აი, სოკრატეს "მაიევტიკა" ხომ იცი? უნდა იცოდე... უნდა გაიხსენო. ჯერ კიდევ მთლად არ მოუსპიათ არტეფაქტები. არის ჯერ კიდევ. უნდა შეხედო, უყურო და აზრით მიხვდე იმ ალოგიკურობას რასაც ჩვენ გვასწავლიან, თავში გვიტენიან და რაც რეალური ფაქტების სახით არსებობს- არქეოლოგიური არტეფაქტების, ბუნებაში არსებული მოცემულობების, ანტიკური სკულპტურების და არქიტექტურის, ფერწერული და ფოტორარიტეტის სახით... ცხადია განათლებაც საჭიროა, კარგი ზოგადი განათლება მაინც და პროფესიონალიზმი რაიმე დარგში, მიმართულებაში, ასევე გამჭრიახი აზროვნება და მიხვედრის უნარი. ეს ყველაფერი იმაზე იმეტყველებს რომ აბსოლუტური ამნეზიის ქვეშ არ ხართ და ხელთ გაქვთ არიადნეს ძაფის ბოლო, ლაბირინთიდან გამოსასვლელად