#55137989 · 21 Aug 2019, 14:01 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
სალამი მეგობრებო,
ესეიგი უკვე დიდი ხანია მაწუხებს აღნიშნული პრობლემა. ყველანაირად ვერიდებოდი ქირურგიულ ჩარევას და ყველაფერი ვცადე სინუფორტედან დაწყებული გამოწერილი მედიკამენტებით, ვარჯიშებით და მსგავსი ტექნიკებით დამთავრებული. საბოლოო ჯამში შედეგად მივიღე ის რომ, მართალია თავდაპირველივით აღარ მაწუხებს მაგრამ მაინც სრულყოფილ ცხოვრებაში ხელს მიშლის გამომდინარე იქიდან რომ ძალიან ძლიერი (შეიძლება ითქვას აუტანელი) თავის ტკივილები მაქვს ხოლმე ამის ფონზე და უბრალოდ რომ ვთქვათ ვგრძნობ რომ თავში ტემპერატურა მომატებული მაქვს.
გამომდინარე აქედან გადავწყვიტე მივმართო ოპერაციას და თქვენი რჩევა მაინტერესებს, ვინც გაიკეთეთ უკვე რა პროცედურებია მანამდე საჭირო, სად და ვისთან ჯობია და რაც მთავარია რა ჯდება და საყოველთაო დაზღვევა რამე ნაწილს მაინც თუ აფინანსებს.
ასევე მაინტერესებს ოპერაციის შემდგომი პერიოდი როგორია და როგორი შედეგი გაქვთ.
წინასწარ მადლობა ყველას ინფორმაციისათვის.
--------------------
ჩვენ გავფრინდებით
|