forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (15) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> ივნისის ტესტები 2018, 2 June - 23 June
OSTAP
სუპერ ფოკუზნიკი


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3152
წევრი No.: 32964
რეგისტრ.: 12-April 07

გამოგზავნილია: 10 Jun 2018, 18:04  #52883518      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი · aim · yim · msn
ზოგადად მგონია რომ ნაკრებს ერთი კლუბის მოთამაშეები არ არგებენ და საჭიროა კონკურენცია და სიახლეები. ალბათ დროთა განმავლობაში ეს იაპონიასაც დაარტყავს. ამ ხაგუარსზე კარგი მოთამაშეები ყავთ ევროპაში.
ELguja90
Super Crazy Member +


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 11602
წევრი No.: 172464
რეგისტრ.: 29-August 13

გამოგზავნილია: 10 Jun 2018, 19:41  #52884040      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიჯიბ ვს იტალია ბ არის ვორლდ რაგბის ფეისბუკზე თუ ვინმეს აინტერესებს
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4427
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 10 Jun 2018, 21:57  #52884785      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
იაპონიას ყავს ტოპ მწვრთნელი,
არგენტინას ყავს ვიღან პანჩო.
მაგას მარიო ლედესმაც ჯობია biggrin.gif


--------------------
Green and Gold...
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15298
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 10 Jun 2018, 22:51  #52885105      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

გაზეთი "ნჲუ ზილენდ ჰერალდ"
https://www.nzherald.co.nz/


--------------------
^ ოვალური ოაზისი მრგვალ უდაბნოში
Ovaluri.comxa.com/2018 და FB.COM/OVALURI
< შევიდა ფარში და სამქულიანი ჩააგდო
& დებოში (დენბოშის) დეპოში
@ ჰაკკეი ეტო ნე რეგბი, ბლინდაააჟ..! >
# ხუზლი’ბაბინგის ზურზიკმა ოსტატებმა შარშან ძალა ბაბოჲ’ხუზლინგშიც სცადეს
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 11 Jun 2018, 08:48  #52886400      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
არგენტინას ყავს ვიღან პანჩო.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
ratomac aRa
Sigara içilmez


*********
ჯგუფი: Members
წერილები: 41542
წევრი No.: 122045
რეგისტრ.: 4-October 10

გამოგზავნილია: 11 Jun 2018, 10:48  #52886773      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
user posted image

რა მოისროლა მედარდი biggrin.gif

მაკენზისნაირი ოდესმე გვეყოლება ჩვენ? user.gif


--------------------
დაახლოებით ბენზემას დონე იყო 2000იანების რონალდო © mind_auger
...................................................................................................................................
ქართველები მონობას ისე შეეჩვიენ, ერთ ბატონს მეორეთი რომ უცვლიან, უკვე თავისუფლება ჰგონიათ
ლუკასა და ნიკოს მამა
ოღრაშთ-დამკვალიანებელი


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 15298
წევრი No.: 47736
რეგისტრ.: 24-November 07

გამოგზავნილია: 13 Jun 2018, 23:11  #52903826      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
user posted image

ქურციკულ სალოცავში

სამხრეთული ტესტების პირველ შაბათს გადახალისებულმა ბოკემ სასწაულად ძლია ინგლისი,
ავსტრალიამ კი "ექვსი ერის" ფალავანი, ირლანდია დააშამათა ფეხოსნობით


Ovaluri.comxa.com/2018
© 2002 წლიდან უწყვეტად მოქმედი "ოვალური ოაზისი"

მისივე ფეის’ბუქის ეტლი https://www.facebook.com/ovaluri/
მოიწონეთ ეგ გვერდი და მოგივათ სიახლეები!


(( დამწყებებს! ჯერ იხილეთ ოქმები -- ქვემოთაა! ))

დაბლინი რაგბეთს შეჰპირებია, წლეულს ბოლოჯერ გატესტებთ ივნისში, 2019 წლის მსოფლიო თასის შემდეგ კი ახალი, გლობალური განრიგით, ნახევარ’სფეროები ერთ’ურთს ივლისში მოუსინჯავთ ძალასო

*** http://ovaluri.comxa.com/2018/ZFX_2018.htm

წლევანდელ ზაფხულის განრიგსაც არა უშავს რა – ყველა თამაში შაბათსაა, ოღონდაც ჩვენებურად დილის ხუთიდან შემდეგი, კვირა დღის დილის ხუთამდე! სვლა’გეზებიც უფრო ლოგიკურია და მენიუც გაწონასწორებული: 9 ტესტი პირველ-მეორე და 7 – მესამე ვიქენდზე

პროგრამის თვალია ბობოლათა სამი 3-ტესტა სერია, ხოლო კელტური ფანტაზიის ნაყოფი – "წყნარი ოკეანის თასი". ამაზე საქართველო და რუმინეთი ფიჯსა და ტონგას სუვაში უნდა სწვეოდნენ, მაგრამ ჩვენმა მეზობელმა შესცოდა, მსოფლიო თასიდან მოიხსნა და კოლორიტულ შორეთში პირველი, თანაც მუქთი, ვოიაჟი გაუუქმდა

მზე თავში გაგვიჯდა

*** http://ovaluri.comxa.com/2016/Q6/27_PAC3-FIJ.htm

მახვშებმა რუმინეთი სამოა’თი რომ ჩაანაცვლეს, შარშან’წინდლისგანგანსხვავებით, ამას აღარ ვეთამაშებით, ჩემპიონი კი უსრული, 2-მატჩა ცხრილით უნდა გამოვლინდეს. არც პირობები გაუმჯობესებულა იოტის’ოდენად – ტონგასთან დღის 1 საათზე გვარაგბეს, რის გამოც მზე რომ გაგვიჯდა თავში, ძლივსღა გავიმარჯვეთ 1 ქულით * 16:15

აქეთ, კავკასიაში, დილის ხუთზე გაღვიძებულებს, 29’23 ნიშნულზე ეკრანები დიდი ხნით გაგვიქვავდა. ვაგლახ, რომ "მსოფლიო რაგბიც" სთრიმის იმედად იყო და "ცოცხალი ოქმი" აერია, მაგრამ გვიშველა ნაკრების უფროსობამ – ლევან მაისაშვილმა და ირაკლი ხუნდაძემ ალტერნატიული, "ოფიციალური ოქმი" დროულად გაგვიხერხეს

პატივცემულ "ოპტა"ს კუნძულური რაგბი ძაანაც რომ არ ადარდებს, დანარჩენი 7 ტესტისგან განსხვავებით, არ უწარმოებია სუვურ მატჩთა სტატისტიკა, მაგრამ ის კი დანამდვილებით ვიცით, რომ ყველა – 16-ვე ქულა სოსო მათიაშვილმა მოგვიპოვა: ლელოზე 90-მეტრა რეიდიც განახორციელა და ორჯერ გადაკიდებული "უკანა ხაზამდე" დაამიწა

რაციონალური თამაშითა და მტკიცე დაცვით საათის თავზე 13 ქულით ვიგებდით, მაგრამ მეტოქე რომ უკეთ იცნობს ზღვისრეთულ ჰავას, პირველი ხაზი ჩვენზე გვიან შეცვალა და შერკინებაშიც კი დაგვჯაბნა. ფორა მაინც გვეყო მოსაგებად, ფიჯის რაგბულ პრიორიტეტებზე კი ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით უტყუარი ფაქტი:

30 ივნისს ჰაილენდერზი და ჩიფსი რომ გამართავენ იმავე სტადიონზეზე 15-ის მატჩს, რაგბი ფიჯურად 21.35-ზე დაიწყება და ვარსკვლავებს არც პროჟექტორის შუქს დაამადლის ვინმე

სათუო სინბინით

ბობოლებმა გემრიელად დაგვაპურეს:

გაბუქულმა ინგლისმა წლეულს ზედიზედ მეხუთე მარცხიც იწვნია – მაღალ მთაში 21-ქულიანი ფორა გაფლანგა აფრიკასთან * 39:42

ავსტრალიამ მსოფლიოს მეორე გუნდსა და ჩრდილოეთის ჯილას – ირლანდიას 12 მოგებაზე დაუსრულა ტრიუმფალური სვლა * 18:9

ზელანდიამ პირველი ტაიმი თუმც წააგო საფრანგეთთან, მეორეში უმალ იხეირა ფრიად სათუო სინბინით და კიდევ 7-ჯერ დაალელოვა სტუმარი * 52:11

არგენტინის ფორმაში გადაცმულმა "ხაგუარესმა" უღიმღამოდ წააგო გამოხშირულ უელსთან * 10:23

შოტლანდიამ თავი გაუყადრა "მეორე დონეს" და სარეპეშაჟოდ მომეცადინე კანადა დაანგრია * 48:10

"მამათაგან" ნალოლიავებმა ჩვენმა კონკურენტებმა კი კოხტად იბურთავეს და იაპონიამ * 34:17 აჯობა იტალიას

მცოდნემ და უნარიანმა

ყველაზე ცხოველი გამოხმაურება, რა თქმა უნდა, განახლებული "ბოკეს" საარაკო გამარჯვებას მოჰყვა. საქმე ისაა, რომ გუნდს ისტორიაში პირველად უკაპიტნა ზანგმა – სია კოლისიმ, და აზრიან თეთრ გურუს, რასი ერაზმუსს გაუმართლეს როგორც ახალბედებმა, ასევე ევროპიდან ხმობილმა ლეგიონერებმა

ინგლისი დაგეგმვაში ჩაიჭრა – ზღვის დონეზე ემზადა, სარაგბოდ კი 1750 მეტრზე ავიდა და თავიდანვე გაშლილად შეუტია. იაპები ამას არ ელოდნენ და პირველსავე მეოთხედში * 3:24 ჩამორჩნენ, მაგრამ ტემპი მიიღეს და ისე კადნიერად შეუტიეს, რომ ტაიმი * 29:27 მოიგეს

გუნდის სული და გული იყო "სეილის" ჩია 9 ნომერი ფაფ დე’კლერკი, ბასრი იარაღი – "ვოსპსის" ზურგი ვილი ლე’რუ, ძრავი კი – ზორბა დვეინ ფერმიულენი. "ბულზის" ათი ჰანდრე პოლარდიც თანდათან ათამაშდა, ლიანგი კი მთლად გადარიეს ახლებმა:

მეორე’ხაზელმა არ’ხე სნეიმანმა (ბულზ) და ზანგმა გარე’მარბებმა: სბუ ნკოსი’მ (შარქს) და აფივე დიანტი’მ (ლაიონზ). ამით დამტკიცდა, რომ ნიჭიერი არა’თეთრებშიც საკმაოდაა, მაგრამ ისინი უნდა შეარჩიოს და გაწვრთნას მცოდნემ და უნარიანმა, და არა – ოდენ კანის ფერის მიხედვით დანიშნულმა

ფანებს წაეშაირა

ერაზმუსმა ნამატჩევს აღიარა, ვერ წარმოვიდგენდი, ინგლისი თუ ეგრე შეგვიტევდა – ხაზში სამი 10 ეყენა (ფორდ, ფარელ, სლეიდ) და მეგონა, ფეხით დაგვაყუმბარებდნენო; დაცვაში ფრთებზე ძაან გაგვიჭირდა, მაგრამ "ყოჩაღ" სიას, გუნდი რომ დარაზმა და თამაში შემოაბრუნაო

ნკოსიმ 11 სოლოზე 106 მეტრი იარა და დუბლი შეასრულა; ანგარიში 61 მეტრიდან (!) გახსნა ელიოთ დეილიმ; გუნდებმა 17-17 ტაქტიკური დარტყმა შეასრულეს; ჯონი მეის აქტივში ლელო და 2 სალელოე პასია: რაქში და ბოჭვაზე მეტოქენი ბარი-ბარში დარჩნენ, მაგრამ ინგლისი დაღუპა უდისციპლინობამ – ჯარიმათა ფარდობა 6-14 გამოვიდა

ბრიტთა ოზმა მოძღვარმა, ედი ჯოუნზმა კივი მარბიელი, ჰარიქეინზის კაპიტანი ბრედ შილდსი მეორე’ხაზელად შეიყვანა პირველ ტაიმშივე, მატჩის ბოლოს კი გვირაბის ყელში წაეშაირა ბოკეს ენა’მწარე ფანებს

პრეს-კონფერენციაზე ედი კიდევ შეუდგა იმის მტკიცებას, რომ "ვარდები" სწორ გზას ადგანან, მასპინძლებს კი თავიც მოუქონა, ზანგის ყოჩობით ქურციკულ სალოცავში რომ მოგვიგეთ თრილერი – მაშ, "რასობრივი გარდაქმნაც" აშკარად მოგხდენიათო

ორმაგად ახიაო

ვოლაბებმაც დააბნიეს სამყურები – ხელ’და’ხელ ბურთაობის ნაცვლად პინგ-პონგი გაუმართეს * 26-22, და ტყუპმა მღლეტელმაც თავისი ჰქნა: ირლანდიამ ბურთი 21-ჯერ დაკარგა, ავსტრალიამ – 12-ჯერ’ღა

ერთ’წლიანი ნება’ყოფლობითი დასვენების შემდეგ დიდ რაგბში დაბრუნებულმა დევიდ პოქოქმა ახლოდან ლელოც კი შეიტანა; 12 ნომრად შენიღბულმა მგეზავმა, ქერთლი ბილმა ბურთი 43-ჯერ მიიღო; იზი ფოლაუმ თითქმის ყველა აბრაგანი მოხსნა, მოკეთებულმა ცხრამ, ვილ გენიამ კი ორივე ლელოზე დროული პასები გაუშვა

კელტებს ორი ბობოლა ბურჯი და მგეზავი ჯონი სექსთონიც მარქაფაში დაესვათ. მათ ფლობითა და ტერიტორიითაც აჯობეს მასპინძლებს *
60-40 და 61-39%; ოზებს ბოჭვაც 50-ით მეტი მოუგროვდათ, მაგრამ რომ არა კივი ტელე-რეფის, ბენ სქინის ახირება და პედანტობა, ირლანდიას უფრო ადრეც გატეხდნენ

61’ წუთზე, როცა ავსტრალია * 8:9 აგებდა, ბილმა და ბერნარდ ფოლიმ ფრთაზე გააჭენეს ფოლაუ, მაგრამ თემიდამ თავი გამოიდო და ოზებს ორი ფაზით ადრე გამოუნახა "უბურთოს ბოჭვა", რასაც თამაშზე გავლენა საერთოდ არ მოუხდენია

ჰოდა, აღშფოთებულმა ექსპერტებმა შენიშნეს, ამიერიდან ჩარბენზე თუ წამოეგე და მიზანში ამოღებულს დაეჯახე, ორმაგად ახია შენზეო!

დამრღვევნი გაამართლეს

ლელოს ეგრე გაუქმება ავსტრალიას ჰკადრეს, თორემ "ოლ ბლექსს" ძველებურად გასდის ყველაფერი:

გუნდი უტევდა საფრანგეთს, მაგრამ ჯერაც ვერ უგებდა * 11:11 @ 51’, "პირველი დონის" ტესტის პირველად მომსაჯე ლუქ პირსმა შარი რომ მოსდო პოლ გაბრიაგს, რაიან ქროთი "მაღლა შებოჭეო" და ისე, რომ ტელე-რეფისთვის არც მიუმართავს, სტუმრები კაც’ნაკლული დატოვა

ზელანდიამ უმალ გამოიყენა შანსი და ციმციმ გაიტანა სამი ლელო: ბოდენ ბარეთმა ჯერ დიაგონალურად დაუგორა კვაჭ ქოდი თეილორს; მერე კიდიდან უცებ შემოაგდო ბურთი და იქეთ ჩათამაშებულით ბენ სმითმა გაილაღა; არონმა სმითმა კი მოლიდან მოკლე ფრთაზე შეატევინა რიკო იოანეს * 30:11 @ 62’

ამ ლელოს წინ უარესიც მოხდა: სემ ქეინი და ოფა ტუჰუნგაფასი ისე დაეჯახნენ რემი გროსოს, რომ ამას თავის ქალა ორ ადგილას გაებზარა, მაგრამ პირსმა ჯარიმა აკმარა კივებს, ხოლო დაბლინის ტრიბუნალმა სამშაბათამდე ითრია ფეხი და ბოლოს დამრღვევნი სულაც გაამართლა

ვაგლახ, რომ ეს ინციდენტი დაჩრდილავს სხვაფრივ დიდებულად ნარაგბალს: ერთ რამედ ღირდა კივთა პირველი ლელო, რომელშიც სამივე ბარეთი მონაწილეობდა, და თამაშში ბოლო მეოთხედშიღა ჩაბმული დამიენ მაკ’ქენზის ოინებიც – 117 მეტრი 5 წაღებაზე, ხაზის
5-ჯერ გაჭრა და მბოჭავის 4-გზის გაბითურება!


ზაფხულის ტესტები 2018

პირველი შაბათი

სტატისტიკის, ჲუთუბისა და თორენთის ბმულები >> საითზე, სტატიაში
http://ovaluri.comxa.com/2018/S6/12_ZFX-1.htm




საქართველო 16:15 ტონგა$

საქ: მათიაშვილი სიჭინავა კაჭარავა კვესელაძე (მალაღურაძე 4) თოდუა (კვირიკაშვილი 66)
<10-9> ხმალაძე ლობჟანიძე (ბეგაძე 76) /
ასიეშვილი (თეთრაშვილი 68) მამუკაშვილი (ბრეგვაძე 55 სბ 79) ჩილაჩავა (მირცხულავა 55)
ნემსაძე^კაპ ჭეიშვილი (მიქაუტაძე 54) სუთიაშვილი (შუბითიძე 66) გიორგაძე გაჩეჩილაძე სბ 47 –
ლ გ 3ჯ: მათიაშვილი

ტონ: ს.ფიფიტა ჰალაი’ფონუა ტუჰი’ტავაკე (ფოსიტა 18) პიატაუ^კაპლატუ (ვ.ლოლო’ჰეა 63)
<10-9> მორათ ტაკულუა (ტუჰუ’მოტო’ჰუა 76) /
ფისი’ჰიჰოი (ფეჰაო 71) ნგაუამო (საკალია 71) ტ.ლოლო’ჰეა (ტამეი’ფუნა 63)
ლ.ფიფიტა (ფალე’აფა 76) ტუჰი’ნეაუ; ფალეფა (მაპაპა’ლანგი 57) ლოკო’ტუი მანუ –
2ლ: ვ.ლოლო’ჰეა ჰალაი’ფონუა; გ: მორათ; ჯ: ტაკულუა

რეფ პიქერილ (ზელ) 9/06 @ სუვა (ფიჯ), ეი’ენ’ზედ (675)

7:0(9) 10:0(22) 13:0(36) 13:3(39) /
სბ(47ს) 16:3(61) 16:8(72) სბ(79ს) 16:15(80)


ფიჯი$ 24:22 სამოა$

4ლ: მური’მური’ვალუ ვოლა’ვოლა სენი’ლოლი ნგონევა; 2გ: ვოლა’ვოლა / სბ: ვატუმბუა ნქერა მავი –

3ლ: მატავაო ჯ,ლემ პოლა’ტაივაო; 2გ: ტ.პისი ტუალა; ჯ: პისი

რეფ ფრეიზერ (ზელ) 9/06 @ სუვა, ეი’ენ’ზედ (1 500)

სბ(9ფ) 0:3(23) 5:3(26) სბ(29ფ) 10:3(33) 17:3(40) /
24:3(52$) 24:10(61) სბ(68ფ) 24:15(69) 24:22(80)

* წყნარი ოკეანის თასი: 5 ფიჯ, 4 საქ; 1 ტონ სამ


იაპონია 34:17 იტალია

4ლ: მაფი ფუკუოკა ლემეკი მაცუშიმა; 4გ 2ჯ: ტამურა –

2ლ: პასკვალი ბრ.სტეინ; 2გ ჯ: ალენ

რეფ ბერი (ავს) 9/06 @ ოიტა. ბენქ დოუმ (25 824)

0:7(17) 7:7(20) 14:7(30) 17:7(34) 17:14(38) /
17:17(52) 20:17(58) 27:17(63) 34:17(68) ^ სერია 1-0


ზელანდია 52:11 საფრანგეთი

ზელ: ჯ.ბარეთ (მაკ’ქენზი 61) ბ.სმით ლენართ-ბრაუნ ქროთი (ლაუმაპე 61) რ.იოანე
<10-9> ბ.ბარეთ ა.სმით (პერენარა 66) /
მუდი (ტუჰი’ნუკუაფე 46) თეილორ (ჰარის 66) ფრენქს (ტუჰუნგაფასი 58)
ს.ვაითლოქ^კაპ სქ.ბარეთ; სქვაიერ ქეინ (ა.სავეა 64-72, 75) ლ.ვაითლოქ (ფიფიტა 73) –
8ლ: ბ.ბარეთ თეილორ ბ.სმით იოანე (4 7) მაკ’ქენზი ლაუმაპე სავეა; 3გ 2ჯ: ბ.ბარეთ

სფრ: მედარ ტომაზ ბასტარო^კაპ დუმეირუ გროსო (ფიკუ 59)
<10-9> ბელო (პლისონ 61) პარა (სერენ 61) /
პრიზო (ბაი 55) შა (პელისიე 61) ატონიო (სლიმანი 44)
გაბრიაგ სბ 51 (ბ.ლე’რუ 69) მაესტრი; კონკორიე (ლაპონდრი 61) გურდონ სონკონი –
ლ: გროსო; 2ჯ: პარა

რეფ პირს (ინგ) 9/06 @ ოქლენდ, იდენ პარქ (45 850)

0:5(7) 3:5(14) 3:8(20) 8:8(22) 8:11(36) /
11:11(48) სბ(51ს) 18:11(55) 25:11(58) 30:11(62) 35:11(64) 40:11(67) 45:11(75) 52:11(80+) ^ სერია 1-0


ავსტრალია 18:9 ირლანდია

ავს: ფოლაუ ჰეილეთ-პეთი (ჰოჯ 63) კერევი ბილ კოროი’მბეტე
<10-9> ფოლი გენია (ფიპს 74) /
სიო (რობერთსონ 63) პაენგა-ამოსა (ლატუ 56) კეპუ (ტუპოუ 56)
როდა (სიმონს 55) ქოულმენ; პოქოქ (ტუი 74) ჰუპერ^კაპ თიმუ (სამუ 49-58, 63) –
2ლ: ფოლი პოქოქ; გ 2ჯ: ფოლი

ირლ: რ.ქარნი ერლს (ლარმორ 25) ჰენშოუ აკი სთოქ’დეილ
<10-9> ქარბრი (სექსთონ 57) მარი (მარმიონ 78) /
მაკ’გრას (ჰილი 48) ჰერინგ (ქრონინ 57) ჯნ.რაიან (ფურლონგ 48)
ჰენდერსონ (ქვ.რუ 65) ჯმ.რაიან; ო’მანი^კაპ (ქონან 69) მერფი სტანდერ – 3ჯ: ქარბრი

რეფ ფან’დერ’ვესტჰეიზენ (აფრ) 9/06 @ ბრისბენ, სან’ქორპ (46 273)

3:0(3) 3:3(14) 3:6(26) 8:6(34) შეს(40+2) /
8:9(56) 11:9(70) 18:9(74) დას(80+3) ^ სერია 1-0


აფრიკა 42:39 ინგლისი

აფრ: ვ.ლე’რუ (ხელანტ 64) ნკოსი ამ დე’ალენდე დიანტი (იანკის 76)
<10-9> პოლარდ დე’კლერკ (ფან’სეილ 73) /
მთავარირა (კიცჰოფ 48) მბონამბი (ფან’დერ’მერვე 58) ვ.ლოუ (თ.დიუ’ტოი 48)
სნეიმან მოსტერტ; კოლისი^კაპ (ნოჩე 71) ჟლ.დიუ’პრე (პს.დიუ’ტოი 50) ფერმიულენ –
5ლ: დე’კლერკ ნკოსი (2 3) ლე’რუ დიანტი; 4გ 3ჯ: პოლარდ

ინგ: დეილი მეი სლეიდ ფარელ^კაპ ბრაუნ (სოლომონა 76)
<10-9> ფორდ (ფრანსის 76) იანგს (სპენსერ 76) /
მ.ვუნიპოლა სბ 63 (მარლერ 76) ჯორჯ (ქოუან-დიქი 64) სინქლერ (ჰ.ვილიამს 58)
ითოჟე ისიკვე (შილდს 36) რობშოუ ქარი (ჰიუზ 66) ბ.ვუნიპოლა –
5ლ: ბრაუნ დეილი ფარელ ითოჟე მეი; 4გ: ფარელ; 2ჯ: დეილი ფარელ

რეფ ო’ქიფ (ზელ) 9/06 @ იოჰანეს’ბერგ, ემირეითს ეარ’ლაინზ (55 260)

0:3(2) 0:10(5) 3:10(11) 3:17(15) 3:24(18) 8:24(20) 15:24(31) 22:24(35) 29:24(40) 29:27(40+2) /
32:27(52) სბ(63ი) 39:27(66) 39:32(70) 42:32(76) 42:39(78) დას(80+2) ^ სერია 1-0


არგენტინა 10:23 უელსი

არგ: ვოფელი დელგვი (კანსელიერე 54) ორლანდო დე’ლა’ფუენტე მოშანო
<10-9> სანჩეს (გონსალეს-იგლესიას 41) ვერტრანუ (ლანდახო 48) /
გარსია-ვოტა (დიას 56-57, 59) კრევი^კაპ (მონტოშა 65) ტეტას-ჩაპარო (მედრანო 65)
პეტი-პაგადისავალ ლავანინი (ალემანო 68) მატერა (ლესანა 47) კრემერ ორტეგა-დესიო –
ლ: ლესანა; გ: გონსალეს; ჯ: სანჩეს

უელ: ეიმოს ჯშ.ადამს სქ.ვილიამს პარქს ნორს
<10-9> პაჩელ (ენსქომ 60) გრ.დევის (ალ.დევის 60) /
რბ.ევანს (ნ.სმით 53) დი (ელიას 60) დლ.ლუის (თ.ფრანსის 53)
ბიედ ჰილ^კაპ (თერნბელ 68) სბ.დევის (ვეინ’რაით 53) ჯმ.დევის მორიართი –
2ლ: ჯმ.დევის ნორს; 2გ: პაჩელ; 3ჯ: პაჩელ 2, ენსქომ

რეფ ბრეის (ირლ) 9/06 @ სან’ხუან, ვი’სენტენარიო (23 200)

3:0(2) 3:7(9) 3:14(28) 3:17(36) /
3:20(45) 10:20(78) 10:23(80+2) ^ სერია 0-1


შტატები 62:13 რუსეთი

9ლ: ტაუფეტეჰე (1 4) ქვილ ლასიკე ბრაქი (5 6) ოგსპერგერ დოლან სქალი; 7გ: მაკ’გინთი 4, მეგი 3; ჯ: მაკ’გინთი –

ლ: ბაბაევ; გ 2ჯ: კუშნარიოვ

რეფ ანსელმი (არგ) 9/06 @ დენვერ, დიქს სპორთინგ გუდს

0:7(4) 5:7(11) 5:10(16) 12:10(20) 19:10(24) 19:13(29) 22:13(35) 29:13(38) 34:13(39) /
41:13(42) 48:13(72) 55:13(77) 62:13(80+)


კანადა 10:48 შოტლანდია

შ + ჯ: ო’ლირი სბ ბარქერ –

7ლ: მაკ’გვიგან ჯექსონ თერნერ (3 5 6) ბრედბერი ქარმაიქლ; 5გ: იდალგო-ქლაინ 2, ქინგ’ჰორნ 3; ჯ: იდალგო-ქლაინ / სბ: ჯექსონ

რეფ კუბო (იაპ) 9/06 @ ედმონთონ, ქომონ’ველს (12 824)

0:3(4) 0:8(9) 3:8(14) სბ(18კ) 3:15(36) /
3:22(43) 10:22(შ+სბ) 10:29(57) 10:34(68) 10:41(73) 10:48(80) დას(80+5)


"მსოფლიო რაგბის" რეიტინგი (11/06_2018)

1 ზელანდია 9399, 2 ირლანდია 8805, 3(4) ავსტრალია 8656,
4(3) ინგლისი 8519, 5 უელსი 8513, 6 შოტლანდია 8383,
7 აფრიკა 8381, 8 საფრანგეთი 7910, 9(10) ფიჯი 7793,
10(9) არგენტინა 7754, 11 იაპონია 7602, 12 საქართველო 7475,
13 ტონგა 7108, 14 იტალია 7073, 15 შტატები 6939, 16 სამოა 6903

+/-: ავს 107 ირლ, აფრ 104 ინგ, საქ 79 ტონ, უელ 68 არგ, იაპ 36 იტა, აშშ 16 რუს
* ზელ 0 სფრ, შტლ 0 კან, ფიჯ 0 სამ


"პლანეტ რაგბის" რჩეული

15 ვილი ლე’რუ (აფრ),
14 სბუ ნკოსი (აფრ), 13 მიკელე კამპანიარო (იტა), 12 ჰედლი პარქს (უელ), 11 რიკო იოანე (ზელ);
10 ბერნარდ ფოლი (ავს), 9 ფაფ დე’კლერკ (აფრ) /

1 კეიტა ინაგაკი (იაპ), 2 ჯორჯ თერნერ (შტლ), 3 ოუენ ფრენქს (ზელ);
4 არ’ხე სნეიმან (აფრ), 5 სქოთ ბარეთ (ზელ);
6 დევიდ პოქოქ (ავს), 7 ჯეიმზ დევის (უელ), 8 დვეინ ფერმიულენ (აფრ)

სულ: 5 აფრ; 3 ზელ; 2 ავს უელ; 1 იაპ იტა შტლ


მეორე შაბათი

საქართველოს თარიღითა და დროით

რაზმები >> https://www.planetrugby.com/news/team-track...internationals/

შაბ 16/06 ტონგა 05.00 სამოა @ სუვა (ფიჯ)
. . ფიჯი 07.30 საქართველო @ სუვა
. . იაპონია 09.00 იტალია @ კობე
. . ზელანდია 11.35 საფრანგეთი @ ველინგთონ
. . ავსტრალია 14.00 ირლანდია @ მელბურნ
. . აფრიკა 19.05 ინგლისი @ ბლუმ’ფონტეინ
. . არგენტინა 23.40 უელსი @ სანტა’ფე

კვი 17/06 კანადა 00.00 რუსეთი @ ოტავა
. . შტატები 05.00 შოტლანდია @ ჰიუსთონ


სთრიმები

https://www.vipleague.lc/sports/rugby.html
http://www.thefeed2all.eu/type/rugby.html
http://www.sportcategory.com/c-11.html
http://livetv.sx/en/allupcomingsports/33/
http://www.batmanstream.com/rugby-live-str...deo-2016-1.html

@
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4427
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 15:50  #52907450      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
: სემ ქეინი და ოფა ტუჰუნგაფასი ისე დაეჯახნენ რემი გროსოს, რომ ამას თავის ქალა ორ ადგილას გაებზარა, მაგრამ პირსმა ჯარიმა აკმარა კივებს,

მეტი რაღა უნდა ექნა რომ წითელი მიეცათ?
ესეთი მიკერძოება, თან ზელანდიის სასარგებლოდ არის დანაშაული და ამნაირ მსაჯებს არ უნდა ამსაჯებდნენ მაღალ დონეზე.
dc120mm
Super Crazy Member


******
ჯგუფი: Members
წერილები: 9268
წევრი No.: 90876
რეგისტრ.: 8-May 09

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 16:03  #52907532      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
QUOTE
თან ზელანდიის სასარგებლოდ

რა დონის უნამუსო და ჟოპალეზი უნდა იყო ადამიანი რო ზელანდიას რაგბში წაეხმარო!
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4427
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 16:22  #52907643      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ზოგადად არაობიექტურობის და მიკერძოების დედა ვატირე, ისედაც ამხელა განსხვავებაა და კიდე სუსტს ჩაგრავენ.
ეს ნამეტანია რასაც ზელანდიელებს პატიობენ, გინდა საკლუბო, გინდა სანაკრებო დონეზე.


giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 17:18  #52907945      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
100% საყვითლე. მე პირადად, მანდ ვერაფერი დავინახე საწითლე. ეს ახალი თაობის სენიორიტა მსაჯები მისცემდნენ კიდევაც წითელს, მაგრამ თუ ვიღაც იმის მომხრეა, რომ ზოგადად მაგაზე წითელი ბარათი უნდა იყოს, მაშინ ჯობია ჯერ წესებს გადავხედოთ. ვიღაც იმის მომხრეცაა, რომ ფოლაუსთვის დისკვალიფიკაცია მიეცათ, მაგრამ ჩაუვარდათ კოვზი ნაცარში. ზოგადად რაგბი არ უნდა იყოს უსამართლო და მითუმეტეს სპორტი არ უნდა იყოს პოლიტიკური გარჩევების პოლიგონი.

კარგად დააკვირდი, თავს ხრის და შედის კონტაქტში. ისმის კითხვა: სად უნდა შებოჭო? კუტა კვერცხებში? მიკერძოება მანდ იმაში ჩანს, რომ ყვითელი არ მისცა, ეგეც იმიტომ რომ მასპინძელის ტრაკს ლოკავს ყველა მსაჯი და ზოგადად ყველა ერთად უძლიერესს - ამ შემთხვევაში პირობითად ზელანდიაა, სხვა შემთხვევაში აფრიკა, ავსტრალია, ფიჯია თუ ნინიას ბაღი რა მნიშვნელობა აქვს? ზოგადად ტენდენციაა სამარცხვინო და ჩვენს წინააღმდეგაც არანაკლებჯერ უქნიათ. ჩვენთან საერთოდ უნამუსოდ იმსაჯეს ირალნდიასთან გასვლა და ნამიბიასთან მსოფლიოზე თამაში. ეგ ორი თამაში საერთოდ რაგბის სირცხვილია.

აქ ზელანდიაში არაა საქმე. ეს ტენდენცია უნდა შეიცვალოს ზოგადად - მასპინძლის და ძლიერს ლოკვა. ტვინი მოიტყნა უკვე, თამაშს ბოლომდე ისე ვერ უყურებ, ერთხელ მაინც მსაჯს რომ თავზე არ დააფარო წინაპრების ფათახი. რომელი საუკუნეა ბლიაძ???

This post has been edited by giushki on 14 Jun 2018, 17:20


--------------------
მჯერა მე დილის ნიავის და ვენახების შრიალის,
მჯერა ცა-კავკასიონის და დედამიწის ტრიალის.
Levan ch
აღმართე წარმატება!


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4427
წევრი No.: 174885
რეგისტრ.: 14-October 13

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 18:26  #52908336      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
giushki
QUOTE
მასპინძელის ტრაკს ლოკავს ყველა მსაჯი და ზოგადად ყველა ერთად უძლიერესს - ამ შემთხვევაში პირობითად ზელანდიაა

აუ კაი რა, რა პირობითად ზელანდია თუ ძმა ხარ, სულ ზელანდიას მასტავენ და ზელანდიურ კლუბებს ბოლო წლებში, იმდღეს არ იყო ჯო მუდის ეპიზოდი? უარესი მოხდა და იქაც გაატარეს.

ეგრე თუ მასპინძელზეა საქმე ავსტრალიას რა ლელო გაუუქმეს ნახე აბა.
QUOTE
აქ ზელანდიაში არაა საქმე

სწორედაც ზელანდიაშია საქმე, ყოველთვის ზელანდიის სასარგებლოდ ეშლებათ და იმიტომ
საეჭვოა რამე ზელანდიელის მეტოქეს აგდებენ, ზელანდიელია გასაგდები მაქსიმუმ ჯარიმას ნიშნავენ

თორე მსაჯიც ადამიანია და არაა დაზღვეული შეცდომისგან, მაგრამ 1000ჯერ რომ ერთი ქვეყნის სასარგებლოდ ეშლება ეგ არაა შემთხვევითი

შენ რომ ვერ ხედავ ამას, ან არ გინდა დაინახო ეგ მიკვირს.



QUOTE
100% საყვითლე

წითელიც კარგად იყო, საყვითლე იყო კეინი მაღალი ბოჭვისთვის,
ის მეორე მხრით დაეჯახა სახეში და თავის ქალა ორგან გაუბზარაო, ###ზე არ უნდა გეკიდოს შემთხვევით მოხდა თუ განზრახ?
მაგას ვერავინ გაიგებს რა გააკეთა განზრახ და რა შემთხვევით, მთავარი არის ფაქტი
წესებით კი გარკვევით წერია ყველაფერი, როგორ ბოჭვაზე როგორია სასჯელი.

უსამართლობაა და ამიტომ საწყენია, თორემ იმას არ აქვს მნიშნვნელობა ზელანდიის ადგილას ვინ იქნება.
და ის ცალკე თემაა, რომ ზელანდიას რაში სჭირდება ამათი ესეთი მიმხრობა?
შეუძლია იგივე ანგარიშებით მოუგოს ყველას, ამ სამარცხვინო მსაჯობის გარეშე.


giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 14 Jun 2018, 20:03  #52908894      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Levan ch
მეორე მბოჭავი რომ მიდის, ის უკვე ინერციით ეცემა და თუ შეამჩნიე - სამივე შეეჯახა ერთმანეთს თავით და მათ შორის კეინი და ტუანგაფასი, ეგეც შეგნებულად მოახდინეს?
წესებს ამძიმებს - ცინიკური და განზრახ. სულ რომ არაფერი ფიზიკური ზიანი არ მიაყენო, ცინიკურზე გიშვებენ დასასვენებლად.
არ გავარტყი მე პირადად ზელანდიას? მე ის მაწუხებს ჩვენს წინააღმდეგ რაღაც ღლეობა ნამიბიასაც კი რომ უჭერენ მხარს მსაჯები. თორემ მაგათი ბალამუტი რაში მაინტერესებს? ისე უქნიათ დაუხოციათ ბაყაყებს და მაორებს ერთმანეთი.
უბრალოდ უნდა გესმოდეს ერთი რაღაც - არასაკმარისად გავლენიანი/დიდი ქვეყანა ვართ და საერთო ტენდენციები მოქმედებს ჩვენზე, თან მითუმეტეს მაშინ, როცა "დინების საწინააღმდეგოდ ცურავ", ხოდა მე ვანზოგადებ, იმიტომ რომ დაინახო ზელანდიელის და ვერ დაინახო ბრიტის - ეს იგივეა, რაც საკუთარი ხელით თვალების დათხრა.
ეს უნდა მოიშალოს პირველრიგში - უსამართლობა და ტრაკში კოცნა, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით. იმიტომ, რომ ჩვენთანაც გამოსწორდება სიტუაცია - კონკრეტულად საქართველოს ნაკრების თამაშებზე.
ვიცი, რომ იცი წესები და ისიც კარგად გესმის, რომ ეგ საწითლე არ იყო. იგივე ეპიზოდზე აპელირებას დაიწყებდნენ, მითუმეტეს თუ იქნებოდა მაქოუ, სმიტი ან კარტერი. არც ეგაა ახალი, რომ ვარსკვლავებს სწყალობენ კონკრეტულად და თავისი პრივილეგიებითაც ესენი სარგებლობენ. რა პირველად გაიგე? აქამდე არ მომხდარა ეგეთი თუ რა? გასაგებია, რომ ყველა მაქოუ ვერ იქნება, მაგრამ რა დააშავა სიტყვაზე ნემსომ, ბუკამ ან თაზომ, რომლებიც ნაკლებად არიან ცნობილები?
ეგეთ ახვრობას ატარებენ ნებისმიერ თამაშში, სადაც ძლიერი სუსტს ეთამაშება, თუ დააკვირდები. უბრალოდ სადაც სუსტს ძალიან ჩაგრავენ, იქ აღარ ხდება მერე ესეთ მომენტებზე აპელირება და არც ვინმე განიხილავს ხოლმე თამაშის მერე.
მე სხვისი არ ვიცი, მაგრამ მე პირადად, ყველაზე დიდ პრობლემად თანამედროვე რაგბის, მიმაჩნია მსაჯობა და ზოგიერთი ის არსებითი საკითხი, რის გამოც რამოდენიმე წესი შეიცვალა. ბარემ ბალეტი იყოს მაგის დედაც. როგორ უნდა აკონტროლო ხელის მოხვევა შებოჭილზე? უპირობოდ ყვითელია, არადა არის სიტუაციები სადაც, უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოახერხებ ხელის მოხვევას, მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს რომ მაინცდამაინც მხრით ეჯახები მაგ სიტუაციაში და ძალიან მომრავლდა სიმულაციებიც. ვისაც არ უნდა დანახვა ამ ყველაფრის, არ დაინახავს და მორჩა. გააუქმონ ბარემ ვიდეო რეფიც, 1-2 წესი შეცვალონ და 1-1ში იქნება ღლებურთი, ოღონდ ხელში აიღებენ ბურთს და ისე იტანტალებენ.
Datvlas-vin-gtxovs
ხ ე ვ ი ს ბ ე რ ი


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1717
წევრი No.: 227474
რეგისტრ.: 28-December 16

გამოგზავნილია: 15 Jun 2018, 11:43  #52912174      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ჯესი კრილი გამოჩნდა
ნეტა კვახა სმიტი ზანგი იყოს
QUOTE
Willie le Roux, Sibusiso Nkosi, Lukhanyo Am, Damian de Allende, Aphiwe Dyantyi; Handre Pollard, Faf de Klerk; Duane Vermeulen, Pieter-Steph du Toit, Siya Kolisi (capt); Franco Mostert, RG Snyman; Frans Malherbe, Bongi Mbonambi, Tendai Mtawarira

Replacements: Akker van der Merwe, Steven Kitshoff, Thomas du Toit, Jean-Luc du Preez, Sikhumbuzo Notshe, Ivan van Zyl, Jesse Kriel, Warrick Gelant


giushki
QUOTE
100% საყვითლე. მე პირადად, მანდ ვერაფერი დავინახე საწითლე.

სონი ბილი მაგაზე არ გააწითლეს შარშან ლომებთან?

This post has been edited by Datvlas-vin-gtxovs on 15 Jun 2018, 11:56


--------------------
შინდისფერია ოპელი
giushki
super-xv member


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 3412
წევრი No.: 86686
რეგისტრ.: 15-March 09

გამოგზავნილია: 15 Jun 2018, 12:06  #52912312      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Datvlas-vin-gtxovs
განზრახ ან ცინიკური შეამჩნიე მანდ რამე? მე ვერა. გასაყვითლებელი იყო.
1 წევრი ათვალიერებს ამ თემას (0 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Levan ch
Topic Options Pages: (15) « პირველი ... 8 9 [10] 11 12 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0371 ]   [ 13 queries used ]   [ GZIP Disabled ]