forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (3) 1 [2] 3   ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 2017-18 * ჩემპიონთა თასი, XXIII სეზონი
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 18:54  #52042609      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლენსტერი გახდება ჩემპიონი
ადამიანები კიარა მონსტრები არიან
სამ სხვადასხვანაირ მესამე ხაზს ათამაშებენ ერთმანეთზე მაგრებს 9! კაცს lol.gif


--------------------
Green and Gold...
ferrari1000
Super Member


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 197
წევრი No.: 207906
რეგისტრ.: 21-September 15

გამოგზავნილია: 22 Jan 2018, 19:16  #52042725      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE (Levan ch @ 22 Jan 2018, 18:54 )
ლენსტერი გახდება ჩემპიონი
ადამიანები კიარა მონსტრები არიან
სამ სხვადასხვანაირ მესამე ხაზს ათამაშებენ ერთმანეთზე მაგრებს 9! კაცს  lol.gif

მეც მაგას ვიძახი წლის დაწყებიდანვე, ძალიან ძლიერი გუნდი ყავთ.

This post has been edited by ferrari1000 on 22 Jan 2018, 19:17
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 26 Jan 2018, 13:34  #52064781      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

სარასენსი მაინც გაძვრა

ევროპის "ჩემპიონთა თასის" მეოთხედ’ფინალში 4 ფრანგული კლუბი კი გავიდა,
მაგრამ ნახევარ’ფინალები შეიძლება ირლანდიაში მოეწყოს


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილები = ქვემოთაა ! ))

ლენსთერს "ჯგუფის ჯილებში" საუკეთესო შედეგი აღმოაჩნდა, მანსთერს კი წილის’ყრაზე გაუღიმა ბედმა. ალსთერიც ლიდერობდა ჯგუფს, მაგრამ ფინიშზე წაუცდა ფეხი. იგივე შეემთხვა უელსის ოსპრეიზს და უმალ მოხსნა მწვრთნელი სთივ თენდი, ბოლო ორი წლის ფალავანმა, ლონდონის "სარასენსმა" კი მაინც გააღწია პლეი’ოფში – ბოლო, მესამე ვაილდ’ქარდად (#8)

მასპინძელმა 10 თამაშიდან 7 მოიგო. გაიცა 6 პრემია და 3 ნუგეში. სინბინში მორაგბე ოდენ 5-ჯერ გაუშვეს. სამაგიეროდ, სამ თამაშში ჩაითვალა თითო 7’ქულიანი – ახლებური საჯარიმო ლელო, რის გამოც უბობოლეს სტატისტიკურ სამსახურს – "ოპტა"ს ისევ აერია ლაივ’სქორი

ტაროსის გამო

ბოლო რაუნდობის გამო ერთი და იმავე ჯგუფის მატჩები ერთ’ დროულად უნდა დაწყებულიყო, მაგრამ კვირას საქმეში ტაროსი ჩაერია – ლიმრიქში ისე წვიმდა, რომ მსაჯმა 3 საათით გადაავადა ქიქ’ოფი

შაბათის პირველ ტელე’სლოთში მესამე ჯგუფმა ირაგბა. გლაზგოში ძლივს მოესწრო მოედნიდან თოვლის გადახვეტა. მასპინძლებს აქამდე 5-ვე თამაში წაეგოთ, მაგრამ მესამე მეოთხედში "7 ქულას + სინბინი" რომ ერგოთ, ვაილდ’ქარდის აღების იმედი გადაუწურეს ინგლისის ჩემპიონს – ექსეთერს * 28:21

მონპელიეში მოლ’აობა გაჩაღდა. მასპინძლებმა ტაიმი * 14:8 მოიგეს, მაგრამ მეორეში ლენსთერმა ორი ლელო გაიტანა და ბოლოს გადამწყვეტი დერეფანიც მოიგო * 23:14 – 6-დან 6 მოგება!

უელსის დანაკლისი

მეორე ჯგუფელი სარასენსი სხვათა იმედად კი იყო, მაგრამ თავადაც 7-ჯერ დაალელოვა ნორს’ჰემპთონი * 62:14, თუმც ამოტოლა სხვაობა ვაილდ’ქარდის მოპოვებაში აღარ დაჭირვებია

ოსპრეიზი გააგდო კლერმონმა * 24:7 – ფრანგთა პირველ ლელოზე მორგან პარამ კართან გადაკიდა; მანვე ძაან შორიდანაც შეაგდო გადამწყვეტი ჯარიმა, მაგრამ მუხლიც იტკინა და "ექვსი ერის" სტარტზე ირლანდიას ვეღარ დაუხვდება

იზარალა სრულიად უელსმაც: ოსპრეიზის მგეზავს, დენ ბიგარს მხარი ისე ეტკინა, რომ მარტამდე იუქმებს. არადა, "ურჩხულებს" ისედაც დააკლდებიან ბექები: რის პრისთლენდი, რის ვები, ჯონათან დევისი და ლიამ ვილიამსი, და მორკინალები: სემ ვორბერთონი, დენ ლიდიეთი და ტაულუპე "თობი" ფალეტაუ

რისკიანი პასებით

შაბათ საღამოს, მეხუთე ჯგუფში, ჰლანეჰლი შეიქნა პირველი უელსური რეგიონული ფრანჩაიზი, ვინაც 2012 წლის აქეთ გააღწია პლეი’ოფში
"წითლების" (სქარლეთს) მგეზავმა, რიჩ პაჩელმა რისკიანი პასებით ერთი ლელო გამოაცხო და მეორე – მეტოქეს აჩუქა

სტუმარი – უქართველებო ტულონი – ლამის მთელი თამაში აგებდა. ბოლოს ფრანსუა ტრენ-დიუკმა ამაოდ სცადა არეკნი, მაგრამ ფრანგებმა ნუგეში რომ მაინც მიითვალეს * 27:30, ბასს სულ ოხრად დაურჩა გასვლაზე ტრევიზოს დარბევა * 47:28

ფანობა ანერვიულეს

კვირას მანსთერმა მეორე ტაიმშიღა * 48:3 გადაუარა კასტრს, ვისაც სინბინში კაცი ორჯერ გაუმწესეს

პარიზის "რასინგი" შესვენებამდე შერკინებით ჯაბნიდა ლესთერს და 14 ქულითაც კი დაწინაურდა, მაგრამ ავდარში თამაში თანდათან რომ გაჭირდა და ჭიდილად იქცა, ფრანგებმა ბოლოს "ვეფხვების" შტურმიც კი მოიგერიეს * 23:20 და მეორე ვაილდ’ქარდი შეიქნენ

დრამა გათამაშდა პირველ ჯგუფში – ალსთერი ლიდერობდა, მაგრამ ერთობ უინიციატივოდ გაისარჯა გასვლაზე, ვოსპსთან * 7:26 და მესამე ადგილამდე დაეშვა

ლა’როშელმა, თუმც ანერვიულა ფანობა, მაინც გატეხა აუტსაიდერი ჰარლიქვინზი * 16:7 და ჯგუფი მოიგო, ოღონდაც როგორც #5, გასვლაზე გამართავს მეოთხედ’ფინალს

პლეი’ოფი აპრილში, "ექვსი ერის" შემდეგ’ღა გაჩაღდება


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

ბოლო, მეექვსე რაუნდი

(( თორენთები -- საითზე, სტატიაში ))
http://ovaluri.comxa.com/2018/S1/25_EPCR-R6.htm


<< პირველი ჯგუფი

ვოსპს$(ინგ) 26:7 ალსთერ (ირლ)

4ლ: თომპსონ ქრუზ ლე’რუ ქუპერ-ვული; 3გ: სიპრიანი –

ლ: რიდი; გ: ქუნი

რეფ გარსეზ (სფრ) @ 21/01 ქოვენთრი, რიკოჰ (13 124)

7:0(12) 7:7(25) 14:7(33) / 19:7(47) 26:7(57$)

ლა’როშელ (სფრ) 16:7 ჰარლიქვინზ (ინგ)

2ლ: აგიონ მური’მური’ვალუ; 2ჯ: ბალე –

ლ: ქეა; გ: სმით

რეფ ქლენზი (ირლ) @ 21/01 მარსელ დეფლონდრ (16 ათასი)

3:0(5) 8:0(20) 13:0(38) / 13:7(48) 16:7(51)


<< მეორე ჯგუფი

სარასენს$(ინგ) 62:14 ნორს’ჰემპთონ (ინგ)

7ლ: მ.ვუნიპოლა გუდ ვოშ ვიგლს’ვორს კოხ მეითლენდ ვაილანუ; 6გ 5ჯ: ფარელ –

2ლ: რაინახ ტუი’ტავაკე; 2გ: ჰ.მალინდერ / სბ: გიბსონ

რეფ რეინალ (სფრ) @ 20/01 ლონდონ, ალიანს (10 ათასი)

0:7(7) 3:7(10) 10:7(15) 10:14(18) 17:14(22) 22:14(29) 29:14(37$) სბ(40+ნ) 36:14(40+4) /
39:14(47) 42:14(50) 49:14(55) 56:14(64) 59:14(69) 62:14(74)

კლერმონ (სფრ) 24:7 ოსპრეიზ (უელ)

2ლ: აბენდენონ მაკ’ალისთერ; გ 4ჯ: პარა 3, ლეიდლოუ –

ლ: ბექ; გ: ბიგარ

რეფ დოილ (ინგ) @ 20/01 მარსელ მიშელენ (18 007)

7:0(26) 10:0(31) 13:0(38) / 13:7(60) 16:7(70) 19:7(76) 24:7(78)


<< მესამე ჯგუფი

გლაზგო$(შტლ) 28:21 ექსეთერ$(ინგ)

შ + 3ლ: ჰოგ სიმორ ფეიგერსონ; 3გ: რასელ –

3ლ: ს.სიმონდს არმანდ ვითენ; 3გ: სთინსონ / სბ: ნ.ვაით

რეფ პუატ (სფრ) @ 20/01 სქოთს’თაუნ (7 351)

7:0(2) 7:7(40) / 14:7(53შ+სბ) 21:7(61) 28:7(63$) 28:14(66) 28:21(70)

მონპელიე (სფრ) 14:23 ლენსთერ (ირლ)

2ლ: ბ.დიუ’პლესი კამარა; 2გ: ქრუდენ –

3ლ: რ.ბერნ ჰენშოუ შ.ქრონინ; გ 2ჯ: ბერნ

რეფ პირს (ინგ) @ 20/01 ალტრად (8 250)

0:5(5) 0:8(20) 7:8(25) 14:8(38) / 14:13(46) 14:16(50) 14:23(54)


<< მეოთხე ჯგუფი

ლესთერ$(ინგ) 20:23 რასინგ (სფრ)

ლ: ო’ქონორ; 5ჯ: ფორდ –

2ლ: შავონსი მაშნო; 2გ 3ჯ: მაშნო

რეფ ოუენს (უელ) @ 21/01 ველფორდ როუდ (18 165)

0:7(8) 0:14(13) 3:14(17) 6:14(29) 9:14(39) /
14:14(44) 14:17(55) 17:17(65) 17:20(69) 20:20(72) 20:23(76)

მანსთერ$(ირლ) 48:3 კასტრ (სფრ)

შ + 5ლ: ერლს რ.მარშალ ზიბო ვუთონ ჯ.ქრონინ; 5გ: ქითლი 3, ჰანრაჰან 2; 2ჯ: ქითლი –

ჯ: ქოქოთ / სბ: კონბეზუ კოცე

რეფ ვაით’ჰაუს (უელ) @ 21/01 ლიმრიქ, სომონდ პარქ (23 116)

0:3(14) 3:3(18) 6:3(26) სბ(32კ) 13:3(35) /
20:3(46) სბ(56კ) 27:3(57შ) 34:3(60$) 41:3(69) 48:3(80+3)


<< მეხუთე ჯგუფი

ჰლანეჰლი (უელ) 30:27 ტულონ$(სფრ)

3ლ: პრაიდი პარქს დნ.ჯოუნზ; 3გ: ჯოუნზ; 3ჯ: ჯოუნზ 2. პაჩელ –

2ლ: ფერმიულენ ეშთონ; გ: ბელო; 5ჯ: ბელო 3, ტრენ-დიუკ 2

რეფ ბარნს (ინგ) @ 20/01 პარქ’ი’სქარლეთს (14 476)

7:0(4) 7:5(5) 10:5(10) 10:8(15) 10:15(19) 17:15(21) 20:15(25) 20:18(28) 27:18(35) 27:21(40+) /
30:21(49) 30:24(52) 30:27(57)

ტრევიზო$(იტა) 28:47 ბას$(ინგ)

4ლ: სპერანდიო ნეგრი ბენვენუტი მ.იოანე; 4გ: ალენ / სბ: გორი –

შ + 6ლ: დან ბანაჰან ვოთსონ ჯოზეფ მერსერ ჩართერის; 5გ: ბერნს

რეფ გაიუზერ (სფრ) @ 20/01 მონიგო (3 ათასი)

7:0(14) 7:7(17) 7:14(22შ+სბ) 7:21(31) 7:28(34$) 7:35(40+3) /
14:35(45) 21:35(48) 21:42(61) 21:47(78) 28:47(80+4$)


ჩვენებურები # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯ

ლექსო ყაულაშვილი (ლრშ) 17 +54 0/1 1 0 0 5/0 1 1

დათო ზირაქაშვილი (კლრ) 3 -51 0/0 0 0 0 3/0 0 2

მიხო ნარიაშვილი (მნპ) 1 -60 1/5 0 0 0 8/1 0 1
კოტე მიქაუტაძე (მნპ) 5 -73 0/8 15 0 0 12/0 0 1
გელა აფრასიძე (მნპ) 21 +76 7/0 0 0 0 0/0 0 0

ვასო კაკოვინი (რას) 17 +58 0/3 2 0 0 2/0 0 1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


ად 6 რაუნდი ქ სხვ ლ მ-წ*ფ გატ:გაშ $

1 ლა’როშელ (სფრ) 20 +35 18 4-2 156:121 4
2 ვოსპს (ინგ) ^ 17 +33 21 3-3 154:121 5
3 ალსთერ (ირლ) 17 +14 15 4-2 132:118 1
4 ჰარლიქვინზ (ინგ) 7 -82 15 1-5 106:188 3

1 კლერმონ (სფრ) 22 +61 16 5-1 165:104 2
2 სარასენს (ინგ) % 18 +59 24 3-2*1 205:146 4
3 ოსპრეიზ (უელ) 15 +4 18 2-3*1 152:148 5
4 ნორს’ჰემპთონ (ინგ) 6 -124 16 1-5 115:239 2

1 ლენსთერ (ირლ) 27 +83 22 6-0 176:093 3
2 ექსეთერ (ინგ) 15 +21 18 3-3 138:117 3
3 მონპელიე (სფრ) 13 -33 18 2-4 130:163 5
4 გლაზგო (შტლ) 7 -71 18 1-5 128:199 3

1 მანსთერ (ირლ) 21 +80 18 4-1*1 167:087 3
2 რასინგ (სფრ) % 19 +23 14 4-2 128:105 3
3 კასტრ (სფრ) 12 -50 13 2-3*1 111:161 2
4 ლესთერ (ინგ) 7 -53 12 1-5 118:171 3

1 ჰლანეჰლი (უელ) 21 +39 19 4-2 162:123 5
2 ტულონ (სფრ) % 19 +34 16 4-2 159:125 3
3 ბას (ინგ) 18 +30 16 4-2 151:121 3
4 ტრევიზო (იტა) 4 -103 12 0-6 097:200 4

ნიხრი: მოგება 4, ფრე 2, წაგება 0; რვაზე ნაკლებით წაგება (ნუგეში)
ანდა მეოთხე ლელოს გატანა (პრემია) - თითო (!) ბონუსი ($)

თაი’ბრეიქი = ტოლ ქულაზე: პირისპირ (^) 1) მეტი საცხრილო ქულა,2) უკეთესი სხვაობა, 3) მეტი ლელო;
ჯგუფურ ეტაპზე 4) უკეთესი სხვაობა, 5) მეტი ლელო, 6) ნაკლები დისკვალიფიკაცია; 7) ყომარი

პლეი’ოფში: ხუთივე ჯგუფის ჯილა + სამი უკეთესი მეორე (%)


პლეი’ოფი

# 5 ჯილა + 3 უკეთ ქ სხვ

1 ლენსთერ (ირლ) 27 +83
2 კლერმონ (სფრ) 22 +61
3 მანსთერ (ირლ) 21 +80
4 ჰლანეჰლი (უელ) 21 +39
5 ლა’როშელ (სფრ) 20 +35

6 ტულონ (სფრ) 19 +34
7 რასინგ (სფრ) 19 +23
8 სარასენს (ინგ) 18 +59


მეოთხედ’ფინალები @ საქ

პარ 30/03 = ჰლნ (უელ) 20.30 ლრშ (სფრ)

შაბ 31/03 = მნს (ირლ) 18.15 ტლნ (სფრ)

კვი 1/04 = კლრ (სფრ) 16.00 რას (სფრ)
ლნს (ირლ) 18.30 სარ (ინგ)

ნახევარ’ფინალები: 20-22/04

ლნს (ირლ) | სარ (ინგ) – ჰლნ (უელ) | ლრშ (სფრ)
მნს (ირლ) | ტლნ (სფრ) – კლრ (სფრ) | რას (სფრ)

ფინალი:

შაბ 12/05 ბილბაო, სან’მამეს (ესპ) @ 19.45 საქ

სთრიმები:

http://www.vipleague.tv/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 4 Apr 2018, 15:35  #52471126      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ოთხივე – დაძაბული

ევროპის "ჩემპიონთა თასის" მეოთხედ’ფინალებში
საგულისხმო რამ მრავლად მოხდა


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები და ცხრილი ))

ოთხივე თამაში თანაბარი და დაძაბული გამოვიდა. მაქსიმალური სხვაობა 12 ქულა იყო. ბრძოლის სიმწვავე ბოლომდე არ დამცხრალა, თამაშის ბედი კი დასკვნით 10 წუთში ერთგან’ღა – ლიმრიქში გადაწყდა

რაგბზე გადაგებულ ამ ირლანდიურ ქალაქში მანსთერს მაგრად დაუდგა სამგზის (2013-15) ფალავანი ტულონი. მსაჯობდა კოლორიტი ნაიჯელ ოუენსი. პაუზების გამო პირველი ტაიმი 56 წუთად გაიწელა, რადგან თემიდას უჭირდა საშარო განაჩენის ციმციმ გამოტანა

ფათერაკი ლელოსთან

მენცართა აზრით, მანსთერი პირველსავე წუთზე 7-ქულიანით იყო დასასჯელი, მაგრამ მსაჯებმა ტულონს დაუდგინეს "წინ თამაში". სტუმრები მაინც დაწინაურდნენ ორი გოლით, მაგრამ მერე ფათერაკი შეემთხვათ თავიანთ ლელოსთან – გიონ გირადოს ბურთი რაქიდან გამოუგორდა და საზრიანმა ქონორ მარიმ დაუმიწა * 7:6 @ 29’

მეორე ტაიმში ფრანგები უკვე 7 ქულას რომ აგებდნენ, ნალიგარმა სემი რანდ’რანდ’რამ სალელოე პასი დაუძვირა მატიო ბასტაროს

საათის თავზე ამანა და ფრანსუა ტრენ-დიუკმა მაინც დაგეზეს ინგლისელი ქრის ეშთონი * 16:13 @ 66’, მაგრამ "ბუჯელალის ამალას" მაინც არ ეწერა გამარჯვება – ენდრიუ ქონვეიმ მოგერიებული ძალუმად გამოაქცუნა და გზად ზედიზედ გააბითურა დამხვდურნი * 20:19

ირლანდიელთა სამსახურში

შინ’ვე, დაბლინში, უფრო დამაჯერებლად იმარჯვა ჯგუფური სტადიის უპირობო ფალავანმა ლენსთერმა – წინა ორი გათამაშების (2016-17) გამარჯვებული სარასენსი * 30:19 დაითხოვა

აქ თავი გამოიჩინეს ირლანდიელთა სამსახურში ჩამდგარმა კივებმა – ისა ნათევამ, ჯეიმზ ლოუმ და "6 ერზე" სლემის ამღებმა "სამყურებმაც"

ლოუმ თავიდანვე გააბითურა უელსელი "ლომი" ლიამ ვილიამსი * 7:0 @ 4’, მეორე’ხაზელმა ჯეიმზ რაიანმა კი მეტოქის 22-ში რაქის გვერდით გაასერინა დაცვა დენ ლივს * 23:12 @ 48’

"წინ პასი" ეპატიაო

პუბლიკა მსაჯობით გულ’ნაკლული დარჩა კლერმონშიც – რასინგის "ოლ ბლექ" ლეგენდას, დენ ქართერს "წინ პასი" ეპატია, მასპინძელ რემი გროსოს კი, 17:28-ზე, "უნებური ოფსაიდის" გამო გაუუქმდა ლელო

კლერმონი თავიდან * 9:0 დაწინაურდა, მაგრამ მერე პარიზელმა მარკ ონდრომ მოაწყო სასწაული რეიდი, რომელიც ფიჯელმა ლეონე ნაკარავამ დააგვირგვინა * 7:9 @ 25’

მორგან პარამ შორს მიაწოდა ოზ პითერ ბითემს * 14:10 @ 34’, ქართერი კი ბრძოლაში მაშინ ჩაება, მისი გუნდი 1 ქულითღა რომ აგებდა * 16:17

ჰოდა, "დისიმ" უმალ გამოაცხო ორი ლელო – ჯერ შორს მიაწვდინა ონდროს, მერე კი ქიქ’ოფიც ყოჩაღად წამოიღო და რასინგმა * 28:17 მოიგო

მბოჭავები დაიფრინა

ფრანგები დამარცხდნენ დასავლეთ უელსშიც, თუმცკი ბევრი უტიეს

ლა’როშელმა ლელო მალევე გაიტანა ალმისკენ გადაკიდებით * 7:3 @10’, მაგრამ დაემტვრა ფიჯელი ლევანი მბოტია და ლი ჰაფ’პენიმაც 4 ჯარიმა შეაგდო * 15:10 @ 46’

სტუმრები კიდევ მიეძალნენ, მაგრამ ჰლანეჰლიმ გაძლო და ორი ლელოც გაიტანა – ექს’კივმა ჰედლი პარქმა მბოჭავები რომ დაიფრინა, დენ ჯოუნზმა შორს მიაწოდა რის პაჩელს * 22:10 @ 63’

მერე უელსელებს თუმც კაცი აკლდათ, სქოთ ვილიამსმა მაინც იყოჩაღა, ფრანგებმა კი, წითელ დროზე, პრესტიჟის ლელო’ღა დადეს გრძელი კონტრ’მანევრით * 17:29


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

<< მეოთხედ’ფინალები

ჰლანეჰლი (უელ#4) 29:17 ლა’როშელ (სფრ#5)

2ლ: პეჩელ სქ.ვილიამს; 2გ 5ჯ: ჰაფ’პენი / სბ: ბოიდ –

2ლ: საზი ბუდან; 2გ: ბალეზ ნოუბლ; ჯ: ბალეზ

რეფ პირს (ინგ) @ 30/03 პარქ’ი’სქარლეთს (15 373)

3:0(5) 3:7(10) 6:7(12) 9:7(19) 12:7(26) 12:10(40+) /
15:10(46) 22:10(63) სბ(70ჰ) 29:10(77) 29:17(80+)


მანსთერ (ირლ#3) 20:19 ტულონ (სფრ#6)

2ლ: მარი ქონვეი; 2გ 2ჯ: ქითლი –

ლ: ეშთონ; გ: ტრენ-დიუკ; 3ჯ: ბელო, ტრენ-დიუკ 2; ა: ბელო

რეფ ოუენს (უელ) @ 31/03 ლიმრიქ, სომონდ პარქ (26 265)

0:3(10) 0:6(19ა) 7:6(29) 10:6(32) /
13:6(56) 13:9(61) 13:16(66) 13:19(68) 20:19(76) დას(80+2)


კლერმონ (სფრ#2) 17:28 რასინგ (სფრ#7)

ლ: ბითემ; 4ჯ: პარა –

3ლ: ნაკარავა ონდრო ბ.პალუ; 2გ 3ჯ: მაშნო

რეფ ბარნს (ინგ) @ 1/04 მარსელ მიშელენ (18 598)

3:0(6) 6:0(10) 9:0(18) 9:7(25) 9:10(32) 14:10(34) 14:13(40+4) /
14:16(42) 17:16(45) 17:23(64) 17:28(66)


ლენსთერ (ირლ#1) 30:19 სარასენს (ინგ#8)

3ლ: რინგ’როუზ ლივი ლოუ; 3გ: სექსთონ 2, მაკ’ფადენ; 3ჯ: სექსთონ / სბ: თოუნერ –

ლ: ქოუან; გ: ფარელ; 4ჯ: ფარელ 3, ვოშ

რეფ გარსეზ (სფრ) @ 1/04 დაბლინ, ავივა (51 700)

7:0(4) 7:3(12) 7:6(16) 10:6(21) 10:9(27) 13:9(34) 13:12(35) /
16:12(43) 23:12(48) 30:12(59) 30:19(65) სბ(75ლ)


ჩვენებურები # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯ

დათო ზირაქაშვილი (კლრ) 18 +65 0/1 0 1 0 4/1 0 0
ვასო კაკოვინი (რას) 17 +50-80 1/4 10 0 0 3/0 0 1

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ლი ჰაფ’პენი (ჰლა),
14 ენდრიუ ქონვეი (მნს), 13 სემ არნოლდ (მნს), 12 ისა ნათევა (ლნს), 11 მარკ ონდრო (რას);
10 ჯონი სექსთონ (ლნს), 9 მაკსიმ მაშნო (რას) /

1 მაკო ვუნიპოლა (სარ), 2 ქენ ოუენს (ჰლა), 3 სთივენ არჩერ (მნს);
4 თეიგ ბერნ (ჰლა), 5 ჯეიმზ რაიან (ლნს); 6 პითერ ო’მანი (მნს),
7 დენ ლივი (ლნს), 8 ჯექსონ რეი (სარ)

სულ: 8 ირლ, 3 უელ, 2 ინგ სფრ


ნახევარ’ფინალები

შაბ 21/04 @ 18.30 საქ
ლენსთერ (ირლ) – ჰლანეჰლი (უელ) @ დაბლინ, ავივა

კვი 22/04 @ 18.15 საქ
რასინგ (სფრ) – მანსთერ (ირლ) @ ბორდო, შაბან დელმაზ


ფინალი

შაბ 12/05 ბილბაო, სან’მამეს (ესპ) @ 19.45 საქ


სთრიმები

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 22 Apr 2018, 19:06  #52578937      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მანსტერს ძაან ცუდი მწვრთნელი შეტენეს აფრიკელებმა

10# ყავს კატასტროფა.

This post has been edited by Levan ch on 22 Apr 2018, 19:17
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 22 Apr 2018, 19:33  #52579070      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
QUOTE
მანსტერს ძაან ცუდი მწვრთნელი შეტენეს აფრიკელებმა

მაგარი შენძრეულები არიან ბურები,ირლანდიელებს მაგრად აგოიმებენ biggrin.gif
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 25 Apr 2018, 23:12  #52598368      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

მახვშებს გეგმა ჩაეშალათ

ევროპის "ჩემპიონთა თასის" ნახევარ’ფინალებში
დე’ფაქტო მასპინძლებმა იოლად ძლიეს სტუმრები


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები ))

დაიდო 6-6 ლელო. დაბლინში ქარი ქროდა, ხოლო ბორდოში ცხელოდა. მახვშებს ეიმედებოდათ, ფინალში ორი ირლანდიური რეგიონი გავაო, მაგრამ პარიზელმა "არისტოკრატებმა" ჩაუშალეს გეგმა. ჰოდა, მაისის მეორე შაბათს, ბასკეთში, სამგზის ჩემპიონი "ლენსთერი" ამბიციურ "რასინგს" შეებმება

ლენსთერს ჰლანეჰლისთან შარშან, დაბლინშივე წაეგო იმხანად ჯერაც "პრო 12"-ის ნახევარ’ფინალი, მაგრამ ამჯერად უშანსოდ * 38:16 მოსრა მეტოქე, ვინაც მოწინავე ოთხეულში წინა’ჯერ 2007 წელს შესულიყო

ლიმრიქიდან პარიზში

მატჩის გმირად ირლანდიელთა სამსახურში ჩამდგარი ბებერი "ბრამბი", სქოთ ფარდი სცნეს. მაგრად ითამაშეს მეორე’ხაზელმა ჯეიმზ რაიანმა და გარე’მარბმა ფერგიუს მაკ’ფადენმაც, ჯონი სექსთონმა კი 69-ე ევრო’ მატჩში მე-11 ლელო ხომ გაიტანა და 600-ქულიანი მიჯნაც დაძლია

საათის თავზე მასპინძლები შაბათს * 38:9 იგებდნენ, კვირას კი, ამავე ნიშნულზე, რასინგი * 27:3 სრავდა მანსთერს. ამან მაინც ბოლომდე იომა და * 22:27-ღა წააგო, პრესტიჟის სამიდან ორ ლელოში კი ლომის წილი დაიდო მულატმა საიმონ ზიბომ, ვინც შემდეგი სეზონისთვის ლიმრიქიდან პარიზში გადადის

უშურველად გადაუგდო

რასინგი უმისოდაც ისე კლასიანი ანსამბლია, რომ დენ ქართერის ნაცვლად ათზე ყოფილ "შარქს", პეთ ლემბს დააწყებინა, მოზანგო ტედი ტომამ კი აშკარად წაიმეტიჩრა – 22’ წუთზე გასრულებული ჰეთ’თრიქი რაში მარგიაო და ლელოში შესულმა ოვალი წამოსწრებულ კაპიტანს, მაკსიმ მაშნოს გულ’მოწყალედ, გინდ უშურველად, გადაუგდო

კელტებს სისხლი გაუშრო გაფრანგებულმა ფიჯელმა, შუა’მარბმა ვირიმი ვაკატავამაც, პენსიონერი ქართერი კი ბრძოლაში 56’ წუთზეღა ჩაება და დაცვაში გამოიჩინა თავი – მიმხვდური 8-ჯერვე შებოჭა!


ევროპის "ჩემპიონთა თასი" 2017-18

<< ნახევარ’ფინალები

სტატისტიკისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S4/25_EPCR-SF.htm


ლენსთერ (ირლ#1) 38:16 ჰლანეჰლი (უელ#4)

5ლ: ჯმ.რაიან ჰილი მაკ’ფადენ ფარდი სექსთონ; 5გ ჯ: სექსთონ –

ლ: ბერნ; გ: პაჩელ; 3ჯ: ჰაფ’პენი

რეფ პუატ (სფრ) @ 21/04 დაბლინ, ავივა (48 455)

0:3(6) 7:3(11) 10:3(19) 10:6(22) 17:6(28) 17:9(34) 24:9(40+) /
31:9(52) 38:9(61) 38:16(80)


რასინგ (სფრ#7) 27:22 მანსთერ (ირლ#3)

3ლ: ტომაზ (1 2) მაშნო; 3გ 2ჯ: მაშნო / სბ: ონდრო –

3ლ: ზიბო რ.მარშალ ქონვეი; 2გ: ჰანრან; ჯ: ქითლი

რეფ დოილ (ინგ) @ 22/04 ბორდო, შაბან დელმაზ (24 574)

7:0(7) 7:3(17) 14:3(20) 21:3(24) 24:3(26) /
27:3(43) სბ(63რ) 27:8(63) 27:15(77) 27:22(80+)


ჩვენებური # წთ’ პ/ს მ ^ ო ბჭვ -შ -ჯ

ვასო კაკოვინი (რას) 17 +51-79 1/1 0 0 0 5/1 0 0

+ შევიდა, - შეცვალეს, ! თავიდან ბოლომდე იომა; (ფ/)პ/ს (ფეხი/)პასი/სოლო,
მ წინსვლა (მეტრი), ^ გაბითურება, ო ოფლოუდი, ბჭვ ბოჭვა (დაიჭირა/გაუსხლტა),
-შ შეცდა (ბურთი დაკარგა), -ჯ დაჯარიმდა


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 საიმონ ზიბო (მნს),
14 ტედი ტომაზ (რას), 13 ვირიმი ვაკატავა (რას), 12 რობი ჰენშოუ (ლნს), 11 ფერგიუს მაკ’ფადენ (ლნს);
10 ჯონი სექსთონ (ლნს), 9 მაკსიმ მაშნო (რას) /

1 ქიან ჰილი (ლნს), 2 შონ ქრონინ (ლნს), 3 სთივენ არჩერ (მნს);
4 დონაქა რაიან (რას), 5 ჯეიმზ რაიან (ლნს); 6 სქოთ ფარდი (ლნს),
7 ვანსესლაზ ლორე (რას), 8 იანიკ ნიონგა (რას)

სულ: 9 ირლ, 6 სფრ * 0 უელ


ფინალი

შაბ 12/05 @ 19.45 საქ

ლენსთერ (ირლ) – რასინგ (სფრ) @ ბილბაო, სან’მამეს (ესპ)

სთრიმები

https://www.vipbox.st/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 12 May 2018, 19:51  #52698109      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მესამე წუთზევე დაიტრამვა ლემბი facepalm.gif ვინ დაწყევლა
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 May 2018, 21:05  #52698577      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა სვარკაა,ეს რა უბედურებაა.

რა თამაში მიდიოდა და სთრიმი გაითიშა!
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 12 May 2018, 21:12  #52698619      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მორჩა იქ, გადმოვრთე აქეთ და შევიგინე 9:9 = ლელო არ დადებულა!
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4439
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 12 May 2018, 21:28  #52698735      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ლუკასა და ნიკოს მამა
ნეიტრალური გულშემატკივრისთვის არაფერი თამაშია.

აი ვინმეს თუ გულშემატკივრობ ძაან დაძაბულია

გაუმარჯოს კაკოვინს! ძირს ფარლონგი bis.gif
* * *
ესეთი უვარგისი ღერძი არც ერთ დროს, არც ერთ ფინალისტს არ ჰყოლია როგორც რასინგს

This post has been edited by Levan ch on 12 May 2018, 21:40
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 May 2018, 21:40  #52698810      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მერე მეტყვიან ლიგის ყურება რატო დაიწყეო smile.gif

მსაჯი ვისაც უნდოდა იმას მოაგებინებდა smile.gif დაბლინურად ანაწილა ჯარიმები smile.gif
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15299
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 12 May 2018, 22:44  #52699379      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
აი. ძმაო, ლაივიც ასეთი უნდა
http://www.planetrugby.com/live/218901/230...41-Racing%2092/

მარტო ჩემთან აჩვენებს 0’ წუთს თუ სხვაგანაც ასეა?

@
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 12 May 2018, 23:22  #52699731      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
მარტო ჩემთან აჩვენებს 0’ წუთს თუ სხვაგანაც ასეა?

ჩემთანაც ასეა smile.gif
Homo Erotikus
perverted mind


******
ჯგუფი: Members
წერილები: 6229
წევრი No.: 127914
რეგისტრ.: 25-February 11

გამოგზავნილია: 12 May 2018, 23:29  #52699802      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
არ მიყვარს 3-ის ჯერადი შედეგები, ლელო რომ არ დაიდება. ბოლოში ტედი ტომას სულელურმა გაქცევამ წააგებინა რასინგს.


--------------------
დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, არ ვარ მარქსისტი! © კარლ მარქსი (1882)
გარყვნილნო ყველა ქვეყნისა შეერთდით!
არა მასტურბაციას!
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (3) 1 [2] 3  გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0252 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]