სქრამი რაგბიდან მოდის და გუნდურ მიწოლას ნიშნავს... )))
წინა რიგი მოწინააღმდეგეს აწვება, უკანა რიგი წინა რიგს... )))))
* * *
თავისი დადებითი მხარეები რათქმაუნდა აქვს, მაგალითად:
სამი წლის წინ ჩვენთან ფირმაში ახალი თანამშრომელი მოვიდა, სტატისტიკის შემაგროვებელი და გამოსათვლელი კომანდები უნდა დაეწერა. თავიდან 3 თვე იყო ნავარაუდები, შემდეგ რაღაც მანამდე უცხო დეტალები გამოჩნდა და ბოლოს 5 თვის შემდეგაც პროექტი რომ ვერ აამუშავეს, პროგრამისტი სამსახურიდან გაუშვეს, კოდები კი ჩვენ გადმოგვცეს. პირველი ნახევარი გადავაგდეთ, მეორე ნახევარი გადავაკეთეთ... კიდევ 1 თვე დაიხარჯა პროექტზე.
ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად სქრამი კარგი ვარიანტია (არა ერთადერთი, რათქმაუნდა):
ყოველ იტერაციას დამკვეთთან (პროდუქტის მფობელთან) ერთად გეგმავ, დაგეგმილ ნაწილს ტვირთავ პროდუქციაში და დამკვეთისგან შეფასებას ღებულობ. ასევე ეხმარება გუნდის წევრებს ნათლად დაინახონ ჯგუფის წინაშე დასახული ამოცანები (რომ ყველა თავის საკუთარ დავალებებში არ ჩაიკეტოს).
ძირითადად 3 ტიპის შეკრებებია თითო იტერაციაში:
1. პლანინგი:ა) პროდაქტ ოვნერს ვაზუსტებინებთ კონკრეტულად რისი მიღება უნდა მომდევნო იტერაციის განმავლობაში.
ბ) მოთხოვნილება გადაგვყავს დავალებებში და ვაკეთებთ ანალიზსს თუ რამდენად რთულია თითოეული დავალება. საჭიროა იმისთვის რომ პროდაქტ ოვნერს ავუხსნათ რომ იმ ერთი კნოპკის დამატებას შეიძლება მთელი კვირა დასჭირდეს. თუ ამის შემდეგ სურვილი მაინც არ გაუქრა დავალება შეგვაქვს იტერაციაში (სპრინტში).
გ) პროდაქტ ოვნერს ვაზუსტებინებთ პრიორიტეტებსაც, რომ შემდეგ გაუგებრობები არ იყოს. პლანინგის დასრულების შემდეგ დამკვეთმა დაახლოვებით უნდა იცოდეს რას უნდა ელოდეს იტერაციის ბოლოს.
2. ყოველდღიური შეკრება:გვეხმარება პროგრესს თვალი ვადევნოთ. თუ რომელიმე გუნდის წევრი ვერ ართმევს თავს ამოცანას ან დროში ვერ ეტევა დროულად ვგებულობთ ამის შესახებ და შეგვიძლია მივმართოთ საჭირო რესურსები შესაბამის ამოცანაზე.
3. განვლილი იტერაციის განხილვა.ა) პრეზენტაცია: პროდუქტის მფლობელს ბარდება თავისი 2 კვირის დაგეგმილი საქმეები და ვღებულობთ მისგან შეფასებას (ფიდბექს). ამგვარად თავიდან ვიცილებთ ან დაგვყავს მინიმუმზე ისეთი შემთხვევები როდესაც პიანინო აგვაქვს მეცხრე სართულზე და ბოლოში ვგებულობთ რომ სადარბაზო შეგვეშალა.
ბ) რეტროსპექტივა: აქ მიდის განხილვა გუნდის შიგნით რა გაკეთდა კარგად, რა ცუდად, რისი გაუმჯობესება შეიძლება და ა.შ.
სკრამ მასტერს ასევე
ეკისრება მოვალეობა ჯგუფი დაიცვას "მგლისგან": ანუ ადამიანებისგან რომლებიც გთხოვენ რომ მიატოვო დაწყებული დავალება და სხვა რამე გააკეთო, რაც გაკარგვინებს კონცენტრაციას და საგრძნობლად ამცირებს პროდუქტიულობას. რამე განსაკუთრებული შემთხვევების გარდა (ძირითად შემთხვევაში ბაგები და ჰოთ-ფიქსები) ყველა ახალი მოთხოვნა შედის ბექლოგში (იმ დავალებების სია რომლებიც სპრინტში ვერ მოხვდნენ და ელოდებიან მომდევნო იტერაციებს) და შემდეგ პლანინგზე გადაწყდება შევიდეს თუ არა მომდევნო იტერაციაში.
საუბარია მცირე ჯგუფებზე (5-10 კაცი), ასეთი ტაქტიკის დანერგვა 150 კაციან ჯგუფზე როგორი შეიძლება იყოს წარმოდგენაც არ მინდა...
დიდ ორგანიზაციებში პერსონალი მცირე დეპარტამენტებად იყოფა და ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სკრამები კეთდება.
სულ ეს არის პრინციპში
This post has been edited by irakli.alaverdashvili on 15 May 2020, 17:59