არ არის ეგრე, ამერიკული სტანდარტებით გერმანია სუფთა სოციალისტური სახელმწიფოა.
ამერიკაში ბევრად უფრო მეტი თავისუფლება და დემოკრატიაა, ამერიკა არის სუფთა ინდივიდუალისტების ქვეყანა, გერმანია კოლექტივიზმია.
გერმანიაში მმართველი პარტიის ლიდერი არის კანცლერი, პარტიის ლიდერი აკომპლექტებს პარტიულ სიას და პარტია ყველაფერში ემორჩილება ლიდერს.
ამერიკაში თითოეული კონგრესმენი და სენატორი დამოუკიდებელია და შეუძლია ის გადაწყვეტილება მიიღოს რაც უნდა პრეზიდენტის ნების გათვალისწინების გარეშე.
გერმანიაში კი რასაც ანგელა ჩასძახებს პარტიას იგივეს ამოსძახებენ. გერმანიის ოპოზიციური პარტიებიც კი აქებენ ხოლმე ბუნდეს კანცლერს
ამერიკისგან განსხვავებით გერმანიის მედია არის სახელმწიფო კონტროლში, რომელიც კანცლერის დიდი კრიტიკით არ გამოირჩევა, სახელმწიფო ტელევიზია ამერიკაში არ არსებობს, გერმანიაში კი კერძო. არაპოლიტიკურ კერძო ტელევიზიებსაც იმდენი რეგულაცია აქვს გერმანიში რომ ისინიც სახელმწიფო კურსს მიჰყვებიან
შეხედეთ ამერიკულ არხებს და მერე ეცადეთ გერმანულ არხზე კანცლერის იგივე დონის კრიტიკა იპოვოთ, როგორც ამერიკაში ობამასი ან ტრამპის ან ბუშს აკრიტიკებენ.
ამერიკაში ორი პარტია რომ არის, ღია პარტიები რომელშიც კანდიდატები პრაიმერებით ირჩევიან და ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია მონაწილეობის მიღება.
This post has been edited by Isaac Clarke on 30 May 2017, 17:39