Printable Version of Topic
Click here to view this topic in its original format
თბილისის ფორუმი > სამართალი > დასუფთავების სამსახური


Posted by: Anja46 19 Oct 2021, 17:01
გამარჯობათ, დასუფთავების სამსახურის თანამშრომლები არ ალაგებენ კორპუსის უკანა მხარეს, გვეუბნებიან რომ მარტო წინა მხარის დალაგება გვევალებაო.

არადა ძირითადი ნაგავი გროვდება კორპუსის უკანა მხარეს.

მაინტერესებს გვაქვს თუ არა უფლება მოვთხოვოთ დასუფთავების სამსახურს კორპუსის უკანა მხარის დასუფთავება? ლაპარაკია კორპუსის ბინაზე

Posted by: Правовед 19 Oct 2021, 18:10
Anja46
"არ ალაგებენ" არა იმოტომ, რომ კორპუსის "უკანა მხარეა" - არამედ, ის ტერიტორია, რომელდაც ასეთად მოიხსენიებთ, კერძო საკუთრებაა და მისი მოვლის ვალდებულება, მესაკუთრეს, ანუ "მეპატრონეს" ეკუთვნის!
დაგვა-დასუფთავებისა და/ან ნარჩენების მართვის მომსახურებისთვის ოპერატორის არც მოსაკრებელს უხდით.
ქალაქი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №17-46-ით. ნებისმიერი მესაკუთრე, მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია - ანუ ეს მიწის ნაკვეთი, ანუ "კორპუსის უკანა მხარე".

აღარ გავყვეთ ეხლა იმ საკითხს, შეკითხვის დასმისას, გამოიკვლიეთ თუ არა, ვის ეკუთვნის დასახელებული ნაკვეთი, ან როგორ ერკვევით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის საკითხებში, მაგრამ "უფლება, მოსთხოვოთ დასუფთავების სამსახურს კორპუსის უკანა მხარის დასუფთავება", როგორც პრეტენზია, არა გაქვთ! მესაკუთრეს, თუნდაც "კოლექტიურს", ანუ თანასაკუთრების უფლებით მქონე ამხანაგობას (შეიძლება თქვენც შედიხართ ამ შემადგენლობაში, შეკითხვიდან არ ჩანს), შეუძლია მიმართოს შპს „თბილსერვის ჯგუფს“ და ისინიც ჩართავენ ამ ტერიტორიას დასუფთავების არეალში, რაზედაც მოგიწევთ დამატებითი ფულის გადახდა - დაგიანგარიშებენ, ამაზე დარდი არც ღირს.

Posted by: Anja46 19 Oct 2021, 18:28
არა მგონია ვინმე საკუთრებაში შედიოდეს კორპუსის უკანა მხარე. სადმე წრია კანონში რამდენი კვადრატულის დასუფთავება ევალებათ?

Posted by: Правовед 19 Oct 2021, 21:40
Anja46
მდა ...

"არა მგონიას" არგუმენტებს, და "კვადრატულობის" შემადგენლობას, რა თქმა უნდა, ვერ გავყვები. სამართალს კი არა, მარტივი ლოგიკის ფარგლებს ავცდებით ...

შეუძლებელია ... უბრალოდ შეუძლებელია, ვინმეს საკუთრებაში არ იყოს ...

ასევე შეუძლებელია ... უბრალოდ შეუძლებელია, ისეთ საკითხზე ვისაუბროთ, როგორც დასუფთავების "კანონით დადგენილი კვადრატული მეტრებია" ...

ასე რომ, გიხდით ბოდიშს ...

Posted by: Anja46 20 Oct 2021, 18:01
საჯარო რეესტრში არავიზე არ არის რეგისტრირებული.მთავარი ტრასა არის ვიღაცის საკუთრება? ეგეც იგივე ვარიანი იქნება როგორც მთავარი ტრასა.

Posted by: Правовед 21 Oct 2021, 06:35
Anja46
ისეც გავექეცით მარტივ ლოგიკას ...

ყველაფერი, რაც "არარეგისტირებულია" ეკუთვნის, მესაკუთრეა სახელმწიფო - ზოგადადაც, ვალსახადაც და შეუქცევადადაც. ტრასაც, მინდვრებიც, ტყეებიც, წიაღისეულიც და ა. შ.

უფრო მეტიც, საჯარო რეესტრში რაც არ არის რეგისტრირებული, ეს იმას არ ნიშნავს, რომ "უპატრონოა". სარეგისტრაციო ღონისძიებების ჩატარება, მთლიანად არის დამოკიდებული მესაკუთრის სურვილზე! უამრავი უძრავი ქონებაა, რომელსაც ჰყავს კერძო მესაკუთრე! მასზე უფლებები კანონიერად აღმოიცენდა 2009 წლამდე (როდესაც საჯარო რეესტრმა დაიწყო ფუნქციონირება) - უბრალოდ, მესაკუთრეს არ სჭირდება მოცემული მომენტისათვის ვიღაცას (მესამე პირები ეწოდებათ) უმტკიცოს, რომ ის მესაკუთრეა. აი, რაიმე უფლებების განხორციელება ამ ნივთზე თუ დააპირა, იძულებული გახდება დაარეგისტრიროს.

თქვენ კორპუსსაც სჭირდება მიწის ნაკვეთი, რომელიც აუცილებელია მისი ფუნქციონირებისათვის. ანუ საცხოვრებლად გამოყენებისათვის. სპეციალური წესები და რეგულაციები ამისათვის არსებობენ. 2010 წლის 25 აგვისტო საქართველოს მთავრობის დადგენილება N 261 "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო
ქონებაში შემავალი მიწის ნაკვეთების საზღვრების დადგენის წესის დამტკიცების თაობაზე". უბრალოდ არ დაგჭირვებიათ, ეზოთი ისეთი სარგებლობა, რომელიც რეგისტრაციას მოითხოვს.

ეს, ისე სამართალშეგნების ცოდნისათვის და სამოქალაქო განათლებისათვის ...

Powered by Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)