forum.ge
reklama
FORUM.GE წესები  · დახმარება  · ძებნა  · წევრები  · კალენდარი  · ჩატი
Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო »  ( გადავიდეთ პირველ წაუკითხავ წერილზე ) გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

> Green Card
Makulatura
Urban Legend


*********
ჯგუფი: Moderators
წერილები: 74340
წევრი No.: 9597
რეგისტრ.: 20-March 05

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 15:58  #54427051      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა · ვებგვერდი
მწვანე ბარათი - Permanent Resident Card ეს არის დოკუმენტი რომელიც გაძლევთ უფლებას მუდმივად იცხოვროთ ამერიკის შეერთებულ შტატებში.მწვანე ბარათის მიღება შეგიძლიათ სხვადასხვა მეთოდებით,მათ შორის გათამაშებაში მოგებით.გათამაშება ოფიციალურად ტარდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ წელიწადში ერთხელ. გათამაშების მიზანია აქტიური ემიგრანტების მოზიდვა და აშშ-ს მოსახლეობის მრავალეთნიკურობის შენარჩუნება.
ერთადერთი ოფილიალური სარეგისტრაციო საიტი: www.dvlottery.state.gov



სასარგებლო ლინკები:

1. http://www.travel.state.gov/visa/visa_4756.html
2. http://www.govorimpro.us/forum.php
3. http://green-card.ru/lottery/basis/
4. http://dv2006-history.narod.ru/#Введение
5. http://emigration2005.narod.ru/usa/Green-Card-Lottery.htm
6. http://greenkarta.com/rus/qa.htm


სცადე ბედი მოიგო გრინ კარტის გათამაშება და წახვიდე ამერიკაში, იცხოვრო იქ და იმუშაო და აიხდინო ოცნებები. ამისთვის საჭიროა წელიწადში ერთხელ შეავსო ხოლმე გრინ კარტის გათამაშების ანკეტა, შევსება უფასოა. გრინ კარტის გათამაშება ტარდება წელიწადში ერთხელ, შევსება შეიძლება შემოდგომაზე, 1 თვის ვადას გაძლევენ, ნახეთ ხოლმე ეს ვებ გვერდი: http://dvlottery.state.gov - აქ ჩნდება ხოლმე ინფორმაცია, როდის იქნება გათამაშება ან თუ არის – ავსებთ იქ თქვენს ანკეტას.როგორც უკვე ვახსენე შევსება უფასოა, და ამის შევსება შეიძლება წელიწადში მხოლოდ ერთხელ
მაგალითად: შენ გყავს ცოლი და 3 შვილი (შვილები 21–თ წლამდე), ცოლი თუ გყავს აუცილებლად უნდა გქონდეთ მოწერილი ხელი და უნდა გქონდეთ ქორწინების მოწმობა, მაშინ ითვლება, რომ შენ გყავს ცოლი, თუ არ გაქვს მოწერილი ხელი, წადი შენს ცოლთან ერთად სამოქალაქო რეესტრის ნებისმიერ სააგენტოში წაიღეთ პირადობის მოწმობები და ასევე წაიყვანეთ ორი სრულწლოვანი ადამიანი თავის პირადობის მოწმობებთან ერთად და აიღეთ ქორწინების მოწმობა. როცა ხელი გაქვს მოწერილი და გაქვს ქორწინების მოწმობა, მაშინ ანკეტას შენ ავსებ და შემდგომ ავსებს შენი ცოლი და ორმაგი შანსი გაქვთ მოგების, თუ რომელიმე იგებს – იგებთ ორივე.

საკონსულოს მინიმალური მოთხოვნები რომ დარეგისტრირდეთ:
I- უნდა გქონდეთ მინიმუმ 11 კლასის ატესტატი, ან უკეთეს ვარიანტში უნივერსიტეტის დიპლომი
II- 2–3 წლის მუშაობის სტაიჟი ისეთ სამსახურში, რომელიც არის მისაღები ამერიკისთვის.

ანკეტებისთვის საჭიროა შენი, შენი მეუღლის და შვილების სურათები (შვილები, რომლებიც არიან 21 წლამდე, ვინც 21 წლის ზემოთ არის ის ცალკე ავსებს ანკეტას), პატარა შვილიც რომ ჰყავდეთ 1 წლის მაინც უნდა იმას სურათი, სურათი ყველას სჭირდება. დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ სურათის გადაღებას. მიდით პროფესიონალთან და უთხარით რისთვის გინდათ სურათი და ის გადაგიღებთ ყველა წესის დაცვით .. პომადა არ წაისვათ, ოქროს ცეპები მოიხსენით, ბანტიკი მოიხსენით, ზაკოლკებიც მოიხსენით, საყურეებიც მოიხსენით, სათვალეც მოიხსენით, წვერებში გადაღება შეიძლება, რას ჩაიცმევ მაგას აზრი არ აქვს, პიჯაკში იქნები თუ მაისურში აზრი არ აქვს, ქუდი არ უნდა გეხუროს, სურათები გადაიღე ვსპიშკის გარეშე და სურათში უნდა ჩანდეს თავი და ნახევარი ტანი, სურათს უკან ჩდილები არ შეიძლება ჰქონდეს, ფოტოშოპში და ეგეთ პროგრამებში არ შეიძება დამუშავება, მარტო მოჭრა შეიძლება 600–სი 600–ზე პიქსელზე.


რეგისტრაცია:

გაითვალისწინეთ რომ :
I- ანკეტას ვავსებთ მხოლოდ ინგლისური ასოებით
II- სახელს და გვარს ავსებთ ისე როგორც გიწერიათ პასპორტში !
III- ასოები ინგლისურად არის: ხ–kh, ჭ,ჩ–ch, ძ–dz, ჯ–j, ჟ–zh, ქ–k, თ–t, წ,ც–ts, შ–sh, გ,ღ–g, ყ–k

1.a. Last/Family Name: შენი გვარი ინგლისურად (მაგ: Tsulukidze)
b. First Name: შენი სახელი ( მაგ: Khvicha)
c. Middle Name: დატოვებთ ცარიელს, გაუკეთედ ქვემოთ – პტიჩკა–ნიშანი No Middle Name
2. Birth Date: აირჩიეთ თქვენი დაბადების თარიღი
3. Gender – სქესი, Male - არის კაცი, Female - არის ქალი,
4. City Where You Were Born – დაბადების ქალაქი. ჩაწერეთ ქალაქი სადაც დაიბადეთ, მარტო ქალაქი, თუ სოფელია მიეცით Birth City Unknown.
5. Country Where You Were Born – სადაც დაიბადეთ ის ქვეყანა, საქართველო არის – Georgia
6. Country of Eligibility for the DV Program - ამას არ ეხები, იყოს Yes-ზე, თუ დაიბადე საქართველოში.
Photograph File Name – აირჩიე შენი სურათი რაც გადაიღე ფოტოგრაფთან .
8a. In Care Of – აქ ჩაწერე შენი სახელი და გვარი ინგლისურად, მაგალითად (Irina Salukvadze)
8b. Address Line 1 – აქ ჩაწერე შენი ქუჩა, სახლის ნომერი და ბინის ნომერი, მაგალითად (Chavchavadze street 30, flat 7)
8c. Address Line 2 – აქ ჩაწერე შენი უბანი, სადარბაზოს ნომერი და სართული, მაგალითად (Vake, 1 sadarbazo, 4 sartuli)
8d. City/Town - ქალაქი, მაგალითად (Tbilisi)
8e. District/County/Province/State - აქ უბანი, ან უბრალოდ GE, მაგალითად (Vake)
8f. Postal Code/Zip Code - საფოსტო ინდექსი, მაგალითად (0108), ან ნახეთ თქვენი ქუჩის მიხედვით აქ: http://www.georgianpost.ge/index.php?lang=geo&page=10
8g. Country – აქ აირჩიეთ: Georgia
9. Country Where You Live Today - ქვეყანა სადაც ცხოვრობ ახლა – აქ აირჩიეთ: Georgia
10. Phone Number – შენი ტელეფონის ნომერი, მაგალითად: +99532-778899
11. E-mail Address – შენი ელ. ფოსტა, რომელსაც იყენებ და რომელიც არ არის მკვდარი, სასურველია იყოს @yahoo.com ან @gmail.com , თუ არ გაქვს დარეგისტრირდი და აიღე ელ. ფოსტა: www.gmail.com - ზე.

High School degree – მინიმუმ 11 კლასის ატესტატი უნდა გქონდეს, თუ არ გაქვს მაშინ დიპლომი მაინც უნდა ჰქონდეს: University Degree, Doctorate Degree – ეს არის დოქტორის დიპლომი. თუ არ გაქვს მაშინ http://online.onetcenter.org/ – ამ პროფესიის მფლობელი უნდა იყო და უნდა იყო ამ პროფესიით ნამუშევარი 2–3 წელი და შესაბამისი საბუთი – მაგალითად შრომის წიგნაკი.
ქვემოთ არის ეს:
Unmarried – არ ვარ დაქორწინებული, ანუ არ მაქვს ქორწინების მოწმობა.
Married – დაქორწინებული ვარ და მაქვს ქორწინების მოწმობა.
Divorced – დავშორდი და მაქვს განქორწინების მოწმობა ან მექნება.
Widowed – ქვრივი ვარ, ანუ ჩემი მეუღლე გარდაიცვალა, მაშინ მომავალში უნდა აიღო მეუღლის გარდაცვალების მოწმობა.
Number of Children – არ უნდა ჩაწერი რამდენი შვილი ჰყავს, რომლეთა ასაკი არის 21 წლამდე, ანუ შვილის, რომლის ასაკია მაქსიმუმ 20 წელი. თუ ასეთი შვილი გყავს სამი მაშინ ჩაწერე იქ: 3, თუ არ გყავს ასეთი მაშინ ჩაწერე: 0
მერე დააჭერ ღილაკ: Continue და შემდგომ უვსებ ანკეტას მეუღლეს, შემდგომ შვილებს, და ბოლოს როცა ანკეტას შეავსებ გამოვა ასეთი მონაცემები:

Success! Printer friendly version
Your entry for the 2012 Diversity Visa Lottery Program Lottery Entry Form was received on Monday, October 18,
2010 at 10:23:24 AM EDT. Please do not close this window until you have printed this confirmation page or made a
record of your Confirmation Number.

Entrant Name: Kapanadze, Zura
Confirmation Number: 201221O3XPINBOLG
Year of Birth: 1975

და

Entrant Name: Kapanadze, Irina
Confirmation Number: 201221O3XPINBZIU
Year of Birth: 1977


ამ ორ მონაცემებს ამოწმებ შემდეგი წლის 2 მაისის მერე ამ გვერდზე, მოიგე თუ არა: http://www.dvlottery.state.gov/ESC/
თუ ქმარმა მოიგო მაშინ ცოლი და შვილებიც მიდიან ამერიკაში, თუ ცოლმა მოიგო მაშინ ქმარიც და შვილებიც მიდიან ამერიკაში.თქვენი ოჯახის სურათები და ინფორმაცია შეინახეთ კომპიუტერში და ყოველ წელს შეავსეთ მერე, იგივე სურათები გამოდგება.

*************************************************************************************************************

თუ შეამოწმე შენი Confrimation ნომერი და მოიგე,გიწევს უკვე ანკეტის შევსება რომელიც შეგიძლია გააკეთებინო ქალბატონ ნანას ან თვითონვე შეავსო იგი ... ანკეტის შევსება მოითხოვს მინიმალურ ინგლისურ ცოდნას...
ნანას მისამართია :
ქ.თბილისი, ლესელიძის ქუჩა 4
ტელეფონი: 593-152152
თუ ოფისში არ იყო შეგიძიათ მიაკითხოთ სახლში : ვაჟა ფშაველას გამზირი, 6 კვარტალი, კორპუსი 28. ბინა 54
ელ-ფოსტა: nana.office@mail.ru
ნანა შეგივსებთ ანკეტებს – მიცემთ მას 70 ლარს, და ამ საბუთებს გაგზავნით FEDEX–ით ამერიკაში ამ მისამართზე:

გაგზავნით ამ საბუთებს და თქვენს ორ–ორ სურათს (5–5ზე სანტიმეტრი, ფოტოს ტიპი უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის ზემოთ)
ფედექსი მისამართია:
თბილისი, ავლაბარი, ქეთევან წამებულის გამზირი 39, შერატონ მეტეხის წინ,
ტელეფონი: (+995 32) 74-86-44, 74-82-40, 74-89-40,
ფასი: 100 ლარამდე

მოგცემენ ტრეკინგ კოდს და ამ კოდით შეამოწმებთ მივიდა თუ არა თქვენი საბუთები და ფოტოები ადგილზე, ტრეკინგ კოდი შეიყვანეთ აქ: http://www.fedex.com/Tracking?cntry_code=ge


როცა ჩავა საბუთები ადგილზე, მერე უნდა ელოდო, როცა მოგწერენ წერილს და იქ იქნება მითითებული როდის გექნება ინტერვიუ ამერიკის საკონსულოში თბილისში – http://georgian.georgia.usembassy.gov/dv.geo.html
მისამართი: თბილისი, ბალანჩინის 11,
ტელ. 277724
ვებ-გვერდი: http://www.facebook.com/tbilisi.usembassy



გასაუბრება

ინტერვიუ შეიძლება იყოს მოგებიდან 4–10 თვეში, თქვენ გაქვთ მინიჭებული ნომერი, ნომერი არის ასეტი ტიპის: 2011EU00014434, ანუ 2011 არის წელი, რომელ წელსაც თქვე უნდა ჩახვიდეთ ამერიკაში, ანუ DV-2011–ის გათამაშება, ანუ ამის მონაცემები თქვენ შეავსეთ 2009 წელს, 2010–ში თქვენ გაიგეთ, რომ მოიგეთ და 2011–ში მიდიხართ ამერიკაშ, მერე მიდის EU, ანუ ეს EU არის კონტიგენტი ანუ – ევროპა, ჩვენ მივეკუთნებით ევროპას, მერე მოდის შენი ნომერი: 00014434, ანუ 14434, იმისათვის რომ არ ელოდო მეორე წერილის მოსვლას ან შეიძლება ეგ საერთოდ არ მოვა და გაიგო რომელ თვეს გაქვს გასაუბრება უნდა შეხვიდე ხოლმე ამ საიტზე:
http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html – ეს არის ვიზა ბულეტენის საიტი (Visa Bulletin)
ან ამ ვებ საიტზე: http://www.greencard.by/ , ვიზა ბულეტენის საიტზე: http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_1360.html ყოველ თვე ქვეყნდება ნომრები და ამ ნომრების მიხედვით მიხვდები როდის გაქვს გასაუბრება, მაგალითად შედიხარ აქ: This month's visa bulletin: January 2011, http://travel.state.gov/visa/bulletin/bulletin_5212.html ამ გვერდზე თქვენ ნახავთ ამ ინფორმაციას:

For January, immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:

[IMG]http://a.pix.ge/h/hlgw8.jpg[/IMG]

For February (თებერვალი), immigrant numbers in the DV category are available to qualified DV-2011 applicants chargeable to all regions/eligible countries as follows. When an allocation cut-off number is shown, visas are available only for applicants with DV regional lottery rank numbers BELOW the specified allocation cut-off number:
[IMG]http://a.pix.ge/e/n8bvu.jpg[/IMG]


ანუ მიხვდებით რომ 2011 წლის თებერვალში გასაუბრებაზე გადიან (დააკვირთიდ ზემოთ წითელ მონაცემებს) ისინი ვისაც აქვს მოგებული DV-2011 და ვისაც აქვს 2011EU00015400 დან 2011EU00017600–მდე, ანუ ნომრები 15400–დან 17600–მდე, და თქვენ გახვალთ ინტერვიუზე ამერიკის საკონსულოში თბილისში 2011 წლის თებერვალში, თუ თქვენი ნომერი მეტია, მაშინ დაელოდეთ როცა გამოქვეყნდება თქვენი ნომრების დიპაზონი. აქ არის წინა წლების კოფირმატიონ (კონფირმეიშენ) ნომრების მოძრაობა, იხილეთ ეს ბმული
როგორ უნდა გავიგოთ რომელ დღეს გიწევს გასაუბრება საკონსულოში, თქვენ უნდა მიწეროთ ემაილიდან ამ ემაილზე: kccdv@state.gov ასეთი ტექსი თქვენი მონაცემებით (სადაც მონიშნულია წითლად, თქვენ უნდა შეავსოთ თქვენი მონაცემებით, კოდი, გვარი, სახელი, დაბადების თარიღი და ადგილი):

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

წერილის სათაური(Subject): Case number date interview

წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
Dear Sir/Madam,

I am a green card lottery winner.

I don’t know date of my interview. Please send me date of the interview in US Consulate in Tbilisi on this e-mail.

My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

Thank you.

––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
ან კითხავთ რა ხთება თქვენს საქმესთან დაკავშირებით:
წერილი ასეთია:

წერილის სათაური(Subject): status of my case

წერილის ტექსტი:
––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––

Dear Sir/Madam,

I am a green card lottery winner.

Please inform me about status of my case.

My confirmation number is: 201XEU000XXXXX
My family name is: Kapanadze
My first name is: Giorgi
My date of birth is: June 25, 1985
My country of birth: Georgia (Republic of Georgia, Tbilisi)

Thank you.


პასუხს 2–3 დღეში მოგწერენ , რომელ დღეს გიწევთ გასაუბრება მერე დარეკავთ ამერიკის საკონსულოში (საიმიგრაციო განყოფილებაში) თბილისში ამ ნომერზე 277724 და კითხავთ, რომელ საათზე უნდა მიხვიდეთ იქ, ეტყვით სახელს და გვარს. ინტერვიუს გადადებაზეც უნდა მიწეროთ კენტუკის ცენტრს ამ ემაილზე: kccdv@state.gov , ყველა მაგდაგვარ საკითხებზეც, ემაილში აუცილებლად მიუთითედ თქვენი კონფირმატიონ ნომერი, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და ადგილი და მერე შეგიძლიათ მიწეროთ დანარჩენი, წინააღმდეგ შემთხვევაში არ განიხილავენ. კენტუკი თუ გამოგიგზავნით პასუხს – ამობეჭდეთ და მიიტანეთ გასაუბრებაზე ამერიკის საკონსულოში.



გრინ კარტაზე გასაუბრებაზე უნდა მიიტანოთ შემდეგი საბუთები: (ყველა საბუთი უნდა იყოს ნათარგმნი ინგლისურ ენაზე, ასევე ამ საბუთის ბეჭდებიც, სახელი და გვარი უნდა ემთხვევოდეს პასპორტში მითითებულ სახელ და გვარს და უნდა იყოს ქართული ნოტარიუსის მიერ დამოწმებული თარგმანი)

1. პირადობის მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
2. ახალი ბიომეტრიული პასპორტები, მოქმედი ვადით + 2 წელი მინიმუმ + მისი ქსეროასლი ასლი
3. დაბადების მოწმობები + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
4. ქორწინების მოწმობა – თუ ცოლი ჰყავს, თუ გაშორდი – განქორწინების მოწმობა + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
5. ბიჭისთვის სამხედრო ბილეთი ან ცნობა რომ სამხედრო ვალდებული არ ხარ (18 წლის ზემოთ) + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
6. ვინც მოიგო – იმის 11 კლასის ატესტატი ან დიპლომი, ან ორივე – ჯობია + (ქსეროასლი + თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
7. ნასამართლეობის ცნობა 2–3 კვირის ცნობა, აიღეთ თბილისში, ქავთარაძის 5–ში, შსს–ში (16 წლის ზემოთ), ასევე ეს ცნობა იმ ქვეყნიდან სადაც ცხოვრობდით 6–ზე თვეზე მეტი 16 წლის შემდეგ, აიღეთ ამ ქვეყნების საელჩოებში + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
8. საჭიროა ასევე ჰქონდეთ ცნობა რომ თქვენ გაქვთ უძრავი ან მოძრავი–ავტომობილი ქონება, სასურველია დადოთ ბანკში 3.000 ან 4.000 დოლარი და აიღოთ ბანკის ცნობა, რომ თქვენ გიდევთ ეს თანხა საბანკო ანგარიშზე, ვიზას როცა მიიღებთ მერე ეს თანხა მოხსენით, იმ ცნობაში მიუთითონ შენი სახელი, გვარი და შენი პირადი ნომერი, ასევე შეგიძლია, ვისთანაც მიდიხარ ამერიკაში იმას გამოაგზავნინო ეს შევსებული ანკეტა – Affidavit of Support - http://www.immihelp.com/visitor-visa/sampl...upport-form.pdf , http://www.visapro.com/Download/INS-Form-I-134.pdf ან იქ სამსახური თუ გელოდებათ ეს გამოგიგზავნონ – Job Offer, სასურველია საბანკო ანგარიშზე თანხა და საჯარო რეესტრიდან ამონაწერი, რომ შენს სახელზეა ბინა ან ურავი ან მოძრავი ქონება + (თარგმანი ინგლისურ ენაზე + ნოტარიული დამოწმება)
ამ საბუთების ჩამონათვალი ნახეთ ამ ვებ გვერდზე: http://www.greencard.by/lottery/interview/
8. წერილი (რომელშიც წერია რომ გიბარებენ გასაუბრებაზე) კენტუკის ცენტრიდან.


სანამ თქვენ გახვალთ გასაუბრებაზე თქვენ უნდა გაიაროთ სამედიცინო შემოწმება, ყველა ვინც გადის გასაუბრებაზე და იღებს საიმიგრაციო ვიზას, ის გადის სამედიცინო შემოწმებას თბილისში, არაყიშვილის 2–ში, კლინიკა ციტო, დარეკეთ ამ ნომერზე ტელ. 251948 და დაგიბარებენ, 2 საათი შემოწმება არის, იმედია არ გაქვს შიდში, ტუბერკულოზი და სიფილისი. ამ სამედიცინო შემოწმების რეზულტატები წავა პირდაპირ ამერიკის საკონსულოში თბილისში. შემოწმება მგონი ჯდება 150–200 დოლარი თითო ადამიანის.

როცა გექნება ყველა საბუთი წესრიგში დარეკე ამერიკის საკონსულოში ამ ნომერზე (2–4 დღით ადრე): 277724 , უთხარით თქვენი სახელი და გვარი და დაგიბარებენ გასაუბრებამდე და მიუტანეთ ყველა საჭირო საბუთი, ასევე აუცილებელია თქვენ ჰქონდეთ იმ პიროვნების (გრინ კარტის ან ამერიკის მოქალაქის) ვისთანაც თქვენ ჩადიხართ ამერიკაში იმის ზუსტი: სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი. ეს ყველაფერი დაუტოვეთ საკონსულოში და მერე დანიშნულ დღეს მიდით ვიზის თანხით (300$ + ვიზის 165$ ) ინტერვიუზე საკონსულოში (ანუ საბუთები მანამდეც შეგიძლიათ დაუტოვოთ ამერიკის საკონსულოს – გასაუბრებამდე), ვისთანაც ჩადიხართ ამერიკაში იმის სახელი, გვარი, მისამართი და ტელეფონი აუცილებელია.

როცა გახვალ საკონსულოში გასაუბრებაზე შენ უნდა გადაიხადო თითო ადამიანის300$ დოლარი da ვიზის თანხის 165$. გახვალ გასაუბრებაზე მიიტან შენს საბუთებს + ორიგინალებს, მერე დადებ იქვე ხელაწეული ფიცს, რომ ამერიკის პატრიოტი იქნები და საბუთებიც სწორია და რთულ დღეს გვერდში დაუდგები და გეტყვიან რომ გამოგიგზავნიან პასპორტს სახლის მისამართზე თავის 6 თვიან ვიზით.

მოგივათ შემდეგ პასპორტები ამერიკული ვიზებით სახლში, იყიდე მერე ავიაბილეთი და წადით (ავია ბილეთი იაფად შეგიძლია იყიდო აქ: www.airlines.ge ), მგონი იქ რაღაცას გაგატანენ და იმას მიიტანთ იქ ამერიკაში იმათ საპასპორტოში და 2–4 კვირაში მოგცემენ ამ გრინ კარტებს, ამ გრინ კარტებით თქვენ შეგიძლიათ იაროთ ამერიკაში უვიზოთ, იყოთ იქ რამდენი ხანიც გინდათ, იმუშაოთ, აიღოთ დაბალ პროცენტიანი კრედიტი, უფასო სამედიცინო დაზღვევა, მინიმუმ ამერიკაში უნდა იყოთ 6 თვე ერთი წლის განმავლობაში, რომ გრინ კარტა არ გაუქმდეს, 5 წელი როცა იცხოვრებ ასე ამ გრინ კარტით მერე შეგიძლია გახდე ამერიკის მოქალაქე, ანუ აიღო ამერიკის მოქალაქეობა.
მე მგონი არაფერი არ გამომჩა, მგონი ყველანაირად აგიღწერეთ, რა და როგორ უნდა გააკეთოდ.


--------------------




ჰორიზონტზე მიწაა!
dinamosfan
michael sandel !!!


******
ჯგუფი: Members
წერილები: 8264
წევრი No.: 128408
რეგისტრ.: 7-March 11

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 16:25  #54427215      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რა უფრო სადარდებელია მეგობრებო
1)მოიგებ თუ არა ?
2) ნუმერაცია მოგიწევს თუ არა?


--------------------
JAZZ IS LIFE


,,ბედნი -ერი''-ს მოქალაქე


,,სჯობს მონობაში გადიდკაცებულს.თავისუფლების ძებნაში მკვდარი''!!!
Ambitious_Person
Ambitious Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12157
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 16:30  #54427243      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
dinamosfan
QUOTE
1)მოიგებ თუ არა ?

მატემატიკურად ეს

რადგან მოხვდე 50, 000 ში უფრო ნაკლები ალბათობაა ვიდრე 50 ,000 ში მოხვდე ბოლო პოზიციებზე




--------------------
“Keep away from those who try to belittle your ambitions. Small people always do that, but the really great make you believe that you too can become great.”

“Ambition is the path to success. Persistence is the vehicle you arrive in.”

mywebber
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1004
წევრი No.: 156721
რეგისტრ.: 5-December 12

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 16:43  #54427320      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ფიქსირ.

თვენახევარიც და ყველას გვეზეიმოს გამარჯვებები alk.gif alk.gif alk.gif


--------------------
სისტემა თითებს მოიჭრის რომ ხელი გადაარჩინოს.
სისტემა რეორგანიზაციას მოახდენს,
ახალ ინტერესს გამოთვლის,
ახალ ხელმძღვანელობას შექმნის.

სადამდეც სისტემისთვის საარსებო საჭირო გარემოებები იარსებებს სისტემაც გაძლებს.
ronald_wesley
ობამისტი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 5467
წევრი No.: 187156
რეგისტრ.: 6-June 14

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 16:47  #54427343      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
გრინ ქარდის მოგებულები საქართველოდან

2011 წელი - 699 გამარჯვებული

2012 წელი - 620 გამარჯვებული

2013 წელი - 723 გამარჯვებული

2014 წელი - 806 გამარჯვებული

2015 წელი - 804 გამარჯვებული

2016 წელი - 571 გამარჯვებული

2017 წელი - 680 გამარჯვებული

2018 წელი - 1195 გამარჯვებული


--------------------
Tu natus es non tibi, non mihi, sed patriae!
Vivere militare est!
ნანა, მაკარონი დადგი, ორნი ვართ!


ნახეთ ზრდის ტენდენცია ახასიათებს მარა მე როცა ყველაზე მეტად მინდოდა მაშინ ცოტა გათამაშდა/

პირველ გვერდზე მინდა დავწერო : არავინ ბილეთს არ გიყიდით. მოგების შემთXვევაში ბინით არავინ უზრუნველგყოფთ და აშშში დოლარები არ ყრია!
ასე რომ ძალიან თუ არ გინდათ არ ითამაშოთ!
მოგების შემთხვევაში ისეთებს ართმევთ წასვლის შანსს ვისაც მართლა უნდა გულითაც და მეორე გულითაც ანუ პროსტატით

ჰო კაი ბოლო 5 სიტყვა არ წაიკითხოთ facepalm.gif

This post has been edited by ronald_wesley on 27 Mar 2019, 16:54
Ambitious_Person
Ambitious Member


*******
ჯგუფი: Members
წერილები: 12157
წევრი No.: 130194
რეგისტრ.: 17-April 11

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 16:53  #54427361      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენმა ჩემმა მეგობარმა მოიგო უკვე და იქაა biggrin.gif

ფაშისტი
Пещерный человек


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4936
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 20:03  #54428085      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Ambitious_Person


არ გავაუქმებ კარგი, მართლაც ცოტა დარჩა. უბრალოდ აი ზემოთაც წერია რომ აქტიური მეილი გჭირდებაო და ვერ ვხვდები, საერთოდ მეილი რატომ მივუთითეთ?

უბრალოდ იმ მეილზე რაც მივითითე უამრავი სპამი მომდის ხან ნიგერიიდან ხან მსგავსი გაუბედურებული ქვეყნებიდან რომ აი თითქოს მილიარდი მოვიგე და გადმორიცხვა უნდათ, შევიშალე 1 წელია ეგეთი მეილების შლით, ხოდა გაუქმება მაგიტომ მინდოდა რა


--------------------
მოქმედება!!!
juzi_juzi
Nothing But The Blues


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4562
წევრი No.: 30572
რეგისტრ.: 26-February 07

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 20:16  #54428125      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა


წარმატებები


--------------------
ძირს მარქსიზმი, ლენინიზმი და ჯემალიზმი )
გინდა რეალში მაწიბალიზმი? - მაშინ ტ*ლაკი ათამაშე

мне страшно, что сытые свиньи,
страшней, чем голодные волки...
upwave
რაღაცნაირი


******
ჯგუფი: Members
წერილები: 7828
წევრი No.: 83426
რეგისტრ.: 28-January 09

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 20:20  #54428138      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ronald_wesley

არა, 2018-ში მოიგო 867-მა კაცმა

და 2017-ში მოიგო 1195-მა.

https://www.green-card.com/winner-statistics/?year=2018

წლები შეგიძლიათ მარჯვენა მხრიდან შეცვალოთ.
* * *
ფაშისტი
სპამად მონიშნეთ და იქნებ აღარ მოგივიდეთ.

გჭირდებათ მაილი. მაილით აგზავნით თქვენს DV-260-ს. მაილზე იღებთ შეტყობინებას, რომ კენტუკიში გადააგზავნოთ თქვენი დასკანერებული დოკუმენტების ვერსიები.
და იგივე მაილზე იღებთ პასუხს, ყველაფერი რიგზეა თუ არა ამ დოკუმენტებში.

This post has been edited by upwave on 27 Mar 2019, 20:21


--------------------
უფ, რამდენი დამიწერია!
ფაშისტი
Пещерный человек


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4936
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 27 Mar 2019, 21:05  #54428310      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
upwave
არა, სათადარიგო მეილი სხვაც მაქვს, ანუ ეს რომც გავაუქმო, სხვა მოქმედიც მაქვს, გუგლის.

სპამად ვნიშნავ ჰო და მაინც ბოლო არ უჩანს, მუდმივად ვიგებ არარეალურ თანხას და ვიღაცეები მთხოვენ მივწერო პირადი ინფო თანხის ბანკში ასაღებად. ამოვიდა ყელში უკვე
Mikerson
皇家马德里


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4139
წევრი No.: 135820
რეგისტრ.: 12-September 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 04:40  #54429878      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
ინგლისური სალაპარაკო დონეზე თუ არ იცი ისე არ გაგიშვებენ? biggrin.gif


--------------------
⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐⭐

Champions League will come back to The Camp Nou - MESSI
When I was Real Madrid's coach the only thing Barcelona celebrated was the club's Birthday - Vicente Del Bosque
lume
Crazy Member


*****
ჯგუფი: Registered
წერილები: 1299
წევრი No.: 208760
რეგისტრ.: 10-October 15

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 06:30  #54429909      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
Mikerson
მოგებულზე არ აქვს მნიშვნელობა ენა იცი თუ არა
SPACEMAN_
Member


***
ჯგუფი: Registered
წერილები: 84
წევრი No.: 248875
რეგისტრ.: 22-February 19

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 08:29  #54429989      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
რამდენის გადამხდელები ხართ. მდედრნო boli.gif


--------------------
###აური ბოზობა არ არის (c) მამაო ენუქი

https://forum.ge/?showtopic=35083754&view=findpost&p=54347814
ფაშისტი
Пещерный человек


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4936
წევრი No.: 25871
რეგისტრ.: 20-November 06

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 09:16  #54430035      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
SPACEMAN_
გადამხდელები? რაზე გვახდევინებ smile.gif გაგვანდე საიდუმლო smile.gif
Mikerson
皇家马德里


*****
ჯგუფი: Members
წერილები: 4139
წევრი No.: 135820
რეგისტრ.: 12-September 11

გამოგზავნილია: 28 Mar 2019, 20:47  #54433260      · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი · ელფოსტა
lume
ანუ ამერიკის საელჩოში ქართულად უხსნი და გიხსნიან ყველაფერს gigi.gif

მარა მამენტ იქ თუ ჩახვედი და აზრზე არ ხარ ინგლისურის მაშინ რა აზრი აქვს მოგებას
2 წევრი ათვალიერებს ამ თემას (1 სტუმარი და 0 უჩინარი წევრი)
1 წევრი: Beqs
Topic Options Pages: (61) [1] 2 3 ... ბოლო » გამოხმაურება · ახალი თემა · ახალი გამოკითხვა

 



ფორუმის სერვერების განთავსებას და ინტერნეტთან კავშირს უზრუნველყოფს: CLOUD9
[ Script Execution time: 0.0297 ]   [ 11 queries used ]   [ GZIP Disabled ]