Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > ფორუმის შესახებ > ფორუმის წესი 4.1.5.5


Posted by: Redemption* 24 Jun 2019, 18:23
Tim
Saturn
ფორუმის წესებში არის მოცემულობა, რომ იკრძალება პორნოგრაფიული ფოტოების ფორუმზე განთავსება.

პოლიტიკის განყოფილებაში რამდენიმეჯერ დავარეპორტე კონკრეტული იუზერი, რომელსაც ავატარად უყენია ქალის მკერდის ფოტო:
» სპოილერის ნახვისთვის დააწკაპუნეთ აქ «

თუმცა ისევ და ისევ მხვდება ეს იუზერი, იგივე ავატარით.

ბარემ დავლინკავ სიტყვის განმარტებას:
Definition of pornography: material (such as books or a photograph) that depicts erotic behavior and is intended to cause sexual excitement
პორნოგრაფიის განმარტება: მატერიალი, (როგორებიცაა წიგნები ან ფოტოები) რომელიც გვიხატავს ეროტიულ ქმედებას და გათვლილია სექსუალური აგზნების გამოწვევაზე
https://www.merriam-webster.com/dictionary/pornography

გთხოვთ განმარტოთ ფორუმის წესებში პორნოგრაფიაზე მოცემული პუნქტი, რას თვლით პორნოგრაფიად?
შეგახსენებთ, რომ ჩვენ არ ვცხოვრობთ აფრიკის მიყრუებულ ტომებში, სადაც ქალის მკერდისა და სასქესო ორგანოებს მოშიშვლება ჩვეულებრივი სოციალური ნორმაა. ლიბერალური იუთუბიც კი "ბლარავს" კერტებს.

Posted by: IOSKAMAN 24 Jun 2019, 18:38
Redemption*

ბიჰეივიორ და სურათი ერთიდაიგივეა?

და რა ეგეთი ძუძUთმოძულე ხარ? რამ გაგაბრაზა?

Posted by: Saturn 24 Jun 2019, 18:55
QUOTE (Redemption*)
რას თვლით პორნოგრაფიად?

მე პორნოგრაფიად ვთვლი სექსუალური აქტის გამოსახულებას, რომელზეც ჩანს სასქესო ორგანოები. ეს სურათი ეროტიული ხასიათისაა.



Posted by: Redemption* 24 Jun 2019, 19:23
IOSKAMAN
ხელის მკერდზე მოკიდება, ასევე "კრუპნი" პლანით მხოლოდ მკერდის ჩვენება დიახაც ქმედებაა.

Saturn
სექსუალური აქტი არც საშოს სურათია, დასაშვებია მისი ავატარად დაყენება?


მთავარი რაცაა:
არსებობს გარკვეული გავრცელებული სტანდარტი მთელ დასავლეთში, რომ ქალის მკერდი და განსაკუთრებით, კერტები, უნდა დაიბლაროს.
თუ არ ახდენთ მსგავსი ფოტოების "პორნოგრაფიად" კლასიფიკაციას, მაშინ ფორუმის წესებში უნდა ჩაემატოს სხვა წესი, რომელიც NSFW ხასიათის მასალისთვის გამოყოფს ცალკე თემებს და ფორუმის ყველა კუთხეში არ იქნება მოფენილი.
არ ვითხოვ რაიმე უხსენებელი ან ირანული წესების მიღებას, არამედ დასავლეთში ფართოდ დამკვიდრებული წესის შემოღებას გთავაზობთ. ან პორნოგრაფიის დეფინიცია და გაგება გაზარდეთ, ან სხვა წესი ჩაამატეთ, რაც NSFW-ს მხოლოდ შესაბამის თემებში მოაქცევს და ყველგან არ იქნება მოდებული.
* * *
ცალკე თემებით შემოფარგვლა თუ არა, სპოილერებში ჩასმის და წინასწარ გაფრთხილების წესი მაინც მიიღეთ.

Posted by: IOSKAMAN 24 Jun 2019, 19:37
Redemption*

ძუძუთჰეითერის სტატუს დაიმკვიდრებ შენ

Posted by: Redemption* 24 Jun 2019, 19:39
IOSKAMAN
მე ის მინდა, რაც მთელ მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა.

იმედია ტიმი თვლის, რომ ფორუმი სტატიკა არაა და პერიოდულად წესების დახვეწა გამართლებულია.

Posted by: IOSKAMAN 24 Jun 2019, 19:45
Redemption*
QUOTE
იმედია ტიმი თვლის, რომ ფორუმი სტატიკა არაა და პერიოდულად წესების დახვეწა გამართლებულია.


ჩამოყალიბდი ახლა

წესების დახვეწა სხვაა და დაცვა სხვა

ფორუმი სტატიკა არაა რას ნიშნავს? რა მხრივ არის დინამიური ? წესების მხრივ?

Posted by: Saturn 24 Jun 2019, 20:02
Redemption*
QUOTE
სპოილერებში ჩასმის და წინასწარ გაფრთხილების წესი მაინც მიიღეთ

ძუძუებმა თვალი რომ არ მოგვჭრას?

Posted by: WP-Rex 24 Jun 2019, 20:07
მიშველეთ ხალხნო, ძუძუებს ებრძვიან! sa.gif
ბარიერი ხომ არ დავაწესოთ?

Posted by: თორნიკეე 24 Jun 2019, 20:29
Saturn
IOSKAMAN
მართალს ამბობს Redemption* -ი...


QUOTE
პორნოგრაფიის განმარტება: მატერიალი, (როგორებიცაა წიგნები ან ფოტოები) რომელიც გვიხატავს ეროტიულ ქმედებას და გათვლილია სექსუალური აგზნების გამოწვევაზე


smile.gif

Posted by: Redemption* 24 Jun 2019, 20:48
IOSKAMAN
QUOTE
ჩამოყალიბდი ახლა

წესების დახვეწა სხვაა და დაცვა სხვა

ამ ორიდან რომელიმე:
QUOTE
ან პორნოგრაფიის დეფინიცია და გაგება გაზარდეთ, ან სხვა წესი ჩაამატეთ, რაც NSFW-ს მხოლოდ შესაბამის თემებში მოაქცევს და ყველგან არ იქნება მოდებული.

+ ან სპოილერში მოქცევის აუცილებლობა დაემატოს.

Posted by: Saturn 24 Jun 2019, 20:59
იუზერი Redemption* ვასაძე ხომ არაა? spy.gif

Posted by: Redemption* 24 Jun 2019, 21:09
Saturn
მთავარი ისაა, რომ რამე ირანული ან გაუგონარი წესის შემოღების იდეა არ წამომიყენებია.
ყველა მეტ-ნაკლებად პრესტიჟულ ფორუმსა თუ ბორდზე მუშაობს მსგავსი წესი.

Posted by: Saturn 24 Jun 2019, 21:39
Redemption*
QUOTE
მთავარი ისაა, რომ

კარგი, იყოს ეგ მთავარი, მაგრამ მეორეხარისხოვან კითხვაზეც ვუპასუხოთ:
QUOTE
იუზერი Redemption* ვასაძე ხომ არაა?


Posted by: RUDIARIUS 24 Jun 2019, 21:46
QUOTE
იუზერი Redemption* ვასაძე ხომ არაა?

დილეტანტიზმიlol.gif
ჰეჰ ,,ბოჟე უპასი'' Искупление* იქნებოდა რაინდიას ,,ნიკნეიმი''
პ.ს.
პრინციპში ეროტიკულ ჩარჩოებს არ ცდება ეგ ავატარი.

Posted by: თორნიკეე 24 Jun 2019, 21:53
RUDIARIUS
QUOTE
პრინციპში ეროტიკულ ჩარჩოებს არ ცდება ეგ ავატარი.

ანუ შენში სექსუალურ აღგზნებას არ იწვევს?

Posted by: Redemption* 24 Jun 2019, 22:07
Saturn
RUDIARIUS
QUOTE
ჰეჰ ,,ბოჟე უპასი'' Искупление* იქნებოდა რაინდიას ,,ნიკნეიმი''

biggrin.gif
ბევრი მიკლია ვასაძემდე.

QUOTE
პრინციპში ეროტიკულ ჩარჩოებს არ ცდება ეგ ავატარი.

ნებისმიერ უცხოურ ფორუმზე, NSWF, ანუ ეროტიული ტიპის მატერიალისთვის გამოყოფილია ცალკე კუთხეები (ისიც იმ შემთხვევაში, საერთოდ თუ არის დაშვებული მსგავსი მასალის განთავსება).
აქ კიდევ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცხვირწინ გვეფეთება. ან ცალკეული თემებით, ან სავალდებულო სპოილერ თეგით შეიზღუდოს.

Posted by: RUDIARIUS 24 Jun 2019, 22:13
Redemption*
QUOTE
ნებისმიერ უცხოურ ფორუმზე, NSWF, ანუ ეროტიული ტიპის მატერიალისთვის გამოყოფილია ცალკე კუთხეები (ისიც იმ შემთხვევაში, საერთოდ თუ არის დაშვებული მსგავსი მასალის განთავსება).
აქ კიდევ ყოველი ფეხის ნაბიჯზე ცხვირწინ გვეფეთება. ან ცალკეული თემებით, ან სავალდებულო სპოილერ თეგით შეიზღუდოს.

ჩამოყალიბდი ახლა პორნოგრაფიაა თუ ეროტიკა ?givi.gif

Posted by: Redemption* 24 Jun 2019, 22:14
RUDIARIUS
მეორეხარისხოვანია ეგ.
თუ პორნოგრაფიის დეფინიციაში არ შეგყავთ, მაშინ სხვა წესი უნდა შემოვიღოთ, რომელშიც შევა.

Posted by: nor-test 25 Jun 2019, 06:19
Redemption*
ერეგირებული პენისი უნდა ჩანდეს, ისე ეროტიკაა. სექსის სცენებიც კი, თუ ასო არ ჩანს, ეროტიკაში გადის (მაგ. ფილმებში). უბრალო შიშველ ქალზე აღარ მაქვს ლაპარაკი. მამენტ ეროტიკის აკრძალვაშიც ვერაფერ ცუდს ვერ ვხედავ, მაგრამ ეგ სხვა თემაა.

QUOTE
ან სპოილერში მოქცევის აუცილებლობა დაემატოს

QUOTE
უნდა ჩაემატოს სხვა წესი, რომელიც NSFW ხასიათის მასალისთვის გამოყოფს ცალკე თემებს და ფორუმის ყველა კუთხეში არ იქნება მოფენილი
ესენი ავატარზე როგორ გინდა გაავრცელო? თორემ პოსტების მხრივ ისედაც ეგრეა - სიშიშვლე ძირითადად სექსის და უსათაუროს განყოფილებებშია. არსენალში და მშენებლობაში არ შემიმჩნევია smile.gif

QUOTE
არსებობს გარკვეული გავრცელებული სტანდარტი მთელ დასავლეთში, რომ ქალის მკერდი და განსაკუთრებით, კერტები, უნდა დაიბლაროს
თავადაც ხომ ხვდები, რომ ეს აბსურდია? მთელი მკერდი თუ ჩანს და კერტები დაფარულია, ეგ დიდი შეღავათი არაა. უბრალოდ მანდ მერე ზღვარის გავლება გაუჭირდებათ, დეკოლტეს და ბიკინის აკრძალვაც მოუწევთ და ეგ არ უნდათ. ამიტომ ნახეს "გამოსავალი". რეალურად ლავიწის ქვემოთ უკვე მკერდია და არ უნდა ჩანდეს. ან ბარემ სულ უნდა ჩანდეს, თუ ხელს ავიღებთ ყველაფერზე. მარტო კერტებთან ბრძოლა უაზრობაა და თვალთმაქცობა.

Posted by: Redemption* 25 Jun 2019, 10:55
nor-test
QUOTE
მთელი მკერდი თუ ჩანს და კერტები დაფარულია, ეგ დიდი შეღავათი არაა.

ესეა თუ ისე წესი მუშაობს და იუთუბზე თუ ჩაწერ "boobs", ერთ ვიდეოსაც არ ამოაგდებს სადაც კერტები ჩანს. ისე, ჯობია საკამათო შემთხვევა მოკრძალებულობის მხარეს გადაწყდეს, ვიდრე პირიქით. პორნოგრაფიისთვის თუ ეროტიკისთვის კი იყოს ცალკე თემები.
ყველა პრესტიჟულ ფორუმზე მუშაობს NSFW წესები. DeviantArt-ზეც კი, რომელიც სავსეა თანამედროვე არტით, მკერდს ვერ ნახავ თუ შესაბამისი ოფციებიდან შენით არ გააკეთე მაგისი დაშვება. Reddit-ზეც იგივეა. სხვა დიდ ბორდებზეც, ყველგან მუშაობს მსგავსი წესი.

QUOTE
ესენი ავატარზე როგორ გინდა გაავრცელო?

მარტივია - ახალი წესით.

Posted by: nor-test 25 Jun 2019, 11:12
Redemption*
QUOTE
ისე, ჯობია საკამათო შემთხვევა მოკრძალებულობის მხარეს გადაწყდეს, ვიდრე პირიქით.
მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ მეეჭვება. ხალხს უყვარს ძუძუები, ადმინისტრაციას კი ფეხზე ჰკიდია.

QUOTE
ყველა პრესტიჟულ ფორუმზე მუშაობს NSFW წესები.
ჰოდა ესაა უაზრობამდე მისული თვალთმაქცობა იმ მსოფლიოში, სადაც პორნოგრაფია ერთი დაწკაპუნებითაა მისაწვდომი და რეალში რა ხდება, აღარ მაქვს საუბარი.

QUOTE
DeviantArt-ზეც კი, რომელიც სავსეა თანამედროვე არტით, მკერდს ვერ ნახავ თუ შესაბამისი ოფციებიდან შენით არ გააკეთე მაგისი დაშვება.
ეგ არ ვიცოდი. შევიდე, დავარეგულირო... smile.gif შეიძლება ბევრი კარგი ნახატი გამოვტოვე მაგის გამო.

QUOTE
მარტივია - ახალი წესით.
წესით მაგას ვერ დაარეგულირებ. მაშინ ან სულ უნდა აიკრძალოს ეროტიკული ავატარი, ან პროგრამული ცვლილებებით უნდა მოხდეს ძირითად განყოფილებებში მათი გამოჩენის შეზღუდვა.

Posted by: Redemption* 25 Jun 2019, 11:33
nor-test
QUOTE
წესით მაგას ვერ დაარეგულირებ. მაშინ ან სულ უნდა აიკრძალოს ეროტიკული ავატარი

კი
QUOTE
ჰოდა ესაა უაზრობამდე მისული თვალთმაქცობა იმ მსოფლიოში, სადაც პორნოგრაფია ერთი დაწკაპუნებითაა მისაწვდომი და რეალში რა ხდება, აღარ მაქვს საუბარი.

არაა თვალთმაქცობა. შენ თუ შენით არ დააწკაპუნე, ისე პორნოსაიტზე ვერ შეხვალ.
არც ნეიტრალურ და პრესტიჟულ საიტებზე ამოგიხტება ეროტიკა თუ შესაბამის თემაში არ შეხვედი ან ოპციებიდან არ ჩართე. ზოგგან სრულიად აკრძალულია.

QUOTE
მე არ ვარ წინააღმდეგი, მაგრამ მეეჭვება. ხალხს უყვარს ძუძუები, ადმინისტრაციას კი ფეხზე ჰკიდია.

ძუძუები გვიყვარს შესაბამის სივრცეებში და არა ესე, ყველა თემაში მოფენილი.
ეს Tim-ის "სიგნაჩაა":
"What have you done today for FORUM.GE to make you feel proud?"
ასე რომ არამგონია ეკიდოს, მით უმეტეს, ასეთი მარტივად მოსაგვარებელი საკითხი.

Posted by: nor-test 25 Jun 2019, 12:12
Redemption*
QUOTE
ეს Tim -ის "სიგნაჩაა":
"What have you done today for FORUM.GE to make you feel proud?"

lol.gif lol.gif lol.gif
არ ვიყავი დაკვირვებული, მაგრად გამეცინა lol.gif
ნიკი წამართვეს მოტყუებით, მივწერე, ჯერ ორ დღეში ერთხელ მპასუხობდა რაღაცას თავიდან მოსაშორებლად, მერე სულ დამიკიდა, აღარ მოუწერია. ელემენტარულად აიპის ნახვა უნდოდა მაგის გარკვევას და დაეზარა. პირად თემებშიც არავინ მიაქცია ყურადღება. ტექნიკურად რამდენი რამის გაუმჯობესება შეიძლება და საჭიროა, მაგრამ ყურს არ იბერტყავს. მოდერაცია გაუგონარ ქინძობას და ახვრობას სჩადის ხოლმე და გამკითხავი არავინაა. იმედია ოდესმე ან მოვა გონზე, ან აეხევა ეს ფორუმი, ან სულ მოისპობა და რამე უკეთეს რესურსს მონახავს ხალხი. ახლა უკონკურენტოა და იმიტომ არის არხეინად.

Posted by: Redemption* 25 Jun 2019, 12:37
nor-test
მესმის, ბევრი სხვა პრობლემაცაა, მაგრამ თემას ნუ გადავუხვევთ თუ შეიძლება.

Posted by: mouravi 29 Jun 2019, 11:30
მოდერაცია!
თქვენ მართლა ხომ არ გაუბერეთ ბიჭოოოოოოოოოო!
რა ძუძუს კერტების დაფარვა?
ოეეეეე!
სირცხვილია ბიჭო!
ყველა ინტრიგანის ჭკუაზე სიარული სირცხვილია!
დღეს ეგ არ მოეწონა !
ხვალ ჩემი ან ვინმე სხვისი ავატარი არ მოეწონება
და იხტუნავეთ ამხელა კაცებმა მაგის ჭკუაზე.
მიეცით Redemption* მოდ-სიპი.
ეკუთვნის დედას ვფიცავარ.

Posted by: nick_el_son 29 Jun 2019, 11:48
მგონი თემის ავტორი გეია biggrin.gif



https://forum.ge/?showuser=29351 ის ავატარიც არ შეხვედრია ეტყობა :დ



მოკლედ, ძირს ლიფი, თავისუფლება ძუძუებს !



Posted by: Saturn 29 Jun 2019, 12:36
QUOTE (mouravi @ 29 Jun 2019, 11:30 )
მოდერაცია!
თქვენ მართლა ხომ არ გაუბერეთ ბიჭოოოოოოოოოო!
რა ძუძუს კერტების დაფარვა?
ოეეეეე!
სირცხვილია ბიჭო!
ყველა ინტრიგანის ჭკუაზე სიარული სირცხვილია!
დღეს ეგ არ მოეწონა !
ხვალ ჩემი ან ვინმე სხვისი ავატარი არ მოეწონება
და იხტუნავეთ ამხელა კაცებმა მაგის ჭკუაზე.
მიეცით Redemption* მოდ-სიპი.
ეკუთვნის დედას ვფიცავარ.

მოდერაციას არ უთხოვია იუზერისთვის არაფრის დაფარვა.

Posted by: Redemption* 29 Jun 2019, 18:36
mouravi
ვინაა ინტრიგანი ბიჭო? ახსენი შენი სიტყვები.

Tim
იმედია გადახედავ სხვა ნებისმიერი ოდნავ მაინც პრესტიჟული ფორუმის/ბორდის/საიტის წესდებას და მის მიხედვით ჩაამატებ პატარა პუნქტს არსებულ წესებს.
რომის პაპზე მეტი კათოლიკეობა და ევროპულ წესზე მეტი ლიბერალიზმი არ გვჭირდება საქართველოს მთავარ ფორუმზე.

Posted by: WP-Rex 30 Jun 2019, 00:13
Saturn
QUOTE
მოდერაციას არ უთხოვია იუზერისთვის არაფრის დაფარვა.

მართალია.
როგორც ჩანს, ტიმს შეუკიკინა და მან მთხოვა ძალიან თავაზიანად და ყოველგვარი კატეგორიულობის გარეშე, თუ არ შეწუხდები, ძუძუს თავები დაფარეო.
როცა ნორმალურად და თავაზიანად გთხოვენ, შეგნების ამბავია რომ უნდა გაუგო ადამიანს, ეტყობა ძალიან შეაწუხა.
მეც დავფარე, თორემ ამ იუზერის აზრი მაგრად მკიდია.

მაგრამ თუ იუზერების უმრავლესობის სურვილია რომ დავაბრუნო, ვფიქრობ ტიმი ანგარიშს გაუწევს უმრავლესობის აზრს.
smile.gif

Posted by: Redemption* 30 Jun 2019, 00:54
WP-Rex
მე შენთან არაფერი მაქვს არც თავაზიანად სათხოვი, არც გასარჩევი. ამიტომ არ მომიმართავს შენთვის.

ვერ დავიწყებ აქ ზრდასრულ (ან იქნებ არც) ადამიანებთან კულტურის და შეგნების ამბავზე კუდში დევნას ან "პრავების" კაჩავს, როცა არანაირი ძალაუფლება არ გამაჩნია.
მაგისთვის არსებობს მოდერაცია და ნორმალურ, საჯარო ფორუმზე შესაბამისი წესიც უნდა არსებობდეს. თემა ამიტომაც წესების დასაზუსტებლად "ფორუმის შესახებ"-ში გავხსენი და არა შენთან პირადში.

* * *
რაც შეეხება კერტების დაფარვას, როგორ მუშაობს დასავლური ფლაგმანი ბორდები, ზოგადი თემატიკის და არტ ბორდები რომ განვასხვაოთ:
ზოგადი თემატიკის საიტებზე ეროტიკის რეგულაცია ხდება სიმკაცრის მხარეს. ანუ დაფარვითაც და დაფარვის გარეშეც მაგ სურათს არავინ დატოვებდა. სამაგიეროდ, შეიძლება ცალკე მთელი განყოფილებები ქონდეთ ექსკლუზიურად ეროტიკა-პორნოგრაფიისთვის მიძღვნილი.
არტ საიტებზე შესაბამისი სპეციალისტები დეტალურად არჩევენ ცდება თუ არა ესა თუ ის ფოტო არტის ზღვარს. მაგაზე სპეციალიზდებიან და შეუძლიათ. ფორუმ.ჯი ამ ორიდან პირველი კატეგორიისაა.

რატომღაც მგონია, რომ წლების განმავლობაში აქაც არაერთხელ გაიცემოდა ეროტიკის უპრაგონოდ მიმოფენაზე ვორნები, წესის არსებობით თუ მის გარეშე. რადგან აღარ გაიცემა, ამიტომ წესშიც პატარა ცვლილებაა შესატანი NSFW-ს დასარეგულირებლად.

ესაა ერთი იუზერის პოზიცია და მემგონი აბსურდულს არაფერს ვამბობ.

Posted by: WP-Rex 30 Jun 2019, 15:56
Redemption*
QUOTE
მე შენთან არაფერი მაქვს არც თავაზიანად სათხოვი, არც გასარჩევი. ამიტომ არ მომიმართავს შენთვის.

სად დავწერე რომ მომმართე? ტიმმა მთხოვა და არა მომთხოვა.Redemption*
QUOTE
ვერ დავიწყებ აქ ზრდასრულ (ან იქნებ არც) ადამიანებთან კულტურის და შეგნების ამბავზე კუდში დევნას ან "პრავების" კაჩავს, როცა არანაირი ძალაუფლება არ გამაჩნია.
მაგისთვის არსებობს მოდერაცია

მინიმუმ ორმა მოდერმა აგიხსნა, რომ ის ავატარა ფორუმის წესებს არ არღვევდა, მაგრამ ვერ გაიგე.
დასავლური ბორდების თავზეც გავიარე არტ სტილში.
QUOTE
ესაა ერთი იუზერის პოზიცია და მემგონი აბსურდულს არაფერს ვამბობ.

სწორედაც რომ ერთი იუზერის მცდეობაა ყველა დანარჩენს მოახვიოს საკუთარი აზრი.

თუ ასეთი თავმდაბალი ხარ, გახსენი პოლი შეკითხვით, ვის უნდა რომ დარჩეს ძველი ავატარა და უმცირესობაში რომ აღმოჩნდები, მოდუნდი და ეცადე სიამოვნება მიიღო.

Posted by: Redemption* 30 Jun 2019, 17:22
WP-Rex
QUOTE
ის ავატარა ფორუმის წესებს არ არღვევდა

უკვე დიდი ხანია მაგ ეტაპს გაცდა თემა. თუ არ არღვევს, მაშინ ისეთი წესი უნდა ჩაიწეროს, რომლის მიხედვითაც დარღვევად ჩაითვლება.
ესეთია ნორმა ყველგან.

QUOTE
სწორედაც რომ ერთი იუზერის მცდეობაა ყველა დანარჩენს მოახვიოს საკუთარი აზრი.

თუ ასეთი თავმდაბალი ხარ, გახსენი პოლი შეკითხვით

მე ერთი თემა გავხსენი და მეყო, ჩემი სათქმელი ვთქვი. დარწმუნებული ვარ, ბევრია ამ ფორუმზე ჩემ აზრზე, მათ შორის პოლიტგანყშიც. უბრალოდ არ აქვთ იმედი, რომ თემის გახსნებით რამეს შეცვლიან.
მე მაქვს ეს იმედი და საჭირო ადამიანმა გაიგონა კიდეც სათქმელი.

"დალშე" უკვე საკმარისად ვწერე ამ თემაზე.

Posted by: WP-Rex 30 Jun 2019, 21:20
Redemption*
QUOTE
თუ არ არღვევს, მაშინ ისეთი წესი უნდა ჩაიწეროს, რომლის მიხედვითაც დარღვევად ჩაითვლება.
ესეთია ნორმა ყველგან.

ყველგან არა ტოროლა. ზოგან ისეა, ზოგან ასეა. არავითარი საზოგადოდ მიღებული ნორმა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.
QUOTE
მე მაქვს ეს იმედი და საჭირო ადამიანმა გაიგონა კიდეც სათქმელი.

მაგ ადამიანმა საერთოდ არ ჩათვალა საჭიროდ ფორუმის წესებიდან გამომდინარე კატეგორიულად მოეთხოვა ავატარის რედაქტირება.
თავაზიანად მთხოვა, თუ არ შეწუხდები და დაგეზარება, იქნებ კერტები დაფაროო.

სხვათაშორის, იმაზე მეტად დაფარვა მთხოვა, ვიდრე ეხლაა, მაგრამ როდესაც უარი მიიღო, ძალიან მშვიდად და გაგებით შეხვდა ამ ამბავს.
ასე რომ, შენი შეხედულება აქ არავის გაუზიარებია.

ისე, ეხლა რომ ვუყურებ, ეს შავი ფერი აშკარად ულამაზოა. ჩვეულებრივი ბლარი სრულიად საკმარისია.

Posted by: Redemption* 30 Jun 2019, 23:51
WP-Rex
QUOTE
ყველგან არა ტოროლა. ზოგან ისეა, ზოგან ასეა. არავითარი საზოგადოდ მიღებული ნორმა ამასთან დაკავშირებით არ არსებობს.

ყველა შედარებით პრესტიჟულ ფორუმ-ბორდზე ეგრეა და ჭ კლასის მეათასეხარისხოვან forum.ucoz.tar.gz-ზე შეიძლება არაა.

გითხარი, რომ სათქმელი გამგებმა გაიგო და ამის შემდეგ ვინ რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამას პირადად შენ არავინ შეგითანხმებს.

Posted by: Saturn 3 Jul 2019, 22:40
Redemption*
შენ პილოტი ხომ ხარ შემთხვევით? rolleyes.gif


/ 03 ივლისი 2019, 12:36 / სანდო წყარო
ღრმა დეკოლტეს გამო ბრიტანელი ქალი ავიარეისიდან მოხსნეს

EasyJet-ის რეისიდან ბრიტანელი ჰარიეტ ოსბორნი მოხსნეს. ლონდონი-მილანის ავიარეისიდან მგზავრის მოხსნის მიზეზი საკმაოდ ღრმა დეკოლტე გახდა.

როგორც ოსბორნი განმარტავს, ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა მას სამოსის გამო ბორტის დატოვება მოსთხოვეს. easyJet-ის ბორტგამცილებლები განმარტავენ, რომ მათ ბრიტანელ ქალს დამატებითი სამოსის ჩაცმა სთხოვეს, რადგანაც არსებული სამოსი საკმაოდ ღია და გამჭვირვალე იყო. თუმცა ქალმა ჩხუბი დაიწყო. სწორედ ამ მიზეზით ის რეისიდან მოხსნეს.

რეისიდან მოხსნილმა მგზავრმა ღამე აეროპორტში გაატარა და დანიშნულების ადგილზე სხვა რეისით ჩავიდა.

https://imedinews.ge/ge/tabloidi/110581

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)