სახელმწიფო პროგრამით დაფინანსება და ახალი ხელმძღვანელების (ფედერაციის ახალი მმართველი გუნდი იგულისხმება ალბათ) პოლიტიკა
ჩემი აზრით პროგრესია უმეტეს მხრივ
1. ფინანსური სტაბილურობა ყველა კლუბს.
2. ეროვნული ლიგის როგორც ქვებრენდის შექმნა და შემდეგ მისი შედარებითად კარგად შეფუთვა ( გაშუქება, ბრენდირება, სპონსორები)
3. გამკაცრებული ლიცენზირება.
4. სახლმწიფოსთან თანამშრომლობით გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა.
5. ფუტზალის, სამოყვარულო და ქალთა ლიგების აღდგენა/დაწყება/გამართვა.
6. გარიგებული ან საეჭვო თამაშების რიცხვის მკვეთრი შემცირება.
7. ახალგაზრდული ნაკრებების ახალ სისტემაზე გადასვლა რაც გულისხმობს 15დან 21-ის ჩათვლით ყველა ასაკში 15,16,17,18,19,20,21 ნაკრების მომზდებას და სისტემურ მონაცვლეობას.
8. მსაჯდა გადამზადების და უკეთესი ნაკადის მიღებისთვის დაწყებული ახალ პროქტი.
9. რამოდენიმე კლუბის განკერძოვება.
უცებ რაც გამახსენდა.
- - - - - - - - - - - - - - -
ზედა პოსტისგან განსხვავებით მე ვერ ვხედავ რეგრესს სახელმწიფო პროგრამით დაფინანსებსა და ახალი ხელმძღვანელების (ფედერაციის ახალი მმართველი გუნდი იგულისხმება ალბათ) პოლიტიკაში.
დავიწყებ დაფინანსებით
ქართული ფეხბურთი სახელმწიფოსგან დაახლოებით იგივე თანხით "სახელმწიფო დადინანსების პროგრამამდე", "ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის" შექმნამდეც ფინანსდებოდა ოღონდ ამას არ ქონდა ცენტრალიზებული სახე და ხდებოდა ქაოტურად თვითმმართველობების დონზე. სისტემურის ნაცვლად კი ინდივიდუალური სიმპათიებიდან გამომდინარე.
არც იმას ვეთანხმები რომ თანხის კონტროლი არ ხდება. ფონდი აკონტოლებს რაში იხარჯება ფული. მაგალითად: 900 000 იანი სახელმწიფო დაფინანსების პირობებში ეროვნული ლიგის კლუბს არ აქვს უფლება 450 000 ზე დიდი სახელფასო ფონდი ჰქონდეს, გადაიხადოს ეკიპირებაში კონკრეტულ თანხაზე მეტი და ა.შ. სპონსორის ან კერძო მეპატრონი მერ გაკეთებული ინვესტიციის შემთხვევაში დამოიკიდებლები არიან, რა თქმა უნდა.
https://www.facebook.com/OpenMicSportJAKOFM...WNOiW-0oi8LTMkIასევე მისასალმებელია რომ სასტარტო ძირითადი დაფინანსება შემცირდა 100 000 ლარით და მის ხარჯზე გაიზარდა სტიმულირების დაფინანსება.
- - - - - - - - - - -
რეგრესი არ არის თუმცა ვთვლი რომ უფრო მეტი აქტივობები უნდა დაიგეგმოს საგანმანათლებლო კუთხით.
- -- - - - - - - -- -
რაც შეეხება ზედა პოსტშინ ხსენებულ პრობლემებს ვფიქრობ ფერაციის ნაცვლად კლუბები არიან დამნაშავე. ფედერაცია ვერ ჩაერევა კლუბის საქმიანობაში. და ის რომ ზოგერთ კლუბში პრობლემებია მენეჯმენტის კუთხით ამის გამოსწორება პირველ რიგში კლუბების ინტერესში უნდა იყოს. მესმის რომ ბევრი "წურბელა" ყავს ქართულ ფეხბურთს მაგრამ ყველ თანაბარ პირობებშია. თანაბარ პირობებში, სადაც კონკურენტუნარიანი გარემოა "ბაზარმა უნდა დაარეგულიროს" ანუ ვინც უკეთ აითვისებს თანხებს ის დარჩება დაფინანსებაზე, ვინც ვერა დაიძირება. როგორც მაგალითად შუქურას შემთხვევაში მოხდა. კონკურენტუნარიანმა გარემომ უნდა აიძულოს მენეჯერები გადნენ უკეთესნი.
- - - - - --
ფედერაცია აშკარად ყველანაირად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას და ძირითადად სწორი იმპულსები მოდის ხოლმე მათგან. მხოლოდ იმ მიმართულებით გავაკრიტიკებდი რომ ჯობია მკაცრი რეაგირება ჰქონდეთ ისეთ ელემენტარულ ლაფსუსებზე როგორებიც ხშირია ჩვენს ეროვნულ ლიგაში და ისევ ჩვენს პრესტიჟს აყენებს ზიანს. მაგ: მაისურზე ერთ გვარზე მეორედ გადაწერილი გვარები, საკაცის არ ქონა და ფეხბურთელის გადათრევა, კუთხურის ალმის გარეშე თამაშის დაწყება, ( შუქურას თამაშზე მოხდა ბათუმში), სხვა ფეხბურთელის სხვისი მაისურით თამაში და ასეთი დეტალები რომელიც ძალიან ცუდი სანახავია და ქილიკის საგანი ხდება ხოლმე.
- - - - - - - -
ჩემთვის კრიტიკის მთავარი საგანი კლუბები არიან. სადაც ჯერ კიდევ 1 წლიან კონტრაქტებს აფორმებენ, სადაც ყოველ 6 თვეში გუნდებს შლიან, სადაც ფონდების მოძიების ნაცვლად ტირილს და დაფინანსების ზრდაზე ხვეწნას არიან შეჩვეული. სადაც სკაუტები არ ყავთ, არ ეძებენ პერსპექტიულ ლეგიონერებს, განვითარების გეგმა არ აქვთ და მხოლოდ დრევანდელი დღით ცხოვრობენ.
სამართლიანობისთვის უნდა ითქვას რომ რთულია 900 000 დაფინანსებით სახელწიფოს ბალანსზე მყოფმა კლუბმა დამოუკიდებლად იზრუნოს ინფრასტრქუტურაზეც, აკადემიაზეც და სპორტულ შედეგებზეც. თუმცა გარანტირებული რომ გაქვს დაფინანსება კეთილი უნდა ინებო და მომავლის გეგმა დაისახო, 2-3 წლიანი კონტრაქტები დაუდო ფეხბურთელებს და შემადგენლობა შეინარჩუნო. მატჩის ორგანიზება და ეკიპირება უნდა მოაწესრიგო და სასპონსორო ფონდების მოძოიებაზეც იმუშავო. თუმცა ზოგჯერ ისეც ხდება რომ სპორტული მხარე ყველაფერს გადაწონის ხოლმე.
მაგალითად ფოთის კოლხეთი და ბატუმის დინამო რომ შევადაროთ, ორივე სახლემწიფოს ბალანზე იყო.
ბატუმის დინამოს ჰქონდა მოწესრიგებული ეკიპირება, მატჩების ორგანიზება სათანადოდ ხდებოდა, შემადგენლობის სტაბილურად შენარჩუნებასაც ახერხებდნენ, სპონსორებთანაც მუშაობდნენ და რამოდენიმე სპონსორი ყავდათ. კოლხეთი პირიქით მატჩის ორგანიზება ვერ მოახერხეს, ფეხბურთელები გაექცათ, მაისურებზე გვარები ვერ დაწერეს, ვერც სპონსორებთან იმუშავეს, თუმცა სპორტულმა პრინციპმა გადაწონა ეს ყველაფერი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, ეს ცალკეული შემთხვევა გამონაკლისია.
გამოსავალი კი კლუბების კერძე საკუთრებაში გადასვლაშია, სადაც მეპატრონე იზრუნებს და მის ინტერესშია კლუბის განვითარება ყველამხრივ. მეორეს მხრივ კლუბის მეპატრონესაც ჭირდება პასუხისმგებლობა და კონტროლი გულშემატკივრისგან, მხოლოდ იდივიდის ინტერესებამდე რომ არ დავიდეს კლუბის ამბიცია. თორე უგულშემატკივრო გუნდებში კი ვხედავთ რაც ხდება.
ოპტიმისტი ვარ და იმედი მაქვს დროთა განმავლობაში დავიხვეწებით და წინ წავალთ.
საერთო ჯამში პოზიტიური წელი იყო. იმედია ფედერაციის და სახლმწიფოს წადილი პროგრესისკენ, ასევე კლუბების კერძო მეპატრონეეების ხელში გადასვლა შედეგს გამოიღებს.