forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
reklama

Pages: (15) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> 31 მაისი საქართველო - ბარბაროსები, ბორის პაიჭაძის სტადიონზე
archilcheghe
fuck russia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5163
წევრი No.: 27935
რეგისტრ.: 7-January 07

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 19:03  #52221030      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


31 მაისს დინამო არენაზე ბორჯღალოსნები ფრანგ ბარბაროსებს დაუპირისპირდებიან (French Barbarian, Barbarian Rugby Club). ეს იქნება ბოლო წლების განმავლობაში პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული რაგბის ქომაგებს ეროვნული ნაკრების თამაშის ხილვა ზაფხულში შინ შეეძლებათ.



აღსანიშნავია, რომ ამ მატჩის ორგანიზება საქართველოსა და საფრანგეთის რაგბის კავშირებს შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე მოხდა.



„ზაფხულის პერიოდში ქართველი გულშემატკივარი ჩვენი ნაკრების თამაშების ცოცხლად ხილვის შესაძლებლობას მოკლებულია. გვსურდა მათთვის საჩუქარი გაგვეკეთებინა, ფრანგები გვერდში დაგვიდგნენ და 31 მაისს თბილისში, ‘დინამო არენაზე’ ‘ფრანგი ბარბაროსების’ ძლიერ გუნდს ვეთამაშებით“ - ამბობს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე.



ამავე მემორანდუმის საფუძველზე, უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ახლახანს თებერვლამდე ‘ლე ბლეს’ (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) ბაზაზე, ‘მარკუსიზე’ შეკრება გაიარეს და საფრანგეთის 20-წლამდელთა ნაკრების განვითარებად გუნდთან ორი მატჩი გამართეს.



„იმის გათვალისწინებით, რომ საფრანგეთში ძალიან ბევრი ქართველი ლეგიონერი თამაშობს, საფრანგეთის რაგბის კავშირმა საქართველოსთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა. საფრანგეთში მათი მიწვევით ვიმყოფებოდით, გავმართეთ მოლაპარაკებები, გავაფორმეთ მემორანდუმი და მივიღეთ პირობა, რომ ისინი სხვადასხვა მიმართულებით დაგვეხმარებიან. სწორედ ამ შეთანხმების ერთ-ერთი ნაწილია საქართველოში ‘ფრანგი ბარბაროსების’ სტუმრობა“ - გვიყვება მემორანდუმის შესახებ სვანიძე.



საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ბერნარ ლაპორტმა ქართული რაგბის მიმართ პატივისცემა დაადასტურა და მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ისაუბრა:



„საქართველო ევროპულ და მსოფლიო რაგბში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და აქედან გამომდინარე, საფრანგეთის რაგბის კავშირი დიდი სიხარულით დათანხმდა ამ მნიშვნელოვანი მატჩის გამართვას.



„მოგეხსენებათ ‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ შარშან ‘მაორი ოლ ბლექსს’ მოუგო. ეს გუნდი თავისი მნიშვნელობით ძალიან დიდ როლს იკავებს ფრანგულ რაგბში და 2017 წლიდან საფრანგეთის რაგბის კავშირმა ‘ფრანგ ბარბაროსებს’ მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი მიანიჭა. ამ გუნდის მიზანია რაგბის ცოდნის, სიყვარულის, ფასეულობების ამაღლება და გავრცელება. ვიცი რომ ეს ორი შეუდარებელი გუნდი დიდ პატივს სცემს ამ ფასეულობებს და შედეგის მიუხედავად, ერთმანეთს პატივისცემასა და სიყვარულს გაუზიარებენ“.



ვინ არიან ‘ფრანგი ბარბაროსები’



რაგბის კლუბი ბარბაროსები, რომელიც მოიხსენება როგორც ‘ფრანგი ბარბაროსები’ 1979 წელს ბრიტანული ‘ბარბაროსების’ (მსოფლიოს უხუცესი წვეული გუნდი, რომელიც სათავეს 1890 წლიდან იღებს) მაგალითზე ჩამოყალიბდა და პირველ წლებში მიზნად სამოყვარულო რაგბის და სარაგბო ტურნეების პოპულარიზაციას ისახავდა. 2017 წლიდან გუნდს ოფიციალურად მიენიჭა საფრანგეთის მეორე ეროვნული ნაკრების სტატუსი.



‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ პირველი თამაში 1980 წელს შოტლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართეს და 26:22 დაამარცხეს, ბოლოს კი 2017 წლის 10 ნოემბერს ახალი ზელანდიის ‘მაორი ოლ ბლექსი’ (Maori All Blacks) მიიღეს და 19:15 დაამარცხეს. ამ შეხვედრაში ‘ფრანგ ბარბაროსებს’ საფრანგეთის ეროვნული ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა, ტოპ 14-ის ჩემპიონი ‘კლერმონის’ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლეგენდარულმა ორელიენ რუჟერიმ უკაპიტნა.



ისტორიის მანძილზე ‘ფრანგი ‘ბარბაროსები’ 5-ჯერ შეხვდნენ ‘ოლ ბლექსს’ და ერთხელ მეტოქის დამარცხებაც მოახერხეს, ორჯერ ავსტრალიას, სამი თამაშიდან სამივე მოუგეს სამხრეთ აფრიკას, ხოლო ყველაზე ბევრჯერ - 8-ჯერ, არგენტინელებს შეხვდნენ და 5 მარცხის წილ 3 მოგება აქვთ. ტიერ1-ის სხვა გუნდებიდან ნათამაშები აქვთ შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, უელსთან და საფრანგეთთანაც, ხოლო ტიერ2-ის გუნდებიდან იაპონიასთან, ფიჯისთან, კანადასთან, ტონგასთან, სამოასთან და ნამიბიასთან. ‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ ყველაზე დიდი სხვაობით 1985 წელს იაპონიასთან მოიგეს (45:4), ხოლო თავად 2003 წელს დამარცხდნენ საფრანგეთთან (12:83). ბოლო 10 თამაშიდან მათ 9 მოიგეს (არგენტინასთან 2, იაპონიასთან 3, სამოასთან, ნამიბიასთან, ავსტრალიის „ა“ ნაკრებთან და ‘მაორი ოლ ბლექსთან) და მხოლოდ ერთი წააგეს არგენტინასთან.



ბორჯღალოსნების მომავალი მეტოქე ლურჯი და ლაჟვარდისფერი კომბინირებული კვართებით თამაშობს. რაც შეეხება წინდებს, ‘ბარბაროსების’ ტრადიციის თანახმად, ყველა მოთამაშე მოედანზე საკუთარი კლუბის წინდებით გადის.



რაგბის კავშირის მაღალი სპორტული მიღწევების დირექტორი ბაჩო ხურციძე მომავალი მატჩის მნიშვნელობასთან დაკავშირებით ამბობს:



„მეტოქე საკმაოდ ძლიერი, დაახლოებით იმ დონის გუნდია, რა დონის ნაკრებებსაც ზაფხულის პერიოდში ვეთამაშებით ხოლმე და მათთან შეხვედრა დიდ სარგებელს მოგვიტანს. გულშემატკივარს შევახსენებ, რომ ‘ფრანგმა ბარბაროსებმა’ ნოემბერში ახალ ზელანდიელი ‘მაორები’ დაამარცხა. ფრანგი ბარბაროსები საქართველოს პირველად ეწვევიან და ეს მათი მხრიდან ჩვენი დაფასება და აღიარებაა.



„მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაში ზაფხულის ტესტ-მატჩების ოფიციალური ფანჯრის გახსნამდე ერთი კვირით ადრე იმართება. ტრადიციულად, ამ პერიოდში უძლიერესი შემადგენლობის შეკრება გვიჭირს, თუმცა მეტოქეს შესაძლებლობების ფარგლებში ძლიერი გუნდით დავუხვდებით და მხოლოდ ის მოთამაშეები დაგვაკლდებიან, რომელთა გუნდებსაც ჩემპიონატი ჯერ დასრულებული არ ექნებათ“.



ფრანგული ხარისხი



„ეს სწორედ ისაა, რაზეც ბოლო წლებში რაგბის კავშირთან ერთად ვმუშაობდით - მაღალი ხარისხის თამაში!“ - ასე აფასებს ამ მომავალ მატჩს ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელი მილთონ ჰეიგი და ყურადღებას მეტოქის სიძლიერეზე ამახვილებს:



„მოგეხსენებათ, წლის განმავლობაში უმთავრესად ტიერ2-ის გუნდებს ვეთამაშებით. ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ ტიერ1-ის ნაკრებს, ისიც გასვლაზე. ჩვენ გამუდმებით ვმუშაობდით ძლიერ გუნდებთან ხშირად შეხვედრის შესაძლებლობებზე და ‘ბარბაროსებთან’ თამაშის ვარიანტსაც განვიხილავდით. მოლაპარაკებებმა და მიზანმიმართულმა მუშაუბამ შედეგი გამოიღო და ‘ფრანგ ბარბაროსებს’ შევხვდებით, რომელიც საფრანგეთის მეორე ერონული ნაკრებია“.



ჰეიგისთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ შეხვედრა ზაფხულის ტესტ-მატჩების ფანჯრის ოფიციალურად გახსნამდე ერთი კვირით ადრე იმართება:



„განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ეს თამაში მაისის ბოლოს, ოკეანეთისა და იაპონიის ტურნეზე გამგზავრებამდე გვექნება. რთული შეხვედრა გველის, მით უმეტეს, რომ ის ივნისის ოფიციალური სანაკრებო ფანჯრის გახსნამდე ტარდება, მაგრამ მეტოქე ტიერ1-ის დონისაა და ეს ძალიან კარგია. ‘ფრანგ ბარბაროსებთან’ თამაში გამოგვადგება როგორც ოკეანეთის ტურნესთვის, ასევე მსოფლიო თასისთვის მოსამზადებლად.“



ჰეიგი მოხარულია, რომ თამაში თბილისში გაიმართება და რაგბის ქართველ ქომაგს მაღალი ხარისხის თამაშის ცოცხლად ხილვის შესაძლებლობა ექნება:

„ქომაგს ექნება შესაძლებლობა საკუთარი თვალით იხილოს ძალიან ძლიერი გუნდი, საფრანგეთის მეორე ნაკრები, რომელიც კლასიკური ფრანგული ხასიათით გამოირჩევა. როდესაც ახალგაზრდა ვიყავი და ფრანგების თამაშებს ვუყურებდი, ჩემთვის ეს ხასიათი განსაკუთრებულ მიმზიდველობას ქმნიდა და დარწმუნებული ვარ ის სტაჟიან ქართველ გულშემატკივარსაც ემახსოვრება. ხოლო ჩვენთვის, როგორც გუნდისთვის, ასევე მოთამაშეებისთვის, ესაა რეალური შანსი ვითამაშოთ ძალიან საინტერესო გუნდის წინააღმდეგ“



>>> შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებისა და ფრანგი ბარბაროსების პირველი, ისტორიული მატჩი გაიმართება 31 მაისს დინამო არენაზე. მატჩის გამართვის დროსა დაბილეთების შესახებ ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოვაქვეყნებთ <<<



--------------------
"ვინ გითხრათ რომ რაგბი თამაშია?! რაგბი ომია ძმაო ..." © ძია ბურძგლა
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1337
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 19:12  #52221085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფრანგებისთვის მიცემული ხმის შედეგებს ვიმკით:

20 წლიანები ორჯერ შეხვდენენ ფრანგ თანატოლებს.

ახლა ბარაბაროსები.

ძალიან კარგია.
ratomac aRa
Sigara içilmez


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 42210
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 19:28  #52221177      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ეგენი ადრეც ხომ გვეთამაშენ? რაღაც მასე მახსოვს


--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
archilcheghe
fuck russia


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5163
წევრი No.: 27935
რეგისტრ.: 7-January 07

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 19:36  #52221232      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ratomac aRa

ეს ფრანგი ბარბაროსები არიან smile.gif ამათთან არ გვითამაშია არასდროს. მაგარი გუნდია
Dehumanizer
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9014
წევრი No.: 5760
რეგისტრ.: 20-July 04

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 22:47  #52222506      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
ratomac aRa
QUOTE
ეგენი ადრეც ხომ გვეთამაშენ? რაღაც მასე მახსოვს

წლების წინ ა ნაკრები იყო ჩამოსული, ეგ ხომ არ გახსოვს?
jora84
YNWA


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 13051
წევრი No.: 18558
რეგისტრ.: 24-March 06

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 22:59  #52222612      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Dehumanizer

რაღაც ნაკრები იყო 2001, მოვიგეთ მაშინ 24:20

საქართველო 24:20 საფრანგეთი "უ"

საქ: ხამაშურიძე ურჯუკაშვილი ზიბზიბაძე ალანია (ი.გიორგაძე 75) ხეხელაშვილი (ბუგიანიშვილი 69) <10-9> ჯიმშელაძე იოვაძე (შ.მოდებაძე 40+2 - /, 75) / შველიძე ა.გიორგაძე ცაბაძე^კაპ (ნიკოლაენკო 60); დიდებულიძე (მაგრაქველიძე 59) ნადირაძე (უდესიანი 78) ბოლღაშვილი ლაბაძე ზ.მჭედლიშვილი (ჯაველიძე 80+1) - 3ლ: ცაბაძე ლაბაძე ურჯუკაშვილი; 3გ ჯ: ჯიმშელაძე

სფრ: ნავეზ (ლაკოსტ 67) მ.დურტ^კაპ ვერმი კასენ (ბონეფუა 73) ბიდაბე <10-9> სკრელა კიულინა (მიკუ 55) / მინასიან ბლენ (ეშევერი 55) ლეკულ (შიპიოლსკი 45) კადიკ როლან (სიგუარ 73) დიოდე ბალტაზარ (ოლივიე 64) აზულეი - 2ლ: კასენ დიოდე; 2გ: სკრელა ბონეფუა; 2ჯ: სკრელა

რეფ თრევორ (ირლ) 3:0(12) 3:3(15) 10:3(17) 17:3(40+3) / 17:10(42) 17:13(50) 24:13(52) 24:20(80+3)

შაბ 10/11 2001 @ თბილისი, ვაკე (7 ათასი)

This post has been edited by jora84 on 20 Feb 2018, 22:59


--------------------
ისინი ღმერთმა რაგბის სათამაშოდ შექმნა, ოღონდ ცოტა ჭკუა დააკლო ყველას რომ არ მოუგონ (c) SGG
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7726
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 23:13  #52222739      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
jora84

არ იყო ა ნაკრები. რაღაც ახალგაზრდული ნაკრებივით იყო. ჯანის ხარჯზე
მოვუგეთ. ამათგან სკრელა დადგა მაგარი მორაგბე.

ერთი კვირის მერე აფრიკამ ჩამოგვიყვანა ნაღდი ა ნაკრები.

ფრანგი ბარბაროსები ნაღდი ა ნაკრებია, მაორებს რომ მოუგეს,ძალიან
ძლიერი შემადგენლობით იყვნენ. ნუ მაორებს ისე რა გუნდი ნაღდად ვერ მოუგებს.

This post has been edited by SGG on 20 Feb 2018, 23:14
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1337
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 20 Feb 2018, 23:46  #52223042      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მაორებთან შეხვედრის მომენტები:
https://www.youtube.com/watch?v=l2aznGByjTo

მაგ ნაკრებში ორი ახალგაზრდა ყავდათ: ნ'ტამაკი და ჟალიბერი. ერთი ოციანების 10 ნომერია, მეორე - უკვე დიდი ნაკრების.
Qolga
შეზარხოშებული


****
ჯგუფი: Registered
წერილები: 770
წევრი No.: 62698
რეგისტრ.: 29-May 08

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 00:37  #52223479      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
2001-ში იყო საფრანგეთის საუნივერსიტეტო ნაკრები.
მუჩა



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10459
წევრი No.: 92547
რეგისტრ.: 30-May 09

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 01:14  #52223830      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ანუ ზაფხულის ტესტებზე ბარბაროსები და + ვინმე ტიერ 1დან?

თუ ტიერ 1ში გაიყვანეს ესენი?
BigG
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1337
წევრი No.: 226004
რეგისტრ.: 14-November 16

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 01:20  #52223899      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თუ ტიერ 1ში გაიყვანეს ესენი?


თ1-ს ივნისში არავინ შეგვპირებია, მაგრამ ფრანგი ბარბაროსები ნაკლები არ გეგონოს.
zura1993
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 68954
რეგისტრ.: 2-August 08

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 01:35  #52223977      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მუჩა
QUOTE
ანუ ზაფხულის ტესტებზე ბარბაროსები და + ვინმე ტიერ 1დან?

თუ ტიერ 1ში გაიყვანეს ესენი?

ზაფხულში არ იქნება ტიერ 1. მარტო ბარბაროსები და მერე ოკეანეთის ტური



სამწუხაროდ ეს "ის" ფრანგი ბარბაროსები აღარ არიან რაც ადრე იყო

2017/18 წლის სეზონიდან საფრანგეთის რაგბის კავშირში ინტეგრირდნენ და ოფიციალურად საფრანგეთის "ა" ნაკრები გახდნენ

From the start of the 2017–18 season, the French Barbarians became the official second national team of the French Rugby Federation, which had previously designated either the France U20 side or France A as that team.

აგერ უფრო დაწვრილებით აქ წერია:
https://www.ffr.fr/Equipes-de-France/Rugby-...quipe-nationale


მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ის მორაგბეები იქნებიან, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება maxati.gif
მუჩა



*******
ჯგუფი: Members
წერილები: 10459
წევრი No.: 92547
რეგისტრ.: 30-May 09

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 01:50  #52224086      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE

თ1-ს ივნისში არავინ შეგვპირებია, მაგრამ ფრანგი ბარბაროსები ნაკლები არ გეგონოს

არ მგონია ,ვიცი , ###ები არიან

zura1993
QUOTE
მერე ოკეანეთის ტური

იაპონია და ფიჯი?
თუ კიდევ იქნება ვინმე?

==========================================
იაპონია 2 ჯერ ხვდება იტალიას,კანადა შოტლანდიას , აშშ შოტლანდია და ჩვენ არავის facepalm.gif

ჩაიწერება ფედერაციის აქტივში.
SGG
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7726
წევრი No.: 119768
რეგისტრ.: 19-August 10

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 02:03  #52224167      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
zura1993
QUOTE
მხოლოდ საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე ის მორაგბეები იქნებიან, ვინც ნაკრებში ვერ ხვდება 



საიდან ასეთი ტყუილი? smile.gif)
პირველად არ ხარ შემჩნეული მსგავს ტყუილებში. თან შენს ტყუილებს მხოლოდ ერთი დანიშნულება აქვს, საქართველოს ნაკრებთან დაკავშირებული ყველა მოვლენის დაკნინება.

ზელანდიელ მაორებს ვინც მოუგო,მაგათგან საფრანგეთის ნაკრებში ნათამაშები აქვს პელისიეს,გომეს სას,ტაოფიფენუას, ფლანკარს,ჟალიბერს. ხოლო რუჟერი საერთოდ ლეგენდაა ფრანგული რაგბის,3 მსოფლიო აქვს ნათამაშები.

დანარჩენელი კი ამომავალი ვარსკვლავები ან მხოლოდ ისეთი მოთამაშეები,რომელსაც მთავარ ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია აქვს. საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში,ყველას აქვს ნათამაშები.

"ეს ის ბარბაროსები არაა" ისე თქვი,თითქოს ძან იცოდე 70-იანებში ფრანგი ბარბაროსები რა შემადგენლობით თამაშობდნენ smile.gif

გუგლიდან სწავლობენ რაგბს და მერე კითხვებზე "კომპეტენტურ" პასუხებს წერენ.

This post has been edited by SGG on 21 Feb 2018, 02:05
zura1993
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5043
წევრი No.: 68954
რეგისტრ.: 2-August 08

გამოგზავნილია: 21 Feb 2018, 02:12  #52224221      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
მუჩა
QUOTE
იაპონია და ფიჯი?
თუ კიდევ იქნება ვინმე?

როგორც ვიცი მხოლოდ იაპონია და ფიჯი.

QUOTE
იაპონია 2 ჯერ ხვდება იტალიას,კანადა შოტლანდიას , აშშ შოტლანდია და ჩვენ არავის

ჩაიწერება ფედერაციის აქტივში.

იაპონია 2-ჯერ იტალიას + ნოემბერში ზელანდია, ინგლისი, საფრანგეთი sa.gif აშშ შოტლანდის + ნოემბერში ან უელსს ან ირლანდიას


მაგრამ რა გინდა რომ ქნა, 4 ათასიან სტადიონზე რომ თამაშობ, მთელი მსოფლიო გიყურებს რომ კომერციულად არამიმზიდველი ხარ.

ქუთაისში მეორე სტადიონზე, რომელიც 15 ათასამდე იტევს მანდ რატომ არ გამართეს მაინც ვერ ვხვდები, შევსებით ხო უეჭველი შეივსებოდა, ბილეთებით ხო უფრო მეტ მოგებას მიიღებდნენ. რამე პრინციპის ამბავი იყო 3500-იან რაგბის არენაზე თამაში?
0 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
0 წევრი:
Topic Options Pages: (15) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0182 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]