Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > თბილისი > თამარაშვილის და ჭ. ამირეჯიბის კვეთა


Posted by: JRock 11 Mar 2024, 23:12
user posted image

მერიას ახალი პროექტის ტენდერი აქვს გამოცხადებული. პროექტის ფარგლებში უნდა მოეწყოს საყრდენი კედლები და ერთ დონიანი კვანძი თამარაშვილზე. სავარაუდოდ უნივერსიტეტის ქუჩის ტერიტორიის განტვირთვისთვის და თამარაშვილი - ყაზბეგის ბასლაინის გამოსათავისუფლებლად კეთდება.
21 მარტს არის ტენდერი, დაველოდით მოვლენების განვითარებას.

პროექტის საწყისი ღირებულება 985654 ლარია და შესრულების ვადა 90 კალენდარული დღე არის.

Posted by: PAINKILLER 12 Mar 2024, 00:28
ანუ ესტაკადა არაო და ერთდონიანი კვანძი უნდა გააკეთონ?


QUOTE
თამარაშვილი - ყაზბეგის ბასლაინის გამოსათავისუფლებლად კეთდება.


ეგაა რა, ბასლეინი, ბასლეინსა, ბასლეინით, ბასლეინო






გააკეთონ ესტაკადა, ბასლეინს ხელს არ შეუშლის არანაირად

Posted by: JRock 12 Mar 2024, 01:11
PAINKILLER
პროექტს თუ დავეყრდნობით არანაირი გზაგამტარი არ კეთდება, +1 შუქნიშანი იქნება სავარაუდოთ.

Posted by: Nickboy 12 Mar 2024, 08:31
JRock

შეგიძლია ტენდერის ლინკი ან კოდი დადო?

Posted by: JRock 12 Mar 2024, 08:54
Nickboy
ეს ლინკი https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562678&lang=ge

ესეც კოდი NAT240004450

Posted by: Nickboy 12 Mar 2024, 11:45
JRock
QUOTE
ეს ლინკი https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562678&lang=ge

ესეც კოდი NAT240004450



მადლობა

==================================================

დავიჯერო მაგდენია მაქედან ვაკისკენ მომხვევების რაოდენობა, რომ ახალი კვანძის დამატების საჭიროება გაჩნდა?

ნუ მეორეს მხრივ ამირეჯიბიდან თამარაშვილზე შემხვევ ხაზს აუქმებენ და სამი ახალი ზოლი იქნება, რომელთაგან მარჯვენას შეეძლება ყაზბეგისკენ გახვევა. მაგათ ექნებათ შუქნიშანი, ისევე როგორც ვაკიდან მოძრავ ნაკადს. ნუ, შეიძლება რომ მანდ ეგ მონაკვეთი აღარ გაიჭედოს ხოლმე.

პს
ხეებს რას უპირებენ, ხეებს? :დ

პპს
საფეხმავლოს სადაც ჭრიან ზოლები, მანდ არ უნდა იყოს შუქნიშანი, თორე მანდ თუ გაიჭედნენ მანქანები, საერთოდ მეორედ მოსვლა იქნება.
მარა მაშინ ჭკვიანი შუქნიშნებია საჭირო, რომ ზუსტად აკონტროლოს ეგ პროცესი... მოკლედ, არ ვიცი :დ

user posted image

Posted by: Kublicha 12 Mar 2024, 12:03
იმედია ტენდერი ჩაიშლება ისე, რომ მომავალშიც არავინ გადაწყვიტოს მონაწილეობის მიღება.
რაც ამ ფორუმზე ვარ, ამაზე დიდი იდიოტობა, ჯერ არ მინახავს.


Posted by: eleqtro 12 Mar 2024, 12:22
სისულელა. მანდ მხოლოდ გვირაბია საჭირო და მიმდებარე საკუთრებების გამოსყიდვა. ადრე თუ გვიან მდინარე ვერეს ხეობაში გზის გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს.

Posted by: Trump 12 Mar 2024, 13:04
მანდ ასაღებია ვისოლები და სმარტები
მაგ ადგილას უნდა გაკეთდეს წრე და შუქნიშანი

ეხლა მანდ რაც ხდება საზიზღრობაა,ამირეჯიბიდან ამოსული მანქანები 5 რიგად შედიან ვაკეში ასახვევად

Posted by: Niku7a 12 Mar 2024, 14:42
QUOTE
მანდ ასაღებია ვისოლები და სმარტები

ცენტრში არსებულ ყველა ბენზინგასამართს მოვაშთობდი და ნებართვის გაცემას ავკრძალავდი, რა უნდა ყოველ ფეხის ნაბიჯზე "კალონკას" mad.gif

Posted by: JRock 12 Mar 2024, 22:46
Kublicha
ნუ ისეთი ფასებია, მაზოხისტები თუ მიიღებენ მონაწილეობას.
Niku7a
+++

Posted by: Pshaveli 13 Mar 2024, 11:01
QUOTE
სისულელა. მანდ მხოლოდ გვირაბია საჭირო და მიმდებარე საკუთრებების გამოსყიდვა. ადრე თუ გვიან მდინარე ვერეს ხეობაში გზის გაგრძელებას ალტერნატივა არ აქვს.

ალბათ ეგრეა, მაგრამ კალაპოტიც აღარ დარჩა, საფლავებია ხეობაში

Posted by: Luka251 13 Mar 2024, 12:56
ნეტა კარტოზიას ეშველოს რამე.....


_______________________________

Posted by: JSB14BSJ 14 Mar 2024, 00:16
მანდ ესტაკადა თუ არ იქნა, ისეთი საცობი გაიჩითება, დიდგორის ბრძოლას რო არ ახსოვს.

Posted by: sandrobandro 14 Mar 2024, 00:27
რავი მთელი ცხოვრებაა მანდ დავდივარ თამარაშვილი-ვაკე.....ბოლო 2 წელში მანდ რაც უქნა კრახი კალაძემ ეგეთი არავის არ უქნია....სულ საცობია რაც ის ###ობები გააკეთეს რაც ეხლა არის.....დედა უტირეს იმენა.

Posted by: electro 3 Apr 2024, 18:08
https://tenders.procurement.gov.ge/public/?go=562678&lang=ge

შესყიდვის სტატუსი: არ შედგა

Posted by: dat111 3 Apr 2024, 19:31
QUOTE
ხეებს რას უპირებენ, ხეებს? :

გამოჩეხავენ, ფეხით წამოსვლაც ჯოჯოხეთი გახდება დელისიდან ან პირიქით, პლუს შუქნიშნების კორიანტელი.
ფეხით მოსიარულეებზე მორგებული ქალაქი...

Posted by: DidYouSeenMyMouse 3 Apr 2024, 22:07
მცოდნე ხალხი ხართ და ეს რპ-1, რპ-2 რა არის? ეს აბრევიატურა რას ნიშნავს?

Posted by: electro 3 Apr 2024, 22:20
QUOTE (dat111 @ 3 Apr 2024, 19:31 )
QUOTE
ხეებს რას უპირებენ, ხეებს? :

გამოჩეხავენ, ფეხით წამოსვლაც ჯოჯოხეთი გახდება დელისიდან ან პირიქით, პლუს შუქნიშნების კორიანტელი.
ფეხით მოსიარულეებზე მორგებული ქალაქი...

20-21 გვედძეა მაგაზე სდაუბარი. რამდენიმე დიდ ფიჭვს ჭრიან და ასობით ხე-ბუჩზე გადარგვაო. ეხლა გადარგული ივარგებს? 90% გახმება ალბათ


https://tenders.procurement.gov.ge/public/library/files.php?mode=que&file=1605526&code=1708015944

Posted by: plizzken 3 Apr 2024, 23:53
QUOTE (DidYouSeenMyMouse @ 3 Apr 2024, 22:07 )
მცოდნე ხალხი ხართ და ეს რპ-1, რპ-2 რა არის? ეს აბრევიატურა რას ნიშნავს?

გეოდეზიური "რეპერი" ანუ ნიშნული, გზებზე ბეტონის ლურსმანს არჭობენ და საღებავით აწერენ , ბევრჯერ შემხვედრია ასეთი სახით იმ ადგილებში, რომლის რედიზაინი განახორციელეს შემდეგ
შენობებზე ფურცლებს აკრავენ ,

Posted by: DidYouSeenMyMouse 6 Apr 2024, 21:41
QUOTE (plizzken @ 3 Apr 2024, 23:53 )
QUOTE (DidYouSeenMyMouse @ 3 Apr 2024, 22:07 )
მცოდნე ხალხი ხართ და ეს რპ-1, რპ-2 რა არის? ეს აბრევიატურა რას ნიშნავს?

გეოდეზიური "რეპერი" ანუ ნიშნული, გზებზე ბეტონის ლურსმანს არჭობენ და საღებავით აწერენ , ბევრჯერ შემხვედრია ასეთი სახით იმ ადგილებში, რომლის რედიზაინი განახორციელეს შემდეგ
შენობებზე ფურცლებს აკრავენ ,

მადლობა. ხშირად ვხედავ გზებზე ამ RP-ებს და ვერ გამოვიცანი რა უნდა ყოფილიყო user.gif gigi.gif

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)