თან ორგანიზებულზე თუ ზის, დიდი ალბათობით F ტიპში ზის ანუ მაქსიმუმ სამკაციანი საკნებია მანდ. თუმცა ჩვეულებრივ ციხეში ჯდომაც არაა სახეირო საქმე მაგისთვის. რეზიკო ჯვარსკი რომ იჯდა სინჯანის ზონაზე,ანკარაში, რეებს უშვრებოდნენ თურქი პატიმრები ჭორის დონეზე დადიოდა დიასპორაში
ზოგადად როგორი რაღაცაა, თურქეთის ციხეებში პალაჟენიე მიჰყავთ ან ბოზქურთებს ან ქურთებს, როგორც მაფიას ისე პკკ-ს, ზონის მიხედვით იცვლება. არის გარკვეული ციხეებიც, სადაც ადმინისტრაციაა წამყვანი და ე.წ. წითელი ზონაა, მაგრამ ეგ ძირითადად სილივრის ან ელაზიღის ციხეების მსგავს, პოლიტპატიმრების ზონებზე ხდება. რაც შეეხება უცხოურ კრიმინალურ ჯგუფებს, ვინაიდან ადგილები უკვე შევსებულია და ვინ რაა და რას აკონტროლებს გაიასნებული, მაგათ როგორც წესი არავინ ახარებს. რომ ახარებდნენ, ლავასოღლი არ იშიმშილებდა. სად გაგონილა ქურდი ზონაზე შიმშილობდეს თუ პალაჟენიე მიჰყავს.