maxo-ttშესაძლებელია აბონენტი-პროვაიდერის შორის ლინკის (იგივე სადარბაზოს კაბელი) ინფორმაციის დასნიფვა, ფიზიკური წვდომაა საჭირო. UTP-ზე ადვილია, ოპტიკაზე უფრო ძნელი და საჭირო ცოდნას მოითხოვს. ორივე შემთხვევაში ისე წაიღებ ტრაფიკს, საერთოდ ვერავინ ვერ გაიგებს, თუ სპეციალურად კაბელი არ შემოწმდა.
პროვაიდერისთვის მითუმეტეს არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს პაკეტის დაკოპირება და სტრიმის რეკონსტრუქცია საჭიროებისამებრ. IP flow სტატისტიკის დონეზე ყველა ISP აკეთებს ამას, იგივე DDoS და სხვადასხვა შეტევების დროს/შემდეგ ინფორმაციის ამოღება-ანალიზისთვის. DPI-ს რაც შეეხება, შესაბამისი მოთხოვნის გარეშე საერთოდ არანაირი ინტერესი არაა პროვაიდერის მხრიდან ამ ინფორმაციის შენახვაში და მითუმეტეს რეკონსტრუქციაში. საკმაოდ ძვირიანი სიამოვნებაა
როგორც ითქვა, მთავარია დაჭერილი პაკეტის გაშიფვრა ვის შეუძლია.