გამარჯობა ახალო თაობავ!
ზოგი იტყოდა - "ახალო თაობაო", მაგრამ მე "ახალო თაობავ" ვამჯობინე
მოგეხსენებათ, ორატორობა ყოველთვის მიზიდავდა და ტრიბუნის ხამადაც კი ჩამოვყალიბდი
თუკი სადმე სიტყვით გამოსვლის ოდნავი შანსი მაინც არის, აუცილებლად ვიყენებ
ხოდა ახლაც მინდა მოგმართოთ
მოგილოცოთ ეს მრავალმხრივ ღირსშესანიშნავი დღე!
ჩვენთვის პირველ რიგში იმიტომაა ღირსშესანიშნავი, რომ შორეული 2016 წლის მერე მხოლოდ დღესღა გვეღირსა ახალი თემა
მეორეს მხრივ, დღეს მზე ტყუპების ზოდიაქოში შევიდა! ასეთი რამ კი წელიწადში მხოლოდ ერთხელ ხდება მეგობრებო(!)
გარდა ამისა, ვინმე ცნობილი დაიბადებოდა (მაგალითად, ჩემი ყოფილი თანამშრომელი) და ესეც მნიშვნელობით ტვირთავს დღევანდელ დღეს
მოკლედ, გილოცავთ დღევანდელ დღეს! გილოცავთ ახალ თემას და გისურვებთ კაი ცხოვრებას!
აქვე ვითვალისწინებ რა, რომ უმეტესობა ამ თემისთვის ახალბედები ხართ, წინა თემის ლინკის სახით გაძლევთ საშუალებას ეზიაროთ ამ დიდებული თემის ისტორიას
ასოციაციობანა 80ასევე გაგაცნობთ წინა თემაში ყველაზე აქტიური ხალხის ათეულს:
აბა, ჰე!
საწყისი სიტყვა -
მოხარშული სიმინდი
ქართველი თუ ხარ, ცეცხლს შენობით ელაპარაკე! მ.ფ.
როცა ერთბაშად ვაგონიდან
შორს, ცისკიდურზე
ჩემი სამშობლოს მთები გამოჩნდნენ -
ჰოი, რარიგად მევიწროვა
მაშინ საყელო! ტ.ი.
ჩაფაან ყორე