#56478739 · 27 Jun 2020, 20:27 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
გამარჯობა, მაქვს დავა მეზობელთან. არის სახელმწიფოს მიერ წარსულში საპლანტაციო გზად წოდებული და ახლა დერეფნის სტატუსის მქონე გზა, რომელსაც ემიჯნება ჩემი მეზობლის ნაკვეთი და რომელზეც მან ააგო კონკტრუქცია, რომელიც იმდენად იჭრება გზაზე, რომ მე მანქანით ვერ ვახერხებ, რომ ჩემს საკუთარ მიწის ნაკვეთამდე მივიდე. ამაზე იგი მეუბნება, რომ ვისარგებლო ჩემი ბიძაშვილის ეზოთი და მისი გავლით. მინდა სარჩელით მივმართო სასამართლოს მაგრამ იურისტმა მითხრა ბაჟის ოდენობის დასადგენად აუცილებელია დავის საგნის ღირებულების დადგენაო. მივედი სამხარაულში და მათ მითხრეს რომ მესაკუთრის თანხმობაა აუცილებელი, რათა აზომვა მოხდეს მოსანგრევი კონსტრუქცია რამდენ კვადრატზე იჭრება გზაზე.. მეზობელი რათქმაუნდა არ განაცხადებს თანხმობას და არც თავად მიმართავს სამხარაულს და რა მოვიმოქმედო მირჩიეთ. სასამართლო ბაჟს თუ არ გადაიხდი ხარვეზს დაადგენენო და არც განიზილავენო….როგორ მოვიქცე გთხოვთ დამაკვალიანოთ....
|