adelinehttps://veli.store/details/%E1%83%AE%E1%83%...u=8021098770622აი ეს მოდელი მაქვს, ეს ფასი მივეცი 5 წლის წინაც დაახლოებით. მთავარი თავი რაცაა გრძელი (ამ ფოტოზე რაც უყენია) მაგას ვიყენებ ყველაზე ხშირად. ერთადერთი ხორცზე ვაპირევ ჩოპერის გამოყენებას (მოყვება ჩოპერიც). ლოკდაუნი იყო მაშინ და ვენდუ ახალი შემოსული იყო და ვენდუდან მოვატანინე.
ეარზეტზე იოიოს მწერების ბადე თუ წავა, შემიძლია გაჩუქო, არც კი გამომიყენებია, ყუთშივე მიდევს.
ნოამ ისწავლა გააზრებულად მამის დაძახება და მამამისს აგიჟებს, მოკრავს თუ არა თვალს, ბოლო ხმაზე ეძახის მამაააააა! :დდ
ხვალ კოჯორში ავდივარ სახლი უნდა ვნახოთ ერთი, თუ მომეწონა, ბეს დავტოვებ და დავჯავშნი 1 ივლისიდან 1 აგვისტომდე.
* * *
happy-go-luckyარ ვიცი ვაჩეს ლორწო არასდროს ჰქონია და არ მაქვს მაგაზე გამოცდილება. თუმცა ფიზიოლოგიურით რომ დაურბილო, არ ჩამოვა? რავი ესე ვერ წარმომიდგენია ტუმბვა და ჩხიკინი რად უნდა. შეიძლება მართლა არსებობს მძიმე ფორმის სურდოები და არ ვიცი.
ნუ მე ზოგადად ლესს იზ მორ პრინციპითა ვარ კი იცი. მინიმალურად ვერევი ხოლმე. ამას წინათ ამის ბაღის ჩატში რომ დავწერე ანტიბიოტიკი არასდროს მიმიცია და ალერგიაზე სინჯი უნდა გავუკეთო როცა დასჭირდებათქო? გადაირივნენ, რანაირად არის რომ 5 წლისას ანტიბიოტიკი არ აქვს მიღებულიო. იმნაირად რომ თუ ვირუსი ჰქონია რამე, ყველა ტესტით/ სისხლის ანალიზით დადასტურებული სურათით, სადაც ლეიკოციტი ნორმაშია, იქ ანტიბიოტიკს როგორ მივცემდი. მარა ზუსტად ვიცი არსებობს ხალხი, 3-4 დღე ბავშვს სიცხე თუ აქვს აჯახებს ხოლმე უანალიზოდაც, ან ყელში ჩახედვით მხოლოდ (ყელი წითელი აქვს, ესეიგი ანგინა აქვსო პედიატრებისგანაც მომისმენია) ამ დროს ყელი ვირუსის შეჭრილის ადგილია ხშირად და ვირუსის დროსაც წითლდება. ბევრი ნიუანსია მოკლედ და less is more ყველგან მუშაობს რა. ნუ შენსას ეს არ ეხება რადგან სულ სხვა შემთხვევაა მარა ბევრი ძაან აშავებს ჩემს ირგვლივ ზედმეტი ჩარევებით.
აი კუჭზე კიდე, 1-2 დღე რო არ გავიდეს ბავშვი , რამდენი ვიცი ეგრევე ჩხიკინს რო უწყებს :|
ხველაზეც ათასნაირ სიროფებს რომ ასმევენ თოთო ბავშვს ( ამ დროს 3 წლამდე საერთოდ არ უნდა დაინიშნოს ხველის სიროფი, აკრძალულია ბევრ ქვეყანაში)
მოკლედ მესმის რთული საყურებელია ალბათ ზოგჯერ მარა ჩაურევლობაც გამოსავალია ხშირად.
აი ხალხო წელს ფასებზეა ასული თბილისის შემოგარენის კურორტები, აი არ ვიცი. ასტრალში ასული. სადაც ვიყავი, იმანაც ლამის ორმაგი ფასი მითხრა :|
ჩვენ დავიწყეთ სახლის მშენებლობა და ცალკე ამის გაწამაწია გვაქვს, ამ ზაფხულს უნდა მოვრჩეთ შავ კარკასს და ცალკე ამისი გაწამაწია გვაქვს.
This post has been edited by narkozeli on 6 May 2024, 08:36