილად).
ბოდიში მაგრამ ეს უზარობაა. ან არის მომგებიანი, ან არ არის.
ვაშინგტონის მეტრო სახელმწიფოს ეკუთვნის თურმე, ნიუ-იორკის კიდე არის კერძო. რომელი უკეთ მუშაობს, გეცოდინება.
ნამდვილად უნიკალურია. თუმცა უნიკალურია საბაგირო გზაც - ვერცერთი სხვა ტრანსპორტი ვერ აიყვანს მთაზე ისე მალე და იმდენ ხალხს, როგორც ეს საბაგიროს შეუძლია. უნიკალურია ლიფტიც და საერთოდ, ყველა ტრანსპორტი უნიკალურია და მოცემული მიმართულებით თუ მისი გამოყენება უფრო გამართლებულია ეკონომიკურად, სხვა ტრანსპორტი კონკურენციას ვერ გაუწევს მისი ოპტიმალურად მოწყობის შემთხვევაში. ოპტიმალურად მოწყობისთვის კიდე პატრონია საჭირო. AUTOCRAT სხვა კითხვებზე დავწერე პასუხები ზემოთ უკვე. ამაზე კი:
გეტყვი რომ არ მომწონს, რადგან ეს ნაწილიც არ არის თავისუფალი სამწუხაროდ. ტაქსების კომპანიები ნელ-ნელა ჩნდებიან და უკვე შეიძლება ნორმალური ტაქსი დაიქირავო, თუ სურვილი გაქვს, მაგრამ ვშიშობ რომ მალე ამ სფეროშიც ჩაერევა სახელმწიფო და დაიწყება გაძვირება და მუდმივი-დაუსრულებელი წუწუნი სისტემის გაუმართაობაზე, სახელმწიფოს უნიათობაზე. Kublicha
მე არ მითქვამს რომ უნდა განავითარო. თუ მეტროს პატრონი ეყოლება, ის არასოდეს დაუშვებს რომ სხვა ტრანსპორტმა აჯობოს. |
Posted by: polaris 15 Oct 2017, 12:39 | ||||||
nforumi
საიდან მოიტანე? ნიუ იორკის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. თავიდან კერძომ კომპანიებმა გახსნეს და 1940 წელს როდესაც კონკურენცია აბსურდამდე მივიდა და ქალაქის სატრანსპორტო განვითარების მაგივრად ვიღაცეების გამდიდრების მიზანს ისახავდა, მუნიცპალიტეტმა გამოისყიდა და უამრავი რამის გადაკეთება მოუწია, რაც ამ კონკურენციის პირობებში იყო უაზროდ გაკეთებული.
ის ყველაფერს გაკეთებს მოგების მქსიმიზაციის და დანახარჯების შემცირებისთვის. შეიძლება მეტროში ინტერვალების გაზრდა, ხალხი კიდევ დაეტევა, საბჭოთა ნორმა 4.5 ადამინი კვ. მეტრი შეგიძლიათ დაიკიდოთ და ჩატენოთ უფრო მეტი. ნუ თუ ხალხი იმგზავრებს, მოგება გაგეზრდებათ. თუ არ იმგზავრებს ამ ჭყლეტვაში, ხარჯებს ვეღარ დაფარავთ და ეგეც არა უშავს, მეტროს გადააკეთებთ მიწისქვეშა საწყობებად სდა სასერვეროებად. გაააააცილებთ უფრო რენტაბელურია, დამიჯერე. ამ ნეოლიბერალებს რა მოგინდებათ სიგარეტის ბაზრის პრინციპების დანერგვა მუნიციპალურ ტრანსპორტში და თქვენი ექსპერიმენტების ჩატარება ასეთ მასშტაბებზე. ჰაიეკის გარდა სანამ ტრანსპორტზე დაიწყებთ საუბარს, წაიკითხეთ, მეტროპოლიტენის მენეჯმენტის შესახებ მსოფლიოში. ყველაფერი რომ მარტივ ფისკალურ მოგებაზე დაგყავთ და სოციალური სარგებელი თქვენთვის, თუ უშუალოდ გაზომვადი არაა ფისკალურ სიდიდეებში, არაფერს ნიშნავს, მაგიტომ ხდება თანადათან სულ უფრო გაუსაძლისი ამ ქვეყანაში ცხოვრება.
ყველა სარგებელს ნახულობს. შენ თუ არ მოძრაობ მეტროთი, სარგებელს ნახულობ იმით, რომ მე დავდივარ. მე რომ არ დავდიოდე, შენც ვეღარც კერძო მანქანით ივლიდი, ვეღარც ტაქსით და ვერც ავტობუსით. ვერტმფრენი დაგჭირდებოდა. ვერტმფრენში ფულის გადახდას კი გირჩევნია მე გადამიხადო მეტროში მგზავრობის ღირებულების ნაწილი (სხვათა შორის ძალაინ მცირე, პრინციპში მე ჩემსას თითქმის სრულიად ვიხდი, შენ იხდი იმ წლიური 50-55 მლნ ლარის ნაწილს, რომელიც შეღავათიანი ტარიფით მოსარგებლეთა კომპენსაციაა მეტროსთვის). ახლა თუ იტყვი, რომ შენ არ გინდა გაჭირვებულებს დაეხმარო და მათ აღარ იმგზავრონ, მე, როგორც სოციალისტი გეტყვი, რომ სულ მკიდია შენ რა გინდა და არა არ გინდა. ასე საჭირო და დაეხმარები. |
Posted by: Kublicha 15 Oct 2017, 12:45 | ||
კაი მეტროს დავანებოთ თავი, თუნდაც მიწისზედა ტრანსპორტზე ვილაპარაკოთ/. მოდი შევკრათ ლოგიკური ჯაჭვი: თავი I. -თუ გვინდა რომ ტრანსპორტი იყოს კერძო მფოლობელობაში და თან ვარგოდეს ხარისხი იქ უნდა იყოს კონკურენცია. -თუ ტრანსპორტში იქნება კონკურენცია, ეს ნიშნავს რომ ერთ მგზავრს უნდა ქონდეს არჩევანი ერთი და იგივე მარშრუტზე რამდენიმე ვარიანტს შორის, ანუ ხაზები უნდა იყოს დუბლირებული. (ჯერ იმას არ განვიხილავ, ავტობუსი უნდა იყოს, მარშუტკა თუ ფაეტონიანი ცხენი). ერთი კომპანია თუ გლდანს მოემსახურება და მეორე ორთაჭალას ეგ კონკურენცია არაა. -თუ მძღოლს ექნება ფიქსირებული ხელფასი, საერთოდ არ შეიწუხებს თავს რომ მის კომპანიას მეტი შემოსავალი ქონდეს და კონკურენტებს აჯობოს, ასევე არც მომსახურების ხარისხით მოიკლავს თავს. ანუ უნდა ქონდეს გამომუშავებითი ხელფასი. აქ ცოტა ხანი დავპაუზდეთ. დავიმახსოვროთ სადაც გავჩერდით. თავი II. ეხლა გადავიდეთ უშუალოდ რა ტიპის სატრანსპორტი საშუალებებით უნდა გადაადგილდნენ. -მიკროავტობუსები? ეს არის საცობების, ქაოსის, მგზავრის ფიზიკური, მორალური თუ სექსუალური შეურაცხყოფის წყარო. -ტრამვაი? ტრამვაის რომელი ბიზნესმენი გაგიკეთებს, 200 წელი ვერ ამოიღებს მისი გაკეთების ხარჯს. -ავტობუსი? ნუ კაი იყოს ავტობუსი. -რამხელა ავტობუსი? ალბათ 12 მეტრიანი ხო, მაგაზე ნაკლები ხო ვხედავთ რომ არ ყოფნის. I და II თავებიდან რა მივიღეთ: გვინდა დიდი ზომის ავტობუსები, გამომუშავებაზე მყოფი მძღოლებით და ერთმანეთზე დუბლირებული ხაზებით. მივიღეთ თუ არა DAF-ების ეპოქა? სადაც 12 მეტრიანი დაფებით გონკაობდნენ მძღოლები 20 თეთრის გულისთვის, რათა მიესწრო კონკურენტი ავტობუსისთვის გაჩერებაზე და რაც შეიძლება მეტი მგზავრი აეყვანა. მოგვწონს? ხოდა თუ არა, მაშინ დავანებოთ თავი ტრანსპორტის ბიზნესისთვის გადაცემაზე ფიქრს. |
Posted by: AUTOCRAT 15 Oct 2017, 13:22 | ||
nforumi
ბოდიში, მაგრამ ზედმეტად პრიმიტიულ დასკვნები გამოგაქვს. მაგალითი ავიღოთ: მოვიყვანოთ შედარება. ფორუმ.ჯის ფუნქციონირებისთვის სჭირდება სერვერები და დენის იაფი და უწყვეტი მომარაგება ფორუმმა რომ იყიდოს დატაცენტრები, აიშენოს საკუთარი ქვესადგურები და თბოსადგურები მოგებაში წავა? ალბათ არა, ხო? მაგრამ რატომ, როცა არსებობს ფეისბუკი, გუგლი და სხვა იმავე დარგის ბიზნესები რომლებსაც კაშხლებიც კი აქვთ საკუთარი? იმედია ხვდები, რომ ყველაფერი ფარდობითია, და არ არსებობს უნივერსალური მომგებიანობა და წამგებიანობა. როცა შენ გარაჟში მოწყობილი თონე გაქვს, შენთვის წამგებიანია საკუთარი წისქვილის შენახვა, მაგრამ როცა გაქვს მსხვილი პურის ქარხანა, პირიქით წამგებიანი წისქვილის არ ქონაა. სახელმწიფოს ეკონომიკა ერთი მსხვილი კორპორაციაა, სადაც ერთიანდება სხვადასხვა დარგები, ისინი ერთმანეთს ავსებენ და ეფექტურობის დადებით ნიშნულზე გადიან, სხვა შემთხვევაში სტაგნაცია იქნება. ხოლო კერძო მარშრუტკების/მეტროს ბიზნესი ეს ერთ დარგზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელსაც სხვა შემოსავალი არ აქვს და ვერაფრით შეავსებს იმ დანაკლისს, რომელიც მას აუცილებლად ექნება. მაშინ იძულებული იქნება გააჩეროს ესკალატორები, შეამციროს შემადგენლობები. ბოლოს გაკოტრდება და რიქშათი მოგიწევს გადაადგილება. მოკლედ, ბევრი პიზდეცინტელექტუალიზმი რომ არ ვუფრქვიოთ ერთმანეთს, არსებობენ ჩვენზე ჭკვიანი ბიძიები ლონდონში, პარიზში, ბერლინში, მადრიდში, სტამბოლში, პრაღაში, სტოკჰოლმში, ვენაში, დუბლინში, რომში და სხვა წამყვან ქვეყნებში, რომლებმაც გამოიტანეს დასკვნა საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხალხისთვის, ქალაქისთვის და ქვეყნის ეკონომიკისთვის. უკვე ას წელზე მეტია მათი დასკვნა საათივით მუშაობს და იმუშავებს სანამ ლოგიკა მოქმედებს. კერძო ბიზნესი რიქშებია რა ვიცი თუ ეგ გინდათ. |
Posted by: nforumi 15 Oct 2017, 15:24 | ||||||||||||||
polaris
ეს ცუდი რამე გგონიათ თქვენ? თუ ნებისმიერი ადამიანი ამას არ ცდილობს და ამას არ უნდა ცდილობდეს?
ეს ძალიან გენიალური წინადადებაა მე ჩემი კუთვნილით დავეხმარები იმას, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი რომ არის დასახმარებელი, მე უკეთ ვიცი როგორ განვკარგო ჩემი ნაშოვნი ფული. მაგრამ არა, ვიღაც იდიოტმა უნდა გადაწყვიტოს თურმე ჩემი თანხა საით წარმართოს. გამოიმუშაოს თავად ბატონო იმან, თუკი ჭკვიანია და გაუნაწილოს ვისაც უნდა იმას, მე არავის ვუშლი. ხოლო თუ ჩემზე ჭკვიანი არ არის, რატომ აქვს პრეტენზია რომ ჩემზე უკეთ გამოიყენებს ჩემს ფულს? ჩემზე ძალადობას (ან ნებისმიერ სხვაზე) კი ვერასოდეს გავამართლებ. სამწუხაროა რომ დღეს კიდე ამდენი მხარდამჭერი ყავს ძალადობას და მონობას. Kublicha
კი. პლიუს კიდე უნდა ჩამოყალიბდეს შესაბამისი მოთხოვნა, რასაც გარკვეული დრო ჭირდება: საჭიროა ერთი მხრივ ჩაურევლობა და მეორე მხრივ მოთხოვნის დახვეწა.
აქ დავაზუსტება ერთს: თუ ერთი პირია დარჩენილი მოცემულ სეგმენტზე, მაგრამ არსებობდეს რაიმე ხელისშემშლელი ბარიერი სხვისთვის, რათა მოემსახუროს იგივე სეგმენტს (იგივე თუ სხვანაირი საშუალებით), მაშინ ესეც პრობლემა არ არის, რადგან ამ პირს ეცოდინება რომ თუ ფასებს გაბერავს, მაშინვე კონკურენტი შემოუვა მის სეგმენტზე.
ეს კომპანიის გადასაწყვეტია როგორ გზას იპოვის, რათა მისი ეფექტიანობა იყოს მაქსიმალური.
სათითაოდ აღარ მინდა რომ მივყვე ყველა საკითხს. ისე გკითხავ, ძმები რაიტები თუ გაგიგიათ? რა გააკეთეს მათ და რა იწერებოდა პრესაში ამ მომენტამდე რამდენიმე დღით ადრე? საერთოდ, ჩვენ რომ ვერ ვხედავთ რაიმეში გზას, ეს არ ნიშნავს რომ არ არსებობს. მე ერთი რამე ვიცი მარტო ზუსტად: სახელმწიფო არის ყველაზე ცუდი მენეჯერი ნებისმიერ საქმეში, ყველაზე ნაკლებად ეფექტიანი, ბიუროკრატიის და შესაბამისად ხარჯების გაზრდისკენ მიდრეკილი. და სამწუხარ მისი ეს თვისება იმდენად ორგანულია, ვერანაირი კონტროლით ვერ მოაშორებ. შესაბამისად მუდამ ვიწუწუნებთ რომ ამას არ აკეთებენ კარგად, არიან იდიოტები და ა. შ. სახელმწიფოს შემთვევაში ასე იქნება მუდამ. მე კიდე მინდა როგორმე დავადგეთ ისეთ გზას, რომელიც ბოლო-ბოლო მოაწესრიგებს საკითხს. თუმცა შეიძლება ზოგს ურჩევნია მუდამ ჰქონდეს საწუწუნო, არ ვიცი. AUTOCRAT აღარ ჩამოვაკოპირებ, ისედაც დიდი პოსტი გამოვიდა. პრიმიტიული არ არის, უბრალოდ მარტივი ჭეშმარიტებაა. როდესაც რომელიმე კომპანია რაიმე საქმეში ინვესტიციას აკეთებს, ცხადია რომ თავდაპირველად საქმე შეიძლება ზარალიანი იყოს, მაგრამ ინვესტიცია კეთდება საბოლოო მოგების გათვლაზე და არა მიმდინარე ზარალზე. სახელმწიფოსგან კიდე მიტო მინდა ამ ფუნქციების ჩამოცილება რაც თავისი არსით მისი საქმე არ არის, რომ ვიცი, ის არის ძალიან ცუდი მენეჯერი, მიდრეკილი მხოლოდ იქით რომ გაზარდოს თავისი თავი და შესაბამისი ხარჯები. ან იქნებ ასე არ არის და არ ბერავენ ხარჯებს? მეშლება ვითომ? ან რატომ არ უნდა გაბერონ, რამე მოტივაცია აქვთ ხარჯების შემცირებაზე რომ იფიქრონ? |
Posted by: polaris 15 Oct 2017, 15:47 | ||||||
nforumi
ადამიანი რას უნდა ცდილობდეს არაფერ შუაშია. არის სფეროები სადაც საზოგადოებას არ აწყობს ამ სფეროს განვითარება ცალკე აღებული ადამიანების ინდივიდუალურ ინტერესებს დაუქვემდებაროს. ერთ-ერთი მუნიციპალური ტრანსპორტია.
ანუ მთელმა საზოგადოებამ შენნარების ნებას მივანდოთ მობილობის საკითხის გადაწყვეტა?
შენზე ჭკვიანია. ტრანსპორტში შენზე შეუდარებლად ჭკვიანია. თუნდაც იმიტომ, რომ შენზე მეტი რაოდენობის სპეციალური განათლების მქონე, სხვა სისტემების გამოცდილების მცოდნე ადამიანების მიერ წლობით, ემპირიულ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოქმედებს და არა ჰაიეკის ციტატებით. ამიტომაც არ შეგეკითხებიან, არა იმიტომ, რომ შენზე ძლიერია და შეუძლია წაგართვას, არამედ, ვიმეორებ, იმიტომ, რომ შენზე ჭკვიანია. ნუ ძალაც აქვს, იმის, რომ თუ ჩათვლი, რომ არა, მე უფრო ჭკვიანი ვარო, არ მოუსმინოს ნაკლებად ჭკვიანებს. ახლა მე თეორიულ სიტაციას გეუბნები, თორემ ის, რომ მეტროში იდიოტები სხედან, ეგ სხვა საკითხია. იმათ შეიძლება უნდოდეთ კიდეც მეტროს პრივატიზაცია, მაგრა არსებობს გარკვეული ინერცია, რაც ამის საშუალებას არ აძლევს. კიდევ იმიტომ არ ხარ ჭკვიანი, რომ ერთი პრინციპი გაქვს აბსოლუტიზმში აყვანილი - ბაზრის უხილავი ხელის პრინციპი. იმ დროს როდესაც საზოგადოება გაცილებით უფრო რთულია, რათა მისი ყველა ასპექტი ერთი პრინციპით დაარეგულირო. არის სფეროები სადაც საბაზრო პრინციპები მოემქდებს, არის სადაც არა. არის სფეროების, სადაც ერთ ქვეყანაში ერთი პრნციპი მოქმედეს უკეთესად, სხვაგან კი ვერა, ბევრი სხვადასხვა ფაქტორებიდან გამომდინარე. ზოგადი ნეოლიბერალური ბალბალბალა რომ იყოს კერძო და ინვესტორი უკეთ იზრუნებს - დადე კონკრეტული ლოგფრეიმი, ან როგორც კუბლიჩამ დაწერა, განვთარების სცენარი, ოღონდ შენებური, როგორ გააუმჯობესებს მგზავრობის ხარისხს მეტროში კერო ინვესტორის შემოყვანა. ოღონდ არა ზოგადი ჰუმანიტარული მსჯელობა, არამედ კონკრეტული ქმედებები თავისი შედეგებით. კუბლიჩამ დადო, ძალიან ლოგიკურია. შენ ვერ დებ. ხარჯების გაბერვას კი რაც შეეხება, მისი გაბერვა უფრო საზიანო იქნება საზოგადოებსთვის, თუ შემცირება, ესეც საკითხავია. |
Posted by: AUTOCRAT 15 Oct 2017, 16:09 | ||
2012 წლის ანგარიშით ტტც-ს შემოსავალი (საერთო) 42 მილიონია, აქედან 32 მილიონი არის თბილისის მერიის თანადაფინანსება (სტუდენტები, მოსწავლეები, სოცდაუცველები, პენსიონერები, სხვა შეღავათების მქონეები). მხოლოდ მეტროს ვაგონების მოდერნიზაციაზე 9 მილიონი დაიხარჯა ხელფასებზე 43 მილიონი საწვავზე 19 მილიონი დენზე 8 მილიონი მარაგი ნაწილების შესყიდვაზე 11 მილიონი აქ არ არის სადგურების და გვირაბების სარეაბილიტაციო სამუშაოების ხარჯები, მათი მოდერნიზაციის ხარჯები, შესაძლო ახალი სადგურების ასეულობით მილიონიანი ხარჯები. ასევე არ არის ახალი ავტობუსების, ვაგონების შესყიდვები გათვალისწინებული. როგორ აპირებს კომპანია ამ ხარჯების და შემოსავლების გათვალისწინებით მოგებაზე გასვლას? გისმენთ მგზავრიბის ღირებულებას ლოუ-კოსტით ფრენასთან თუ უპირებ გათანაბრებას თავიდანვე თქვი ნუღა ვაწვალებთ ერთმანეთს |
Posted by: Kublicha 15 Oct 2017, 17:22 |
მოდი უცხოური მაგალითი მოვიყვანოთ: არის ერთი ჩემთვის ძალიან პატივსაცემი ფრანგული კომპანია RATP. (იშიფრება Régie Autonome des Transports Parisiens) ეს კომპანია არის პარიზის მეტროს, საფრანგეთის არაერთი ქალაქის ავტობუსების სისტემის, ალჟირის მეტროს, ჰონგ კონგის ტრამვაის, ლონდონის ავტობუსების, სეულის და მუმბაის მეტროების და კიდევ უამრავი სატრანსპორტო ქსელის ოპერატორი. არის მთლიანად სახელმწიფო კომპანია. ფრანგებს თუ დაიშვათ სხვა გზა არა აქვთ, გარდა იმისა რო სახელმწიფოს ჩააბარონ ეს სფერო, ჰონ კოგს სეულს და ლონდონს რა გაუჭირდათ, რატომ ვერ იპოვნეს "ბიზნესმენი" ვისაც ჩააბარებდნენ მაგ სფეროს და რატომ ანდეს სახელმფიფო "ბიუროკრატებს"? |
Posted by: nforumi 15 Oct 2017, 17:47 | ||||||||||||
polaris
საზოგადოება შედგება ცალკეული ადამიანებისგან. თუ ცალკეული ადამიანების ინტერესი არ გაითვალისწინება, მაშინ საზოგადოებისთვის საჭიროება დიქტატურისკენ მიმავალი გზაა.
ვთქვი უკვე. შენი აზრით რას წარმოადგენს საზოგადოება?
ჭკუა წიგნებით არ მოდის ჩემო კარგო, ჭკუა არ იშოვება, იშოვება ცოდნა, თუკი მოინდომებ. ან თავად შოულობ, ან სხვის ნაშოვნს იყენებ.
რა თქმა უნდა გაბერვა, აბა რა, რაც მეტს დავასაქმებთ ბიუროკრატიაში, მით უფრო გადაწყდება დასაქმების პრობლემა, აბა რა (რომ მოიპარავენ კიდე და ხარჯებად ჩამოწერენ, ამაზე აღარ ვლაპარაკობ). აგერ ნახე რამდენი ადამიანი დაუსაქმებიათ: AUTOCRAT
კიდე ორი ამდენი დავამატოთ და მოიხსნება დასაქმების პრობლემა საქართველოში. Kublicha
მესმის რომ არსად არაა სახარბიელო მდგომარეობა, რადგან ბიუროკრატიას აქვს ის თვისება რაც ზემოთ ვახსენე ყველგან და სამწუხაროდ ევროპის ქვეყნები და ამერიკა ვერ იქნება გამონაკლისი. და ჩვენ რაც უფრო მეტად ვუკმევთ მათ საკმეველს, მით უფრო მეტად გაიზრდებიან, ნათესავი ყველას ყავს დასასაქმებელი და დაამატებენ შტატებს, რა ენაღვლებათ? არ ხდება ასეთები ჩვენთან? ან იქნებ ამერიკაში არ ხდება? ან საფრანგეთში? მე არ ვამბობ რომ სპეციალისტი ვარ ამ საქმის და უკეთ გავაკეთებ, მაგრამ ლოგიკა მეუბნება რომ ბიუროკრატია, სახელმწიფო მონოპოლია, ქრონი კაპიტალიზმი - ეს ყველა მიდრეკილია იქითკენა, რომ გააბევროს ხარისხი და ისე შემოგვასაღოს თავიანთი პროდუქტი, თან დაგვამადლონ კიდე, უფრო ძვირია, მაგრამ იაფად გაძლევთო. ეს მათი ბუნებაა. |
Posted by: Accident 15 Oct 2017, 17:50 | ||||||||
nforumi
ამაზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო? დაგიწერე, რომ როგორც კერძო, არაა მომგებიანი, მაგრამ ჯამში ეკონომიკისთვის მოგება მოაქვს-მეთქი. როგორ ახერხებს ამას ისიც დაგიწერე და თავად ყოველგვარი არგუმენტირების გარეშე მიბრეხვებ პატარა ბავშვის ლოგიკას "ან არის, ან არაო". რა "ან არის ან არა"? ეს უაზრობაც აღარაა უკვე.
სარგებელს ნახულობს საზოგადოება - ამიტომ იხდის საზოგადოებაც. შენ, მეტროთი რომც არ იმოძრაო, მაინც იღებ სარგებელს იმ ეკონომიკური აქტივობით, რასაც მეტრო უწყობს ხელს. თუ ბიზნესი გაქვს, იმით იღებს მოგებას, რომ კლიენტები უფრო ადვილად მოაღწევენ შენამდე. თუ მომხმარებელი ხარ, იმით იღებს მოგებას, მომსახურე პერსონალი, უფრო ადვილად მოაღწევს სამსახურამდე და ა.შ. თურმე ის, რომ "ან არის მომგებიანი და ან არა" და თურმე ის, რომ მხოლოდ ერთი კაცი ან ჯგუფი იღებს მოგებას, არის პრიმიტიული მსჯელობა. არ არის ეკონომიკა მასეთი პრიმიტიული და გადაწყვეტილებები არ მიიღება "ან არის ან არათი" არცერთ ქვეყანაში აღარ გამოიყენება ეგ ველური კაპიტალიზმი, ყველგან და ყოველთვის საჭიროა სუბსიდია, კონტროლი, ჩარევა და ა.შ. რადგან უკვე გაიარა მსოფლიომ ეგ პერიოდი და დაადგინა, რომ ყველაფრის გაკერძოება და უშუალოდ მოგებაზე დაგეშვა, არაა წინაპირობა არც ხარისხის და არც ეფექტიანობის.
ზოგადად ამერიკას განსხვავებული სატრანსპორტო პოლიტიკა აქვს - იმიტომ რომ დაგეგმარება აქვს სხვანაირი. იქ არ არის ქალაქის სტანდარტული განაშენიანება უბნებად, იქ აქვთ საქმიანი ქალაქები და საცხოვრებელი ქალაქები - რადგან თავისუფლად ითვისებდნენ მიწებს და სახლიდან სამსახურში, უმეტესობას ათეული კილომეტრების გავლა უწევს ტრასებით, ამიტომ, იქ დატვირთვა მოდის მანქანებზე და არა საზ. ტრანსპორტზე. თუ მაგალითები გინდა, ევროპა უნდა მოიყვანო, რადგან საქართველოც და თბილისიც, სწორედ მაგ ლოგიკითაა განვითარებული. ნიუ იორკის მეტრო, შეედრება რომელიმე ევროპულ ქვეყანას, ან ხარისხით, ან ეფექტიანობით?
ხოდა "ეკონომიკური გამართლებულობა" არ ნიშნავს მოგების ამოღებას ბიზნესის დონეზე, როცა ბიზნესის მართვის დანახარჯი, ნაკლებია შემოსავალზე - "ეკონომიკური გამართლებულობა" არის ასევე მოგების ამოღება, ქვეყნის ეკონომიკის დონეზეც, როცა მაგ ბინზესს, თავისი წამგებიანობით სხვა სფეროებში ისეთი მოგება მოაქვს, რომელიც მაგ დანახარჯებსაც ფარავს და ზემოდან მეტ შემოსავალსაც იძლევა. |
Posted by: AUTOCRAT 15 Oct 2017, 18:31 | ||
nforumi
|
Posted by: polaris 15 Oct 2017, 18:43 | ||
nforumi
ვერც ერთი სახელმწიფო ვერასდროს ვერ გაითვალისწინებს თითოეული ადამიანის ინტერესს. პოლიტიკა ყოველთვის კომპრომისებს მოიცასვ. ჩემი აზრით, უმრავლესობისთვის სარგებლის მოტანა უნდა უფრო მაღლა იდგეს, ვიდრე ცალკეული წარმატებული ინდივიდებისთვის სარგებლის ნახვის შესაძლებლოების შექმნა. პრაქტიკაში ეს ნიშნავს იმას, რომ თუ დღეში მილიონამდე ადამიანის ადამიანის გადაადგილებისთვის საჭიროა სატრანსპორტო სისტემა, რომელიც დაახლოებით 40 პროცენტს ამ ადამიანებისა ჩაიყვანს მიწაში (კარგი გაგებით), მაშინ ასეთი სისტემა უნდა არსებობდეს - იმის მიუხედავად, მას, ცალკე აღებულს, შეუძლია თუ არა საკუთარი შემოსავლებით საკუთარი ოპერაცული და კაპიტალური დანახარჯების დაფარვა. თუ ეს სისტემა არ იარსებებს, ეს 40 პროცენტიც მიწისზედაპირზე ამოვა და ვერაფერი საერთოდ ვერ იმოძრავებს. ყველაფერი გაჩერდება, მათ შორის მაღაზიები, ოფისები, სკოლები, სასულიერო დაწესებულებები, არალეგალური ბორდელები, საგანგებო სიტუაციის სამსახურები და სტომატოლოგიური კლინიკებიც კი. ახლა შენ იჯექი და გადაწყვიტე, შენი ჭკუით ნაშოვნი ფულებით ვინ დააფინანსო და ვინ - არა. ან რისი დამფინანსებელი შენ ხარ, იჯდები 74923 კილომეტრიან საცობში და იბუზღუნებ უკმაყოფილო, რა უტვინო მთავრობაა, რომ ამ საცობებს ვერ შველის. ჰოდა, აქციომაა, რომ ეს რაღაც პროცენტი უნდა გაატარო ისე, რომ მანქანები არ გამოიყენონ. მიწისქვეშ, ჰაერში, გაზონზე გაკეთებულ ლიანდაგზე თუ როგორც გინდა. თუ ვერ გაატარებ, მხოლოდ ონლაინ ბიზნესი იმუშავებს ქვეყნაში, რომელსაც გასვლა არ სჭირდება გარეთ. აი შენ კი, კბილი რომ აგტკივდება, ექიმთან ონლაინ მომსახურებას ვერ მიიღებ, წასვლით კი ვერ წასვალ, რადგან ქალაქი გაჭედილი იქნება. წახვალ კერძო კომპანიის მიერ შემოთავაზებული ვერტმმფრენით, რომელიც საათში 5000 ლარს მოგთხოვს (საბაზრო ფასი), ხოლო ექიმი დაპლომბვის ფასში შეიყვანს მისი სამსახურში სიარულის ღირებულებას (დღეში 10000 ლარი ვერტმფრენი) და მასალების მოწოდების ფასს, გაყოფილს კლიენტების რაოდენობაზე. დაგიჯდება დავუშვათ 20 ათასი ლარი კბილის დაპლომბვა. არა უშავს, სამაგიეროდ თავისუფალი ხარ, შენი ცოდნით შენი თავი დააფინანსე და უიღბლო გაჭირვებულებმა თავის თავზე იდარდონ. მთავარა დიქტატურა არ იყოს, შენი ხელფასიდან 20%-ის ჩამოჭრით და შემდეგ რამდენიმე ასეული არჩევითი და არაარჩევითი იდიოტის მიერ მისი განაწილების სახით. უბრალოდ პრობლემა იმაშია, რომ ასეთ გადაჭედილი ქვეყნის ეკონომიკაში შენ ვერ იშოვი 25 ათას ლარს, რომელიც საჩქაროდ გჭირდება. ამიტომ, სამწუხაროდ, როგორც შუა საუკუნეებში ადამიანებს მოსდიოდათ, ჯერ კედლებზე ივლი და ბოლოს მოკვდები კბილის ტკივილისგან. რათა კბილის ტკივილისგან არ მოკვდე, უნდა იყოს მეტრო. ან ტრამვაი. ან რაიმე სხვა ჩქაროსნული მაღალგამტარუნარიანი სისტემა. მოდი პირობითად ვთქვათ მეტრო, ყველაზე ცალკე რომ არ ვწერო. ახლა შენ შეიძლება მიხვდე, რომ მეტროს არსებობა ჯობს კბილის ტკივილისგან სიკვდილს, მაგრამ არ გინდა ამ მეტროს აფინანსებდე. ოკ. აქ უბრალოდ ასეთი სიტუაციაა: ეს მეტრო ისეთი ოხერი რამაა, რომ თავის თავს ან ვერ ინახავს, ან ინახავს გაჭირვებით და ჭრიალით, ისე რომ განვითარებაზე ფული არ რჩება. მეტროს კი იმიტომ არავინ ავითარებს, რომ ფაბიანმა ირბინოს მშენებარე გვირაბებში (თუმცა ესეც საკმაოდ საფუძვლიანი მიზეზია), არამედ იმიტომ, რომ ქალაქებში სიტუაცია მიდის კბილის ტკივილისგან მასიური სიკვდილიანობის მიმართულებით, თუ არ მოხდა ქსელი განვითარება. ეს კი, ნუ ვერ ხდება თვითდაფინანსებით. მთელმა მსოფლიომ აჩვენა. კიდევ ერთხელ გეუბნები, შენზე გაცილებით ჭკვიანმა და განათლებულმა ტიპების სბროდმა (რატომ არ გთვლი ჭკვიანად, ზევით აგიხსენი: ადამიანს, რომელიც ერთი რომელიმე იდეოლოგიის აბსოლუტიზმს ქადაგებს, იქნება ეს საბაზრო ეკონომიკა, ლიბერალიზმი, რასიზმი, მართლმადიდებლობა თუ სხვა რაიმე საზოგადოებრივი მოწყობის თეორიული დოქტრინა, და ამავდროულად არ უშვებს სხვადასხვა კონტექტსებში ამ დოქტრინის ჭეშმარიტების რელატივიზმს და სხვა ალტერნატული მიდგომების ეფექტურობას, ანუ მიდრეკილება აქვს მოვლენების გამარტივებისკენ და ერთ მნიშვნელზე დაყვანისკენ, უბრალოდ შეუძლებელია ეწოდოს ჭკვიანი) სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა პერიოდში დაამტკიცა რომ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების ყველაზე ეფექტური გზა არის სახელმწიფო საკუთრება. ეს არ ნიშნავს, რომ სხვა მოდელები არ უცდიათ, აგერ თეტჩერის ლიბერალურმა პოლიტიკამ მუნიპალური ავტობუსების სისტემა ისე გაანადგურა ინგლისში, რომ შედეგები პროვინციებში დღემდე ვერ გამოუსწორებიათ. ამიტომ მე მხარს ვუჭერ იმას, რასაც შენ უწოდებ დიქტატურას. და უამრავი შენზე უფრო ჭკვიანიც და ნაკითხი ადამიანიც, მათ შორის ამ ფორუმზეც და ნიუ იორკის სატრანსპორტო დეპარტამენტშიც. ჰო, ეს ყველაფერი იმას არ ნიშNავს რა თქმა უნდა, რომ დღეს მთელი სატრანსპორტო ბიუჯეტი მიზანმიმართულად და ეფექტურად იხარჯება, მაგრამ ეს სხვა საკითხია. |
Posted by: nforumi 15 Oct 2017, 18:48 | ||||||
Accident
მახსოვს რაც დამიწერე. რომ თურმე მესამე ანდ მეოთხე რიგზე შეიძლება იყოს მხოლოდ მომგებიანი ჩემთვის, რადგან კეთილმა ბიძიებმა ასე გამოთვალეს. და ამის დამწერი მე მეუბნები კიდე ეს უაზრობაც აღარააო (ანუ უაზრობაზე მეტიაო - ნეტა რას ნიშნავს? )
იმაზე მეტი პრიმიტივიზმი რა გინდა, რომ გგონია ჩინოვნიკებს შეუძლიათ ეფექტიანად განკარგონ არსით კომერციული სტრუქტურა.
ამაზე თანახმა ვარ, ოღონდ მოვძებნოთ ოპტიმალური მართვის გზა. |
Posted by: Accident 15 Oct 2017, 19:05 | ||||
nforumi
ეკონომიკაში არაა უაზრობა და შენ თუ არ გესმის, რომ მხოლოდ ბიზნესის "პატრონი" არ იღებს მოგებას, მე რა გავაკეთო? ეგ ფაქტს არ ცვლის, შენ თუ რაღაც არ იცი. მაშინ უნდა დაამტკიცო, რომ არ აქვს ეგ ეფექტი, უნდა მომიყვანო არგუმენტები რომ არასწორს ვწერ. შენ რადგან თვლი, რომ მეტროპოლიტენით მოგება, მხოლოდ მისი მენეჯმენტის მოგებაა და სხვა ვარიანტს არ განიხილავ, მაგაზე ლაპარაკს რაღა აზრი აქვს.
და ეგეც შენი შეფასებაა, თორემ რა პრიმიტივიზმზეა საუბარი, ეკონომიკური თეორია რაც ჩამოყალიბდა, იმის მერე სულ მაგაზეა დავა, სახელმწიფო უნდა ერეოდეს თუ არა, რა დონეზე უნდა ერეოდეს და ა.შ. არავის გადაუწყვეტია და შენ გადაწყვიტე მაინცდამაინც, რომ სახელმწიფო მართველობა მიუღებელია? რამე გადატრიალება მოახდინე? ეგ არის სადავო საკითხი. იყო პერიოდები, როცა სრულ კონტროლს ცდილობდნენ, რაც კრახით დასრულდა, იყო პერიოდები, როცა სრულ თავისუფლებას ცდილობდნენ, რაც ასევე კრახით დასრულდა. ახლა ვართ პერიოდში, სადაც ხდება ოპტიმალური გზების ძიება, სახელმწიფოს ჩართულობის განსაზღვრა და ა.შ. ამიტომ, შენი საუბარი, რომ სახელმწიფო ვერაფერს მართავს, მხოლოდ კერძოს შეუძლია მომსახურების სფეროში ოპერირება არის დრომოჭმული. მასე მარტივად არ განისაზღვრება სახელმწიფო-კერძოს დამოკიდებულება. |
Posted by: polaris 15 Oct 2017, 19:15 | ||||
nforumi
შენ გადაწყვიტე, რომ არსით კომერციული სტრუქტურაა?
არავის არ ჰგონია. მგონი ჭეიშვილსაც კი. სხვა რაღაც გვგონია, რასაც ამდენი ხანი გიხსნით და თან ჭკვიანი ვარო და თან ვერ იგებ და ისევ სტანდარტული შტამპებით საუბრობ („სახელიმწიფო ბიუროკრატია“, „ოპტიმალური მართვა“, „ეფექტური მენეჯმენტი“, „ვიპოვოთ სხვა გზა“ და სხვა არაფრისმთქმელი, უშინაარსო ბოდიში და ყბედობა, რომლის უკან არაფერი კონკრეტული ხედვა არ დგას). ზუსტად იმ ჩინოვნიკებივით საუბრობ, რომელთაც არაფერი ციიან და ასეთი ფრაზებით ცდილობენ თავი რაღაცის მცოდნეებად გაასაღონ. გიხსნით კი იმას, რომ ჩინოვნიკი თუ საზოგადოებისთვის არაეფექტურად განკარგავს სატრანსპორტო სერვისს , ბიზნესმენი ეფექტურად განკარგავს მას თავისთვის, ეს ეფექტურად განკარგვა კი საერთოდ არ ნიშნავს საზოგადოებისთვის ეფექტურად განკარგვას და ბიზნესმენის მიერ ეფექტურად განკარგვის შემთხვევაში საზოგადოება, როგორც წესი, იღებს კიდევ უფრო ნაკლებ სარგებელს, ვიდრე ჩინოვნიკის მიერ არაეფექტურად განკარგვისას. არავის აქ არ აქვს იმის ოდნავი ილუზიც კი, რომ ჭეიშვილებს, ჯაფარიძეებს და კოპლატაძეებს საზოგადოება ადარდებთ და ეფექტურად მართავენ მას. სხვა რამეა: მეტრო არ იღუპება მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ვაჟბატონებს მეტროს შემოსავლებიდან პირდაპირი ინტერესი არ აქვთ. გინდა გითხრა, რას გავაკეთებდი ბიზნესმენი რომ ვიყო და მეტრო მეყიდა (ჩავთვალოთ, რომ პოლარისი კი არა, მაგალითად, ზარალა ვარ): გურამიშვილის სადგურზე რემონტში 2.4 მლნ ლარის დახარჯვის მაგივრად საერთოდ დავხურავდი მას. ისე ვატარებდი მატარებლებს, გაუჩერებლად. მაინც ის მცირე მგზავრნაკადი, ვერ ამოიღებს ამ თანხას მეტნაკლებად რეალისტურ პერიოდში. ასევე დავხურავდი გოცირიძეს, ნაძალადევს, ვაჟას, წერეთელს, ვიფიქრებდი 300 არაგველის და სამედიცინოს დახურვაზეც. გავაუქმბდი ვაგზლის მოედნის ამოსასვლელს ბავშვთა სამყაროს წინ. შევამცირებდი მატარებლების რაოდენობას და გავრზდიდი ინტერვალებს ამჟამნდელი 180-190 ადამიანიდან ვაგონში პიკის საატებში გაიზრდებოდა შევსება 250-მდე. მაქსიმალური 309/330-ია, აიტანს ხალხი. გამოვრთავდი სასადგრე ვენტილაციას, ხალხი მაინც მცრე დროს ატარებს მეტროში, ცოტა გაიჭირვებენ. სადგურებზე გავანახევრებდი სანათების რაოდენობას, იქნებოდა გურამიშვილის მსგავსი სიტუაცია. მარმარილო ძვირია: სადგურებიდან მარმარილოს ფილების ჩამოხსნით და მათი გაყიდვით მივიღებდი ერთჯერად მაღალ შემოსავალას, რომლიდანაც მცირე ნაწილი ეყოფოდა მარმარილო შემოძარცცვული სადგურების მინა-მაგნეზიტში (გიფსოს მსაგვსია, ოღონ წყალგაუმტარი) ჩასმას. გავაუქმებდი მთლიანად სამოქალქო თავდაცვის სისტემებს და შესაბამის სამსახურებს. ავტონომიური კვების ორივე ობიექტს გავყიდიდი, ან ფუქნციას შევცვლიდი. შევამცირებდი სასადგურე პერსონალს, რომელიც ესკალატორების უსაფრთხოებაზე არის პასუხისმგებელი. იშვიათად ხდება რაიმე ინციდენტი და მტელი წლობით ამ ხახლის შენახვა არაა მიზანშეწონილი. არც კი ვიფიქრებდი სადისპეერო სისტემის მოდერნიზაციაზე, რად მინდა, არსებულ ინტერვალებს უბრალო ავტობლოკირებაც შველის. არც ახალ ვაგონების ყიდვაზე ვიფიქრებდი: სად მაქვს ერთ ვაგონში (და არა მატარებლელში) მისაცემი 1.5 მლნ ევრო? სამაგიეროდ ადმინისტრაციიდან გავყრიდი ერთ 500 კაცს და ვიქნებოდი უფრო ეფექტური მენეჯერი (ბიზნესის კუთხით), ვიდრე აქამდე ვინმე ყოფილა. ნუ ახლა მე თუ ისევ წარმოვიდგენ რომ ის ვარ ვინც ვარ, მაშინ ოსვალდის როლს მოვირგებდი და ასე ეფექტურ მენეჯერს სადმე შუბლს გავხვრეტდი. |
Posted by: vaho 15 Oct 2017, 21:24 |
დღეს ველაპარაკე მუშებს ვაჟას ბოლოში და ყველაფერს ვაკეთებთ, რომ საახალწლოდ მოვასწროთო... |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 15 Oct 2017, 22:21 |
polaris ხვალ იქნები გახსნაზე? თუ კი შედგა საერთოდ |
Posted by: Accident 15 Oct 2017, 22:56 | ||
ანუ, გახსნას, რამე ღონისძიების სახე ექნება, როგორც 1966-ში? ისე საინტერესოა, სხვა სადგურები როგორ იხსნებოდა. არასდროს მქონია სურვილი მსგავსს ამბებში მონაწილეობის. საბაგიროებზეც, ავტობუსებზეც, ქუჩებზეც და ა.შ. მხოლოდ რამდენიმე კვირის მერე მივდივარ, როცა ყველაფერი ჩაწყნარებულია, ანუ მაშინ, როცა რეალურად დამჭირვებია მაგ ადგილას გავლა. მაგ ლოგიკის გამო, ფუნიკულიორის ახალ ვაგონებში დღემდე არ ვყოფილვარ. პრინციპში საერთოდ არც ვმჯარვარ, იქამდე ხო არც მუშაობდა. |
Posted by: polaris 15 Oct 2017, 23:28 | ||
Datvlas-vin-gtxovs
ჩემი ბედი რა ვთქვი, რომ ხვალ მიწევს სამსახურის გამო ზუგდიდში წასვლა. თუ 12-მდე ჩამოვაღწიე, გავივლი. ისე ცერემონიალზე დიდად არც მე მინდოდა, რომც დავეპატიჟე. იქ იქნება ხალხი, ვისთვის ხელის ჩამორთმევაც დიდად არ მესიამოვნება არც მე და არც იმათ. |
Posted by: Kublicha 15 Oct 2017, 23:33 | ||
polaris
ზეგ "გავხსნათ" ჩვენ. რას იტყვი? ოღOნდ დღის საათებში მცალია. ალაფურშეტის სახით შაურმაც შეიძლება. |
Posted by: polaris 15 Oct 2017, 23:38 | ||
Kublicha
მე 5-მდე რაღაც ტრენინგებზე ვარ სამშაბათიდან პარასკევს ჩათვლით. თუ 6-თვის დღის საათებში ითვლება, სიამოვნებით. |
Posted by: Kublicha 15 Oct 2017, 23:43 | ||
კი, ოღონდ ძაან არ დააგვიანო. |
Posted by: polaris 15 Oct 2017, 23:56 |
Kublicha არა, რუსთაველზე ვარ 5-ზე, იქვე ჩავალ მეტროში და მაქს. 5:40-ზე ვიქნები დელისზე. ეგ ახალი სადგური საბურთალოს ხაზზეა ხომ? |
Posted by: Kublicha 16 Oct 2017, 00:06 | ||||
polaris
მშვენიერია.
კი, ვაგზალზე უნდა გადაჯდე. |
Posted by: gabro777 16 Oct 2017, 01:53 |
რომელსაათზეა გახსნა ხომ არ იცით? |
Posted by: UMTS 16 Oct 2017, 08:29 |
ვა რა ღლეები არიან კიდევ გადადეს |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 16 Oct 2017, 08:55 | ||||
polaris
ყოვლისმცოდნე მაინც არ იყო
ისევ იქ ხარ? Accident არა, ფორმალობები არც მე მიზიდავს მაინცდამაინც ახალი სადგურის სანახავად მივდივარ და არა რო გამოვჩნდე სადმე |
Posted by: iviko18 16 Oct 2017, 10:07 | ||
სერიოზულად? დღის მეორე ნახევრში გაიხსნებაო და იმედია არ დაიწყებენ ტრაკის თამაშს. ............... |
Posted by: Kotola 16 Oct 2017, 10:14 | ||
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/457720-premieri-dghes-metros-sadgur-quniversitetsq-gakhsnis.html პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს მეტროს სადგურ "უნივერსიტეტს" გახსნის. ღონისძიებას დედაქალაქის მთავრობის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. როგორც მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ, ახალი მეტროს სადგური პირველ მგზავრებს ორშაბათს, დღის მეორე ნახევრიდან მიიღებს. მეტროს სადგურის მშენებლობას ერთ წელზე მეტი დასჭირდა. მეტროს სადგურ "უნივერსიტეტიდან" ამოსასვლელი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩაზე გაკეთდა. მგზავრები, ჯამში სულ 4 ამოსასვლელით ისარგებლებენ. ახალი მეტროს სადგურის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკმა დააფინანსა. მისი ღირებულება დაახლოებით 83,000,670.45 ლარია, ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები კი ტენდერში გამარჯვებულმა ესპანურმა კომპანიამ ჩაატარა. |
Posted by: Rapanui 16 Oct 2017, 10:56 | ||||
Datvlas-vin-gtxovs
ეგ ის პოლარისი არაა. გაყიდა ეგ აკაუნტი და ახლა სხვა პოსტავს მაგ სახელით. ვიღაცა ტროლია. |
Posted by: 4L3X 16 Oct 2017, 11:04 |
ჰა იყო ვინმე ახალ სადგურზე? |
Posted by: NVIDIA MAN 16 Oct 2017, 11:10 | ||
ჯერ არ დაუწყია ოპერირება, დღის მეორე ნახევარში ამუშავდებაო. |
Posted by: Kotola 16 Oct 2017, 11:26 |
https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/10155855935897360/ |
Posted by: nforumi 16 Oct 2017, 11:34 | ||||||||||||
Accident
მე არ მესმის ხო, შენ გესმის მარტო
მოგება მენეჯმენტს არ ეკუთვნის, ეკუთვნის მესაკუთრეს. ელემენტარული რამეა მგონი. და მე იმას კი არ ვამბობ იდეაში სხვები არ ნახულობენ სარგებელს თქო. მე ვამბობ, თუ ფინანსურად სწორად არ არის გამართული სისტემა, მაშინ იფლანგება თანხა და დრო უფრო მეტი, ვიდრე საჭიროა, ბევრად მეტი. თან იმისი კი არა, ვინც ფლანგავს, ჩემი! მგლანგველს კიდე ეს სულ ფეხებზე კიდია. გაუგებარია ეს?
კი ბატონო, მესმის რომ სახელმწიფოს ჩარევა უკეთესი გამოსავალი გგონია, მაგრამ მაშინ მოიფიქრე ისეთი სქემა, რომ მფლანგველი ჩინოვნიკი ზარალდებოდეს თავად და არა დანარჩენი ხალხი. ასეთ სქემას თუ ჩამოაყალიბებ, მერე განვიხილოთ სერიოზულად 'სახელმწიფოს ჩარევის უმჯობესობა'.
ამი მაგალითი თუ შეიძლება, უნდა გამოვნახო დრო და გავეცნო აუცილებლად. polaris
მე არასოდეს მითქვამს რომ სხვისი საქმე მასზე უკეთესად ვიცი. ხოლო ჩემს საქმეში ნამდვილად არავინაა ჩემზე 'ჭკვიანი'. თუ ვინმეს რჩევა მჭირდება, ვეკითხები გამოცდილს, მაგრამ გადაწყვეტილებას ისევ მე ვიღებ. რა, არ უნდა იყოს ასე? მაგრამ რაზეა ლაპარაკი, როცა ამბობ:
|
Posted by: iMac 16 Oct 2017, 11:42 |
___________________________________________________________________________________________________ |
Posted by: ნიკა 16 Oct 2017, 12:26 |
გილოცავთ!!! ერთის მხრივ სასიხარულო დღეა, მეორეს მხრივ სევდიანი, რადგან სავარაუდოდ ჩვენი ცხოვრების დროს მეტი მეტროს სადგური აღარ გაიხსნება (საერთოდ თუ გაიხსნა როდესმე). |
Posted by: NVIDIA MAN 16 Oct 2017, 12:30 | ||
მეტროსადგური რო არ გაიხსნას დიდი შანსია მაგრამ დამატებითი ამოსასვლელების იდეა რაც არსებობს ეგ თავისუფლად განხორციელდება. |
Posted by: Kotola 16 Oct 2017, 12:35 | ||
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/457760-zurab-alavidze-ar-gamorickhavs-rom-thbilisshi-skhva-akhali-metrosadgurebi-ashendes.html რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე არ გამორიცხავს, რომ თბილისში სხვა ახალი მეტროსადგურები აშენდეს, თუმცა მინისტრის განმარტებით, ეს საკითხი ჯერ შესწავლის პროცესშია. „ჩვენ ვმუშაობთ ამ მიმართულებით, ჩვენს კანდიდატს კახა კალაძეს საკმაოდ კარგი პროგრამა აქვს და ჩვენ ამ პროგრამას განვახორციელებთ და გვერდში დავუდგებით.’’ რაც შეეხება საკითხს, შესაძლებელია, თუ არა რომ სამგორის მეტრო აეროპორტს დაუკავშირდეს, ზურა ალავიძის განმარტებით, ეს საკითხი ჯერ შესწავლის პროცესშია, თუ რამდენად მომგებიანი პროექტი იქნება. ,,ეს პროექტი დეტალურად არის შესასწავლი, რა თქმა უნდა, არის ამის საშუალება. ჩვენ კარგად შევისწავლით ყველა ჩვენს ხელთ არსებულ შესაძლებლობებს. განვსაზღვრავთ, ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, რამდენად ღირს, რამდენად შეგვიძლია და შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა ალავიძემ. |
Posted by: eleqtro 16 Oct 2017, 12:39 | ||
ნიკა
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/457760-zurab-alavidze-ar-gamorickhavs-rom-thbilisshi-skhva-akhali-metrosadgurebi-ashendes.html არ გამორიცხავს , უბრალოდ მომგებიანიბის ჭრილში უყურებს. ანუ არ ააშენებენ |
Posted by: Rapanui 16 Oct 2017, 12:41 |
Kotola eleqtro ვგონებ, უსერი ნიკა გულისხმობდა მიწისქვეშა სადგურებს, ხოლო მინისტრი - მიწისზედას პ.ს. palitravideo.ge-ს ვიდეო, სადაც სიტყვით გამოსვლები არაა, უბრალოდ დადიან, გათვალიერებინებენ იქაურობას https://www.facebook.com/palitravideo.ge/videos/1712424192114969/ |
Posted by: bart simpson 16 Oct 2017, 12:50 |
უნივერსიტეტში თუ უნივერსიტეტთან ძალიან ახლოს უნდა ამოსულიყო ხომ ერთი ამოსასვლელი? მაგის გეგმა ან ესკიზი ან რამე მასალა დადეთ თუ გაქვთ ვინმეს. |
Posted by: 4L3X 16 Oct 2017, 12:53 | ||
რა მომგებიანობა ამათ ხომ არ ძმარავთ. ვაკე გატენილია მანქანებით. მეტრო კარგათ განტვირთავდა მაგ მიმართულებას. მაგრამ ეს უნიათოები მაგას ვერასდროს ვერ განახორციელებენ. ერთია გაიყვანო ახალი ხაზი სულ სხვა უკვე გაყვანილ ხაზზე მოაწყო სადგური. |
Posted by: UMTS 16 Oct 2017, 12:53 |
bart simpson იქამდე ერთი კილომეტრია, მანდ როგორ ამოვა |
Posted by: Mick-el-Angelo 16 Oct 2017, 13:24 |
პრეზენტაციისას ძირითადი შუქები გამორთეს და "სვეტომუსიკები" მოიტანეს შერცხვათ განათებული სადგურის პრეზენტაცია? |
Posted by: JSB14BSJ 16 Oct 2017, 13:28 |
მართლა მოსალოცი ამბავია ზოგადადაც და ვაჟას IV-V-VI-ში და მიმდებარედ მცხოვრები ადამიანებისთვის და მაღლივის ხალხისთვის საერთოდ ცხოვრებას ცვლის. ახალ სადგურებს და ხაზებს აღარ დავეძებ, ლიჟბი პატარა დეპო გააკეთონ თავისი დასამთავრებელი გვირაბით და აამუშაონ, რო საბურთალოს ხაზის შემადგენლობებს გეოგრაფიული რებუსების ამოხსნა აღარ უწევდეთ და ახმეტელის, მარჯანიშვილის, რუსთაველის და თავისუფლების მეორე ამოსასვლელებს დააყენონ საშველი (კიდევ არის სადმე?). თბილისის პირობებში მეორე ამოსასვლელი თითქმის იმდენადვე ფასობს, რაც თვითონ მეტროს სადგური. |
Posted by: PNG 16 Oct 2017, 13:38 |
მეტროსადგური „უნივერსიტეტი“ გაიხსნა. მეტროსადგურის გახსნაში პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მონაწილეობდნენ. მოსახლეობა კი ახალი მეტროსადგურით სარგებლობას დღეს, საღამოს საათებიდან შეძლებს. თბილისის მეტროპოლიტენისთვის ეს რიგით 23-ე მეტროს სადგური იქნება. მეტრო „უნივერსიტეტის“ განახლების პროექტი ორ წელზე მეტია მიმდინარეობს. პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი აზიის განვითარების ბანკის კრედიტით ახორციელებს და მისი ღირებულება 83 მილიონი ლარია. http://1tv.ge/ge/news/view/183889.html http://bpi.ge/index.php/metrosadguri-universiteti-dghes-gaikhsneba/ http://www.ipress.ge/new/88452-zurab-alavidze-metrosadguri-sakhelmtsifo-universiteti-mgzavrebs-ramdenime-saatshi-moemsakhureba გილოცავთ |
Posted by: ნიკა 16 Oct 2017, 13:44 |
ერთი და იგივე ვთქვით უბრალოდ "ჭიქა ნახევრად სავსეა, თუ ნახევრად ცარიელი?"-ს პონტია მე დავწერე რომ სავარაუდოდ ახალი სადგური აღარ აშენდება ახლო მომავალში. ახლო კი არა ასე 50 წელი. იმან თქვა რომ არ გამორიცხავს ახალი სადგურის აშენებას. მაგას არც მე გამოვრიცხავ |
Posted by: SabaGEO 16 Oct 2017, 13:55 | ||
ნიკა
იქნებ მიწის ზედა გაიხსნას |
Posted by: Datvlas-vin-gtxovs 16 Oct 2017, 13:56 |
ეს 1 და სხვა მრავალი (1 ან 2) |
Posted by: Mick-el-Angelo 16 Oct 2017, 14:07 | ||
SabaGEO
მიწისზედაც არსებულ ქსელს უნდა მიაბა. დამოკიდებლად თუ იქნება, უაზრობაა, მაგას ტრამვაი სჯობს. |
Posted by: Metal_Head 16 Oct 2017, 14:32 |
გილოცავთ ! სააღამოს საათებში ,როდის ?, დღეს ხუთისთვის მინდა გავიდე და ვერ გამოვიყენებ ? |
Posted by: polaris 16 Oct 2017, 15:08 |
გილოცავთ მართლმადიდებლებო! კიდევ 23-ს დაესწარით! |
Posted by: Milanese 16 Oct 2017, 17:05 |
როდის ჩაგვიშვებენ შიგნით? |
Posted by: Kotola 16 Oct 2017, 17:14 | ||
http://1tv.ge/ge/news/view/184009.html |
Posted by: AUTOCRAT 16 Oct 2017, 18:17 |
სადბუhის მტედანი რას ნიშნავს რომ ვიღაც არაპროფესიონალ ტიპს დააბარეს „ერთი ლედები ჩასვი რა რაღაცები დაიწეროს ზედ“ თვითონ ტაბლოს სტილი და განლაგება საერთოდ გლეჯს |
Posted by: Accident 16 Oct 2017, 20:18 | ||||||||||
nforumi
კი, შენი ნაწერიდან გამომდინარეობს მასე. თუ არ გინდა გამომდინარეობდეს, მასეთი "მესმის/გესმის" სისულელების წერას, დამისაბუთე-მეთქი საპირისპირო. უარყავი მსჯელობით, მაგალითებით და ა.შ. რომ მეტროპოლიტენს, არ მოაქვს საზოგადოებისთვის იმაზე მეტი მოგება, ვიდრე დანახარჯი. რომ მეტროპოლიტენი თუ ბიზნესად იმუშავებს ვიწრო გაგებით, არ დაკარგაქვს საზოგადოება და სახელმწიფო მოგებას. "მე არ მესმის შენ გესმის" და სმაილები, არაა დასაბუთება და არგუმენტაცია.
ხო, რა მნიშვნელობა აქვს, მენეჯმენტი უფასოდ მუშაობს? ელემენტარული კი არა, პრიმიტიული მიდგომაა-მეთქი ეგ. კარგი, დღეს ხომ არის მესაკუთრე სახელმწიფო და საზოგადოება, რომელიც იღებს მოგებას, ხელმისაწვდომობის სახით და ამის შედეგად ეკონომიკური აქტივობის ხელშეწყობას. ამ ეკონომიკური აქტივობით სახელმწიფო იღებს მოგებას და იფარება მეტროპოლიტენის დანახარჯები. ამის უარყოფა, შენს პოსტებში ვერსად ვნახე. ანუ, ასეა ხო? თუ არ არის ასე? მერე, თუ შეიცვლება მესაკუთრე ან მენეჯმენტი და გახდება კერძო, რომელსაც უკვე აღარ ექნება სახელმწიფო სახსრებთან ხელმისაწვდომობა, ანუ იმ "ეკონომიკური აქტივობით" მოგებას ვეღარ მიიღებს, დარჩება ერთადერთი ვარიანტი, ტარიფით მიიღოს შემოსავალი. ხომ ასეა? ბიუჯეტს თუ მოცილდება, შემოსავალი შემოაკლდება, იმავე შემოსავალზე ვერ დარჩება - ამიტომ გაზრდის ტარიფს, შეამცირებს მგზავრებს, შეიძლება სადგურებიც შეამციროს. თუ საჭირო გახდება, შემაცირებს თანამშრომლებს, მატარებლებს, დანახარჯებს მატარებლების მოვლაზე და ა.შ. და კი ბატონო, ამ ყველაფრის შედეგად, შეიძლება მივიღოთ ეფექტიანი და მოგებაზე მომუშავე მეტროპოლიტენი, რომელსაც ბიჯეტში შეაქვს გარკვეული თანხა. ამის შედეგად, მივიღებთ შემცირებულ ხელმისაწვდომობას და დამუხრუჭებულ ეკონომიკურ აქტივობას. გაიზრდება მოთხოვნა ალტერნატიულ ტრანსპორტზე, მანქანებზე, ტაქსზე, რაც ასევე დანახარჯებს მოიტანს ეკოლოგია/ჯანდაცვაში, პარკინგების მოწყობაში, გზების მოწყობაში და ა.შ. სახელმწიფო მიიღებს ერთი მხრივ მოგების გადასახადს მეტროპოლიტენისგან, მეორე მხრივ დანახარჯებს ხალხის თავისუფლად გადაადგილების გაუარესების გამო, და შემცირებული ვაჭრობის, ტურიზმის და ზოგადად დასაქმებული ხალხის პროდუქტიულობის შემცირებით. რა მოგება უნდა მოიტანოს მეტოპოლიტენმა ისეთი, რომ ეს ყველაფერი დაფაროს?
მაგას რა სქემა უნდა? კონტროლი უნდა მაგას, ისევე როგორც კერძო ბიზნესის შემთხვევაში. მოიცადე და რა, შენ გგონია ბინზესის წაგებაზე გასვლის შიში იქნება იმის კონტროლი, რომ ფულს არავინ გაფლანგაქვს? ღადაობ? ცოტა ბიზნესი გინახავს, გაკოტრებულ დედანატირები? თუ ვერ გაიკონტროლებს თავს ის ბიზნესმენი, მეტროს სისტემის გარეშე უნდა დარჩეს ქალაქი?
მაგის მაგალითი არის, ადამ სმიტის დროიდან მოყოლებული ეკონომიკური თეორიის ისტორია და ეკონომიკური პოლიტიკა. შეგიძლია გადახედო სრულად.
აგერ კიდევ, ადამიანმა იმხელა მსჯელობა დაგიდო და შენ უწერ "რაზეა ლაპარაკი" და სმაილი. ახლა ეგ შენ, არგუმენტირებულ პოლემიკად მიგაჩნია? |
Posted by: Milanese 16 Oct 2017, 20:38 |
Fabian მე გაგეჩითე დღეს სადგურზე ) |
Posted by: Accident 16 Oct 2017, 20:44 | ||
Milanese ხო მართლა, ხმა და ძიგძიგი როგორია, აქვს ეფექტი შედუღებულ ლიანდაგებს? ვიდეოში კი ჩანს რომ შემცირებულია, მაგრამ რეალურად როგორია * * *
|
Posted by: Milanese 16 Oct 2017, 20:47 |
Accident კი, ხმაური საგრძნობლად შემცირებულია, მისრიალებს უხმაუროდ და ბორბალი გადაბმის ადგილას აღარ "არტყავს". ეგ ვიდეოს თეგი არ ვიცოდი |
Posted by: Accident 16 Oct 2017, 20:53 |
Milanese კარგია თუ ნორმალურადაა. მერე განაგრძონ და მიყვნენ ნელ-ნელა, ერთსა და იმავე სადგურის მეათედ აპლასტმასება და ვაგონების დიზაინის შტრიხების ცვლილება, ვის რა თავში სახლელად უნდა. |
Posted by: Milanese 16 Oct 2017, 20:56 |
Accident ძალიან კარგი იქნებოდა. დელისი -> ვაჟა -> უნივერსიტეტი და უნივერსიტეტი -> ვაჟა ახალი რელსებია დალშე ამის ფონზე კოშმარი იყო |
Posted by: Fabian 16 Oct 2017, 21:25 | ||||
Milanese
Accident
მე ცოტა არ იყოს და დისკომფორტი ვიგრძენი, რადგან ყური მიჩვეულია რახარუხს. საერთო ჯამში კი სადგურმა ჩემზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა. |
Posted by: ML320_Blue 16 Oct 2017, 21:49 |
რო იძახიან, რომ ერთი სადგურის აშენება 500 მილიონი თუ მილიარდი ჯდებაო, მოსკოვში აგერ 2020 წლამდე 35 სადგურის აშენებას აპირებენ და დავიჯერო, 20-30 მილიარდ დოლარს ხარჯავს რუსეთი ამაზე? სანქციების პირობებში? ძნელი დასაჯერებელია. როცა რუსეთის მთელი ბიუჯეტი 250 მილიარდი დოლარია. |
Posted by: Kotola 16 Oct 2017, 21:49 |
კიი ხმაური ნაღდად შემცირებულია და საკაიფოდ მისრიალებს. ნეტა მართლა გაყვნენ ნელ-ნელა და შეადუღონ რელსები, დიდი რამე ხო არ უნდა მაგასაც. სადგურმაც დადებითი შთაბეჭდილება დატოვა, სურათებით ბევრად ცუდად განვეწყვე და ბაქანზე რო გავიჩითე სულ სხვა შეგრძნება იყო მაინც. ესკალატორი მომეჩვენა ცოტა ნელი სხვებთან სედარებით და თქვენ რას იტყვით ვინც იყავით უკვე? და კიდევ ის კარგია, მეტალოპლასტმასის "ბუტკა" რო არ დგას ესკალატორთან, მაგრამ თანამშრომელი გოგო შემეცოდა ფეხზე რო დგას ესკალატორის პულტებთან :/ ეგ პრობლემა სხვანაირად რო მოგვარდეს არ შეიძლება? ვიდეოებით რო კონტროლდებოდეს მაგალითად და დისტანციურად გააჩერონ თუ საჭირო იქნება. |
Posted by: AUTOCRAT 16 Oct 2017, 22:04 |
აშკარად არაფერი ბრახუნობს და ბრაგაბრუგი არ გასდის |
Posted by: Your unique security code 16 Oct 2017, 22:25 |
ინტერიერი ხარისხიანია თუ გიფსო კარდონები მეტალო პლასტმასები და მეთლახებია? და თვითონ მატარებლების შეცვლა თუ იგეგმება ახალით? ან ის ერთი ლურჯი რო დადის უძველესი ქართული ოცნების პონტში გააცოცხლეს?))))) |
Posted by: david1010 16 Oct 2017, 22:37 |
Kotola ესკალატორი მეც ნელი მომეჩვენა და ის ფეხზე მდგომი გოგოც შემეცოდა. თავად სადგურს რაც შეეხება საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დამიტოვა, რადგან თავდაპირველი სურათების ნახვის მერე ლარგი შთაბეჭდილება არ მქონდა ლიანდაგებზე თითქმის უხმაუროდ გადაადგილებაც კარგია. უნივერსიტეტიდან ვაჟამდე უხმაუროდ დადის, ხოლო ვაჟადან დელისისკენ დაძვრისას მაშინვე იგრძნობა სხვაობა და საშინელი რახრახი იწყება |
Posted by: SabaGEO 16 Oct 2017, 22:38 | ||||
ხო გადასასვლელი რომ იყოს მესამე ხაზზე |
Posted by: Accident 16 Oct 2017, 22:56 | ||||||||
Your unique security code
მგონი ეტყობა, რა ხარისხიცაა. ერთი ისაა, რომ აალებადი არ უნდა იყოს, რადგან სულ მაგას გაიძახიან, წინა მთავრობის პლასტიკატებს ვცვლითო.
როგორ ფიქრობ
და ის წითელ-თეთრი ახლები გგონია? ისინი უფრო ძველია, რადგან ექსპლუატაციის ვადა გასდიოდა და შეარემონტეს. მაგ ლურჯს კიდევ, ჯერ არ აქვს ვადა გასული და გაცილებით უფრო კომფორტულიცაა, რადგან ნორმალურად მოძრაობს ჰაერი, იმის გამო, რომ გარემონტებისას აყროლებული პლასტიკატები არ აქვს აკრული. გადატენილი რომაა, მაშინაც თავისუფლად შეიძლება სუნთქვა, მოდერნიზებულებების უმეტესობაში კი შეიძლება ამოიხრჩო, ბოლო ვარიანტების გარდა. david1010
სადღაც წავიკითხე თუ მოვისმინე, რომ ჩვენი ესკალატორები ზედმეტად სწრაფად მოძრაობენო. ეგ თუ ნელია, სავარაუდოდ, ეგ არის ნორმა, მოძრაობის. SabaGEO უაზრობაა მიწისზედა. მეტროს მთავარი მუღამია, რომ გზას ამოკლებს, ზედაპირზე ადგილს არ იკავებს და შენობები ხელს ვერ უშლის. მიწისზედა კიდევ, ვერც გზას შეამოკლებს, რადგან მთებზე ვერ გადაივლის, ქანობი დასჭირდება, გზასაც დაიკავებს, თუ გინახავს რამხელა ადგილს იკავებს, თავის ინფრასტრუქტურიანად ელ-დეპოს სადგური და თან შენობებსაც ვერ აუვლის გვერდს. და ყველა უპირატესობას თუ დაკარგავს, ვის რაღად უნდა ეგეთი მეტრო - თვითმიზანი ხომ არაა, იმენა მეტრო გვქონდეს. მიწისზემოთ, თუ ცალკეულ ხაზზეა საუბარი, ტრამვაი ჯობია, რადგან არავითარი შემოღობვა, ათასვოლტიანი მესამე რელსი და ესტაკადები არ სჭირდება. და სისწრაფე, მგზავრთგამტარუნარიანობა და ტევადობა, იმასაც მაღალი ექნება. Fabian AUTOCRAT ხო, კარგია თუ ნაკლული არაა, ახლა იმედია ნორმალურად გაძლებს და არაფერი მოუვა. ესპანელები კი იყვნენ საქმეში მაგრამ ამ ქვეყანაში, მაინც საეჭვოა ყველაფერი. |
Posted by: 4L3X 16 Oct 2017, 23:07 |
აი ეს მართლა კამფეტია ეჰჰჰჰ |
Posted by: Your unique security code 16 Oct 2017, 23:26 |
Accident ჯერ არ ვყოფილვარ დააიმიტომ ვიკითხე აქ კომუნისტების დროინდელ სადგურებს ჯობია ხარისხით და რემონტითთქო? მატარებლის შემცვლელებს ესენი არ გვანან მაგრამ იქნებ ხდება სასწაული და მოაბას ვინმემ თავი. რაც შეეხება დროშის ფერებში მატარებლებს იმ ლურჯს ნაღდად ჯობიან ამათ თუ ვადა გასდით იმას მთლად დედა აქვს #####ული ედიკას დროინდელია |
Posted by: Accident 16 Oct 2017, 23:32 | ||||||
Your unique security code
მაგ დროს მილიონები იხარჯებოდა და მარმარილოებით აპირკეთებდნენ, როგორ აჯობებს.
და რითი ჯობია? ძაღლის შარდის სუნი რომ ასდით დილაობით, თუ ოდნავ ხალხით რომ გაივსება, მერე უკვე საერთოდ ყველაფრის სუნი რომ ასდის და ჰაერი აღარ შემოდის?
დროშის ფერებით რომ არის, ეგეც ედიკას დროინდელია, ოღონდ მაშინდელი, ცეკას მდივანი რომ იყო. ეს ლურჯები, 80-იანებში თუ 90-იანებშია წარმოებული, მოდრენიზებულების უმეტესობა კი 70-იანებში. ასე რომ დედა რომელს აქვთ #####ული, ამის მიხედვით გამოთვალე. |
Posted by: Your unique security code 16 Oct 2017, 23:39 |
Accident ნუ ეგრე რომელი რა გოდაა და რა მოდელია არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ დროშის ფერების მატ. გარემონტებულია და ლურჯის ვიზუალი და შიდა სალონი ისევ ისაა რაც თბილისის ომის დროსსიყო არ ვიცი შენ ალბათ სხვაზე ლაპარაკობ )) აშკარად ვიზუალურად ლურჯს დედა აქ #####ული და ეხლა რომელი უფრო იდგავს ეგ სხვა საქმეა))) სუნს რაც შეეხება ყველა ვაგონი ყარს რა ფერიც არრუნდა იყოს ისე ეხლაც მილიონები დაიხარჯა და მეგონა უფრო დერსკი სადგური გაკეთდებოდა ტეხავს თუ ორ სამ წელში ფილები აიყარა და წყალი ჩამოვა |
Posted by: Accident 16 Oct 2017, 23:42 |
Your unique security code რა ვიცი, მე მაგარი მკიდია ვიზუალი გადაადგილებისას. გავკარი ეგეთ ვიზუალს, თუ გადაადგილებისას ვერ ვისუნთქე და სიცხეში ამოვიწვი. |
Posted by: JSB14BSJ 16 Oct 2017, 23:52 | ||
ძალიან მომეწონა, მშვენიერი გაკეთებულია ერთი შეხედვით. პირველი, რაც მომეწონა, ჩასასვლელი კიბეა - ჯერ ერთი, გადახურულია, დელისივით არაა, სადაც წვიმა და თოვლი ჩადის და კოხტაგორა რო იჩითებახოლმე, თან საფეხურებიც ხორკლიანივითაა და წყალი რომც ჩავიდეს, ხახუნი და მოჭიდება კუდა ბოლშე უკეთესი ექნება. ვესტიბიულის შესასვლელი და ვესტიბიულიც მომეწონა, ერთია, ცოტა დაბალჭერიანია ხრუშჩოვკასავით. მგონი უმრავლესობა იმ აზრზე ვართ, რომ ფოტოები ვერ ასახავს სრულად და მეც სიმახინჯე მეგონა ფოტოებიდან, მაგრამ რომ ჩავედი, აშკარად ნათელი, თუმცა ლამაზი არა, მაგრამ არაუშავსაა. გვირაბები ჩიხის პარალელში საკმაოდ გრძელია, 2-2 შემადგენლობა თავისუფლად მოთავსდება აქეთ-იქით. ვინმემ ხომ არ იცით, დელისის მსგავსად აქაც ორმაგი ჩიხია? ხოდა თავს ვერ დავდებ, მაგრამ მგონი უნივერსიტეტიდან ვაჟა-ფშაველა ჩანს. გვირაბებში განათება რო გამორთონ, მერე უკეთესად გაირჩევა, ჩანს თუ არა. * * * Your unique security code
ტავმა მსოფლიოში ყველაზე მაგარი და ევროპაში ყველაზე თესლი აეროპორტი რო ააშენა, 2-3 წელი არ დასჭირვებია სახურავის გადახდას და წვიმის ჩასვლას. შენ ახლა ერთეულზე ლაპარაკობ და მხედველობიდან გრჩება, რომ დღევანდელ საქართველოში ყველაფერი არც პარლამენტის შენობა წყვეტს ციდან ვარსკვლავებს. ჯერ ქუთაისში რა უნდა საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ მაგაზე კარგი... ახლა ვაჟაზე იმ ადგილიდან შახტაა თუ რაცაა, რომელ საუკუნეში და ვისი დაფინანსებით მოხსნიან შენობებს და გალავანს და როდის აღადგენენ ნორმალურ მდგომარეობას და გააცალმხრივებენ მოძრაობას, საინტერესოა. |
Posted by: Accident 17 Oct 2017, 00:03 | ||||
JSB14BSJ
არა
კიდევ ერთი დარბაზია მანდ აგერ, ამ პოსტში დევს სქემა https://forum.ge/?showtopic=34512660&view=findpost&p=35738388 |
Posted by: Your unique security code 17 Oct 2017, 00:10 |
იტოგში ნარმანია როა მერი იმიტომაა იზმენები თორე მე პირიქით მაგრად მინდა რომ ქალაქში ყველაფერი ხოდზე იყოს და იმედია ესეც იქნება ახლო მომავალში. |
Posted by: Van10Persie 17 Oct 2017, 00:45 |
დელისიდან პირდაპირ მიდის თუ ისევ გადაჯდომა მოგვიწევს? |
Posted by: nforumi 17 Oct 2017, 09:52 | ||||||||||||||||
Accident
კი, ისევე როგორც შენი მხრიდან ნათქვამი მსგავსი ფრაზები თუნდახ ეს:
ამის მსგავსზე პასუხი იყო ეს.
ვინ დათვალა რომ მომგებიანია საზოგადოებისათვის? მე კი არ უნდა ვამტიკცო ასე არაა თქო, პირიქით, ვინც მომხრეა იმან უნდა აჩვენოს რომ სხვა ნებისმიერ ვარიანტზე უფრო სასარგებლოა საზოგადოებისათვის (ანუ თითოეული ადამიანისათვის).
კარგი
კი, ასეა, ოღონდ არ მჯერა რომ სახელმწიფო ახერხებს ხარჯების ოპტიმალურად გაწევას.
კი, ოღონდ გაბერილ ხარჯებს შეამცირებს პირველ რიგში. იქნებ ტარიფების გაზრდა არც დაჭირდეს, ან შეიძლება მცირედ.
ეს ყველაფერი ვარაუდებია გამოწვეული უნდობლობით კერძო ბიზნესისადმი. მესმის, შეიძლება კერძომ არ გაამართლოს რაღაც საკითხებში ხოლმე, მაგრამ რომელიც არ გაამართლებს, გავა ბაზრიდან და მის ადგილს დაიჭერს სხვა. ასე მოხდება მანამ, სანამ საუკეთესო არ დაიჭერს მოცემულ ადგილს. სახელმწიფო რომ არ გაამართლებს, მაშინ რა ხდება? - გეტყვი, მეტი ფულის მოთხოვნა ბიუჯეტიდან (ანუ ჩემი ჯიბიდან).
ამაზე დავწერე უკვე პასუხი. შემდეგ რაც გიწერია, იმაზე პასუხისთვის წინა პოსტებს უნდა გადავხედო. რომ მოვიცლი ვნახავ და დავწერ მერე. |
Posted by: JSB14BSJ 17 Oct 2017, 10:49 |
დღეს დავაკვირდი და უნივერსიტეტიდან გადასარევად ჩანს ვაჟა და პირიქით. დაჟე ვაჟადან განათების თავისებურების გამო უნივერსიტეტი უკეთესად ჩანს (აქამდე მხოლოდ ორი სადგური ვიცოდი, საიდანაც "ერთმანეთი" ჩანდა - ავლაბარი და 300 არაგველი). ძალიან ახლოსაა ერთმანეთთან - 1-1.5 წუთი. ოღონდ ინტერვალებია კატასტროფა, თუ არ შეამცირეს, რაღა აზრი აქვს მეტროს, არ მესმის. დღეს კიდევ უფრო მომეწონა ყველაფერი, ვიდრე გუშინ, მაგრამ ღადაობა ისაა, რო დღევანდელ ქართველებს გინდ წინ უქენი და გინდ - უკან, გინდა მეტრო აუშენე და გინდა გიგანტური და არომატული ექსკრემენტი დაუდე ვაჟას ბოლოში, რაც ვართ, ეს ვართ: გამოვდივარ ვესტიბიულიდან და გამოსასვლელ კარში წინიდან მეტენება შუახნის ქალბატონი და განცვიფრებული მიყურებს, როგორ თუ გზას არ ვუთმობ. მერე წინ წამოვიდა და სცადა, გაბარიტებით გზის ჩახერგვა. არ დავუთმე და - მადამ - ვეუბნები, - აქედან გამოსასვლელია, შესასვლელი გვერდითაა, შეხსდეთ, აგური და ისარი რატომ ახატია. ძალიან გაუტყდა და დამიყვირა, შენ მასწავლი, შე უზრდელო, ვერ ხედავ, რო მოვდივარო. გასწავლით იმიტომ, რომ ვხედავ რო არასწორად მოდიხართ იქ, სადაც არ მოდიოდეთ და წესრიგს არღვევთ და თუ გაგება არ გნებავთ, სხვები აგიხსნიანმეთქი და ზედ ჩემს გვერდით იდგა ორი კონსტებლი და კი გაატარებდნენ, მაგრამ ვინუჟდენში ჩავაგდე ქალბატონმა არ იცის და იქნებ აუხსნათ მოძრაობოს წესები, რო სხვებს ხელი არ შეუშალოსმეთქი, ეტყობა ვერ ასწავლესმეთქი, ესეც მივაყოლე ხოდა იმანაც, ქალბატონო, იქით გადაბრძანდით და იქიდან შემობრძანდითო. ქალი იმენნა ფეხზე მდგარი გარდაიცვალა ბოღმისგან, არა იმიტომ, რომ რაღაც შეეშალა, არამედ იმიტომ, რომ თავისი ვერ გაიტანა სხვის ჯიბრზე და შემსწრე ხალხთან გაბანძდა. ცვეტში გაოგნდა ქალი, როგორ თუ ინტრიგაში აჯობეს და ვერ დაარღვია საკუთარი ასაკის, ღირსებისა და უპირატესობის ხაზგასასმელად. აი ესაა ეროვნული უბედურება. ესაა ქურდობაც, მოპარვაც, მატყუარობაც, მძღოლებიც, ქვეითებიც, და ყველაფერი, რაც ღრმა არასრულფასოვნების განცდიდან მომდინარეობს, რა თქმა უნდა. |
Posted by: wings 17 Oct 2017, 11:19 |
სურათებით მეგონა მაგარი ბანძი ვიდი ექნებოდა სადგურს. თუმცა შევცდი... გუშინ ვიყავი და მშვენიერია...ანუ იმაზე 10-ჯერ უკეთესი ვიდრე სურათებში ჩანს. ვაჟადან რომ მიდის უნივერსიტეტისაკენ აშკარად ეტყობა რომ ნაკლები ხმაური შემოდის ვაგონში. უნივერსიტეტიდან რომ მიდის ვაჟა-დელისისკენ იქ უკვე იგრძნობა ლიანდაგების ხმაურიი.. |
Posted by: ლუკატარ 17 Oct 2017, 11:41 |
Accident "უხმაურო" ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ შედარებით ჩუმია. თვითონ მატარებელი გამოსცემს დიდ ხმას და მაგისი ბრალია. გერმანიაში, მაგალითად, ხმის აწევის გარეშე ილაპარაკებ გვირაბში მოძრაობისას |
Posted by: NVIDIA MAN 17 Oct 2017, 12:03 |
თავიდანვე დადებითად განვეწყე, მომეწონა დიზაინი და როგორც ვკითხულობ რეალურადაც მოეწონა ხალხს, ამ დღეებში ჩავალ მოვინახულებ. |
Posted by: Accident 17 Oct 2017, 12:04 | ||||||||||||||||
nforumi
და ეგ რაზე იყო პასუხი, ისიც გენახა. მიწერდი, რომ მეტრო ან მომგებიანია, ან არაო. შეუძლებელია თან წამგებიანი იყო და თან სხვა სფეროებისთვის მოგება მოჰქონდესო. არადა მეწერა კონკრეტული მსჯელობა მაგალითების სახით, რომ მეტროს სიიაფე ზრდის ხელმისაწვდომობიბას მიმწოდებლების, მომხმარებლების, ტურისტების, სტუდენტების დანიშნულების პუნტქამდე მიღწევის და შესაბამისად ეკონომიკური აქტივობის და ა.შ. იმის ნაცვლად, რომ ამ ყველაფრის უარყოფა დაგეწყო, გინდაც საპირისპირო მაგალითებით, გინდაც ჰიპოთეზებით, დამიწერე რომ არა, სისულელეა ეგ ყველაფერიო. ეგ ეფექტი არ არსებობსო, მესამე-მეოთხე რიგში რა უნდა მივიღოო, ეგ რა მოგებააო. ანუ, არგუმენტი არაფერი მოგიყვანია, უბრალოდ შენი აზრი გამოთქვი. ხოდა მაგაზე გიპასუხე, ეკონომიკური თეორიასა და პოლიტიკაში, არაა-მეთქი მასე, ეგეც მოგებად ითვლება-მეთქი - ფაქტი გითხარი. შეგიძლია ჩახედო წიგნებს, სადაც მიზნების მთელი სტრუქტურებია მოცემული. ის შენი სმაილიკიც "ამნაირი" ფაქტი იყო? ეგ იყო ჩვეულებრივი ბავშვური მოძახილი - "მე კი არა შენ". მე მასე არ დამიწერია.
რას მელაპარაკები - პოლემიკა იცი რა არის? ყველამ თავისი აზრი, არგუმენტირებულად უნდა დაასაბუთოს. შენ რასაც გინდა დაწერ და სხვა უნდა ამტკიცოს მასეა თუ არა? საოცარი მიდგომაა. ვინ დათვალა და ლოგიკამ - რომ არ იყოს მომგებიანი, მგზავრი საერთოდ არ ეყოლებოდა, როგორც ერევანში. იქ შეიძლება დაეჭვდე მართლაც, მიზანშეწონილობაზე. გადატენილი რომაა მთელი დღე, ეს ნიშნავს რომ ხალხი თავისი საქმიანობისთვის იყენებს. და თუ შეეზღუდებათ, დაიკლებს აქტივობა, პროდუქტიულობა და შესაბამისად შემოსავალი საზოგადოების - ესეც მარტივი ლოგიკაა.
და ამისი ვის სჯერა აქ? პოლარისმა მოგწერა გარკვევით - რომ სახელმწიფოს ცუდი მმართველობა, უფრო მეტი მოგების მომტანია ხალხისთვის, ვიდრე კერძოს კარგი მმართველობაო" - რაზეც ასევე სიცილაკი მიამაგრე, რა სისულელეაო. ამაზე გვაქვს სწორედ კამათი - შენ ამბობ, გინდა თუ არა კერძო უშვლის საქმესო, თორემ ჩვენ არსად გვითქვამს, გინდა თუ არა, ოპტიმალურად ახერხებს სახელმწიფო ხარჯების გაწევსო. მაგრამ, ეს არაა საკმარისი მიზეზი იმ დასკვნის გამოსატანად, რომ კერძო უშველის საქმეს. თუ სახელმწიფო არ ასრულებს მოვალეობას სათანადოდ, უნდა მოთხოვოს ხალხმა, არჩევნების გზით, პროტესტით, უბრალოდ აზრის გამოხატვით და ა.შ. რომ მოახდინოს ოპტიმიზაცია. კერძოსთვის გადაცემამ შეიძლება ისეთი პროცესები გამოიწვიოს და იმხელა ზარალში გადავარდეს ხალხი, ეგ ოპტიმიზაცია იმ კერძოს, უკან გასაკეთებლად თუ გამოადგება. ზარალს და ჩავარდნას, ისევ დროებითი არაოპტიმალურობა ჯობია. სტაბილურია და ასატანი, თუმცა არა მისაღები და დასაკიდებელი.
რა მცირედ, სამარშრუტო ტაქსები, კერძოდ გახსდომისთანავე გაძვირდა და დღემდე ითხოვენ ტარიფის ლარამდე გაზრდას, და მგონი ისევ ბიუჯეტი უნაზღაურებს ზარალს, ხმა რომ ჩაიკმინდონ და მეტროპოლიტენი შეინარჩუნებს ტარიფს? თითქმის რომ არ აქვს ვარირების საშუალება, თუ მართლა სადგურები არ დახურა. გაბერილი ხარჯების შემცირების საპირწონედ, მივიღებთ შემცირებულ თანამშრომლებს, შემცირებულ მომსახურებას, შემცირებულ ხარისხს ზუსტად ისევე, როგორც მარშრუტკებზე. მარშრუტკებზეც ეგრე იყო, კერძო მოუვლისო, მიიზიდავს მგზავრებსო. მიიზიდავს კი არა, გაზის ჩაყენება დაიწყეს, ვერც ფეხზე დადგომა აკრძალეს და ცოცხალი თავით, კონდიცირებასაც არ რთავენ. ამით კი მაგ მეპატრონეზე მეტად, ხალხი იზარალებს, რომელიც ან დაბალი ხარისხის მომსახურებას მიიღებს, ან საერთოდ ვეღარ გადაადგილდება.
რას მეუბნები..... თავად არაფერს წერ და ჩემს ნაწერსაც იწუნებ, უშუალოდ მაგალითი რომ არ მომყავს? ეგ ვარაუდები, კონკრეტულ ფაქტებზეა დაყრდნობილი. თავად არც ვარაუდი მოგჰყავს და არც ჰიპოთეზა და თან ესეც არ გაკმაყოფილებს? ჰაერიდან ხომ არაა მოტანილი, კონკრეტულ აზრს ვაყალიბებ, კონკრეტული ლოგიკით. შემოსავალი რომ შემცირდება ხომ ფაქტია - ეგაა კერძოობის მიზეზი, არ გინდა ფული იხადოს სახელმწიფომ. თუ რამე ინვესტიციაზეა საუბარი, აქ ხომ ავტომატურად წავა წაგებაზე, სადაც ისეთი მომგებიანი ბიზნესი, როგორიც სამარშრუტო ტაქსია, ეგეც სახელმწიფოზეა ჩამოკიდებული, ამხელა ინფრასტრუქტურა, ხომ კიდევ უფრო რთული შესანახია. მაშინვე მოუწევს თანამშრომლების გაშვება, რასაც ბევრი საჭირო კადრის შეიძლება მიაყოლოს, ისევე როგორც მოუწევს ეკონომია, რაღაცის რემონტში, დასუფთავებაში და ა.შ. კაცმა არ იცის, რა ხარისხს მივიღებთ. მაგალითად, ერთი დაწესებულებაა, არ დავასახელებ, პირადი შეხება მაქვს - ერთმა ცნობილმა და საქართველოში წარმატებულმა ბიზნესმენმა შეისყიდა. სადაც მუშაობდა ხალხი, რომელთაც თითოეულს, თავისი პროფილი ჰქონდა. ანუ სპეციალისტი იყო, კონკრეტულ დარგში. მაგრამ ადგა ეს ტიპი, ბევრნი ხართო და თითოეულს დაავალა სხვა საქმიანობის შეთავსებაც. ანუ დავაკონკრეტებ - სპეციალისტს, რომელიც მთელი ცხოვრება ერთ მიმართულებას სწავლობდა და ერთი მიმართულებით ვითარდებოდა, იძენდა გამოცდილოებას, მოვიდა და სხვა მიმართულების შესწავლა დაავალა. ვინც ვერ შეითავსებს, გავუშვებ სამსახურიდანო. ზოგმა შეითავსა, ზოგმა ვერა და გაუშვა სამსახურიდან. კი ბატონო, მშვენიერი გადაწყვეტილებაა ბიზნესისთვის, ცოტა თანამშრომელი - ცოტა დანახარჯი, მაგრამ ხალხისთვის როგორია, ვისაც ემსახურებიან. ის რომ მოვა სპეციალისტთან იმ საქმეზე, რომელზეც ამან ორი დღის წინ დაიწყო მეცადინეობა, რა მომსახურებას მიიღებს? სად მთელი ცხოვრება რომ სწავლობს ადამიანი და სად გამოცდისთვის რომ არის მომზადებული? კარგი, ბარემ ვიტყვი, რომ სიცოცხლისთვის შეიძლება იყოს საშიში, ამ საქმეში გამოუცდელობა. ე.ი. ან მომგებიანია ბიზნესი, ან არა, ხომ? და ამით დაზარალებული ხალხი, უნდა დავიკიდოთ ხო?
უნდობლობა არაფერ შუაშია, ჩვეულებრივი მონოპოლიტური ბაზრის დამოკიდებულებაა, როცა მიმწოდებლის მდგომარეობის გაუმჯობესება ხდება, მხოლოდ მომხმარებლის მდგომარეობის გაუარესებით. ამ პირობებში, ერთადერთი გამოსავალი, სახელმწიფო ჩარევა, კონტროლი და მართვაა.
და ეს როგორ წარმოგიდგენია მეტროპოლიტენის შემთხვევაში? ასე ხელიდან ხელში, როგორ უნდა იმოძრაოს? ეგ სისტემა, მცირე ხნითაც რომ გაჩერდეს, მთელი ქალაქის პარალიზება მოხდება. თუ ყველა დაზარალდება, ვიღას გამოადგება ეგ ოპტიმიზაცია?
და კერძო რომ არ გაამართლებს და სისტემა ჩამოეშლება მაშინ რა ხდება? - მეც გეტყვი, შენი ჯიბიდან ეგ ფული, დაზარალებული ხალხის დასაშოშმინებლად, პიარისთვის და მსგავის სირობებისთვის დაიხარჯება. პლუს მიიღებ მაგ სისტემას შეწირულ პროდუქტიულობის შემცირებას. მაგ შენი ჯიბიდან ფული რომ მიდის, მოგებაც მოაქვს, სახელმწიფო კი სტაბილურობას უზრუნველყოფს, რომელიც ვერანაირად შეირყევა, თუ რაღაც სასწაული არ მოხდება. კერძო მმართველობა კი ძალიან არამდგრადია და თუ რამე პრობლემა შეექმნება, მერე უკვე მაგ შენს ფულს ისე გაისვრის სახელმწიფო, რომ აღარც მოგებას მოიტანს და შეიძლება უშუალოდ თავადაც დაზარალდე, იმ მესამე-მეოთხე რიგად, ახლა რომ მოგებას ვერ ხედავ. აი, ზარალი უფრო უკეთ ჩანს ხოლმე. |
Posted by: ქაფქიანა 17 Oct 2017, 12:47 |
nforumi სწორს გეუბნებიან. მეც ნაკლები სახელმწიფო რეგულაციის მომხრე ვარ, მაგრამ არგუმენტირებულად და დამაჯერებლად გიხსნიან. მეტროს პრივატიზაცია არ შეიძლება. |
Posted by: actionscript 17 Oct 2017, 12:51 |
აუ კარგია მაგრად გაასწორა გადაჯდომები აღარ ჭირდება, მაგრად ასწრაფდა საბურთალოზე მოძრაობა |
Posted by: ნიკა 17 Oct 2017, 13:02 |
ეს ქარი რა უბედურბაა. მეტრომდე მისვლა მეზარება მაგის გამო |
Posted by: Accident 17 Oct 2017, 13:11 | ||||
ეგ კი არა, კუს ტბის საბაგიროზე, ორი თვის წინ ვიყავი პირველად, ქუჩაზე რომ გადახვალ იქვეა, არადა მგონი შარშან გაიხსნა. კონკრეტული საქმე რომ არ მაქვს, მეზარება უბრალოდ დასათვალიერებლად წასვლა. სადღაც, ორ-სამ კვირაში შეიძლება დამჭირდეს და მაშინ ვნახავ. იმედია, არაფერი მოუვა იქამდე. ლუკატარ
იქ, ალბათ ხელოვნური ვენტილაციაც ექნება ვაგონს, რომ პირდაპირ ჰაერი არ შემოვიდეს. აქ ჭერი და ფანჯრები მოღებულია და არც კარები იკეტება მჭიდროდ. JSB14BSJ ბევრი რომ იქცეოდეს მასე, შეიძლება წინაც წავიწიოთ. |
Posted by: STIG 17 Oct 2017, 13:13 |
Google Maps-ზე როდის დაიდება? https://www.google.ge/maps/@41.7245455,44.7205734,15.5z |
Posted by: JSB14BSJ 17 Oct 2017, 17:28 | ||
STIG
მაგათ ღრმა ძილით სძინავთ ან უფრო რეალურია, დაიკიდეს ბანანის ქერქის ქვეყნები. დიდი ხანია, რამდენი რამეა გასაახლებელი. მივწერეკიდეც, მაგრამ არაფერი. უნივერსიტეტზე მგონი ტელეფონი არ იჭერს. ხოდა ლაივ კამერები რო იყო ადრე მეტროს სადგურებზე, რა საიტზე იყო, ხო არ გახსოვთ? |
Posted by: Mick-el-Angelo 17 Oct 2017, 17:32 | ||
JSB14BSJ
მგონი http://ttc.com.ge/ -ზე. |
Posted by: Accident 17 Oct 2017, 18:22 |
JSB14BSJ ეგ კამერები, რამდენიმე წელია უკვე გათიშეს, 3-4 მგონი, შეიძლება მეტიც. ეგ გვერდიც აღარ არის საიტზე ნაჩვენები, თუმცა თავად გვერდი, ამ ლინკზეა http://ttc.com.ge/?lang_id=GEO&sec_id=39 |
Posted by: giomelqa12 17 Oct 2017, 19:03 |
დღეს გოცირიძეზე ორი 15 წლის ლაწირაკი ვაგონებს შუა დადგნენ, მატარებელი კარებს კეტავდა უკვე და დაიძრა მათთან ერთად ბოლოს დიდუბეში ვიღაც კაცმა ჩამოყარა ბაქნიდან, ოღონდ მეორე მხარეს გადახტნენ და გაურკვეველი მიმართულებით წინ გაიქცნენ კიდევ კარგი ნელა მიდიოდა მატარებელი და მკვეთრი მოძრაობა არ ქონდა |
Posted by: TramwayMan 17 Oct 2017, 19:14 | ||
giomelqa12
ე.წ ზაცეპინგი არაფერი მოხდებოდა ჩვეულებრივი ამბავია სხვა ქალაქებში რაში გადარდებს ვიღაც პაცნები გართობისას თუ დაფარშდებიან :დ |
Posted by: AUTOCRAT 17 Oct 2017, 21:47 | ||
მაგით საჯარო რეესტრი იყო დაკავებული ალბათ მალე დადებენ თუ არ მიივიწყეს |
Posted by: SabaGEO 17 Oct 2017, 21:58 | ||||
ყავს საქართველოში წარმომადგენლობა და მაგათმა უნდა დაამატონ, ქუთაისის შემოვლითიც არ არის ბოლომდე დამატებული |
Posted by: Kublicha 17 Oct 2017, 22:14 |
ვიყავი ახალ სადგურში, ყველაფერი დავათვალიერე კარგად. მთლიანობაში დადებითად შევაფასებ. ფერები ჩემ გემოვნებაშI არ ჯდება, მაგრამ ცუდი არაა . სინათლეა რაც ძალიან პოზიტიურ გარემოს ქმნის. ერთადერთი რაც არ მომეწონა ეს არის თვითონ ფილების ხარისხი. ყველა ადამიანის ტალახიანი ნაფეხური ეტყობა. ეს წარმოიდგინეთ ხდება გახსნიდან მეორე დღეს, გუშინ ალბათ სარკესავით იქნებოდა გაპრიალებული. 2 დღეში რომ ასე დაისვარა, ეს ძალიან გაჭუჭყიანდება მალე. და იქნება სულ პრობლემატური საწმენდი. ლაინდაგები ძალიან სასიამოვნოა, თვითონ სადგურზე ცუდი აკუსტიკაა, მატარებელი რომ შემოდის ისეთი ექოა, რომ აყრუებს არემარეს, მაგრამ არაუშავს. მეტროს მოყვარულები მაგ ხმას ავიტანთ, და ვისაც არ უყვარს მეტრო ის ისედაც ყურსასმენებით ივლის. |
Posted by: JSB14BSJ 18 Oct 2017, 00:46 | ||||
SabaGEO
მარტო ქუთაისის შემოვლითი? რამდენიც გინდა, იმდენი შეცდომაა რუკაზე. ჯერ მარტო თბილისში იმდენი გზების მოძრაობის მიმართულებებია არასწორად, ვერ დაითვლი და თბილისსგარეთ ტრასაზეც და სხვა ქალაქებშიც ბევრჯერ შევუყვანივარ შეცდომაში.
ეს არ ვიცოდი. სძინავთ? თუ ჰკიდიათ? |
Posted by: polaris 18 Oct 2017, 01:18 |
დედა, ეს რა ვნხე დღეს, ზეპირად აღარ მახსოვდა და ახლა ბაზაში რომ ჩავხედე, შ ე მ ზ ა რ ა. 8959 გამოუყვანიათ ხალხო ხაზზე, რვაცხრახუთიცხრაი... 2007 წლიდან არ მენახა. იმის მიუხედავად, რომ ტეტეცეს მოწოდებული ვაგონების სია მქონდა, მაინც არ მეჯერ ამ ვაგონის არსებობის. დღეს ვნახე. არადა იქ აღარც მახსოვდა რა იყო. ახლა სპეციალურად დაველოდები რომ მაგით ვიმგზავრო. https://forum.ge/?showtopic=34646589&view=findpost&p=43242863 ჰო, ვიცი, რომ ვერა ვარ მთლად კარგად. ესკალატორის წინ კი გოგონა ზის, ზემოთ იყურება და იღიმება... |
Posted by: JSB14BSJ 18 Oct 2017, 01:28 |
polaris რას დასდევთ წლები ამ ვაგონებს |
Posted by: Kublicha 18 Oct 2017, 01:42 | ||
polaris
როგორ გეტყობა საბურთალოს ხაზს იშვიათად რომ სტუმრობ. ჩემ შემდენილ ფაილში, რომელიც თარიღდება 2016 წლის 1 ივლისით ეგ ვაგონი მონაწილეობს. კიდევ რა ინფორმაცია ჩემ ბაზაში მაგ ვაგონზე: ტაბლო ჩამქრალი აქვს, ამძრავი ვაგონია და მიყავს მატარებელი სადგურის მოედნიდან დელისისკენ (და არა პირიქით). 8779 იყო მაგის მეწყვილე ვაგონი. (როგორც გითხარი შუა ვაგონებს არ აღვრიცხავდი). ანუ ეგ ვაგონი სულ მცირე წელიწადი და 4 თვე ხაზზეა. სხვებისგან არ მგონაი რომ რამეთი განსხვავდებოდეს, რადგან ამ პერიოდის მანძილზე ბევრჯერ ვიმგზავრებდი და რამეს შევნიშნავდი |
Posted by: polaris 18 Oct 2017, 02:06 | ||
Kublicha ჩემი სიკუდილი პრინციპში, 2015-ის შემდეგ სისტემატურად არც ვანახლებდი ბაზას. JSB14BSJ
მეც მაგას არ ვიძახი? |
Posted by: SabaGEO 18 Oct 2017, 02:43 |
JSB14BSJ არ ვიცი, ალბათ ინიციატივას მაინცდამაინც არ იჩენენ |
Posted by: Cavalier 18 Oct 2017, 10:11 |
მე რომ დავამატო, როგორც მომხმარებელმა, არ შემიძლია? თსუ-ს საცოდავი მე-7 კორპუსი, ყველას რომ ჰკიდია მაგრად, მე დავამატე და 600-ზე მეტი ნახვა ქონდა უკვე რამდეინმე კვირაში :დ (მოთხოვნადი იყო მაინც ანუ) თუმცა ახლა ეგეთი სქილებიც არ მაქვს რომ როგორც ტრანსპორტი დავამატო და თან იმ სისტემაშიც ჩავსვა, ზუსტად რომ გიწერდეს მეტროთი მისვლას :| |
Posted by: JSB14BSJ 18 Oct 2017, 10:19 |
Cavalier შენობის დამატება ერთია და მეტროსადგური ასე მარტივად არ ემატება მგონი, თან გზებიც გასაახლებელი და გადასაკეთებელია - სოხუმის მოედანი რუკაზე საერთოდ არაა, სიტუაცია და მოძრაობა 1 წლის წინანდელი სქემითაა. SabaGEO იცი მაგათი მისამართი ან ტელეფონი თბილოსში? |
Posted by: nforumi 18 Oct 2017, 11:26 | ||||||||||||||||||
Accident ჩვენი პოსტები თანდათან უფრო და უფრო გრძელი ხდება, იმედია არ გაგვიბრაზდებიან სხვები
ეტყობა ვერ ვამბობ გასაგებად. მოკლედ რომ ვთქვათ, მნიშვნელობა არ აქვს მერამდენე რიგიდან იძლევა ეფექტს, მთავარია ეფექტიანი იყოს იმისთვის ვინც იხდის და არა ვინმე იღებდეს საქონელს ან მომსახურებას სხვის ხარჯზე.
ამაზე ვთანხმდებით ესე იგი, ძალიან კარგი.
მესმის რომ ძნელია, მესმის რომ მტკივნეული პროცესი იქნება, მაგრამ მაინც მაგ მიმართულებით არის ფიქრი საჭირო. რაც შეეხება არჩევნებზე აზრის გამოხატვას, სამწუხაროდ ცალკე ვერ გამოვა ასეთი საკითხი, ის პაკეტშია მავან მსახიობთან, სპორტსმენთან და სხვა ცნობილ პირებთან ერთად.
ითხოვენ ტარიფის გაზრდას - ესე იგი მაგ ბაზარი თავისუფალი არ არის, კონკურენცია არ არის. თელასიც ითხოვს, გაზიც ითხოვს - იმიტომ რომ ალტერნატივა არ არის დაშვებული და რატომ არ მოითხოვს თავისი მოგების გასაზრდელად? იქნებ ჯობია ვიფიქროთ როგორ შევქმნათ კონკურენტული გარემო? თუ სადაც არის, იქაც მოვსპოთ (ტაქსები მაგალითად)? (ტაქსების ხარისხით არ ვარ კმაყოფილი მეც, თუმცა აღარც ისეთი კატასტროფაა ადრე რომ იყო. ამასთან ისინი არ ითხოვენ ფასების მომატებას - ვცდები? ). აი, თუ დაარეგულირებს სახელმწიფო, ფასები გაორმაგდება და მერე კიდე მათი მოთხოვნებიც გაჩნდება მოგვამატებინეთ ფასებიო.
გეთანხმები, მეც მეცოდება ნებისმიერი, ვინც სამსახურს კარგავს, მაგრამ მე რატო ვარ ვალდებული ვარჩინო ის მთელი ცხოვრება?
როცა ასეთი გადაწყვეტილებები ბევრია, ძალიან საეჭვოა (მარტო მეტრო რომ იყოს, მაშინ კიდე ხო).
მე ხომ არ მითქვამს ეს ადვილი პროცესია მეთქი. არც ბრმად გაკეთება შეიძლება. ასჯერ გაზომე, ერთხელ გაჭერიო, ზუსტად შეეფერება ამ შემთხვევას. ოღონდ უნდა ვიფიქროთ ამ მიმართულებით. ქაფქიანა
ერთხელ გერმანელი სტუმარი მყავდა. დენის მიწოდებაზე ჩამოვარდა საუბარი. როგორ არის მეთქი თქვენთან ეს საკითხი, დამაინტერესა. ჩემს ქალაქში რამდენიმე კომპანია აწოდებს ხალხს დენსო. მე ვკითხე - სხვადასხვა ხაზებით შემოდის თქო დენი? - არაო, ხაზი ერთი შემოდის, მაგრამ შენ რომელ კომპანიასთანაც გინდა, იმასთან დებ ხელშეკრულებას და ის უზრუნველყოფს დენის უწყვეტ მოწოდებასო. ახლა დავიჯერო ამ ჩვენს გერმანელს დენის მიწოდება უფრო არასტაბილური აქვს, ვიდრე ჩვენ გვაქვს თელასის შემთხვევაში? და ერთი საინტერესო დეტალი კიდე: თურმე ტექნიკურად ხერხდება ერთი სადენით მიაწოდოს დენი სხვადასხვა მიმწოდებელმა და სისტემა მუშაობს სტაბილურად. იქნებ არის შესაძლებელი რომ ერთ გვირაბში სხვადასხვა კომპანიის მატარებელი მოემსახუროს ხალხს? მე ვამბობ, უნდა ვიფიქროთ მეთქი ამაზე და არა ის რომ რაღაც ნაბიჯები ხელაღებით გადავდგათ. მაგრამ ამისთვის ჯერ უნდა შევთანხმდეთ რომ კერძო ინტერესებს შორის კონკურენტული გარემო არის მდგომარეობის გაუმჯობესების ერთადერთი გზა და ჩვენ ის უნდა ვიპოვოთ. * * * ახლა კიდე ერთხელ გადავხედე პოლარისის პოსტს: polaris
სერიოზულად როგორ ვუპასუხო ამას? ჯერ ერთი, ეფექტურად კი არა, ეფექტიანად განკარგვაა უფრო მნიშვნელოვანი. მეორეც, ბიზნესი ვერანაირად კარგი ვერ იქნება, თუ ის მაქსიმალურად არ აკმაყოფილებს მომხმარებლის მოთხოვნას. |
Posted by: ნიკა 18 Oct 2017, 11:54 |
გუგლს რაც შეეხება, ისევ და ისევ დაბლოკილია საქართველოში გზების რედაქტირების ფუნქცია. შესაბამისად რაც Google Mapmaker დაიხურა, იმის მერე ვერ განაახლებდა ვერავინ რუკას. პ.ს. OSM-ზე ცხადია განახლდა უკვე და ახალი სადგური უკვე არამშენებარე სტატუსითაა (აქამდე მშენებარე სტატუსით იყო). პ.პ.ს. ვაჟას ბოლოში გზის მოძრაობის ახალი სქემაა გასაკეთებელი, ვნახავ ზუსტად როგორაა და გადავაკეთებ. |
Posted by: Accident 18 Oct 2017, 12:13 |
nforumi » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « * * * ნიკა და რომ ანონსდებოდა რამდენიმე თვის წინ, ანდროიდიდან შეგიძლიათ შესწორებების შეტანაო, გააუქმეს? https://www.localguidesconnect.com/t5/News-Updates/Exclusive-Edit-a-road-segment-in-Google-Maps/ba-p/149865 |
Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2017, 12:49 | ||
nforumi
მითხარი, რომ ამას სერიოზულად არ წერ. იმიტომ, რომ მეცგანიდან ასეთი არალოგიკური არ მახსოვხარ. |
Posted by: nforumi 18 Oct 2017, 13:01 | ||||||||||||||
Accident
მე რას ვამბობ? ყველამ უნდა გადაიხადოს იმ სარგებლის მიხედვით, რასაც იღებს. მთავარია გადახდა იყოს სარგებლის ადექვატური.
ამაში მართალი ხარ, სამწუხაროდ ასეა. სახელმწიფოს როლი სწორედ ეგ არის რომ თაღლითები და მოძალადეები აღკვეთოს სამართლებრივი მეთოდებით. თავად მსაჯიც იყოს და მოთამაშეც, არ გამოვა.
ეს მართალია. და მაშინ ეს ბაზარი კი არ უნდა აღკვეთილიყო, აჯობებდა შემუშავებულიყო რეკომენდაციათა პაკეტი. ასევე, გამართულიყო სამართლებრივი სისტემა, ისე რომ თუ რომელიმე კლიენტი უჩივლებდა კომპანიას, სწრაფად და ოპერატიულად მომხდარიყო გადაწყვეტილების გამოტანა. ამის გამართვა კარგად სხვა ბიზნესებისათვისაც აუცილებელია. მერე ვნახავდით თუ არ იზრუნებდნენ ხარისხის გაუმჯობესებაზე.
კერძოობა არის შანსი განვითარებისათვის, ის ყველა ვარიანტს მოსინჯავს, სანამ არ იპოვის მოცემული გარემოსათვის საუკეთესოს.
ხო, ეგ არ გამახსენდა. არბიტრაჟის საქმეა მოსაგვარებელი და მერე ვნახავდით თუ არ დაფაცურდებოდნენ.
ბაზარზე ძალაუფლება რას ნიშნავს? - ბიზნესის მხოლოდ ერთი ძალაუფლება ვიცი მე: მიაწოდოს ბაზარს თავის ყველა კონკურენტზე უკეთესი ხარისხის საქონელი. ხოლო თაღლითობის შემთხვევაში უნდა დაისაჯოს - ეს სისტემა კი ნამდვილად სახელმწიფომ უნდა გამართოს (ან კერძო არბიტრაჟების სისტემა უნდა შეიქმნას).
შეიძლება შეიცავს უზუსტობებს, მითუმეტეს თუ წამკითხველს არ უნდა იმის გაგება რას ვგულისხმობ. არასერიოზულ შეფასებაში რას გულისხმობ კიდე არ ვიცი, იქნებ იმას რომ სოციალიზმისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი დამღუპველად მიმაჩნია? |
Posted by: Kotola 18 Oct 2017, 13:03 | ||
ნიკა
ვიკიმაპიაზე გავასწორე და ნახე >>> http://wikimapia.org/#lang=ka&lat=41.722723&lon=44.717338&z=17&m=b |
Posted by: ნიკა 18 Oct 2017, 13:36 | ||
ამასობაში ვიღაცას უკვე გადაუკეთებია OSM-ზეც . * * * Accident
მაგის გამო ვიწვალე და გავხდი Level 6 local guide, მერე გამეხსნა მენიუს ეგ პუნქტი და იქ წერია რომ |
Posted by: Accident 18 Oct 2017, 13:56 | ||||
nforumi » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « * * * ნიკა
სად ვკვდებით |
Posted by: nforumi 18 Oct 2017, 14:28 | ||||||||||
Accident
ყოფილა ისტორიაში ფაქტები, როცა ყველა იძახდა შეუძლებელიაო, მაგრამ მერე გამოჩენილა ვიღაც, ვისაც გაუკეთებია. მთავარია გზა არ დაეკეტოს იმას.
'არ გამოვას' როცა ვწერ, ვგულისხმობ რომ ვერ მიიღება კარგი შედეგი. ანუ კარგი არ გამოვა.
უფლება ჩემს ხარჯზე? მე ხომ არავის ვუზღუდავ რამე უფლებას და რატომ? რაც შეეხება ჩარევას, ეს არ მიგულისხმია ცხადია. სასამართლოს არჩევს საქმეს ორ კერძო პირს შორის, როცა ერთმა შელახა მეორის უფლება ან დააზარალ რამენაირად. თუ ასე არ არის, მაშინ სახელმწიფო არ უნდა ჩაერიოს.
დავდივარ ფეხით რამდენიმე კმ-ის რადიუსში როცა მაქვს საქმე. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ უფრო ზუსტად ვსაზღვრავ დროს და მეტს ვასწრებ. იაროს სხვამაც ფეხით, თუ არ უნდა რომ გადაიხადოს.
მე მგონი ეს ფრაზაა მთავარი. ბაზარი რა თქმა უნდა არ არის სრულყოფილი, მაგრამ მასზე უკეთესი არაფერი მოუგონია ჯერ კაცობრიობას. (დემოკრატიის არ იყოს). გარიგებები კომპანიებს შორის ხდებოდა, ხდება და ყოველთვის მოხდება. მთავარია ახალ სუბიექტს არ უნდა შეეზღუდოს ბაზარზე შემოსვლა რამე იურიდიული ბარიერებით. |
Posted by: SabaGEO 18 Oct 2017, 14:43 |
JSB14BSJ http://gdgtbilisi.blogspot.cz/p/gdg.html მგონი ესე არიან, მაგრამ როგორც ვიცი სხვებიც ჰყავთ, რაღაც ინტერვიუები მაქვს წაკითხული ადრე |
Posted by: Accident 18 Oct 2017, 14:58 |
nforumi » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: vatman 18 Oct 2017, 15:03 |
nforumi Accident თქვენ ორივე დასავორნები ხართ რამხელა პოსტებს წერთ |
Posted by: Accident 18 Oct 2017, 15:18 |
vatman კაი გამახსენე, ჩავასპოილერებ თორემ ერთი საათი მოვუნდი ახალი პოსტის ნახვას ისე, კარგი იქნებოდა ფუნქცია show more / show less ჩამოშლა და აკეცვა რომ შეიძლებოდეს. |
Posted by: nforumi 18 Oct 2017, 15:22 | ||
vatman
მართალი ხარ მე მგონი, თემიდან ამოვვარდით ფაქტიურად. Accident შევთანხმდეთ იმაზე რომ ვერ ვთანხმდებით |
Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2017, 15:36 |
nforumi მეც მიპასუხე რა. მაინც როგორ წარმოგიდგენია, რომ გვირაბებში სხვადასხვა კომპანიის მატარებელმა იაროს? |
Posted by: ნიკა 18 Oct 2017, 15:58 | ||
vatman
არ თქვა ახლა ვკითხულობო |
Posted by: nforumi 18 Oct 2017, 16:17 | ||
ქაფქიანა
მაგისთვის ალბათ გადახდის სისტემის სხვაგვარად აწყობა გახდება საჭირო. სხვა მხრივ შეიძლება იყოს განრიგი, რომელ წუთზე რომელი იმოძრავებს. პირობების მოფიქრებაც შეიძლება ისეთის, რომ გაუმჯობესების მოტივაციას ქმნიდეს და არა პირიქით. იმედია არ ჩამითვლი რომ ეს ჩემი ჰიპოთეტური მოსაზრება (რაც უცბად თავში მომივიდა) მიმაჩნია ერთადერთ გამოსავლად. გამოსავალი შეიძლება სულ სხვაგან აღმოჩნდეს და სულ სხვანაირი ფორმით. ადვილი რომ ყოფილიყო მოძებნა, რა გვიჭირდა მაშინ. |
Posted by: Snow93 18 Oct 2017, 16:18 | ||
რას ვიზამთ...ზოგი წლები დასდევს ვაგონს და ზოგს ვაგონი მოსდევს აქეთ |
Posted by: vatman 18 Oct 2017, 16:49 | ||||
ნიკა
ბოლოს მეზარებოდა და ვსქროლავდი Accident
სპოილერი თუ არ მერჩივნოს მაგას თემას რო არ გადავუხვიოთ, ის ახალი მატარებლები ხაზზე გამოჩნდა უკვე, პრეზენტაციის გარდა? |
Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2017, 17:07 | ||||
nforumi
გადახდას თავი გაანებე, სანამ გადახდამდე მივალთ, სხვადასხვა კომპანიის მატარებლებმა ერთ გვირაბში როგორ უნდა იმოძრაონ? თუკი დავუშვათ და როგორღაც გაჭირვებით მოახერხე და კომუნიკაციებით დახუნძლე გვირაბი, დამატებითი ლიანდაგის დაგებას სად აპირებ, გვირაბის კედლებზე თუ ჭერზე? თუკი მატარებლებმა ერთი და იგივე ლიანდაგზე უნდა იმოძრაონ, კომპანიების აზრი? რით დაურეგულირებ მგზავრებს, რომელი კომპანიის მატარებელში ჩასხდნენ? როგორ უნდა გაიყოს ამ სხვადასხვა კომპანიებმა ერთი და იგივე გვირაბები, სადგურები, საესკალატორო შახტები, დეპო, კომუნიკაციები, სათადარიგო-სარემონტო ნაწილები და კიდევ ათასი რამ? რა უნდა იყოს ის, რაც ამ სხვადასხვა კომპანიების მომსახურების მიწოდებებს შორის კონკურენციის საფუძველს წარმოშობს? რომელ წუთზე რომელი მოვაო ამბობ. დავუშვათ, მე მგზავრი ვარ და ბაქანზე შემოდის არაჩემი კომპანიის მატარებელი, რას მთავაზობ, როგორ მოვიქცე? გავატარო? თუ არ გავატარე და ჩავჯექი, მაშინ გამოდის ერთმა კომპანიამ მეორეს სარგებელი წაართვა? მაშინ რისთვის არსებობენ ეს კომპანიები? ან პირიქით, მგზავრმა საფასური ერთ კომპანიას გადაუხადა და მომსახურება მეორესგან მიიღო? იმხელა აბსურდს წერ, რომ მიჭირს კიდეც სერიოზულად მსჯელობა.
არანაირი გამოსავალი არ სჭირდება. არსებობს ბუნებრივი მონოპოლიის ცნება. მეტრო არის ბუნებრივი მონოპოლია. ბუნებრივ მონოპოლიას 2010 წელს ვასწავლიდი სკოლაში, როდესაც მასწავლებელი ვიყავი. და როდესაც ბუნებრივ მონოპოლიაზე მიდგება საქმე, ნებისმიერ საქმეში ბუნებრივი მონოპოლისტი ა პრიორი სჯობია, რომ სახელმწიფო იყოს და არა კერძო ბიზნესი, რომელსაც ფინანსური მოგების გარდა, სხვა არაფერი აინტერესებს. |
Posted by: gig@@@ 18 Oct 2017, 17:25 | ||||
Van10Persie რა კითხვებს სვამ ? რათქმაუნდა პირდაპირ წახვალ მატარებლის შეცვლის გარეშე, აღარაა დელისი ბოლო გაჩერება ეხლა ბოლო გაჩერება სახელმწიფო უნივერსიტეტია ხოლო ადრე იმიტომ იყო დელისი ვაჟა მატარებლის მოძრაობა ცალმხრივი რომ ვაჟა ფშაველას არ აქვს მატარებლის მოსაბრუნებელი ჩიხი ვაჟას სადგურში პროექტში არ იყო გათვალისწინებელი მოსაბრუნებელი ჩიხის აშენება მხოლოდ დელისზე ჰქონდა მოსაბრუნებელი ჩიხი. პროექტის გეგმით ვაჟა და უნივერსიტეტის სადგურები ერთდროულად უნდა გახსნილიყო და პროექტით უნივერსიტეტის სადგურს ჰქონდა მოსაბრუნებელი ჩიხი ასე რომ დელისზე აღარ მოგიწევს მატარებლის შეცვლა პირდაპირ წახვალ ვაჟა ფშაველაზე და უნივერსიტეტზე.
ამფერი არაფერი გამიგია რას არ მოჩმახავენ ამ ფორუმზე |
Posted by: ნიკა 18 Oct 2017, 18:31 |
ვიმგზავრე რავი მე ყველაფერი მომეწონა. განსაკუთრებით ჩუმი რელსები. მაგის მერე ვაჟა-დელისი გადასარბენის პირველი ნაწილი მაგარი ხმაურიანი მომეჩვენა. ნუ ის გოგონაც შემეცოდა ესკალატორთან რომ ზის. |
Posted by: polaris 18 Oct 2017, 19:01 | ||
nforumi
აი ვკითხულობ და ვერ ვხვდები შენ რა გინდა. ყველაზე მეტად მგონია, რომ მეტროს დახურვა გინდა. ერთი ის მიხარია, რომ სავარაუდოდ არანაირი ზემოქმედების ბერკეტი არ გაქვს არაფერზე, მეორეს მხრივ, მზარავს იმის წარმოდგენა, რომ შენნაირად მოფიქრალ ადამიან, ან თუნდაც შენ, ოდესმე შეიძლება აღმოგაჩნდეს ეს ბერკეტი. რომ გაანადგურებ მეტროს, პასუხს რითი აგებ? აი მე მზად ვარ საჯაროდ დამხვრიტონ, თუ შენი იდეების გატარება მეტროს არ დახურავს. ასევე სურვილი, მაქვს, შენ დაგხვრიტონ, თუ შენი იდეების შედეგად მეტრო დაიხურება. |
Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2017, 19:03 | ||
polaris
აი ზუსტად რა. ჩემი სათქმელი ჩამოაყალიბე. |
Posted by: polaris 18 Oct 2017, 19:15 | ||||||||
ფუნდამენტურად არ გეთანხმები. თუ სხვისი ხარჯით მომსახეურება/საქონლის მიღების ალტერნატივა არის საერთოდ ამ მომსახურება/საქონლის გაქრობა, ამას უსიტყვოდ მირჩევნია ვინმე იღებდეს საქონელს ან მომსახურებას სხვის ხარჯზე. მოდი, 2008-ში ყველას დავეტოვებინეთ რუსეთის წინააღმდეგ, არც სხვა ქვეყნებს აეღოთ ვალდებულება ჩვენზე, არც საერთაშორისო ორგანიზაციებს, არც ჯარისკაცებს - ყველს თავსი თავის გადარჩენისთვის ცალ-ცალკე ებრძოლა. შენ კი დაგეფიანსებინა კერძო ჯარისკაცები. იქნებ მეც არ მინდოდა ის ჯარისკაცი რომ მომკვდარიყო იმისთვის, რომ შენ აქ შენი აზქრის გამოთქმის საშუალება გქონდეს? რატომ შენ არ მოკვდი?
რ ა ტ ო მ ? რ ა ტ ო მ არის საჭირო? არგუმენტი. ამ მე სულ არ ვხედავ მაგ მიმართულებით ფიქრის საჭიროებას. ხარჯების შემცირებისთვის, მომსახურების ხარისხის შენარჩუნების იმპერატივის პირობებში - რა თქმა უნდა აუცილებელია მუშაობა.
ანუ მეტროს მოგება შეუძლია მოიტანოს მხოლოდ ყავის მწრუპავი თანამშრომლების გათავისუფლების შემდეგ? ასე ფიქრობ? თუ ვენტილატორების და სადგურების დახურვაც შედის შენი ოპტიმიზაციის სქემაში?
კარგი, გავედი. ერთხელ მომიყვეს, ლეგენდა მგონია, მაგრამ მომწონს მაინც. შოკური თერაპიის ბუმი რომ იყო შევარდნაძესთან შესულა ერთ-ერთი უცხოელი კონსულტანტი და მეტრო დავხუროთ, რენტაბელური მაინც ვერ იქნებაო. შევარდნაძეს გაუგდია კაბინეტიდან არა, ქვეყნიდან. ლეგენდაა მაგრამ მომწონს. მე ვცემდი საერთოდ, არგუმენტები არა იხვი. თქვენ ჩაგატარებინებთ ექსპერიმენტებს მეტროზე ზუსტად. |
Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2017, 19:29 | ||||||
polaris
+1
ჰო, სხვადასხვა კომპანიები იყო პიკი ამ აბსურდის. მეც ეგ მომხვდა თვალში. nforumi
სახელმწიფო მომსახურება ასეა. შენ იხდი და შენი გადახდილიდან სარგებელს სხვა იღებს. ზუსტადაც. საიდან პენსია მოხუცებს? საიდან უპატრონო ბავშვთა სახლები? უფასო სასწრაფო საიდან? ჰაერიდან მოდის? ხელფასის ის 20%, რაც სახელმწიფო გახევს ეგაა, აბა მაშ როგორ გინდა? გარდაუვალი აუცილებლობაა სახელმწიფომ თანხა რომ აგახიოს შენ იმაში, რომ სხვა იყოს კარგად. საბოლოო ჯამში, საერთო კეთილდღეობა და სტაბილურობა სწორედ ასე მიიღწევა. ეს არის აუცილებელი ბოროტება, რომელიც საბოლოო ჯამში სიკეთის მომტანია. ის კი არ უნდა აპროტესტო სახელმწიფო რატომ მახევსო, არამედ ის, რომ ის რაც აგახიეს, სამართლიანად და ეფექტურად განაწილდეს და ვინმე ღორი თავგასიებული ჩინოვნიკის ჯიბეში არ დაილექოს. ადამიანი სოციალური არსებაა. ერთმანეთზე ზრუნვა და დახმარება ჩვენს გენებში ღრმად ძევს. სწორედ ამან შექმნა ცივილიზაცია. თორემ კვლავ გამოქვაბულში ვისხდებოდით. არ გინდა და დაბრუნდი გამოქვაბულში, კი არავინ გაკავებს. მოდი პენსიონერები დავხოცოთ და უპატრონო ბავშვებიც მოვკლათ. აბა რატომ უნდა იღებდეს ვინმე მომსახურებას სხვის ხარჯზე? სერიოზულად ვერ ხარ აი. |
Posted by: Accident 18 Oct 2017, 20:14 | ||||||
ნიკა
ეგ ყოველთვის ძალიან ხმაურიანი იყო და ძაგძაგებდა კიდეც, მორყეული იყო. მაგრამ მაგას იმით ვხსნიდი, რომ უნივერსიტეტისკენ, აღარ იყო დამაგრებული.
და რა ჭირს მაგას, ყველას რატომ გეცოდებათ? მგონი მეათედ ვკითხულობ უკვე. ვინ გოგოა? polaris
არა, უბრალოდ მოწონს თეორია ველური კაპიტალიზმის შესახებ - სადაც თავისუფლებით და მინიმალური ჩარევით, არბიტრაჟის სახით, მაქსიმალური ეფექტი მიიღება. დაახლოებით როგორც მარქსს და ენგელსს სჯეროდათ, სოციალიზმის. პრობლემა ისაა, რომ ეგ ყველაფერი თეორიაა, რეალობაში ვერც ერთი იარსებებს და ვერც მეორე, განსაკუთრებით საყოველთაო სახით. მაქსიმუმ, კონკრეტულ სფეროებში, კონკრეტულ პირობებსა და დროის შეზღუდულ მონაკვეთში. იმედია ოდესმე გააცნობიერებს, რომ მასეთი მიდგომა არაა გამოსავალი, მსოფლიოში უკვე გაცნობიერებული აქვთ, და არ მგონია რომ მთავრობაში, ვინც არ უნდა მოვიდეს, მასეთი გადაწყვეტილების ხელაღებით მიღება შეძლოს. |
Posted by: ნიკა 18 Oct 2017, 20:23 | ||
Accident
ესკალატორის ქვედა ბოლოში მორიგეა. სხვა სადგურებზე მანდ ჯიხური დგას და აქ არაა. მგონი თავიდან საერთოდ ფეხზე იდგა. ახლა სკამი მაინც მისცეს. |
Posted by: gabro777 18 Oct 2017, 21:10 |
ორი დღეა რეგულარულად დავიდავარ ახალ სადგურში, როგორც ვაჟადან ისევე ვაჟასკენ ყველაჯერ ესეთი რამ შევამჩინიე, როცა ვაჟადან მიდიხარ, მატარაბელი ბოლოსკენ ძალიან ანელებს სვლას, ხოლო როცა ვაჟასკენ მიდიხარ მატარებელი თავიდანვე ძალიან ნელა მიდის ხოდა რა მაფიაა თქვენ გეცოდინებათ ეს პ.ს. ის გოგო მეც მეცოდება |
Posted by: JSB14BSJ 18 Oct 2017, 21:39 | ||
ნიკა
კაი ხანია, გადაკეთებულია. ერთი გუგლს ვერ ავუხსენი, რო გადააკეთოს. |
Posted by: SabaGEO 18 Oct 2017, 21:44 | ||||
ვინ გოგოზე ამბობთ ყველა მითხარით
ა გასაგებია |
Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2017, 21:53 |
პეტიცია შევადგინოთ, რომ იმ გოგოს ჯიხური დაუდგან. ###ები, იდგნენ ფეხზე აბა თვითონ. |
Posted by: Kublicha 18 Oct 2017, 22:31 | ||
იმსახურებს მისი ღიმილი კომფორტულ სამუშაო ადგილს, თუნდაც ეს იყოს 1 კვადრატული მეტრი. ეტყობა, რომელიღაც თანამდებობის პირმა, რომელიც მძღოლმა მანქანით მიიყვანა მაგ სადგურთან ან შეიძლება არც ყოფილა საერთოდ და საკუთარ კაბინეტში დასძინა რომ ჯიხური თანამედროვე დიზაინს დაამახინჯებდა და ამიტომ გადაწყდა რომ არ დაუდგან |
Posted by: Basiani1202 18 Oct 2017, 22:32 |
"ჩორტი" შემოაგდეთ, გოგო რომელიც გეცოდებათ ხვალ მეტროთი წავალ სამსახურში. რომელ სადგურზეა? |
Posted by: nforumi 18 Oct 2017, 23:03 | ||
ქაფქიანა ქაფქიანა polaris
უკვე დასახვრეტიც აღმოვჩნდი? მე არსად დამიწერია რომ მეტრო უნდა დაიხუროს მეთქი, არც ის დამიწერია გინდა თუ არა ასე გავაკეთოთ როგორც მე ვამბობ თქო. მე ვამბობ, დავფიქრდეთ, იქნებ სისტემის უკეთესად მოწყობა შეიძლება თქო. დავფიქრდეთ მეთქი, დავფიქრდეთ! ვისაც ფიქრი არ უნდა, მე ვერაფერს ვაიძულებ. ასეთ ხალხს რეცეპტები უნდა მზა და ეგერ იძლევიან კიდეც საარჩევნო აგიტაციისას, უსმინეთ, არაფერი გამოგრჩეთ. |
Posted by: Kublicha 18 Oct 2017, 23:36 |
რა სოციალიზმი და კაპიტალიზმი აგიტყდათ ამ თაფლობის კვირაში. ("უნივერსიტეტს" ვგულისხმობ) გაიასათაც კი არ გახსიან ახალ სადგურს, მაგაზე ვილაპარაკოთ. |
Posted by: ქაფქიანა 18 Oct 2017, 23:40 | ||||||||
nforumi
რასაც წერ, სრული სიგიჟეა. მხოლოდ დახურვა კი არა, შენი ნაწერი მეტროს სრულ გაპარტახებას ნიშნავს.
კიდევ კარგი, რომ შენ არ გაქვს ამის საშუალება.
დაფიქრდი რამდენიც გინდა და შენს სახლში ატარე აბსურდული და უაზრო ექსპერიმენტები. მეტროს გაეშვი.
პოლიტიკა შემოგაქვს და აქ მსგავს პროვოკაციებზე ბანია ეს ერთი და მეორეც, წინა გვერდზე შენს აბსურდზე ჩემს კომენტარზე (მეტროში სხვადასხვა კომპანიის მატარებლების მიმოსვლის ფიზიკურ ასპექტებზე) რატომ არაფერს მპასუხობ? |
Posted by: nforumi 18 Oct 2017, 23:53 | ||
ქაფქიანა
რაზე ველაპარაკო ადამიანს, რომელიც დასახვრეტად მიმეტებს ასე იოლად? თან ვინ, ქაფქიანა, რომელსაც რამდენი ხანია ვიცნობ და უამრავი საინტერესო დიალოგი მქონია... |
Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2017, 00:18 | ||
nforumi თბილისის მეტროპოლიტენს სრულიად აპარტახებ წაბშეუხრელად, თავად არ იცი რა გინდა და რას მოედები აბდა-უბდა, ,,ლიშ ბი" რამე შეცვალო და კიდევ რაზე უნდა მელაპარაკო, აქეთ კითხულობ? რაზე უნდა მელაპარაკო და იმ სრულიად უაზრო დომხალზე, რაც სხვადასხვა კომპანიების მიმოსვლაზე დაახეთქე მეტროში, რისი ფიზიკური ასპექტების აბსურდი ჩამოგითვალე, შენ კი არც ადრე მიპასუხე და არც ახლა მპასუხობ და თავს არიდებ შეკითხვას. ბოლო დონის სიკრეტინე რომ დაახეთქე და ვითომც აქ არაფერიაო. შენი იდეები მეტროს სრულ პარლიზებას გამოიწვევს და ამხელა სტრუქტურის პარალიზება უკეთეს შემთხვევაში საბოტაჟია, უარეს შემთხვევაში მტრის დივერსია. ჰოდა, ორივე დახვრეტით ისჯება ზოგადად.
ზუსტად, ზუსტად. ნფორუმი, რომელიც მეცგანში ასეთი საღი გონებით გამოირჩეოდა და ნფორუმი, რომელიც რბილად რომ ვთქვათ, ბოლო დონის იდიოტიზმს ახეთქებს მეტროს თემაში (ვინმე პარანოიკი კი იეჭვებდა, რომ მტრის აგენტი ხარ). საერთოდ შენ ხარ? რა დაგემართა? ნიკი გაგიტეხეს? |
Posted by: nforumi 19 Oct 2017, 00:39 | ||
ქაფქიანა
თუ მართლა გახსოვარ, მაშინ იქნებ ცოტა ხანს დაფიქრებულიყავი რატომ ვწერ ისე როგორც ვწერ? სისულელე იყოს თუ გინდა რაც დავწერე, რა, ჩაქუჩით მოვედი და მეტროს ვამტვრევ? როცა ადამიანს მდგომარეობის გაუმჯობესება უნდა, ის ფიქრობს როგორაა ეს შესაძლებელი. ამ ფიქრისას შეიძლება შეეშალოს, იქნებ იდიოტიზმიც სწორად მოეჩვენოს (თუ მართლა იდიოტიზმია), მაგრამ მერე რა, ამისთვის უნდა დასახვრეტად გაიმეტო? რამდენი სისულელე წამიკითხავს აქ, მაგრამ არასოდეს დამიშვია რომ ის ადამიანი უნდა დაიხვრიტოს, იდეაშიც კი! დახვრეტა, არ გესმით ეს რას ნიშნავს ნუთუ? ტოტალიტარული აზროვნების პროდუქტია დახვრეტის მოთხოვნა. და ამის მერე გიკვირს, რატომ არ მპასუხობ რაღაც კითხვებზეო. |
Posted by: Accident 19 Oct 2017, 07:49 | ||||
ხო, გასაგებია. ასე დიდხანს გაჩერება, მართლაც რთულია. მაგრამ, ჯიხურის გარეშე რა აზრი აქვს ყოფნას, ხომ უნდა გადასცეს ზემოთ ინფორმაცია, ან შენიშვნა მისცეს მიკროფონით მგზავრს. თუმცა, წესით ერთი გოგო არ იქნება, უნდა ენაცვლებოდენენ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, ზემოთაც ფეხზე აყენებენ, სადაც ჯიხურია
არადა ვარკეთილში დადგეს ახალი, რომელიც ამ სადგურის ესკალატორს უფრო შეესაბამება დიზაინში. |
Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2017, 10:01 | ||||||||||||
nforumi
მეც ეგ მაინტერესებს სწორედ. რა გეტაკა მართლა?
ეგ შენი იდეები ამტვრევს. ამტვრევს კი არა, აცამტვერებს.
ჰო მართლა იდიოტიზმია, სრული, უკიდეგანო და აბსურდული იდიოტიზმი. (ჯერ მარტო მეტროში სხვადასხვა კომპანიების ოპერირება რად ღირს). ჰოდა რომ გეუბნებიან, რომ იდიოტიზმია შენი ნაწერი, უნდა გაიგო და გაჩერდე. რქით შენის გატანას კი არ უნდა მიაწვე.
მერე ის, რომ მილიონ ასიათასიან ქალაქში მომუშავე მეტროს რომ გააჩერებ და სატრანსპორტო კოლაფსს შექმნი, დახვრეტაც ცოტაა.
ისევ პოლიტიკა შემოგაქვს. ამაზე ბანია უკვე გითხარი და მერე მეორეც, ლიბერალური დემოკრატიის ფლაგმანში - აშშ ელექტროსკამია. რავი, თუ ელექტროსკამი გირჩევნია დახვრეტას, შენი ნებაა. და რომ არ აგცდებოდა აშშ-ში ელექტროსკამი ამხელა ამსშტაბური დივერსიისთვის, ეჭვიც არ შეგეპაროს. მერე გეძახა ამერიკელებისთვის, თქვე ტოტალიტარული აზროვნების პროდუქტებოო. შენ თვითონ როგორ მოექცეოდი მას, ვინც მეტროს გააჩერებდა? რა განწყობა გექნებოდა მის მიმართ? ჩემი თუ არ მოგწონს, შენი დაწერე.
საერთოდ არ მიკვირს. არ მპასუხობ კი არა, ვერ მპასუხობ, რადგან ჩემს კითხვებზე არაფერი გაქვს საპასუხო, იმხელა აბსურდი და უაზრობა დაახეთქე. მეტროში უამრავი რამ არის გასაუმჯობესებელი, შენ კი ამისთვის ყველაზე უარესი გზა მონახე - ჰოპ და კერძო ბიზნესი. შენი თავი გგონია ყველაზე ჭკვიანი, შენამდე სხვებმა ვერ მოიფიქრეს ეგ, როგორ გგონია? გაჩერდი მაინცაა და ჯიუტად შენსას ნუღარ აწვები რა. შეგრცხვეს რა. |
Posted by: nforumi 19 Oct 2017, 10:23 | ||||
ქაფქიანა
მე არაფერი მომინახავს, უბრალოდ ვთქვი, იქნებ ამ მიმართულებით ღირს ფიქრი თქო. შენ კიდე:
მადლობა ბატონო. |
Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2017, 10:27 | ||||
nforumi
არ ღირს.
არაფერს. მილიონ ასიათასიან ქალაქს სატრანსპორტო კოლაფსს რომ უქმნი და სამხედრო-ავარიულ თავშესაფარს რომ ანადგურებ, ყვავილები გეკუთვნის გგონია? |
Posted by: giomelqa12 19 Oct 2017, 10:44 | ||
|
Posted by: nforumi 19 Oct 2017, 11:12 | ||
ქაფქიანა
ჩემო ქაფქიანა, მოდი დავამთავროთ. მე ვიცოდი რომ აზრის გამოთქმისთვის ჩრდილოეთ კორეაში იყო დახვრეტა. რახან აქაც ასეა, გავითვალისწინებ, შევეცდები. |
Posted by: kavkasionsky 19 Oct 2017, 11:58 |
მუნიციპალური ტრანსპორტის პრივატიზება და სრული დერეგულაცია ტეტჩერმა გააკეთა და დღემდე იმკის მაგას ინგლისი. კორბინიც ზუსტად მაგაზე აპელირებს და უნდა პირვანდელ მდგომარეობას დაუბრუნდეს. ძალიან გააღრმავა სატრანსპორტო კრიზისი მაგ ნაბიჯმა და იმედია ჩვენც არ გადავდგამთ. ბოდიში თუ ვინმეს უწერია ეს. დღეს შემოვიხედე და მხოლოდ ბოლო გვერდის დისკუსიას გადავავლე თვალი. |
Posted by: polaris 19 Oct 2017, 11:58 | ||
nforumi
აზრის გამოთქმისთვის არ დამიწერია, მე დავწერე: თუ შენ აცნობიერებ პასუხისმგებლობას და იმ შედეგების მასშტაბს, რაც შენი იდეების პრაქტიკულად გატარებას მოყვება, თუ ხარ მზად ჰიპოთეტურად რომ სრულად აგო პასუხი თუ შენი იდეების განხორციელების შედეგად მეტრო დაიხუროსო. თუ არ ხარ ამ პასუხისმგებლობის ამღები და მეტროს სათამაშოდ და საექსპერიმენტო პოლიგონად მიიჩნევ და არ გაამართლა და დიდი ამბავიო, ამბობ, მაშინ დახვრეტის არა, მაგრამ მინიმუმ იმის ღირსი ხარ რომ დისკუსიაში შენთან ჩართვის ღირსად არ ჩაითვალო. თუ გესმის, არგამართლების შემთხვევაში რამხელა დანაშაული გექნებოდა ჩადენილი და მაინც ჯიუტად იგივეს ამტკიცებ, ან ფანატიკოსი ხარ, ან რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე ჭკვიანი. თუმცა აგერ ქაფქიანამ დაწერა რომ სხვა სფეროში სულაც არ ყოფილხარ ასეთი, ქაფქიანას დახასიათებას კი ვენდობი (თუ ეს მეტროში თბომავალს არ ეხება), ასე რომ უბრალოდ უპასუხისმგებლო და ფანატიკოსი გამოდიხარ. უპასუხსმგებლო ადამიანები კი, რომელთაც მთელი სფეროები დაღუპეს და პასუხი არ აგეს, მემეტებიან დასახვრეტად. მათ ათასობით და მილიონობით ადამიანის ცხოვრება გააუარესეს. თორემ იდეების გამო არავინ არის დახვრეტის ღირსი. უბრალოდ რაღაც პასუხისმგებლობა უნდა იგრძნო. იდეები მეც მაქვს, რომელიც ასეულ ათასობით ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრბაზე იქონიებს ხეგავლენას და გარკვეულ ექსპერიმენტს წარმოადგენს - მაგალითად ავტობუსების მარშრუტების დამოკლებით და მეტრომდე მიმყვანებად გადაკეთებთ დუბლირების თავიდან არიდება და მეტროში მგზავრების გადაყვანის გზით მგზავრობის დროის და გამონაბოლქვის შემცირება, ასევე ავტობსების არსებული რაოდენობის უფრო ეფექტიანად (ჰო, კარგი ვურევ ეფექტურს და ეფექტიანს ზოგჯერ, თორემ სხვაობა მეც ვიცი) გამოყენება. ექსპერიმენტია, უამრავ ადამიანს შეეხება. პასუხისმგებლობას ვიღებ. მაგრამ დასახვრეტი არ ვარ, რადგან 1) რასაც გავაკეთებდი, ეს მარტო ჩემი მოსაზრება არაა და სხვაგანაც გაკეთებლა და სხვებთანაც განმიხილავს, მათ შორის ტრანსპორტის სპეციალისტებთან და რა თქმა უნდა, კრიტიკაც მომისმენია, მაგრამ ისე არ იყო რომ ყველას ერთხმად ემტკიცა რა სისულელეა და მე ჯიუტად მოდი ვცადოთო. აქვს ამას თავისი მინუსებიც და ესეც მესმის და რაც მთავარია 2) წარუმატებლობის შემთხვევაში უმტკივნეულოდ შეიძლება სიტუაციის როგორც მინიმუმ რევერსირება. აი მეტროში რომ ვაპირებდე ამ მასშტაბის ექსპერიმენტს, რომელსაც მნიმუმ რამდენიმე თვე (სანამ ხელისუფლება მიხვდება, თ მიხვდა, ინვესტორს გააგდებს, გამოისყიდის უკნა ჩცვენი ფულით ათმაგი ფასით, დახურულ სადგურებს გახსნის, ჩამოწერილი და ჯართად გაყიდული მატარებლების და ვენტილატორების ნაცვლად აალ იყიდის და ა.შ., თუ საერთო შეძლო სიტუაცის რევერსირება) და ამის შემდეგ უხერხულად გავღიმო და ჰო კაი შეცდომა ვი არ მოსდისო, ვიქნებოდი დახვრეტის ღირსი. |
Posted by: ნიკა 19 Oct 2017, 12:04 | ||
Accident
მე რომ გავიარე რაცია ეჭირა ხელში. გარდა ამისა თვითონ ესკალატორზე ხოა ექსტრემალური გაჩერების ღილაკები მგონი (თუ არ ვცდები ფოტოებზეც ჩანს რაღაც გადასართავებივით). |
Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2017, 12:05 | ||||
nforumi
აზრის გამოთქმა სხვა რაღაცაა, რასაც შენ აკეთებ ბოლო გვერდებზე, არის სიჯიუტე, სხვა არაფერი. ის აზრი, რასაც შენ გამოხატავ, არის საბოტაჟი და დივერსია. მაგაზე ჩრდილოეთ კორეაში დახვრეტაა, ამერიკაში ელექტროსკამი, საქართველოში სამუდამო პატიმრობა. რომელიც გენებოს. polaris
მდა... |
Posted by: Mick-el-Angelo 19 Oct 2017, 12:35 | ||
polaris
აუუ, ეს არ ქნათ. მარშრუტკების მოხსნის შემდეგ (მე მგონი ესაა ამოცანა #1), მეტროს 1 ხაზი უნდა აქციოთ ერთადერთ მაგისტრალურ ტრანსპორტად ქალაქში, თუ რას შვრებით? Accident-იც მსგავს რამეს ამბობდა და არ იქნება მაგი სწორი, ტრამვაის არსებობის პირობითაც. მაგისტრალური საავტობუსო მარშრუტების კარგად დამუშავებული სქემაც საჭიროა. დამიჯერეთ მარშრუტკების გაქრობაცაა საკმარისი, ქალაქმა რომ ამოისუნთქოს. წესიერ ავტობუსში, მით უმეტეს გაზზე თუ იმუშავებს, ცუდს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ P.S ბოლო დროს, ავტობუსების თემაზე ძაან ჩაციკლული ვარ, მაპატიეთ უბრალოდ ნორმალური ტრანსპორტის არარსებობა ამ ქალაქში უკვე ნამეტანი ყელშია |
Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2017, 12:47 |
Mick-el-Angelo მე ვაფშე მარშუტკამ და ავტობუსმაც ნახუი მინდა ქნან ამ ქალაქიდან. დონე 1 - მეტრო, დონე 2- ტრამვაი, დონე 3 - ტროლეიბუსი და მორჩა. ელექტროენერგია ჩვენი გვაქვს და საწვავში მაინც არ გადავყრით ფულს. ეკოლოგიური მდგომარეობაც გაუმჯობესდება. გაიზრდება ერთჯერადად მგზავრთა გადაყვანის რაოდენობის მაჩვენებელიც. |
Posted by: Mick-el-Angelo 19 Oct 2017, 13:16 | ||
ქაფქიანა
ტროლეიბუსი ყველგან წარსულშია უკვე, ჩვენ დავიწყოთ აღორძინება? მეტროა დიდი ქალაქის მთავარი არტერია, თუმცა ჩვენთან არარეალურია მისი განვითარება. თბილისის მეტრო სრულყოფილი N1 თუნდაც მაგიტო ვერ იქნება - ქალაქის ნახევარსაც ვერ ფარავს. ტრამვაიც ისე რა ალტერნატივაა.. რამდენიმე პატარა, ევროპული ტიპის კომპაქტურ ქალაქს თუ არ ჩავთვლით, არსად ასრულებს მთავარი მაგისტრალური ტრანსპორტის როლს (ისე, ყველგან მეტროა მაინც). |
Posted by: Accident 19 Oct 2017, 13:38 | ||||||
Mick-el-Angelo
ნომერი 1 ამოცანა არის სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება. მარშრუტკების ბედი რანაირადაა მთავარი ამოცანა? მოცემულობა: ქალაქში ხალხი მოძრაობს შემდეგნაირად: 1. დილით სახლებიდან გამოდიან და მიდიან ამ უბანში გამავალ მაგისტრალურ ქუჩამდე. 2. ამ მაგისტრალური ქუჩებით მიემართებიან ქალაქის აქტიურ საქმიან/საგანმანათლებლო/გასართობ/ტურისტულ ცენტრში. 3. გადაადგილდებიან ქალაქის აქტიური ცენტრში არსებულ მაგისტრალურ ქუჩებზე. 4. ცენტრიდან მაგისტრალური ქუჩებით ბრუნდებიან უბანში. 5. უბნის მაგისტრალური ქუჩიდან ბრუნდებიან სახლებში. დასკვნა: 1 ყველაზე ცოტა ადამიანი, გადაადგილდება სახლიდან უბნის მაგისტრალურ ქუჩამდე. 2. უბნის მაგისტრალურ ქუჩებზე, უკვე იმატებს რაოდენობა, რადგან აქ თავს იყრის უბნის სახლებიდან გამოსული ყველა მაცხოვრებელი. 3. უბნებიდან მაგისტრალური ქუჩებით ცენტრისკენ, კიდევ უფრო იმატებს რაოდენობა, რადგან აქ თავს იყრის, სხვადასხვა უბნებიდან წამოსული ხალხი. 4. ცენტრში პიკს აღწევს ხალხის რაოდენობა, რადგან აქ მოძრაობს, ყველა უბიდან და ყველა მაგისტრალიდან მოსული ხალხი. გადაწყვეტა: 1. სახლებიდან უბნის მაგისტრალურ ქუჩებამდე უნდა დაინიშნოს მცირე მგავრთბრუნვის ტრანსპორტი, როგორიცაა ავტობუსი/ტროლეიბუსი/ელექტრობუსი (დღევანდელ პირობებში მიკროავტობუსიც), ხოლო რელიეფის პროლემებიდან გამომდინარე, საბაგირო. 2. მაგისტრალური ქუჩებიდან ცენტრისკენ, უნდა გაიაროს მაგისტრალურმა, მაღალიმგზავრთბრუვნის და მაღალიტევადობის ტრანსპორტმა. ესენია: I - მეტრო, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მაგისტრალურ ქუჩებზე დატვირთვის არიდებით, უბნიდან უბანში დიდი რაოდენობის ხალხის სწრაფად გადაყვანა, რელიეფის პრობლემებისა და შენობების აცილებით. II - ტრამვაი, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მაგისტრალური ქუჩების გამოყენებით, უბნიდან უბანში დიდი რაოდენობის ხალხის სწრაფად გადაყვანა, იქ სადაც მეტრო ვერ გვექნება. III - ტევადი ავტობუსები, რომლითაც შესაძლებელი იქნება, მაგისტრალურ ქუჩების გამოყენებით, ხალხის გადაადგილება უბნიდან უბანში, იქ სადაც მეტრო და ტრამვაი ვერ გვექნება. (საუბარია ე.წ. "ჩქარ ავტობუსებზე", ანუ შორეულ მარშრუტებსა და BRT სისტემაზე) 3. და არსებული საავტობუსი ქსელი, დღეს რაც გვაქვს - მაგისტრალურ ქუჩებზე, ყოველ 100-200 მეტრში გაჩერებებით, რომელიც მოემსახურება უშუალოდ მაგისტრალურ ქუჩაზე გადაადგილების მსურველებს და არა უბნიდან უბანში წამსვლელებს. შედეგი: 1. მოხდება ტრანსპორტის სახეობების ეფექტიანი და ეკონომიური გამოყენება. იქ სადაც ცოტა ხალხი მოძრაობს, ანუ სახლებიდან ცენტრალურ ქუჩებამდე, ივლის მცირე ზომის ტრანსპორტი. ხოლო იქ სადაც, დიდი რაოდენობის ხალხი გადაადგილება, ივლის დიდი ტევადობის და მგზავრთბრუნვის ტრანსპორტი. რაც ნიშნავს, რომ დიდი რაოდენობის ხალხის გადასაყვანად, არ იქნება კოლოსალური რაოდენობის მარშრუტკების და ავტობუსების გზაზე გაშვების საჭიროება. 2. მოხდება ხალხის დანაწილება, მარშრუტის სიგრძის მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ვინც უბნიდან უბანში მიდის, ის აღარ გამოიყენებს მაგისტრალურ ქუჩაზე მოძრავ ავტობუსს, უბნიდან უბანში წასასვლელად, რომელიც ყოველ 100 მეტრში აჩერებს. არამედ ჩაჯდება ან ტრამვაიში, ან BRT/ჩქარ ავტობუსებში, ან მეტროში. ხოლო, ის ვისაც, უბნის ერთი ბოლოდან მეორეში წასვლა უნდა, აღარ გაიჭყლიტება იმ ხალხის გამო, ვინც შორს მიდის და ძინავს ავტობუსში. აღარც, 30-მდე სამარშრუტო ხაზის გატარება იქნება საჭირო, ერთ ქუჩაზე.
აგერ, 2013 წლის ანგარიშიდან აღებული სტატისტიკური მონაცემები http://ttc.com.ge/files/pdf/2013%20annual%20report/Report-Geo2013.pdf შედარება, მეტროს და ავტობუსის ხაზის სიგრძე მეტრო - 27 კილომეტრი ავტობუსები - 2200 კილომეტრი გადაყვანილი მგზავრები მეტრო წელიწადში - 96 მილიონი ავტობუსი წელიწადში - 105 მილიონი გადაყვანის სიჩქარე მეტრო - 33,2 კმ/სთ ავტობუსი - 15.4 კმ/სთ რაოდენობა მეტრო - 155 ვაგონი ავტობუსი - 675 ხაზების რაოდენობა მეტრო - 2 ავტობუსი - 100+ ზუსტად არ წერია ანუ, მეტროს 2 ხაზს, გადაჰყავს თითქმის იმდენივე, რაც ავტობუსების 100 ხაზს. 1989 წელს გადაჰყავდა 450 ათასი, ანუ კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გააჩნია. მგონი ჩანს, სარკინიგზო ტრანსპორტის უპირატესობა ავტობუსთან მიმართებაში. ეს არ არის საკმარისი მიზეზი, იმის რომ მეტრო და ტრამვაი უნდა იყოს მაგისტრალური ტრანსპორტი? * * *
ე.ი. ტრამვაი, ისე რა ალტერნატივაა, და ავტობუსი, ტრამვაის ალტერნატივაც რომ არაა? მეტრო ვერ ფარავსო, ტრამვაი ვერ იქნება სრულყოფილი ალტერნატივაო და თავად ავტობუსებს გვთავაზობ, რომელიც საერთოდ ახლოსაც ვერ მივა სარკინიგზო ტრანპორტის მასშტაბებთან, ხალხის გადაყვანაში. ეს რა ლოგიკაა? |
Posted by: bart simpson 19 Oct 2017, 14:09 | ||
Mick-el-Angelo
სულ მიკვირს რატომ გამწეობით და ხალხის გადაყვანით ავტობუსს არ ჩამოუვარდება, მონტაჟით ტრამვაიზე ადვილია, ნაკლებ ხმაურს იწვევს და ვიბრაციას ტრამვაიზე, ეკოლოგიურად არანაკლებ სუფთაა. რა აქვს ასეთი მინუსი? |
Posted by: Accident 19 Oct 2017, 14:18 | ||||
bart simpson ტრამვაისთან რა შუაშია ტროლეიბუსი? რადგან ორივე დენზე მუშაობს, ერთმანეთს კი არ ედრება. ტროლეიბუსი არის ავტობუსის ნელი და ძვირი ალტერნატივა. ტრამვაი კი არის მეტროს ალტერნატივა. ზემოთ დავდე ციფრები, მეტროს ორ ხაზს წელიწადში 96 მილიონი ადამიანი გადაჰყავს. მაშინ როცა, იმავე ხალხის გადასაყვანად, ავტობუსის 100 ხაზია საჭირო. ტროლეიბუსი ვერასდროს შეძლებს იმ მოცულობის ხალხის გადაყვანას და მითუმეტეს იმ სისწრაფით, რაც ტრამვაის შეუძლია, ანუ სარკინიგზო ტრანსპორტს.
ის, რომ უკვე ელექტრობუსებია შემოსული და ეგ უკეთესი და გაიცლებით იაფი ალტერნატივაა ავტობუსის, ვიდრე ნელი და შნურებზე მოძრავი ტროლეიბუსი, რომელსაც ინფრასტრუქტურის მოწყობა სჭირდება, მთელ მარშრუტზე. * * *
თანამედროვე ტრავმაის ლიანდაგი გაჰყავთ საკუთარ ბეტონის ფილებზე რეზინებში ჩასმული. ასე რომ, არაფერი განსაკუთრებული ვიბრაცია არ გააჩნია, სხვა სახის ტრანსპორტთან შედარებით. ჩვენთან ერთი პერიოდი, მარშრუტკები გადაამისამართეს შიდა ქუჩებზე და ლამის დაენგრა ხალხს სახლები. ვიბრაცია საბურავებიან ტრანსპორტს არანაკლები აქვს, რადგან უფრო მეტი ხახუნი გააჩნია ზედაპირთან, განსაკუთრებით დაძვრისა და გაჩერებისას, ეტყობა კიდეც ასფალტს, ავტობუსების გაჩერებებთან, დატალღული რომ არის. ტრამვაის შეუძლია, გაცილებით მეტი მანქანა ჩაანაცვლოს, ვიდრე ტროლეიბუსს, ასე რომ ეგ უფრო მეტად ამცირებს ხმაურს, ვიბრაციას, გამონაბოლქვს და რეზინის მტვერს, ვიდრე ტროლეიბუსი. |
Posted by: JSB14BSJ 19 Oct 2017, 14:52 |
unio mystica თბილისის ფორუმს და თბილისოს მეტროს შორის |
Posted by: ნიკა 19 Oct 2017, 15:17 |
გუშინ სკამი მისცეს, დღეს უკვე ჯიხური დაუყენეს |
Posted by: nforumi 19 Oct 2017, 15:19 | ||
polaris
მე რეალიზაცია დავიწყე, თუ რა გინდა კაცო? მე ვთქვი, სხვა მიმართულებით რომ ვიფიქროთ, უკეთესი გადაწყვეტის მოძებნა ხომ არ არის შესაძლებელი თქო. ვიფიქროთ მეთქი, ვიფიქროთ თქო. რას შემჭამეთ შენ და ქაფქიანამ. რაც შეეხება პასუხისმგებლობას კიდე, მე სწორედ ეგ მინდა რომ სრულად იყოს პასუხისმგებელი ნებისმიერი პირი თავის გადაწყვეტილებაზე და არა ისე, ვიღაც ჩინოვნიკი მილიონს რომ გაისვრის და მერე მაქსიმუმ სამსახურიდან გაუშვან. რა პასუხიმგებლობაზეა ლაპარაკი? მე კიდე გადაწყვეტილება არათუ არ მიმიღია ამ საკითხში, არც ვაპირებ (თუნდაც მთელმა ქვეყანამ მთხოვოს, შენ გააკეთეო), იმიტომ რომ არ არის ჩემი სფერო და ვერ ავიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას. კიდე ერთხელ: ნებისმიერი პირი, რომელიც იღებს რაიმე გადაწყვეტილებას, უნდა იყოს შემძლე პასუხი აგოს თავისი გადაწყვეტილების შედეგებზე. ეს ეტყობა ძალიან მიუღებელი პრინციპია ტოტალიტარული აზროვნებისათვის, მაგრამ მე ამის გამო ჩემს პოზიციას ვერ შევიცვლი. |
Posted by: AUTOCRAT 19 Oct 2017, 15:26 | ||
ცუდია ტურნიკეტებს ერთ სტანდარტზე რომ არ აკეთებენ, ზოოპარკი გამოვა და საექსპლუატაციო ხარჯებიც გაიზრდება თან მინის ტურნიკეტები ახალ სადგურსაც მოუხდებოდა და საერთოდ იაფიანი ჩინური ტურნიკეტებია, რომელსაც არც გამძლეობა აქვს კარგი და არც ერთჯერადი სარგებლობის ტალონის გამოყენების საშუალებას იძლევა. არადა ტურისტულ ქვეყნად მოგვაქვს თავი
|
Posted by: JSB14BSJ 19 Oct 2017, 16:24 | ||
AUTOCRAT
ტურისტულ ქვეყნად თავი არავის არ მოაქვს. ტურისტული ქვეყანა ძვირი სიამოვნებაა - ტურისტული ქვეყნებია შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, კორეა, იაპონია, ისრაელი, აშშ და არგენტინა. ტურისტულად რომ თავი მოგქონდეს, აუცილებელია გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება, საიდანაც საქართველო, სადაც გულწრფელად უკვირთ, რატომ არ შეიძლება სადაც აგიდგება, იქ გადასვლა, რატომ არ შეიძლება სამი წლის ბავშვის მძღოლის კალთაში ჩასმა და სადაც პოლიციაში დარეკვა ტეხავს და გრეხია, აგრეთვე სადაც სკოლის მოსწავლე შვილი უნდა მიათხოვო პირველივე სექსპარტნიორს იმიტომ, რომ ახალდაბადებულ ბავშვს "პატრონი" უნდა, აგრეთვე სადაც ერის კრიტიკული უმრავლესობა ვერ გაზრდილა იქამდე, რომ შრომის დაცვის ინსპექცია ჩამოაყალიბებინოს მთავრობას და მშენებლობებზე და მაღაროებში ხალხი არ იღუპებოდეს და ფეხმძიმე ქალებს შრომით კონტრაქტებს არ უწყვეტდნენ, სადაც ბრძენ ხალხს გულწრფელად სჯერა, რომ სურსათის, კვების ობიექტების, საპარიკმახეროების, სტომატოლოგიურების უვნებლობა და ინსპექტირება ცუდია იმიტომ, რომ პროდუქტს გააძვირებს და არ გვინდა, ძალიან შორსაა ტურისტული ქვეყნისგან. ტურისტული ქვეყანა კი არ ვართ, არამედ ესეც ისეთივე წმინდა წყლის სისულელეა, როგორც სხვა სისულელეები, რითაც უბირ ხალხს აბოლებენ, თუ გინდა, რომ ტყუილი ყველამ დაიჯეროს, ძალიან დაუჯერებელი და სისულელე უნდა იყოს და ასეცაა, მაგალითად აბრეშუმის გზა. აბა დამისახელე ერთი ისტორიული წყარო, რის მიხედვითაც საქართველოზე გადიოდა აბრეშუმის გზა. ასეთივე სისულელეებია "პროდასავლური კურსი", "დასავლური ღირებულებები", საქართველო რო ნატოს წევრი გახდება, ის, და სხვა მრავალი. ტურისტული არა, ეშმაკები. სურსათის მაღაზიაში ქართული წარმოების კვების პროდუქტისგან დაზღვეული არ ხარ, რო ფაღარათს არ მოგგვრის. რომელ ტურისტულ ქვეყანაზეა ლაპარაკი იქ, სადაც სურსათის უვნებლობას კერძო ინიციატივა მომხმარებელი.ჯი ამოწმებს და სადაც ყვითელი მარშრუტკები შავ გაუმჭვირვალე კვამლს უშვებენ და სადაც 22 საათის შემდეგ, თუ მეტროსთან არ ხარ, საზოგადოებრივი ტრანსპორტით ერთი ადგილიდან მეორეზე მისვლა შეუძლებელია. |
Posted by: AUTOCRAT 19 Oct 2017, 16:45 |
JSB14BSJ ხელს ვაწერ ყოველ სიტყვაზე |
Posted by: gray*wolf 19 Oct 2017, 21:18 | ||
ხო დადგეს ჯიხური რა ვიშვიში ატეხეთ ვაიმეე ჯიხური არ აქვს იმ გოგოს ფეხზე დგას დიდი ამბავი ეხლა 3 - 4 დღე თუ ჯიხურის გარეშე იყო ეს ქალბატონი ქვეყანა არ დაქცეულა ამით ეხლას რას გამოჩხრიკავთ ახალს ? |
Posted by: Kublicha 19 Oct 2017, 21:21 |
gray*wolf ეგ ჯერ კიდე გასარკვევია, 3-4 დღის დაგვიანებით დადგეს თუ ჩვენი ვიშვიშის გამო დადგეს. უფრო მეორე მგონია, იმიტომ დრო დრო ბევრი ქონდათ (2 წელი მინიმუმ) და არამგონია ვერ მოესწროთ ჯიხურის დადგმა. |
Posted by: gray*wolf 19 Oct 2017, 21:26 | ||
Kublicha ხოო რას ამბობ სულ ფორუმელების ვიშვიშით დადგეს ჯიხური |
Posted by: Kublicha 19 Oct 2017, 21:39 |
gray*wolf მარტო ფორუმზე არა მათ ფეისბუქზეც |
Posted by: AUTOCRAT 19 Oct 2017, 22:13 | ||
პორტალების ასიმეტრიულობის მიზეზი არ გაირკვა?
|
Posted by: ქაფქიანა 19 Oct 2017, 22:17 |
gray*wolf მოდი, შენ იდექი 3-4 დღე ფეხზე, არ გინდა? გული თუ წაგივიდა და სახით დაასკდი იატაკს, დიდი ამბავი, ქვეყანა არ დაიქცევა ამით. ------------------------------------------ მეც ეგრე მგონია, რომ ხმაურის გამო დაუდგეს ჯიხური. მეც მივწერე ფბ-ზე, დაუდგით-მეთქი. |
Posted by: JSB14BSJ 19 Oct 2017, 22:55 |
gray*wolf რა დღეში გაქვს ნერვები |
Posted by: polaris 19 Oct 2017, 22:56 |
გუშინ მივწერე მეტროში და მანდ ჯიხური არ სჭირდება, ავტომატურად ჩერდებაო თუ რამე მოხდაო (რა თქმა უნდა უაზრობაა, მაგრამ აღარ ჩავეძია), მაგრამ ადმინისტრაციას მაინც გადავცემთო, დღეს კი ეს ფოტო გავუგზავნე და კარგად ვიცინეთ, ჯერ ადმინისტრაციისთვის არ მითქვამს და უკვე ტელეპატური კავშირი გაქვს მაგათთანო სავარაუდოდ, ვიშვიში სხვებმა ნახეს და იქამდე იცოდა ადმინისტრაციამ, ხოლო იმ დროს, როდესაც მე ვწერდი, ჯიხურს უკვე ტრანსპორტირებისთვის ამზადებდნენ. |
Posted by: cpufan 19 Oct 2017, 22:58 |
რაც გაიხსნა დღე არ გამიმაზია მგონი არ მეზარება განივიდან ჩავდივარ ყოველდღე გავდივარ ან ვაგზლამდე ან კიდე აჭარამდე და იქიდან მოვდივარ რუსთავში |
Posted by: JSB14BSJ 19 Oct 2017, 23:03 |
polaris ვაჟაზე უნივერსიტეტსა და ვაჟას შორის შახტის შენობა რო დგას გალავნით და მოძრაობა რო შევიწროვებული და გაორმხრივებულია, მაგის აღებაზე და გზის ისევ გაცალმხრივებაზე ხო არაფერი იცი? მე დღეს მივწერე მერიას და ვნახოთ, აბა, როდის მიპასუხებენ. |
Posted by: gray*wolf 20 Oct 2017, 00:17 | ||
JSB14BSJ ამ უმადურების ხელში კიდე კარგ ჭკუაზე ვარ ვერ ვიტან უმადურ ხალხს 15 ათასი კაცისთვის გააკეთესო ეს მეტროსადგურიო ? 83 მილიონი რაში დაიხარჯაო ? ასეთ სირობას რომ დაწერს ვიღაცა მოგეშლება ნერვები აბა რას იზამ ? არადა ეგ 15 ათასი კაცი ერთ დღის მგზარებზე არის მიახლოებით გაანგარიშებული და ცოტა არაა დღეში 15 ათასი ნორმალურია 1 სადგურისთვის. |
Posted by: JSB14BSJ 20 Oct 2017, 00:43 | ||||
gray*wolf
მაშინ დედამიწა არაა შენთვის შესაფერისი საცხოვრებელი ადგილი. ჯობია გაატარო. უმადურები იყვნენ, არიან და იქნებიან, ბუნების კანონია.
ამას რო ადამიანი იტყვის, ვერ ხვდები, რო ან მართლა ვერაა ან პარტიული კადრი და დაქირავებული პროვოკატოროა? |
Posted by: ნიკა 20 Oct 2017, 00:46 | ||
JSB14BSJ
გუშინ შევნიშნე მანდ რომ ამწეს სამშენებლო ჯიხური ჰქონდა აწეული. სამწუხაროდ მანქანით ვიყავი და ვერ დავიცადე რომ მენახა სად გადადო. |
Posted by: JSB14BSJ 20 Oct 2017, 01:04 |
ისე, სადაა ის სასტავი, უნივერსიტეტის სადგურით ცოტა ხალხი ისარგებლებსო, უნისონში რო ყმუოდნენ? გახსნის დღიდან კი არა და საღამოდან ყოველდღე ჩავდივარ და ცოტა ხალხი კი არა, როგორც შუალედური სადგური, ისეა. უქმე დღეებში მაინტერესებს და დავაკვირდები ამ შაბათ-კვირას დღის სხვადასხვა დროს. ნიკა ახლა მაგ მონაკვეთის გაკეთებას ველოდები. ნეტა რამდენ ხანს მოუნდებიან შენობის აღებიანად, გზაზე ასფალტის დასხმიანად და ტროტუარის მოწყობიანად და ჯანდაბას, დახაზვიანადაც. |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Oct 2017, 09:47 | ||||||||
Accident
არ მითქვამს, რომ ავტობუსი ალტერნატივაა, უბრალოდ რაღაც მიმართულებებზე, უფრო სწრაფი და მოსახერხებელი იქნება, ვიდრე ტრამვაი. გეთანხმები დანარჩენ ყველაფერში, უბრალოდ გასათვალისწინებელია თბილისის თავისებურებები, მათ შორის განაშენიანება - თბილისში არაა გამოყოფილი "ცენტრი" და "პერეფერია", ჩვენთან საქმიანი/სასწავლო ცენტრია ორთაჭალა - ავლაბარი - რუსთაველი - ვაკე-ბაგები - საბურთალო-ჯიქია-მაღლივი - წერეთელი.. ანუ ქალაქის ნახევარი, რომელიც ხშირად არც გეოგრაფიულ ცენტრად გვევლინება. ქალაქს წრის ფორმა არ აქვს, როგორც ეს ახასიათებს დიდ ქალაქებს - ბერლინი, პარიზი, მოსკოვი, ლონდონი. ჩვენს შემთხვევაში უბნები ვაგონების პრინციპით (თუ შეიძლება ასე ითქვას) მიბმულია ერთმანეთთან, შესაბამისად, შენს მიერ ჩამოთვლილი "სატრანსპორტო დონეები" ძალიან პირობითად თუ შეიქმნება. მაგალითად, წმ.ბარბარეს უბნიდან ორთაჭალისკენ მომავალი ყველა ტრანსპორტი მაგისტრალურია - ქვედა ზმკ, ზმკ, ბოგდან ხმელნიცკი, ნაწილობრივ მოსკოვის გამზ. - ამ უბნებს ფარავს ის "რაიონული ტრანსპორტი", რომელსაც "მაგისტრალამდე" მიყავხარ. ან სადაა მანდ მაგისტრალი? მეტრო ისანი? რა ვიცი, რა ვიცი.. რთულია ერთმნიშვნელოვნად ამ საკითხების გადაწყვეტა, თუმცა ვთანხმდებით, რომ ბევრი მიმართულება ტრამვაითაა დასაფარი და მაგისტრალური საავტობუსო მარშრუტებისც საჭიროა. მეტი საკამათო არც არაფერი გვაქვს მეც მაგას ვამბობ, უბრალოდ ავტობუსების სამარშრუტო სქემის დალაგებაზე ვაკეთებ აქცენტს, შენ კი ტრამვაის საჭიროებაზე და გამოდის, რომ მე ტრამვაის საჭიროებას ვუარყოფ, შენ კი ავტობუსების არადა ერთსა და იმავეს ვამბობთ, მგონი. ნებისმიერ შემთხვევაში, გულწრფელი მადლობა საინტერესო დისკუსიისთვის და არგუმენტირებული მსჯელობისთვის. JSB14BSJ
სრულიად გეთანხმებით. სამწუხაროა, რომ ძალიან ცოტა ხალხს ამ ქვეყანაში ესმის ეს სიმართლე.
22 საათამდეც არაა მთლად უკეთესი სიტუაცია * * * JSB14BSJ
აგერ ვარ, მეც ვიძახდი თუმცა სისტემისთვის საჭირო სადგურია, არ ვამბობდი, რომ ტყუილად დახარჯული ფულია. რამდენიმე თვის შემდეგ ვნახოთ, რამდენი ხალხი იქნება, ეხლა ბევრს აინტერესებს და იმიტომაც მიდიან ამ სადგურზე. |
Posted by: vatman 20 Oct 2017, 10:26 |
გილოცავთ, მგზავრების რაოდენობა გუშინ 400K გადააჭარბა: მგზავრობის რაოდენობა 19.10.2017 მეტრო 404 444 ავტობუსი 335 762 საბაგირო გზა 5 114 |
Posted by: bart simpson 20 Oct 2017, 11:29 | ||
vatman
გვილოცავ კი არა, თითო ვაგონი დაამატონ მატარებელს ან შუალედი შეამცირონ და ასევე ის პირველი გარემონტებული მატარებლები დააჰაერონ რამენაირად თორემ გავწყდით პატიოსანი ხალხი პიკის საათში |
Posted by: Accident 20 Oct 2017, 12:26 |
Mick-el-Angelo » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Oct 2017, 13:53 | ||||||
Accident
და ერთგვარი რომ არა და მართლაც წესიერი სატრანსპორტო კვანძები რომ გააკეთონ არ უნდათ? გამოყოფილი მოსაცდენი ზონით, გამოყოფილი გაჩერებებით კონკრეტული მარშრუტებისთვის და მიმართულებებისთვის. ვარკეთილშიცაა გასაკეთებელი ეგეთი რამ და სამგორშიც (თუნდაც ზედა ნაწილში). კოლმეურნეობაც მაგარი ..ლეობაა რო დავფიქრდეთ, მეტროც კი არაა ახლო-მახლო, რანაირი სატრანსპორტო ჰაბია
კიდე რბილადაა ნათქვამი. თან საინტერესო რამ გამოდის - ბოლო გაჩერებაზე თუ არ ცხოვრობ, დიდი ალბათობაა რომ მოგიწევს რამდენიმე ავტობუსის გაშვება, იმიტომ რომ ვერ აეტენები მასში ელემენტარულად. გადატენილები გამოდიან უბნებიდან .
რასაკვირველია, ეს იქნება იდეალური. მე უბრალოდ დავამატებ, რომ დიდი უბნები - დ/დიღომი, მუხიანი, გლდანი, ვარკეთილი, ქვემო სამგორი (მოსკოვის გამზ/აფრიკა/ზმკ) უნდა უკავშირდებოდნენ "ცენტრს" (საბურთალო - ვაკე - ვაგზალი) პირდაპირი ხაზებითაც, რამდენადაც მასე წმინდა მაგისტრალური ხაზების განტვირთვაც მოხდება, უსაზღვრო ხალხმრავლობაც არ იქნება კოლმეურნეობის მსგავს ჰაბებში და ხალხისთვისაც ბევრად უფრო კომფორტული იქნება ასეთი მოთხოვნადი მიმართულებებით პირდაპირ - გადაჯდომების გარეშე მისვლა. გასათვალისწინებელია გაჩერებებს შორის მანძილის დარეგულირების საკითხი - მაგისტრალურ და "უბანი - ცენტრი"-ს (მაგალითად, 21, 51 ან ძველი 2, 25, 39) ხაზებისთვის, გაჩერებებს შორის დაწესებული უნდა იყოს რაღაც ადეკვატური მანძილის ნორმატივი, მინიმუმ 600 მეტრი, თორე სხვა შემთხვევაში ასეთ მაგისტრალურ და გრძელ მარშრუტებს არანაირი აზრი არ ექნება. |
Posted by: Accident 20 Oct 2017, 14:10 | ||||
Mick-el-Angelo
რატომ, თავისუფლება ხომ არის - ისე თავისუფლებას, წესით ზუსტად მანდ უნდა ჰქონოდა მეორე ამოსასვლელი - თუმცა, ბიძინა თავისი ავტოსადგურით, მგონი ჩანასახშივე სპობს ამ იდეას. რაც შეეხება ჰაბს, არ ვიცი ევროპული პრაქტიკა როგორაა, მაგ მე უაზრობად მეჩვენება მასეთ ცენტრალურ უბანში, ამდენი სხვადასხვა უბნიდან წამოსული ავტობუსის ერთად თავმოყრა. პირობითად - ათი უბნიდან ბარათაშვილზე არ უნდა მოდიოდეს ცალ-ცალკე ათი ავტობუსი. უნდა მოდიოდეს ერთი მაგისტრალური მარშრუტი, რომელიც იმ ათ უბანს შორის მაგისტრალურ ქუჩაზე გაივლის. ხოლო, თითოეულ უბანში გამავალი ავტობუსები, ივლიან მეორე უბანში, ისე რომ ამ მაგისტრალურ ქუჩასაც გადაკვეთენ და ვისაც უნდა ბარათაშვილამდე მოსვლა, გადაჯდება მაგისტრალურ ტრანსპორტში.
ხო, ექსპრესს ვარიანტებიც შეიძლება, მოთხოვნის შესაბამისად. |
Posted by: Snow93 20 Oct 2017, 14:21 | ||
რა თქმა უნდა! გათხარონ თავისუფლების მეორე ამოსასვლელი (უფრო სწორად მიიყვანონ ბოლომდე უკვე დაწყებული საქმე) და სერიოზულად გაამარტივებს მგზავრობას გარეუბნებისკენ |
Posted by: ჩემი_ძმა 20 Oct 2017, 15:10 |
მაგარია უნივერსიტეტი, ისე ჩუმად ვიმგზავრე მოგონა ნელა მოძრაობდა მატარებელი, მარა ესკალატორი მაგარი ნელია |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Oct 2017, 15:29 | ||||||
Accident
კარგი, ღადაობ კი არის. ახალგაზრდა, ჯანზე მყოფი ტიპი თუ ხარ, კარგ ამინდში შეიძლება სიამოვნებით გაიარო ეს მანძილი. მაგრამ, თუ ასაკში ხარ ან უბრალოდ თოვს/წვიმს/სხვა უამინდობაა - არც ისეთი ახლო მანძილია თავისუფლების მეტროსა და კოლმეურნეობის ჰაბს შორის.
აი ეს უკვე სხვა საქმეა თუმცა:
და ზოგადად ამ ქვეყანაში ყველაფერი უკუღმართად კეთდება |
Posted by: Accident 20 Oct 2017, 15:56 | ||
Mick-el-Angelo
არა, ავტობუსით ადიან ხოლმე. კაი ხანი ვერც ვხვდებოდი, კოლმეურნეობიდან წამოსული სავსე ავტობუსი, მანდ, ანუ პირველივე გაჩერებაზე რატომ იცლებოდა ხოლმე. ჩემი_ძმა ეგ ესკალატორი გერმანულია და ეტყობა მოყოლილი ინსტრუქციით ამუშავებენ. რეალურად, დანარჩენებია, ნორმაზე სწრაფი. |
Posted by: vatman 20 Oct 2017, 16:17 | ||
Snow93
ჩემია აზრით ეს მარჯანიშვილის და ახმეტელის მეორე გამოსასვლელებზე უფრო მნიშვნელოვანი საქმე. სხვა საქმეა რო ახმეტელზე და მარჯანიშვილზე დიდი სამუშაო უკვე ისედაც არის გაკეთებული და საპროექტო სიღრმეზე არიან ჩასულები |
Posted by: Mick-el-Angelo 20 Oct 2017, 16:23 |
ურბანული ლაბორატორიის დოკუმენტში შემოთავაზებულ ავტობუსებისა და მეტროს "ინტეგრაციაზე". გაიხსნა "უნივერსიტეტიც" და ბარემ ვიკამათოთ ამაზეც, გადახედეთ, ამ თემის პირველ გვერდზეა ლინკი. ქვემოთ ჩემი სუბიექტური აზრია. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Metal_Head 20 Oct 2017, 16:29 |
დელისიდან ვაჟამდე ისე ასწრაფდა მგონი 80კმ/სთ გადააჭარბა , ერთი 30 წამი გრძელდებოდა ეს სიამოვნება და კი შევედით სადგურზე, ახლა ალბათ ესაა ყველაზე სწრაფი მონაკვეთი? |
Posted by: Accident 20 Oct 2017, 16:36 |
vatman კი, ძალიან მაგარი იქნება. მაგრამ არ გაუჭირდებათ? ეგ სადგური ხომ რაღაც ქანების მოყინვის წესით გათხარეს, ყველაზე ძვირი დაუჯდათ. ესეც საინტერესო იდეაა |
Posted by: Delvaux 20 Oct 2017, 16:59 | ||
ავლაბრის მეორე ამოსასვლელი საერთოდ მართლა ძალიან მაგარი იდეაა... ფაქტიურად ერთი, არც ისე გძელი გვირაბით სულ სხვა უბანში, მტკვრის მეორე ნაპირზე, ტურისტულ ზონაში იღებ მეტროსადგურთან კავშირს... მართლა ძალიან მაგარი იდეაა... კარგი მენეჯერის ხელში მაგას ტრამვაის ხაზიც დაუკავშირდებოდა რომელიც ორთაჭალა-ფონიჭალა-რუსთავისკენ მარშრუტი იქნებოდა და ეგაა რა... არდა მანდ საგზაო ინფრასტრუქტურაც მშვენივრად აიტანს ტრამვაის დამატებას... |
Posted by: NVIDIA MAN 20 Oct 2017, 17:04 |
ძალიან მაგარი იდეაა როგორც თავისუფლების მეორე ამოსასვლელი ისე ავლაბრის, ამ ორიდან პირველ ეტაპზე მარტივად განსახორციელებელი თავისუფლების ამოსასვლელია. |
Posted by: wings 20 Oct 2017, 17:22 |
სასიხარულოა ნამდვილად რომ მეტროთი უფრო მეტი მგზავრობს. თუმცა აუცილებელია რომ საბურთალოს ხაზზე თითო შემადგენლობას თითო ვაგონი დაამატონ. საბურთალოს ხაზს არ ყოფნის 3 ვაგონიანი შემადგენლობა. და ინტერვალები შეამცირონ, თორემ პიკის საათში საშინელება ხდება დელისიდან - სადგურის მოედნამდე |
Posted by: Kotola 20 Oct 2017, 17:41 | ||
კიი, მაგრამ რამდენადაც ვიცი ეგ საესკალატორო, დახრილ გვირაბზე იყო და მეორე ამოსასვლელის შემთხვევაში შეიძლება სულ სხვანაირი ქანები იყოს... |
Posted by: JSB14BSJ 20 Oct 2017, 20:09 |
Accident სადღაც მოვკარი თვალი, ქაღალდზე 300 არაგველსაც ხო ჰქონდა მეორე ამოსასვლელი, ზუსტად ავლაბრის მეორე ამოსასვლელის ანალოგიური? სულგანათლებულს რო ვითომ ესროლეს, სადღაც იქამდე იყო გადაქაჩული, დაახლოებით 300 არაგველის მემორიალთან. |
Posted by: RUDIARIUS 20 Oct 2017, 21:34 |
საბურთალოს ხაზზე რა ,,მაგარი'' რაღაც დაამუღამეს მატარებელი 5-6 წუთს ანდომებს გასვლას. ბაქანზე რომ ჩამოგება 3-4 წუთი გაჩერებულია და ბოლომდე ივსება. ახალი შემადგენლობები არ დაუმატებიათ? |
Posted by: vatman 20 Oct 2017, 23:13 | ||
Accident
მეც როგორც ვიცი ეს საექსკალატორო გვირაბს ჰქონდა მხოლოდ, ისე პოლარისი დაგვაკვალიანებს. |
Posted by: Cosmonomad 21 Oct 2017, 20:53 |
დილით 6-ზე იწყებს ხომ მეტრო მუშაობას და თუ იცით, ჩვეულებრივი გრაფიკია თუ ცოტა დიდი ინტერვალებით მოძრაობენ? |
Posted by: ZEUS 21 Oct 2017, 22:26 |
ვაჟას ძეგლის ზემოთ რომ გზა ვიწროვდება მეტროს შახტის სიყვარულში, მაგას რამეს უპირებენ თუ იცით? |
Posted by: ნიკა 21 Oct 2017, 23:11 | ||
მე რომ ბოლოს ვიმგზავრე ინტერვალი იყო ზუსტად 4 წუთი. კერძოდ შემობრუნების ჩიხიდან გამოვიდა წინა მატარებლის გასვლიდან 1 წუთში და შესაბამისად 3 წუთი ბაქანზე ელოდებოდა სანამ 4 წუთი არ დაიწერა ტაბლოზე. მერე ეგრევე დაიძრა. და რატომღაც 4 წუთიანი ინტერვალები მახსოვს ღრმა ბავშვობიდან საბურთალოს ხაზზე. ანუ სულ ეგრე იყო და არაფერი შეცვლილა. ახალი შემადგენლობის დამატება როგორც ჩანს არც იყო საჭირო. ალბათ აქამდე ვაჟა ფშაველასკენ ცალი გვირაბით მიმავალი მატარებელი აყოვნებდა მთელი ხაზის მოძრაობას. ახლა ასე მოძრაობის საჭიროება აღარაა და იგივე მატარებლები უპრობლემოდ დადიან იგივე ინტერვალით. |
Posted by: TramwayMan 21 Oct 2017, 23:47 |
ნიკა მეორე ხაზზე აუცილებელია მინიმუმ 1 შემადგენლობის დამატება, 2 დღის წინ 6 წუთიანი ინტერვალი იყო და ხალხი გეპეისთან ვერ შემოვიდა მატარებელში. |
Posted by: giorqy 22 Oct 2017, 00:50 |
TramwayMan სავარაუდოთ დამატებულია უკვე, რადგან ადრე მატარებლებს ნომრავდნენ 51დან 59მდე. ტტც-ს FB გვერდზე გახსნის დღეს დადებულ ფოტოებში 60 ნომრით იყო უკვე |
Posted by: JSB14BSJ 22 Oct 2017, 01:36 | ||
ZEUS
რამდენი ხანია, მეც ეგ მაინტერესებს. მერიას მივწერე გუშინწინ და ჯერ არ გაუპარტყუნებიათ. სატრანსპორტო კომპანიას მივწერე, საქ. ბანკის ფილიალის, ბანკომატის, გადახდის ტერმინალის და GSM ანტენების განთავსენა და დაყენება როდის იგეგმებამეთქი და სხვათა შოროს, გამიკვირდა, რო მალევე მიპასუხეს, მაგრამ ყველამ რო ვიცით, ის მიპასუხეს. |
Posted by: Accident 22 Oct 2017, 11:54 |
ღადაობთ ისე, სადგური გაიხსნა ვაჟაზე მარჯვნიდან შემოდის მატარებელი დელისი ბოლო გაჩერება აღარაა, აღარც "მატარებელი მიდის..." ისმის. გუშინ ვიყავი და შოკში ჩავვარდი სხვა რეალობაში რომ აღმოვჩნდი. ამიერიდან მესმის უკვე იმ ხალხის, 1966 რომ მიასკდნენ გახსნას. ჩემზე, ერთ სადგურის დამატებამ იმოქმედა და ისინი რამხელა შთაბეჭდილების ქვეშ იქნებოდნენ, სულ არაფრისგან რომ ასეთ რაღაცას ნახავდნენ. ისე, დელისზე, საერთოდ არაფერს აცხადებენ და როგორც ჩანს გამოცხადების ჩანაწერიც არ შეუცვლიათ, ისევ last station მოყვება ეტყობა. |
Posted by: RUDIARIUS 22 Oct 2017, 12:16 | ||||
კარგად ვარ დაკვირვებული და მაგიტომ დავწერე. პირველი მატარებელი 4.5 წუთში თუ გავიდოდა მეორე 1.5-2 წუთში უკვე გადიოდა. ახლა კიდევ 6-6.5 ინტერვალი ხშირადააა, ძაან იშვიათობა იყო ამხელა სხვაობა. მინიმუმ 3 შემადგენლობა მაინც არის დასამატებელი. 1 სულ რომ იყოს და 2 პიკი საათებში რომ დაამატონ. |
Posted by: forum-ge 22 Oct 2017, 14:56 | ||
Accident
აცხადებენ ჩვეულებრივად ჩანაწერიც შეცვლილია |
Posted by: Tikobucho 22 Oct 2017, 15:03 |
ასეთი წეწვა გლეჯვა როა მეტროში სულ მაგიტოა რომ ყიდულობს ეს ხალხი მანქანებს და მაგიტოა დედა აქ ნატირები თბილის საცობებით. ყველასთან გაიგივებულია თბილისის მეტრო გადაჭედილ ვაგონებთან ოფლის სუნთან და დისკომფორტთან . არადა მეტროზე მაგარი არ არის არაფერი. |
Posted by: SabaGEO 22 Oct 2017, 15:52 | ||
ადრეც მახსოვს, სანამ ხმას შეცვლიდნენ, დელისზე სხვანაირად აცხადებდა ხოლმე |
Posted by: Accident 22 Oct 2017, 16:11 |
forum-ge ხო, შეიძლება მე რომ ვიყავი მაშინ გამორჩა უბრალოდ მემანქანეს. ველოდებოდი და იმიტომ დამამახსოვრდა. SabaGEO ერთი ცვლილება რაც ვიცი, სანამ ინგლისური დაემატებოდა ის იყო, რომ "გაანთავისუფლეთ ვაგონებით" ბოლოვდებოდა |
Posted by: nforumi 22 Oct 2017, 16:48 | ||
|
Posted by: Accident 22 Oct 2017, 16:57 |
nforumi და შენ რატომ მოიწყინე? კერძო თუ გახდა, მერე უფრო იქნება წეწვა, რადგან მოგება მაშინაა მეტი, როცა ნაკლებით დანახარჯით, მეტი მგზავრი გადაგყავს. ეგ თუ არ მოგწონს, გამოდის რომ ემხრობი, მეტი შემადგენლობის გამოყვანას და სახელმწიფოს ხარჯების ზრდას, მოვლა/ცვეთაში. ასე რომ, მოწყენილი სმაილი შეგიძლია დაწერო, როცა ვაგონების სიძველეზე, სადგურის რემონტზე ან მსგავსს საკითხებზე დაიწუწუნებენ, ამაზე არ გამოგადგება |
Posted by: SabaGEO 22 Oct 2017, 17:53 |
Accident ხო მაგრამ დელისს სხვა ხმა ამბობდა |
Posted by: nforumi 22 Oct 2017, 19:24 | ||
Accident
იმედი მაქვს შენ მაინც გესმის, კერძო იმიტომ მინდა რომ მარტო მაგ შემთხვევაში არის შანსი მიიღწეს უკეთესი მდგომარეობა. ოღონდ ვერ მოვიფიქრე (ჯერ) როგორ უნდა მოეწყოს რომ გამოყენებულ იქნას კერძოობის უპირატესობა. სახელმწიფოს კიდე უნდა მოვთხოვოთ ის რაც მისი უპირველესი მოვალეობაა - წესრიგის უზრუნველყოფა. თუ ამას არ (ვერ) ასრულებს, ან ცუდად ასრულებს, სხვა რამეზე პრეტენზიაც აღარ უნდა გქონდეს მაშინ. |
Posted by: AUTOCRAT 22 Oct 2017, 21:25 | ||
მაშინ ეგეც გავყიდოთ |
Posted by: JSB14BSJ 22 Oct 2017, 22:34 |
nforumi კერძო როა მარშრუტკები, მოგწონს, რო ინტერვალები აქვს დიდი, მანქანები რო მოუვლელი და გაუმართავია, 22 საათის მერე მარშრუტკას რო ვერ დაინახავ ქუჩაში, მძღოლები რო თან ეწევიან, თან ტელეფონზე ბაზრობენ და თან მოძრაობის წესები ჰკიდიათ? ცოტა ფართოდ და აბსტრაქტულად შეხედე ყველაფერს. კერძო რო გახდეს მეტრო, ისეთი ბეზპრეძელი აიწევა მეტროში, მტრისას. თუ მიწისზედა ტრანსპორტის გაუმართავობა ნელი მოქმედების ბომბია და საბურავის ნამწვისფერი კვამლი გასდის მაყუჩიდან, რაც დროში ნელა მოქმედებს, მეტროში ერთი ასეთი ხელის მიშვება და დაკიდება და ხო იმწამსვე ადამიანური მსხვერპლით დამთავრდა ყველაფერი. წაიკითხე წინა თემებში ან წინა გვერდებზე, ჰკითხე აქ ვინმეს ან შენით მოძებნე, რამდენი სხვადასხვანაირი უსაფრთხოების, ხანძარსაწინააღმდეგო, სამუხრუჭე, სასიგნალო და ა. შ. სისტემა აყენია და მათ მართვას და მათ მანქანური ენის "გაგებას" რამდენი ცოდნა უნდა. თქვენი მსჯელობები და კამათი არ წამიკითხავს წინა გვერდებზე, მაგრამ მიკვირს, რო მეტროს პროვატიზების მომხრე ხარ, ჩვენს დღევანდელ რეალობაში, როცა კანონით საერთოდ არაფერი - საერთოდ არაფერი არაა რეგულირებული. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დარგები: მედიცინა განათლება სურსათი კვება არის აბსოლუტურად დერეგულირებული და თავისუფალი. აგრეთვე ტრაგიკულობამდე თავისუფალია კანონისმიერი რეგულირებისგან ტექნიკური დარგები - არავითარი კონტროლი, სრული განუკითხაობა, ხოლო მეორეს მხრივ, ის ინსტიტუციები, რამაც ტექნიკური დარგის ხალხი უნდა მოამზადოს, სრულიად გაცამტვერებული და დედაშეურაცხყოფილი. ეს იმბეცილები რაღაც ქიმერებს ეპოტინებიან და ტექნოლოგიური უნივერსიტეტის აშენებაში ისვრიან ფულს, როცა სახელმწიფო ტექნიკური უნივერსიტეტი ჯერ კიდევ აქ არის და დგას (რაც დგას - ნაწილი ყოფილი დედა დედოფლისაა, ნაწილი კიდევ სხვების, ნაწილიც მგონი უფლებრივადაა დატვირთული და ა. შ.). მშენებელს რომ რამის აშენება უნდა, აბსოლუტურად ყველაფერი ხდება ქაღალდზე და მიშვებულია თვითდინებით და ბედის ანაბარა. პროექტის შეთანხმება, მშენებლობის კონტროლი, ექსპლუატაციაში მიღება - ეს მხოლოდ ქაღალდზე ხდება და არავითარ კონტროლს და მიღებას სინამდვილეში ადგილი არ აქვს. გაინტერესებს, რატომ? იმიტომ, რომ მუსტაფას და აბდულას, რომლებიც იმას ჰყავდა შემოყვანილი, თავისუფალი გარემო უნდა ჰქონოდა, რომ ბრძენი ქართველი ერის სიცოცხლის და ჯანმრთელობის ხარჯზე აქ ფული ეკეთებინა და წილი იმისთვისაც მიეცა. ეს საკითხები რო დარეგულირებული და მოწესრიგებული ყოფილიყო, მუსტაფა და აბდულა აქ კი არ შემოვიდოდნენ და მსოფლიოში ყველაზე მაგარ აეროპორტს კი არ ააშენებდნენ, სადაც იმავე ზამთარს წყალი ჩავიდა. და ასე ყველა დარგში. ბენდუქიძემ კიდე ახალი სიბრძნე დააბრეხვა - რად გვინდა სურსათის კონტროლი, ვინმე რო მოიწამლება ან დაიბრიდება, ხალხი მეტი იმ პროდუქტს ხო აღარც იყიდისო - ამას ჰქვია "ბაზარი დაარეგულირებს". და ბრძენმა ქართველმა ერმა დუმილით გამოხატა თანხმობა. ისევ ტექნიკურ დარგებს დავუბრუნდეთ. შენ იცი, რომ 2010 წელს ერთმა ადამიანმა ჯანმრთელობის ძალიან მძიმე დაზიანება მიიღო. ის პირი, ვისგანაც ჯანმრთელობა დაუზიანდა, საკანონმდებლო რეგულირების თვალსაზრისით, აღმოჩნდა კბილებამდე შეიარაღებული და დაცული, ხოლო დაზარალებული - უკიდურესობამდე დაუცველი და აი როგორ: - არ არსებობდა დარგის მარეგულირებელი კანონი; - არ არსებობდა და დღემდე არ არსებობს პასუხისმგებლობის ზომა ამ კონკრეტული დარღვევისათვის; - არ არსებობდა კანონი, რომლის თანახმადაც უნდა შექმნილიყო იურიდიული პირი, რომელსაც, თავის მხრივ, უნდა შეექმნა ამ დარღვევის ფაქტის დამდგენი იურიდიული პირი; - წინა პუნქტში მითითებული კანონი მთავრობის დადგენილების თანახმად, უნდა შემუშავებულიყო 2019 წლისათვის (არ დაგავიწყდეს, მოქმედება ხდება 2010 წელს). იმის თქმა მინდა, რომ აქ როგორც აგიხსნეს, თუ რატომ არ შეიძლება მეტროს პრივატიზება, იმ მიზეზების გარდა კიდევ იმიტომ არ შეიძლება, რომ ქვეყანაში, სადაც კანონი არ არის კანონი და სადაც კანონი "ზედა რგოლის" დასაცავადაა და არა ყველასთვის, არ არის ის პირობები, რომ ადგე და უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფუნქციის მქონე სახელმწიფო აქტივები კერძო პირებზე გააპიროვნო. თუმცა იმან რისი გაყიდვას შეიძლებოდა, ყველაფერი გაყიდა ტიპმა, მტერი ვერ გაყიდდა ყველაფერს ისე, როგორც იმან გაყიდა, თან ვიზე გაყიდა? რუსებზე და მონღოლოიდებზე - ჰესები, ქარხნები, ქსელები, ტერიტორიები და ა. შ., მაგრამ რაღაც ხო დარჩა, არა... მეტი მაგალითი რად გინდა - ტავი შემოიყვანა ტიპმა და 50 წლის განმავლობაში თბილისიდან 150კმ რადიუსში აეროპორტის აშენების უფლება აღარ გვაქვს. ბათუმის აეროპორტი საერთოდ მისცა მონღოლოიდებს - ათხოვა რა უვადოდ. ჩვენ ძალიან შორს ვართ ცივილიზაციისგან, ნეონის ჭყეტელა შუქრეკლამები და ქუჩებში გამოფენილი ლათინური ანბანი (რაც საკუთარი ანბანისა და ენის უცოდინარობას ნიშნავს) ნუ შეგიყვანს შეცდომაში. იმდენად შორს ვართ, რომ სიტყვა "ინვესტიციის" მნიშვნელობა არ ვიცით და "ინვესტორი" გვგონია ნებისმიერი მუსტაფა და აბდულა (აქ სხვა არავინ ჩამოდის), რომლებიც აქ საროსკიპოს და საპარიკმახეროს ხსნიან და $20000-ს ხარჯავენ ან ვინმე იურიდიული პირი, რომელიც 1000000-ს ხარჯავს, მაგრამ მოგება ეგრევე ოფშორში გააქვს. "ინვესტიცია" სხვა რამეა, ინვესტიცია არის გრძელვადიანი ვალდებულებითი ურთოერთობა, სადაც მოგება ისევ აქ ტრიალებს, მხოლოდ მოგების მესამედი ან მეოთხედია თავისუფალი და ეგ მესამედი თუ მეოთხედი უნდა ოფშორში გადაუქაჩია, უნდა გაუკვეხებია, უკაცრავად ფრანგულისთვის. მერე, აქ ჩამოსულ აბდულას და მუსტაფას სხვადასხვა მიზეზთა გამო რო ბინის ქირის გადახდა გაუჭირდათ, აქაურობის მორიგმა მამამარჩენალმა იცი, რა გააკეთა? აღსრულების კანონში და სამოქალაქო კოდექსში ცვლილება შეიტანა, რითიც საპოლიციო გამოსახლება აიკრძალა და ახლა ცხოვრობენ ქართველების ბინებში "თურქი, სპარსი, ლეკი, ოსი, ჩერქეზ, ღლიღვი, დიდო, ქისტი", გადაუხდელი აქვთ 6 თვის ბინის ქირა და საქმე სასამართლოებშია, სასამართლომდე კი გაიტანენ აქედან კაპიტალს და მოიხევიან და ეგაა, ყველაზე კარგ შემთხვევაში გამქირავებელი გადაუხდელ ქირას მიიღებს რამდენიმე თვის დაგვიანებით, პირგასამტეხლოს და ზიანს ვინ ჩივის. ეს სინადმვილეში გაკეთდა არა ქართველი იპოთეკით დაზარალებულების, არამედ "ინვესტორების" მოთხოვნით და გაბაზრდა და დარეგისტრირდა, როგორც ქართველი იპოთეკით დაზარალებულების მოთხოვნით გაკეთებული ინიციატივა. თუ ამაში ეჭვი გეპარება, გადაავლე თვალი სტატისტიკას - რამდენ ეთნიკურ ქართველს ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე და რამდენ არაქართველს ეგრევე დაუკმაყოფილეს. თუნდაც იმ ინგილო თუ ფერეიდნელი ქართველების ამბავი რად ღირს. ამ პოლიტიკაზე დამყნობილ შინაარსებს იმიტომ გეუბნები, რომ აგიხსნა, სადაა დედამიწა და სად - ჩვენ, ბრძენი ქართველი ერი. |
Posted by: nforumi 22 Oct 2017, 23:40 |
JSB14BSJ ჩვენს შორის ერთი სერიოზული სხვაობაა მთავრობისადმი დამოკიდებულებაში: თქვენ გგონიათ რომ ნებისმიერი პრობლემური საკითხის მოგვარება უნდა გადაეკისროს მთავრობას (შესაბამისად მისი ზომა გაიზარდოს) და ის (ანუ კეთილი ძია) უზრუნველყოფს მის გადაჭრას. მე კიდე მგონია რომ მთავრობა არ არის კეთილი ძია, ის აუცილებლად უნდა აკონტროლოს საზოგადოებამ. ამასთნ, პატარა მთავრობის კონტროლი კიდე შეიძლება, დიდი მთავრობის კი შეუძლებელია. მთავრობამ უნდა უზრუნველყოს წესრიგი, სამართლიანი წესრიგი, ეს არის მისი უპირველესი მოვალეობა. მესმის თქვენი ლოგიკა, მაგრამ შეეცადე გაიგო ჩემი. მაგალითად, ვინმემ მომყიდა რაღაც და სახლში აღმოვაჩინე რომ არის დაზიანებული. წავედი სასამართლოში და მეორე დღეს (და არა წლების შემდეგ, როგორც ახლაა, თუ საერთოდ მიაღწიე საკითხის გადაწყვეტას) გამყიდველი დაჯარიმდა ჩემს სასარგებლოდ. ზიანი ამინაზღაურდება სრულად. მძღოლი ეწევა 'მარშუტაკში'? ვუჩივლე და მეორე დღესვე მოუწევს ზიანის ანაზღაურება (და არა წლების შემდეგ). თუ ამ სისტემას გავმართავდით აბა თუ გაბედავდა ვინმე ან მოტყუებას, ან ზიანის მოყენებას ჩვენზე. ანუ, პასუხი უნდა აგოს ნებისმიერმა თავის ქმედებაზე, თან დაუყოვნებლივ. აგებინოს პასუხი არის სახელმწიფოს ფუნქცია, მართლა რეალურად რაც მან უნდა აკეთოს. არადა ამას აშკარად არ აკეთებს. ახლა შენ მეუბნები, თავის ფუნქციას არ ასრულებს (მე მგონი ამაში მეთანხმები რომ არ/ვერ ასრულებს) და სხვა ფუნქციებს თუ დავუმატებთ და შევუთავსებთ იმას გააკეთებს კარგად? რა ვიცი, მე ამას ვერ დავიჯერებ. თქვენ? |
Posted by: Accident 23 Oct 2017, 00:28 | ||||
nforumi
ხოდა მანდ ცდები ზუსტად, რომ გგონია კერძო ჯობია სახელმწიფოს - ნებისმიერ შემთხვევაში. არის კონკრეტული პირობები, კონკრეტული გარემოებები - როცა კერძო და თავისუფალი ბაზარი ვერ მუშაობს ეფექტიანად, ბაზრის ყველა მონაწილესთვის (უმეტესად მომხმარებელთათვის) - ასეთ შემთხვევაში დგება კონტროლის, ჩარევის და მართვის საჭიროება. ასე რომ, შენი მიდგომა, რომ ეფექტიანობის გაზრდის წინაპირობაა კერძოობა - არასწორია. რა თქმა უნდა, არაა გამორიცხული, რომ ბუნებაში შეიძლება არსებობდეს ვარიანტი, როცა კერძომ უფრო დიდი შედეგი დადოს, მაგრამ მასე, სახელმწიფო მართვის ვარიანტიც შეიძლება არსებობდეს, რომელმაც შეიძლება კერძოზე, კიდევ უფრო მეტი შედეგი დადოს. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ კერძო იმთავითვე მუნიციპალურზე ეფექტიანს არ გულისხმობს-მეთქი. მითუმეტეს ისეთი მოცემულობის პირობებში, როგორშიც მეტროა - ბუნებრივი მონოპოლიის და მომხმარებელთა დიდი რაოდენობით დაკმაყოფილების საჭიროების. ჩვენ რომ ვლაპარაკობდეთ სმარტფონების ბიზნესზე, მაშინ კი ბატონო - დიდი ალბათობით შეიძლება გვეთქვა, რომ სახელმწიფოს ჯობია, კერძომ მართოს ეს ბიზნესიო. რადგან, იქ მთავარი გაყიდვებიდან მიღებული მოგება იქნებოდა, არც მომხმარებელი გვედარდებოდა და ა.შ. კიდებ საჭიროა ბევრი სხვა პირობის არსებობაც. მაგრამ მეტროს შემთხვევაში მიზანი სულ სხვა მოგების და სულ სხვა შედეგის მიღწევაა. ამიტომ, ასეთ პირობებში, გადაჭრით თქმა, რომ კერძო აჯობებს სახელმწიფოს იქნება, რბილად რომ ვთქვათ არაკომპეტენტურობა. იმ მიმართულებით კი არ უნდა იფიქრო, რომ აუცილებლად კერძო გახდეს, არამედ იმ მიმართულებით, თუ რა ნაწილშია მეტი ეფექტიანობის მიღება საჭირო, რა ნაწილში შეიძლება მივიღოთ ზარალი და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დადგინდეს, სახელმწიფო უკეთ გააკეთებს საქმეს, კერძო თუ რამე სხვა ჰიბრიდული ფორმა. თავიდანვე გამორიცხვა და თქმა, რომ სახელმწიფოს კერძო აჯობებს, არასერიოზულობაა, რადგან ეს მეორეხარისხოვანი საკითხია.
სახელმწიფო ძალიან ზოგადი ცნებაა, მისი მოვალეობა ფართოა და ყველაფერს შეიძლება მოიცავდეს და ერთი მიმართულების უარესობა, არ გამორიცხავს მეორეს უკეთესობას. ეს არგუმენტი არ გამოდგება ისეთი კონკრეტული პრობლემის ისე მარტივად გადასაწყვეტად, როგორიც მეტროა. დებულება, რომ რადგან სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს წესრიგს, ე.ი. მეტროს კერძო უკეთესად მართავს, ძალიან ბევრ ცდომილებას მოიცავს საკუთარ თავში. |
Posted by: nforumi 23 Oct 2017, 10:12 | ||||
Accident
შეიძლება ვცდები, მე არ ვთვლი ჩემს თავს შეუმცდარად, გონიერმა ადამიანმა ყოველთვის უნდა დაუშვას ეს. მაგრამ ამით მე ის გკითხე, შენ ხომ მაინც გესმის რომ მე განადგურება კი არა, გაუმჯობესება მინდა თქო. იმედი მაქვს რომ შენ გესმის თქო.
კონკრეტული გარემოება, რომლის შეცვლის გზასაც ვერ ვხედავ, არის შემდეგი: მე არ ვფიქრობ რომ სახელმწიფო სტრუქტურებში დასაქმებული ხალხის ბუნება განსხვავდება კერძო სექტორში დასაქმებულებისაგან. ყველგან ერთნაირად შეიძლება იყოს წესიერი და უსინდისო, მცოდნე და უვიცი. მაგრამ მთავარი ეს არ არის, მთავარი ის არის რომ თუ კერძოს შეცდომა მოუვა გადაწყვეტილების მიღებისას და არასწორად გაწევს ხარჯს, ამით თავად დაზარალდება, თავად დაკარგავს იმ ფულს. ხოლო სახელმწიფო მმართველობის შემთხვევაში, ქვეყნის პირველი პირიც კი არაფერს კარგავს თავად არასწორი გადაწყვეტილების გამო. პოლიტიკურადაც კი არ კარგავს თითქმის ისე შეკმაზავს სხვადასხვა პიარული მეთოდებით. ახლა ასე გეტყვი: მითხარი როგორ შეიძლება გადაწყვეტილების მიმღები მოხელე (რომელიც 1000 ლარს, გინდა 10 000ლარს იღებს ხელფასს) იყოს პასუხისმგებელი (ანუ შეეძლოს ანაზღაურება) გადაწყვეტილებაზე, რომლის შედეგადაც გაიფლანგა ვთქვათ მილიონი? თუ ამას მეტყვი, მაშინ შემეძლება ფიქრი იმაზე, თუ როგორ მართოს სახელმწიფომ მეტრო უფრო ეფექტიანად. და თუ არა, როგორ დავიჯერო რომ უპასუხისმგებლო ადამიანები შეძლებენ კარგად მართვას? |
Posted by: Accident 23 Oct 2017, 11:28 | ||||
nforumi
საპირისპირო არც აღმინიშნავს.
ხოდა მაგას გეუბნები, მანდ მთავარი პრობლემაა ის, რომ შენ მაგ ზოგადი ბუნებით ცდილობ, კონკრეტულ სფეროში გადაწყვეტილების მიღების საჭიროების დასაბუთებას. თუ ამბობ, რომ კერძო ნებისმიერ შემთხვევაში ჯობია სახელმწიფოს - დასაქმებულების ბუნებიდან გამომდინარე, პასუხისმგებლობის ნაკლებობიდან გამომდინარე და ა.შ. გამოდის რომ მეტრო კი არა, ყველაფერი სახელმწიფო კარგავს აზრს. რატომ იღებ მაინცდამაინც მეტროს, მასე იქნებ პოლიციასაც კერძო დაცვის სისტემა ჯობია, იქნებ იუსტიციის სახლსაც, კერძო მომსახურების ფირმა და ა.შ. ანუ, უკვე ალოგიკურობამდე მივდივართ - თუ კერძო ავტომატურად უზრუნველყოფს მეტ პასუხისმგებლობას, მეტ მოტივაციას, მეტ ეფექტიანობას, რაღატომ არსებობს სახელმწიფო მმართველობა? რა არავის მოსვლია ეს თავში და მთელი მსოფლიო ფარულად კორუმპირებული და არაფექეტიანია? ეს ხომ უაზრო მსჯელობაა, შეთქმულების თეორიებამდე მისული. პასუხი არის მარტივი - რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია კონკრეტულ სფეროზე, პირობებსა და გარემოებებზე. ე.ი. კერძო ნებისმიერ შემთხვევაში არ უზრუნველყოფს მეტ პასუხისმგებლობას, მეტ მოტივაციას, მეტ ეფექტიანობას - იმიტომ, რომ ყველა სფეროს არ აქვს განსხვავებული მიზნები. რაც შეეხება პასუხისმგელბობას და მოტივატორებს - ფული არ არის ერთადერთი მოტივატორი ეფექტიანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. კიდევ არის სახელი, რეპუტაცია, თუნდაც პასუხისმგებლობის გრძნობა და ბოლო-ბოლო შიში, სამართალდამცავი ორგანოების. თუ მილიონს გაფლანგაქვს ადამიანი, შედეგად მიიღებს სამსახურის დაკარგვას, რეპუტაციის დავარდნას, რაც შეუძლის ხელს, მომავალში სამსახურის დაწყებას და თუ უკანონობასთან გვაქვს საქმე, ციხეში ჩაჯდომასაც - ანუ იმავეს, რასაც კერძოს შემთხვევაში. საკითხის კერძო vs სახელმწიფო ჭრილში განხილვა არასწორი და არაფრის მომცემია. |
Posted by: nforumi 23 Oct 2017, 11:58 | ||||||
Accident
ხო, მაგრამ ეგ ჩემი კითხვის პასუხს არ ნიშნავს. არა ერთხელ ყოფილა რომ არ ვეთანხმები მოსაუბრეს, მაგრამ აღარ გამიმახვილებია ყურადღება კონკრეტულ საკითხებზე (შორს წამიყვანდა, უფრო არსებითი სხვა რამ არის და ა. შ.)
არსებობს თეორია რომ შესაძლებელია ყველაფერ ამის აწყობა და არ არსებობს სახელმწიფოს აუცილებლობა. მე მომწონს ეს თეორია, უბრალოდ მიუღწეველია (ამ ეტაპზე მაინც).
ჩაჯდეს ციხეში, ამით რა, ანაზღაურდება ზარალი? პასუხისმგებლობა ეგ არის, ვინც აშავებს, იმან სრულად უნდა ზღოს პირადი ქონებით. სხვა შემთხვევაში მიდის მიჩქმალვები და მეტი ფული მოთხოვნა ბიუჯეტიდან, სანამ მართლა არ გამოიჭერენ. გამოიჭერენ და მერე მე რა, მაინც უნდა ვიხადო იმის ნაცვლად... |
Posted by: Kotola 23 Oct 2017, 13:15 |
TTC-ს ფეისბუქიდან: "ახალი დიზაინის ვაგონები ექსპლუატაციაში შევიდა თბილისის მეტროს სავაგონე პარკს შეემატა ორი მოდერნიზებული ოთხვაგონიანი შემადგენლობა, რომელსაც სრულიად ახალი ფორმა და დიზაინი აქვს. ორივე განახლებული შემადგენლობა მეტროს პირველ ხაზზე დღეიდან იმოძრავებს. მოდერნიზაციის ფარგლებში შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით. ასევე შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი. სალონში ძველი სანათები შეიცვალა ახალი, დიოდური სანათებით, ვაგონებში დამონტაჟდა შიდა, დაკვირვებისა და გარე, ბაქანის საკონტროლო კამერები. მგზავრების კომფორტისთვის ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები. ძველი ტიპის მექანიკური, კონტაქტორული დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესორული სქემებით აღჭურვილი კვანძებით. შეგახსენებთ, რომ 2017 წელს მსგავსი ტიპის მოდერნიზაცია ჩაუტარდა 8 ვაგონს, კაპიტალური რემონტი - 16 ვაგონს, წლის ბოლომდე იგეგმება დამატებით 12 ვაგონის განახლება." |
Posted by: Accident 23 Oct 2017, 14:30 | ||||||||
nforumi
მეწერა მაგაზე პასუხი https://forum.ge/?showtopic=34958909&view=findpost&p=51525094
კი, ბევრი თეორია არსებობს, უბრალოდ მისი არსებობა, ვერ იქნება დასაყრდენი, კონკრეტული სფეროსა და კომპანიის სამართავად. მაგას სჭირდება ბევრი კვლევა, ექსპერიმეტები, მათემატიკური მოდელირება და ა.შ. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება პრაქტიაში დანერგვა, მაგრამ წინასწარ იმასაც ვერ გაიგებ, რამდენი ხნით. ბევრჯერ ყოფილა, როცა რომელიმე თეორია გარკვეულ პირობებსა და გარკვეული დროის განმავლობაში მუშაობდა, მაგრამ ბოლოს კოლაფსამდე მისულან, მერე კი ისევ შეუცვლიათ. ამიტომაც კონკრეტულ სფეროს მასე კი არ უნდა მიუდგე - ან კერძო, ან სახელმწიფოო, არამედ კონკრეტული მიზნების შესაბამისად.
პლუს ჯარიმაც ხომ დაეკისრება, როცა ფინანსურ მაქინაციას ეხება საქმე. მოიცადე და კერძოს შემთხვევაში, როდის ხდება რომ სრული ანაზღაურება? თუ საწარმო გაკოტრდება, ხდება ქონების რეალიზაცია და თუ ვალი უფრო მეტია, მაშინ რა, ჰაერიდან მოვა ეს ფული? მოხდება უბრალოდ ჩამოწერა. ხოლო, თუ საქმე სერიოზულია, მაშინ ისევ სახელმწიფოს მოუწევს ფულის ჩადება. მაგალითად General Motors-ის შემთხვევაში, ამერიკის და კანადის მთავრობებმა, სულ ათეული მილიარდები ყარეს. მეტრო ისეთია, ვერც დაინაწილებ, მთლიანად უნდა გაყიდო, მაგრამ იქამდე გაჩერებული ხომ არ იქნება - ე.ი. ისევ მთავრობამ უნდა იხადოს. და ეს ყველაფერი იმაზე მეტი არ დაუჯდება სახელმწიფოს, ვიდრე დღეს არსებული სტაბილური მდგომარეობა? ეს პრობლემა არაა მარტივი გადასაწყვეტი.
პასუხისმგებლობის უამრავი ვარიანტი არსებობს, ყველაზე ცნობილია - შპს https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%96%E1%83%A6%E1%83%A3%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98_%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9B%E1%83%92%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90 ანუ, ეგეც შეთანხმების პირობაა, ყოველთვის ყველა არ აქვს პასუხს პირადი ქონებით. გააჩნია, საწარმოს სტრუქტურას. კიდევ ვიმეორე, რომ კერძო - არაა გარანტია არც ზარალის სრულად ანაზღაურების, არც მეტი პასუხისმგებლობის. ყველაფერი ისევ და ისევ დამოკიდებულია კონკრეტულ შემთხვევებზე, პირობებსა და გარემოებებზე. |
Posted by: nforumi 23 Oct 2017, 14:49 | ||||||||||||||
Accident
კარგი.
აქ სადაო არაფერია პრინციპში.
მოხელის გადახდილი ჯარიმა მიზერია. ხოლო კომპანია რომელიც გაკოტრდა ყიდის აქტივებს და პირველ რიგში ისტუმრებს პირველი რიგის კრედიტორებს. მერე მეორეს. ასე რომ თუ თაღლითობას არ აქვს ადგილი, კრედიტორები არც იზარალებენ.
მართალი ხარ, ყარეს
ეს პრობლემა ნამდვილად არ არის მარტივი გადასაწყვეტი.
შპს პასუხს აგებს მთელი თავისი ქონებით. თუ თაღლითობას არ აქვს ადგილი და წინაღამეს დაფუძნებული შპს არ არის, მისი ქონება უნდა იყოს საკმარისი ზიანის ასანაზღაურებლად.
მეც შემიძლია გავიმეორო: საჭიროა არა აპრიორი ძახილი რომ სახელმწიფო უნდა აკეთებდეს ამასო, არამდე ფიქრი ისეთ მოდელზე, რომელიც მოტივირებული იქნება თვითგაუმჯობესებაზე და არა ხარჯების გაბერვაზე. ვისაც ფიქრი არ უნდა კიდე, მე ვერ ვაიძულებ. |
Posted by: Accident 23 Oct 2017, 15:04 | ||||||
nforumi
აბა, მასე წესით არც საჯარო მოხელე მიაღწევს მილიონიან ზარალს, თუ თაღლითობას არ აქვს ადგილი, იქამდე გამოაშკარავდება, სანამ სერიოზულ შედეგებამდე მივა საქმე. ზარალი კი ყოველთვის შეიძლება იყოს, თუნდაც არაპირდაპირი, მათ შორის კერძოს შემთხვევაში. თუნდაც იმ შემთხვევაში, თუ ქონების ღირებულება საკმარისი იქნება ვალის დასაპარად. მაგრამ, არც მასე ხდება ხოლმე. ის კრედიტორი, ერთ თვეში რომ მოელის მოგებას და ხუთი თვის მერე მიიღებს, ამასობაში დაკარგული თანხები რა, ზარალად არ ითვლება? იქნება სხვა საქმეში უნდა ჩაედო ის თანხა და გამაზა. ეგ არაფერია?
არ შეგიძლია გამეორება - რადგან, საქმე ისაა, რომ შენ ამბობ, კერძო იმიტომ უნდა გახდეს, რომ ეფექტიანობა გაიზარდოსო. ხოლო, ჩვენ ვამბობთ, რომ სახელმწიფო იმიტომ უნდა დარჩეს, რომ ამით მეტროპოლიტენის მთავარი მიზანი მომხმარებლის დაკმაყოფილება და ხელმისაწვდომობა, უკეთ იქნება უზრუვნელყოფილი. კერძოს ეფექტიანობა სახელმწიფოსთან მიმართებაში - საკამათოა. ხოლო, სახელმწიფოს უპირატესობა კერძოსთან მიმართებაში, მოხმარებლის დაკმაყოფილებასა და ხელმისაწვდომობაში - არა. ეგ თვითგაუმჯობესება და გაბერვაც არაა არგუმენტი - უამრავი პირობაა, როცა კერძომ შეიძლება შეწყვიტოს თვითგაუმჯობესება და უამრავი პირობაა, როცა სახელმწიფომ შეიძლება არ გაბეროს ხარჯები. მტკიცება, რომ კერძო სულ გაუმჯობესებაზე მუშაბს და სახელმწიფო სულ გაბერვაზე - არის პრიმიტიული მიდგომა საკითხისადმი, რეალობაში მასე არ ხდება, უამრავი ფაქტორის ზემოქმედების გამო. |
Posted by: nforumi 23 Oct 2017, 18:30 | ||||
Accident
ზარალია, თუ არ ანაზღაურდა, რა თქმა უნდა.
თუ გაკოტრების მექანიზმი არ მუშაობს, მაშინ კი. სახელმწიოფო მოხელემ რომ არ გაბეროს, ამის წარმოდგენა მიჭირს. იქნებ დამეხმარო ? |
Posted by: Accident 23 Oct 2017, 18:41 | ||
nforumi
რა, კერძი ბინზესის შემთხვევაში, ყველა კეთილსინდისიერად მუშაობს და ადგილი არა აქვს უაზრო ხარჯებს? ორი კაცი ხომ არ აკეთებს საქმეს, რომ ერთმანეთს უყურებდნენ. როგორც კერძო ბინზესის შემთხვევაში ხდება შემოწმება და კონტროლი, მასე უნდა იყოს სახელმწიფოს შემთხვევაშიც. |
Posted by: nforumi 23 Oct 2017, 19:22 | ||
Accident
ამაზე დავწერე მე მგონი ზემოთ. უაზრო თუ არასწორი ხარჯების გაწევის შემთხვევაში უნდა ზარალობდეს მისი გამწევი და არა სხვა პირი. თუ მოხელის შემთხვევაშიც შეიძლება რამენაირად ასე მოეწყოს, მაშინ კი ბატონო. |
Posted by: vatman 24 Oct 2017, 11:03 |
მოკლედ მოხვდი უნივერსიტეტზე, სადგურიძ აან ხმაურიანი მომეჩვენა. ლიანდაგებზე საუბარი არ მაქვს. მატარებელი მოსაბრუნებელ ჩიხში რო შედის გეგონება იქვე სადგურზე ატრიალებს. ნუ დიზაინი.... მგონი აბაზანაშI უკეთესად მაქვს აკფელი და ექსკალატორები ძაან ნელია... და ახალი მატარებლით ვიმგზავრე. რეალში ვიზუალურად უკეთესად გამოიყურება, ვიდრე სურათზე, სალონი კი ნამდვილად სჯობს. საჰაეროები ეხსნება რაც მთავარია და კარებტან შუაში ხელის მოსაკიდებელიც კარგია Accident nforumi თქვენ ისევ აგრძელებთ ხო? |
Posted by: bart simpson 24 Oct 2017, 11:09 | ||||
vatman
ეგ მაგარი რაღაცაა |
Posted by: nforumi 24 Oct 2017, 19:58 | ||
vatman
ბოდიში |
Posted by: JSB14BSJ 24 Oct 2017, 22:31 | ||
vatman
ამჯერად ჩემი ბრალია |
Posted by: Nina.Ukrainka 25 Oct 2017, 12:06 |
მეტრო იმდენად მნიშვნელვანი ტრანსპორტია რომ მთელი საქართველო უნდა მოიცვას... |
Posted by: Snow93 25 Oct 2017, 13:42 | ||
მთელი საქართველო რო მოიცვას მთელი ქვეყნის ბიუჯეტი არ ეყოფა მინიმუმ 200 წელი |
Posted by: Nina.Ukrainka 25 Oct 2017, 14:48 |
Snow93 ნელ ნელა დ დ განა 1 წელში.. |
Posted by: Fabian 25 Oct 2017, 21:06 | ||
Nina.Ukrainka
აბსოლუტურად ყველა სიტყვაში გეთანხმებით! |
Posted by: giomelqa12 25 Oct 2017, 21:23 | ||
მაგას რკინიგზას ეძახიან |
Posted by: Nina.Ukrainka 25 Oct 2017, 23:33 |
giomelqa12 რკინიგზას მუხიანში ან აფრიკაში არავინ გაიყვანს ცალკე სადგურებს..ამიტომ საჭიროა მეტრო. |
Posted by: Accident 26 Oct 2017, 00:15 |
Nina.Ukrainka მეტრო არ კეთდება ასე ჰარი-ჰარალოზე. მეტროს გაყვანას აზრი აქვს იქ, სადაც მცირე ტერიტორიაზე გადაადგილდება დიდი რაოდენობის ხალხი. ამას აქვს შემდეგი მიზეზები. 1. ის რომ, მეტროს მთავარი უპირატესობა, მიწისქვეშ გასვლა და შენობების, რელიეფის და საცობების არიდებაა. შესაბამისად, ყველაზე მეტ მოგებას, იძლევა იქ, სადაც ბევრი ხალხია გადასაყვანი და ამ შენობების, საცობების და რელიეფის არიდებით, დიდ უპირატესობას შექმნის სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით. 2. ის, რომ მიწისქვეშ გვირაბის გაყვანა ძვირია და კილომეტრებზე გადაჭიმვას აზრი არ აქვს, თუ გაჩერებები არ იქნება და ბევრ ადამიანს არ მოემსახურა. იმისთვის რომ შენარჩუნდეს 3-5 წუთიანი ინტერვალი, აუცილებელია გაჩერებები იყოს 1-1.5 კილომეტრზე. რაც, მხოლოდ შუა ქალაქში შეიძლება. ქალაქებს შორის და ტრასებზე, უაზრობაა, რადგან ტრასაზე ხომ არ ამოვა ხალხი. შორი გაჩერებები კი მთლიან სისტემას შეანელებს და ეფექტიანობას დააკარგვინებს. ასე რომ, ლოგიკა მარტივია - მეტრო რადგან ძვირია, კეთდება იქ, სადაც მაქსიმალურ მოგებას მოიტანს და მაქსიმალურად დაფარავს ამ დანახარჯებს. მსგავსი ადგილები, უმეტესად არის დედაქალაქები - მეტროპოლისები. მისი სახელიც, სწორედ აქედან წარმოდგება. ხოლო, იქ სადაც გაჩერებებს შორის უფრო დიდია მანძილი, ან ორ დასახლებულ პუნტს, ტრასა და ცენტრალური ქუჩა აკავშირებთ, ასეთ შემთხვევაში, უკვე აღარაა საჭიროება გვირაბების თხრის და მილიარდების ჩაყრის. მასეთ შემთხვევებში გაჰყავთ გაცილებით იაფი ალტერნატივა - ტრამვაი. რომელიც პირდაპირ გაივლის ამ ცენტრალურ ტრასაზე ან ქუჩაზე და ზუსტად იგივე უპირატესობები ექნება, რაც სხვა სარკინიგზო ტრანსპორტს (აჩქარება, სისწრაფე, ენერგოეფექტურობა, მაღალი მგზავრთბრუნვა). ქალაქებს შორის კი, სადაც მანძილიც დიდია და ხალხიც ბევრია, იყენებენ უფრო მსხვილ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა საგარეუბნო რკინიგზა. რადგან ასეთ შემთხვევაში, ქალაქებს შორის ტერიტორიას იყენებ, რაც მეტ საშუალებას იძლევა ასეთი ინფრასტურქტურის იაფად განლაგების. |
Posted by: Nina.Ukrainka 26 Oct 2017, 00:49 |
Accident მიწის ქვემოთ არაა აუცილებელი. |
Posted by: Accident 26 Oct 2017, 01:05 | ||
Nina.Ukrainka
ხოდა თუ მიწისქვეშ არაა აუცილებელი, ანუ თუ ამ ყველაფერს არ გააკეთებს, მაშინ რაღა აუცილებლად მეტრო უნდა იყოს? თუ სახელზე გაქვს პრობლემა და რკინიგზა არ გინდა უწოდო, გინდა მეტრო დაუძახე და გინდა ხომალდი. მაგის მთელი უპირატესობა მიწიქვეშაა - მიწისზემოთ, უკვე დანახარჯები აჭარბებს სარგებლიანობას. თან მეტროს სისტემას დიდი ინფრასტრუქტურა ესაჭიროება, თავისი ესტაკადებით, შემოღობვით, 1000 ვოლტიანი საკონტაქტო რელსით და ა.შ. მაშინ როცა მის იაფ ალტერნატივას, მსგავსი არაფერი სჭირდება, არც იერსახეს ამახინჯებს (პირიქით თუ არა) და არც უსაფრთხოების პრობლემებს ქმნის. შეუძლია როგორც შუა ქალაქში, ასევე იზოლირებულ ტრასაზე სიარული. » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: Nina.Ukrainka 26 Oct 2017, 10:35 |
Accident ძალიან მომწონს ტრამვაი,ნეტა დაბრუნდეს.. |
Posted by: Desmond Miles 27 Oct 2017, 22:27 |
ჯერ არ დაგიწერიათ, მაგარი ### "გამომცხადებელი" რომ არის 2 დღეა? რა არის ეს, ვინ მოიგონა.. მოგწონთ? თუ ყველა ჯიპებიანი პოსტავთ აქ. :დ |
Posted by: მენდოსა 28 Oct 2017, 14:13 | ||||
მერე რატომ შეაჩერეს ? უფინანსობის გამო თუ პირობები არ იყო ? |
Posted by: Lemarc 28 Oct 2017, 14:50 | ||
მენდოსა
საბჭოთა კავშირი დაიშალა და მაგიტომ. |
Posted by: LEOwish 28 Oct 2017, 15:16 |
Desmond Miles 2 ქალი რომ ახმოვანებს? “შემდეგ სადგურს” სხვა ამბობს და სადგურის სახელწოდებას სხვა ქალი? |
Posted by: temart 28 Oct 2017, 17:53 |
ეხლა მოვდივარ უნივერსიტეტის ახალი მეტროს სადგურიდან,შეიძლება უკვე ითქვა მაგრამ ჩემს აზრსაც მოგახსენებთ. ინტერიერი საზოგადოებრივ ტუალეტს ჰგავს.სასირცხვილოა. 75 მილიონი რაზე დახარჯეს ყაჩაღებმა და ბიუჯეტის ვირთხებმა ძალიან საინტერესოა. 10 ლარიანი მეტლახის დაგება, რომ ამდენი არ დაჯდებოდა ფაქტია. უგემოვნება და ქურდობა. |
Posted by: Accident 28 Oct 2017, 20:07 | ||||||
temart მგონი უკვე იკითხე ეგ და გიპასუხე. მეხსიერებასთან კი გაქვს პრობლემები იმდენჯერ იმეორებ ხოლმე ერთსა და იმავეს, მაგრამ წესით გემახსოვრება, რომ რკინიგზასა და მეტროსთან, მასეთ პრიმიტიულობებს არ გაგატანინებ. ვერ ერკვევი ამ სფეროში და სასაცილოდ რატომ იგდებ თავს? არ ჯობია შეეშვა? ის მინები რიყეზე, გაუგებრობა გმირთა მოედანზე და მსგავსი ყლინჯობები, ამაზე ორჯერ ძვირი დაჯდა და მაგაზე არ გაქვს ხომ კითხვები, რამდენად მიზანშეწონილად დაიხარჯა თანხები? დიზაინი სირობაა და რაც გინდა თქვი, მაგრამ სადგური მხოლოდ დიზაინი არაა. დელისიდან გადასარბენი გვირაბები, ლიანდაგები, მოსაბრუნებელი ჩიხი, სადრენაჟო, სავენტილაციო წერტილები და ტექნიკური სათავსები. ასევე წევითი-დამადაბლებელი ქვესადგური, ამოსასვლელები და ავარიული გასასვლელი გაკეთდა. ეს ყველაფერი, მინებიან ტრუბაზე, ძვირი არ ღირს? სურათებიანადაც დაგიდე ამ პოსტში. https://forum.ge/?showtopic=34981518&view=findpost&p=51514449 აქაც გადმოვაკოპირებ
|
Posted by: temart 28 Oct 2017, 20:37 | ||||||
საერთაშორისო არბიტრების შეფასებები არსებობს და გაიგეთ რომ ის რაც ჩამოთვალე საუკეთსოდ ჩაითვალა. ამ მეტროს ინტერიერი კი ნაგავია.
ბეტონის სამუშაოები იაფია ჩვენში. ის მინები კი უმაღლესი ტექნოლოგიური ჩართვით შესრულდა.
ყოჩაღ რომ აღიარე დამეთანხმე 10 ლარიანი მეტლახი ძალიან დიდი სირცხვილია , როდესაც მთლიანი პროექტი 75 მილიონი ჯდება. |
Posted by: Accident 28 Oct 2017, 20:53 | ||||||
temart
რა შუაშია საუკეთესო? თანხის ხარჯვაზეა საუბარი, სათანადოდ დაიხარჯა თუ არა-მეთქი, მაგაზე ოდესმე დაეჭვებულხარ ან დაინტერესებულხარ? ან დაგიწერია ფორუმზე, ამდენი რატომ დაჯდა ეს ყველაფერიო? მაგის გარდა, საერთოდ არ გაგჩენია კითხვები, რამდენად მიზანშეწონილია, პარლამენტის შენობის მინებში ჩასმა, ხარჯების მხრივ ჩვენნაირი ქვეყნისთვის, ან დაღუპული გმირების გვარების, ცაში გამოკიდება და ა.შ.
რა ბეტონის სამუშაოები, გადახედე რა წერია. ბეტონის სამუშაოებია მეტროპოლიტენის გვირაბების და სადგურის მოწყობა? ეგეც საერთაშორისო არბიტრების შეფასებაა, რომ თურმე მეტროსადგურის დასრულება "ბეტონის იაფი სამუშაოებია" და ამიტომ 80 მილიონის დიდი ნაწილი დიზაინს მოხმარდა?
ფეხებზე მკიდია დიზაინი, რა აღიარება უნდა იმას რომ სირობაა. მე იმაზე გედავები, რომ მაგ დიზაინით ნუ აფასებს მეტროსადგურის მშენებლობას და მის ხარჯებს-მეთქი. მაშინ გამოიკვლიე ოფიციალური ხარჯთაღრიცხვა, თუ რა დაუჯდათ დიზაინი და იმის მიხედვით აღშფოთდი, რატომ დაჯდა ამდენიო და ამდენიო. რომ წერ სადგურის აშენება რატომ დაჯდა 80 მილიონიო და მხოლოდ დიზაინს ახსენებ, არის სრული უაზრობა, პრიმიტიულობა და ალოგიკურობა. მხოლოდ დიზაინი თუ გაინტერესებს, მთელი სადგურების მეტი რა გაქვს, ეგენი გააკრიტიკე, ჯერ წინა მთავრობისას რომ აჭედეს პლასტმასებით და ამათმა რაც დარჩა, ისიც რომ მიაყოლეს. |
Posted by: otokarcobra 28 Oct 2017, 21:07 |
temart აუ რა შორს ხაარ......პლქნეტიდან ხარ შორს დაჟე, თემიდან კი არა......სადღაც ნეპტუნსა და პლუტონს შორის ხარ და ლონდონში გგონია თავი..... რიყეზე არსებულ ზე ###ობას როგორ აპრავებ რომელიც იგივე დაჯდა თითქმის რაც მიწისქვეშ დაახლოებით 45 მეტრის სიღრმეზე მდებარე მეტროს სადგური, რომელიც ამდენ ადამიანს უადვილებს ცხოვრებას.... |
Posted by: Nina.Ukrainka 28 Oct 2017, 21:44 |
რაღაც მაინტერესებს ძალიან თუ ვინმემ იცით..ადამიანმა რომ იცხოვროს მიწის ქვეშ მთელი ცხოვრება რამე მოუვა? |
Posted by: Fabian 28 Oct 2017, 22:02 | ||
Nina.Ukrainka
კი, სადმე გადამეყრება :| |
Posted by: JSB14BSJ 29 Oct 2017, 00:46 | ||||||||
ადამიანი რო ამას ამბობს:
და ამ პასუხზე:
ეს არგუმენტი რო მოჰყავს:
და ეს კიდე:
Accident შეეშვი ახლა. ვერ ხვდები, რასთან გაქვს საქმე? |
Posted by: temart 29 Oct 2017, 10:47 | ||||
otokarcobra
არქიტექტურის შდევრებია რიყეზე ხიდი და საესტრადო შენობა
ბიუჯეტის ფულს რომ იპარავენ და პენსიას არ გვიზრდიან ესეც ცხოვრების გაადვილებაა შენი აზრით? სამარცხვინო 10 ლარიანი მეტლახით მოპირკეთება 75 მილიონი დაჯდა დავიჯერო? |
Posted by: forum-ge 29 Oct 2017, 10:49 | ||
temart
დაგიწერეს მილიონჯერ, რომ მაგ მეტლახით მოპირკეთების გარდა კიდევ სხვა უამრავი და უფრო მნიშვნელოვანი სამუშაოები ჩატარდა მანდ და შენ მაინც იგივეს აწვები. საერთოდ შორს ხარ ამ თემიდან და პროსტა ტვინს ბურღავ. |
Posted by: temart 29 Oct 2017, 10:59 | ||
forum-ge
ჩამოშლილი დადონ რაში დაიხარჯა ხალხის ფული. გვირაბები გაყვანილი იყო და ძირითდი ბეტონის სამუშოები დამთვრებული. საზოგადოებრივი ტუალეტის ინტერიერი ამდენი არ ჯდება. |
Posted by: ლუკატარ 29 Oct 2017, 12:16 |
გამოკითხვა რომ ჩავატაროთ, ის რიყის მილები უფრო გამოგდგომია ცხოვრებაში თუ მეტროო, რამდენი იტყვის მილებიო? მე მირჩევნია ჩემი გადახდილი გადასახადები მეტროს მოხმარდეს, უკვე რამდენჯერმე ვიმგზავრე მაგ სადგურზე. და ის მილები უბრალოდ დევს |
Posted by: ქაფქიანა 29 Oct 2017, 12:21 |
temart აუ, ნუ ტყნავ ტვინს რა. მილიონჯერ აგიხსნეს და მაინც შენსას აწვები? ხისთავიანი ხარ? იოანეს სახარების მომარჯვება არ დაგავიწყდეს აქაც. მოდერ, ეს შეუგნებელი ელემენტი დაასვენეთ რა. |
Posted by: temart 29 Oct 2017, 13:02 | ||
ქაფქიანა
სადა გაქვთ ტვინი თორე................. შეხედეთ რეალობას, ვერ არჩეთ თეთრს შავისგან? ტუალეტის აშენებაში 75 მილიონი ნამეტნავი ტვინის შედეგია? |
Posted by: ქაფქიანა 29 Oct 2017, 13:06 |
temart რა ტუალეტი, ავადმყოფი ხარ? ღირსი ხარ, საცობში ამოგძვრეს სული შე შეუგნებელო ხისთავიანო. |
Posted by: temart 29 Oct 2017, 13:10 | ||
ქაფქიანა
თქვენ პატივცემულო ეს ინტერიერი მოგწონთ? |
Posted by: ქაფქიანა 29 Oct 2017, 13:16 |
[b]temart[/b ინტერიერზე უკვე აგიხსნეს, რომ არავის მოსწონს. მაგრამ დემაგოგობაა სულ მცირე და რეალურად კი ავადმყოფური პროვოკაცია, რასაც შენ აკეთებ ახლა. დაგიდეს სამუშაოების სია, რა გაკეთდა. მეტრო მარტო ინტერიერი არაა. რას მოტყანი ტვინი ამ ინტერიერით? ადექი და წაიკითხე, რაც დაგიდეს წინა გვერდზე. მაგრამ რომ წაიკითხო, ვერბალურ ფაღარათს ხომ ვეღარ დაიმართებ. ფუ რა, ცხოვრებაში შენნაირ ადამიანებს გვერდზე არ ვიჩერებ. |
Posted by: Kotola 29 Oct 2017, 13:29 |
temart შენ მარტო თემას და განყოფილებას კი არ ხარ აცელილი, (საგიჟეთი როა პირველივე განყი, იქ შეგიძლია პოსტო ესეთი სლეობები) ქვეყანასაც აცელილი ხარ მემგონი და უკრაინაში რო იყო ეხლა გირჩევნია |
Posted by: temart 29 Oct 2017, 16:43 | ||||||||
ქაფქიანა
სად დადეს ეს სია ?
ზრდილობას მოუხმეთ ხეპრეებო
მეც ამას გიხსნით და ვერ შეუშვით თავებში, რომ 75 მილიონად ასეთი ინტერიაერი ხალხის დაყაჩაღებაა. Kotola
უკრაინელი იქ დიდ საქმეს აკეთებს რასაც შენნაერები ძალიან გვიან მიხვდებით. |
Posted by: AUTOCRAT 29 Oct 2017, 17:11 |
temart ინტერიერის გამო რაც მე ვაგინე მემკვიდრეობით გაუყვებათ კიდევ მაგრამ, ინტერიერით დახარჯული/გაფლანგული მილიონების განსაზღვრა არასერიოზულია. მაგ ინტერიერზე გაწი გამოწი ნახევარი მილიონიც არ დახარჯულა და ვერც დაიხარჯებოდა მაინც და მაინც ბაროკოს სტილში თუ არ მოირთვებოდა. აი რომ გეთქვა სადაა დაპირებული ლიფტიო, ეგ სხვა თემა იქნებოდა. ფულის მოტეხვა რომ იქნებოდა, მგონი მაგაში საქართველოში არავის არ შეეპარება ეჭვი... |
Posted by: temart 29 Oct 2017, 17:59 | ||
AUTOCRAT
აქ ჩვენი ძმები იუზერები პირიქით ამართლებენ მთავრობაში გამეფებულ კორუფციას. |
Posted by: Milanese 29 Oct 2017, 18:37 | ||
ბადრია შუბლაძეებიღა აკლდა ამ თემას... ერთადერთი თემა სადაც ჭპოლიტიკაზე არავინ ბურღავდა ტვინს არ მოგწონს და მიდი რა მარშუტკით იარე * * *
მიჰააა ჰამოდიი გვიჰველეეეე |
Posted by: ქაფქიანა 29 Oct 2017, 18:56 | ||||||||
temart
წინა გვერდზე.
ხეპრეები ოჯახში მოიკითხე.
გაასხი შე ხისთავიანო აქედან. AUTOCRAT
მაგდენი რომ ესმოდეს, ხისთავიანი პითეკანთროპი კი არ იქნებოდა. |
Posted by: temart 29 Oct 2017, 19:17 | ||||
ქაფქიანა
გვირაბის მშენებლობის სურათებს გულისხმობ?
|
Posted by: ქაფქიანა 29 Oct 2017, 19:39 | ||
temart
არა. გვირაბის მშენებლობა უმეტესწილად ჯერ კიდევ სსრკ-ს დროს დასრულდა. კარგად ვიცი, რასაც აკეთებ. დიახ რომ მეპასუხა, ეგრევე ამ პასუხს დამიდებდი. ამ მთავრობას ვერც მე ვიტან და მიშას მხარდამჭერი ვარ მეც, მაგრამ შენ იმენა ასტრალში ხარ გაჭრილი. რა 75 მილიონიანი ინტერიერი. ბაქინგემის სასახლე კი არაა. ინტერიერი მაქსიმუმ ნახევარი მილიონი დამჯდარიყო. დაგიდეს ანალიზი, თუ სად შეიძლება წასულიყო ეგ თანხა. სწორედ მაგ სურათებთან დაგიდეს. მაგრამ ჯიუტად არ კითხულობ და არ გინდა გაიგო. თუ ყველაფერში ასეთი ხარ, მეცოდება, ვინც გიძლებს. |
Posted by: otokarcobra 29 Oct 2017, 21:40 |
მიჰას #####ან სული და ბიძინას ზევიდან, და ყველა დემაგოგის დედას ###### კიდე მთელი ცხოვრება.... ნა ხუი თემიდან |
Posted by: temart 30 Oct 2017, 00:12 | ||
ქაფქიანა
რა და 75 მილიონო რომ დაჯდება მთლიანი პროექტი, შესაბამისი ინტერიერი უნდა ჰქონდეს. რა ვერ გაიგეთ? |
Posted by: ქაფქიანა 30 Oct 2017, 00:21 |
temart შენ ვერ გაიგე. ამ ქვეყანაში სხვა ყველაფერი აწყობილია და მეტროღა დარჩა? უნდა ჰქონდეს, მაგრამ არ აქვს. ამიტომ უნდა გაღრღნა ტვინი? პირადად შენ პროტესტის ნიშნად შეგიძლია არასდროს ჩახვიდე მეტროში. დაისვენე და დაგვასვენე რა. |
Posted by: Accident 30 Oct 2017, 00:28 | ||
temart
ხოდა მაგას გეკითხები - ხიდი, რომელიც უბრალოდ მოიტანეს და დადგეს, დაჯდა 50 მილიონი. მეტროსადგური კი, სადაც მიწის სამუშაოები ჩატარდა - ამოსასვლელები არ იყო გაყვანილი, არც მიწა არ იყო ამოტანილი, ჩანს ამ სურათზე პორტალი სადაც ელექტრო გაყვანილობა, ელექტროქვესადგური, წყალგაყვანილობა, სადრენაჟო სისტემა, სავენტილაციო სისტემა, ლიანდაგები და ესკალატორის გაკეთდა რამდენი უნდა დამჯდარიყო? ამ ყველაფრისთვის ეგ თანხა ძვირია და შუშიანი ხიდის მსუბუქი კონსტრუქციისთვის არა? |
Posted by: Just_Test 30 Oct 2017, 01:02 |
დღეს გავიარე გლდანისკენ ახმეტელის მეტროსთან და გარე ვაჭრობას ისევ მოუკიდებია ფეხი მად ,როგორც ჩანს კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება მაგრამ მაგ ხალხისაც მსემის რაღაც პონტში რა ქნან პენსია არ ყოფნით და... |
Posted by: polaris 30 Oct 2017, 01:13 |
სამგორში სვეტებზე ახალ მარმარილოს ფილებს აკრავდნენ, ფასიც გავიგე: ბითუმად კვადრატული 80 ლარი ღირს, საცალოდ 85 რომელი ფირმის ჩამოტანილია, ისიც მითხრეს მაგრამ დამავიწყდა. თუმცა ახლა მეტრომოყვარულებს თუ ფინანები ხელს შეგვიწყობს და ვიპოვეთ, შეგვიძლია მეტრორემონტი გავიკეთოთ სველ წერტილებში. მე წინა ფაქტურა მერჩივნა, მაგრამ კიდევ მადლობა, მეტლახი არ გააკრეს. არც ესაა ძალიან ცუდი. სხვათა შორის უნივერმა არც ისეთი ცუდი შთაბეჭდილება დამიტოვა, როგორიც ფოტოებზე მეგონა. ძალიან უცხოდ ნათელია დანარჩენ, განათების „მომჭირნე“ რეჟიმზე გადაყვანილი, სადგურებთან შედარებით. შეიძლება ის კონტრასტიც თავისას შვრება, რომ ეგ სადგური ცოტა უფრო ბნელიც მახსოვს. ყველაზე მთავარია, რომ 400 ათასის მიდამოებში მერყეობს სამუშაო დღეებში მგზავრობათა რიცხვი, წინა წელს 375-380 იყო მაქსიმუმი როგორც მახსოვს. Mick-el-Angelo ახლაც ღამეს ვათევ რომ რაღაც სამსახურის საქმეები მოვასწრო. ჭეშმარიტ მარშრუტებზე ვიჩხუბოთ აუცილებლად უფრო დეტალურად, ოღონდ აქვე ვიტყვი, რომ არა ოპერაციული ხარჯების მინიმიზაცია იყო ჩვენი ქადაგების მთავარი შთამაგონებელი, არამედ არსებული ავტობუსების პარკის და საგზაო ქსელის ოპტიმალურად გამოყენება. პერიფერია-ცენტრის პირდაპირი კავშირები რა თქმა უნდა მოსახერხებელია, მაგრამ ცენტრში ყველა ერთად იჭედება, თან მეტი ავტობუსი გჭირდება მცირე ინტერვალის უზრუნველსაყოფად. მეც ვერ გავბედავდი ამ ექსპერიმენტის ერთი ხელის მოსმით ჩატარებას, მაგრამ საპილოტე ვარიანტს აუცილებლად გავაკეთებდი რომელიმე გარეუბანში |
Posted by: temart 30 Oct 2017, 09:13 | ||||||
ქაფქიანა
ყველაფერი აწყობილი რომ არ არის და ხალხს რომ პარავენ ფულს ეს არ ვთქვათ? დამშეული პენსიონერების ფულს რომ ფლანგავენ არ ვთქვათ? ფორუმი სიტყვის თავისუფლების ადგილია. არ მოგწონს ჩემი აზრი გაიარე და არ მიპასუხო. Accident
ეს ხიდი უნიკალური და უნაკლოა, უნივერსიტეტის მეტროს ინტერიერისგან განსხვავებით.
მინიმუმ 50 წელი ინტერიერს შეხედავს ადამიანი და არავის გაახსენდება სადრენაჟო სისტემა. |
Posted by: nforumi 30 Oct 2017, 09:39 |
temart რა თავისუფლების ადგილი, ფრთხილად იყავი, თორემ მალე დახვრეტას მოგისჯიან რაც შეეხება ხიდს, იქაც ისევე გაიფლანგებოდა ფული, როგორც მეტროში, გაუგებარია რატომ უნდა იყოს სხვანაირად. |
Posted by: Accident 30 Oct 2017, 16:04 | ||||||
temart
საინჟინრო პროექტზე გეკითხები, ხიდი - რომელიც შუშების და რკინის გროვაა, თუ დაჯდა 50 მილიონი. მეტროსადგურის გვირაბებში გაკეთებული სამუშაოებისთვის, ეგ ფასი რა ლოგიკითაა-მეთქი ძვირი? რახან შენ დიზაინზე ხარ ჩაციკლული, ეს ხომ არ ნიშნავს რომ მარტო დიზაინით ფასდება ორი პროექტი? და თუ მაგ ხიდში, მხოლოდ დიზაინი დაჯდა 50 მილიონი, მაშინ რაღაზე გიკვირს, რომ მეტრო სადგურის დიზაინზე, 50 მილიონი ვეღარ დარჩებოდა?
რას ჰქვია გაახსენდება? მეტრო სადგური გალერეა კი არაა, ხალხი რომ დასათვალიერებლად შედიოდეს - იზოლირებული სატრანსპორტო სისტემაა, რომლის მთავარი მიზანი და დანიშნულება, დიდი რაოდენობის ხალხის გადაყვანაა. მთელი ფული, სწორედ მაგ სისტმების სრულყოფაში უნდა წავიდეს და რა ინტერიერის ყურებაზე მელაპარაკები?
ანუ, დამშეული პენსიონრების ფულით რომ დიზაინი ეკეთებინათ მეტროსადგურში, ეგ არ იქნებოდა ფულის ფლანგვა? დამშეული პენსიონრების ფულით, რომ ხიდის კონსტრუქცია, სადაც პენსიონერი ვერასდროს მოხვდება, პრეზიდენტის სასახლე, პარლამენტის შენობა და მსგავსი სირობები რომ ნახევარმილიარდამდე დაჯდა, ეგ არაფრად მიგაჩნია, რადგან შენს გემოვნებაში ჯდება. ხოლო, მეტროსადგური დასრულებისთვის 80 მილიონი, რომელიც ზუსტად მაგ პენსიონერებს და კიდევ უამრავ ადამიანს ემსახურება დღეში, ფულის ფლანგვაა, რადგან დრენაჟის ნაცვლად, დიზაინში არ ყარეს ფული? ლოგიკას დირკა არ დაუტოვე მოკლედ. |
Posted by: Milanese 31 Oct 2017, 09:00 | ||
ბიჯო რას გასმევდათ ის უკრაინაში გადახვეწილი ხიდს ადარებ მეტროსადგურს, რომლის აშენებას მინიმუმ იმდენი დრო უნდა რამდენიც მრავალსართულიან კორპუსს და ყველაზე რთული კონსტრუქციაა მიწისქვეშ სადგური და ყველაზე ძვირი ჯდება. მასე იაფი და მარტივი რო იყოს, იმ ხიდის მაგივრად მეტროს ააშენებდნენ.. |
Posted by: JSB14BSJ 31 Oct 2017, 10:04 |
ვიცნობ რამდენიმე კარგ ფსიქიატრს და შემიძლია გადავუხადო, მაგრამ ყოველ თვე გამიჭირდება. თუ შემოხვალთ წილში, გავაკეთოთ მადლიანი საქმე. სერიოზულად რო ელაპარაკებით, უფრო უმძიმებთ სიტუაციას და შეეშვით, რა. თან ერთდროულად ორი გამაღიზიანებლით აღიზიანებთ: 1. უწმინდურ და ხალხის მტერ არამიშისტს რო ხედავს და 2. ლოგიკური მსჯელობა რო ესმის ამ ბოროტებას რო ხედავს, ეგრევე ბრძოლას იწყებს უფალი მიშას სახელის გადასარჩენად და თავის თავი უფრო მართალი ჰგონია. |
Posted by: Fabian 31 Oct 2017, 13:08 |
temart გასაგებად აგიხსნეს ყველაფერი და მოეშვი დემაგოგიას! ქაფქიანა otokarcobra კორექტულად გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები! |
Posted by: temart 31 Oct 2017, 16:35 | ||
Fabian
გასაგებია, პენსია 90$ -დან 70$-მდე რომ შემიმცირეს და თვითონ იჯიბავენ სხვადასხვა გზით აქ აღარ გავარჩიოთ !!! |
Posted by: Snow93 31 Oct 2017, 16:46 | ||||
არსებობს ასეთი განყოფილება https://forum.ge/?showforum=29 და იქ სულ მასეთ თემებს არჩევენ |
Posted by: temart 31 Oct 2017, 17:03 | ||
Snow93
მეტროში მშენებლობის ხარისხსაც პოლიტიკაში არჩევენ? |
Posted by: Snow93 31 Oct 2017, 17:26 |
temart ყველაფერს... თუ არ გჯერა შედი და თავად დარწმუნდი |
Posted by: Milanese 31 Oct 2017, 18:31 |
temart შენ პოლიტიკური კუთხით განიხილავ მეტროს. აბა დაწერე სადგურის შენებისას გამოყენებული დეტალების ფასები, აღწერე ჩატარებელი სამუშაო, დაამტკიცე რო გაცილებით იაფი დაჯდა ვიდრე გამოაცხადეს და აქაც წაიკითხავენ სიამოვნებით.. შენ რასაც ჰაერზე დემაგოგობ ეგეთი თემები პოლიტგანყში იხსნება. აქ თვითონ ობიექტის ტექნიკურ დეტალებს განვიხილავთ და მის ისტორიას, სამომავლო განვითარებას, მიწისქვეშა ექსპედიციებს. ვინ ააშენა და რამდენი მოტეხა და ვისი პოლიტ ბრძანება იყო ეგ აქ არ განიხილება თანაც უმრავლესობამ გითხრა რომ მეტროსადგური გაცილებით რთული კონსტრუქციაა და დიდ თანხებს მოითხოვს ვიდრე შენ გგონია და იმ "შედევრ" ხიდს ადარებ |
Posted by: iviko18 31 Oct 2017, 19:37 |
temart კაცურად, არ გიტყდება მაინც? |
Posted by: ქაფქიანა 31 Oct 2017, 21:30 | ||||||
temart
ეგ არის პოლიტიკა და არა ამ განყოფილების პრეროგატივა. არ მოგწონს ჩემი პასუხი და იმდენი გაიარე, მზეზე ჩადი ფეხით.
დემაგოგიის აპოთეოზი. ღირსი ხარ, მარტო შენ და მემანქანე იყოთ მატარებელში, ეგ სადრენაჟო სისტემა დაზიანდეს, მემანქანებ გაასწროს და შენ ადგილზე დაიხრჩო.
რა ღრმად გაქვს შვილო. ეგ ხიდი მეც მომწონს, მაგრამ შენ იმენა სექტანტი ხარ. Fabian კორექტულად რომ უხსნი, თავი ადამიანი ჰგონია და თავში უვარდება. iviko18 კაცურად? ეგ არსება კაცია? |
Posted by: Snow93 1 Nov 2017, 10:00 | ||||
Yes! * * * როგორც პოლარისი იტყოდა: თბილისი, XXI საუკუნე თბილისის შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივად, რომელმაც უნდა განტვირთოს ქალაქზე გამავალი სატვირთო შემადგენლობის ნაკადები, შესაძლოა რკინიგზის სადგურ “დიდუბედან” “ნავთლუღამდე” გვირაბი აშენდეს. შემოვლითი რკინიგზის აშენებას თბილისის მერიას, დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი სთავაზობს, რაც ითვალისწინებს ქალაზე გამავალი სატვირთო და ტრანზიტული საავტომობილო ნაკადების განტვირთვას. როგორც გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფის, “სითი ინსტიტუტი – საქართველოს დირექტორმა” მამუკა სალუქვაძემ “კვირას” პრესკლუბში სტუმრობისას დღეს განაცხადა, ბოლო ხანებში რკინიგზის თემასთან დაკავშირებით, სხვადასხვა ინტერპრეტაციები ისმის. თავად გენგეგმის ჯგუფის წევრებს მიაჩნიათ, რომ ქალაქში შესაცვლელია სატრანსპორტო მოძრაობა, როგორც სატვირთო ისე სამგზავრო შემადგენლობებისთვის. “ქალაქს უნდა მოვაცილოთ ის ხიფათი, რასაც სატვირთო შემადგენლობები ქმნის. დედაქალაქის მთავრობას ამ შემადგენლობების ალტერნატიულ გზაზე გადატანას ვთავაზობთ. რაც შეეხება სამგზავრო რკინიგზას, ის შესაძლოა განხორციელდეს ჩვენს მიერ შენარჩუნებულ სატრანსპორტო დერეფანში საქალაქო ტიპის რკინიგზის ან ჩქაროსანული ტრამვაის სახით”,- აცხადებს მამუკა სალუქვაძე. მისივე ინფორმაციით, შემოვლითი რკინიგზის ალტერნატივად გვირაბის მშენებლობისთვის, თავად რკინიგზამ დაუკვეთა კვლევა და დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლოა თბილისის ცენტრში, რამდენიმე კილომეტრიანმა სარკინიგზო გვირაბმა გაიაროს. “არის გარკვეული შემოთავაზებები და კვლევები იმასთან დაკავშირებით რომ რკინიგზის შემადგენლობამ გვირაბში გაიაროს და სწორედ ეს ორი სადგური – “ნავთლუღი” და “დიდუბე” დააკავშიროს ერთმანეთთან. ვნახოთ, კვლევა რა შედეგს მოგცემს. იმ შემთხვევაში თუ ჩაითვლება, რომ ეს განხორციელებადია და პირობას მოგვცემენ, რომ გვირაბი უსაფრთხო იქნება, მაშინ ქალაქს არ ექნება შემოვლითი გზა და გარკვეული მონაკვეთი მიწის ქვეშ გაივლის”, – განმარტავს მამუკა სალუქვაძე. აღსანიშნავია, რომ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მომუშავე ჯგუფი, დედაქალაქის მთავრობას სატრანსპორტო დერეფანთან დაკავშირებით გარკვეულ ცვლილებებს სთავაზობს, რომელიც გაზრდის ქალაქის მობილობას და მის შემოსასვლელებს ერთმანეთთან ეფექტიანად დააკავშირებს. მათ შორის, საუბარია მცხეთა – თბილისი – რუსთავი – გარდაბნის მიმართულებით საქალაქო რკინიგზის, ან ტრამვაის გაყვანაზე. |
Posted by: SwaT-2011 1 Nov 2017, 11:46 |
temart დღეში წამლებს რამდენჯერ იკეთებ ? |
Posted by: ქაფქიანა 1 Nov 2017, 11:58 |
გუშინ მომიწია პირველად ამ ახალის სადგურით მგზავრობა. შთაბეჭდილებები: რელსები - სიჩუმის ეფექტი თვალში კი არადა, ყურში საცემია აშკარად. სადგურის ინტერიერი - მოლოდინის საწინააღმდეგოდ უკეთესია. იმდენად თეთრი და კაშკაშაა, რომ რაღაც ფუტურისტულ-ფანტასტიკურ ობიექტს, ანდა საავადმყოფოს საოპერაციოს ჰგავს. თუმცა ეს ლურჯ-მწვანე მეტლახი მართლაც ბრრრ... ესკალატორებთან შუშის გაუმჭვირვალე პანელები იატაკზე მომეწონა, რომ ანათებს. ესკალატორები მართლაც ნელია. არ მომეწონა სტოპ-კრანის წარწერები რუსულად რომ აქვს. ესკალატორების გამყოფ ზედაპირზე ის პატარ-პატარა ამობურცულობები რა არის? და მოვუტყან კარგის ტრაკი იმას, ვინც მაღლივისკენ მისასვლელი ამოსასვლელი ასე უკუღმა მოატრიალა. ის ### კორპუსი საერთოდ დასანგრევია. თვითონ მაღლა, სადგურის შესასვლელი ისეთი ლამაზი და კაშკაშა თეთრი თვალს ძალიან სიამოვნებს, მაგრამ ჩვენი ვანდალების ხელში ეგრე სანამდე გაგრძელდება არ ვიცი. ის ვიდეო-კამერები უშველის ვითომ? მაღლა, გზაზე, სივრცეც სასიამოვნოდაა მოწყობილი. მოკლედ 10-იდან 8. ის მინუს 2 ქულა იმ საზიზღარ ლურჯ-მწვანე კაფელზე მოდის. მარტო ლურჯი რომ ყოფილიყო, ანდა მარტო მწვანე კი. მაგრამ თეთრი, ლურჯი და მწვანე ერთად... უზბეკეთის დროშას აპიარებენ თუ რა პონტია... |
Posted by: AUTOCRAT 1 Nov 2017, 12:21 | ||||
შეცვლიან ალბათ, იმედია სტოპ-ონკანს არ დააწერენ როგორც შტადლერზე
https://forum.ge/?showtopic=34981518&view=findpost&p=51511580 |
Posted by: Kublicha 1 Nov 2017, 15:18 | ||
ვინმე ყოფილხართ მოქმედ მეტროს სადგურში სრულ სიბნელეში? მხოლოდ მატარებლების შუქი რომ ანათებს. თან ისე, რომ მატარებლების მიმოსვლა არ იყოს შეწყვეტილი. მე ვიყავი დღეს, საოცრად რომანტიული გარემო იყო. (ხუმრობის და ირონიის გარეშე) სადგური: სახელმწიფო უნივერსიტეტი დღო: დაახლოებით 12:05 PM განათების გათიშვის მიზეზი: ხ.ზ. სადგურის მორიგე იდგა ბაქანთან და ძალიან ახლოს არ უშვებდა მგზავრებს, რამე ჩეპე რომ არ მომხდარიყო. * * * ქაფქიანა პრინციპში მეც იგივენაირი შეფასებები მქონდა. ინტერიერი ძაან ლამაზი არაა, მაგრამ იმდენად კარგი განათება აქვს რომ სინათლის ეფექტი მაინც დადებითად განგაწყობს. მაგის მერე დელისზე რომ გამოხვალ ჯურღმულში გეგონება თავი. ეკონომ ნათურებით როა განათებული.
მუნიციპალური განვიათარების ფონდის ლოგოა. ვინც იყო მაგ მშენებლობის დამკვეთი. http://mdf.org.ge/ |
Posted by: temart 1 Nov 2017, 22:18 | ||
ქაფქიანა
ეს ვერ დავინახე ,რუსული ტექნიკაა იაფად ჩამოტანილი? |
Posted by: Kublicha 1 Nov 2017, 22:53 | ||
temart
თისენკრუპის ესკალატორია, რა რუსული. გერმანულია. |
Posted by: Daniel 1 Nov 2017, 22:57 | ||||
ვაახ....... |
Posted by: Kublicha 1 Nov 2017, 23:03 |
Daniel რა ვთქვი სასაცილო? |
Posted by: temart 1 Nov 2017, 23:55 | ||
Kublicha
აბა რუსულად რათა აქვს წარწერები? |
Posted by: Kublicha 2 Nov 2017, 00:18 |
temart ნესკაფეს ყავას ქართულადაც აქვს ხოლმე წარწერები მაგრამ ქართUლი პროდუქტია? |
Posted by: Milanese 2 Nov 2017, 00:24 |
ტროლაობს მგონი |
Posted by: ქაფქიანა 2 Nov 2017, 01:14 |
წარწერები არის რუსული. გერმანულია თუ შვედური არ ვიცი, წარწერები რუსულია. |
Posted by: Daniel 2 Nov 2017, 02:10 | ||
თისენკრუპის ესკალატორი რო რუსულიდან ვერ გაარჩიეს და შენ რომ უხსნი მაგას მაგაზე))) ჩილექს. |
Posted by: Accident 2 Nov 2017, 02:34 |
ხო, მანის ავტობუსზეც რუსულად აქვთ მძღოლებს, საჭესთან რომ დისპლეია, dashboard ანუ. როგორც ჩანს, ჩვენები ირჩევენ იმ ენას, რომელიც უკეთ იციან |
Posted by: Snow93 2 Nov 2017, 09:30 | ||
მოქმედის ბედნიერება არ მქონია მაგრა მშენებარე უნივერსიტეტის განათება უფრო რომანტიული იყო მოქმედში ღამე არ თიშავენ ხოლმე და მართლაც ხ.ზ. რა მოხდა |
Posted by: polaris 2 Nov 2017, 10:46 |
მანდ ცოტა უფრო რთულადაა საქმე, ვიდრე ჩანს. არაპროფილური უწყების კურირების შედეგზე ახლა იმტვრევენ თავს. კაფელის ფერს და ესკალატორთან ჯიხურს არ ვგულისხმობ. დეტალები რომ დავწერო, ვშიშობ, ვიღაც-ვიღაცეები შვიდ კუდს მოაბავენ და ეგრევე პოლიტგანყში გააქანებენ. |
Posted by: temart 4 Nov 2017, 11:23 | ||||
Daniel
ჩილექი ბიუჯეტის ქურდებს დაუძახე,ქვეყანას უკან რომ ეწევიან * * * iviko18
ქურდების მხარდაჭერა უფრო კაცურია თუ მათი მხილება? |
Posted by: Berkem Al Atomi 5 Nov 2017, 01:52 |
temart ფსიქიატრიულში, სადაც რეგისტრირებული ხარ, ექიმებს და სანიტარებს შვებულება აქვთ და ამიტომ დაგეწყო კომენტირების ენურეზი, ხომ? |
Posted by: temart 5 Nov 2017, 09:04 |
ბედნიერო......................! |
Posted by: Fabian 5 Nov 2017, 12:19 | ||
temart
|
Posted by: AUTOCRAT 5 Nov 2017, 16:46 |
ეს ახალი გახმოვანება რა უბედურებაა ვიღაც 60 წლის ქალის ხმაა 90-იანების კასეტიან დიქტოფონზე ჩაწერილი მეორე ხაზზე საერთოდ სტარრტისას ახალი იყო და შეჩერებისას ძველი |
Posted by: GURAMI2 5 Nov 2017, 18:17 |
ადრე ვმოძრაობდი მეტროთი, როცა დრო გადამწყვეტი არ იყო და ყურადღებას არ ვაქცევდი, ეხლაც ვსარგებლობ ხანდახან. წინა კვირაში გადავწყვიტე მანქანა სამსახურში გამეჩერებინა და ფეხით მემოძრავა, სამსახურიდან მეტრიმდე 10 წუთი დამჭირდა 300 ების მეტრომდე, ჩავდივარ 19.00 მატარებელი გადაჭედილია, ინტერვალი 5 წუთი, ვაგზლის მოედნის გადასაჯდომი გატენილია ხალხით, როგორც უქნა გადავედი მეორე მხარეს და მატარებელმაც გამასწრო, ლოდინის დრო 6 წუთი. ამოვედი დელისის მეტროსთან და დავუყევი ქვემოთ ვაკე საბურთალოს გაჩერებასთან საბედნიეროდ აქ ავტობუსი ავტობუსზე მოდის, ვაჟადან ერთდროულად 2 ერთეული 87 მოვიდა ყაზბეგის გამზირიდან კიდე ერთი 140 ელოდება შუქნიშანს რო მოუხვიოს მარჯვნივ. ავედი 87 ნომერში და ჩამოვედი ვაკის პარკთან. მადლობა გიგის, რომ ეს ყველაფერი 50 თეთრი დამიჯდა. მაგრამ მგზავრობას მოვუნდი დაახლოებით 45 წუთი, მანქანით საცობების გათვალისწინებით მჭირდება 30-35 წუთი და ავტობუსით 1 საათი. რა არის ჩემი გასაჭირი პიკის საათში არ შეიძლება მეტროს ინტერვალი 2 წუთზე მეტი არ იყოს? რამდენი მატარებლის დამატება იქნება საჭირო? და რა დაჯდება მთლიან ჯამში? არამგონია ხარჯი ძალიან გაეზარდოთ მატარებლების დამატებით. წარმოიდგინეთ ავტომფლობელების 30 % რომ გაჩერდეს და მუნიციპალური ტრანსპორტით იაროს ფაქტიურად ვერ შეხვალ ვერც მეტროში და ვერც მიწისზედა ტრანსპორტში. |
Posted by: experto 5 Nov 2017, 20:29 |
დღეს ვიმგზავრე ახალი მოდერნიზებული შემადგენვლობით #01 და ძაან მომეწონა ახალი დიზაინი! ზაან თანამედროვეთ გამოიყურებოდა მაგრამ რა უბედურებაა ერთი ეშელონის მოდერნიზირება მარტო ... 400 მილიონი პრემიებში დაიხარჯა და ფული აღარ დარჩა?! გუშინ მეტროს ახალ სადგურში ვიყავი - უხარისხოდაა გაკეთებული ბაქანის და ესკალატორის ჭერი ! |
Posted by: Kublicha 5 Nov 2017, 21:43 | ||
საშუალოდ 2 წუთია 6 დან 7 მდე პერიოდში. უბრალოდ ზოგჯერ მემანქანეს კარის დაკეტვის საშუალებას არ აძლევენ ხოლმე, რაც დროს აკარგვინევს და იგვიანებს ხოლმე. სამაგრიოეროდ ეგეთ დროს როგორც წესი 1 ან 1.5 წუთში მეორე მატარებელი მოყვება ხოლმე პოლარის შენ ამბობდი ხო აერესი არ მისცემს საშუელბას 1 წუთიანი ინტერვალისო? რამდენჯერმე ვნახე ამ ბოლო დღეებში წუთი ან წუთი და 10 წამის ინტერვალით მოსული. |
Posted by: ნიკა 6 Nov 2017, 00:01 |
1 წუთიანი ინტერვალი რა საჭიროა? მაგაზე უფრო ადვილია მეხუთე ვაგონების დამატება, 25%-ით გაზრდის ნაკადს. |
Posted by: wings 7 Nov 2017, 12:00 |
საბურთალოს ხაზზე 4 ვაგონიანი შემადგენლობა უნდა იყოს ყველა კაკ მინიმუმ...თორემ დილაობით მე მიწევს სადგურის მოედნიდან დელისამდე მგზავრობა და ყოველთვის გადატენილია ხალხით. ინტერვალის კმაყოფილი ვარ, უბრალოდ 3 ვაგონი იმ ნაკადს არ ყოფნის სამწუხაროდ |
Posted by: Kublicha 7 Nov 2017, 14:20 | ||
ნიკა
რანაირადაა უფრო ადვილი? იმ საათებში როცა გადატირთულია ამოძრავებ პატარა ინტერვალით, საღამოს 9 ის მერე და დილის 6დან 8მდე ამოძრავებ დიდი ინტერვალით. შაბათს საშუალოთი, კვირას დიდი ინტერვალით და ა.შ. მე-5 ვაგონს ეგრე დღეში რამდენჯერმე ხომ ვერ ჩახსნი და მოაბამ? გაცილებით მარტივია ინტერვლით ვარირება, ვიდრე ვაგონების რაოდენობით. |
Posted by: Snow93 7 Nov 2017, 16:32 | ||
მაგიტომაც ჭირდება ნაძალადევის დეპოს დასრულება |
Posted by: experto 10 Nov 2017, 07:26 |
5 წლის მანძილზე 4 ვაგონის მეტის მოდერნიზება ვერ მოხდა ? დაატარებენ 4 მოდერნიზებულ ვაგონს და სექტას უხარია 5 წელიწადში ბათუმი,სიღნაღი და სხვა ქალაქები მოდერნიზდა და ამ უნიათოებმა მხოლოდ 4 ვაგონი შეძლეს - ვაშააა |
Posted by: vatman 10 Nov 2017, 10:43 |
გურამიშვილი მასე რო დატოვონ ვიზუალურად რა მოხდება, ძაან სიმპატიურად ჩაბნელებულია polaris შენ თუ იცი ახმეტელის თეატზე მე-2 ლიანდაგის ჩიხი რამდენ შემადგენლობას იტევს? |
Posted by: Kublicha 10 Nov 2017, 13:55 |
ღია მონაკვეთებზე, დაუშვათ ძლიერი წვიმა და ნიაღვარია. ამ დროს арс რას შვება? წყალი ხომ შეკრავს რელსებს შორის წრედს? |
Posted by: levaa 10 Nov 2017, 13:59 |
საბურთალოს ხაზზე მეოთხე ვაგონს რატომ არ ამატებენ? დავიჯერო რაოდენობაში არ აქვთ? |
Posted by: Kublicha 10 Nov 2017, 14:15 |
საბურთალოს ხაზზე მეოთხე ვაგონის დამატებაზე მეტად I ხაზზე მეხუთე ვაგონის დამატება სჭირდება. თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვაგონის დამატება მოუხერხებელია და უაზრო დანახარჯი, უნდა მოხდეს ინტერვალების შემცირება და მაგით გაიზრდება გამტარიანობა. ვაგონების დამატებაზე ფიქრი მაშინ შეიძლება, როცა ინტერვალი ტექნიკურ მინიმუმამდე იქნება დაყვანილი |
Posted by: Giorgijee 10 Nov 2017, 15:05 |
საბურთალოს ახალ სადგურს სახელმწიფო უნივერსიტეტი რატო ქვია ?? მაღლივის და სოხუმი უნის გამო /? მანდ ჩვეულებრივ დელისიდან გადავჟდები ვაჟაზე და ვაჟადან ავა ? |
Posted by: levaa 10 Nov 2017, 15:19 |
Giorgijee აღარ უნდა გადაჯდომა პირდაპირ მიდის დელისიდან, გახსნეს მეორე ხაზიც |
Posted by: Milanese 12 Nov 2017, 18:14 | ||
მაღლივის როცა ეგ პროექტი დაიწყო, სოხუმის უნის თავის ადგილას იყო და არა თბილისში |
Posted by: Giorgijee 16 Nov 2017, 08:22 |
მეტრო საღამოს რომლიდან აღარ არის ხოლმე გადატვირთული ასე 7 დან ?? 6 ზე რო ჩავედი ისეთი ჭყლეტვა იყო ყველგან რომ იმდენად დისკომფორტში ავღმოჩნდი რომ ამოვედი და აღარ წავედი მეტროთი |
Posted by: Snow93 16 Nov 2017, 17:24 |
Giorgijee 8სთვის თავისუფლდება ხოლმე შედარებით, პიკის საათშია ყველაფერი მასეა, რას ვიზამთ |
Posted by: JSB14BSJ 23 Nov 2017, 13:23 |
16-ში დილით, დაახლოებით 11:30-ზე ვაგზლის მოედანზე შევესწარი, როგორ გამოვიდა საბურთალოს ხაზიდან მომავალი შემადგენლობა იმ გვირაბიდან, მგონი 54 ნომერი იყო, ძალიან ნელა შემოვიდა და გაჰქუსლა ვარკეთილისკენ. |
Posted by: Nina.Ukrainka 23 Nov 2017, 14:50 |
მეტროს გვირაბში ჩასასვლელი რამე სხვა გზა არსებობს? |
Posted by: mywebber 23 Nov 2017, 15:05 |
Nina.Ukrainka ღია ჩასასვლელი არ არსებობს მარა მონდომებული ადამიანი შეძლებს ჩასვლას |
Posted by: Nina.Ukrainka 23 Nov 2017, 15:15 |
mywebber ადრე მახსოვს სადღაც ნახალოვკაშია შენობა და მანდედან ჩადის სარდაფიდან გზა მეტროშიო და არ ვიცი მართალი იყოო თუ არაა..ის საჰაეროები ვიცი ბევრგანაა მარა ძალიან დახურულიაა და ალბათ ღრმა.. |
Posted by: Snow93 23 Nov 2017, 18:40 |
Nina.Ukrainka საჰაეროებზე ნამდვილად სწორი ინფორმაცია გაქვს, აი სხვა ნახევრად ლეგენდარულ ჩასასვლელზე კი რომც იცოდნენ ძალიან მეეჭვება აქ ვინმემ დაწეროს |
Posted by: Nina.Ukrainka 23 Nov 2017, 19:38 |
არადა მინდა ჩასვლა გვირაბში დ დ |
Posted by: JSB14BSJ 24 Nov 2017, 15:37 | ||
Snow93
არ ვწერთ, მხოლოდ ვგულისხმობთ |
Posted by: vaxo55 26 Nov 2017, 21:37 |
ნამეტანი კახური აქცენტით აცხადებენ ამ ბოლო დროს სადგურებსო.ჩემი არაა სხვების აზრია, მე ინგლისური არ ვიცი |
Posted by: KendrickLamar 27 Nov 2017, 14:56 |
ინტერვალის შემცირება ნამდვილად უნდა ჩვენს მეტროს ბაქოში ვიყავი რამდენიმე დღის წინ და ძალიან მალ-მალე დადის თბილისთან შედარებით |
Posted by: forum-ge 27 Nov 2017, 19:23 | ||
KendrickLamar
ბაქოში რამდენადაც მახსოვს 2.5 მილიონია მოსახლეობა, ჩვენთან 1,3 მილიონი |
Posted by: nino_nini 27 Nov 2017, 20:18 |
თავისუფლების მეტროს შესასვლელში მეტროს ნიშანი(თუ რაც ქვია მაგას) რომ არ არის,რა აზრის ხართ?ან სადღა უნდა მიამაგრონ... |
Posted by: JSB14BSJ 27 Nov 2017, 23:42 |
https://imedinews.ge/ge/saqartvelo/37669/tbilisis-vitsemeri-im-proeqtebs-asakhelebs-romlebits-gazrdili-biujetidan-dapinansdeba მეტროს ლომებო, ახალ 2-2 შემადგენლობებს როდიდან დაამატებენ, ხო არ იცით? |
Posted by: Didgori_3 27 Nov 2017, 23:48 |
JSB14BSJ საიდან შემოყავთ ახალი შემადგენლობები? |
Posted by: experto 28 Nov 2017, 04:43 |
მე ბოლო მოდიფიკაციის მოდერნიზებული ვაგონები მომეწონა ძაან აი ისენი ლურჯი სკამებით და შუაში ხელმოსაჭიდები და ახალი ფარებით რომ არის მგონი ყველას ეს სჯობია #21 #1 |
Posted by: JSB14BSJ 28 Nov 2017, 08:25 |
Didgori_3 წარმოდგენა არ მაქვს |
Posted by: ნიკა 28 Nov 2017, 23:41 | ||
"დიდი ხაზი" და "პატარა ხაზი" |
Posted by: AUTOCRAT 28 Nov 2017, 23:43 | ||
forum-ge
მოსახლეობა და რეალური მგზავრთნაკადი სხვადასხვაა. რეალურად 2 მილიონს კაი ხანია გადასცდა |
Posted by: Rapanui 29 Nov 2017, 00:22 | ||||||
არაუადრეს 2018 წლისა და არაუგვიანეს 2019 წლისა
რაღაც რაოდენობა ვაგონები წლებია უქმად აყენია დეპოში და ალბათ მათ ჩაუტარებენ მოდერნიზაციას
ეგ მართლაც ყველა სხვა მოდერნიზანტზე უკეთესი გამოვიდა |
Posted by: Didgori_3 29 Nov 2017, 00:34 |
Rapanui არა ანუ რამოდენიმე განცხადებაში ვნახე რო სრულიად ახალი ვაგონების შემოყვანაზე საუბრობდნენ და კითხვა გამიჩნდა საიდან, ან რატომ |
Posted by: ZAZAi 29 Nov 2017, 22:59 |
ვინაა ეს ქალი, ქოცაქტივისტია? ქოცის ნათესავია თუ ქოცის საყვარელი? რა საზიზღარი ინტონაციით აცხადებს სადგურებს, ბოლოში სიტყვებს აფუჩეჩებს, თითქოს ეჩქარება სადმე, ან ცოტა გადაუხადეს. ის საზიზღარი ტკლიმ-ტკლამ-ტკლომ ძველი დატოვეს და ეს მეორე საზიზღრობა დაამატეს |
Posted by: mywebber 30 Nov 2017, 14:40 |
ZAZAi ახალ მატარებლებშია ეგ მარტო? მე იმ დღეს მოვკარი ყური თითქოს კაცი აცხადებდა |
Posted by: ZAZAi 1 Dec 2017, 14:30 | ||
ეტყობა იმ ქალს კრიტიკული დღეები ქონდა |
Posted by: Berkem Al Atomi 3 Dec 2017, 20:26 |
ამასობაში კი ბაქოს მეტროპოლიტენმა 50 წლის იუბილეისთვის საზეიმოდ რამოდენიმე ისტორიული მეტროვაგონი აღადგინა. А სერიის ვაგონი (1934-1937), ბაქოში ლიანდაგმზომად მუშაობდა, თუ ას მეშლება. A სერიის ვაგონის ინტერიერი Г სერიის ვაგონი (1939-1940, 1947-1955 წლები) იგივე ვაგონის სალონი კიდევ E სერიის ვაგონიც აღადგინეს ბაქოში, მაგრამ ნომრლაური სურათები ვერ ვნახე. ოდესმე ამ დედაარღნიან ქვეყანაში მიხვდებიან, რომ თუნდაც ერთი სამუზეუმო შემადგენლობამ უნდა იარსებოს თბილისში? |
Posted by: Snow93 4 Dec 2017, 10:21 |
პოლარისთან ერთად მომიწია მოდერნიზებულით მგზავრობა შაბათს... მთელ მეტროში მარტო ერთმა ადამიანმა იცოდა რომ ხელით იხსნება ვენტილაციის ფანჯრები და შესაძლებელია ჰაერის მოძღაობა მატარებელში სტიკერებისთვის ფული დაენანათ ამ უსაქმურებს, ან ფეისბუქზე მაინც დაეწერათ ვიდეოთი |
Posted by: inteZ 4 Dec 2017, 16:22 |
ვაა მეტროს ვაგონები უნდა დაემატოს და გვირაბები უნდა ჩამოითხაროს და გაიზარდოს სიგრძეში,რომ დაემატოს 2-3 ვაგონი კიდევ |
Posted by: mywebber 4 Dec 2017, 16:33 |
მეტროს უსაფრთხოებაზე იცით ვინმემ რამე? ანუ რამე კონტროლი ხდება რო შიგნით ვინმემ აკრძალული ნივთი არ შეიტანოს. |
Posted by: Snow93 4 Dec 2017, 17:00 |
mywebber იდეაში ნაგვის ყუთები მაგიტომაც არ ქონდათ არასდროს.... აი ნივთების შეტანა-გამოტანაზე კი შევლისას საერთოდ არანაირი ბარიერი არ არსებობს |
Posted by: mywebber 4 Dec 2017, 17:58 |
Snow93 ხო მეც ეგრე ვატყობ და სანამ რამე არ მოხდება მანამდე არაფერს იღონებენ ნეტა? ბოლო დროინდელ მოვლენებს თუ გადავხედავთ უნდა გამკაცრდეს კონტროლი |
Posted by: ნიკა 4 Dec 2017, 20:25 | ||
მცოდნეები შემისწორებენ თუ ვცდები, მაგრამ როგორც ვიცი 5 ვაგონიან შემადგენლობებზეა გათვლილი ჩვენი სადგურები. შესაბამისად პირველ ხაზზე 1 და მეორეზე 2 ვაგონი უპრობლემოდ შეიძლება დაემატოს (ცხადია თვითონ ვაგონებია საჭირო). |
Posted by: Snow93 5 Dec 2017, 10:30 |
mywebber კამერები მინსკის ტერაქტის შემდეგ დააყენეს კაი ხნის წინ, მაგრამ მეეჭვება ისისის წევრებს რამე მოუფიქრონ ისე არიან უკვე გაბატავებულები |
Posted by: mywebber 5 Dec 2017, 12:22 |
Snow93 აისისზე არაა ზოგადად ვინმემ შეიძლება მატარებლის გატაცება მოინდომოს და შორიდან რო ვაკვირდები ძაან მარტივია ეგეთი რამის მოწყობა და არაფრისგან დაცვულლი არ ვართ |
Posted by: Snow93 5 Dec 2017, 12:47 |
mywebber მატარებლის გატაცებას რას ეძახი? |
Posted by: mywebber 5 Dec 2017, 15:11 |
Snow93 აი ვიღაც შიგნაკრავი რო შევარდეს და გაიტაცოს |
Posted by: Snow93 5 Dec 2017, 15:35 |
mywebber გაიტაცოს სად? ყველა სადგური თავში და ბოლოში დატჩიკებია დაყენებული, მატარებელს ფიზიკურად ვერ დაძრავს და სადმე გვირაბში თუ გაიჭედა თვითონ რაღა უნდა, ტელეფონი არ დაიჭერს და WiFi-დან ჩაერთვება? |
Posted by: mywebber 6 Dec 2017, 10:12 |
Snow93 კარგია თუ დაცულია მაგ მხრივ. მაგრამ ზოგადად მეტრო უფრო მეტ კონტროლს... |
Posted by: Snow93 6 Dec 2017, 10:30 |
mywebber ხო ნუ მარტო მეტრო არა, ყველა საზოგადოების თავშეყრის ადგილი |
Posted by: JSB14BSJ 6 Dec 2017, 14:36 | ||
ნიკა
მეც ასე მახსოვს, ადრე იყო ამაზე ლაპარაკი. |
Posted by: iverieli 6 Dec 2017, 16:39 |
უნუვერსუტეტის მეტრო რო გახსნეს, ვაჟა ფშაველას გამზირის მოწესრიგებას არ აპირებენ? ბოლო მონაკვეთი როა უაზროდ გადაღობილი, ბარემ მიიყვანონ საქმე ბოლომდე. თუ ამისთვის ბიუჯეტი აღარ მოცდება |
Posted by: Snow93 6 Dec 2017, 16:42 |
iverieli რომელ შემოღობილზე ამბობ? |
Posted by: iverieli 6 Dec 2017, 16:56 |
Snow93 ბოლოსკენ ერთი მონაკვეთი რომაა ალბათ 100 მეტრის სიგრძის. ძეგლს რო გასცდები, შუა ქალაქი როა რესტორანი იმას რო გასცდები ფრესკოსკენ (სანდრო ეულის ქუჩისკენ) |
Posted by: Snow93 6 Dec 2017, 17:06 |
iverieli ააა გასაგებია, მანდ საჰაერო დგას გადასარბენის და ვერ უზამენ დიდს ვერაფერს |
Posted by: Metal_Head 6 Dec 2017, 17:39 | ||
რამხელა იქნება მაგი საჰაერო , გადახურონ რამით გვერდზეე ჯებირებით და გახსნან ეგ ჩაკეტილი სივრცე , რამხელა ადგილი გათავისფლდება და როგორ გალამაზდება ხომ წარმომიდგენია , გვერდზე ბაღი , ეკლესია შენდება და მოუხდება . |
Posted by: Snow93 7 Dec 2017, 10:53 |
Metal_Head სამრეცხაოები და პროფილაქტიკაა შიგნით, მასე მარტივად ვერ იზამენ მაგას |
Posted by: ნიკა 8 Dec 2017, 00:04 |
ეგ ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებაშია. შესაბამისად ყველაფერი რაც საჭიროა ის შეიძლება გაკეთდეს, ნება და სურვილია საჭირო. |
Posted by: Kotola 8 Dec 2017, 10:48 | ||
მართალია, სახელმწიფო საკუთრებაშია და ცოტა ტვინი რო უმუშავებდეთ აქამდე უკვე არებული უნდა იყოს ეგ სიმახინჯეები. სავინტილაციო შახტა კი სხვაგანაც ბევრი აქვს მეტროს, მაგრამ მაგის გამო 5000 კვადრატული არ არი შემოღობილი არსად, თან შუა გზაში. იქნებ კალაძემ მაინც უქნას რამე... |
Posted by: spawny 8 Dec 2017, 14:52 |
1 ვაგონის რესტავრაცია რა ჯდება ეგეთI თანხა რომ ერთნაირი ვაგონები ვერადა ვერ შეკრეს იმენა 5 სახეობის ვგაონი დახრიგინებს :დ |
Posted by: levanoza 9 Dec 2017, 12:31 |
გუშინ 5-ვაგონიან შემადგენლობას ტესტავდნენ თუ რა იყო? ჩაირბინა და უკანა 48 წამიანი ინტერვალით მიყვებოდა, რუსთაველამდე "ვდიე", მერე კი დავიღალე და შევეშვი |
Posted by: Kublicha 9 Dec 2017, 14:58 |
levanoza რელსმზომი იქნებოდა. შუაში გერმანული ვაგონი იყო ხომ ფარდებით დაფარული მინებით? |
Posted by: levanoza 9 Dec 2017, 15:04 |
არა ჩვეულებრივი იყო ასე 14-30-ზე და ჩვეულებრივი სიჩქარით მიდიოდა 22 ნომერი იყო. |
Posted by: giomelqa12 9 Dec 2017, 15:09 |
5 ვაგონის შემთხვევაში მოუწევთ ზოგიერთ სადგურში ბაქნის ბოლოში მდგარი ბუტკების აღება სადგურის მოედანზე მაგალითად მეოთხე ვაგონის ბოლო კარები ზედ ბუტკასთან იღება |
Posted by: JSB14BSJ 9 Dec 2017, 19:05 | ||||
Kotola
კალაძემ რა უნდა უქნას?
|
Posted by: Kotola 11 Dec 2017, 10:34 | ||
JSB14BSJ
ის რომ ან სახელმწიფოს მოსთხოვოს აღება, ან მერიისთვის გადაცემა მოითხოვოს და მერე მიხედონ, რა პრობლემაა, ვერ იზავს? თუ მთავრობასთან არ მიესვლება? |
Posted by: JSB14BSJ 11 Dec 2017, 13:29 | ||
Kotola
|
Posted by: დოჩანა 11 Dec 2017, 13:41 |
ვაკეში რატო არ გაყავთ მეტრო, ვერ ხედავენ რომ გადაჭედილია ავტობუსები და მარშუტკები და ცუდი მდგომარეობაა? |
Posted by: Snow93 11 Dec 2017, 15:05 |
დოჩანა მიზეზი ძალიან ბევრ ადგილას წერია 1 კმ მეტროს მშენებლობა ჯდება დაახლოებით 80 მილიონი აშშ დოლარი, თან იმ შემთხვევაში თუ არანაირი გეოლოგიური სიურპრიზი არ შეგხვდა, რაც რბილად რომ ვთქვათ ძალიან იშვიათია. ახლა გამოთვალე რა დაჯდება ვაკეში მეტროს გაყვანა და რამდენადაა ჩვენი ბიუჯეტი მაგისთვის მზად |
Posted by: mywebber 11 Dec 2017, 17:53 |
ვაკეში ტრამვაი უფრო პერსპექტიული და იაფი იქნება ეხლა ჩემი აზრით |
Posted by: Soft_Eject 11 Dec 2017, 22:18 |
ვიყავი ვარკეთილში და ახალ სადგურზე არ ვიცი თუ დაიწერა, ვარკეთილშია ის პლასმასის ბუტკა შედარებით ლამაზი რკინის ბუტკით შეცვალეს ახალ უნივერსიტეტის სადგურში ისევ პლასმასის დააყენეს, ამ ნარმანიას მართლა არანაირი ესტეტიკის გრძნობა არ ააქვს. მაგაზე უარისი მერი არ არსებობს..არსებობდა |
Posted by: vatman 12 Dec 2017, 10:40 | ||
Soft_Eject
მანდ მგონი თავიდან არ ეყენა და მერე მოიტანეს ეს პლასტმასის |
Posted by: mywebber 12 Dec 2017, 14:33 |
„თბილისის სატრანსპორტო კომპანია" პიკის საათებში, მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ამჟამად არსებული 3,5 წუთიანი ინტერვალის 2,5 წუთამდე შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს" „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" ახალმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ განუცხადა. მისივე თქმით, მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალის შემცირება პიკის საათებში მგზავრთა ნაკადის უკეთ მომსახურების მიზნით იგეგმება, რაც ვაგონების ახალი შემადგენლობის შემოყვანით, ასევე ვაგონების შემადგენლობის მოდერნიზება-კაპიტალური შეკეთებით მოხდება. „პიკის საათში მეტროს მატარებლების მოძრაობას შორის ინტერვალი ამჟამად დაახლოებით 3,5 წუთი გვაქვს. თუმცა, ორი ახალი შემადგენლობის შეძენისა და კიდევ ორი ახალი შემადგენლობის მოდერნიზების შემთხვევაში ვფიქრობთ, რომ მომავალ წელს, პიკის საათებში მეტროში მატარებლებს შორის ინტერვალი 2,5 წთ შემცირდება", - განაცხადა მამუკა კობახიძემ. მისივე თქმით, ამ მიზნით მომავალი წლის ბიუტეტის პროექტით, დაახლოებით 14 მლნ ლარია გათვალისწინებული. მატარებლების ახალი შემადგენლობის შემოყვანაზე ტენდერი გამოცხადდება. კობახიძემ ასევე მეტროსადგურებში ჩასატარებელ სარემონტო სამუშოებზეც ისაუბრა. „თბილისის სატრანსპორტო კომპანია" ასევე თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტით, 10 მეტროსადგურისთვის სარემონტო სამუშოების ჩატარებას გეგმავს. სარემონტო სამუშოები „ვაგზლის მოედანის" სამივე სადგურს, ასევე, „ისნის", „რუსთაველის", „თავისუფლების", „მარჯანიშვილის", „წერეთელის", „სამედიცინოსა" და „ნაძალადევის" მეტროსადგურებს ჩაუტარდებათ. „რუსთაველის", „თავისუფლებისა" და „მარჯანიშვილის" მეტროსადგურებს ძველი იერსახე შეუნარჩუნდებათ, თუმცა ტექნიკური უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ახალი ელემენტების შეტანას ვაპირებთ", - განაცხადა კობახიძემ. მისივე თქმით, ჯამში მეტროსადგურების სარემონტო სამუშოებისთვის 10 მლნ ლარამდეა გათვალისწინებული. |
Posted by: 4L3X 12 Dec 2017, 14:45 | ||
შესანიშნავი ამბავია. |
Posted by: Bertie Wooster 12 Dec 2017, 15:02 |
ისა და, რა მაინტერესებს, ვაგონების სალონს, სკამებს და ა.შ. ვინმე ასუფთავებს საერთოდ? გუშინ ვნახე ერთი ვაგონი, ის წითელი სკამები როა - რაღაის წითელი და კაი გვარიან კარიჩნია, დაჯდომა აღარ მოგინდება სულ რომ უფეხო ინვალიდი იყო. რა უბედურებაა ისე, მუშაობას რომ დაასრულებს შემადგენლობა, არ შეიძლება ვითომ რომ ერთი სველი ტილო მაინც გადაუსვან იმ სავარძლებს? ზუსტად იგივე ახალ, ლურჯ ავტობუსებში. თან მანდ სალონიც შიგნიდან თეთრი პლასტიკისაა და დაეტყო უკვე მტვერი და ძღნერი |
Posted by: Snow93 12 Dec 2017, 15:06 |
Bertie Wooster ღამ-ღამობით იწმინდება ხოლმე და დღის განმავლობაში ვერა... ყველა მატარებელი გრაფიკით მიდის ჩიხში, აბრუნებს და ხელახლა იწყებს ხაზზე მოძრაობას. ახლა წარმოიდგინე ხალხ 3-4 წუთი არ უნდა ხოლმე რიგში დგომა და ყველა მატარებელი რომ გაწმინდონ ჩიხში მინიმუმ 5 წუთით გაიზრდება ეგ დრო... |
Posted by: Bertie Wooster 12 Dec 2017, 16:17 |
Snow93 ვა, ღამე თუ იწმინდებოდა არ ვიცოდი. უბრალოდ რასაც შევხედე, დასაჯდომი ადგილები ძალიან იყო დასვრილი, ის წითელი ფერი მართლა ყავისფერში გადადიოდა რაღაც ავტომატური სამრეცხაოა ალბათ გასაკეთებელი, ავტოსამრეცხაოს პონტში... ის ლურჯი ავტობუსებიც მეცოდება. ნუთუ ისინიც ირეცხება ღამე და დღის განმრავლობაში ითხუპნება ასე აქტიურად? |
Posted by: Snow93 12 Dec 2017, 17:36 |
Bertie Wooster ნუ მე რასაც ვუყურებ, რა კატეგორიის ხალხიც მგზავრობს, ციგნები განსაკუთრებით, არაფერია გამორიცხული. ზაფხულში მითუმეტეს წითელმა ფერმა ალბათ გადასვლა დაიწყო.. ერთი თეთრი მაისური ისე დავისვარე მეტროში მიყუდებულმა ვერაფერმა გააცალა წითელი ლაქა |
Posted by: Farenheit 13 Dec 2017, 10:13 |
Bertie Wooster ავტომატური სამრეცხაოები არა შემადგენლობების რაოდენობაა გასაზრდელი მაგრამ სადაა იდეაში მოსკოვში ორჯერ იწმინდება ღამე და შუადღეს ულტრაიისფერი სხივებით და ქიმიური ხსნარით |
Posted by: Bertie Wooster 14 Dec 2017, 00:46 | ||||
Snow93
ეს ციგნები კიდე რა მოუშორებელი ჭირი გახდა, კალიებივით არიან შესეული ტრანსპორტსაც და ქუჩებს. არადა უბრალოდ ქალაქის ხელისუფლების სურვილია საჭირო და გაქრებიან სამალიოტის იმასავით ისე რა ბარდაგია მეტროში... ვიღაცეები კივიან, ვიღაცეები ყვირიან, ხავიან, ყუთიანი მაზალო ტიპები დარბიან - ვისი დეპო ვის ელმავალშია ვერ გაიგებ Farenheit
ჩვენთანაც ჩამაიტანონ მასკოვსკი ტეხნოლოგიი, რა მოხდება ნეტა. იმას, რაქვიან, კალაძეს სადმე ჰოთლაინი ხო არ აქვს გახსნილი, ერთი ორი ტკბილი სიტყვა რომ ჩავაწვეთო(თ) ამის შესახებ? რაიცი კაცო, ეგებ გვისმენს |
Posted by: Snow93 14 Dec 2017, 14:40 | ||
მაგრად მაინტერესებს ეგ ყველაფერი რატო არ ითვლება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევად, ყველანაირი იურიდიული ბერკეტი აქვს ხელმძღვანელობას რომ ეგ ყველაფერი აღკვეთოს, მაგრამ არჩევნებამდე ადრეა ჯერ |
Posted by: Bertie Wooster 14 Dec 2017, 22:41 |
Snow93 მე როგორც ვიცი ძალიან სერიოზული ბიზნესია ეგ ყველაფერი, განსაკუთრებით ის ყუთიანი როჟები. სავარაუდოდ კარგი "კრიშა" ყავთ და ეხლა, ხო ხვდები, ქათამი რომ ოქროს კვერცხს დებს - იმას ვინ დაკლავს? ხალხმა უბრალოდ ფული არ უნდა მისცეს ამ ყუთიანებს და ციგნებს, მეორე დღეს გაქრებიან ნაბოლარა კუილივით |
Posted by: Snow93 15 Dec 2017, 10:07 |
Bertie Wooster კი და არც მალავენ რომ ჩვეულებრივი ბიზნესია. მეეჭვება ვინმე კრიშავდეს ბოშებისგან განსხვავებით, უბრალოდ სარგებლობენ იმ მომენტით რომ ვერავინ იღებს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას მათხოვრობის ასაკრძალავად. იმ ბებიების წყევლა ფარაონის წყევლასავით გაყვება საგვარეულოს |
Posted by: nforumi 15 Dec 2017, 10:55 | ||
Bertie Wooster
|
Posted by: Snow93 15 Dec 2017, 10:58 |
nforumi არ მისცემენ და რა? დაიწყებენ შეფურთხებას და ფეხებზე ჩამოკიდებას... სამართალდამცავები უნდათ მაგათ დუბინკებით |
Posted by: Bertie Wooster 15 Dec 2017, 13:06 |
Snow93 სხვათა შორის, ერთი ორი წლის წინ მომიწია ბუხარესტში, რუმინეთის დედაქალაქი როა, მივლინება ორი კვირით. ლამის აბჯარი ავისხი, მეგონა აი სადმე თუა იქ დამახევდნენ ციგნები კალთებს შენც არ მომიკვდე, თბილისზე ნაკლები ციგანია ბუხარესტში მეტროშიც ვიმგზავრე სხვათა შორის, კაციშვილი არ ხაოდა. თვითონ ვაგონებში კი დუბინკიანი სეკურიტი დადის და ლანდავს ყველას. მე ამიხსნეს მერე რომ არის ბუხარესტში უბნები სადაც ეგენი ცხოვრობენ და მანდ ჯობია არ შეხვიდეო, მაგრამ ცენტრი, ტურისტული ნაწილები და სადაც მეტ-ნაკლებად შეძლებული ხალხი ცხოვრობს (პლუს კოპორაციების შენობებია) იქ აღარ არიან ბოშები. ასე ამბობენ, 2007 წლის შემდეგ, რაც ეუ-ში შეუშვეს რუმინეთი, ძალიან ბევრი ბოშა აიბარგა საფრანგეთი-ესპანეთი-იტალიის მიმართულებით, იქ უფრო მეტს აკეთებენ. ისე იქაური მეტრო სულ სხვანაირია, მომენტებში უკეთაა მოწყობილი. უფრო განიერი ვაგონებია და "გარმოშკასავითაა", ანუ ერთი ვაგონიდან მეორეში გადადიხარ ჩვეულებრივად. ნეტა ჩვენთან თუ შეიძლება მასე გაკეთება? მაგრამ მემგონი ლიანდაგების სიგანეა სხვადასხვა ევროპაში და ჩვენთან... |
Posted by: Snow93 15 Dec 2017, 14:07 |
Bertie Wooster მე როგორც ამიხსნეს 2 კატეგორიად იყოფიან და ჩვენთან ვინც ცხოვრობენ ციგნები ეწევიან მასეთ ცხოვრებას, რაც მაგათთვის წარჩინებულს ნიშნავს დანარჩენები ჩვეულებრივი ნორმალური ხალხია მარა მაინც ციგანია რა |
Posted by: AUTOCRAT 15 Dec 2017, 17:49 |
რა სჭირდა დღეს პირველ ხაზს? 15:40-16:10 მატარებლის ჭაჭანება არ იყო ახმეტელი-ვარკეთილის მიმართულებით. ხალხის ორსართულიანი რიგი იდგა ვაგზალზე |
Posted by: Bertie Wooster 15 Dec 2017, 22:34 | ||||
Snow93
უხხხ.... მაგათ წარჩინებულებში კი გაიაროს ვეჯინელმა ვირმა სადმე სხვაგან წარჩინდნენ არ უნდათ? აახვიონ აქედან თავიანთი სპასპეტ-სპასალარით AUTOCRAT
სულ ტოკიო მახსენდება, ხალხს ვაგონებში წიხლით რომ ტენიან. მასე მოგვიწევს მალე ჩვენც. |
Posted by: nforumi 15 Dec 2017, 23:54 | ||
Snow93
მაგას თუ დაიწყებენ, მაშინ აუცილებლად. |
Posted by: Snow93 26 Dec 2017, 10:11 |
აზიის განვითარების ბანკმა თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის 12 მილიონი ევრო გამოყო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის "მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 5-ის“ შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს. სასესხო დოკუმენტს ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ მოაწერეს. ფინანსთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო. შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსთვის 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილია. პროექტს თბილისის მერია, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განახორციელებენ. აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, თბილისს 23-ე მეტროს სადგური შეემატა, რომლის რეაბილიტაციაზეც 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა. |
Posted by: jenkakuznecov 9 Jan 2018, 12:16 |
ვორონცოვის სადგურის შესახებ თუ გაქვთ ცნობები? ადრე იწერებოდნენ რომ რაღაცის აშენებას აპირებდნენ მის თავზე, და როგორ დამთავრდა ეგ ამბავი, რა ხდება ახლა ნიკოლოზის ეკლესიასთან ამოსასვლელის მიდამოებში? |
Posted by: Kotola 9 Jan 2018, 12:23 |
jenkakuznecov აშენებულია უკვე ზედ ყველაფერი და მაგ სადგურისა და საერთოდ მაგ მე-3 ხაზის ამშენებელი აღარავინ არაა ერთადერთი რაღაც პროექტივით არსებობს, რომლის მიხედვითაც შეიძლება სამასი არაგველის მეტროდან გადასასვლელის მოწყობა და ვაზისუბნის სადგურის დასრულება, მარა ფანტასტიკის სფერო უფროა ეგეც ჯერჯერობით... |
Posted by: maiako_mao 10 Jan 2018, 11:23 |
არვიცი...... ძალიან გაბრაზებული ვარ, იმედია თბილისის მეტროს თანამშრომელ(ები)ი ადევნებთ თვალყურს, ან პოსტავთ ამ თემაში და ადრესატამდეც მივა ეს ინფორმაცია. ამბოლო დროს , ქალაქში არსებული საცობების გამო, მომიწია მეტროთი მგზავრობა. ხალხო, ეს რა ხება მეტროსადგურ სამგორში, დიდუბეში და მითხრეს ვარკეთილშიც და სხვა სადგურებშიცო. მსგავსი სიბინძურე, მხოლოდ ბაზრის ტერიტორიებზეღა შემორჩა თბილისში მგონი. იცით, ნანახი გაქვთ სამგორის მეტროს შესასვლელში რა მდგომარეობაა?! ფეკალიებით და სიგარეტის ნამწვავებით, რომაა სავსე და აყროლებული? არასოდეს იქ დამლაგაბელი არ ყოფილა, არასოდეს არ გარეცხილა და ანტისანიტარიაა, ისეთი, რომ ინფექციებისა და გადამდები დაავადებების გავრცელების ყველაზე დიდი არეალია. ვიკითიხე. გავჩერდი და არც ახსოვს იქვე გარე მოვაჭრეებს , როდის დაასუფთავა "მეტრომ" მისი კუთვნილი ტერიტორია. სამარცხვინოა, დამთრგუნველია ქალაქისათვის ასეთი სიბინძურე. შედით რა, დაათვალიერეთ და ნახავთ, რომ მაგ სისტემაში მუშაობას , თუ იმას არ მიხედავთ, რაზეც მე ვწერ, აზრი არ აქვს - შეგრცხვებათ სხვა, რაიმე გადაწყვეტილების მიღება ან იდეების განხორციელება (მე აღარ მგონია თქვენ ამაზე მეტი რამე გქონდეთ გასაკეთებელი). პ.ს. არ სარგებლობენ , გასაგებია მეტროს კომპეტენეტური პირები მეტროთი, მაგრამ გადით და თქვენი თავლით ნახეთ რა მდგომარეობაა მეტროსადგურ "სამგორისა" და "დიდუბეში".... |
Posted by: ElGeorgia 11 Jan 2018, 15:11 | ||
maiako_mao კიდია მაგრად მეტროს ხელმძღვანელობას, ფულის საჭრელ დაზგად აქციეს მეტრო. იმის მაგივრად რომ ძველი გვირაბების დამთავრებაზე იფიქრონ, ვალს იღებენ რემონტისთვის. jenkakuznecov
ძველი გათხრილი გვირაბები რაც იყო, ზოგი დაიტბორა და ზოგი ძალით ამოავსეს https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1_%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9E%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98 |
Posted by: Snow93 11 Jan 2018, 16:23 | ||
დევს მაგ ობიექტზე ინფორმაცია პირველივე პოსტში. გათხარეს საესკალატორო დაღმართი და ტუბინგებით მოპირკეთებაც მოასწრეს კომუნისტებმა, უნდა ყოფილიყო ზედ ზაარბრიუკენის მოედანზე და მთელ თბილისში ერთადერთი მაგას ექნებოდა 4 ამოსასვლელიანი ესკალატორი... დაახლოებით 4 წლის წინ მოაძრეს ტბუინგების ზედა ნაწილი და მიწით ამოავსეს |
Posted by: N_E_M_O 16 Jan 2018, 14:19 |
ისე ნეტა აქ ვინმე თუ პოსტავს თბილისის სატრანსპორტო კომპანიიდან? ttc.com.ge - ზე თბილისის ტრანსპორტის ისტორიაში 2012 წლის მერე დავიჯერო არაფერი მომხდარა რო განახლებული არაა თუ არც იციან საიტზე ეგეთი რამ რო აქვთ???? * * * ან ეს - ,, ავტობუსი რეალურ დროში " ისევ პატარა ბოგდანის სურათი როა გამოჭიმული იქნებ მანით ჩაენაცვლებინათ? |
Posted by: Fabian 22 Jan 2018, 20:48 |
უკვე რამოდენიმე დღეა მატარებელი გურამიშვილზე არ აჩერებს... |
Posted by: TramwayMan 22 Jan 2018, 21:28 |
Fabian დაკეტილია 20 იანვრიდან მარტის 20 მდე. |
Posted by: rachveli1 22 Jan 2018, 21:30 | ||
ამის გამო შემივედი. რა ხდება? |
Posted by: forum-ge 22 Jan 2018, 22:05 | ||
rachveli1
რემონტი |
Posted by: levanoza 29 Jan 2018, 16:43 |
ერთი კვირაა ჩამი–ჩუმი არ ისმის, აქაც რემონტია ეტყობა |
Posted by: mywebber 29 Jan 2018, 17:06 |
N_E_M_O ბოლო განახლება მაგათი პორნო საიტების ლინკების ამოღება იყო |
Posted by: vaxo55 29 Jan 2018, 21:24 |
N_E_M_O აქვთ ფეისბუქიც და სიახლეები იქ ქვეყნდება. ისე ttc არაა ცუდი საიტი. |
Posted by: N_E_M_O 30 Jan 2018, 08:59 | ||
რათქმაუნდა ცუდი საიტი არაა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რო განახლებები საჭირო არაა მასე არც ჩვენი ქვეყანაა ცუდი მთავარია პატრონი როგორი ეყოლება |
Posted by: from tbilisi 30 Jan 2018, 10:52 |
http://liberali.ge/news/view/33945/metrosadgur-varketilshi-cheri-chamoishala--tvitmkhilvelta-tqmit-arian-dashavebulebi ვინმემ იცით რა მოხდა მეტროში? |
Posted by: ORIONI 30 Jan 2018, 11:03 |
from tbilisi https://www.facebook.com/groups/papnika/permalink/2315658762085808/ |
Posted by: vatman 30 Jan 2018, 11:14 | ||
from tbilisi
იმის გათვალისწინებით როგორ კარგად იყო გაკეთებული გასაკვირი არ არის. იმედია მძიმედ დაშავებულები არ არიან |
Posted by: პაწა 30 Jan 2018, 11:21 |
გარემონტებული იყო? |
Posted by: ORIONI 30 Jan 2018, 11:27 |
ნარმანიამ უსაფრთხო გახდა ვარკეთილის მეტროში მგზავრობაო |
Posted by: gig@@@ 30 Jan 2018, 11:29 |
მეტროსადგურ "ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანია დაშავებული მეტროსადგურ "ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შედეგად 7 ადამიანია დაშავებული, ბოლო ინფორმაციაა imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიაწოდეს. ადგილზე იმყოფება სამედიცინო და საპატრულო პოლიციის სამსახური. მეტროსადგურის ტერიტორია დაკეტილია. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. დამატებით დეტალებს უახლეს დროში მოგაწვდით. თბილისის მერი, კახა კალაძე შემთხვევის ადგილზე უკვე გავიდა. https://imedinews.ge/ge/saqartvelo/46186/metrosadgur-varketilshi-cheris-chamongrevis-shedegad-7-adamiania-dashavebuli |
Posted by: Snow93 30 Jan 2018, 11:49 |
მტრისას გურამიშვილის რემონტზე თუ არ დაუჯერეს ვისაც საჭიროა.. |
Posted by: UMTS 30 Jan 2018, 12:12 |
როდის გაიხსნება არავინ იცით? |
Posted by: TamCho23 30 Jan 2018, 12:16 | ||
Snow93
გურამიშვილის მეტროს ოდესმე ეშველება ნეტავ რამე? ან ახსოვს მერიას საერთოდ რომ არსებობს ? |
Posted by: Snow93 30 Jan 2018, 12:24 |
TamCho23 რემონტი მიდის უკვე დაკეტილია ახლაც მგონი |
Posted by: TamCho23 30 Jan 2018, 15:08 |
Snow93 აი ეგ ნამდვილად არ ვიცოდი... მიხარია თუ სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს |
Posted by: illmatic 30 Jan 2018, 16:18 |
საბჭოთა დროის ვარკეთილის სადგურის ფოტოები ხომ არ გაქვთ ვინმეს? |
Posted by: benito777 30 Jan 2018, 16:39 |
ეს იყო სიგნალი რომ რაღაცას არასწორად აკეთებენ და კიდევ კარგი მსხვერპლი გარეშე ჩაიარა ამ ყველაფერმა. იმედია ჭკუას ისწავლიან და ვიღაც ტრაწაკუა ფირმებს არ გაამარჯვებინებენ ტენდერში. |
Posted by: Artgeo 30 Jan 2018, 17:21 | ||
TamCho23
გაურემონტებელი გურამიშვილი უფრო უსაფრთხო ყოფილა, ვიდრე "გარემონტებული" ვარკეთილი... |
Posted by: Rapanui 30 Jan 2018, 19:02 | ||
illmatic
მემგონი ეს სუსურუკუს დროინდელია: http://metrosoyuza.net/r/grafik/tbilisi/l01/varketili.jpg |
Posted by: illmatic 30 Jan 2018, 19:50 |
Rapanui ჰო, მაგას ვეძებდი რა ლამაზი კონსტრუქცია იყო და რა გააკრეს.......... |
Posted by: TramwayMan 30 Jan 2018, 20:02 |
|
Posted by: rachveli1 30 Jan 2018, 20:14 |
საერთოდ რა საჭირო იგო ვარკეთილის ან თუნდაც ახმეტელის ხელმეორედ გარემონტება? წინა ხელისუფელბის ჯინაზე რო აკეთებენ ესენი ყველაფერს მაგის ბრალია. |
Posted by: JSB14BSJ 30 Jan 2018, 22:18 |
არ გვინდა კანონი სახელმწიფოში. რა საჭიროა. ერთხელ ჩამოინგრევა? მეორედ ბაზარი დაარეგულირებს. უბედურება და ტრაგედია ის კი არაა, რო ედიკას, მიშას, ბენდუქიძის და გრიგორიჩისნაირი ბანდიტები მართავენ და მოძღვრავენ აფორისტული შეგონენებით დებილთაუდებილეს ქართველ ხალხს, უბედურება და ეროვნული ტრაგედია ისაა, რო სწორედ ეს ექსკრემენტები არიან ქართველთა კრებითი სახე, გამოხატულება და განსახიერება, შესაბამისად - ლოგიკური გადაწყვეტაც. თუ გაინტერესებთ სახელმწიფო, სადაც: 1. დერეგულირებულია მედიცინა (რაც გინდა, აკეთე - თუ დაიბრიდება პაციენტი - გაუფრთხილებლობაზე მაქსიმუმ 2 წელი და ეგაა). ცალკე საკითხი - სააფთიაქო ნარკომანია და რეცეპტები; 2. დერეგულირებულია მშენებლობა - პანტაპუნტით ცვივიამ 2017 წელს ნაგებობებოდან მუშები, მაგრამ ვის რა... 3. დერეგულირებულია შრომის ბაზარი, სადაც ისეთი განუკითხაობა მეფობს, როგორც გარეული ხარირმების ორთა ან ოთხთაბრძოლებში, ე. წ. სუპერმარკეტების საწყალ თანამშრომლებს ხო დედას იმასუშვრებიან დღის, ღამის, ზეგანაკვეთურ და ა. შ. შრომაზე და ფრესკოს დირექტორი კიდე ტელევიზიით აკეთებს ახალი მატერიკების აღმოჩენას: ცხოვრება ომია და მგლები უნდა ვიყოთო; 4. კონტროლსგარეშეა ტექნიკური დარგები, არანაირი ტექნიკური რეგლამენტები და საქართველოსავით თავისუფალი და დამოუკიდებელი მომეტებული საფრთხის წყაროები - ღამის სამუშაო გნებავთ თუ შახტაში ზედიზედ დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისი; კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში. მე რო ტურისტულების ადგილზე ვიყო, ასე დავიწყებდი საქართველოს შესახებ ბროშურებს და წლის სიმართლის პრიზზეც მექნებოდა დამსახურებული პრეტენზია. შრომის ზედამხედველობის ინსპექციის შექმნას და ამოქმედებას ხო არ დაადგა საშველი და არც დაიჯეროთ, რო როდესმე იქნება. ცხოველსა და ადამიანს შორის გარდამავალ საფეხურზე მყოფ ერს შრომის დაცვის და ზედამხედველობის ინსპექცია არ სჭირდება. |
Posted by: darlan 30 Jan 2018, 22:33 |
მშვენივრად გამოიყურებოდა ვარკეთილის სადგური ნარმანიას რემონტამდე, რათ უნდოდად რო შეცვალეს, ძველი კონსტრუქცია გაერემონტებინათ ჯობდა |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Jan 2018, 10:22 |
JSB14BSJ გეთანხმები ყველაფერში.. რაც გუშინ მოხდა, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ თბილისის მეტრო ყველაზე მიგდებული და მიშვებული მეტროსისტემაა ყოფილ სსრკ-ში. ელემენტარულად სადგურის მოპირკეთებას ასე უხარისხოდ თუ ასრულებენ, მეშინია წარმოვიდგინო რა ხდება შიგნით. ან რატო ამახინჯებენ ამ საცოდავ სადგურებს, უფრო გენიოსი დიზაინერები არიან თუ რა პონტია? ისტორიული სახე უნდა შეუნარჩუნო სადგურს, და არ აქვს მნიშვნელობა ისტორიის რომელ პერიოდშია აშენებული. |
Posted by: nforumi 31 Jan 2018, 20:44 |
ანუ, მეტრო სახელმწიფო საკუთრებაში რომ არის, უფრო დაცულია და მოვლილი არა? როგორ შეიძლება მაგის განკერძოებაზე ლაპარაკი, მერიაზე უკეთ ვინ მოუვლის?! |
Posted by: forum-ge 31 Jan 2018, 21:21 | ||
მეტრო არაა მომგებიანი და ვერც გახდება, ამიტომ განკერძოვებაც შეუძლებელია |
Posted by: JSB14BSJ 31 Jan 2018, 23:08 |
nforumi ჩვენ ასტროლოგები გთხოვთ შენ: არ დაიწყო თავიდან! |
Posted by: mywebber 1 Feb 2018, 10:56 |
ესკალატორების მდგომარეობაზე გაქვთ ვინმეს რამე ინფო? ძალიან ხშირად არემონტებენ და კაცმა არ იცის მანდ რა ხდება და როდის შეიძლება დაზიანდეს. დიდი ტრაფიკის შემთხვევაში ხანდახან მხოლოდ ერთია ხოლმე ჩართული და რამდენად მიზანშეწონილია რომ ამდენი ხალხის აყვანა უწევს? |
Posted by: Snow93 1 Feb 2018, 11:02 |
mywebber ძველი სადგურები რაც არის ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ესკალატორები, განსაკუთრებით მარჯანიშვილი. |
Posted by: nforumi 1 Feb 2018, 12:20 | ||
JSB14BSJ
თქვენ ასტროლოგები ვინ ხართ? კაი, რადგან აქ მარტო ემოციების ფრქვევაა დასაშვები და არა პრობლემის მოგვარების გზების ძიებაზე ფიქრი, რა გაეწყობა. უბრალოდ ვიტყვი, რეცეპტი მეც არ მაქვს, საჭიროა ფიქრი და სწორი ეკონომიკური სქემის დადება. ეს თუ არ გაკეთდება, იქნება გამოდმებული, დაუმთავრებელი პრობლემები. ასეთი შემთხვევებისას დამნაშავის ძებნა, რასაც ბოლოს მეისრეზე ხელების შეწმენდა მოყვება. როგორც ჩანს ეს კარგი გასართობია. |
Posted by: Pyramid_of_Cheops 1 Feb 2018, 18:27 |
იმედია აწი მაინც მიეხედება დანარჩენ მეტროებს,რომლებიც სავარაუდოდ ავარიულ მდგომარეობაშია |
Posted by: polaris 2 Feb 2018, 00:51 |
nforumi შენღა აკლდი ახლა აქაურობას! გამოდი და დადე ერთი შენი კერძო მეტროს ეკონომიკური მოდელი! კერძო კომპანიების აუთსორსინგი რომაა გაქანებული პროექტის შედგენაზეც, მონიტორინგზეც, შესრულებაზეც და მიღებული შედეგის ექპერტიზაზეც, მაგიტომ ხომ ვართ აშენებული. ქოლგის გამოცვლაზე უფრო მომგებიანი რომ მისი დამალვაა, მაგიტომაც ჩამოვარდა ბოლოს ჭერი, თორემ სახელმწიფო კანტორების მიერ არარენტაბელურად აშენებული მეტრო მუშაობდა უსაფრთხოდ რამდენიმე ათეული წელიწადი. გყავს აგერ კერძო მარშუტკები და დაურეგულილრებელი ტაქსები და ისიამოვნე იმით. |
Posted by: Pyramid_of_Cheops 2 Feb 2018, 01:54 |
ახმეტელის მეტროს შემოწმებას რომ აპირებდნენ,შეამოწმეს ნეტა? |
Posted by: Guro_ 2 Feb 2018, 07:08 |
nforumi რეცეპტი არის ერთადერთი, ძალიან მარტივი და ძალიან ცალსახა. უნარიანი მთავრობა, ეს შეგიძლია სათაურად დაარქვა. ხოლო რას გულოისხმობს რეცეპტი?? უმარტივესს, ძაალიან ძალიან მარტივს, იმას რასაც ნიშნავს, პრაღაში, ბერლინში, მადრიდში ტოკიოში და სხვა წესიერ ქვეყანაში. რთული გგონია მეტროს და საზოგადოებრივი ტრანპორტის მოგვარება თბილისში??? ჩემი აზრით თუ ერთ გარემოებას არ ჩავთვლით არის ძალიან ძალიან მარტივი. და იცი რა გარემობა უშლი ხელს მეტროს, საზ ტრანსპორტის განვითარებას და ზოგადად ქვენის წინსვლას??? პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღება. გადაწყვეტილებების რომელიც მიმართულია შემდეგი არჩევნებისთვის და არა ქვეყნის მომავლისთვის. ვერ შოულობენ ფულს რომ მეტრო გაარემონტონ? ტრამვაი გაიყვანონ? ავტობუსები დაამატონ?? მაშინ რატომ არ უშვებენ სახლში იმდენ ზედმეტ კადრს, რომელიც არაფერს აკეთებს??? რატომ არ ამცირებენ პრემია დანამატებს?? რატომ არ აუქმებენ ხალხის საყიდელ სოციალურ პროგრამებს?? რომელბსაც არანაირი შედეგი არ მოაქვს ქვეყნისთვის და ქალაქისთვის, ეს სოც პროექტები ხომ მხოლოდ ხმის ყიდვაა და მეტი არაფერი???? რატომ არ ხდება პრიორიტეტების გადალაგება? რატომ არ ძვირდება პარკირება? რატომ არ რთულდება პრავის აღება??? რატომ არ ხდება გამკაცრებული ტექდათვალიერება?? რატომ არ იღებენ კანონს რომელიც კორპუსს დაავალდებულებს გააკეთონ მიწისქვეშა პარკინგები?? სარეკრეაციო ზონები?? დაიცვან K2 კოეფიციენტი?? დამნაშავე დააჯარამონ შესაბამისად?? რატომ არ ხდება ტენდერების სამართლიანი გზით ჩატარება? რატომ არ ხდება სამშენებლო კომპანიების თუ სხვა რამის ჩარჩოებში მოქცევა? და კიდევ ბეეევრი ბეეევრი რამ??? პასუხი ხომ ამაზე მარტივია? ამის პასუხი ხომ შენც იცი? რადგან თუ ამ ყველაფერს თუ გააკეთებენ, ძალიან ცოტა შანსი რჩებათ, რომ არჩევნები მოიგონ. დღესდღეობით კი საქართველოში ხომ არჩევნებია პრიორიტეტი? შენ, მე, და კიდევ სხვა საქართველოს მოქალაქეებს, თბილისის მაცხოვრებლებს ვერ მიგვიხედია ხალხისთვის, რომელიც არჩევნებში ავირჩიეთ, რომელსაც ჩვენ მივეცით ძალა და ჩვენვე შეგვიძლია წავრთვათ, მათ აქვთ პასუხისმგებლობა ჩვენ მიმართ, ისინი ვალდებულები არიან და ასეთ კატეგორიას ვერ ვაკონტროლებთ, ხმას არ ვიღებთ, არჩევნებში არასწორ კანდიდატს ვამარჯვებინებთ, ისევ წარსულზე ვწუწუნებთ, წუწუნს რო მოვრჩებით წარსულს მივტირით. და ამის ფონზე შენ გინა მეტრო გააპრივატო და მათი კონტროლი შეძლო? ვინ გააკონტროლებს??? შენ?? მე ??? ხალხი??? მაშინ მიდი და მთავრობა აკონტროლე რომელსაც ათასჯერ მეტი პასუხისმგებლობა აქვს ვიდრე მაგ კერძო კომპანიას ექნება. თუ იმედი გაქვს რომ სახელმწიფო გააკონტროლებს?? ამის ტრაკი რომ ქონდეს მაშინ თვითონვე რატომ ვერ მიხედავდა ჩაჯნულ საზ ტრანსპორტს? ანუ მაინც წესიერი მთავრობა გჭირდება ხომ? პასუხისმგებლიანი და ასე შემდეგ. მოდი რა მაშინ რაციონალურად ვიმსჯელოთ და მოვითხოვოთ ის რაც მოსათხოვია, არ გვჭირდება ეს ახალი ველოსიპედების გამოგონება. ძალიან ძალიან ცოტა დრო რჩება ქვეყანას, როდის გაანალიზებს ხალხი ამას უკვე აღარ ვიცი რა |
Posted by: nforumi 2 Feb 2018, 11:17 | ||||
polaris
ეს როგორ გავიგოთ, მარტო თქვენ გაქვთ ლაპარაკის უფლება თუ მეც შეიძლება რომ გიპასუხო?... * * *
სხვათაშორი ძალიან ბევრ რამეში გეთანხმები. თუმცა უნდა გავითვალისწინოთ, რომ მთავრობა ისეთია როგორიც ხალხი. ვინც ახლა იქ არის, ნებისმიერი სხვა რომ დასვა, შემთხვევითი შერჩევის წესით, მდგომარეობა იგივე დარჩება. რაც შეეხება როგორ უნდა გაკეთედეს ასეთ ვითარებაში კარგად? - მხოლოდ ასე: რამე ვერ გამოდის კარგად? - გამკეთებელი ზარალობს პირადად, მხოლოდ გაპიროვნების შემთხვევაში არის შანსი გამოვიდეს. შანსი და არა გარანტია. |
Posted by: Guro_ 2 Feb 2018, 17:25 | ||
nforumi
როგორ მეზიზღება ეს ფრაზა, ერთხელ გაპიარებული სიმახინჯე, რომელსაც ასე ყბადაღებით ღაღადებს ყველა. ანუ რა გინდა თქვა რომ ათათურქს იმსახურებდა თურქი ერი მაგრამ 3 წელიწადში იდიოტი მთავრობა რომ.მობიდა იგივე ხალხი არ იმსახურებდა? ან სანამ ვაცლავ ჰაველი პრეზიდენტი იყო ჩეხეთის მანამ ჩეხები კარგ მეთაურს იმსახურებდნენ, მაგრამ 10 წლის მერე იგივე ხალხი რადიკალურად შეიცვალა და დღეს აღარ იმსახურებს? ეს უბრალოდ დემაგოგიური სიტყვებია და მეტი არაფერი, რომელიც ბევრი ქვეყნის შემთხვევაში მართლდება, რადგან როგორც წესი განვითარებად ქვეყანას ცუდი ხელისუფლება ყავთ, განვითარებულს მეტნაკლებად კარგი. ვინ არ იმსახურებს მითხარი?? მე? შენ?? აქაური ფორუმელები თუ ვინ?? რატომ ქმნის სხვა ამ ცხივრებაში პოლიტიკურ ამინდს? რატომ.არ ვქმნით მე შენ და ისეთები ვისაც ქვეყნის წინ წანსვლა გვუნდა? კარგით რა მეტრო ერთი პატარა მაგალითია, დამერწმუნე ჩემზე მეტი ლიბერალი ვერ იქნები, მეზიზღება ყველანაირი სოციალური წარმონაქმნი, რაც შეიძლება მეტი თავისუფლების მომხრე ვარ, ვერცერთ სოც პროგრამას გამართლება ვერ მოვუძებნე, საყოველთაო ჯანდაცვას კი.. მაგრამ ყველგან გადის ზღვარი და ამ ზღვარის დანახავა არის აუცილებელი, მარტივია მეგობარო ძალიან, არ გჭირდება ჩასვლა და მოგზაურობა, უბრალოდ აიღე გუგლი და რამდენიმე.ქალაქი. მაგალითად პრაღა, მერე ვენა. აირჩიე რაიმე კონკრწტული გარეუბანი და დაგუგლე როგორ შეგიძლია ერთი კუთხიდან მეორეში გასვლა. ამის მერე აიღე მანჩესტერი, ერთ-ერთი უძლოერესი ქალაქი მსოფლიოში და ნახე იგივე, წესით საკმარისი უნდა იყოს რო მიხვდე რამდენად უაზრობაა საზ ტრანსპორტის პრივატიზება. უფრო მეტსაც გეტყვი, ვთქვათ და მოახდინე პრივატიზება, გგონია მეტროს პრივატიზება უშველის მხოლოდ? გგონია მხოლოდ მეტროშია დღეს პრობლემა? სხვა უამრავი ამაზრზენი პრობლემა რომელიც ყოველნაბიჯზე გხვდება იმას რას უზამ? იმას გააპრივატიზებ?? მერე კონტროლი? იმას რას უზამ? კერძო კომპანიას დაიქირავებ და მიანიჭებ უფლებას აკონტროლოს? მერე ამას ვინღა გააკონტროლებს? თუ არბიტრაჟს განავითარებ და 2 კვირაში სასამართლო პროცესს მოუგებ?? კარგი რა, რატომღაც მგონია კარგად იცი არსებული პრობლემი და იმასაც კარგად ხვდები გამოსავალინრაშია, მეტროს გაყიდვა რატიომ.დაიხვიე ენაზე აი ამას კი ვერ ვხვდები ნამდვილად |
Posted by: nforumi 2 Feb 2018, 18:19 | ||
Guro_
მეც არ ვეთანხმებოდი თავიდან, მაგრამ ცხოვრებამ დამარწმუნა რომ მართლა ასეა. ოღონდ ცოტა ფართოდ უნდა შეხედო, ფლუქტუაციების გასაშუალებით. პირობითად რომ ვთქვათ: თუ მთავრობა ძალიან ჩამორჩა ხალხს, ხალხი აუცილებლად მოიშორებს მას, არჩევნების, რევოლუციის, ან რაიმე სხვა გზით. თუ მთავრობა ძალიან პროგრესულია, ხალხთან შედარებით, მაშინაც, ხალხი აუცილებლად მოიშორებს მას. აქ გარე ძალებიც რომ თამაშობენ როლს, გასაგებია, მაგრამ გადამწყვეტი შიგა ძალებია მაინც. რაც შეეეხება მეტროს გაყიდვას. ეს კი არ დამიჩემებია, მე ვთქვით იქნებ ასეთი გზა იყოს მეთქი საშველი, ვიფიქროთ მეთქი. ვის, ვის და შენ აშკარად გესმის რომ სახელმწიფო ყოველთვის ცუდი მენეჯერია. და რადგან ეს ასეა, უნდა მოიძებნოს ისეთი ფორმა, რომ კარგმა მენეჯერმა მართოს ეს სიტემა, თან პირადი ინტერესი უნდა ჰქონდეს, თუ რამე ისე ვერ გამოვა, თავად უნდა იზარალოს და არა მე. მე არ მგონია რამე რთულს ვამბობდე და გაუგებარს. სქემის მოფიქრება ალბათ მართლა ძნელი იქნება, მაგრამ თუ ფიქრი არ გინდა, ვერც მოიფიქრებ ვერასდროს. |
Posted by: Nescafe13 4 Feb 2018, 01:54 | ||
შენ კენჭი იყარე და ჩემი ხმა შენია ესეთი ჩამოყალიბებული აზრი არ გამიგია არავისგან ! |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Feb 2018, 12:52 |
„თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი - 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება - შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ დირექტორი - 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება - შეკიდული ჭერი არც ერთ მეტროსადგურში არ კეთდება „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკური დირექტორის ლევან მეხრიშვილის ინფორმაციით, 2018 წელს 10 მეტროსადგურის რებილიტაცია იგეგმება. მეხრიშვილი აცხადებს, რომ მეტრო „ვარკეთილში“ განვითარებული მოვლენების შემდეგ, სამუშაოების ჩაბარების პროცესი, ალბათ, გამკაცრდება . „გასულ პარასკევს მივმართეთ კომპანიებს და სამხარეულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, რომ დაჩქარებული წესით შეემოწმებინათ მეტროსადგურებში მიმდინარე სარეაბილიტაციო პროცესის ფარგლებში ჩატარებული სამუშაოების ექსპერტიზა მდგრადობაზე და უსაფრთხოებაზე. ჯერჯერობით შედეგები არ გვაქვს. კვირის ბოლომდე ველოდებით პასუხებს. თუ იქნება დადებითი დასკვნა, სამუშაოებს განაახლებენ. თუ ხარვეზები გამოვლინდა, პასუხისმგებლობა საპროექტო და სამუშაოების შემსრულებელ კომპანიებს დაეკისრებათ. კონკრეტულ ვადას, როდის იქნება დასკვნები, ვერ გეტყვით. ექსპერტები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ“, - განაცხადა მეხრიშვილმა. .... მისივე თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მეტროსადგურების: „სამგორის“, „გურამიშვილის“ და „ავლაბრის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები და წელს ასევე იგეგმება 10 მეტროსადგურის რეაბილიტაცია. ეს მეტროსადგურებია: „სადგურის მოედანი 1“, „სადგურის მოედანი 2“, „სადგურის მოედანი 3“, „ნაძალადევი“, „ისანი“, „თავისუფლების მოედანი“, „წერეთელი“, „მარჯანიშვილი“, „რუსთაველი“, „სამედიცინო უნივერსიტეტი“. „უახლოეს ხანში დავიწყებთ პროცედურებს. გამოცხადდება საპროექტო განაცხადების კონკურსი და შემდგომ რეაბილიტაციის პროცესისთვის გარკვეული სამუშაოები“, - დაძინა მეხრიშვილმა. ________________ კითხვა მაქვს: დაწყებულ სარემონტო სამუშაოებზე რა საჭიროს სამხარაულისადმი მიმართვა? წესით, პროექტის დონეზე უნდა ყოფილიყო ყველაფერი შემოწმებული და შემდგომ, საბოლოო მიღება-ჩაბარების გაფორმების პირობად შესრულებულ სამუშაოებზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნა უნდა იყოს. თუ ეგ ჩემი ფანტაზიებია?! პოოლიტიკურ ქულებს იწერენ ანუ ისევ და უფრო ჭკვიანური ვერაფერი მოიფიქრეს. მეტროს სადგური „სადგურის მოედანი 3“ - ეგ ჟურნალისტის ფანტაზიის ნაყოფია თუ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ ტექნიკური დირექტორის?! |
Posted by: PNG 6 Feb 2018, 13:00 |
„გვეუბნებოდნენ, რომ უნდა დაგვემალა დეფექტები“ - მუშა, რომელიც მეტრო "ვარკეთილის" რეაბილიტაციაში მონაწილეობდა, სკანდალურ განცხადებას აკეთებს მეტროსადგურ „ვარკეთილის“ სარემონტო სამუშაოები დარღვევებით შესრულდა და ის თავიდანვე ნგრევისთვის იყო განწირული. ამის შესახებ განცხადებას დავით ტაბახმელაშვილი აკეთებს. ის „ყვარელრემმშენის“ დაქირავებული მუშა იყო და სარეაბილიტაციო სამუშაოებში მონაწილეობდა. როგორც თავად ამბობს დარღვევების შესახებ მუშებმა კომპანია გააფრთხილეს. დავით ტაბახმელაშვილი აცხადებს, რომ სარემონტო სამუშაოების დროს ყველაზე დიდი დეფექტი ჭერზე გამოიკვეთა, რომლის დამალვასაც კომპანია ზედაპირული გადალესვით და ნათურების დამაგრებით ცდილობდა. ტაბახმელაშვილი ამტკიცებს, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მსგავასად რთული ვითარებაა მეტროსადგურ ახმეტელის თეატრში, სადაც იგივე პრინციპით დაამონტაჟეს ჭერი ესკალატორის თავზე. "ყვარელრემშენის" წარმომადგენლები ამ დროისთვის კურიერის სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ. http://rustavi2.ge/ka/news/96043 ამ ინტერვიუს შემდეგ ვინც ნარმანია არ დაიჭიროს და ყვარელრემმშენის მთელი სასტავი დასაჭერია და ციხეშია ამოსალპობი მაგათ დედებს ###### |
Posted by: Rapanui 6 Feb 2018, 17:06 | ||
სანამ გრენლანდია თავზე არ დაეცემა ვინმეს, მანამდე არ გაიტანენ ხოლმე . . . .
ვოკსჰოლ1-იდან, მარცხნივ მიმავალი საფეხმავლო გვირაბი, მოგეხსენება, ვოკსჰოლ2-სკენ მიემართება. ხოლო მარჯვნივ მიმავალი - ვოკსჰოლ3-ისკენ. |
Posted by: polaris 6 Feb 2018, 17:07 |
ვაგზალი-3 არის ბავშვთა სამყაროს წინ ამოსასვლელი, ვაგზალი - 2 - დადიანზე. |
Posted by: Rapanui 7 Feb 2018, 22:15 |
polaris უცნაურია პირდაპირ |
Posted by: Geogamer200p 7 Feb 2018, 22:54 |
გადასასვლელ ხაზთან კაცი რო მღერის არ გააგდებს მთავრობა? |
Posted by: Rapanui 8 Feb 2018, 01:26 |
თბილგვირაბმშენის საქმენი "საგმირონი" სკანი 1984 წლის გაზეთიდან: http://www.picz.ge/img/s3/1802/8/c/c4970921dce1.jpg |
Posted by: SabaGEO 8 Feb 2018, 11:04 |
ამ ორი დღის წინ, საღამოს ვიყავი ახმეტელის მეტროსთან და ისევ გატენილი იყო ციგანი გარემოვაჭრეებით |
Posted by: polaris 8 Feb 2018, 11:31 |
ეგ ამოსასვლელების ნუმერაციაა და ქრონოლოგიურია, სადგურებისას არ ემთხვევა |
Posted by: Fabian 8 Feb 2018, 19:56 |
Rapanui ჯერ გაიხსნა ვაგზლის საესკალატორო დაღმართი მეტროპოლიტენის შენობაში, მერე გაიხსნა ხუდადოვის მხარის ამოსასვლელი და ბოლოს ბავშვთა სამყაროსი... |
Posted by: giomelqa12 10 Feb 2018, 13:41 |
სატრანსპორტო კომპანია თითო ტრენდერზე რამდენს ტეხავთ |
Posted by: Rapanui 10 Feb 2018, 22:24 |
giomelqa12 ეგ ტექტონიკური ფილებია და გადაადგილდნენ... |
Posted by: ფაშისტი 10 Feb 2018, 23:02 |
giomelqa12 ვაი ჩვენს პატრონს... |
Posted by: LEOwish 10 Feb 2018, 23:22 |
giomelqa12 რაღაც კაბელს ან მილს გაიყვანდნენ უეჭველი. ახალ დაგებულ გზას რომ გაჭრიან ხოლმე და კაბელები რომ გაყავთ ხოლმე. |
Posted by: giomelqa12 10 Feb 2018, 23:43 |
Rapanui ვარკერთილიც სეისმურად აქტიურ ზონაში მოჰყვა როგორც ჩანს ;დ LEOwish უარესი თუ 100 მილიონამდე გადახდილ პროექტში რამე გამორჩათ |
Posted by: iBoss 11 Feb 2018, 14:12 | ||
experto
რამდენია ეგეთი? ეგენი გაცილებით მეტს იტევს ხო? |
Posted by: TramwayMan 11 Feb 2018, 16:20 | ||
iBoss
რას იტევს მეტს? |
Posted by: iBoss 11 Feb 2018, 23:41 |
TramwayMan ხალხს, რას უნდა იტევდეს? ხო უფრო გრძელი ვაგონებია, სამი გრძელი სკამით შუაში, ძველებს კი 2 გრძელი სკამი ხო აქვს... |
Posted by: პაწა 12 Feb 2018, 01:03 | ||
თუ გააგრძელებ - მეტროში აღარ ჩაგიშვებენ |
Posted by: TramwayMan 12 Feb 2018, 02:27 | ||
iBoss
უფრო ხშირად იარე მეტროთი |
Posted by: iBoss 12 Feb 2018, 09:36 |
ჯანდაბა რატო მომეჩვენა ეს ახლები უფრო დიდები აბა |
Posted by: TramwayMan 12 Feb 2018, 20:34 | ||
iBoss საკვანძო სიტყვაა
|
Posted by: giomelqa12 12 Feb 2018, 21:44 | ||
|
Posted by: JSB14BSJ 13 Feb 2018, 15:42 | ||||
კონტინენტური დრეიფი polaris
გამოდის აქედან რამე? |
Posted by: ika55775 15 Feb 2018, 20:11 |
სამგორის მეტროს სადგურში ისევ ჩამოდის წყალი ჯერ არ დაუმთავრებიათ და უკვე გაფუჭდა მცირე ნაწილი |
Posted by: Kublicha 15 Feb 2018, 22:17 |
როგორც ვუკვირდები თბილისის მეტროში მემანქანის კაბინის მიხედვით მოძრაობს სულ 2 ტიპის ვაგონები (გარდა 1 გამონაკლისისა) 1. პირობითად ვუწოდოთ "მარჯვენარულიანი". მემანქანის სავარძელი მდებარეობს კაბინის მარცხენა მხარეს, კარი აქვს ორივე მხარეს, ვაგონში გამავალი კარი აქვს ცენტრში და აჩქარების მარეგულირებლი რიჩაგი აქვს მაღალი ჰორიზონტაულრი სახელურით. 2. პირობითად ვუწოდოთ "შუარულიანი". მემანქანის სავარძელი მდებარეობს კაბინის ცენტრში, კარი აქვს მხოლოდ მარცხნივ, ვაგონში გამავალი კარი აქვს ასევე უკიდურესად მარცხნივ და აჩქარების მარეგულირებლი რიჩაგი აქვს მოკლე, ბურთულის მსგავსი სახელურით. ის ერთი გამონაკლისი კი არის ბოლოს მოდერნიზებული ორიდან ერთ-ერთი, (წითელი-მუქი ლურჯი ექსტერიერი, ლურჯი ინტერიერით. ) ის ფაქტიურად არის "შუარულიანთა" ოჯახიდან, ერთადერთი განსხვავებით - ბაქანზე გამავალი კარი აქვს ორივე მხარეს. საბურთალოს ხაზზე ყველა მატარებელი არის მე-2 კატეგორიის, ხოლო ახმეტელი-ვარკეთილის ხაზზე დაახლოებით თანაბრად არიან. შეიძლება ცოტათI ჭარბობენ მე-2 ები. polaris თქვენი ბაზა თუ გვეუბნება რაიმეს ამ კომპონენტის შესახებ? |
Posted by: Your unique security code 19 Feb 2018, 00:46 |
ახალი მატარებლები შემოიყვანეს? თუ აპირებენ?) |
Posted by: vatman 19 Feb 2018, 10:34 | ||||
Kublicha
კაპიტალური რემონტის პირველი ფაზა ЕЖ3 ტიპის ვაგონები. მაგათ მემანქანის ადგილი ტავიდანვე ჰქონდათ მარჯვენა ადგილას
კაპიტალური რემონტის მეორე ფაზა 81.717/81.717.5 . თავიდანვე მემანქანის სავარძელი ჰქონდა შუაში. თქვენგან გამოკვირდა ეგეთი კითხვა პატივცემულო |
Posted by: Kublicha 19 Feb 2018, 15:53 | ||
vatman
კითხვა სად იყო? თხრობითი პოსტი იყო |
Posted by: JSB14BSJ 26 Feb 2018, 23:35 |
საინტერესო აღარაფერი არ ხდება მეტროში? |
Posted by: W-G1 1 Mar 2018, 19:59 |
მეგობარმა მომწერა, მეტრო იწვის მარჯანიშვილზეო. რა ხდება ვირნმემ ხო არ იცით? |
Posted by: Snow93 2 Mar 2018, 11:49 |
wit-georgia1 ხანძარი იყო მარჯანიშვილზე სადღაც მაგრამ მეტრო არაფერ შუაშია როგორც ვიცი |
Posted by: Rapanui 7 Mar 2018, 18:57 |
რუსთაველის მეტროსთან: http://www.picz.ge/img/s3/1803/7/5/53798277e660.jpg ესკალატორის ნაწილების გამოცვლაა, არა? |
Posted by: EffecTY 7 Mar 2018, 19:15 |
ვინმეს შეუძლია პასუხი გამცეს მეტროში რატომ დგას საშინელი სუნი და როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მოგვარება?(რა თქმა უნდა გოგირდის სუნს არ ვგულისხმობ) დავიტანჯე რასაც ქვია, ძალიან ხშირად მიწევს მგზავრობა მეტროთი და შემაწუხებელია უბრალოდ სხვა რომ არაფერი ვთქვათ. |
Posted by: JSB14BSJ 7 Mar 2018, 21:01 | ||||
EffecTY
რისი? სუნის რაგვარობის აღწერის მაგივრად, რისი სუნი დგას, რომ დაგეწერა, უკეთესი არ იქნებოდა?
რომელი ამ ყველაფრის? |
Posted by: gamoige 7 Mar 2018, 21:57 |
გამარჯობა მეგობრებო. პირველად ვწერ თქვენს თემაში და მარჯვენით შემოვედი დამიჯერეთ :დ ერთი კითხვა მაქვს და ვინმემ იქნება გამცეს პასუხი. დილას ვაგზლის ამოსასვლელის ესკალატორთან 2 კილომეტრიანი საცობი რომაა, მეორე ესკალატორიც რომ ჩართონ რამე მოუვათ? ბევრჯერ დავაგვიანე მაგათ გამო სამსახურში და მაგიტო ვიკითხე |
Posted by: JSB14BSJ 7 Mar 2018, 23:35 |
gamoige ალბათ ამოსასვლელ კი არა, ჩასასვლელ ესკალატორს გულისხმობ. რამდენადაც მე ვიცი, სამიდან ორი უნდა მუშაობდეს და ამ დროს ერთი ან რემონტშია ან თადარიგში უნდა იყოს ფორსმაჟორული შემთხვევებისთვის, რომ რამე რო მოხდეს და დარბაზიდან ხალხის ევაკუაცია გახდეს საჭირო, ამოსვლის მიმართულებაზე ჩაირთოს. |
Posted by: hadesnexus 8 Mar 2018, 00:18 |
JSB14BSJ ჰოდა არაა სწორი მთლად, ასე რომ იყოს ახმეტელზე და ვარკეთილშიც არ ჩართავდნენ 3-ვეს საღამოობით. |
Posted by: experto 8 Mar 2018, 07:44 |
მეტროს ყველა ვაგონის მოდერნიზება როდის დასრულდება 2 მატარებელს რომ ათრევენ კუბოს ფიცარივით 5 წლის განმავლობაში რა ვერ მორჩნენ? P.s ბოლო თაობის მოდერნიზებული ვაგონები მომწონს ძაან ასეთი თუ იქნა ყველა ახალი მატარებლების ყიდვა აღარ დაგვჭირდება! |
Posted by: Snow93 8 Mar 2018, 19:02 | ||
ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ეგ ესკალატორი და მაგიტომ. ახმეტელზე და ვარკეთილში შედარებით გვიანაა გახსნილი და მაგიტომაც რთავენ ხოლმე არა არსებობს მაგათი გადაწვის საფრთხე. ვაგზალი კიდე მახსოვს სადღაც 3 წლის წინ რომ დაიწვა რაღაცა 1 თვე ბოლი იდგა |
Posted by: Kublicha 8 Mar 2018, 21:31 |
რუსთაველზე ცვლიან ან არემონტებენ შუა ესკალატორს |
Posted by: Tocadero 9 Mar 2018, 00:19 |
კალამ ახალი ვაგონები უნდა ვაკეთოთ საქართველოში გერმანული პატენტითო და შევცვალოთ ძველიო |
Posted by: TramwayMan 9 Mar 2018, 01:12 |
Tocadero სად თქვა? როდის? |
Posted by: Snow93 9 Mar 2018, 09:16 |
TramwayMan კახა კალაძე - „შტადლერთან“ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რომ ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს 17:50, 01.03.2018 წინასაარჩევნო კამპანიის დროს ვისაუბრეთ სატრანსპორტო პოლიტიკაზე და პირველად რისი გაკეთებაც დავიწყეთ, მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარება იყო, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძე საქმიანობის 100 დღის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ყვითელი ავტობუსები მძიმე მდგომარეობაშია. კერძოდ, ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. „მგონი, ყველა ვთანხმდებით, რომ არსებული მდგომარეობა, მხედველობაში მაქვს საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მართლაც კრიტიკას ვერ უძლებს. მძიმე მდგომარეობაშია არსებული ყვითელი ავტობუსები, რომელიც ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ასევე მგზავრებისთვის არის არაკომფორტული“, – განაცხადა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, დედაქალაქს წელს 100 ახალი ავტობუსი შეემატება. ამასთან, მისივე თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკება კომპანია „შტადლერთან“, რომ სარკინიგზო ვაგონების წარმოება და აწყობა საქართველოში მოხდეს. „წელს ბიუჯეტში გამოვნახეთ შესაძლებლობები და დედაქალაქს შეემატება 100 ახალი ევროპული ტიპის ავტობუსები. დავიწყეთ მუშაობა მეტროს მიმართულებით. აქტიური მოლაპარაკებები გვაქვს ეკონომიკის სამინისტროსთან და რკინიგზასთან ერთად მსოფლიოში ცნობილ კომპანია „შტადლერთან“. მგონია, რომ ძალიან მალე გავაფორმებთ ხელშეკრულებას, რომლის მიხედვით, „შტადლერის“ მეტროს სარკინიგზო ვაგონების წარმოება და აწყობა მოხდება საქართველოში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. დედაქალაქს დაემატა ავტობუსების ახალი მარშრუტები, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამით პრობლემა მოვაგვარეთ. ჯერ კიდევ რჩება ისეთი უბნები და რაიონები, სადაც არსებობს პრობლემა, ავტობუსი ვერ მოძრაობს იმის გამო, რომ არ არის საკმარისი ავტობუსების პარკი. თუმცა, იქ, სადაც მოხდა ახალი მარშრუტების დამატება, რა თქმა უნდა, მოსახლეობა ძალიან კმაყოფილია და იმ პროგრამით, როდესაც ახალ ავტობუსებს შემოვიყვანთ, რა თქმა უნდა, ქალაქში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული“, – განაცხადა კალაძემ. როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, განსაკუთრებული ყურადღება იქნება გამახვილებული ფეხით მოსიარულეების უფლებების დაცვაზე. „გუშინ მთავრობის სხდომაზე დავავალე გამგებლებს, რომ თავიანთ რაიონებში იდენტიფიცირება გაუკეთონ ყველა იმ კონკრეტულ ადგილს, სადაც მოუწესრიგებელია ე.წ. ზებრები, რადგან ჩვენ გვაქვს პროექტი, გვინდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ეს პრობლემა მოვაგვაროთ. გაზაფხულიდან უკვე დაიწყება დახაზვითი სამუშაოები, მოეწყობა ლედ-განათებები, რომ ღამითაც ზებრა გადასასვლელები იყოს განათებული და უსაფრთხო“, – განაცხადა კახა კალაძემ. https://1tv.ge/news/kakha-kaladze-yviteli-avtobusebi-haeris-dabindzurebis-tvalsazrisit-seriozul-problemas-warmoadgens/ |
Posted by: Berkem Al Atomi 9 Mar 2018, 15:35 |
ისე შტადლერს კარგი მეტროვაგონები აქვს, აი ბერლინისთვის დამზადებული მოდელია, უკვე მიმგაზვრია ასეთით. |
Posted by: rachveli1 9 Mar 2018, 15:40 |
გურამიშვილს აკეთებენ საერთოდ? მეტროტი ხშირად დავდივარ და რამდენის ჩავუარე მატარებლით გურამშივილს, არაფეერი არ ეტყობა გაკეთების, ისევ ისეა დახურვამდე როგორიც იყო. თავიდან ცემენტის ტოამრები ჩაიტანეს და არც გაუკეთებიათ მეტი არაფერი. |
Posted by: Snow93 14 Mar 2018, 10:27 |
rachveli1 მაგ ტემპებით მუშაობს ყოველთვის სახელმწიფო სტრუქტურები... |
Posted by: Menzoorqa 14 Mar 2018, 13:47 |
მეტროსადგური „გურამიშვილი“ მგზავრებისთვის აპრილის ბოლოს გაიხსნება თბილისის სატრანსპორტო კომპანია გაცნობებთ, რომ მეტროსადგური „გურამიშვილი“ დაგეგმილი 15 მარტის ნაცვლად, მგზავრებისთვის მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს გაიხსნება. თარიღის გადაწევა დამატებითმა ექსპერტიზის ჩატარებამ გამოიწვია, რომლის დასრულებამდე, მეტროსადგურში მიმდინარე სარემონტო სამუშაოები დროებით შეჩერდა. მიმდინარე წლის 30 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ ქვედა ვესტიბიულში შეკიდული ჭერის ჩამოშლის შემდეგ, თბილისის მერიისა და სატრანსპორტო კომპანიის გადაწყვეტილებით, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო მგზავრთა უსაფრთხოების მიზნით, ყველა მეტროსადგურის მდგომარეობას ამოწმებს. http://ttc.com.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=35&info_id=3154 |
Posted by: AUTOCRAT 14 Mar 2018, 15:04 |
მეტროს დიდუბე-გოცირიძის ხაზზე მატარებლის შეჯახების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებელთან შეჯახების შედეგად 70-წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას თბილისის სატრანსპორტო სამსახური ავრცელებს. როგორც სატრანსპორტო სამსახური აცხადებს, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა და მიუხედავად მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭებისა, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. ამ დროისთვის ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. მომხდარის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი – ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა აღდგება. http://netgazeti.ge/news/259837/ |
Posted by: benito777 14 Mar 2018, 15:56 |
ძალიან სამწუხარო ამბავი მოხდა. ეხლა უკვე აღდგენია მოძრაობა დიხუბე-ახმეტელის მიმართულებით. |
Posted by: MONTY 14 Mar 2018, 18:52 | ||
მერამდენე შემთხვევა არის და როდის უნდა მიხვდნენ დამცავი სისტემების დაყენების აუცილებლობის ? ''კედლები'' და ავტომატიზირებული კარებია საჭირო. სენსორები მაინც დააყენონ და ავტომატურად ცენტრალურ სადისპეჩეროს /მემანქანეს მიაწოდოს ინფორმაცია |
Posted by: Kublicha 15 Mar 2018, 14:11 |
დელისიდან გასვლისას (ვაჟას მიმართულებით) მატარებელი რატომ "ახალასტოებს"? ჯერ დაძრავს, მერე გათიშავს ძრავს, ისარზე გადაივლის და მერე რთავს ძრავს სრული დატვირთვით. გამიგია რომ ტრამვაის ისარი იმართება ეგრე თუ ხალასტოით გაივლის მარჯვნივ მიდის, თუ აჩქარებით მაშინ მარცხნივ. მეტროშიც და რკინიგზაზეც ეგრეა? მაგრამ მაშინ სხვა ჩიხებზე (300 არაგველი, სადგურის მოედანი და ა.შ) იგივეს რატომ არ აკეთებენ? მეგონა სადისპეჩეროდან იმართებოდა ისრები |
Posted by: giomelqa12 16 Mar 2018, 00:30 |
სარაჯიშვილზე ახალი მეტროში გასატარებლები დააყენეს |
Posted by: Kublicha 16 Mar 2018, 01:27 | ||
300 არაგველზეც |
Posted by: vatman 16 Mar 2018, 10:19 |
benito777 სადგურში მოხდა თუ გადასარბენზე? საინფორმაციოებში ეწერა გადასარბენზე და მანდ რანაირად მოხდა... |
Posted by: Snow93 16 Mar 2018, 15:20 |
vatman ტტც საიტზეც ეგ წერია და ჩახტა დავიჯერო? თბილისის მეტროს დიდუბე-გოცირიძის მეორე ხაზის გადასარბენ მონაკვეთზე (სადაც მგზავრთა გადაადგილება აკრძალულია) მატარებლის შეჯახების შედეგად ქვეითად მოსიარულე, 70 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა. როგორც დადგინდა, მამაკაცი ლიანდაგებზე მოძრაობდა. მემანქანის მიერ დროული რეაგირებისა და დამუხრუჭების მიუხედავად, შეჯახების არიდება ვერ მოხერხდა. გარდაცვალების ფაქტი დადგენილია სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟის მიერ. ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები. უბედური შემთხვევის გამო შეფერხებულია თბილისის მეტროს პირველი ხაზის მოძრაობა. ამ მომენტისათვის მატარებელი გადაადგილდება სადგურის მოედანი - ვარკეთილის მიმართულებით, ხოლო საბურთალოს ხაზი მუშაობს შეუფერხებლად. შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე პირველ ხაზზე მოძრაობა სრულად აღდგება. |
Posted by: vatman 16 Mar 2018, 15:33 |
Snow93 თანამშრომელი (მეტროს პერსონალი) რო ყოფილიყო კი დაწერდნენ ალბათ |
Posted by: Snow93 16 Mar 2018, 16:36 |
არა თანამშრომელი გამორიცხულია, როცა ჩადიან მემანქანე ყველა ვარიანტში საქმის კურსშია |
Posted by: trendygirl.me 16 Mar 2018, 16:55 |
გამარჯობათ, ზუსტად არ ვიცი სად ვიკითხო და აქ ვიკითხავ. ახლობელს აქვს 12 ცალი რკინიგზის ბილეთი მეფის რუსეთის დროინდელი, 1918 წლამდე. კიევი-თბილისი, აბაშა-ფოთი, ახტალა-სადახლო, ტაგანროგი-თბილისი, ბათუმი-ბაქო და სხვა. რამდენში გაიყიდება? |
Posted by: levaa 16 Mar 2018, 17:17 |
გურამიშვილზე რა ხდება? არადა 15 მარტს გაიხსნებაო ჯიგრებმა :დ |
Posted by: Snow93 16 Mar 2018, 17:25 | ||
levaa
|
Posted by: trendygirl.me 16 Mar 2018, 20:38 |
აი ასეთი სტილის ბილეთებია............. |
Posted by: rachveli1 16 Mar 2018, 20:42 |
trendygirl.me კოლექციონერების ფორუმებზე და საიტებზე შედი და მანდ უფორ ეცოდინებათ |
Posted by: benito777 16 Mar 2018, 23:24 |
vatman გადასარბენზე მოხდა დიდუბე-გოცირიძის გადასარბენზე ხიდამდე. |
Posted by: Your unique security code 30 Mar 2018, 04:51 |
თითო ვაგონი რომ მიამატონ მატარებელებს არ ფიქრობენ მაგაზე ? მაგარი შეღავათი იქნებოდა იქნებოდა მგზავრებისთვის |
Posted by: ika55775 30 Mar 2018, 11:04 | ||
არაა ამ ეტაპზე საჭირო დილის პიკი საათში და საღამოს პიკისაატშია გადატვირთული და ამ დროს უნდა ინტერვალის შემცირება მატარებლების დამატებით გადავა პიკისაათი და მოხსნი დამატებულ მატარებელს ვაგონის დამატების შემთხვევაში კი მობილურობას კარგად და დილით ადრე, შუადღეზე და გვიან საღამოს ცარიელი უნდა არატო 5 ვაგონიანი შემადგენლობები რაც გაზრდილი საექსპლუატაციო ხარჯებია ასე რომ დილით და საღამოს მატარებლების დამატება ჯობია მეხუთე ვაგონის დამატებას |
Posted by: mywebber 30 Mar 2018, 21:19 |
ika55775 სადგურები არის 5 ვაგონიან შემადგენლობაზე გათვლილი? |
Posted by: Your unique security code 30 Mar 2018, 22:13 |
სამ ვაგონიანი მატარებლებია და ოთხ ვაგონზეა გათვლილი სადგურები. ნუ ან ვაგონები დაამატონ ან ინტერვალობა შეამცირინ ორივე მოსულა. |
Posted by: TramwayMan 30 Mar 2018, 22:50 |
mywebber Your unique security code ყველა სადგური 5 ვაგონიან მატარებელზეა გათვლილი ვაგონების დამატება არ სჭირდება ჩვენს მეტროს. შეადგენლობების დამატება სჭირდება მხოლოდ. |
Posted by: Your unique security code 30 Mar 2018, 23:26 |
TramwayMan რავი ყველა სამ ვაგონიანიახოლმე და რო დგება ორი ვაგონის ადგილი თუ რჩება კიდე საღოლ))) ანუ რისი დამატება სჭირდება მხოლოდ? შემადგენლობების რას ნიშნავს ვერ მივხვდი |
Posted by: LEOwish 30 Mar 2018, 23:45 |
Your unique security code საბურთალოს ხაზზეა სამი ვაგონი. პირველ ხაზზე ოთხი ცალია. |
Posted by: JSB14BSJ 30 Mar 2018, 23:48 | ||||
mywebber
კი, შენ წარმოიდგინე Your unique security code ყველა სამვაგონიანი არაა, პირველ ხაზზე ოთხვაგონიანი შემადგენლობაა და საბურთალოს ხაზზე - სამვაგონიანი. დააკვირდი, რო ჩამოდგება შემადგენლობა, პირველი ვაგონის წინ და ბოლო ვაგონის უკან საკმარისად დიდი ადგილი რჩება 1 და 2 ვაგონისთვის.
შემადგენლობა ნიშნავს "მატარებელს" |
Posted by: Your unique security code 30 Mar 2018, 23:50 |
LEOwish JSB14BSJ გასაგებია. ) ვაფშე მატარებლის ვაგონებია შესაცვლელი ავტობუსის სტილი ჯობია თორე ეს წინ რომ უდგანან მჯდომარე ხალხს რაღაც ნიტოა |
Posted by: TramwayMan 31 Mar 2018, 01:43 | ||
Your unique security code
ვაგონები შესაცვლელი ჯერ არ არის ეგრე უფრო მეტს იტევს |
Posted by: Your unique security code 31 Mar 2018, 02:26 | ||||
უფრო ვიწრო ვაგონებია თორე ორ ორად იგივე სიგრძეზე იგივე რაოდენობის დაჯდება ავტობუსის სტილში) მაგრამ შუაში ადგილი არ რჩება |
Posted by: TramwayMan 31 Mar 2018, 04:11 | ||||
Your unique security code
ვერ გავიგე, ვაგონები იმსიგანეა რამხელაზეც სისტემაა დაპროექტებული ანუ 2.67
გასასვლელები ვიწრო იქნება ასე და მოუხერხებელი |
Posted by: mywebber 31 Mar 2018, 13:14 |
TramwayMan ანუ საკმარისი ადგილი რჩება რო დაეტიოს მაგრამ არამგონია რო გათვლილი იყოს ხუთ ვაგონზე სადგური. ვაგონის დამატებას შემადგენლობის დამატება ჯობია რათქმაუნდა. ისე რატომ არ ამატებენ? რესურსი გვაქვს მგონი მაგის. |
Posted by: otokarcobra 31 Mar 2018, 13:39 | ||
როგორ არ გგონია, ყველა სადგური ხუთ ვაგონზეა გათვლილი |
Posted by: თორნიკეე 31 Mar 2018, 14:06 |
შემადგენლობებია დასამატებელი... ბაქოში ყოველ ერთ წუთში მოდიოდა მეტრო... ვაგონები არ დამითვლია მარა 4-ზე მეტი არ იქნებოდა... |
Posted by: suzgsxr 31 Mar 2018, 16:47 |
ვაგონს ვერ დაამატებენე დეპოში სამვაგონიანებზეა გათვლილი და ასე რომ ვერ დააყენებენ ვერსად.სექტემბრისკენ დაემატება ალბათ შემადგენლობა და 10 წყვილი ივლის 3 წუთიანი ინტერვალით ხოოდა ლურჯაც აღარ იარსებებს 1 კვირაში |
Posted by: ნიკა 31 Mar 2018, 16:48 |
3 ვაგონიანზე თუა დეპო გათვლილი, 4 ვაგონიანი შემადგენლობები როგორ დასის პირველ ხაზზე? |
Posted by: TramwayMan 31 Mar 2018, 18:23 |
ნიკა ნაძალადევის დეპოს გულისხმობს. |
Posted by: forum-ge 31 Mar 2018, 19:43 | ||
|
Posted by: Your unique security code 31 Mar 2018, 20:05 |
ლურჯასიმ ერთ ლურჯ მატარებელს ეძახით? ფუ როგორ მეზიზღება გააჯმეინონ მალე დედა#####ული აურა აქვს შემადგენლობა ცვეტში გასაზრდელია იმედია მოუვა ვინმეს თავში ეგ აზრი |
Posted by: NorthSea 31 Mar 2018, 22:18 |
სულ გაპარტახდა მაინც ბოლო წლებია. ამ ხელისუფლების გარემოცვა მაგით არ სარგებლობს, ამიტომ კიდიათ. ახლა მაგათ ისეთი დრო უდგათ ქალიან-კაციანა მარტო ლექსუსებს და ტ-პრადიოებს ცნობენ. |
Posted by: Kublicha 31 Mar 2018, 23:22 | ||
აუ არაა რა |
Posted by: vatman 31 Mar 2018, 23:30 | ||
suzgsxr
აუ არადა დღეს მომიწია მაგით მგზავრობა და კი ვიფიქრე რა კარგია რო დადის კიდევ ისე დატოვონ ერთი შემადგენლობა ისტორიისათვის, ჯანდაბას 3 ვაგონიანი იყოს... მარა სადაც E ტიპის არც ერთი ვაგონი არ დატოვეს... |
Posted by: Your unique security code 1 Apr 2018, 01:30 |
რატომ გევასებათ ყველას ის ###ობა ვაგონი ძველის პონტში 90 იანებს გახსენებთ თუ რა უბედურებაა?))) * * * თან ცვეტში მგონია როგორც ავტობუსები ნაგვის ურნები დენის გადამცემი ანძები მაგასაც მაგიტომ დაახრიგინებენ ლურჯია |
Posted by: Berkem Al Atomi 1 Apr 2018, 01:50 |
Your unique security code მეტროს ისტორიაში (და არა მხოლოდ ამ დარგში) რომ არაფერი არ გესმის, ეს თითო შენს კომენტარში ჩანს. ამიტომ შენთვის ერთადერთი რჩევა შემიძლია მოგცე: |
Posted by: Your unique security code 1 Apr 2018, 02:00 |
Berkem Al Atomi მეტროს დედაც #####ან სულ 10 ჯერ ვარ ნამყოფი ისიც ბოლოს და იმ ლურჯი ვაგონის დედა #####ან 90 იანები გამახსენდა რო შევედ არ მესმის დე მკიდია ისტორია მეტროსი მაინტერესებს აწმყო. და აი სხვა რა დარგში გვქონია დისკუსია რომ დაასკვენი ჩემი უცოდინრობა მიპასუხე? ზოგადად ყველა პროვოკატორის დედას მივაჯვი. |
Posted by: Berkem Al Atomi 1 Apr 2018, 02:29 | ||||
ზურგის ქვემოთ ძლიერი ხანძარი გაქვს, ხომ? აი შენ წამალი, უნდა გიშველოს. ჯერ სმაილებით ეთერს გადატვირთავ, მერე კი გინების დიარეა გეწყება. ТП-შკა თუ გოპნიკი ხარ, ჩემო ძვირფასო? თუ ორივე ერთად? და ბოლოს - ისტორიის გარეშე აწმყო ვერ არსებობს, ეს არა მხოლოდ მეტროს ეხება. ხოლო მეტროს ისტორია თუ არ გაინტერესებს, ნუ აწვალებ შენს [ისედაც ცარიელ] ქვაბს მასზე ფიქრით.
|
Posted by: Your unique security code 1 Apr 2018, 02:35 |
Berkem Al Atomi წადი შენი მჭერმეტყველი დედაც #####ან.ვითომ შუტნიკი ჯერ მარტო საწყალი იცი რატომ ხარ სულიერად ცოდოვ აი მეტროს ლ,მატარებლის,მატარებლის ფერის გამო ადამიანს შეურაწყოფა რომ შეგიძლია მიაყენო აი ამის გამო. აშკარად მერიის თანამშრომელი ვაზელინი ხარ აგეწვა ლურჯ ფერზე შე ცხოვრებით ბეჩავო? ეგ მაზი დედაშენს ამოუსვი პროჭში ის ლურჯი ვაგონი შეუსრიალდება ზიპინით. დაგიჯვი მეტროპოლიტენზე და მის ისტორიაზე დაგუგლულო ###ო! |
Posted by: suzgsxr 1 Apr 2018, 11:18 |
ნიკა პირველ ხაზს გლდანის დეპო ემსახურება მეორეს ნაძალადევის |
Posted by: iviko18 1 Apr 2018, 12:14 |
მოდერ, აყროლდა აქაურობა. |
Posted by: Fabian 1 Apr 2018, 12:20 | ||
Your unique security code
|
Posted by: trendygirl.me 1 Apr 2018, 12:51 |
Berkem Al Atomi რუს-თათარი ვიჟივალშიკი ხარ? პადვალში არტეზიული უკვე გათხარე თუ არა ჯერ |
Posted by: otokarcobra 1 Apr 2018, 13:30 |
შემოვიდა ვიღაც ###, ჩაიჯვა და გააჯმეინეს |
Posted by: ika55775 1 Apr 2018, 15:21 | ||
რა ამბები დატრიალებულა აქ |
Posted by: Kublicha 1 Apr 2018, 21:08 |
ესეთი გამოხტომები სულ მეტროს თემაში რატომ ხდება? ხომ გვაქვს თემები , ავტობუსზე, ტრამვაიზე, რკინიგზაზე, გზებზე, შუქნიშნებზე თუნდაც ტროლეიბუსზე. იქ რატო არ ხდება. |
Posted by: TramwayMan 1 Apr 2018, 22:48 |
Kublicha საბაგიროების თემაშიც გვყავს ერთი ფსიქოფატი |
Posted by: JSB14BSJ 2 Apr 2018, 00:11 |
TramwayMan ის რო იყო, უნივერსიტეტი რო გაიხსნა და ხალხის ფული რაში დახარჯეს, მტკიცებულებები დადონო |
Posted by: suzgsxr 2 Apr 2018, 09:21 |
უნივერსიტეტი ხო ვერ გამართეს კიდე.ხან ძაბვა არ არის,ხან შუქნიშანი არ იღება და გროვდება მატარებლები და ეს გამოუსწორებელი სიხშირის არ არსებობაც თან ახლავს.ჯერ არაა ჩაბარებული და იმედია გამოასწორებენ ტორეადორები |
Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 09:29 |
ვაბშე, მადლობა მოვიხადოთ, მეტრო რომ გვაქვს. კიდევ კაი, აგვიშენეს კომუნისტებმა. ერთი რუსი ინტერნეტში კითხულობდა, თბილისში მეტრო არისო? ქვის ხანის ველურები ვგონივართ. |
Posted by: ket_a 2 Apr 2018, 09:49 | ||
masud_AB
არა ბიჭო და არ იციან რა.. მერე არ მიწერე, არა შე *ირბანჯო ცხენებით დავდივართო? |
Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 11:06 | ||
ket_a
ხო, მივწერე რაღაცა ეგეთი. |
Posted by: Snow93 2 Apr 2018, 11:18 | ||
თბილისის მეტრომშენი საუკეთესოდ ითვლებოდა საბჭოთა კავშირში ჯერ ორი წინადადება წაიკითხოს სადმე |
Posted by: masud_AB 2 Apr 2018, 11:40 |
Snow93 მოსკოვის მეტროს ასაშენებლად საქართველოდან გაიტანეს ხარისხიანი მარმარილო და აქ უხარისხოთი ააშენესო, ვიღაცამ მითხრა და ეს მართალია თუ იცით? |
Posted by: Snow93 2 Apr 2018, 11:51 |
masud_AB ზუსტად არ ვიცი, შეიძლება მასეც იყო |
Posted by: rati nwt 4 Apr 2018, 14:17 |
თბილისის მერია გეგმავს, რომ მეტროს ახალი მატარებელი და ახალი ვაგონები შეიძინოს. თუმცა, როდის ჯერ ამას მერიაში არ ამბობენ. “ვმუშაობთ შვეიცარიულ კომპანია “შტადლერთან”, ამ წუთებში მიმდინარეობს მუშაობა მემორანდუმთან დაკავშირებით. ჩვენი მიზანია, არამხოლოდ ვაგონების შესყიდვა, არამედ მათი აწყობა-წარმოება საქართველოში დავიწყოთ. იმედი მაქვს უახლოეს მომავალში მივაღწევთ შეთანხმებას”, – განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ. ვნახოთ რამდენად მოხერხდება. ახალი და არა განახლებული შტანდლერის მატარებლები რომ შემოიყვანონ, ამ გვირაბების, ლიანდაგის, გაყვანილობის და ტექნიკური გამართულობის პირობეში. შესაძლებელია მგზავრობისას მეტროს მატარებლების ხმაურის შემცირება? ამ მატარებლებს აუტანელი ყოვლისმომცველი ხმაური აქვს |
Posted by: Kublicha 4 Apr 2018, 15:11 | ||
ხმაურის შემცირებას მატარებლის შეცვლა კი არა შედუღებული ლიანდაგი სჭირდება |
Posted by: რობი 5 Apr 2018, 01:03 |
ღამე მეტროთი ხშირად მიწევს მგზავრობა და ძაან "სტრანნი" ნაროდი დაიარება ბოლო პერიოდი |
Posted by: Snow93 5 Apr 2018, 12:22 |
რობი ყოველთვის სტრანნი იყვნენ საზ. ტრანსპორტში 10-ს მერე და ახლა რამე განსაკუთრებული მოხდა? |
Posted by: levaa 5 Apr 2018, 14:55 |
გურამიშვილზე რას იძახიან? გავიდა 15 მარტიც და 15 აპრილიც გავა მალე :დ |
Posted by: რობი 5 Apr 2018, 22:19 | ||
მეგობარი მიყვებოდა 1 ტიპი ჯიბეში უძვრებოდა მეორესო 3კვირის წინ და გუშინწინ ჩემ წინ უძვრებოდა ჯიბეში 1 ტიპი მეორეს ქურდბაცაცები დაძვრებიან |
Posted by: 4L3X 5 Apr 2018, 22:25 | ||
მეც უცნაურ ტიპებს ვხედავ ამ ბოლო დროს. სულ ეძინება ერთს და მეორეს კალთაში უდავს თავი და ზემოდან ქურთუკი აქვს გადაფარებულ თავზე. ეტყობა სინათლემ რომ არ შეაწუხოს. |
Posted by: Snow93 10 Apr 2018, 10:37 | ||||
ნიკა ქავთარაძე როა იმას გაუჭრეს 1 წლის წინ სადღაც ბრიტვით ჯიბე და საფულე მოპარეს პიკის საათში |
Posted by: perry 15 Apr 2018, 15:45 |
ავლაბრის მეტროს არემონტებენ თუ რა ხდება? ამას წინათ ამოვდიოდი და გული შემიწუხდა მაღლა რომ ავიხედე - მისტიკურ ფილმში მეგონა ჩემი თავი. |
Posted by: giorgevich23 15 Apr 2018, 23:01 |
90 იან წლებში ვნახე აზერბაიჯანის მხრიდან როგორ მოყავდა სატვირთო მატარებელს მეტროს ვაგონები,ეგ აღარ მახსოვს მიბმული ყავდა თუ სატვირთო ვაგონზე ეწყო მეტროს ვაგონები. მეტროს ლიანდაგის სიგანე რამდენია? |
Posted by: TramwayMan 15 Apr 2018, 23:54 |
giorgevich23 იგივე რაც რკინიგზის და ტრამვაის. |
Posted by: giorgevich23 16 Apr 2018, 00:03 |
TramwayMan ანუ 1520 მმ. ტრამვაიც?ტრამვაის ხაზი რაღაც ვიწრო მეჩვენებოდა,ალბათ ასფალტის პირას რომ იყო მაგიტომ |
Posted by: TramwayMan 16 Apr 2018, 00:05 |
giorgevich23 კი ერთნაირია. |
Posted by: დოჩანა 16 Apr 2018, 00:23 |
მეტროში მათხოვრობა რომ აიკრძალოს არ შეიძლება? |
Posted by: Snow93 16 Apr 2018, 10:46 |
დოჩანა იყო მაგის წინადადება ურბანული ლაბორატორიიდან მარა..... ********************************************************************************************* ეს კი შახტა N60 როგორ ავტვირთო ისე რომ ხარისხი არ გაფუჭდეს? |
Posted by: rachveli1 17 Apr 2018, 14:55 |
მეტროს მემანქანეთა ნაწილი უგულებელყოფის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრება თბილისის მეტროს თანამშრომელთა ნაწილი, დამსაქმებლისგან უგულებელყოფის შემთხვევაში გაფიცვით იმუქრება. განცხადებაში, რომელსაც სოლიდარობის ქსელი და ალტერნატიული პროფკავშირი ერთობა 2013 ავრცელებენ, ნათქვამია, რომ წინასაგაფიცვო პერიოდის გასვლამდე მხოლოდ ერთი კვირა დარჩა, მათი მოთხოვნა კი იგივეა: ხელფასების 45-პროცენტიანი ზრდა. განცხადებაში აღნიშნულია ისიც, რომ კომპანია დასაქმებულთა დისკრედიტაციის მიზნით შიდა კამერებს იყენებს და რეორგანიზაციას აცხადებს. მათივე ინფორმაციით, წინასაგაფიცვო პერიოდში, კომპანია მეტროში უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მიზნით დაყენებულ კამერებს დასაქმებულთა კონტროლისა და შრომის დისციპლინური დარღვევების აღმოჩენისთვის იყენებს: "ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სააგენტოს მიერ გამოცემულ ბრძანებულებას სამუშაო ადგილზე კამერების გამოყენებასთან დაკავშირებით". პროცესი 2016 წლიდან დაიწყო. წინასაგაფიცვო პერიოდში მთავარი მოთხოვნა მაშინაც ხელფასების ზრდა იყო. თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებული ერთობა 2013-ის წევრები აცხადებენ, რომ 2016 წელს კომპანია მხოლოდ დაპირებებით შემოიფარგლა, მათ კი კეთილი ნება გამოიჩინეს და გაფიცვით არ გააჩერეს ქალაქი: "მედიატორი ჩართულია, თუმცა სიტუაცია მწვავეა, იმდენად რამდენადაც მეტროს თანამშრომლები უკან დახევას არ აპირებენ. 2018 წელსაც კომპანია თვიდან-თვემდე წელავს გადაწყვეტილების მიღებას. იმ შემთხვევაში, თუკი ხელფასების ზრდის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, გაფიცვა გარდაუვალია". გაფიცვის მცდელობა 2016 წელს 2016 წლის პირველ მარტს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დასაქმებულ მეტროს მემანქანეთა პროფესიულმა კავშირმა ერთობა 2013, წერილობით მიმართა კომპანიას და შრომის პირობების გაუმჯობესება, მათ შორის, საათობრივი სატარიფო განაკვეთის მატება მოითხოვა. დასაქმებულთა მხრიდან შრომითი დავა წარიმართა. პროცესში მედიატორის ჩართვის მიუხედავად, მხარეებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას. პროფესიულმა კავშირმა გაფიცვა გადაწყვიტა. მათ 2016 წლის 8 აპრილიდან გაფიცვის დაწყების თაობაზე, წერილობით აცნობა შესაბამის მხარეებს. საპასუხოდ, 2016 წლის 5 აპრილს თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ განცხადებით მიმართა საქალაქო სასამართლოს და მოითხოვა გაფიცვის დაწყების 30 დღით გადადება, შრომის კოდექსით გათვალისწინებული პირობის, კერძოდ, სასიცოცხლო მნიშვნელობის სამსახურის საქმიანობისათვის საფრთხის შექმნის გამო. სასამართლოს 2016 წლის 6 აპრილის განჩინებით დასაქმებულებს შეეზღუდათ გაფიცვის გამოყენების უფლება 30 დღის ვადით. https://on.ge/story/21203-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%97%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9B%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%A7%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A8%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%97%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%94%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97-%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A3%E1%83%A5%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C |
Posted by: rachveli1 18 Apr 2018, 15:10 |
გურამიშვილი როდის უნდა დაიწყონ ბოლოს და ბოლოს? საერთოდ არაფერი არ გაკეთებულა ჯერ |
Posted by: rachveli1 24 Apr 2018, 11:21 |
მეტროში დასაქმებულების ნაწილი 30 აპრილს შეიძლება გაიფიცოს თბილისის მეტროში დასაქმებულთა პროფკავშირი “ერთობა 2013” აცხადებს, რომ თუ მათ მოთხოვნებს არ გაითვალისწინებენ, 30 აპრილს გაიფიცებიან. მეტროპოლიტენთან შრომით დავას პროფესიული გაერთიანება “ერთობა 2013” აწარმოებს, რომელიც უმეტესად წარმოადგენს მეტროპოლიტენის მემანქანეების ინტერესებს და 250 დასაქმებულს აერთიანებს. აღნიშნული განცხადება პროფკავშირმა “ერთობა 2013″–მა დღეს, 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც მედიაციისთვის განკუთვნლი შრომის კოდექსით გათვალისწინებული 21-დღიანი მონაკვეთი ამოიწურა. “გვინდა საზოგადოებამ იცოდეს, რომ “ერთობა 2013″ წარმოადგენს ორგანიზაციას, რომლის გარშემო გაერთიანებულნი არიან დასაქმებულთა ის ნაწილი, რომელთაც თავიანთი შესრულებული სამუშაოს ღირსეულად დაფასება სურთ. იმ სამუშაო გარემოს, იმ მავნე პირობების და უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვის გარანტად, რომლებსაც აქ დასაქმებულები ახორციელებენ. სწორედ ამიტომ, მედიატორის მიერ მოთხოვნილი დამატებითი ერთი კვირა მიცემულ იქნა დასაქმებულთა მხრიდან კიდევ მეტი კომუნიკაციისთვის და მოსალოდნელი გაფიცვის უკიდურესი ზომის თავიდან ასარიდებლად. იმედს ვიტოვებთ, რომ დამატებით მიცემული ერთი კვირა მედიაციისთვის იქნება ნაყოფიერი და პროდუქტიული და მივალთ იმ პოზიციამდე, რომლის ლოგიკური დასასრული იქნება შედეგი, რომელსაც შრომთი ანაზღაურების მატება ჰქვია!!!”, – წერს პროფკავშირი. თბილისის მეტროში შრომის უსაფრთხოებისა და შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით „ერთობა 2013“-ის მიერ დაწყებული კოლექტიური დავა 2016 წლის მარტის თვეში დაიწყო, რომლის წარუმატებლად დასრულების შემდეგ პროფესიულმა კავშირმა საგაფიცვო მოქმედება დააანონსა, რაც სასამართლომ 21 დღით გადაავადა. ეს ვადა ერთ კვირაში გადის. მემაქანეები ხელფასის მომატებას ითხოვენ და აცხადებენ, რომ 2013 წლიდან მათი ხელფასი არ გადახედილა. მაშინ, როდესაც ქვეყანაში საშუალო ხელფასი ბოლო 5 წელიწადში 30%–ით გაიზარდა, მეტროს მემანქანეთა ხელფასები უცვლელი დარჩა. მიუთითებენ, რომ წლების განმავლობაში მათი ანაზღაურება დაახლოებით 30%-ით მაინც აღემატებოდა საშუალო ხელფასს. 2017 წლის მდგომარეობით კი, სხვაობა მეტროს მემანქანეთა და საშუალო ხელფასის ოდენობას შორის მხოლოდ 13%-ს შეადგენდა. EMC-ის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მემანქანეები მიუთითებენ, რომ არსებული ანაზღაურება შეუსაბამოა იმ გარემო პირობებთან, სამუშაო ციკლთან თუ პასუხისმგებლობასთან შედარებით, რომელსაც მეტროს მემანქანეები ყოველდღიურობაში აწყდებიან. ისინი მთელ სამუშაო დღეს მიწის ქვეშ ატარებენ, სადაც მომეტებული ხმაურის, მაღალი ვიბრაციის, ჟანგბადის ნაკლებობის, რადიაციული ფონის პირობებში უწევთ მუდმივ დაძაბულ რეჟიმში მუშაობა და დღეში 400 000 მგზავრის უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. მეტროს მემანქანეებმა მედიატორის დანიშვნის მოთხოვნით შრომის, ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის მინისტრს 2 აპრილს მიმართეს, რის შედეგადაც დაიწყო მედიაციის პროცესი. გაფიცვის გადავადების შემდეგ გამართული მოლაპარაკებისას შედგა შეთანხმება გარკვეულ საკითხებზე, რაც ასევე მოიცავდა ანაზღაურების გადახედვის საკითხს. თუმცა ეს პირობა დღემდე არ არის შესრულებული კომპანიის მხრიდან არაერთი დაპირებისა და შიდა მოლაპარაკების პროცესის მიუხედავად, რამაც მიმდინარე კოლექტიური დავა წარმოშვა. |
Posted by: lazyca 25 Apr 2018, 06:46 |
იცით რა მაინტერესებს? ავლაბრის მეტროში ცუდი სუნი რატომ დგას? |
Posted by: rachveli1 25 Apr 2018, 08:50 |
lazyca გოგირდის სუნს თუ გულისხმობ, გოგირდის წყალი ახლოსაა გვირაბებთან და იმითომ. რათომაა ცუდი სუნი ეგ? თუ სხვა რამეს გულისხმობ, მაშინ არ ვიცი |
Posted by: Snow93 25 Apr 2018, 09:31 | ||
|
Posted by: Zestafans 2 May 2018, 20:56 |
ხვალ იქნება მეტრო ? ----------------------------------------- |
Posted by: kataxxl 2 May 2018, 22:19 |
კალამ ###ზე მკიდია გაფიცვაო როგორ ბედავენ ეგ ტილებიო ხოდა ეხლა თუ კაცები არიან უნდა აიღონ და ერთი კვირით გააჩერონ მეტრო )))))))))))) |
Posted by: Snow93 3 May 2018, 12:15 |
მეტროს მემანქანეებმა გაფიცვა გადადეს და მერიას მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ვადა მისცეს მეტროს მემანქანეები ამ ეტაპზე აღარ გაიფიცებიან, თბილისის ყველა მეტრო სადგური დღეს ჩვეული განრიგით იმუშავებს. გადაწყვეტილება მემანქანეთა ასოციაციის წევრებმა გუშინ გვიან ღამით გამართული სამუშაო შეხვედრის შემდეგ მიიღეს. მეტროს თანამშრომლების განცხადებით ისინი თბილისის მერიასა და სატრანსპორტო სამსახურს მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად ერთთვიან ვადას აძლევენ. თბილისის მერია კი მათთვის ხელფასების გაზრდას არ გეგმავს. "30 დღის მერე თუ არ მოხდა იმის დაკმაყოფილება რაც ჩვენს მოთხოვნაშია, ისევ გაგრძელდება ის პროცესები რაც 3 მაისით იყო დათარიღებული,"-აცხადებს "ერთობა 2018"-ის წარმომადგენელი, არჩილ ლაბაძე |
Posted by: kuchu 3 May 2018, 12:33 |
რამდენია დაახლოებით მემანქანის ხელფასი ხომ არ იცით |
Posted by: mywebber 3 May 2018, 13:33 |
kuchu 800-დან 1500მდე მგონი * * * 2016 წლის სტატისტიკა: “მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე აქვე წარმოგიდგენთ მეტროს მემანქანეების საშუალო ხელფასებს: დეპოს მორიგე – 1 455 ლარი; დეპოს მანევრის მემანქანის თანაშემწე – 981 ლარი; დეპოს მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი; მემანქანე ინსტრუქტორი – 1 986 ლარი; ხაზის მანევრის მემანქანე – 1 300 ლარი; ხაზის მემანქანე – 1 731 ლარი; ხაზის მემანქანის თანაშემწე – 1 096 ლარი; თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ასევე გაფორმებული აქვს კოლექტიური ხელშეკრულება საწარმოში დასაქმებულთა გაერთიანებებთან (პროფესიულ კავშირებთან), რომელიც მიზნად ისახავს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალური და შრომითი პირობების გაუმჯობესებას და სოციალური პარტნიორობის პრინციპის დანერგვას. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში გაერთიანებების წევრებს კომპანია დამატებით უნაზღაურებს ერთჯერად ხარჯებს: დაოჯახების შემთხვევაში – 250 – 400 ლარი + დამატებით 10 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება; დასაქმებულ ქალთათვის ბავშვის შეძენის შემთხვევაში – 375 – 700 ლარი + დამატებით ორი თვის სახელფასო ანაზღაურება; ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში – 250 -375 ლარი + დამატებით 5 სამუშაო დღე ანაზღაურებადი შვებულება; თანამშრომლის გარდაცვალების შემთხვევაში – 1000 ლარიანი დახმარება ოჯახს; კომპანიის ყველა თანამშრომელი სარგებლობს უფასო მგზავრობით (მეტრო, ავტობუსი) და კორპორატიული ჯანმრთელობის დაზღვევით.” თბილისის სატრანსპორტო კომპანია განმარტავს, რომ მემანქანეებისთვის ხელფასის ზრდის საკითხი არ განიხილება. |
Posted by: Artgeo 7 May 2018, 06:59 |
mywebber ტყუილიაო ეგ http://liberali.ge/news/view/36239/memanqaneebi-gavrtselebul-fotoebze--bindzuri-propaganda-gafitsvis-sapasukhod https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2104653666420119&id=1836686869883468 |
Posted by: mywebber 7 May 2018, 11:04 |
Artgeo ჰო და გაფიცვა კი არა ხალხის ინფორმირებაა საჭირო და თუ მართლა ეგეთი რთული სიტუაცია აქვთ ჩვენც დავუდგებით გვერდში. |
Posted by: Snow93 7 May 2018, 11:27 |
რა ანაზღაურებებიც წერია ძალიან მეეჭვება მაგას აპროტესტებდნენ... დიდი ხელფასი არცერთი არაა , მაგრამ ბევრ დიდ კომპანიაში არააა მასეთი ხელფასები და ბონუსები... |
Posted by: suzgsxr 8 May 2018, 11:51 |
მემანქანეს აქ 1100 დან 1200 ლარამდე ხელფასი და არა 1826.ვითხოვთ 1500 ლარამდე გაზრდას.რა ხელფასებსაც ეგენი წერენ მაგდენი მომატების მერეც არ გამოგვივა |
Posted by: otokarcobra 8 May 2018, 13:19 | ||
ეგენი იასნად წერენ მთლიანს, საშემოსავლოს ჩათვლით. მემანქანე ხელზე იღებს უკვე დაბეგრილს ანუ მაგას -20%....სადღაც 1495 ლარი გამოდის სუფთა ხელფასი და საკაიფოა რავიცი, რაჭირს მაგ ხელფასს გასაპროტესტებელი |
Posted by: vatman 8 May 2018, 14:28 | ||
otokarcobra
და შენ გგონია ეს ნორმალური ხელფასია? როდესაც სულ სტრესულ გარემოში გიწევს მუშაობა? მანდ ხელფასების გაპროტესტებისათვის მხოლოდ მემანქანეებს არ უნდა მოეთხოვათ, არამედ სხვა სამსახურის თანამშრომლებიც ჩართულიყვნენ, რომლებსაც უფრო ნაკლები ხელფასი აქვს. მხოლოდ მემანქანეებისათვის ხელფასის გაზრდა კომპანიის შიგნით არასამართლიანია. გურამიშვილი ეჭვი მაქვს ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში კაი ხანი იქნება. ჭერი ისე ლამაზად დაფარეს მწვანე სეტკით დახრილ გვირაბში მე როგორც მიხვდი, გიფსოკარდონი არ გამოუყენებიათ, მარა ისე "სწორედ" არის გაშპაკლული |
Posted by: suzgsxr 8 May 2018, 14:39 |
otokarcobra გეუბნები 1200 ლარსაც არ ვიღებთ.1500 ლარამდე ვითხოვთ გაზრდას.მანდ რა ციფრებიც წერია საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს. * * * vatman მეორე პროფკავშირსაც უნდა შეეტანა დღეს წესით გაფიცვაზე განაცხადი.სხვა თანამშრომლებიც გაერთიანდებიან. |
Posted by: Snow93 8 May 2018, 16:11 |
მეტროსადგურ „გურამიშვილზე" მგზავრთა მიღება განახლდა მეტროსადგურ „გურამიშვილზე" მგზავრთა მიღება განახლდა მეტროსადგურ „გურამიშვილზე" ნაწილობრივ დასრულდა მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც გარემონტდა ზედა ვესტიბიული და დახრილი გვირაბი. სადგურმა მგზავრთა მიღება ჩვეულ რეჟიმში განაახლა. რეაბილიტაციის ფარგლებში, გასუფთავდა და შეიღება ზედა ვესტიბიულის და დახრილი გვირაბის თაღები, დამონტაჟდა ახალი ენერგოეფექტური სანათები, შეიცვალა დაზიანებული მარმარილოს ფილები, კედლები დასუფთავდა და დამუშავდა სპეციალური ხსნარით, რის შემდეგაც მოხდა მათი პოლირება სპეციალური ტექნოლოგიით. დამონტაჟდა მგზავრთა ნაკადის გამყოფი ახალი ბარიერები. ასევე, უახლოეს პერიოდში შეიცვლება მეტროსადგურის შესასველი კარი და ვიტრაჟი, კონტროლიორის ჯიხურები. აღნიშნული სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობდა მომსახურე პერსონალის ოთახების რემონტი და კეთილმოწყობა. პარალელურად, სადგურის ქვედა ბაქანზე მოიხსნა ბეტონის თაღის წყალამრიდი ქოლგა. დაიგეგმა მოსაცდელი ბაქნის სალიანდაგო ბეტონის და არსებული თაღის კველვითი სამუშაოები, რომლის დასრულების შემდეგ, განახლდება ქვედა სადგურის პროექტირება-რეაბილიტაცია. ქვედა ბაქანის სარემონტო პროცესი იწარმოებს ღამის საათებში და არ გამოიწვევს მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას. |
Posted by: რობი 9 May 2018, 00:02 |
იმენა არაფრის გამო ჰქონდათ გურამიშვილი ამდენი ხანი დაკეტილი |
Posted by: d2d4 9 May 2018, 00:14 | ||
დღეს ვიყავი და ეს რა ვნახე, იმ მწვანე სეტკას აკრავდნენ 2 თვეზე მეტი? ჭაღები სად წაიღეს, ფუ ბლიად. |
Posted by: TramwayMan 9 May 2018, 00:32 | ||||
d2d4
რომელ წელს იყავი მეტროში ბოლოს? ჭაღები ჯერ კიდევ მიშას დროს ჩამოიხსნა უსაფრთხოების მიზნით. შენახულია და გარემონტებისას ახლა სავარაუდოდ დააბრუნებენ ადგილზე. ასე იყო გეგმაში სანამ ვარკეთილის ინციდენტი მოხდებოდა.
გასაგებად ითქვა რომ ექსპერტიზები ჩატარდა და ახლა შედეგებს ელიან რამდენად სწორად არის პრექტი გაკეთებული, თან დახრილი გვირაბი და ვესტიბიული გააკეთეს. |
Posted by: Artgeo 11 May 2018, 14:13 |
სურათები არ გვაქვს გურამიშვილის? |
Posted by: Snow93 11 May 2018, 14:17 |
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში საკონსულტაციო კომპანია AETS Consultants-ის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა თბილისის სატრანპორტო კომპანიის სამუშაო ჯგუფსა და საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანია, AETSConsultants კონსულტანტებს შორის სამდღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრებზე იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა თანაბარი შესაძლებლობების სამოქმედო და საკომუნიკაციო გეგმის განხილვა და დამტკიცება, ადამიანური და ფინანსური რესურსების ფუნქცია-მოვალეობების ჩათვლით. ასევე განიხილეს გენდერულ ჭრილში არადისკრიმინაციული სამუშაოს აღწერილობის შედგენის პროცედურები, ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების საკითხები და გასაჩივრების პროცედურების მექანიზმების ამოქმედება პრაქტიკაში. დაიგეგმა საპილოტე სწავლების კურსის შექმნა, სადაც დაინტერესებულ ქალებს მიეცემათ საშუალება დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას. თბილისის სატრანპორტო კომპანიას და ევროპის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკს შორის დადებული შეთანხმების პირობების თანახმად ხორციელდება სპეციალური პროექტი - „თანაბარი შესაძლებლობები სატრანსპორტო კომპანიაში". აღნიშნული პროექტის მიზანია ქალი კანდიდატებისა და არსებული თანამშრომლებისთვის დასაქმებისა და ტრენინგის უკეთესი შესაძლებლობების შექმნა, წამყვან პოზიციებზე ქალთა დაწინაურების პროცესის გაუმჯობესება და დასაქმებულთა რაოდენობის გაზრდა ყველა თანამდებობაზე, განსაკუთრებით კი - მძღოლის პოზიციაზე. თანაბარი შესაძლებლობების პროგრამა EBRD - ის მხარდაჭერით 2017 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი ფინანსდება იაპონიის მთავრობის მიერ EBRD-ის თანამშრომლობის ფონდის საშუალებით. |
Posted by: TramwayMan 11 May 2018, 21:42 |
მეტროს ხელფასებზე |
Posted by: nodara95 12 May 2018, 00:02 |
გაფიცვის მუღამი ზუსტად ის არის, რომ პრობლემა შეექმნას ამ ქმედებით ქალაქს იმ საათებში, დღეებში. რეებს ბჟუტურობს ეგ იურისტი? საფრანგეთში ლამის მთელი ქვეყანაა პარალიზებული ისეთი გაფიცვა იციან. სულ ფეხებზე უნდა დაიკიდო |
Posted by: vaxo55 12 May 2018, 11:12 | ||
ჭაღები კი არა იმდენი ცემენტი სად წავიდა .გაფუჭდა და გადაყარეს.ამდენი ხანი იდო |
Posted by: kataxxl 12 May 2018, 20:24 |
ლიანდაგი რას გავს თავისუფლებასა და რუსთაველს შორის დავიჯერო უსაფთხოა მანდ მარარებლების გადაადგილება??? წლებია მეტროში არ ვყოფილვარ. რას დაუმსგავსებიათ გინდ რუსთაველი გინდ თავისუფლება კატასტროფაა სრული სირცხვილი და თავის მოჭრა. შეაკეთონ რაა იმენა რტუშობებია |
Posted by: iviko18 12 May 2018, 22:28 | ||||
ოღჩ ....................... ....................... |
Posted by: ივანიჩ 14 May 2018, 23:06 |
ამის გამკეთებელი ელამი იყო? |
Posted by: girvan_88 15 May 2018, 16:08 |
თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოსახლეობას განახლებული მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება თბილისის მერმა კახა კალაძემ ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხნის წარმომადგენლებთან ერთად, ახალი ვაგონები დაათვალიერა და მოდერნიზაციის პროცესს გაეცნო. მერიის ინფორმაციით, 15 მაისიდან, საბურთალოს ხაზზე, მოსახლეობას ორი, სამვაგონიანი განახლებული მოძრავი შემადგენლობა მოემსახურება. ვაგონები სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანაში განახლდა. კახა კალაძემ მედიის წარმომადგენლებთან ერთად, განახლებული ვაგონით მეტროსადგურ „დიდუბემდე“ იმგზავრა. „მეტროსადგურის ვაგონების ორი შემადგენლობის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დასრულდა და ხაზზე გამოვიდა. მნიშვნელოვანია, რომ მათი რეაბილიტაცია საქართველოში ჩატარდა. ვაგონები თანამედროვე ტექნოლოგიითაა აღჭურვილი. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ქარხანაში, სადაც სამუშაოები ჩატარდა, 150 ადამიანია დასაქმებული. საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ეს არის ახალი მუნიციპალური ავტობუსების შემოყვანა, მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია და ახალი ვაგონების შესყიდვა, რომელთან დაკავშირებითაც, კომპანია „შტადლერთან“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს“, - განაცხადა თბილისის მერმა. მოდერნიზაციის ფარგლებში, შეიცვალა მემანქანის კაბინის ფორმა და გაიზარდა მისი მოცულობა, რამაც დამატებითი სივრცე შექმნა. ასევე, კაბინა აღიჭურვა თანამედროვე ტიპის მართვის პულტით; შეიცვალა ვაგონების გარე და შიდა დიზაინი და ფერები; სალონში ძველი სანათები ახალი, დიოდური სანათებით შეიცვალა; ვაგონებში დამონტაჟდა შიდა და გარე კამერები; მგზავრების კომფორტულად გადაადგილებისთვის, ვაგონებში განთავსდა სპეციალური მონიტორები და მობილური მოწყობილობების დასატენი USB შესაერთებლები; ძველი ტიპის მექანიკური დეტალები სრულად შეიცვალა თანამედროვე სტანდარტების მიკროპროცესული სქემებით აღჭურვილი კვანძებით. მეტროს მოძრავი შემადგენლობის განახლებისა და მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, თბილისის სატრანსპორტო კომპანია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2018 წელს დამატებით კიდევ რვა ვაგონს განაახლებს. მოდერნიზებული ვაგონების პრეზენტაციის პარალელურად, ქალაქის მერმა განსხვავებული დიზაინის სამგზავრო ბარათი წარადგინა, რომელიც დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსებიდან 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით შეიქმნა. კახა კალაძემ „მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსში გამარჯვებულ რეზო მელიქიშვილს საინტერესო დიზაინის შექმნისთვის მადლობა გადაუხადა. „მეტრომანის“ საიუბილეო ესკიზის კონკურსი თბილისის მერიისა და თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 10 აპრილს გამოცხადდა და მასში მონაწილეობა ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლო. თბილისის მერის თქმით, ახალი ბარათების შეძენა მგზავრებს 15 მაისიდან წლის ბოლომდე შეეძლებათ. 23-დან 26 მაისის ჩათვლით კი, ბარათები მეტროსადგურების სალაროებში მგზავრებს უფასოდ გადაეცემათ. თბილისის მერთან ერთად, ადგილზე თბილისის სატრანსპორტო კომპანიის დირექტორი მამუკა კობახიძე, გლდანის რაიონის გამგებელი ბექა მიქაუტაძე, თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი შალვა ოგბაიძე და საკრებულოს სატრანსპორტო საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე ისაკაძე იმყოფებოდნენ. http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/493223-thbilisis-metros-saburthalos-khazze-mosakhleobas-ganakhlebuli-modzravi-shemadgenloba-moemsakhureba.html |
Posted by: trendygirl.me 15 May 2018, 18:23 |
ხო მაგრამ ორმაგ ფანჯრებს როდის ჩასვავენ და ხმის იზოლაციას როდის გააუმჯობესებენ და ფანჯრები სულ ღია რატოა? |
Posted by: ივანიჩ 15 May 2018, 19:19 |
განახლებული შემადგენლობა კი კარგია მაგრამ აი მონიტორის(შემდეგი სადგურის) მონაცემები ვერ ეწევა ვაგონს. |
Posted by: giomelqa12 16 May 2018, 00:00 |
კარგი იქნება მეტროს განრიგი ავტობუსისავით რომ ვიცოდეთ მგზავრობის დაგეგმვას ძალიან გამიადვილებდა ისე რომ ვიცოდეთ როგორც ავტობუსზე ვიცით რამდენხანში მოვა ან რამდენ ხანში მივა დანიშნულების ადგილას ბევრ უცხოეთის ქალაქში ძაან მიადვილდებოდა მსგავსი სისტემა არ მგონია რამე დიდი ხაკერობა სჭირდებოდეს მაგას |
Posted by: ივანიჩ 16 May 2018, 00:24 |
giomelqa12 ჩახვალ მეტროს ბაქანზე და მწვანე ფერით წერია რამდენ ხანში მოვა მატარებელი. მაქსიმუმ 5 წუთი... დილაობით 2-3 წუთი უნდა. |
Posted by: რობი 17 May 2018, 00:46 | ||
ჰოო სადგურიდან რო მიდის მერე ეწერება ყველაფერი იმ სადგურზე |
Posted by: gig@@@ 17 May 2018, 01:28 |
მეტროში wife ინტერნეტს როდის ჩართავენ ? საზღვარგარეთ თითქმის ყველგან ჩართულია მათ შორის რუსეთის მეტროებშიც. ასევე მობილურიც არ იჭერს წესივრად სადგურებში და გვირაბში. |
Posted by: ივანიჩ 17 May 2018, 14:15 | ||
მობილური კიარა ნაგვის ურნა არ დგას არსად |
Posted by: Snow93 17 May 2018, 14:45 | ||||
კი ტერორისტული აქტების თავიდან ასაცილებლად... Wi-Fi-ზე ბოლოს რომ ვიყავი მეტროში როგორც მახსოვს ვიდეო უნდა ნახო რომელიმე ბრაუზერით რომ ჩაგერთოს.. ჩვენთან ინგლისურადაცაა და კარგია, გერმანიაში მაგალითად კერძო ფირმებს აქვთ დანაწილებული და შეიძლება ერთი ასო ვერ ნახო ინგლისური.. |
Posted by: giomelqa12 17 May 2018, 15:37 |
ივანიჩ ვიგულისხმე ონალინ რომ იცოდე რომელზე მოვა მეტრო |
Posted by: Snow93 17 May 2018, 16:24 | ||
ბერლინის, მიუნხენის, ნიუ იორკისა და პარიზის მეტროშიც (ეს რაც ჩემი თვალით მინახავს, სხვებისგან უფრო მეტ ქალაქებზე მსმენია) კი არ არის მსგავსი სისტემა გამართული და ზუსტი, დაახლოებით იგივე დონისაა რაც ჩვენთან და ძალიან დიდი დანაშაულია ვითომ უცხოელის წინა 5 ან 6 წუთი რო უწევს ლოდინი? |
Posted by: giomelqa12 17 May 2018, 17:45 |
Snow93 უცხოელი რა შუაშია, პირველ რიგში თბილისელებისთვის უფრო კომფორტული იქნება მგზავრობა |
Posted by: vatman 18 May 2018, 10:30 | ||
giomelqa12
ვენაში უფრო ადვილად წავიდნენ და სადგურებში გამოკრულია, დროის რომელ მონაკვეთში რა ინტერვალებით დადის მატარებელი |
Posted by: kataxxl 18 May 2018, 12:48 |
gig@@@ რა ჯანდაბათ გინდა მეტროში ვაიფაი??? ისედაც დაზომბებული დადის მთელი ქვეყანა ამ ინეტის გამო |
Posted by: giomelqa12 18 May 2018, 13:26 | ||
vatman
აქაც თუ იქნება ძალიან კარგია |
Posted by: Kublicha 18 May 2018, 22:54 |
როგორც იცით საბუირთალოს ხაზს ორი ახლად მოდერნიზებული შემადგენლობა დაემატა: აი ეს ვაგონებია მოდერნიზებული: 8000 8777 8001 10139 და კიდევ 2 |
Posted by: AUTOCRAT 19 May 2018, 00:20 |
სეროზული ჩამოუყალიბები სასტავია. 2 წელზე ნაკლებ პერიოდში "მოდერნიზებულ" ვაგონებში ზოგან LCD გრძივი ეკრანია, ზოგან რაღაც უზარმაზარი ყუთი კიდია ასევე LCD მონიტორით, ზოგან დიოდია, ზოგან საერთოდ არ არის. და საერთოდ რა უნდა მონიტორს მგზავრების დგომის ადგილას, როცა კარების თავზე უნდა იყოს რადგან ყველა კარებისკენ დგას ხოლმე სახით თვითონ ხარისხი ხო საერთოდ კრიტიკას ვერ უძლევს. ამ კედლების პლასტიკატის დეტალებს შორის იმხელა ლუფტია ორი თითი შევა თავისუფლად. ხელის მოსაკიდების სამაგრები არასწორადაა დაყენებული, ზოგი დახრილია, ზოგი მოხრილია. ასეთ მოდერნიზაციას საერთოდ რომ არ გააკეთონ ის ჯობია. ამ ავლაბარს კიდე ერთი კაცი არემონტებს თუ როგორაა საქმე 1 წელია შპაკლი ვერ დაამთავრეს ბაქანის ნახევარზე |
Posted by: Artgeo 30 May 2018, 10:52 |
როგორი არ უნდა იყოს მეტროს ინტერიერი |
Posted by: mywebber 30 May 2018, 11:26 |
Artgeo ჭერია უცნაური დანარჩენი მშვენიერია ისე ჩვენთან ყველაფერზე რეკლამა როა მიკრული არ შეიძლება ეგრე რო გამოყონ ადგილი? ეს ფანჯრებიც რო აითვისეს და ყველა ტრანსპორტზე |
Posted by: Snow93 30 May 2018, 11:54 |
Artgeo ხალიჩებია გაკრული ჭერზე? უზბეკეთის მეტროს უფრო გავს |
Posted by: MeandBeer 30 May 2018, 12:13 |
Snow93 ბერლინში სად ნახე შენი თვალით, რო ადამიანებს არ შეუძლიათ ნახოთ მეტრო რამდენ ხანში მოვა? |
Posted by: Snow93 30 May 2018, 12:31 |
MeandBeer ბერლინშიც და მიუნხენშიც აყენია ჩვენნაირად ტაიმერები და უმეტესად გაჭედილია ხოლმე წელსაც ვიყავი მაქეთ და კაი ხანი 5 წუთზე იყო გაჭედილი მერე უცებ ჩამოხტა 1 წუთზე მატარებელი რო გამოჩნდა |
Posted by: bui89 3 Jun 2018, 12:51 |
ხვალ აპირებენ გაფიცვას თუ გადაიფიქრეს? |
Posted by: rachveli1 3 Jun 2018, 12:56 |
bui89 აპირებენ ხვალიდან მეტროს მემანქანეები უვადო გაფიცვასა და შიმშილობას იწყებენ მეტროპოლიტენის თანამშრომლები ხვალ, 3 ივნისს, ანაზღაურების გაზრდის მოთხოვნით უვადო გაფიცვასა და შიმშილობას იწყებენ. ერთობა 2013-ის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პროცესი 15 საათზე გლდანის დეპოში დაიწყება, რაც 4 ივნისს მეტროს სრულ პარალიზებას გამოიწვევს. "ყველა იმ შემთხვევაზე, რაც გამოიწვევს ჩვენი თანამოქალაქეების დისკომფორტს ან საფრთხეს შეუქმნის რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის უწყების ფუნქციონირებას, პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ დამსაქმებელს და ყველა იმ სუბიექტს, რომელთაც ამ დავის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ", - ნათქვამია განცხადებაში. ასევე, მათი თქმით, მემანქანეთა კავშირი ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას არასამუშაო დროს გაფიცვაზე, რაც იმას გულისხმობს, რომ ისინი დასვენების დროს შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად გაიფიცებიან. "აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე",- ამბობს ერთობა 2013 და ამაზეც სრულ პასუხისმგებლობას თბილისის მერიასა და სატრანსპორტო კომპანიას აკისრებს. მემანქანეთა გაფიცვა შპს თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან კოლექტიური შრომითი დავა რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში მიმდინარე მოლაპარაკებების წარუმატებლობის გამო, მეტროს თანამშრომლებმა კანონმდებლობით დადგენილი წესით 2018 წლის 3 მაისს გაფიცვა დააანონსეს, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 30 დღის ვადით 2018 წლის 3 ივნისამდე გადაიდო. 2018 წლის 21 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლომ, ამჯერად განუსაზღვრელი ვადით შეზღუდა პროფესიულ გაერთიანების წევრი მეტროს მემანქანეების გაფიცვაში მონაწილეობის მიღების უფლება "სამუშაო საათების განმავლობაში". https://on.ge/story/23548-%E1%83%AE%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%A3%E1%83%95%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9B%E1%83%A8%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A1-%E1%83%98%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%9C * * * „ერთობა-2013“-ის მიმართვა გაფიცვის დაწყების თაობაზე ძვირფასო თანამოქალაქენო, გვინდა გაგაცნოთ "ერთობა 2013"-ს სამოქმედო გეგმა და შემდგომი ნაბიჯები. თქვენთვის უკვე ცნობილია, რაოდენ მძიმე და ურთულესი აღმოჩნდა სამართლიანობის პრინციპით იმ უფლების რეალიზება, რასაც ჩვენი კონსტიტუცია და შრომის კოდექსი გვანიჭებს. გაფიცვის არსზე და მის ფუნდამენტურ მნიშვნელობაზე არაერთი ითქვა და დაიწერა კომპეტენტური ადამიანების მიერ, რომლის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც მოსამართლემ მეტროს მემანქანეებს ფაქტობრივად ერთი ხელის მოსმით მოუსპო. მოსამართლის პირველი გადაწყვეტილების მოქმედების ვადა, რომლის შედეგად მოხდა გაფიცვის თარიღის გადადება 3 ივნისამდე, იწურება და "ერთობა 2013"-ს ეძლევა იმ საგაფიცვო მოქმედებების წარმოების შესაძლებლობა, რომელიც 3 მაისიდან იყო დაანონსებული. მოგვიანებით, იგივე მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება სამუშაო საათებში ელ. მატარებლების მემანქანეთა გაფიცვის უფლების განუსაზღვრელი ვადით შეზღუდვის თაობაზე. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, სასამართლოს განჩინებაში ვკითხულობთ, რომ მოსამართლე მემანქანეებს არასამუშაო საათებში გვანიჭებს გაფიცვის რეალიზების უფლებას. ჩვენს წინააღმდეგ მიღებული უკანონო, უსამართლო და არაკონსტიტუციური გადაწყვეტიელებების მიუხედავად, მოგახსენებთ, რომ „ერთობა 2013“ ემორჩილება სასამართლოს გადაწყვეტილებას რომელიც მემანქანეებს მიუთითებს არასამუშაო დროს გაფიცვაზე, ხოლო სხვა პოზიციებზე დასაქმებულ ჩვენს წევრებს აძლევს გაფიცვის გამოყენების უფლებას. ეს ნიშნავს, იმას, რომ მემანქანეები საკუთარი დასვენების დროის ხარჯზე გავიფიცებით და შემდეგი ცვლისთვის მომზადების ნაცვლად დასვენების დროს სრულად გამოვიყენებთ გაფიცვის უფლების რეალიზებისთვის. დასვენება და სამუშაო ცვლისთვის მომზადება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია მემანქანეებისთვის. ამდენად, მოსამართლის გადაწყვეტილების აღსრულება და დასვენების დროს გაფიცვა მემანქანეთა ფიზიკურ მდგომარეობაზე ავტომატურად მოახდენს გავლენას, რამდენადაც თითოეული მათგანი ცვლამდე ვერ მოახერხებს დასვენებას და შესაბამის მდგომარეობაში სამუშაო ადგილებზე გამოცხადებას. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვვარაუდობთ, რომ დასვენების დროს საგაფიცვო რეჟიმში ყოფნის გამო, გარკვეული პერიოდის შემდგომ ფიზიკურად ვეღარ შევძლებთ ქალაქისა და მოსახლეობის მომსახურებას ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რაზეც სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებთ ქალაქ თბილისის მერიას და თბილისის სატრანსპორტო კომპანიას. ჩვენის მხრივ ვაცხადებთ, რომ ჩვენ მოვემსახურებით ქალაქის მოსახლეობას პასუხისმგებლობით, ვიდრე ჩვენ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა მოგვცემს ამის შესაძლებლობას. მოსამართლის მიერ მიღებული განჩინებით კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა შინაგანაწესის ის უმნიშვნელოვანესი დებულება, რომელიც მემანქანის სამსახურში გამოცხადებას, სწორედ რომ დასვენებულ მდგომარეობაში გულისხმობს, რაც პრობლემად არ მიიჩნია ჩვენმა დამსაქმებელმა. ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, "ერთობა 2013" კვირას, 3 ივნისს, 15:00 საათზე, გლდანის დეპოში, სასამართლოს გადაწყვეტილების ფარგლებში იწყებს უვადო გაფიცვას შიმშილობასთან ერთად, რომელიც 4 ივნისს მეტროს სრულმასშტაბიან პარალიზებას გამოიწვევს, იმ ადეკვატური და სამართლიანი მოთხოვნით, რაც მეტროპოლიტენში დასაქმებულთა ანაზღაურების გაზრდას ითვალისწინებს. ყველა იმ შემთხვევაზე, რაც გამოიწვევს ჩვენი თანამოქალაქეების დისკომფორტს ან საფრთხეს შეუქმნის რომელიმე სასიცოცხლო მნიშვნელობის უწყების ფუნქციონირებას, პასუხისმგებლობას სრულად ვაკისრებთ დამსაქმებელს და ყველა იმ სუბიექტს, რომელთაც ამ დავის უმტკივნეულოდ გადაწყვეტა ხელეწიფებოდათ. კიდევ ერთხელ მივმართავთ ხელმძღვანელობას!!! - ჯერ კიდევ არის იმის დრო, ყურად იღოთ დასაქმებულთა მოთხოვნების არსი და მოგვცეთ იმისი საშუალება, ჩვეულ რიტმში შევძლოთ ჩვენი საზოგადოების მომსახურება, რასაც დღემდე ღირსეულად და სიამაყით ვახორციელებთ. - დააფასეთ ჩვენი შრომა და თქვენც დაფასდებით!!! მეტროს თანამშრომელთა სახელით ყველა თანამოქალაქეს ბოდიშს გიხდით დისკომფორტისათვის და იმ მნიშვნელოვანი სიკეთის ვერ შესრულებისთვის, რასაც მიწისქვეშა ტრანსპორტით გადაადგილება ჰქვია. ასევე მადლობა მთელი ამ დროის მანძილზე გამოხატული მხარდაჭერისა და სოლიდარობისთვის. ჩვენ თქვენი მხარდაჭერა ამ გადამწყვეტ მომენტში განსაკუთრებულად გვჭირდება. ჩვენ ერთად შევქმნით ჯანსაღ გარემოს მშრომელთა უფლებების დასაცავად, უკეთესი ქვეყნისა და უკეთესი ქალაქისათვის !!! გთხოვთ მოიწონოთ გვერდი და თვალი ადევნოთ მეტროპოლიტენის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ყველაზე სანდო და წყაროდან. უღრმესი მადლობა ყურადღებისა და მხარდაჭერისთვის https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=2120393241512828&id=1836686869883468&__xts__ |
Posted by: SwaT-2011 3 Jun 2018, 17:31 |
ხვალ სამსახურში ადრე წადით, ავტობუსით ან ტაქსით. მე ლიჩნად 7-ზე გავალ სამსახურში. 8-დან სატრანსპორტო კოლაფსი დაიწყება ქალაქში. საღამოს რა იქნება, წარმოდგენაც არ მინდა, ალბათ ფეხით მომიწევს სახლში დაბრუნება. |
Posted by: პიანისტი 3 Jun 2018, 18:45 |
აუ სად დამერხა , საცობებში ამ სიცხეში ინფერნოა ხვალ არ იმუშავებს როგორც ჩავწვდი? |
Posted by: JSB14BSJ 4 Jun 2018, 00:16 | ||
შენც პურგატორიოში გადადი, გვერდზევეა მანდვე |
Posted by: Zestafans 4 Jun 2018, 07:33 |
მეტროს გარეშე დედა აქ ნატირები ქალაქს |
Posted by: Snow93 4 Jun 2018, 09:30 |
მოვედი დღეს სამსახურში და მთელი ოფისი ცარიელია |
Posted by: da_to 4 Jun 2018, 09:48 |
კონკრეტულად რას ითხოვენ მემანქანეები ? ხელფასის მომატებას, რამდენით ? ან რამდენი მემანქანე ყავს მეტროპოლიტენს რომ მათი ხელფასის მომატება ღუპავს ქალქას და გაფიცვამდე მიყავს მერიას საქმე ? |
Posted by: Snow93 4 Jun 2018, 10:43 |
da_to რა ხელფასებიცაა ოფიციალურად აღრიცხული იძახიან არ გვიხდიან მაგდენსო.... რო დაანონსეს და გამოაცხადეს თარიღი 2 კვირით ადრე იმიტომ იშოვა კალაძემ "ზამენები" უცებ დღეს დედა აღარ ყავს ქალაქს |
Posted by: vatman 4 Jun 2018, 10:45 | ||||
45%
ფინანსური მხარე ერთია, უბრალოდ მაშინ მოგიწევს მთელი მეტროს პერსონალითვის ხელფასის მომატება, ეს კი 5000 ადამიანია. მეტროს სხვა სამსახურებს მემანქანეებზე უფრო დაბალი ხელფასი აქვს. ჩემი აზრით ეს გამოვა უსამართლობა თავისივე თანამშრომლების მიმართ. თუ გაფიცვას აწყობდნენ ამჟერად სხვა სამსახურებთან ერთად გაეკეთებინათ. ხო, ზოგადად მითითებული ხელფასი, დარიცხული 1400-1800 მაღალი ხელფასი არ არის |
Posted by: mywebber 4 Jun 2018, 11:40 |
საღამომდე თუ არ აღდგა მოძრაობა სრული პიზდეცი დაიწყება ქალაქში. ისე საღოლ ამას ქვია გაფიცვა და პროტესტი |
Posted by: Snow93 4 Jun 2018, 11:49 | ||
მითუმეტეს რა პირობებშიც უწევთ მუშაობა |
Posted by: Ras_al_Ghul 4 Jun 2018, 15:07 |
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/496783-metrosadgur-varkethilidan-barathashvilis-quchamde-da-metrosadgur-akhmetelidan-gadasasvlel-khidamde-droebithi-marshrutebi-dainishna.html რა ნომრებია? იცით ვინმემ? |
Posted by: TramwayMan 4 Jun 2018, 15:35 |
დაგაინტერესებთ https://www.ait.ac.at/fileadmin/mc/mobility/images/Projects/Urban_transport_in_Tbilisi/Tbilisi.pdf |
Posted by: paradox 4 Jun 2018, 15:59 |
მეგობრებო რამდენიმე შეკითხვა მაქვს, თუ ვინმემ იცით იქნებ დაწეროთ ან მომწეროთ. 1) სულ რამდენი მემანქანეა? 2) ხელფასების მომატების შემთხვევაში მთლიანად რამდენით იზრდება მემანქანეების სახელფასო ბიუჯეტი? 3) მემანქანეების გარდა კიდევ ვინმეს ხელფასის მატებაზე მიდის საუბარი? მადლობა წინასწარ |
Posted by: SwaT-2011 4 Jun 2018, 17:29 | ||||
250
თუ მემანქანეს მოუმატებენ, მასინ მთელ კომპანიაში უნდა მოამატონ ხლეფასები ანუ 6000 კაცს 45%-ით უნდა გაუზარდო ხელფასი. მერე არ გაგიკვირდეთ 70 თეთრი რატო გახდაო მგზავრობა, ყველაფერი ხელფასებში წავა ალბათ |
Posted by: Rene Adler 4 Jun 2018, 18:02 |
სრული პიზდეცი აქვს ქალაქს |
Posted by: ნიკა 4 Jun 2018, 18:13 |
ლარი გახდეს და კარგად იაროს. კაი ჩემით გავალ |
Posted by: კ.მ. 4 Jun 2018, 18:44 |
პიზდეც მარია პეტროვნა . |
Posted by: 4L3X 4 Jun 2018, 18:58 | ||
არა ბატონო, პრემია-დანამატები შეიმცირონ. ტყავში რომ ვეღარ ერევიან. ისე კი გაისეიენებდა კაცი გაუკაცურებულ მეტროში ფანრით. |
Posted by: TramwayMan 4 Jun 2018, 22:08 |
ყველასთვის სანახავი. |
Posted by: sanfol 4 Jun 2018, 22:18 |
Xval ikneba metro? Chemit ............................. |
Posted by: paradox 5 Jun 2018, 09:37 |
SwaT-2011 მადლობა ------------------ |
Posted by: Snow93 5 Jun 2018, 10:28 |
sanfol ჯერ არანაირ შეთანხმებამდე არ მისულან და როდის მორჩება არავინ იცის |
Posted by: Kublicha 5 Jun 2018, 14:37 |
ტტც-ს სტატისტიკით ერთ-ერთი დღე რომ ავიღოთ ავტობუსებს გადაყავთ დაახლოებით 338 000 მგზავრი. (ამაში არ შედის უბილეთო მგზავრები) ჩავთვალოთ რომ აქედან 300 000 იხდის 50 თეთრს (დანარჩენებს უწევთ საათნახევრიანი ან სოციალური შეღავათი). ეს ნიშნავს რომ, უფასო ავტობუსებით გუშინ და დღეს ქალაქის ბიუჯეტმა დაკარგა 300 000 ლარი. (300000*0.5*2). რამდენი მემანქანეა გაფიცული? 200. 300 000 / 200 = 1500 გავყოთ 12 თვეზე = 125 ლარს. მემანქანეების განცხადებით ისინი იღებენ დაახლოებით 1200 ლარს და გაზრდას ითხოვენ 1500 ლარამდე. ანუ 300 ლარია მოსამატებელი, საიდანაც 125 უკვე კალკულირდა ამ ორ დღეში. არადა კალაძე იხაძის ქალაქის ბიუჯეტს არა აქვსო რესურსი გარდა ამისა, გუშინ და დღეს ბევრად გაიზრდებოდა ავტობუსების საექსპლუატაციო ხარჯები. 50 ადამიანი რომ გადაყავს ავტობუსს მაშინაც იგივე საწვავს ხომ არ წვავს რაც 80 ადამიანის გადაყვანისას. და რაც მთავარია: მოძრაოვს სარეზერვო ავტობუსები. ეს ნიშნავს რომ უფრო მეტი მძღოლი მოძრაობს და უფრო მეტი იქნება მათი ანაზღაურება. აღარაფერს ვამბობ საწვავზე. არაპირდაპირ ზარალს (ხალხის დაგვიანებას სამსახურებში და ა.შ ) რომ არავინ ითვლის და ალბათ არც კი იციან რა არის, ეს კიდე ცაკლე თემა |
Posted by: da_to 5 Jun 2018, 15:15 |
Kublicha მეტორ რო არ მუშაობს, ეს ორი დღეს იქიდანაც ხო იკარგება შემოსავალი ? ხო ხარჯებს ფერადი სტიკერები დაამატე, ავტობუსები რო ააჭრელეს |
Posted by: ივანიჩ 5 Jun 2018, 15:21 | ||
ხო კიდე დენი იზოგება ნაკლები კომუნალური ხარჯი იქნება თვის ბოლოს გადასახდელი ეხლა ვფიქრობდი და მარშუტკებიც რომ გაიფიცონ და არ იარონ რა მოხდება? |
Posted by: Kublicha 5 Jun 2018, 15:22 | ||
da_to
მანდედან შემოსავალი იკარგება თუ პირიქით დოტაცია მცირდება ეგ კიდე საკითხავია. |
Posted by: kataxxl 5 Jun 2018, 15:58 |
კალაძე არის ფლოსტიანი ###. ფბ ზე ვუწერდი კრიტიკულ პოსტებს და დამბლოკეს გეგონება სხვა უზერს ვერ დავარეგისტრირებდი კიდე ვუწრრ და კიდე დავუწერ. არადა სიმართლეს ვუწერდი არ მოეწონათ |
Posted by: da_to 5 Jun 2018, 17:54 |
ირაკლი ხმალაძე - დღიური ზარალი არის 40-45 ათასი ლარი, რადგან გაჩერებულია მეტრო და თუ ერთი მხრივ, არ შემოდის შემოსავალი, მეორე მხრივ, არ იხარჯება თანხები მისი ოპერირებისთვის ეს სხვა პლანეტაზე ცხოვრობს ალბათ ხო ? ავტობუსები რო უფასდო დადის ეგ ზარალი არ არისთქო ვინმემ კითხეთ |
Posted by: mywebber 5 Jun 2018, 20:27 |
ტაქსის ფულიც გადამიხადონ ამ ###ებმა. ვერ ავდივარ მარშუტკაში ბლიად. რამე გააკეთონ მოუმატონ ტარიფი და მისცენ ხელფასი. |
Posted by: suzgsxr 6 Jun 2018, 06:39 |
2 საათიდან გაიხსნება მეგობრებო.ბოდიში დისკომფორტისთვის |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2018, 10:56 |
suzgsxr ახალ ამბებში ნორმალურად არ ეწერა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მემანქანეებმა თავისას მიაღწიეს. |
Posted by: suzgsxr 6 Jun 2018, 13:17 |
Mick-el-Angelo მიღწეულია 1 იანვრიდან იქნება მატება |
Posted by: Snow93 6 Jun 2018, 13:55 |
დიდი იმედი მაქვს ამ ადამიანებს არ დაიბარებენ რამდენიმე თვეში განცხადების დასაწერად.... * * * მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა მეტროპოლიტენმა მუშაობა განაახლა. როგორც „რუსთავი2“-ს სატრანსპორტო კომპანიიდან განუცხადეს დედაქალაქში არსებული 23 მეტროსადგური სრული დატვირთვით, ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. მეტროს მემანქანეებმა სამდღიანი პროტესტი გვიან ღამით შიდა კონსულტაციების შემდეგ შეწყვიტეს. მემანქანეების თქმით, მათი ხელფასების მომატებაზე პასუხისმგებლობა თავად თბილისის მერმა აიღო, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის გაიზრდება მეტროპოლიტენის თანამშრომელთა ანაზღაურება, უცნობია. |
Posted by: Mick-el-Angelo 6 Jun 2018, 15:15 |
suzgsxr იმედია, მართლაც კარგად იქნება ყველაფერი. ამ ხალხისგან ყველამ უნდა აიღოს მაგალითი. შრომის უფლებები მართლაც ფეხქვეშაა გათელილი ამ ქვეყანაში. |
Posted by: mywebber 12 Jun 2018, 10:30 |
აქ ვიღაცა ვაგონში ხმის იზოლაციას განიხილავდა ზემოთა კუთხიდან იყო ჩამოსხმული წყალი. |
Posted by: tornikejan 13 Jun 2018, 16:50 | ||
წყალი საიდან გაჩნდა კი მარა? მიწის ზევით რომ ავიდა მაშინ ? |
Posted by: mywebber 13 Jun 2018, 16:54 |
რავი აბა. სავარაუდოდ გარეთ იდგა წვიმის დროს და საიდანაც ჰაერი შემოდის იქიდან წყალიც გროვდება და კუთხეში იყო ჩამოსხმული ესე დილას. გვერდით გრძელ სკამზეც ესე იყო მარა იქ ფანჯარიდან შემოსხმულს გავდა ჭერზე არ იყო კვალი. ამ მხარეს ფანჯარაც არ იხსნება და შესაბამისად ჭერიდანაა ჩამოსული. |
Posted by: suzgsxr 14 Jun 2018, 20:36 |
mywebber ეს რომელ ხაზზეა?გარეთ არ დგება მატარებელი შეიძლება სამრრცხაოში დაისვარა.ვენტილაციიდან მაგრად ასხავს |
Posted by: LEOwish 14 Jun 2018, 20:52 |
suzgsxr mywebber tornikejan დიდუბე და გოცირიძე ღია სადგურებია. |
Posted by: mywebber 15 Jun 2018, 10:56 |
suzgsxr პირველი ხაზია. ვარკეთილშია გადაღებული დილას ესე 10საათამდე. უყურეს მემანქანეებმა და მეტროს პერსონალმა ცოტა ხანს და დაქოქეს მინიმუმ ერთი წრე დაარტყა ქალაქს ამ მდგომარეობაში. სირცხვილია პროსტა ერთი ნაჭერი უნდოდა და საშუალება რო ყოფილიყო მეც დავასუფთავებდი. |
Posted by: polaris 17 Jun 2018, 02:32 |
დაემშვიდობეთ ზმპრტალოს ხაზზე (და ვააბშემც) ლურჯ შემადგენლობას: 10139 მოდერნიზაციას ემსხვერპლა. 502-ებს გარდა, რომელთა ხაზზე ნახვის შანსიც აღარ არსებობს, არამოდერნიზირებული სულ სამი ვაგონი დარჩა: 8019, 8328, 10137 (ბოლო ორი დაობლებული 10137-8328-10139-დან), აქედან ორი შუალედურია, სათაო კი - ერთი, საიდანაც გამომდინარეობს, რომ 2018 წლის მაისში თბილისში კანონიკური მოძრავი შემადგენლობების ეპოქა დასრულდა. ისიამოვნეთ ახლა ტეტეცეს და ემშსქთფ-ის ერთობლივი პაძელკებით. აი ბოლო ორი მოდერნიზანტის ნომრები: 8777-0683-8768 10139-8000-8836 |
Posted by: Kublicha 20 Jun 2018, 16:10 |
ნიუ იორკის მეტროს რელსმზომი |
Posted by: Stendal 20 Jun 2018, 16:22 | ||
|
Posted by: gio2003 21 Jun 2018, 14:34 |
მეტრო სადგური "რუსთაველი 2"-ის ჩასასვლელი სად არის? |
Posted by: Snow93 21 Jun 2018, 15:26 |
gio2003 არც თუ ისე შორს რუსთაველი 1-დან http://www.stalker.ge/?obj=30 |
Posted by: gio2003 21 Jun 2018, 18:35 |
უფრო კონკრეტულად ვერ მეტყვი? რა ქუჩაზეა ან რამე ასეთი |
Posted by: Snow93 21 Jun 2018, 22:09 |
gio2003 ელბაქიძიდან შეგიძლია დაინახო შორიდან პორტალი |
Posted by: gio2003 21 Jun 2018, 23:42 | ||
დიდი მადლობა ყველა საიტი გადავქექე და ვერსად ვერ ვნახე მისამართი * * *
დღეს ვიყავი ელბაქიძეზე, ვერ ვნახე. სამაგიეროდ რაღაც უცნაური ვიწრო გვირაბი ვნახე. |
Posted by: gig@@@ 24 Jun 2018, 23:20 |
რომელი მეტროსადგურია ? |
Posted by: Rapanui 25 Jun 2018, 02:55 | ||
gig@@@ ავლაბარია gio2003
არც სადგურია და არც მასში ჩასასვლელი. ჰმ, ეს იუზერი 21 რიცხვში დარეგისტრირდა და იმავე დღეს კითხულობს, მიტოვებულ მეტრონაგებობებში როგორ ამოვყო თავიო. Snow93 პირველ პოსტში კი წერია გაითხარა წოლხვრელები სადგურის ადგილამდეო, მაგრამ მაინც გამიჩნდა კითხვა, თუ შეიძლება ბოლოში გასვლა. ბოლოსკენ დატბორილი და გაუვალი არაა? ანუ მხოლოდ სადგურის ადგილამდე მივიდნენ და გაჩერდნენ თუ ცოტათი მაინც მოასწრეს სადგურის თხრის დაწყება, ასპროცენტიანი გარკვეული გაქვთ თუ არა? . . . . სტატიკურ რეკლამებს აღარა სჯერდებიან - ოცდამეერთე საუკუნეა რაც არ უნდა იყოსო და ვიდეოს პროეცირების ნანოტექნოლოგია აითვისეს: |
Posted by: Snow93 25 Jun 2018, 09:42 |
Rapanui მხოლოდ გვირაბებია გათხრილი და დატოვებული. დატბორილია მთელი გვირაბი თავიდან ბოლომდე, ცოტა რთულია მაგრამ სათანადო ეკიპირებით შეიძლება მთელი ობიექტის დათვალიერება პ.ს. მეც დავამუღამე ეგ, მაგიტომაც დარეისტრირდა სავარაუდოდ რომ ეგ ეკითხა gio2003 ბევრი და საინტერესო არაფერი აღარაა დარჩენილი, დაგაგვიანდა დიგერობით დაინტერესება |
Posted by: polaris 25 Jun 2018, 11:40 | ||
Rapanui
26 კომისარი * * * ვააბშეტა არა, კარგად თუ დააკვირდები, ოქტომბერია. |
Posted by: JSB14BSJ 25 Jun 2018, 14:15 | ||
მიწის დონეზე მაღლა იყო ავლაბარში შესასვლელი? |
Posted by: vatman 25 Jun 2018, 15:09 | ||
JSB14BSJ
არა, ხო დაიწერა რო ნაძალადევი |
Posted by: Rapanui 25 Jun 2018, 16:36 |
უი, ხო, დურაკულ-სახელიანი სადგური ნაძალადევია. ეგ და ავლაბარი ჰგვანან ერთმანეთს და შემეშალა. ხდება ხოლმე )) |
Posted by: vatman 25 Jun 2018, 16:59 | ||
Rapanui
ახმეტელზე უკვე ჩახსნეს ეს ნანო რეკლამის საშუალება |
Posted by: TramwayMan 26 Jun 2018, 01:42 |
შპს ,, თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" მეტროპოლიტენის სადგურ ,,სადგურის მოედანი-1”-ის, ,,სადგურის მოედანი-2”-ის (ამოსასვლელი დადიანის მხარეს) და ,,სადგურის მოედანი-3”-ის კაპიტალური რემონტის სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება - 150`000.00 GEL |
Posted by: gig@@@ 26 Jun 2018, 04:43 | ||
საბჭოთა სხვა უსახურ შენობებთან განსხვავებით ეს შენობა და პროექტი ნამდვილად აღმოჩენაა და საბჭოთა ეპოქის ერთერთი საუკეთესოა შენობად შეიძლება ჩაითვალოს ჩემი აზრით. |
Posted by: barcabarcabarca 26 Jun 2018, 13:09 |
რა მაინტერესებს, ოღონდ გულწრფელად, ამ საშინელი ხმაურის ჩასახშობად, ლიანდაგების გამოცვლაა საჭირო, ვაგონების თუ ორივესი ერთად? თუ არც ეგ კმარა და კიდევ სხვა რამე? ;დ |
Posted by: TramwayMan 26 Jun 2018, 15:14 |
barcabarcabarca ორივეს გამოცვლაა საჭირო. პირველ რიგში ლიანდაგების. |
Posted by: Mick-el-Angelo 26 Jun 2018, 16:07 | ||
TramwayMan
კაპიტალური რემონტისთვის ნამეტანი ცოტა არაა? პრინციპში, ისინი რასაც უწოდებენ კაპ.რემონტს, ანუ შეღებვა-გაშპაკლვის სამუშაოებს კი ეყოფა. |
Posted by: Kublicha 26 Jun 2018, 16:13 |
დელისი სამედიცინოს გადასარბენზე დელისთან ახლოს ერთიანი გვირაბია? შემხვედრი მატარებელი დავინახე |
Posted by: vatman 26 Jun 2018, 16:13 | ||||
Mick-el-Angelo
ეს რემონტი არ არის ჯერ
|
Posted by: polaris 26 Jun 2018, 17:15 | ||
Kublicha
ორი ანაწყობი გვირაბია გვერდიგვერდ ჩალაგებული, შიგადაშიგ ღიობებით. |
Posted by: barcabarcabarca 26 Jun 2018, 19:16 | ||
მადლობა, ძალიან ძვირი და რთული ამბავია ხომ? |
Posted by: gio2003 26 Jun 2018, 23:42 |
მეტრო counter strike-ში |
Posted by: Mick-el-Angelo 27 Jun 2018, 10:47 | ||
vatman
გასაგებია. ბოდიში, არ მივაქციე ყურადღება barcabarcabarca ლიანდაგების გამოცვლა რთულია (რაც თავისთავად აძვირებს პროცესს), მეტროვაგონები კი თვითონ ძალიან ძვირია. თანამედროვე ვაგონების ყველაზე იაფიანი მოდიფიკაცია სადღაც 600-700 ათას დოლარს მიაღწევს. |
Posted by: Snow93 27 Jun 2018, 11:33 |
მეტროს გაფიცვის გამო, კონდუქტორები და კონტროლიორები 3 დღის ხელფასს არ მიიღებენ მეტროს გაფიცვის გამო, კონდუქტორები და კონტროლიორები 3 დღის ხელფასს არ მიიღებენ. მერიამ გადაწყვიტა, რომ თანხა ამ გზით დაზოგოს. რადგან გაფიცვის დღეებში ავტობუსი მგზავრებს უფასოდ ემსახურებოდა, მერიაში ფიქრობენ, რომ კონტროლიორებსა და კონდუქტორებს სამუშაო არ ჰქონდათ, შესაბამისად ხელფასსაც ვერ მიიღებენ. ოპოზიცია ამბობს, რომ მერია კანონს არღვევს. ამ საკითხზე დეპუტატები დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე დააყენებს, სადაც საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები მივლენ. ისინი განმარტებებს ქვემო ფონიჭალაში თბილისის განვითარების ფონდის მიერ დაზარალებულების შესახებაც მოითხოვენ. |
Posted by: Rapanui 27 Jun 2018, 18:29 | ||
gio2003
რა შუაშია ეხლა ეგ თბილისის მეტროს თემასთან . . . . ალბათ გახსოვთ, რუსთაველის და რუსთაველი2-ის მეტროში საბოდიალოს რომ ვაკეთებდი. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა მქონდა. სულ "წყალქვეშა ქვები" მხვდებოდა გზად და ნერვების შლის მეტი არაფერი არ იყო. ხოდა ამოვიდა ყელში და ესეც მივაშალე. და მხოლოდ ეს რენდერებიღა შემოინახა ისტორიამ |
Posted by: Rapanui 27 Jun 2018, 18:41 | ||||
gig@@@
და ამას ნაძალადევზე ამბობ ისანი მაინც გეთქვა TramwayMan
წინა რემონტების გამოცდილებით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ სანათებსაც მოაშთობენ, არა? |
Posted by: Snow93 28 Jun 2018, 11:29 |
Rapanui ისნის მეტრო მართლა განსაკუთრებულია, თითქმის მთელი ცხოვრება მაგ სადგურიდან დავდიოდი და ყველას მირჩევნია |
Posted by: Fabian 29 Jun 2018, 21:52 | ||
Rapanui
სავარაუდოთ არა... |
Posted by: TramwayMan 29 Jun 2018, 23:54 | ||
Rapanui
პირიქით, სადაც წინა მთავრობამ მოაშთო ესენი დაბრუნებას აპირებენ. ყველაფერი დასაწყობებულია. |
Posted by: Carver 30 Jun 2018, 01:48 | ||
რა სინაგლეა.. ჯერ წინასწარ დაანონსებული გაფიცვა აუკრძალეს და შანტაჟს აბრალებდნენ, ახლა ეს.. საშინელებაა მეტროთი მგზავრობა, სულ ზედახორაა.. |
Posted by: Ben_Joyce 2 Jul 2018, 20:50 |
2 დღის წინ საბურთალოს ხაზზე მატარებელს პრობლემა ჰქონდა. ჰაერის გაშვების ხმით შემოვიდა ვაჟა-ფშაველაზე უნივერსიტეტიდან, მძიმედ იარა დელისამდე. მერე დელისზე მემანქანე შემოვიდა ბოლო ვაგონში და ხან ბოლო ვაგონის კაბინაში აკეთებდა რაღაცას, ხან მეორე ვაგონში ისრებიან მოწყობილობებს უყურებდა. შემდეგ შუქი გაითიშა ვაგონში და სულ 3 ნათურა დარჩა ანთებული. კი მივედით სადგურის მოედნამდე, მაგრამ ხალხი შეშფოპთებული სახეებით იყო ეს იყო ვაგონი 8771 ისე, ერთი რაღაც მაინტერესებს თუ იცით ვინმემ, ძველ ვაგონებს რომ უკეთებენ მოდერნიზაციას, ძველი ვაგონების დეტალები სად მიდის? მაგალითად ვაგონის განათებები დავუშვათ ემას როგორი ჰქონდა მრგვალი სანათები. |
Posted by: 1TBiliseli1 2 Jul 2018, 21:31 |
დღEს მეტროში ჩაავედი პოლიტექნიკურზე , 5-6 საათი იყო ჯერ 2 ვაგონი გავუშვი იმდენი ხალხი იდგა ბოლოს შევეჭყლიტე როგორღაც, ვაგზალზე გადმოვჯექი ნაძალადევზე მინდოდა გასვლა, მაგრამ ჩემი (...) ამოვედი ვაგზლიდან ფეხით ვიარე საკაიფოდ. სულ გატენილია ტრანსპორტი !!! არ მიდიხართ დასასვენებლად ამის დედა ვატირეეეეე იმენნა ვეღარ ვსუნთქავ . პს სოფლელების მიმართ პრეტენზია არ მაქ გენაცვალეთ გულში :* მაგრამ უსაქმურად ნუ ჩამოდიხართ . |
Posted by: Snow93 3 Jul 2018, 12:45 |
1TBiliseli1 უარესია გარეუბნის მარშუტკებზე... ვეღარ იტევს ეს ქალაქი ამდენ ხალხს... * * * https://www.imedi.ge/ge/video/26107/tblisis-metroshi-modernizebuli-vagonebi-gamochnda |
Posted by: gabro777 8 Jul 2018, 01:02 |
დღეს საბურათალოს ხაზი გამორთული იყო ვაჟა-დელისის ხაზზე შუქნიშნები არ მუშაობდა რის გამო მთლიანად გააჩერეს მატარებლები |
Posted by: Kublicha 8 Jul 2018, 01:41 | ||
gabro777
მთლიანად თუ დელისი-უნივერსიტეტის მონაკვეთზე და დელისზე ტრიალდებოდა? |
Posted by: gabro777 8 Jul 2018, 13:06 |
Kublicha მემანქანებ როგორც თქვა, ყველგან სისტემა ირევა როცა თUნდაც ერთი სადგურის შუქნიშანი არ მუშაობს |
Posted by: Snow93 9 Jul 2018, 11:22 |
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადება 07 ივლისი 2018 თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე, გუშინ, 6 ივლისს საღამოს ძაბვის ვარდნამ, „სახელმწიფო უნივერსიტეტისა" და „ვაჟა-ფშაველას" სადგურებზე გამოიწვია ტექნიკური პრობლემა, რის გამოც აღნიშნული სადგურები დღეს 13:05 საათიდან დროებით ვერ ემსახურება მგზავრებს. სატრანსპორტო კომპანიის შიდა სამსახურის თანამშრომლები ადგილზე არიან და მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები პრობლემის მოსაგვარებლად. საბურთალოს ხაზზე მატერებლები მოძროაბენ „სადგურის მოედნიდან" „დელისამდე", ასევ შეუფერხებლად მუშაობს „ახმეტელის თეატრი" „ვარკეთილის" ხაზიც. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის. |
Posted by: gig@@@ 9 Jul 2018, 13:37 |
წინაკვირას შუა დღეს ვარკეთილი ახმატელის ხაზზე მატარებელი ისე გადატვირთული იყოო თავს ვერ მოაბრუნებდი და ვერ ისუთქავდი თან იმდენი არაქართველები იყვნენ ვაგონში ინდოელები ირანელები ჩადრიანი ქალები ზანგები რავი ყველა ეროვნება ქართველები ალბათ ნახევარი თუ ვიქნებოდით იმ ვაგონში, მგონი მალე I ხაზზე მატარებლის შემადგენლობაზე მეხუთე ვაგონის დამატება მოუწევთ თუ ასე გაგრძელდა მოსახლეობის ზრდა უცხოელების ხარჯზე თან ამ ჩადრიან ქალებს სულ ხელებში ვუყურებდი რამეს თითი არ დააჭირონ მეთქი მაგარ იზმენებში ვიყავი მგონი მოუწევთ ორივე ხაზზე თითო ვაგონის დამატება მატარებლის შემადგენლობებზე საბურთალოსს ხაზზიც გადატვირთულია ვაგონები და ალბათ მალე საჭიროება იქნება მეოთხე ვაგონი დაამატონ. წარმოიდგინეთ ივლისის თვეში ეს მდგომარეობაა და სხვა დროს როგორი მგომარეობა იქნება სწავლა რომ განახლდება თან ისე ყარდნენ ეს ხალხი დავიხრჩე და გავიგუდე |
Posted by: TramwayMan 9 Jul 2018, 23:05 |
gig@@@ ნუ პანიობ. მეტრო გადავიდა ზაფხულის რეჟიმზე, შემადგენლობები დადის ნაკლები. ასე რომ არაფერი ვაგონის დამატება არ უნდა. |
Posted by: 1TBiliseli1 12 Jul 2018, 00:21 |
https://www.facebook.com/Realoba2/videos/2119518531610235/ სგ მომეწონა ამას კაი ხანი ვერ მოვესწრებით |
Posted by: Snow93 13 Jul 2018, 11:49 |
ჩვენმა მატარებლებმა გაიარონ აბა ხრუშოვკებში ასე https://www.facebook.com/InTheKnowInnovationAOL/videos/1929826663976654/?fref=mentions |
Posted by: BigCrow 15 Jul 2018, 11:26 | ||
სახლში რომ მეტროს გაჩერება გაქვს, კაია |
Posted by: Snow93 15 Jul 2018, 14:06 |
BigCrow ჩვენების ამბავი რომ ვიცი მემანქანეების მოსაცდელს გააკეთებენ |
Posted by: suzgsxr 15 Jul 2018, 14:28 |
შემოდგომიდან შემცირდება 3 წუთამდე ინტერვალი.საბურთალოზე ერთი შემადგენლობა და პირველ ხაზზე არ ვიცი ზუსტად რამდენი მატარებელი დაემატება |
Posted by: Snow93 16 Jul 2018, 20:27 |
კომერსანტში მაგარს ეწევიან https://commersant.ge/ge/post/rustavshi-metros-msheneblobastan-dakavshirebit-molaparakebebi-mimdinareobs |
Posted by: JSB14BSJ 17 Jul 2018, 11:03 | ||
suzgsxr
გაიზრდება რასთან შედარებით? ზაფხულის რეჟიმთან შედარებით? თუ ჩვეულებრივ რეჟიმთან შედარებით? მაგრამ თუ ჩვეულებრივ რეჟიმთან შედარებით, მაშინ რა გამოდის, 3 წუთზე მეტია ინტერვალი ჩვეუკებრივ არაზაფხულის სეზონზე? |
Posted by: gig@@@ 17 Jul 2018, 21:06 | ||
TramwayMan ვპანიკობ კი არაა სიმართლეს ვწერ გადაძეძგილია მეტრო ან ვაგონები დაამატომ ან ინტერვალი შეამცირონ ესენი დღეში მხვდებიან მეტროში 9 ჯერ უცხოელების ხარჯზე თბილისის მოსახლეობა იზრდება |
Posted by: suzgsxr 18 Jul 2018, 08:36 |
JSB14BSJ არაზაფხულის პერიოდში პიკის საათში 3:30 იყო და გახდება 3. |
Posted by: Berkem Al Atomi 18 Jul 2018, 15:23 |
gig@@@ მეტრო ჯერ რომ არ აფეთქდა ასეთი მგზავრებით, მიკვირს. |
Posted by: mywebber 18 Jul 2018, 16:22 |
Berkem Al Atomi ჯერ დამკვიდრდებიან კარგად. მერე თავიანთი უფლებებისთვის ბრძოლას დაგვიწყებენ და ეგეც იქნება, ეგრე ხდებოდა ყველგან. არასწორად ხდება მიგრაცია ქვეყანაში. დრო მოვა და ჩვენ მოგვთხოვენ მათი კულტურის ჩვენთან ინტეგრაციას როცა, პირიქით ისინი უნდა ინტეგრირდებოდნენ ჩვენს კულტურაში. |
Posted by: ZEUS 19 Jul 2018, 15:17 |
აფსუს |
Posted by: MONTY 24 Jul 2018, 04:46 | ||
|
Posted by: Snow93 24 Jul 2018, 18:09 |
https://www.facebook.com/kakhakaladzeofficial/videos/1341367409300025/?hc_ref=ARRQAxZZWUxlGjpNwi-m60CqUXQgkgYS-4YMqbEAfJsnegxlwzVuonq4uF8a904t5QM კაი რაღაცეებს გვპირდება, ვნახოთ აბა |
Posted by: ალი 26 Jul 2018, 23:10 | ||
ლიანდაგებს და მეტროს რეალურად შეცვლა როდისმე უწერია ? არა ეს კოსმეტუკურად გადაღებული საბჭოური ხლამი რამე ახალი ჯიგრული თუნდაც ეს როგორც მისრიალებს , 2 ლარსაც უეჭველი ვიხდი ესეთით მგზავრობაში * * *
და ამაზე გული მიკვდება , ეჰ რამხელა პერსპექტივები იკარგება |
Posted by: პაწა 26 Jul 2018, 23:47 | ||
უტოპიის უტოპიაა, ამაზე გული როგორ უნდა მოგიკვდეს. მართალია მიწისქვეშ, მაგრამ, მაინც სერიოზული ბუნებაში ჩარევაა. |
Posted by: dundee 27 Jul 2018, 01:59 |
ახალი მონიტორები, რომ დააყენეს ვაგონებში,რატომ არასდროს არ ემთხვევა რეალურ სადგურს? |
Posted by: MONTY 27 Jul 2018, 02:04 | ||
ჩვენთან ელემენტარული განათება არ ვარგა დასაჯდომებსაც უაზრო მიზეზით არ აკეთებენ |
Posted by: MasterJC 27 Jul 2018, 12:59 |
ბოლო 1 კვირაა ან ცოტა მეტი მეტროს ვაგონებში საგრძნობად დგას შარდის სუნი ამას ვერ დაავაბრალებ ზოგჯერ აქოთებულ მგზავრს მთელ ვაგონში დგას ხოლმე სუნი. დღის სხვადასხვა მონაკვეთში ვმგზავრობ და ბებრ სხვადასხვა მატარებელში ზოგჯერ ერთი შემადგენლობის სამ ვაგონშიც კი დგას ეს აუტანელი სუნი |
Posted by: dzvelo 27 Jul 2018, 13:36 | |
მეტროელებმა უნდა წაიკითხოთ OFFTOPIC:
|
Posted by: Snow93 27 Jul 2018, 14:25 |
dzvelo პირველი ნაწილი მაქვს წაკითხული მხოლოდ და ერთი სული მაქვს როდის მოვიცლი დანარჩენებისთვის Must read წიგნებში გადის, ვისაც ეგ ჟანრი მოსწონს ტოპ 5-ში დარწმუნებული ვარ და ზოგადად ტოპ 100-ში ყველა კატეგორიაში |
Posted by: vaxo55 1 Aug 2018, 18:54 | ||||
რა ბუნებაში ჩარევა.ეს არავითარი გეგმა არაა,უბრალოდ ვიღაცამ ხაზვაში ივარჯიშა.
ვაგონებს სისტემატიურად ასუფთავებენ დეპოში და მგონი ყველაზე მეტად აქ დამლაგებლები მუშაობენ. მათ მკაცრი გრაფიკი და ნორმატივები აქვთ. ისე არ ვიცი, ეს გრაფიკი შეესაბამება თუ არა ვაგონში სისტემატიურ მოშარდვას. |
Posted by: gio2003 6 Aug 2018, 18:20 |
Posted by: სერაფიტი 8 Aug 2018, 01:44 |
80 თეთრი ხდებაო და მართალია? 1,3,6-თვიანი ბარათები იქნებაო. თუ გაძვირდა, სად წავა ის ფული? ან ხელფასებზე, ან სადგურების რემონტზე ვერა? |
Posted by: PNG 8 Aug 2018, 04:20 |
რამდენიმე დღის წინ მეტროში როცა მატარებელი გვირაბში იყოო კაცი ცუდად გახდა და სასწრაფოში ვერ დავრეკეთ საერთოდ ცუდათ იჭერს მობილურსაც და WI FE ინტერნეტსაც რა გახდა ამ პრობლემის მოგვარება ? გაუთვალისწინებელი რამე რო მოხდეს მეტროში და როცა მატარებელი გვირაბშია ვერ დარეკავ ვერც ტელეფონით და ვერც ინტერნეტით ვიბერით ევროპაში მეტროებში ჩვეულებრივად იჭერს ტელეფონიც და ინტერნეტიც. |
Posted by: vatman 8 Aug 2018, 10:12 | ||||
PNG
აი რა აუცილებელია, როდესაც 2 წუთზე მეტი ხნის გადასარბენი თბილისში არ არის. და ასეთ სიტუაციაში უნდა გეცნობებინათ მემანქანისათვის, რომელიც უკვე სადგურს ან სადისპეჩეროს შეატყობინებდა
ატყობინებ მემანქანეს, რომელიც ატყობინებს უკვე შესაბამის მეტროს სტრუქტურას. 112 მაინც ვერ გიშველის სწრაფად მეტროში |
Posted by: MONTY 9 Aug 2018, 21:39 |
ჩემი აზრით Platform Screen Door აუცილებელია მეტროში |
Posted by: Snow93 10 Aug 2018, 11:34 |
MONTY საერთოდ გაგიჟდება ეგ აპარატი ჩვენთან ეგ რომ დაყენდეს |
Posted by: MONTY 10 Aug 2018, 15:43 | ||
Snow93
სხვადასხვა ვარიანტებია და ბევრგან დაიწყეს გამოყენება და ჩვენთანაც აუცილებელია მაქსიმალურად შემცირდება უბუდური შემთხვევების რაოდენობა და კარგი სისტემის შემთხვევაში , საერთოდ აღარ მოხდება გადახტომა/გადავარდნა |
Posted by: JSB14BSJ 18 Aug 2018, 22:05 |
ხალხნო და ჯამაათო, გუგლი მართლა რეალურ დროში აჩვენებს შემადგენლობის მოძრაობას? |
Posted by: sevastopol 18 Aug 2018, 22:40 |
JSB14BSJ რა თქმა უნდა - არა. მხოლოდ მიახლოებით იცის, რომ 2-3 წუთში ერთხელ დადის მეტრო. მეტი არაფერი არ იცის. |
Posted by: vatman 19 Aug 2018, 00:24 |
JSB14BSJ ავტობუსებს, ტტც-ს საიტიდან იღებს გუგული დეიდა მეტროს მონაცემებს შეიძლება გრაფიკებიდან იღებს |
Posted by: vatman 20 Aug 2018, 15:59 |
ეგენი გვეღადავებიან , მეტროსადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება.... ასევე, დაგეგმილია ვაგონების განახლება..... რა დაიწყო , რა დაგეგმილია. ვაგონების მოდერნიზაცია მგონი მეორე კრუგზე წავიდა უკვე ვინმემ უთხრას რო ეს ყველაფერი 2006 -ში დაიწყო http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/508595-metrosadgurebs-reabilitacia-chautardeba.html კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. მეტროსადგურებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში მეტროსადგურების რეაბილიტაცია დაიწყება. კალაძის თქმით, ასევე იგეგმება ცალკეული ვაგონების შეკეთებაც. „ვარკეთილის მეტროშიც და სხვა მეტროსადგურებშიც დაიწყება რეაბილიტაცია. ჩვენ გვინდა მთლიანად მოხდეს ამ მიმართულებით სარეაბილიტაციო სამუშაოები. ასევე, დაგეგმილია ვაგონების განახლება",- განაცხადა კალაძემ. შეგახსენებთ, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ გაზაფხულზე ჭერი ჩამოინგრა. |
Posted by: xx3xx 20 Aug 2018, 17:13 |
ახალ ვაგონებში შესასვლელში შუაში რაღაც ### ბოძი რო დგას ზონტიკივით რაყლეობაა რამხელა ადგილს იკავებს ჰაჰა 4-6 კაცმა მოკიდოს ხელი და ამხელა ადგილს იკავებს რაპონტია |
Posted by: Snow93 20 Aug 2018, 18:30 | ||
ეგ არ ითვლება, სისხლიანი რეჟიმის გაკეთებული იყო ***************************************** დავიჯერო ახლა მაინც ვერ ისწავლიან ჭკუას და ისევ ისე გააკეთებენ? |
Posted by: experto 20 Aug 2018, 19:16 |
როდის უნდა მიხედონ მეტრო სადგურებს? ტურისტული სეზონი დაიწყო და მეტრო სადგურებს ჯერ კიდევ არ მიეხედა ახალი მოდერნის ვაგონების გამოშვება ძვირია? მე მომწონს მარა ეტყობა ამისთვის ბიუჯეტში ფული არ მოიძებნებს მეტრო სადგურები ქვეყნის სავიზიტო ბარათია თუ მთავრობა ელოდება რომ ახალი მატარებლებიც ისევ ევროკავშირმა გვიყიდოს ისევე როგორც ლურში ავტობუსები რომ გვაჩუქეს და მთავრობა თავს რომ იწონებს |
Posted by: ZSU-23-4 21 Aug 2018, 13:04 |
ინფორმაციები მოვიდა, რომ თბილისის მეტროს მატარებლებსა და დისპეჩერს შორის არსებული კავშირისთვის, საჭირო აპარატურას ანახლებენ და ჩანაცვლდება ახალი ჩინური ფირმის აპარატურით. გრძლად აღარ დავწერ დეტალებს და შესაძლებლობებს, მაგრამ ერთი ის არის რომ უაზროდ ყრიან ფულს წყალში. გაცილებით უფრო იაფიანი აპარატურის შეძენით შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა და ხარისხიანი კავშირის უზრუნველყოფა, ვიდრე ძვირად ღირებული აპარატურის შესაძლებლობიდან, მეტრომ მხოლოდ 10% გამოიყენოს. რავიცი |
Posted by: polaris 21 Aug 2018, 17:22 |
ZSU-23-4 ჩინეთი უშვებს მარტო მაგ სტანდარტს მე რაც მოგწერე? * * * მანდ მე ერთი ვარაუდი მაქვს და შენ მითხარი რამდენად სწორი შეიძლება იყოს: ტეტრას სისტემის აპარატურა დგება მხოლოდ ზმპრტალოს ხაზზე (უნივერის გარდა), სსვ და ვაგზალი1-დიდუბის მონაკვეთზე. რა აქვს ამ მონაკვეთს საერთო ზმპრტალოს ხაზთან? ის რომ მასზე მოძრაობენ ნაძალადევი დეპოს ვაგონები. ახლა ჩემი ვარაუდი: 1) ეს სისტემა დგას უნივერზე, ეს ჩემი ვარაუდია და არა ფაქტი - თუ ეს ასეა, მაშინ გასაგებია, რატომ არ აყენებენ ახლა მანდ. კარგია ეს თუ არა - ეს სხვა თემაა. 2) ეს სისტემა შუთავსებელია არსებულ საბჭთა სისტემასთან რაც დანარჩენ ხაზზეა - დამიდასტურე ან უარყე, როგორც რადიოდემონმა, ასეა თუ არა. 3) თუ პირველი და მეორე პუნქტი სწორია, მაშინ ვვარაუდობ მესამეს: კანტორამ გადაწყვიტა ზმპრტალოს ხაზი და ნახალოვკის დეპოს ვაგონები სულ უნივერის სისტემაზე გადაიყვანოს. კარგია ეს თუ არა - ეს სხვა თემაა. ეს ყველაფერი ჩემი ვარაუდია, ფაქტებად ნუ მიიღებთ. |
Posted by: ZSU-23-4 21 Aug 2018, 21:01 | ||||||||
polaris
არა, სტანდარტი საერთაშორისოა, მაგრამ რაც ჩვენ ვილაპარაკეთ მაშინ, ჩინური ბრენდია რაც მაგ აპარატურას უშვებს. წარმოიდგინე და მაღალი ხარისხია, რადგან ბევრი ქვეყნის სახელმწიფო (ძალოვან) სტრუქტურებს მაგ ბრენდის აპარატურა აქვთ, მათ შორის საქართველოშიც.
ტეტრას სისტემა უნივერსიტეტიდან ვაჟა-ფშაველამდე ან/და დელისამდე უკვე დაყენებულია, რადგან მაგ კომპანიის თანამშრომელმა თავად, მითხრა რომ მუშაობდნენ და დააყენეს. დანარჩენი არ ვიცი. თუ მექნება შეხება, გამოვკითხავ.
რა თქმა უნდა, ამაზე შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ სად ერეკლე და სად ....... ერთადერთი რაც საერთო აქვთ, ეს არის ფიზიკის ზოგიერთი კანონი რომელის თანახმადაც ტალღების გავრცელება და ასეთი ზოგადი რამები ხდება
ეს სავსებით შესაძლებელია, ამ სისტემას აღარ დაჭირდება გრძელი ანტენების გაჭიმვა ლიანდაგის პარალელურად (ოღონდ მხოლოდ გარე სადგურებზე და გარე მონაკვეთებზე, გვირაბში დაჭირდება აუცილებლად). ანუ იმის თქმა მინდა, რომ სავარაუდოდ რომელიმე ანძაზე დადგება ამისი აპარატურა, რაც ინტერნეტის და სერვერების საშუალებით დაუკავშირდება მეტროს შიდა სისტემას. ანუ ჩათვალე რადიო და ინტერნეტი ერთმანეთზეა მიბმული, პლიუს ამ სისტემას შესაძლენლობა აქვს, GSM ქსელსაც მიებას და მათი აპარატურიდან ჩვეულებრივ ტელეფონებზე განცორციელდეს ზარები და ა.შ. ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ უბრალოდ ამხელა რესურსის მქონე აპარატურის მეტროზე მოცდენის აზრს ვერ ვხედავ, როცა არის გაცილებით იაფფასიანი სისტემები და არც თუ ისე ჩამოუვარდება ამას. უბრალოდ ფულში არის დიდი სხვაობა. პ.ს. თუ ვინმემ არ იცის ტეტრა რა არის, ეს არის ე.წ. "პატრულის რადიო" |
Posted by: JSB14BSJ 22 Aug 2018, 00:12 | ||||
ZSU-23-4 polaris
მახათას მთაზე რო იჯდა ადმინი ერთი 10 წის წინ? სხვათა შორის, დიდი ხანი გავიდა უკვე უნივერსიტეტის გახსნიდან და
როდის უნდა გააკეთონ დარბაზში? და ვაჟაზე იმ ადგილიდან როდის უნდა მოხსნან შენობები და გააცალმხრივონ ნორმალურად მოძრაობა? |
Posted by: Snow93 22 Aug 2018, 12:34 |
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, 15 სექტემბრიდან მეტროში, პიკის საათებისას მოცდის დრო 4-5 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდება, რის საშუალებასაც უკვე განხორციელებული ცვლილებები და მოდერნიზაციის პროცესი იძლევა. ამის შესახებ კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, ასევე თბილისის მერიის გეგმაში მეტროს ახალი ვაგონების დამატება და მოდერნიზებაა. |
Posted by: EffecTY 22 Aug 2018, 13:43 | ||
მაგას ვამბობ მეც და აქ რომ დავწერე იუკადრისეს რაზე ლაპარაკობო, დავიტანჯე უკვე მაგის გამო |
Posted by: temart 23 Aug 2018, 19:44 |
ვაჟა ფშაველს ძეგლიდან ზევით 100 მეტროში სკვერში მიწა ჩავარდა 4 მეტრ სიღრმეზე,ბავშვი ჩაიყოლაო. მეტროს ხაზის გამო ხდება მიწის დაჯდომა და ეს შესამოწმებელია რაიმე ხელსაწყოთი მთელ სიგძეზე. |
Posted by: MANMUS 23 Aug 2018, 20:07 |
ავლაბრის მეტროს რამე ეშველა? თითქმის 1 წელია რაც მანდ რემონტს აკეთებენ. |
Posted by: mywebber 23 Aug 2018, 21:17 |
temart ვახ. ფოტო-ვიდეო არაა არსად? * * * http://rustavi2.ge/ka/news/111642 ვიპოვე |
Posted by: Snow93 23 Aug 2018, 22:56 | ||
მეტროს ხაზი მანდ რამდენი წელია უკვე გადის და არც აარაფერი შეიცვლებოდა უბრალო ექსპლუატაციაში ჩაშვებით... ჩვეულებრივი ქართული "ხარისხის" ამბავი მგონია მე |
Posted by: temart 24 Aug 2018, 08:18 |
Snow93 ფაქტია შესამოწმებელია |
Posted by: Snow93 24 Aug 2018, 12:12 |
temart ძალიან დავინტერესდი რატომ მოხდა, რამხელა სივრცე აქვს კიდევ მაგ ბაღს ქვემოთ... |
Posted by: ნიკა 24 Aug 2018, 12:38 |
მანდ მეტროს გვირაბები უკვე სიღრმეში გადის და თან გზის ქვეშ. მაგ ბაღის ქვეშ შეიძლება რამე კომუნიკაცია გადიოდეს. |
Posted by: temart 24 Aug 2018, 16:24 | ||
Snow93
ეშმაკის ბორბალზე საათების მოწყობას სჯობს ამ საქმეს მიხედოს კალაძემ. |
Posted by: Pyramid_of_Cheops 24 Aug 2018, 16:30 | ||
ეს მარჯანიშვილის მეტრო მაინც ხო ერთ-ერთი ცენტრალურია,რა საზიზღობაა შესასვლელი რა,რითი ვერ გააკეთეს რეკონსტრუქცია |
Posted by: MANMUS 24 Aug 2018, 16:37 |
არამარტო მარჯანიშვილი, თავისუფლების მოედნის მეტროს დახრილი გვირაბიც ცუდ დღეშია, ისევ მიშასდროინდელი პლასტიკატია მიკრული. |
Posted by: ფაშისტი 25 Aug 2018, 21:55 |
აუ ამ პლასტიკატის ვაგონებში ვენტელაცია რომ ჩაირთოს მე როგორც მოქალაქემ ვის მივმართო?? |
Posted by: Snow93 25 Aug 2018, 21:59 |
ფაშისტი ახალ მოდერნიზუებულზე იძახი? ხელითაა ასაწევი რკინები და ამოძრავდება ჰაერი, რამდენის მოდერნიზება გააკეთეს და მაგის დაწერა ვერ მოიფიქრეს... |
Posted by: MANMUS 26 Aug 2018, 09:32 |
როგორც ვხედავ მოდერნიზებულებს ხელახლა უკეთებენ მოდრნიზაციას. |
Posted by: suzgsxr 28 Aug 2018, 12:28 |
ეგ აპარატურა ჩინელებმა აჩუქეს ბრატცი მონტაჟზე კიდე ტენდერია დაწყებული.უნივერზე იგივე სისტემაა თითქმის და რაციების ტარებაც აღარ იქნება საჭირო ვაჟადან.2019 წელს 12 ვაგონის მოდერნიზაცია იგეგმება და 2020 კიდე 17. |
Posted by: temart 28 Aug 2018, 14:05 | ||
Snow93
ახალ სივრცეებს მეტროს მოძრაობა აჩენს. |
Posted by: JSB14BSJ 28 Aug 2018, 22:10 | ||
ისე, მაინც ვერ გავიგე, სად წაიღეს ხალხის ფული ამ ბანდიტებმა.
გარდფა სივრცეებისა, რამდენი ტოქსინები და მომწამვლელი გაზები გამოიყოფა ამდენი შემადგენლობების გადაადგილებით კიდე. |
Posted by: დოჩანა 28 Aug 2018, 23:14 |
მეტროში რა მაგრად გრილა --------------- |
Posted by: MANMUS 31 Aug 2018, 11:45 |
მეტროს 14 ვაგონის მოდერნიზებისათვის 19.7 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა. ტენდერში წინადადებების მიღება 4 სექტემბერს დაიწყება და 9 სექტემბერს დასრულდება. დოკუმენტაციის მიხედვით, სულ 14 ვაგონის მოდერნიზება მოხდება, აქედან 8 სათაო, 6 შუალედური ვაგონია. ვაგონების კაპიტალური შეკეთების მოდერნიზაციის მიზანია მგზავრებისათვის თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო საშუალების შეთავაზება, ტექნიკური და სახანძრო უსაფრთხოების დონის ამაღლება, საექსპლუატაციო ხარჯების შემცირება და სალოკომოტივო ბრიგადების სამუშაო პირობების გაუმჯობესება. პროგრამა მოიცავს ვაგონების კაპიტალურ შეკეთებას, ტექნიკური პარამეტრების აღდგენას და ამასთან ერთად მთელი რიგი კვანძების საფუძვლიან მოდერნიზაციას, რომელიც ტექნიკური დავალების მე-3 თავში გათვალისწინებული ტექნიკური სიახლეების დანერგვის გზით მიმართულია ვაგონების საიმედობის, დინამიური მაჩვენებლებისა და კომფორტულობის ასამაღლებლად. ვაგონის სალონის მოდერნიზაცია შესრულდება თანამედროვე სტანდარტის, მაღალი ხარისხის, ძნელადწვადი და მხურვალმედეგი მასალებით. ვაგონები აღიჭურვება ვიდეო-კამერებით, მონიტორებით და USB პორტებით. |
Posted by: Snow93 31 Aug 2018, 19:07 |
„ხიდურა ამწის მემანქანედ 18 წელიწადია ვმუშაობ. როდესაც ამ პოზიციაზე მუშაობა დავიწყე, ბევრისთვის გაუგებარი აღმოჩნდა ჩემი სურვილი, ამწეზე მემანქანედ მემუშვა. მე კი პირიქით, ძალიან მომწონდა მძიმე საქმეზე შეჭიდება და გამომივიდა კიდევაც. დაკვირვება და დიდი ნებისყოფა სჭირდება ამ მოცულობისა და გაბარიტების ტვირთის უსაფრთხოდ გადატანას, ერთი ადგილიდან მეორეზე... კარგი იქნება, ამ სამუშაოთი ახალგაზრდებიც თუ დაინტერესდებიან და საშუალება მომეცემა, გამოცდილება გავუზიარო.” ნინა ბერეგულკო - ელ. დეპო გლდანის N5 აწევითი საამქროს ხიდურა ამწის მემანქანე |
Posted by: temart 1 Sep 2018, 09:37 | ||
ერთი კვირა გავიდა ისევ ისეა. |
Posted by: vatman 2 Sep 2018, 00:01 |
ძველ მოდერნიზირებულ/გარემონტებულებში ეს ლურჯი იატაკი რა უბედურებაა , იმენა თვალს ჭრის. ნუ ახალი მონიტორები ვაგონში და ინფორმაცია სადგურებზე ცუდი არ არის. დამავიწყდა ფოტო გადამეღო |
Posted by: Stendal 2 Sep 2018, 02:03 | ||
ალბათ საქართველოში უკვირდათ თორე რუსეთში ყველა ქარხანაში მაშინაც და ახლაც ამწეზე ქალები ისხდნენ. ქალები უფრო მომთმენი და ფრთხილები არიანო. ეგ კი არა ეხლა სამშენებლო ამწეებზეც ქალები არიან რუსეთში |
Posted by: MANMUS 2 Sep 2018, 09:08 |
კარგი იქნებოდა რომ ერთი ძველი, ლურჯი შემადგენლობა დაეტოვებინათ სამუზეუმოდ. |
Posted by: Tadzio 2 Sep 2018, 09:47 | ||
Afsoluturad getanxmebi ++++ ----------- |
Posted by: ფაშისტი 3 Sep 2018, 13:09 |
Snow93 ხელით ავწიო ის ფრთებივით რომაა ჭერზე? თითქოს შურუპებითაა დამაგრებული და... და თვითონ თანამშრომლებმა რომ აწიონ ყველა ვაგონში და ისე დაიწყოს სამუშაო დღე ვერა? ვერც მივწვდები ალბათ.. აი ჟანგბადის ნასახი არ არის ვაგონებში. ვის მივმართო ამის შესახებ ხომ არ იცით? |
Posted by: Snow93 3 Sep 2018, 15:20 |
ფაშისტი ხო მთელი პრობლემაც მაგაშია, რომ შეუძლიათ და რატომღაც არ წევენ... ხო იმაზე ამბობ სულ ახალი მოდერნიზებულები რომლებიცაა? მანდაა მასე ვერც მიხვდები თუ ხელი არ მოკიდე |
Posted by: Snow93 5 Sep 2018, 15:55 |
მეტრო „გურამიშვილის“ რეაბილიტაცია ამ დრომდე შეჩერებულია. როგორც „ბიზნესპრესნიუსს“ მერიაში განუცხადეს, სარემონტო სამუშაოები არ განახლდება მანამ, სანამ ექსპერტების დამატებითი დასკვნა არ დაიდება, რომ ყველაფერი უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით კეთდება. თუმცა, კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. მერიამ მეტროსადგურების - „გურამიშვილის", „სამგორისა" და „ავლაბრის" სარეაბილიტაციო სამუშაოები დროებით იანვარში შეაჩერა. გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც 29 იანვარს, მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ჭერი ჩამოინგრა, შემთხვევის შედეგად კი 14 ადამიანი დაშავდა. მოგვიანებით „გურამიშვილის“ რებილიტაცია განახლდა, თუმცა დასრულდა მხოლოდ ზედა ვესტიბიულის რემონტი, ქვედა ვესტიბიულში კი ამ დრომდე სამუშაოები შეჩერებულია. თუ როდის იქნება მზად ექსპრეტების დასკვნა და შესაბამისად, როდის განახლდება მეტროს სარემონტო სამუშაოები, მერიაში აცხადებენ, რომ „უახლოეს მომავალში“, თუმცა კონკრეტულ ვადებს ვერ ასახელებენ. „მეტრო „ვარკეთილში“ ჭერის ჩამონგრევის შემდეგ, სატრანსპორტო კომპანიისა და მერიის გადაწყვეტილებით, ყველა მიმდინარე სარემონტო სამუშაოები და დაინიშნა დამატებითი ექსპერტიზა. ამ ეტაპზე კვლავ შესწავლითი სამუშაოები მიმდინარეობს და უახლოეს მომავალში იქნება საბოლოო პასუხი. შესაბამისად, გადაწყდება როგორ გაგრძელდება სამუშაოები. რეალურად, რეაბილიტაცია რომ დაიწყო, მალევე მოხდა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნა და სამუშოები არის იმ დონემდე მიყვანილი, რომ მგზავრების უსაფრთხოება იყოს დაცული“,-აცხადებენ მერიაში. ცნობისთვის, თბილისის მერიისა და თბილისი სატრანსპორტო კომპანიის ინიციატივით, 2016 წელს რამდენიმე მეტროსადგურის შეკეთების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება. განახლების პროცესი იმ სადგურებით დაიწყო, რომლებიც ბოლო 10 წლის განმავლობაში ერთხელ უკვე შეაკეთეს, მათ შორის იყო ვარკეთილის სადგურიც. რაც შეეხება მეტრო „გურამიშვილის“ რეაბილიტაციას, 2017 წლის სექტემბრის ბოლოს დაიწყო. როგორც თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განმარტავდნენ, დაგეგმილი იყო ისეთი მასშტაბური სამუშაოები, როგორიცაა სადგურის ვესტიბიულების თაღების ჩამოხსნა და ჩაწნეხა, დახრილი გვირაბის გაწმენდა, გალესვა და სამღებრო სამუშაოების წარმოება. მეტროსადგური რემონტის გამო რამდენიმე თვის განმავლობაში მგზავრებს ვერ ემსახურებოდა და ის მხოლოდ ზედა ვესტიბიულში სამუშაოების დასრულების შემდეგ, 2018 წლის 7 მაისს გაიხსნა. |
Posted by: MANMUS 5 Sep 2018, 16:28 |
ვფიქრობ გურამიშვილს კარგა ხანი ხელს არ მოკიდებენ. ასევე საინტერესოა რა ხდება ავლაბარში და სამგორში. |
Posted by: toyota12345 9 Sep 2018, 02:33 |
ძველი ლურჯი მატარებელი დადის კიდევ საბურთალოს ხაზზე? არ შემხვედრია თუ დადის მაგის გამო უნდა ჩავიდე ერთ კრუგზე გავყვე იმენა ნოსტალგიაა |
Posted by: TramwayMan 9 Sep 2018, 02:48 |
toyota12345 ფაფუ, აღარ არის. მოდერნიზდა. |
Posted by: MANMUS 9 Sep 2018, 09:40 | ||
ნუთუ ასეთი რთული იყო რომ ერთი ლურჯი მაინც სამუზეუმო ექსპონატად შეენახათ |
Posted by: ramona 9 Sep 2018, 10:11 | ||
ვის რათ უნდა ეგ ჯართი. |
Posted by: toyota12345 9 Sep 2018, 11:40 |
ამ ახალ მატარებლებში სულ ძალით შევდივარ, ის ლურჯი ერთი ცალი მაინც დაეტოვებინათ ჯერ მარტო სავარძელი იმაში რომ დაჯდებოდი უფრო რბილიც იყო და იმისი სუნი აი იმენა ბავშვობას მახსენებს |
Posted by: ku123 9 Sep 2018, 11:57 |
Ki magi ufro komfortuli iyo. Momenatreba mec. Bavshvobas maxsenebs tkbilad |
Posted by: Niandra 10 Sep 2018, 22:47 | ||||
ამას ბანი დაადეთ მეტრომადიდებლებისთვის საკრალური მნიშვნელობის მქონე ობიექტის აუგად მოხსენიების გამო |
Posted by: Snow93 11 Sep 2018, 11:21 | ||||
მთელ მსოფლიოში დიდ ქალაქებშ აქვთ ან მუზეუმში შენახული და დაცული ან ქალაქში ცალკე ადგილას, ქალაქის ტრანსპორტის ისტორია რომ კიდიათ იმიტომაცაა ქალაქი ასეთ დღეში |
Posted by: toyota12345 11 Sep 2018, 11:27 |
საბურთალოს ხაზზე გამომცხადებელს რა საშინელი ხმა აქვს და ვარკეთილი-ახმეტელის ხაზზე სულ სხვა გამომცხადებელია ეგ რა პონტია? კაროჩე ბავშვობიდან არ მიყვარდა საბურთალოს ხაზი არ ვიცი რატომ აი რაღაცნაერი საშინელი გრძნობა მქონდა მაგით რომ ვმგზავრობდი არადა ხშირად გვიწევდა წერეთელზე ნათესავი ცხოვრობდა ჩვენი და იქ დავდიოდით ხშირად მეტროთი. ლურჯ მატარებელს რაც შეეხება მართლა მაგარი იყო და კიდე მაგაზე ძველები რომ იყო განათება ვაგონებში ლუსტრებივით რომ ქონდა ეგეც კი მახსოვს, ზოგი ვაგონი ისე იყო ხოლმე რომ შუა ვაგონში მაგალითად მეორე ვაგონში იყო კაბინა მემანქანის და ერთხელ ღიაც კი იყო კაბინის კარი და რამდენჯერ შევსულვარ გვირაბში რომ მიდიოდა მატარებელი და რა დრო მიტარებია მეტროში ბავშვობაში.... |
Posted by: MANMUS 11 Sep 2018, 14:57 | ||
ვენტილაციაც ბევრად უკეთესი ჰქონდა,სამწუხაროა რომ ვერცერთი ვერ გადაურჩა მოდერნიზაციას. 1-ის დატოვება განა რა გახდა, მაინც ჩვენი ქალაქის ისტორიის ნაწილია |
Posted by: di_onise 12 Sep 2018, 22:33 |
რა მაინტერესებს. ვთქვთ და მემანქანეს შუა გვირაბში რამე მოუვიდა ჯანმრთელობის მხრივ, არის რაიმე დამცავი სისტემები რამაც შეიძლება მატარებელი გააჩეროს? |
Posted by: Kublicha 12 Sep 2018, 22:39 | ||
di_onise
სიფხიზლის ღილაკს თუ არ დააჭირა პერიოდულად ხელი მატარებელი ჩერდება. გარდა ამისა არის ა.ლ.ს. (автоматическая локомотивная сигнализация), რაც წითელზე გავლის საშუალებას არ მისცემს, და ა.რ.ს. ( автоматическим регулированием скорости) რაც სიჩქარის გადაჭარბების და წინა მატარებელთან დისტანციის გარკვეულ ნიშნულამდე შემცირების საშუალებას არ მისცემს |
Posted by: toyota12345 12 Sep 2018, 22:41 |
ვინმეს არ გყავთ ნაცნობი ვინმე მემანქანე ერთ სადგურზე რო შემიშვას კაბინაში? მაგრად მაინტერესებს შიგნიდან დანახული გვირაბი ძველი დრო რომ იყოს რამეს ვიზამდი ახლა შეიცვალა დრო. არადა ბავშვობიდან მაინტერესებდა და იმენა ოცნებაა ჩემი. |
Posted by: mareim-mia 13 Sep 2018, 10:29 | ||
აუუუ, მეც მაინტერესებს . |
Posted by: Snow93 13 Sep 2018, 11:32 |
toyota12345 რამდენიმე მოდერნიზებულს მემანქანის კაბინასთან ფანჯარაზე "ჩამოხეული" აქვს ლენტა და ჩანს ხოლმე გვირაბი კარგად. ისე 2-3 წლის წინ იყო შემთხვევა, ვიღაცა შეიყვანეს მასე ნაცნობობით და ერთი ამბავი ატყდა... კამერებმა დააფიქსირა გვირაბში და გაუტრაკეს მემანქანეს მაგრად, უცხო პირი რატომ გიზისო... |
Posted by: toyota12345 13 Sep 2018, 11:38 |
Snow93 შიგნით გვირაბშიც არის კამერები? თუ ეგრეა მაშინ აბა ჩემ გამო ვიღაცას ხო არ დავატოვებინებ სამსახურს მე ვიგულისხმე მოძრაობის დროს გვირაბში ცოტახნით სანამ სადგურზე მივა, ბავშვობაში ერთ მემანქანეს ვთხოვე არ დამავიწყდება მაგის პროჭული სახე და ისე დამიყვირა არაო გადი თავი დამანებეო...... |
Posted by: Snow93 13 Sep 2018, 11:55 |
toyota12345 ხო როგორც ვიცით ყველგან არა, რამდენიმე მონაკვეთზეა მხოლოდ კამერები, მარა ისეც არავინ ჩაიგდეს საფრთხეში თავს თუ ძაან ახლობელი არაა |
Posted by: toyota12345 13 Sep 2018, 11:58 |
მემანქანის ვაკანსიაზე სივი მქონდა გაგზავნილი ტტც საიტზე იდო და უბრალოდ გავაგზავნე მართლაც დამირეკეს და დამიბარეს რაღაც ტესტირებაზე და აღარ მივედი დავიკიდე, ახლა ვნანობ. მაშინ უბრალოდ რაღაცა სხვა ვარიანტს ველოდებოდი და ისიც არ გამოვიდა და ახლა სულ უსამსახუროდ ვარ. მივსულიყავი მესწავლა იქნებ წარმატებით გამევლო და ვიქნებოდი მემანქანე. |
Posted by: Snow93 13 Sep 2018, 12:06 |
toyota12345 საინტერესო იქნებოდა... მარა რაღაც სპეციფიური კურსების გავლა სჭირდებათ, მეეჭვება ასე უბრალოდ აეყვანე |
Posted by: toyota12345 13 Sep 2018, 12:28 |
Snow93 თავიდან ტესტირება გასაუბრება მერე ექ თუ გაიარე 6 თვიანი კურსიო მერე მაგ კურსის მერე რაღაცა გამოცდა და გიშვებენ პრაკტიკაზეო და მერე კიდევ მთავარი გამოცდა და უკვე შტატიანი მემანქანე ხარო და შემადგენლობას გაბარებენო. |
Posted by: Snow93 13 Sep 2018, 14:08 |
toyota12345 რაც მაგაში დრო დამეხარჯებოდა რამე სხვას ვისწავლიდი აშკარად ჯობდა |
Posted by: clockticker 13 Sep 2018, 23:49 |
მათხოვრები მეზიზღებიან სხვა მხრივ იდეალური მეტროა თბილისში და დაასრულეთ გთხოვთ პრეტენზია თუ გაქვთ |
Posted by: toyota12345 15 Sep 2018, 01:41 |
დღეს ვიმგზავრე მეტროთი საღამოს კაროჩე ერთი ქალი შემოვიდა ვაგონში რაღაც დინამიკი ეჭირა ხელში და თან თავზე მიკროფონი ქონდა დამაგრებული რო მღეროდა იმ დინამიკით ისმოდა ხმა ვაგონში ასევე გასაშლელი სკამიც ქონდა და იმაზე დაჯდა ხოდა გაივსო ვაგონი ჩემ გვერძე ახალგაზრდა ბიჭი იჯდა იმას მოუტრიალდა და ადექი ქალი დასვიო იმენა შეარცხვინა ეს ბიჭი აი როგორ არ მევასება ესეთი რაღაცეები იქნება კაცს როგორ უჭირს და აი პროსტა ზის რატო უნდა ადგეს თუ მოხუცი არ არის ვინმე ან ორსული რა ვალდებული ადამიანი რომ ვიღაცა შუახნის ქალს დაუთმო ადგილი ამ ბიჭმა არ ავდგებიო მერე მეორედ ეუბნება ადექი რა იყო არ გეკადრებაო კაროჩე მაგარი გამიტყდა...... |
Posted by: kuchu 15 Sep 2018, 18:43 | ||
toyota12345
საინტერესო ამბავია გვირაბი ყურება. კოპენჰაგენში მემანქანეები საერთოდ არ არიან და პირველი ვაგონიდან ასეთი ხედი იშლება.. |
Posted by: Snow93 15 Sep 2018, 18:59 |
kuchu ტურინშია კიდევ მასე რაც მინახავს და ავტომატურად მიდის-მოდის ყველა ვაგონი |
Posted by: polaris 17 Sep 2018, 01:15 |
ძლივს, დავიდა ტტცმდე, რომ 502-ების კაპრემონტია საჭირო: https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=app&file=2994754&code=1536855567 14 ვაგონი |
Posted by: vatman 17 Sep 2018, 01:28 |
polaris ერთი 4 ვაგონი მაინც დატოვონ ისტორიისათვის. ესეც მაგათთან რო დავიდეს კარგი იქნებოდა. ველოდები ვაგონების ნომრებს |
Posted by: polaris 17 Sep 2018, 02:17 |
არა მგონია ჯერ ნომრები ვინმემ იცოდეს, თუმცა ეჭვი მაქვს ყველაზე უკეთესებს გაუშვებენ პირველ რიგში, მათ შორის 7115-7113-7099-7125, ასევე 7101, 7103, 7108, 7120-ს და 7122-ს, შეიძლება 7114 და 7119-საც. |
Posted by: MANMUS 17 Sep 2018, 07:54 |
ემა502 ის არ არის სალონში მრგვალი სანათები რომ ჰქონდა, კარგა ხანია ხაზზე არ დამინახავს. |
Posted by: vatman 17 Sep 2018, 10:35 | ||
polaris
ნუ ხაზზე გაშვებამდე არც მოველი რო ნომრები გავიგოთ.... უბრალოდ საინტერესოა |
Posted by: polaris 17 Sep 2018, 11:19 |
eraz მრგვალი სანათები ბევრს ჰქონდა, მარტო 502-ს არა |
Posted by: MANMUS 17 Sep 2018, 20:02 | ||
ემა502,ეჟ-3 ე508ტ ერთნაირი კაბინები ჰქონდათ როგორც ვიცი, განსხვავება იყო გვერდითა მხარეს რკინის ხაზების რაოდენობაში. * * *
ანუ დეპოში სეტკის უკან რომ ვაგონები იდგნენ იმათ უკეთებენ მოდერნიზაციას? |
Posted by: toyota12345 17 Sep 2018, 21:48 |
დღეს ვიმგზავრე მეტროთი ვარკეთილიდან სადგურამდე, რავე წლებია მეტროთი დავდივარ და მასე სწრაფად არ უვლია მატარებელს ყველა სადგურზე ბოლომდე ადგამდა ეტყობა ახალგაზრდა იჯდა, თან წინა მატარებელიც ახალი გასული იყო ანუ ვარკეთილში რომ ჩამოვდიოდი ექსკალატორზე ვერ მივასწარი გამასწრო და ეს 3 წუთში ზუსტად გავიდა და რავი ძალიან ჩქარა მიდიოდა ვიფიქრე ახლა წინას დაეწევა და გააჩერებს შუა გვირაბში მაგრამ როგორც ჩანს ის წინაც მასე ჩქარა მიდიოდა.... |
Posted by: jurnalistka 17 Sep 2018, 22:01 |
პირველად მომიწია დღეს სადგურ უნივერსიტეტში გასვლა და მომეწონა, დელისზე მატარებლიდან რომ აღარ უნდა გახვიდე და მეორე მხარეს გადაჯდე |
Posted by: polaris 17 Sep 2018, 23:49 | ||
eraz
კი, Ема-502 და Ем-508Т-ს სამ-სამი ზედა გოფრი აქვთ როგორც ეგოროვის ქარხნის ყველა მეტროვაგონს Ем, Ема და Емх-ის გარდა, ხოლო Е, Еж და Еж-3-ს ორ-ორი. Ем-508Т და Ема-502-ის ვიზუალური განსხვავება იმით შეიძლება, რომ 508Т ყოველთვის შუალედური ვაგონია, ვერასდროს იქნება სათაო ვაგონი და დაწყვილებული იქნება სათაო Еж-3-თან (მოდერნიზირებულებშიც იგივე წესი მოქმედებს), ხოლო Ема-502 და Ем508Т ერთ შემადგელობაში შეუთავსებელია (ყოველ შემთხვევაში ქარხნული ელექტროსქემით). ასე რომ მოდერნიზირებულებშიც ადვილი გასარჩევი იქნება რომელია რომელი, ნომრებსაც რომ არ შევხედოთ: 70** და 71** Ема-502-ების და 68*** Ем-508Т-ების შემთხვევაში. მეორე საკითხია ვის რა ჯანდაბაში სჭირდება ეს ყველაფერი |
Posted by: toyota12345 17 Sep 2018, 23:52 |
ფორუმელი თუ იცით ვინმე მემანქანე რომ იყოს????? |
Posted by: MANMUS 18 Sep 2018, 12:05 |
მოცდის დროის შემცირების მიზნით, მეტროს ოთხი ახალი შემადგენლობა დაემატება. ამის შესახებ განცხადება, დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. კახა კალაძის თქმით, სწავლის დაწყებასთან ერთად გაიზარდა მგზავრთა ნაკადი, სწორედ ამიტომ თბილისის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება მეტროს ორი შემადგენლობის დამატების შესახებ. თბილისის მერის ინფორმაციით, მეტროს 4 ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება ახმეტელი-ვარკეთილის მიმართულებას, ხოლო სამ ვაგონიანი შემადგენლობა დაემატება საბურთალოს ხაზს. დამატებითი შემადგენლობები მოცდის დროს 3 წუთამდე შეამცირებენ. „მეტროში ვაპირებთ გარკვეული ცვლილებების შეტანას. ძალიან ბევრი მგზავრი გადაჰყავს მეტროს და დღეს პრობლემა იყო ის, რომ პიკის საათებში ადამიანებს უწევდათ ლოდინი, რაც სერიოზულ დისკომფორტს და პრობლემას წარმოადგენდა. შესაბამისად ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო პროექტის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს მეტროს ვაგონების მთლიანად განახლებას, მეტროს დაემატება სამი ოთხ ვაგონიანი ახალი შემადგენლობა, რომელიც იმოძრავებს მეტრო ახმეტელი- ვარკეთილის ხაზზე და ერთი სამ ვაგონიანიშემადგენლობა საბურთალოს ხაზზე. ეს ჩვენ მოგვცემს შესაძლებლობას, რომ პიკის საათებში, როდესაც ყველაზე მეტი მგზავრი გადაადგილდება, მოცდა შევამციროთ სამ წუთამდე,“-განაცხადა კახა კალაძემ. |
Posted by: polaris 18 Sep 2018, 22:34 |
აი ეს სიტყვა „მოცდა“ მკლავს - ასწავლეთ ვინმემ იმ კაცს სიტყვა „ინტერვალი“ |
Posted by: angelozistvaleba 18 Sep 2018, 22:37 |
ვაგონებში რატომ ცხელა ესე აუტანლად? |
Posted by: Artgeo 19 Sep 2018, 09:22 |
ამას აქვს რამე კავშირი მეტროსთან? გლდანი მუხიანია |
Posted by: Mr-Raptor 19 Sep 2018, 10:08 | ||
Artgeo არანაირი, ეგ არის გლდანის ხევის პატარა მდინარე რო ჩამოდის მაგის გამტარი, რომელიც ზევიდან მოდის და ახალი გზა როა დაგებული იმას ბოლომდე მიუყვება, მეტროსტან არანაირი კავშირი არ აქვს, მანდ გზის დიდი მონაკვეთი ჩავარდა და იმიტო დაიწყეს საფუძვლიანად გაკეთება, ადრეც ჩავარდა მანდ გზა და დააყარა მიშამ მიწა და დაასხა ასფალტი და იასნია დაიწია დაიწია და ისევ ჩავარდა ეხლა, ეგ გობრონიძის ქუჩაა და საშინელ დღეშია მთელიანი ეგ მონაკვეთი, 2 წლის უკან ზემოთაც ჩავარდა მიწა და მუხიანის მარჩუტკა მოიყოლა შიგნით, დაშავებით მაშინ არავინ დაშავებული, იმის ზევითაც კიდე დაწეულია ძალიან მაგრად polaris
ეგ სიტყვა ხო რას ამბობ ძირძველი ქართულია რა აი მოცდა კიდე ნაღდი ქართული სიტყვაა |
Posted by: polaris 19 Sep 2018, 12:34 |
Mr-Raptor ძირძველი ქართული და მსგავსი ჰუმანიტარული წიაღსვლები არ მაინტერესებს, „ინტერვალი“ ტექნიკურად სწორი ტერმინია სატრანსპორტო ტერმინოლოგიაში, სადაც ძირძველ ქართულს საბედნიეროდ არაფერი ესაქმება. მე რომ ვიყო მაგ სფეროში და ვინმემ ვეფხისტყაოსნის ენით დამიწყოს საუბარი ტექნიკური ტერმინოლოგიის მაგივრად, მივცემ ფურცელს, ბატის ბუმბულს და გავუშვებ სამსახურიდან, წეროს ლექსები |
Posted by: Mr-Raptor 19 Sep 2018, 13:11 |
polaris კაცო რა გინდა სწორი თქვა ტიპმა მაგან თქვა ხალხი იცდისო და დისკომფორტიაო აბა რა უნდა თქვა ხალხი დგას და ინტერვალს აკეთებსო? ეგ იქნება სწორი? მე რო ვდგავარ ვიცდი ხო ესე იგი მოცდა მიწევს, ეგ ითქვა ადამიანებთან მიმართებაში და იმიტომ გამოიყენა, თორე ვაგონებს შორის რო დროის ინტერვალია ეგეთი ელემენტარული არც კახას ესწავლება |
Posted by: MANMUS 19 Sep 2018, 13:21 |
მთავარია ქალაქს მიხედოს და თუ უნდა იმერულად შეუბეროს |
Posted by: JSB14BSJ 19 Sep 2018, 18:14 | ||
toyota12345
დისპეტჩერი არეგულირებს სიჩქარეს, მემანქანის ასაკი არაფერ შუაშია. |
Posted by: Kublicha 19 Sep 2018, 23:19 |
საბურთალოს ხაზზე ორი მცირე სიახლეა: 1. დაემატა მე-12 მატარებელი (მარშრუტის ნომერი 61. აქამდე 60ით მთავრდებოდა). ანუ სერვისში მყოფი მატარებლების რაოდენობა შეიძლება იგივეა, მაგრამ ერთდროულად ხაზზე მოძრაობს ერთით მეტი. 2. სადგურის მოედანზე უკვე ორი სამანევრო მემანქანე მუშაობს, ერთს შეყავს ჩიხში და მეორეს გამოყავს. ეს ხაზის მემანქანეს აძლევს საშუალებას წამსვლელ მატარებელს დახვდეს უშუალოდ კაბინასთან, ანუ ის დრო რაც უნდოდე მემანქანის ბოლო ვაგონიდან პირველამდე მისვლას აღარ იკარგება, რაც ინტერვალის შემცირებას ადგება. |
Posted by: polaris 20 Sep 2018, 00:08 |
Mr-Raptor არასწორი დეფინიციაა: მერიას მხოლოდ ინტერვალზე შეუძლია უშუალო ზემოქმედება და არა მოცდაზე. მოცდა - ეს თითოეული მგზავრის ინდვიდუალური პარამეტრია (თუმცა კორელაციაში არის ინტერვალთან). შეიძლება ინტერვალი იყოს 15 წუთი, მაგრამ მე ვიცოდე გრაფიკი და იმ დროს ჩავდიოდე მეტროში, რომ ნახევარი წუთი მიწევდეს ლოდინი (მთლად სწორად რომ ვთქვათ), ან გრაფიკი იყოს 1.5 წუთი, მაგრამ მე მეათე მატარებელში ვჯდებოდე. ლოდინის დროზე მერია უშუალო ზემოქმედებას ვერ იქონიებს. მოკლედ მე ვიტყოდი, რომ შევამცირებთ მეტროში მოძრაობის ინტერვალს. „მოცდის დრო“ ძალიან მეხამუშება ყურში. Kublicha ზაფხულის გრაფიკზე გადავედით. სხვათა შორის წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საშუალოდ 54,000 მგზავრობით არის გაზრდილი დღიური მგზავრნაკადი მეტროში. ერთ-ერთი მიზეზია 23-ე სადგურია. |
Posted by: Kublicha 20 Sep 2018, 00:11 | ||
polaris
ალბათ გინდოდა გეთქვა პირიქით, მორჩა ზაფხულის რეჟიმი, მაგრამ ზამთარში და გაზაფხულზე ხომ იყო 23-ე სადგური, მაშნაც არ იყო 61. ეხლა დაემატა. |
Posted by: vatman 20 Sep 2018, 10:18 | ||||
Kublicha
მერე კალამ ხო დაანონსა რო სექტემბრიდან 1-ხაზზე 3 შემადგენლობას ვამატებთო და საბურთალოზე ერთსო.
მაგ მაზოხისმს ვერ მივუხვდი, ისეთი ინტერვალები არც არის საბურთალოს ხაზზე, რო მემანქანემ ვერ მოასწროს სათაო ვაგონამდე მისვლას |
Posted by: vaxo55 20 Sep 2018, 14:11 | ||
polaris
ნებით თუ უნებლიედ "მოცდა" მაინც დამიკიდებულია ინტერვალზე.ადამიანი რობოტი არაა და არც გრაფიკის დაცვა არ ხდება ისე იდეალურად,რომ მგზავრმა მაშინ მიუსწროს მატარებელს,როცა ის სადგურიდან გადის.თუ 15-წუთაინ ინტერვალში გაგასწრო მატარებელმა-უნდა ელოდო 15 წუთი.თუ ინტერვალი 5 წუთია-უნდა ელოდო 5 წუთი.ესე იგი თქვენ სთავაზობთ მგზავრს მგზავრობის თქვენს გრაფიკზე მორგებას იმ მოტივით,რომ მან არ იგრძნოს დისკომფორტი.ეს უბრალოდ თავის გამართლებაა მგზავრის წინაშე.სინამდვილეში ინტერვალის გაზრდა უფრო ტექნიკური სიძნელეებიდან გამომდინარეობს და თავს ნუ მოვიტყუებთ. |
Posted by: Kublicha 20 Sep 2018, 22:57 | ||
მთლად ვერც მე ვხვდები. ხაზის მემანქანეს კი გამოდის რამდენიმე წამიანი შესვენება. ეგეც საქმეა. შეიძლება გადაბმულად სამუშაო დროები გაუზარდეს მემანქანეებს და ეგ "შესვენებაში" ეთვლებათ |
Posted by: suzgsxr 21 Sep 2018, 08:32 |
ორი კაცით რო არ მოტრიალდეს ირევა გრაფიკი თქვენ წარმოიდგინეთ.ზაფხულის გრაფიკში 30 და მეტ წუთიანი დაგვიანებებიც იყო.თან მანევრის მემანქანეს მარტო პიკის საათში ხო არ მოიყვან დამატებით 2 საათი იმუშავეო |
Posted by: vatman 21 Sep 2018, 10:31 | ||||
suzgsxr
საბურთალოს ხაზზე ძნელად წარმომედგინა რო მემანქანესთვის საკმარისი არ ყოფილიყოს დრო, რო მოტრილების შემდეგ ბაქანზე ბოლო ვაგონიდან სათაოში მივიდეს. Kublicha
ეხლა ახმეტელზე საღამოს საათებში მე რასაც ვამჩნევ იქცევიან ასე: ჩიხში შემავალ შემადგენლობას, უკანა კაბინაში მიყვება მემანქანე, რომელიც ელოდება სადგურზე. შემდეგ დიდუბის მიმართულებით მატარებელი მიჰყავს მაგასაც. ხოლო მემანქანე რომელიც ამ მატარებელს ამრთავდა დიდუბიდან ელოდება შემდეგ შემადგენლობას და მეორდება იგივე |
Posted by: Snow93 21 Sep 2018, 10:40 |
დილაობით არის ხოლმე კატასტროფა საბურთალოს ხაზზე, კიბეებზე მომიწია ერთხელ რიგში დგომა იმდენი ხალხი იყო, მაგრამ ძაან მეეჭვება მაგას მემეანქანეების პოზიციამ უშველოს |
Posted by: suzgsxr 21 Sep 2018, 11:08 | ||
ხოო ეგ წამები წყვეტს წარმოიდგინე.რო შემოყავს ეგრევე გავდივარ.ერთი დააგვიანებს მეორე და ირევა გრაფიკი.მერე ზოგი წუთიანით დადის და ზოგი 4 იანით |
Posted by: MANMUS 21 Sep 2018, 11:24 |
ვარკეთილის მეტროს ჭერის რეაბილიტაცია კვლავ შეჩერებულია. როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუმარტეს, ამ საკითხთან დაკავშირებით, ჯერჯერობით არანაირი გეგმა არ აქვთ. “ამ ეტაპზე არანაირი სამუშაო არ არის დაწყებული. ველოდებით ექსპერტიზის შედეგებს. გამოძიებაც ბოლომდე არ არის დასრულებული და ამიტომ ველოდებით ორივე პროცესის დასრულებას. მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები და მივიღებთ გადაწყევეტილებას.”- აღნიშნავენ კომპანიაში. შეგახსენებთ, რომ ვარკეთილის მეტროსადგურმა მგზავრთა მიღება ინციდენტიდან მეორე დღესვე განაახლა და ის მოქალაქეებს დღესაც ჩვეულ რეჟიმში ემსახურება. უნიათოების კანტორა |
Posted by: Snow93 21 Sep 2018, 11:52 |
eraz შესაბამისი დასკვნა ჩამონგრევისთანავე დადო კომპეტენტურმა ხალხმა და მანამდეც კაი ხნით ადრე იწინასწარმეტყველეს... |
Posted by: Artgeo 22 Sep 2018, 08:47 | ||
vatman
ეგრე იყო ძალიან ადრე, რაც მე მახსოვს. |
Posted by: vatman 22 Sep 2018, 23:36 | ||
suzgsxr
მართლა გამიკვირდა თუ ასეთი დატვირთული არის ეხლა საბურთალოს ხაზი Artgeo ხო შეიძლება, იგივე მემანქანეს რო მიჰყავდა ახმეტელიდან ესეც იყო, დაჟე თვითონვე აბრუნებდა მასეც იყო. |
Posted by: Kublicha 22 Sep 2018, 23:58 | ||
vatman
დატვირთული როგორ არ არის. გუშინ პიკის საათში 40 წამიანი ინტერვალით მოძრაობდა ზედიზედ 4 მატარებელი (ალბათ მანამდე რაღაც აირია). ბოლოში იმენა საცობი იყო, 2 მატარეებელი იცდიდა ვაჟა-უნივერსიტეტის გადასარბენზე გვირაბში. |
Posted by: Snow93 23 Sep 2018, 11:05 |
OFFTopic: I know what you did there Fabi |
Posted by: ZAZAi 23 Sep 2018, 15:34 |
თბილისის მეტროპოლიტენის დიზაინერი უნიჭო რომაა, ეს გასაგებია, მაგრამ უტვინოც ყოფილა ყველა სიკეთესთან ერთად. ჯერ ეს სახელგანთქმული საინფორმაციო ტაბლოები, სადაც შერლოკ ჰოლმსიც კი დაიბნევა ძლივს გვერდებზე წარწერების მიხედვით მაინც ვიგებდი რომელ მხარეს საით მიდის მატარებელი და ახლა ამ საშუალებასაც გვისპობენ აი ასეთი ტაბლოებით: ვერ აიტანეს, თეთრზე შავით გასაგებად რომ ეწერათ და ახლა აი ამ ახლით აპირებენ ჩანაცვლებას მეტრო სამგორში. ვინმემ რამე გაარჩიეთ რა წერია ამ სამგლოვიარო დაფებზე? მგონია ეს დაფები მეტროს სადგურების სიკვდილს წინასწარმეტყველებენ |
Posted by: Snow93 23 Sep 2018, 17:07 |
ZAZAi იმიტომაც დაბეჭდა ურბანულმა ლაბორატორიამ ახალი პლაკატები და ძალიან მარტივი გასაგებია ყველასთვის ძალიან ნათელი განსხვავება სახელმწიფოსა და კერძო სტრუქტურას შორის |
Posted by: david1010 23 Sep 2018, 23:34 |
ბოლოს მოდერნიზებულ შემადგენლობებში მეტროს სქემა რატომ აღარაა გამოკრული? ან ის ტაბლოები როდემდე უნდა იყოს არეული, არასდროს რომ არ ემთხვევა გამოცხადება და ტაბლოზე ნაჩვენები ერთმანეთს |
Posted by: aloha__ 24 Sep 2018, 00:13 |
ბარემ მაგ თემაზე ვართ და ესეც ვახსენოთ, მოდერნიზებულებში მეტროს სქემა გააკრეს კარის თავზე და წარწერები ისეთი წვრილი შრიფტითაა, სკამების წინ ბინოკლები თუ არ ჩამოაკონწიალეს, ისე მაგას ვერ დაინახავ ლანძღვაც მეზარება უკვე |
Posted by: vatman 24 Sep 2018, 00:43 | ||
aloha__
ნუ.. ბოლოს მოდერნიზირებულებში ეკრანზეა უკვე, ძველი მოდერნიზირებულების გარემონტებულებში ხო საერთოდ მოძრაობა სადგურების მიხედვით ჩანს ZAZAi ასეთი მაჩვენებლები ახმეტელზე ჯერ კიდევ ნორაევიჩის დორს, რემონტისას დააყენეს. წარწერები ძლივს ჩანს |
Posted by: MANMUS 26 Sep 2018, 20:46 |
გურამიშვილი სანამ არ ჩამოინგრევა ხელს არ გაანძრევენ, ის ჭაღებიც ალბათ ჯართში ჩააბარეს. |
Posted by: Snow93 27 Sep 2018, 00:53 |
eraz ვარკეთილი რომ არ ჩამონგრეულიყო ასე მალე, სავარაუდოდ ეგ სადგურიც მაგ ბედს გაიზიარებდა |
Posted by: W-G1 27 Sep 2018, 01:31 |
მომენატრება ხოლმე Accident-ის პოსტები, დასაბუთებული სულ. ;დ |
Posted by: toyota12345 27 Sep 2018, 01:55 |
wit-georgia1 სად დაიკარგა ეგ იუზერი სულ მაინტერესებდა, ყველას ეხმარებოდა და ბევრი რამე იცოდა |
Posted by: W-G1 27 Sep 2018, 01:58 | ||
toyota12345
ბოლოს ნოემბერში დაპოსტა შარშან. გააუქმა ექაუნთი. |
Posted by: toyota12345 27 Sep 2018, 02:01 |
wit-georgia1 ვაა საინტერესოა, იმედია კარგად არის სულ მიკვირდა მაგდენი საიდან იცოდა ყველა განყოფილებაში ყველაფერი იცოდა და ხალხს ეხმარებოდა. |
Posted by: JSB14BSJ 27 Sep 2018, 16:21 | ||
wit-georgia1
Accident არც შემინიშნავს, ისე გაქრა. ხო კარგადაა? |
Posted by: suzgsxr 28 Sep 2018, 11:01 |
ვაგზლის ჩიხი (∩▽∩) . |
Posted by: suzgsxr 28 Sep 2018, 11:03 |
უი სურათის დადება დამვიწყებია |
Posted by: Snow93 28 Sep 2018, 11:13 |
suzgsxr ჩიხებში შეყევი მატარებელს? |
Posted by: toyota12345 28 Sep 2018, 11:16 |
დიდუბეში მემანქანე უცემიათ არ ვიცი რა მოხდა ბაქანზე მოხდაო რაღაცა შენიშვნა მიუცია პირველ ვაგონში რომ ხელით ნუ იჭერ კარსო და იმან დაარტყა ეგრევეო...... |
Posted by: suzgsxr 28 Sep 2018, 11:58 |
Snow93 არა შევიყვანე.მანდ ვაყენებთ საბურთალოს მატარებელს ღამე |
Posted by: Snow93 28 Sep 2018, 13:52 |
suzgsxr ვაა მემანქანე ხარ? toyota12345 ერთხელ ვიღაცეებს მეც მივეცი მსგავსი შენიშვნა რბილად რომ ვთქვათ, მაგრამ ბევრი არაფერი უქნიათ და ჩემ ნათქვამზე ორი ბაბუ წამოუხტა კიდევ სწორს გეუბნება რას აღებ რო აღებო |
Posted by: suzgsxr 28 Sep 2018, 20:36 |
Snow93 კიი კი გახლავართ.ახლახანს გავედი მანამდე მანევრაში ვიყავი |
Posted by: Snow93 28 Sep 2018, 20:42 |
suzgsxr აჰაა გასაგებია. საინტერესო იქნება ხოლმე შენი მოსაზრებები და პოსტები |
Posted by: toyota12345 28 Sep 2018, 20:47 |
suzgsxr გილოცავ მეგობარო ძალიან დიდ პატივს ვცემ მემანქანეეებს. მოგვიყევი რამე შენს პროფესიაზე რა ეტაპი გაიარე რამდენი ხანი სწავლობდი და ასე შემდეგ... |
Posted by: suzgsxr 28 Sep 2018, 23:14 |
toyota12345 გაიხარე მადლობა * * * რამდენი ვწერე და არ დაოდო |
Posted by: JSB14BSJ 29 Sep 2018, 07:44 | ||
suzgsxr
მანდ მოხვედრისთვის კრიპტოში ვიხდი!! |
Posted by: Валак 29 Sep 2018, 12:38 |
მეხუთე და მეოთხე ვაგონის მიბმა რა პრობლემას წარმოადგენს? |
Posted by: MANMUS 29 Sep 2018, 12:44 | ||
არ აქვთ საკმარისი რაოდენობის ვაგონები. |
Posted by: Snow93 29 Sep 2018, 13:51 | ||
გარდა იმისა რომ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, როგორ ფიქრობ პიკის საათში ვაგზლის, გლდანის ან ვარკეთილის პლატფორმა გაუძლებს კიდევ დამატებით ხალხით სავსე ვაგონს? |
Posted by: toyota12345 29 Sep 2018, 13:56 |
რა მაგრად მინდა ერთხელ კაბინაში მემანქანესთან და რამდენიმე სადგური მაინც რომ გავყვე, მაინცდამაინც კიბო უნდა მქონდეს და ბოლო სურვილი უნდა იყოს ჩემი რომ მერიას ვთხოვო და დამიშვან??? |
Posted by: Snow93 29 Sep 2018, 14:14 |
toyota12345 მაგას ვერ გაიგებ, ერთხელ ვიღაც ქალი შეიყვანა მემანქანემ მასე |
Posted by: toyota12345 29 Sep 2018, 14:34 |
Snow93 ჩემ თავზე მეშლება ნერვები მესწავლა რამე ნორმალური პროფესია, ახლა 26 წლის ასაკში გადავწყვიტე პოლიციელობა და ვემზადები აკადემისათვის აქამდეც ფორმა მიყვარდა მაგრამ რო ვუკვირდები ჯობდა რამე სხვა პროფესია ამერჩია......... |
Posted by: vaxo55 29 Sep 2018, 16:07 | ||
vatman
არა.ჩვენი ამერიკელი ძმები ამ სიტყვის ქვეშ სხვა ფასეულობას გულისხმობენ. |
Posted by: vatman 29 Sep 2018, 18:35 | ||
vaxo55
მთავარია ჩვენ რას ვფიქრობთ |
Posted by: MANMUS 29 Sep 2018, 19:07 |
მარჯანიშვილზე ქვედა ვესტიბულში ძველი სანათები ჩამოუხსნიათ, ისე რას ფიქრობთ არ მოვიდა დრო რომ ამ სადგურის ექსკალატორი შეიცვალოს? ექსპლუატაციის ვადა გასული აქვს როგორც ვიცი. |
Posted by: Snow93 29 Sep 2018, 19:41 |
eraz ეგ და ვაგზალი კატასტროფულ დღეშია, ყველას გასული აქვს ვადა უკვე |
Posted by: suzgsxr 29 Sep 2018, 20:40 | ||
eraz ესკალატორებში ვიმუშავე 3 წელი ძმაო და 50 წელი ქონდა ვადა მერე უნდა შეცვლილიყო საერთოდ.მანამდე პატარა რემონტები და კაპიტალურები უტარდებოდა.მოვიდა ვიღაცა ძია და გაუხანგრძლივა ვადა კიდე რამდენიმე წლით * * * toyota12345 არადა მიღება რო იყო ვეხვეწებოდი ჩემს ახლობლებს სივი გააგზავნეთ და 6 თვიანი კურსის მერე მემანქანე იქნებით მეთქი.ყველამ აუ რა ისწავლის და ეგრევე დამსვან და ეგეთები.მცოდნოდი მაინც * * *
სადგურმა შეიძლება აიტანოს მაგრამ დეპო ვერ აიტანს.გაჩერება ხო უნდა ღამე ? |
Posted by: toyota12345 29 Sep 2018, 20:51 |
suzgsxr რთულია სწავლა მანდ? ან რა გამოცდები ბარდება წინასწარ? უნარები თუ ბარდება კიდე ნიჩევო აი მათემატიკას თუ თხოულობენ მანდ დამენძრევა და ხომ არ იცი როდის აპირებენ კიდევ გამოცხადებას კონკურსის? ან რითი შეიძლება რომ დაბრაკონ ადამიანი |
Posted by: Snow93 29 Sep 2018, 21:24 | ||
toyota12345 შენი არ ვიცი და მე ასეთ რაღაცეებს როცა მეუბნებიან ლამისაა თავით გავიტანო სახლში კედელი |
Posted by: polaris 29 Sep 2018, 22:44 |
ხუთს გაუძლებს საგდურებიც (რამდენიმეზე იქნება მცირე რეკონსტრუქცია ჩასატარებელი, მორიგის ბუდკის და ზოგჯერ ფალშპორტალის გადანაცვლებით), დეპოც და სხვა ინფრასტრუქტურაც, მთავარი ისაა, რომ, რა უხნაურადაც არ უნდა ჟღედეს, ჯერ მაგის საჭიროება არ არსებობს. ინტერვალი როცა ტექნიკურ მინიმუმზე დავა (1.3 წთ) და მაინც ჭყლეტვა იქნება, მერე უნდა დაემატოს. ანუ, ჯერ ახალი მატარებლების დამატებით, ინტერვალი უნდა შემცირდეს. კარგია, რომ 502-ების მოდერნიზირებას იწყებენ, ხუცურაულს მაგას ჯერ კიდევ 5 წლის წინ ვეუბნებოდი და არ გამოვაო. აგერ თუ არა. კურსებზე რა პრობლემაა, ახლაც ჰქონდათ გამოცხადებული, უბრალოდ დასაქმების გარანტიას არ გაძლევს - რეზერვში ჩაგსვავენ და როცა ადგილი გათავისუფლდება, მერე დაგიძახებენ. |
Posted by: JSB14BSJ 29 Sep 2018, 22:59 | ||||
Snow93
ხუთვაგონიანი შემადგენლობებისთვისაა გათვალისწინებული * * * polaris ჯერ დავპოსტე და მერე ვნახე, რო გაგიცია პასუხი.
1:18? |
Posted by: Snow93 29 Sep 2018, 23:23 |
JSB14BSJ ფიზიკურად დაეტევა მაგრამ ძალიან დიდი ხანი მოუნდება ვაგონის დაცლას და დროც გაიზრდება ინტერვალების |
Posted by: toyota12345 29 Sep 2018, 23:26 |
კაროჩე ვაკვირდები ხოლმე დიდი ხანი რო იგვიანებს მატარებელი დღეს მაგალითად პიკზე 7 წუთზე მეტი ველოდე მატარებელს და რომ მოვიდა ძლივს შევედი დაპრესილი იყო. ხოდა რას ვამბობდი მასე რო იგვიანებს ყოველთვის მალევე მოდის მაგის შემდეგი და ჯობია თუ არ ეჩქარება ადამიანს დაელოდოს შემდეგ მატარებელს და ბევრად ცარიელში ავიდეს...... ვაახ ბიჭო ეს სუნი რა მაგრად მევასება ავლაბრის და სამასების შუაში რომ არის გოგირდის იმენა მაგიჟებს..... რაც მანქანა გავყიდე ეს ბოლო 1 თვეა ხშირად დავდივარ ფეხით და მეტროთი და უფრო ბევრ რამეს ვაკვირდები მანქანით რომ დავდიოდი საცობში ნერვების მოშლის მეტი არაფერი არ იყო და ქონია როგორც ჩანს უმანქანობასაც პლიუსები...... მაგრამ ერთი არის ძალიან ცუდი მოსახლეობა არის თბილისში ძალიან ბევრი და რამე უნდა მოიფიქრონ ყველა თბილისში არის ჩამოსული....... |
Posted by: polaris 30 Sep 2018, 01:36 | ||
JSB14BSJ
ბოდიში, 1.5 უნდა დამეწერა, ანუ წუთი და 30 წამი. |
Posted by: JSB14BSJ 30 Sep 2018, 11:19 |
მე კიდე ის მაინტერესებს, რატომ არ ამთავრებენ დაუმთავრებელ მეორე ამოსასვლელებს? ხალხს ამით მაინც ხო შეიძლება გაუადვილო ცხოვრება ამ ინვესტორთა და ტურისტთა სამოთხეში. ან არსებული მეორე ამოსასვლელების 20 საათამდე მუშაობა რა უბედურებაა... |
Posted by: MANMUS 30 Sep 2018, 11:49 |
რა მეორე ამოსასვლელის დამთავრებაზეა ლაპარაკი სადგურებისთვის ვერ .მიუხედიათ |
Posted by: Snow93 30 Sep 2018, 13:26 |
JSB14BSJ გუშინ განვიხილავდით სამსახურში ახმეტელის მეორე ამოსასვლელს.... კატასტროფა ხდება გლდანში მაგის ფეხებზე დაკდიების გამო |
Posted by: W-G1 30 Sep 2018, 13:50 | ||
Snow93 Metal Machine
ახმეტელთან ისევ არიან გარევაჭრები? ერთი პერიოდი ხო დაშალეს და. |
Posted by: JSB14BSJ 30 Sep 2018, 13:54 | ||
Snow93
მარტო ახმეტელი? მარჯანიშვილი, რუსთაველი, თავისუფლება... კიდეა? მარტო თავისუფლების მეორე ამოსასვლელი რამხელა თავის ტკივილს მოხსნიდა... |
Posted by: Snow93 30 Sep 2018, 17:59 |
JSB14BSJ ახმეტელი ყველაზე მარტივად დასასრულებელია და იმიტომ ვახსენე პირველი. თავისუფლებაზე ორი აზრი არაა რადიკალურად შეცვლის სატრანსპორტი კვანძს, მაგრამ ბლომად სამუშაო მანდ ჩასატარებელი. რუსთავლეს მეეჭვება ამ ეტაპზე ჭირდებოდეს და მარჯანიშვილი აუცილებელია |
Posted by: Snow93 2 Oct 2018, 15:51 |
„ურბანულმა ლაბორატორიამ“ 2017 წლის მაისში თბილისის მერიას და საკრებულოს წარუდგინა მეტროპოლიტენის სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელის გახსნის ინიციატივა. „თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელის გახსნა ბარათაშვილის ქუჩის მიწისქვეშა ამოსასვლელში, რომლის სიახლოვესაც 30-ზე მეტი ავტობუსის და მიკროავტობუსის მარშრუტი გაივლის, ხელს შეუწყობდა მეტროპოლიტენის და მიწისზედა ტრანსპორტის ინტეგრაციას და წაახალისებდა მეტროპოლიტენის გამოყენებას. ასევე, არსებული ამოსასვლელი გაზრდიდა მეტროპოლიტენის ქსელის დაფარვის ზონას: ის დაშორებულია იუსტიციის სახლიდან 300 მეტრით, მიმდებარე ტერიტორიაზე კი მდებარეობს სავაჭრო ცენტრები და კულტურული ღირშესანიშნაობები. მათ სიახლოვეს მეტროპოლიტენის ამოსასვლელის გახსნა მოიზიდავს დამატებით მომხმარებლებს და შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს. აღნიშნული ამოსასვლელის გაყვანას აადვილებს ის ფაქტი, რომ სადგურ ,,თავისუფლების მოედანზე“ უკვე არსებობს სადგურის გამნაწილებელი დარბაზის ბოლოდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებითკენ. თავად ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი გათვალისწინებულია მეტროპოლიტენის მაღალ მგზავრნაკადზე და აღჭურვილია ოთხი ამოსასვლელით: ორი ბარათაშვილის ქუჩაზე (მათგან ერთი თავის მხრივ, იყოფა ბარათაშვილისა და პუშკინის ქუჩების მიმართულებით), თაბუკაშვილის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე მდებარე პარკში. „ურბანული ლაბორატორიის“ მეტროპოლიტენთან დაკაშირებული რეკომენდაციების სრულ დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: https://issuu.com/tbilisiurbanlab/docs/tbilisimetro_pp_short_geo_02.05.17 |
Posted by: ჭოლო 2 Oct 2018, 21:52 |
რა დაჯდება მაგი გაკეთება ისე? ძაან კაი იდეაა |
Posted by: MANMUS 2 Oct 2018, 22:35 |
იდეა მართლაც კარგია მარა არაფრის მაქნისები ესენი არ არიან. |
Posted by: dundee 2 Oct 2018, 22:48 | ||||
კორპუსები შენდება. და ახალი სად უნდა გაჭრან არვიცი.
საღამოს 6 საათის შემდეგ. |
Posted by: ფაშისტი 3 Oct 2018, 08:31 | ||
dundee
არ ეკრძალებათ? |
Posted by: Snow93 3 Oct 2018, 10:31 | ||||
არჩევნებამდე არა ალბათ |
Posted by: Snow93 4 Oct 2018, 10:32 | ||
it's close to midnight and he's barking at the moon! ახლა ვნახე რატომღაც, იმედია ფაბი არ დამვორნავს |
Posted by: Snow93 10 Oct 2018, 09:43 |
დღეს დილით ვარკეთილის მეტროსადგურში მგზავრები გარკვეული ხნით შეყოვნდნენ. მიზეზი მგზავრობის საფასურის გადახდის მოწყობილობის გათიშვა გახდა, რაც მათმა ტექნიკურად გაუმართაობამ გამოიწვია. როგორც “სითი კვირას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში განუცხადეს, პრობლემა მხოლოდ ვარკეთილის მეტროსადგურს შეეხო. გათიშული იყო 6 მოწყობილობიდან 4. მათივე განმარტებით, გადახდის სისტემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი კომპანიამ (მს+) პრობლემა მალევე აღმოფხვრა და რამდენიმე წუთში მგზავრებს ჩვეულებრივ შეეძლოთ მოწყობილობებით სარგებლობა. იქამდე კი, ვიდრე ტექნიკური ხარვეზი გამოსწორდებოდა, სათადარიგო გასასვლელი ფუნქციონირებდა, რათა მგზავრების გადაადგილება დამატებით არ შეფერხებულიყო. |
Posted by: MANMUS 10 Oct 2018, 19:37 |
ავლაბარში ჩასვლა შეგეშინდება უკვე ისეა ჩაბნელებული მეორე ხაზზე ძაან დებილი გამომცხადებელია საზიზღრად ისმის |
Posted by: ZSU-23-4 12 Oct 2018, 15:02 | ||
eraz
კომპიუტერული თამაში, მეტრო 2033 ვისაც უთამაშია: იქ სადგურს მონსტრებისგან 50 კალიბრიანი ტყვიამფრქვევით რომ იცავ, შემდეგ გვირაბები რომ უნდა დანაღმო და ჩამოანგრიო, ზუსტად მაგ ტურს გავს |
Posted by: toyota12345 12 Oct 2018, 15:11 |
მანქანა გავყიდე მეტრო გაასწორებს უფრო მალე ვივლი მეთქი, ბლომად არის ხალხი ვაგონებში ზოგჯერ ვერც შეხვალ ამ შაბათ კვირას თბილისობა დღეს შუადღეს ვაგზალზე ორი მატარებელი გავუშვი აი იმენა ვერ შევედი, და ჩვეულებრივ სამუშაო დღეებში პიკის საათში საშინელებაა. |
Posted by: MANMUS 12 Oct 2018, 16:11 | ||
მეორე ხაზზე დელისამდე ზედახორაა და ვაჟადან უკვე თავისუფალია * * * ვიღაც ახვრებმა კიდევ ,,გაალამაზეს"ვაგონები დღეს ვნახე ნაძალადევიდან რომ მოდის მაგ მხარეს ვაგზალზე რო ჩიხია მანდ იდგა გარედან გაფორმებული, მატარებელმა მაგ ადგილას ძაან ნელა გაიარა და დავინახე |
Posted by: Rapanui 15 Oct 2018, 17:40 |
აპილიგრიმდით მეტრომანიაკნო არსენალისა თავზედ, აპილიგრიმდით! » სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ « |
Posted by: polaris 15 Oct 2018, 20:49 | ||
Rapanui
დიდსა განსაცდელსა შინა უშვებ ქრისტესმიერ ძმებს და დებს |
Posted by: MANMUS 16 Oct 2018, 15:40 | ||
1 წელი გასულა |
Posted by: Snow93 16 Oct 2018, 16:11 | ||||
ხო მეც ამომიგდო ახლა მემორიმ |
Posted by: suzgsxr 22 Oct 2018, 10:24 |
ეს ორი დღეა მღებავები ძაან გააქტიურდნენ.დღეს დილას მთლიანი შემადგენლობა დაგვხვდა შეღებილი.გერმანელი დაუჭერრიათ გუშინ დელისზე.რა მუღამს იჭერენ ხალხის წვალებით ნეტა |
Posted by: MANMUS 22 Oct 2018, 10:48 |
ისევ პრაღის სტილში ღებავენ თუ წითელ-შავ ფერებში? |
Posted by: ქაფქიანა 22 Oct 2018, 11:49 |
12 ახალი შემადგენლობაო (ვაგონს გულისხმობდა) კალაძემ, 2019 წლის ბოლომდეო. მიწისზედა მეტროო ჯერ სამგორი-ლილოო, მერე სამგორი-ფონიჭალაო და პერსპექტივაში, რუსთავიო |
Posted by: Kotola 22 Oct 2018, 11:54 |
http://netgazeti.ge/news/313113/?fbclid=IwAR2s3nGX4uqh0QkVyBycnJRBHcIGUj-ANs3pdsFSvnfj_lLoMzUTAluVWUU სამგორიდან ლილოს მიმართულებით ახალი მეტროსადგურები აშენდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა მამუკა ბახტაძემ ეკონტრანსპორტის გეგმის პრეზენტაციაზე განაცხდა. მისი თქმით, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ. ბახტაძემ თავის გამოსვლაში ასევე დასძინა, რომ მიწისზედა მეტროს განვითარება მნიშვნელოვანია სამომავლოდ თბილისის მეტროს სისტემისთვის რუსთავის მიბმის თვალსაზრისითაც, რასაც მთავრობა ასევე აპირებს. სამგორი ლილოს ახალი მიწისზედა ხაზის ფარგლებში კახა კალაძის ცნობით 7 ახალი სადგური აშენდება. პირველ ეტაპზე იგეგმება სამგორის სადგურის რეაბილიტაცია და მისი დაკავშირება ლილოს ბაზრობასთან და აეროპორტთან. ეს პროექტი კალაძის ცნობით 90 მილიონი დოლარი ჯდება. მისი განმარტებით, თავდაპირველად ამ ხაზზე მატარებლისთვის მოცდის შუალედი 10 წუთი იქნება, თუმცა შემდგომში ეს დრო დაბლა დაიწევს. კალაძის ცნობით, ეს ხაზი 200 000 ადამიანს მოემსახურება. |
Posted by: vatman 22 Oct 2018, 12:25 | ||||
ვახ ჩემი.... მეტროს და ავტობუსების გარდაც ამდენი დაბოლება რა იყო....
რანაირად |
Posted by: levaa 22 Oct 2018, 12:30 |
ვარკეთილში ჭერი როგორც გაამაგრეს ეგრე თუ გაამაგრეს პლატფორმაც ვერ მოხდება კარგი ამბავი |
Posted by: Snow93 22 Oct 2018, 12:30 |
შემეშალა და აქ დავპოსტე სხვა რაღაც |
Posted by: rommel 22 Oct 2018, 12:48 |
არადა რამდენჯერ მიოცნებია ლილომდე რომ დაგრძელებულიყო მეტრო. ტექნიკურად სულაც არაა რთული. იქნებ მართლა გააკეთონ. |
Posted by: Snow93 22 Oct 2018, 12:50 |
rommel ალბათ მიწისზედაზე გულისხმობ... მაგხელა მანძილზე გვირაბის გათხრა... |
Posted by: ქაფქიანა 22 Oct 2018, 12:52 |
გვირაბი არა, მიწისზედაო. რაც არის, შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურა, მაგას გამოვიყენებთ მიწისზედა მეტროს ასაშენებლადო. ტექნიკურად მამენტ, არაა რთული. |
Posted by: da_to 22 Oct 2018, 12:55 | ||
vatman
ეგ რო იცოდნენ რა უჭირთ საარჩევნოდ მუშაობს ეგეთი ვაუ ნიუსები ... სამწუხაროდ |
Posted by: TramwayMan 22 Oct 2018, 12:56 | ||
ქაფქიანა
სად მინდორში? |
Posted by: rommel 22 Oct 2018, 12:59 |
Snow93 რა თქმა უნდა მიწისზედა. რა საჭიროა გვირაბი. ფონიჭალაც კანფეტი იქნება. ზემო და ქვემო ფონიჭალის დამაკავშირებელი გზის გვირაბი სადაც კეთდება, იქ უნდა მოეწყოს პარკინგი და მშვენიერი იქნება. ათასობით ადამიანი ამოისუნთქებს. |
Posted by: mywebber 22 Oct 2018, 13:02 |
რა ინფრასტრუქტურაა ლილოში შემოვლითი რკინიგზის? |
Posted by: vatman 22 Oct 2018, 13:26 | ||
რა მეტრო, 3-4 რკინიგზის 2 ვაგონიანი შემადგენლობა საკმარისია აეროპორტიდან ვაგზალამდე. 20 წუთი საკმარისი ინტერვალია საწყისი პერიოდსათვის. და არა დღეში 2 ჯერ რო დადის. 1 თვეში მოსახერხებელი ამბავია ეგენი კიდევ მეტროო. ან ლილოში რა საჭიროა მეტრო, მხოლოდ შაბათ-კვირისთვის მაგას სჯობია დანიშნონ ავტობუსის ხაზი, რომელზეც შაბათ-კვირას დაამატებენ სხვა ხაზებიდან შაბათ-კვირის გრაფიკით განთავისუფლებული ავტობუსები rommel
მოაწყე 3-4 პლატფორმა, და 2 ორვაგონიანი შემადგენლობა საკმარისია სამგორამდე (+1 რეზერვი) |
Posted by: eleqtro 22 Oct 2018, 13:35 |
ბულშითია რუსთავში მეტრო. არსებობს რკინიგზის ხაზი. საკმარისია კასპი-გარდაბნის მარშუტზე ნახევარსაათიანი შუალედებით 4 ვაგონიანი შემადგენლობების გაშვება. |
Posted by: rati nwt 22 Oct 2018, 13:47 |
შეიძლება დაბოლებაა, მაგრამ იმედი მაინცაა იქნებ გამოვიდეს. მაგ მხარეს იმდენად გაუმართავად მოძრაობს ტრანსპორტი, რომ ეს ბევრ პრობლემას მოხსნის. ვიდეოში გაკეთებული გრაფიკის მიხედვით მეტრომ კახეთის გზატკეცილის გასწვრივ უნდა გაიაროს. მანდ არის ძველი რკინიგზა, სადაც როგორც მახსოვს დადიოდა მატარებელი აეროპორტიდან-სადგურის მოედნამდე დილით ადრე და მერე საღამოს. ალბათ ამ ძველ სამატარებლო რკინიგზას გამოიყენებენ მეტროს ასამუშევბლად. ძველი სამატარებლო რკინიგზის მეტროს რკინიგზად გადაკეთება როგორ მოხდება? ასე მარტივია? კომპეტეტური ხალხი გამოდით. იქ უბრალოდ რკინიგზაა, მეტროსთვის საჭირო ინფრასტრუქრტურის დამატება როგორ მოხდება. |
Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 13:50 |
rati nwt რათქმაუნდა დაბოლებაა, მაგას იმდენი მაყუთი უნდა ჩვენი ქვეყანა ვერ გაქაჩავს. აღარ იციან ქოცებმა წინასაარჩევნოთ ხალხი როგორ მიიზიდონ |
Posted by: rati nwt 22 Oct 2018, 14:02 |
toyota12345 კი მეტრო სადგურების კეთება საქართველოს ბიუჯეტის ქვეყნისთვის ურთულესია. მე რის გამოც ვუშვებ, რომ ეს პროექტი გამოვიდეს არის ის რომ ეს მიწისზედა მეტრო იქნება. მთავარი პრობლემა გვირაბების გაყვანა, ამ გვირაბების აღჭურვა/მოწესრიგება, ესკალატორების დაყენება და სხვა ბევრი პრობლემა, რასაც ჭირდება ფული, ჩემი წარმოდგენით საჭირო არ იქნება მიწისზედა მეტროს შემთხვევაში. ამიტომ ვფიქრობ ნაკლები თანხა უნდა დაჯდეს და განხორციელებადია ეს პროექტი. თუ სერიოზულად მიუდგნენ. |
Posted by: Kublicha 22 Oct 2018, 14:18 |
Fabian ფაბიან, გადმოიღე შენი გეგმები თაროებიან, ნორიოში და თიანეთში რომ მიგყავდა მეტრო. იქნება მოეწონოთ ეგეც. |
Posted by: mywebber 22 Oct 2018, 14:30 | ||
ხალხიც ცხოვრობს ლილოში თან აქტიურად მიდის უკვე მანდეთ განაშენიანება და რამდენიმე წელიწადში საკმაოდ გაიზრდება ხალხის რაოდენობა. |
Posted by: Kotola 22 Oct 2018, 14:36 |
შემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურის გამოყენებას რაც შეეხება, სატელიტურ რუკებს ჩავხედე და სამგორიდან ლილომდე მართლაც აშენებულია რამდენიმე ახალი ხიდი, სადაც შემოვლით რკინიგზას უნდა გაევლოდა მაგას გულისხმობენ სავარაუდოდ, მაგრამ ეგ ზღვაში წვეთია და ის იმდენი მიწის სამუშაოები, რაც ზღვის გასწვრივაა ჩატარებული, იმდენი გვირაბი და ხიდი, რაც მაგ პროექტის გამო აშენდა და 200 მილიონი ევრო დაჯდა თუ სწორად მახსოვს, მაინც წყალში გადაყრილი გამოდის და ხალხს სამი ხიდის გამოყენებით აბოლებენ რო სემოვლითი რკინიგზის ინფრასტრუქტურას იყენებენ |
Posted by: TramwayMan 22 Oct 2018, 14:57 | ||
rati nwt
მოქმედი რკინიგზაა და არა ძველი რკინიგზა მეტრო ვერ გამოიყენებს რკინიგზის ხაზს ვერანაირად. რაც ამათ უნდათ მანდ გამოვა მხოლოდ ლაით რეილი ანუ ტრამვაი მატარებელი სხვა არაფერი. თUმცა ეგეც რამდენადაა საჭირო დოკუმენტაციამ უნდა დაადიგნოს რაც არ გუაკეთებიათ ჯერ ეს არის ხმოლოდ წინასაარჩევნო ბოლი რომელიც დოკუმენტებით არ მყარდება. |
Posted by: rommel 22 Oct 2018, 15:42 |
vatman ლილოს დასახლებაში ყოფილხარ? საკმაოდ დიდი დასახლებაა, რომელიც მოწყვეტილია მთლიან სატრანსპორტო ქსელს. პლუის ლილო მოლი, სადაც ყოველდღიურად ათასობით ადამიანიმი მიდის სამუშაოდ და სავაჭროდ. რა შუაშია შაბათ-კვირა? * * * TramwayMan და მატარებელი-ტრამვაი რომ იყოს ინტეგრირებული სამგორის მეტროსთან არ შეიძლება? |
Posted by: ქაფქიანა 22 Oct 2018, 15:48 | ||
TramwayMan
რა პრობლემაა მერე? ილუსტრაციიდანაც ეგ ჩანდა, რომ არსებითად, ტრამვაის ჩქაროსნულ ხაზს გულისხმობენ მიწისზედა მეტროში. იყოს ეგრე, რა უჭირს? |
Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 15:49 |
მე ვცხოვრობ ლილოში და მე მაინც ვიცი რა მაგრად არის ქალაქისგან მოწყვეტილი მიუხედავათ იმისა რომ სამგორის რაიონს ეკუთვნის. დადის 1 ნომერი ავტობუსი მეტრო ისნამდე პატარა ბოგდანები რომელშიც ასვლა დილით ლილოდან და საღამოს ისნიდან შეუძლებელია გადატენილია და პლიუს მაგას დედა არ ყავს პატარა უსწორმასწორო გზაზე ჰაერში გახტუნავებს ამორტიზატია არ უმუშავებს ავტობუსებს... დადის 221 ნომერი ყვითელი მარშუტკა რომელიც ლილოდან მოძრაობს ვაგზლის მოედნამდე, დრო იყო ეს ხაზი კარგად მუშაობდა მაგრამ რამდენი თვეა უკვე მხოლოდ 2 მარშუტკა მოძრაობს ერთი ლილოდან გადის და მეორე ვაგზლიდან გამოდის ხალხი თითქმის აღარ მოძრაობს ამ ხაზით...... და სხვებთან შედარებით ყველაზე ნორმალურათ მოძრაობს 82 ნომერი მარშუტკა რომელიც ვარკეთილის მეტრომდე მოძრაობს დადის 6 ცალი მარშუტკა შუადღით ასე თუ ისე იმგზავრებ უპრობლემოთ მაგრამ საღამოს თუ გინდა ლილოში მოსვლა ჩათვალე 3 მარშუტკას გაუშვებ შეიძლება ვერ ახვიდე იმდენი ხალხია ან თუ ახვედი ფეხზე დადგები 90% და იგივე არის დილით ლილოდან. ამ უბნელი ვინმე თუ ხართ ფორუმზე ან ამ თემაში და წაიკითხავთ მიხვდებით რომ მართლაც ეგრეა. დასახლება მართლაც დიდია ასევე უერთდება პატარა დასახლებები ლოჭინის დასახლება (იგივე ჯუნგლები) და საქნავთის დასახლება ეგ უფრო ტრასისკენ არის ზევით კახელების რესტორანი გეცოდინებათ მანდ, და საქნავთის დასახლების ხალხიც 82 ნომრით მოძრაობს. |
Posted by: vaxo55 22 Oct 2018, 16:09 |
დღეს ყველაფერი მომავალ დროში რატომ გვაქვს? "გურამიშვილის" სადგური დავიწყებას მიეცა თუ რაღაც უფრო გრანდიოზული ჩანაფიქრით გადაიფარება!? |
Posted by: Snow93 22 Oct 2018, 16:22 |
ძალიან ძალიან გავს ეს ყველაფერი წინასაარჩევნო და ქულების დასაწერ დაბოლებას, ამას წინათ მომიწია ლილოში წასვლა შაბათს 12-სკენ და გადატვირთული იყო მოძრაობა ერთი პატრული არ იდგა მაინცდამაინც ქალაქის ცენტრს თუ არ დაერხა დალშე კიდიათ მეორე მხრივ კი გამიხარდა რომ მეტროს თემა დაიძრა... |
Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 16:26 |
Snow93 ბაზრობის დღეებში ანუ საბითუმო არის კვირა და ხუთშაბათი ძირითადად მაგ დღეებში ლილოს დასახლების ჩასახვევიდან ანუ სოკარის კალონკიდან იწყება უშველებლი საცობი ლილოს ბაზრობამდე, მანქანები არის უკვე ძალიან ბევრი და მე მაგ ახსნას ვპოულობ. მაგ გზაზე ვარ გაზრდილი და ადრე არ იყო ასეთი ამბავი. ასევე შუქნიშანი არის კიდევ მეორე კახელების რესტორანთან და ეგ შუქნიშანიც მაგრად აფერხებს. მაგარი მიგდებულია და საშინელი უბანია, ჰაერი რო ჰაერია ეგეც კი არ არის კარგი იმდენი ქარხანა მუშაობს რომელი ერთი ჩამოვთვალო და ასევე კოდის ფაბრიკა კვერცხის წარმოების ეგეც აქაა და სუნი რო წამოვა ხოლმე........... ასევე დიდი ლილოს ნაგავსაყრელიც. |
Posted by: vatman 22 Oct 2018, 17:00 | ||
rommel
მოწყვეტილი იმას არ ნიშნავს რო მეტროს ტევადობის ტრანსპორტი სჭირდებოდეს. ჩემი აზრით საკმარისი იქნება მანდ 2-3 ავტობუსის ხაზის დამატება სამგორი-ისნამდე, და არა ისე როგორც ეხლა რო N1 მაშრუტი მთელ დასახლებას არტყავს წრეს, თანაც პატარა ბოგდანი. საკითხავია კიდევ რამდენად შესაძლებელია სადგურის ფეხით სავალ მანძილზე რო იყოს. ხოლო ლილოს ბაზრობაზე რამდენიმე პოსტის წინ დავაფიქსირე აზრი |
Posted by: Snow93 22 Oct 2018, 17:04 |
toyota12345 ეგ ნაგავსაყრელი წლიდან წლამდე წინასაარჩევნო დაპირებების დროს ახსენდებათ მხოლოდ. ხო რაც თქვი ყველაფრის ლოგიკური ახსნაა მანდ მასეთი ტრანსპორტის გაყვანა, მაგრამ მე მიკვირს ასე მოკრძალებით რატომ წარადგინეს როგორც წესი მასეთებს გრანდიოზულად ხსნიან ხოლმე |
Posted by: polaris 22 Oct 2018, 17:27 |
ერთის მხრივ, მერია საუბრობს სამარშრუტო ქსელის ისეთ რეორგანიზაციაზე, სადაც მეტროს ექნება არტერიის ფუნქცია და პერიფერიები ავტობუსების მარშრუტებით დაუკავშირდება მას, ხოლო მეორეს მხრივ, გეგმავს ერთ-ერთ პერიფერიულ მარშრუტზე მეტროს მშენებლობას, რაც პირველ ამოცანას სრულიად ეწინააღმდეგება. მეტროს განვითარებისთვის საჭირო თანხები უნდა მოხმარდეს მისი ყველაზე დატვირთულ უბნების მიმართულებით განვითარებას და არა იმ მიმართულებებზე, სადაც მგზავრნაკადის ადეკვატური ტრანსპორტის განვითარება გაცილებით უფრო ნაკლები დანახარჯებით არის შესაძლებელი. ამ პროექტისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი უმჯობესი იქნებოდა მოხმარებოდა მეტროს ქსელს მოწყვეტილი დიდი საძილე უბნების (დიდი დიღომი, დიღომი, ვაზისუბანი) მაღალი გამტარუნარიანობის მქონე ტრანსპორტით დაკავშირებას ქალაქის ცენტრთან. რათა თავიდან ავიცილოთ ბიუჯეტის არაეფექტიანი ხარჯვა, გასათვალისწინებელი შემდეგი ასპექტები: 1. ასეთი მასშტაბის პროექტის აუცილებლად უნდა მოიცავდეს დასაბუთებას, თუ რა პრინციპით შეირჩა არსებული მიმართულება და რა მგზავრნაკადებია მოსალოდნელი; 2. უნდა გათვალისწინებული იყოს მეტროს, როგორც ურბანული ტრანსპორტის იერარქიაში, ყველაზე მაღალი დონის ტრანსპორტის დანიშნულება: მეტროს გაყვანა მხოლოდ მგზავრებით ყველაზე დატვირთულ მიმართულებებზეა მიზანშეწონილი; 3. ლიანდაგის საერთო სიგანის მიუხედავად, ერთ ლიანდაგზე მეტროს და სარკინიგზო შემადგენლობების ერთობლივი ექპლუატაცია გამორიცხულია, შესაძლებელია მხოლოდ ზედა საკონტაქტო ქსელით მოსარგებლე ტრამვაის ან ელეტრომატარებელების ერთობლივი მოძრაობა. პროექტის ავტორებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოცემულ მონაკვეთზე მეტროს ტიპის მატარებლების ექსპლუატაციის შემთხვევაში, კახეთის სარკინიგზო სისტემა მოწყდება საქართველოს რკინიგზას; 4. უნდა გათვალისწინებული იყოს, თუ რა დატვირთვას მოახდენს სამგორის სადგურზე დამატებითი მგზავრნაკადი და რამდენად იქნება მზად მეტროპოლიტენი მისთვის; 5. ამ მასშტაბის პროექტების განხორციელება დაუშვებელია საზოგადოების წინასწარი ინფორმირების და მოცემული საკითხის სპეციალისტებთან ფართო კონსულტაციების გარეშე. |
Posted by: rommel 22 Oct 2018, 17:45 |
vatman ზუსტადაც რომ მეტროს ტევადობის ტრანსპორტი ჭირდება, საკმაოდ მოზრდილი დასახლებები+ 2 ყველაზე დიდი სავაჭრო ცენტრი, აეროპორტი და თბილისის მახლობლად მდებარე დასახლებები. თან საფუძვლიანი ეჭვი მაქვს რკინიგზის ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გრძელვადიან პერსპექტივაში, რელსებიანი ელექტრო ტრანსპორტი ყოველთვის მომგებიანია, განსაკუთრებით ჩვენთვის. |
Posted by: MANMUS 22 Oct 2018, 18:51 |
ხალხო რა ახალი მეტროს ხაზები გჯერათ მაგ ზღაპრების? არსებული მეტროსადგურებისთვის ვერ მიუხედავთ ისევ უგულავასდროინდელი გახუნებული პლასტიკატები როა მიკრული ზოგან, აგერ გურამიშვილი და ავლაბარი 1 წელია მიგდებულია, ისეთ დღეში არიან ჩასვლა მეზიზღება ან ვაგზალი2ზე რო პაპაჩემისდროინდელი პლასტიკატი როა მიკრული მაგისთვის ვერ მოუვლიათ და სხვა რაზეა ლაპარაკი |
Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 19:01 |
ვაგზალზე საბურთალოს ხაზზე გადასასვლელი დერეფანი რომ არის აი მანდ გასვლა არ მინდა ხოლმე ისე არ მიყვარს ეგ ადგილი, ჯერ მარტო ამდენ გაჭირვებულ ადამიანს რომ ვხედავ გული მიწუხდება რატომ უნდა იყვნენ მასე ერთხელ ცხოვრობს ადამიანი და ყველას აქვს უფლება რომ მშიერი არ იყოს და არ მათხოვრობდეს მაგრამ რა გინდა რო ქნა ეს ხო ქვეყანა არაა....... |
Posted by: Nescafe13 22 Oct 2018, 20:11 | ||
toyota12345
საქართველოს პოსტის ფილიალი მანდეთაა ხო მგონი ? ამას წინათ ამანათი მანდ გააგზავნეს შეცდომით და სამგორის მეტროდან გავყევი რა ნომერი იყო არ ვიცი აი პიზდეცი იყო იმენა ვერ ვსუნთქავდი , კარგა მანძIლი ფეხით გავიარე ბოლოს როგორ შეიძლება ესეთი რამ მერე კიდე კერძო ტრანსპორტი შევზღუდოთო იმენა არ მირჩევნია 10 ლარის ბენზინი ჩავასხა და მივიდე - მოვიდე ჩემ გემოზე ? ჯერ ძLივს ადიხარ, იქაც ვერ ჯდები და თU ფეხზე დგახარ იჭყლიტები ზემოდან ეგეთ ადგილებში 10 წუთის ინტერვალით მაინც უნდა იაროს ავტობუსმა რომ ეგეთი პიკი არ იყოს |
Posted by: TramwayMan 22 Oct 2018, 20:19 | ||||||
ქაფქიანა რასაც გულისხმობენ ის უნდა თქვან და არა მიწისზედა მეტრო. ეს სხვა რამეა. rommel
ინტეგირებაში რას გულისხმობ? მეტროს ხაზზე ვერ ივლის. rommel
შენი პირადი კვლევის საფუძველზე დაასკვენი_
რკინიგზის ინფრასტრუქტურას ვერ გამოიყნებეს მეტრო სხვადასხვა გაბარიტები აქვთ, გარდა ამისა მეტრო მესამე რელსით იკვებება, რკინიგზა საკონტაქტო სადენით. თბილისი მეტრო მიწის ზემოთ შესაძლებელია მხოლოდ ესტაკადაზე, მიწაზე ის ვერ ივლის. |
Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 20:27 |
Nescafe13 Nescafe13 კი ლილოში არის ფოსტა, ქვემო სამგორიდან 1 ნომერს გამოყვებოდი. მე მანქანა გავყიდე ამასწინათ და ვიფიქრე რომ არ გამიჭირდებოდა საზ ტრანსპორტით სიარული მაგრამ დილით თუ მინდა სადმე გასვლა ან საღამოს სახლში დაბრუნება იმენა წვალებაა, ახლა რამე ფინანსები თუ გამოვნახე ისევ მანქანაზე გადავჯდები. ყოველთვის ვიძახდი რომ საზ ტრანსპორტი უნდა განვავითაროთ ხალხმა და ამდენი მანქანა რატომ დადის მეთქი გააჩერეთ მანქანები და ავტობუსით და მეტროთი ვიაროთ მეთქი მაგრამ ახლა ჩემი სიტყვები უკან მიმაქვს!!! სანამ არ მოგვარდება ტრანსპორტის პრობლემა და თავის ნებაზე რომ დადიან მარშუტკები ა პუნქტთან აბირჟავებს 4 მარშუტკა და ბ ბუნქტთან ელოდება ზღვა ხალხი და სპეციალურად წელავენ მისვლას რომ ბევრი ხალხი დადგეს ფეხზე!!!!! |
Posted by: rommel 22 Oct 2018, 20:33 |
TramwayMan მატარებელი-ტრამვაი რომ მივიდეს სამგორამდე და მერე მეტროში გადასხდნენ, ამას ვგულისხმობ ინტეგრირებაში. ჩემს კვლევას რაც შეეხება- რომ იტყვიან მაგ გზაზე ვარ გაზრდილი და ჩემი აზრი გამოვთქვი. ნუ ახლა მთლად სისტრა არ ვარ |
Posted by: TramwayMan 22 Oct 2018, 20:38 | ||||
rommel
დაახლოებით ასეთი დასაბუთებებით რომ აკეთებენ პროექტებს იმიტომ გაბრწყინდა ამ ქალაქის ინფრასტრუქტურა და ტრანსპორტი
ეს შესაძლებელია, მაგრამ ტრამ-ტრეინი არ არის მიწისზედა მეტრო |
Posted by: ქაფქიანა 22 Oct 2018, 20:44 | ||
TramwayMan
რასაც გულისხმობენ ის რომ თქვან, შთამბეჭდავად არ გამოუვათ. ,,მიწისზედა მეტრო" უფრო ეფექტურად ჟღერს, ვიდრე თუნდაც იგივე ,,ჩქაროსნული ტრამვაი". |
Posted by: rommel 22 Oct 2018, 20:58 | ||
კარგი ნუ მიგაქვს გულთან მართლა სისტრას დასკვნა თუ არ მიჭირავს ხელში ჩემი აზრი არ უნდა დავაფიქსირო? ფორუმია ბოლო ბოლო მიყვარს რელსებიანი ტრანსპორტი და ყოველთვის მის განვითარებას დავუჭერ მხარს. მით უმეტეს რომ დიდი ალბათობით შენი ნახსენები ტრამ-ტრეინი იქნება და არა მიწისზედა მეტრო. ზემოთ ეს ვიგულისხმე, როცა დავწერე ეჭვი მაქვს არსებული რკინიგზის ინფრასტრუქტურას გამოიყენებენ მეთქი. |
Posted by: JSB14BSJ 22 Oct 2018, 21:06 |
ქოცივით, ნაცივით და ნაღდი ქართველი ამომრჩეველივით თავგზა აგებნევა ადამიანს, გარკვევა რო მოინდომო რამეში. ეს ოხერი სარკინიგზო ტრანსპორტი მე მატარებელი, მეტრო და ტრამვაი ვიცოდი, მაგრამ იმდენ რამედაა დიფერენცირებული ევროპული სტანდარტებით, ეშმაკი ვერ გაერკვევა, რომელი რაა: https://en.wikipedia.org/wiki/Stadtbahn#See_also Tram Light rail Premetro Light metro Tram-train https://en.wikipedia.org/wiki/Stadtbahn#References S-Bahn U-Bahn Stadtbahn Trams და სრულფასოვნად (მგზავრთა გადაჯდომის გარეშე) გადადიან თუ არა ერთმანეთის რელსებზე (ტრამვაი => LRT და პირიქით და მეტრო => ჩვეულებრივი მატარებელი და პირიქით, თორემ თბილისი-ბათუმი რო ვერ გაივლის ტრამვაის ხაზზე, ამდენი მესმის). და კიდევ, ვერავინ ვერ ამიხსნა ტრამვაისა და LRT-ს შორის განსხვავება. იერუსალიმში, ვიცი, რომ არის LRT და არა ტრამვაი, მიუნხენში - ტრამვაი, მაგრამ განსხვავება არ ვიცი და ვერც მიხსნიან. |
Posted by: TramwayMan 22 Oct 2018, 21:29 | ||||
JSB14BSJ
ჩვეულებრივი ტრამვაია იერუსალიმში თითონ რასაც უნდა იმას ეძახიან ზოგი მეტროს ეძახის და ტრამვაის სიტემა აქვთ უბრალოდ სისტემას მეტროს უწოდებენ და ა.შ ლაით რეილ არის ამერიკული ტერმინი სხვა არაფერი.
საბჭოთა მეტროპოლიტენები რომლებიც იკვებებიან მესამე რელსით არანაირ მიწისზედა სარკინიგზო ტრანსპორტთან არ არიან თავსებადი და პირიქით. მორჩა კინო |
Posted by: mywebber 22 Oct 2018, 21:37 |
დავიშალეთ ბიჭებო. ცრუ იმედებს ნუ ჩაინერგავთ |
Posted by: Nescafe13 22 Oct 2018, 21:53 |
toyota12345 სამწუხაროდ ეგრეა კი , ვხვდები რატომ ვერ ელევა ხალხი მანქანას , როცა თბილისის საზ ტრანსპორტის წვალებას გამოცდი მერე ნამდვილად არ მოგინდება მანქანიდან ისევ მანდ გადაჯდე :დ ლილოს მხარეს ძაან ძაან იშვიათად ვხვდები ხოლმე და თუ სულ ეგრეა ტრანსპორტი მანდეთ მხარეს მიკვირს როგორ უძლებს ხალხი , შეჩვევაზეაო იძახიან და ყოველ დღე ეგრე გაჭედილი რომ ივლი რა შეჩვევაზეა საუბარი :დ |
Posted by: iviko18 22 Oct 2018, 23:13 |
არა მხოლოდ ლილოში არამედ ზოგადად თბილისის აღმოსავლეთ რაიონებში გაცილებით ცუდი სიტუაციაა ტრანსპორტის მხრივ, ვიდრე დასავალეთ ნაწილში. დავიწყოთ იქიდან, რომ მეტროს სადგურების 80% ავლაბრის დასავლეთით არის განთავსებული. ახალი ავტობუსების 95% ასევე ცენტრს და დასავლეთ რაიონებს შეხვდა. სამარშუტო ტაქსების ქსელიც უფრო ხშირია დასავლეთ ნაწილში. |
Posted by: toyota12345 22 Oct 2018, 23:25 |
მართალია ეგრეა, ისანი სამგორის რაიონი და განსაკუთრებით ორხევიდან დაწყებული ლილოს ბაზრობამდე რაც კი დასახლებებია ძალიან მოწყვეტილია ქალაქს. ალექსეევკა, აეროპორტის დასახლება, სოფ ნასაგური რომელიც თბილისს ეკუთვნის, სოფ წინუბანი ეგეც მგონი სამგორია, ორხევი, თეთრი ხევის დასახლება, საქნავთის დასახლება, და ყველაზე დიდი ლილოს დასახლება. ასევე დიდი ლილოც. |
Posted by: Snow93 23 Oct 2018, 10:26 | ||
ზუსტად სულ მაგას ვამბობ, რა რეგიონის განვითარებაზეა საუბარი აგერ თბილისის გარეუბანიც კი სულ კობახიძეზე კიდია მთავრობას. ისე მანქანის ყოლის ყველანაირი უფლება აქვს მასეთ რაიონში მცხოვრებს და ჯობდა არ გაგეყიდა, მეეჭვება გამოასწორონ. |
Posted by: Kotola 23 Oct 2018, 10:30 | ||
TramwayMan
შეგიძლია ეს აგვიხსნა? რატო ვერ ივლის? |
Posted by: alexx 23 Oct 2018, 11:06 | ||
iviko18
უნივერსიტეტების 95% ქალაქის დასავლეთ ნაწილშია (სადაც მთელი ქალაქის სტუდენტობა მოძრაობს მთელი დღის განმავლობაში). ბიზნესის მინიმუმ 70% ასევე ცენტრში, + ვაკე-საბურთალო-დიდუბეშია. ანუ სამსახურებშიც უმეტესობა ქალაქის დასავლეთ ნაწილში მოძრაობს. ყველაზე დიდი გარეუბანი, გლდანი ასევე დასავლეთ ნაწილშია. ყველაზე დიდი გარეუბანი, რომელსაც მეტრო საერთოდ არ გააჩნია ასევე დასავლეთ ნაწილშია (დიდ დიღომს ვგულისხმობ). მეტი ტრანსპორტი რომ დადის დასავლეთ ნაწილში, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამ ტრანსპორტში აისვლება. უარესი მდგომარეობა საითაა, კიდევ საკითხავია. უბრალოდ ყველას თავისი უფრო სტკივა. |
Posted by: toyota12345 23 Oct 2018, 11:20 |
გლდანი კი არის ყველაზე დიდი უბანი მაგრამ მოსახლეობის მხრივ ისანი-სამგორი ყველაზე დიდია თბილისში. დიდ დიღომს თუნდაც უფრო უკეთესად აქვს სიტვაცია დიდუბიდან იმდენი რამე მიდის ქუჩაში არ დარჩები. ან გლდანში თემქაზე ან გლდანულაში ახმეტელის მეტროდან მალ მალე დადიან მარშუტკები და 5 წუთში სახლში ხარ, მუხიანზე აღარ ვლაოარაკობ ფეხითაც ახვალ. ავჭალა და ზაჰესი აი ეგ აღარ ვიცი მაგ უბნებთან შეხება არ მქონია |
Posted by: Promes 23 Oct 2018, 14:35 |
ისე ვაზისუბნის სადგური რა მდგომრეობაშია? გვირაბები გაყვნილია და მიერთებუკია ვრკეთილს? |
Posted by: Snow93 23 Oct 2018, 14:40 |
Promes არაფერი თითქმის, ჯამში 200 მეტრიც არ იქნება რაც გათხრილია. წერია პირველივე პოსტში |
Posted by: MANMUS 23 Oct 2018, 14:52 |
მაგის გვირაბი მგონი მთლიანად დატბოტილია. |
Posted by: Snow93 23 Oct 2018, 15:01 |
eraz არა პირიქით, ყველაზე მშრალი ობიექტია მაგ ხაზიდან |
Posted by: MANMUS 23 Oct 2018, 18:01 |
მაშ ეს რომელია |
Posted by: MONTY 23 Oct 2018, 19:31 | ||||
TramwayMan
რატო ? აი ამას მესამე რელსი რო დაუმატო , რელსებიც მეტროს პარამეტრების რო დააგო და სიგანე გაზარდო და ასევე ჯებირები გაუკეთო , რა პრობლემა იქნება ? |
Posted by: TramwayMan 23 Oct 2018, 20:23 | ||
MONTY
ვერ იზავ ეგ არის ტრამვაი რომლის ხაზიც იკვეთება მილიონგან, მილიონი ხიდის და გვირაბის აშენებას აპირებ მაგის ხაზის გადასაკვეთათ? მეტროს მოხვევის რადიუსები ტრამვაის ნაირი არ არის ჯებირები ხო კიდე კედლები და ზემოდან გუმბათI სერიოზულად წერ ეხლა? |
Posted by: MONTY 23 Oct 2018, 20:34 | ||
TramwayMan
ვიცი ტრამვაი რო არის რკინიგზის მსგავსად , გზის გასწვრივ და ამაღლების გარეშე, რა პრობლემაა ე.წ ღია მეტრო ? ან ჯებირები რატოა პრობლემა ? წესით რკინიგზაც სრულად დაცული უნდა იყოს მაგრამ ჩვენთან ეგ ჯერ არავის აინტერესებს |
Posted by: TramwayMan 23 Oct 2018, 20:46 | ||||
MONTY
იმიტომ რომ მესამე რელსი აქვს.
იმიტომ რომ ურბანული ზონაა და ესეიგი მრავალი კვეთა იქნება საჭირო. რომელსაც არ გააკეთებენ და ისევ მოსახლეობას გუამწარდება სიცოცხლე. გარდა ამისა რკინიგზის არსებული კორიდორის გასწვრივ სულაც არ არის ადგილი მეტროსთვის იქ სადაც აპირებენ. რკინიგზის ინფრასტრუქტურა თU გვაქვს და ტრამვაის შეუძლია გამოიყენოს რა ახირბეაა მიწისზედა მეტრო ეს არის წყალში ფული ყრა. |
Posted by: Artgeo 23 Oct 2018, 20:56 | ||
TramwayMan
ეს ვერ გავიგე, ღრმაღელე - ნაძალადევი როგორ დადის? |
Posted by: MONTY 23 Oct 2018, 21:33 | ||||
TramwayMan
მესამე რელსის გაკეთება რა პრობლემაა ?
ეგ გასაგებია მაგრამ ისე გეწერა თითქოს არ გამოვიდოდა ტექნიკურად , ტრამვაი აუცილებელი რო არის მთლიანად ქალაქისთვის ეგეც ვიცი . კონკრეტული ხაზი სადაც აპირებენ არ ვიცი მაგრამ , ზოგადად შესაძლებელია ისე გაკეთდეს, კვეთები არ იყოს საჭირო ან გაჩერების სადგურებზე იყოს გადასასვლელები გაკეთებული აი აქ როა , შუა ზოლში არ გააკეთო ლიანდაგი და გვერდზე ზოლში გააკეთე, გზაზე გადასასვლელად სამი ვარიანტიდან რომელიც უკეთესი იქნება მას გამოიყენებ პ.ს ზოგადად არ უნდა იყოს პრობლემა , კონკრეტულ მონაკვეთზე თუ არის ეგ უკვე სხვა საკითხია |
Posted by: levanoza 23 Oct 2018, 23:33 |
ამ დებილებმა მოიგონეს მეტროს დარქმევა, მაგრამ პროექტში ჩანს რომ ტრამვაის მაგვარი ხაზია. ისე საჭირო კია მაგ მიმართულებით თუნდაც 10 წუთიანი მძლავრი შემადგენლობის დანიშვნა (თუ გაკეთდება) მომიწია ლოდინი, ამას წინათ, სანამ რეგიონის მანქანა მომაკითხავდა. მრავლად იყვნენ ლილოს ბაზრობაზე წამსვლელი მსურველები, რომელთაც სულ მცირე (ორგანიზებულ რიგში) 20-30 ( მეგობარს, სამწუხაროდ 1 საათამდე ველოდე) წუთი უწევდათ ლოდინი მეტროდან ამოსულებს. წარმოვიდგინოთ, რომ მარტო ბაზრობაზე კი არა დიდი რაოდენობის ხალხია მაქეთა რაიონში გადასყვანი, ასე რომ პროექტს მთელი სულითა და გულით მივესალმები, ოღონდ მიწისზედა მეტრო არ დაარქვან. |
Posted by: gig@@@ 24 Oct 2018, 01:48 |
სამგორი ლილო იქნება მეტროს მესამე ხაზი ? მეტრო სამგორთან იქნება გადასაჯდომი ? ვარკეთილის მეტროს ''ჰაერში'' ტოვებენ ? მე ადრე მაქვს მოსმენილი რომ აკეთებდნენ მეტროს რუსთავამდე და მეგონა ვარკეთილის მეტროდან გააგრძელებდნენ ანუ პირველ ხაზს დააგრძელებდნენ ვიდეოში რომ მეტრო კი არა უფრო ტრამვაია ვიდეოში აშკარად ვაგონის თავზე ადგას პანტოგრაფი. |
Posted by: Kublicha 24 Oct 2018, 02:21 | ||
ახმეტელიდან ჯობია |
Posted by: gig@@@ 24 Oct 2018, 02:24 | ||||
Kublicha მიდი რაა გაიარეე ბრატ ლოგიკურად ვარკეთილიდან გაგრძელება ჯობდა სამგორში სად უნდა ჩააკვეხონ ახალი ხაზი ? |
Posted by: something1 24 Oct 2018, 02:31 | ||
თემქის მოსახლეობა ახმეტელის მეტროთი არ სარგებლობს. 2 მეტროა თემქაზე სარაჯიშვილი და გურამიშვილი. თუმცა რელიეფიდან გამომდინარე იმდენად მაღლაა თემქის კვარტლები, რომ თითქმის არავინ არ ჩადის ფეხით მეტრომდე, 11 მიკროს 1 კვარტლის და 4-10 კვარტლების გარდა. აქედან გამომდინარე თემქის მოსახლეობა ძირითადად სარგებლობს ღრმაღელის მეტროთი, რადგან ღრმაღელის მეტროდან ბევრად მეტი ავტობუსები ადის თემქაზე, ვიდრე სარაჯიშვილიდან ან გურამიშვილიდან. ყველაზე სწორი გამოსავალი კი იქნება სარაჯიშვილის მეტროს გაუკეთონ მეორე ამოსასვლელი უნივერსამამდე მაინც. რაც შეეხება მუხიანს 5 წუთში დუმბაძიდან ნამდვილად ვერ ჩახვალ ახმეტელამდე, 79 ნომერი სულ გადატენილია და ხშირად შეუძლებელია ასვლა, თან იმხელა საცობები იქმნება ხოლმე გობრონიძის ქუჩაზე. |
Posted by: mywebber 24 Oct 2018, 10:23 |
რომი * * * რამე უსაფრთხოების ზომები არსებობს ჩვენს მეტროში მსგავსი შემთხვევისთვის? |
Posted by: Snow93 24 Oct 2018, 10:39 |
არცერთ გარეუბანს თბილისში არ ყოფნის მეტროსადგური და მერე დანიშნული ტრანსპორტი, საღამოს 6-ს მერე იმისთანა ამბავია 2-3 მარშუტკას ვუშვებდი ხოლმე და მერე ავდიოდი ვარკეთილის შუაში რომ მომვხდარიყავი... |
Posted by: Outdoor 24 Oct 2018, 15:29 |
გააკეთეთ ვაკეში მეტრო თქვე ფარჩაკებო კაკ მინიმუმ მ.ვაკე პარკე და მ.თსუნუნდა იყოს ვაკეში არც ისე პიკინიქნება არც ადმენი ხაზი ივლის ჭავჭავაძეზე ვაკეს რატო არ მიხდავენ ერთხელაც მაინც |
Posted by: TramwayMan 26 Oct 2018, 18:19 |
ასეთი იქნება მეტროსადგური "გოცირიძე" რეკონსტრუქციის შემდგომ, ტენდერი უკვე გამოცხადებულია. |
Posted by: Delvaux 26 Oct 2018, 18:29 | ||
მგონი კარგია. როგორც ჩანს ეს იქნება პირველი სადგური რომელიც ადაპტირებული იქენება შშმ პირებისთვის. |
Posted by: ქაფქიანა 26 Oct 2018, 18:29 |
აუ, რატომ ხურავენ? ღია სივრცეს მთელი მუღამი აქვს მანდ. |
Posted by: TramwayMan 26 Oct 2018, 18:50 | ||
ქაფქიანა
ხო აი თავსხმაში ნამეტანი მუღამია ხოლმე შენობაში როა შეფარებული ხალხი და მერე ბოლო ან პირველი ვაგონის კარებს რო დაეტაკებიან ხოლმე. |
Posted by: ქაფქიანა 26 Oct 2018, 18:54 |
TramwayMan ვიცოდი, რომ მაგ არგუმენტს გამოიყენებდი, მაგრამ მაინც მაგარია ღია სივრცე. |
Posted by: toyota12345 26 Oct 2018, 18:56 |
ერთ ერთი სერიიზული პრობლემა ციგნების გაყრა მეტროდან და აფერისტების ყუთებით რომ დადიან და ვითომ საოპერაციო ბავშვს ეხმარებიან, აი მაგათ რატომ არავინ არ აკონტროლებს. ციგნებმა მაგარი გადაიჯვეს გოგოებს და ქალებს ფეხზე ეკიდებიან და ისეთებს კადრულობენ შუა ვაგონში. რაღაცას ეტყვი არ ესმით მერე ერთი წიხლი რომ ამოსცხო ვიღაცა გადაიღებს მობილურით და გაგიბაზრებს ბავშვზე ძალადობსო........ |
Posted by: MANMUS 26 Oct 2018, 20:04 | ||
მაგისთანებს დედის პროჭი უნდა აუწიოკო და მიაყოლო კიდე ის ვინც გადაიღებს , ყუთებიან აფერისტებსაც უნდა აახვევინონ ბოლო-ბოლო ტრანსპორტია ბლიად და ვიღაცეების გამო ნერვები რატომ უნდა აითხარო. |
Posted by: toyota12345 26 Oct 2018, 20:18 |
eraz ჩემი ყოფილი კლასელი გოგო გავჩითე ეგეთი ყუთით, ისე კი ვიცოდი ყოველთვის რომ სტრანნი გოგო იყო მაგრამ მაგას თუ იკადრებდა არ მეგონა. ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ მართლა გაჭირვებული ოჯახებისთვის დადიან და მაგათთვის აქროვებენ თანხას, გადაცემაც კი იყო ერთი მამაშა რომ ყავთ მსუქანი ქალი რომ არის დიდუბის ბაქანზე ზის ხოლმე და აგროვილ ფულს ეგ იბარებს შეფათ ყავთ მანდ დამჯდარი. |
Posted by: MANMUS 26 Oct 2018, 20:37 |
თან ასეთი სასტავი რო დასეირნობს გადაჭედილ ვაგონებში რა გარანტია იმისა რომ ვიღაცას ჯიბეებს არ გაუსუფთავებენ? |
Posted by: toyota12345 26 Oct 2018, 20:42 |
ორი წლის წინ გოგოს აწვალებდა ეს ციგანი და სავსე ვაგონში ხმ ა არავინ არ ამოიღო მერე ამომასხა მივედი და მეთქი წადი აქედან და გამიძალიანდა მერე ხელი მოვკიდე და ძალით გავათრიე სადგურზე, ხალხი უნდ გენახა ქალები აუ ცოდოა როგორ ექცევი იმენა ქალები ხო იცი მთავარია თემა მიეცი სალაპარაკო |
Posted by: MANMUS 26 Oct 2018, 20:52 |
ხოდა მაგიტო არ გვეშველება არაფერი ###ზემკიდიაობის და უსაფუძვლო გაპრავებების გამო |
Posted by: Danger77 27 Oct 2018, 11:11 |
მეგობრებო ერთი რამ მაინტერესებს: მეტროს ვენტილაცია დაახლოებით რა დროებში ირთვება ხოლმე და რა ინტენსივობით? ან ხმაურის დონე რამხელაა? ახალი კორპუსის ეზოში ამოდის გლდანში და მაგიტომ მაინტერესებს. |
Posted by: rommel 27 Oct 2018, 14:53 | ||
ქაფქიანა
ვერ დაგეთანხმები, დავიტანჯე ქარში, წვიმაში და მზეში შენობაში დგომით და მეტროს მოსვლისას უცებ გამოვარდნით. რამდენჯერ მიფიქრია ნეტა გადახურონ მეთქი. ღია სივრცის მთელ მუღამს მახინჯი გარემო აფუჭებს. ასე რომ მივესალმები ამ პროექტს. თან ბოლომდე არ იხურება და ერთგვარი სივრცის შეგრძნება მაინც დარჩება. |
Posted by: MANMUS 27 Oct 2018, 15:12 |
ავლაბარი და გურამიშვილი დაიკიდეს თუ რა თემაა, ეს 2 უკვე ქალაქის სირცხვილი გახდა. |
Posted by: Carver 27 Oct 2018, 20:33 | ||
+ მაგხელა მასაში ყურადღების ცენტრში მოგცევა ტეხავს, თორე ეგ ციგნები ლიანდაგებზე უნდა ჩაყარო ისეთებს კისრულობენ.. |
Posted by: ქაფქიანა 27 Oct 2018, 20:46 |
rommel ლოგიკური არგუმენტები გაქვს, არ გედავები. უბრალოდ, მე მაინც ისეთი მომწონს, როგორიც ახლაა. |
Posted by: Snow93 27 Oct 2018, 23:16 | ||
ფუი მაგათი მართლა ყველაფრის ღირსი ყოფილან. რამდენჯერ გამიგდია მეც და რეაქცია ან სიჩუმე ან დაახლოებით იგივე, სანამ ჯიბიდან არ ამოაცლიან ნივთებს და საფულეს იქამდე ვერ ხვდებიან რამ გაასაცოდავა ერთი მაგათი ბარონის ფოტო ნახონ |
Posted by: polaris 28 Oct 2018, 01:02 | ||
rommel
არადა ეგ გარემო ყველაზე კარგი ადგილია მთელ ქალაქში (მიწისზედა ადგილების ნომინაციაში) |
Posted by: rommel 28 Oct 2018, 13:07 | ||
polaris
შეგიძლია მითხრა რა აქვს კარგი? საითაც არ უნდა გაიხედო სრული სიმახინჯეა. ერთი ვარიანტია ცაში თუ აიხედები. |
Posted by: MANMUS 28 Oct 2018, 14:59 |
დიდუბეში გვერდითა ადგილი რომ მოაწესრიგონ არ უფიქრიათ? საინტერესოა ეს ქანდაკება სად წაიღეს |
Posted by: hadesnexus 28 Oct 2018, 17:11 |
eraz მაიაკოვსკის ძეგლთან რომ ჩაუხვევ დინამოს ბაზისკენ, მანდ ვხედავ უკვე ნახევარი წელი მაინცაა. |
Posted by: ika55775 28 Oct 2018, 18:50 | ||
გაუძლლწბა კი დამატებით დატვირთვას ? ისედაც ავარიული კონსტრუქციაა და ძლივს გაამაგრეს კაი ხანი სიჩქარის შეზღუდვა იყო მაგ სადგურძე შესვლა გამოსვლაზე. ამათი ტენდერების ამბავი კარგად ვიცი და თავზე არ დაგვემხოს ეგ ესტაკადა. თავზე დამხობის მწარე გამოცდილება კი გვაქ |
Posted by: toyota12345 28 Oct 2018, 18:57 |
ვარკეთილში ბოლო ვაგონში გოგო მინეტს უკეთებდა ბიჭს ქალი გამოვარდა ყვირილით ვინც დაინახა მე შუა ვაგონში ვიყავი და მერე პატრულთან მივიდა |
Posted by: ika55775 28 Oct 2018, 18:59 | ||
იფიქრეს როგორ არა და გაგიკვირდება და კერძო საკუთრებაშია 01.12.08.034.040 ესაა საკადასტრო კოდი და რეესტრში შეგიძლია ნახო ვისია და როდიდან |
Posted by: Snow93 28 Oct 2018, 19:19 |
toyota12345 გადაგეღო უნდა და პორნოსაიტებზე აგეტვირთა ნახვებს მოაგროვებდი ბლომად |
Posted by: toyota12345 28 Oct 2018, 19:21 |
Snow93 ისე მართალი ხარ, ქალი წივილით გამოვარდა ვარკეთილიდან ახმეტელის მიმართულებით, ვარკეთილში ბაქანზე იდგა და ბოლო ვაგონი ხომ იცი ყოველთვის ცარიელი არის ხოლმე შედარებით და ვიღაც თინეიჯერები იყვნენო მინეტს უკეთებდაო ქალი გამოვარდა და პატრულთან მივიდა და მერე პატრულმა გამოიყვანა ისინი და ზევით აიყვანეს დალშე აღარ ვიცი რა მოხდა..... |
Posted by: Snow93 29 Oct 2018, 00:44 |
toyota12345 იდეაში ჯარიმაა მაგაზე მარა შეიძლება პოლიცილეისთვის გაეგრძელებინა და გამოუშვებდა ვითომც არაფერი |
Posted by: vaxo55 30 Oct 2018, 20:32 | ||
ფული არ მისცა? ანუ გადააგდო? * * * პატრულმა რაო? რა საინტერესოა!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
Posted by: Snow93 31 Oct 2018, 14:11 |
დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მიწისზედა მეტროს განვითარებისთვის საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი ნოემბრის ბოლოსთვის გამოცხადდება. ამის შესახებ მან თბილისის მთავრობის მუნიციპალიტეტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული პროექტის განხორციელების შედეგად, მიწისზედა მეტროთი ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი ისარგებლებს. „გასულ კვირას, პრემიერ-მინისტრთან ერთად, წარმოგიდგინეთ ახალი მიწისზედა მეტროს პროექტი, რომელიც სამგორიდან ლილოს მიმართულებით ამოქმედდება. პროექტი მეტროსადგურ „სამგორიდან“ ლილოს ბაზრობამდე სრულიად ახალი, დამოუკიდებელი, მიწისზედა ხაზის მშენებლობას ითვალისწინებს. სამგორის მეტროსადგურთან, მიწისზედა არეალში მოეწყობა სრულიად ახალი მეტროსადგური, რომელიც აქამდე მოქმედ სადგურს დაუკავშირდება და ერთგვარი გადასაჯდომი სადგური იქნება. აღნიშნული სადგურის გარდა, ახალ ხაზზე მოეწყობა კიდევ შვიდი მეტროსადგური. დღის განმავლობაში, ამ ხაზზე ელექტროტრანსპორტის ექვსი მოძრავი შემადგენლობა იმოძრავებს. დროთა განმავლობაში შემადგენლობებს დავამატებთ. პირველ ეტაპზე, მოცდის დრო დაახლოებით, 10 წუთი იქნება. წლების შემდეგ, მატარებლებს რომ დავამატებთ, მოცდის დროს შევამცირებთ. ყოველდღიურად, დაახლოებით, 150 000 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. გარდა ამისა, შეამცირებს ამავე მიმართულებით მოძრავი კერძო სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების მაჩვენებელს, საცობს და ჰაერის დაბინძურების დონეს, რაც ქალაქში სერიოზული პრობლემაა“, – აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მიწისზედა მეტროს განვითარების საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რომლის შემდეგაც, სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერი გამოცხადდება. „დაახლოებით, ნოემბრის ბოლოსთვის სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მიზნით, ტენდერი გამოცხადდება. მგონია, რომ ქალაქისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი იქნება და ასევე, მათთვის, ვინც აღნიშნული მარშრუტით ყოველდღიურად გადაადგილდება. ტენდერში მონაწილეობის შესაძლებლობა ექნებათ საერთაშორისო გამოცდილების მქონე კომპანიებს, ასევე, კომპანიებს, რომელთაც მსგავსი პროექტების განხორციელების გამოცდილება აქვთ. ჩვენი გეგმით, საპროექტო სამუშაოები 2019 წლის მეორე ნახევარში დასრულდება, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებისთვის ტენდერს გამოვაცხადებთ. მშენებლობას დაახლოებით, ორი-სამი წელი დასჭირდება. დასრულებული სადგურები კი, ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერის თქმით, კიდევ ერთი პროექტი, რომელიც თბილისსა და რუსთავის დამაკავშირებელ მიწისზედა მეტროს განვითარებას გულისხმობს, მხოლოდ მას შემდეგ განხორციელდება, რაც შესაბამისი ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ჩატარდება. „მეორე ეტაპზე განხორციელდება ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიწისზედა მეტროს მიმართულებით, რომ თბილისი-რუსთავი ერთმანეთს დავაკავშიროთ. რამდენად შესაძლებელი იქნება პროექტის განხორციელება, არის თუ არა რაიმე სირთულე, პრობლემა, ყველაფერი გვეცოდინება. კვლევის შედეგად მიღებული ანალიზით, შესაძლებელი იქნება, ვიფიქროთ სამომავლოდ ამ პროექტის განხორციელებაზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ. |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Oct 2018, 15:06 | ||
Snow93
აი ეს სიტყვები ნათლად გვიდასტურებენ, რომ ამ შემთხვევაში ტერმინი "მეტრო" ძალზედ პირობით ხასიათს ატარებს. ანუ არსებულ სისტემასთან კავშირი არ ექნება და მივიღებთ საქალაქო "ელექტრიჩკას". |
Posted by: Snow93 31 Oct 2018, 15:09 |
Mick-el-Angelo პოლარისმა დაწერზ უკვე ფბ-ზე. რეალურად Tram-Train-ს აკეთებენ |
Posted by: mywebber 31 Oct 2018, 15:36 |
ძაან უტოპიური რაღაცაა ეს მიწისზედა მეტრო. საჭიროებას და პერსპექტივას ვერ ვხედავ ვერანაირს. |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Oct 2018, 15:56 |
mywebber სულ არაფერს სჯობს ))) ამ ეტაპზე დიდად არაა საჭიროება (დალაგებული საავტობუსო ინფრასტრუქტურაც ეყოფოდა), მაგრამ ქალაქის იმ ნაწილის განვითარებისთვის ცუდი ნამდვილად არაა. |
Posted by: ika55775 31 Oct 2018, 16:35 | ||
დიდი დიღომი დაეკავშირებინათ სარაჯიშვილთან ტრამვაის ქსელით ეს უფრო სასარგებლო იქნებოდა ქალაქის სატრანსპორტო სისტემისათვის |
Posted by: Mick-el-Angelo 31 Oct 2018, 16:46 |
ika55775 გააჩნია რას დააყენებ პრიორიტეტად. დიდ დიღომში ისედაც რეკორდული ოდენობის საავტობუსო ხაზებია დანიშნული თბილისის ყველა მიმართულებით. აღმოსავლეთი თბილისიც თბილისია და მასსაც განვითარება უნდა. |
Posted by: mywebber 31 Oct 2018, 18:34 |
Mick-el-Angelo რავი მეტრო თან მიწისზედა ძაან ნიტოა რა. არსებულ სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარებაზე რო იმუშაონ ეგ ჯობია ისევ მაგას. |
Posted by: toyota12345 31 Oct 2018, 18:42 |
გაამართლა რა ჩემმა ნათქვამმა. დღეს ვაგზალზე 5 წუთში მოვიდა მატარებელი ვარკეთილის მიმართულებით და აი მაგარი გადატენილი იყო არ ავედი. დაველოდე მეორეს და მერე მოვიდა 2 წუთის ინტერვალით, თითქმის ცარიელი იყო. ამართლებს ეგ მეთოდი. |
Posted by: MANMUS 31 Oct 2018, 19:09 |
მეორე ხაზზე რამდენი მატარებელიც უნდა გაუშვა ყველაში ზედახორაა ძაან უნდა გაგიმართლოს რო უბრალოდ შეეტიო ნიტოშტო დაჯდე |
Posted by: JSB14BSJ 31 Oct 2018, 22:03 | ||||
ika55775
მაგას თავის გაცხელება უნდა და ან თავის ვის აბია მხრებზე ამ წილხვედრ ქვეყანაში, ან ვინაა განცხელებელი... დიდი დიღომი - სარაჯიშვილი - მუხიანი აღმაშენებლის ხეივნის ბოლო - დიღმის მასივი - მეტრო დიდუბე მაღლივი - ვაკე-რუსთაველი - ორთაჭალის ა/ს - ბოგდან ხმელნიცკის ბოლომდე http://www.tramvai.ge/ და კიდევ რამდენი მარშრუტის მოფიქრება შეიძლება: ვარკეთილი-ვაზისუბანი - მოსკოვის გამზირი ავლაბარი - ჩიქობავა-მალაკნები - კინო საქართველო ხიზანიშვილი - მეტრო სარაჯიშვილი - ზაჰესი რამდენი ურთიერთგადამკვეთი მარშრუტის მოფიქრება შეიძლება. წარმოიდგინეთ, რამდენს გაუადვილებდა ცხოვრებას და როგორ განტვირთავდა ქუჩებს და რამდენი ხალხი დატოვებდა სახლში მანქანებს და ეკოლოგიაზე როგორ აისახებოდა. საერთოდ ავტობუსის საჭიროება მოიხსნებოდა ამ მიმართულებებზე. ხალხი თვითონ არ ფიქრობს თავის თავზე და საკუთარ შვილებზე და გიჟია რომელიმე მთავრობა, იმაზე იფიქროს, ვისაც თვითონ წიხლზე ჰკიდია საკუთარი აწმყოც და შვილების მომავალიც? ლეღვ ხალხს, რომლის ინტელექტის ჭერი თურქული სერიალები და ის დედაკაცია, პატრულს რო ებლატავებოდა (სახელი არ მახსოვს) და ყველაფერი გაუვიდა, ზრუნვა, ფიქრი, ეკოლოგია და ა. შ. არ სჭირდება. mywebber
და ნახევარი ევროპა, მიწისზედა მატარებლებით რო აქვთ დაქსელილი ქალაქები, ძაან ნიტოა? |
Posted by: mywebber 31 Oct 2018, 22:42 | ||
ანუ ჩვენ პირობებში ვამბობ თორე ევროპის დონეზე რო ვიყოთ რაღა გვიჭირს. ევროპაში ძმაო გულით და გონებით აკეთებდნენ ეგეთ საქმეს და აქ დილას ბრძანების გამცემის როგორ აუდგება მაგაზეა მთელი ქვეყანა დამოკიდებული |
Posted by: Snow93 4 Nov 2018, 02:43 |
დღეს ვიმგზავრე საკმაოდ დიდი პაუზის შემდეგ 300 არაგველიდან ტექ.უნიმდე ძალიან ძალიან მომეწონა მეორე ხაზის ახალმოდერნიზებული მატარებლები მართლაც მაღალი სტანდარტებისაა. დროა უკვე სადგურებს ხელი შეავლონ |
Posted by: ika55775 5 Nov 2018, 15:33 | ||
ვარკეთილს, გურამიშვილს, სამგორს და ავლაბარს რაც დამართეს ჯობია ხელი არ მოკიდონ ამათმა არაფერს |
Posted by: Snow93 5 Nov 2018, 16:51 |
ika55775 ხო ნუ ეგ ხელის შევლებაში არ გადის |
Posted by: MANMUS 5 Nov 2018, 18:33 | ||
მაგას რა დაუშავეს? |
Posted by: Mick-el-Angelo 5 Nov 2018, 18:42 |
eraz არაა დამთავრებული სამგორი ნორმალურად, მიგდებულია ფაქტობრივად. |
Posted by: NROS06 6 Nov 2018, 21:12 |
გამარჯობა, სადმე მემანქანის კაბინიდან გადაღებული ერთი მარშრუტის ვიდეო ხო არ დევს თავიდან ბოლომდე? მაგრა მაინტერესებს გვირაბები შიგნიდან და როგორ დადის მატარებელი |
Posted by: Snow93 7 Nov 2018, 10:38 |
NROS06 https://www.youtube.com/watch?v=uLhAQf5xeTQ |
Posted by: NROS06 7 Nov 2018, 13:43 |
Snow93 მადლობა შემთხვევით მთელი მარშრუტისაც ხო არ დევს სადმე? |
Posted by: Snow93 7 Nov 2018, 14:34 |
NROS06 არამგონია იდოს სადმე, ადრე იყო ერთი ქართველი იუზერი იუთუბის, მეტროს თანამშრომელი და ისე დებდა ხოლმე. ვეღარ ვპოულობ |
Posted by: NROS06 7 Nov 2018, 14:51 |
Snow93 კარგი, მადლობა |
Posted by: Snow93 8 Nov 2018, 11:01 |
|
Posted by: MANMUS 8 Nov 2018, 15:55 |
ავლაბარში ფაციფუცობენ ამ ბოლო დროს, კედელზე რაღაც ფილებს აკრავენ |
Posted by: vaxo55 11 Nov 2018, 13:53 |
Snow93 რაღა ჩაბნელებულ გვირაბში გადაიღეთ ვიდეო.განათაბულ გვირაბში უფრო ეფექტურია. * * * რა მაინტერესებს-მეტროს შესასვლელში რო დგანან და იაფად ატარებენ მგზავრებს-რა მექანიზმია ჩადებული? როგორ ატარებენ და მოგებას როგორ ნახულობენ? |
Posted by: Culpa_bility 11 Nov 2018, 14:10 |
რამდენიმე დღის წინ ჩამოვედი ევროპიდან, დიდი ხანია აქ არ ვყოფილვარ. არაუშავს მეტროს. ბევრად უარესებიც მიანხავს. ვაგონებიც ნორმალურია. ყოჩაღ მერიას ! : ) |
Posted by: ika55775 11 Nov 2018, 15:34 | ||
მერიას კი არა იმ ტექნიკურ პერსონალს დიდი მადლობა ვინც ამუშავებს თბილისის მეტროპოლიტენს მერიის ჩინოვნიკები ნაკლებად იყენებენ მეტროს |
Posted by: Snow93 11 Nov 2018, 15:52 |
ika55775 +1 vaxo55 რომელი ვიდეო? მოგებას იმაში ნახულობენ რომ თავისი ბარათი აქვთ სტუდენტური ან ფასდაკლების (შემწეობის) და შენც რომ აღარ გინდა 2 ლარის გადახდა მეტრომანში, გადაუხდი და ეგაა რა კაცზე 10 თეთრი |
Posted by: Culpa_bility 11 Nov 2018, 18:12 | ||
ika55775
კი ბატონო, ეგრე იყოს ! მადლობა მათ |
Posted by: MANMUS 12 Nov 2018, 19:34 |
მეტროსადგურ „ისანში“ მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ამის შესახებ 1tv.ge წერს. თბილისის მეტროპოლიტენის ინფორმაციით, შემთხვევის გამო ძაბვა გათიშეს. შედეგად, მეტროპოლიტენის მუშაობა რამდენიმე წუთის გამნავლობაში შეწყდა. მგზავრი უვნებლად ამოიყვანეს. გამოძახებული იყო სასწრაფო დახმარების ჯგუფი, თუმცა მგზავრს სერიოზული დაზიანება არ აღმოაჩნდა. ამჟამად მას სამართალდამცველები კითხავენ. თბილისის მეტროპოლიტენი ამ დროისთვის ჩვეულ რეჟიმში მუშაობს. |
Posted by: vaxo55 13 Nov 2018, 16:43 | ||
Snow93
ვიდეო კონკრეტულად არ ვიცი.საერთოდ მემანქანიდან გადაღებული მაქვს მხედველობაში. როცა პერსონალი ჩადის სამუშაოდ,გვირაბი განათებულია და კაბინიდან კარგი საყურებელია. სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელი რომ დადგეს და "იმუშაოს" არ მოსულა? |
Posted by: Snow93 13 Nov 2018, 16:47 |
vaxo55 კანონით აკრძალულია მსგავსის გაკეთება, დაჟე ჟუნალისტები ვისაც ვიცნობ რომ ნამყოფია ღამით გვირაბებში, არ მისცეს ბევრი რამის გადაღების უფლება... თანამშრომელი მაგას იზავს და დიდი ალბათობით მოხსნიან ყველაზე კაი ვარიანტში, ის მემანქანე სადაა აღარ ვიცი, ვიდეოებს რომ დებდა ხოლმე |
Posted by: MANMUS 13 Nov 2018, 17:05 |
მეტროს თანამშრომელი თუ არ ხარ გვირაბების და დეპოს დათვალიერებას ვერ ეღირსები რა |
Posted by: vaxo55 13 Nov 2018, 17:18 | ||
თორე არის რამე დასათვალიერებელი! გასულ საუკუნეში გადადიხარ. |
Posted by: Snow93 13 Nov 2018, 17:39 |
vaxo55 შენ მეტროს გვირაბებში შეგვიშვი და დასათვალიერებლს ვიპოვნით ბლომად |
Posted by: vaxo55 13 Nov 2018, 17:50 |
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ აღარ ვარ მანდ |
Posted by: Snow93 13 Nov 2018, 18:01 |
vaxo55 რა მონაკვეთზე გიწევდა სიარული გაგვიმხილეთ თუ შეიძლება |
Posted by: vaxo55 13 Nov 2018, 18:11 |
ვმუშაობდი ელ-მექანიკურ საამსახურში ელ-მექანიკოსად. დეპო გლდანში-ელ-დანადგარების ამწყობ მექანიკოსად და ასევე 1,2,3 ავტობუსების გარაჟების სამრეცხაოებისს ამწყობ მექანიკოსად |
Posted by: toyota12345 13 Nov 2018, 18:23 |
აუ იმენა ავლაბარი 300 არაგველის მონაკვეთზე ვგიჟდები, გოგირდის სუნი ისე მევასება ერთი სული მაქვს ხოლმე მაგ ადგილს როდის გაივლის მატარებელი. თან მაგარ მადაზე მოვყავარ. არ ვიცი მარტო მე ვარ მასე თუ სხვებიც |
Posted by: MANMUS 13 Nov 2018, 18:53 |
ავლაბარში ბაქანზე მიკრული ახალი ფილების ნაწილი მოაძრეს ან შესასვლელში ჭერზე რომელ გამოქლიავებულს მოუვიდა თავში აზრად გიფსო კარდონის მიკვრა |
Posted by: Snow93 14 Nov 2018, 10:39 |
vaxo55 ხო მანდ არ იქნებოდა არაფერი საინტერესო eraz კიდევ უნდათ ეტყობა რომ ჩამოეშალოთ თავზე |
Posted by: MANMUS 14 Nov 2018, 12:05 |
არ აქვთ სადგურების რეაბილიტაციის ტრაკი და რაგინდა რო ქნა, ჯერ უგულავამ უტირა ყოფა პლასტიკატებით რომელიც მალევე გახუნდა და ტრაწისფერი გახდა განსაკუთრებით წერეთელი, ყველაზე კარგ მდგომარეობაში ჯერჯერობით არიან დიდუბე, მარჯანიშვილი, რუსთაველი, პოლიტექნიკური , სამედიცინო, ვაჟა |
Posted by: Snow93 14 Nov 2018, 14:19 |
eraz ისანში არ ვყოფილვარ საუკუნეა და ადრე სულ მაგით დავდიოდი, საკმაოდ კარგი მდგომარეობა იყო. რამე უქნეს მაგასაც? |
Posted by: MANMUS 14 Nov 2018, 18:13 | ||
არაფერი არ შეცვლილა, ისევ უგულავასდროინდელი პლასტიკატებია მიკრული მარა შესასვლელის ჭერს აშკარად ეტყობა რომ სარემონტოა. |
Posted by: toyota12345 14 Nov 2018, 18:15 |
თბილისში რომ მოსახლეობა ძალიან არის გაზრდილი მაგას ერთხელ მეტროში ჩასვლითაც შეატყობს ადამიანი, + მაგას ძალიან ბევრი უცხოელი მოძრაობს ირანელ, ერაყელ, ინდოელ არაბი და ასე შემდეგ..... აი მეტრო ასწორებდა ჩემს ბავშვობაში ლურჯი ძველი მატარებლები რომ დადიოდა ამდენი ხალხიც არ იყო ჩადიოდი თავისუფლად და პაბალშომუ ყველაფერი ჯობდა მაშინდელი, თბილისში დავიბადე გავიზარდე და აი მენატრება ჩემი ბავშვობის თბილისი თუნდაც მეტრო!!!!! |
Posted by: vatman 14 Nov 2018, 18:29 | ||
toyota12345
აშკარად 90-იანების მეტრო არ გახსოვს, აი როდის ჭეჭყვა იყო თუ იყო.... |
Posted by: toyota12345 14 Nov 2018, 18:31 |
vatman 92 წლიანი ვარ და მარტო სიარული დავიწყე მეტროში 2 კლასიდან ანუ 2001 წლიდან. რავი რაც მახსოვს ყველაფერი კარგი მახსოვს მე ის წლები მაინც ყველაფერს მირჩევნია, ბოლო ბოლო საცობი არ იყო სუფთა ჰაერი იყო და კიდევ ბევრი რამ......... |
Posted by: MANMUS 14 Nov 2018, 18:31 | ||
+ შუა გვირაბში გასეირნება ძაბვის ვარდნის გამო |
Posted by: toyota12345 14 Nov 2018, 18:35 |
eraz ეგეთი შემთქვევაც მქონია რამდენჯერმე, ისნიდან სამგორამდე მასე ვიარეთ მახსოვს. ბებიაჩემი მეტროში მუშაობდა სამგორის მეტროში კონტროლიორი იყო და სკოლის მერე გაკვეთილებს რომ ვისწავლიდი გავრბოდი მეტროში და საღამოს ერთად მოვდიოდით სახლში, ფაქტიურათ შუადღის მერე მეტროში ვიყავი. ხელფასი დიდი არაფერი ქონდა 200 ლარამდე იყო როგორც მახსოვს მაგრამ ჟეტონებით ფულს აკეთებდნენ 20 თეთრიან ჯეტონს რომ იყიდიდა მგზავრი მაგ ჟეტონს ბებიაჩემს აძლევდა მერე ბებიაჩემი ტალონით გაატარებდა თავისი პირადი ტალონით და მერე მაგ ჟეტონს 20 თეთრად გადაცვლიდა სალაროში. რათქმაუნდა წილში იყო სალაროს თანამშრომელიც მაყვალა დეიდა მაგრამ მერე კამერები დაუყენეს და ეგ კანალი ჩაკვდა. |
Posted by: vatman 14 Nov 2018, 18:35 | ||
toyota12345 მაშინ უკვე პიკი გადავლილი იყო... უკვე ბევრი მაშრუტკა დაიდოდა ქალაქში eraz
ოოო, მომიწია ერთხელ ეს ბედნიერებაც, დანარჩენ შემთხვევებში მატარებელმა სადგურამდე მიუღწევია |
Posted by: MANMUS 14 Nov 2018, 18:36 | ||
ამაში ვერ დაგეთანხმები მაშინაც ბლომად იყო მხრჩოლავი და აყროლებული მარშუტკები ( რაფები) + უშუქობის გამო ქალაქი სალიარკის სუნად ყარდა |
Posted by: toyota12345 14 Nov 2018, 18:41 |
eraz მაგრამ მაშინ არ იყო ამდენი მანქანები და მაინც მაშინდელი ჰაერი გვირჩევნოდეს ახლანდელისას. რაფი მაგარი იყო მახსოვს ბოლოში რომ იჯექი შუშა ბოლომდე იღებოდა შეგეძლო მთელი ტანით გადამხტარიყავი. უშუქობა მართლაც რომ იყო, მაგრამ რატომღაც მგონია ხალხი მაშინ უფრო კარგად ცხოვრობდა აი შედარება რომ გავაკეთოთ თითქოს ამდენი პრობლემები არ ქონდა ხალხს, ხელფასები კი დაბალი იყო მაგრამ პროდუქტი ისე იაფი იყო ამ ყველაფერს აბალანსებდა |
Posted by: MANMUS 14 Nov 2018, 18:48 | ||
ერთი პლიუსი ის ქონდა რომ ფეხზე მდგომი ვერ დაგაჯდებოდა |
Posted by: vaxo55 14 Nov 2018, 19:08 | ||
Snow93
საინტერესოს რას ეძახი საინტერესოა |
Posted by: Culpa_bility 14 Nov 2018, 21:35 |
ამას წინ ვიმგზავრე შუა დღეს, არ იყო ბევრი ხალხი საღამოსკენ მომიწია სადგურისკენ და კატასტროფა/// გასკდება ეს ქალაქი |
Posted by: suzgsxr 15 Nov 2018, 09:58 | ||
კაბინაში შესვლა არ შეიძლება მაგრამ გადაღებაზეც იგივე ვარიანტია მგონი.თორე ვიდეოების მეტი რა არის |
Posted by: oshi 15 Nov 2018, 11:17 |
სრული სატრანსპორტო კოლაფსია. ამ ქალაქში ან მინიმუმ დანერვოზებული უნდა იყო, ან იმდენად მოშვებული და ზომბი, რო რეაქციებზე აღარ გქონდეს რეაგირების თვისება. თბილისი ცხოვრების ხარისხით ძალიან დაბალ ნიშნულზეა. ფაქტიურად ბეტონების და ჯართების გროვადაა ქცეული. |
Posted by: Snow93 15 Nov 2018, 11:50 |
oshi +1 vaxo55 ეგ რომ დავწერო კაი ბედი მელის |
Posted by: Nescafe13 15 Nov 2018, 17:10 |
დიდუბეშI კარებში რატომაა ის რკინის სატრიალოები დღემდე ვერ ვხვდები ? რამე აუცილებლობაა თუ დრო ვერ ნახეს რომ მოეთხარათ |
Posted by: ika55775 15 Nov 2018, 18:58 | ||
ძნელი მისახვედრია? მანდედან რო არ შევიდეს ნახირი |
Posted by: toyota12345 15 Nov 2018, 18:59 |
Nescafe13 გაუმარჯოს როგორ ხარ? როგორ მიდის ბიზნესი ნესკაფეს ახალი პარტია შემოიტანეთ უკვე? |
Posted by: Nescafe13 15 Nov 2018, 19:34 | ||
ika55775
ძაან უშნოდ რომაა არაუშავს ? გადააკეთონ მერე , დღეს ამოვედი დიდუბეში და მგონი 2 წუთზე მეტი ვიყავი გაჩერებული toyota12345 მე იაკობს მონარქს ვეტანები ამ ბოლო დროს |
Posted by: toyota12345 15 Nov 2018, 19:37 |
Nescafe13 გეხუმრე ხო იცი. ნესკაფე რატო გიწერია ისე სულ მაინტერესებდა |
Posted by: Nescafe13 15 Nov 2018, 19:59 |
toyota12345 მივხვდი კარგი უსერი ხარ , ავტომობილებში სულ მხვდება შენი პოსტები ფორუმზე თუ არ იხუმრე და გაიცინე რისთვისაა აბა შექმნილი რავიცი აბა ადრე სხვა ნიკი მქონდა და გავაუქმე ეს პროსტა გავაკეთე და შემოვრჩი აქ |
Posted by: toyota12345 15 Nov 2018, 20:18 |
Nescafe13 გაიხარე მეც დადებით იუზერათ გიცნობ ცუდი პოსტი შენგან არ შემხვედრია. ერთს ადრე სოსისი უწერა და მასაც ასე გავეხუმრე და ტიპმა მომწერა კალბასის ცეხი მაქვს ჩემიო და მაგიტომ მიწერიაო სოსისი |
Posted by: Nescafe13 15 Nov 2018, 21:27 |
ტოყოტა12345 აუ ამ მოღუშულ დღეს თუ რამე გამახალისებდა კალბასის ცეხი მაგარი სიტყვაა ვცდილობ ცუდათ არ დავპოსტო , ფრხბურთის განყოფილების გარდა :დ |
Posted by: MANMUS 15 Nov 2018, 23:05 |
ჩემი ნიკი ისეთია ნუიტყვი ქვას გახეთქავს რა არ მოგაფიქრდება კაცს თავში |
Posted by: toyota12345 15 Nov 2018, 23:35 |
eraz ერაზი მახსენდება სომხები რომ უშვებდნენ პატარა სატვირთოს |
Posted by: MANMUS 16 Nov 2018, 07:34 |
ვაგონების მოდერნიზაციაზე რა ხდება ნეტა კარგა ხანია არაფერი უთქვამთ |
Posted by: suzgsxr 16 Nov 2018, 17:07 |
განათებული გვირაბში მატარებლის ტარება არც ისე სასიამოვნოა |
Posted by: Kublicha 16 Nov 2018, 17:15 | ||
იცი, რომ ამ დროს ვიღაც არის გვირაბში და მაგიტომ ხომ? |
Posted by: vatman 16 Nov 2018, 18:17 |
suzgsxr ვაჟა ფშაველა - უნივერსიტეტი ისევ სულ განათებულია? რო გახსნეს, მერე რამდენჯერმე მოხვდი მანდ და გვირაბები სულ განათებული იყო |
Posted by: vaxo55 16 Nov 2018, 18:27 | ||
როცა გვირაბი განათებულია-ეს ნიშნავს,რომ მომსახურე პერსონალი აპირებს გვირაბში ჩასვლას.მემანქანემ უნდა იაროს ნელი სვლით და შეიყვანოს,ან გამოიყვანოს ისინი |
Posted by: Culpa_bility 16 Nov 2018, 18:36 |
ისე გაასწორებს მაგრად მატარებლის მართვა, არა ? |
Posted by: MANMUS 16 Nov 2018, 18:41 |
ახალი თემის გახსნის დროა |
Posted by: suzgsxr 16 Nov 2018, 20:22 |
vatman არა ეგ თავიდან რო გახსნეს მაშინ ენთო ხოლმე მუდმივად.ეხლა სანტექნიკები როცა ჩადიან იმ შემთხვევაში ანთებენ. Kublicha ჰო მაინც დაძაბული ხარ გინდა არ გინდა .აი თუ შეამჩნევ მარჯვნივ |
Posted by: toyota12345 16 Nov 2018, 20:27 |
suzgsxr შენ თუ კაბინაში გამჩითავ და ცოტახანი მაყურებინებ მაგ სილამაზეს რაც გვირაბშია, კარგ სახინკლეს გიკისრებ |
Posted by: suzgsxr 16 Nov 2018, 21:00 |
toyota12345 ჰოოოო სახინკლეეეეეეე კაი თემაააა |
Posted by: Culpa_bility 16 Nov 2018, 22:02 |
suzgsxr მეც ვიკისრებ სახინკლეს |
Posted by: Rapanui 16 Nov 2018, 22:39 | |
OFFTOPIC:
|
Posted by: suzgsxr 16 Nov 2018, 22:44 |
ბარემ რესტორანი და ორივე ერთად წამოთ |
Posted by: toyota12345 16 Nov 2018, 22:47 |
suzgsxr ორ გოგოს ველოდები რამდენიმე თვეში მოსკოვიდან ოღონთ არ ვიცი უეჭველი ჩამოვლენ თუ არა. ერთი 28 წლისაა მეორე 24 თუ გინდა მაგათგან რომელიმეს მოგატყვნევინებ ძმა. ოღონთ ვარკეთილიდან ახმეტელამდე ან პირიქით დამსვი კაბინაში |
Posted by: Culpa_bility 16 Nov 2018, 23:38 |
toyota12345 ოო, რა მაგარი ოფერტი გაუკეთე. აწი ახლა სახინკლე სულ ცალ ფეხზე არ ეკიდება ? |
Posted by: LEOwish 17 Nov 2018, 00:20 |
ახალ გარემონტებულებში ლურჯმა იატაკმა არ გაამარლა, ნაფეხურები ეტყობა ეგრევე. |
Posted by: JSB14BSJ 17 Nov 2018, 00:28 | ||||
vatman
ჩააქრეს, რამდენი ხანია. ძლივს საბურთალო სრულფასოვნად დაიფარა მეტროთი. toyota12345
ვარკეთილიდან ახმეტელამდე ვერ დაგსვამს. ორივე მოსაბრუნებელი სადგურიდან მემანქანე იცვლება სადგურ დიდუბეში, ამიტომ დაგსვამს დიდუბე-ვარკეთილი-დიდუბე ან დიდუბე-ახმეტელი-დიდუბე. |
Posted by: Carver 17 Nov 2018, 03:03 | ||
JSB14BSJ
1 მემანქანე რამდენი საათი მუშაობს დღეში? |
Posted by: suzgsxr 17 Nov 2018, 10:17 |
Carver 6 დან მაქსიმუნ 8 ჰა ჰა 8.20 არ მიღირს სამსახური სახინკლედ და ნაშებად ბრადცი : d ესეც დიდუბის ჩიხი |
Posted by: mywebber 17 Nov 2018, 13:41 |
suzgsxr ის ლეგენდა მართალია სადღაც ძალიან ციცაბო დაღმართი რომაა? |
Posted by: LEOwish 17 Nov 2018, 14:27 |
mywebber დიდუბე-გოცირიძის მონაკვეთზეა ციცაბო დაღმართი, სხვაგან არ ვიცი, შეიძლება მან იცის, ვისაც ჰკითხე. |
Posted by: suzgsxr 17 Nov 2018, 14:44 |
LEOwish ციცაბო მაგარია * * * თუ სწორად მახსოვს გოცირიძე ნაძალადევია ყველაზე ციცაბო |
Posted by: toyota12345 17 Nov 2018, 14:56 |
ვაგონებში რომ ღილაკი აყენია საგანგებო კავშირო მემანქანესთანო მაგით ვინმეს უსარგებლია? ან მუშაობს საერთოდ? |
Posted by: MANMUS 17 Nov 2018, 15:14 |
toyota12345 ეგ ღილაკი არც არასდროს გამოუყენებიათ იმიტომ რომ ჯერ ისეთი არაფერი მომხდარა რომ მაგის საჭიროება ყოფილიყო. |
Posted by: N_E_M_O 17 Nov 2018, 15:17 | ||
მახსოვს დაახლოებით 10 წლის წინ მთვრალების ჯგუფი კოლექტიურად აგინებდა მემანქანეს და ისიც პასუხობდა |
Posted by: mywebber 17 Nov 2018, 15:21 |
toyota12345 კი მუშაობს . |
Posted by: suzgsxr 17 Nov 2018, 16:20 |
toyota12345 მუშაობს კი მაგრამ გამოყენებით ჯერ არ მქონია შემთხვევა.ცუდად გახდა რამდენჯერმე ვაგონში მაგრამ ავიწყდებათ მაგ ღილაკზე ან საერთოდ არ იციან.გამოსაწევი კრანი როა ზოგს მუხრუჭის გონია |
Posted by: Kublicha 17 Nov 2018, 16:51 | ||
ვარკეთილი - სამგორი, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს ვარკეთილის ბაქნიდან. ~ სამედიციონო - გეპეიც, ოღონდ მანდ მოსახვევია სამეციდიონსთან და ამიტომ არ ჩანს |
Posted by: MANMUS 17 Nov 2018, 17:08 |
Kublicha ავლაბარი-300 არაგველი, ავლაბრიდან აშკარად ჩანს რომ აღმართია როცა 300 დან მოდის. |
Posted by: toyota12345 17 Nov 2018, 18:54 |
ყველაზე პატარა მონაკვეთი ავლაბარი 300 არაგველია ხომ? ავლაბრიდან რომ გამიხედია ჩანს სადგური 300 არაგველი ბაქნიდან. ისე თუ დაკვირვებიხართ რა კაი ქალები ეძრობიან მეტროში, მასეთი კაი ნაშობა არც მარშუტკაში და არც ავტობუსში არ შემხვედრია არ ვიცი რატომ..... ამ ციგნებს თუ რამეს მოუხერხებენ კარგი იქნება თორემ ძალიან გადაიჯვეს უკვე. და ასევე ყუთით მოსიარულე აფერისტებს, ვითომ რომ გაჭირვებულს უგროვებენ ფულს არადა შეიძლება მაგ მოგროვილი თანხიდან 10% მისცენ მართლა იმ ოჯახს ან ისიც არ მისცენ. |
Posted by: MANMUS 17 Nov 2018, 19:04 |
toyota12345 ეგ არ ვიცი მარა უნივერსიტეტის გადასარბენიდან ვაჟა ნაღდად ჩანს. ნუ ციგნები ხო მოუშორებელი ჭირია ამ მეტროში ძირითადად ვაგზალზე და დიდუბეში ბუდობენ, ხანდახან მომინდება რო გადავცხო ხოლმე ისე იქცევიან. |
Posted by: TramwayMan 17 Nov 2018, 19:11 | ||||
toyota12345
|
Posted by: toyota12345 17 Nov 2018, 19:29 |
TramwayMan გისმენ რამე პრეტენზია გაქვს??? |
Posted by: Culpa_bility 17 Nov 2018, 20:40 |
მაგარია რა მეტრო. ავიხდენ ალბათ ოდესმე და დავჯდები მანდაც |
Posted by: vaxo55 17 Nov 2018, 20:43 | ||
უნდა დაზუსტდეს–ეგ სახინკლის მერე,თუ სახინკლის სანაცვლოთ! |
Posted by: MANMUS 18 Nov 2018, 09:45 |
ახალი თემა არ გავხსნათო 100 გავცდით უკვე. |
Posted by: Fabian 18 Nov 2018, 12:55 |
polaris შემოი ბიჭო თემა გახსენი, თვარა გახსნეს ბიჭებმა მეტროში სახინკლე და ბორდელი |
Posted by: Snow93 18 Nov 2018, 14:39 | |||
ჰა??? |
Posted by: Rapanui 20 Nov 2018, 00:31 | ||||
Fabian
რკინიგზისაც ხსენებული იუზერი, სამამულო რკინიგზისა და მეტროს წინაშე ხომ გრძნობს პასუხისმგებლობას/თანაზიარობას? და ხომ ვერ იტყვის უარს გაიკეთოს წინსაფარ-ხელთათმანები და გამოაცხოს თემები? Snow93
როგორი ამომწურავი შეკითხვა იყო. თავისუფალ თემაში და მერე მეტროს თემაშიც დავწერე ადრე, რომ ერთ ოფენ სოურს გეიმ ენჯინში საბოდიალოს ვაკეთებდი (რუსთაველი და რუსთაველი-2). მაგრამ კვალიფიკაციის არქონის გამო ვიჭედებოდი და მერე ნულიდან მიწევდა კეთება. მგონი ოთხი თუ ხუთი წარუმატებელი მცდელობა მქონდა. და აი დღესაც წავშალე ფაილი და ახლიდან დავიწყე... სანამ არ გავაკეთებ არ შევეშვები. რთულს არაფერს არ ვაწყობ და როგორ ვერ უნდა მოვერიო... |
Posted by: di_onise 20 Nov 2018, 01:28 | ||
ამას წინათ შევესწარი, ადამიანი მოყვა კარებში ავლაბრის სადგურში და მატარებელი დაიძრა. ატყდა ვაგონში პანიკა, ბრახუნი, ბაქანზეც უყვიროდა ხალხი მემანქანეს, ეგ ღილაკიც გამოიყენეს დასაკავშირებლად მარა აღარ გააჩერა. მოშორებით იყო ეგ ამბები ცოტა და ზუსტად ვერ მივხვდი რა მოხდა, თავიდან გვეგონა რომ გარედან იყო ადამიანი და ძალიან ცუდი შემთხვევა მოხდა, მაგრამ როგორც სამასებზე გაირკვა გადარჩა. სამასებზე რომ გაჩერდა, მიცვივდა ხალხი და პატრულიც გვერდითა ვაგონის კარებს, მემანქანემ კიდევ გააგრძელა ჩვეულებრივი სვლა ვარკეთილამდე. მესმის რომ გადატვირთულია მეტრო და პიკის საათებში მცირე ინტერვალებში და სტრესულ გარემოში უწევთ მუშაობა, მაგრამ ის ფაქტი რომ მატარებელმა 1 სადგური იარა ისე რომ კარები ბოლომდე დაკეტილი არ იყო, ძალიან ცუდის მომასწავლებელია.... |
Posted by: Snow93 20 Nov 2018, 11:04 |
Rapanui შევიდეთ ერთხელ წამო რუსთაველი 2-ში და ააწყობ მერე უპრობლემოდ რო რამე di_onise ერთხელ მივდიოდი ეგრე სახლში დაღლილი და 4 ბავშვი შემოცვივდა ვაგონში, ერთი გაიჭედა კარებში და ძლივს ამოიკვნესა ფეხი ჩამყვაო სახე წაშლილმა.... ვაგონის ბოლოდან მივვარდი და გავგლიჯე კარები შუაზე |
Posted by: suzgsxr 20 Nov 2018, 13:01 | ||
კარები თუ ბოლომდე არ დაიკეტა ბლოკირება აყენია და სიგნალს არ მიცემს კაბინაში მატარებელიც ვერ დაიძვრება.ხანდახან არის მომენტი ბლოკირება იჭედება და ღია როცა რჩება ოდნავ სიგნალი მაინც მისდის და სარკეში არ ჩანს ოდნავ ღია კარი. |
Posted by: Snow93 20 Nov 2018, 13:19 |
suzgsxr იდეაში ხო ვერ უნდა დაიძრას კარებუს დახურვის გარეშე, მაგრამ მინახავს ეგრე ოდნავ შეხსნილი კარებებით რომ მოძრაობდა, სავარაუდოდ გაფუჭებილი იყო... |
Posted by: mywebber 20 Nov 2018, 13:54 |
Snow93 კარები მოძრავზეც შეგიძლია ხელით გააღო. და სიგნალიც მიდის მემანქანესთან ,რომელ ვაგონში რომელი კარი იღება. გატესტილი მაქვს წლების წინ დახურე კარებიო მეძახის ვიღადა მივიხედე მოვიხედე არავინაა თურმე მიკროფონით მებაზრება |
Posted by: suzgsxr 20 Nov 2018, 14:32 | ||
სამატარებლოა ეგ სიგნალი და პულტზე არ ჩანს რო ელ ვაგონშია მითუმეტეს რომელი კარი.ერთადერთი გარედან დაინახავს სასიგნალო ნათურას რომელ ვაგონზეც გაიღება იმ ვაგონზე ყვითლად ანათებს გვერდიდან.მოძრაობის დროს გაღებისას ავტომატურად კარგავს მართვას. დაძახებით კიდე ყველა ვაგონში ერთნაირად ისმის |
Posted by: mywebber 20 Nov 2018, 14:56 |
suzgsxr ვახ რატო დამიმსხვრიე იმედები. რატომღაც ეგრე ვფიქრობდი მე... |
Posted by: vatman 20 Nov 2018, 15:01 |
suzgsxr საბურთალოს ხაზზე პიკის საათშI რა ხალხმრავლობა გქონიათ, დღეს დილით პიკის საათში მომიწია და ასეთი ხალხმრავლობა 90-იანების შემდეგ არ მახსოვს ^_^ საბურთალოს ხაზზე, დილის პიკის საათებში ალბათ 5 წელი არ მიმგზავრია |
Posted by: Kublicha 20 Nov 2018, 15:04 |
suzgsxr რამდენიმე კითხვას დაგისვამ თუ შეიძლება: 1. ვაჟა-უნივერსიტეტის გადასარბენზე, დაახლოებით შუის მერე რატომ ანელებენ და სადგურამდე დაბალი სიჩქარით რატომ მიედიან? სადგურზე წარმოქმნილი აკუსტიკაა მიეზზი თუ სხვა რამე? 2. საბურთალოს ხაზზე, პიკის საათებში დასამატებელი მატარებელი, რა შემთხვევში მოდის დეპოდან და და შემთხვევაში დელისის ჩიხიდან? 3. სსვ-ს ისართან, (წერრეთლის მხრიდან ) ორი ყვითელი როდის ანთია, როცა სსვ-ში მატარებელია თუ ყოველთვის? |
Posted by: Snow93 20 Nov 2018, 15:26 |
vatman სტუდენტობის დროს მიწევდა ხშირად დილაობით სიარული. კიბეებზე ვმდგარვარ რამდენჯერ და მესამე შემადგენლობაში ძლივს შემიღწევია |
Posted by: suzgsxr 20 Nov 2018, 15:28 |
Kublicha 1.შუა გადასრბენზე ყვითელი ანთია და სიჩქარე 40 მაქსიმუმ დაშვებული.სადგურში შესვლისას 0 ამოდის და სიჩქარე დაბალი უნდა იყოს. 2.პიკის საათში ყველა შემთხვევაში დეპოდან გადმოდის.დელისზე რეზერვი დგას თუ რამე დაზიანდა და ვერ მოდის გამოყავთ ჩიხიდან. 3.ორი ყვითელი ზოგადად ნიშნავს გვერდით ლიანდაგში გადასვლას.წერეთლიდან ვაგზლისკენ რო მიდიხარ მაგ შუქნიშანზე ამბობ ალბათ. |
Posted by: NROS06 20 Nov 2018, 15:30 |
ეჰ ხალხი თამაშის დროსაა ხოლმე თუ არი, გუშინ თამაშის მერე წერეთელზე რო გაიღო კარი და ეს ხალხი რო მოაწყდა ვაგონს, შემეშინდა არ გადაყირავდეს თქო მერე ვიფიქრე რო ვერ დაძრას სად მივდივართ თქო |
Posted by: Rapanui 20 Nov 2018, 19:46 | ||
Snow93
რასაც შენ რუსთაველი-2-ს უწოდებ, უბრალოდ წოლხვრელია. მე კი სადგურზე ვსაუბრობ )) ტრიდეში აწყობა, მითუმეტეს სწორკუთხა ფორმებით, არაა რთული. პრობლებას ქმნიდა სათამაშო ძრავის ოპციებში ჩემი არასაკმარისი გათვითცნობიერება. თან რეალიზმსაც არ ვაწვები - რეალურის ბაზაზე შექმნილი ფანტაზია იქნება რუსთაველის სადგური. რუსთაველი-2 კი როგორი გაფორმების უნდა ყოფილიყო არც ვიცი და ამიტომ (და არა მარტო ამიტომ) ჩემი შეთითხნილი იქნება )) |
Posted by: MANMUS 20 Nov 2018, 20:13 |
მეორე ხაზზე თითო ვაგონი რომ დაუმატონ არ შეიძლება? 3 აშკარად არ ყოფნის |
Posted by: toyota12345 20 Nov 2018, 20:38 |
აი ესეთი ვაგონები როგორ მომენატრა |
Posted by: Culpa_bility 20 Nov 2018, 21:20 |
დილას 8 საათიდან 9 ის ანხევრამდე მაინც არის კატატსროფა ხოლმე უამრავი ხალხი, ვაგზალზე ჭიდაობა ჩასვლაზე |
Posted by: forum-ge 20 Nov 2018, 21:23 | ||
Culpa_bility
საღამოს 6 დან 7 მდეც ეგრეა |
Posted by: Ben_Joyce 20 Nov 2018, 21:32 |
ვაგონ 5989-ს აქვს ვაგონი 6808-ის მემანქანესთან კავშირის აპარატი. ხოდა 6808 დაჭრეს? |
Posted by: Kublicha 21 Nov 2018, 00:12 | ||||
suzgsxr მადლობა
შეზღუდვა როა მაგას კი მიხვდვდი, უბრალოდ მიზეზი მაინტერესებდა, სხვა სადგურებისგან რით განსხვავდება, მანდ რომ ეგრე შორიდანვე ანელებენთქო
ხო, რა თქმა უნდა |
Posted by: Snow93 21 Nov 2018, 10:47 |
Ben_Joyce მოდერნიზებულს როგორც მახოვს აღარ აქვს არცერთს გასაგები მიზეზების გამო |
Posted by: Snow93 26 Nov 2018, 17:24 |
თბილისის მეტროპოლიტენის სამი სადგურის რეაბილიტაციის პროექტზე ტენდერი მესამედ გამოცხადდა.მიმდინარე წელს ტენდერი უკვე ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ინტერესი არავის გამოუხატავს და ტენდერები არ შედგა. ამჯერად, თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ, საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად გათვალისწინებული თანხის ოდენობა 270 ათასიდან 320 ათას ლარამდე გაზარდა. ტენდერის პირობების თანახმად, გამარჯვებულმა ფირმამ ,,სადგურის მოედანი 1”-ის, ,,სადგურის მოედანი 2”-ის და ,,სადგურის მოედანი 3”-ის საპროექტო და ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციები უნდა მოამზადოს. დოკუმენტები ხელშეკრულების გაფორმებიდან 4 თვეში უნდა მომზადდეს. |
Posted by: MANMUS 26 Nov 2018, 18:07 |
რაც დაწყებულია იმას მიხედონ 1 წელი საშველი ვერ დააყენეს ფარჩაკებმა |
Posted by: Zestafans 26 Nov 2018, 19:30 |
მატარებლები გოცირიძემდე ნელა რატო მიდიან ? რა ხდება ? მიზოზავენ ხოლმე სანამ მაგ სადგურამდე მივლიან და ცოტა სანამ გაცდებიან. |
Posted by: Snow93 27 Nov 2018, 10:06 |
http://www.city.kvira.ge/2018/11/26/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91-3/http://www.city.kvira.ge/2018/11/26/%E1%83%97%E1%83%91%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91-3/ ბოლომ დაგლიჯა |
Posted by: suzgsxr 27 Nov 2018, 10:36 |
Zestafans Oto ხიდმა დაიწია და შეზღვუდვაა დააწესეს სანამ მოხოდავენ |
Posted by: phenom animal 29 Nov 2018, 23:53 |
მეგობრებო ვის გახსოვთ სამირი. ძალიან წესიერი პატიოსანი ბიჭი სულ მიწისქვეშა გადასავლელში უკრავდა ან მეტროში. ერთ-ერთი პირველი იყო, რაც მახსოვს ვინც დაიწყო ეს ქუჩის მუსიკა, თუ ასე დავარქმევთ. სამწუხაროდ გარდაცვლილა, ღმერთმა ნათელში ამყოფოს. მეტროსთან ასოცირდება ჩემთვის ამიტომ დავწერე. https://www.ambebi.ge/article/229648-tbilisshi-cnobili-kuchis-musikosi-gardaicvala-gadaitana-uamravi-tkivili-shimshili-chagvra/ |
Posted by: Kublicha 30 Nov 2018, 00:02 |
phenom animal ძალიან მეწყინა. ყველა გავლაზე ვუტოვებდი ხურდას. მართლა მაგრად უკრავდა |
Posted by: phenom animal 30 Nov 2018, 00:04 | ||
კი ძალიან გულიანად მართლა. ეჰ რა მძიმე ცხოვრება ჰქონია თან. ნათელში იყოს. მოაკლდება მეტროსაც და ხალხსაც ნამდვილად. |
Posted by: MANMUS 30 Nov 2018, 22:27 |
EMA 502ის 4მა ვაგონმა მოდერნიზაცია უკვე გაიარა, 1 კვირაში ხაზზე გამოუშვებთო, ახალი ცხვირიც ნორმალურია. ნაცრისფერ-თეთრ ფერებში რაღაც არ ჯდება. სარკეები საერთოდ მოუხსნიათ. მათ ნაცვლად ორივე მხარეს კამერები დაუყენეს + მემანქანის კაბინას კლიმატკონტროლი დაემატა. |
Posted by: TramwayMan 30 Nov 2018, 22:39 |
eraz სალონში სკამებიც სხვანაირია |
Posted by: JSB14BSJ 1 Dec 2018, 00:27 | ||
Snow93
ბოლო ვერ ამოვხსენი და ავლაბარმა ცვეტში დაგლიჯა |
Posted by: suzgsxr 1 Dec 2018, 11:20 |
სარკე რო არ ექნება კარგი გონიათ ამათ? ის წინა ორი საშინლად არაკომფორტულია და ეხლა ამას კიდე სარკეები მოხსნეს |
Posted by: MANMUS 1 Dec 2018, 11:51 |
suzgsxr ხომ არ იცი ზუსტად როდის გაუშვებენ ხაზზე |
Posted by: suzgsxr 1 Dec 2018, 12:04 |
eraz ზუსტად არ უთქვამთ.ერთი კვირის წინ აბკატკაზე ყავდათ. ნაძალადევში ორი დეპო იყო და მეორეში დევნილები ცხოვრობენ 25 ოჯახიო მგონი.იდეაში აქვთ დაკმაყოფილება და გაშვება რო ეგ დეპო მოხოდონ.წერეთლიდან ეგრევე გადავა მატარებელი.აღარ იქნება საჭირო პირველი ხაზით სარგებლობა.და 4 ვაგონიანსაც გააჩერებენ უპრობლემოდ. |
Posted by: MANMUS 1 Dec 2018, 13:46 |
მეც რატომღაც მგონია რომ სარკეებით უფრო მოსახერხებელი იქნებოდა მემანქანეებისთვის, ისე საინტერესოა სულ რამდენის გარემონტებას აპირებენ ასეთი სახით? |
Posted by: GIORGI112 1 Dec 2018, 14:43 |
ეს ახალი რანაირი დიზაინია გარედან რა არის... ან ის ქვემოთ ხაზი რომ ამოდის რაღაც ტალღასავით რა არის... და რამდენი დიზიანი ივლის ... |
Posted by: JSB14BSJ 1 Dec 2018, 14:58 | ||
ლეღვი ქართველი ერისთვის, არა? |
Posted by: MANMUS 1 Dec 2018, 16:36 | ||
უკვე 4 დიზაინის გვყავს რით ვერ ჩამოყალიბდნენ |
Posted by: alexx 1 Dec 2018, 23:37 | ||
81-717m, 81-714m ესენი მახსოვს ჩვენთან რომ დადიოდა. Ема502, Еж3 და Ем-508Т რომლებია ვერ ვხვდები. Еж3 და Ем-508Т ვაგონებზე Wikipedia - ზე ეს ვიდეო ამომიგდო https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/3/38/Ezh3-Em508T_on_Koltsevaya_line%2C_Moscow_Metro.webm ასეთი ვაგონი არ მახსოვს ჩვენთან თუ დადიოდა ოდესმე. ჩვენთან მახსოვს ეგეთივე, ოღონდ განათებისთვის მრგვალი ლამაზი სანათები ქონდა, რომლებიც ვაგონის შუაშიც და სკამების მაღლაც ქონდათ. Ема502 - ზე ეს სურათი ვიპოვე: http://avo.org.ua/wp-content/uploads/7158ema.jpg ჩვენთან რომ დადიოდა, იმათ სხვანაირი ფარები ქონდათ. |
Posted by: TramwayMan 2 Dec 2018, 04:25 |
eraz suzgsxr სარკეები არის წარსული, კამერებით მშვენივრად სარგებლობენ სმოფლიოს მეტროებში და არ მესმის რა პრობლემას ხედავთ. |
Posted by: suzgsxr 2 Dec 2018, 12:43 |
TramwayMan შეადარე რა ეხლა მსოფლიოს ჩვენი მოციმციმე და 8 მეგაფიქსელიანი კამერა.ხან გვაინ მოდის კადრი და ხან საერთოდ გაჭედილია. |
Posted by: decembre 2 Dec 2018, 14:53 |
ამოსასვლელებს რატომ არ ასუფთავებენ? ოდნავ წვიმა წამოუწკაპუნებს და ისეთი ტალახი დგება... ან დახურვა არ მოხერხდება? რამე გასაშლეს-დასაკეცი რო იყოს. |
Posted by: toyota12345 2 Dec 2018, 15:15 |
კვირა რომ არის ხალხი მაინც მოძრაობს მეტროში და დღეს ისეთ ჭყლეტვაში ვიდექი. დიდი ინტერვალებით მოძრაობს მატარებელი |
Posted by: decembre 2 Dec 2018, 15:31 |
toyota12345 ორივე ხაზის მოსვლა რომ დაემთხვევა ხოლმე მერე ხდება სასწაულები |
Posted by: toyota12345 2 Dec 2018, 15:33 |
D€cember ეს ბოლო წლებია მაგრად მოიმატა მგზავრებმა მეტროში. მთელი საქართველო თბილისია და არამარტო საქართველო, ვაკვირდები და ძალიან ბევრი უცხოელი მოძრაობს მეტროთი და ფიზიკურად ვეღარ იტევს ეს მატარებლები ამდენ ხალხს. ზევით ამოხვალ და საცობში ხარ. სადღა წავიდე აღარ ვიცი............ |
Posted by: MANMUS 2 Dec 2018, 15:47 |
ესეც განახლებული შემადგენლობა |
Posted by: Rapanui 3 Dec 2018, 00:39 | ||||
ერთფეროვნებას განა მრავალფეროვნება არა სჯობია? * * * * არ ვიცი რამდენად სწორედ გავიგე კალაძის ვიდეოში მოსმენილი, თითქოს გამოდის რომ ახალი შემადგენლობების დასამატებლად, სხვა პოსტსაბჭოთა მეტროსგან ყიდულობენ ჩამოწერილ ვაგონებს, ჩამოყავთ და აქ მოდერნიზაციას უტარებენ. ასეა? * * * * გამომდინარე იქიდან, თუ რა მიზეზით ხდება ამ ფორუმზე ასი გვერდის შემდეგ ახალი თემის გახსნა, ჩვენთვისვე, ჰუბრალო მომხმარებლებისთვის არის სასურველი ამის ქმნა. ჰოდა, მეტროს და რკინიგზის ახალი თემების გასახსნელად გაზაფხულის მოსვლას ველოდებით თუ რა ხთეფა? * * * * Metro, Subway, Underground, Tube... ჰმ, ეს არაქართული ტერმინები... "მეტრო", "მეტროპოლიტენი"... სადაა ქართული შესატყვისები, საად? აგერ, გთავაზობთ: "მიწური მალემსრბოლელი მანქანება", შემოკლებით კი "მიმამა" (ყოველი სიტყვის პირველი ორი ასოსგან) ანუ სახელი კვლავ ასო "მ"-ზე იწყება! |
Posted by: Kublicha 3 Dec 2018, 01:16 | ||
Rapanui
კახელები ეძახიან "ქვეგრიალას" |
Posted by: Rapanui 3 Dec 2018, 02:47 | ||||
Kublicha
ჟღერადობით სიტყვა ქვეწარმავლს, ქვემძრომს და რაიმე ქვენას ჰგავს. არ გამოგვადგება. * * * *
მითხარით რომ ეს მე არ დამიწერია. მომატყუეთ, გთხოვთ |
Posted by: MANMUS 3 Dec 2018, 07:28 |
ჰე მართლა გახსენით ახალი თემა ავედით 200მდე |
Posted by: TramwayMan 3 Dec 2018, 07:33 | ||||
Rapanui
არა. 30 ვაგონი გვეყენა და იმათ ამოდერნიზებენ.
გააჩნია რაში, საზ ტრანსპორტი ბრენდუი და ერთნაირი უნდა იყოს. |
Posted by: Snow93 3 Dec 2018, 09:56 | ||||
ეგრე ტელეფონს ელსმენი ქვია ქართულად და მოგწონთ ვინმეს? |
Posted by: Rapanui 3 Dec 2018, 18:14 |
აი რა შედეგი გამოიღო მეტროს და რკინიგზის თემების საკრალიზებამ თემა არის უბრალოდ ინსტრუმენტი, საშუალება რომლითაც ერთმანეთში ინფორმაცია შეგვიძლია გავცვალ-გამოვცვალოთ და მეტი არაფერი. რამოდენიმე წელია უარს აცხადებს თემის გახნაზე პოლარისი. ექსიდენტი ხსნიდა მერე, მაგრამ წავიდა. ვზივართ ეხლა და შევყურებთ ერთმანეთს აი ეხლა ავიტოტები და დავაასლირებ პირველ პოსტს და გავხსნი ახალ თემას. და რკინიგზასაც გავხსნი მოგვიანებით... ბოლოს და ბოლოს რა გახდა... |
Posted by: vaxo55 3 Dec 2018, 20:07 | ||||
არაა მასე.დეპო "გლდანში" არის კომუნისტებისდროინდელი ჩამოწერილი ЕМА ტიპის ვგონები და ხდება მათი მოდერნიზაცია.მოდერნიზაცია შეეხება მხოლოდ ელექტრულ ნაწილს,ხოლო რამდენად გამართლებული იქნება მექანიკური ნაწილის შემდგომი ექსპლოატაციით–ამას დრო გვიჩვენებს.
ბრენდი ერთია–ყველა ვაგონი რუსულიავაგონის ტიპებიქა განსხვავებული–ЕЖ3 717 და ზემოხსენებული ЕМА. ეს უკანასკნელი ყველაზე მოძველებულია და ახლა მიმდინარეობს მათი რეანიმაცია. |
Posted by: MANMUS 3 Dec 2018, 20:27 |
vaxo55 პირიქით ეჟ3-ები უფრო ძველებია 74 წელსაა გამოშვებულები ემა502 კი 79 წელს |
Posted by: vaxo55 3 Dec 2018, 22:03 | ||
eraz
საქმე იმაშია,რომ მოდერნიზაცია რუსებმა გათვალეს 717 ვაგონებისთვის. ამ მხრივ ეჟ ვაგონები უფრო ახლოს დგანან 717-თან ვიდრე ემა ვაგონები. თანაც ეჟ ვაგონები ხაზიდან მოხსნეს,მაშინ,როდესაც ემა ტიპის ვაგონები სრულიად არის გაძარცვული და მათი აღდგენა მეტ დანახარჯებს მოითხოვს.აქ მთავარი ელექტრული მოდერნიზაცია კი არა,მათი მექანიკური გამძლეობის საკითხია. როგორც ვიცით თუ რკინის მავთულს სწრაფად მოვღუნავთ და გავასწორებთ რამოდენიმეჯერ-იგი გადატყდება. ასეა ყველა დრეკადი ლითონის თვისება. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ლითონი ასე ვთქვათ "იღლება"-ეცვლება შინაგანი სტრუქტურა და ამიტომ დგინდება მათი ექსპლოატაციის ვადა,რომლის რესურსი ამ ვაგონებისთვის არასახარბიელო უნდა იყოს. ვნახოთ,დრო გვიჩვენებს. |
Posted by: decembre 3 Dec 2018, 23:23 |
toyota12345 კი მოიმატა ფაქტია მაგრამ მეორე მხრივ TTC ცუდად მუშაობს ამ ბოლოს დროს და მაგათი ბრალიცაა მეტროს რომ ირჩევს ხალხი. ყვითელი მიკროები ხომ ცალკე უბედურებაა კიდევ. |
Posted by: alexx 4 Dec 2018, 00:19 |
eraz vaxo55 აი ასეთი ვაგონებიც მახსოვს ჩვენთან, სადღაც 10 წლის წინ ჯერ კიდევ დადიოდნენ დიდუბის ხაზზე. ფანჯრები ეღებოდათ სხვანაირად და რბილი სკამები ქონდათ. ამ ვაგონებს რა ბედი ეწიათ თუ იცით? პირვანდელი სახით რომ აღედგინათ ერთი შემადგენლობა მაინც. |
Posted by: TramwayMan 4 Dec 2018, 00:33 | ||
D€cember
თბილისის მეტროც ტეტეცეა |
Posted by: decembre 4 Dec 2018, 01:06 |
TramwayMan ჰო, ვიცი. ავტობუსი მუდამ აგვიანებს და ყველაზე კარგი ვარიანტი მეტროა ისევ, რომელიც ასევე აგვიანებს პიკის საათებში მირჩევნია ფეხით მივიდე მეტრომდე, ვიდრე ავტობუსში ამომხდეს სული |
Posted by: MANMUS 4 Dec 2018, 07:03 |
alexx ეგ ვაგონები დიდი ხანია ჯართში წავიდა, ნაწილი კერძო პირებს გარაჟებად აქვთ გადაკეთებული, წესით გლდანის დეპოში აღარ უნდა იყოს დარჩენილი. |