Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > დასაქმება საქართველოში > გამოვიდა კომპიუტერული ჟურნალი "კომპიტერი" For You


Posted by: karavele 3 May 2010, 13:35
გამოვიდა კომპიუტერული ჟურნალი "კომპიტერი" For You, რომელიც IT სფეროზე არის გათვლილი და საინტერესო სტატიებით მოცული. იდეაში გათვლილია დამწყებ და დამწყებ–პროფესიონალთათვის. შეგიძლიათ იხილოთ საიტი: www.compforyou.ge
პირველი ნომრის გარეკანი:

Posted by: tuchka84 3 May 2010, 13:42
QUOTE
გამოვიდა კომპიუტერული ჟურნალი "კომპიტერი"

მერე?
იყიდება? რიგდება?

საიტი არ მუშაობს

Posted by: nikol_ozi 3 May 2010, 13:46
tuchka84
QUOTE
აიტი არ მუშაობს

QUOTE
www.compforyou.ge


karavele
QUOTE
გამოვიდა კომპიუტერული ჟურნალი "კომპიტერი" For You,

ფასი?
და გვერდების რაოდენობა?

Posted by: karavele 3 May 2010, 13:56
40 გვერდიიანი ჟურნალი და ამ კვირაში გავიდა დისტრიბუციაში. მაქსიმალურად ვცდილობთ გავაკეთოთ რეკლამა და ვნახოთ ტენდეციები თვის ბოლოს გამოცნდება.
ფასი გარეკანს აწერია. smile.gif

Posted by: mtvareuli 3 May 2010, 13:57
QUOTE
როგორ გავტეხოთ პაროლები მარტივად

იიი


drug.gif

Posted by: tuchka84 3 May 2010, 13:57
nikol_ozi
აშკარად http://www.comforyou.ge/ ეწერა ეხლა ჩასწორდა


karavele
ფასი დაწერეთ

Posted by: nikol_ozi 3 May 2010, 14:03
tuchka84
QUOTE
აშკარად http://www.comforyou.ge/ ეწერა ეხლა ჩასწორდა

ვიცი და ჩასწორებული ლინკი დაგიდე smile.gif

karavele
QUOTE
40 გვერდიიანი ჟურნალი

20 ფურცელი რა სათაურებიც გარეკანზე წერია ის სტატიებია სულ?!

tuchka84
QUOTE
ფასი გარეკანს აწერია.

QUOTE
ფასი დაწერეთ

+1
გარეკანამდე სანამ მივალ ფასი ხომ უნდა ვიცოდე smile.gif




Posted by: karaoke 3 May 2010, 14:08
mtvareuli
QUOTE
გამოგზავნილია: 3 May 2010, 13:57  #19385864     ბარათი · პროფილი · პირადი მიმოწერა · ელფოსტა · ვებგვერდი · im · icq · aim · yim · msn

QUOTE
როგორ გავტეხოთ პაროლები მარტივად
იიი

მასონები ეგენი... მარა არ უშველის მარტო მაგ ...
ბანკები როგორ გავტეხოთ ისიც დაწერონ ოღონდ მართლა და შეიძლება დიდი ფასიც გადავიხადო...

Posted by: Max Fisher 3 May 2010, 14:09
nikol_ozi
tuchka84
http://www.compforyou.ge/garekani.jpg

აქ ჩანს ფასი yes.gif


karaoke
QUOTE
მასონები ეგენი

spy.gif

Posted by: compi_01 3 May 2010, 14:10
მაღალი ხაირსხის ჟურნალია სქელი კარგი ფურცლებით და რაც მთავარია კარგი ინფორმაციით, რომელიც გამოადგება როგორც დამწყებებს ასევე პროფესიონალებს დაიბეჭდა შედარებით დაბალი ტირაჟი და ღირს 5 ლ. საქართველო მაინც და მაინც არ არის განებივრებული ასეთი ჟურნალებით... ვგულისხმობ შემეცნებით ჟურნალებს რომ წაიკითხავ და დაგჩება თავში რამე smile.gif)))))), ასევე სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს შეხედულებებს და ობიექტურ კრიტიკას ჟურნალის შესახებ .... ასევე ვითანამშრომლებთ ყველასთან ვისაც აქვს სურვილი უფრო მეტად განვითარდეს ეს სფერო საქართველოში ...
წინასწარ დიდი მადლობა

Posted by: nikol_ozi 3 May 2010, 14:15
compi_01
QUOTE
მაღალი ხაირსხის ჟურნალია სქელი კარგი ფურცლებით და რაც მთავარია კარგი ინფორმაციით, რომელიც გამოადგება როგორც დამწყებებს ასევე პროფესიონალებს

კაი წამოწყებაა.
QUOTE
შედარებით დაბალი ტირაჟი და ღირს 5 ლ.

რაც გარეკანზე წერია ის ვიცი და
QUOTE
ასევე სიამოვნებით გავითვალისწინებთ თქვენს შეხედულებებს და ობიექტურ კრიტიკას ჟურნალის შესახებ ..

გასაკრიტიკებლად ვერ შევიძენ ჯერჯერობით და სხვა ნომრებში თუ ისეთი რამ გეწერათ რაც არ ვიცი შევიძენ და გაგაკრიტიკებთ wink.gif




მაგრამ პაროლების გატეხვაზე არ უნდა დაგეწერათ ჩემი მოკრძალებული აზრით.


და თუ ინტერნეტით ფულის შოვნაში BUX საიტები იგულისხმება არც ეგ.

Posted by: tuchka84 3 May 2010, 14:17
QUOTE
კაი წამოწყებაა

+1


წარმატებები თან ძვირიც არ ღირს


QUOTE
სხვა ნომრებში თუ ისეთი რამ გეწერათ რაც არ ვიცი შევიძენ

+1

Posted by: compi_01 3 May 2010, 14:24
ვიღაცამ იცის ვიღაცამ არა smile.gif))
თუ იცი კარგია მაგას რა ჯობია smile.gif))))

ბევრი რამ არც არის ყდაზე გამოტანილი smile.gif)

ვიმედოვნებთ რომ ბევრს გამოადგება....

Posted by: rachveli1 3 May 2010, 14:45
QUOTE
როგორ გავტეხოთ პაროლები მარტივად

შიგ ხომ არ გაქვთ? კანონიერია ამისთანა სტატიები?

Posted by: ქართველო 3 May 2010, 14:56
ეს ჟურნალი გარეკანზე გამოტანილი ინფორმაციიდან გამომდინარე თვითმასწავლებელს უფრო გავს ვიდრე ჟურნალს სადაც კარგ ინფორმაციას წაიკითხავ და + თუნდაც მსგავს სტატიებს
მაგრამ ეს
QUOTE
როგორ გავტეხოთ პაროლები მარტივად


ისჯება საქართველოს კანონმდებლობით

Posted by: nick_el_son 3 May 2010, 14:56
QUOTE (rachveli1 @ 3 May 2010, 14:45 )
QUOTE
როგორ გავტეხოთ პაროლები მარტივად

შიგ ხომ არ გაქვთ? კანონიერია ამისთანა სტატიები?

არაა კანონიერი და ნორმალურ ქვეყანაში მსგავსი რამისათვის რედაქტორ-გამომცემლებს კაკ მინიმუმ სოლიდურ ჯარიმას აჰკიდებდნენ თუ საერთოდ არ დაიჭერდნენ და ლიცენზიას არ გაუუქმებდნენ..



Posted by: rachveli1 3 May 2010, 14:58
უნაგვესი ჟურნალია, როგორც ეტყობა

Posted by: karavele 3 May 2010, 14:58
შემეცნებითია ყველაფერი და ჟურნალში წარმოდგენილი სტატიებით, ვინ რას მოიმოქმდებს მაგაზე პასუხს არ აგებს ჟურნალის რედაქცია.

QUOTE
შიგ ხომ არ გაქვთ? კანონიერია ამისთანა სტატიები?


წადი იჩივლე, იქნებ რამე გადაგიხადონ ინფორმაციისთვის. კორექტულობა ვიქონიოთ.

Posted by: rachveli1 3 May 2010, 15:06
QUOTE
შემეცნებითია ყველაფერი და ჟურნალში წარმოდგენილი სტატიებით, ვინ რას მოიმოქმდებს მაგაზე პასუხს არ აგებს ჟურნალის რედაქცია.

კაკ რაზ თქვენ აგებთ პასუხს, ამისთანა სტატიებს რო აქვეყნებთ. კანონს არღვევთ.

ეს იგივეა რომელიმე ჟურნალში რო სტატია დაწერო როგორ მოვიპაროთ საფულე შეუმჩნევლად.

P.S..ძალიან არასერიოზული ჟურნალი ჩანს.

Posted by: karavele 3 May 2010, 15:07
პაროლების გატეხვის ქვეშ დევს სტატია, რომელიც არ არის საკრიტიკო და შეიძლება ძალიან ბევრმა იცოდეს. სტატიას შესანისნავად უძღვის წინ განმარტება:
სტატია არის მხოლოდ და მხოლოდ შემეცნებითი ხასიათის, სხვისი ინფორმაციის ხელყოფა ისჯება კანონით!.

ამის შემდეგ ვის რა პრობლემა გაქვთ.

Posted by: compi_01 3 May 2010, 15:07
ჟურნალი არის შემეცნებითი ხასიათის, ნებისმიერ საქმეში თუ იცი როგორ უნდა შეუტიო უკეთესად დაიცავ თავს ასეა სამხედრო საქმეშიც, სამართალშიც და კომპიუტერულ ტექნოლოგიებშიც...
.....................................................................................................................................................................
რაც შეეხება rachveli1 შენს პოსტზე არ დავაკომენტარებ მეზარება უბრალოდ .....
----------------------------------------------------------------------------------------------------
დანარჩენებს დიდი მადლობა ....

Posted by: rachveli1 3 May 2010, 15:10
QUOTE
რაც შეეხება rachveli1 შენს პოსტზე არ დავაკომენტარებ მეზარება უბრალოდ .....

იმითომ რომ არ გაქვს პასუხი, იცი რო ამისთანა სტატიებია კანონდარღვევაა და ისჯება

Posted by: karavele 3 May 2010, 15:13
და რა გინდა რომ ამით თქვა? წადი მეთქი და იჩივლე სადაც გინდა და თქვი რომ კანონდარგვევააა, მიდი მიდი. . .

Posted by: rachveli1 3 May 2010, 15:17
QUOTE
და რა გინდა რომ ამით თქვა? წადი მეთქი და იჩივლე სადაც გინდა და თქვი რომ კანონდარგვევააა, მიდი მიდი. . .

რა მინდა ვთქვა, ჟურნალი, რომელშიც პირველივე ნომერში ამისთანა რამე იბეჭდება, მალევე დაიხურება.

ძანნ არასერიზული ჟურნალია როგროც ეტყობა, ასე შორს ვერ წახვალთ, და ეს სტატია გარეკანზე გამოყვანილი პროსტა ფულის გასაკეთებლადა არი, ბევრი იდიოტი იყიდის.

რათ უნდა ამას ჩივილი, ისედაც დაგენძრევათ მალე

Posted by: compi_01 3 May 2010, 15:20
QUOTE (rachveli1 @ 3 May 2010, 15:17 )
QUOTE
და რა გინდა რომ ამით თქვა? წადი მეთქი და იჩივლე სადაც გინდა და თქვი რომ კანონდარგვევააა, მიდი მიდი. . .

რა მინდა ვთქვა, ჟურნალი, რომელშიც პირველივე ნომერში ამისთანა რამე იბეჭდება, მალევე დაიხურება.

ძანნ არასერიზული ჟურნალია როგროც ეტყობა, ასე შორს ვერ წახვალთ, და ეს სტატია გარეკანზე გამოყვანილი პროსტა ფულის გასაკეთებლადა არი, ბევრი იდიოტი იყიდის.

რათ უნდა ამას ჩივილი, ისედაც დაგენძრევათ მალე

ეგ შენი აზრია, უბრალოდ აზრის გამოხატვასაც თავისი წესი აქვს... მე არ უნდა გეუბნებოდე ამას...

Posted by: TROJAN 3 May 2010, 15:27
სად ვიყიდი ამ ჟურნალს?

ყველგან არის?

რა ღირს?

Posted by: karavele 3 May 2010, 15:29
ჯიხურებში, კი ყველგან შეძლებთ მოძიებას...
თუ გაეცნობით, იქნებ შეძლოთ პოსტის დატოვება, თყუ რაოდენ დონისაა და ღირს თუ არა შეიძინოს ადმაიანმა, ვინც ის არ იცის, რაც მაგ სტატიებში წერია.

Posted by: Beroname 3 May 2010, 15:55
QUOTE
სტატია გარეკანზე გამოყვანილი პროსტა ფულის გასაკეთებლადა არი, ბევრი იდიოტი იყიდის.



+1


ძალიან ბევრი რამეა ამ სფეროში საინტერესო
რატომ წერთ მაინც და მაინც პაროლების გატეხვას?
მართლაც და მართლაც, ლოხებისთვისაა განკუთვნილი ჟურნალი?
მაგას ჯობია ჰარდზე ჩადოთ ინფორმაცია, სოფტზე და ცოტა-ცოტა ვებზე და ქსელზე...
IMHO

Posted by: nikol_ozi 3 May 2010, 16:09
Beroname
QUOTE
მაგას ჯობია ჰარდზე ჩადოთ ინფორმაცია, სოფტზე და ცოტა-ცოტა ვებზე და ქსელზე...

+ ბევრი smile.gif

Posted by: compi_01 3 May 2010, 16:20
QUOTE (Beroname @ 3 May 2010, 15:55 )
QUOTE
სტატია გარეკანზე გამოყვანილი პროსტა ფულის გასაკეთებლადა არი, ბევრი იდიოტი იყიდის.



+1


ძალიან ბევრი რამეა ამ სფეროში საინტერესო
რატომ წერთ მაინც და მაინც პაროლების გატეხვას?
მართლაც და მართლაც, ლოხებისთვისაა განკუთვნილი ჟურნალი?
მაგას ჯობია ჰარდზე ჩადოთ ინფორმაცია, სოფტზე და ცოტა-ცოტა ვებზე და ქსელზე...
IMHO

აპარატურულ უზრუნველყოფაზეცაა, ქსელზეც სოფტზეც და სხვაზეც,


Posted by: karavele 3 May 2010, 16:20
ყველაფერი იქნება და ისეთ სეგმენტზე გაითვლება რომ მყიდველი ეყოლება. . . პირველი ნაბიჯები ყოველთვის ძნელია ბავშვისთვისაც და დიდისთვის, როცა ქალთან მიდის პირველად. დაიხვეწება ყველაფერი და ბაზარსაც ავითვისებთ.
რჩევები, რჩევები და კორექტული რჩევები. . . .

Posted by: ozzyozzy 3 May 2010, 16:43
როგორ გავტეხოთ პაროლებიო? rolleyes.gif

აი ეს სტატია ცოტა არ იყოს და უცნაურობაა.. რადგან არ შეიძლება და როგორც ვიცი ისჯება.. კიდევ ის რომ სხვისი პაროლის გატეხვა თაღლითობას და ეგეთ რამეს ეწერება..

მესმის რომ კომერიცული მხრივ ეს კარგია რადგან ბევრი დაინტერესდება თუნდაც იმით რომ პაროლი გაუტეხოს და მხოლოდ ამიტომ იყიდის..

მე რომ ვინმემ რამე გამიტეხოს მერე ვინ მოკლა ის თუ მასწავლებელი ? biggrin.gif

წარმატებები , კარგი წამოწყებაა smile.gif wink.gif

Posted by: ქართველო 3 May 2010, 16:46
QUOTE
პაროლის გატეხვა თაღლითობას და ეგეთ რამეს ეწერება


კომპიუტერული ხულიგნობაა biggrin.gif ესე იყო ერთი პერიოდი მაგის განმარტება smile.gif)

Posted by: ლაზარე 3 May 2010, 16:59
გატეხვა ხო კაი ოდნოსი მარა face ?

Posted by: gu-_-ro 3 May 2010, 20:41
მივესალმები რა თქმა უნდა წარმატებებს გისურვებთ...

Posted by: PANTALONE 3 May 2010, 21:51
QUOTE
მაგრამ პაროლების გატეხვაზე არ უნდა დაგეწერათ ჩემი მოკრძალებული აზრით.


და თუ ინტერნეტით ფულის შოვნაში BUX საიტები იგულისხმება არც ეგ.

+X

და დიზაინერზე ეკონომია არ არის კარგი

სხვა მხრივ გუტ!

Posted by: georgiazerocool 3 May 2010, 22:06
ამაზე თემა იყო გახსნილი

წწწ-შI ვღადაობდით და ნამდვილად სასაცილოა დასერჩეთ www-ში და ნახავთ რატომაც


პ.ს არაფერს გერჩით პირიქით წარმატებები, მაგრამ კარგი იქნება ცოტა სერიოზულად თუ მიუდგებით საკითხს და მართლა ღირსეულს დაწერთ რაიმეს.

Posted by: di_onise 3 May 2010, 22:20
დღეს დავინახეთ ჯიხურებში ეს ჟურნალი და ვინც იქ ვიყავით სიცილი აგვიტყდა ყველას.


QUOTE
და დიზაინერზე ეკონომია არ არის კარგი


+1



პაროლების გატეხვაო არც წაგვიკითხია, ქვევიდან მოვყევით და აღარ ავედით ზევით biggrin.gif



მარა პირველია და არაუშავს, დაიხვეწება.

უფრო საინტერესო იფნორმაცია უნდა დაწეროთ, თუნდაც თანამედროვე ტექნოლოგიები ან რამე მსგავსი

Posted by: cannabis 3 May 2010, 23:21
აიყვანეთ პროფესიონალი კონსულტანტები იმ საკითხებში რაზეც წერას აპირებთ
აიყვანეთ პროფესიონალი დიზაინერი და დამკაბადონებელი
შეარჩიეთ საინტერესო თემატიკა (windows XP-ს ინსტალაცია 2010ში?, ცოტა გვიანი ხომ არაა? )

Posted by: dito19 3 May 2010, 23:22
იდეა კარგია, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან დაბალხარისხიანია.... დასახვეწია ბევრი რამ. მაგალითად ადნოების და ფეისბუქის პაროლების გატეხვას რომ ჟურნალში დაბეჭდავთ, ჩემი აზრით ეს ძალიან ბავშვური და არასერიოზულია. აქედან გამომდინარე, 5 კარს გადავიხდი კი არა, რომც მაჩუქონ არ გამოვართმევ.

+ ასევე ჯერ არაა საიტი დამთავრებული შენაარსობრივად, გვერდების ნახევარზე მეტი არ მუშაობს საერთოდ. smile.gif ძალიან არაორგანიზებულობა იგრძნობა რა... ეჰ, რატომ არ მაქვს შესაძლებლობა, თორემ განახებდით რას ნიშნავს ასეთი ტიპის ჟურნალი.... sad.gif sad.gif

მაგრამ არაუშავს, იმედია გაითვალისწინებთ ამას... sad.gif

P.S. ვაკანსია არა გაქვთ? საზოგადოებასთან ურთიერთობასა და რედაქტირებაშიც მოგეხმარებით.... yes.gif yes.gif yes.gif ჩემთვის ხელფასი გადამწყვეტი არაა, მე პროფესიონალი ვარ.... wink.gif
თუ რამეა, PM მომწერეთ

შემიძლია ვწერო სტატიებიც

Posted by: Mama_Basili 3 May 2010, 23:38
რა იყო ხალხო ვერ მიხვდით რომ ეგ პაროლების გატეხვის სათაური პირველ გევრდზე ინტრიგისთვის და ტირაჟის აწევისთვის არის განკუთვნილი? biggrin.gif
აბა ახლა AD-ს დაკონფიგურირება კორპორაციულიაში და ლინუქსის კერნელის გადაკომპილირებაო რომ გაეკეთებინათ სათაური ბევრი დამწყები გაიგებს ამას? biggrin.gif
აქედან გასაგები ხდება რომ ჟურნალის რედაქციას აქეცენტი გაკეთებული აქვს უფრო დამწყებებზე და შესაბამისად სტატიებიც იქნება უფრო დამწყებთათვის (დღეს თუ XP-ის დაინსტალირებაზეა თემა ხვალე ავოედან გადმოქაჩული ტამაშების დაყენებაზე ეწერება რამე და ა.შ biggrin.gif )) კაია თუ აქცენტი მარტო დამწყებებზე არ გაკეთდება და ცოტა უფრო საჭირო სერვისების/სერვერების მიმოხილვააც დაეთმობა (DNS, DHCP, AD და მრავალი სხვა)

ისე ფასი ცოტა არ იყოს მეძვირა, თუ გავითვალისწინებთ იმას რომ კომპინფო მშვენიერი გაფორმებით და აკრგი სტატიებით იბეჭდებოდა და ღირდა 1 ლარი ეს ნამეტანი ძვირია... თუმცა რას ვიზავთ კონკურენცია არაა მაგ სფეროში და შეგიძლიათ რა ფასიც გინდათ ის დაადოთ smile.gif) მარა რაც მთავარია უნდა განვითარდეთ და დაიხვეწოთ, ყველა ვარიანტში წარმატებებს გისურვებთ wink.gif

Posted by: EMOziko 4 May 2010, 04:47
QUOTE
ჟურნალის რედაქციას აქეცენტი გაკეთებული აქვს უფრო დამწყებებზე

+1

QUOTE
აბა ახლა AD-ს დაკონფიგურირება კორპორაციულიაში და ლინუქსის კერნელის გადაკომპილირებაო რომ გაეკეთებინათ

მაგ შემთხვევაში ვიყიდდი ალბათ biggrin.gif

ჰოდა ერთი შეხედვით რაც ჩანს რავი, ცოტა არ იყოს არასერიოზულ შთაბეჭდილებას ტოვებს. იმედია გამოასწორებენ. წარმატებები

Posted by: ქართველო 4 May 2010, 09:42
dito19
QUOTE
ჩემთვის ხელფასი გადამწყვეტი არაა, მე პროფესიონალი ვარ....


ენთუზიამზეა პროფესიონალიზმი biggrin.gif


PS. ისე სტატიებს თუ ღებულობთ კი დავწერდი თავისუფალ დროს საინტერესო სტატიებს smile.gif) რათქმაუნდა ანაზღაურებით yes.gif

Posted by: dito19 4 May 2010, 09:54
ქართველო
არა, პირიქითაა.... თუ პროფესიონალი ხარ, ენთუზიაზმიც გაქვს ავტომატურად, რადგან შეუძლებელია მოგწონდეს აკეთო საქმე, რომელიც არ იცი... biggrin.gif

ძალიან მარტივი ლოგიკაა wink.gif wink.gif


P.S. PM ჯერაც არ მიმიღია ჟურნალის ადმინისტრაციისაგან. lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: ქართველო 4 May 2010, 10:22
dito19 პროფესიონალამდე რომ მივა ადამიანი უმეტეს შემთხვევაში ქრება და აღარ ცალია ენთუზიაზმისთვის biggrin.gif კაი ეხლა ეს რა სალაპარაკოა და შენ ხელფასის გარეშე არ გწერენ და მე ხელფასზე აშკარად არ დამთანხმდებიან biggrin.gif

Posted by: karavele 4 May 2010, 10:52
მოგესალმებით ყველას, ვინც კი და ვინც არა განაცხადა ჟურნალის თაობაზე. ნამდვილად გასათვალისწინებელია ბევრი რამ და სეგმენტიც არის შესარჩევი შესაბამისი თემებით. მაგამ ამას მოევლება აუცილებლად და რა თქმა უნდა გამოცდილების ხარჯზე.
ნამდვილად მოგვარებადია ყველა ის წვრილი ხარვეზი, რაც საბოლოო ჯამში რაღაც დიდ ნეგატიზმს ატარებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის პირველი ნომერია და ხალხის რჩევებით და რეაქციებით იქნება გათვალისწინებული ყველა საჭირო კრიტიკა.

მადლობელი ყურადღებისთვის.

Posted by: profesor1900 4 May 2010, 18:15
რავი, იმდენად ცუდად არის ყველაფერი გაკეთებული რომ დარწმუნებული ვარ შპს "ბადი"-ს CEO და CFO-ს ასაკი 19–20 წელზე მეტი არ იქნება sad.gif

კაი რამეს მოკიდეთ ხელი მარა ძალიან ცუდათ დაიწყეთ, აი ისე ცუდათ რო ამაზე უარესად არ შეიძლებოდა, საერთოდ ჟურნალს რომ გამოუშვებ მერე არ უნდა კითხულობდე რჩევებს, მანამდე უნდა იკითხო,

მოკლედ ერთი კითხვა, ყველაზე მნიშვნელოვანი და თუ შეგიძლიათ იქნება უპასუხოთ – "რატომ უნდა იყიდოს ვინმემ თქვნი ჟურნალი ? "

Posted by: karavele 4 May 2010, 20:15
მართალია პროფესორებისთვის არ არის გათვლილი მაგრამ ეყოლება სეგმენტი.

Posted by: profesor1900 4 May 2010, 20:34
karavele
QUOTE
მართალია პროფესორებისთვის არ არის გათვლილი მაგრამ ეყოლება სეგმენტი.

რა შუაშია პროფესორები და რას ქვია ეყოლება სეგმენტი?
ბიზნესის კეთება რაღაცის ბაზარზე გატანა და იმის იმედზე ყოფნა არაა, "იქნება და ვინმემ იყიდოს", ან "იყიდის ვინმე რა"

არასწორედ არი გაკეთებული ყველაფერი, მათ შორის:

მარკეტიგნი
გაფორმება და გარე ყდა საშინელი
ხალხმა რომელმაც "მე" (როგორც კლიენტს) რაღაც უნდა მასწავლოს IT სექტორში მინიმუმ საიტი უნდა ქონდეს ისეთი რო 5 წამზე მეტი გაუძლოს თვალებმა
არასწორად დაგეგმილი რეალიზაცია, გაუთვლელი სეგმენტი
არასწორად და გაურკვევლად ფორმირებული ფასი
საშინელი გარე სათაურები სტატიების

გავაგრძელო .... ? (ნუ ჩემი ღრმა რწმებით არასწორად შერჩეული სახელი, მარა ეს პირადული შეხედულებაა და არ ღირს ამაზე)

დამისახელე ერთი რამე რაც კარგი აქვს ამ ჟურნალს ან "რატომ უნდა იყიდოს ვინმემ" და გავჩუმდები, თუ გინდათ რეალური შენიშვნები ისაა, არ დაბოღმილი და არც გაბოროტებული ან რაიმეთი დაინტერესებული ადამიანის და პასუხი .... პროფესორებითვის არაა და ვინმე იყიდი იმჰო მარა ძაან ბავშვურია ადამიანისთვის ვინც სერიოზულად გეგმავს ბიზნესს და კითხულობს სხვის აზრს smile.gif

დალშე ღმერთმა ხელი მოგიმართოთ

Posted by: karavele 4 May 2010, 20:54
QUOTE
profesor1900

გაიხარეეე

Posted by: rachveli1 5 May 2010, 15:21
QUOTE
aravele QUOTE მართალია პროფესორებისთვის არ არის გათვლილი მაგრამ ეყოლება სეგმენტი.

რა შუაშია პროფესორები და რას ქვია ეყოლება სეგმენტი? ბიზნესის კეთება რაღაცის ბაზარზე გატანა და იმის იმედზე ყოფნა არაა, "იქნება და ვინმემ იყიდოს", ან "იყიდის ვინმე რა"

არასწორედ არი გაკეთებული ყველაფერი, მათ შორის:

მარკეტიგნი გაფორმება და გარე ყდა საშინელი ხალხმა რომელმაც "მე" (როგორც კლიენტს) რაღაც უნდა მასწავლოს IT სექტორში მინიმუმ საიტი უნდა ქონდეს ისეთი რო 5 წამზე მეტი გაუძლოს თვალებმა არასწორად დაგეგმილი რეალიზაცია, გაუთვლელი სეგმენტი არასწორად და გაურკვევლად ფორმირებული ფასი საშინელი გარე სათაურები სტატიების

გავაგრძელო .... ? (ნუ ჩემი ღრმა რწმებით არასწორად შერჩეული სახელი, მარა ეს პირადული შეხედულებაა და არ ღირს ამაზე)

დამისახელე ერთი რამე რაც კარგი აქვს ამ ჟურნალს ან "რატომ უნდა იყიდოს ვინმემ" და გავჩუმდები, თუ გინდათ რეალური შენიშვნები ისაა, არ დაბოღმილი და არც გაბოროტებული ან რაიმეთი დაინტერესებული ადამიანის და პასუხი .... პროფესორებითვის არაა და ვინმე იყიდი იმჰო მარა ძაან ბავშვურია ადამიანისთვის ვინც სერიოზულად გეგმავს ბიზნესს და კითხულობს სხვის აზრს smile.gif

დალშე ღმერთმა ხელი მოგიმართოთ

+11111111

Posted by: fenix_n 6 May 2010, 16:51
ვსემ პრივეტ. პატარა აზრს მეც დავაფრქვევ თქვენის ნებართვით. 100 კაციდან კომპი კარგად იცის 20მა და დანარჩენ 80-ს უნდა იცოდეს და არაფერიც არ იცის (მათ შორის მეც) ეს ჟურნალი როგორც მივხვდი გათვლილია იმ 80 პროცენტზე. რომელი უფრო მომგებიანი იქნებოდა ჯურნალისთვის?
დარწმუნებული ვარ ეს 80 კაცი იმიტომ იყიდის რომ უნდა ფეისბუქის გატეხვა უნდა (ამ სტატიის გვერდთ მისი ლოგოა ალბათ იგულისხმება ფეისბუქიც) ზემოთ ჩამოთვლილი ინფორმაცია რო იყოს განთავსებული ამ ჯურნალში ჩემნაირი დებილი არ იყიდის იმიტომ რომ არ ვიცი რა რას ნიშნავს და საერთოდ აზრზე არ ვარ ქსელის რაგაცეების...
ასე რომ ჯურნალი მგონია რომ სწორედ არის მასაზე გათვლილი. კიდევ ის მგონია რო წავალ მე ამ ჯურნალლს ვიყიდი, მერე იქ ფეისბოოქის გატეხვას ვერ ვისწავლი (იმიტომ არა რომ ან კითხვა არ ვიცი ან ძაან დებილი ვარ კომპის ამბავში. უბრალოდ ჯურნალისტური ხრიკი იქნება შეგიტყუონ და გაყიდინონ) მიუხედავად ამისა მაინც ვიყიდი და თუ ვერ ვისწავლი მეორედ აგარ ვიყიდიიიიიიიი tongue.gif ხოდა გირჩევნიათ არ მომატყუოთ. ისე F.B არ ტყდება როგორც მე ვიცი biggrin.gif ნუ კაი ვიყიდი და აი მერე კიდევ დავბრუნდები აქ wink.gif
პ.ს. ჯურნალის სახელი არც მე მომეწონა რაცხა sad.gif

Posted by: babaiaro 7 May 2010, 13:27
დიზაინი მართლაც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.
თუმცა თუ დიზაინი არ დაგაფრთხობს და ჟურნალს წაიკითხავ მართლა ძალიან სასარგებლო შეიძლება გამოდგეს ჩემნაირი
ადამიანისთვის რომელმაც კომპიუტერი მომხმარებლის დონეზე კი იცის მაგრამ არ აკმაყოფილებს და გაცილებით მეტის გაგება უნდა
+ არც იმის პრეტენზია არ აქვს რომ ამ საქმის სპეციალისტი გახდეს.

ამ სეგმენტის მომხმარებელი საკმაოდ ბევრია საქართველოში და რაც მთავარია მარკეტინგში სწორი მიზნობრივი სეგმენტი გაქვთ შერჩეული.
ასე რომ აქ გამოთქმული კრიტიკა და ნუ შეგაშინებთ მაგრამ რჩევები აუცილებლად გასათვალისწინებელია.

smile.gif

Posted by: nikol_ozi 7 May 2010, 14:27
წავიკითხე თქვენი ჟურნალი smile.gif

და ვეთანხმები babaiaro-ს

QUOTE
თუ დიზაინი არ დაგაფრთხობს და ჟურნალს წაიკითხავ მართლა ძალიან სასარგებლო შეიძლება გამოდგეს

QUOTE
ადამიანისთვის რომელმაც კომპიუტერი მომხმარებლის დონეზე კი იცის მაგრამ არ აკმაყოფილებს და გაცილებით მეტის გაგება უნდა
+ არც იმის პრეტენზია არ აქვს რომ ამ საქმის სპეციალისტი გახდეს.



უბრალოდ კარგი იქნება თუ კარგ რედაქტირებას გაუკეთებთ სტატიებს და იქ დაშვებულ სააკმაოდ ბევრ შეცდომებს გამოასწორებთ smile.gif
ერთ-ერთი თვალში საცემი შეცდომა smile.gif
BSOD ის განსსაზღვრება სათაურში. smile.gif
და კიდევ სხვა უამრავი,

მეილი თუ ნახეთ ჩემმა თანამშრომელმა რამდენიმე შენიშვნა იქაც მოგწერათ.


fenix_n
QUOTE
ხოდა გირჩევნიათ არ მომატყუოთ. ისე F.B არ ტყდება როგორც მე ვიცი

გააჩნია როგორ აპირებ გატეხვას smile.gif
პაროლები თU ქეშიდან ამოიღე გატეხილია და ეგაა biggrin.gif



თუ ხარისხს გააუმჯობესებთ და ცოტა პროფესიონალურ დონეზე აიყვანთ სტატიებს, პლუს თუ ცოტა ღრმად შეეხებით სხვადასხვა საკითხებს ერთი მკითხველი მოგემატებათ ჩემი სახით smile.gif

Posted by: dito19 7 May 2010, 16:28
დავიწყოთ იქედან რომ შეუძლებელი არაფერია. ანუ თუ შეიძლება შექმნა, გატეხვაც შეიძლება და ახლა ნუ დავიწყებთ ამ თემაზე კამათს. ეს თემა ამის განსახილველად არაა შექმნილი რა ტყდება და რა არა...

რაც შეეხება ჟურნალს, ძალიან ჯანსაღი და სამართლიანი კრიტიკაა... რედაქტორი ვინაა ამ ჟურნალის? ნიძლავს დავდებ, უბრალოდ პროგრამისტია და ჟურნალისტიკასთან არანაირი შეხება არა აქვს. უბრალოდ ასეთ შეცდომებს დამწყები ჟურნალისტიც არ გააკეთებს tongue.gif

იდეა კაია, უბრალოდ ძალიან ბევრი რამეა შესაცვლელი up.gif up.gif up.gif

Posted by: karavele 7 May 2010, 18:13
ყველაფერი კარგად იქნება. . . .........................

Posted by: remixtedi 7 May 2010, 20:43
karavele
ძალიან კაი რამეა მაგრამ ამას მეტი სერიოზულობა ჭირდება სტატიები უნდა იყოს ისე შერჩეული რომ მკითხველი დააინტერესოს ასეთუისე დიდიც და პატარაც... ყდა ხო არ ვარგა და არ ვარგა(არ მიწყინოთ მაგრამ ბავშვურია და მეტი სერიოზულობა უნდა რომ ხახლი დაინტერესდეს...) მე პირადად არ მიყიდია ეს ჟურნალი მაგრამ რომ ყოფილიყო ძალიან კარგად გაკეთებული ყდა და თუნდაც პლეხანოვზე რომაა გაკრული მაგისი რეკლამები უნდა დაგეწერათ ისეთი თემები რომლებიც დააინტერესებდა ადამიანს, მე პირადად როცა წავიკითხე პაროლების გატეხვაო მაშინვე დავანებე თავი კითხვას... ასე რომ..... მაგრამ დასაწყისისთვის გეპატიებათ და ამ უამრავ შენიშვნას გაითვალისწინებთ... ხო კიდე რა მინდოდა მეთქვა, მე მაქვს დიდი გამოცდილება გეიმინგში, დიზაინებში(HTML/CSS 100%),ფოტოშოპი და სხვა უამრავში... თუ გაქვთ რაიმე ვაკანსია ან უბრალოდ დახმარება გჭირდებათ მზად ვარ ყველანაირად დაგეხმაროთ, პმ ან სკაიპზე: remix-tedi ან მაილზე: remixtedi@gmail.com გისურვებთ წარმატებებს! smile.gif

Posted by: dito19 7 May 2010, 23:24
remixtedi
ეს აშკარად კონკურენციაა... მე ვარ ამ ვაკანსიაზე უკვე biggrin.gif lol.gif lol.gif lol.gif lol.gif

Posted by: Dixtosa 10 May 2010, 15:48
"როგორ გავტეხოთ პაროლები"


რაღაც არ ჩAიჩალიჩოთ თქვენ biggrin.gif



ისე კაი წამოწყებააა

* * *
და კიდე BASICს რო შეეხოთ ეგ ჯობია wink.gif




თორე დამზუთხველთა რაოდენობა გაიზრდება : ))

Posted by: fenix_n 14 May 2010, 00:43
QUOTE
გააჩნია როგორ აპირებ გატეხვას
პაროლები თU ქეშიდან ამოიღე გატეხილია და ეგაა

მაგდენი რო ვიცოდე biggrin.gif

Posted by: geg 14 May 2010, 01:15
სად შეიძლება ამ ჟურნალის შეძენა?

Posted by: katunia2010 14 May 2010, 11:03
საინტერესო თემა იყო, საინტერესო რეპლიკებით. ბოლომდე წავიკითხე, ოღონდ რატომღაც ჟურნალის შეძენის სურვილი არ გამიჩნდა, თუმცა წამოწყებას მეც მივესალმები.
ისე, პროფესიონალი მბეჭდავი თუ დაგჭირდათ, შემიძლია ჩემი სამსახური შემოგთავაზოთ (ანაზღაურებით, რასაკვირველია). სწრაფად ვბეჭდავ, თითქმის უშეცდომოდ და შეღავათიან ფასად!

Posted by: ozzy_ka 14 May 2010, 11:10
karavele
კორექტორი გინდათ : ) ტექსტის. )

საიტიც შეცვალეთ ვიზუალურად საშინლად ჩანს

compforyou.ge შესაბამისად დასამახსოვრებლად საშინელებაა. დიზაინიც არ მომწონს.

ბოდიში ამდენი შენიშვნისთვის ))

წარმატებები

Posted by: OldM 14 May 2010, 11:36
karavele
QUOTE
მოგესალმებით ყველას, ვინც კი და ვინც არა განაცხადა ჟურნალის თაობაზე. ნამდვილად გასათვალისწინებელია ბევრი რამ და სეგმენტიც არის შესარჩევი შესაბამისი თემებით. მაგამ ამას მოევლება აუცილებლად და რა თქმა უნდა გამოცდილების ხარჯზე. ნამდვილად მოგვარებადია ყველა ის წვრილი ხარვეზი, რაც საბოლოო ჯამში რაღაც დიდ ნეგატიზმს ატარებს, მაგრამ ამ ეტაპისთვის პირველი ნომერია და ხალხის რჩევებით და რეაქციებით იქნება გათვალისწინებული ყველა საჭირო კრიტიკა.

მადლობელი ყურადღებისთვის.

რადგან ფიზიკურად და ფინანსურად ახერხებთ ჯურნალის გამოშვებას (ეს ხომ ყველაზე დიიდი სირთულეა ჩვენს რეალობაში))), შემიძლია გირჩიოთ მარტივი გამოსავალი: გამოუშვით კიდევ 4-5 ნომერი (მერე რა რომ უგემოვნო, და ა.შ. wink.gif ) და შეეცადეთ ჯურნალის წილი(!) შეასყიდოთ რომელიმე რაფინირებულ/წარმატებულ/პროფესიონალ გამომცემლებს. და რაც შეიძლება ძვირად!!! თუნდაც სიმბოლურად ძვირად...
ამით თქვენი მოგება უკეთეს ნიშნულებზე გავა, მიუხედავად გაცემული წილისა და ნურც ინაღვლებთ. მომხმარებელი კი ( დალშე მეზარება ეხლა წერა ))


profesor1900
კარგი დრო იყო, არა დე ვარდ? wink.gif

Posted by: profesor1900 14 May 2010, 22:09
OldM
QUOTE
profesor1900
კარგი დრო იყო, არა დე ვარდ?

რა დრო, რას გულისხმობ ?

თუმცა რასაც არ უნდა გულისხმობდე (რასაც მე ვფიქრობ იქიდან), კი ნამდვილად კარგი დრო იყო smile.gif))

Posted by: mam0nt 15 May 2010, 12:42
5 ლრიო ფასიო ლოლ biggrin.gif

რა ამბავი ფასია

Posted by: l_beka_l 15 May 2010, 16:58
rachveli1

შენდა სხვა კომპიუტერული არაქართული ჟურნალები ეტყობა არც გადაგიშლია wink.gif

ან თუნდაც ყვითელი პრესა თორემ შენი განცხადებით ყველა დასახვრეტები ყოფილან ... მაგრამ მათგან ბევრმა გაამაღტლა და საკმაოდ დიდი ფულებიც იშოვეს ..

ჩემი აზრით საკამოდ კარგი წამოწყებააა და წარმატებას ვუსურვებ wink.gif


Posted by: elene_e 16 May 2010, 10:37
ჩემი აზრით 5 ლარი საკმაოდ ძვირია, რადგან ეს ჟურნალი ძირითადად გათვლილია ახალგაზარდებზე, ჯობდა მათთვის მეტად ხელმისაწვდომი ფასი ქონოდა, ეს ჩემი აზრია რა ვიციsmile.gif

Posted by: karavele 16 May 2010, 20:58
QUOTE
მაგდენი რო ვიცოდე



მოიძიეთ, წაიკითხეთ და ისწავლეთ. არამარტო ჩვენს ჟურნალში, არამედ ინტერნეტში. და თუ იქ შესვლა და უცხო ენაზე კითხვა გეზარებათ, მაშინ ეს ჟურნალი გახდება მალე ყველას საუკეთესო მრჩეველი, ვისაც კი რამე დაჭირდება

Posted by: karavele 23 May 2010, 11:27
------------------------------წავედით ზემოთ--------------------------------

Posted by: karavele 28 May 2010, 16:20
------------------------------წავედით ზემოთ--------------------------------

Posted by: RIPPER_RUNA 29 May 2010, 19:28
მდააა გადავხედე თემას დადავრწმუნდი, რომ ეს ჟურნალი კატასტროფულად ძვირია თავის შემადგენლობის ფონზე. რჩევის სახით - დაანებეთ თავი "მალალალეტკა" ვითომდა მოხაკერო სეგმენტს თავი - მაგეთი კონტიგენტი ძალიან არაპროგნოზირებადია.
მახსოვს სანამ კომპიფო გამოდიოდა - არცერთ ნომერს არ ვტოვებდი, რადგან გარდა სიახლეებისა - ბევრი პრაქტიკული განხილვა იყო - ტესტირები - შედარებითი ანალიზი და ეს ყველაფერი რეალიდან იყო აღებული და არა ვიღაცის საიტიდან გადამღერებული. შესაბამისად საინტერესო იყო და ცოცხალი.

თავად ძურნალი ვიზუალურად წამგებიანია და მითუმეტეს ასეთი კალიბრის სტატიებით და ასეთი ფასით. კონკურენცია რომ არ არის, ეს არნიშნავს რომ ხალხი იძყულებით იყიდის.
ისევ კომპინფოს მოვიყვან მაგალითად - ყოველ ნომერში იყო ვიქტორინა და არც თუ ისე ურიგო პრიზები თამაშდებოდა. ეს გარა იმისა, რომ რეიტინგს წევდა ზემოთ, ამავე დროს ვებრი კონკურსის ხათრით ეძებდა ინფორმაციას და ნათლდებოდა.

ჩემი მხრიდან გისურვებთ წარმატებას და თუ გაზეთ "ნავიგატორი" ვით ჯიბესქელი სპონსორი არ გყავთ - საეჭვოა ნათელი მომავალი.

Posted by: RIPPER_RUNA 6 Jun 2010, 18:51
ეორე ნომერი როდის გაქვთ დაგეგმილი და თუ საიდომლო არ არის შემდაგენლობა დაახლოებით რანაირი იქნება?

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)