ისე დამსაქმებლების თავხედობის და შრომის კოდექსის უმაქნისობის გარდა, ეს თემაც საინტერესოა, როდის ჯობია მუშაობის დაწყება.
8:00 ან 9:00 რომ იყოს სტანდარტი მართლა არ ჯობია? ნუ, რა თქმა უნდა, ამას ალბათ ვერ დაარეგულირებ კერძო კომპანიებისთვის კანონით, მაგრამ ისე, ჩემი აზრით, დილით ადრე უფრო კარგია ვიდრე 10:00 ან 11:00.
ადრე მქონდა საკმაოდ ცუდი გრაფიკი, გვიან იწყებოდა და შესაბამისად გვიან მთავრდებოდა სამუშაო, ძალიან ცუდი მომენტი იყო, უკვე დაღამებულზე რომ გიწევდა სახლში მისვლა, სამუშაოზე მისვლა - დიდი ხნის გათენებულზე. ფაქტობრივად არაფრის დრო არ გრჩება დიდად სამუშაოს შემდეგ, თან გვიან უნდა დაიძინო, რაღაც ძალიან არეული გრაფიკებია და ყოველდღიურ ცხოვრებაშიც არეულობა მოაქვს მგონი ამ ყველაფერს.
მუშაობასთან არაფერ კავშირშია მაგრამ ზოგადად ადრე დაწყებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტში მქონდა ასეთი შემთხვევა, ვითომ ჩვენი ლექტორი მისივე თქმით "პატივს გვცემდა" და 9:00-ის მაგივრად 10 ან 11-ზე გვინიშნავდა ლექციებს, დილით კარგად გამოიძინეთო. საერთოდ არ მინდოდა, გრაფიკს მირევდა და ტყუილად მთელი დღე იკარგებოდა. ხოდა ზოგს კი ასე ურჩევნია და გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ ზოგადად საბოლოო ჯამში მაინც მგონია, რომ ძალიან არეულ-დარეული გრაფიკებია ყველგან.
ჯობია, რომ ყველაფერს ჰქონდეს თავისი დრო რომ წესრიგიც იყოს ყველანაირად. მაგრამ მგონი ახლა მეტისმეტი მოვინდომე.
This post has been edited by Arcbell on 2 Oct 2022, 15:19