გამარჯობა,
მყავს 9 წლის ბიჭი, დაკავებულია სპორტით, ფეხბურთით ..
ერთ-ერთი მორიგი სამედიცინო შემოწმებისას ექოსკოპიით, ღვიძლზე აღმოაჩნდა კისტა.. გამოვიკვლიეთ და საბედნიეროდ არაპარაზიტულიაო (ანუ ექინოკოკი და სხვა პარაზიტები არ არის).. ბავშვს არაფერი არ აწუხებს, მაგრამ ვერ გადამიწყვეტია დავტოვო თუ არა ფეხბურთზე.. ვშიშობ რომ არ გასკდეს შეჯახების დროს.. თვითონ ძალიან რთულად გადაიტანს ფეხბურთიდან მოშორებას, 3 წელია ვარჯიშობს და ძალიან მთხოვს რომ ყველაფერი გავაკეთო დასარჩენად ..
ხომ არ იცით, - რომ გასკდეს რაიმე სერიოზულ გართულებებს გამოიწვევს? .. ვინმეს ხომ არ გაქვთ მსგავსი გამოცდილება?
ექიმების ვერაფერი გავიგე .. ზოგი რას ამბობს, ზოგი რას
წინასწარ მადლობა