QUOTE |
აფხაზეთის სამეფოს ანალოგი ჩვეულებრივი მოვლენაა ნებისმიერი ქვეყნის ისტრორიაში. ერთი კონკრეტული რეგიონი მოიპოვებს უპირატესობას და სხვებს მიიერთებს, იგვე ხდებოდა თითქმის ყველა ქვეყანაში და ზოგი ქვეყნის სახელწოდება, სწორედ მაგ რეგიონიდან არის აღებული. ჩვენ შემთხვევაში ჯერ იყო კოლხეთი, შემდეგ ეგრისი და ლაზიკა- ანუ დღევანდელი დასავლეთ საქართველო და ბოლოს გაძლიერდა აფხაზეთის სამეფო, რომელმაც მთელი დასავლეთ საქართველო თავის სამეფოში მოაქცია. ამ აფხაზეთის სამეფოში მაგ აფხაზებს, რომლებიც დღეს გვეცილებიან მაგ მიწაში, არანაირი დიდი გავლენა არ ჰქონდა. თავად აფხაზი ისტორიკოსი ანჩაბაძეც არ უარყოფს, რომ აფხაზები უმცირესობაში იყვნენ, ხოლო უმრავლესობას წარმოადგენდენ- მეგრელები, ქართები და სვანები. შემდეგ რამოდენიმე ჭკვიანმა ქართლელმა მიმართეს დავით მესამეს და ასევე ტუზი დაეცათ ბაგრატ მესამის სახით, რომელსაც ჰქონდა უფლება ქართლის და აფხაზეთის სამეფოზე მეფობის პრეტენზია გამოეთქვა. ჭკვიანი ხალხის წყალობით ბაგრატ მესამეს სამეფოში ერთიანდება საქართველო. რაც შეეხება აფსუების ჩამოსახლების თემას, საეჭვოა ეგ. უამრავი დოკუმენტია სადაც ჩანს, რომ ეგ ხალხი ცხოვრობდენ მაგ მიწაზე უხსოვარი დროიდან. მოკლედ, ასეთი სიტუაცია იყო დიდი ალბათობით- ე.წ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიზე ცხოვრობდენ მეგრული, სვანური და ეგ აფსუა ტომები, ოღონდ ეგენი იყვნენ სოხუმს იქეთ, ხოლო აქეთა ტერიტორია ჩვენი იყო. |
ოღოდ ჭკვიანმა ქართლელმა არა. იოანე მარუშისძე/მარუშიანი ქართლელი კი არ იყო, არამედ დასავლეთ ქართული უმსხვილესი საგვარეულოს წარმომადგენელი, ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მიერ დაყენებული ქართლში.
ცნობისთვის, გურიელები ხომ მოდიან ვარდანიძეებისგან, სვანეთის ერისთავებისგან. ეს უკანასკნელნი კი, ისევე როგორც დადიანები, თავის მხრივ წამოვიდნენ დასავლეთ ქართული საგვარეულოსგან - მარუშიძეებისგან (მარუშიანებისგან).
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%9B%E1%...%83%91%E1%83%98ეგრის-აფხაზეთის სამეფოს მესვეურები ხედავდნენ, რომ სამეფო დინასტია დასუსტებული იყო და ვეღარ გაუძღვებოდა სამეფოს, ამიტომ, როცა გარემოებამაც აიძულა, დავით კუპარალატს მიმართეს ცნობილი წინადადებით. ეს ისტორიიდან ვიცით. ოღონდ ზოგი კი აღარ ამბობდა იმას, რომ იოანე მარუშისძე აფხაზეთის სამეფოდან იყო და არა ქართლელი. ალბათ გაერთიანების ლეგენდა ასე უფრო ლამაზი იყო ვიღაცის ჭკუით.
https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%...%83%AB%E1%83%94 This post has been edited by griankali on 24 Apr 2024, 17:30
რუსეთი უნდა დაინგრეს.