ვჩალიჩობდი ჩემით ამ რამდენიმე თვის წინ 2-3 კვირა ყოველდღე, მაგრამ ნებისყოფა არ მეყო, ვერ გავქაჩე
ერთხელ ვცადე იმის მერე დაწყება თავიდან ვერ ვქენი და ეხლა ვფიქრობ კარმენში მისვლას, რაღაც გარემო მჭირდება თითქოს ეგეთი და ავუწყობ ფეხს ესე სახლში დივანზე წამოწოლილს არ მყოფნის ძალა
რთული არაა შემი აზრით და რავი ნებისყოფა ვისაც გაქვთ + დიდი სურვილი ენის სწავლის არის ნამდვილად უამრავი საშუალება ინტერნეტით(უფასო/იაფი) გარკვეული დონის მისაღწევად მაინც, თუ ვინმეს დაგაინტერესებთ ჩამოვწერ აქ
პ.ს მიუხედავად იმისა რო რავი რაღაც ელემენტარული დიალოგები და სიტყვები თუ ვიცი შემიძლია ვთქვა რო მიყვარს უკვე ეს ენა
ენით დაინტერესებამ ქვეყანაც დამაინტერესა (აქამდე იტალიაზე ვიყავი (ვარ/ვიქნები!) გაგიჟებული)) და ჩამითრია, ხან დალის ავტობიოგრაფიას ვეცი ხან ესპანეთის ისტორიის მონაკვეთებს, ფრანკო, ჰიმნი, დროშა რავი.. ნუ კაროჩე კაია რა ესპანეთი