Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფლორა და ფაუნა > ალურა - ბზის ჭია


Posted by: San1 6 Jul 2018, 14:07
მოკლედ თბილისში, ბინის წინ 3 კოლხური ბზა მაქვს, თითქმის 60 წლის და დღეს შევხედე და სულ შეჭმულია, 60 % მაინც და ქსელები და მწვანე კვერცხებია სულ ფოთლებში
მთლიანად უნდა გავსხლა?
მეცოდება 60 წლის ხეა, რომ ვერ გადარჩეს გავგიჟდები sad.gif

Posted by: ia-viola 6 Jul 2018, 14:17
San1
კონფიდორი.

ჩემებს მაგითი ვწამლი.

Posted by: San1 15 Aug 2018, 17:28
ia-viola
კარატე მირჩიეს მაღაზიაში და უშველა, ახლიდან ამოუვიდა უკვე ფოთლები

დიდი მადლობა

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 15 Aug 2018, 19:34
San1
არ შეჭრა უმჯობესია შეწამლო და ახლიდან ამოიყრის რაც გამხამრია თავისით ჩამოცვივდება

Posted by: ia-viola 15 Aug 2018, 19:34
San1

QUOTE
კარატე მირჩიეს მაღაზიაში და უშველა, ახლიდან ამოუვიდა უკვე ფოთლები

bis.gif bis.gif

აუ რა მაგარია. გამიხარდა, რომ გადარჩა.

ისე, კარატეს ზოგადად, ეზოს შესაწამლად იყენებენ ხოლმე. მაგრამ რახან უშველა, კარგია.

Posted by: Master_Nick 15 Aug 2018, 21:42
San1
60 წლის ბზა გაქვს??? რელიქვიაა ეგ, მაგარია რომ გადაარჩინე, კარატე ინსექტიციდია, მაგაზე ბევრად ეფექტური საშუალებები არსებობს, იგივე ,,დეცისი" ან თუნდაც ,,აქტელიკი"

Posted by: datmeni 30 Aug 2018, 18:21
სალამი.
ასეთი რაღაც გაუჩნდა და აშკარად დახმარება უნდა, მირჩიოთ იქნებ რაიმე რითი შევწამლო.
ვერ გეტყვით რა მცენარეა...მარადმწვანეა,რაღაც ბზის მსგავსი.
user posted image
user posted image

Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 30 Aug 2018, 19:03
datmeni
QUOTE
სალამი.
ასეთი რაღაც გაუჩნდა და აშკარად დახმარება უნდა, მირჩიოთ იქნებ რაიმე რითი შევწამლო.
ვერ გეტყვით რა მცენარეა...მარადმწვანეა,რაღაც ბზის მსგავსი.

ეონიმუსია მგონი მაგაზე აქტარა წავა კარგად შესაწამლი ლიტრიანი აპარატი იყიდე ნიღაბთან ერთად სამთო ქიმიასთან და ასე 2 შეწამვლაზე დედას უტირებ ოღონდ დროულად

Posted by: jjj 29 Jan 2019, 18:56
პროფილაქტიკისთვის, რა პერიოდებში უნდა ჩაუტარდეს შეწამვლა?

Posted by: Master_Nick 29 Jan 2019, 23:36
datmeni
ეს როდინდელი ფოტოა? ზაფხულში უჩნდება ჩემს ეონიმუსებს ეს ჭიები. აქტარა ან აქტელიკია მაგათი წამალი, 8 დღიანი ინტერვალით შეწამლე და განადგურდება ყველაფერი.

Posted by: San1 9 Aug 2019, 03:51
წელს ისევ გაუჩნდა, არ ვიყავი ქალაქში და მივუსწარი და კიდევ გადავარჩინე biggrin.gif

რა დროს უნდა დავიწყო შეწამლვა?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)