Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format |
თბილისის ფორუმი > თბილისი > განგაში... |
Posted by: ტემპერა 28 Jul 2009, 14:22 |
http://forum.ge/?f=51&showtopic=33855783&st=0 აქ განვაგრძოთ მეგობრებო... |
Posted by: Sonya 28 Jul 2009, 14:31 |
Ostati არა კაცო... რატომ უნდა გამაღიზიანოს შენი პრაღაში ყოფნამ? სადაც გინდა იქ იყავი, ძვირფასო - თუნდაც კუალა-ლუმპურში. სულ სხვა რამ ვიგულისხმე. იშვიათად შემოვდიავრ ფორუმზე და იმიტომაა, გვიან რომ გცემ პასუხს... * * * დიდი მადლობა პოლიტგანყოფილების ერთ-ერთ თემაში ჩემი კანდიდატური წარდგენისთვის (აქ არ ვიტყვი, რა პოსტზე ). ცხადია, ეს უტოპიაა... "ვერ" თუ "არ", დიდი მნიშვნელობა არ აქვს... მთავარია, რომ ვინც არ უნდა იყოს "იქ", თვითონ თბილისიელების განწყობა იქცეს იმის გარანტიად, რომ ქალაქის ისტორიულ უბნებს არ დავკარგავთ... რისი მადლობა - პირიქით, მადლობა თქვენ, ბატონო CityZen! |
Posted by: Ostati 28 Jul 2009, 15:22 |
Sonya შენ ვერ წარმოიდგენ როგორ მიხარია და მეამაყება იქ ყოფნა სადაც ვარ |
Posted by: Sonya 28 Jul 2009, 16:04 | ||
Ostati
ქონგრეთიულეიშენს! მე კიდევ ამ ქალაქში ყოფნა მიხარია... ნესმოტრია ნი ნა ჩტო. |
Posted by: Tetinka 28 Jul 2009, 16:07 | ||
Ostati როგორ მშურს შენი .... მინდოდა ამ ზაფხულს "მაქეთ" მაგრამ .... Sonya
მეც მიხაროდა, ახლა აღარ .... |
Posted by: Ostati 28 Jul 2009, 16:07 |
Sonya "ქონგრეთიულეიშენს!" ეს ძველ სოლოლაკური სიტყვაა ხო? და შენ გგონია მე სხვა ქალაქში ვარ? და მაინც მიხარია, თუმცა გული მწყდება იმ სისულელეების გამო რასაც ამ ქალაქის ბინადარნი ჩადიან პოლიტიკასი თუ ეზო-ქუცებში |
Posted by: Sonya 29 Jul 2009, 11:58 | ||||||
Tetinka
ეჰ... ზოგადად "მიხარია", თორეეეე... ვრცელი თემაა, ჩემო კარგო Ostati
ხო
ფაქტია, რომ ყველას გვწყდება გული - იმიტომაც ვპოსტავთ ამ თემაში |
Posted by: Tetinka 29 Jul 2009, 13:45 | ||
Sonya
|
Posted by: pteranouka 2 Aug 2009, 01:11 |
მირზა-შაფზე ისევ გრძელდება მშენებლობა? |
Posted by: nabucodosonori 3 Sep 2009, 20:50 |
მეც მინდა თბილისში |
Posted by: anatoreli 4 Sep 2009, 01:12 | ||
|
Posted by: marki 4 Sep 2009, 14:43 |
რაღაც დაგვიძველდა განგაში :განგაშ: |
Posted by: NEWDRIVER 4 Sep 2009, 17:48 |
მირზა შაფი არ ვიცი და ეს თემა რისთვისა გაიხსნა- ტაბიძის კუთხეში კი მთავრდება იმ სახლის მშენებლობა ქამინგ სუნ ბანკ რეფაბლიქ გრუპ სოსიეტე ჟენერალე |
Posted by: marki 14 Sep 2009, 15:13 |
საგანგაშო თემები: 1) http://forum.ge/?f=51&showtopic=33985179&st=0 2) დიღმის ტყე დიღმის ტყესთან დაკავშირებით ეს ინფორმაცია გაავრცელა კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციების ქსელმა: საქართველოს სამოქალაქო სექტორის განცხადება დიღმის ტყე-პარკის გასხვისების კანონიერების დადგენის შესახებ დიღმის ტყე-პარკი სერიოზული საფრთხის წინაშეა. არსებობს ორი ურთიერთგამომრიცხავი რეალობა, რომელშიც აღნიშნული რეკრეაციული ზონა იმყოფება. ერთი მხრივ, არ არის გადაწყვეტილი ტყე-პარკის უკანონოდ მიტაცებული მიწების ქალაქისთვის დაბრუნების საკითხი. მეორე მხრივ, ტყე-პარკის მოვლისთვის ქალაქის ხელისუფლება წლიდან წლამდე მასშტაბურ სამუშაოებს ატარებს. რეკრეაციული ზონის მთელი ტერიტორია დაყოფილია კერძო ნაკვეთებად და ოფიციალური აკრძალვის მიუხედავად, მუდმივი ვაჭრობის საგნად რჩება. პრობლემას ტყე-პარკში შექმნილი მძიმე სანიტარული, ეკოლოგიური და სტრუქტურულ-ფუნქციონალური მდგომარეობაც ამძიმებს. ტყე-პარკის ისტორია დიღმის ტყე-პარკის ისტორია 1934 წელს იწყება, როცა თბილისის საბაზისო სანერგისთვის 75 ჰექტარი ტერიტორია გამოიყო. დღეისათვის ამ ტერიტორიიდან მხოლოდ 20,5 ჰექტარია დარჩენილი და თბილისის ახალი გენ-გეგმით დამტკიცებული. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 12.46.512 დადგენილების საფუძველზე, 1995 წლის 22 ივნისს დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიის დიდი ნაწილი 50-წლიანი იჯარით გაიცა. რეკრეაციული ზონის გაიჯარების მოტივი «მრავალფუნქციური პარკის» მოწყობა იყო. თუმცა, 1999 წლის 6 იანვარს მეიჯარემ ტყე-პარკი კერძო საკუთრებაში დაიმტკიცა და მისი ნაწილ-ნაწილ გასხვისება დაიწყო. ტყე-პარკის ტერიტორია სავალალო მდგომარეობაში აღმოჩნდა. გაიჩეხა ხეები, მოიშალა სარწყავი სისტემა. ამავე წლებში მოსახლეობა თვითნებურად დაეპატრონა პარკის ტერიტორიაზე არსებულ მოსწავლე ახალგაზრდობის დაუმთავრებელ შენობასაც. საქართველოს სამხედრო გზის მხრიდან კი, ასევე პარკის ტერიტორიაზე, უკანონოდ გაჩნდა ბენზინგასამართი სადგურები, სამრეცხაოები, მაღაზიები, სასადილო და ავტოფარეხი. მშენებლობის ახალი ტალღა 2003 წელს საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარის, მიხეილ სააკაშვილის პრინციპულმა ჩარევამ შეაჩერა. პარკში უკანონო მშენებლობების დემონტაჯი დაიწყო. თბილისის საკრებულომ მიიღო დადგენილება ტყე-პარკის ტერიტორიაზე ყოველგვარი მშენებლობის აკრძალვის შესახებ. თუმცა, მშენებლობის განახლების მუდმივ მცდელობებს ხელი ვერც ამან შეუშალა. «მესაკუთრეებმა» ტყე-პარკის საკმაოდ დიდი ტერიტორია ქვა-ღორღის 1,5 მეტრი სიმაღლის ფენით დაფარეს და შემოღობეს. ქ. თბილისის საკრებულოს # 08.38.184 დადგენილებით, 2003 წლის 5 ივნისიდან მიწის მართვის დეპარტამენტს და საჯარო რეესტრს ტყე-პარკის ტერიტორიის მიწის ნაკვეთებზე საჭირო დოკუმენტაციის გაცემა და მათი საჯარო რეესტრში გატარება აეკრძალათ. შექმნილ სიტუაციაში, ტყე-პარკის უკანონოდ გასხვისებული მიწების მესაკუთრეების საკითხი კანონიერების ფარგლებში უნდა გადაწყვეტილიყო და ტერიტორია ქალაქს დაბრუნებოდა. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 31 მარტის #41 დადგენილებით, ტყე-პარკის ტერიტორიას განესაზღვრა სტატუსი და საზღვრები. 2007 წლის 28 თებერვლის ქალაქ თბილისის საკრებულოს #16 დადგენილების საფუძველზე, ქ. თბილისის ურბანულმა სამსახურმა საპროექტო ორგანიზაციას ტყე-პარკის სარწყავი და სანიაღვრე სისტემის პროექტი დაუკვეთა. ტყე-პარკში სარწყავი და სანიაღვრე სისტემის მოწყობა დაიწყეს. ეს პროექტი, მესაკუთრეების სასტიკი წინააღმდეგობის გამო, განხორციელების ბოლო ეტაპზე შეჩერდა. ამ დროისათვის დასრულებული იყო მიწის სამუშაოები, ტერიტორიაზე ასევე შეიტანეს სარწყავი წყლის მილები. ტყე-პარკის დღევანდელი მდგომარეობა დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიაზე მომატებულია მერქნიან მცენარეთა ხმობის ფაქტები. მცენარეთა დაცვის ინსტიტუტის დასკვნით, ამის მიზეზი ჭარბტენიანობაა, რაც გამოწვეულია სარწყავი და სანიაღვრე სისტემის გაუმართავობით. დაუმთავრებელი სარწყავი სისტემის არხები წვიმის და კომუნალური წყლით ივსება და ფაქტობრივად, აღარც შრება. სანიაღვრე სისტემა არ გააჩნია საქართველოს სამხედრო გზის ტყე-პარკის მოსაზღვრე მონაკვეთსაც. ამასთან, ტყე-პარკის საზღვრებში, დასავლეთ პერიმეტრზე არსებულ ბენზინგასამართ, სავაჭრო და კვების ობიექტებს არ გააჩნია საკანალიზაციო სისტემები. ტყე-პარკის ტერიტორიაზე შემოჭრილი ეს ობიექტები თხრიან ორმოებს და კომუნალურ წლებს ნიადაგში უშვებენ. შედეგად, ნავთობპროდუქტებით და სხვა მავნე ნივთიერებებით დაბინძურებული წყალი ყოველდღიურად ჩაედინება ტყე-პარკის ტერიტორიაზე, რაც ნიადაგის დაბინძურების გარდა მის დაჭაობებასაც იწვევს და საუკუნოვან ხეებზე ხშირად სავალალოდ მოქმედებს. აღნიშნული ობიექტები ითხოვენ საზღვრების გამიჯვნას და მშენებლობის უფლებას, ცდილობენ შემოღობილი ტერიტორიების გაფართოვებას და ტყე-პარკის ნაწილის მითვისებას. ტერიტორია ვაჭრობის საგნად რჩება. ტყე-პარკის მნიშვნელობა ესთეტიკური და ეკოლოგიური მნიშვნელობის გარდა, დიღმის ტყე-პარკი უნიკალურია ფლორის შემადგენლობითაც. 7 000 ძირი, რომელზეც პასპორტია გახსნილი, 14 დაცულ სახეობას მოიცავს. იზრდება და უკვე ბუნებრივ პოპულაციებს იძლევა საქართველოს ბიომრავალფეროვნების ისეთი ეტალონური და ფლაგმანი მერქნიანი მცენარეები, როგორიცაა: ძელქვა (Zelkova carpinifolia), ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ბიჭვინთის ფიჭვი (Pinus pityuza), თელა (Ulmus minor), კაკალი (Juglans regia), ხვალო (Populus canescens), ოფი (Populus nigra), ჭყორი (Ilex colchica) და მრავალი სხვა. მცენარეთა აღნიშნული სახეობები მესამეული პერიოდის თერმოფილური ფლორის რელიქტებს წარმოადგენენ და ბუნებაში გადაშენებადი ტაქსონების კატეგორიას განეკუთვნებიან, რის გამოც ამ სახეობებს ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) კრიტერიუმებით დაცვის საერთაშორისო სტატუსი აქვს მინიჭებული. მათი უმრავლესობა 2006 წლიდან საქართველოს «წითელ ნუსხაშია» შეტანილი და ამ სახეობების ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა საქართველოს შესაბამისი კანონმდებლობით ისჯება. 2006 წელს ქ. თბილისის მერიის ურბანული სამსახურის დაკვეთით ჩატარებული ინვენტარიზაციის დროს აღმოჩნდა 150 წელს გადაცილებული უნიკალური ხეები, რასაც თბილისისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. ბევრი მათგანი სწორედ მიტაცებული ტერიტორიების სიახლოვესაა და გახმობის რეალური საფრთხე ემუქრება. ტყე-პარკი ყურადრებას იქცევს ქალაქგეგმარებითი და მეცნიერული მნიშვნელობითაც. ტყე-პარკის სტატუსი განსაზღვრულია, როგორც რეკრეაციული ზონა #1 (RZ-1), რაც ტყე-პარკის ტერიტორიას წყნარი დასვენებისა და შემეცნებით ფუნქციას ანიჭებს. ტყე-პარკში დაწყებულია ჭალის რელიქტური ტყეების ბუნებრივი რეგენერაცია, რაც, ბიომრავალფეროვნების კუთხით, მნიშვნელოვანი პროცესია. განსაკუთრებით დიდია ტყე- პარკის, როგორც შუა ქალაქში შემორჩენილი «მწვანე კუნძულის», მნიშვნელობა მომავალი თაობებისთვის. მისი შენარჩუნება ქართული სამოქალაქო საზოგადოოების ერთგვარი საპირწონეცაა. ტყე-პარკის საკვანძო პრობლემის მოუგვარებლობის გამო 2009 წლის 15 ივლისს დიღმის მოსახლეობამ ქალაქ თბილისის მერსა და საკრებულოს თავმჯდომარეს შემდეგი მოთხოვნებით მიმართა: «გთხოვთ: 1. განიხილოთ წარსულში და განსაკუთრებით უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გასხვისებული დიღმის ტყე-პარკის ტერიტორიისა და მასზე არსებული ნაგებობების საკითხი; 2. განახლდეს ტყე-პარკის ტერიტორიაზე სარწყავი სისტემის მშენებლობა; 3. არ დაუშვათ ტყე-პარკის ტერიტორიის დაჩეხვა და საზღვრების გამიჯვნა; 4. განიხილოთ ტყე-პარკის სტატუსთან შეუსაბამო და მისი არსებობისთვის საფრთხისმომცველი ობიექტების დემონტაჟის საკითხი; 5. კანონის შესაბამისად გადაწყვიტოთ ყველა მესაკუთრის პრობლემა და ტყე-პარკის ტერიტორია მთლიანად დაუბრუნოთ ქალაქს; 6. გადაწყდეს ტყე-პარკის მართვის ორგანიზაციული სისტემის შექმნის საკითხი». საქართველოს სამოქალაქო სექტორი უერთდება მოსახლეობის მოთხოვნებს და მიმართავს ქალაქის ხელისუფლებას, შეაფასოს ტყე-პარკის დღევანდელი მდგომარეობა, გაარკვიოს სადავო ტერიტორიების საკითხი, რაც ტყე-პარკს საბოლოოდ დაუკანონებს მის კუთვნილ ტერიტორიებს. მიმართვა ღიაა ხელმოწერებისთვის დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ: რეზო გეთიაშვილი rezo.getiashvili@cenn.org ტელ.: 75 19 03 ან 75 19 04 (#13) კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN) |
Posted by: Ostati 18 Sep 2009, 14:44 |
ეს ის არის? |
Posted by: Tetinka 18 Sep 2009, 16:43 | ||||
Ostati
|
Posted by: Ostati 18 Sep 2009, 16:51 |
Tetinka უი რა ლამაზია |
Posted by: Tetinka 18 Sep 2009, 17:17 | ||
Ostati
ნამდვილად .... |
Posted by: Ostati 18 Sep 2009, 20:20 |
და რას ერჩოდნენ მაგ შენობის პატრონს? |
Posted by: pteranouka 18 Sep 2009, 20:45 | ||
Ostati
შენობას რას ერჩოდნენ? |
Posted by: ლლევ 18 Sep 2009, 21:09 |
და ახალ სურათზე მანსარდა რატომ არ ჩანს? მდაა თუ ეგ დესერტია და აშენების მერე უნდა გამოჩნდეს? |
Posted by: kanonika 18 Sep 2009, 21:38 | ||
ლლევ
ალბათ. არად უკვე დაადგეს, საინტერესოა ძველ ჩანაწერს რომ ამოუქექავენ, მერე რას იტყვის? ოი პრამახნულსიაო |
Posted by: ტემპერა 18 Sep 2009, 21:44 |
და რა აუცილებელი იყო სახსალამათი შენობის დანგრევაა მაინც გამოცანათ რჩება ჩემთვისს.. ისე რა ვერ მიაწერდნენ ბანკის სახელს? |
Posted by: marki 18 Sep 2009, 21:56 |
როგორ მომწონდა ის რკინის პატარა მრგვალი აივნები |
Posted by: ლლევ 21 Sep 2009, 08:41 |
განგაშ!!! საშინელი ნოსტალგია მაქვს გამაჩინეთ სადმე ძველ თბილისში ან ტემპერა გააძრეტ აქ ორყით ხელში ჰამქრული შეკრება მომენატრა სარდაფში და დილის საარი იუნკერი რო აჟღერებს ხოლმე მობილურით |
Posted by: ივანიჩ 22 Sep 2009, 14:06 | ||
სულ მანდ ძველ თბილისში არა ხარ, რაღა ნატვრა გინდა :; |
Posted by: ლლევ 22 Sep 2009, 20:05 |
IVANICHA აღარა ვარ წავედი |
Posted by: ტემპერა 22 Sep 2009, 20:21 |
ლლევ მე გიტხარი შენ იდეა.. მარა არ ქენი და... |
Posted by: Sonya 25 Sep 2009, 14:42 | ||
ტემპერა
+მილიონი... ნიჰთ Fერშტეინ |
Posted by: CityZen 26 Sep 2009, 14:37 |
ტემპერა Sonya დანგრევა და აშენება უფრო იაფია, ვიდრე გამაგრება, რესტავრაცია და მისთ. - ეგეც გამოცანის პასუხი, იმჰო |
Posted by: Sonya 26 Sep 2009, 15:52 | ||
CityZen
ვიცი... სამწუხაროდ ასეა. მარგინალების ხელში აღმოჩნდა ქალაქი ბაგრატის ტაძარზე აღარაფერს ვამბობ - გამოკითხვა რომ ჩატარდა ერორზე, ხმა მივეცი "კონსერვაციას" და გავოგნდი, თუ რამდენი უჭერდა მხარს "მოქმედ ეკლესიად" გადაქცევას... ცოტაა ეკლესიები????? ახალიც და ძველიც???? ამის დედა ვატირე, მართალია იუნესკო - ეს მარტო ჩვენ არ გვეკუთვნის. მსოფლიო მასშტაბის ძეგლია. და მართალია ის იტალიელიც - მასე კოლიზეუმის "შელამაზებაც" შეიძლება თანამედროვე მასალებით... მოკლედ, რა! პარდონ, თემას პაწა გადავუხვიე ამომასხა უბრალოდ... |
Posted by: Ostati 27 Sep 2009, 00:08 |
Sonya ნამდვილად გადაუხვიე, სად ბაგრატი და სად ეგ შენობა და თანაც კერძო პირის საკუთრებაა და არა იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობა. დიდი სხვაობაა ჩვენში რომ დარჩეს |
Posted by: CityZen 27 Sep 2009, 02:43 | ||
Ostati
კი, მაგრამ ძეგლის სტატუსი რომ ჰქონოდა, მაგის ასე დანგრევა სერიოზული დანაშაული იქნებოდა. ხოდა, როგორც ჩანს, ამიტომაც მოხერხებულად ჰქონდა ძეგლის სტატუსი მოხსნილი წინასწარ - რათა კერძო მესაკუთრეს (რომელიც რიგითი მოქალე როდია) ხელი არ შეშლოდა მის გეგმებში. არადა მაგაზე უფრო მოკრძალებული ღირსებების შენობებს აქვთ ძეგლის სტატუსი. რაც შეეხება იუნესკოს მემკვიდრეობას, მთლიანად ძველ თბილისს ჰქონდა მაგ სიაში მოხვედრის პერსპექტივა (სწორედ ისეთი განაშენიანების წყალობით, რომლის ნაწილი იყო ლეონიძის 2). თითქოს არაჩვეულებრივი შანსია მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლების, ქალაქის შაერთაშორისო რეპუტაციის, ტურიზმის თვალსაზრისით? მაგრამ, როგორც ჩანს, ეს თვით თბილისში არ აწყობდა ბევრს (რადგან ამ შემთხვევაში ასეთი განუკითხაობა უკვე წარმოუდგენელი იქნებოდა) და საკითხი "ჩაიძირა". ხოლო სულ რამდენიმე წელიწადში (ასე თუ გაგრძელდა) ძველი ქალაქი უკვე ვერანაირად ვერ უპასუხებს იუნესკოს კრიტერიუმებს. ერთიანი და უუთენტური ანსამბლი აღარ იარსებებს, ხოლო ბუთაფორია "ისტორიულ სტილში" არავის აინტერესებს ყველაზე უგემოვნო ხალხის გარდა - მათ არც თანამედროვე არქიტექტურის ენა ესმით, ვერც ჭეშმარიტ ისტორიას აფასებენ. უბრალოდ, მეშჩანური ინერციით "ძველებურისნაირს" ამჯობინებენ. კერძო მესაკუთრეს, ცხადია, აქვს შეუვალი უფლებები - მაგრამ როდესაც ძეგლის მესაკუთრეა, გარკვეული მოვალეობებიც უნდა ეკისრებოდეს. აქ კი ყველაფერი პირიქითაა - ძეგლს ეხსნება კუთვნილი სტატუსი, რათა მესაკუთრემ ზედმეტად არ შეიწუხოს თავი. სწორად მიგაჩნიათ ეს? |
Posted by: Sonya 27 Sep 2009, 15:16 | ||||||
Ostati
უF, კარგი, რა! შენ შენსას არ ეშვები, როგორც ვატყობ. დაქირავებული ხარ? ვაღიარე კიდეც, რომ გადავუხვიე, და შენი კომენტარი ამ თემაზე ნამდვილად ზედმეტი იყო. * * * CityZen
გეთანხმებით. ვერაფერს ვეღარ დავამატებ. გარდა იმისა, რომ მეშანური სული აბობქრდა ქალაქში, ბოდიში პათოსისთვის. ფსევდო-ანტიკვარიატით რომ ავსებენ ბინებს, ადამიანები, ვისთვისაც "როკოკო" "რენესანსი" და რუმინული "ლუდოვიკოს" ავეჯი - ოცნების მწვერვალია, და რაც კი იციან, ეს სიტყვები რას ნიშნავს. ყოველთვის მაღიზიანებდა ყველაფერი "ფსევდო" და ზოგადად ძველის იმიტაცია. გარდა ფსევდო-გოთიკის (ენგელსის ქუჩა) ან ფსევდო-ბაროკოსი (რუსთაველის თეატრი) -ეს კი სულ სხვა ოპერიდანაა...
ნამდვილად არ მიაჩნია სწორად - აგერ მეორე წელია გვიმტკიცებს საპირისპიროს... რა უნდა, ნეტა? |
Posted by: Ostati 27 Sep 2009, 22:57 |
CityZen დიდი პატივისცემის მიუხედავად შეგახსენებთ, რომ იუნესკოს მემკვიდრეობაში შესვლის შანსი ძველ თბილისს გაცილებით ადრე ჰქონდა ვიდრე მაგ შენობას მესაკუთრე გაუჩნდებოდა. ჰოდა იმ 10 თუ უფრო ადრე წლებში ეს შანსი ვერ იქნა გამოყენებული იმიტომ, რომ ძველ თბილისში უკვე აშენებული იყო ბევრი მახინჯი შენობა სამწუხაროა მაგრამ ამ ამბის ლეონიძის 2-თან დაკავშირება არანაირად არაა ლოგიკური. ის მესაკუთრე რიგითია თუ არარიგითი მას საკუთრებაზე ის უფლება გააჩნია რაც კანონითაა მინიჭებულიდ და თუ ვინმე ბიუროკრატმა შენობას სტატუსი შეუცვალა და ეს უკანონოდ მოხდა პასუხი მას უნდა მოეთხოვოს და არა მესაკუთრეს! Sonya სონიჩკა, დაქირავებულში რაიმე ცუდს ხედავ? შენ არ ხარ დაქირავებული, არსად მუშაობ? თუ იმ დროში გგონია თავი საბჭოურ კომუნალკურ დედაქალაქში ეს სიტყვა ლანძღვად რომ ითვლებოდა? მეშჩანურ სულს რას ეძახი კიმაგრამ? მესაკუთრეს თავისი სახლის გაახლება რომ უნდოდეს ეს მეშჩანობაა? მდაა სერიოზული პრობლემებია სხვისი უფლებებისაღქმის ამბავში და კიდევ ფსევდოს შესახებ. ყველა აღდგენილი შენობა შეიძლება ფსევდოდ ჩაითვალოს, იმიტომ რომ ხელუხლებელი არცერთია შემორჩენილი ჩვენ დრომდე. |
Posted by: kanonika 28 Sep 2009, 00:14 | ||
Ostati
რა უბედურებაა, როგორ მოახერხე ამდენი შეცოდმის დაშვება? მალჩიკ, ნე კოკეტნიჩაი! მგონი გევასება აქ შემოსვლა და ამდენი სისულელის წერა, გითხრეს უკვე რომ მაგ შენობის დანგრევა უბრალოდ უკულტურობა იყო და ეს თAვად აღიარა მისტერ პაპაშვილმა, შენ ვის ტიკი ტომარა ხარ?? |
Posted by: Ostati 28 Sep 2009, 00:50 |
kanonika ტიკი ტომარების როლში სხვები უფრო აღმოჩნდნენ მე მგონი ვახ, თურმე მითხრეს რომ მაგ შენობის დანგრევა ”უკულტურობა” ყოფილა. კიდევ კარგი არაძველბიჭური ან არაქურდული რომ არ დაწერე პაპაშვილმა რა აღიარა მე სულ არ მადარდებს და რას დავწერ და რას არა მხოლოდ ჩემი საქმეა. ბევრი აქაურისგან განსხვავებით ”ავტორიტეტების” ნაბოდვარი ჩემთვის არაფერს ნიშნავს და მე რა შეცდომები დავუშვი ერთი ეგ გამიშიფრე რუსულად თუ პუტინის ღმერთი გწამს |
Posted by: kanonika 28 Sep 2009, 00:57 | ||
Ostati დეწიამ პარა საპწ!
ხუმრობა მაინც ისწავლე (ნუ იმ პონტში როცა შენი ქალაქის სიყვარულს ვერ სწავლობ პრაღის სიყვარული აქ არ გამოგადგება |
Posted by: CityZen 28 Sep 2009, 07:30 | ||||
გთხოვთ, ვიყოთ კორექტულები Ostati
აქ ერთ პატარა ფაქტს მოვიტან: ოფიციაულური განაცხადი ძველი თბილისის იუნესკოს სიაში შეტანაზე საქართველოს კულტურის სამინისტროს მხოლოდ 2007 წლის 24 ოქტომბერს გააკეთა. ანუ, მიუხედავად ბოლო წლებში გაჩენილი სიმახინჯეებისა, ჩათვალა, რომ ეს მიზანი რეალურია და ქალაქს აქვს შანსი. ლეონიძის 2-ის ეპოპეა ამ განაცხადის ფონზე დაიწყო. გვაქვს თუ არა საფუძველი ვივარაუდოთ, რომ რაღაც შეუსაბამობას ან შეგნებულ დარღვევას ჰქონდა ადგილი?
ბიუროკრატებზე ცალსახათ გეთანხმებით, ხოლო რაც შეეხება მესაკუთრეს - გააჩნია ორ გარემოებას: 1) როგორ განისაზღვრება მისი უფლება-მოვალეობები ამ კონკრეტულ შენობასთან მიმართებაში. არსებობდა თუ არა რაიმე შეზღუდვები (თუ ამ შენობას და დიდუბის სადგურთან მდგარ ჯიხურს ერთნაირი სტატუსი აქვს), და დაიცვა თუ არა მესაკუთრემ ყველა მოთხოვნა. 2) თუ შენობის სტატუსის განსაზღვრა (ძეგლის სატუსის არმინიჭება/მოხსნა) მოხდა შეცდომით - როგორია მესაკუთრის როლი ამ გადაწყვეტილების მიღებაში. შეუწყო თუ არა მან ხელი არაკანონიერი გადაწყვეტილების მიღებას? თუ შემთხვევით წააწყდა დედაქალაქის მთავარ მოედანზე, მერიის გვერდით ასწლოვან შენობას, რომელიც (იღბალი არ გინდა!) სრულიად "უვარგისი" აღმოჩნდა და რესტავრაციას კია არა, დანგრევას ითხოვდა? კარგი, უკვე ბევრი ვიდავეთ ამ ყველაფერზე თემის პირველ "გამოშვებაში" - ლეონიძის 2-ს კი ამით ვერაფერი ეშველა. მაგრამ არის ერთი დღესაც აქტუალური მომენტი: როდესაც ძველ ქალაქში რაღაცა ახალი სიმახინჯეები შენდება, მაგას ბოლო-ბოლო (თუ ძალიან გინდა ისტოროული სახე დაუბრუნო) დაანგრევ. იგივე ალექსანდრეს ბაღში აგებული შენობა შეგიძლია აიღო და ისევ გაამწვანო იქაურობა; ივანიშვილის კომპლექსი და საქანელას ქუჩა შეგიძლია დაცვითი ზონის ფარგელებს გარეთ დატოვო, და ა.შ. მაგრამ როდესაც ანგრევ ზუსტად იმას, რასაც ეფუძნება შენი განაცხადი ”ისტორიულობაზე”, ზუსტად იმას, რაც დაცვის საგნად უნდა ქცეულიყო, როდესაც ანადგურებ ანსამბლს (არადა თბილისი ანსამბლია და არა რაღაც უპირობო შედევრების კოლექცია), მაშინ წასულია საქმე. ცხადია, დღესაც არ არის თბილისის იუნესკოს სიაში შეტანა მხოლოდ ლეონიძის 2-ზე დამოკიდებული. ანუ, დღესაც არ არის გვიან ამაზე ფიქრი. მაგრამ ეს იყო ძალიან ცუდი პრეცედენტი. თან ჯერ-ჯერობით არ ჩნას, რომ ან მერიას, ან კულტურის სამინისტროს რაიმე დასკვნა გამოეტანოს ამ ისტორიიდან. ვითომც არაფერი მომხდარა, ან ასეც იყო საჭირო. აი, რაშია საქმე, და რა არის საგანგაშო. |
Posted by: Sonya 28 Sep 2009, 12:20 | ||||||||||
Ostati
არა. მხატვარი ვარ. თან - თავისუფალი
ზუსტად იმას, რაზეც წინა პოსტში ვილაპარაკე. მძულს ყველაფერი მეშანური, უგემოვნო, იმიტაცია.
განახლებაში რას გულისხმობ? განახლება - რესტავრაცია სავსებით მისაღებია ჩემთვის, და არა - ნგრევა და ახლის შენება. თან - მეშანურის. თან - იქ, სადაც ადრე არქიტექტურის ძეგლი იდგა - "სარაიებზე" არ მაქვს ლაპარაკი - ჩუღურეთი სავსეა არანაირი ღირებულების მქონე შენობებით და ნამდვილად კარგი იქნებოდა, მანდ თუ ახალი სახლები აშენდებოდა, სტილისტიკის (იერსახის) შენარჩუნებით. მაგრამ იმ უბანშიც დგას ძეგლები, თან - ულამაზესი და სავალალო მდგომარეობაშია. განწირულია ფაქტიურად.
ტერმინები გერევა, ძვირფასო "ფსევდო" სხვა რამეს ნიშნავს, და არა - აღდგენილს.
ცდები, მეგობარო. ჩემნაირ ინდივიდუალისტს და ლიბერალს ცოტას თუ ნახავ და მესაკუთრის უფლებები ზუსტად რომ ძალიან მნიშვენლოვანია ჩემთვის, რადგან მეც მესაკუთრე ვარ ასე თუ ისე (ბინის მფლობელი), და არ გვინდა ახლა დემაგოგია - ვინ არღვევს ამ უფლებებს - ამაზე წერა უკვე მეზარება, ნამდვილად. მე არავის არეალში არ ვიჭრები და არავის არაფერს ვართმევ, და სხვებისგანაც იგივეს ველი. |
Posted by: Ostati 28 Sep 2009, 13:22 |
CityZen Sonya აი ასეთი კამათი კიდევ შეიძლება. ზოგიერთი ვითომ ხუმრობს და დესტრუქციული მუხტი შემოაქვს, რაც სერიოზული მსჯელობისთვის სულაც არ განმაწყობს იუნესკოს ამბავი ადრეც შემხვდა და გადავამოწმებ, თავს ვერ დავდებ რომ მაშინ ოფიციალურად მიმართეს. თბილისი რომ ინგრევა ამაზე გული მეც მტკივა. გამოსავალი კი არამგონია მარტივი და ყველასთვის მისაღები იყოს ამიტომაა ასეთი ცხარე კამათი და დავიდარაბა... |
Posted by: CityZen 28 Sep 2009, 19:13 | ||
Ostati
ჩემი ერთადერთი წყაროა იუნესკოს ოფიციალური საიტი (ე.წ. Tentative List-ი): http://whc.unesco.org/en/tentativelists/state=ge http://whc.unesco.org/en/tentativelists/5233/ |
Posted by: kanonika 28 Sep 2009, 20:54 |
Sonya CityZen მე მგონი ამადო შვრებით ამ იუზერთან დებატებში, ზუსტად იგივე თეებზე იგივე პრობლემების გამო გვქონდა რამდენიმე იუზერს, მათ შორის ოსტატს საუბარი წინა ნაწილში, მართლი გითხრათ ვერ ვხდები რა უნდა ამიუზერს, მგონი უბრალოდ კაიფობს, თორემ იმ სურათის დადება როგორ არქიტეტრურული გენიისა და სილამაზის ეტალონის..... თანაც იმ თემაში, იმ იუზერების საჩვენებლად, რომლებიც კბილებით იცავდნენ ძველ შენობას? პორვოკაციაც არა არის? რაღაც გაუგებარ პორბლემასთან გვაქვს საქმე, რომელიც მე პირადად არ მაინტერესებს. ეს მისი პორბლემაა. ამით იყო გამოწვეული ჩემი ირონია, ღლაბუცი თუ გნებავთ არაკორექტულობა. მე მასთან სერიოზული კამათი ერთი წლის წინ დავასრულე და თქვენც იგივეს გირჩევთ |
Posted by: Ostati 28 Sep 2009, 21:45 | ||||
არ გეკამათები, თუმცა კარგად მახსოვს დაახლოებით 10 წლის წინ საინფორმაციო საშუალებებში გასული ინფორმაცია ძველი თბილისის იუნესკოს მემკვიდრეობაში მოხვედრის პრობლემების შესახებ. ამ საქმეში გარკვეული ჩანხარ და მაინტერესებს არ შეიძლება რომ მემკვიდრეობაში ცალკეული შენობები შევიდეს? და კიდევ რეკონსტრუქციის რა დონეა დასაშვები იუნესკოსთვის?... |
Posted by: CityZen 28 Sep 2009, 23:31 | ||||||
Ostati
მართალია, დიდი ხანია მიდის ამაზე საუბარი. ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში დაწესდა დაცვითი და რეგულირების ზონები (რომლის საფუძველზე დღეს ძველი თბილისის რაიონია შექმნილი). მაგრამ სურვილი არ კმარა. ამ მხრივ საინტერესოა დათო მაღრაძის (1992-1995 წწ.-ში კულტურის მინისტრიც რომ იყო) მოწმობა: ”იუნესკოს კომისიის ექსპერტებმა "ძველი თბილისის" დაფინანსებათა ნუსხაში შეტანის საკითხი დააყენეს, მაგრამ არ გააწევრიანეს. დასკვნაში წერია, რომ ეს მართლაც ძველი ძეგლია, მაგრამ, იუნესკოს ერთი კრიტერიუმი აქვს, რომ თვითონ ქვეყანაც უნდა ზრუნავდეს ძეგლზე. ამ კრიტერიუმის გამო არ გაგვაწევრიანეს. ეს იყო 1999-2000 წლები.” http://www.open.ge/06/24hours/046/046-8.htm არ არსებობდა ისტორიულ-კულტურული საყრდენი გეგმა (ეს გაკეთდა), კულტურული მემკვიდრეობის მენეჯმენტის რაიმე დეტალური კონცეფცია (ეს ეხლაც არ არსებობს), და ა.შ. არადა იუნესკო ამ ყველაფერს ითხობს.
კი, როგორ არა. მაგრამ თბილისში არ გვაქვს ასეთი შენობები ცალკე აღებული, თბილისური ნაგებობები როგორც საკუთრივ ქართული ტრადიციის ფონზე (სადაც ჯვარი და სვეტიცხოველი გაქვს რამდენიმე კილომეტში), ისე ევროპული არქიტექტურის კონტექსტში შედარებით მეორადი მოვლენაა. მაგრამ თბილისი უნიკალურია იმ მხრივ, რომ ეს ყველაფერი ერთ ქალაშია თავმოყრილი. თბილისური საცხოვრებლის ტიპი, არქიტექტურის საკმაოდ მაღალი საშუალო დონე, დიდი სტილისტური მრავალფეროვნება, ლანდშაფტთან ჰარმონიული თანაარსებობა, ამ ყველაფრის კულტურული ”შევსება”, ცოცხალი (არამატერიალური) ტრადიციები - აი, ეს არის თბილისის ”პრეტენზიის” (კარგი გაგებით) საფუძველი, და არა მსოფლიო დონის შედევრები, რომლებიც არ გვაქვს (თბილისში, თორემ საქართველოში არის - ჯვარი, სამთავისი, გელათი, ნიკორწმინდა, კვეტერა და სხვ.). აქ რამდენიმე ფაქტორი თამაშობს როლს, არ არსებობს ძეგლის ”საკაცობრიო მნიშვნელობის” რაიმე შკალა ან რეიტინგი. დიდ როლს თამაშობს ის, თუ რამდენად მნიშვნელოვანი ესა თუ ის ძეგლი თვითონ იმ ქვეყნისთვის, რამდენად წარმოაჩენს მის ისტორიას და თვითმყოფადობას. მაგალთად, ჩვენ რომ პაპუასების კუნძულოვანი სახელმწიფო ვყოფილიყავით, და სადღაც მთავარ კუნძულზე ერთი... სიტყვაზე, კადეტთა კორპუსის დონის... შენობა გვედგას, ვაის-ვაგლახით აშენებული , მას ექნებოდა იუნესკოს სიაში შესვლის დიდი შანსი. მაგრამ ევროპის სიახლოვეს და თვით თბილისის კონტექსტში ”კადედთა კორპუსი” უკვე ვერ გაქაჩავს მაგდენს.
ახლა, როდესაც რომის წმ. პეტრეს ტაძარს აშენებენ საუკუნეების მანძილზე, ხან ბრამანტე მუშაობს პროექტზე, ხან მიქელანჯელო ადგამს გუმბათს, მოგვიანებით ბერნინი ამატებს რაღაცეებს, ესეც ”რეკონსტრუქციაა”, მაგრამ, ცხადია, ეს მხოლოდ ზრდის ამ ნაგებობის მნიშვნელობას. მაგრამ XIX ს.-ის სახლი თუ დაანგრიე ყველას თვალწინ და თურქ მუშებს რაღაც მიმსგავსებული (ან თუნდაც ზუსტი ასლი) ააშენებინე, ცხადია, ეს შენობა დაკარგულია. |
Posted by: Ostati 28 Sep 2009, 23:48 |
CityZen ამ საინტერესო წერილის ბოლოს პოლიტიკური გადახრა აღარ იყო საჭირო. თანაც თურქი მუშები რა სახსენებელი იყო არ მესმის. დიდი მადლობა ამომწურავი პასუხისთვის. ზუსტად მაგ 1999 - 2000 წლებს ვგულისხმობდი. ცალკე შენობები იმიტომ ვიკითხე რომ ჩემს საყვარელ პრაღაში ბევრი ერთი შეხედვით უბრალო სახლი სწორედ პერსონალურადაა შესული იუნესკოს მემკვიდრეობაში. იმ შენობებში ნაცხოვრებიც კი ვარ და რომ გითხრა რეკონსტრუქციის კვალი არ ეტყობა და თუნდაც 20 წლის წინანდელის ავთენტურიათქო, იმაზე აღარაფერს ვამბობ თუ როგორი იყო ერთი საუკუნის წინ, მართალი არ იქნება. გარედან შელესილ - შეღებილი, ორმაგი ფანჯრებით შიგნით კიდევ მთლიანად გადაკეთებული, სადარბაზოში შუშის კარებებით და... |
Posted by: CityZen 28 Sep 2009, 23:56 | ||||
Ostati
პოლიტიკური რატომ? უბრალოდ, თურქული სამშენებლო ინდუსტრია გარკვეულ სტილთან ასოცირდება ჩემთვის... თუმცა, ალბათ, რომელიმე ქვეყნის მოქალაქეების ასე გამოყოფა არ იყო სწორი * * * Ostati
ვფიქრობ, აქ პატარა უზუსტობას აქვს ადგილი. სწორედ ფრაღის ცენტრია იუნესკოს სიაში: Czech Republic Historic Centre of Český Krumlov Historic Centre of Prague Historic Centre of Telč Pilgrimage Church of St John of Nepomuk at Zelená Hora Kutná Hora: Historical Town Centre with the Church of St Barbara and the Cathedral of Our Lady at Sedlec Lednice-Valtice Cultural Landscape Gardens and Castle at Kroměříž Holašovice Historical Village Reservation Litomyšl Castle Holy Trinity Column in Olomouc Tugendhat Villa in Brno Jewish Quarter and St Procopius' Basilica in Třebíč http://whc.unesco.org/en/list ცხადია, ეს იძლევა შენობების შიგნით გარკვეული "ლიბერალიზმის" გამოჩენის შესაძლებლობას. ცალკე შენობა რომ იყოს მაგ სტატუსში, ხელს ვერ ახლებდნენ. * * * ეს თბილისისთვისაც სრულიად მისაღები ვარიანტი იქნებოდა |
Posted by: Ostati 29 Sep 2009, 00:23 |
CityZen გასაგებია, შევცდი როდესაც იმ სასტუმროს მფლობელს ბრმად ვენდე ირწმუნებოდა ჩემი სასტუმრო პერსონალურადაა იქ შესულიო. დავუჯერე იმიტომ, რომ ზუსტად არ ვიცი პრაღის ისტორიულ ცენტრში რა შედის და რა არა. ესეც პრაღის ერთერთი ისტორიული ქუჩა ტინსკა 1956 - 58 წ. --------------------------------------- ტინსკა 2008 |
Posted by: marki 30 Sep 2009, 13:28 |
მეილით მივირე ინფორმაცია: ოთხშაბათს, 30 სექტემბერს, 4 საათზე, “იმელის” შენობასთან გაიმართება ამ ისტორიული ძეგლის (მიუხედავად სტატუსის მოხსნისა), დანგრევის საწინააღმდეგოდ მიმართული აქცია. ეს შენობა წარმოადგენს სტალინური არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშს და ის ისეთივე ღირებულია ჩვენი კულტურისთვის, როგორც საკულტო თუ საერო მნიშვნელობის სხვა ძეგლები. ასეთი მძლავრი შეტევა, რომელიც Dდღეს დაიწყო არქიტექტურული მემკვიდრეობის წინააღმდეგ, არ ყოფილა მეოცე საუკუნის 20-იანი და 30-იანი წლების შემდეგ. ოთხშაბათს 30 ოქტომბერს გიწვევთ ყველას, ვისაც გული შესტკივა თბილისზე, იმელის ნახევრადმონგრეული შენობის წინ. გავაპროტესტოთ ეს ნგრევა. * * * აქ ავტვირთო ფოტოები იმელის აქციის? |
Posted by: anatoreli 21 Oct 2009, 17:28 |
ნაწყვეტები გამოძიებიდან: "გადასასვლელად გამზადებულები ვიყავით, ყველაფერი ყუთებში გვქონდა ჩაწყობილი, მაგრამ არაფრის გამოტანა არ დაგვაცადეს და უამრავი ადამიანისა და პატრულის თანდასწრებით დაიწყეს ჩვენი სახლის ნგრევა. ყველაფერი ნანგრევებში მოჰყვა. 12 ლარის ამარა დავრჩით მთელი ოჯახი. თავიდან "აპოლო გ.ს."-ს წარმომადგენელი გიორგი სვანიძე გვპირდებოდა, რომ სახლს ჩვენც გვიყიდდა, და დროებით ნაქირავებ ბინაში გადავედით. 2009 წლის ივლისამდე ქირას გვიხდიდნენ, თუმცა მერე ისიც შეწყვიტეს და ღია ცის ქვეშ დავრჩით. იმ მიწურში, სადაც შეკედლებული ვართ, ბავშვები დღისითაც სანთლის შუქზე მეცადინეობენ", - აცხადებს ლეილა იაშაღაშვილი. "აპოლო გ.ს."-ს დირექტორი შოთა ევგენიძე მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს 2008 წლის 10 დეკემბერს ოფიციალური წერილით აცნობებს, რომ მათი მიწერილობების შესრულების მიზნით, 2008 წლის 20 ნოემბერს "აპოლო გ.ს."-მ განახორციელა მირზა შაფის ქ. #16, #24, #38 და #40-ში არსებული უკანონო მიშენება-დაშენების დემონტაჟი, რასაც მოჰყვა აღნიშნული შენობების მთლიანად ჩამონგრევა. იქვე მითითებულია, რომ შპს "კონექსმა" სათანადო გამოკვლევებით დაადგინა, რომ ქუჩაზე მიშენებების დემონტაჟამდე შენობების ტექნიკური მდგომარეობა უვარგისი იყო, ამორტიზებული მზიდი კონსტრუქციებით, რაც მცირე ზემოქმედების შემთხვევაშიც კი შენობების ჩამოზვავების საშიშროებას ქმნიდა. წერილი ასე სრულდება - "აღნიშნული ზემოქმედების შედეგად მირზა შაფის ქ. #20, #26, #34, #34ა, #44, #46-ში მდებარე შენობები მთლიანად ჩამოინგრა, ხოლო #28 და #32-ში მდებარე - ნაწილობრივ". წერილში ნათქვამია, რომ დემონტაჟი და ნგრევა 20 ნოემბერს მოხდა, მირზა შაფის #46-ში კი იაშაღაშვილების სახლი 4 დეკემბრის საღამოს სპეციალურმა ტექნიკამ დაანგრია და სახლის ნგრევის მიზეზი არ ყოფილა სხვა სახლის ან მისი მიშენების დემონტაჟი. როგორც მისი მაცხოვრებლები აცხადებენ, შენობა არ იყო ავარიული და არც მისი ჩამონგრევის ეშინოდათ. |
Posted by: ლლევ 21 Oct 2009, 21:16 | ||
anatoreli რა გამოძიებაზეა საუბარი? რამე გამოძიება მიდის მაგაზე? რა მდგომარეობაა იაშაღაშვილთან დაკავშირებით? რამდენიმეჯერ შევხვდი და ვესაუბრე. სასამართლო პროცესიც მიმდინარეობდა როგორც ვიცი. მაგრამ მერე აღარ ვიცი რა მოხდა.
რა გაიძვერები არიან ნახე რა. რა შუაშია უკანონოს დემონტაჟი. ან რა უფლება ჰქონდა მერიას "აპოლოსთვის" გაეკეთებინა მიწერილობა? გაპრავების მცდელობაა, მაგრამ ძალიან იაფფასიანი. ამას გარდაბნის რაიონის მოსამართლეც არ დაიჯერებს. |
Posted by: anatoreli 21 Oct 2009, 21:26 | ||
ლლევ
ჟურნალისტური გამოძიებაა.... |
Posted by: TomWaits 11 Dec 2009, 00:35 |
როგორ შეაფასებდით აღდგენილ ბანკ რესპუბლიკის ფასადს სიძველეთმოყვარენო. გასაგებია თქვენი პოზიცია როარუნდა დაენგრიათ და ა.შ. მაგრამ ეს უკვე მოხდა და საინტერესოა მის ამჟამინდელ იერსახეს როგორ აფასებთ. |
Posted by: ტემპერა 11 Dec 2009, 00:50 | ||
TomWaits
ჩვენ თბილისის მოყვარულები ვართ.. |
Posted by: TomWaits 11 Dec 2009, 17:05 | ||
ტემპერა
გასაგებია, მარა სულ ეს არი მთელი შეფასება? iunkeri marki kanonika sonya CityZen თუ ვინმე გამომრჩა მაპატიეთ |
Posted by: perpetua2 13 Dec 2009, 11:22 |
ძალიან საინტერესოა უცხოეთში წასული ჩვენი თანამემამულეების თვალით დანახული თბილისი, მართლა |
Posted by: osia 21 Dec 2009, 23:43 |
თბილისი მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალაქია, თბილი, არსად არ არის ამდენი სითბო და სიყვარული რამდენიც აქ. ხანდახან კი ვურევთ მაგრამ ეს საერთოდ არაფერია იმასთან რასაც ეს ქალაქი ატარებს და იძლევა. თავისი ისტორიით, თავისი ტაძრებით, ქუჩებით და რაც მთავარია ადამიანებით, რომლებსაც ბევრი სიყვარული დაუკარგავთ მაგრამ მაინც ყველაზე მეტი დარჩენიათ, ბევრზე უფრო მეტი. ეს სუყვარული იზიდავს აქ იმათ ვინც დროებით მიდის აქედან და იმათაც ვინც ერთხელ მაინც ყოფილა სტუმრად. თბილისი ყოველთვის იქნება ადგილი რომელიც ამ სითბოს და სიყვარულს მთელ მსოფლიოში გაავრცელებს, სადაც ბევრი ადამიანი მხოლოდ იმისათვის ჩამოვა რომ იგრძნოს რა არის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი. |
Posted by: ამნეზია 24 Dec 2009, 01:38 | ||
ეს ეტყობა მომავლის თბილისია... |
Posted by: marki 24 Dec 2009, 13:51 | ||
TomWaits
ლამაზი შენობა გამოვიდა. ანუ, მაინც ღირდა ყვირილი და ნერვების შლა. ჰო, ნამდვილად ღირდა. იმიტომ, რომ ეგ მშვენიერი შენობა უნდა ყოფილიყო 6 თუ 7 სართულიანი და მხოლოდ ამ მოპროტესტოს შედეგად, მივიდა პაპაშვილი კავკასიის პირდაპირ ეთერში და საჯარო დაპირება გააკეთეა, რომ 2 სართულს მოხსნიდა. ასევე პირველად პროექტში (სამწუხაროდ მე აღარ მაქვს ფოტო შემორჩენილი) სულაც არ იყო დაგეგმილი ასე ზუსტად პირველადი სახლის აღდგენა. ის პროექტი უფრო განსხვავებული იყო. ხო, ტაბიძის მხრიდან სახლის კიბეები როგორ ჩანს? მოგწონთ? თვითონ ტაბიძის ქუჩის ეგ ნაწილი მგონი საერთოდ დაკეტილი დარჩება და ძალიან სიმპატიური გამოვა. მე, მერჩივნა ძველი დაეტოვებინათ და ის გაელამაზებინათ, იმიტომ რომ ვერ ვიტან ფალშივკას, მოძველებული და ავთენტური მირჩევნია მაინც. ძველ უბანში რა თქმა უნდა. |
Posted by: Ostati 25 Dec 2009, 01:54 |
marki ავტენტიკურად შენობას რა თარიღის შემდეგ მიიჩნევ? ეს ზოგადად ბანკი რესპუბლიკის საკუტრებაზე არ მაქვს საუბარი. ზევით პრაღის ფოტოები დავდე და მაშინ არ გამახსენდა... იუნესკოს მომიზეზებით ძველი შენობების რკინაბეტონით გამაგრების მოწინააღმდეგეებს მინდა ვკითხო, რატომ არაფერს ამბობს იუნესკო როდესაც მისი მფარველობის ქვეშ მყოფი პრაღის უძველესი ხიდი, კარლოსის ხიდი (კარლოვ მოსტ) რკინაბეტონით, პლასტიკატებითა და ათასნაირი ტანამედროვე მასალით გაახლეს, ქვების ნაწილიც კი გამოცვალეს. აი ფოტო: მე რაც ვნახე ქვაფენილიდ ა მის ქვეშ არსებული ქვიშისა და სხვა მასალების ფენა მოხსნეს, არმატურის ბადეები დაადუღეს, რაღაც პლასტიკატები გაუკეთეს, ბეტონი დაასხეს და მერე ზევიდან ქვაფენილი დააგეს. ხიდის იატაკი იმაზე დაბალი გამოვიდა ვიდრე იუნესკოს მიერ ავთენტიკურად აღიარების დროს იყო. ქვები გამოცვალეს და გაშავებული ქვების ნაცვლად თეთრი ქათქათა ლოდები ჩასვეს. ძეგლებზე აღარაფერს ვამბობ, ყველა მათგანი ასლია, ორიგინალები მუზეუმში ინახება. ამ ფოტოზე კარგად ჩანს შეცვლილი ქვები |
Posted by: marki 25 Dec 2009, 02:00 | ||||||||
Ostati
თარიღი არ ვიცი. როცა ანგრევ და ზუსტად ისეთს ავაშენებო იძახი მაგასთან მაქვს საქმე. თუ ანგრევ და ზუსტად ისეთივეს აშენებ, ის აღარ გამოდის.
ამას მე მეკითხები? ჯობს იუნესკოს კითხო.
აქაც ტაბიძის ქუჩის რეაბილიტაცია მიდის აგერ უკვე წელიწადზე მეტია და ძველი ჩუქურთმები ჩამოფხიკეს, ახლები ჩამოასხეს და გააკეთეს. ოღონდაც ძველები გადაყარეს.
პრაღაში მე არაფერი მინახავს, არ ვარ ნამყოფი პ.ს. ძილი ნებისა |
Posted by: ტემპერა 28 Dec 2009, 12:44 |
იმელის ამჟამინდელ მფლობელ დაბი-ჯგუფის წარმომადგენელთან ბ-ნ გიორგი სეთურიძესთანდღეს 17.00 გაიმართება შეხვედრა. 01.01.09 პირველად შევხვდით ბატონ გიორგის, მან გვითხრა რომ არ არსებობდა დემონტაჟის უფლება (თუმცა სწორედ იმ პერიოდში მიდიოდა იმელის უკანა მხარის ნაწილის ნგრევა). მან ასევე გვითრხა, რომ აპირებს ფასადის შენარჩუნებას და .აშ. ვისაც გაქვთ შეკითვები ამ შენობასთან დაკავშირებით, გელოდებით დღეს 17.00 გალაკტიონ ტაბიძის 20 ”კავკასიური სახლის” სააქტო დარბაზი |
Posted by: dondyego 9 Feb 2010, 00:39 |
ჯერ სალამ-გამარჯობა, მე ახალი ვარ აქაც და საერთოდ. უბრალოდ რაღაც-რაღაცეები მაინტერესებს ხოლმე და მაგიტომ შემოვედი, თუ არ მიწყენთ. თუ იცის ვინმემ, რომელი საამშენებლო კომპანია აშენებს ბოლო წლების მანძილზე ხარისხიანად??? * * * ან მირჩიეთ რაა, ამ თემაზე სად უნდა შევიდე?! |
Posted by: kanonika 10 Feb 2010, 01:03 |
dondyego თემების ინდექსში შედი და იქ არის განყოფილება "მშენებლობა და რემონტი", ბაიიიი.. |
Posted by: dondyego 10 Feb 2010, 16:26 | ||
მადლობა, უკვე ვნახე. |
Posted by: katarina70m 10 Feb 2010, 19:49 | ||||
გრძელდება,გამოყარეს ხალხი სახლებიდან და არ იციან და კიდევ კარგა ხანს ვერ გაარკვევენ დაუბრუნდებიან თავიანთ ახალ სახლებს თუ საბოლოოდ ქუჩაში დარჩებიან? * * *
მეც მაინტერესებს რა?და თუ რამეს გაიგებ მეც მომწერე,გთხოვ.... |
Posted by: dondyego 10 Feb 2010, 20:08 | ||
თემატურებში არის მშენებლობებზე და მშენებლებზე, აი მანდ წავიკითხე რაც მაინტერესებდა. |
Posted by: anatoreli 1 Apr 2010, 20:55 |
თხრა გრძელდება მირზა-შაფზე........... |
Posted by: marki 2 Apr 2010, 00:14 |
anatoreli არადა რამდენადაც ვიცი პროკურატურაში სარჩელია შესული |
Posted by: Vidar 12 Apr 2010, 15:00 |
რა მაინტერესებს, დღეს დილით, გეგეშიძის ბაღი ვაკეში შემოტიხრეს რაღაც ფიცრებით. ხომ არ გაიყიდა და რამეს ხომ არ აშენებენ? თU ესეა მოგვიწევს გარეთ გამოსვლა და დიდი აყალ-მაყალის აწევა. ვინმემ მითხარით რა ხდება და რაშია საქმე. |
Posted by: Tetinka 12 Apr 2010, 21:22 | ||
Vidar FB-ზე ერთ-ერთი "მეგობრის" სტატუსი :
არ ვიცი რამდენად შეესაბამება სიმართლეს .... |
Posted by: anatoreli 13 Apr 2010, 01:01 | ||
ბაღის განახლებას აპირბენ საარჩევნოდ....შემდეგ ვაკის პარკისკენ გადაინაცვლებენ... |
Posted by: Vidar 13 Apr 2010, 14:07 | ||
Tetinka anatoreli მადლობა ინფორმაციისათვის. ისე კი გადავამოწმე გუშინ და
ეს აღმოჩნდა |
Posted by: Tetinka 13 Apr 2010, 15:54 | ||||
კარგია .... |
Posted by: b149 16 Jun 2010, 14:46 |
ჭავჭავაძის გამზირზე პირველი 2 შუქნიშაი ისეა ტოტებში ჩამალული, უნდა გააჩერო მანქანა, ჩახვიდე, ხელით გადაწიო რომ ნახო რა ფერია სხვაგანაც ბევრგან თვითონ არ დადიან და ვერ ხედავენ?? |
Posted by: ლლევ 16 Jun 2010, 20:36 | ||
b149
ეგრეა. ერთგან პარკირების აკრძალვის ნიშანია ხეზე კენწეროში ირ. აბაშიძის ქუჩის დასაწყისში. დამაჯარიმეს რატომვერ დაინახეო |
Posted by: niktagva 1 Jul 2010, 11:23 | ||
გეთანხმებით. მეც ხშირად "გავვარდნილვარ" წითელზე. მე მგონი ჯარიმას გადავურჩი..... |
Posted by: ravi_shen 30 Jul 2010, 17:10 |
არ ვიცი აქ უნდა დამეწერა თუ არა მოკლედ ტემპერა შენ გემახსოვრება ის თემა ვერ ვიპოვნე და მახოსვს რომ ამ განყოფილებაშI იყო რაღაც მისტიური თემა იყო თბილისის სახლებზე .. ეშმაკის ვარსკვლავს კრავსო თუ რაღაც მაგდაგვარი... ხომ არ შეგიLძIა თემის ლინკი მომცე ? |
Posted by: ტემპერა 30 Jul 2010, 17:24 |
ravi_shen http://forum.ge/?f=51&showtopic=33982318 ამ თემაზე ამბობ? |
Posted by: ravi_shen 30 Jul 2010, 20:46 |
ტემპერა კი კი მადლობა |
Posted by: Noriko 6 Oct 2010, 17:25 |
რაღაც სერიოზულად მიიძინა ამ თემამ! თითქოს საგანგაშო არაფერი გვაქვს.... ინებეთ მორიგი ობიექტი განსჯისათვის http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: ika2020 19 Oct 2010, 01:14 |
რაიმე ისეთი განგაში არ არის? რო ავფორიაქდეთ |
Posted by: giorgigigani 28 Oct 2010, 03:57 |
ა ბატონო განგაში და იფორიაქეთ რამდენიც გინდათ: დეკემბრიდან წყლის დავალიანების გამო, აბონენტს ელექტროენერგია შეუწყდება წყლისა და დასუფთავების გადასახადების გადაუხდელობის გამო, 1 დეკემბრიდან აბონენტებს ელექტროენერგია გაეთიშებათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო. კომისიის გადაწყვეტილებით, „თელასსა“ და „ენერგო პრო ჯორჯიას“ დაევალა დაარიგონ ქვითრები და აბონენტის მიმდინარე დავალიანება აღრიცხონ. http://www.onlinenews.ge/index.php?id=3710&lang=geo |
Posted by: between 3 and 32 28 Oct 2010, 12:38 | ||
რომელი კომპანია აშენებს? და ბარემ არ ვიცი აქ უნდა მეკითხა თუ არა ლაგუნასთან რომ კორპუსებია კრემისფერი თუ რაფერიცაა ვინ ააშენა? |
Posted by: Fabian 28 Oct 2010, 22:35 | ||
between 3 and 32
ცენტრ-პოინტმა |
Posted by: between 3 and 32 28 Oct 2010, 22:57 | ||
Fabian
მადლობა |
Posted by: ჯარისკაცი 29 Oct 2010, 21:54 |
http://www.youtube.com/watch?v=NknLmGf_REc ნაცრისფერი ხალხისგან განაცრისფერებული ქუჩები, განაცრისფერებული ქუჩებისგან განაცისფერებული ქალაქი. |
Posted by: ლილიანი 30 Nov 2010, 16:30 |
http://www.busuna.ge/2010/11/blog-post_30.html |
Posted by: SAROKAWA 30 Nov 2010, 23:01 |
[QUOTE=Fabian,28 Oct 2010, 22:35 ] ლაგუნასთან რომ კორპუსებია კრემისფერი თუ რაფერიცაა ვინ ააშენა?[/QUOTE] ცენტრ-პოინტმა [/QUOTE] ცენტრ პოინტმა კიარ ააშენა ამხანაგობა სატივე 2000 თუ რაღაც ეგეთია იმან ააშენა, მერე პროექტი დაარღვია, სართულები მოუმატა და ლეგალიზების წესით დაიკანონა ის სართულები (((((((((( |
Posted by: Fabian 30 Nov 2010, 23:05 | ||
SAROKAWA
ამხანაგობა იქნებოდა დამკვეთი,ხოლო შემსრულებელი კი ცენტრ-პოინტია... |
Posted by: Soft_Eject 30 Nov 2010, 23:43 |
Noriko იმ დღეს ვნახე ეგ სახლი როგორ შეიძლება მანდ მასეთი რამის აშენება, რამდენი სართულია ნეტა ერთი ცენტრალური უბანია სტილი შენარჩუნებული და ეგეც განადგურდება მალე , თან ფუნიკულიორზე როგორი ხედი იკარგება. იმედია სახურავს მაინც ლამაზზს გაუკეთებენ... რუსთაველი 7ზე ხომ ლაპარაკი არ მაქვს, იმედია ბანკროტად გამოაცხადებენ თავის თავს |
Posted by: Noriko 5 Dec 2010, 01:44 |
დღეს გავიარე გრიბოედოვის ქუჩაზე და დამაფიქრა აი ამ სიტუაციამ http://www.radikal.ru http://www.radikal.ru ვინც ვერ ცნობს, იმათთვის: ეს "ზარია ვოსტოკა"-ს, ყოფილი გამომცემლობის ზურგის მხარეა, ანუ რუსთაველის #42 დანგრევა დაიწყეს! * * * ანუ ეს შენობაა, გვერდით მხარესაც, ზედა კუთხესაც უკვე დაეტყო ვანდალების ხელი! http://www.radikal.ru |
Posted by: Fabian 5 Dec 2010, 09:43 |
Noriko მოიცა,ზარია ვოსტოკას შენობას ანგრევენ???????????? |
Posted by: ივანიჩ 6 Dec 2010, 00:41 |
მეც შევამჩნიე, აკადემიის მხრიდან შენობა გამოცარიელებული და ასე მგონია დასანგრევად განწირულია....... |
Posted by: Noriko 6 Dec 2010, 13:44 |
შევიარე არქიტექტურის სამსახურის საიტზე გაირკვა, რომ პროექტი შეუთანხმებიათ, ნებართვაც გაუციათ... ორი პროექტიდან რომლის აშენებას აპირებენ ცოტა გაურკვეველია, ჩემი აზრით ამ ადგილას არცერთის აშენება არ შეიძლება. აბა შეაფასეთ ... http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru * * * ეხლა მეორე პროექტი ნახეთ... http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru * * * მინდა ყურადღება მიაქციოთ გრიბოედოვის ქუჩაზე შენობების ზომებს, თუნდაც რუსთაველზე ფოსტა-ტელეგრაფის სიმაღლეს, და წარმოიდგინოთ რა მოცულობის "მონსტრის"აშენებას აპირებენ. გარდა ამისა ჭრილებში კარგად ჩანს რომ აკადემიის ბაღის ქვეშ, ერთ შემთხვევაში 6, და მეორეში 8 სართულიანი გარაჟების აშენებას აპირებენ, ჰოდა რა ბედი ელის ქუჩის მეორე მხარეს მდგომ არშაკუნის სასახლეს (სამხატვრო აკადემიას)? რომელიც ისედაც დანგრევის პირასაა? * * * http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: Fabian 20 Dec 2010, 11:13 | ||
ბაღში მდგარი ზიჩის ძეგლი ალექსანდროვში გადაიტანეს... |
Posted by: centrifuge 6 Jan 2011, 10:31 |
მეგობრებო, ძალიან გთხოვთ მოაწერეთ ხელი ყოფილი გამომცემლობა მერანის კონსტრუქტივისტული შენობის დანგრების საწინააღმდეგო პეტიციას. ეს შენობა ძალიან მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლია ქალაქისთვის. თქვენც გაავრჩელეთ შეძლებისდაგვარად ეს ლინკი. http://www.petitiononline.com/ZARIA/petition-sign.html გმადლობთ. |
Posted by: ქაფქიანა 6 Jan 2011, 10:38 |
centrifuge ისე, სასხვათაშორისოდ მაინც, მაგ შენობის სურათიც რომ დაგედოთ, არ იქნებოდა ურიგო. |
Posted by: SAROKAWA 6 Jan 2011, 13:04 |
რაღა დაგიმალოთ და სასტიკად არ მომწონს ეს შენობა.... |
Posted by: emre 6 Jan 2011, 13:11 |
ბავშვობიდან არ მევასება მე დამანგრევინეთ რა... მაგ შენობას აფეთქებით თუ დაანგრევენ იმსისქე კედლები აქ... |
Posted by: 9999 6 Jan 2011, 13:22 |
პეტიციის შეეშინდებათ და არ დაანგრევენ ვერ ხედავთ, რასაც უნდათ იმას აკეთებენ, დაანგრიეს და მოსპეს ნახევარი თბილისი და ახლა ამის დანგრევის მოერიდებათ? ძალას უნდა დაუპირისპირო ძალა და არა პეტიციები და ქაღალდები |
Posted by: ქაფქიანა 6 Jan 2011, 13:35 |
და რატომ ანგრევენ? ......................................... |
Posted by: gio-giorgi 6 Jan 2011, 13:42 |
ზუსტად გუშინ გავიგე ეგ ამმბავი,ოღOნდ არ ვიცი თუ ეგაა,ესეიგი მარკო პოლო როა რესტორანი ჩემი ახლობლისაა,და ეგ მიყვებოდა რომ გვერძე შენობას ანგრევენ და მოლს აშენებენო,სადაც ზარას აუღIა 2 სართული,ანუ თვითონ ზარა შემოდის,კაროჩე რახაჩ სავაჭრო ცენტრი უნდათ აააშენონ,ისე ეხლრაცააა ძააან სიმახინჯეა რააა, და მაგის გადარჩენა რათ გინდა კაცს? |
Posted by: ტემპერა 6 Jan 2011, 14:26 |
მემგონი ფასადს ინარჩუნებენ.. დეევს სადმე პროექტი? |
Posted by: Fabian 6 Jan 2011, 14:30 |
ზარია ვოსტოკას შენობას არ ანგრევენ! გრიბოედოვის მხრიდან მიდის მშენებლობა... |
Posted by: WOMAN IN LOVE 6 Jan 2011, 14:31 | ||
centrifuge
ვითომ? |
Posted by: Fabian 6 Jan 2011, 14:34 |
http://forum.ge/?showtopic=33995622&view=findpost&p=22840431 |
Posted by: cxako 6 Jan 2011, 21:04 |
რა არის ამ შენობაში არქიტეტრურული თვალსაზრისით ღირებული ვერ ვხვდები. უკეთესს თუ ააშენებენ მაგას რა ჯობია... |
Posted by: fiurer 6 Jan 2011, 21:59 |
მე რომ მკითხო მთელ რუსტაველზე ეგეთი მახინჯი შენობა არ დგას. |
Posted by: Apostate 6 Jan 2011, 22:05 | ||
კონსტრუქტივისტულში რა იგულისხმება? შენობის არქიტექტურული სტილი? |
Posted by: girvan_88 6 Jan 2011, 22:10 |
არ უხდება ეგ შენობა რუსთაველს. იმედია ახალს შუშისას არ ააშენებენ |
Posted by: da_to 6 Jan 2011, 22:34 |
მე თუ მკითხავთ არ გამოვა ცუდი, რავი ..... 22.08.2012 უნდა დამთავრდეს მშენებლობა....... http://pix.ge/ არცერთი პროექტი არ მინახია არქიტექტურის საიტზე 118 გვერდიანი http://urban.tbilisi.gov.ge/pdf/Documents/12_6288-13_2010.pdf |
Posted by: gio-giorgi 7 Jan 2011, 13:41 |
მეც მომწონს კაია... მარა ბარემ ეს ძველიც დაენგრიათ და უფრო კარგს ააშენებდნენ.. |
Posted by: Debili_Tineijeri 9 Jan 2011, 03:22 |
აი პროექტი: http://urban.tbilisi.gov.ge/pdf/Documents/12_6288-13_2010.pdf მაგ სლეობასაც არ სშენებენ უარესს აკეთებენ! აქაა გერმანული კომპანიის კვლევა რომელიც პროსტაა ჩადებული და გაუგებარია რა საერთო აქვს ბოლო რენდერებთან. |
Posted by: toleranti 9 Jan 2011, 12:36 |
ყველაფერზე პანიკის ატეხვა არ მესმის. ძალიან მშვენიერი პროექტია. |
Posted by: Sonya 10 Jan 2011, 11:14 | ||
დათრგუნული ვარ... როგორც უნდათ - ისე ჭრიან და კერავენ... მგონი, რაც 20-30-იან წლებში აშენდა. ამ ქლიავებში კომუნიზმის ასოციაციას იწვევს, და ყველაფერს ანგრევენ (ან აპირებენ). უვიცობის ზეიმი!!!!! ეს ხომ კონსტრუქტივიზმია!!!! აუხსენით ვინმემ ამ დაუნებს, აღარ შემიძლია ამის ატანა... დედა უტირეს მთელ ცენტრს ამ ნაბიჭვრებმა! ვშიშობ, არარფერი გამოვა, როგორც ეს თავისუფლების მოედანზე მოხდა - ბანკის შენობას ვგულისხმობ. წამოჭიმეს რაღაც "პლასტიკატი" ამ სირებმა, კოპიო. აი, ანტიკვარული ავეჯის უხეში და უგემოვნო კოპიო რომ უდგას ზოგ ნუვორიშს. და არიან ასე... ბედნიერები... ტფუი, მე მაგათი. მაინც დაანგრევენ. იმელის შემობას ხომ დედა უტირეს - არც არაფერი შენდება. ელბაქიძე მოსპეს... მოაშორეთ ეს ხალხი, რა! გული მერევა უკვე... Fabian
მეც არა ვთქვი... ამას წინათ გავიარე, და რაღაც დააკლად თვალს... არადა, აკადემიის სტუდენტი რომ ვიყავი, სულ იმ ბაღში ვისვენებდით ხოლმე, ზიჩის ძეგლთან რა ეშველება თბილისს? რიტორიკული კითხვა... აკადემიის შენობასაც ხომ არ უპირებენ დანგრევას? რაღაც საეჭვოდაა მიგდებული... ნგრევის პირას მისული... * * * TomWaits როგორ ვაფასებ პაპაშვილის სუროგატს? მკიდია უკვე, სიმართლე გითხრა. არ შემიძლია მისი აღქმა. რადგან ვიცი, რომ იმიტაციაა. შეიძლება - ხარისხიანიც. მაგრამ მაინც - იმიტაცია. "ობივაწელს" მოსწონს - ანუ, ვერ ხედავენ განსხვავებას, და რა გაკივლებდათო... მე კი უბრალოდ ყურადღებას აღარ ვაქცევ. მიდი-მოვდივარ... და არც ვუყურებ. ერთხელ დავაკვირდი მხოლოდ დეტალებს - ესაა და ეს. ჩემთვის ეს უსულო შენობაა. ახლა მაინეტერესებს, მოედანზე ახალი სახლი რომ შენდება, რა იქნება ისე კი, თითქმის მოსპეს იქაური ანსამბლი... რაღა დარჩა... მოკლედ, ინდეფერენტულად ვარ განწყობილი. ეს ის მოედანი აღარ არის, ბავშვობიდან რომ მახსოვდა. კისერიც უტეხიათ... |
Posted by: TomWaits 11 Jan 2011, 19:11 |
ახალი არქიტექტურის სტილი მკვიდრდება "შუშის მიდგმა" Sonya ისევ ეგ სუროგატი გერჩივნოს , მიფგმულ შუშას. |
Posted by: Fabian 11 Jan 2011, 19:47 | ||
Sonya
http://pix.ge/ |
Posted by: WOMAN IN LOVE 12 Jan 2011, 01:22 |
საინტერესო წერილია http://www.radiotavisupleba.ge/content/giorgi_maisuradze_blog/2272253.html |
Posted by: cxako 12 Jan 2011, 01:51 |
WOMAN IN LOVE უფრო საინტერესო კომენტარებია ამ წერილზე. ისე თემას რაც შეეხება ამ ძველს შენობას ხელუხლებელი ღირებულების მატარებელი რამე რა აქვს? |
Posted by: Debili_Tineijeri 12 Jan 2011, 02:42 |
ეს შენობა არის კოსტრუქტივისმის სამი-ოთხი შენობიდან ერთერთი რაც არსებობს თბილისში. კონსტრუქტივიზმი არის მეოცე საუკუნის დასაწყისის უდიდსი მოვლენა ხელოვნებაში და კერძოდ არქიტექტურაში, სამწუხაროდ შემდეგ სტალინის გადაწყვეტილებით როცა იმპერიც კურსი აბსოლიტური დიქტატურისკენ აწვიდა ეს ძალიან პროგრერული და მნიშვნელოვანი მოვლენა ფაქტიურად აიკრძალა. შემდეგ დასავლეთმა მიიღო იმპულსი და ამას მოყვა სხვა დიდი მიმართულებეის განვითარება არქიტექტურაში და ზოგადად ხელოვნებაში. ჩვენ გვკიდია ისტორია ერთ ადგილას. არა და ეს შენობა დღესაც ავანგარდშია იმასთან რასაც უპირებენ იქცეს! |
Posted by: Sonya 12 Jan 2011, 12:59 |
Fabian მდა... საკმაოდ განსხვავდება იმისგან, რაც მანდ ადრე იდგა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ გვერდზე მდგომი სახლები "მისრისა", რასაც ქვია... ჰო, "ზარია ვოსტოკას" რაც შეეხება - გუშინ თითქმის სინქრონულ რეჟიმში გავიდა სიუჟეტები ყველა ნიუსზე - არიქა, არ ვანგრევთ, რესტავრაციას ვუტარებთო... ვნახოთ. |
Posted by: ივანიჩ 13 Jan 2011, 17:11 |
ვიცე-მერის განცხადებით ხდება პირვანდელი სახით იმ შენობის აღდგენა რაც იყო მანამდე და დამახინჯდა კომუნისტების დროს აქ არქივში გვაქვს მისი სურათი? ერთი შეგვედარებინა.... |
Posted by: Raul Tamudo 13 Jan 2011, 21:39 |
რა ვქნა და არ მომწონს ეს შენობა.... 30 შენობა |
Posted by: The Teller 13 Jan 2011, 21:50 |
|
Posted by: diez 13 Jan 2011, 22:07 | ||
IVANICHA
საბედნიეროდ, კომუნისტურ ეპოქაზე გადასვლის მომენტი დაფიქსირებულია 1921 წლის თებერვალში გადაღებული სურათებზე, საიდანაც ჩანს ამ შენობის პირვანდელი სახე http://www.radikal.ru ცოტა ახლო პლანით: http://www.radikal.ru თეთრ ცხენზე ანატოლი გეკერია, 11 არმიის მთავარსარდალი, ეგეც ’ჩვენი ბიჭია”, თბილისელი ექიმის ოჯახში დაბადებული და გაზრდილი. ასევე გამოიყურებოდა შენობა საუკუნის დასაწყისში: http://www.radikal.ru ეს კი ოცდაათიანი წლების ფოტოა, რომელზეც ე.წ. ზალცმანისეული სახლი მთლიანად ჩანს: http://www.radikal.ru ცენტრალური ცხრაფანჯრიანი ნაწილი ზალცმანის პროექტია, გარე ნაწილები კი მისი გარდაცვალების (1897წ) შემდეგ არის აგებული, მარცხენა ცხრაასიან წლებში, მარჯვენა კი უკვე კომუნისტებმა ააგეს უკვე 1925 წ, მაგრამ ზალცმანისეული სტილის დაცვით. ამ ფოტოებს თუ დღევანდელ პროქტს შევადარებთ, ცხადია, რომ რაიმე ”პირვანდელი სახით აღდგენაზე” ლაპარაკიც კი ზედმეტია. |
Posted by: WOMAN IN LOVE 13 Jan 2011, 22:14 |
Posted by: Fabian 13 Jan 2011, 22:22 |
ზალცმანის სახლის გვერდით კომუნისტებმაა ააშენეს 2 შენობა...მაინტერესებს რა დანიშნულება ჰქონდათ და მანამდე იქ რა იდგა???? |
Posted by: diez 13 Jan 2011, 22:30 |
Fabian მე თუ მეკითხები, ტექსტი წაიკითხე, კომუნისტებმა მხოლოდ მარჯვენა მომრგვალებული ნაწილი მიაშენეს, ჯანდაცვის საქალაქო განყოფილება იყო ზემო სართულებზე, პირველზე კი "მუშკოპის" მაღაზია |
Posted by: Fabian 13 Jan 2011, 22:34 |
diez არა, ბატონო დიეზ, ტექსტი მშვენივრად გავიგე, მე ე.წ. პასაჟის და მის გვერდით აშენებული შენობის ისტორია მაინტერესებს... |
Posted by: diez 13 Jan 2011, 23:21 |
ბ-ნო Fabian, ე.წ. პასაჟის და მის გვერდით აშენებული შენობის ორიგინალი ასე გამოიყურებოდა 19 საუკუნის ოთხმოციან წლებში, მარჯვნივ ზალცმანის ცხრაფანჯრიანი შენობაა, უფრო ჩვენსკენ კი-პასაჟის ახლადაგებული შენობა: http://www.radikal.ru შემდეგ ოცდაათიან წლებში, (იხ ფოტო წინა პოსტში) მოახდინეს პასაჟის რეკონსტრუქცია-გაფართოვება, მისგან მარცხნივ მდებარე შენობის ხარჯზე, მაშინდელ მოდურ სტალინისტურ სტილში. ამ შენობებში განთავსებული იყო უნივერმაღი და სხვადასხვა საჭირო და არასაჭირო საბჭოთა კანტორა-დაწესებულებები. შემდეგი ეტაპი დადგა ზალცმანის შენობის დანგრევის შემდეგ, მგონი ზოდელავას დროს, ორიათასიან წლებში: http://www.radikal.ru ამ 2006 წლის ფოტოზე მარცხნივ ყოფილი ”პასაჟის” შენობებია; მარჯვენა მომწვანო შენობას, ბანკს, კი თუ კარგად დავაკვირდებით, აღმოვაჩენთ, რომ ის ზალცმანისეული სახლის მარცხენა ,სამფანჯრიანი სექციის ნაშთზე განხორციელებული მანსარდიანი სართულის დაშენების შედეგს წარმოადგენს. ასე რომ, თუ ზალცმანისეული სახლის "აღდგენაზეა" ლაპარაკი, ეგ დაშენებაც უნდა დაინგრეს. და წარმოდგენილ პროექტშიც ასეა. მაგრამ რა აღდგენაზეა საუბარი, როცა ზალცმანისეული შენობა აღარ არსებობს, უკვე დანგრეულია. თუ საუბარია სახლის აგებაზე "ზალცმანისეულ სტილში", ესეც საკამათო საკითხია, რა მსოფლიო არქიტექტურის კორიფე იყო ზალცმანი, რომ მის სტილში ვაშენოთ, მისი ხსოვნის პატივისცემა თუ გვინდოდა, ჯობდა სულ არ დაენგრიათ. ისე, ერთი რამე კი არ ღალატობდა ზალცმანს და წარმოიდგინეთ, იმ შავბნელ კომუნისტ არქიტექტორებსაც (ამ შემთხვევაში, კერძოდ...), ეს იყო ზომიერების გრძნობა, რასაც ვერ ვიტყვი ამ პროექტის ავტორებსა და დამკვეთებზე. მესმის, რომ ამხელა, თითქმის რვასართულიანი მონსტრის წამოჭიმვა მოედანზე ფინანსურად მომგებიანია, მაგრამ საბოლოოდ მოსპობს იქ არსებულ დომინანტებს...მერე ამას მერიის 18 სართულიანი კოშკი დასჭირდება და ასე უსასრულოდ...., ვიკმაროთ ოთხ-ხუთსართულიანი განაშენიანება მოედანზე, სადმე ხომ უნდა ვისწავლოთ გაჩერება, თუნდაც ქალაქის ისტორიული ცენტრის ფარგლებში |
Posted by: Fabian 14 Jan 2011, 00:13 |
diez მადლობთ ბატონო ჩემო ვრცელი პასუხისთვის |
Posted by: SaNi 14 Jan 2011, 01:47 |
მომეცით კალამი |
Posted by: temart 14 Jan 2011, 10:00 |
მარიჯანის ქუჩაზე საბურთალოში უშველეთ ყვითელ ავტობუსებს,დამუხრუჭებისას ისეთ ხმას გამოსცემენ გეგონება სპილოების ჯოგი შემოგესიაო,დილიდანვე გიფუჭებენ ხასიათს,დაგვეხმარეთ ! |
Posted by: ივანიჩ 14 Jan 2011, 11:09 |
ბატონო diez ჩემი კომენტარი რომელიც თავის მხრივ ვიცე მერის კომენტარს ეხებოდა მიმართული იყო ,,მერანის" იგივე ,,ზარია ვოსტოკას" შენობის თუ რესტავრაციაზე თუმცა თავისუფლების მოედანზე მდგარი შენობის ისტორიის გადაშლისათვის მაინც მადლობთ |
Posted by: Fabian 17 Jan 2011, 19:40 |
ზარია ვოსტოკას თემა მიერთებულია ამ თემასთან... |
Posted by: CityZen 30 Jan 2011, 00:41 | ||
უკაცრავად, თუ უკვე დევს რომელიმე თემაში ეს ბმული... თუ არა და დატკბით : http://www.rr.ge/ დარწმუნებული ვარ, ბევრს მოეწონება (ესქვიზიტურად ექსკლუზიური ლუქსია). მესმის, რომ ადგილი ისეთია, რომ აუთვისებელი ვერ დარჩება. მუზეუმები და საკონცერტო დარბაზები ჩვენ არ გვჭირდება, გვჭირდება ბინები. აქ სოციალური საცხოვრისი ვერ აშენდება, და არც უნდა აშენდეს - ამიტომ შენდება რაღაც ძალიან ძვირი. არ მესმის მხოლოდ ერთი რამ - მაინც და მაინც ასეთი უსუსურობა რატომ შენდება? |
Posted by: Noriko 30 Jan 2011, 00:59 |
CityZen სამწუხაროდ მომრავლდა ისეთი ხალხი, ვისაც ძალიან მოსწონს ეს მარაზმი, სამაგიეროდ არ მოსწონს შჩუსევის, ზალცმანის, ჩისლიევის შენობები... ფოტოებს განახლება საჭირდება, შევეცდები ამ დღეებში დავდო ახლები.. |
Posted by: Sonya 30 Jan 2011, 15:06 | ||
CityZen
ვისთვის -უსუსურობა, ვისთვის - "მააააგარი ბაითი" თან თითქოს უნდათ, რომ შეესაბამებოდეს იქაურ ანსამბლს - ეს არქიტექტურული დეტალები სახურავზე a-la რუსთაველის თეატრი და მსგავსი... ბოლო დროს ტენდენციაა ასეთი, ბატონო სითიზენ, თბილისში. საეჭვოდ გავს ერთმანეთს ახლანდელი პროექტები - ტყუპისცალებივით, არ გამიკვირდება, თუ გაირკვა, რომ ერთი და იგივე "კანტორის" ნახელავია. არ ვიცი, რა დავარქვა ამ სტილს... "ნეო-თბილისური" თუ "თბილისური ეკლექტიკური მოდერნი" თუ რა... გასაებია, რომ საცხოვრებელი სახლია, მაგრამ რა საჭიროა ეს უგემოვნო პომპეზურობა? გემოვნების აშკარა დეფიციტი აქვთ ქალაქის მესვეურებს. საკმაოდ მაღალი შენობაა, ისე... პირველი სკოლის უკან რომ მოჩანდა მთაწმინდა - აღარ გამოჩნდება. ესაა მათი 4 სართული ისტორიულ ცენტრში? |
Posted by: Fabian 8 Feb 2011, 19:33 |
http://pix.ge/ |
Posted by: Noriko 16 Feb 2011, 13:56 |
http://www.radikal.ru http://www.radikal.ru http://www.radikal.ru |
Posted by: bigmisha 20 Feb 2011, 21:44 |
Fabian მტრედს რომ არწივი გამოეკიდება და "ხვოსტზე" რომ დააჯდება, ჰა და ჰა კლანჭები რომ უნდა ჩაავლოს, აი ეგეთი სურათი წარმომიდგა ეხლა თვალ წინ |
Posted by: dato557 1 Mar 2011, 22:37 |
bigmisha )) მეც ცარმოვიდგინე |
Posted by: Fabian 4 Mar 2011, 18:09 |
მეგობრებო, ვაკეში, ყოფილი რუსული სემინარიის შენობას, რას უპირებენ??? შემოღობეს,მემგონი დანგრევას უპირებენ |
Posted by: ტემპერა 4 Mar 2011, 18:17 | ||
Fabian
საპატრიარქო გადადის რამდენადაც ვიცი, დანგრევა არა, რემონტს უპირებენ |
Posted by: Fabian 4 Mar 2011, 18:20 | ||
ტემპერა
თუ რემონტს უკეთებენ ძალიან კარგი და საპატრიარქო რამდენადაც ვიცოდი ავლაბარში გადადიოდა... ალბათ გადაიფიქრეს... |
Posted by: POXUIST 8 Mar 2011, 02:15 |
ალბათ აქ უნდა დავპოსტო ვაკე-საბურთალოს გამგეობა როა, მაგ ეზოში ის ჭაობი რა ჯანდაბათ უნდათ ? ისე ვერ ჩამივლია მანდ რო ცხვირზე ხელი არ ავიფარო, ნეტა თვითონ მანდ ეზოში არ აწუხებთ ? |
Posted by: Fabian 8 Mar 2011, 10:49 | ||
ჯობდა აქ დაგეპოსტა http://forum.ge/?f=51&showtopic=33658363 |
Posted by: POXUIST 8 Mar 2011, 14:54 | ||
Fabian
ხო არ ვიცი, ჯერ ვერ ვერკვევი ამ განყოფილებაში მარა ის სუნი უბრალოდ გამვლელს მაწუხებს |
Posted by: Fabian 27 Mar 2011, 14:08 |
38 სართული |
Posted by: Thatcheri 12 Apr 2011, 16:21 |
რუსთაველის გამზირზე არსებულ "ზარია ვოსტოკას" შენობას დანგრევა ემუქრება. ეს არის უნიკალური არქიტექტურული ტიპის, "კონსტრუქტივიზმის" სტილში აგებული შენობა, რომელიც ბიზნეს-საქმიანობის თავისუფლად წარმოების მიზნით უკანონოდ იქნა ამოღებული კუტურული ძეგლების სიიდან, რათა ხელისუფლების მხარდაჭერით მოსარგებლე კომპანია "კაზმას" იქ საქმიანობის საშუალება მისცემოდა. http://maestro.ge/?address=uc&id=19421&page=5 |
Posted by: bin_jafar 12 Apr 2011, 16:39 |
კარგით რა მართლა რაღა დროს ზარია ვასტოკაა რა.თუ ანგრევენ დაანგრიონ და არაფერი კულტურული ფასეულობა არ გააჩნია მაგ შენობას |
Posted by: ARTEMM CHACHANIDZE 12 Apr 2011, 16:40 | ||
Thatcheri
და ვინა თქვა ეგა?? |
Posted by: ალდე 12 Apr 2011, 16:41 | ||
bin_jafar
ვეთანხმები ამხანაგის გამოსვლას, დასანგრევია. და კიდე ბევრია დასანგრევი თბილისში! შუშების შენობების შენების დროა! |
Posted by: tat 12 Apr 2011, 16:43 |
Thatcheri საქართველოში მიშას გარდა ჩვენ არქიტექტორს არ ვცნობთ...დაანგრიონ აბა რა! |
Posted by: karla 12 Apr 2011, 16:47 |
ყოვლად უსახური და საშინელი შენობაა. არ ვიცი, რომელი "იზმის" სტილშია, მაგრამ ვფიქრობ შუაგულ რუსთაველზე საწარმოს ტიპის ნაგებობა არაფერ შუაშია. ბოდიში, გულშემატკივრებთან |
Posted by: Morgan Freeman 12 Apr 2011, 16:48 |
ზაზა გაბუნია სად არის? მივიდეს და გადაარჩინოს, პოზიცია მაინც გამოხატოს |
Posted by: niktagva 12 Apr 2011, 16:54 | ||
არადა |
Posted by: Kmuno 12 Apr 2011, 16:59 | ||
bin_jafar
ასე ხელაღებით კაცო??? იქნებ დაწეროთ თქვენი კომპეტენტური, პროფესიონალური კრიტიკა ამ არქიტექტურული ძეგლის თაობაზე. ) |
Posted by: bin_jafar 12 Apr 2011, 17:01 | ||
Kmuno
არანაირად არ უხდება მაგ ადგილს ეგ შენობა არც ესეთეთიკის თვალსაზრისით და არც ვიზუალურად,მანდ შეიზლება უფრო უკეტესის აშენება. |
Posted by: KIRPICH 12 Apr 2011, 17:04 |
რა ენაღვლებათ, მაინც ვერ გაჩერდებიან საქართველოში ეგენი საცხოვრებალად... |
Posted by: Kmuno 12 Apr 2011, 17:05 |
bin_jafar გმირთა მოედნაზე რომ ბაბასირი ჩაასეს ის ესთეტიურია? ) ნუ სადაცაა. ) კონკრეტულად რა არის მასში არაესთეტიური? თვქენ კონსტრუქტივიზმი, როგორც ასეთი მიმდინარეობა ხელვნებაში არ მოგწონთ ტუ უშუალოდ ეგ შენობა? |
Posted by: Allan-Poe 12 Apr 2011, 17:09 |
სიუჟეტი ცალმხრივი... არცერთი განსხვავებული აზრი... მაესტრო = რუსთავი 2 |
Posted by: 7-november 12 Apr 2011, 17:11 | ||
ეხალ გავხედი, ჯერ ისევ დაგას |
Posted by: 7171 12 Apr 2011, 17:12 |
რომელი შენობაა არ ვიცი, მაგრამ რადგან ანგრევენ, დასანგრევი იქნება. ვეღარ გამოვიდნენ საბჭოეთიდან, ზარია ვასტოკა არა კიდევ ისკრა! |
Posted by: iunkeri 12 Apr 2011, 17:12 | ||
bin_jafar
შეგიძლია მეგონბარო დაასაბუთო რატომ არ არის ეგ შენობა ფასეული? რამდენიმე არგუმენტი მითხარით გეთაყვა |
Posted by: bin_jafar 12 Apr 2011, 17:14 | ||
Kmuno
ჯერესერთი არამგონია კორექტული იყოს შენი შეფასება იმ მონუმენტზე რომელზეც მართლა გმირების გვარები წერია და მას ბაბასირი უწოდო სულ რომ მართლა ცუდი კონსტრუქცია იყოს და არამგონია ის მონუმენტი რასაც ადარებ ეგრე იყოს. რაც შეეხება მაგ შენობას არც როგორც ნაგებობა და მითუმეტეს იმაზე ლაპარაკი რო ის რაღაც კულტურულ მნიშვნელობას წარმოადგენს არანაირ ჩარჩოებში არ ჯდება.დროა გგამოვიდეთ მენტალურად და საერთოდ ყველანაირად კომუნიტური წყობიდან და ჩემთვის პირადად რაც იმ ეპოქას უკავშირდება ეს ნაგებოიბა იქნება თუ სხვა რამ მიუღებელია.რაც მართლა ისტორიული მნიშვნელობისაა და მართლა ფასეულობას წარმოადგენს ქვეყნისთვის იმას მივხედოთ. |
Posted by: druncha 12 Apr 2011, 17:15 | ||
iunkeri
საბჭოთა სომეხი არქიტექტორის აშენებულია მანამდე რაღაც ცირკი ყოფილა და აღგვედგინა თუმცა, პარლამენტიც 10 წუთის სავალზეა ... ისე, მართლა რაღაც ვერ ჯდება კონტექსტში, 1931 წელს აშენებული შენობა და კულტურული მემკვიდრეობა თუ რაღაცა. |
Posted by: 7-november 12 Apr 2011, 17:17 |
რით ვერ გაიგეთ რომ ისტორია 2003 წლიდან იწყება |
Posted by: mtawmindeli 12 Apr 2011, 17:18 |
რარიავასტოკის რა გითხრათ მარა გრიბოედოვზე ზიჩის ბაღი რო მიაყოლეს მაგ ზარიავასტოკას მაგაზე დამწყდა გული მარა დაგვპირდნენ ბაღს ისევ გავაკეთებთო |
Posted by: abreviatura 12 Apr 2011, 17:19 |
ისა და.... რესტორანი არაგვი რომ დაანგრიეს ან იმელის შენობა, იქნებ ჯერ იქ აგვეგო რამე და დანარჩენებს მემრედ დავსეოდით არააა????? |
Posted by: ბურზო 12 Apr 2011, 17:20 | ||
bin_jafar
ძალიან კარგი სხვანაირად არ გაიგო და ისა, სად ცხოვრობ? რომელ უბაში? |
Posted by: Kmuno 12 Apr 2011, 17:20 | ||||
bin_jafar
ჩემთვის როგორც "არქიტეტქურული" (ეგ მეორე საკითხია, საერთოდ შეიძლება თუ არა და არქიტექტურული ვუწოდოთ) არის სიმახიჯე. ) სხვა საკითხია გმირების სახელზე რომ აღმართეს. და სიბეცეა ის რომ გმირებს უგებ ასეთ არაიდეურ, არაღირებულ მინიმალისტურ სიმახინჯეს. კითხვაზე გამეცი პასუხი, ესთეტიურია მონუმენტი? )
შენობის დანგრევა ასოცირდება მენტალური თავისუფლებასთან? "დომ კინოს" როდის დაანგრევენ საინტერესოა... ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება კომუნიზმთან... არ გირჩევ ამ თემის გაგრძელებას. დამისახელე 5 საუკეთესო არქიტექტურული ძეგლი, ბოლო 10 წლის გან,ავლობაში რაც აშენდა? ნუ შენი ფავორიტი. |
Posted by: katokato 12 Apr 2011, 17:21 | ||
7171
საბჭოთა ,,კრიტიკოსები,, , ,,ფილოლოგები,,, ,,ფილოსოფოსები ,, ხშირად ამბობდნენ, მიღებული ფრაზა იყო - я не читал канта, но я с ним не согласен!!! ეგეთი აზროვნებით ვერც გამოხვალთ პატივცემულო 7171 |
Posted by: mtawmindeli 12 Apr 2011, 17:23 |
abreviatura ისინი იეს დაანგრიეს რო როგორც ჩანს აშენებას აღარ ექვემდებარება ზარიავასტოკას რაც შეეხება კიდე ისეთი ტემპით დაიწყეს რო არამგონია ეგეც ეგრე მიაგდონ როგორც უბანში მშენებლებმა გვითხრეს შენობას რესთავრაციას უკეთებთო და 3 სართულიანი ავტოსადგომი იქნება კიდეო |
Posted by: dinamit 12 Apr 2011, 17:23 |
ფასეულია მა რა არის, პირველ სართულზე კვადრატს 100$-ად აქირავებდნენ საეჭვო პირები აგერ უკვე მერამდენე წელია.... თითო მაღაზია საშუალოდ 6000$ , პლიუს სასტუმრო, პლიუს ოფისები, ერთადერთი მეგრელების სასადილო მენანება მაგარი ტოჩკა იყო თავის დროზე.. მოკლედ ვიღაცამ მაგარი მაყუთი დაკარგა და აწრიალდა.... თუმცა ამის დანგრევის ამბავი უკვე 3 წელი მაინც ცნობილია რო უპირებდნენ. მოკლედ ეგრეა რა |
Posted by: Paparacy 12 Apr 2011, 17:25 | ||
ძალიან ამბიციური შეფასებაა, რო გავივლი მაინც თვალს შევავლებ, იქნებ მართალია. არადა რაღაც უსახურობაა. |
Posted by: Allan-Poe 12 Apr 2011, 17:26 |
ისე რა კარგი სასიუჟეტო მასალაა... ვნახავდი რამდენიმე ექსპერტს, ვკითხავდი, რას ნიშნავს კონსტრუქტივიზმი, რით გამოირჩევა ეს შენობა, რატომ არის უნიკალური, რატომ არ შეიძლება მისი დანგრევა. მერე ჩავწერდი ვინმე დამანგრეველს, რომელიც ამიხსნიდა თუ რატომ არ არის ამ შენობაში არაფერი განსაკუთრებული და რატომ უნდა დაინგრეს... ვნახავდი ხალხს, რომლებსაც მოსწონთ რომ შენობას ანგრევენ და ხალხს რომლებსაც არ მოსწონთ რომ ანგრევდნენ... მერე ვიკითხავდი რა მოყვება ამ სენობის დანგრევას, რა შეიცვლება, რა აშენდება მის მაგივრად... და ა.შ. და პატიოსანი და სუფთა სინდისით გავაგრძელებდი მუშაობას ისე, რომ არ შემრცხვებოდა რომ ჟურნალისტი მქვია... მაგრამ არა... "ეს დედამოტყნულები შენობას ანგრევენ, ამათი დედას შევეცი... ჰაიტ! ხმალი ავლესოთ ქართველებო, სულში გვაფურთხებენ" - მაესტრო "ჰააა... მოვუტყანით თუ არა დედის ტრაკი კიდევ ერთ ძველ შენობას... ყველას ჩაგრეცხავთ ფარჩაკებო... ვერ ეღირსებით იმ ძველი დროის დაბრუნებას" - რუსთავი 2 "მიშა შენი დედა #####ან" - აქაური ჰუზერი "########თ მატუშკა რასია" - აქაური უზერი #2 :puke: მერე კიდევ იკითხავთ ძღრენში რატომ ვართო... |
Posted by: mtawmindeli 12 Apr 2011, 17:27 |
მე სიმართლე გითხრა მომეწონა კიდევაც რო უკეთებენ რესტავრაციას აბა ის ჯობდა 1 სართულზე 90 წლების სასადილო რო იყო 10 ლარად 5 კაცი შეხვიდოდით მაგრა გამოიკვებებოდით და ხურდაც დაგრჩებოდათ სახში წასასვლელი მარა იქ რა მოგივიდოდა კაცმა არ იცის |
Posted by: bin_jafar 12 Apr 2011, 17:29 | ||||
გააჩნია შენ ესთეთიკაში რას გულისხმობ?ყოველშემთხვევაში არც მახინჯი კონსტრუქცია არ არის
ბოლო ათწკლეულში არ აშენებულა 10 შენობა ტბილისში და რაც აშენდა ის მომწონს მაგალითად რეზიდენცია ავლაბარში შსს სამინისტრო შენობა ეს შენობები და რაც შეეხება ნაგებობებს და სხვა კონსტრუქციებს რაც გაკეთდა მომწონს და არ ვძრახავ |
Posted by: Sharky 12 Apr 2011, 17:33 | ||||
bin_jafar
და რამდენი დაინგრა, ეგ ვიცით?
ეს უფრო არაკორექტულია თუ ასეთ საშინელებაზე გმირების გვარების დაწერა? |
Posted by: 5.11 12 Apr 2011, 17:34 |
ეკლესიები დაუმთავრდათ . |
Posted by: nikalashka 12 Apr 2011, 17:34 |
მოიცა აბა რესტავრაციას უკეთებენო და ჩუქურთმებს და ამბებს მიამატებენო და თავდაპირველ იერს დაუბრუნებენო... მგონი ერორს ქონდა რეპორტაჟი ამაზე |
Posted by: Kmuno 12 Apr 2011, 17:35 | ||||
bin_jafar
იმას რაც ესთეტიურია.
გამოდის, რომ უფრომოა. 2 ჩამოთვალე. საქართველოს მასშტაბით. )) ბათუმი, ქუთაისი და ა.შ. |
Posted by: katokato 12 Apr 2011, 17:37 | ||
bin_jafar
ნუ აქ შემხვედრი კითხვა გამიჩნდა, ეგ თუ სიმახინჯე არ არის მაშინ თქვენ რას ეძახით სიმახინჯეს? ყველაზე მეტად რაც მაოგნებს ქართველებში ეს გამაოგნებელი შინაგანი დემაგოგიაა, რაც ამ ბოლო დროს გაჩნდა, ახალი ფენომენია ანუ - რადგან პრეზიდენტი მოგწონს, უნდა გაამართლო ყველაფერი, აი, ყველაფერი რასაც ის გააკეთებს. არა მხოლოდ გაამართლო, არამედ დიდებული და გამაოგნებელი უწოდო, მათ შორის მოიწონო წმინდა გიორგის ე.წ. მონუმენტი, პრომეთე, ე.წ. გმირების მონუმენტი... რადგან მიშისტი ხარ საღი აზრი არ უნდა შეგრჩეს მოკლედ.... ცხვრის ფარა მისდევს ასე წინამძღოლს. საღი ადამიანები ასე არ იქცევიან. ბელადმა თქვა, ესე იგი კარგია და უნდა დავიცვა ფსიქოლოგიის ადამიანები არათუ არ გამოსულან საბჭოთა მენტალობიდან, ვერც ვერასდროს გამოვლენ. მაინც რა ძნელია საბჭოთა წარსული + შუა საუკუნეების ფეოდალური მენტალიტეტი... |
Posted by: Thatcheri 12 Apr 2011, 17:52 | ||
bin_jafar
აგერ ამბობენ http://www.radiotavisupleba.ge/content/article/2295608.html |
Posted by: rezo77_77 12 Apr 2011, 17:59 | ||||||
Allan-Poe
მაგას პატივცემულო ქვია პროფესიონალიზმი და ჩვენი ჟურნალისტიკა და ეგ სიტყვა ერთმანეთს რომ კარგა ხანია არ შეესაბამება – თავადაც კარგად მოგეხსენებათ. bin_jafar
თქვენ უკაცრავად და საქართველოში არ ბრძანდებით?
ისა და იუსტიციის ახალი შენობა არ მოგწონთ პატივცემულო? და ოლვეის ულტრაზე მაინტერესებს თქვენი კომპეტენტური აზრი. |
Posted by: მიხეილ რძე 12 Apr 2011, 17:59 | ||||||||
Allan-Poe ექსპერტი არ ვარ, მაგრამ რამდენიმე კითხვაზე მაინც გიპასუხებ
არქიტექტურაში კონსტრქუტივიზმი არის მოდერნიზმის სახე საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე (გერმანიაში ბაუჰაუზი, ჰოლანდიაში დე სტიილი და ა.შ.). მოდერნიზმი არის მიმდინარეობა არქიტექტურაში, რომლესაც საფუძველი მე-20 საუკუნის 10-იან წლებში ჩაეყარა. საყველპუროდ რომ ავხსნა, მოდერნიზმი ითვალისწინებდა არქიტექტურის ინდუსტრიალიზაციას, მასში უახლესი საინჟინრო მიღწევების დანერგვას, შესაბამისად ყოველგვარ არქაულ ზედმეტობაზე ("ორნამენტზე") უარის თქმას და ა.შ. ნუ საბოლოო ჯამში იქმნებოდა ფორმათა ახალი (მართკუთხა) ესთეტიკა... ეს ძალიან უხეშად, ზოგადად და არასრულად.
ეს შენობა მთლად კონსტრქტივიზმიც არ არის. თუმცა კონსტრუქტივიზმს გავს. გამორჩეულია იმით, რომ თბილისში არის პერვიი ი აძინ იზ ნიმნოგიხ! მისი დანგრევა იმიტომ არ შეიძლება, რომ იგი არის არა მხოლოდ ეპოქის, არამედ არქიტექტურული ძეგლიც!
დანგრევით, მგონი, არავინ აპირებს ამ შენობის დანგრებას. უბრალოდ უნდა "შეალამაზონ" მართალია ძეგლის გადაკეთება ხშირ შემთხვევაში მისი დანგრევის ტოლფასია, თუმცა ევროპაში უკვე ერთი საუკუნეა მტკიცედ მოიკიდა ფეხი მიდგომამ, რომლის მიხედვითაც ხდება ძეგლის რეკოსტრუქცია ახალი ეპოქის სულისკვეთების შესაბამისად. მთავარია, პროექტი იყოს ხარიასხიანი და მკაფიოდ იკითხებოდეს ეპოქებს შორის ზღვარი. /// რაც შეეხება დანგრევას, ევროპაში სამწუხაროდ არაერთ ძეგლს ანგრევენ, თუ ინვესტორი დიდ ფულს დებს. ხშირ შემთხვევაში ისტორიული ფასეულობა თანამედროვე ქალაქის ეკონომიკურ ინტერესებს ეწირება. თუმცა არც ის არის კარგი, როდესაც ქალაქი კორდება, ელემენტარულ ხარჯებს ვერ წევს და ძეგლები თAვისით ინგრევიან.
ამ ეტაპზე აზრი არა აქვს -- ერთი აკვიატება მეორე აკვიატების წინააღმდეგ. თუმცა იუნკერი ნახე, ბევრი რამ მართლა ესმის. |
Posted by: Jebrail 12 Apr 2011, 18:01 | ||
ვაიმე . მე რა, შენობას ვაი. |
Posted by: Kmuno 12 Apr 2011, 18:09 |
მიხეილ რძე რამდენადაა კავშირში კონსტრუქტივიზმი ავანგარდთან? ) ე.ი. ერთი ახლობელი პოლონელი და ლატვიელი იყვნენ წინა წელს. ბევრ საბჭოურ ძეგლს, მონუმენტს, ჩუქურთმებს და ა.შ. ვინარჩუნებთო, ნუ რა თქმა უნდა ყველას ვერაო. ჩამომსველებს ვათვალიერებინებთ, თუ რა პედიოდი, ეპოქა გაიარა ქვეყანამ, ქალაქმა. პლიუს ამას ახალი თაობა ამ ყველაფერს აანალიზებს, იგებს, თუ რა გაიარა ქვეყანამო... საკმაოდ წარმატებული და რენტაბელური ღონისძიებააო. მაგსვი მიდგომა გაამართლებს ჩვენთან? |
Posted by: benjamen glonti 12 Apr 2011, 18:11 |
სრული აკულტურობა (კულტურის არარსებობა) ნაცრეჟიმის ჩემთვის ყველაზე მიუღებელი თვისებაა. |
Posted by: Thatcheri 12 Apr 2011, 18:12 | ||
სწორი პოზიციაა |
Posted by: Scifo 12 Apr 2011, 18:17 |
რავიცი... მე ამშენობასი ვერაფერს ღირებულს ვერ ვხედავ.... პირიქით... რუსტAველზე ასეთი ტიპის ანგებობასა რაფერი არ ესაქმება. |
Posted by: მიხეილ რძე 12 Apr 2011, 18:18 | ||
Kmuno სადაც ჩუქურთმებს ხედავ, ეს უკვე სტალინიზმია! როგორც გერმანიაში ჩაენაცვლა ბაუჰაუსს (გროპიუსი, მისი და სასტავი) ნაცისტური სტილი (შპეერი), ისე ჩაენაცვლა საბჭოეთში კონსტრუქტივიზმს (ტატლინი, მელნიკოვი, გინზბურგი) სტალინური ამპირი (შუსევი, სიმბირცევი და ა.შ.). იტოგში, ადოლფა და კობა ამაშიც ძმები იყვნენ ამ ზარია-ვოსტოკასაც სტალინისტური არქიტექტურის ელემენტები აქვს. ა დომ ნაპროწივ სტალინიზმის ერთ-ერთი უმამესი ძეგლის ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე (კსტაწი, იმასაც დედა უტირეს )
კავშირი არის პირდაპირი, ყოველმხრივი და მრავალპროფილიანი. თან ხშირად გენგეგმით დაწყებული პატარა დეტალებით დამთავრებული |
Posted by: Allan-Poe 12 Apr 2011, 18:23 |
მიხეილ რძე გაიხარე მიხეილ ბატონო მე იმას ვამბობ, სიუჟეტს როგორ ავაწყობდი თემაზე (მართლა დანგრევაზე რომ იყოს საქმე), თორემ მამაჩემის გადამკიდე კი ვიცი კონსტრუქტივიზმი და მოდერნიზმი რა არის |
Posted by: Sonya 12 Apr 2011, 18:26 | ||
7171
კაცო, "ზარია ვოსტოკას" ინერციით ეძახიან - მანდ იყო ადრე გამომცემლობა ამ გაზეთის. რაც ზოგადად კონსტრუქტივიზმის კრიტიკოსებს შეეხება - აი, მალადცააა! და ვისაც ჰგონია, რომ კონსტრუქტივიზმი მხოლოდ სუსურუკუსთან ასოციირდება კიდო... |
Posted by: Kmuno 12 Apr 2011, 18:26 | ||||
მიხეილ რძე
პონიატნა.
ვაააა, არ ვიცოდი... :-((( და დომ კინოს "შელამაზება" როგორ წარმოგიდგენია? :-დ |
Posted by: Thatcheri 12 Apr 2011, 18:27 | ||||||||
Morgan Freeman
მაგ სიუჟეტში აფიქსირებს პოზიციას
რუსთაველის გამზირზე დგას, სარდაფის გვერდით Allan-Poe
100 % ალდე
იმელის შენობაზეც იგივე პოზიცია გქონდა? |
Posted by: CityZen 12 Apr 2011, 19:31 |
bin_jafar ძალიან მარტივად შევეცდები აგიხსნათ (იმედია ნამდვილი მცოდნეები მომიტევებენ - აგერ, ბ-ნ მიხეილ რძე-ს უფრო კომპეტენტური, მაგრამ ოდნავ გულგრილი პასუხი უკვე გაუცია): კონსტრუქტივიზმის აღნიშნავს გარდამტეხ მომენტს მსოფლიო არქიტექტურაში, როდესაც ის განთავისუფლდა ”შელმაზების”, ”მორთულობების” ხიბლისგან - როდესაც არქიტექტურის ”დაკვირვების” საგანი თვითონ ხუროთმოძღვრული შემოქმედების, არქიტექტორის, მშენებლის აზროვნება გახდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი, რაც მანამდე გაკეთდა, ცუდია, უბრალოდ ეს მომენტიც ძალიან საინტერესოა. კონსტრუქტივიზმი, მისი მიგნებები და გამოცდილება რომ არა, დღეს შშს-ს შენობა(რომელიც, აღნიშნეთ, რომ მოგწონთ) და სხვა (მათ შორის კიდევ უფრო საინტერესო) მოდერნისტული ნაგებობები ვერასდროს აშენდებოდა. ეს სხვა სტილია, მაგრამ პირდაპირი კავშირი არსებობს - თანამედროვე არქიტექტორები თავის საქმეს კონსტრუქტივიზმის ნიმუშებზე სწავლობენ. კონსტრუქტივიზმის ყურადღების ცენტრშია თვითონ შენობის აგებულება (კონსტრუქცია), სტრუქტურა, მოცულობა, სივრცეში არსებობაა - ამ მხრივ, მოჩვეებითი სიმარტივისა (რასაც მე უფრო სისადავეს დავარქმევდი) და ”უსახურობის” მიუხედავად, ეს ძალიან ადამიანური და ინტერაქტიული, ”მეგობრული”, ”ალალი” სტილია - ის ნებისმიერ მნახველს, რიგით მოქალაქეს ანახებს, უხსნის, აცნობს არქიტექტურის ენას, მის შინაგან ლოგიკას, რომელიც მანამდე მხოლოდ ვიწრო პროფესიულ წრის კუთვნილება იყო. კონსტრუქტივიზმის დამკვიდრება ძირითადი სტილისტური მიმართულების როლში დაემთხვა პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პერიოდს, როდესაც უზარმაზარი ცვლილებები მოხდა სახვით ხელოვნებაში, დიზაინში, მოდაში, პოლიტიკაში, სოციალურ ურთიერთობები, ადამიანების ქცევაში. თუკი კონსტრუქტივიზმს კომუნისტური ეპოქის გადმონაშთად მიიჩნევთ, აქაც სიტუაცია არაერთმნიშვნელოვანია: დიახ, თავისი რადიკალიზმით, განახლებისკენ სწრაფვით ის ეხმიანებოდა კომუნიზმის რეფორმისტულ სულისკვეთებას, იდეალიზმს. მაგრამ როგორც კი საბჭოთა რეჟიმის ნამდვილი სახე საბოლოოდ გამოიკვეთა, და ადრინდელი ილუზიებისგან არაფერი დარჩა, კონსტრუქტივიზმიც მოკვდა, მეტიც - აიკრძალა. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც მთელი ხუროთმოძღვრული მიმდინარეობა, ფაქტიურად, ერთ დღეში, ერთი სამთავრობო დადგენილებით განადგურდა (მეორე და უკანასკნელი შემთხვევაც ისევ საბჭოთა კავშირში მოხდა, როდესაც სტალინისტური სტილიც ერთი დაგენილებით "გაუქმდა"). არადა, ეს ერთადერთი სტილია, რომელსაც საბჭოთა არქიტექტურა დანარჩენ მსოფლიოსთან ”იზიარებდა”, რომლის წყალობით ხელოვნების საერთაშორისო კონტექსტში რჩებოდა. მაგალითად, იგივე რუსეთში უცხოელებს (პროფესიონალებს ვგულისხმობ) მხოლოდ კონსტრუქტივიზმის არქიტექტურა და ავანგარდის ხელოვნება აინტერესებთ. მხოლოდ მათ მიიჩნევენ ორიგინალურ და დღემდე აქტუალურ მიმდინარეობად, რომლებსაც სწავლობენ. სხვათა შორის, 1920-იან წლებში თბილისიც ავანგარდის ერთ-ერთი ცენტრად გვევლინება - და ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი და ცოცხალი პერიოდი საქართველოს კულტურულ ცხოვრებაში, დამოუკიდებლობის მოკლე პერიოდის ექო (არა მხოლოდ არქიტექტურაში - გაიხსენეთ იმ დროის ქართული პოეზია, მხატვრობა, თეატრი). ყოფ. ”ზარია ვოსტოკას” შენობა არ არის მსოფლიო მნიშვნელობის ნიმუში - მეტიც, ის საკმაოდ ”უფანტაზიო” და სწორხაზოვანია. ბევრად უფრო რადიკალური და შთამბეჭდავი შენობები არსებობს... ოღონდ სადღაც, სხვაგან. ეს კი ამ სტილის ერთ-ერთი იშვიათი ნაგებობაა თბილისსა და საქართველოში, იმ პერიოდის ძეგლი, როდესაც ზოგადად არც ისე ბევრი რამ შენდებოდა საქართველოში. |
Posted by: Sonya 12 Apr 2011, 19:35 |
CityZen როგორც ყოველთვის და |
Posted by: Icewinds 12 Apr 2011, 19:52 |
თავისუფლების მოედანზე, ბანკი რესპუბლიკის ფილიალის აშენებაზეც იგივე ტვინის დღვნა იყო, მაგრამ საბოლოოდ რაც გამოვიდა პირვანდელ "არქიტექტურულ ძეგლზე" ბევრად უფრო ეფექტურია, ჩემი აზრით. |
Posted by: HiStorian 12 Apr 2011, 19:54 | ||
სარდაფი სადღა გადავიდა ხომ არავინ იცით? არის კი კიდევ? |
Posted by: iunkeri 12 Apr 2011, 20:14 | ||
CityZen პელე ხარ !!! Icewinds
და იმაზე ხომ არ დაფიქრებულხარ - ეგება სწორედ იმ "ტვინის დღვნის" შედეგად გამოვიდა კარგი (თუმცა მე პირადად ამაზეც ვიდავებდი)???? იმ შენობის ძველი პროექტი ხომ არ გინახავს? აი, რის აშენებასაც აპირებდნენ და როგორც ბოროტი ენები ამბობენ სწორედ "ტვინის დღვნის" შედეგად შეიცვალა და მიიღო ამჟამინდელი სახე? |
Posted by: alouette 12 Apr 2011, 20:18 | ||
გვწერენ პალეოლითის ხანიდან, ნეტა ბრინჯაოს იარაღები რკინით რომ შეცვალეს 'ხალხი' თუ აპროტესტებდა მაშინ. პ.ს ზარია ვოსტოკაზე არ ვწერ, ზოგადად 'შუშის' თემატიკაზე ვსაუბრობ მაშასადამე |
Posted by: Icewinds 12 Apr 2011, 20:19 |
iunkeri გამპროტესტებლები ძველ შენობას იცავდენ, არ დაანგრიოთ, არქიტექტურული ძეგლიაო. პროექტი შეიცვალა თუ არა, და რის შედეგად შეიცვალა, ეგ საერთოდ სხვა თემაა. ფაქტია რომ ძველი შენობა აღარ არსებობს და ახალი უკეთესია (ნუ ეს ჩემი სუბიექტური აზრია). |
Posted by: Julika Stiller-Tschudy 12 Apr 2011, 20:27 |
დადეთ სურათი მაგ შენობის, შეგიძლიათ ? |
Posted by: spinoza 12 Apr 2011, 20:36 | ||
ხოოო.... |
Posted by: iunkeri 12 Apr 2011, 20:39 | ||
Icewinds
"არქიტექტურული ძეგლი" - არა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა ის შენობა არ იყოს სტატისით ძეგლი. დიახ ძველ შენობას ვიცავდით, მიგვაჩნია, რომ ძველი შენობა თუკი ის მძიმედ ავარიული არაა არ უნდა დაანგრიო. ის შენობა არ იყო ავარიული. ძველი რაცაა ცუდი არაა და არც დასანგრევია. ნარიყალის დანგრევაც შეიძლება და მის ადგილას გაცილებით უკეთესის აგება მაგ ლოგიკით მოკლედ რა - კულტურულ მემკვიდრეობაზე არიფები, რომ იღებენ გადაწყვეტილებებს "ეგ შენობა მაგ ადგილს არ უხდება" არგუმენტაციით ეგაა გულს, რომ მიკლავს, უფრო ისაა მტკივნეული იმ არიფებს პროფესიონალი ხელოვნებათმცოდნე ვაზალინისტები კვერს, რომ უკრავენ ხოლმე |
Posted by: 4l2m 12 Apr 2011, 20:40 | ||||
აუF, ამას გვიმალავდით?
რაო? |
Posted by: Fabian 12 Apr 2011, 20:44 |
რეკონსტრუქციის დამთავრების შემდეგ: http://pix.ge/ |
Posted by: Icewinds 12 Apr 2011, 20:53 | ||
გენიალური ლოგიკაა. ანუ ქალაქის ცენტრი სანამ თავზე არ დაგვენგრევა, არ უნდა შევეხოთ. ყველაფერი გასაგებია. |
Posted by: iunkeri 12 Apr 2011, 21:17 | ||
Icewinds
ესაა მაგარი ლოგიკა. ჯერ არ გიპასუხნია ჩემს წინა კითხვაზე - რატომ არ არის ზარია ვოსტოკას შენობა ფასეული? ხომ ამბობდი დარწმუნებით არ არის ფასეულიო, ველი არგუმენტებს... მოდი დავაზუსტოთ რა გვენგრევა თავზე? რომელი შენობა? ყოველ კონკრეტულ შენობას კონკრეტული მიდგომა სჭირდება და არა ასეთი მაპატიე და დემაგოგიური წამოსროლები - ვაი, თავზე დაგვენგრა თბილისი. თქვი რომელი კონრეტული ავარიული შენობა გაქვს მხედველობაში სიძველეები, რომ გასაფრთხილებელია ეს სკოლაში არ გასწავლეს? |
Posted by: brutal_88 12 Apr 2011, 21:23 |
ზარია ვასტოკებს გვინგრევენ ხახლხოო დადეთე ერთი სურათი, რა შენობაა არც ვიცი |
Posted by: nikalashka 12 Apr 2011, 21:25 |
brutal_88 ესეთი იქნება რეკონსტრუქციის მერე |
Posted by: Icewinds 12 Apr 2011, 21:27 |
iunkeri რავი, მე სკოლაში მათემატიკას, გეოგრაფიას, ფიზიკას და მსგავს საგნებს მასწავლიდნენ. "სიძველეებს უნდა გაუფრთხილდე" რაღაც არ მახსოვს სასწავლო პროგრამიდან. "რახან ძველია, უნდა გავუფრთხილდეთ" არის ძალიან სასაცილო მიდგომა. თან თავად ამბობ, თავისუფლებაზე იმ შენობას ძეგლის სტატუსი არ ქონდაო. ანუ მხოლოდ იმიტომ არ უნდა დავანგრიოთ, რომ ძველია. ზე არგუმენტია. |
Posted by: brutal_88 12 Apr 2011, 21:37 | ||
რავი, ჩვეულებრივი საბჭოური შენობაა, აი უკრაინის ყველა მოზრდილ ქალაქში რომ ნახავ, ისეთი. დაანგრიონ, კი ბატონო, მაგრამ ისე არ ქნან, როგორ თბილისის უნივერმაღს უქნეს, დაკეტეს, დაანგრიეს, გადააფარეს პლაკატი და დააკონსრვეს. |
Posted by: iunkeri 12 Apr 2011, 21:40 | ||||
Icewinds
ცუდს სკოლაში გისწავლია. ალბათ მუზეუმი გძულს ხომ?
ის შენობა იყო ფონური განაშენიანების მნიშვნელოვანი ელემენტი, თან საუკუნეზე მეტი ხნის ნაგებობა და თან ძალიან მყარი. ეს ყველაფერი იძლეოდა იმის საფუძველს, რომ არათუ არ დაენგრიათ არამედ ძეგლის სტატუსიც მიენიჭებინათ. |
Posted by: VAZI 12 Apr 2011, 21:44 | ||
Asashenebeli gatskda, rom eg shenoba argaangrion? Mag shenobis dangreva-ashenebis ukan magari garigebba. Bevris sabanko kapitali gaizrdeba.... |
Posted by: CityZen 12 Apr 2011, 22:03 |
brutal_88 უკრაინა უკრაინაა... ნიუ-იორკი ნიუ-იორკია... თბილისში სხვა არ გავქვს ეგეთი, და იყოს რა, რას გიშლით? |
Posted by: dega 12 Apr 2011, 22:07 |
დინამოს სტადიონს როდის ანგრევენ?? მილიციის გუნდი იყო თავის დროს და აუცილებლად დასანგრევია |
Posted by: VAZI 12 Apr 2011, 22:10 | ||
. . . Boris Paichadzes
|
Posted by: ივანიჩ 13 Apr 2011, 16:38 | ||
სტადიონს რას ერჩით? საქართველოში საუკეთესო სტადიონია მინდვრის საფარს თუარ ჩავთვლით დასანგრევი არა კვახი.... |
Posted by: dega 14 Apr 2011, 11:37 | ||||
IVANICHA
არაფერსაც არ ვერჩით
საქართველოში კიარა მთელი მაშინდელი სსსრ დაბოღმილი იყო მაშინ,,, მართლაც რომ საუკეთესო იყო.. 100 000 კაცი 20 წუთში იცლებოდა და ივსებოდა... მაგას რომ თავი დავანებოთ ადგილი არ არის ისეთი რომ თქვა ეს სად ვზივარო... |
Posted by: ლლევ 14 Apr 2011, 12:17 | ||
|
Posted by: 4l2m 14 Apr 2011, 21:26 |
ზარია ვოსტოკა დაგვინგრიეს ხალხო, ქართველობას გვაკარგვინებს ეს მასონი ხელისუფლება |
Posted by: Sonya 23 May 2011, 17:04 |
ხალხო, აქაურების დესანტი გვჭირდება ამ თემაში (თუ არ გეზარებათ. მე და ლლევს გადაგვიარეს იუდა დაბანეს... მე ჯერ-ჯერობით თავს ვიკავებ, მაგრამ უმცირესობაში ვართ) http://forum.ge/?f=29&showtopic=34256313&st=15 ჩემი ამ პოსტიდან დაიწყო ერთი ამბავი. |
Posted by: guliveri 29 May 2011, 14:33 |
განგაში ! "პოპულის" ქსელია დასახური.............. სასწრაფოდ http://www.myvideo.ge/?video_id=1342066 |
Posted by: ივანიჩ 17 Aug 2011, 00:54 |
განგაში!!!! დაბი ჯგუფი არ ისვენებს მოკლედ...... გამოუცხადებიათ ტენდერი რუსთაველის გამზ. #29-ში მდებარე შენობის დემონტაჟზე ფასადის ნაწილობრივი შენარჩუნებით, ვადა 29 აგვისტომდე....... წყარო და ჩანჩქერი http://www.jobs.ge/eng/34929/ |
Posted by: Fabian 17 Aug 2011, 08:59 | ||
IVANICHA
იმელის შენობაა? |
Posted by: ივანიჩ 18 Aug 2011, 11:02 | ||
დიახ სწორედ იმელის შენობა გახლავთ |
Posted by: Niku7a 18 Aug 2011, 14:30 |
ხვალ არის აქცია 18:30 წუთზე იმელის შენობის წინ ყველას გთხოვთ მოხვიდეთ სადღაც 19:00 ისთვის მოვალ მე |
Posted by: lashare 1 Nov 2011, 18:33 | ||
უკაცრავააად, ბიძო ბიძინა ივანიშვილია??? |
Posted by: mtavrishvili 2 Nov 2011, 17:10 |
ჯერ კიდევ სკვითმა ატილამ თქვა ვეცხლით დატვირთული ვირი ყველა ციხე-სიმაგრეს აიღებსო. იმ ვერცხლით დატვირთული ვირის სახელი რომელიც პუტინმა საქართველოს ასაღებათ გამოგზავნა ბიძინა ივანიშვილია. პუტინს საქართველოს ამ ვერცხლით დატვირთული ვირის გარდა ტროას ცხენიც ჰყავს საქართველოში და ეს მიშაა. ავდგეთ ახლა და იმაზე ვიმსჯელოთ ასეთი ცხენი გვირჩევნია თუ ვირი? |
Posted by: Fabian 2 Nov 2011, 21:37 | ||
mtavrishvili
მოდი იმაზე ვიმსჯელოთ ვორნი მოგცე,თუ პირდაპირ ბანი... |
Posted by: goga25 13 Nov 2011, 22:34 | ||
გამარჯობაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა
|
Posted by: Janiashvili 19 Nov 2011, 22:46 |
განგაშია, განგაში! ხრუშოვკების თემა არ არის?? ან სად შეიძლება მოვძებნო მეტ-ნაკლებად დეტალური ინფორმაცია ხრუშოვკების შესახებ? |
Posted by: francuzz 21 Nov 2011, 14:30 |
აქ რაზეა ლაპარაკი საერთოდ ვერ გავიგე ვაა)) |
Posted by: Fabian 12 Jan 2012, 18:50 |
სურფნიშანი ისევ დაიწვა ერთერთი ბოძი როგორც ჩანს ჩამოინგრა მაქსიმუმ ორ-სამ წელიწადში მთლიანად ჩამოინგრევა ეს ეკლესია |
Posted by: ივანიჩ 27 Jan 2012, 00:59 |
Fabian თავისით იწვება? თუ ტარტაროზები შეეჩვივნენ? ხო გაგიგია ანდაზაა-უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაესიაო |
Posted by: mgeluka14 27 Jan 2012, 17:28 |
მე მიყვარს საქართველო დღითიდღე მშვენდება |
Posted by: Fabian 27 Jan 2012, 18:00 | ||
IVANICHA
შიგნით ბევრი ძველი გაზეთია და ვიღაც წვავს :| |
Posted by: ივანიჩ 27 Jan 2012, 18:06 |
ბრატცი არმიანე არ ვულით ნუ უვლით ერთი დამლაგებელი აიყვანეთ და დაგავეთ მაინც პ.ს.ეს ნახეთ http://www.presa.ge/new/?m=news2&NID=11242#NN11242 |
Posted by: Fabian 24 Feb 2012, 13:38 |
არ ვიცი რამდენად საგანგაშოა :| მოკლედ საჯაროს გვერდით მიმდინარეობს მშენებლობა, ჰოდა თუ დააკვირდებით შეამჩნევთ მიწაში კედლის ან გალავნის ნაშთებს... http://www.radikal.ru |
Posted by: ივანიჩ 24 Feb 2012, 19:13 |
Fabian ეს რომელია ძველი დომუს დეველოპმენტ? მოშე კაცავი თუ რა ერქვა იმ კაცს ნე პომნიუ ტოჩნა..... |
Posted by: Fabian 25 Feb 2012, 13:53 | ||
IVANICHA
ხელოვნების მუზეუმის გვერდით... |
Posted by: ივანიჩ 27 Feb 2012, 16:41 |
Fabian ეგაა ნამდვილად დამკვეთი სიტი-ემ მის: გუდიაშვილის 3 ტიპი : მრავალფუნქციური შენობა-მუზეუმი, სასტუმრო -ოფისები ნებართვა: ძალაშია 2014 წლის 20 თებერვლის ჩათვლით პ.ს. მოშე კაცავი კიარა იციკ მოშე უნდა მეთქვა |
Posted by: sandro30475 17 Apr 2012, 22:47 |
სააკაშვილი გენოციდს გვიწყობს... (ეს აუცილებლად წაიკითხეთ, ვინც საქართველოში აპირებთ ცხოვრებას) რამდენი ვიბრძოლეთ კიკვიძის პარკის გადასარჩენად, რამდენი აქცია მოვაწყვეთ ნახალოვკის მოსახლეობასთან ერთად, მაგრამ შეაყარე კედელს ცერცვი: ამ პარკში ისევე დაიწყეს პოლიციის შენობის აგების მოსამზადებელი სამუშაოები, როგორც მოსკოვის პროსპექტზე, გამწვანებულ ზოლში. შეგახსენებთ იმასაც, რომ გამწვანებულ ზოლში აშენდა: დიდუბე-ჩუღურეთის, გლდანი-ნაძალადევის, ვაკე-საბურთალოს რაიონულ გამგეობათა და სხვა შენობები. სხვადასხვა მიზეზით, თბილისში წამლად ერთ ხესაც აღარ ტოვებენ. ნეო-ფაშისტი სააკაშვილის მთავრობა კიდევ უფრო შორს წავიდა: ზედიზედ ოთხი კანონი მიიღეს, რომელიც ერის განადგურებისა და მოსპობის წინაპირობაა: 1) შეცვალეს „მწვანეთა პარტიის“ მიერ 1998 წელს მიღებული კანონი რადიოაქტიური ნარჩენებისა და ბირთვული ასაფეთქებელი მოწყობილობების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტისა და ტრანზიტის შესახებ. ანუ დააკანანონეს საქართველოში ხსენებული ნარჩენების შემოტანა, ატომური ელექტროსადგურების აშენება, ბირთვული იარაღის შემოტანა-გადატანა. მსოფლიოს ყველა ქვეყანა ცდილობს, საკუთარ საზღვრებს გარეთ გაიტანოს ასეთი ნარჩენები; ამათ კარი გაუღეს ამ უაღრესად საშიშ ნივთიერებებს. 2) მეორე კანონის თანახმად, თუ ხელშეკრულებას გააფორმებთ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან და შესაბამის თანხას გადაიხდით, ყველანაირი ეკოლოგიური პასუხისმგებლობა გეხსნებათ. ყველა გარეული ნადირ-ფრინველი რომ ამოხოცოთ, მთელი ტყე რომ გადაწვათ, ამ კანონით პასუხი არ მოგეთხოვებათ. 3) ნადირობა ოფიციალურად დაუშვეს „წითელ წიგნში“ შეტანილ, იშვიათი ჯიშის ცხოველებზე, რომლებსაც ნორმალური ქვეყნები თვალისჩინივით უფრთხილდებიან. 4) ამიერიდან სეისმური აქტივობის, ანუ მიწისძვრის ბალების განსაზღვრის უფლება ... ვერა ქობალიას უწყებას, ეკონომიკის სამინისტროს გადაეცა. ოღონდ ვინმე ფულიანი ადამიანი შემოიტყონ და იმდენ ბალს მიუთითებენ, რამდენსაც საჭიროდ ჩათვლიან. ყოველივე ამ „სიკეთეს“ დაემატა ხელისუფლების გადაწყვეტილება, ულამაზეს და საერთაშორისო მნიშვნელობის კურორტ ბახმაროში ჰესის აშენების შესახებ, რაც მკვეთრად გააუარესებს ამ შესანიშნავი ადგილის ეკოლოგიურ მდგომარეობას. აღარაფერს ვამბობთ მთიან რეგიონში, განსაკუთრებით კი სვანეთში დაგეგმილ ჰესების მშენებლობაზე. ეს ყოველივე ეკოციდის (საარსებო გარემოს განადგურების) უდაო წინაპირობებია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ეკოციდი გენოციდთან (ადამიანების მასობრივი განადგურება) გათანაბრებული, უმძიმესი დანაშაულია. 22 აპრილს, კვირას, დედამიწის საერთაშორისო დღეს, „საქართველოს მწვანეთა პარტია“ ატარებს საპროტესტო ეკოლოგიურ აქციას - „გადავარჩინოთ საქართველო ეკოციდისგან“. შეკრება 12 საათზე, მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“. მოგმართავთ ყველას: შემოგვიერთდით! ნუ დაუშვებთ ჩვენი სამშობლოს და მომავლის განადგურებას. გააკეთეთ არჩევანი სიცოცხლის დასაცავად! |
Posted by: shani 19 Jan 2013, 21:59 |
დღეს 300 არაგველის მეტროსთან გავიარე და # 4 მარშრუტკის გაჩერებასთან დაახლოვებით 50 მდე ან უფრო მეტი ზანგი იყო შეკრებილი, მართალი გითხრათ ამდენი ზანგი ერთად არც მინახია, რიცა ვიკითხე აქ რა ხდება მეთქი მარშრუტკის მძღოლმა მითხრა ესენი აქ ცხოვრობენ და ამ ქუჩაზე მანქანასაც არ გვაჩერებინებენო. საინტერესოა, ნეტა მთავრობამ თუ იცის ამის შესახებ? |
Posted by: პაწა 18 Feb 2013, 21:35 |
50 ან მეტი თეთრი ნანახი არ გყავს? სასწაული პირდაპირ! რა უნდა იცოდეს მთავრობამ? -რომ 50 შავკანიანი ბირჟას ამაგრებდა ავლაბარში? |
Posted by: marimariami 15 May 2013, 02:28 |
გთხოვთ მხარი დაგვიჭიროთ გრიბოედოვის ქუჩის მოსახლეობას და სამხატვრო აკადემიის სტუდენტ-მასწავლებლებს ყოფილი "ზარია ვოსტოკას" და ზიჩის ბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე შეუსაბამო და აღმაშფოთებელი მშენებლობის შესაჩერებლად. სამწუხაროდ ბაღი ვერ გადავარჩინეთ, იქნებ ქუჩა გადაურჩეს ამ საზიზღრობას. აქცია გაიმართება ხუთშაბათს, 16 მაისს 18 საათზე სამხატვრო აკადემიის წინ, ყოფილ ბაღთან. |
Posted by: Accident 26 May 2013, 21:29 |
აქ რამე მნიშვნელოვანი ხდება? http://www.interpressnews.ge/ge/kultura/241063-kulturis-saministroshi-khval-mrgvali-magida-qdavicvath-istoriuli-thbilisiq-gaimartheba.html |
Posted by: SOULFUL 11 Oct 2013, 15:50 |
გლდანში ნაძვის უზარმაზარი ხეები მოჭრეს, მიმდებარე ტერიტორიაზე არის ბაგა ბაღი სადაც იძულებით გადაადგილებული პირები ცხოვრობდნენ, შემდეგ გახსნეს მანქანის სამრეცხაო, ახლა მადა გაეზარდათ და როგორც გავიგეთ საცხოვრებელი კორპუსის აშენებას გეგმავენ და მიადგნენ ნაძვებს, გული მოგიკვდება ისეთი სანახაობაა, რა უპატრონობააა sad.gif(( http://www.allmedia.ge/society2/item/33090-%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AB%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%9D%E1%83%AD%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1 |
Posted by: temart 18 Aug 2014, 08:22 |
ვაჟა ფშაველაზე მეორე კვარტალში პოლიციის გვერდით შვიდ ნაძვს მოჭრა ემუქრება ,ტერიტორია შემოღობილია და ნებართვაა გაცემული ორსართულიანი შენობის მშენებლობაზე 07.08. 14 თარიღით. |
Posted by: llevani 19 Aug 2014, 21:27 |
მერიას ვთხოვ რომ აკრძალოს სავალი გზიდან 10 მეტრში მშენებლობა. ზუსტად ამის გამოა მუდმივი საცობი გლდანის მეტროსთან. ამით გაჩნდება ხის დასარგავი და პარკირების ადგილი. |
Posted by: temart 22 Aug 2014, 19:17 | ||
temart
რეაგირებისთვის ყოჩაღ აქტივისტებო, გაუკრიათ ღობეზე პლაკატები,არ მოჭრათ ხეო. |
Posted by: llevani 23 Aug 2014, 22:04 |
აღმაშენებლის ხეივანში დიდი ხეები ხმება. იქნებ უშველოს მერიამ დანაპირების ფარგლებში. |
Posted by: sanfol 4 Oct 2014, 23:08 |
თბილისის შემოსასვლელიდან სადღაც საქართველოს ბანკამდე მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროზე საკმაოდ ძვირფასი ქვები იყო დაგებული საბჭოთა კავშირის დროსო და რა უყვეს ეგეც გაყიდეს? |
Posted by: datosia 11 Oct 2014, 10:02 |
არ ვიცი რამდენად ეხება ამ თემას მაგრამ თბილისის ზღვა ნელნელა გვიშრება, ალბათ მაისიდან აქეთ 3 მეტრით და უფრო მეტით არის დაწეული წყალი, ვარკეთილის მხარეს მალე ჭაობიღა დარჩება, სურათებს დავდებ ხვალ. გვითხრან რას უპირებენ, ჩინელები ხომ არ მაიმუნობენ რამეს? ესეც გასარკვევია |
Posted by: თბილისი070 20 Oct 2014, 01:12 |
datosia აიწევს ისევ დონე არაფერია მანდ საგანგაშო |
Posted by: არწივი9 20 Oct 2014, 19:45 |
პოლიტიკის განყოფილებაში იდო ეს ვიდეო: რომელ სამსახურს ეხება ეს? არ შეიძლება ერთ ადგილას მაინც შეგროვდეს ეს და სხვა ნაგავიც? ან ძალიან ღრმად ჩაიმარხოს ან გადამუშავდეს? |
Posted by: ლლევ 30 Jan 2015, 00:08 |
თამამშევის აბანო უმოწყალოდ რო ლპება არაუშავს? http://www.fabi.ge/?p=814 |
Posted by: ივანიჩ 3 Feb 2015, 11:45 |
ლლევ აუჰ გახდა ნარკამანების ბუდე? აფსუს რატო არა ვარ მეფე გიორგი კიარადა ამ ნახევრდადასანგრევი ქალაქის მერი? |
Posted by: pes2009 4 Aug 2015, 12:09 |
გაუმარჯოს ფორუმელებს.თუ ვინმე კომპეტენტური ხარ ამ საკითხში იქნებ დამაკვალიანოთ.კორპუსმა მიწა მოაყარა ჩემ კერძო სახლის კედელს.ბევრი რო აღარ ვწერო მოკლედ ჩემი კედელი დაიბზარა.დროთა განმავლობაში ალბათ გადმოინგრევა.ვის მივმართო ამ მიწის ამოღებაზე ხომ არ იცით.მერიას თუ გამგეობას? |
Posted by: ივანიჩ 6 Aug 2015, 12:46 |
pes2009 ვინც მოაყარა ჯერ იმას მიმართე და მერე მერიას და კიდე რატო მოაყარა? რას აკეთებს?, ნებართვა აქვს რაიმე სამუშაოს ჩატარებაზე? |
Posted by: pes2009 6 Aug 2015, 22:24 |
კორპუსმა ჩვენი ტერიტორიაა და და ვალდებული არა ვართ ვინმეს რამე ვკითხოთო.მერიაში დავრეკე და რო მოვიდა ტიპი აუ ამ მიწას რა ამოიგებსო.ისევ შენი სახლის კედელი უნდა ამოიგო ნაწილნაწილ და ისე გაამაგროვო.მთლიანად რო მოხსნს შეიძლება მიწა მოგიზვავდესო |
Posted by: shiklgruber 17 Sep 2015, 19:07 |
2013 წლის 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობას, ქ. თბილისში, ფურცელაძის ქ. #17-ში მდებარე "საცხოვრებელი სახლის ნგრევითი პროცესები დაიწყო". 16 ოქტომბერს „მშენებლაბთან და არქიტექტორებთან ერთობლივი კონსილიუმის საფუძველზე შენობის დემონტაჟი გადაწყდა“ და 17 ოქტომბრიდან "სახლის ავარიული ნაწილის დემონტაჟი" დაიწყო. პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდა. მოსახლეობა მთაწმინდის რაიონის გამგეობამ დროებითი ქირით უზრუნველყო. ერთადერთი გამოსავალი, მათ სახლებში დასაბრუნებლად, კერძო ინვესტორის მოძიება გახდა... დანარჩენი: https://www.facebook.com/events/1479550792341954/ გეპატიჟებით ჩემს ივენთზე! https://www.youtube.com/watch?v=FEPWAIOII4k გაუზიარეთ ყველას |
Posted by: Jonatahn_smith 8 Oct 2015, 14:34 |
მეტეხის ხიდთან, რაღაც ტივივით რომ არის მტკვარზე... welcome აწერია ისეთი ბანძი მწვანე განათებით... ოეეეეეეეეეეე მერიაააა, ნარმანია შე სირო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! |
Posted by: davit_chacha 4 Jan 2016, 15:51 |
საკმაოდ სარწმუნო წყაროდან გავიგე, რომ ძველ თბილისში გორგასლის მოედანთან, რომ სომხური ეკლესიაა (ადრე ქართული იყო რათქმაუნდა) მანდ უნდა სომხების ეპისკოპოსს ვაზგენ მირზახანიანს, რომელიც არ არის აქაური სომეხი, ეჩმიაძინიდან გამოგზავნილი ჩვეულებრივი აგენტია, სასულიერო აკადემიის მსგავსი დაწესებულების გახსნა, და ჩვენი ხელისუფლების ჩინოსნებიც ეხმარებიან მაგრად ფართების დათრევაში, რასაც ქვია აიძულებენ ფართების მესაკუთრეეებს სომხურ ეკლესიას მიყიდონ საკუთრება, სავარაუდოდ წინასაარჩევნოდ უნდათ ხმების მოპოვება. ეს ვაზგენი მაგარი ცუდი ტიპია, მახსოვს, როგორ ჩალიჩობდა ჩახალიანის გამოშვებას და მერე როგორი ზარ-ზემით მიიღო ეკლესიაში. ეს ვაზგენია რომ მიმართა ღარიბაშვილს 424 ეკლესია დაგვიბრუნოს საქართველომო და ჯავახეთის საქართველოდან გამოყოფაზე ოცნებობს, მოკლედ ქართული სახელმწიფოს მტრები ვირთხებივით ჩალიჩობენ და ჩვენი ხელისუფლებაც ეხმარება საკმაოდ აქტიურად. საკმაოდ სერიოზულად არის შეკრული სქემა, როგორც რუსული ტროიკა იყო ეგრეა საქმე, მთავარი მოქმედი პირი არის რუსეთში მცხოვრები ოლიგარქი რუბენ ვარდანიანი, მოკლედ ამბავია ასატეხი რომ ფესვებშივე ჩაუჭრათ დედაქალაქის გულში ანტისახელმწიფოებრივი მეტასტაზების ლაბორატორიის შექმნა! |
Posted by: marki 1 Jul 2016, 12:05 |
თბილისს უკვე საყოველთაო განგაში ჭირდება, თუმცა მგონი აღარაფერი უშველის. ქალაქს სახე აეხა. |
Posted by: temart 28 Aug 2016, 07:48 |
ვაჟა ფშაველას 47-ში წიგნების მაღაზია ,,ბიბლუსი''-ს მეპატრონეები აპირებენ ტროტუარი წაგვართვან 3.5 მეტრი და ფეხით მოსიარულეებს 1.5 გვიტოვებენ. ლითონის 10X10 კვადრატით ტერიტორია უკვე შემოსაზღვრეს. მერია მიაქციე ყურადღება. |
Posted by: temart 17 Sep 2016, 08:38 |
კანდელაკის ქუჩის დასაწყისში გაგარინის მოედანთან, ავტობუსის გაჩერებაზე ორ კვანძში მოტეხილია ლითონის ტიხარი, რამაც შეიძლება მისი მთლიანი მოტეხვა გამოიწვიოს.დროზე თუ არ შეკეთდა შეიძლება ვინმეს დაეცეს და ტრმვა მიაყენოს. შედუღების აპარატით ორი კვანძია აღსადგენი.10 წუთის სქმეა. -------------------------------------- ვინმე კითხულობს მერიიდან ამ შეტყბინებებს? წიგნების მაღაზიის წინ ისევ ისეა შემოსაზღვრული ლითონის 10X10 კვადრატით. |
Posted by: Universe 23 Sep 2016, 20:25 |
საამთმო კითხვა კი არაა... ვერ ვნახე შესაბამისი თმა... ტემპერა შეგილია მირჩიო წიგნი საქართველოს კულტურული ძეგლების შესახებ, ისტორიულ, არქიტექტურულ, მხატვრული მიმოხილვით? |
Posted by: ივანიჩ 30 Sep 2016, 16:19 |
Universe არსებობს ეგეთი წიგნი - ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლები ჰქვია, მასში რეგიონების მიხედვით არის ისტორიული და არქიტექტურული ობიექტების აღწერა.სადღაც მქონდა მაგ სერიის მხოლო შიდა ქართლი... მხატვრული მიმოხილვა ცხადია მასთან ერთად ვერ იქნება. |
Posted by: Accident 30 Sep 2016, 22:47 |
temart მერიიდან აქ ვინ რას უნდა კითხულობდეს. თუ გინდა გააგებინო, არის საიტი https://www.chemikucha.ge/ka/ ან პირდაპირ მიმართე. |
Posted by: temart 8 Oct 2016, 13:14 | ||
Accident
არაფერი დაუშავდებათ აქაც თუ წაიკითხავენ. მადლობა. |
Posted by: temart 19 Oct 2016, 22:17 |
მადლობა მერიას რომ პეკინის 40-ში შეაჩერეს ტროტუარის დაპყრობა. |
Posted by: temart 27 Oct 2016, 10:04 |
შეცვალეთ დროულად ნაძალადევის რაიონის და მეტროს სახელი, გაიგეთ რომ სირხვილია ასეთი სახელი ,,ნაძალადევი"" |
Posted by: rachveli1 27 Oct 2016, 10:24 | ||
temart
შენ საერთოდ იცი რათომ ქვია ეს სახელი ამ უბანს? რკინიგზის გაღმა, აღმოსავლეთით, მუშახელი საცხოვრებლად უნებართვოდ იკავებდა მიწებს და სახლდებოდა, ახალ უბანმაც აქედან მიიღო სახელწოდება. ყველაფერს თვისი ისტორია აქვს. სირცხვილი რათოა? |
Posted by: ივანიჩ 27 Oct 2016, 10:25 | ||
სამაგიეროდ ზუსტად ასახავს ყველაფერს ისტორიას და დედაქალაქში იმდროინდელ მცხოვრებთა მოქალაქეობრივ შეგნებას. ის კიარა დღესაც რამდენია შემთხვევა როცა უნებართვოდ აშენებენ სახლებს ან სხვა ობიექტებს და საერთოდ რაზე უნდა ელაპარაკო ეგეთ ხალხს... |
Posted by: temart 2 Nov 2016, 09:49 | ||
rachveli1
შენ ეტყობა ვერ აგიგხსნი რატოა სირცხვილი. |
Posted by: anrito2017 7 Dec 2016, 15:36 | ||
მერიიდან ? :დ მგონი განცხადებებს არ კითხულობენ ხალხისას და აქ ვინ წაიკითხვას |
Posted by: SOULFUL 23 Feb 2017, 20:59 |
25 თებერვალს 14 საათზე გელოდებით საპროტესტო აქციაზე, გლდანის IV მიკრო/რაიონში109ა კორპუსის მიმდებარედ მიმდინარეობს 32 მ სიმაღლის , 8-10 სართულიანი, საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა. მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, დაზიანება/მოჭრა ემუქრება ხეებს და დროთა განმავლობაში, არსებული ისედაც მწირი დასასვენებელი და ბავშვების გასასეირნებელი ადგილი ახალი კორპუსის ავტოსადგომად და მოასფალტებულ ეზოდ გადაიქცევა. მოაწერეთ პეტიციას ხელი ! https://manifest.ge/main/item/1295?fb_action_ids=979191375544145&fb_action_types=og.comments&fb_source=other_multiline&action_object_map=%5B1225947647474879%5D&action_type_map=%5B%22og.comments%22%5D&action_ref_map=%5B%5D https://ibb.co/jQ07tv |
Posted by: temart 23 Jun 2017, 08:32 | ||
ამ მშენებლობამ წინ წაიწია, ქუჩის მხრიდან მინის ტიხარი დასვეს. |
Posted by: urjulo 22 Jul 2017, 06:56 |
ზანგს 1000 დოლარი მივეცი და 5წელია დაიკარგა.როგორ დავიბრუნო? |
Posted by: Generalissimus 30 Aug 2017, 22:32 |
-------------------------------------------- |
Posted by: Snow93 28 Nov 2017, 17:25 | ||
ისეა ხეები კორპუსებს შორის მოქცეული რო არ მოჭრეს აქამდე გასაკვირია |
Posted by: Pac. 6 Jul 2018, 16:01 |
ეს გარაჟები ხო გასაგებია და დღეს კორპუსებთან რო თოკებით და ჯაჭვებით თავის ტერიტორიას რო აკეთებენ ტიპები და ბოქლომს რო ადებენ რო ვითომ მაგათი მოსაჯმელი და მანქანის დასაყენებელი ადგილია მანდ რახდება ??? გაიხედავ ერთ დღეს ერთი სირი ავლებს ჯაჭვს ეზოში გამოიხედავ მეორე დღეს მეორე პროვინციალიზმის უმაღლეს დონეზე რო ვართ გასაგებია, მაგრამ კანონი ან რამე არ ეხება ამ საქმეს ? |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jul 2018, 22:16 | ||
Pac.
აქ პოსტვის გარდა გულახდილად თქვი გიცდია ამ პრობლემის მოსაგვარებლად მიგემართა მერიის ან სტრუქტურისთვის? |
Posted by: Pac. 6 Jul 2018, 22:50 |
M-A-S-E-R-A-T-I არა სხვაგან ვერ ვამჩნევდი, არ ვაკვირდებოდი ჩემ კორპუსთან/სადარბაზოსთან ხდება ეს ამბავი ბოლო 1-2 თვეა, ტიპებმა დაიწყეს შემოღობვა "ბოსტნების" თან არ მინდა სტრუქტურას მივმართო ფარულად და რაღაც დამალულად გავიშვირო თითI ერთი ვარიანტია რო ავდგე და ამათ დავეჯახო პირდაპირ |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 6 Jul 2018, 23:05 | ||||||
Pac.
მთელი საბურთალო გარაჟებია მაგრამ თვალი ისე ეჩვევა შეიძლება მართლა ვერ შეამჩნიო
სიმართლე რომ გითხრა პროვინციალიზმიც ზუსტად ამაშია რომ "ტეხავს" აი მაგათი მოქმედება კი ამ პროვინციალიზმზე აგებული უკანონო ქმედება, საერთო სარგებლობის საკუთრების დაუფლება და მისაკუთრება
ეს კიდევ ორთავეს ნიშნებს შეიცავს |
Posted by: Pac. 6 Jul 2018, 23:26 |
M-A-S-E-R-A-T-I არც მიტყდება და არც დაჯახებაში ვხედავ პროვინციალიზმის ნიშნებს , დაჯახებაში დალაპარაკება ვიგულისხმე მაგრამ ტიპებმა იშრომეს სვარკებით და ა.შ ასე რომ არ დათმობენ მარტივად თავის პოზიციებს ვფიქრობ და მაგიტო დავწერე აქ რო რამე იდეა რომ მოსულიყო ერთი რამეა, ყოველთვის არ არის ის მომენტი რო "ტეხავს" და მაგიტო არ აკეთებ საინტერესოა შენ რას იზავდი ჩემ ადგილას ? |
Posted by: ივანიჩ 12 Jul 2018, 16:57 | ||
ზედამხედველობის სამსახური არსებობს მაგისთვის ქალაქ თბილისის მერიაში. |
Posted by: Snow93 12 Jul 2018, 18:26 | ||
პროვინციალიზმის უმაღლეს დონესთან მაშინ გვაქვს საქმე შენი საკუთარი სახლის წინ, კარებთან რომ ვიღაცა მანქანას გაგიჩერებს დაუფიქრებლად |
Posted by: ტრეზორა 19 Aug 2018, 03:12 |
დღეს ნუცუბიძის მეორე პლატოს ამოსახვევთან ტაქსი გავაჩერე და ვკითხე მასამე პლატოს დასაწყისამდე ანუ მე 4 ა კორპუსამდე რამდენად ამიყვან მეთქი და 3 ლარიო შიგ ხო არ გაქვს მეთქი და კარი მივუჯახუნე. დაახლოებით 800 მეტრის გავლაში მომთხოვა 3 ლარი მძიმე ჩანთა მეჭირა ხელში არ მქონდა მისი თრევის თავი ბოლოს ახლობელმა გამოიარა შემთხვევით და მას გავყევი. რა 3 ლარი ესენი ხო არ ანძრევენ ? 3 ლარად ყაზბეგზე გავყარხარ ტაქს ნუცუბიძიდან. 2 ლარი რომ ეთქვა მაგ ჩემისას კიდე ხოო. ზოგიერთ ტაქსისტობა უნდა აუკრძალო და რულიდან გადააგდო ტაქსაობის ნებართვაზე 100 ლარი კი არა 500 ლარი უნდა იყოს. ამათი ღორი დდშ. |
Posted by: Snow93 19 Aug 2018, 13:07 |
ტრეზორა კორექტულად გამოხატო ჯობია, თორემ ვიღაც უაზრო ტაქსისტის გამო ვორნსაც აიკიდებ და ათმაგად საქგინებელი გაგიხდება ისე კი ეგ თემა არაერთხელ განვიხილეთ. ერთს გააჩერებ გეტყვის ამაზე ნაკლებად შანსი არააო და 2 წუთში მეორე ნახევარს გამოგართმევს. ლიცენზიებზე როცა წავა საქმე მერე კი ნაღდად გაძვირდება |
Posted by: temart 22 Aug 2018, 09:34 |
ვაჟა ფშაველს ძეგლიდან ზევით 100 მეტროში სკვერში მიწა ჩავარდა 4 მეტრ სიღრმეზე,ბავშვი ჩაიყოლაო. მეტროს ხაზის გამო ხდება მიწის დაჯდომა და ეს შესამოწმებელია რაიმე ხელსაწყოთი მთელ სიგძეზე. |
Posted by: gig@@@ 27 Aug 2018, 00:25 |
temart ვაჟა ფშაველას მეტროსთან მოდულის შენობის გვერდზე წმ ბარბარეს ეკლესია და ეკლესიის ეზოში ზოგჯერ ისმის მატარებლის და ლიანდაგის ხმაური და ვიბრაცია იმდენად ახლოსაა გვირაბი. |
Posted by: temart 29 Aug 2018, 20:18 |
gig@@@ მიწის რხევა მის გადაადგილებას და დაწევას იწვევს, ასე რომ ერთი კარგი რევიზია სჭირდება მთლიანად ამ ტრასას ,დასადგენია რა ხდება მის ირგვლივ . |
Posted by: It_was_ALL_a_DREAM 2 Oct 2018, 17:12 |
Posted by: temart 7 Oct 2018, 09:20 | ||
თვენახევარი გავიდა და ისევ ისეა ჩანგრეული. |
Posted by: Snow93 7 Oct 2018, 17:45 |
temart ჯერ კაჩინსკით და მსგავსი ქუჩებითაა ეტყობა მერია "დატვრითული" |
Posted by: temart 9 Oct 2018, 09:38 | ||
Snow93
შენთვის ეს არის პრობლემა? |
Posted by: Snow93 9 Oct 2018, 10:12 |
temart ვერ მიმიხვდი, სულ ***ზე რომ კიდიათ და მთელი ზაფხული სხვა ქუჩებს ანგრევენ/აშენებ მაგის შესწავლის ნაცვლად ეგ ვიგულისხმე |
Posted by: temart 9 Oct 2018, 15:23 |
Snow93 მე ვიფიქრე კაჩინსკისთან გქონდა პრობლემა |
Posted by: Snow93 9 Oct 2018, 15:40 |
temart მაგ ქუჩაზე ვცხოვრობ პრობლემა არ მექნებოდა დროზე რომ დაემთავრებინათ... |
Posted by: temart 20 Oct 2018, 10:27 |
Snow93 ფრთხილად იყავი სად ჩაინგრევა მაგ მონაკვეთზე უცნობია. ის ორმო კი ისევ ისეა. |
Posted by: gobisha 13 Feb 2019, 21:27 |
ტექსტი კაი რო დავწერო მინდა კორპუსი რო არ ააშენონ ... ვიწრო ქუჩა ჩიხი სადაც 2 კორპუსი ისედაც არი უკვე .. |
Posted by: temart 24 Jul 2019, 14:08 |
გილოცავთ ამოავსეს როგორც იქნა,მაგრამ 10 სანტიმეტრით დაბალ ნიშნულზე. |
Posted by: temart 26 Jul 2019, 10:00 |
ფორუმი საქმეს აკეთებს ,მერიისგან რეაგირება მოხდა სწრაფად წინა შეტყობინებაზე. დღეს უკვე შემოღობილი დამხვდა და იმედია გაასწორებენ ჩაღრმავებულ ადგილს. * * * ვიზუალურად ძალიან მომეწონა შშს -თვის ახალი ტიპის პანდუსები,მაგრამ დასაფიქრებელია ის, რომ ასეთი განიერი პანდუსებით შეიძლება ავტომობილებმაც ისარგებლოს ადვილად. * * * ყოჩაღ კალაძე,ასეთ ტემპში სტადიონზე არ უთამაშია. |
Posted by: temart 31 Jul 2019, 16:14 |
ვაჟა-ფშაველას 3-ე კვარტლის წინ არსებულ სკვერს 100 მ.-დე ახალი ზოლი დაემატა. ახალი სკვერის შემოღობვაა თქვენს მარჯვნივ შავი ფერის, მარცხნივ კი ძველის ნაცრისფერი. თუ დააკვირდებით შეამჩნევთ , რომ ახალი რკინის ღობე დამრეცი გზის პარალელურადაა დამაგრებული ,ძველი კი ვერტიკალის და ჰორიზონტის სწორი პრინციპით. ამიტომაც მათი შეერთების ადგილზე ისენი ერთმანეთთან დამრეცადაა. ამ ახალს ეხლა არავინ მოხსნის და გაასწორებს, მაგრამ მომავალში მაინც გაითვაილისწინეთ ეს შეცდომა. |
Posted by: temart 7 Aug 2019, 13:59 |
გილოცავთ ვაჟა ფშაველაზე ორმო ამოავსეს ერთი წლის შემდეგ. რაჭველების ტემპია ჩაზნექილი ბორდიური კი მაინც არ გაასწორეს ამ შემოღობვას მანქანა დაეჯახა ეტყობა,გასასწორებელია 7-ე კვარტლის წინ. |
Posted by: temart 23 Sep 2019, 17:31 |
ვაჟა ფშაველაზე მეორე კვარტალში მოდულის წინ მოჭრეს 15-მდე ფოთლოვანი დიდი ხე. ბიძინა უვარგისო, ხალხს ჰაერს უწამლავ თვითონ კი აბასთუმნის ჰაერს გვეახლები? რამ გაგაჩინა ასეთი უვარგისი? |
Posted by: temart 7 Oct 2019, 19:10 |
ეს ვაჟა-ფშველას ძეგლის უკანაა. ამ ბილიკით ერთ დროს არ დადიოდნენ,იმიტომ რომ ლითონის ღობესთან ნაგვის ურნა იდგა. აიღეს ურნა და ხალხმა გადათელა მოკლეზე ბალახი. ან ისევ დადგით ურნა , ან და ღობით გადაკეტეთ ეს გზა თუ გინდათ ბალახი არ გადაჯეგონ. |
Posted by: M-A-S-E-R-A-T-I 7 Oct 2019, 19:40 | ||
ჩემი ეზოოო სადისტები რას ერჩოდნენ რა მაგარი ჩრდილი ჰქონდა 2003ში ბავშვი გადმოვარდა აქ მე7 დანდა ეგ ხეები რომ არა გაბრტყელდებოდა მიწაზე ალბათ კომერციულს ჩატენიან მანდ არამგონია უსაფრთხოების მიზნით მოეჭრათ |
Posted by: temart 15 Oct 2019, 17:00 |
თბილისში კანდელაკის პარალელურ მირზა გელოვანის ქუჩაზე უამრავი ბავშვი დადის.აქ ძალიან ბევრი სკოლა და ბაგა ბაღია გარშემო. ტროტუარის არსებობა სასიცოცხლოდ აუცილებელია. მირზა გელოვანის #11-13 -ში 45 მეტრის ტროტუარია გაუქმებული, რაც დაუშვებელია. სურათზე ისრით მითითებულ ადგილზე 3-4 საფეხურის და შშმ პირებისათვის პანდუსია გასაკეთებელი. ამით ეს პრობლემა გადაიჭრებოდა და ტროტუარი გაიხსნებოდა. |
Posted by: temart 21 Oct 2019, 18:53 |
სიმონ კანდელაკის ქუჩაზე # 23 -ში სასტუმრო ევროპაა.ის ასევე მირზა გელოვანის ქუჩაზე გადის. მირზა გელოვანის ქუჩაზე ერთ დროს ტროტუარზე ვერ გაივლიდით რამეთუ რკინის კარი,რომელიც სურათზე ჩანს ჩაკეტილი იყო და სასტუმროს მეპატრონე ტროტუარს მანქანების სადგომად იყენებდა. დღეს ის გახსნილია,მაგრამ როდის ჩაკეტავს მეპატრონე არავინ იცის. ისევ გიმეორებთ ამ ქუჩაზე მრავალი კერძო ბაღი და სკოლაა,უტროტუარობა კი სახიფათოს ხდის ფეხმავალთა მოძრაობას. ამიტომ დროულად მოშალეთ ეს რკინის ღობე და კარები. ეს ძალიან მარტივი საქმეა. ისრებით ნაჩვენებია რკინის ღობე. |
Posted by: temart 24 Oct 2019, 19:16 | ||
M-A-S-E-R-A-T-I
მოდულის წინ მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალი ხეები დარგეს. |
Posted by: temart 26 Oct 2019, 17:33 |
მძიმე მდგომარეობაა ტროტურების მხრივ ვაჟა -ფშველას ძეგლთან 126-ე სკოლის წინ მარიჯანის ქუჩაზე. ქუჩას ერთ მხარეს აქვს მთლიანი ტროტუარი,მეორე მხარეს კი მცირე მონაკვეთები. სკოლის გვერდით ბაგა-ბაღია. აქაც ბავშვების ძლიერი ნაკადებია. წითელი ხაზით ნაჩვენებია მონაკვეთი სადაც ტროტუარი არ არის. * * * გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ მარიჯანის ქუჩა გადაიქცა ტრანსპორტით გადატვირთულ მაგისტრალად. |
Posted by: FreedomSoul 12 Feb 2020, 16:52 |
არსებობს ისეთი აპარატი რომ გამიზომოს ჰაერის შემადგენლობა? ანუ კონკრეტულ ადგილას? |
Posted by: Snow93 12 Feb 2020, 19:17 |
FreedomSoul გვერდი როა ფეისბუქზე "ჩემი ქალაქი მკლავს" მაგი დებს ხოლმე მაგის ფოტოებს |
Posted by: FreedomSoul 13 Feb 2020, 12:21 |
Snow93 მადლობა მეგობარო |
Posted by: temart 16 Feb 2020, 19:35 |
ვაჟა-ფშაველას 53 ა-ში პოლიციის გვერდით,დიდხანს იბრძოლა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ სკვერი შეენარჩუნებინათ , მაგრამ არაფერი გამოვიდა. მაინც ,,ააშენეს'' !!! რაც მოასწრეს ის ხეები მოჭრეს,რაც არა და ხედავთ რა მანძილით არის დაშორებული მათგან შენობა. |
Posted by: kotcio 6 Jul 2020, 14:02 |
თბილისში ცაცხვები მასიურად ხმება. ამაზე მეტი საგანგაშო რა არის. რა ხდება |
Posted by: temart 16 Aug 2020, 17:08 |
https://forum.ge/?f=45&showtopic=35166421 სამი დღის წინ საქანელას ძელი ჩამოვარდა მზიურის ტერიტორიაზე და ბავშვები გადაურჩა სასწაულებრივ მძიმე დაზიანებას. კალაძე გაადამოწმე შენს მიერ შესრულებული სამუშაოები დროულად. |
Posted by: ASIMO 17 Aug 2020, 11:27 |
კრწანისის რეზიდენციის პირდაპირ გვერდით არის ასეთი ანტისანიტარია და ლამის ღია ნაგავსაყრელი. გამგეობაც დაახლოებით 150 მეტრშია. გასაგებია საქართველოს მოსახლეობის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი მოველურო უკულტურო ხალხია რომ არის, ამას არაფერი ეშველება, მაგრამ გამგეობას და დასუფთავების სამსახურს ვთხოვ, 5 წელიწადში ერთხელ მაინც გაწმინდეთ ეს მიდამოები. იმედია ასეც იქნება. ვისაც ფბ გაქვთ იქნებ ეს პოსტი დაუდოთ კრწანისის გამგეობას. |
Posted by: Foreign-Affairs 23 Aug 2020, 11:12 |
ნუცუბიძის მეოთხე მირკოში, მეორედან ასახვევიდან, ავთო ვარაზის ქუჩაზე, პირველ ბუგაროკთან ისეთი ცუდი ორმოა შიგნით რომ ჩაარტყა შეიძლება კამერა გახეთხო. * * * მეორე ძალიან საგანგაშო საკითხი ლისის ტბის მდგომრეობაა. ძალიან დაიკლო ზომაში. უკვე ჭაობებიც კი შრება და ჭაობის მცენარეების ბოლოში სანაპირო გაჩნდა. |
Posted by: semiramida1 22 Jul 2021, 00:50 |
https://www.facebook.com/TvMtavari/posts/683739746329472 რენტაბელური არ იქნება თურმე . სირთა ჯოგი შეყარო უნდა ჭორვილელის ბოსელში გადაუარეს თბილისს კულტურა ამათ არ ესმით ,ისტორიული ღირებულება და სიძველე . კიდიათ , კანონი საერთოდ კიდიათ...მთავარია შიზოიდის ერთი ადგილი ლოკონ კარგად ( არ შეიძლება ასეთი შენობების ასე ხელაღებით ნგრევა მითუმეტეს როცა თითზე ჩამოსათვლელიღაა დარჩენილი ქალაქში . ამაზე არის ნათქვამი რასაც მტერი ვერ გავნებს საკუთარს რო დედასუფეთქებ. ხალხი კიდე რამდენ პრობლემაზე გამოვიდეს ამაზე ვფიქრობ ამიდუღდა ტვინი და არ ვიცი რა ეშველება. ჯერ კიდევ მარტში რესტავრაციას აპირებდნენ , ახლა აღმოჩნდა რომ თურმე არარენტაბელურია, მილიარდებს იჯიბავენ და რამდენიმე მილიონის გამოყოფა დააზარალებთ . იმ გველის ოინებია ასე ნაბიჯ-ნაბიჯ ყველაფრის განადგურება ( რომელი გველის არ მკითხოთ |
Posted by: llevani 2 Feb 2022, 23:49 |
კუკიის სასაფლაოს შესასვლელში იყო ომში დაღუპულთა სასაფლაო და მემორიალი. ბავშვებიც თამაშობდნენ ტანკებზე. მეომრების ძველი საფლავები მეტწილად განადგურებულია. ეს ტერიტორია გაიყიდა საფლავებად? ჩემი აზრით უნდა შევინარჩუნოთ. |
Posted by: donald1981 10 May 2022, 16:12 |
ვაშლიჯვარი, მეწყრული მონაკვეთიდან 300-400 მეტრში! |
Posted by: VIP Blogger 17 May 2022, 17:52 |
საბურთალოს რაიონში, ყაზბეგის გამზირზე 9 სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოს აივანი ჩამოიშალა. ჯერჯერობით, უცნობია რამ გამოიწვია აივნის ნაწილის ჩამოშლა. როგორც საბურთალოს გამგეობაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. "[კორპუსის] მდგრადობის დასადგენად ექსპერტიზაზე გადაიგზავნება. საერთო სარგებლობის აივნის პატარა ნაწილი ჩამოიშალა, ანუ სადარბაზოს აივანი ეგრეთ წოდებული და პატარა ნაწილია ჩამოშლილი", - აცხადებენ გამგეობაში. მათივე თქმით, ამჟამად ადგილზე შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ. https://www.radiotavisupleba.ge/a/31854575.html?fbclid=IwAR2rKll1IeagC7AcewHmYLOfpeAKTQoNv4KuNLMvcrM1OOcIgS_Mwk1saBw ესაა პატარა ნაწილი ? ეს რომ დაგეცეს გაგსრისავს შიგ ხო არ აქვს მერიას ? ფოტოზე ვხედავ უამრავ მიშენებას სადარბაზოს აივანზე აი მაგის გამკეთებელი დასახვრეტიაა არ შეიძლება ავანზე მიშენება |
Posted by: gig@@@ 9 Apr 2024, 10:41 |
გუშინ ვიყავი ლისი ტბაზე დედა #####ნეს იქაურებმა მილიარდელმა ღორებმაა თხინვალაში ბოლოს ვიყავი სადღაც 2002 ში და ბევრად პატარა სოფელი იყო და ლამაზი დღეს არის ბეტონის ჯუნგლები. სოფელი აგარაკიც ვნახე 22 წლისწინ 2002 ში ეგ სოფელი ერთი მუჭა იყო და აზერბაიჯანელი გლეხები ცხოვრობდნენ და ძროხები და ცხვრები ყავდათ ერთი მუჭა სოფელი იყო ნახევრად დანგრეული სახლები ძველი რაღაც და მახსოვს ძველი ფერმა იყო მგონი საბჭოთა კოლმეურნეობის კაცი რომ ვერც კი იფიქრებდა რომ აგარაკში ოდესმე კაი ბაითები ჩაიდგმებოდა გუშინ რომ ვიყავი ვერ ვიცანი იმხელა გამხდარა სოფელი აგარაკი აგარაკში ადრე ნუცუბიძის პლატოდან ავდიოდით ბილიკებით და კუებს და გველხოკერებს ვიჭერდით და მორიელებს givi.gif ლისის ტბა ისეა დამშრალი ერთ 2 წელიწადში წყალი აღარ იქნებაა ლისის პლატო სადაც ადრე ტრიალი მინდვრები და ჭაობები იყო ეხლა ბეტონის ჯუნგლებია მერე უკვით რატომაა ქალაქში ამდენი ონკოლოგიური დავადება სარეკრეაციო ზონა არ დატოვეს ქალაქში. |