ვაგრძელებთ ასტრო-ექსპრომტებს და დღეს ჩვენი განხილვის სტუმარია ბატონი შალვა რამიშვილი [მქუხარე აპლოდისმენტები]
მონაცემები ისვე ვიკიპედიადან - 27.08.1971 წელი.
სტილი და მანერა, ტრადიციულად ინდურ-სიდერიული
აბა რას ვხედათ კოსმოგრამაში?!
გამოხატული ლომია, ამბიციური, ქარიზმატულიც, ლიდერობაზე პრეტენზიით.
მერკური დამწვარ-ჩაფუფქული, თან კვადრატში სატურნთან - ინტელექტი მაინცა და მაინც მაღალი და ბრწყინვალე არ არის (მის სტუმარ-ექსპერტებს ბევრად უკეთესი აქვთ). ნუ, ჭკვიანი კაცი არ ეთქმის ახლა. არც მწერალი და ორატორი არ გამოვა მაგისგან.
ვენერას დავაკვირდეთ - ზუსტ შეერთებაში აქვს მზესთან, მინუტი-მინუტში, ეს ე.წ. კაზიმაა, საკმაოდ იშვიათი რამაა, აშკარა მითითებაა რაღაც სერიოზულ ნიჭზე, მართლა „ღმერთისგან მოცემულს“ რომ ეძახიან ისეთი. რაღაც ტვორჩესკი, ვენერასეული, ლამაზის და მშვენიერის შემქნის პოტეციალი აქვს. კიდევ ერთი ქულა მის განსხვავებულობას და ქარიზმატულობას (თან ლომშია ეს ყველაფერი, აქტიური, შემოქმედებითი გამოვლენის ზონაში).
მაგრამ,
მზე-მერკური-ვენერა ძაან ჩამომბილია ნეგატიური ასპექტებით, აქეთ სატურნისგან(დისციპლინა, წესები, კანონები, პასუხისმგებლობა) იქით იუპიტერ/ნეპტუნისგან ( მორალი, სულიერება, სამართლიანობა, პატიოსნება, ამაღლებული იდეალები). ანუ - მისი ნიჭების საზოგაოებისთვის მისაღებ, წესიერ და პატიოსან ფორმებში რეალიზება ძალიან-ძალიან გართულებულია. გამრუდებულია ნიჭი. გასაწორებელია.
ამავე კონტექსტში ყურადღება მივაქციოთ იმას რომ მისი მთვარე, რომელიც მისი დაღმავალი დისპოზიტორია, მდებარეობს სასწორში, ვენერას ნიშანში. ანუ შალვას წარსულში ნაგროვები ნიჭები და გამოცდილებები, მაინც ვენერასთან არის დაკავშირებული, ეს პოტენციალი აქვს.
მაგრამ,
ეს მთვარე კვადრატში ჯერ კეტუ/რახუსთან და მერე მარსთან - ანუ, იმ წარსული გამოცდილება-ნიჭების ჰარმონიული და პოზიტიური რეალიზება ამ ცხოვრებაში ვერ ხდება. ამისთვის ძალისხმევა და მუშაობაა საჭირო.
მთვარე სასწორში მაინც არბილებს და რაღაც დელიკატურობის „აბლიცოვკას“ აძლევს მის საკმაოდ აგრესიულ და დესტრუქციულ ნატურას.
ახლა შევხედოთ მარსს. იფ, რავალი ეგზალტირებულია?!
სხვათა შორის, ინდურში ითვლება რომ ეგზალტირებული მარსი მიუთითებს იმაზე რომ ნატივს წინა ცხოვრებებში დაგროვილი აქვს დიდი რაოდენობით სექსუალური ენერგია (ასკეტური ცხოვრების წესი ან იოგური პრაქტიკის გამო) და ახლა უნდა დახარჯოს. ან ტრანსფორმაცია გაუკეთოს და უფრო ამაღლებული მიზნებისთვის დახარჯოს. მიშა სააკაშვილსაც ასე აქვს, ეგზალტირებული მარსი
მარსი თხის რქაში ისედაც მიზანზე ორიენტირებულ და შესაბამისი ძალა-ნერგიის მქონე ადამიანს აჩვენებს, მაგრამ ამ თვისებებს კიდევ უფრო აძლიერებს მარსთან შეერთებული აღმავალი კვანძი - გამარჯვება, მიზნის მიღწევა ნებისმიერ ფასად, თავებზე გადავლით, მიზანი ამართლებს საშუალებას, სიხისტე, სხვების „მოშნად“ დაკიდება და ხმარება საკუთარი მიზნის მისაღწევად.
კარგია პოლიტიკოსისთვის, უფრო მაღალ დონეზე კარგია კვლევითი სამუშაოებისთვის - ზოგადსაკაცობრიოსთვის დიდი სარგებლის მოტანის პოტენციალი.
ალბერტ აინშტაინს ჰქონდა ეს კომბინაცია - მარსი/რახუს შეერთება თხის რქაში.
მთვარის მდებარეობიდან (სასწორი) მე-4 ნიშანში (თხის რქა) გვყავს ძლიერი მარსი ჰერთად - შესაძლოა დედისეული ფიგურა იყო მკაცრი, მოაგრესიულო და თანაც პრაქტიკული, მიზანზე ორიენტირებული.