forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (87) « პირველი ... 84 85 [86] 87   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ზე’რაგბი 2018 = XXIII სეზონი, მეექვსე ზე15
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3420
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 3 Jun 2018, 12:14  #52837181      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
როგორ ითამაშეს ჩვენებმა?

30 სიმბოლო!


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 3 Jun 2018, 12:38  #52837341      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
65' Substitute on - Jaba Bregvadze , Sunwolves
76' Substitute on - Nikoloz Khatiashvili , Sunwolves

Pos T/A Pts K/P/R MR CB DB OL TO Tack LO Pen Y/R
® Bregvadze 0/0 0 0/0/1 1 0 1 0 0 1/0 0/0 0 0/0
® Khatiashvili 0/0 0 0/0/1 0 0 0 0 0 0/0 0/0 0 0/0


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3420
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 3 Jun 2018, 12:46  #52837402      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჩემი აზრით ჯობდა ბრეგვაძეც დაეტოვებინათ გუნდთან. დიდი ვერაფერი დრო აქვთ სათამაშო, მითუმეტეს ხატიაშვილს.
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12497
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 3 Jun 2018, 13:09  #52837573      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki

8 თამაშში(2 ძირითადში) 221 წუთი დააგროვა ჯაბამ, ჯანზე როცა იყო მხოლოდ ერთ თამაშში ვერ მოხვდა განაცხადში.


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3420
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 3 Jun 2018, 14:28  #52838101      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jora84
ეგ გასაგებია. ისედაც ვიცით რომ შოთას რომც აჯობოს, დროს იმას მაინც არ მოაკლებენ (თავის შვილს არ მოჭრიან კუდს და არც ვითხოვთ მაგას).

უბრალოდ ეხლა არაფერი პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს ამ ტესტებს და ეგ ავღნიშნე. მთავარია თითოეული ტესტიდან გაკეთდეს სწორი დასკვნა. ჩვენ მსოფლიოზე წარმატება თუ გვინდა 2 XV დაგვჭირდება მინიმუმ თანაბარი დონის დაახლოებით, რისკენაც ნელნელა მივდივართ.

აქვე იხ. ვიდეორგოლი ზანგური რაგბის საწყისებზე
https://www.facebook.com/Georgianandinterna...01768543521809/

This post has been edited by giushki on 3 Jun 2018, 15:55
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 4 Jun 2018, 14:11  #52845368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლაიონზი იცლება
user posted image
* * *
user posted image
ყოჩაღ რაიმონ bis.gif


--------------------
Green and Gold...
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 4 Jun 2018, 20:48  #52847898      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
QUOTE
ლაიონზი იცლება

ვნახე ეგ უკვე sad.gif
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1733
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 5 Jun 2018, 15:46  #52852610      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არადა კაი ბიჭია

შეიძლებოდა მსოფლიოზე აფრიკის ძირითადი 15 ყოფილიყო up.gif

This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 5 Jun 2018, 15:46


--------------------
შინდისფერია ოპელი
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 5 Jun 2018, 19:15  #52854005      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ხალანტმა არ დააგდოს ეს ტემპი, თავისი განვითარების და მთელი ლაიონზის ხაზს ჩაისვამს ჯიბეში.
მაგარი ზანგია.
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 5 Jun 2018, 20:30  #52854463      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
QUOTE
ხალანტმა არ დააგდოს ეს ტემპი, თავისი განვითარების და მთელი ლაიონზის ხაზს ჩაისვამს ჯიბეში.
მაგარი ზანგია.

კუცია მაინც კაი ბიჭია smile.gif
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 8 Jun 2018, 23:22  #52874034      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

რვეული გამოიკვეთა

ზე 15-ის მე-16 რაუნდში ოზებმა 93-ქულიანი ბურთაობა გამართეს,
აფრიკამ კი ბოკეს დუბლი შტატებში მიავლინა და უელსთან წააგო


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი -- ქვემოთაა! ))

ივნისის ტესტების გამო ზე’რაგბში სამ-კვირიანი არდადეგები დაიწყო. რაკი აფრიკას ადრევე, თებერვალშიჩაეტარებინა რაუნდი, სარფის ხათრით უელსი იანკეთში გადაიპატიჟა, მაგრამ ვაშინგთონის სტადიონი სანახევროდღა შეავსო და ვერც ისეთი სეირი უჩვენა იქაურებს, რომ ესენი რაგბს მიაწყდნენ

ამასობაში იაპთა პარტნიორები წამოეწივნენ მოჩქარეებს და ცხრილმა პირველად ახლაღა ასახა რეალური ვითარება – გამოიკვეთა პლეი’ოფის მონაწილე რვეული. მეტიც, ჰარიქეინზმა სამხრეთ კუნძულზე მეორე მარცხიც რომ იგემა, ჩემპიონი ქრუსეიდერზი უკვე 9 ქულით უსწრებს, მაგრამ ერთით მეტი კი აქვს ნათამაშევი

რაუნდის ხუთ მატჩში ნუგეში ვერავინ მიითვალა, პრემია კი მხოლოდ ბრამბიზმა აიღო და ისიც – ნაკრებში ხმობილთა გარეშე მორაგბე სან’ვულვზთან. სამგან გაიცა თითო ყვითელი, ჭორიკანა მედიას კი საკბილო ნორჩმა კივებმა გაუჩინეს:

რიკო იოანეს (ბლუ) გუნდელებთან ღლაბუცში თვალის (!) ქუთუთო გაეჭრა, ხოლო ჯორდი ბარეთი (ჰრქ) ძმა’კაცთან ერთად დილის
5 საათზე შეცდომით (!) შევიდა სხვის ბინაში და მერე პოლიციაში მოუხდა თავის მართლება

ზურგში წაკინკლავდნენ

ჰარიქეინზის წვეროსანმა კაპიტანმა, აწ’კი ინგლისის (!) მარბიელმა ბრედ შილდსმა ჰაილენდერზთან მეასე (!) ზე’კეპი მოიხვეჭა. გაკეთდა 250 ბოჭვა, გაცუდდა 45, ოვალი 29-ჯერ დაირტყა "ტაქტიკურად", 241 სოლოთი კი ბურთმა 876 მეტრით წაიწია წინ

ჯორდიმ ძმის, ბოდენის პასით იოლად გაიტანა ლელო * 7:3 @ 24’, მაგრამ ტაიმის ბოლოს ფუჭად დაურჩა სპრინტი, რაღაი ზურგში გუნდები წაკინკლავდნენ და ტელე’რაკურსთა სიმწირის გამო, გაასინბინეს მხოლოდ ჰაილენდერი ლიამ სქვაიერი

ამან მასპინძლები ისე გაამწარა, რომ მათ სირენის შემდეგ 4 წუთი უტიეს და ხეირზე რგებული ჯარიმის შესასრულებლად არონ სმითი იქეთა ფრთაზე ფეხ’და’ფეხ რომ გაჰყვა მსაჯს, უცებ’ვე გაათამაშა * 8:7

თამაშის განახლებისას ბოდენის უხეირო მოგერიებული ბენ სმითმა გამოაქცუნა და არონი ახეირა * 13:7 @ 44’. სტუმრებმაც კიდიდან უცებ შემოგდებით სახტად დატოვეს მეტოქე * 14:13 @ 51’, მაგრამ ბოლო მეოთხედში ვეღარაფერი შეჰმატეს აქტივს

სამაგიეროდ, აიშვა ვაისაკე ნაჰოლომ: მისი რეიდის შემდეგ არონმა ახლოდან, ძელთან მონახა ბურჯი თაირელ ლომაქსი, დერეფანში მოგებული ბურთის კიდიდან კიდემდე ორჯერ ჩათამაშებით კი გარე’მარბმა 40 მეტრიდან გაიჯეჯილა * 30:14 ჰაილენდერზის სასარგებლოდ

უეცარი გათამაშებით

კონკურენტის შეფერხებით ისარგებლა ქრუსეიდერზმა – ჩიფსს ომი გასვლაზე მოუგო * 34:20

აქ ბურთი 42-ჯერ დაირტყა, 233 წარმატებულ ბოჭვას 36 გაცუდებული დაერთო, 233 წაღებით კი 849 მეტრი მოგროვდა. ქრუსეიდერზმაც 5-მეტრა ჯარიმის უეცარი გათამაშებით გახსნა ანგარიში, მისმავე ისე’რა ბურჯმა, ვაიეთ ქროქეთმა კი, თუ სააგენტოები არა ცდებიან, ამქარში პირველმა (!) მიითვალა მე-200 ზე’კეპი

ჩიფსი მატჩში ერთად’ერთხელ დაწინაურდა – ჩარლი ნგატაიმ ბურთი რომ დაიგორა, ჯიუტად მისდია და თერნოვერი გაახერხა * 13:10 @ 23’, მეორე ტაიმზე კი ვეღარ გამოვიდა მეორე’ხაზელი ბროდი რეთალიქი, ვისაც მკერდის ძვალი დაზიანებოდა, და ახლა თვე-ნახევარს იუქმებს

ფარღალალა დაცვაში

ოზური დარბები დასაბამიდან უფერულები გამოდიან, ამჯერად კი ტრადიცია დაირღვა – დაიდო 15 ლელო; ასამდე მონაწილეებს 7 ქულაღა დააკლდათ, ვორათაზმა კი ოდინდელი მეტოქე, რედსი სტუმრად ძლია * 52:41 და ჯგუფის ჯილობა დაიბრუნა

შევადაროთ ამ მატჩის ჯამები კივური შინა’ომებისას: 28 დარტყმა, 225 სოლოზე აკრეფილი 1127 მეტრი, ოდენ 179 შესრულებული ბოჭვა და ერთ’ბაშად 52 გაცუდებული, ანუ ბიჭები ფარღალალა დაცვაში ბურთიანად გადი’გამოდიოდნენ

ოვალმა ოთხ უაქტიურეს "უკანა ბექამდე" (პერესე, პეტაია – ფოლაუ, ნაია’რავორო) 64-ჯერ მიაღწია, მათ კი 45-ჯერ გაინავარდეს! ყველას, რა თქმა უნდა, იზი ფოლაუმ აჯობა – ორი ლელო გაიტანა:

პირველზე ბერნარდ ფოლის ყუმბარა (ლიგური აბრაგანი) ლელოში მოუხსნა გამოუცდელ ჯეიდენ ნგამანუს * 28:19 @ 40+2’, მეორეზე კი დანქან პაია’ჰაუს გადაკიდებული 45 მეტრიდან დააბრუნა * 40:19 @ 51’

პუბლიკა შეგვითხელდაო

ვორათაზი 1 საცხრილო და 60 რაგბული ქულით უსწრებს თვისტომ რებელზს. ამან 32-მატჩა "სრულიად ოზური" ნავსი გატეხა – ზელანდიაში მოიგო: მაჩანჩალა ბლუზი * 20:10 ძლია

თავი გამოიდო ტელე’რეფმა ბენ სქინმა და 4 ლელო არ ჩათვალა: 46’ წუთზე ბლუზი ანგარიშს ათანაბრებდა დერეფანში აგორებული მოლით, 77’ წუთზე კი მარიკა კოროი’მბეტეს კიდეზე დაბიჯება რომ დაუდგინდა, რებელზი უპრემიოდ დაშვრა

უიმედოდ ჩამორჩენილი ბრამბიზი არ შეეპუა კავშირს – პუბლიკა შემითხელდაო და სამივე ვოლაბი რომ მაინც ათამაშა საწყის საათში, 9521 მოსეირე ხომ მიიზიდა და სან’ვულვზს ბონუსითაც მოუგო * 41:31


ზე რაგბი 2018

მე-16 რაუნდი ($ ბონუსი, შ 7-ქულიანი საჯარიმო ლელო)

ფოქსის 50’ რჩეული >> https://acrossthetasman.com/attachment.php?...93&d=1528121619

სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S6/06_ZE-16.htm



ჰაილენდერზ 30:14 ჰარიქეინზ

4ლ: ლი ა.სმით ლომაქს ნაჰოლო; 2გ 2ჯ: სოპოანგა / სბ: სქვაიერ –

2ლ: ჯ.ბარეთ ტუმანგა-ალენ; 2გ: ბ.ბარეთ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 1/06

3:0(11) 3:7(24) სბ(38ჰლ) 8:7(40+4) /
13:7(44) 13:14(51) 20:14(61) 27:14(70) 30:14(73) დას(80+1)


ბლუზ 10:20 რებელზ

ლ: ჰეპეტემა; გ ჯ: პეროფეტა –

3ლ: მიქს (1 3) დ.ჰეილეთ-პეთი; გ ჯ: ჰოჯ

რეფ ბრაიანთ (ზელ) 2/06

3:0(6) 3:7(13) 10:7(37) 10:12(39) /
10:17(43) 10:20(59) დას(80+2)


ჩიფს 20:34 ქრუსეიდერზ

3ლ: ვაინუი ჯექობსონ (2 3) გ ჯ: დ.მაკ’ქენზი –

4ლ: ბედველ-ქერთის თოდ ბრიჯ რომანო; 4გ: მოჰუნგა 3, ჰანთ; 2ჯ: მოჰუნგა

რეფ ბერი (ავს) 2/06

0:7(6) 3:7(11) 3:10(18) 8:10(20) 13:10(23) 13:17(36) 13:20(40+) /
13:27(47) 20:27(51) 20:34(78)


რედს 41:52 ვორათაზ

7ლ: პერესე ჰიგინ’ბოთამ ტ.ტუპოუ ალ.მაფი თიმუ პეტაია ფაჰანგასე; 3გ: სთიუართ 2, ბ.ლუქას / სბ: დაგლას –

8ლ: რონა ველს ნაია’რავორო ფოლაუ (4 6) ფიპს გორდონ ქლარქ; 6გ: ფოლი

რეფ გარდნერ (ავს) 2/06

7:0(3) 7:7(7) 12:7(14) 12:14(20) 12:21(30) 19:21(33) 19:28(40+2) /
19:35(44) სბ(48რ) 19:40(51) 24:40(55) 29:40(59) 29:47(64) 29:52(70) 34:52(72) 41:52(77)


ბრამბიზ$ 41:31 სან’ვულვზ

7ლ: პოქოქ მაკ’ქაფრი ბენქს მიუირ’ჰედ სპეით (5 7) ქიუზაქ; 3გ: ლეალიაფანო 2, ჰაურა / სბ: მ.ლუქას –

4ლ: ემერი ჰ.ფან’ვეიკ ქვერქ იში; 4გ ჯ: პარქერ

რეფ რასივ’ჰენგე (აფრ) 3/06 (9 521)

7:0(8) 12:0(12) 12:3(24) 19:3(28) 19:10(36) შეს(40+2) /
19:17(43) 24:17(45) 29:17(54) 34:17(58) 34:24(71) 41:24(75) 41:31(80+სბ)


აფრიკამ ამ რაუნდის წილი ითამაშა პირველ რაუნდში


ჩვენებურები # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯ

ჯაბა ბრეგვაძე (სნვ) 16 +65 0/1 1 1 0 1/0 0 0
ნიკა ხატიაშვილი (სნვ) 18 +76 0/1 0 0 0 0/0 0 0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 იზი ფოლაუ (ვრთ),
14 იზაია პერესე (რედ), 13 რობ თომპსონ (ჰლნ), 12 ბილი მიქს (რბლ), 11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ);
10 რიჩი მოჰუნგა (ქრს), 9 ჯო პაუელ (ბრმ) /

1 კარლ ტუჰი’ნუკუაფე (ჩიფ), 2 ქოდი თეილორ (ქრს), 3 ჯეფრი ტუმანგა-ალენ (ჰრქ);
4 მეთ ფილიპ (რბლ), 5 თომ ფრენქლინ (ჰლნ);
6 ლუქ ჯექობსონ (ჩიფ), 7 მეთ თოდ (ქრს), 8 სქოთ ჰიგინ’ბოთამ (რედ)

სულ: 8 ზელ, 7 ავს * 0 იაპ


user posted image



სტატ’მოწინავენი

ქულა: 173 რობერტ დიუ’პრე (შრქ); 148 ბერნარდ ფოლი (ვრთ); 134 დამიენ მაკ’ქენზი (ჩიფ); 127 ნიკო სანჩეს (ხგრ);
123 ლიმა სოპოანგა (ჰლნ); 118 ელთონ იანკის (ლნზ); 109 ჰანდრე პოლარდ (ბულ); 105 ბოდენ ბარეთ (ჰრქ);
99 ჰეიდენ პარქერ (სნვ); 98 დამიან ვილემსე (სთო); 73 ჯექ დებროსინი (რბლ); 72 სთივენ პეროფეტა (ბლუ)

ლელო: 14 ბენ ლემ (ჰრქ);
11 ტანქელე ნაია’რავორო (ვრთ); 10 ემილიანო ვოფელი (ხგრ); 9 ჯორჯ ბრიჯ (ქრს);
8 ვაუტისტა დელგვი (ხგრ), მანასა მატაელე (ქრს), ჯექ მედოქს (რბლ);
7 თომ ბენქს (ბრმ), აკირა იოანე (ბლუ), რიკო იოანე (ბლუ), მალკომ მარქს (ლნზ), ვაისაკე ნაჰოლო (ჰლნ), ჰოსეა საუმაკი (სნვ), მადოშ ტამბვე (ლნზ), იზი ფოლაუ (ვრთ), ვორიქ ხელანტ (ბულ)


მე-17 რაუნდი

საქართველოს დროით

პარ 29/06

ბლუ.ზელ 11.35 რედ.ავს
რბლ.ავს 13.45 ვრთ.ავს

შაბ 30/06

ჰლნ.ზელ 11.35 ჩიფ.ზელ
ბრმ.ავს 13.45 ჰრქ.ზელ
სნვ.იაპ 15.55 ბულ.აფრ

შრქ.აფრ 19.15 ლნზ.აფრ
ხგრ.არგ 23.40 სთო.აფრ

უქმობს ქრს.ზელ


ორჯერ დაუფარეს

ბოკეს ახალმა გურუმ, რასი ერაზმუსმა ლიდერებ’ნაკლულ უელსს 7 უკეპო შეახვედრა, თანაც ამერიკაში არ წაუყვანია ის 15-ეული, რომელიც ინგლისს პირველ ტესტში უნდა გაუყვანოს

ვაშინგთონში წვიმდა. მობურთალებმა ოვალს ფეხი 56-ჯერ დაჰკრეს. სულ რაღაც 184 სოლოზე ჯამური წინ’სვლა 528 მეტრი გამოვიდა, ზედმეტად თამაში კი ბიჭებს ძაანაც რომ არ სურდათ, გაკეთდა 209 და გაცუდდა 32 ბოჭვა

თავიდან ძალუმი რეიდი მოაწყო ანდრე ესტერ’ჰეიზენმა, ტაიმის ბოლოს კი უელსმა ბექებით ორი ლელო გაიტანა * 14:3

მეორე ნახევარში როს მორიართის გარღვევა ოუენ ვოთქინსმა გაფლანგა. მერე მანვე ლელოდან ხელით გადააგდო ბურთი და სინბინი მოიხილა, რითაც ბოკემ ანგარიში გაათანაბრა * 17:17 @ 60’

აფრიკამ მეტოქეს შერკინებით დაუწყო მორევა და რობერტ დიუ’პრემ ჯარიმაც შეაგდო * 20:17 @ 74’, მაგრამ მასვე უმალ ორჯერ (!) დაუფარეს მოგერიებაზე და უელსმა * 22:20 გაიმარჯვა – ბოკე ზედიზედ მესამედ ძლია და მას რეიტინგშიც გადაუსწრო

ათი არა’თეთრი

შაბათს ივნისის შოუთა შოუ – ბობოლათა ერთბაშად სამი, სამ-ტესტა სერია იწყება

ზელანდია საფრანგეთს მასპინძლობს. "ოლ ბლექსს" აკლიან ქიარან რიდი, სონი-ბილ ვილიამსი, ზემოთ’ხსენებული რეთალიქი, ხოლო კაპიტანია შერყევა’გადატანილი სემ ვაითლოქი

ისტორიაში პირველად მოხვდა ზელანდიის დამწყებ 15-ეულში ერთბაშად სამი ძმა: ჯორდი #15, ბოდენ #10 და სქოთ #5 ბარეთი

ავსტრალია ტყუპი მღლეტელით (მაიქლ ჰუპერ – დევიდ პოქოქ) უხვდება "ექვსი ერის" ფალავან ირლანდიას, ვინაც ჯონი სექსთონი პირველ ტესტზე მარქაფაშიღა დაისვა

აფრიკამ სერიის ბოლომდე დაითხოვა მონპელიე’ლი ვეტერანები – კვაჭი ბისმარკ დიუ’პლესი და შუა’მარბი ფრანს სტეინი, 23-კაცა რაზმში კი ჩაწერა 10 არა’თეთრი: 7 დამწყები და სამიც სათადარიგო

ზანგია ბოკეს 61-ე კაპიტანი – სთორმერზის მარბიელი სია კოლისი, და ინგლისის წინააღმდეგ შერკინების მთელი პირველი ხაზიც შავია, რაც ახალი დროების ნიშანია


ზაფხულის ტესტები 2018

აფრიკა 20:22 უელსი

აფრ: ბოშ (ხელანტ 32-/, 50) იშმაილ ჯ.კრილ ესტერ’ჰეიზენ მაპიმპი (პაპიე 77)
<10-9> იანკის (რ.დიუ’პრე 72) ფან’სეილ /
ნჩე (კიცჰოფ 45) რალეპელე (ფან’დერ’მერვე 53) ვ.ლოუ (თ.დიუ’ტოი 45)
ჯ.ჯენქინს (ორი 62) პს.დიუ’ტოი^კაპ; კვ.სმით (ნოჩე 11-19) მოჰოჟე დ.დიუ’პრე (ნოჩე 54) –
2ლ: იშმაილ მაპიმპი; 2გ: იანკის; 2ჯ: იანკის რ.დიუ’პრე

უელ: ეიმოს პრაიდი ნორს ვოთქინ სბ 57, სთ.ევანს (პარქს 30)
<10-9> ენსქომ ტ.ვილიამს (ალ.დევის 79) /
ნ.სმით (ვ.ჯოუნზ 49) დი (ელიას 71) დლ.ლუის (რდ.ჯოუნზ 53)
ბრ.დევის ჰილ; სბ.დევის ელ.ჯენქინს^კაპ მორიართი –
3ლ: ეიმოს ვილიამს ელიას; 2გ ჯ: ენსქომ

რეფ ქარლი (ინგ) 2/06 @ ვაშინგთონ (აშშ), ქენედი (21 357)
https://acrossthetasman.com/attachment.php?...38&d=1527995347

3:0(19) 3:7(32) 3:14(36) /
10:14(45) 10:17(48) სბ(57უ) 17:17(60) 20:17(74) 20:22(75) დას(80+2)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (4/06_2018)

1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 8911, 3 ინგლისი 8623,
4 ავსტრალია 8549, 5(7) უელსი 8445, 6(5) შოტლანდია 8383,
7(6) აფრიკა 8277, 8 საფრანგეთი 7910, 9 არგენტინა 7822,
10 ფიჯი 7793, 11 იაპონია 7566, 12 საქართველო 7396,
13 ტონგა 7187, 14 იტალია 7110, 15 შტატები 6923, 16 სამოა 6903

+/-: უელ 104 აფრ


პირველი შაბათი

საქართველოს თარიღითა და დროით რაზმები

შაბ 09/06 ტონგა 05.00 საქართველო სუვა [ფიჯ]
. ფიჯი 07.30 სამოა სუვა
. იაპონია 09.45 იტალია ოიტა
. ზელანდია 11.35 საფრანგეთი ოქლენდ
. ავსტრალია 14.00 ირლანდია ბრისბენ
. აფრიკა 19.05 ინგლისი იოჰანეს’ბერგ
. არგენტინა 23.40 უელსი სან’ხუან

კვი 10/06 შტატები 04.00 რუსეთი დენვერ
კანადა 05.00 შოტლანდია ედმონთონ


სთრიმები

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 10 Jun 2018, 12:26  #52881900      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
user posted image
პერთელებმა რებელსთან ითამაშეს დილას 12-28
იქით ფიჯი ვარიორსი ემზადება
რაღაცა მოხდება ახლო მომავალში :დ

This post has been edited by Levan ch on 10 Jun 2018, 12:30
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 12 Jun 2018, 13:28  #52894163      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აქამდე სექტემბერში აქვეყნებდნენ ხოლმე,
ამჯერად კი დღეს დადეს დიდი ამბით

2019 წლის [უსტადიონებო] განრიგი >>
https://www.dropbox.com/s/mw5r82d70715f0o/1...Master.pdf?dl=0

იგივე სისტემა = 120 + 7 თამაში,
იგივე ჯგუფები = 3 * 5
დროებიც ძველებურად

აღარ შეწყდება ივნისის ტესტების გამო =
არ ტარდება ეგ ტესტები მსოფლიო თასის წელს

იწყება 15 თებერვალს, ფინალი 6 ივლისს,
ზედიზედ 21 კვირა = 18 რეგულარული + 3 პლეი’ოფი

@
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 11:08  #52899485      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
იწყება 15 თებერვალს, ფინალი 6 ივლისს,
ზედიზედ 21 კვირა = 18 რეგულარული + 3 პლეი’ოფი

დახოცვამდე თამაში smile.gif up.gif
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 17 Jun 2018, 13:21  #52924944      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ნაკრების ხალხის გარეშე ბრამბიზი და ვორათაზი ჩავიდა იაპონიაში და ორივეს მოუგეს იაპონელებმა biggrin.gif

ფიშერი მაკლერი და გიბსონი უნდა შეყარო ერთ ოთახში ცისფერებთან ერთად, იქნებ იქ მაინც გამოუვიდეთ რამე.
პ.ს ნაიჯელა იმსაჯებს
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (87) « პირველი ... 84 85 [86] 87  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0573 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]