#55460188 · 8 Nov 2019, 23:07 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მყავს 2010 წლის Jeep Liberty 3.7 ძრავით. მინდა გადავიყვანო გაზის სისტემაზე. ვიყავი AUTOLPGAS - LPG didube ში და იქ მითხრეს ამ ძრავებზე არ გირჩევ თხევადი გაზის სისტემას. იყო შემთხვევა ჩავაყენეთ ესეთზე, ვერ რეგულირდება კარგად და გაგაწამებსო. ასევე პირარად მყავდა ამ მოდელის მანქანა ოღონდ წინა თაობის მოდელიო და ბუნებრივი გაზის სისტემით არ ვიყავი კმაყოფილიო. ძრავი დამისტუკაო. ჩვენი რჩევა იქნება საერთოდ არ გააკარო ამ ძრავს გაზის სისტემა. მიუხედავად იმისა რომ ჩვენ გვირჩევნია ჩაგიყენოთ და ფული ავიღოთო.
სიმართლე გითხრათ, რაღაც არ მგონია რომ მთლად ასე იყოს საქმე და იქნებ ვინმემ ვისაც 3.7 ძრავით გყავთ Jeep -ი. რეალურად, პირადი გამოცდილებით მირჩიოთ, როგორ იტანს ეს ძრავები გაზის სისტემას. განსაკუთრებით თხევადს.
|